BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201004T104300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201004T104300
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201006T141107Z
LAST-MODIFIED:20240201T114531Z
UID:10000713-1601808180-1601808180@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის2020  გამარჯვებული გუნდები საქართველოს გლობალურ ჰაკათონზე წარადგენენ
DESCRIPTION:4 ოქტომბერს NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი გაიმართა. კონკურსზე ორი გამარჯვებული გამოვლინდა – პირველი ადგილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკოპლექტებულმა გუნდმა\, Fire Detector-მა დაიკავა\, ხოლო მეორე ადგილი – კომაროვის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეების გუნდმა\,The2Degrees-მა. \nგამარჯვებული გუნდები საქართველოს ყოველწლიურ გლობალურ ჰაკათონ NASA Space Apps Challenge-ზე წარადგენენ. \nგამარჯვებული გუნდების შესახებ \nI ადგილი \nგუნდის წევრები: NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ჟიურის წევრების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა Fire Detector\, რომლის წევრებიც – გიორგი ტყებუჩავა\, მარიამ შერეშაშვილი და კარლო თევზაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. \nპროექტის აღწერა: მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) განვითარებას\, რომელიც ადგილმდებარეობის მიხედვით გადაამუშავებს ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებულ ძველ მონაცემებს და შეძლებს სისტემაში ხანძრის წარმოქმნასთან დაკავშირებული ყველა სხვა დეტალის (ამინდის პროგნოზი\, წელიწადის დრო\, კვირის დღე\, ტემპერატურა და სხვ.) გათვალისწინებას. \nპრიზები: გუნდი ჰაკათონის გენერალური სპონსორის\, Beeline-სგან 2000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გუნდის თითოეული წევრი 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით დააჯილდოვა. კომპანია EDISON-მა კი გუნდს არდუინოს სრული კომპლექტი გადასცა. \nII ადგილი \nგუნდის წევრები: ადგილობრივი კონკურსის მეორე ადგილზე გავიდა გუნდი The2Degrees\, რომლის წევრებიც კომაროვის მე-11 კლასის მოსწავლეები – დავით დომუზაშვილი\, ალექსანდრე ლაშქარავა\, ნიკოლოზ სვანიძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი არიან. \nპროექტის აღწერა: მათ მიერ ჰაკათონის ფარგლებში შექმნილი პროექტის მიზანია რეგიონულ მთავრობებს დაეხმაროს კლიმატის ცვლილების მიტიგაციის ღონისძიებების განხორციელებასა და საქართველოს GHG ემისიების (პარიზის ხელშეკრულების მიხედვით) 25%-ით შემცირებაში 2030 წლამდე. \nპრიზები: გუნდი SECTOR 3 განვითარების ჰაბისგან 1000-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დაჯილდოვდა. კომპანია EDISON-მა მათ არდუინოს კომპლექტი გადასცა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცა გუნდის თითოეულ წევრს – ვაუჩერით სარგებლობას ისინი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო მიმართულების საერთაშორისო აკრედიტაციის საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში შეძლებენ. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდი \nჯგუფის წევრები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რჩეული გუნდის სტატუსი მოიპოვა გუნდმა Carbonodetectors. მისი წევრები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ივანე კალატოიშვილი და ტუკაზბან ისაკანდაროვა. \nპროექტის აღწერა: პროექტის ფარგლებში გუნდის წევრებმა შექმნეს ინდივიდუალური ნახშირორჟანგის გამოყოფის კალკულატორი. ვებაპლიკაცია მომხმარებელს შეკითხვებს უსვამს ყოველდღიური აქტივობების შესახებ\, რათა გამოთვალოს მომხმარებლის მიერ გამოყოფილი CO2-ის ოდენობა. ამასთან აპლიკაცია ინახავს მონაცემებს\, რომლებითაც ავტომატურად ავსებს შეგროვებულ მონაცემებში გამოტოვებულ დეტალებს. \nპრიზები: გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 500-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადასცა. \nპროექტის შესახებ \nNASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია\, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს\, მკვლევრებს\, დიზაინერებს\, მშენებლებს\, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად. \nNASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. NASA Space Apps Challenge Tbilisi-ის მთავარი პარტნიორია „ბილაინი“. ჰაკათონის პარტნიორია Edison Store ელექტრონული კომპონენტები\, რომელიც ჰაკათონის 2 გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცემს Arduino-ს სრულ კომოპლექტაციას. ჰაკათონის პარტნიორები არიან DataFest Tbilisi\, Zoomout და Fablab Iliauni. პროექტის მედიაპარტნიორია Marketer.ge \nწელს ჰაკათონს ჰქონდა 25 გამოწვევა 6 კატეგორიის მიმართულებით: დაკვირვება\, ინფორმირება\, შენარჩუნება\, შექმნა\, დაპირისპირება\, დაკავშირება. მასში მონაწილეობის სურვილი 200-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა\, ჟიურიმ კი საბოლოოდ 70 აპლიკანტი შეარჩია. \nNASA Space Apps Challenge Tbilisi-ის ფინალი 4 ოქტომბერს გაიმართა. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nasa-space-apps-challenge-tbilisi-is2020-gamarjvebuli-gundebi-saqarthvelos-globalur-hakathonze-tsaradgenen/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/57925.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201013T142800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201013T142800
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201013T102834Z
LAST-MODIFIED:20240202T085321Z
UID:10004826-1602599280-1602599280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გრაფიკული დიზაინის კურსი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:21-ე საუკუნეში გრაფიკული დიზაინი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და ყოველდღიურ საქმიანობაში მისი გამოყენების აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა. ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა\, რამდენად ნაყოფიერი და საჭიროა დისტანციური მუშაობის კულტურა\, რომელიც საშუალებას გვაძლევს შინიდან გაუსვლელად ვაკეთოთ ჩვენი საყვარელი საქმე გეოგრაფიული საზღვრების მიუხედავად. \nქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე\, 1-ლი ნოემბრიდან ფაბლაბ ილიაუნი სტუდენტებისთვის გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის უფასო ონლაინტრენინგკურსს\, რომელიც საშუალებას მოგცემთ\, შინიდან გაუსვლელად შეძლოთ თქვენთვის სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ ბაზარზე დასაქმება. \nვის შეუძლია მონაწილეობა? \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს\, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული სფეროთი და პროგრამული უნარ-ჩვევების პროფესიულ დონეზე ათვისება სურს. \nროგორ გავხდე პროექტის მონაწილე? \nშეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 28 ოქტომბრისა. კანდიდატები შეირჩევიან პირადი მოტივაციის საფუძველზე. \nსააპლიკაციო ფორმა – https://forms.gle/GZGoCSungMdUbhEy6 \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 სტუდენტს\, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია. \nშერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 31 ოქტომბრისა. \nფაბლაბ ილიაუნი –https://bit.ly/2IOWh7Z \n#fablab#iliauni#fablabiliauni#graphicdesign#onlinecourse#adobe#adobeillustrator#ფაბლაბი#ილიაუნი#ფაბლაბილიაუნი#გრაფიკულიდიზაინი#ილუსტრატორი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/graphikuli-dizainis-kursi-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58127.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201015T163400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201015T163400
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201015T123413Z
LAST-MODIFIED:20240201T114529Z
UID:10000712-1602779640-1602779640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინჟინრო სკოლა უფროსკლასელი გოგოებისთვის
DESCRIPTION:„დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1-ლი ნოემბრიდან იწყებს უახლეს პროექტს „საინჟინრო სკოლა სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის“\, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლე გოგოებში ინჟინერიის დარგის პოპულარიზაციას. \nპროგრამა ინდივიდუალური ფედერალური დახმარების ჯილდოა\, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსს\, ქეთევან დარახველიძეს\, როგორც აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების (ედმუნდ მასკის 2007-2009 სამაგისტრო პროგრამა\, UGRAD 2003-2004) კურსდამთავრებულს\, გადასცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობით გამოცხადებული საგრანტო პროგრამის (დემოკრატიის განვითარება – კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამა 2020) ფარგლებში. \nპროექტის მთავარი მიზანია\, გოგოები დააინტერესოს ტექნიკური და საინჟინრო დარგებით\, ანუ დაეხმაროს მათ\, აირჩიონ საინჟინრო კარიერა ამ დარგში წარმატებულ ქალთა მენტორობით\, რაც ითვალისწინებს კოდირების\, ინჟინერიის სწავლებასა და სახალისო კონკურსებში მონაწილეობას. \nპროექტი გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ: \n\nბლოკური პროგრამირება;\nმიკროელექტრონიკის კომპონენტები;\nDJI Tello Edu დრონის პროგრამირება;\nOTTO bot-ის პროგრამირება.