BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211202T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211202T180000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211126T140000Z
LAST-MODIFIED:20240201T113415Z
UID:10000467-1638468000-1638468000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამართლის თვე
DESCRIPTION:ილიაუნის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბისა და სამართლის ასოცირებული პროფესორის თინათინ გოლეთიანის ეგიდით წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამართლის თვეს: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში\, ყოველკვირეულად საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ლექციები შეეხება ისეთ საკითხებს\, როგორიც არის მოქალქეობის არქონის ფენომენი\, ოკუპაცია\, არბიტრაჟი და ა.შ. \nპირველი ლექცია\, რომელიც გახსნის საერთაშორისო სამართლის თვეს\, ეხება მოქალაქეობის არქონის ფენომენს და მას წაიკითხავს ქალბატონი სალომე ქუსიკაშვილი (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგნელობა საქართველოში; მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში). \nლექცია ჩატარდება 2 დეკემბერს\, 18:00 ილიაუნის A405 აუდიტორიაში. \nქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ლექციაზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა არის შეზღუდული. შესაბამიად\, იჩქარეთ\, დარეგისტრირდით\, რათა არ გამოტოვოთ ეს ძალიან საინტერესო ლექცია! აქვე გაცნობებთ\, რომ ლექციაზე დამსწრეებმა უნდა წარმოადგინონ მწვანე პასპორტი. \nლექციაზე დასწრებისთვის რეგისტრაციის ბმული: \nhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScX-I5h4ZWvKX8I1a-K2QpPkYeVuNairaqojBUtykgLjcVLtw/viewform?usp=pp_url \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samarthlis-thve/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211203T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211203T153000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211130T110858Z
LAST-MODIFIED:20240201T113411Z
UID:10000463-1638545400-1638545400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. \nვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl \nდრო: 16:00 – 17:30 \nფორმატი: ჰიბრიდული (უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდებზე) \nშეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ზუმის ბმულს: https://bit.ly/3rozB3f \nგანრიგი \n\n15:45 – რეგისტრაცია \n16:00 – 16:10 – მისალმება \nნინო დობორჯგინიძე\, პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი \nპეტრა მოჟიჩევა\, ჩეხეთის განვითარების სააგენტო\, საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი \nთამილა ბარკალაია\, საქართველოს დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე \nიან ბლინკა\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი \n16:10 – 17:00 – 2015 – 2021 წლების მიღწევები და გამოწვევები \nპროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ ანგარიში \nრუსუდან ჩხუბიანიშვილი\, პროექტის მენეჯერი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა \nნინო ცინცაძე\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი \n„აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა\, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ – კვლევის წინასწარი შედეგები \nმაია გაბუნია\, ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარე \nქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA) – საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ანგარიში \nგვანცა ჩვამანია\, ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში – თინათინ ჭინჭარაული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, სერტიფიკატების გადაცემა კურსდამთავრებულებისთვის \n17:00 – 17:30 დისკუსია\, სამომავლო გეგმები \n\nპროექტის შესახებ \nჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას\, ასევე\, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. ჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად\, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. \nპროექტის შედეგად განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევები: \n\nსაქართველოს მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში.\nსაქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო\, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული\, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში მომზადნენ.\nABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების პროფესიონალური ინსტრუმენტების (ABLLS-R და EFL) გამოყენებაში\, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის.\nდაფინანსდა 15 სპეციალისტი\, რომელმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარა.\nABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია\, ემოციური რეგულაცია\, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა\, გადამზადნენ სპეციალისტები.\n საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი\, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები.\n სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი. შესაბამისად\, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო\, ზოგმა კი გაზარდა\, როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების\, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა.\n2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის\, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.\n2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა.\nქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა\, რომელიც\, დამტკიცების შემთხვევაში\, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-autizmis-speqtris-mqone-pirebisathvis-servisebis-gapharthoeba-da-gaumjobeseba-saqarthveloshi-shemajamebeli-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/63162.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211206T134400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211206T134400
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211206T094335Z
LAST-MODIFIED:20240201T113408Z
