BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190904T151400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190904T151400
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190904T111431Z
LAST-MODIFIED:20240201T120805Z
UID:10001144-1567610040-1567610040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თბილისის ახალგაზრდულ ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის დაფინანსებით „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში 12-13 ოქტომბერს წყნეთში\, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში\, გაიმართება ტრენინგები ტუტორების სკოლის მონაწილეთათვის. \nპროექტში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/2lwZ8r6 \nტუტორების სკოლის შესახებ \nტუტორების სკოლას ახორციელებს ფონდი ALPE\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად\, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი საქართველოს გაეროს ასოციაციის “ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფინანსური თანამონაწილეობით. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningebi-tutorebis-skolis-monatsilethathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190904T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190904T163000
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190904T123000Z
LAST-MODIFIED:20240201T120804Z
UID:10001141-1567614600-1567614600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა
DESCRIPTION:ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აცხადებს მიღებას კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამაზე. \nპროგრამის მიზანი  \nპროგრამის მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ანტიკორუფციულ თემატიკასთან დაკავშირებით და შეიძენენ კორუფციის ფაქტებზე ეფექტური რეაგირების უნარ-ჩვევებს. \nვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა?  \nპროგრამა განკუთვნილია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის\, საჯარო\, კერძო და არასამთავრობო სექტორში დასაქმებული პირებისთვის. \nპროგრამის აღწერა და სასწავლო გეგმა  \nკორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა საერთაშორისო პროგრამის ნაწილია. სასწავლო კურსი 8 მოდულისგან შედგება და ფარავს შემდეგ თემებს: \n– ძირითადი იდეები\, კონცეფციები\, თეორიები &სოციალურ მეცნიერებათა პერსპექტივები კორუფციის შესახებ (პოლიტიკური მეცნიერება\, ანთროპოლოგია\, სოციოლოგია\, ფსიქოლოგია); \n– კორუფციის სამართლებრივი მხარე; \n– ანტიკორუფციული პოლიტიკა საჯარო დაწესებულებებში\, ბიზნეს &არასამთავრობო სექტორებში\, კერძო კორუფცია; \n– კარგი მმართველობა; \n– ელმმართველობა კორუფციასთან ბრძოლაში; \n– კორუფცია და პოლიტიკა; \n– როგორ მიაღწიეს წარმატებას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში; \n– თანამედროვე მამხილებლობა და კორუფციის ჟურნალისტური გამოძიება. \nსწავლის ხანგრძლივობა: სრული კურსის ხანგრძლივობაა ორი სემესტრი (7 ოქტომბერი\, 2019 – 16 ივნისი\, 2020). თითო მოდულის ხანგრძლივობაა 3 კვირა (12 საათი/6 ლექცია). \nლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს)\, 19:00-დან 22:00-საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nსწავლების ენა: ქართული (მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულად და ინგლისურად). \nსწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ შემთხვევებზე\, მონაწილეობას მიიღებენ საკითხების განხილვებში და მოამზადებენ ესეებს. \nტრენერები  \nსასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში ტრენერები იქნებიან როგორც ქართველი პრაქტიკოსი ლექტორები\, ასევე მომხსენებლის სტატუსით ჩაერთვებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. \nტრენერების შესახებ დეტალური იფორმაცია იხილეთ აქ. \nსერტიფიკატი \n– თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ გაიცემა მოდულის დონის განმსაზღვრელი სერტიფიკატი. \n– პროგრამის მონაწილე\, რომელიც 8 მოდულიდან მინიმუმ 6 მოდულს დაესწრება\, მიიღებს სრული კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. \n– პროგრამის მონაწილეების მიერ მომზადებული 10 საუკეთესო ესე პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება/გავრცელდება ილიას უნივერსიტეტის