\n\nპროექტის ბოლოს მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ OTTO bot-ები. \nშეხვედრები გაიმართება დისტანციურად\, Zoom-ის მეშვეობით. \nპროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ნანა დიხამინჯია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ინოვაციების განვითარებისა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით. \nვის შეუძლია მონაწილეობა? \nპროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისის საჯარო და კერძო სკოლების მე-10\, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგოებს\, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ტექნიკური და საინჟინრო დარგებით \nროგორ გავხდე პროექტის მონაწილე? \nშეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 29 ოქტომბრისა. კანდიდატები შეირჩევიან პირადი მოტივაციის საფუძველზე \nსააპლიკაციო ფორმა –https://forms.gle/AtJmn2Cp1S8ZS7H37 \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია 24 მოსწავლეს\, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია. \nშერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 30 ოქტომბრისა \nვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/302WKsW \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainzhinro-skola-uphrosklaseli-gogoebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58141.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201016T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201016T190000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201015T072348Z
LAST-MODIFIED:20240201T114522Z
UID:10000711-1602874800-1602874800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „ილაპარაკე“ ჩვენება და დისტანციური დისკუსია
DESCRIPTION:ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით 16 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, გიწვევთ ფილმის “Speak”/„ილაპარაკე“ ჩვენებასა და დისტანციურ დისკუსიაზე. \nდისტანციური დისკუსია გაიმართება Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/y5hayv44 \nდისკუსიამდე კი ნახეთ ფილმი: https://tinyurl.com/y6bz94pv \nფილმი „ილაპარაკე“ 14 წლის თინეიჯერი მელინდას ცხოვრების გარდამტეხ ეტაპზე მოგვითხრობს\, ეტაპზე\, რომელიც მას რწმენადაკარგულად აქცევს. \nმელინდამ გადაწყვიტა\, აღარ ესაუბრა მას შემდეგ\, რაც საზაფხულო წვეულებაზე პოლიცია გამოიძახა. აღარავინ მეგობრობს მასთან მხიარულების ჩაშლის გამო\, მშობლები კი ძალიან დაკავებულები არიან\, რათა მისი პრობლემები შეამჩნიონ… იგი მარტო რჩება შიშებისა და ემოციური ტრავმის წინაშე\, რომელიც სწორედ ამ წვეულებას უკავშირდება. \nმელინდას მარტოობა ფიზიკურ თუ სულიერ სიბნელეში შეყუჟვასა და დუმილს აიძულებს. \nრატომ დუმილი? და არის კი სიჩუმე გამოსავალი?.. \nმომხსენებელი – ანა არგანაშვილი\, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი \nმოდერატორი – ლიზა ქორიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე კურსის სტუდენტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-ilaparake-chveneba-da-distantsiuri-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58135.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201024T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201024T120000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201022T113511Z
LAST-MODIFIED:20240201T114520Z
UID:10000710-1603540800-1603540800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოსტერების კონკურსი ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი STEM-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, რომელიც 8 ნოემბერს იმართება\, აცხადებს პოსტერების კონკურსს ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბებისთვის. კონკურსი მიზნად ისახავს STEM დარგის პოპულარიზაციასა და ახალგაზრდების დაინტერესებას ტექნოლოგიური\, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მიმართულებებით. \n\n21-ე საუკუნე ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეპოქაა\, რომელშიც STEM (Science\, Technology\, Engineering\, Math) მიმართულება მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორედ ის განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია საზოგადოება და განსაკუთრებით ახალგაზრდები მეტად იყვნენ ინფორმირებული ამ დარგის შესახებ. შესაბამისად\, კონკურსის მონაწილეებს მოუწევთ პოსტერების მეშვეობით დაგვანახონ ზოგადად STEM-ის მნიშვნელობა\, მისი აუცილებლობა და კავშირი ყოველდღიურ ცხოვრებასთან\, რაც გაზრდის დაინტერესებასა და ჩართულობას.