UID:10000460-1638798240-1638798240@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:24-26 დეკემბერს მთელი საქართველოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში\, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი რომელიც\, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე\, დისტანციურად ჩატარდება. \nჰაკათონის მიზანია შეიქმნას მომავლის ინტერაქტიული წიგნები\, რომლებიც მკითხველს პერსონაჟებსა და ავტორებთან უშუალო ინტერაქციის საშუალებას მისცემს. \nციფრული რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს ლიტერატურული გმირების ენობრივ ასლებთან დიალოგი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარვმართოთ და ვკითხოთ მათ ყველაფერი\, რაც გვაინტერესებს. \nჰაკათონის ფარგლებში შექმნილი ჩეთბოტები ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (https://iel.iliauni.edu.ge/) განთავსდება და მათთან საუბარი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. \nვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა? \nჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (VIII-XII კლასები) მოსწავლეებს. \nროგორ მივიღო მონაწილეობა ჰაკათონში? \nჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 23 დეკემბრამდე შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. \nაპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 22 დეკემბერი\, 23:59 საათი \nსააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3DezuJM \nრა ფორმატით ჩატარდება ჰაკათონი? \nშექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nსწრაფი ბმულები \n\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია : ჩემი ნარატიული თავგადასავალი\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: პერსონალური გაციფრულების ხელოვნება\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის საინფორმაციო შეხვედრა\nინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა\n\n2021 წელი\n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-tsignebis-hakathoni-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63202.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211206T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211206T140000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211203T122046Z
LAST-MODIFIED:20240201T113404Z
UID:10000453-1638799200-1638799200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია – „გამჭვირვალობის სტანდარტების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“
DESCRIPTION:6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. \nსაქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა\, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები\, მათი შემუშავებისა და განვითარების გზები\, გამჭვირვალობის სტანდარტების მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები. ასევე\, მიმოხილული იქნება კვლევითი ორგანიზაცია BCG-ის მიერ განხორციელებული კვლევებისას გამჭვირვალობის სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \nიხილეთ განრიგი ბმულზე: https://bit.ly/2ZRgG5L \nდრო: 6 დეკემბერი\, 14:00-16:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე \n2021 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-gamtchvirvalobis-standartebis-mnishvneloba-sazogadoebrivi-azris-kvlevebshi-2/
CATEGORIES:დისკუსიები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63184.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211206T151400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211206T151400
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211203T112146Z
LAST-MODIFIED:20240201T113402Z
UID:10000450-1638803640-1638803640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია – „გამჭვირვალობის სტანდარტების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“
DESCRIPTION:2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. \nსაქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა\, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები\, მათი შემუშავებისა და განვითარების გზები\, გამჭვირვალობის სტანდარტების მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები. ასევე\, მიმოხილული იქნება კვლევითი ორგანიზაცია BCG-ის მიერ განხორციელებული კვლევებისას გამჭვირვალობის სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-gamtchvirvalobis-standartebis-mnishvneloba-sazogadoebrivi-azris-kvlevebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211208T120300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211208T120300
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211208T080220Z
LAST-MODIFIED:20240201T113359Z
UID:10000447-1638964980-1638964980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა გამართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა. \nღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ\, ილიაუნის ბავშვის განვითარების დირექტორმა ნინო ცინცაძემ\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ. \nპროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველყოფას\, ასევე სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. \nშემაჯამებელ შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერმა\, რუსუდან ჩხუბიანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში 2015-2021 წლებში მიღწეული შედეგები და მუშაობის პროცესის გამოწვევები გააცნო. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა\, ნინო ცინცაძემ კი ექვსწლიანი პარტნიორობის შედეგად სფეროს მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე\, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე ისაუბრა. \nშეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა\, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ წინასწარი შედეგების წარდგენა იყო. კვლევისას გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრა ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარემ და პროექტის ექსპერტმა\, მაია გაბუნიამ\, ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ\, გვანცა ჩვამანიამ კი წარადგინა ანგარიში ქცევის გამოყენებითი ანალიზის კუთხით და საზოგადოებას ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ უამბო. დამტკიცების შემთხვევაში ინიციატივა დაარეგულირებს ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას. \n„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ახორციელებს ქვეყნისთვის\, რეგიონისთვის\, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით ნაკარნახევ პროექტებს. ეს სტრატეგიაშიც საგანგებოდ არის აღნიშნული და გულისხმობს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას\, ამ მიმართულებით კვლევას\, სწავლებას. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი უნიკალურია მთელი რეგიონის მასშტაბით\, ეს მართლაც გამორჩეული სივრცეა\, რომელიც ერთი სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელობით სთავაზობს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო\, ისე კვლევით და სერვისის ნაწილს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბავშვის განვითარების ინსტიტუტი\, რომელიც სამივე მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ქმნის. ასეთი ფართო ფუნქციის შეძენა\, ინსტიტუტის დაარსება\, რომელიც სრულფასოვნად ახერხებს მუშაობას\, წარმოუდგენელია დიდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. ასეთი მხარდამჭერი იყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი.“ ნინო დობორჯგინიძე\, ილიაუნის ვიცე-რექტორი. \n„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის\, რადგან მათი მომსახურების სერვისი ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად გაუმჯობესდა. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობდით ბევრ დაინტერესებულ მხარესთან – საქართველოს შრომის\, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან რეგიონში სხვადასხვა სერვისის მიწოდების შეთავაზების კუთხით. ეროვნულ დონეზე მხარი დავუჭირეთ აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტებს\, შეიქმნა ზოგადი ჩარჩო სერვისის ყველა მიმწოდებლისთვის\, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ხარისხიანი მომსახურება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის\, ასევე მუნიციპალურ დონეზე.“ იან ბლინკა\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი. \n„პროექტის მიზანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება\, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული განვითარება\, რათა მათ ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ  ბენეფიციარებს. ჩვენი მიზანია აგრეთვე სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საქართველოს საბავშვო ბაღებში. პროექტი დაიწყო 2015 წელს. იმ დროს სერვისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისში\, რეგიონებშიც არსებობდა სერვისები\, თუმცა არ იყო ხარისხიანი. ჩვენ მიზნად დავისახეთ რეგიონების გაძლიერება ამ მიმართულებით\, რისთვისაც აქტიურად გამოვიყენეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზა. მისი  სპეციალისტების მეშვეობით რეგულარული სუპერვიზია ხორციელდებოდა ადგილზე\, ადგილობრივი აუტიზმის ცენტრებისთვის. ხარისხის უზრუნველყოფისათვის ჩვენი ხელშეწყობით დამტკიცდა აუტიზმის გამოვლენისა და მართვის პროტოკოლი\, რომელსაც სპეციალისტები და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ\, ჯანდაცვის სამინისტრომ კი დაამტკიცა მომსახურების მინიმალური სტანდარტი\, სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისათვის\, იციან რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ მიწოდებული სერვისი ბავშვებისათვის\, მაგრამ ღიად რჩება მოზარდებისა და მოზრდილი აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მდგომარეობა\, ვინაიდან მათთვის სერვისი არ არსებობს\, რაც ძალიან გვაწუხებს. გვინდა\, რომ პროექტი გაგრძელდეს ამ მიმართულებით – ვეძებთ სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ახალ დონორებს\, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით.“ რუსუდან ჩხუბიანიშვილი\, პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი. \n„ჩეხეთის კარიტასის პროექტში მონაწილეობამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს მისცა საშუალება\, ორი ახალი\, თანამედროვე და ძალიან მნიშვნელოვანი\, მოდელი დაენერგა აუტიზმის მქონე ბავშებისათვის. ერთი დენვერის ადრეული დასაწყისის მოდელია\, მეორე – სერცმოდელი. პირველი 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის არის\, მეორე – 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია\, რომ უზრუნველყოფილია მდგრადობა იმ თვალსაზრისით\, რომ სერვისი უკვე მიმდინარეობს\, მალე კვლევა დაიწყება დენვერთან დაკავშირებით\, ხოლო სერცი სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდა.“ ნინო ცინცაძე\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ხელმძღვანელი. \nღონისძიების დასასრულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჭინჭარაულმა ქცევის გამოყენებით ანალიზში უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. \nჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას\, ასევე სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. \nჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად\, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. \nპროექტის ძირითადი მიღწევები: \n\nქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენაში;\nსაქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო\, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული\, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში გადამზადნენ;\nABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების ინსტრუმენტების (ABLLS-R and EFL) გამოყენებაში\, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის;\nდაფინანსდა 15 სპეციალისტი\, რომლებმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარეს;\nABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია\, ემოციური რეგულაცია\, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა\, გადამზადნენ სპეციალისტები;\nსაქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი\, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები;\nსხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი\, შესაბამისად\, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო\, ზოგმა კი გაზარდა როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების\, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა;\n2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის\, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა;\n2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა;\nქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა\, რომელიც\, თუ დამტკიცდა\, დაარეგულირებს ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას.\n\nვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl \n2021 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-autizmis-speqtris-mqone-pirebisathvis-servisebis-gapharthoeba-da-gaumjobeseba-saqarthveloshi-shemajamebeli-shekhvedra-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63221.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211209T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211209T190000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211206T102139Z
LAST-MODIFIED:20240201T113412Z
UID:10000465-1639076400-1639076400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა: ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. \nშეხვედრაზე გაეცნობი ინფორმაციას\, როგორ შექმნა მოლაპარაკე პროგრამები საკუთარი ძალებით\, როგორ გააცოცხლო საყვარელი პერსონაჟები თუ ავტორები ციფრულ სამყაროში. \nთუ გსურს სკოლაში სწავლის პარალელურად შეიძინო პროფესია და შეუერთდე ახალგაზრდა ნარატივდიზაინერების გუნდს\, გელოდებით დისტანციურ საინფორმაციო შეხვედრაზე\, რომელზეც შევეცდებით ჰაკათონთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ. \nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს. \nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის: https://bit.ly/31AJnEO \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nფორმატი: დისტანციური \nზუმის შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3rEdANT \nMeeting ID: 872 4301 3691 \nPasscode: 626638 \n2021 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-interaqtiuli-tsignebis-hakathoni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211211T153800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211211T153800
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211207T113856Z
LAST-MODIFIED:20240201T113407Z
UID:10000458-1639237080-1639237080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კოდის ერთი საათი: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი გლობალურ კამპანიას უერთდება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შესაძლებლობას აძლევს\, მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კამპანიაში „კოდის ერთი საათი“\, გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. \nკოდის ერთი საათი\, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში\, ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი პიონერის\, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრადმირალი ქალის\, გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს (9 დეკემბერი\, 1906). მისი სახელი უკავშირდება ერთ-ერთი პირველი პროგრამირების ენის COBOL-ის შექმნას. \n2021 წელს კვირეული 6-12 დეკემბერს გაიმართება და მის ფარგლებში მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები 85 694-ზე მეტ ღონისძიებაში შეძლებენ მონაწილეობას. \n„კოდის ერთი საათის“ გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორი იქნება ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი\, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლებს ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს უნილაბის პრაქტიკოს მენტორ-ლექტორებთან შეხვედრაზე\, გააცნობს მათ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს. \nროგორ მივიღო მონაწილეობა? \nშეხვედრები გაიმართება 11 დეკემბერს Zoom-ის საშუალებით. ზუსტ დროს და Zoom-ის ლინკს მიიღებთ ერთი დღით ადრე\, მას შემდეგ\, რაც ჯგუფები დაკომპლექტდება. \nZoom-ის ლინკის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nრეგისტრაციის გასავლელად ეწვიე ბმულს: https://tinyurl.com/2p9apsbd \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 დეკემბერი\, 23:59 საათი \nდრო: 11 დეკემბერი \n2021 წელი \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kodis-erthi-saathi-iliaunis-kiberlaboratoria-unilabi-globalur-kampanias-uerthdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63218.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211213T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211213T140000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211208T121951Z
LAST-MODIFIED:20240201T113405Z
UID:10000456-1639404000-1639404000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „შეცდომის წყაროები საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“
DESCRIPTION:13 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება შეცდომის ძირითადი წყაროები საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. \nსაქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა\, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა შეცდომის ტიპები და მათი შესწორების მეთოდები\, კერძოდ\, შერჩევასთან\, არგამოპასუხებასა და გაზომვასთან დაკავშირებული ძირითადი შეცდომები. მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ იმ რეკომენდაციებზე\, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია მეთოდოლოგიურად გამართული კვლევის დიზაინის ჩამოსაყალიბებლად. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \nიხილეთ დღის წესრიგი ბმულზე: https://bit.ly/3y6lnW6 \nენა: ქართული \nდრო: 13 დეკემბერი\, 14:00 -16:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე \n2021 წელი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-shetsdomis-tsqharoebi-sazogadoebrivi-azris-kvlevebshi/
CATEGORIES:დისკუსიები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63321.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211216T190000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211210T101755Z
LAST-MODIFIED:20240202T101332Z
