BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200801T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200801T190000
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200730T124453Z
LAST-MODIFIED:20240201T114640Z
UID:10000736-1596308400-1596308400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE: როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის – წლის ვირტუალური შეჯამება
DESCRIPTION:დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტანდარტული და სირთულეებით აღსავსე სასწავლო წელი. ტრადიციულად\, ამ დროს ლისზე ვიკრიბებით ხოლმე ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავად\, კურსდამთავრებულებს კი ცერემონიით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. \nპანდემიამ ჩვენი გეგმები მხოლოდ გადაავადა – დიდი ზეიმი აუცილებლად გაგვაერთიანებს უსაფრთხო დროს\, ჩვენი ვარაუდით\, არა უგვიანეს გაზაფხულისა\, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიასაც სრულფასოვნად გავმართავთ\, ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებსაც ერთმანეთს არავირტუალურ გარემოში გავუზიარებთ\, ყოველგვარი 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე. \nმანამდე კი თითოეულ თქვენგანს\, განსაკუთრებით კი  2020 წლის კურსდამთავრებულებს\, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, გვინდა სიმბოლურად\, ვირტუალურად მოგილოცოთ არასტანდარტული სასწავლო წლის დასასრული და გადაგიხადოთ მადლობა ამ რთულ პერიოდში თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის. \nდრო: 1-ლი აგვისტო\, შაბათი\, 19:00 \nფორმატი: FB Live \nგანრიგი: \n\nმილოცვა\nLive: ქართული როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის\n\nადგილმდებარეობა: FB/Iliauni \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-rok-jguphi-bedford-falls-iliaunis-studentebisthvis-tslis-virtualuri-shejameba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57049.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200804T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200804T190000
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200803T102701Z
LAST-MODIFIED:20240201T114635Z
UID:10000735-1596567600-1596567600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია: ნესტორ ლაკობას გზა: კლიენტელიზმი და ეროვნება ადრეული საბჭოეთის ფეოდალურ მამულში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nმეექვსე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი. \nთემა: ნესტორ ლაკობას გზა: კლიენტელიზმი და ეროვნება ადრეული საბჭოეთის ფეოდალურ მამულში \nლექციის შესახებ    \n1920-1930 წწ. ბოლშევიკმა რევოლუციონერმა ნესტორ ლაკობამ\, რომელსაც უპირობოდ „ჩააბარეს“ საბჭოთა აფხაზეთი\, მძლავრი ადგილობრივი ეთნიკური „მანქანა“ აამუშავა და საბჭოთა პატრონაჟის პოლიტიკის გავლენიან კომპონენტად აქცია. ლაკობა და მისი თანაგუნდელები არაერთხელ გაასამართლეს როგორც პირდაპირი\, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მათი საქმეების გამოსაძიებლად არაერთი კომისია შეიქმნა\, დაიწერა ანგარიშები\, ჩატარდა სასამართლოს სხდომები\, რომლებზეც მათ ბრალი დასდეს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში – ნეპოტიზმში\, თამბაქოს კორუფციულ წარმოებაში\, სისხლიან შურისძიებაში\, თანხების გაფლანგვაში\, ფულის გამოძალვასა და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯაში. ამგვარმა ბრალდებებმა პარტიის „გამობრძმედილი“ გამომძიებლებიც კი გააოგნა. თუმცა ლაკობა და მისი თანამზრახველები ახერხებდნენ პარტიის ძლევამოსილი მესვეურების მათ შეუცვლელობაში დარწმუნებას\, სანამ სტალინური ტერორის აპოგეის პერიოდში ისინი საჯაროდ არ გაასამართლეს. პროექტის მიზანია\, როგორც ლაკობას პირადი დოკუმენტების\, ისე საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტიის და მაკონტროლებელი კომისიის არქივის დეტალური შესწავლის საფუძველზე\, აფხაზეთში ლაკობასა და მისი გუნდის საქმიანობის მაგალითზე\, შეისწავლოს მეურვისა და პროტეჟეს ურთიერთობის\, ნაციონალური პოლიტიკისა და ფედერალიზმის ურთიერთგადაკვეთის საკითხები საბჭოთა კავშირის პერიფერიებში საბჭოთა იმპერიის შექმნის ადრეულ ეტაპზე. \nმომხსენებლის შესახებ \nტიმოთი ბლაუველტი 2011 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების ასოცირებული პროფესორია\, ხუთი წლით ადრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა პოლიტიკურ ისტორიას ასწავლიდა. საქართველოში პირველად 1999 წელს სადოქტორო დისერტაციის კვლევისთვის (რომელიც 2001 წელს დაიცვა ბუფალოს ნიუ-ორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში) ჩამოვიდა და 2002-03 წლებში დაბრუნდა როგორც ფულბრაიტის მოწვეული პროფესორი. 