BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20220101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221101T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221101T180000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221010T093246Z
LAST-MODIFIED:20240201T112845Z
UID:10000288-1667325600-1667325600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადრეული ბაზრის ვალიდაცია - როგორ დავრწმუნდეთ\, რომ „სწორად ქმნით მას\, სანამ შექმნით“ – კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში\, გაიმართება WorldUpstart-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის\, კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია: „ადრეული ბაზრის ვალიდაცია-როგორ დავრწმუნდეთ\, რომ „სწორად ქმნით მას\, სანამ შექმნით“ \nკარინა სოტნიკის შესახებ \nკარინა სოტნიკი არის სერიული ანტრეპრენერი\, მენტორი და მრჩეველი\, რომელსაც აქვს სამეწარმეო ეკოსისტემის შექმნის მრავალწლიანი გამოცდილება. მან დააარსა AppItUP Challenge\, ციფრული აქსელერატორი ახალი მობილური ტექნოლოგიებისთვის\, რის შედეგადაც შეიქმნა 19 ახალი კომპანია. ამ უკანასკნელში იგი ხელმძღვანელობდა Life Science-ის კომერციალიზაციის პროგრამას 22 მონაწილე უნივერსიტეტთან ერთად და შექმნა უახლესი MedTech აქსელერატორი\, რომელიც ორიენტირებულია აშშ-ს ბაზარზე შესვლაზე. გასული ათწლეულის განმავლობაში კარინამ ასევე შექმნა და განავითარა WorldUpstart\, საკონსულტაციო კომპანია\, რომელსაც აქვს 2 მთავარი მისია: ჯანდაცვის გლობალური კომპანიების დახმარება აშშ-ს ბაზარზე შესვლაში და აკადემიური ინსტიტუტების დახმარება აშშ-სა და მის გარშემო. \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს: დავით ჩეჩელაშვილი\, ტექანტერპრენერი\, მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები” 2021 წლის სექტემბრიდან საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „უნივერსიტეტების შესაძლებლობების განვითარების პროგრამას“ (UCBP)\, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეწარმეო კულტურის განვითარებას\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობასა და უნივერსიტეტების\, ბიზნესისა და სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობის გაძლიერებას. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nშეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია 31 ოქტომბერს 23:00 საათამდე. \nრეგისტრაციის ბმული: https://bit.ly/3ywDgid \nდრო: 1 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, G კორპუსის საკონფერენციო დარბაზი\, გიორგი წერეთლის ქ. N1 \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adreuli-bazris-validatsia-rogor-davrtsmundeth-rom-stsorad-qmnith-mas-sanam-sheqmnith-karina-sotnikis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/69481.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221104T190500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221104T190500
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221103T091756Z
LAST-MODIFIED:20240201T112841Z
UID:10000286-1667588700-1667588700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფორუმი „Tbilisi PR Days • თბილისის პიარის დღეები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ორგანიზებით 4-5 ნოემბერს გაიმართება კომუნიკაციის სფეროში საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები“. \n4-5 ნოემბერს საზოგადოებასთან ურთიერთობის მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროს გამოწვევებისა და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ. \n\n4 ნოემბერს\, ფორუმის პირველ დღეს\, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები იტალიიდან\, საფრანგეთიდან\, სერბეთიდან და ავსტრიიდან მსოფლიოში კომუნიკაციების სფეროს გამოწვევებზე ისაუბრებენ. პირველი დღე სრულად დისტანციურ ფორმატში წარიმართება პლატფორმა ზუმის საშუალებით და მასზე დასწრებას შეძლებთ ბმულზე: https://bit.ly/3TgZLPX\n5 ნოემბერს\, ფორუმის მეორე დღეს\, რეგიონის წამყვანი კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (Gepra\, Goodwill\, PSP\, Loialte\, Key Communication\, Global Compact Network Georgia\, Beeline) წარმომადგენლები იმსჯელებენ\, როგორი სტრატეგიები შეიმუშავეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით СOVID-19 კრიზისის დროს\, ასევე რა მიდგომები ჩამოყალიბდა კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით სხვადასხვა ბიზნესსექტორში.ფორუმის მეორე დღე ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის კორპუსის T 102 დარბაზში.\n\n\nგანრიგი \n4 ნოემბერი \nმოდერატორი: ნატალია ავლოხაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი \n19:05-19:15 მისალმება \n\nპროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დეკანი\nპროფესორი თორნიკე გურული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი\n\n19:15-19:35 თემა: PR ციფრულ ეპოქაში \nპროფესორი ლიუპკა ნაუმოვსკა\, რენეს ბიზნესსკოლა (საფრანგეთი) \n19:35-19:55 თემა: PR-ის სპეციფიკა ხელოვნების ინდუსტრიაში \nპროფესორი მარტინ ა.