და IDFI-ის ვებგვერდებსა და სოციალურ გვერდებზე (Facebook და Twitter). \n– პროგრამის 2 საუკეთესო მსმენელი 3 თვის განმავლობაში სტაჟირებას გაივლის IDFI-ში. \nკურსდამთავრებულების ქსელი  \nპროგრამის დასასრულს შეიქმნება კურსდამთავრებულთა ქსელი (ე. წ. Alumni Network)\, რომელიც გააერთიანებს პროგრამის მონაწილეებს\, დააკავშირებს მათ ანალოგიური პროგრამის უცხოელ კურსდამთავრებულებთან და დაგეგმავს საერთო კვლევებს\, გაცვლით პროგრამებსა და სხვა შესაბამის აქტივობებს. \nპროგრამაში  რეგისტრაციისთვის \n– დაინტერესებულმა პირებმა (სტუდენტები\, საჯარო სამსახურის\, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები) 2019 წლის 25 სექტემბრამდე უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: corruptionhunters@idfi.ge\n \n– პროგრამის მონაწილეები საწყის ეტაპზე შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე. \n– მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას. გასაუბრების  დროს შეფასდება მონაწილეთა მზაობა\, რათა ბოლომდე შეასრულონ პროგრამის მიერ წაყენებული მოთხოვნები. \nშერჩეულ მონაწილეებს სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური. \nშერჩევის კრიტერიუმები \nპროგრამის მონაწილეების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. შერჩეული კანდიდატების პროგრამაში მონაწილეობის საფასურს სრულად დაფარავენ პარტნიორი ორგანიზაციები. \n– მოტივაცია; \n– კომუნიკაბელურობა; \n– გუნდური მუშაობის და პრეზენტაციის უნარი; \n– სასურველია ინგლისური ენის საშუალო (Intermediate Level) დონეზე ცოდნა. \nინიციატივის ფინანსური მხარდამჭერია ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI). პროგრამა ხორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით. \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  \nდავით მაისურაძე \nკორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის კოორდინატორი \nელფოსტა: corruptionhunters@idfi.ge \nტელ.: 577 11 45 22 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/koruphtsiasthan-brdzolis-sasertiphikato-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53917.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190906T162800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190906T162800
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190906T122856Z
LAST-MODIFIED:20240201T120758Z
UID:10001138-1567787280-1567787280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზაფხულო სკოლა: „სამხრეთ კავკასია – კულტურა\, საზოგადოება\, პოლიტიკა“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის\, DAAD-ის ფინანსური მხარდაჭერით წელს უკვე მეთერთმეტედ უმასპინძლებს  საზაფხულო სკოლას გერმანელი სტუდენტებისთვის: „სამხრეთ კავკასია – კულტურა\, საზოგადოება\, პოლიტიკა”. საზაფხულო სკოლა დიდი პოპულარობით სარგებლობს გერმანელ\,  და არა მხოლოდ გერმანელ\, სტუდენტებს შორის. \n2019 წელს საზაფხულო სკოლა გაიმართება 7-დან 9 სექტემბრამდე. სკოლას ხელმძღვანელობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან გურჩიანი\, ასევე ჩართულნი იქნებიან ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები\, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. \nსკოლის მიზანია\, მონაწილეებს გააცნოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი\, მისი კულტურული თავისებურებები და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები; ხელი შეუწყოს რეგიონის მეცნიერული კვლევის პოპულარიზაციას. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებას  ექსკურსიების მეშვეობით. \nსკოლას ტრადიციულად ესტუმრებიან საქართველოში ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლები. \nსაზაფხულო სკოლის ვებგვერდი: www.summerschools.iliauni.edu.ge \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazaphkhulo-skola-samkhreth-kavkasia-kultura-sazogadoeba-politika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53935.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190909T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190909T180000
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190903T095143Z
LAST-MODIFIED:20240201T120755Z