\nკონკურსის 10 საუკეთესო პოსტერის ავტორი 8 ნოემბერს ჟიურის წინაშე წარადგენს საკუთარ იდეას\, საბოლოოდ კი გამოვლინდება ორი გამარჯვებული\, რომელთაგან ერთი იქნება ხალხის რჩეული. ხალხის რჩეული პოსტერი ხმის მიცემით გამოვლინდება.\nხმის მიცემა 4 ნოემბრიდან ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფეისბუქგვერდიდან იქნება შესაძლებელი.\n24 ოქტომბერს\, შაბათს\, 12:00 საათზე\, კონკურსანტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა\, რომელზეც ისინი დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ კონკურსის შესახებ\, გაეცნობიან ისეთ დეტალებს\, როგორებიცაა: ნამუშევრის შესრულების ფორმატი\, კონკურსში მონაწილეობის წესები და ა.შ.\n\nშეხვედრაზე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ გრაფიკული დიზაინის პრინციპებსაც. \nკონკურსში მონაწილეობის პირობები \nპოსტერების კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებულ გუნდებს – ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის (ამკ) წევრებს\, რომელთაც აქვთ სურვილი გამოხატონ აზრი თავიანთი კრეატიულობითა და ხედვით.\nთუ გსურთ კონკურსში მონაწილეობა\, მაგრამ არ ხართ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის (ამკ) წევრი\, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/forms/cL8x49y3WcNXdno53 და გახდით ჩვენი გუნდის წევრი. \nშესრულების ფორმატი: \n\nნამუშევრის ზომა უნდა იყოს A3 ფორმატის;\nიყოს ავტორის ორიგინალი ნამუშევარი;\nიყოს შესრულებული გრაფიკული დიზაინის ნებისმიერ პროგრამასა თუ ონლაინპლატფორმაში.\n\nტონი:\n\nპოზიტიური\, მოტივაციის მომცემი \nწესები:\n\nნამუშევრის ელფოსტაზე გამოგზავნით ადასტურებთ\, რომ ნამუშევარი თქვენი შექმნილია და\, შესაბამისად\, თქვენ ფლობთ საავტორო უფლებებს; \nკონკურსანტი კონკურსში მონაწილეობით ორგანიზატორებს ანიჭებს უფლებას\, საჭიროებისამებრ გამოიყენონ ნამუშევარი ვებგვერდზე\, გამოფენაზე\, პუბლიკაციასა და ნებისმიერ სხვა მასალაში (ავტორის მითითებით). \nკრიტერიუმები:\n\nნამუშევარი უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის პირობებს და ნათლად გადმოსცემდეს სათქმელს.\nნამუშევართან ერთად მონაწილეებმა უნდა გამოგზავნონ ტექსტი\, არა უმეტეს 150 სიტყვისა\, რომელიც ახსნის მათი პოსტერის იდეას. \nპოსტერები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: yexclub@iliauni.edu.ge \nელფოსტის სათაურში მიუთითეთ კონკურსის დასახელება\, კონკურსანტის სახელი და გვარი. \n ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2020 წლის 2 ნოემბერი\, 23:59 საათი \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/posterebis-konkursi-iliaunis-akhalgazrda-mkvlevartha-klubebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58187.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201026T125800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201026T125800
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201026T085840Z
LAST-MODIFIED:20240201T114514Z
UID:10000708-1603717080-1603717080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia - Educational Games Hackathon
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 12-13 ნოემბერს გაიმართება საგანმანათლებლო თამაშების ჰაკათონი Georgia – Educational Games Hackathon\, რომელიც საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა. \nDigiEduHack არის EIT-ის (ინოვაციისა და ტექნოლოგიის ევროპული ინსტიტუტი) ინიციატივა\, რომელიც ხორციელდება ევროკომისიის ციფრული განათლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ღონისძიებაში\, რომელიც 2019 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს\, გუნდები მთელი ევროპიდან და მის ფარგლებს გარეთ ქვეყნებიდან ერთიანდებიან განათლების უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს ჰაკათონის მთავარ ეტაპს გერმანიის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა მასპინძლობს. \nჰაკათონი მოუწოდებს მონაწილეებს\, შეიმუშავონ საინტერესო გადაწყვეტები და შექმნან პროტოტიპები საგანმანათლებლო თამაშების მიმართულებით. ადგილობრივ ჰაკათონში გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება თავისი იდეა წარადგინოს DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე\, სადაც შეაფასებენ საერთაშორისო ექსპერტები და საბოლოო\, გლობალური გამარჯვებული ხმის მიცემის პრინციპით გამოვლინდება. \nქვეყანაში შექმნილი კოვიდვითარებიდან გამომდინარე აღნიშნული ჰაკათონი ონლაინრეჟიმში გაიმართება. \nვის შეუძლია მონაწილეობა?\nმონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს: სტუდენტებს\, მასწავლებლებს\, ანტერპრენერებს\, ინოვატორებსა და ნებისმიერს\, ვინც დაინტერესებულია ციფრული განათლებით. \nრის შესახებ იქნება გამოწვევა?\nდღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა თამაშების ინტეგრირება სასწავლო პროცესში\, ამიტომ ჰაკათონის თემა იქნება საგანმანათლებლო თამაშები. აღნიშნული მიმართულება ხელს უწყობს დისტანციური სწავლების მეთოდს და გვეხმარება უკეთესი შედეგის მიღწევაში. ჰაკათონის მიმდინარეობისას მონაწილეებს მოუწევთ შექმნან საგანმანათლებლო თამაშების პროტოტიპები და დაადგინონ\, როგორ შეუძლიათ ციფრულ ინსტრუმენტებს\, თამაშებს გააძლიერონ საზოგადოების ჩართულობა აღნიშნულ სფეროში. \nრეგისტრაცია ინდივიდუალურია თუ ჯგუფური?\nმონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად და არა ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს. \nჯგუფის წევრების მინიმალური რაოდენობა 2\, მაქსიმალური კი 5 ადამიანია. \nინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია?\nდიახ\, ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია\, ვინაიდან თითოეულმა მონაწილე გუნდმა იდეა DigiEduHack-ის ოფიციალურ გვერდზე უნდა წარადგინოს. \nრეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/mJ4189d8mE9uZfL68 \nრეგისტრაცია სრულდება 10 ნოემბერს\, 23:59 საათზე. \n\n პრიზები \n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს 1500 ლარის ოდენობით\, რომელსაც იგი რჩეულ გუნდს გადასცემს.\nჰაკათონს პარტნიორობას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველო\, რომელიც თავის რჩეულ გუნდს გადასცემს ფულად პრიზს 1500 ლარის ოდენობით.\nჰაკათონის პარტნიორია TBC for Youth – თიბისი ახალი თაობისთვის\, რომელიც გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს გადასცემს ტექნიკის მაღაზიის 1000-ლარიან ვაუჩერს და ბრენდირებულ საჩუქრებს.\nჰაკათონის პარტნიორები არიან სექტორი 3 • Sector 3 და ფონდი პროდემოსი\, რომლებიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემენ ფულად პრიზს 2000 ლარის ოდენობით.\nჰაკათონის პარტნიორია კომპანია Alta • ალტა\, რომელიც გამარჯვებულ გუნდს გადასცემს სპეციალურად დაწესებულ პრიზს- Lenovo ThinkPad X1 ANC-ის ყურსასმენებს.\n\nპროექტი მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA • Tech Park) მიერ.\n\n\nჰაკათონის ქომუნითი პარტნიორია CG Georgia\n\n\nჰაკათონის მედიაპარტნიორები არიან NEXT.On.ge – მეცნიერება და ტექნოლოგიები და Marketer.ge\n\n\n#EduGameHack #DigiEduHack #fablab #iliauni \n2020 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saganmanathleblo-thamashebis-hakathoni-georgia-educational-games-hackathon/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58329.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201026T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201026T170000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201023T124403Z
LAST-MODIFIED:20240201T114509Z
UID:10000707-1603731600-1603731600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – Anthropologies in\, of\, and from the Caucasus
DESCRIPTION:სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. \n26 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ბრიუს გრანტი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “Anthropologies in\, of\, and from the Caucasus”. \nმომხსენებელი\n\nბრიუს გრანტი\, პროფესორი\, ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კვლევითი მიმართულება: კავკასია\, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ანთროპოლოგია\,კულტურული ისტორია\, რელიგია\, პოლიტიკა).  \nდრო: 26 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shthamagonebel-leqtsiatha-tsikli-anthropologiashi-anthropologies-in-of-and-from-the-caucasus/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58193.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201027T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201027T170000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201023T133257Z
LAST-MODIFIED:20240201T114506Z
UID:10000706-1603818000-1603818000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“