მ. გენზინგერი\, ალ აქავიან უნივერსიტეტი (მოროკო) \n19:55-20:15 თემა: მედიის როლი PR-ში \nპროფესორი სლობოდან პენეზიჩი\, ნიკოლას ტესლას უნივერსიტეტი (სერბეთი) \n20:15-20:35 თემა: PR საერთაშორისო ურთიერთობებში \nპროფესორი ნიკოლა სტრიძოლო\, ტერამოს უნივერსიტეტი (იტალია) \n20:35-20:45 კითხვა/პასუხი \n20:45-20:50 ფორუმის შეჯამება \n\n5 ნოემბერი \nთემა: როგორ შეიცვალა პიარის მიმართულება COVID-19-ის პანდემიის დროს? რა გამოწვევები შეხვდათ კომპანიებს და როგორ გაუმკლავდნენ \n16:00-16:05 ფორუმის გახსნა \nმომხსენებლები: თინათინ იმერლიშვილი\, ნათია შაფათავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები \n16:05-16:10 მისალმება \nპროფესორი თორნიკე გურული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი \n16:10-16:25 მოხსენება \nსალომე ზურაბიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი \n16:25-16:40 მოხსენება \nთეონა ბაღდავაძე\, PR სააგენტოს Key Communications-ის დამფუძნებელი \n16:40-16:55 მოხსენება \nგიგა ფაიქიძე\, აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია „ლოიალტეს“ დამფუძნებელი; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის (SMEDA) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი \n16:55-17:10 მოხსენება \nგურანდა არჩუაძე\, ჰიპერმარკეტების ქსელ „გუდვილის“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი \n17:10-17:25 მოხსენება \nნუცა სუბელიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრას“ უფროსი პიარ კონსულტანტი \n17:40-17:55 მოხსენება \nსოფო ბალავაძე\, ვეონ საქართველოს კომუნიკაციების სპეციალისტი \n17:55-18:10 თემის შეჯამება \nგიორგი კალატოზიშვილი\, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი \n18:10-18:20 კითხვა/პასუხი \n18:20-18:25 ფორუმის დახურვა და გეგმების შეჯამება \nთინათინ იმერლიშვილი\, ნათია შაფათავა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები \n\nფორუმთან დაკავშირებული ინფორმაცია \nფორუმის პირველი დღე \nდრო: 4 ნოემბერი\, 19:00-21:00 \nფორმატი: დისტანციური \nსამუშაო ენა: ინგლისური \nZOOM: https://bit.ly/3TgZLPX \n\nMeeting ID: 869 1328 7880\n\nფორუმის მეორე დღე \nდრო: 5 ნოემბერი\, 16:00-19:00 \nადგილმდებარეობა: T102\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი \nსამუშაო ენა: ქართული \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phorumi-tbilisi-pr-days-thbilisis-piaris-dgheebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70820.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221108T135300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221108T135300
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221108T095230Z
LAST-MODIFIED:20240201T112837Z
UID:10000283-1667915580-1667915580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:CAUCASUS MOUNTAIN FORUM 2023
DESCRIPTION:Designed to be a meeting place for scientists\, policymakers\, and practitioners from the Caucasus region and beyond\, the third Caucasus Mountain Forum (CMF3) follows in the footsteps of CMF1 (2016) and CMF2 (2019) as a crucial opportunity for constructive interaction between scientists\, governmental experts\, and practitioners; with debate on opportunities and challenges and contributions to the improved coordination of sustainable development in the Caucasus region. \nThe theme of CMF3 “Transdisciplinarity for Sustainable Tourism Development: Role of Caucasus Scientists” will be perspectives and challenges of tourism development in the region\, which was identified as one of the hottest issues by the Caucasus Regional Research Agenda (C-RRA) adopted by CMF2 in Ankara in 2019. In particular\, the presentations and discussions of CMF2 determined that tourism\, even with both positive and negative impacts on nature\, local communities\, and economies\, plays the most important role in the Caucasus mountain regions’ socio-economic promotion. \nThe tourism sector constituted 3 to 15 percent of the GDP of the  Caucasus Ecoregion countries in 2019. Tourism development is interlinked with a number of other economic sectors such as agriculture\, transport\, infrastructure\, construction\, energy\, and\, in general\, socio-economic development and planning. The tourism sector also embraces different aspects of historical heritage and cultural diversity\, environmental and ecosystem protection\, climate change\, and water management. \nCMF3 will be held from 4 to 6 July 2023 and will be hosted by Kutaisi Akaki Tsereteli State University\, Georgia. \nCMF3 will offer a combination of plenary sessions open to the public\, research sessions\, workshops\, and poster sessions. The organisers invite participants to choose among the following types of contributions: \n\nAbstracts for oral presentation in research sessions (max 300 words + 5 keywords). Research sessions provide academic researchers with a chance to present and discuss their latest scientific findings. Researchers from non-academic settings (NGOs\, government\, private sector) are also invited.\nAbstracts for a practical example in a workshop (max. 300 words). The purpose of the workshops is to stimulate discussion and exchange between practitioners and scientists. Practical examples in policy advocacy; scientific networking; leveraging spatial data education for sustainable development\, natural hazards\, and disaster risk reduction are expected. As a consequence\, workshop presentations are expected to be short\, focusing on practical insights from development projects\, policy initiatives\, or teaching practices.