BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251206T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251206T120000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251201T080746Z
LAST-MODIFIED:20251201T081105Z
UID:10005876-1765015200-1765022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია. \nკონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები\, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია. \nსაქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის (AGB) მიზანია საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით კვლევების განვითარება. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მედიცინაში\, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიზნით. \nსაქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია დაარსდა 2002 წელს. 2003 წელს გახდა FEBS-ის ასოცირებული წევრი\, ხოლო 2015 წელს – FEBS-ის საზოგადოების სრული წევრი (agb.org.ge). \nპროგრამა იხილეთ ბმულზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 დეკემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-12-2025-conference/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/saqarthvelos-bioqimikostha-asotsiatsiis-VII-konpherentsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T200000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251128T142500Z
LAST-MODIFIED:20251128T142500Z
UID:10005874-1764961200-1764964800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება შვეიცარიელი ლანდშაფტის არქიტექტორის\, ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“. \nმომხსენებელი განიხილავს ბაზელში დაარსებული სახელოსნოს\, ბრიუმის (BRYUM)\, პროექტებს და ღია სივრცეებზე დაფუძნებულ ურბანული დაგეგმარების მიდგომებს\, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობასა და გარემოს აუმჯობესებენ. \nდისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე სივრცეებისთვის“ საჯარო პროგრამის ნაწილია. ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-7 დეკემბერს გაიმართება. მისი მიზანია ურბანული მწვანე სივრცეების მოწყობისას მდგრადი გადაწყვეტებისა და თანამონაწილეობითი პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. \nმომხსენებლის შესახებ \nლანდშაფტის არქიტექტორი ლუდგერ კრაბე  2015 წლიდან კომპანია ბრიუმის (BRYUM) აღმასრულებელი მენეჯმენტის წევრია. აქვს გერმანიასა და შვეიცარიაში საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ასევე არის ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (FHNW University of Applied Sciences and Arts Northwestern Switzerland) მოწვეული ლექტორი. მისი სასწავლო კურსი მოიცავს კლიმატზე მორგებული და გაგრილებაზე ორიენტირებული ურბანული სივრცეების საკითხებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-lecture-2/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-4.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T200000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251128T141031Z
LAST-MODIFIED:20251201T110838Z
UID:10005872-1764961200-1764964800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“. \nდღეს კლიმატის ცვლილება სამყაროს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. დედამიწაზე სწრაფად მზარდი ტემპერატურის გამო მოსალოდნელია ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობები\, გვალვები\, ტყის ხანძრები და ა.შ.) გახშირება და ინტენსივობის ზრდა. ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს\, ჯანმრთელობას\, საარსებო რესურსებზე წვდომას\, იწვევს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ზარალს. ქვეყნები და ქალაქები ცდილობენ\, შეიმუშაონ მიდგომები და სტრატეგიები კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების\, მათთან ეფექტურად გამკლავებისა და ადაპტაციის მიზნით. ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურას ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. საჯარო დისკუსიაზე გარემოს დაცვის სპეციალისტები კახა ბახტაძე და სალომე დვალი\, ასევე ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელი ისაუბრებს\, რა სურათია საქართველოში და როგორია ურბანულ და არქიტექტურულ სფეროებში დაგროვებული გამოცდილება. \n\n\nდისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე სივრცეებისთვის“ საჯარო პროგრამის ნაწილია. ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-7 დეკემბერს გაიმართება. მისი მიზანია ურბანული მწვანე სივრცეების მოწყობისას მდგრადი გადაწყვეტებისა და თანამონაწილეობითი პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავება. \nღონისძიების მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.  \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-publicdiscussion/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-3.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T160000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251125T130306Z
LAST-MODIFIED:20251125T130306Z
UID:10005870-1764946800-1764950400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ დალი კეკელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დალი კეკელიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბავშვებში ტყვიით მოწამვლის რისკფაქტორები და პრევენცია საქართველოში“ (Risk factors and prevention of children’s poisoning with lead in Georgia). \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ კალანდაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-11-2025-thesisdefense/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/doqtorant-dali-kekelidzis-sadisertatsio-nashromis-datsva-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251204T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251204T200000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251117T130108Z
LAST-MODIFIED:20251120T075320Z
UID:10005861-1764874800-1764878400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“
DESCRIPTION:4 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“. \nღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში\, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს\, სტუდენტებს\, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. \nმომხსენებლები განიხილავენ საქართველოს ვალდებულებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით (სტამბოლის კონვენცია\, 2011) და გაეროს კონვენციით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW\, 1979)\, იმსჯელებენ ანტიგენდერულ ნარატივებსა და წინააღმდეგობის სტრატეგიებზე\, გენდერული სამართლიანობისა და აკადემიური თავისუფლების მხარდასაჭერად. \n2025 წელს\, როცა გენდერული თანასწორობა პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დგას\, კამპანიის გზავნილი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ დისკურსსა და განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს შორის კავშირი ნათელია – როცა უნივერსიტეტების ავტონომია ირღვევა\, გენდერული თანასწორობაც საფრთხეშია. \nმომხსენებლები: თამარ დეკანოსიძე\, იურისტი; გოგა ხატიაშვილი\, იურისტი; მარი მესხი და თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორები \nმოდერატორი – ნიკა გურინი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 4 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-11-2025-discussion/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T190000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251125T075435Z
