BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260319T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260319T170000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260319T075432Z
LAST-MODIFIED:20260402T100442Z
UID:10005950-1773907200-1773939600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“
DESCRIPTION:25 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი\, დოქტორი ტატიანა სიჭინავა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ელენა დენისოვა-შმიდტი დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის გამართავენ ვორკშოპს „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“. \nშეხვედრის მთავარი თემებია აკადემიური კეთილსინდისიერება\, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კვლევაში და ის ტრანსფორმაციები\, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა აკადემიურ პრაქტიკაში შეიტანა. მონაწილეები გაეცნობიან\, როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები პასუხისმგებლიანად\, როგორ აირიდონ არაკეთილსინდისიერება და მოერგონ სამეცნიერო ჟურნალების ახალ მოთხოვნებს. \nინტერაქტიული სესიებისა და რეალური მაგალითების მეშვეობით მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ სტრატეგიებს კვლევის ხარისხის შესანარჩუნებლად და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმებზე პუბლიკაციების მოსამზადებლად. \nვორკშოპი გაიმართება პროექტის „აკადემიური დარღვევებისა და აკადემიური ეთიკის გამოწვევების გადაჭრა საქართველოში“ ფარგლებში სანქტ-გალენის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ევროპის მმართველობისა და კულტურის ცენტრის (GCE-HSG) მხარდაჭერით. \nმონაწილეები შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე: https://bit.ly/4skst4A \nგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-akademiuri-tsera-da-publikatsia-postplagiatis-epoqashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/vorkshopi-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260313T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260313T180000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260311T114216Z
LAST-MODIFIED:20260311T114216Z
UID:10005948-1773421200-1773424800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჯეიმი ოლსონის საჯარო ლექცია „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“
DESCRIPTION:13 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ჯეიმი ოლსონი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე ლიტერატურა და ბუნდოვანი ამერიკული ოცნება: გეტსბი და მის მიღმა“. \nჯეიმი ოლსონი წმ. მარტინის უნივერსიტეტის (ლეისი\, ვაშინგტონი\, აშშ) ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელია. იგი ასწავლის აკადემიურ წერას\, თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურას და მსოფლიო ლიტერატურას თარგმანში. \n2022-2023 სასწავლო წელს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ასწავლიდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-jeimi-olsonis-sajaro-leqtsia-thanamedrove-literatura-da-bundovani-amerikuli-otsneba-getsbi-da-mis-mighma/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/03/jeimi-olsonis-sajaro-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260310T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260310T200000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260220T072153Z
LAST-MODIFIED:20260220T072238Z
UID:10005943-1773169200-1773172800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“
DESCRIPTION:10 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია  „70 წელი 1956 წლის 9 მარტიდან“. \n1956 წლის 5 მარტს\, სტალინის გარდაცვალების 3 წლის თავზე\, თბილისში დაიწყო ქართველთა საპროტესტო გამოსვლები ცენტრის ახალი პოლიტიკის გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები 1956 წლის 9 მარტს საბჭოთა ჯარებმა დახვრიტეს. დაიღუპა ორასზე მეტი დემონსტრანტი. \nდისკუსიის მონაწილეები: \nლევან ავალიშვილი – IDFI \nტიმოთი ბლაუველტი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nქეთი სართანია –  თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული\, ჰუმბოლტის უნივერსიტეტის დოქტორანტი \nირაკლი ხვადაგიანი – სოვლაბის\, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის\, მკვლევარი \nდისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი კლდიაშვილი – IDFI \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-70-tseli-1956-tslis-9-martidan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/paneluri-diskusia-dzveli-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260307T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260307T150000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260216T132804Z
LAST-MODIFIED:20260216T132804Z
UID:10005939-1772875800-1772895600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი\, კვლევა და პრაქტიკა“
DESCRIPTION:7 მარტს\, 09:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციისა (სემთა) და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ენისა და მეტყველების თერაპია საქართველოში: ხელოვნური ინტელექტი\, კვლევა და პრაქტიკა“. \nკონფერენცია ეხმაურება ენისა და მეტყველების თერაპიის ევროპულ დღეს და მიზნად ისახავს პროფესიის შესახებ ცნობადობის ამაღლებას\, ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისებას\, პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო მიგნებათა გაზიარებას. კონფერენციის მთავარი თემაა ენისა და მეტყველების თერაპიის ინოვაცია\, სიახლეები და მიგნებები. ღონისძიების მონაწილეები: \n\nმოისმინენ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევების შედეგების შესახებ;\nმიიღებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს;\nგაეცნობიან სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს.\n\nკონფერენციის დასასრულს გაიმართება პანელური დისკუსია ენისა და მეტყველების თერაპიაში არსებული გამოწვევებისა და პროფესიის სამომავლო განვითარების პერსპექტივების შესახებ. \nსემთას წევრებისთვის 6 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში (გ. წერეთლის გასასვლელი N1-3) გაიმართება სპეციალური ვორკშოპი\, რომელსაც გაუძღვება ავეიროს უნივერსიტეტის პროფესორი ჟოაო კანოსა დიასი\, 20-წლიანი პროფესიული გამოცდილების მქონე ენისა და მეტყველების პორტუგალიელი თერაპევტი. \nინფორმაცია კონფერენციის მომხსენებლებისა და დღის განრიგის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში. \nდასწრების მსურველებს გთხოვთ\, 1 მარტამდე გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე. გაითვალისწინეთ\, ადგილები შეზღუდულია. \nკონფერენციის პირდაპირი ტრანსლაცია განხორციელდება ბავშვის განვითარების ინსტიტუტისა და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციის ფეისბუქგვერდებზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 მარტი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-enisa-da-metqhvelebis-therapia-saqarthveloshi-khelovnuri-inteleqti-kvleva-da-praqtika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/sametsniero-konpherentsia-enisa-da-metqhvelebis-therapia-saqarthveloshi-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20260304