2003 წლიდან იგი ამერიკული საბჭოების საერთაშორისო განათლებისთვის: ACTR / ACCELS ქვეყნის დირექტორია საქართველოში; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სტატია Ab Imperio-ში რუსული\, საბჭოთა და კავკასიის პოლიტიკური ისტორიის\, კლიენტელიზმის\, ეროვნების პოლიტიკისა და ნაციონალიზმის შესახებ\, ევროპა-აზიის\, ასევე კომუნისტურ და პოსტკომუნისტურ კვლევებზე – ჟურნალ „კრიტიკაში“\, ნაციონალიზმის კვლევების\, ომისა და საზოგადოების\, რევოლუციური რუსეთის შესახებ – ჟურნალში „ენა და სოციალური ფსიქოლოგია“ და ცენტრალური აზიის კვლევებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 აგვისტო\, 19:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-nestor-lakobas-gza-klientelizmi-da-erovneba-adreuli-sabtchoethis-pheodalur-mamulshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/08/60682.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200807T174600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200807T174600
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200807T134657Z
LAST-MODIFIED:20240202T101528Z
UID:10000733-1596822360-1596822360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia 2020 – Leavingstone
DESCRIPTION:ADS Georgia 2020-ის ბოლო მონაწილე იქნება კრეატიული სააგენტო Leavingstone. \n\n Leavingstone ბაზარზე გამოჩნდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზემეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება\, მათ შორისაა: Cannes Lions\, Eurobest\, London international awards და სხვ. ლივინგსტონი ერთ-ერთი იმ სააგენტოთაგანია\, რომელმაც საქართველო საერთაშორისო სარეკლამო რუკაზე მონიშნა.\n\n\nაღსანიშნავია\, რომ ჯილდოებს Leavingstone-მა საერთაშორისო სარეკლამოფესტივალის White Square 2020-ის ჯილდოებიც შემატა: ერთი ვერცხლი – „ტერაბოტინი”\, Influencer Campaign  და ერთი ბრინჯაო – „ცოდნას მივყავართთავისუფლებამდე”\, Outdoor Ambient (იხილეთ სტატია – https://cutt.ly/4dDt8HN ).\n\n\n2019 წელს განხორციელდა ცვლილებები როგორც ლივინგსტონის მენეჯმენტში\, ასევე სააგენტოს სტრუქტურაში.\n\n\nLeavingstone-ის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი\, ვებმობაილ დეველოპმენტი\, ხელოვნური ინტელექტი\, ციფრული მედია.\n\n\n სააგენტო აქტიურად მონაწილეობს ACAG-ის მიერ დაგეგმილ პრინტკონკურსებშიც.\n\nშეხვედრები გაიმართება ორ ნაწილად – ორშაბათსა და ხუთშაბათს. მომხსენებელი იქნება სააგენტოს ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage. \nთემების შესახებ ინფორმაცია მალე დაიდება ჩვენს გვერდზე. \nდრო: 10\, 13 აგვისტო\, 16:00 საათი\nადგილი: სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი \nპროექტის შესახებ: t.ly/LsrF\nFacebook ჯგუფი:  t.ly/va9w \nპროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG). \n#AdsGeorgia #ILIAUNI #DSA #ACAG #Ogilvy #Leavingstone \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-2020-leavingstone/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/08/57086.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200807T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200807T190000
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200804T130801Z
LAST-MODIFIED:20240201T114625Z
UID:10000732-1596826800-1596826800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აკადემიური დისკუსია „აგვისტოს ომის გაკვეთილები“
DESCRIPTION:2008 წლის 8 აგვისტოს დაწყებულ რუსეთ-საქართველოს ომის თორმეტი წლისთავთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ აკადემიურ დისკუსიას „აგვისტოს ომის გაკვეთილები“. \nდისკუსია წარიმართება ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით. \nმასში მონაწილეობას მიიღებენ: \n\n\nროი ალისონი\, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი \n\n\nავტორი სტატიებისა „რუსეთის აღმასვლა? მოსკოვის მიერ განხორციელებული „საქართველოსათვის მშვიდობის იძულების“ კამპანია“ და „რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საქართველოში: საერთაშორისო სამართალი\, ნორმები და პოლიტიკური გათვლები“. \n\n\nსტივენ ჯონსი\, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – თანამედროვე საქართველოს ისტორია –თანახელმძღვანელი\n\n\nავტორი წიგნისა „საქართველოს ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. \n\n\nრობერტ სერვისი\, ოქსფორდის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი და სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი\n\n\nავტორი წიგნისა „კრემლის ზამთარი: ვლადიმირ პუტინის მეორედ მოსვლა“. \n\n\nრონალდ სუნი\, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – თანამედროვე საქართველოს ისტორია –მოწვეული ლექტორი\n\n\nავტორი წიგნისა „ქართველი ერის ჩამოყალიბება“. \nმოდერატორი: პროფესორი გიგა ზედანია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 აგვისტო\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akademiuri-diskusia-agvistos-omis-gakvethilebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/08/57078.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200810T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200810T160000