LAST-MODIFIED:20251201T072559Z
UID:10005868-1764698400-1764702000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჩემი სოციალისტური სახლი“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია  (ცენტრი) ახორციელებს პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“\, რომელიც\, ერთი მხრივ\, შეისწავლის საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესს მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე\, მეორე მხრივ\, საბინაო მშენებლობის არქიტექტურულ მახასიათებლებსა და თავისებურებებს. \n2 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, პროექტის ფარგლებში ონლაინ გაიმართება მესამე სემინარი. \nპირველ ნაწილში (18:00-19:00)  ნაჩვენები იქნება ფილმი „ჩემი სოციალისტური სახლი“ ( იულია სტატიკა და ადრიან ქატუ\, 2021)\, შემდეგ გაიმართება (19:00-19:40) დისკუსია ფილმის ერთ-ერთ ავტორთან\, იულია სტატიკასთან. \nფილმი გვიყვება ბუქარესტში\, სოციალისტურ საცხოვრებელ ბლოკში მცხოვრები ხუთი ქალის გამოცდილებაზე და მათ მოგონებებს კომუნისტური ეპოქის დროინდელ რუმინეთში. ფილმი იკვლევს ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის (1965-1989) დროს ინიცირებული ორი მნიშვნელოვანი რეფორმის ისტორიულ მნიშვნელობასა და აქტუალობას. ერთი მიზნად ისახავდა დემოგრაფიულ ზრდას რეპროდუქციის კონტროლით\, ხოლო მეორე – უპრეცედენტო მასობრივი საცხოვრებელი კონსტრუქციების ნგრევას. მიუხედავად იმისა\, რომ ფილმი გადაღებულია თანამედროვე პოსტსოციალისტურ კონტექსტში\, ამ ისტორიულ რეფორმებს განიხილავს ფილმის მონაწილეთა ყოველდღიურობისა და მათი ისტორიების საშუალებით. ამით ავტორი ნათლად აჩვენებს წინააღმდეგობებს\, ნიუანსებსა და კომუნიზმის ეპოქაში ცხოვრების გენდერულ ბუნებას\, განსაკუთრებით კი არქიტექტურის პრიზმულ როლს სოციალიზმის ფორმირებასა და მის შემდგომ ცხოვრებაში. ფილმის ანონსის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=PZCoJsE98FE \nიულია სტატიკა მელონის სტიპენდიატი დემოკრატიისა და ლანდშაფტის მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტის დუმბარტონ ოქსის ინსტიტუტში\, ვაშინგტონში და შეფილდის უნივერსიტეტის\, არქიტექტურისა და ლანდშაფტის სკოლის ლექტორია (დიდი ბრიტანეთი). დისერტაციის დაცვის შემდეგ  კვლევა განაგრძო ბარტლეტის არქიტექტურის სკოლასა (UCL) და კორნელის უნივერსიტეტში (პოსტდოქტორანტის პოზიციაზე). \nმისი კვლევის თემაა აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური ეპოქის პერიოდში აშენებული გარემოს მემკვიდრეობის\, განსაკუთრებით მასობრივი საცხოვრებელი უბნებისა და ამ სივრცეების გენდერული გამოცდილების შესწავლა.  სწავლობს შინაურობის\, ინფრასტრუქტურისა და ფემინიზებული მიგრაციის გამოცდილებას ცივი ომისა და იმპერიული ისტორიების ფართო კონტექსტში\, ასევე მათ გავლენას თანამედროვე პოსტსოციალისტურ პრაქტიკზე. ავტორია წიგნისა Urban Phantasmagorias: Domesticity\, Production\, and the Politics of Modernity in Communist Bucharest. \nდრო: 2 დეკემბერი\, 18:00 საათი \nფორმატი: ონლაინ \nზუმის ბმული  https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81858419018?pwd=5cb94xRfq6CON5tmnlUovzX6MXa2v8.1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-11-2025-movie/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251202T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251128T100632Z
LAST-MODIFIED:20251128T100632Z
UID:10005871-1764689400-1764694800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ რონ ჰარისონის საჯარო ლექცია „მწერები ურბანულ გარემოში“
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, 15:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ორკინი საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დოქტორი რონ ჰარისონი\, სერტიფიცირებული ენტომოლოგი\, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი\, წაიკითხავს ლექციას „მწერები ურბანულ გარემოში“. \nრონ ჰარისონს ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში. მერსერის უნივერსიტეტის მიწვეული და დამსახურებული პროფესორია. მონაწილეობს ბიოლოგიური კონტროლის  კვლევით პროგრამებში ინგლისსა და ფლორიდაში. 1998 წლიდან მუშაობს „ორკინის“ გუნდში. აკადემიური და ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ატარებს ტრენინგებს მავნებელთა ბიოლოგიის\, ქცევებისა და კონტროლის მეთოდების შესახებ. \n„ორკინი საქართველოს“ შესახებ \n„ორკინი საქართველო“ ამერიკული Orkin LLC-ის ლიცენზირებული ფრენჩაიზი და გლობალური ბრენდის ნაწილია. კომპანია 2016 წლიდან  ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას (დერატიზაცია\, დეზინსექცია\, დეზინფექცია). Orkin-ის საერთაშორისო ქსელი 1901 წლიდან ოპერირებს და დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 დეკემბერი\, 15:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-lecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/mtserebi-akhali-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251128T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251128T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251104T082406Z
LAST-MODIFIED:20251104T082406Z
UID:10005846-1764345600-1764349200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ვორკშოპი „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“