DTEND;VALUE=DATE:20260307
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260226T113200Z
LAST-MODIFIED:20260304T065620Z
UID:10005944-1772582400-1772841599@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ფორუმი 2026
DESCRIPTION:4-6 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს ტრადიციულ სამეცნიერო ფორუმს\, რომელზეც ფართო საზოგადოებას წარუდგენს უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრებისა და ინსტიტუტების მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს. \nფორუმი 4 მარტს\, 16:00 საათზე\, ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტში გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის საიუბილეო პროგრამის ფარგლებში. 5 და 6 მარტს\, 12:00 საათზე\, უნივერსიტეტის G106 დარბაზში უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრები და ინსტიტუტები საზოგადოებას წარუდგენენ შესრულებული სამუშაოს ანგარიშს\, დასრულებული და მიმდინარე კვლევითი პროექტების შედეგებს\, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს. \nგახსნის ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგება უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, რომელიც შეაჯამებს გასული წლის სამეცნიერო მიღწევებს და ისაუბრებს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებზე. \nსამეცნიერო ფორუმი წარმოადგენს აკადემიური საზოგადოების\, სტუდენტებისა და დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან პლატფორმას\, რომელიც ხელს უწყობს კვლევის შედეგების გაზიარებას\, პროფესიულ დიალოგსა და ახალი თანამშრომლობების ფორმირებას. \nდეტალური განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში. \nდრო და ადგილმდებარეობა: 4 მარტი\,16:00 საათი  – ფორუმის გახსნა (ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი\, ბოტანიკის ქ. N1) \n5-6 მარტი 12:00 საათი – პრეზენტაციები (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, გ. წერეთლის გასასვლელი N 1-3) \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-phorumi-2026/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/akhali-vebi-sametsniero-phorumi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260226T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260226T190000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260123T080721Z
LAST-MODIFIED:20260223T103936Z
UID:10005923-1772125200-1772132400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აკაკი შანიძის იუბილე და მზექალა შანიძის მიერ გამოცემული წიგნის „აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მიმოწერა“ წარდგენა
DESCRIPTION:ვინფრიდ ბოედერი\, ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი\, ოლდენბურგის უნივერსიტეტის პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან  დაინტერესდა კავკასიური\, განსაკუთრებით კი ქართველური ენებით. სწორედ ამავე პერიოდიდან იწყება ბოედერისა და აკაკი შანიძის მიმოწერა. 1974 წელს საქართველოში პირველად ჩამოსულ ბოედერს სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად\, რასაკვირველია\, კონსულტაციას აკაკი შანიძეც უწევდა. \nწიგნი აკაკი შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის 1960−1987 წლების მიმოწერაა. ცალკეულ საკითხებზე ორი მეცნიერის კერძო დისკუსიებსა და ქართულ-გერმანული გამოცდილებების უნიკალურ ისტორიას ერთვის ილიას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის\, მზექალა შანიძისა და ვინფრიდ ბოედერის მეუღლის\, დორის ბოედერის\, მოგონებები. \nწიგნი გამოსაცემად მოამზადა მზექალა შანიძემ და დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში. რედაქტორები: ნინო დობორჯგინიძე\, შოთა პაპავა \nწიგნს წარადგენს მზექალა შანიძე. \nპრეზენტაციის შემდეგ ილიაუნის სტუდენტური კაპელა შეასრულებს აკაკი შანიძის ტექსტზე შექმნილ სიმღერას\, რომელიც არაოფიციალურად საქართველოს პირველ ეროვნულ ჰიმნად იქცა. \nტექსტის პირველი პუბლიკაცია: აკაკი შანიძე\, ქართული ეროვნული ჰიმნი\, პრომეთე N1\, გვ. 31-2\, 1918. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1 \nMeeting ID: 817 2960 8519\nPasscode: 933426 \nდრო: 26 თებერვალი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-mzeqalashanidze100-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mzeqala-26-thebervali-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260221T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260221T220000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260128T125735Z
LAST-MODIFIED:20260202T080411Z
UID:10005929-1771704000-1771711200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „თავისუფალი წყვილი"
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nიუმორით\, ირონიითა და პაროდიული სცენებით გაჯერებული კომედია\, რომელშიც ცხადად ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს. სპექტაკლი მოგვითხრობს წყვილის ოჯახურ ცხოვრებაზე და გენდერულ ურთიერთობებზე\, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და დასაფიქრებელიც. \nთარგმანი – ვარლამ ნიკოლაძე\nდადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი\nრეჟისორი – ანუკი ხოშტარია\nმხატვარი – ანანო ლიპარტელიანი\nკომპოზიტორი – ირაკლი არეშიძე\nქორეოგრაფი – ნანა ბიბილაშვილი\nტექნიკური რეჟისორი – მაკა მეტრეველი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nანტონია – ნინა ყიფშიძე\nკაცი – ბუკა თოლორდავა (რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი) \nსპექტაკლი დაიდგა ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ფარგლებში \nსპექტაკლი დაიდგა ქ. თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2025 წლის 11 ოქტომბერს\nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი \nდრო: 21 თებერვალი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-01-2026-tavisufalitskvili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/thavisuphali-tsqhvili-akhali-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260219T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260219T190000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260218T130607Z
