BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230324T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T112248Z
UID:10000114-1680372000-1680372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FrontSpot Georgia & Qase Offline MeetUp #3
DESCRIPTION:1 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერითა და ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia-ს პარტნიორობით გაიმართება FrontSpot საქართველოს მესამე შეხვედრა. \n\nშეხვედრას გამართავენ \n\nანდრეი საველევი\, Lead Software Engineer – Boost your DX with NX. \n\nმომხსენებელი განიხილავს NX-ის შესაძლებლობას\, როგორ შეიქმნა რთული აპლიკაცია\, რომელსაც 6 თვე დასჭირდა დასაწყისიდან სამუშაო ვერსიამდე\, \nშეეხება მონორეპოს მენეჯმენტის ავტომატიზებას\, დამოკიდებულებათა მართვას\, შემსრულებელთა მორგებას  ან საკუთარი მენეჯმენტის ექმნას\, ასევე მოდულებისა და კომპონენტების გენერირებას\, \nასევე\, როგორ გამოიყენება ფუნქციები პროდუქტიულობის\, კოდის ხარისხისა და შენარჩუნების გასაზრდელად. \n\nილია ფილინინი\, „როგორ დავიწყოთ ავტოტესტებით?“\n\nილიას მოხსენება შეეხება ავტომატური ტესტირების სხვადასხვა ასპექტს\, მათ შორის მის სარგებელს\, სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებას\, კლიენტის დარწმუნების სტრატეგიებს ავტომატური ტესტირების დანერგვის კუთხით და იმის განსაზღვრას\, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ტესტების დაწერასა და შესაბამისი ენებისა და ჩარჩოების არჩევაზე. \nმომხსენებელი განიხილავს ავტოტესტირების ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს\, რომლებსაც ახალბედები აწყდებიან\, და მათი გადაჭრის გზებს\, ასევე სატესტო შემთხვევათა შექმნის აუცილებლობას\, საერთო შეცდომებსა და რჩევებს ტესტის კომპლექტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 1 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/frontspot-georgia-qase-offline-meetup-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75228.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230403T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230403T190000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230323T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T112239Z
UID:10000110-1680548400-1680548400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე
DESCRIPTION:3 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში Startup Grind-ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე „ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე“. \n90-იანი წლები ბევრი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური პრინციპების დასაბამია. ამ კომპანიებმა შეძლეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ბიზნესმოდელების გამოყენება\, რომელთა საშუალებითაც კონკურენცია გაუწიეს ტრადიციულ ინდუსტრიებს და შექმნეს ახალი ბაზრები. \nღონისძიებაზე მომხსენებლები ქართული და ამერიკული გარემოს მაგალითზე მიმოიხილავენ\, რა პროცესები მიმდინარეობდა ეკოსისტემაში 1990-იანი წლებიდან დღემდე. ასევე ისაუბრებენ სტარტაპგარემოს 1990-2022 წლების გამოწვევებზე და გაგვიზიარებენ გამოცდილებას. \nმომხსენებლები  \nდავით ჩეჩელაშვილი სტრატეგიაზე ორიენტირებული მეწარმეა და 2004 წლიდან ტექნოლოგიებისა და გასართობი ინდუსტრიის გადაკვეთაზე მუშაობს. ბიზნესპარტნიორებთან ერთად დაარსებული აქვს 5 გლობალური სტარტაპი\, ძირითადად იმერსიული ვიზუალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. მათგან ერთ-ერთი\, კინოინდუსტრიის ცნობილი ბრენდი\, 3D ტექნოლოგიების ბოლო ტალღის (2005) სათავეში იდგა. 2015 წელს დავითი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ მონაწილეობს სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებაში. საქართველოს აქსელერაციის 500 პროგრამის კოორდინატორია. \nანა რობაქიძე\, Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი\, მანამდე იყო Clientela-ს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი\, მუშაობდა ასობით სხვადასხვა API-ზე. 2022 წელს მოიგო Web Summit-ის Pitch კონკურსი. Theneo (YC W22) სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შემუშავებაზე\, რომელიც ორიენტირებულია API დოკუმენტაციაზე. კომპანია ავითარებს\, აკონტროლებს და ინახავს API დოკუმენტაციას ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური მეშვეობით. \nStartup Grind\, გლობალური ორგანიზაცია\, აერთიანებს მსოფლიოს 3 მილიონამდე ანტრეპრენერს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს სტარტაპების განვითარებას\, ცოდნის გაზიარებასა და არაფორმალურ გარემოში სამეწარმეო „ქომუნითების“ შექმნას. \nStartup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია შექმნას საზოგადოება\, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://bit.ly/3naRx1c  \nგთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 30 მარტის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია\, ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს პირველი 40 რეგისტრირებული პირი. \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – tiko.m@startupgrind.com \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthul-amerikuli-startapis-ekosistemebi-90-iani-tslebidan-dghemde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75217.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230409T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230409T200000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230404T113600Z
LAST-MODIFIED:20240201T112235Z