DESCRIPTION:28 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო ვორკშოპს „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“. \nვორკშოპის მიზანია ქართულსა და ევროპულ ლიტერატურაში 1850 წლიდან დღემდე ებრაული თემის რეპრეზენტაციის საკითხებზე მსჯელობა.\n​​ტრანსნაციონალურ და ინტერმედიალურ პერსპექტივებზე დაყრდნობით განხილული იქნება მხატვრული\, ლიტერატურული\, კინოხელოვნებისა და მუსიკალური მაგალითები მე-19 საუკუნეში წარმოქმნილი პოლიტიკურ-რასისტული ანტისემიტიზმის კონტექსტში. განიხილება დრეიფუსის საქმე და  მასზე გამოხმაურება დასავლეთ\, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში\, ფაშისტური რეჟიმებისა და ნაციზმის აღმოცენება\, ჰოლოკოსტის შედეგად გამოწვეული რღვევა\, ასევე საბჭოთა სტალინური რეჟიმის სახელმწიფო ანტისემიტიზმი. \nერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილება\, თუ ლიტერატურა გამოხატვის მრავალმხრივი ფორმებით როგორ ეხმაურება ებრაულობის რეპრეზენტაციას სხვადასხვა ნაციონალურ და სოციალურ კონტექსტში\, რაც სვამს საკითხს მწერლობისა და\, ზოგადად\, წერის შესაძლებლობისა\, უპასუხოს ანტისემიტიზმის აღზევებას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე\, მათ შორის ჩვენს თანამედროვე სამყაროში. \nვორკშოპი მიზნად ისახავს დღემდე ნაკლებად განხილული საკითხების ხელახლა გააზრებას\, მაგალითად „პატარა“/„პერიფერიული“ ლიტერატურების და/ან მივიწყებული/უცნობი ავტორების პერსპექტივა. \nსაკვლევი თემები: \n\nებრაული თემა ლიტერატურის ისტორიაში: ნაციონალური და ტრანსნაციონალური კონტექსტების მიმოხილვა;\nადამიანის სხეული მარგინალიზებულ სივრცეში;\nგანდევნის/გარიყვის სივრცეები;\nებრაულობის რეპრეზენტაცია ინტერმედიალური პერსპექტივით;\nსაერთო სივრცეებში კოჰაბიტაცია;\nმარგინალიზაციის და გარიყვის ალტერნატიული ფორმების განხილვა (მაგ. რასისტული\, სოციალური\, გენდერზე დამყარებული) და მათი ლიტერატურული თუ მხატვრული გამოვლინება.\n\nგანაცხადის წარდგენის ვადა: ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 20 ნოემბრამდე. განაცხადი უნდა შეიცავდეს მოხსენების სათაურს\, აბსტრაქტს (250 სიტყვა) და მოკლე ბიოგრაფიას (250 სიტყვა) და წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე (ინგლისურ ან ფრანგულ და ქართულ ენებზე) ელექტრონულ მისამართებზე: tina_mamatsashvili@iliauni.edu.ge; bela_tsipuria@iliauni.edu.ge \nსაორგანიზაციო კომიტეტი: \nათინათი მამაცაშვილი\, ბელა წიფურია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) არვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული და ინტერმედიალური კვლევების ცენტრი) \nსამეცნიერო კომიტეტი: \nმზაღო დოხტურიშვილი\, ათინათ მამაცაშვილი\, ნინო ფირცხალავა\, ბელა წიფურია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nარვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული და ინტერმედიალური კვლევების ცენტრი) \nფორმატი: ჰიბრიდული \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 28 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-vorkshopi-ebrauli-thema-qarthul-da-evropul-literaturashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-baneri-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251126T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251126T200000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251113T124711Z
LAST-MODIFIED:20251113T132619Z
UID:10005856-1764183600-1764187200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრიც ჰაინრიხის საჯარო ლექცია „რელიგიური ქვები – რელიგიის მატერიალური რეპრეზენტაცია ყოველდღიურობაში“
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის შეხვედრების ოთახში F303\,  რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ფრიც ჰაინრიხი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რელიგიური ქვები – რელიგიის მატერიალური რეპრეზენტაცია ყოველდღიურობაში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს რელიგიური ქვების მნიშვნელობაზე ყოველდღიურობასა და რელიგიათა ისტორიაში. \nმუსიკალურმა როკ-ჯგუფმა The Rolling Stones და ბობ დილანმა თავისი სიმღერით “Like a Rolling Stone” „მატერიალური რელიგიისა“ და „რელიგიის ესთეტიკის“  პერსპექტივების დაკავშირებას ჩაუყარეს საფუძველი. სხვადასხვა ზომის\, ფორმისა და ღირებულების ქვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო რელიგიებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 26 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 შეხვედრების ოთახი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-13-2025-lecutre/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/phrits-hainrikhis-sajaro-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251125T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251125T150000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251121T125624Z
LAST-MODIFIED:20251121T130117Z
UID:10005865-1764068400-1764082800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. \nაქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი\, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ\, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ\, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. \nსისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე\, თუ: \n\nთქვენი წონა 50 კგ და მეტია;\nარ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები – B და C;\nსიფილისი\, ტუბერკულოზი;\nარ ხართ ინფიცირებული აივინფექციით;\nარ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;\nარ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;\nარ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია\, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;\nარ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;\nარ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;\nბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო\, კატარი\, სხვა გრიპოზული მოვლენები.\n\nმათ\, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში\, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები: \n\nჯგუფი\, რეზუსი\, ფენოტიპი\nB და C ჰეპატიტი\, სიფილისი\, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი\n\nადამიანმა\, ვინც დონორობას აპირებს\, უნდა იცოდეს შემდეგი: \n\nსისხლის დონაცია იოლი\, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;\nსისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;\nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;\nსისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;\nსისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;\nსისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;\nთან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი.\n\nდრო: 25 ნოემბერი\, 11:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: \n\nილიაუნის A კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 (ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი)\nილიაუნის T კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (სისხლის ბანკი „სიცოცხლე“)\n\n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/21-11-2025-blood/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/donatsia_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251125T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251125T120000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251114T115117Z
LAST-MODIFIED:20251117T104243Z
UID:10005858-1764066600-1764072000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა“