\nAbstracts for a poster presentation (max. 200 words). Posters will be displayed in a prominent area. Poster presenters will attend two dedicated poster sessions. The size of the posters should not exceed A0 format (84 cm x 119 cm). One-page handouts will be available. The prize for the best poster will be awarded during the closing session.\n\nDeadlines: \nAbstract submission deadline: 15 January\, 2023 \nDeadline for the notification of abstract acceptance: 15 February 2023 \nAbstracts are to be submitted in English only to CMF2023@caucasus-mt.net using the Abstract Submission Form \nScholarships will be available primarily for participants from the region. \nFor more details visit: https://www.caucasus-mt.net/Caucasus-Mountain-Forum-2023 \n2023 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/caucasus-mountain-forum-2023/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70874.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221108T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221108T190000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221103T062800Z
LAST-MODIFIED:20240201T112832Z
UID:10000280-1667934000-1667934000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია სახალხო დამცველის კანდიდატებთან
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება კავშირ „საფართან” თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე სახალხო დამცველის კანდიდატებთან. \nმომხსენებლები \nანა აბაშიძე\, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი \nნაზი ჯანეზაშვილი\, ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი \nგიორგი ბურჯანაძე\, საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი \nმოდერატორი \nანა აფციაური\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის კოორდინატორი; თანასწორობის მოძრაობის სამართლებრივი ოფიცერი \nდისკუსიის თემატიკა \nპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო. Პარლამენტში რეგისტრირებული 19 კანდიდატიდან 3 არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს. მათი შერჩევის პროცესში 52 ორგანიზაცია მონაწილეობდა. \nსახალხო დამცველობის კანდიდატთა შესარჩევი პროცესი სამოქალაქო სექტორმა ჯერ კიდევ აგვისტოში დაიწყო. 52 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა შესაფერისი კანდიდატების შერჩევაზე – გაიწერა კრიტერიუმები\, შესაბამისად\, შეფასების მეთოდები\, შიდა კენჭისყრის წესები და პროცედურები. შედეგად\, 27 სექტემბერს წარადგინეს სამი კანდიდატი. აღსანიშნავია\, რომ კანიდატებმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს პარლამენტის მიერ შექმნილი 9-კაციანი კომისიისგანაც. \nმოქმედ სახალხო დამცველს\, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს. დისკუსიაზე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, მოისმინოს კანდიდატების მოსაზრებები მიმდინარე პროცესებზე\, აგრეთვე მათი სამომავლო ხედვები და მიზნები. \nსემესტრის ბოლოს გამოვლინდება ადამიანის უფლებათა მიმართულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებათა დამსწრე 3 ყველაზე აქტიური (აქტიურობა გამოითვლება დასწრების ფურცელზე ხელმოწერების რაოდენობით) სტუდენტი\, რომელთაც სამართლის სკოლის დეკანი დააჯილდოებს. \nდასწრება თავისუფალია. ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/4psb8hay \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-sakhalkho-damtsvelis-kandidatebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70813.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221108T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221108T200000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221104T080838Z
LAST-MODIFIED:20240201T112824Z
UID:10000275-1667937600-1667937600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ძალად ექიმი“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „ძალად ექიმი“\, კომედია ერთ მოქმედებად. \nსპექტაკლის შესახებ \nკომედია მოგვითხრობს\, როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ\, რომ მთავარი გმირი\, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია\, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება შეუძლია. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზარმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში\, რომელიც სინამდვილეში\, რა თქმა უნდა\, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება\, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“\, შეყვარებული წყვილის\, „განკურნებასაც“ ახერხებს. \nვინ შექმნა სპექტაკლი \nმთარგმნელი ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი კოკო როინიშვილი\nმხატვარი ბარბარე ასლამაზი\nმუსიკალური გაფორმება ზურაბ გაგლოშვილი\nქორეოგრაფი თინათინ წულაძე\nტექნიკური რეჟისორი თამუნა კამლაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nსგანარელი – ირაკლი ჩხიკვაძე\nმარტინი – ანი იმნაძე\nლუკა – ნოდარ ძოწენიძე\nჟერონტი – ანდრია ვაჭრიძე\nჟაკლინი – ანიკო შურღაია\nლუსინდა – ანკა ვასაძე\nლეანდრო – გიორგი კიკნაძე \n\nბილეთის ფასი  \n\n20 ლარი\nილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი\nსხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი\n\nმოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით. \nროგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი? \nილიაუნის თეატრის სალარო \nტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15 \nსამუშაო განრიგი: ყოველდღე\, ორშაბათის გარდა\, 13:00-20:00 საათები \nbiletebi.ge\nონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3DAgpUE \n\nდრო: 8 ნოემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1.5 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-dzalad-eqimi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70823.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221109T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221109T140000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221108T063900Z