UID:10000108-1681070400-1681070400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nრა ხდება მაშინ\, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nმთარგმნელი: მაია ნაჭყებია\nრეჟისორი: დავით ჭახრაკია\nმხატვარი: გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი:\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2019 წლის 30 მარტს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით\nსპექტაკლის მხარდამჭერია “Sky Development” \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 9 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-idealuri-ojakhi-4/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74245.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230412T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230412T200000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230407T121831Z
LAST-MODIFIED:20240201T112231Z
UID:10000105-1681329600-1681329600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“
DESCRIPTION:ერთ მოქმედებად \nთქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ\, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში\, მოყვრებსა და მეზობლებში\, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. \nეს ამბავი\, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი\, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ\, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს\, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს – სხვების დახმარებაში\, სხვაზე „მითხოვებაში“\, დალხენილი ყოფის ილუზიაში\, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას ბადებს. \nრა უფრო მნიშვნელოვანია – თავისუფლება თუ უზრუნველი ცხოვრება? \nრეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვონ გზა\, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახისა და\, ამავდროულად\, საქართველოს მომავლის გადარჩენას. \nრეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი\nსცენოგრაფია – მარიამ კალატოზიშვილი\nკოსტუმების მხატვარი – სანდრო მარგველაშვილი\nმუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე\nქორეოგრაფი – დეა აბაკელია\nმუსიკალური კონსულტანტი – ივანე ხაჩიძე\nტექნიკური რეჟისორი– თამუნა კამლაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nდარისპანი – სლავა ნათენაძე\nმართა – ლილი ხურითი\nპელაგია – მაია ხორნაული\nნატალია – ნინა ყიფშიძე\nკაროჟნა – მაშიკო თვალაბეიშვილი\nოსიკო – თორნიკე კაკულია\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით. \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი. \nდრო: 12\, 13\, 21 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-darispanis-gasatchiri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75514.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230419T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230419T100000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230412T065300Z
LAST-MODIFIED:20240201T112228Z
UID:10000102-1681898400-1681898400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური\, ეკონომიკური\, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“
DESCRIPTION:19 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური\, ეკონომიკური\, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“. \nსამდღიანი მრავალდარგობრივი საერთაშორისო კონფერენცია პირველსა და მესამე დღეს (18\, 20 აპრილს) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. \nსხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მკვლევრები ცენტრისა და პერიფერიის პერსპექტივიდან გააანალიზებენ პოლიტიკურ\, ეკონომიკურ\, კულტურულ\, ენობრივ და ლიტერატურულ პროცესებს. \nკონფერენცია მომზადებულია ლილისა (Université de Lille) და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივით. მის ორგანიზებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობდნენ ფრანგული ინსტიტუციები: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (Université franco-géorgienne)\, ვანდეს კათოლიკური ინსტიტუტი (ICES – Institut Catholique de Vendée)\, რომანულ კვლევათა ექსის ცენტრი – ექს-მარსელის უნივერსიტეტი (CAER – Aix-Marseille Université). \nსამუშაო ენები: ფრანგული\, ინგლისური \nდრო: 19 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n  \n2023 \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-tsentri-da-peripheria-politikuri-ekonomikuri-kulturuli-da-enobrivi-sivrtsis-adaptatsia-thanamedroveobashi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75558.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230419T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230419T150000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230413T130755Z
LAST-MODIFIED:20240201T112224Z
UID:10000101-1681916400-1681916400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული ენის კვირეული – შემაჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:19 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქართული ენის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება. \n\nგანრიგი \n15:00-15:10 – გახსნა \nპროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, რექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n15:10-15:30 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ კონცეფციის წარდგენა  \nპროფესორი თინათინ მარგალიტაძე\, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი \n15:30-15:40 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ ვებგვერდის წარდგენა  \nლალუ ჯიქიძე\, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტების მენეჯერი \n15:40-16:00 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ პირველი ეტაპის შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოება  \nლექსიკოგრაფიის მიმართულების დოქტორანტი სალომე ჭიღლაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n16:00-16:30 – წიგნის „ფიქრები მშობლიურ ენაზე“ წარდგენა  \nპროფესორი თინათინ მარგალიტაძე\, წიგნის ავტორი \n16:30-16:45 – უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმის წარდგენა \nქეთევან თევდორაძე\, ლექსიკოგრაფიის მაგისტრი \n16:45-17:00 – უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმის ვებგვერდის წარდგენა \nლალუ ჯიქიძე\, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტების მენეჯერი \n\nდრო: 19 აპრილი\, 15:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზ N32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-enis-kvireuli-shemajamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75633.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230420T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230420T100000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230316T105155Z