DESCRIPTION:25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და კორეა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობა“. \nკონფერენციის მიზანია საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესწავლა და კორეასა და საქართველოს შორის სამრეწველო თანამშრომლობის პერსპექტიული სფეროების იდენტიფიცირება. \nღონისძიება აერთიანებს აკადემიურ წრეებს\, სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. მონაწილეები განიხილავენ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების სტრატეგიებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს. \nდღის წესრიგი იხილეთ თანდართულ ბმულში. \nდრო: 25 ნოემბერი\, 10:30-12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-11-2025-conference/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/koreis-konpherentsia-NEW1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251122T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251122T160000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251114T072700Z
LAST-MODIFIED:20251114T080816Z
UID:10005857-1763823600-1763827200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:WordPress თბილისი Meetup – ღია კოდის მომავალი საქართველოში
DESCRIPTION:22 ნოემბერს\, 15:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პირველად გაიმართება WordPress თბილისი Meetup\, რომელიც მიზნად ისახავს WordPress-ის\, ღია კოდის კულტურის\, ციფრული განათლებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას საქართველოში. \nღონისძიება გააერთიანებს დეველოპერებს\, დიზაინერებს\, სტუდენტებსა და სააგენტოების წარმომადგენლებს – ადამიანებს\, რომლებიც ყოველდღიურად ქმნიან ქვეყნის ციფრულ გარემოს. \nWordPress თბილისი Meetup არის ღია\, ინკლუზიური პლატფორმა\, რომლის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და იძენენ ცოდნას. მისი მთავარი ამოცანაა ციფრული უნარების გაძლიერება\, თანამედროვე ვებტექნოლოგიების პოპულარიზაცია და WordPress-ის გლობალურ ეკოსისტემაში საქართველოს ადგილის განმტკიცება. \nღონისძიება ტარდება საერთაშორისო WordPress Foundation-ის სტანდარტებით\, რაც გულისხმობს მონაწილეებისთვის უსაფრთხო\, მეგობრული და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას. \nღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \nგთხოვთ\, მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია: https://shorturl.at/arTuW \nმონაწილეობით ან პარტნიორობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ორგანიზატორებს დაუკავშირდნენ მისამართზე: wptbilisimeetup@gmail.com \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 ნოემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-11-2025-meetup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/Tbilisi-Meetup-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251121T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251121T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251031T083204Z
LAST-MODIFIED:20251031T083204Z
UID:10005843-1763740800-1763744400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგები – საჯარო ლექციები
DESCRIPTION:21 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქ. თბილისის უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის ინტერდისციპლინარული კვლევა და დოკუმენტირება“ [FR-23-6740] ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები. \nპროექტის მონაწილეები კვლევის შუალედური შედეგების შესახებ წაიკითხავენ მოხსენებებს: \n„ფოტოგრამეტრიის მეთოდის გამოყენება დიმიტრი უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობის დოკუმენტირებისთვის“\nმომხსენებელი გიორგი ფარცხალაძე \n„XIX ს-ის II ნახევრის თბილისის მარცხენა სანაპიროს განაშენიანების ისტორიისთვის (დ. უზნაძის ქუჩის მაგალითზე)“\nმომხსენებელი თათია ღვინერია \n„იმპერიული ნარატივები და მათი ტრანსფორმაცია ურბანულ მეხსიერებაში (დ. უზნაძის ქუჩის მონუმენტური ქანდაკებების მაგალითზე)“\nმომხსენებელი ეკა კიკნაძე \n„არქიტექტურა და იდეოლოგია: დ. უზნაძის ქუჩის 1930-1950-იანი წლების მემკვიდრეობა“\nმომხსენებელი დავით ნიორაძე \n„დიმიტრი უზნაძის ქუჩის საზოგადოებრივი შენობების არქიტექტურა“\nმომხსენებელი თამთა შონვაძე \n„დ. უზნაძის ქუჩის ისტორიული შენობების კედლის მხატვრობისა და დეკორატიული ელემენტების კვლევა-დოკუმენტირებების შედეგები“\nმომხსენებლები: გვანცა ფოცხიშვილი\, ნუცა პაპიაშვილი \nსამუშაო ენა: ქართული\nდრო: 21 ნოემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/uznadzis-quchis-arqiteqturuli-memkvidreoba-shualeduri-kvlevis-shedegebi-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/akhali-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251121T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251122T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251121T075852Z
LAST-MODIFIED:20251121T075934Z
UID:10005863-1763712000-1763830800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“
DESCRIPTION:20-21 ნოემბერს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში\, ოვიდიუსის უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე (3): ნანგრევები (ანტიკური და თანამედროვე) და მობილობა“. \nკონფერენცია  შავი ზღვის ლიტერატურისა და კულტურის მკვლევართა შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ქსელის მორიგი ღონისძიებაა. \nკონფერენციის თანაორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი. \nპირველი საერთაშორისო კონფერენცია „შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ 2018 წლის ნოემბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კვლევითი ცენტრის „რომანული ურთიერთგაგება\, ინტერკულტურული დიალოგი“ და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით. \nკონფერენციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს წარმოადგენენ უნივერსიტეტის ლიტერატურის\, რომანისტიკის\, ეთნოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები: მზაღო დოხტურიშვილი\, ბელა წიფურია (კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრები)\, ნინო აბაკელია\, ცირა კილანავა\, სალომე ლაფაჩიშვილი. \nმათი მოხსენებები ეხება ქართული ლიტერატურული გამოცდილების მიმართებას შავი ზღვის ლიტერატურულ-კულტურულ სივრცესთან. \nიხ. პროგრამა.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/21-11-2025-internationalconference/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/tsiphurias-konpherentsia-NEW1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251119T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251119T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251119T133156Z
LAST-MODIFIED:20251119T133156Z
UID:10005862-1763539200-1763571600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო პროგრამა – გასვლითი შეხვედრა ყვარელში და ღია ლექცია