LAST-MODIFIED:20240201T112816Z
UID:10000266-1668002400-1668002400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ – წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფონდი „აი ია“ გამართავს ელექტრონული წიგნის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერა“ პრეზენტაციას. \nწიგნში აღწერილია სმენადაზიანებული ბავშვების რეაბილიტაციის სამედიცინო\, ტექნიკური და ფსიქოსაგანმანათლებლო მეთოდები\, მოცემულია ინფორმაცია სასმენი აპარატების\, კოხლეარული და ტვინის ღეროს იმპლანტების\, ბავშვების სმენის პროთეზირების თავისებურებათა შესახებ\, განხილულია მეტყველების განვითარების სმენითი მეთოდი. \nპედაგოგიურ და ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის\, სმენითი რეაბილიტაციის მეთოდის ავტორის\, ინა კოროლიოვას წიგნის ქართული თარგმანი ფონდის „აი ია“ აუდიოვერბალურ თერაპევტ თეა გოჩიტაშვილს ეკუთვნის. \nწიგნზე ასევე იმუშავეს კონსულტანტებმა სოფიო ნადირაძემ\, კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის მაგისტრმა\, მაკ ჯორჯიას პროგრამის „მშობლის სკივრი“ ხელმძღვანელმა\, და ნინო ლომიძემ\, რომელიც კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი და მაკ ჯორჯიას ფსიქოლოგების დეპარტამენტის ხელმძღვანელია. \nწიგნი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების სამაგისტრო კურსში ინტეგრირდა და ილიაუნის ბიბლიოთეკას გადაეცა. \nპრეზენტაციაზე ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები და საკითხით დაინტერესებული პირები სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა გარშემო არსებულ სისტემურ გამოწვევებსა და რესურსებზე ისაუბრებენ. \nსახელმძღვანელო შეიქმნა მაკ ჯორჯიას მიერ მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტის „სმენის დაზიანების მქონე ბავშვთა მხარდაჭერის“ ფარგლებში. \nპროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი „აი ია“\, საინვესტიციო ჰოლდინგის\, სმარტ კაპიტალ ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების მნიშვნელოვანი ფონდი. პროექტის პარტნიორია კომპანია „კინდსმენა“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 9 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზ. N32 \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/smenis-dazianebis-mqone-bavshvtha-mkhardatchera-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70866.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221109T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221109T180000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221102T110700Z
LAST-MODIFIED:20240201T112811Z
UID:10000261-1668016800-1668016800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის დებატების კლუბი იწყებს ახალი წევრების მიღებას
DESCRIPTION:დებატების კლუბები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტში არსებობს და მათ პოპულარობას ხელს უწყობს თამაშის ფორმა\, რომელიც სტუდენტებს ახალი სამომავლო კარიერისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. \nშესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ დებატების კლუბში გაწევრიანება შეუძლიათ ილიაუნის ბაკალავრიატის სტუდენტებს\, რომლებსაც სამომავლოდ შეეძლებათ მონაწილეობა დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში\, რომლებიც მუდმივად იმართება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ეგიდით. ეს ინსტიტუტი საერთაშორისო დებატების ასოციაციის ერთადერთი წევრი ორგანიზაციაა საქართველოში. ფორუმში\, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავს\, მონაწილეობს ყველა ის ქვეყანა\, რომლებშიც არსებობს დებატების კლუბები. \nკლუბის წევრობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორეტაპიანი კონკურსი. \nპირველი ეტაპია რეგისტრაცია\, მეორე – ზეპირი გასაუბრება. \nპირველ ეტაპზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3DumQsq \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 ნოემბერი\, 23:59 საათი \nიმისათვის\, რომ კონკურსი წარმატებით გაიაროთ და გახდეთ დებატების კლუბის წევრი\, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გიწვევთ კლუბის პრეზენტაციაზე. \nდრო: 9 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ქ. ჩოლოყაშვილის ქ.N3 / 5\, T102 საკონფერენციო დარბაზი \n2022 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-debatebis-klubi-itsqhebs-akhali-tsevrebis-mighebas/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70811.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221110T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221110T130000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221108T141047Z
LAST-MODIFIED:20240201T112804Z