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200807T140755Z
LAST-MODIFIED:20240202T101528Z
UID:10000730-1597075200-1597075200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia 2020 - Advertising is dead - Folker Wrage
DESCRIPTION:ADS Georgia 2020-ის დასასრულს კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage ორ შეხვედრას გამართავს. \nN1 თემა: Advertising is dead \nFolker Wrage\, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ახალი დირექტორი\, \n25 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მუშაობს. თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან\, როგორებიცაა: McCann\, Publicis\, Ogilvy\, Saatchi & Saatchi\, Leo Burnett\, Havas. \nმუშაობდა გერმანიაში\, აშშ-ში\, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის წინ საკონსულტაციო და სარეკლამო სააგენტო Wrage/Antwort გახსნა. ფოლკერი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალების\, მათ შორის „კანის ლომების“\, ხშირი სტუმარია. მას კარგად იცნობენ ქართული სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea მონაწილეებიც – 2015 წლიდან მოყოლებული ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია. \nუკვე ოთხი წელია\, ფოლკერი შთაბეჭდილებებს\, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ქართველ კრეატორებს შთამაგონებელი სემინარების\, ვორკშოპებისა და პანელური დისკუსიების სახით. \nსააგენტო „ლივინგსტონში“ ფოლკერ ვრაგე პირველად 2017 წლის შემოდგომაზე მიიწვიეს. ერთი თვის განმავლობაში ის გუნდს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა და კრეატიული პროცესის მართვაში ეხმარებოდა. \nშეხვედრის დრო: 10 აგვისტო\, ორშაბათი\, 16:00 საათი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nმეორე შეხვედრა გაიმართება 13 აგვისტოს. სასაუბრო თემის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაგაცნობთ. \nპროექტის შესახებ: t.ly/LsrF \nFacebook ჯგუფი: t.ly/va9w \nპროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG). \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-2020-advertising-is-dead-folker-wrage/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/08/57087.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200813T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200813T160000
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200812T064026Z
LAST-MODIFIED:20240202T101528Z
UID:10000728-1597334400-1597334400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia 2020 – Advertising is ALIVE  – Folker Wrage
DESCRIPTION:ADS Georgia 2020-is ფარგლებში 13 ივლისს\, 16:00 საათზე\, Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage მეორე შეხვედრას გამართავს. \nN2 თემა: Advertising is ALIVE \n“So – are agencies really dying? Or are they simply just changing? Does it still make sense to start a career in advertising? Based on what we learned in the first session\, we are going to talk about the pros and cons\, the risks and opportunities. And less from a global perspective\, but more on a national level. We will take a look at the Georgian market and its opportunities” –Folker Wrage \nპირველი შეხვედრის ჩანაწერი: Advertising is DEAD –  t.ly/pEYX \nFolker Wrage\, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ახალი დირექტორი\, \n25 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მუშაობს. თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან\, როგორებიცაა: McCann\, Publicis\, Ogilvy\, Saatchi & Saatchi\, Leo Burnett\, Havas. \nმუშაობდა გერმანიაში\, აშშ-ში\, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის წინ საკონსულტაციო და სარეკლამო სააგენტო Wrage/Antwort გახსნა. ფოლკერი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალების\, მათ შორის „კანის ლომების“\, ხშირი სტუმარია. მას კარგად იცნობენ ქართული სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea მონაწილეებიც – 2015 წლიდან მოყოლებული ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია. \nშეხვედრის დრო: 13 აგვისტო\, ორშაბათი\, 16:00 საათი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nპროექტის შესახებ: t.ly/LsrF \nFacebook ჯგუფი: t.ly/va9w \nპროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG). \n#AdsGeorgia#ILIAUNI#DSA#ACAG#Leavingstone \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-2020-advertising-is-alive-folker-wrage/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/08/57091.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200814T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200814T190000
