BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251125T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251125T150000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251121T125624Z
LAST-MODIFIED:20251121T130117Z
UID:10005865-1764068400-1764082800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. \nაქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი\, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ\, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ\, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. \nსისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე\, თუ: \n\nთქვენი წონა 50 კგ და მეტია;\nარ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები – B და C;\nსიფილისი\, ტუბერკულოზი;\nარ ხართ ინფიცირებული აივინფექციით;\nარ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;\nარ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;\nარ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია\, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;\nარ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;\nარ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;\nბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო\, კატარი\, სხვა გრიპოზული მოვლენები.\n\nმათ\, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში\, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები: \n\nჯგუფი\, რეზუსი\, ფენოტიპი\nB და C ჰეპატიტი\, სიფილისი\, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი\n\nადამიანმა\, ვინც დონორობას აპირებს\, უნდა იცოდეს შემდეგი: \n\nსისხლის დონაცია იოლი\, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;\nსისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;\nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;\nსისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;\nსისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;\nსისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;\nთან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი.\n\nდრო: 25 ნოემბერი\, 11:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: \n\nილიაუნის A კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 (ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი)\nილიაუნის T კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (სისხლის ბანკი „სიცოცხლე“)\n\n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/21-11-2025-blood/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/donatsia_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251126T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251126T200000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251113T124711Z
LAST-MODIFIED:20251113T132619Z
UID:10005856-1764183600-1764187200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრიც ჰაინრიხის საჯარო ლექცია „რელიგიური ქვები – რელიგიის მატერიალური რეპრეზენტაცია ყოველდღიურობაში“
DESCRIPTION:26 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის შეხვედრების ოთახში F303\,  რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ორგანიზებით გიოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი ფრიც ჰაინრიხი წაიკითხავს საჯარო ლექციას „რელიგიური ქვები – რელიგიის მატერიალური რეპრეზენტაცია ყოველდღიურობაში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს რელიგიური ქვების მნიშვნელობაზე ყოველდღიურობასა და რელიგიათა ისტორიაში. \nმუსიკალურმა როკ-ჯგუფმა The Rolling Stones და ბობ დილანმა თავისი სიმღერით “Like a Rolling Stone” „მატერიალური რელიგიისა“ და „რელიგიის ესთეტიკის“  პერსპექტივების დაკავშირებას ჩაუყარეს საფუძველი. სხვადასხვა ზომის\, ფორმისა და ღირებულების ქვები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მსოფლიო რელიგიებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 26 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 შეხვედრების ოთახი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-13-2025-lecutre/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/phrits-hainrikhis-sajaro-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251128T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251128T170000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251104T082406Z
LAST-MODIFIED:20251104T082406Z
UID:10005846-1764345600-1764349200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ვორკშოპი „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“