UID:10000255-1668085200-1668085200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ დომენიკ ლივენის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით\, თანამედროვე ისტორიის სემინარების სერიის ფარგლებში\, კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ისტორიის საუკეთესო მკვლევარი\, პროფესორი დომენიკ ლივენი დისტანციურ ფორმატში პლატფორმა ზუმის გამოყენებით გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: იმპერიების არსი\, განვითარების თავისებურებები და საბოლოო ბედი. \nშეხვედრაზე პროფესორი ლივენი ასევე ისაუბრებს 2022 წელს გამოცემულ თავის წიგნზე “In the Shadow of the Gods: The Emperor in World History (2022)”. \nმომხსენებლის შესახებ \nდომინიკ ლივენი არის კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი კვლევა\, მათ შორის Russia and the Origins of the First World War (1983)\, The Aristocracy in Europe (1992)\, Empire: The Russian Empire and its Rivals (2003)\, Russia Against Napoleon: The Battle for Europe\, 1807 to 1814 (2009)\, The End of Tsarist Russia: The March to World War I and Revolution\, Penguin Random House (2015)\, In the Shadow of the Gods: The Emperor in World History (2022)/ \nვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/bpDPW \nდრო: 10 ნოემბერი\, 13:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმი \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3fNLUml \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kembrijis-universitetis-prophesor-domenik-livenis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70944.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221110T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221110T200000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221108T085938Z
LAST-MODIFIED:20240201T112758Z
UID:10000247-1668110400-1668110400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „სკამები“
DESCRIPTION:10 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „სკამები“\, აბსურდული კომედია ერთ მოქმედებად. \nსპექტაკლის შესახებ \nსამი რეალური პერსონაჟი უამრავი რეალური სკამისა და მოჩვენებითი სტუმრების გარემოცვაში\, რომლებსაც ეჟენ იონესკოს პიესის გმირები ხვდებიან\, სიახლეებს უზიარებენ\, ეჭორავებიან. ორატორიც მალე უნდა მოვიდეს და წაიკითხოს მოხსენება ახალი აღმოჩენის შესახებ. სტუმრები მთელი სამყაროა\, ადამიანებიც და ღმერთიც\, ხოლო აღმოჩენა – ცხოვრების არსი\, რომლის გაცხადებას სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად ველოდებით\, ველოდებით\, ველოდებით… გარშემო კი უამრავი ცარიელი სკამია. \nვინ შექმნა სპექტაკლი \n\nმთარგმნელი დავით კახაბერი\nრეჟისორი ანა ბალიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი თეკლე ფედროვი\nდადგმის ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმონაწილეობენ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები: \n\nვლადიმერ ვაშაკიძე\nთინათინ ნიკოლაშვილი\nანიკო შურღაია\n\n\nბილეთის ფასი  \n\n20 ლარი\nილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი\nსხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი\n15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 1 ბილეთის ფასი 15 ლარი\n\nმოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით. \nროგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი? \nილიაუნის თეატრის სალარო \nტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15 \nსამუშაო განრიგი: ყოველდღე\, ორშაბათის გარდა\, 13:00-20:00 სთ. \nbiletebi.ge \ntkt.ge  \nონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3ThGFZY \n\nდრო: 10 ნოემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1საათი და 20 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-skamebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70868.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221112T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221112T200000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221108T070037Z
LAST-MODIFIED:20240201T112745Z
UID:10000239-1668283200-1668283200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „უხერხემლო“
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „უხერხემლო“\, დრამა ერთ მოქმედებად. \nსპექტაკლის შესახებ   \nროგორია საქართველოში ცხოვრება\, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების\, ოჯახის\, საზოგადოების\, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე\, ან ღირს კი გადარჩენა\, როდესაც არავის სჭირდები\, არავის ესმის შენი? ამ ტრაგიკულ ამბავში\, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა\, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს\, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა\, სადაც მშობლებს განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან\, სოფლისგან\, ქვეყნისგან მალულად უწევთ. \nვინ შექმნა სპექტაკლი \n\nრეჟისორი გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი მაკა მეტრეველი\nდადგმის ხელმძღვანელი: ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nმართა – მაიკო ხორნაული\nმამია – გიორგი ცერცვაძე\nნინო – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი მაქაძე\n\n\nბილეთის ფასი  \n\n20 ლარი\nილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი\nსხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი\n15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 1 ბილეთის ფასი 15 ლარი\n\nმოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით. \nროგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი?    \nილიაუნის თეატრის სალარო \nტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15 \nსამუშაო განრიგი: ყოველდღე\, ორშაბათის გარდა\, 13:00-20:00 სთ. \nbiletebi.ge \ntkt.ge  \nონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3tabvZA \n\nსპექტაკლი გაიმართება ინგლისური სუბტიტრებით. \nდრო: 12 ნოემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-ukherkhemlo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70867.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221116T150400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221116T150400
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221018T110419Z
LAST-MODIFIED:20240201T112732Z
UID:10000236-1668611040-1668611040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიღება ზამთრის სკოლაში „საზოგადოებრივი აზრის კვლევები“
DESCRIPTION:16-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გამართავენ ზამთრის სკოლას საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. \nზამთრის სკოლის თემატიკა \nსკოლის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს\, როგორებიცაა: რაოდენობრივი და თვისებრივი მიდგომები (მეთოდები) საზოგადოებრივი აზრის კვლევებში\, მათ შორის ცდომილებისა და საიმედოობის გაზომვას\, მონაცემთა ვიზუალიზაციას\, ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხების მნიშვნელობას\, ინტერვიუებისა და ფოკუსჯგუფების ჩატარების თავისებურებებსა და იმას\, როგორ ვითარდება კვლევის ინსტრუმენტი მონაცემთა შესაგროვებლად. \nზამთრის სკოლის ტრენერები: \n\nპროფესორი მაიკლ ტრაუგოტი\, მიჩიგანის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტთა შორის რაოდენობრივი კვლევის მეთოდების კონსორციუმის პროგრამის ხელმძღვანელი; მსოფლიო და ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციების პრეზიდენტი; ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი;\nპიტერ მილერი\, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (AAPOR) ყოფილი პრეზიდენტი;\nალან გილლამი\, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორი საქართველოში; 10 წელზე მეტხნიანი პროფესიული გამოცდილებით საპარლამენტო სისტემაში გაერთიანებულ სამეფოსა და შოტლანდიაში.\n\nასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, მათ შორის საქართველოში მოქმედი წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების– CRRC\, ACT და ANOVA-ს კვლევითი გუნდების ხელმძღვანელები. \nზამთრის სკოლის პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Dq5CgN \nვისთვის არის განკუთვნილი ზამთრის სკოლა? \nზამთრის სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების ან სტატისტიკის ბაკალავრის\, მაგისტრის ან სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს. \nმოთხოვნები \nსასურველია: \n\nაპლიკანტი ფლობდეს ინგლისურ ენას B2 დონეზე;\nდაინტერესებული იყოს საზოგადოებრივი აზრის კვლევებით ან ჰქონდეს კვლევით ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება\, როგორც ინტერვიუერს ან მკვლევარს.\n\nროგორ გავხდე ზამთრის სკოლის მონაწილე? \nთუ აკმაყოფილებ\, ზემოჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს\, ამა წლის 4 ნოემბრის ჩათვლით გამოგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: zarina.burkadze@iliauni.edu.ge \nსაბუთების მიღების ბოლო ვადა: 4 ნოემბერი \nსერტიფიკატი \nზამთრის სკოლის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით 2022 წლის 18 ნოემბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაზე საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nფორმატი: პირისპირ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/migheba-zamthris-skolashi-sazogadoebrivi-azris-kvlevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/69936.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221117T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221117T130000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221114T080002Z
LAST-MODIFIED:20240201T112623Z
UID:10000232-1668690000-1668690000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დემოკრატია“
DESCRIPTION:17 ნოემბერს\, 13:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის პროექტის „საჯარო სფეროს რეკონსტრუქცია საქართველოში“ ფარგლებში გაიმართება დისკუსია თემაზე „საზოგადოებრივი აზრის კვლევა და დემოკრატია”. \nმომხსენებლები \nპროფესორი მაიკლ ტრაუგოტი\, მიჩიგანის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტთა შორის  რაოდენობრივი კვლევის მეთოდების კონსორციუმის პროგრამის ხელმძღვანელი; მსოფლიო და ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციების პრეზიდენტი; ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი \nპიტერ მილერი\, ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის (AAPOR) ყოფილი პრეზიდენტი \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია \nპროექტი ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით. \nდრო: 17 ნოემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2022 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-sazogadoebrivi-azris-kvleva-da-demokratia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70988.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221117T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221117T190000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221111T094100Z
LAST-MODIFIED:20241122T110929Z
UID:10000230-1668711600-1668711600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კამერული ორკესტრი „თბილისის კონცერტინო“