LAST-MODIFIED:20240201T112221Z
UID:10000099-1681984800-1681984800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 კონფერენცია
DESCRIPTION:20-22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენცია. \nკონფერენციის პროგრამა მოიცავს დიგესტიური მედიცინის ტრადიციულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიღწევებს\, რომელთაც წარადგენს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპიკერი. \nმომხსენებელთა შორის იქნებიან ქართული სამედიცინო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები\, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. \nკონფერენცია ასევე მოიცავს დიგესტიურ მედიცინასთან დაკავშირებულ ისეთ დარგებს\, როგორებიცაა: ონკოლოგია\, გასტროენტეროლოგია\, რადიოლოგია\, ტრანსპლანტოლოგია და სხვ.\, რათა დელეგატებს შევთავაზოთ დიდი ინტერდისციპლინური პროგრამა. სპეციალურ საპატიო სესიაზე ლექციებს წაიკითხავენ მედიცინის მსოფლიო მასშტაბის ოსტატები. \nკონფერენციის სამეცნიერო და სოციალური პროგრამა შეიმუშავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ\, საქართველოს წამყვანმა კვლევითმა და საგანმანათლებლო ინსტიტუტმა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი: eds2023.org \nEDS Tbilisi 2023 საორგანიზაციო გუნდი: \n\nივანე აბიათარი\, EDS 2023-ის პრეზიდენტი\nტიერი ბერნი\, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე\nკობა შანავა\, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე\n\n\nკონფერენციის აკადემიური პარტნიორები: \n\nპ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;\nქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;\nბაუ-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.\n\n\n\nკონფერენცია აკრედიტებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ და გაიცემა მაქსიმუმ 13 ევროპული CME კრედიტი. \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evropis-digestiuri-qirurgiis-me-15-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74981.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230422T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230422T200000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230404T103200Z
LAST-MODIFIED:20240201T112210Z
UID:10000097-1682193600-1682193600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „საწვავი“
DESCRIPTION:დრამა 2 მოქმედებად \nროდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს\, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად\, მაგრამ რა ხდება მაშინ\, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია\, თუ წიგნები?! \nმთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი\nრეჟისორი: ლუკა ინწკირველი\nმხატვარი: თეო კუხიანიძე\nკომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nპროფესორი – გიორგი ჯიქია\nმარინა – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი ტაბიძე \nსპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი ანტრაქტის ჩათვლით \nსპექტაკლის პრემიერა შედგება 2023 წლის 24 მარტს \nდრო: 22 აპრილი \, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-satsvavi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75171.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230423T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230423T200000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230404T113700Z
LAST-MODIFIED:20240201T112203Z
UID:10000095-1682280000-1682280000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „უხერხემლო“
DESCRIPTION:დრამა 1 მოქმედებად \nროგორია საქართველოში ცხოვრება\, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების\, ოჯახის\, საზოგადოების\, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე\, ან ღირს კი გადარჩენა\, როდესქაც არავის სჭირდები\, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში\, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა\, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს\, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა\, სადაც მშობლებს საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან\, სოფლისგან\, ქვეყნისგან მალულად უწევთ. \n\nრეჟისორი – გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი – თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი – მაკა მეტრეველი\nდადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმონაწილეობენ: \n\nმართა – მაიკო ხორნაული\nმამია – გიორგი ცერცვაძე\nნინო – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი მაქაძე\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 2 ივლისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\n\n\nდრო: 23 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-ukherkhemlo-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74813.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230421T173757Z
LAST-MODIFIED:20240202T085328Z
UID:10004828-1682449200-1682449200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 აპრილს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია: მიმართვის ფორმები ახალ ქართულში. სტრუქტურა და ფუნქციონირება. \nამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით: ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა. \nგამოცემის შესახებ \nამ მონოგრაფიით ავტორმა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა და სწავლების\, ასევე ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართველოს ტოპონიმიის\, ლექსიკოლოგიის\, ლექსიკოგრაფიისა და ქართული ენის სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს\, არის არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი. \nავტორის შესახებ \nშუქია აფრიდონიძემ აღზარდა ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა თაობები; განუზომელია მისი ღვაწლი უცხოური ქართველოლოგიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს შუქია აფრიდონიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 2006 წლიდან იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი და აკადემური საბჭოს წევრი. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის\, მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის საქართველოსა და უცხოეთში. \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზირი #32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-shuqia-aphridonidzis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75697.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230406T073447Z
LAST-MODIFIED:20240201T112158Z
UID:10000093-1682452800-1682452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი  „ჟლეტის ღმერთი“
DESCRIPTION:შავი კომედია 1 მოქმედებად \nრა შეიძლება მოხდეს\, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული\, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან\, დალევენ ჩაის\, ან ყავას\, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ\, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე\, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის\, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ\, არა? დიახ\, სწორედ ასე იწყება იასმინა რეზას პიესა „ჟლეტის ღმერთი“\, თუმცა… გარწმუნებთ\, პატარა ბიჭები ყველგან და ყველა დროში ერთნაირად იცელქებენ\, აი\, მათი მშობლების ქცევის წინასწარ გათვლა კი სრულიად შეუძლებელია. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: დავით ჭაბაშვილი\n\nმხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი\n\nმონაწილეობენ: \n\nგიორგი ბახუტაშვილი\nნატა ბერეჟიანი\nგაგა შიშინაშვილი\nმაია ხორნაული\n\nპრემიერა შედგა 2014 წლის 7 თებერვალს \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 15 წუთი ანტრაქტის გარეშე \nყველა საავტორო უფლება დაცულია \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით. \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\nდრო: 25\, 26\, 30 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-zhletis-ghmerthi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75492.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230404T111100Z
LAST-MODIFIED:20240201T112146Z
UID:10000091-1682712000-1682712000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ძალად ექიმი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nკომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ\, რომ მთავარი გმირი\, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია\, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში\, რომელიც სინამდვილეში\, რა თქმა უნდა\, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება\, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“\, შეყვარებული წყვილის\, „განკურნებასაც“ ახერხებს. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: კოკო როინიშვილი\nმხატვარი: ბარბარე ასლამაზი\nმუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი\nქორეოგრაფი: თინათინ წულაძე\nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nსგანარელ – ირაკლი ჩხიკვაძე\nმარტინ – ანი იმნაძე\nლუკა – ნოდარ ძოწენიძე\nჟერონტ – ანდრია ვაჭრიძე\nჟაკლინ – ანიკო შურღაია\nლუსინდ – ანკა ვასაძე\nლეანდრ – გიორგი კიკნაძე\n\nსპექტაკლში ჟღერს მუსიკა: \nRaphael – Balada De La Trompeta\nRaphael Beau – Ca Deroule\nRoque Banos – Circus Freaks\, Love at Park\,  Hidding In The Forest\, Titles\nll piccolo circo\nStephen Trask – The Show\nCirque Du Soleil – Wedding\nA. Zanzotto & Nin0 Rotta – Canto della Buranella \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 3 ნოემბერს \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 28 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-dzalad-eqimi-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74810.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230404T115100Z
LAST-MODIFIED:20240201T112110Z
UID:10000088-1682798400-1682798400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ჩარლის დეიდა"
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია\, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს\, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული\, დონა როზა ეწვიოს\, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა\, სწორედ ის დეიდა\, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი\, რომელიც თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება… \n\nრეჟისორი: კახა გოგიძე\nაღდგენის რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე\nმხატვარი:ანუკა მურვანიძე\nკოსტუმების მხატვარი: ციცი ციცხვაია\nმუსიკალური გაფორმება: არსენ მიგრიაული\nქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nფრენსის ჩესნი\, პოლკოვნიკი – ზუკა გაბუნია\, ლუკა ახალაძე\nჯეკი ჩესნი\, მისი ვაჟი – გიორგი შავგულიძე\nჩარლი უიკემი – დავით დავითულიანი\nბაბს ბაბერლი –ანდრია ვაჭრიძე\nკრიგსი\, მოსამართლე – დავით ველიჯანაშვილი\, პაატა კიკვაძე\nენი\, მისი ძმისწული – ნათია კვაშალი\, მარიამ ნადირაძე\, ნუკა ქევხიშვილი\nბეტი\, მისი აღზრდილი – მარიტა ჯანაშია\nდონა როზა დალვადორეს\, ჩარლის დეიდა – მაკა შალიკაშვილი\nელა დელეი\, მისი აღზრდილი – ანი თალაკვაძე\, მარიამ ხუხუნაშვილი\nბრასეტი\, მსახური – ნიკუშა გოგიძე\, გაგა არაბული\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე \nპრემიერა შედგა 2016 წლის 27 მაისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 29 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-charlis-deida/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74817.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTSTAMP:20260423T023251
CREATED:20230412T110331Z
LAST-MODIFIED:20240201T112118Z
UID:10000090-1682852400-1682852400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განათლების სკოლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს\, 11:00-დან 15:00 საათამდე\, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს. \n\nსკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები \nმოკლე აღწერა:  \nმასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი\, სასწავლო ჯგუფები\, კრიტიკული მეგობარი\, გაკვეთილის შესწავლა\, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის კონტექსტის გათვალისწინებით\, იმსჯელებენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე სკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელები: განათლების სკოლის ხელმძღვანელი\, პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე\, მოწვეული ლექტორი მარიკა კირვალიძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MFktJE \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კურიკულუმის დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე განხილული იქნება თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი თემატური ერთეულის შექმნისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები და კურიკულუმის განვითარების პროცესში გამოსაყენებელი მიდგომები და ინსტრუმენტები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელი – მოწვეული ლექტორი ვიქტორია უშანგიშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mD3Xim \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: რეფლექსიის როლი მოსწავლის თვითშეფასების უნარის განვითარებაში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სტრატეგიები\, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს რეფლექსიის გზითსწავლის პროცესის გაცნობიერებაში\, ძლიერ მხარეთა იდენტიფიცირებასა და გასაუმჯობესებელ მხარეთა დაძლევის გზების მოძებნაში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ეკა ტყავაშვილი \nსარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3ZYuFje \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენება სწავლებისას \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სწავლებაში ინტერდისციპლინური მიდგომების არსი\, მისი სიკეთე მოსწავლეებში ჰოლისტური აზროვნების განვითარებისთვის და გამოყენების კონკრეტული მაგალითები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი\, პროფესორი დავით მალაზონია \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/403r2Zd \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კითხვის დასმის ეფექტური სტრატეგიები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე მიმოვიხილავთ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, ერთ-ერთ ხშირად გამოყენებულ მეთოდს ნებისმიერი საგნის სწავლებისას\, ასევე ეფექტურად როგორ დავსვათ შეკითხვა \, როგორ ვუზრუნველყოთ\, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა\, როგორ შეიძლება შევცვალოთ გაბატონებული მოსაზრება\, რომ ყველა კითხვაზე არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ პასუხები; გამოვიკვლევთ\, რომელია „კარგი კითხვა“. მასწავლებლები გაეცნობიან ფოკუსირებულ დაკვირვების რუბრიკასაც\, თუ როგორ იყენებენ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, რაც სკოლაში თანამშრომლობით კულტურას\, სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \n ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mqGtx8 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კვლევის კომპონენტი გერმანული ენის სწავლებისას \nმოკლე აღწერა: სასწავლო პროცესის წარმატებისა და ეფექტურობის შეფასება მასწავლებელს აძლევს საშუალებას\, უკეთესად გაიცნოს და დახვეწოს თავისი სასწავლო პროცესი\, რომლის კვლევაც დღეს მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არახალია. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის კვლევასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – პროფესორი ეკა შავერდაშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MEOp8H \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ქართულის\, როგორც მეორე ენის\, სწავლების სპეციფიკა ქართულენოვან გარემოში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე მოკლედ იქნება მიმოხილული არაქართულენოვან და ქართულენოვან გარემოში ენის ბარიერები და განსხვავებული საჭიროებები; მეორე ენის სწავლების სპეციფიკა – ენობრივი უნარ-ჩვევებისა და გრამატიკა-ლექსიკის ინტეგრირებულად სწავლება; ენის ათვისების თავისებურებები საგნობრივ შინაარსთა ათვისების პარალელურად ბუნებისმეტყველების მასალის მაგალითზე. \nსამიზნე ჯგუფი: არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქართულის\, როგორც მეორე ენის\, მასწავლებლებისა და ბუნებისმეტყველებისა და ქართულის\, როგორც მეორე ენის\, ინტეგრირებულად სწავლებაში ჩართული დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის \n ხელმძღვანელი – ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/41qWPo4 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n\nრეგისტრაცია დასრულდება 26 აპრილს.\nდარეგისტრირება შეგიძლიათ მხოლოდ ერთ მასტერკლასზე.\n\n2023 წელი\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganathlebis-skolisa-da-pirovnuli-da-prophesiuli-ganvitharebis-tsentris-masterklasebi-skolis-mastsavleblebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75579.png
END:VEVENT
END:VCALENDAR