DESCRIPTION:28 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო ვორკშოპს „ებრაული თემა ქართულ და ევროპულ ლიტერატურაში“. \nვორკშოპის მიზანია ქართულსა და ევროპულ ლიტერატურაში 1850 წლიდან დღემდე ებრაული თემის რეპრეზენტაციის საკითხებზე მსჯელობა.\n​​ტრანსნაციონალურ და ინტერმედიალურ პერსპექტივებზე დაყრდნობით განხილული იქნება მხატვრული\, ლიტერატურული\, კინოხელოვნებისა და მუსიკალური მაგალითები მე-19 საუკუნეში წარმოქმნილი პოლიტიკურ-რასისტული ანტისემიტიზმის კონტექსტში. განიხილება დრეიფუსის საქმე და  მასზე გამოხმაურება დასავლეთ\, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში\, ფაშისტური რეჟიმებისა და ნაციზმის აღმოცენება\, ჰოლოკოსტის შედეგად გამოწვეული რღვევა\, ასევე საბჭოთა სტალინური რეჟიმის სახელმწიფო ანტისემიტიზმი. \nერთ-ერთ მთავარ საკითხად განიხილება\, თუ ლიტერატურა გამოხატვის მრავალმხრივი ფორმებით როგორ ეხმაურება ებრაულობის რეპრეზენტაციას სხვადასხვა ნაციონალურ და სოციალურ კონტექსტში\, რაც სვამს საკითხს მწერლობისა და\, ზოგადად\, წერის შესაძლებლობისა\, უპასუხოს ანტისემიტიზმის აღზევებას ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე\, მათ შორის ჩვენს თანამედროვე სამყაროში. \nვორკშოპი მიზნად ისახავს დღემდე ნაკლებად განხილული საკითხების ხელახლა გააზრებას\, მაგალითად „პატარა“/„პერიფერიული“ ლიტერატურების და/ან მივიწყებული/უცნობი ავტორების პერსპექტივა. \nსაკვლევი თემები: \n\nებრაული თემა ლიტერატურის ისტორიაში: ნაციონალური და ტრანსნაციონალური კონტექსტების მიმოხილვა;\nადამიანის სხეული მარგინალიზებულ სივრცეში;\nგანდევნის/გარიყვის სივრცეები;\nებრაულობის რეპრეზენტაცია ინტერმედიალური პერსპექტივით;\nსაერთო სივრცეებში კოჰაბიტაცია;\nმარგინალიზაციის და გარიყვის ალტერნატიული ფორმების განხილვა (მაგ. რასისტული\, სოციალური\, გენდერზე დამყარებული) და მათი ლიტერატურული თუ მხატვრული გამოვლინება.\n\nგანაცხადის წარდგენის ვადა: ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ 20 ნოემბრამდე. განაცხადი უნდა შეიცავდეს მოხსენების სათაურს\, აბსტრაქტს (250 სიტყვა) და მოკლე ბიოგრაფიას (250 სიტყვა) და წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ენაზე (ინგლისურ ან ფრანგულ და ქართულ ენებზე) ელექტრონულ მისამართებზე: tina_mamatsashvili@iliauni.edu.ge; bela_tsipuria@iliauni.edu.ge \nსაორგანიზაციო კომიტეტი: \nათინათი მამაცაშვილი\, ბელა წიფურია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) არვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული და ინტერმედიალური კვლევების ცენტრი) \nსამეცნიერო კომიტეტი: \nმზაღო დოხტურიშვილი\, ათინათ მამაცაშვილი\, ნინო ფირცხალავა\, ბელა წიფურია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nარვი ზეპი (ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის ლიტერატურული და ინტერმედიალური კვლევების ცენტრი) \nფორმატი: ჰიბრიდული \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 28 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-vorkshopi-ebrauli-thema-qarthul-da-evropul-literaturashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-baneri-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251202T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T170000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251128T100632Z
LAST-MODIFIED:20251128T100632Z
UID:10005871-1764689400-1764694800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ რონ ჰარისონის საჯარო ლექცია „მწერები ურბანულ გარემოში“
DESCRIPTION:2 დეკემბერს\, 15:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ორკინი საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დოქტორი რონ ჰარისონი\, სერტიფიცირებული ენტომოლოგი\, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი\, წაიკითხავს ლექციას „მწერები ურბანულ გარემოში“. \nრონ ჰარისონს ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში. მერსერის უნივერსიტეტის მიწვეული და დამსახურებული პროფესორია. მონაწილეობს ბიოლოგიური კონტროლის  კვლევით პროგრამებში ინგლისსა და ფლორიდაში. 1998 წლიდან მუშაობს „ორკინის“ გუნდში. აკადემიური და ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ატარებს ტრენინგებს მავნებელთა ბიოლოგიის\, ქცევებისა და კონტროლის მეთოდების შესახებ. \n„ორკინი საქართველოს“ შესახებ \n„ორკინი საქართველო“ ამერიკული Orkin LLC-ის ლიცენზირებული ფრენჩაიზი და გლობალური ბრენდის ნაწილია. კომპანია 2016 წლიდან  ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას (დერატიზაცია\, დეზინსექცია\, დეზინფექცია). Orkin-ის საერთაშორისო ქსელი 1901 წლიდან ოპერირებს და დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 დეკემბერი\, 15:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-lecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/mtserebi-akhali-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251202T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251202T190000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251125T075435Z