LAST-MODIFIED:20260218T130607Z
UID:10005940-1771524000-1771527600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფოტოგამოფენა „სიტყვები ცეცხლის ალში“ და გამომცემლობა „სიესტის“ „უკრაინული ბიბლიოთეკის“ წარდგენა
DESCRIPTION:19 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება ფოტოგამოფენა „სიტყვები ცეცხლის ალში“ და გამომცემლობა „სიესტა“ წარადგენს „უკრაინული ბიბლიოთეკის“ სერიით გამოცემულ წიგნებს. \n24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიზნად ისახავს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიპყრობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ანტიჰუმანურ შედეგებზე და უკრაინისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვას. \nგამოფენა ასახავს კულტურული გენოციდის ფაქტებს – უკრაინაში ბიბლიოთეკების\, გამომცემლობების\, ბავშვთა საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეების განადგურებას. ექსპოზიციის მიზანია აჩვენოს\, რომ განათლებასა და კულტურაზე თავდასხმები მიზანმიმართული აგრესიის ნაწილია\, რომელიც უკრაინულ იდენტობას ებრძვის. \nგამომცემლობა „სიესტა“ წარადგენს ქართულ ენაზე თარგმნილ ხუთ უკრაინულ წიგნს. \nღონისძიების ორგანიზატორები: საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“\, უკრაინული სახლი თბილისში\, გამომცემლობა „სიესტა“ \nპარტნიორები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, უკრაინის საელჩო საქართველოში \nდრო: 19 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/photogamophena-sitqhvebi-tsetskhlis-alshi-da-gamomtsemloba-siestis-ukrainuli-bibliothekis-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260218T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260218T170000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260216T131451Z
LAST-MODIFIED:20260216T140246Z
UID:10005938-1771426800-1771434000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ქრისტინე მარგველაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:18 თებერვალს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ქრისტინე მარგველაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს The Role of Religion in Political Transformation process in Orthodox Europe: Case of Georgia and Greece („რელიგიის როლი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში მართლმადიდებელ ევროპაში: საქართველოს და საბერძნეთის შემთხვევა“). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nდოქტორანტი ნაშრომში მიზნად ისახავს მართლმადიდებელი ეკლესიების სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოდელის კონცეპტუალიზაციის საშუალებით დესეკულარიზაციის თეორიის ჭრილში შეისწავლოს რელიგიის როლი პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში\, კერძოდ\, რა გავლენას ახდენს მართლმადიდებელი ეკლესია  ელექტორატის მობილიზაციასა და სახელმწიფოებრიობის ფორმირებაზე. ნაშრომი ავითარებს ემპირიულ ჩარჩოს\, რომელშიც ეგზისტენციალური საფრთხეები და საბჭოთა გამოცდილება არ წარმოადგენს რელიგიურობისა და ეკლესია-სახელმწიფოს მჭიდრო ურთიერთობის ამხსნელ ცვლადებს\, არამედ სახელმწიფოებრიობის დილემას\, რომელიც გამომდინარეობს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დისკურსიულ ბრძოლაში გამოყენებული ეთნორელიგიური ნაციონალიზმიდან და მართლმადიდებლური ეკლესიის მობილიზაციის ძალას\, რომელიც კვებავს მათ ვეტოს მქონე მოთამაშის სტატუსს\, წარმოადგენს მართლმადიდებელ ევროპულ სახელმწიფოებში ეკლესიასა და სახელმწიფოს ურთიერთობების ფუნდამენტურ საფუძველს\, რასაც საბოლოოდ სიმფონიურ იდეალამდე მივყავართ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 თებერვალი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-qristine-margvelashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/doqtorant-qethevan-arjevanidze-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260217T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260217T183000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260216T103838Z
LAST-MODIFIED:20260216T103838Z
UID:10005937-1771329600-1771353000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ვორკშოპი „კოგნიტური და ნეირონული კვლევები ADHD-ის მქონე ბავშვებში“
DESCRIPTION:17 თებერვალს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საერთაშორისო ვორკშოპი „კოგნიტური და ნეირონული კვლევები ADHD-ის მქონე ბავშვებში“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების გამარჯვებული პროექტის  „ფსიქოფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კორელატების კომპლექსური კვლევა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებში საქართველოში“ ფარგლებში. \nპროექტის მიზანია  ADHD მქონე ბავშვებში კოგნიტური ინტერვენციის ეფექტურობის დადგენა\, კომპლექსური შესწავლა\, შემდგომი მონიტორინგი ფსიქოფიზიოლოგიური/ნეიროფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მეთოდების  იმპლემენტაციით. \nკომბინირებული ფსიქოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური კვლევები  ხელს შეუწყობს ვალიდური ფსიქოლოგიური/ფსიქოფიზიოლოგიური მოდელების შექმნას;  გააფართოებს შედეგების  მონიტორინგს\, რაც  აქტუალურია ADHD-ის მქონე ბავშვებსა და მოზარდების  კვლევებში. \nახალი თერაპიული სტრატეგიების დანერგვა პირდაპირ არის დაკავშირებული ბავშვებისა და მოზარდების სოციალურ დაცვასა და საზოგადოებაში ინტეგრაციასთან. კვლევის შედეგად შემცირდება სიმპტომების ზრდასრულობაში შენარჩუნების რისკი; ოჯახები და სახელმწიფო დაზოგავს მკურნალობისა და მოვლის ხარჯებს; პედიატრები\, ნევროლოგები და ფსიქიატრები მიიღებენ ზუსტ მონაცემებს თავის ტვინის მარეგულირებელი სისტემების დისფუნქციის შესახებ. \nაღნიშნული ინფორმაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია\, რათა ადეკვატურად შეფასდეს თავის ტვინის მარეგულირებელი სისტემების დისფუნქციის ხარისხი ყურადღების კონცენტრაციასთან მიმართებით\, განსაკუთრებით ყურადღების  დეფიციტის მქონე ADHD-ის ასაკობრივ ჯგუფებში\, რაც საგულისხმოა პედიატრიასა და ნევროლოგიაში\, ნეიროგანვითარების სფეროსა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში\, ასევე  ბავშვთა ფსიქიატრიაში. \nდეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ ვებგვერდი: workshopadhd.ge \nფორმატი: ჰიბრიდული \nZoom-ის ბმული: https://bit.ly/4aFSdSt\nMeeting ID: 896 1866 7461\nPasscode: 728907 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 თებერვალი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \nპროგრამა. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-vorkshopi-kognituri-da-neironuli-kvlevebi-adhd-is-mqone-bavshvebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/kognituri-da-neironuli-kvlevebi-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260216T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260216T180000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260123T080519Z