UID:10001136-1568052000-1568052000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტარას კუზიოს წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:9 სეტემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A305 აუდიტორიაში გაიმართება კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მოჰილას აკადემიის პროფესორის\, ტარას კუზიოს წიგნის: „Putin’s War against Ukraine: Revolution\, Nationalism and Crime” პრეზენტაცია. \nწიგნი ეხება 2014 წლის გაზაფხულზე პუტინის მიერ ყირიმის ანექსიასა და უკრაინის მიმართ სამხედრო აგრესიას\, რამაც სათავე დაუდო ევროპის ერთ-ერთ უდიდეს კრიზისს\, დასავლური დემოკრატიების პოლიტიკაში ჩარევამ და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმებმა კი რუსეთი და დასავლეთი ახალ „ცივ ომამდე“ მიიყვანა. წიგნში მიმოხილულია რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომის შედეგები და მისი გავლენა უკრაინის იდენტობის კონსოლიდაციასა და რუსეთის რბილ ძალაზე. \nპრეზენტაციაზე წიგნის ავტორი ისაუბრებს იმაზე\, რატომ ვერ მოიტანს მშვიდობას უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და რატომ გაგრძელდება ომი მანამ\, სანამ რუსეთის მიერ უკრაინის აღქმა არ შეიცვლება და პუტინი დარჩება რუსეთის ხელისუფლების სათავეში. \nავტორის შესახებ \nტარას კუზიო კიევის ეროვნული უნივერსიტეტის მოჰილას აკადემიის პროფესორი და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუტის\, უმაღლესი საერთაშორისო კვლევების სკოლის მეცნიერ-თანამშრომელია. მას აქვს ალბერტას\, ჯორჯ ვაშინგტონის\, ტორონტოს უნივერსიტეტებსა და უკრაინაში ნატოს ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ოფისი; ტარას კუზიო 17 წიგნის ავტორია\, მათ შორის: „The Sources of Russia’s Great Power Politics: Ukraine and the Challenge to the European Order“ (2018)\, „Putin’s War Against Ukraine. Revolution\, Nationalism\, and Crime“ (2017\, 2019)\, „Ukraine. Democratization\, Corruption and the New Russian Imperialism“ (2015)\, „The Crimea: Europe’s Next Flashpoint? (2010)\, From Kuchmagate to Orange Revolution“ (2009)\, და „Theoretical and Comparative Perspectives on Nationalism“ (2007). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A305 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/taras-kuzios-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53904.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190911T180400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190911T180400
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190911T140404Z
LAST-MODIFIED:20240201T120750Z
UID:10001135-1568225040-1568225040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გრაციანო სერაჯოტოს საჯარო ლექციები
DESCRIPTION:Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ლინგვისტიკისა და შედარებითი კულტურული კვლევების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს\, გრაციანო სერაჯოტოს; კა’ფოსკარის უნივერსიტეტში იგი ხელმძღვანელობს იტალიური ენის კვლევისა და განათლების ცენტრის ლაბორატორიას (www.itals.it). მისი კვლევის ძირითადი სფეროა იტალიური\, როგორც უცხო/მეორე ენა\, უფრო კონკრეტულად კი სწავლების CLIL მეთოლოგია. \nვიზიტის ფარგლებში პროფესორი სერაჯოტო უცხო ენის მასწავლებელ-პროფესორებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის გამართავს ორ საჯარო ლექციას: \nენის სწავლების მეთოლოგია \nდრო: 18 სექტემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია \nCLIL მეთოდოლოგია \nდრო: 20 სექტემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია \nლექციების სამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-gratsiano-serajotos-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/54237.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190924T110100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190924T110100
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190924T070127Z
LAST-MODIFIED:20240201T120746Z
UID:10001134-1569322860-1569322860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