DESCRIPTION:22 ნოემბერს ილიასადმი მიძღვნილი საიუბილეო პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისთვის გაიმართება გასვლითი შეხვედრა ყვარელში\, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. \nღია ლექციას „ილია და ევროპა“ წაიკითხავენ: გიგა ზედანია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, უმაღლესი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი; სანდრო გუდიაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამის სტუდენტი. \nდასასრულს სტუმრებისთვის გაიმართება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტური. \nმონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3LKe6WS \nღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია პირველ 100 დარეგისტრირებულ სტუდენტს. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა:  20 ნოემბრის 12:00 საათამდე \nმონაწილეობა უფასოა. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტითა და კვებით. \nდეტალურ ინფორმაციას შეხვედრის შესახებ მიიღებენ დარეგისტრირებული სტუდენტები. \nდრო: 22 ნოემბერი შაბათი\, 10:00 (თბილისიდან გასვლის დრო) \nადგილმდებარეობა: ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (ყვარელი)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/19-11-2025-openevent/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251114T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251114T140000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251112T061532Z
LAST-MODIFIED:20251112T061725Z
UID:10005851-1763125200-1763128800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“
DESCRIPTION:14 ნოემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება პროექტის „HERI – უმაღლესი განათლება\, კვლევა და ინოვაცია“ შემაჯამებელი კონფერენცია „უმაღლესი განათლების ცვალებადი პოლიტიკა: უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავალი საქართველოში“. \nღონისძიების მიზანია დამსწრე საზოგადოებისთვის პროექტის შედეგების წარდგენა და\, დაანონსებული რეფორმის კონტექსტში\, საქართველოში უმაღლესი განათლებისა და კვლევის მომავლზე მსჯელობა. \nპროექტი დააფინანსა საქართველოს განათლების\, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ „ინოვაციის\, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო  I2Q (IBRD)-ის“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. \nსამუშაო ენა: ქართული\nდრო: 14 ნოემბერი\, 13:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-umaghlesi-ganathlebis-tsvalebadi-politika-umaghlesi-ganathlebisa-da-kvlevis-momavali-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/baneri.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251111T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251111T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251112T062925Z
LAST-MODIFIED:20251112T062925Z
UID:10005855-1762876800-1762880400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტის Level Up მეხუთე ლექცია „საკუთარი თავის წარმოჩენა და პროფესიული თვითანალიზი“
DESCRIPTION:11 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება კარიერული განვითარების პროექტის Level Up მეხუთე (დასკვნითი) ლექცია. \nშეხვედრის თემებია:\nსაკუთარი თავის წარმოჩენა და პროფესიული თვითანალიზი. \nლექციის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს პროფესიული უნარებისა და ძლიერი მხარეების უკეთ გააზრებაში.\nმომხსენებლები ისაუბრებენ\, როგორ შეიძლება საკუთარი თავის შეფასებისა და თვითანალიზის უნარების განვითარება თანამედროვე შრომით ბაზარზე წარმატებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს ეფექტურ კომუნიკაციას კარიერული წინსვლისთვის. \nლექციას წაიკითხავენ საქართველოს ბანკის HR სპეციალისტები მედეა მუქერია და მარიამ მიქავა. \nსამუშაო ენა: ქართული\nდრო: 11 ნოემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqtis-level-up-mekhuthe-leqtsia-sakuthari-thavis-tsarmochena-da-prophesiuli-thvithanalizi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/web-akhali-baneri-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251111T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251111T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251103T095321Z
LAST-MODIFIED:20251103T095321Z
UID:10005845-1762876800-1762880400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“
DESCRIPTION:11 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით  გაიმართება სემინარი და დისკუსია „საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების მეთოდოლოგიური გამოწვევები და პოლიტიკის შედეგები“. \nშეხვედრის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე პროფესიული დისკუსიის გაღრმავება ამ სფეროში მეტი მეთოდოლოგიური სიცხადის ჩამოსაყალიბებლად\, ენერგეტიკული პოლიტიკის ხარისხის გასაუმჯობესებლად  და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. \nმონაწილეები განიხილავენ ენერგეტიკული  უსაფრთხოების მიმდინარე დისკურსის მდგომარეობას და გავლენას რეალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე\, ასევე მისი გაუმჯობესების შესაძლებლობებს. \nდასწრება შეუძლიათ პროფესიული\, აკადემიური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. \nმთავარი მომხსენებელი –  მურმან მარგველაშვილი. \nფორმატი: ჰიბრიდული (შეხვედრის ბმული და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება). \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-da-diskusia-saqarthvelos-energetikuli-usaphrthkhoebis-methodologiuri-gamotsvevebi-da-politikis-shedegebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251109T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20250712T072309Z
LAST-MODIFIED:20251205T172036Z
UID:10005778-1762689600-1764694800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექნოლოგიური ფორუმი 2025
DESCRIPTION:ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტების ქეფსთოუნ პროექტების პრეზენტაციები\nტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი\nტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე \n12 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ორგანიზებით გაიმართება ტექნოლოგიური ფორუმი 2025. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტების ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები\, ტექნოლოგიური სფეროს  დასაქმების ფორუმი და საერთაშორისოდ აკრედიტებული და აკრედიტაციის მაძიებელი საბაკალავრო პროგრამების ღია კარის დღე. \nილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის შესახებ \nტექნოლოგიის სკოლა აერთიანებს ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო\, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. მათ შორის კომპიუტერული მეცნიერების\, კომპიუტერული ინჟინერიის\,  ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მჭიდროდ უკავშირდება ინდუსტრიის პრაქტიკულ მოთხოვნებს. \nკომპიუტერული ინჟინერიის (საერთაშორისო) პროგრამას უკვე მიენიჭა ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) აკრედიტაცია. ამჟამად აკრედიტაციისთვის მზადების პროცესშია კომპიუტერული მეცნიერების\, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის და სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამები. \nტექნოლოგიური ფორუმის ღონისძიებები \n12:00 – 14:00 | დამამთავრებელი კურსის სტუდენტთა ქეფსთოუნ (სადიპლომო) პროექტების პრეზენტაციები; \n14:00 – 17:00 | ტექნოლოგიური სფეროს დასაქმების ფორუმი – ინდუსტრიული ორგანიზაციების სტენდები\, შეხვედრები სტუდენტებთან სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე; \nდასაქმების ფორუმზე კომპანიის წარდგენისა და მონაწილეობისთვის გთხოვთ\, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/fIqA0 (რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივლისი) \n15:00 – 17:00 | ტექნოლოგიური პროგრამების ღია კარის დღე – საინფორმაციო სესია აბიტურიენტებისთვის ტექნოლოგიური მიმართულებების საბაკალავრო პროგრამების უკეთ გასაცნობად. \nღონისძიებაზე აკადემიური და პრაქტიკული კომპონენტები გაერთიანდება სტუდენტთა პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშესაწყობად. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 ივლისი\, 12:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: Radisson Blu Iveria\,  ვარდების მოედანი N1 \nპროგრამა იხილეთ ბმულზე: https://iliauni.edu.ge/uploads/other/88/88376.pdf \n2025 \n\n\n\n\n\n\n\n\nბანერები
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqnologiuri-phorumi-2025/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251108T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251108T160000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251104T101634Z
LAST-MODIFIED:20251104T102203Z
UID:10005850-1762614000-1762617600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „ომი\, ომამდე\, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ორგანიზებით გაიმართება წიგნის „ომი\, ომამდე\, ომის შემდგომ“ პრეზენტაცია. \nკრებულში თავმოყრილია 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების ზეპირი ისტორიები ომამდე ცხოვრების\, ომის პერიოდისა და გადასახლების შესახებ. \nწიგნი აერთიანებს როგორც პირად ისტორიებს\, ოჯახისა და სოფლის ცხოვრების ამბებსა და ისტორიულ ფაქტებს\, ასევე ადამიანთა ფსიქოლოგიურ ტრავმებს\, ტრავმასთან გამკლავებისა და გადარჩენის მაგალითებს. \nზეპირი ისტორიები შეგროვდა  და გამოიცა პროექტის  „SOLATIUM-ი: სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის“ ფარგლებში. მისი მიზანია მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონში 2008 წლის ომით დაზარალებული მოსახლეობის  ფსიქიკური ჯანმრთელობის\, სამედიცინო და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება.\nპროექტი ფინანსდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (International Criminal Court) და მასთან არსებული დაზარალებულთა ნდობის ფონდის (Trust Fund for Victims) მხარდაჭერით. \nწიგნის პრეზენტაციის თარიღი ემთხვევა სტრესის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეულს. ამასთან დაკავშირებით შეხვედრის ბოლოს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრესთან გამკლავებისა და მედეგობის მნიშვნელობას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 ნოემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \nდღის განრიგი: \n\n15:00-15:10  საათი – გახსნა და მისალმება\n15:10-15:25  საათი – ომის ტრავმა და დევნილობა – ზეგავლენა ფსიქიკურ კეთილდღეობაზე: ნინო მახაშვილი\, ილიაუნის პროფესორი\, გიფ-თბილისის დირექტორი\n15:25-15:40  საათი – სოლაციუმის პროექტის საქმიანობა; დევნილთა ისტორიების წიგნის პრეზენტაცია –  სოლაციუმის გუნდის წევრები\n15:40-15:55  საათი – სტრესი და მედეგობა – გიფ-თბილისის ფსიქოლოგები ანა ჯანიკაშვილი და ანა პაპავა\n15:55:16:10 საათი  – დისკუსია\n\n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-omi-omamde-omis-shemdgom-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/tsignis-omi-omamde-omis-shemdgom-prezentatsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251108T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251108T150000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251112T062730Z
LAST-MODIFIED:20251112T062730Z
UID:10005854-1762610400-1762614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:8 ნოემბერი - ილიას დაბადების დღე
DESCRIPTION:8 ნოემბერს\,14:00 საათზე\, ერთად აღვნიშნოთ ილიას დაბადების დღე და საზეიმოდ გავხსნათ „ილიას თვე“ – ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლი.\nგელით თბილი და მყუდრო გარემო\, სადაც გიმასპინძლებთ ცხელი სასმელებითა და ტკბილეულით. ასევე მოწყობილი იქნება თემატური ფოტოზონები. \nპროგრამა \nპროფესორ ნინო დობორჯგინიძის ღია ლექცია „ილია და უნივერსიტეტის იდეა“. \nილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემების და გაზეთების – „დროება“ და „ივერია“ – გამოფენა. \nშევხვდეთ ილიას ძეგლთან და ერთად დავიწყოთ ილიას თვის აღნიშვნა! \nდრო: 8 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/8-noemberi-ilias-dabadebis-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251108T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251108T150000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251112T062318Z
LAST-MODIFIED:20251112T062410Z
UID:10005852-1762610400-1762614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ილია და უნივერსიტეტის იდეა“ – პროფესორ ნინო დობორჯგინიძის ღია ლექცია
DESCRIPTION:ილიას თვე – ღონისძიების გახსნა \n8 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროგრამას ნინო დობორჯგინიძის ღია ლექციით „ილია და უნივერსიტეტის იდეა“. \nლექცია გაიმართება ილიაუნის E კორპუსის ეზოში\, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან. \nსაიუბილეო პროგრამით დაგეგმილი საგანმანათლებლო ლექციებისა და სტუდენტური ინიციატივების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად განთავსება ილიაუნის ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში. \nდრო: 8 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელწმიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilia-da-universitetis-idea-prophesor-nino-doborjginidzis-ghia-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-baneri-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251107T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251107T193000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251112T062525Z
LAST-MODIFIED:20251112T062614Z
UID:10005853-1762540200-1762543800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნივერსიტეტების მომავალი - დისკუსია დაანონსებული ცვლილებების შესახებ
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში საუნივერსიტეტო საზოგადოება გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე „უნივერსიტეტების მომავალი”. დისკუსია შეეხება დაანონსებულ ცვლილებებს. \nმომხსენებლები: \n\nვატო ლეჟავა (რექტორი\, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტი)\nკოკა თოფურია (რექტორი\, საქართველოს უნივერსიტეტი)\nნინო დობორჯგინიძე (რექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nეკა აკობია (პროფესორი\, მართვის სკოლის დეკანი\, კავკასიის უნივერსიტეტი)\nმარინე ჩიტაშვილი (პროფესორი\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nგიგა ზედანია (პროფესორი\, უმაღლესი კვლევების ცენტრის დირექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nიაგო კაჭკაჭიშვილი (პროფესორი\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nნანა შარიქაძე (პროფესორი\, კავკასიის უნივერსიტეტი)\nსიკო ჯანაშია (პროფესორი\, კავკასიის უნივერსიტეტი)\nანი კლდიაშვილი (პროფესორი\, თბილისის სამხატვრო აკადემია)\nთინა გელაშვილი (პროფესორი\, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nნინო ჟვანია (პროფესორი\, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია)\nთამთა ხალვაში (პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მოძრაობა “ქართული განათლება საფრთხეშია”)\nბელა მოსია (პროფესორი\, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი\, ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nდიმიტრი გეგენავა (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პრორექტორი)\nელენე გოცაძე (GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი)\nლელა ოჩიაური (პროფესორი\, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი)\n\nდრო: 7 ნოემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზი\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nფორმატი: ჰიბრიდული \nდისტანციურად დასასწრებად\, გთხოვთ\, გამოიყენოთ ბმული:\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84234880532…\nMeeting ID: 842 3488 0532\nPasscode: 315320 \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/universitetebis-momavali-diskusia-daanonsebuli-tsvlilebebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251107T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251107T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251104T082720Z
LAST-MODIFIED:20251104T082720Z
UID:10005848-1762531200-1762534800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ედით სეპის საჯარო ლექცია „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ესტონეთის საელჩოს თანამშრომლობით ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი ედით სეპი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ესტონური კინოს ისტორია – მოკლე მიმოხილვა“. \nედით სეპი  ისაუბრებს ესტონური კინოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდზე\, გაიხსენებს  ყველაზე მნიშვნელოვან სახელებს\, აჩვენებს ნაწყვეტებს ცნობილი ფილმებიდან და უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. \nედით სეპი კინოინდუსტრიაში 1980-იანი წლებიდან მუშაობდა რეჟისორად\, რეჟისორის ასისტენტად და პროდიუსერად. 2013 წლიდან დღემდე ესტონეთის კინოინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ესტონეთის წარმომადგენელია Eurimages-ში\, ასევე ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიისა და Creative Europe-ს კულტურული საბჭოს წევრი. 2020 წლიდან დღემდე არის ევროპის კინოს აკადემიის წევრი. მისი პროფესიული ამოცანებია: ესტონური კინოს პოპულარიზაცია და საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება\, საერთაშორისო კინოინსტიტუტების სტრატეგიული განვითარება და მენეჯმენტი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/edith-sepis-sajaro-leqtsia-estonuri-kinos-istoria-mokle-mimokhilva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-baneri-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251105T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251105T160000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251104T101332Z
LAST-MODIFIED:20251104T101408Z
UID:10005849-1762347600-1762358400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ბესიკ კანკიას საჯარო ლექციები თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“
DESCRIPTION:5-6 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით\, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია წაიკითხავს საჯარო ლექციებს თემაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობა და სიცოცხლის დასაწყისი“. \nმომხსენებელი განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის\, შენონის\, არხს\, ისაუბრებს ამ ინფორმაციის გადამამუშავებელ მანქანებზე\, ასევე სიცოცხლის პირველი მანქანის\, რიბოსომის\, შექმნის პროცესზე. \nპროფესორი ბესიკ კანკია პირველ ლექციაზე „ბიოლოგიური ინფორმაციის საფუძველი“ განიხილავს ბიოლოგიური ინფორმაციის წარმოშობას და მეორეზე  „RNA და G4 სამყაროების პირდაპირი შედარება“ სიცოცხლის წარმოშობის კონკრეტულ სცენარს. \nლექციები საინტერესო იქნება როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის\, მკვლევრებისთვის და პროფესორ-მასწავლებლებისთვის\, ასევე მომიჯნავე დარგების წარმომადგენლებისთვისაც. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 ნოემბერი\, 13:00 საათი\, 6 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-besik-kankias-sajaro-leqtsiebi-themaze-biologiuri-inphormatsiis-tsarmoshoba-da-sitsotskhlis-dasatsqhisi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251104T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251104T170000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251031T125352Z
LAST-MODIFIED:20251031T125352Z
UID:10005844-1762272000-1762275600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტის Level Up IV ლექცია „სამოტივაციო წერილი და მოლაპარაკების ხელოვნება“
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში IT ტალანტების მართვის მენეჯერი (TBC) კახი გობეჯიშვილი წაიკითხავს ლექციას თემებზე: სამოტივაციო წერილი და მოლაპარაკების ხელოვნება. \nლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ტექნიკები\, აგრეთვე წარმატებული სამოტივაციო წერილის სტრუქტურა და წერის პრინციპები.\nმომხსენებელი ისაუბრებს\, როგორ შეიძლება საკუთარი პროფესიული მიზნების დამაჯერებლად გამოხატვა\, ინტერვიუსთვის მომზადება და რა მნიშვნელობა აქვს მოლაპარაკების კულტურას კარიერული განვითარებისთვის. \nსამუშაო ენა: ქართული\nდრო: 4 ნოემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqtis-level-up-iv-leqtsia-samotivatsio-tserili-da-molaparakebis-khelovneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/kakhi-gobejishvili-akhali-baneri-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251104T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T150000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20250625T071344Z
LAST-MODIFIED:20251205T171858Z
UID:10005776-1762264800-1764687600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“