LAST-MODIFIED:20260212T104854Z
UID:10005922-1771257600-1771264800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სანდრო ასათიანის საჯარო მოხსენება „მეცნიერების პოპულარიზაცია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით“
DESCRIPTION:როგორ შეიძლება მზექალა შანიძის უნიკალური კალიგრაფია თანამედროვე ქალაქის აბრებზე აღმოჩნდეს? შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს რთული სამეცნიერო სტატია საინტერესო აუდიოპოდკასტად აქციოს ნებისმიერ ენაზე? \nსანდრო ასათიანის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, მოხსენება სწორედ ამ კითხვებს უპასუხებს და წარმოგიდგენთ ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული მეცნიერებების გადაკვეთის მაგალითებს: \n\nკალიგრაფიიდან ციფრულ შრიფტამდე: მზექალა შანიძის ხელნაწერების გაცოცხლება და მათი პრაქტიკული გამოყენება პუბლიკაციებსა თუ ურბანულ გარემოში;\nხელოვნური ინტელექტი (NotebookLM)\, როგორც ასისტენტი: სამეცნიერო ტექსტების ტრანსფორმაცია აუდიომიმოხილვებად;\nისტორიის რეკონსტრუქცია: წარსული მოვლენების ვიზუალიზაცია გენერაციული AI ინსტრუმენტებით;\nკვლევა კადრში: სამეცნიერო აღმოჩენების დინამიური ვიდეოპრეზენტაციები.\n\nმოხსენება საინტერესო იქნება სტუდენტებისთვის\, მკვლევრებისა და ყველასთვის\, ვისაც აინტერესებს\, როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგიები ცოდნის გაზიარების კულტურას. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1 \nMeeting ID: 817 2960 8519\nPasscode: 933426 \nდრო: 16 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-mzeqalashanidze100-4/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mzeqala-16-thebervali-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260215T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260215T200000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260218T132845Z
LAST-MODIFIED:20260218T132914Z
UID:10005941-1771178400-1771185600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 20 - ვიკრიბებით ილიაუნისთვის
DESCRIPTION:ოცი წელი სწავლის\, სწავლების\, კვლევის\, თავისუფალი აზრის\, გამბედაობის\, ერთიანობის. \nოცი წელი ერთად ვქმნით თავისუფალ აკადემიურ სივრცეს\, სადაც კითხვებს სვამენ\, სადაც მეცნიერება არის ძალა და სადაც უნივერსიტეტი მხოლოდ შენობა კი არა – პასუხისმგებლობაა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე. \nვერთიანდებით\, რომ დავიცვათ უნივერსიტეტი\, დავიცვათ განათლება\, დავიცვათ ის იდეა\, რომ უკეთესი მომავალი მხოლოდ ცოდნით შენდება. \nვერთიანდებით\, რომ გამოწვევებს თვალი გავუსწოროთ და ერთად ვთქვათ: „ამ გზას ვერავინ შეგვაცვლევინებს“. \n„რადგან უმეცრებასთან ბრძოლა მხოლოდ მეცნიერებას შეუძლია“. \n„საცა ცოდნა არ არის\, იქ კაცი არ არის\, საცა კაცი არ არის\, იქ საზოგადოებაც არ არის\, და\, საცა საზოგადოება არ არის\, იქ არც ხალხია“ (ილია). \n15 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ვიკრიბებით სტუდენტები\, კურსდამთავრებულები\, პროფესორები ილიას უნივერსიტეტის A კორპუსთან უნივერსიტეტის შენების 20-წლიანი ისტორიის დასაცავად. ერთმანეთის მხარდამხარ ილიაუნის უწყვეტი განვითარების გზა გაგრძელდება. \nჩვენთან ერთად იქნებიან ლექსო რატიანი და LOUDspeakers \nLigamus – ილიაუნი გვაერთიანებს \nდრო: 15 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის ეზო\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-20-vikribebith-iliaunisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/ilia-20-akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260213T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260213T220000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260128T125252Z
LAST-MODIFIED:20260202T080509Z
UID:10005928-1771012800-1771020000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „სიყვარულის ბანალურობა“
DESCRIPTION:თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად \nსპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის\, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა\, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ\, ხოლო შემდეგ\, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში\, მათი სახალხო მეგობრობა ყველასათვის იყო ცნობილი. \nრეჟისორი – მამუკა ცერცვაძე\nმხატვარი – ნუცა ჭყონია\nმუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილი\nტექნიკური რეჟისორი – გვანცა ბიწაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nჰანა არენდტი – ლილი ხურითი\nმარტინ ჰაიდეგერი – ანდრია ვაჭრიძე\nსტუდენტი ჰანა – მაშო თვალაბეიშვილი\nმენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი – ვატო სანიკიძე \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2025 წლის 17 სექტემბერს \nდრო: 13 თებერვალი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-01-2026-sikvarulisbanaluroba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/siqhvarulis-banaluroba-akhali-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260212T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260212T160000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260209T130337Z
LAST-MODIFIED:20260209T135809Z
UID:10005935-1770904800-1770912000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ნიდერლანდური ენის შესწავლისა და სასტიპენდიო პროგრამების შესახებ
DESCRIPTION:12 თებერვალს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი სტუდენტებისთვის ონლაინ გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ნიდერლანდური ენის შესწავლისა და საზაფხულო სასტიპენდიო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი წევრია გლობალური ქსელისა\, რომელიც აერთიანებს 300-ზე მეტ საერთაშორისო ცენტრს. ცენტრის წარჩინებულ სტუდენტებს ყოველწლიურად ეძლევათ შანსი\, მოიპოვონ დაფინანსება ნიდერლანდური ენისა და კულტურის საზაფხულო კურსებზე დასასწრებად. \nსასტიპენდიო მიმართულებები და პირობები: \nსაზაფხულო კურსები მოიცავს როგორც ინტენსიურ სასწავლო პროგრამას\, ასევე შემეცნებით ექსკურსიებსა და კულტურულ ღონისძიებებს: \n\nცენტრალური ევროპის უნივერსიტეტები – პროგრამებს უძღვებიან მოწვეული ნიდერლანდელი და ბელგიელი სპეციალისტები. მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ენის ფლობის მინიმუმ A2 დონე.\nგენტის უნივერსიტეტი (ბელგია) – კურსი „ენა\, კულტურა და პროფესია“ განკუთვნილია სტუდენტებისთვის\, რომლებიც ფლობენ ნიდერლანდურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.\n\n  \nდაინტერესებული მსურველები შეხვედრაზე გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას შერჩევის კრიტერიუმებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ. \nშეხვედრის ბმული: https://us05web.zoom.us/j/88052127441 \nMeeting ID: 880 5212 7441\nPasscode: 1234567 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 თებერვალი\, 14:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-niderlanduri-enis-shestsavlisa-da-sastipendio-programebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/mecxel-axali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260212T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260212T130000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260123T073130Z
LAST-MODIFIED:20260212T084443Z
UID:10005918-1770897600-1770901200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ თეონა გოცირიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:12 თებერვალს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სადოქტორო პროგრამის „სოციალური მუშაობა“ დოქტორანტი თეონა გოცირიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ქუჩასთან დაკავშირებული ბავშვების სარისკო ქცევების შესწავლა სოციალური ქსელების და ქცევის ცვლილების თეორიების ჭრილში“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი შორენა საძაგლიშვილი \nთემის სათაური “The study of risk behaviors among street connected children within the theoretical frameworks of Social Network and Behavior Change (Unified Theory of Behavior – UTB)” \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 თებერვალი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-phd/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/sadisertatsio-metskhel-akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260211T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260211T130000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260122T112759Z
LAST-MODIFIED:20260130T114020Z
UID:10005915-1770811200-1770814800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ქეთევან არჯევანიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:11 თებერვალს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ქეთევან არჯევანიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ადამიანის მორალური გაძლიერების ეთიკა“ (Ethics of Human Moral Bioenhancement). \nსამეცნიერო ხელმძღვანელები:\nმიუნსტერის უნივერსიტეტიტის პროფესორი თომას გუთმანი\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო როდონაია \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 თებერვალი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-01-2026-phd/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/doqtorant-qethevan-arjevanidze.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260210T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260210T200000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260205T082259Z
LAST-MODIFIED:20260205T095155Z
UID:10005934-1770750000-1770753600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 27-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:10 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 27-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს განახლებული პროგრამით. \nკონცერტზე შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები\, ქალაქური და საგუნდო სიმღერები\, უცხოური ფოლკლორის ნიმუში. \n2011 წელს შექმნილი 30-წევრიანი სტუდენტური გუნდი რესპუბლიკური საგუნდო კონკურსისა და სტუდენტური ფესტივალის გამარჯვებულია. სხვადასხვა პერიოდში გუნდის წევრებს ჰქონდათ გასტროლები პოლონეთში\, სერბეთში\, ესტონეთსა და საფრანგეთში. \nგუნდის სამხატვრო ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ეთნომუსიკოლოგი თამაზ გაბისონია. \nდრო: 10 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-27-e-semestruli-saangarisho-kontserti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/khalkhuri-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260208T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260208T220000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260128T124751Z
LAST-MODIFIED:20260202T081103Z
UID:10005927-1770580800-1770588000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „სიცოცხლის ხელოვნება“
DESCRIPTION:ვილფრიდ ჰაპელის ათ სათაურიანი პიესის მიხედვით \nადამიანის გონებაში მიმდინარე შინაგანი დიალოგი\, საკუთარ თავთან ბრძოლა არის გადამწყვეტი გზა თვითმკვლელობის განზრახვის დასაძლევად და არსებობისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად. ადამიანის ღრმა მარტოობამ და იზოლაციამ\, გაუცხოებულ და მანიპულირებულ რეალობაში\, შეიძლება მიიყვანოს არსებობის უაზრობის განცდამდე\, საიდანაც თვითმკვლელობა ერთ-ერთი გამოსავალი ჩანს. \nმამაკაცი\, ისევე როგორც ქალი\, ღრმა მარტოობას განიცდის. მისთვის პიესის შექმნა და ქალის თავის ცხოვრებაში შემოშვება არის არა მხოლოდ მისი ამბიცია\, როგორც დრამატურგის\, არამედ სასოწარკვეთილი მცდელობა\, შეავსოს საკუთარი ეგზისტენციალური სიცარიელე და თავი დააღწიოს მარტოობას. ქალი მისთვის ხდება არა მხოლოდ გადასარჩენი ობიექტი\, არამედ პროექციის ველი – ის\, ვისი მეშვეობითაც მამაკაცი ცდილობს\, არსებობის აზრი იპოვოს. \nსპექტაკლი დაიდგა ილიას სახელიმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ ფარგლებში \nდადგმის ხელმძღვანელი – იოანე (ვანო) ხუციშვილი\nთარგმანი – ნინო ბურდული\nრეჟისორი – მარიამ ჟამერაშვილი\nმხატვარი – სანდრო ჯავახიშვილი\, ელენე ჯაფარიძე\nტექნიკური რეჟისორი – ნატუკა მურვანიძე \nროლებში:\nქალი – ნინო ჩადუნელი\nკაცი – შალვა ჩალაგაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2026 წლის 23 იანვარს \nდრო: 8 თებერვალი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-01-2026-sitsoskhliskhelovneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/sitsotskhlis-khelovneba-akhali-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260207T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260207T220000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260128T123539Z