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200811T065543Z
LAST-MODIFIED:20240201T114612Z
UID:10000727-1597431600-1597431600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია: The Great Game კავკასიაში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nმეშვიდე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი გიორგი ასტამაძე. \nთემა: The Great Game კავკასიაში. გერმანიის კავკასიური მისია გეოპოლიტიკურ კონტექსტში \nლექციის შესახებ \n1917 წელს რუსეთის იმპერიაში მომხდარმა პოლიტიკურმა ძვრებმა ძირეულად შეცვალა ვითარება მთელ მსოფლიოში. ამასთან შეიცვალა ძალთა ბალანსი პირველი მსოფლიო ომის მხარეებს შორის აღმოსავლეთის ფრონტებზე – რუსეთის ყოფილ დასავლეთისა და სამხრეთის გუბერნიებში\, რომელთაც ლტოლვა გაუჩნდათ დამოუკიდებლობისკენ. \nამ პერიოდში იწყება დაპირისპირება\, ერთი მხრივ\, ცენტრალური ევროპის ქვეყნების\, ხოლო\, მეორე მხრივ\, ინგლისისა და საფრანგეთის მიერ გამოთავისუფლებული ზონების დასაკავებლად. 1917 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ ინგლისელების წინააღმდეგ არაბეთის ნახევარკუნძულსა და პალესტინაში განცდილი სამხედრო მარცხებისა და გავლენების დაკარგვის შემდეგ ოსმალეთის ინტერესმა გადაინაცვლა ჩრდილოეთისკენ\, კავკასიის მიმართულებით. \n1918 წლის დასაწყისისთვის კავკასიაში იკვეთებოდა გერმანიის\, დიდი ბრიტანეთის\, ოსმალეთისა და ბოლშევიკური რუსეთის ინტერესები. ამ განსაკუთრებულ მოვლენას მშვენივრად ესადაგება ტრადიციული საისტორიო ტერმინი – The Great Game\, ოღონდ არა\, კლასიკური გაგებით\, ცენტრალურ აზიაში\, არამედ ამჯერად კავკასიაში\, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. \nმომხსენებლის შესახებ \nვრცელი ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე: http://tiny.cc/zqymsz \nდრო: 14 აგვისტო\, 19:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-the-great-game-kavkasiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/08/57090.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200819T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200819T190000
DTSTAMP:20260501T175235
CREATED:20200817T121429Z
LAST-MODIFIED:20240201T114609Z
UID:10000725-1597863600-1597863600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-შეხვედრების სერია: სამხედრო სისტემა საქართველოში რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. მერვე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი დიმიტრი სილაქაძე. \nთემა: სამხედრო სისტემა საქართველოში რუსეთის იმპერიისა და პირველი რესპუბლიკის პერიოდში \nლექციის შესახებ \nმე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რუსეთის იმპერიამ ქართული სამეფო-სამთავროები გააუქმა და საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა. ამ პროცესს მაშინვე არ მოჰყოლია იმპერიაში არსებულ სარეკუტო სისტემაში ქართველების ჩართვა. რუსებმა ქართველების გაწვევა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მხოლოდ მე-19 საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. ამის მიუხედავად\, ქართველები მთელი მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში მონაწილეობდნენ კავკასიის საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე რუსების მიერ წარმოებულ ბრძოლებში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კი მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ იდეალზე – მილიციურ სისტემაზე დროებით უარი თქვა და ორი ტიპის პარალელური სამხედრო ორგანიზაცია შექმნა.\nმომხსენებელი განიხილავს\, თუ როგორ იცვლებოდა სამხედრო სისტემა საქართველოში 1801-1921 წლებში. რა პოლიტიკური\, სოციალური და სამხედრო ფაქტორები ახდენდა გავლენას ამ ცვლილებაზე და როგორი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამხედრო სამსახურისადმი. \nმომხსენებლის შესახებ\n\nვრცელი ბიოგრაფია იხილეთ ბმულზე: http://tiny.cc/r14osz   \nდრო: 19 აგვისტო\, 19:00 საათი\nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-samkhedro-sistema-saqarthveloshi-rusethis-imperiisa-da-pirveli-respublikis-periodshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/08/57206.png
END:VEVENT
END:VCALENDAR