DESCRIPTION:25 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი „AI-ის გამოყენების შესაძლებლობები და რისკები უნივერსიტეტში – ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება“. \nსემინარის თანაორგანიზატორები არიან განათლების კვლევების ცენტრი და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. \nსემინარს გაუძღვებიან ნუცა კობახიძე\, ჰონგ კონგის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი და გიგა ხოსიტაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. \nღონისძიების მიზანია უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და რისკების ანალიზი როგორც ადგილობრივ\, ასევე გლობალურ საგანმანათლებლო კონტექსტში. \nსემინარის თემები: \n\nAI-ის გამოყენების არსებული მდგომარეობა და რისკები საქართველოს უნივერსიტეტებში;\nჰონგ კონგის უნივერსიტეტისა და სხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილება AI-ის ინტეგრაციაში;\nAI-ის როლი საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და სასწავლო კურიკულუმის ფორმირებაში;\nAI-ის გამოყენების შესაძლებლობები კურსის/სილაბუსის დაგეგმვის\, დავალებების ფორმულირებისა და შეფასების პროცესში.\n\nმსურველებს გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: \n\nhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdiUKxwT0xx8bAKAgH7wMSttv9l24SIEvlGqFLk7gsVLk8DYA/viewform?usp=sharing&ouid=115428841235296179574\n\nსამუშაო ენა: ქართული \nსემინარი ხორციელდება პროექტის „უმაღლესი განათლების\, კვლევისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამის“ ფარგლებში. \nპროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების\, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ინოვაციის\, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო  I2Q (IBRD)“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-ai-is-gamoqhenebis-shesadzleblobebi-da-riskebi-universitetshi-adgilobrivi-da-saerthashoriso-gamotsdileba/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/seminariAI_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251103T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T190000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20250911T132731Z
LAST-MODIFIED:20251205T171953Z
UID:10005807-1762192800-1764702000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია 2025
DESCRIPTION:26 ივლისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის ეზოში გაიმართება 2025 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვები ცერემონია.\n\nსაზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nილიაუნის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დააჯილდოებენ რვა ნომინაციაში გამოვლენილ წარმატებულ კურსდამთავრებულებს და კონკურსის „გზავნილი ევროპას“ გამარჯვებულ  სტუდენტებს. კონკურსი მიეძღვნა საქართველოს ბოლონიის პროცესში გაწევრიანების  საიუბილეო 20 წლის აღნიშვნას. \nკურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავენ ილიაუნის სიტყვის კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები. \nოფიციალური ნაწილი სტუდენტებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში ასროლით დასრულდება. \nწელს ცერემონიის მუსიკალურ ნაწილს წარმოადგენს ილიაუნის სტუდენტური კაპელა. \nილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის ინიციატივით ცერემონიაზე კურსდამთავრებულები შეძლებენ გაუგზავნონ წერილი საკუთარ თავს\, რომელსაც 5 წლის შემდეგ პირად ელექტრონულ მისამართზე მიიღებენ. შეძლებენ ფოტოების გადაღებას\, რომლებიც ამ წერილებისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდის გალერეაში გახდება ხელმისაწვდომი. \nკურსდამთავრებულები შეძლებენ მონაწილეობას უნიპოდკასტში „თქვი\, რომ გაიხსენო“\, რომელშიც უნივერსიტეტთან დაკავშირებულ დასამახსოვრებელ ამბებს გაუზიარებენ მსმენელებს. \nდრო: 26 ივლისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ვაკის პარკის მოპირდაპირედ) \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-kursdamthavrebulebis-gamosashvebi-tseremonia-2025-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2024/11/FABLAB.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251031T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251031T130000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251028T114112Z
LAST-MODIFIED:20251028T115340Z
UID:10005842-1761912000-1761915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უახლესი აღმოჩენები ცუცხვათის\, საკაჟიას\, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ
DESCRIPTION:31 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდის  „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები\, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins\, Environment\, and Culture”) არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშის წარდგენა. \nღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის\, საკაჟიას\, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენები ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ. \nდამსწრეები ასევე გაეცნობიან ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის შედეგებს\, მიმდინარე სამეცნიერო ლანდშაფტს\, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებს. \nკვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის\, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების\, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 ოქტომბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/uakhlesi-aghmochenebi-tsutskhvathis-sakazhias-orthvalas-da-tsophis-mghvimeebshi-neandertaleltha-da-anatomiurad-thanamedrove-adamiantha-gavrtselebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/tsutskhvathi-dizaini-EVENT-01.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251029T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251029T193000
DTSTAMP:20260418T140601
CREATED:20251028T093634Z
LAST-MODIFIED:20251028T094722Z
UID:10005841-1761762600-1761766200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიგა ზედანიას საჯარო ლექცია „უნივერსიტეტის ფილოსოფია“
DESCRIPTION:29 ოქტომბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გიგა ზედანია გამართავს საჯარო ლექციას „უნივერსიტეტის ფილოსოფია“. \nგამოცხადებული განათლების რეფორმის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გახსენება\, რა იყო და არის უნივერსიტეტის იდეა და იდეალი. ევროპისა და მსოფლიოს ეს ერთ-ერთი უძველესი უწყვეტად არსებული ინსტიტუცია თავის წიაღში ატარებს საზრისს\, რომლის უგულებელყოფის შედეგადაც ზიანდება ცოდნის მოპოვებისა და გადაცემის პროცესი. ამ დაზიანების გამო კი მთლიანად საზოგადოებას ეზღუდება საკუთარი თავის გაუმჯობესების შანსი. \nდრო: 29 ოქტომბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი\, S კორპუსი\, მე-8 სართული\, ოთახი 800\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-themaze-universitetis-philosophia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/10/cover_img.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR