BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230301T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230301T160000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230224T104629Z
LAST-MODIFIED:20240201T112407Z
UID:10000150-1677686400-1677686400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოსწავლეთა შემაჯამებელი კონფერენცია „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“
DESCRIPTION:1 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 დარბაზში გაიმართება მოსწავლეთა კონფერენცია „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“. \nკონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის საკვირაო სკოლის „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“ დასკვნითი ღონისძიებაა\, რომელშიც 3 თვის განმავლობაში 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. \nმოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოლოგიის ჯგუფის პროფესორები და მკვლევრები უკითხავდნენ ლექციებს შემდეგ თემებზე: \n\nსამყარო მიკროსკოპში: ბუნების ძალები და მატერიის შემადგენელი აგურები;\nელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი ურთიერთქმედება მატერიასთან;\nხილული და უხილავი სამყარო;\nბირთვული რეაქტორები ცაში: ვარსკვლავები;\nვარსკვლავთა ისტორია;\nნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები;\nშავი ხვრელები არ აღმოჩნდა მთლად შავი;\nგალაქტიკები და ჩვენი დიდი სახლი – ირმის ნახტომი;\nსამყარო ფართოვდება;\nრას გვამცნობს სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა?\nსამყაროს აქვს დასაწყისი – კოსმოლოგიური სინგულარობა;\nრა ვიცით სამყაროს პირველი წუთების შესახებ?\nგრავიტაცია გვაძლევს საშუალებას\, ავწონოთ სამყარო;\nგრავიტაციული ტალღებით აღქმული სამყარო;\nროგორ ვიწინასწარმეტყველოთ სამყაროს მომავალი.\n\n\nპროგრამა \n1 მარტი\, 16:00 საათი – ოფიციალური გახსნა \nმომხსენებლები: \nნინო არჩვაძე\, ქ. თბილისის N155 საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ელექტრომაგნიტური ტალღების (სინათლის) სპექტრი; \nანასტასია კიკალია\, სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“\, X კლასი\,\nთემა: ბნელი მატერია; \nნინო კვიჟინაძე\, ქ. თბილისის N186 საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: ნეიტრინო; \nანასტასია ბირბიჩაძე\, ქ. თბილისი\, I ექსპერიმენტული საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: ფარული მატერია და მასზე დაკვირვების საშუალებები; \nგიგი გოგუა\, სერვანტესის სახ. გიმნაზია აია-ჯესსი\, XI კლასი\, ირაკლი ვეშაპელი\, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N199 საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: გრავიტაციული ტალღები; \nანა ნარიმანიძე\, ქ. თბილისის N71 საჯარო სკოლა\, XII კლასი\,\nთემა: დიდი აფეთქება – სამყაროს ევოლუციის თეორია; \nგვანცა მებონია\, სოფ. ნოქალაქევის საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: სამეცნიერო რევოლუცია; \nნინო გეგეჭკორი\, ქ. თბილისის N118-ე სჯარო სკოლა\, IX კლასი\,\nთემა: დიდი აფეთქება; \nმარიამ ყიფიანი\, კეხიჯვრის საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ფოტოეფექტი – ელექტრომაგნიტური გამოსხივება; \nლუკა კუკავა\, ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ცხელი დიდი აფეთქება – სამყაროს წარმოშობის თეორიები; \nვახტანგ ჩიხლაძე\, ქ. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ვარსკვლავთა ისტორია და 27 ვარსკვლავის მნიშვნელობა ბრაზილიის დროშაზე; \nლიზი გურგენიძე\, ვახტანგ პაპუნიძის სახ. დაბა ქედის საჯარო სკოლა\, XI კლასი;\nთემა: ელექტრომაგნიტური გამოსხივება. \n\nპროექტის შესახებ: \nპროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი SPG22-444) ნოემბერ-თებერვალში. \nკურსი განკუთვნილი იყო IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის და 15 სალექციო შეხვედრას მოიცავდა. მონაწილეებს ლექციებზე დასწრება შეეძლოთ როგორც ფიზიკურად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, ასევე დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით). \nდეტალურად პროექტის შესახებ \nდრო: 1 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 დარბაზი (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5) \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mostsavletha-shemajamebeli-konpherentsia-shevimetsnoth-chveni-samqharo/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/02/74642.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230310T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230310T180000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230120T081114Z
LAST-MODIFIED:20240201T112404Z
UID:10000148-1678471200-1678471200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ – თამარ ლომიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია
DESCRIPTION:10 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის\, თამარ ლომიძის მონოგრაფიის „ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ (თბილისი: თსუ გამომცემლობა\, 2021) პრეზენტაცია. \nმონოგრაფიის შესახებ \nმონოგრაფია სამი თავისგან შედგება: \n\nპირველადაა შესწავლილი ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართული ლიტერატურის ძეგლზე\, ჩახრუხაძის სახოტბო პოემაზე „თამარიანი“;\nგანხილულია მეტრული და ბუნებრივი აქცენტუაციის ურთიერთმიმართება შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“. გამოტანილია დასკვნა\, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მეტრული აქცენტუაცია ჩამოყალიბდა არქაული ენობრივი აქცენტუაციის საფუძველზე\, რომელმაც განსაზღვრა მისი ფუნქციონირება სილაბურ-ტონური ლექსთწყობის ფარგლებში;\nგამოკვლეულია XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ანბანთქებათა ჟანრის ფორმალურ-სემანტიკური ნიშან-თვისებები და დასაბუთებულია\, რომ ისინი შეესაბამება ე.წ. „კლასიკური ეპისტემეს“ (მ. ფუკო) ძირითად მახასიათებლებს.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-leqsi-struqtura-da-semantika-thamar-lomidzis-monographiis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/01/73982.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230316T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230316T160000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230309T063500Z
LAST-MODIFIED:20240201T112353Z
UID:10000142-1678982400-1678982400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:16-31 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობამ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმა ფრანკოფონიის დღეები. \nფრანკოფონია\, მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია\, აერთიანებს 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას\, მათ შორის საქართველოს. \nფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. \nორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა\, ურთიერთშევსება\, სოლიდარობა“ („égalité\, complémentarité\, solidarité“). \n\nგანრიგი \nბაშირ ტამსირ ნიანის ონლაინმოხსენება \nსამუშაო ენა: ფრანგული\nდრო: 16 მარტი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\nვრცლად: https://bit.ly/3mCK8rc \n_____________________________________________________________________________________________ \nქართულ-ფრანგული პოეზიის საღამო \nსამუშაო ენა: ფრანგული\nფორმატი: ჰიბრიდული\nდრო: 29 მარტი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\nვრცლად: https://bit.ly/3JqFuFG \n_____________________________________________________________________________________________ \nფრანკოფონული ქვეყნების გაცნობა \nსამუშაო ენა: ფრანგული\nფორმატი: ჰიბრიდული\nდრო: 31 მარტი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32\nვრცლად: https://bit.ly/3JqBdCd \nყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrankophoniis-saerthashoriso-dghe-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74896.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230318T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230318T160000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230316T071235Z
LAST-MODIFIED:20240201T112322Z
UID:10000131-1679155200-1679155200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AI: შესაძლებლობები და გამოწვევები
DESCRIPTION:18 მარტს 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბში გაიმართება პანელური დისკუსია რევოლუციური ტექნოლოგიის\, ხელოვნური ინტელექტის შესახებ\, რომელსაც წარმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: \n\nსანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, უნილაბის დირექტორი\nაკაკი რაზმაძე – შრიფტის დიზაინერი\nბაჩო ბარნაბიშვილი – UI/UX Team lead TNET-ში\nგიგა ხუნდაძე – Front End დეველოპერი\nლია მოშიაშვილი – მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი\n\nდისკუსიის თემები: \n\nAI-ს გავლენა განათლებასა და სასწავლო პროცესებზე\nროგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ბაზარს და რა უნარები იქნება საჭირო მომავლისთვის?\nრა ეთიკური მოსაზრებები უნდა იყოს გათვალისწინებული ხელოვნური ინტელექტის შემუშავებისა და გამოყენებისას?\n\nპანელურ დისკუსიასთან ერთად მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა AI ისნტრუმენტს და ნახონ\, როგორ შეიძლება მათი გამოყენება. \nღონისძიებაზე დასასწრებად\, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3FwE3mL \nღონისძიების ხანგრძლივობა: 2 საათი \nსამუშაო ენა: ქართული \nადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი ⅗ \, T კორპუსი\, აუდიტორია T406 \nღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს. \n2023 წელი \n  \n  \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ai-shesadzleblobebi-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74954.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230318T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230318T200000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230306T112550Z