DESCRIPTION:17 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით გაიმართება საქართველოს კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ კონცერტი. \nპროგრამაშია ირაკლი ცინცაძის\, ოთარ ტატიშვილის\, ნუგზარ ვაწაძისა და მაია ვირსალაძის ნაწარმოებები. \nდირიჟორი გიორგი შილაკაძე \nპროგრამა \nირაკლი ცინცაძე\nკონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის  (მეორე რედაქცია -2021)\nსოლისტი – დიმიტრი ბოქოლიშვილი\nოთარ ტატიშვილი. Exquartet  (საორკესტრო ვერსია 2013)\nნუგზარ ვაწაძე. სიმებიანი კვარტეტი N1  (1960)\nასრულებენ – ლელა მჭედლიძე\, კოტე ლემონჯავა\, ზაზა თორაძე  და გიორგი იმანოვი\nმაია  ვირსალაძე. სონატა ფორტეპიანოსთვის  (1996)\nასრულებს – თამარ ჟვანია \nდრო: 17 ნოემბერი\, 19.00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kameruli-orkestri-thbilisis-kontsertino/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70980.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221118T102000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221118T102000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221118T062000Z
LAST-MODIFIED:20240201T112617Z
UID:10000229-1668766800-1668766800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზამთრის სკოლა საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ
DESCRIPTION:16-17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციისა (GAPOR) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ზამთრის სკოლა საზოგადოებრივი აზრის კვლევების შესახებ\, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ამერიკისა და მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის კვლევების ასოციაციების (AAPOR\, WAPOR) ყოფილმა პრეზიდენტებმა\, პროფესორებმა მაიკლ ტრაუგოტმა და პიტერ მილერმა. \nზამთრის სკოლას ასევე უძღვებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები\, საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები და ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები. \nღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა\, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ\, ვიცე-რექტორმა\, პროფესორმა გიორგი გვალიამ\, უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორმა\, პროფესორმა გიგა ზედანიამ\, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დირექტორის მოადგილემ საქართველოში ვლადიმერ რაზმაძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელმძღვანელმა საქართველოში ალან გილლამმა. \nზამთრის სკოლის ფარგლებში შეირჩნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და საქართველოში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციის მკვლევრები\, რომლებიც 18 ნოემბერს თბილისი მერიოტში საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის ყოველწლიურ კონფერენციაზე მონაწილეობის სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. \nზამთრის სკოლის დღის წესრიგი და ყოველწლიური კონფერენციის დღის წესრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3EhWbiL \n2022 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zamthris-skola-sazogadoebrivi-azris-kvlevebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/71195.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221118T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221118T180000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221116T113959Z
LAST-MODIFIED:20240201T112659Z
UID:10000234-1668794400-1668794400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FRONTSPOT GEORGIA OFFLINE MEETUP FRONTSPOT საქართველოს სამუშაო შეხვედრა
DESCRIPTION:18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება FrontSpot საქართველოს სამუშაო შეხვედრა\, რომელსაც პარტნიორობას გაუწევს ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia. \nშეხვედრას გამართავენ: \nევგენი ბორდუნოვი\, წამყვანი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი – V8 memory management \nმოხსენების თემა: მოხსენება შეეხება V8 მეხსიერების მენეჯმენტს – როგორ იყენებს და\, საჭიროების შემთხვევაში\, ათავისუფლებს V8 მეხსიერებას. გავიგებთ მეტს ე.წ. ნაგვის შეგროვების მექანიზმების შესახებ და თუ რა გავლენა აქვს ამ პროცესებს აპლიკაციებზე. \nვიტალი შაროვატოვი\, Developer advocate at Qase.io – Your reputation precedes you\, doesn’t it? \nმოხსენების თემა: რეპუტაცია სხვების აზრია შენ შესახებ. რაც უფრო მეტ ადამიანს აქვს კარგი აზრი შენზე\, მით უკეთესი ხარ. რამდენიმე გზა არსებობს რეპუტაციის შესაქმნელად და მოხსენებაში განხილული იქნება ყველა მათგანი. \nშეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია. \nშეხვედრის ჩატარების ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი (T კორპუსი)\, დიდი აუდიტორია (102) \nროდის: 18 ნოემბერს\, 18:00-20:30 საათი \nრეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/3Ed21C5 \n2022 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/frontspot-georgia-offline-meetup-frontspot-saqarthvelos-samushao-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/71187.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221118T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221118T200000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221108T065807Z
LAST-MODIFIED:20240201T112613Z