LAST-MODIFIED:20260202T080752Z
UID:10005926-1770494400-1770501600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nრა ხდება მაშინ\, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nმთარგმნელი: მაია ნაჭყებია\nრეჟისორი: დავით ჭახრაკია\nმხატვარი: გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი:\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2019 წლის 30 მარტს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით\nსპექტაკლის მხარდამჭერია “Sky Development” \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 7 თებერვალი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-01-2026-theidealfamily/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/idealuriojakhi-akhal-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260206T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260206T210000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260123T080352Z
LAST-MODIFIED:20260126T124326Z
UID:10005921-1770404400-1770411600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი „ციფრული სამეცნიერო გამოცემის (DSE) მეთოდები და სტანდარტები სიტყუაჲ ართრონთათჳს მაგალითზე“
DESCRIPTION:სემინარი ეძღვნება ციფრული ჰუმანიტარიის მე-4 დონის (Level 4) სტანდარტის პრაქტიკული განხორციელების გზებს ძველი ქართული ტექსტების მაგალითზე. განხილული იქნება პროექტი „Arthron“ – მზექალა შანიძის კვლევაზე (1990) დაფუძნებული ძველი ქართული გრამატიკული ტრაქტატის კრიტიკული ციფრული გამოცემა. \n„Arthron“ პირველი ქართული პროექტია\, რომელიც სრულად პასუხობს Linked Open Data-ს პრინციპებს\, რაც ფუნდამენტური ნაბიჯია ქართული სამეცნიერო მემკვიდრეობის საერთაშორისო ციფრულ ეკოსისტემაში ინტეგრირებისთვის. \n მკვლევარი თამარ კალხიტაშვილი განიხილავს შემდეგ საკვანძო საკითხებს: \n\n CTS URN არქიტექტურა: ციტირების საერთაშორისო სტანდარტის გამოყენება. როგორ მივანიჭოთ უნიკალური იდენტიფიკატორები ტექსტსა და ლექსიკონს (მაგ.: urn:cts:georgian:shanidze.arthron.ed2025);\n TEI-XML და Parallel Segmentation: ტექსტის კოდირება TEI-all სტანდარტით. კრიტიკული აპარატის (\,\,) სტრუქტურირება ნუსხების შესადარებლად;\n Linked Open Data (LOD): ტერმინების დინამიკური დაკავშირება ციფრულ ლექსიკონთან (lexicon.xml);\n სტრუქტურირებული ლექსიკოგრაფია: ბერძნული ეტიმოლოგიის\, გრამატიკული კატეგორიებისა და კონტექსტური ციტატების მართვა XML ფორმატში;\n\nსემინარის მონაწილეები გაეცნობიან\, როგორ ინტეგრირდება ორი ხელნაწერის (A-6 და S-312) ვარიანტული წაკითხვები ერთიან ციფრულ სივრცეში და როგორ გარდაიქმნება ფილოლოგიური კვლევა მანქანურად წაკითხვად მონაცემებად. \nრას ისწავლიან მონაწილეები? \nროგორ ვაქციოთ ტრადიციული ბეჭდური კრიტიკული გამოცემა მე-4 დონის ციფრულ გამოცემად; \nროგორ მუშაობს სემანტიკური ანოტირება ქართველოლოგიურ და ბიზანტინოლოგიურ კვლევებში; \nმონაცემთა ბმულებით დაკავშირების პრინციპებს\, რომელიც ტექსტს ღია და საძიებო ბაზად აქცევს. \nსემინარი საინტერესო იქნება ფილოლოგებისთვის\, ისტორიკოსებისთვის\, ციფრული ჰუმანიტარიის სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის\, რომლებსაც სურთ დაეუფლონ ტექსტების დამუშავების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1 \nMeeting ID: 817 2960 8519\nPasscode: 933426 \nდრო: 6 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-mzeqalashanidze100-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mzeqala-6-NEW-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260204T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260204T170000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260130T084324Z
LAST-MODIFIED:20260130T091222Z
UID:10005931-1770220800-1770224400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა სამხრეთ კორეაში სწავლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:4 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სამხრეთ კორეაში სწავლითა და ცხოვრებით დაინტერესებული სტუდენტებისა და ნებისმიერი მსურველისთვის გაიმართება საინფორმაციო  შეხვედრა „სწავლა და ცხოვრება სამხრეთ კორეაში: საერთაშორისო სტუდენტის გამოცდილება“. \nსტუდენტი ზარინა ნურილაევა\, რომელიც უკვე სამი წელია სწავლობს ინჰას უნივერსიტეტში (სამხრეთ კორეა)\, დამსწრეთ გააცნობს გამოცდილებას როგორც აკადემიური\, ისე ყოველდღიური ცხოვრების შესახებ და ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: \n\nკორეის უნივერსიტეტებში სტუდენტური ცხოვრების რეალობა;\nაკადემიური კულტურა\, შეფასების სისტემა და სტუდენტების პასუხისმგებლობები;\nსაცხოვრებელი პირობები\, ცხოვრების ხარჯები და მუშაობის შესაძლებლობები;\nკულტურული განსხვავებები და ადაპტაციის პროცესთან დაკავშირებული სიძნელეები;\nპრაქტიკული ინფორმაცია სამხრეთ კორეაში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის\, მათ შორის – სტიპენდიების მოპოვების შესაძლებლობები.\n\nდასასრულს გაიმართება მცირე ვიქტორინები. გამარჯვებულებს გადაეცემათ  სიმბოლური საჩუქრები. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 თებერვალი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/30-01-2026-samkhreth-koreashi-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/samkhrethkorea-akhali2-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260204T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260204T150000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260202T113809Z
LAST-MODIFIED:20260202T120146Z
UID:10005933-1770210000-1770217200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
DESCRIPTION:4 თებერვალს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. \nკონფერენციაზე მოხსენებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები\, რომელთაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. \nკონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები. \nკონფერენციის სექციები: \nსოციალურ მეცნიერებათა სექცია: კონფერენციის დაწყების დრო – 13:00 საათი \nჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია: კონფერენციის დაწყების დრო – 15:00 საათი \nდრო: 4 თებერვალი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის  გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/02-02-2026-studentur-konpherentsiatha-seria/
CATEGORIES:კონფერენციები,მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/02/konpherentsiathaseria-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260203T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260203T170000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260122T125745Z
LAST-MODIFIED:20260130T114212Z
UID:10005917-1770134400-1770138000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ თინათინ ხაჩიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:3 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თინათინ ხაჩიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ლიბერალური ნეიტრალობის პრინციპი – სამართლებრივი და ფილოსოფიური ანალიზი“ (Liberale Neutralität – eine juristische und philosophische Analyse). \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: \nმიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუთმანი\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 3 თებერვალი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/03-02-2026-phd/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/doqtorant-ekaterine-nanitashvili-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260202T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260202T210000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260123T080153Z
LAST-MODIFIED:20260123T080153Z
UID:10005920-1770058800-1770066000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მზექალა შანიძის ახალი წიგნის „ზანდუკელის საქმე: აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
DESCRIPTION:1942 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა დააპატიმრა პროფესორი მიხეილ ზანდუკელი\, რომელსაც ბრალი დასდეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობაში. მის საქმეში ეწერა\, რომ ზანდუკელი ლექციებით ხელს უწყობდა სტუდენტების ნაციონალისტურ აღზრდას. \nზანდუკელის დაპატიმრებას წინ უძღოდა საინფორმაციო კამპანია\, რომლის მიზანი იყო პროფესორის აკადემიური საქმიანობის დისკრედიტაცია. პრესაში გამოქვეყნდა წერილები მიხეილ ზანდუკელის პლაგიატორობისა და ანტიმარქსისტობის ბრალდებით. \n1943 წელს მიხეილ ზანდუკელი გადაასახლეს. \nწიგნი ასახავს\, როგორ მზადდებოდა ნიადაგი უნივერსიტეტის პროფესორის დასაპატიმრებლად. \nმზექალა შანიძის წინასიტყვაობიდან: „პირველად ქვეყნდება ის საარქივო მასალა\, რომელიც გარეგნულად პროფესორთა შორის მომხდარ ერთ აკადემიურ დავას შეეხება\, ნამდვილად კი ნაწილი არის უფრო დიდი და მძიმე ამბისა“. \nწიგნი გამოსაცემად მოამზადა მზექალა შანიძემ და დაიბეჭდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში. რედაქტორები: ნინო დობორჯგინიძე\, შოთა პაპავა \nწიგნს წარადგენენ მზექალა შანიძე და ნინო დობორჯგინიძე. \nპანელური დისკუსია „ზანდუკელის საქმის“ შესახებ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სამაგისტრო და ლიტერატურათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები იმსჯელებენ წიგნის შესახებ. შეეცდებიან\, გაარკვიონ\, რას ‘ეუბნება’ „ზანდუკელის საქმე“ თანამედროვე სტუდენტს. ყურადღებას გაამახვილებენ\, რამდენად შეცვლილია ლიტერატურათმცოდნეობის\, როგორც დარგის\, სოციალური დანიშნულება დღეს (საბჭოთა ხანისგან განსხვავებით)\, რატომ არის მნიშვნელოვანი კვლევაში აკადემიური სტანდარტების დაცვა  და რას ნიშნავს თითოეული ჩვენგანისთვის აკადემიური თავისუფლება. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1 \nMeeting ID: 817 2960 8519\nPasscode: 933426 \nდრო: 2 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-mzeqalashanidze100-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mzeqala-2-thebervali-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260202T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260202T130000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260127T074308Z
LAST-MODIFIED:20260130T110922Z
UID:10005924-1770033600-1770037200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ესმა ბერიკიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:2 თებერვალს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სადოქტორო პროგრამის „სოციალური და კულტურული ანთროპოლოგია“ დოქტორანტი ესმა ბერიკიშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს “The City of Eternal Promises – The Affect of Lost Infrastructure and Informal Maritime Economic Practices in the Port City of Poti\, Georgia”. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარიამ დარჩიაშვილი \nთანახელმძღვანელები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე გავაშელიშვილი და ორჰუსის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მარტინ დემანტ ფრედერიკსენი \nთემის სათაური „მარადიული დაპირებების ქალაქი – დაკარგული ინფრასტრუქტურის აფექტი და არაფორმალური საზღვაო ეკონომიკური პრაქტიკები საპორტო ქალაქ ფოთში“ \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 თებერვალი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/27-01-2026-phdesmaberikashvili/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/sadisertatsio-metskhel-akhali-esma.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260201T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260201T223000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260113T075259Z
LAST-MODIFIED:20260113T075259Z
UID:10005910-1769976000-1769985000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“
DESCRIPTION:1 მოქმედებად \nთქვენს წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ\, თუ როგორ დაატარებს დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს წინ და უკან\, მეგობრებსა და ნათესავებში\, მოყვრებსა და მეზობლებში\, რომ როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. \nეს ამბავი\, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილისმომგვრელი\, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ\, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ეს ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს\, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს: სხვების დახმარებაში\, სხვაზე „მითხოვებაში“\, დალხენილი ყოფის ილუზიაში\, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას იწვევს. \nრა უფრო მნიშვნელოვანია\, თავისუფლება\, თუ უზრუნველი ცხოვრება? \nრეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვნონ გზა\, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახის და\, ამავდროულად\, საქართველოს მომავალის გადარჩენას. \nრეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი \nსცენოგრაფია: მარიამ კალატოზიშვილი \nკოსტუმების მხატვარი: სანდრო მარგველაშვილი \nმუსიკალური გაფორმება: ნინო სიხარულიძე \nქორეოგრაფი: დეა აბაკელია \nმუსიკალური კონსულტანტი: ივანე ხაჩიძე \nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nდარისპანი – სლავა ნათენაძე\nმართა – ლილი ხურითი\nპელაგია – მაია ხორნაული\nნატალია – ნინა ყიფშიძე\nკაროჟნა–მაშიკო თვალაბეიშვილი\nოსიკო – თორნიკე კაკულია\n\n  \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2023 წლის 12 აპრილი \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\n  \nდრო: 1 თებერვალი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-01-2026-performance-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260131T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260131T200000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260129T125033Z
LAST-MODIFIED:20260129T125508Z
UID:10005930-1769871600-1769889600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია\, GREVIO-ს მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“
DESCRIPTION:31 იანვარს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევროპული უნივერსიტეტის სამართლის კლინიკების სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგი „სტამბოლის კონვენცია\, GREVIO-ის მანდატი და შშმ ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის საკითხები“. \nმას გაუძღვებიან ადამიანის უფლებების სფეროს ექსპერტები რინე ხერხეულიძე\, გოგა ხატიაშვილი და ლიკა ჯალაღანია. \nტრენინგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმას შშმ ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული ძალადობის პრევენციის საკითხებზე სამართლებრივი ცნობიერების გასაღრმავებლად. \nდღის წესრიგი: \n\n15:00 – 17:00 | სტამბოლის კონვენციის მიმოხილვა: მიზნები\, ძირითადი პრინციპები და სახელმწიფოს ვალდებულებები\n17:00 – 17:30 | სადილი\n17:30 – 18:30 | GREVIO-ის მანდატი და პროცედურები: მონიტორინგის ციკლი\, ანგარიშგების მექანიზმები და სამოქალაქო საზოგადოების როლი\n18:30 – 19:45 | შშმ ქალთა მიმართ ძალადობის ფორმები\, სპეციფიკური ბარიერები და სტერეოტიპები; სექსუალური ძალადობის დეფინიცია და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობა მართლმსაჯულების პროცესში\n19:45 – 20:00 | ტრენინგის შეჯამება\, კითხვა-პასუხი და სერტიფიკატების გადაცემა\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 იანვარი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/29-01-2026-treningi-stambolis-konventsia-grevio/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/treningi-samarthali-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260130T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260130T210000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260123T075822Z
LAST-MODIFIED:20260123T075822Z
UID:10005919-1769799600-1769806800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მზექალა შანიძის შეხვედრა სტუდენტებთან „სადაც ფიქრი თავისუფალია“ – ლექცია და ღია დიალოგი უნივერსიტეტზე\, სამეცნიერო კვლევასა და აკადემიურ თავისუფლებაზე
DESCRIPTION:შეხვედრა ქმნის სივრცეს თავისუფალი აზრისთვის\, კრიტიკული მსჯელობისა და გამოცდილების გაზიარებისათვის – გარემოს\, სადაც კითხვა\, კვლევა და განსხვავებული შეხედულებები ფასდება და წახალისებულია. \nონლაინლექციაზე განხილული იქნება\, როგორ ყალიბდებოდა უნივერსიტეტი\, როგორც ცოდნისა და ინოვაციის ცენტრი\, ასი წლის წინანდელ საქართველოში; რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს აკადემიური სფერო და რატომ არის აკადემიური თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი. \nღია დიალოგის ნაწილი მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას\, ჩაერთონ დისკუსიაში\, დასვან კითხვები და საკუთარი ხედვები გაუზიარონ ერთმანეთს. \nფორმატი: ჰიბრიდული \nონლაინ დასასწრებად გთხოვთ\, იხილეთ ზუმის ბმული: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81729608519?pwd=a1ANgslJjlCnayCQDqSwozTbqzpcDP.1 \nMeeting ID: 817 2960 8519\nPasscode: 933426 \nდრო: 30 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/23-01-2026-mzeqalashanidze100/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mzeqala-NEW2-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260130T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260130T170000
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260122T125003Z
LAST-MODIFIED:20260123T073544Z
UID:10005916-1769785200-1769792400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ეკატერინე ნანიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:30 იანვარს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ეკატერინე ნანიტაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „არგუმენტის სტრუქტურა ქართულ ჟესტურ ენაში“ (Argument Structure in Georgian Sign Language (GESL)). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 30 იანვარი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/22-01-2026-phd-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/doqtorant-ekaterine-nanitashvili-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20260126
DTEND;VALUE=DATE:20260211
DTSTAMP:20260417T203912
CREATED:20260127T082510Z
LAST-MODIFIED:20260127T082510Z
UID:10005925-1769385600-1770767999@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული გაიმართება
DESCRIPTION:26 იანვრიდან 10 თებერვლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეულს. \nსადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია. დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარმოადგენენ კვლევის ანგარიშს დარგობრივი კომისიის წევრების\, აკადემიური პერსონალის\, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე. \nკოლოკვიუმების მიზანია კვლევითი პროცესის სისტემატიზაცია და დოქტორანტებისთვის განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდება როგორც დარგობრივი კომისიისა და ხელმძღვანელების\, ისე  დამსწრე დარგობრივი და მომიჯნავე დისციპლინების პროფესორების\, მკვლევრების\, სტუდენტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ. \nდეტალური ინფორმაცია კოლოკვიუმების განრიგის\, მომხსენებლების\, თემების\, ზუსტი თარიღებისა და ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილში.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/27-01-2026-phdweek/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/01/mets-khel-akhali.png
END:VEVENT
END:VCALENDAR