UID:10000451-1639681200-1639681200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. \nშეხვედრის თემაა ჩეთბოტების განვითარების პროცესი „დაბადებიდან“ დღემდე. \nლექციაზე განხილული იქნება\, როგორი იყო მოწყობილობები\, რომლებიც შეიძლება ჩეთბოტების წინამორბედებად მივიჩნიოთ\, როდის შეიქმნა პირველი ჩეთბოტი და რა გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით. \nთუ გსურს ნარატივდიზაინერების სამყაროს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო\, შემოგვიერთდი. \nდრო: 16 დეკემბერი\,19:00 სთ. \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3Gorbx8 \nMeeting ID: 876 5899 2342 \nPasscode: 403500 \n\nჰაკათონის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3DozEhS  \nჰაკათონზე სარეგისტრაციოდ ეწვიე ბმულს: https://bit.ly/3DezuJM \n2021 წელი \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-tsignebis-hakathonis-ghia-leqtsia-chethbotebis-sheqmnis-istoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63481.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211220T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211220T170000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211215T155252Z
LAST-MODIFIED:20240201T113359Z
UID:10000445-1640019600-1640019600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზურა ჯიშკარიანის გზამკვლევის „აია“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზურა ჯიშკარიანის „აიას“ პრეზენტაცია. გზამკვლევი კოლხეთის წარსულს\, აწმყოსა და წარმოსახვით მომავალს ეხება. \nავტორს წიგნზე მუშაობისას კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური ჯგუფი. გზამკვლევში ინტეგრირებულია „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკული ნიმუშები. \n„აია“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით. \nგზამკვლევის „აია“ შესახებ \nგზამკვლევში შესულია კოლხეთის ისტორია\, მითები და ღვთაებები\, უახლოესი წარსული\, ფლორა-ფაუნის აღწერა და მომავლის ფაზისის აკადემია\, სადაც ქართული წარმოების ანდროიდები საუბრობენ უძველეს კოლხურ საგაზე. \nწიგნზე მწერლის გარდა მუშაობდა მეცნიერთა\, 3დ დიზაინერთა და პროგრამისტთა ჯგუფი. \nგზამკვლევი შეიცავს „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკულ ნიმუშებს\, რომელთა დათვალიერება გამოცემისთვის შექმნილი მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. აპლიკაციის დასაყენებლად მკითხველს შეუძლია დაასკანეროს QR კოდი\, შემდეგ კი დაათვალიეროს გრაფიკული ნიმუშები და მიჰყვეს ინსტრუქციებს. წიგნში გამოყენებული ტექნოლოგია განკუთვნილია ფართო აუდიტორიისა და ტურისტებისთვის. \nპროექტზე მუშაობისას ავტორს კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ჯგუფი: \n\nნინო დობორჯგინიძე\, პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nრუსუდან ცანავა\, ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის\, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nნათია კოპალიანი\, პროფესორი ცხოველთა ქცევის ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგურამ ყიფიანი\, ემერიტუს-პროფესორი არქეოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდავით თარხნიშვილი\, პროფესორი ევოლუციური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nლექსო გავაშელიშვილი\, პროფესორი ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nლევან ბერძენიშვილი\, პროფესორი კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nზურაბ ჯავახიშვილი\, ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიის\, კონსერვაციული ბიოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nზურაბ გურიელიძე\, პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\nდრო: 20 დეკემბერი\, 17:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის გამოყენებით \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3DXERgM \n2021 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zura-jishkarianis-gzamkvlevis-aia-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63586.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211223T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211223T170000
DTSTAMP:20260427T000221
CREATED:20211221T105124Z
LAST-MODIFIED:20240202T101842Z
UID:10000002-1640275200-1640278800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „გიდების სკოლა“ შესახებ
DESCRIPTION:ტურისტულ კომპანიას „მიმინო კავკასიაში“ საქართველოში ტურისტები შემოჰყავს შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი\, პოლონეთი\, იტალია\, ესპანეთი\, სამხრეთ ამერიკა\, დიდი ბრიტანეთი\, შვედეთი\, შვეიცარია\, ბალტიის ქვეყნები\, ჰოლანდია\, UAE\, ჩინეთი. \nკომპანია აცხადებს მესამე სეზონის მიღებას პროექტში „გიდების სკოლა“\, რაც გულისხმობს ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის გიდის პროფესიის უფასოდ დაუფლებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად\, მოქნილი გრაფიკის მქონე პოზიციაზე. \nკურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის\, რომელმაც რომელიმე უცხო ენა სრულყოფილად იცის. სამიზნე ბაზრების შესაბამისად პრიორიტეტულია ერთ-ერთის ცოდნა შემდეგი ენებიდან: ინგლისური\, რუსული\, ფრანგული\, ესპანური\, იტალიური\, პოლონური. \nკურსის ხანგრძლივობა: 3 თვე; \nკურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. \nსაინფორმაციო შეხვედრა \n23 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, კომპანიის „მიმინო კავკასიაში“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ანა ჩაჩიბაია საინფორმაციო შეხვედრას გამართავს პროექტის „გიდების სკოლა“ შესახებ. \nშეხვედრა დააინტერესებთ უცხო ენების მცოდნე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს\, რომელთაც სურთ ტურიზმის სფეროში დასაქმება. \nშეხვედრა გაიმართება დისტანციურად Zoom-ის ბმულს მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული პირები. საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია. \nდრო: 23 დეკემბერი\, 16:00 სთ. \n2021 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-proeqtis-gidebis-skola-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63651.png
END:VEVENT
END:VCALENDAR