UID:10000227-1668801600-1668801600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:18 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“\, კომედია ერთ მოქმედებად. \nსპექტაკლის შესახებ   \nრა ხდება მაშინ\, როდესაც ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ\, სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nვინ შექმნა სპექტაკლი \n\nმთარგმნელი მაია ნაჭყებია\nრეჟისორი დავით ჭახრაკია\nმხატვარი გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი  ნათია სამადაშვილი\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი\n\n\n\nბილეთის ფასი  \n\n20 ლარი\nილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი\nსხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი\n15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 1 ბილეთის ფასი 15 ლარი\n\nმოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით. \n\nროგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი?    \nილიაუნის თეატრის სალარო \nტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15 \nსამუშაო განრიგი: ყოველდღე\, ორშაბათის გარდა\, 13:00-20:00 საათები \nbiletebi.ge \ntkt.ge  \nონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3DQYtp2 \n\nდრო: 18 ნოემბერი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-idealuri-ojakhi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70869.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221124T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221124T180000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221115T062100Z
LAST-MODIFIED:20240201T112609Z
UID:10000225-1669312800-1669312800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის პრეზენტაცია: „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“
DESCRIPTION:24 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ გამოსაცემად მომზადებული წიგნის „იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი“ პრეზენტაცია (იხ. http://manuscript.iliauni.edu.ge/). \nწიგნთან ერთად ირინა ლობჟანიძე სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგენს ოქსფორდის უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების ერთობლივი კვლევითი პროგრამის შედეგებს\, კერძოდ\, უორდროპების ონლაინკოლექციას (WCO)\, რომლის ნაწილია ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული მე-14 საუკუნის ქართული ხელნაწერის\, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტიპიკონი. \nუორდროპების ონლაინკოლექცია (WCO) შეიქმნა ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი მეთოდოლოგიით. ხელნაწერები განთავსებულია noSQL მონაცემთა ბაზაში და უკავშირდება ბოდლეს ციფრულ ბიბლიოთეკაში განთავსებულ ფოტომასალას IIIF მანიფესტის გამოყენებით\, იხ. https://iiif.io/. \nპროფ. ირინა ლობჟანიძის მიერ განხორციელებული პროექტი ქართული ხელნაწერების პირველი ონლაინრესურსია\, რომელიც თანამედროვე ციფრული ჰუმანიტარიის ამ უახლესი მეთოდოლოგიით მომზადდა და ინტეგრირებულია ციფრული ჰუმანიტარიის ევროპული ასოციაციის (EADH) პორტალზე\, იხ.https://bit.ly/3EHaQWt). \nწიგნის რედაქტორები\, ნინო დობორჯგინიძე და თამაზ კოჭლამაზაშვილი ისაუბრებენ ქართული და საქართველოში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის დოკუმენტირებასა და კვლევაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობაზე\, ამ მიმართულებით ილიას უნივერსიტეტში დანერგილ სასწავლო და კვლევით პროგრამებზე\, ასევე იერუსალიმის ტიპიკონის ტექსტოლოგიურ საკითხებზე. \nშეხვედრის ბმული \nJoin Zoom Meeting https://bit.ly/3gze2tE\nMeeting ID: 852 9924 6803 \nდრო: 24 ნოემბერი\, 18:00 საათი. \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2022 \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-prezentatsia-ierusalimis-jvris-monastris-tipikoni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/11/70993.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20221129T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20221129T160000
DTSTAMP:20260423T200302
CREATED:20221128T123835Z
LAST-MODIFIED:20240202T101239Z
UID:10000223-1669737600-1669737600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ინტერაქტიული გამოფენის „სამყარო
DESCRIPTION:29 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით მიმდინარე ინტერაქტიული გამოფენის „სამყარო\, ადამიანი\, ინტელექტი“ დახურვის ღონისძიების პარალელურად გაიმართება ამავე სახელწოდების პანელური დისკუსია. \nდისკუსიაზე ვიმსჯელებთ გერმანიაზე\, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორზე კვლევასა და განვითარებაში\, ასევე გერმანული ენის სწავლებისა და ცოდნის უპირატესობებზე გლობალური წარმატებისთვის\, როგორც გლობალურ\, ისე ადგილობრივ (საქართველოს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის) კონტექსტში. \nღონისძიება მოიცავს გახსნით ნაწილს\, ინტერაქტიულ შემეცნებით თამაშს მოსწავლეებისთვის და პანელურ დისკუსიას. \nღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე\, პროგრამების ხელმძღვანელი სუზან რადვანი. \nღონისძიების გახსნის შემდეგ მოსწავლეებისთვის გაიმართება ინტერაქტიული შემეცნებითი თამაში გამოფენის თემატიკაზე. გამოვლინდებიან გამარჯვებულები\, რომელთაც დააჯილდოებს გოეთეს ინსტიტუტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nღონისძიების დასკვნით ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები\, მკვლევრები ფართო აუდიტორიას პანელური დისკუსიის ფორმატში წარუდგენენ უნივერსიტეტში გერმანიის მხარდაჭერით მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროექტებს\, საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინიციატივებს. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 29 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, გ.წერეთლის გამზ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2022 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-gamophenis-samqharo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR