BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20240101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240110T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240110T203000
DTSTAMP:20260421T132239
CREATED:20231229T064150Z
LAST-MODIFIED:20240202T102019Z
UID:10001636-1704915000-1704918600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე
DESCRIPTION:2024 წლის 10 იანვარს Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout წარმოგიდგენთ შეხვედრას გიორგი ჩუგოშვილთან\, თემით “ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე”.  \nგაიგე\, როგორი გზა განვლო და რა გამოცდილება დააგროვა გიორგიმ და მისმა გუნდმა საქართველოს\, უკრაინისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მაგალითზე. \nPhubber: ციფრული პლატფორმა შოპინგისთვის\, მომხმარებელს საშუალებას აძლევს\, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა. \nRetain: უკუკავშირის ფორმა\, რომელსაც მარტივად მიაქვს მომხმარებლის ხმა სათაო ოფისამდე.  \nშეხვედრის დრო: 19:30 საათი 10 იანვარი\, 2024 წელი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი\, 106 აუდიტორია \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/dQXNGWmEYcmRL5GX8 \nსამუშაო ენა: ქართული \n2023 \n \n \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bazarze-gasvlis-strategiebi-phubber-isa-da-retain-is-magalithze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81892.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240116T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240118T160000
DTSTAMP:20260421T132239
CREATED:20240110T111646Z
LAST-MODIFIED:20240202T102147Z
UID:10001638-1705429800-1705593600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა"
DESCRIPTION:16-18 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია „ზღვრების გადაკვეთა”. \nსაზღვრების გადალახვა და წითელი ხაზების გადაკვეთა სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებისა და ხელოვნების საერთო მახასიათებელია. ის თავად იყო განსხვავებული იდენტობებისა და მიკუთვნებულობების გადაკვეთაზე – თბილისში დაბადებული ეთნიკური სომეხი\, რომელმაც თავისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი უკრაინაში\, უკრაინული ფოლკლორის მოტივებზე გადაიღო. მისი დანარჩენი სამი მნიშვნელოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმიდან ერთი ეძღვნება საიათნოვას\, სამენოვან თბილისელ სომეხ პოეტს\, მეორე წარმოადგენს ქართული ლიტერატურულად დამუშავებული ლეგენდის თავისებურ ეკრანიზაციას\, ხოლო მესამე – თურქული ლეგენდის გადააზრებას. \nპოსტსტალინურ საბჭოთა კავშირში მისი სოციალური ქცევის სკანდალური ნონკონფორმიზმი და კინოხელოვნების სრულიად განუმეორებელი\, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური სტილი\, აგებული კოლაჟისა თუ tableu vivant-ის (‘ცოცხალი სურათის’) ესთეტიკაზე\, წარმოადგენდა ასაფეთქებელ ნაზავს\, რომელმაც მძიმე დაღი დაასვა დიდი რეჟისორის ცხოვრებას\, მაგრამ მისი ფილმები გლობალური მნიშვნელობის ნაწარმოებებად აქცია. \nკონფერენციაზე კინოსა და კულტურის ქართველი და საერთაშორისო სპეციალისტები – ჯეიმს სტეფენი\, პატრიკ კაზალი\, თეო ხატიაშვილი\, ქეთი შავგულიძე\, ვერონიკა ჟურავლიოვა\, გიორგი მაისურაძე\, ნიკოლოზ ნადირაშვილი\, ოლგა ბრიუხოვეცკა\, გოგი გვახარია\, ზაალ ანდრონიკაშვილი\, გიგა ზედანია – განიხილავენ ფარაჯანოვის შემოქმედების სხვადასხვა ასპექტს\, რათა უკეთ გამოკვეთონ მისი ხელოვნების უნიკალური ფორმა\, რომელიც მომაჯადოებელ ხასიათს დღემდე ინარჩუნებს. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nადგილმდებარეობა: \n16 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 უდიტორია\, გ. წერეთლის N1 \n17-18 იანვარი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გიორგი წერეთლის N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2024 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-zghvrebis-gadakvetha/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/81960.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20240122T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20240122T203000
DTSTAMP:20260421T132239
CREATED:20240116T094420Z
LAST-MODIFIED:20240227T100200Z
UID:10001637-1705951800-1705955400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საინვესტიციო გარემო საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ”
DESCRIPTION:სტარტაპი რომ წამოიწყოთ ან განავითაროთ\, არ უნდა გამოტოვოთ შეხვედრა\, რომელიც 22 იანვარს ილიაუნიში გაიმართება. „გლობალაიზის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სალომე კუკავა და „აქსელის“ მმართველი დირექტორი ირო ცაგარეიშვილი საკუთარი კომპანიების მაგალითზე გაგაცნობენ ქართული სტარტაპებისთვის მისაწვდომ ფინანსურ შესაძლებლობებს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. \nმომხსენებლები წარმოადგენენ შემდეგ კომპანიებს: Globalize: ბიზნესსაკონსულტაციო ორგანიზაციას\, რომელიც სტარტაპებსა და მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრების ათვისებაში ეხმარება\, Axel საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელს\, დაარსებულს 2021 წელს ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ამ დროისათვის ორგანიზაცია 60-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს. \nშეხვედრა გაიმართება 22 იანვარს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. N1). \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/Sxt1VFMpwxoJBao78 \nშეხვედრის ორგანიზატორები: ილიაუნის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი\, Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout \n2024
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainvestitsio-garemo-saqarthveloshi-da-mis-pharglebs-gareth/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/02/82016.png
END:VEVENT
END:VCALENDAR