LAST-MODIFIED:20240201T112320Z
UID:10000129-1679169600-1679169600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „მარატ-სადი“
DESCRIPTION:ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა\, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით \n1 მოქმედებად \nშესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა\, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი\, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში\, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და შედეგი\, რომელსაც ის მიიღებს\, საკმაოდ მოულოდნელია. \nახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა\, საბა ასლამაზიშვილმაც თავისი სადებიუტო სპექტაკლისთვის ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში\, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს მიიღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად შეეცდებიან საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პახუხები იმ კითხვებზე\, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა. \nამ სპექტაკლით რეჟისორი წარდგენილი გახლდათ წინანდლის პრემიაზე \n\nრეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი\nმხატვარი: თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე\n\nსპექტაკლისთვის მუსიკა სპეციალურად დაწერა კონსტანტინე ეჯიბაშივლმა \nსპექტაკლში გამოყენებულია ჯემალ ჭელიძის თარგმანი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nჟან-პოლ მარატი – ბაჩო ჩაჩიბაია\nმარკიზ დე სადი – ამირან ქაჩიბაია\nშარლოტა კორდე – ანი იმნაძე\nსიმონა ევრარი – ანიკო შურღაია\nკულმიე – გივიკო ბარათაშვილი\nდიუპრე – ვლადიმერ ვაშაკიძე\nმღვდელი ჟაკრუ – კონსტანტინე ეჯიბაშივლი\nმაცნე – ანდრია ვაჭრიძე\nმედდა – ლიკა ზარნაძე\,\nსანიტარი –  ლუკა ახალაძე\nპაციენტები – თორნიკე კაკულია\, გაგა არაბული\, პაატა ბაბლუანი\, გიორგი მაქაძე\, მარიამ ბალახაძე\, ელენე დაბრუნდაშვილი\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 50 წუთი ანტრაქტის გარეშე \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 10 მაისს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\n\nდრო: 3\, 18 მარტი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი ანტრაქტის გარეშე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n\n2023\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-marat-sadi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74812.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230320T121400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230320T121400
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230320T081100Z
LAST-MODIFIED:20240201T112312Z
UID:10000127-1679314440-1679314440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა
DESCRIPTION:2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა\, გაიხსნა ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც. \nკონკურსი\, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეშვიდედ ტარდება\, მიზნად ისახავს წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენას\, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამგვარად პროფესიის პრესტიჟის ზრდას. \nღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების\, კამპანიის ეტაპების\, ჟიურის\, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ.  შეხვედრაზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების კოალიციასა და ალტე უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის თანახმად ალტე უნივერსიტეტი ხდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორი და რჩეულ მასწავლებელს 2023 წლის ფინალზე დააჯილდოებს\, ალტე უნივერსიტეტი იქნება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის ექსკლუზიური პარტნიორიც. \n„წელს მეშვიდედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ\, რომ დღეს ეს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი\, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსია. ამის განმაპირობებელი ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი პროექტში ჩართული საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა წარმატებული თანამშრომლობა და განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიურია. წელს ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები\, ჟიურის ჰყავს ახალი წევრები: ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი); მხარდამჭერთა რიცხვს ალტე უნივერსიტეტიც შემოუერთდა. ტექნიკური თუ პროცედურული კუთხით რაიმე თვისებრივი ცვლილება არ გვაქვს. შესაბამისად\, მასწავლებლებისთვის ყველაფერი ნაცნობია და ველოდებით მათ აქტიურობას“\, –განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ. \n„ილიაუნი 2019 წლიდან თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში. მსგავსი ღონისძიებების მიზანი განათლების\, განსაკუთრებით სასკოლო\, სფეროში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და\, ზოგადად\, სასკოლო განათლების განვითარებაა. ილიაუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მეცნიერული რეაგირებაა\, ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების კუთხით. მიგვაჩნია\, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მომავალი გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი ხაზი განათლებაზე გადის\, განათლების სისტემაში კი განსაკუთრებული როლი აკისრია სასკოლო განათლებას. შესაბამისად\, როგორც ამ კონკრეტული ჯილდოს ფარგლებში\, ისე სხვა სამეცნიერო და აკადემიური პროექტებით ილიაუნი მაქსიმალურად უჭერს მხარს ნებისმიერ პროექტსა თუ ინიციატივას\, რომელთა საბოლოო მიზანი სკოლის გაძლიერება\, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და განათლების სისტემაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის სამომავლო განვითარებაა“\, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა\, პროფესორმა გიორგი გვალიამ. \nმასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. \nმასწავლებლების წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს\, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2023-tslis-mastsavleblis-erovnuli-jildos-gakhsnithi-ghonisdzieba-gaimartha/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75060.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230321T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230321T180000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230317T065000Z
LAST-MODIFIED:20240201T112309Z
UID:10000124-1679421600-1679421600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის საპატიო დოქტორის\, ერიკ ლის შეხვედრა მკითხველთან
DESCRIPTION:21 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი\, მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი გამართავს შეხვედრას მკითხველთან. შეხვედრაზე იგი ისაუბრებს მომავალ წიგნზე სამუშაო სათაურით „1924 წლის აჯანყება: საქართველო და ევროპაში დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“. \nწიგნის შესახებ \nავტორი მოგვითხრობს 1924 წლის აჯანყების მზადების პროცესსა და წინაპირობებზე\, მის სასტიკ ჩახშობასა და იმ გამოხმაურებაზე\, რომელიც ამ აჯანყებას მოჰყვა ევროპაში მთავრობების\, ასევე მემარცხენე მოღვაწეთა მხრიდან. იგი ვარაუდობს\, რომ 1924 წლის აჯანყებაზე რეაქციამ დაუდო საფუძველი დემოკრატიული სოციალიზმის წარმოშობას ბოლშევიზმის საპირწონედ. \n2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება წიგნის გამოცემა ინგლისურად და ქართულად. \nერიკ ლის ქართველი მკითხველი იცნობს წიგნებით „ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ (2018) და „ქართული ამბოხი ტექსელზე – ბოლო ბრძოლა ევროპაში“ (2020)\, (ორივე წიგნი თარგმნა ქეთი ქანთარიამ და გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sapatio-doqtoris-erik-lis-shekhvedra-mkithkhvelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74975.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230323T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230323T113000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230320T064103Z
LAST-MODIFIED:20240201T112334Z
UID:10000122-1679571000-1679571000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოში ისრაელის ელჩის\, ჰადას მეიცადის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან
DESCRIPTION:23 მარტს\, 11:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. \nშეხვედრის თემა: 30-წლიანი დიპლომატიური და ბილატერალური ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის \nელჩი ისაუბრებს ქვეყნების მეგობრობის ისტორიაზე\, თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე\, როგორებიცაა: უსაფრთხოება\, ენერგეტიკა და ინოვაციები; მიმოიხილავს ისრაელში არსებულ ვითარებას და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. \nელჩის ვრცელი ბიოგრაფიისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3JP3tyC \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 მარტი\, 11:30 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nმნიშვნელოვანი ინფორმაცია: შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დასწრების მსურველებმა უსაფრთხოების მიზნით უნდა გაიარონ შემოწმება. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthveloshi-israelis-elchis-hadas-meitsadis-shekhvedra-iliaunis-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74982.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T160000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230322T082611Z
LAST-MODIFIED:20240201T112256Z
UID:10000119-1679932800-1679932800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე – სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები
DESCRIPTION:27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართება ღია კარის დღე და საინფორმაციო შეხვედრები. \nსამოქალაქო ინჟინერიის განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები\, კურსდამთავრებულები და სტუდენტები. \nმოსწავლეები გაეცნობიან პროგრამის სტრუქტურას\, სწავლების ფორმატსა და მეთოდებს\, მიღების პროცედურებს\, ინფორმაციას გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. დასასრულს შეუძლიათ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ტექნოლოგიის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან. \nგელოდებით სამოქალაქო ინჟინერიით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მთელი საქართველოდან: \nშეხვედრების განრიგი: \n\n27 მარტი\, 16:00 საათი – თბილისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;\n28 მარტი\, 16:00 საათი – გურჯაანის ტექნოპარკი\, ქ. გურჯაანი\, კოსტავას ქუჩა;\n29 მარტი\, 16:00 საათი – თელავის ტექნოპარკი\, ქ. თელავი\, რუსთაველის ქ. N11;\n30 მარტი\, 14:00 საათი – ახმეტის ტექნოპარკი\, ქ. ახმეტა\, ჭანტურიას ქ. N1;\n31 მარტი\, 14:00 საათი – კასპის ტექნოპარკი\, ქ. კასპი\, დ. აღმაშენებლის ქუჩა;\n1 აპრილი\, 16:00 საათი – ქუთაისი\, სასტუმრო „ბაგრატის“ საკონფერენციო დარბაზი;\n2 აპრილი\, 12:00 საათი – ზუგდიდის ტექნოპარკი\, ქ. ზუგდიდი\, ლაღიძის ქ. N1;\n2 აპრილი\, 17:30 საათი – ოზურგეთის ტექნოპარკი\, ქ. ოზურგეთი\, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N5;\n3 აპრილი\, 16:00 საათი – ბათუმის ტექნოპარკი\, ქ. ბათუმი\, ლეონიძის ქ. N15.\n\n2023 წელი\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-samoqalaqo-inzhineriis-programebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230324T054300Z
LAST-MODIFIED:20240201T112254Z
UID:10000118-1679936400-1679936400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია. \nღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დავით აფრასიძე\, გია ნოდია\, გიორგი სანიკიძე  ჟან მონესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია. \nღონისძიების მოდერატორია პროფესორი დავით აფრასიძე. \nპრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nწიგნის შესახებ \nწიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ (Georgia’s Foreign Policy in the 21st Century: Challenges for a Small State) ქართული ვერსია გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ უნივერსიტეტის პროფესორის\, კორნელი კაკაჩიას\, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორის\, სტივენ ჯონსისა და ლონდონის კინგს კოლეჯის\, პროფესორ ტრეისი ჯერმანის რედაქტირებით. \nგამოცემა აანალიზებს საქართველოს\, როგორც რეგიონის საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფოს\, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასა და მის შედეგებს. მასში განხილულია\, რატომ არის „მულტივექტორული“ საქართველოს საგარეო პოლიტიკა\, რომლის წინაშეც დგას ისეთი გამოწვევები\, როგორებიცაა: რუსეთი\, საშინაო და საგარეო ნაციონალიზმი\, ევროპული პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციური შესუსტება და აშშ-ის მიერ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის გარშემო შექმნილი ბუნდოვანება. \nგამოცემაში ასევე შესწავლილია საქართველოს ქცევა საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით\, აქცენტით თბილისის ურთიერთობებზე მეზობლებსა და საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ არსებული ლიტერატურის დიდი ნაწილი შექმნილია დასავლეთის ან რუსეთის პერსპექტივიდან\, თუმცა ინგლისურენოვანი ნაშრომი საქართველოს პერსპექტივით არ არსებობს. როგორც წესი\, საქართველო განიხილება\, როგორც დამოკიდებული ცვლადი\, სახელმწიფო\, რომელიც ნაკლებად მიიჩნევა საკუთარი მიზნების\, სტრატეგიის მქონე დამოუკიდებელ მოთამაშედ. ეს სარედაქციო გამოცემა მიზნად ისახავს ხედვის ჩამოყალიბებას რუსულ-დასავლური ბინარული ნარატივის მიღმა\, აანალიზებს საქართველოს ურთიერთობას მოთამაშეთა შედარებით უფრო ფართო კონტექსტში და მკითხველს აწვდის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დროულ და საჭირო კვლევას საქართველოს პერსპექტივიდან. მასში წარმოდგენილია ორიგინალური სამეცნიერო და პოლიტიკურად რელევანტური თავები სხვადასხვა ასპექტის შესახებ ექსპერტთა ფართო საზოგადოების ავტორობით. \nნაშრომის უნიკალურობას განაპირობებს მისი მასშტაბი\, ანალიტიკური სიღრმე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარდგენის ჰოლისტიკური და ფართოდ მისაწვდომი ფორმატი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 17:00 საათი (17:00-18:30 სთ) \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-saqarthvelos-sagareo-politika-21-e-saukuneshi-gamotsvevebi-patara-qveqhnisthvis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75227.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTSTAMP:20260423T025604
CREATED:20230326T134300Z
LAST-MODIFIED:20240201T112250Z
UID:10000116-1679943600-1679943600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნარატივდიზაინის კვირეული ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში
DESCRIPTION:27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ნარატივ დიზაინის კვირეულს უმასპინძლებს. \nკვირეული ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, უნილაბისა და ანიმა ჩეტბოტიქსის მხარდაჭერით. \nკვირეულზე „უნილაბში“  4 ღია ლექცია/ვორკშოპი გაიმართება\, რომლებსაც გამოცდილი ნარატივდიზაინერები წარუძღვებიან. \nკვირეულის მიზანია ნარატივდიზაინის  შესახებ ცნობიერების ამაღლება\, მისი საუკეთესო მხარეებისა და პერსპექტივების ჩვენება\, სხვა პროფესიების ჭრილში განხილვა. \nდამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება\, დარგის წარმომადგენელთა დახმარებით სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს ნარატივდიზაინი და ჩეტბოტები\, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. \nნარატივდიზაინი\, თანამედროვე სპეციალობა\, თამაშების დეველოპმენტისა და ჩეტბოტების ინდუსტრიაში დამკვიდრდა. \nჩეტბოტი კომპიუტერული პროგრამაა\, რომელიც სოციალური ქსელების ჩატში შენდება და ადამიანთან სხვადასხვა თემაზე შეუძლია კომუნიკაცია. \nჩეტბოტებს იყენებენ კომპანიები\, ორგანიზაციები\, ხელოვნების სფეროები. ნარატივდიზაინერები კი ჩეტბოტებს ქმნიან. ისინი არიან მწერლები\, რომლებიც ციფრულ ასისტენტს საუბარს ასწავლიან\, უზრუნველყოფენ\, რომ ჩეტბოტმა გაიგოს მომხმარებლის მესიჯი და სწორი პასუხი დაუბრუნოს. \nვის შეუძლია კვირეულში მონაწილეობა? \nნარატივდიზაინის კვირეულზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. \nროგორ უნდა მივიღო კვირეულში მონაწილეობა? \nკვირეულში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/G4QjRhy \n\nკვირის განრიგი \n27 მარტი\, 19:00 საათი – ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები \nსპიკერი –  ნარატივდიზაინერი ნინი ჯინჯიხაძე \nნინი ჯინჯიხაძე ისაუბრებს თემაზე „ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები“. \nსპიკერის შესახებ \nნინი ჯინჯიხაძე ნარატივდიზაინერია\, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის Rule-Based და AI ჩეტბოტ პლატფორმების ფუნქციური ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება. იგი გუნდთან ერთად ქმნიდა ნიკო ნიკოლაძის ციფრულ ასლს\, ჩართული იყო ილიაუნის ინგლისურენოვან ციფრულ ასისტენტზე მუშაობაში. \nამავე პროფესიით მუშაობდა პროექტზე Internity. აქვს მენტორობის  გამოცდილება  ნარატივდიზაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ვორკშოპებსა თუ ჰაკათონებზე. ამჟამად კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის სასწავლო კურსის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n28 მარტი\, 19:00 საათი – კავშირი ჩეტბოტებსა და ჩვენს მენტალურ მდგომარეობას შორის \nსპიკერი  ნარატივდიზაინერი ქეთია ბელქანია \nშეხვედრაზე განხილული იქნება ჩეტბოტების მზარდი ტენდენციის გავლენა ადამიანების ფსიქიკაზე\, კერძოდ\, როგორ მოქმედებს ამგვარი ციფრული რეალობის გააქტიურება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე\, რა შფოთვებსა თუ შიშებთანაა დაკავშირებული და როგორ იყენებს კომპანიები/ბრენდები ამ სწორ მარკეტინგულ კომუნიკაციას. \nსპიკერის შესახებ \nქეთია ბელქანია\, ჟურნალისტი\, რედაქტორი და ნარატივდიზაინერი\, ამჟამად marketer.ge-ის ჟურნალისტი და უმცროსი რედაქტორია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n29 მარტი\, 19:00 საათი – ვინ არის  ეფემია? ჩეტბოტები ლიტერატურული საგანძურის სადარაჯოზე \nსპიკერები:  ნარატივდიზაინერი მაიკო ბერიძე და ფილოლოგი ნინო თაკალანძე \nნინო თაკალანძე და მაიკო ბერიძე  ისაუბრებენ ჩეტბოტების მნიშვნელობაზე და აუდიტორიას თავიანთ შექმნილ ჩეტბოტ ეფემიას წარუდგენენ. \nსპიკერების შესახებ \nმაიკო ბერიძე ილიაუნის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივ- და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. \nნინო თაკალანძე ფილოლოგია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან. უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივდიზაინის მიმართულებით. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n1 აპრილი\, 18:00 საათი – ჩეტბოტები – ახალი სიტყვა ბრენდის პერსონალობაში \nსპიკერი  მარიამ გოჩიაშვილი \nმარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ჩეტბოტებისა და ბრენდების ურთიერთობაზე\, ჩეტბოტის\, როგორც მარკეტინგული ხელსაწყოს\, გამოყენებასა და სამომავლო პერსპექტივებზე. \nსპიკერის შესახებ \nმარიამ გოჩიაშვილი ნარატივდიზაინერი\, ქოფირაითერი და ჟურნალისტია.  „უნილაბში“ ნარატივდიზაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს\, იმავეს აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც. \nმარიამი ინტერნეტჟურნალ marketer.ge-ს ჟურნალისტია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2023 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/narativdizainis-kvireuli-iliaunis-kiberlaboratoria-unilabshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75287.png
END:VEVENT
END:VCALENDAR