DESCRIPTION:სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. \n27 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ნინო აივაზიშვილი-გენე გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „რატომ არის რთული მოქალაქეობის საკითხების შესწავლა აზერბაიჯანში? სოციალურ-ანთროპოლოგიური კვლევის გამოცდილება სასაზღვრო ზონაში“. \nმომხსენებელი\n\nნინო აივაზიშვილი-გენე\, ლექტორი\, ბოხუმის უნივერსიტეტი\, სოციალური ფსიქოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის განყოფილება (კვლევითი ინტერესები: მოქალაქეობა\, უმცირესობები\, საზღვრის ანთროპოლოგია\, კავკასია\, აზერბაიჯანი\, საქართველო) \nდრო: 27 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shthamagonebel-leqtsiatha-tsikli-anthropologiashi-ratom-aris-rthuli-moqalaqeobis-sakithkhebis-shestsavla-azerbaijanshi-sotsialur-anthropologiuri-kvlevis-gamotsdileba-sasazghvro-zonashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58197.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201028T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201028T170000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201023T133851Z
LAST-MODIFIED:20240201T114454Z
UID:10000702-1603904400-1603904400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – “An Accidental Ethnographer”
DESCRIPTION:სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. \n28 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, პოლ მენინგი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “An Accidental Ethnographer”. \nმომხსენებელი\n\nპოლ მენინგი\nპროფესორი\, ტრენტის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი მიმართულება: ლინგვისტური ანთროპოლოგია\, ისტორია\, სემიოტიკა\, ურბანული ანთროპოლოგია\, პოლიტიკური ანთროპოლოგია\, კოლონიალიზმი\, კავკასია\, საქართველო) \nდრო: 28 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shthamagonebel-leqtsiatha-tsikli-anthropologiashi-an-accidental-ethnographer/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58194.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201028T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201028T180000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201026T113547Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10000705-1603904400-1603908000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანტონ შეხოვცოვის ვებინარი: „რუსეთი და დასავლეთის  ულტრამემარჯვენეები: ტანგო ნუარი“
DESCRIPTION:28 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ ვენის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის\, ანტონ შეხოვცოვის ვებინარზე „რუსეთი და დასავლეთის ულტრამემარჯვენეები: ტანგო ნუარი“\, რომელიც Zoom-ში გაიმართება. \nვებინარს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გაუძღვება. \nვებინარზე შეხოვცოვი დეტალურად მიმოიხილავს მზარდ კავშირებს სხვადასხვა რუს აქტორსა და დასავლეთის ექსტრემისტულ ჯგუფებს\, აქტივისტებს\, იდეოლოგებსა და პოლიტიკოსებს შორის და ისაუბრებს რუსეთისა და დასავლეთის ულტრამემარჯვენეებს შორის ურთიერთობებზე\, როგორც ისტორიულ\, ასევე თანამედროვე კონტექსტში. \nვებინარზე დასასწრებად გთხოვთ 27 ოქტომბრამდე გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:https://forms.gle/DhwCLLcWET231A5q7 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nვებინარი ჰიდაიას ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anton-shekhovtsovis-vebinari-rusethi-da-dasavlethis-ultramemarjveneebi-tango-nuari/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58201.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201029T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201029T170000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201023T134230Z
LAST-MODIFIED:20240201T114500Z
UID:10000704-1603990800-1603990800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში –  “Making Fieldwork Work”
DESCRIPTION:სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. \n29 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ენ მენილი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: “Making Fieldwork Work”. \nმომხსენებელი\nენ მენილი\, პროფესორი\, ტრენტის უნივერსიტეტი\, ანთროპოლოგიის დეპარტამენტი (კვლევითი ინტერესები: შუა აღმოსავლეთი\, არაბეთის ნახევარკუნძული\, იტალია\, რელიგია და მსოფლიო ხედვა\, განსხეულება\, გენდერი\, ეთნოგრაფიული მეთოდები და ანთროპოლოგიის ისტორია) \nდრო: 29 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shthamagonebel-leqtsiatha-tsikli-anthropologiashi-making-fieldwork-work/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58195.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201030T140500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201030T140500
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201030T100515Z
LAST-MODIFIED:20240201T114457Z
UID:10000703-1604066700-1604066700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერდისციპლინური სემინარების ციკლი: ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი ანახლებს ინტერდისციპლინური სემინარების ციკლს\, რომელიც ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების აქტუალური საკითხების (ენერგეტიკისა და მდგრადი გავითარების ტექნოლოგიური\, ბიზნესის\, ეკონომიკური\, პოლიტიკური\, უსაფრთხოების\, გარემოს\, სოციალური\, კლიმატის ცვლილებების და სხვა ასპექტების) განხილვას დაეთმობა. \nსემინარები ჩატარდება თვეში ერთხელ დისტანციური ფორმატით – პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nგვინდა\, რომ სემინარი გახდეს ენერგეტიკის დარგის მოქმედი და მომავალი სპეციალისტების\, მეცნიერების და მკვლევრების\, დაინტერესებული საზოგადოების შეხვედრის\, ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთსასარგებლო გაცვლის ადგილი. \n\nსემინარები განრიგი \n4 ნოემბერი\, 19:00 – 20:30 სთ \nთემა: საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობა \nმომხსენებელი: ირაკლი გალდავა\, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოადგილე \nვრცლად: https://bit.ly/2HOueWz \n___________________________________________________________________________________________________________ \n22 დეკემბერი\, 17:00 – 18:30 სთ \nთემა: „მწვანე წყალბადი – მდგრადი ენერგეტიკის მომავალი“ \nმომხსენებლები: მურმან მარგველაშვილი\, დავით ჯოგიაშვილი\, დავით ოთარიშვილი \nვრცლად:: https://bit.ly/3agMZOp \n___________________________________________________________________________________________________________ \n3 თებერვალს\, 17:00-19:00 სთ\n\nთემა: მოკლევადიანი პროგნოზირება ელექტროენერგეტიკაში \nმომხსენებლები: ირაკლი გალდავა\,ზვიად გაჩეჩილაძე\, გურამ მირიანაშვილი\,ერეკლე მაღრაძე \nვრცლად::https://bit.ly/3ttCvCn \n2020 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interdistsiplinuri-seminarebis-tsikli-energetika-da-mdgradi-ganvithareba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58678.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201030T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201030T150000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201022T092551Z
LAST-MODIFIED:20240201T114452Z
UID:10000701-1604070000-1604070000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“
DESCRIPTION:30 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თემაზე „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ონლაინ-Zoom აპლიკაციის მეშვეობით. \nშეხვედრის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას კომუნიკაციების სფეროში როგორც მომხმარებელთა უფლებების\, ასევე კომპანიების ვალდებულებებისა და მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარმოდგენის\, განხილვის წესებისა და ვადების შესახებ. \nმომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური შექმნილია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. ორგანიზაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად წარმოადგენს კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებით გარანტიას. მისი მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა. \nშეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული:\nhttps://forms.gle/QhYgNcUQWtrZNxpM7 \nშეხვედრის ბმულს მოგვიანებით გავუგზავნით დარეგისტრირებულ პირებს. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა: 28 ოქტომბერი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/itsnobde-shens-uphlebebs-komunikatsiebis-spheroshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58184.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201030T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201030T170000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201023T134537Z
LAST-MODIFIED:20240201T114449Z
UID:10000700-1604077200-1604077200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შთამაგონებელ ლექციათა ციკლი ანთროპოლოგიაში – „Recycling and Revisiting: On Monuments\, Identity Politics\, and Anthropological Analyses“
DESCRIPTION:სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა წარმოგიდგენთ შთამაგონებელ ლექციათა ციკლს ანთროპოლოგიაში. \n30 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ქეთრინ გოთფრედსენი გამართავს ონლაინშეხვედრას თემაზე: „Recycling and Revisiting: On Monuments\, Identity Politics\, and Anthropological Analyses“. \nმომხსენებელი\nქეთრინ გოთფრედსენი\, უფროსი ლექტორი\, მალმოს უნივერსიტეტი\, კავკასიის კვლევის პროგრამა (კვლევითი ინტერესები: პოლიტიკური ტრანსფორმაცია\, გაურკვევლობა\, რელიგია\, ისტორია\, იდენტობა\, მორალურობა\, პოლიტიკური ფორმები და პრაქტიკები) \nდრო: 30 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდზე. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shthamagonebel-leqtsiatha-tsikli-anthropologiashi-recycling-and-revisiting-on-monuments-identity-politics-and-anthropological-analyses/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58196.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201030T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201030T190000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201029T142613Z
LAST-MODIFIED:20240201T114446Z
UID:10000699-1604084400-1604084400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Კიბერლაბორატორია \,\,უნილაბის“ ღია ლექცია: ნარატივდიზაინი
DESCRIPTION:30 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, კიბერლაბორატორია \,\,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში ნარატივდიზაინერი მარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ნარატივდიზაინერების საქმიანობაზე. \nლექციის შესახებ\n\nსიტყვებით შეგიძლია შთააგონო და შეაყვარო\, უსულო საგნები გააცოცხლო. ალბათ ბევრი ჩატბოტი შეგხვედრია ონლაინსივრცეში. იქნებ გამოლაპარაკებიხარ კიდეც. გაგჩენია კითხვა – ვინ ქმნის? როგორ მუშაობს? \nნარატივდიზაინერები შთაბერავენ სულს ამ ციფრულ არსებებს. მერე კი დიდი მზრუნველობით ზრდიან და ავითარებენ მათ. \nილიაუნის კიბერლაბორატორია \,\,უნილაბში“ უკვე შეგიძლია შეისწავლო ეს ახლად გამომცხვარი და შემოქმედებითი პროფესია. \nმანამდე კი გიწვევთ ღია გაცნობით ლექციაზე\, რომელზეც ამ კურსის ავტორი და ლექტორი მარიამ გოჩიაშვილი გაგაცნობთ ამ საქმიანობის პერსპექტივებს და თქვენს ყველა შეკითხვას გასცემს პასუხს. \nსპიკერის შესახებ \nმარიამი ფილოლოგიის მაგისტრია. თავისი პროფესიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმა ნარატივდიზაინერის საქმიანობაში მოახერხა და ამ სფეროში მოღვაწეობს ბოლო ოთხი წელია. ის „უნილაბის“\, „ანიმა ჩატბოტიკსის“\, \,\,განათლების\, მეცნიერების\, სპორტისა და კულტურის სამინისტროს” და „Utify“-ის თანამშრომელია. \nდრო: 30 ოქტომბერი\, 19:00 საათი. \nადგილი: ილიაუნის კიბერლაბორატორია \,\,უნილაბის“ ფეისბუქ გვერდი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iberlaboratoria-unilabis-ghia-leqtsia-narativdizaini/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58235.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20201031T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20201031T190000
DTSTAMP:20260501T125647
CREATED:20201030T082856Z
LAST-MODIFIED:20240201T114444Z
UID:10000698-1604170800-1604170800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კიბერლაბორატორია \,\,უნილაბის“ ღია ლექცია: გრაფიკული დიზაინი
DESCRIPTION:31 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, კიბერლაბორატორია \,\,უნილაბის“ ღია ლექციების სერიის ფარგლებში დიზაინერი მარიამ არაბული ისაუბრებს გრაფიკული დიზაინერების საქმიანობაზე. \nლექციის შესახებ \nგიფიქრია\, რა მოხდებოდა\, შენს გონებაში დასახლებული იდეების ვიზუალურად გამოხატვა რომ შეგეძლოს?\nდა იქნებ მართლა გირჩევნია\, რომ აუდიტორიას სიტყვების ნაცვლად შენი შექმნილი ილუსტრაციებით ელაპარაკო?\nთუ ამ კითხვაზე პასუხი დადებითია\, მაშინ უნილაბში\, გრაფიკული დიზაინის კურსზე გელოდებით.\nმანამდე კი კურსის ლექტორი მარიამ არაბული გეპატიჟებათ გაცნობით ლექციაზე\, რომელზეც მომავალი თავგადასავლისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას მოგაწვდით. \nსპიკერის შესახებ \nმარიამი 2019 წლიდან ადობეს სერტიფიცირებული წევრია და ამჟამად განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დიზაინერად მუშაობს. \nდრო: 31 ოქტომბერი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: უნილაბის  Facebook გვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kiberlaboratoria-unilabis-ghia-leqtsia-graphikuli-dizaini/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/10/58243.png
END:VEVENT
END:VCALENDAR