DESCRIPTION:28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე ვაკის მედიათეკაში გექნებათ შესაძლებლობა დაესწროთ საინტერესო ლექციებს. \nილიაუნის პროფესორები და მკვლევრები სამეცნიერო-პოპულარული ენით ისაუბრებენ სამყაროს საიდუმლობებზე\, ახალ ტექნოლოგიებზე\, თანამედროვე განათლების მნიშვნელობაზე. \nსამეცნიერო კაფეში მოისმენთ ლექციას ტექნოლოგიების შესახებ.  მომხსენებლები – ნანა დიხამინჯია\, ერეკლე მაღრაძე\, ელენე ჟურავლიოვა\, სანდრო ასათიანი – ისაუბრებენ \n▪ მონაცემებსა და მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე სამყაროში: რა როლი აქვს მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას თანამედროვე ინდუსტრიასა და დასაქმებაში; განათლების ფორმების ცვლილებებზე ციფრული რევოლუციის პირობებში. გამომსვლელები განიხილავენ იმ პლატფორმებსაცც\, რომელთა საშუალებითაც შეგიძლიათ ფეხდაფეხ მიჰყვეთ მეცნიერების პროგრესს. \n▪ ხელოვნური ინტელექტის მიღწევებსა და მათთან დაკავშირებულ ეთიკურ პრობლემებზე. ასევე ტექნოლოგიების გამოყენებაზე მედიცინასა და ბიოლოგიაში. \nსამეცნიერო კაფეში გაიმართება ასტრონომიის სესია\, რომელზეც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერები და ფიზიკოსი მკვლევრები – მაია თოდუა\, გია ჯავახიშვილი\, ანდრია როგავა\, ჯუანშერ ჯეჯელავა – გაგაცნობენ სამყაროს საიდუმლოებებს: \n\n\nეგზოპლანეტები – არის თუ არა დედამიწა უნიკალური პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში? \n\n\nასტრონომები დედამიწის სადარაჯოზე – რა საფრთხეები ემუქრება დედამიწას უახლოეს მომავალში და როგორ შეგვიძლია მათი თავიდან აცილება? \n\n\nშავი ხვრელები – სამყაროს ყველაზე ამოუცნობი ობიექტები \n\n\nლევან ბერძენიშვილი\, თამარ გურჩიანი\, ბელა წიფურია და ლევან ცაგარელი ისაუბრებენ თანამედროვე განათლების ამოცანების შესახებ: \n\n\nროგორია განათლებასთან დაკავშირებული გამოწვევები ჩვენი ქვეყნისთვის დღეს? \n\n\nრით განსხვავდება საქართველოში თანამედროვე განათლება საბჭოთა დროინდელი განათლებისგან? \n\n\nრამდენად მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული საზოგადოებისთვის განათლებული მოქალაქეები? \n\n\nრა გამოწვევები დგას თანამედროვე განათლებისა და უნივერსიტეტის წინაშე ციფრული მედიისა და ინფორმაციის გაცვლის ხანაში? \n\n\nგანრიგი \n13:00-14:30 – ჩვენი სამყაროს საიდუმლოებები  \nმომხსენებლები: მაია თოდუა\, გია ჯავახიშვილი\, ანდრია როგავა\, ჯუანშერ ჯეჯელავა \n14:30 16:00 – ტექნოლოგიების როლი თანამედროვე სამყაროში  \nმომხსენებლები: ნანა დიხამინჯია\, ელენე ჟურავლიოვა\, სანდრო ასათიანი\, ერეკლე მაღრაძე \n16:00 – 17:30 – თანამედროვე განათლების მნიშვნელობა \nმომხსენებლები: ლევან ბერძენიშვილი\, ბელა წიფურია\, თამარ გურჩიანი\, ლევან ცაგარელი \nსამეცნიერო კაფეში ველოდებით ყველა ცნობისმოყვარე ადამიანს\, რომლებსაც უყვართ მეცნიერება და აინტერესებთ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები. \nდრო: 28 სექტემბერი\, 13:00-17:30 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-iliaunis-sametsniero-piknikze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/54279.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190924T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190924T180000
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190912T073954Z
LAST-MODIFIED:20240201T120741Z
UID:10001133-1569348000-1569348000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ აქსელ შვოპეს საჯარო ლექცია „Discoveries in the X-ray sky“
DESCRIPTION:24 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პოტსდამის ლაიბნიცის ასტროფიზიკის ინსტიტუტის რენტგენული ასტრონომიის კვლევითი ჯგუფის ლიდერი\, პროფესორი აქსელ შვოპე გამართავს საჯარო ლექციას „Discoveries in the X-ray sky“ რენტგენულ ცაზე ახალი აღმოჩენების შესახებ. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი აქსელ შვოპე ხელმძღვანელობს პოტსდამის ლაიბნიცის ინსიტუტის რენტგენული ასტრონომიის ჯგუფს. მისი კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს: რენტგენული ორმაგი ვარსკვლავები\, იზოლირებული ნეიტრონული ვარსკვლავები\, გალაქტიკური კლასტერები. პროფ. შვოპე და მისი ჯგუფი არიან სხვადასხვა დაკვირვებითი მისიის საერთაშორისო კოლაბორაციების წევრები: eROSITA\, XMM-Newton SSC\, ARCHES\, Loss of the Night. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24 სექტემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nლექციაზე დასწრება შეუძლია ასტრონომიით დაინტერესებულ ნებისმიერ მსმენელს. \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-aqsel-shvopes-sajaro-leqtsia-discoveries-in-the-x-ray-sky/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/54029.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190926T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190926T160000
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190920T061129Z
LAST-MODIFIED:20240201T120738Z
UID:10001132-1569513600-1569513600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ედიშერ კაღაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:26 სექტემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში   დოქტორი ედიშერ კაღაშვილი წაიკითხავს მოხსენებას: „არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღები & არაერთგვაროვნებით წარმოქმნილი ტალღების გავლენა მზის\, მაგნეტოსფეროს\, იონოსფეროსა და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში“. \nთემის მოკლე აღწერა:  \nტალღები დიდ როლს თამაშობს პლაზმაში ისეთ ფუნდამენტურ პროცესებში\, როგორებიცაა ენერგიის გადატანა\, ტურბულენტობის წარმოქმნა\, ნაწილაკების აჩქარება და ა.შ. მომხსენებელი ისაუბრებს არაერთგვაროვნების მიერ წარმოქმნილ ტალღებზე და იმ ფორმალიზმზე/მეთოდზე\,  რომელიც გამოყენებული იქნა ამ ტალღების აღსაწერად. ეს მეთოდი მეცნიერს საშუალებას აძლევს\, განიხილოს უფრო კომპლექსური სურათი ტალღებისა და გარემოს ურთიერთობისა და აღწეროს რამდენიმე პროცესი\, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მზის\, მაგნეტოსფეროს\, იონოსფეროსა და ლაბორატორიული პლაზმის დინამიკაში. \n\nდრო: 26 სექტემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-edisher-kaghashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/54231.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190926T173600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190926T173600
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190926T133622Z
LAST-MODIFIED:20240201T120456Z
UID:10001065-1569519360-1569519360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში
DESCRIPTION:25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ატარებს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟები\, გოგონები). \nტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. \nკენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. \nსაპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი\, მედლები და სიგელები. \nდაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/wgayUiVWfNyQ2fL96 \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 23 ოქტომბერი. \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \nტელ.: 514778989; 032 2 220009 (270) \nმის.: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ოთახი F105 \nFacebook-გვერდი: https://www.facebook.com/iliaunistudentaffairs/ \nFacebook-ჯგუფი: https://www.facebook.com/groups/iliauni.sport/ \nელფოსტა: student.affairs@iliauni.edu.ge \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-magidis-chogburthshi-2/
CATEGORIES:სპორტული ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/54457.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190926T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190926T180000
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190923T124328Z
LAST-MODIFIED:20240201T120735Z
UID:10001131-1569520800-1569520800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექცია-დისკუსია თემაზე „გერმანიის სახელმწიფო სისტემა"
DESCRIPTION:26 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში  გოტინგენის უნივერსიტეტის დოქტორი ალექსანდრე ტილე (Dr. Alexander Thiele\, Public\, European and Financial Law and Politics\, University of Göttingen) და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტები გამართავენ ერთობლივ ლექცია-დისკუსიას თემაზე „გერმანიის სახელმწიფო სისტემა”. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 26 სექტემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-diskusia-themaze-germaniis-sakhelmtsipho-sistema/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/54248.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190927T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190927T190000
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190902T121406Z
LAST-MODIFIED:20240201T120731Z
UID:10001130-1569610800-1569610800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჰამუტალ ბარ-იოსების ლექსების ქართული თარგმანების პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გეპატიჟებით ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის პროფესორის\, ჰამუტალ ბარ-იოსების ქართულად თარგმნილი ლექსების პრეზენტაციაზე. \nწარდგინებაში მონაწილეობას მიიღებენ თავად ავტორი და მთარგმნელი თამაზ ხარაიშვილი. \nჰამუტალ ბარ-იოსების 40 ლექსი პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე და გამოსცა გამომცემლობა „მერიდიანმა”. \nჰამუტალ ბარ-იოსები\, ნეგევის ბენ გურიონის უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორი ემერიტუსი\, მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. მას გამოცემული აქვს ათეულობით პოეტური\, სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული კრებული\, ასევე ინგლისური\, ფრანგული და რუსული ენებიდან თარგმანთა კრებულები; ჰამუტალ ბარ-იოსები არაერთგზის დაჯილდოებულია პრიზებით როგორც პოეტური და მთარგმნელობითი\, ისე სამეცნიერო და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. \nმისი წიგნები ნათარგმნია ინგლისურ\, ფრანგულ\, ესპანურ და რუსულ ენებზე. \nვრცლად იხ. http://www.ithl.org.il/page_13508 \n  \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 27 სექტემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-hamutal-bar-iosebis-leqsebis-qarthuli-thargmanebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/53896.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190930T181200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190930T181200
DTSTAMP:20260503T131321
CREATED:20190930T141220Z
LAST-MODIFIED:20240201T120729Z
UID:10001129-1569867120-1569867120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შეჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:1–ლ ოქტომბერს\, ორშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  B201 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ შეჯამებელი ღონისძიება\, რომელზეც განათლების კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია წარდგება პროექტის შემაჯამებელი ანგარიშით. \nღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეობის ჩართულობის პროგრამის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი\, ჟურნალ „მასწავლებლის“ რედაქტორი ნატალია ინგოროყვა და ბაღდათის N2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი\, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული მანანა კაპეტივაძე.  თემატურ პრეზენტაციას გამართავს ს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი სვარუპ რავალი (ხელოვნების მასწავლებელი\, ინდოეთი). \nპროექტის შესახებ \nპროექტს „მასწავლებლები კრიტიკული აზროვნებისათვის“ ახორციელებს განათლების კოალიცია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია პედაგოგებში კრიტიკული აზროვნების მნიშვნელობის აქტუალიზაციისა და სწავლა-სწავლების პროცესში მისი გამოყენების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის მასწავლებელთა მონაწილეობით. \nპროექტი ითვალისწინებდა დროის მოკლე მონაკვეთში ინტენსიური კამპანიის წარმოებას მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრების მონაწილეობით. კლუბში გაერთიანებული არიან 2017-2019 წლებში ჯილდოს საუკეთესო ათეულში შემავალი მასწავლებლები. ისინი სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების ფარგლებში კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდნენ.  მასწავლებელთა მონაწილეობით მომზადდა ვიდეორგოლები\, ბროშურები და გზამკვლევი კრიტიკული აზროვნების შესახებ. \nღონისძიებას დაესწრება  120 მოწვეული მასწავლებელი. \n  \nდრო: 1-ლი ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-mastsavleblebi-kritikuli-azrovnebisathvis-shejamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/09/54518.png
END:VEVENT
END:VCALENDAR