LAST-MODIFIED:20251201T072559Z
UID:10005868-1764698400-1764702000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჩემი სოციალისტური სახლი“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ურბანული კვლევების ლაბორატორია  (ცენტრი) ახორციელებს პროექტს „საბურთალოს ურბანული ცვლილებები“\, რომელიც\, ერთი მხრივ\, შეისწავლის საბურთალოს ურბანული ტრანსფორმაციის პროცესს მე-19 საუკუნის ბოლოდან 1990-იან წლებამდე\, მეორე მხრივ\, საბინაო მშენებლობის არქიტექტურულ მახასიათებლებსა და თავისებურებებს. \n2 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, პროექტის ფარგლებში ონლაინ გაიმართება მესამე სემინარი. \nპირველ ნაწილში (18:00-19:00)  ნაჩვენები იქნება ფილმი „ჩემი სოციალისტური სახლი“ ( იულია სტატიკა და ადრიან ქატუ\, 2021)\, შემდეგ გაიმართება (19:00-19:40) დისკუსია ფილმის ერთ-ერთ ავტორთან\, იულია სტატიკასთან. \nფილმი გვიყვება ბუქარესტში\, სოციალისტურ საცხოვრებელ ბლოკში მცხოვრები ხუთი ქალის გამოცდილებაზე და მათ მოგონებებს კომუნისტური ეპოქის დროინდელ რუმინეთში. ფილმი იკვლევს ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმის (1965-1989) დროს ინიცირებული ორი მნიშვნელოვანი რეფორმის ისტორიულ მნიშვნელობასა და აქტუალობას. ერთი მიზნად ისახავდა დემოგრაფიულ ზრდას რეპროდუქციის კონტროლით\, ხოლო მეორე – უპრეცედენტო მასობრივი საცხოვრებელი კონსტრუქციების ნგრევას. მიუხედავად იმისა\, რომ ფილმი გადაღებულია თანამედროვე პოსტსოციალისტურ კონტექსტში\, ამ ისტორიულ რეფორმებს განიხილავს ფილმის მონაწილეთა ყოველდღიურობისა და მათი ისტორიების საშუალებით. ამით ავტორი ნათლად აჩვენებს წინააღმდეგობებს\, ნიუანსებსა და კომუნიზმის ეპოქაში ცხოვრების გენდერულ ბუნებას\, განსაკუთრებით კი არქიტექტურის პრიზმულ როლს სოციალიზმის ფორმირებასა და მის შემდგომ ცხოვრებაში. ფილმის ანონსის ბმული: https://www.youtube.com/watch?v=PZCoJsE98FE \nიულია სტატიკა მელონის სტიპენდიატი დემოკრატიისა და ლანდშაფტის მიმართულებით ჰარვარდის უნივერსიტეტის დუმბარტონ ოქსის ინსტიტუტში\, ვაშინგტონში და შეფილდის უნივერსიტეტის\, არქიტექტურისა და ლანდშაფტის სკოლის ლექტორია (დიდი ბრიტანეთი). დისერტაციის დაცვის შემდეგ  კვლევა განაგრძო ბარტლეტის არქიტექტურის სკოლასა (UCL) და კორნელის უნივერსიტეტში (პოსტდოქტორანტის პოზიციაზე). \nმისი კვლევის თემაა აღმოსავლეთ ევროპაში სოციალისტური ეპოქის პერიოდში აშენებული გარემოს მემკვიდრეობის\, განსაკუთრებით მასობრივი საცხოვრებელი უბნებისა და ამ სივრცეების გენდერული გამოცდილების შესწავლა.  სწავლობს შინაურობის\, ინფრასტრუქტურისა და ფემინიზებული მიგრაციის გამოცდილებას ცივი ომისა და იმპერიული ისტორიების ფართო კონტექსტში\, ასევე მათ გავლენას თანამედროვე პოსტსოციალისტურ პრაქტიკზე. ავტორია წიგნისა Urban Phantasmagorias: Domesticity\, Production\, and the Politics of Modernity in Communist Bucharest. \nდრო: 2 დეკემბერი\, 18:00 საათი \nფორმატი: ონლაინ \nზუმის ბმული  https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/81858419018?pwd=5cb94xRfq6CON5tmnlUovzX6MXa2v8.1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-11-2025-movie/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251204T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251204T200000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251117T130108Z
LAST-MODIFIED:20251120T075320Z
UID:10005861-1764874800-1764878400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“
DESCRIPTION:4 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია: „წინააღმდეგობის ძალა: გენდერული სამართლიანობა და განათლება“. \nღონისძიება ეწყობა გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში\, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე მიმდინარეობს და აერთიანებს მსოფლიოს 180-ზე მეტი ქვეყნის აქტივისტებს\, სტუდენტებს\, აკადემიურ წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში. \nმომხსენებლები განიხილავენ საქართველოს ვალდებულებებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით (სტამბოლის კონვენცია\, 2011) და გაეროს კონვენციით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველანაირი ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CEDAW\, 1979)\, იმსჯელებენ ანტიგენდერულ ნარატივებსა და წინააღმდეგობის სტრატეგიებზე\, გენდერული სამართლიანობისა და აკადემიური თავისუფლების მხარდასაჭერად. \n2025 წელს\, როცა გენდერული თანასწორობა პოლიტიკური წინააღმდეგობის ფონზე კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დგას\, კამპანიის გზავნილი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ მიმართულ დისკურსსა და განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმებს შორის კავშირი ნათელია – როცა უნივერსიტეტების ავტონომია ირღვევა\, გენდერული თანასწორობაც საფრთხეშია. \nმომხსენებლები: თამარ დეკანოსიძე\, იურისტი; გოგა ხატიაშვილი\, იურისტი; მარი მესხი და თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორები \nმოდერატორი – ნიკა გურინი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 4 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-11-2025-discussion/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T160000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251125T130306Z
LAST-MODIFIED:20251125T130306Z
UID:10005870-1764946800-1764950400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ დალი კეკელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი დალი კეკელიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ბავშვებში ტყვიით მოწამვლის რისკფაქტორები და პრევენცია საქართველოში“ (Risk factors and prevention of children’s poisoning with lead in Georgia). \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იაგორ კალანდაძე \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-11-2025-thesisdefense/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/doqtorant-dali-kekelidzis-sadisertatsio-nashromis-datsva-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T200000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251128T141031Z
LAST-MODIFIED:20251201T110838Z
UID:10005872-1764961200-1764964800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო დისკუსია „მდგრადი დიზაინი კლიმატის კრიზისის ეპოქაში – საქართველოს გამოცდილება“. \nდღეს კლიმატის ცვლილება სამყაროს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. დედამიწაზე სწრაფად მზარდი ტემპერატურის გამო მოსალოდნელია ექსტრემალური ბუნებრივი კატასტროფების (წყალდიდობები\, გვალვები\, ტყის ხანძრები და ა.შ.) გახშირება და ინტენსივობის ზრდა. ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს\, ჯანმრთელობას\, საარსებო რესურსებზე წვდომას\, იწვევს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ზარალს. ქვეყნები და ქალაქები ცდილობენ\, შეიმუშაონ მიდგომები და სტრატეგიები კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შერბილების\, მათთან ეფექტურად გამკლავებისა და ადაპტაციის მიზნით. ურბანულ დაგეგმარებასა და არქიტექტურას ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. საჯარო დისკუსიაზე გარემოს დაცვის სპეციალისტები კახა ბახტაძე და სალომე დვალი\, ასევე ენერგოეფექტურობის ცენტრის წარმომადგენელი ისაუბრებს\, რა სურათია საქართველოში და როგორია ურბანულ და არქიტექტურულ სფეროებში დაგროვებული გამოცდილება. \n\n\nდისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე სივრცეებისთვის“ საჯარო პროგრამის ნაწილია. ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-7 დეკემბერს გაიმართება. მისი მიზანია ურბანული მწვანე სივრცეების მოწყობისას მდგრადი გადაწყვეტებისა და თანამონაწილეობითი პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავება. \nღონისძიების მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.  \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-publicdiscussion/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-3.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251205T200000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251128T142500Z
LAST-MODIFIED:20251128T142500Z
UID:10005874-1764961200-1764964800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამის ორგანიზებით ილიაუნის H105 აუდიტორიაში გაიმართება შვეიცარიელი ლანდშაფტის არქიტექტორის\, ლუდგერ კრაბეს საჯარო ლექცია „ურბანული ცვლილებები და მდგრადი საჯარო სივრცეების მნიშვნელობა“. \nმომხსენებელი განიხილავს ბაზელში დაარსებული სახელოსნოს\, ბრიუმის (BRYUM)\, პროექტებს და ღია სივრცეებზე დაფუძნებულ ურბანული დაგეგმარების მიდგომებს\, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურობასა და გარემოს აუმჯობესებენ. \nდისკუსია სტუდენტური არქიტექტურული ვორკშოპის „მდგრადი დიზაინი მწვანე სივრცეებისთვის“ საჯარო პროგრამის ნაწილია. ვორკშოპი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 3-7 დეკემბერს გაიმართება. მისი მიზანია ურბანული მწვანე სივრცეების მოწყობისას მდგრადი გადაწყვეტებისა და თანამონაწილეობითი პრაქტიკების შესახებ ცოდნის გაღრმავება. ღონისძიების მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი. \nმომხსენებლის შესახებ \nლანდშაფტის არქიტექტორი ლუდგერ კრაბე  2015 წლიდან კომპანია ბრიუმის (BRYUM) აღმასრულებელი მენეჯმენტის წევრია. აქვს გერმანიასა და შვეიცარიაში საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება. ასევე არის ჩრდილო-დასავლეთ შვეიცარიის გამოყენებითი მეცნიერებებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (FHNW University of Applied Sciences and Arts Northwestern Switzerland) მოწვეული ლექტორი. მისი სასწავლო კურსი მოიცავს კლიმატზე მორგებული და გაგრილებაზე ორიენტირებული ურბანული სივრცეების საკითხებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-11-2025-lecture-2/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/new-4.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251206T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251206T120000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251201T080746Z
LAST-MODIFIED:20251201T081105Z
UID:10005876-1765015200-1765022400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის ორგანიზებით ილიაუნის S800 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის VII კონფერენცია. \nკონფერენციაზე მოხსენებებს წაიკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მკვლევრები\, ახალგაზრდა მკვლევრების მონაწილეობით გაიმართება საპოსტერო მოხსენებების სესია. \nსაქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის (AGB) მიზანია საქართველოში ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით კვლევების განვითარება. ასოციაციის მისიაა ხელი შეუწყოს ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის პრაქტიკულ გამოყენებას მედიცინაში\, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის მიზნით. \nსაქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია დაარსდა 2002 წელს. 2003 წელს გახდა FEBS-ის ასოცირებული წევრი\, ხოლო 2015 წელს – FEBS-ის საზოგადოების სრული წევრი (agb.org.ge). \nპროგრამა იხილეთ ბმულზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 დეკემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-12-2025-conference/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/saqarthvelos-bioqimikostha-asotsiatsiis-VII-konpherentsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251206T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251206T180000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251204T084729Z
LAST-MODIFIED:20251204T084729Z
UID:10005879-1765036800-1765044000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი VS თსუ 2 – ფუტსალის მესამე ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრა
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ილიაუნის ფუტსალის გუნდი მესამე ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში პრინციპულ მეტოქეს\, თსუ 2-ს\, დაუპირისპირდება. \nამ ეტაპზე ილიაუნის გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზეა. მას პირველადგილოსანთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული\, სხვაობა  მხოლოდ 3 ქულაა. \nჩვენი გუნდი ფორმაშია –  ბოლო ოთხ თამაშში სამი მოგება და ერთი წაგება აქვს. \nდრო: 6 დეკემბერი\, 16:00 საათი  \nადგილმდებარეობა: თბილისის ოლიმპიური სასახლე\, უნივერსიტეტის ქუჩა N15ა \nთამაშზე დასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/04-12-2025-sport/
CATEGORIES:სპორტული ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/studenturi-akhaliveb.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251206T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251206T183000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251124T091626Z
LAST-MODIFIED:20251126T102052Z
UID:10005867-1765038600-1765045800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Tbilisi PR Days – თბილისის პიარის დღეები 2025
DESCRIPTION:6 დეკემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტრატეგიული საკომუნიკაციო სფეროს საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „თბილისის პიარის დღეები 2025“. \nღონისძიების მიზანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება\, საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარება და დაინტერესებული საზოგადოების წამყვანი სპეციალისტების ერთმანეთთან დაკავშირება. \nფორუმზე მსოფლიოს სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ აქტუალურ თემაზე „ხელოვნური ინტელექტი PR-ის პრაქტიკაში“. \nსპიკერები: \nლაშა ჭიტაძე\, საერთაშორისო AI აკადემია\, „ვიდეოკონტენტი AI-ის დახმარებით“ \nქეთევან მაღალაშვილი\, ალდაგი\, „როგორ იმუშავა AI კამპანიამ ბრენდის სასარგებლოდ“ \nალექსანდრე ჩომახიძე\, ციფრული მედიამარკეტინგის მენეჯერი\, „მაფორმირებელი ციფრული მარკეტინგის ახალი ტენდენციები და თამაშის შემცვლელი ცვლილებები“ \nთორნიკე გურული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; ფორუმის თანადამფუძნებელი; „გორგიას“ აღმასრულებელი დირექტორი \nღონისძიების მთავარი მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 დეკემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nპროგრამა \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/24-11-2025-prdays/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/akhali-vebi-piari.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251209T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251209T180000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251203T125216Z
LAST-MODIFIED:20251203T125216Z
UID:10005878-1765296000-1765303200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level Up – მეორე ნაკადის დამატებითი ლექცია „Fraud – თაღლითობა დასაქმების სფეროში“
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების სერვისების მენეჯერი გიორგი ჩანტლაძე წაიკითხავს ლექციას „Fraud – თაღლითობა დასაქმების სფეროში“. \nლექციის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ინფორმაცია დასაქმების პროცესებისა და ონლაინკომუნიკაციის თანმდევი საფრთხეების შესახებ. \nმომხსენებელი ისაუბრებს\, როგორ შეიძლება ყალბი ვაკანსიების ამოცნობა\, რა განსხვავებაა Fraud-სა და Scam-ს შორის\, როგორ შეიძლება თაღლითობის გამოვლენა სამუშაო გარემოში და თავის დაცვა მსგავსი შემთხვევებისგან. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 9 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/03-12-2025-levelup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/new-giorgi-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251209T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251209T200000
DTSTAMP:20260418T094805
CREATED:20251205T121338Z
LAST-MODIFIED:20251205T121405Z
UID:10005882-1765306800-1765310400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „სახელმწიფო სერვისები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა\, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია „სახელმწიფო სერვისები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“. \nღონისძიება გაიმართება გენდერული ძალადობის აღმოფხვრის 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში. \nმომხსენებლები განიხილავენ ძალადობის ფორმებსა და მათი გამოვლენის სირთულეებს\, სახელმწიფო სერვისების მიღების წინაპირობებს\, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მომსახურებას. \nმომხსენებლები: მარი მესხი\, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ინდირა რობაქიძე\, სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა\, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს“ სტრუქტურული ერთეულის\, თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ხელმძღვანელი\, გოგა ხატიაშვილი\, იურისტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-12-2025-discussion/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/qaltha-mimarth-dzaladoba-NEW2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251210T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251210T140000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251205T095740Z
LAST-MODIFIED:20251205T095740Z
UID:10005881-1765371600-1765375200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია\, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრისა და იაპონური კულტურის სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ვორკშოპი „იაპონური კალიგრაფია\, იაპონური ნეკერჩხლისა და ორიგამის ხელოვნება“. \nვორკშოპს გაუძღვებიან ილიაუნის ასოცირებული პროფესორი ჯაბა მესხიშვილი და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მოწვეული იაპონური ენის ლექტორი ნაცუმი ინოუე. \nვორკშოპის მონაწილეები გაეცნობიან იაპონური ენის ასპექტებსა და ანბანის\, კატაკანის წარმოშობის ისტორიას. შეიმეცნებენ იაპონური კალიგრაფიის\, შოდოს კულტურას და იაპონური ფუნჯებით დაწერენ საკუთარ სახელებს. შეისწავლიან ორიგამის ხელოვნებას და  შექმნიან ქაღალდის ფიგურებს. \nსამუშაო ენები: ქართული\, იაპონური და ინგლისური \nდრო:  10 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-12-2025-workshop/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/new-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251210T170000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251204T114129Z
LAST-MODIFIED:20251204T114129Z
UID:10005880-1765382400-1765386000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნორიაკი ნიშიამას საჯარო ლექცია „ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნისა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ორგანიზებით პროფესორი ნორიაკი ნიშიამა წაიკითხავს საჯარო ლექციას „ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული  კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ტურიზმის მდგრადი განვითარება“. \nლექცია საინტერესო იქნება როგორც ტურიზმის მიმართულების\, ისე სხვა პროგრამების სტუდენტებისა და მსმენელისთვის. საერთაშორისო ექსპერტი სტუდენტებს გააცნობს იაპონიის  გამოცდილებას\, ისაუბრებს\, რა მნიშვნელობა აქვს  ადგილობრივი საზოგადოების როლს ტურიზმის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი ნორიაკი ნიშიამა ურბანული დაგეგმვის\, ტურიზმის დიზაინისა და კულტურული მემკვიდრეობის მართვის აღიარებული სპეციალისტია იაპონიაში. ინჟინერიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა კიოტოს უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის. იაპონიის კულტურის საქმეთა სააგენტოსა და მიწის\, ინფრასტრუქტურის\, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროს კომიტეტების წევრი და UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის ნომინაციის პროექტების მრჩეველია. იგი არის ავტორი რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევისა DMO-ის განვითარების\, მოსახლეობის მონაწილეობაზე დაფუძნებული ტურიზმისა და ლანდშაფტის დაგეგმვის შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე) \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის E405 აუდიტორია\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/04-12-2025-lecture/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/prophesor-noriaki-nishiamas-sajaro-leqtsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251210T180000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251117T125210Z
LAST-MODIFIED:20251117T125645Z
UID:10005860-1765382400-1765389600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება „გაბედე ხმის ამოღება: „ძალა უძალოთა“. \nილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების წარმომადგენლები იწვევენ X-XII კლასების მოსწავლეებს შეხვედრაზე\, რომელიც ეძღვნება ვაცლავ ჰაველის ცნობილ ესეის „ძალა უძალოთა“. 1978 წელს\, ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს\, დაწერილი  ესეი გადმოგვცემს\, როგორ შეუძლიათ ჩვეულებრივ\, უძალო ადამიანებს წინააღმდეგობა გაუწიონ რეპრესიულ სისტემას სიმართლეში ცხოვრებით. \nჰაველის მთავარი იდეაა\, რომ სიმართლე თავად არის წინააღმდეგობის ფორმა – როდესაც პიროვნება უარს ამბობს ტყუილში მონაწილეობაზე\, ის ამხელს სისტემის სისუსტეს და გვიჩვენებს ინდივიდის როლს ავტორიტარულ სისტემებში. \nღონისძიება ახალგაზრდებს დაეხმარება\, გააანალიზონ: \n\nროგორ უწყობს ხელს დუმილი და კონფორმიზმი უსამართლობის გამყარებას;\nრატომ არის სიმართლის თქმა სამოქალაქო პასუხისმგებლობა;\nახალგაზრდების როლი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში.\n\nღონისძიების ყველა მონაწილე დასაჩუქრდება ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნით „ძალა უძალოთა“. \nმომხსენებლები: პეტრ კუბერნატი\, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი; ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; ნიკა გურინი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი \nმოდერატორი – თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-11-2025-lawschool/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/11/gabede-khmis-amogheba-NEW-1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251211T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251211T180000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251208T123113Z
LAST-MODIFIED:20251208T123113Z
UID:10005883-1765472400-1765476000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თეიმურაზ ზაქარაშვილის კვლევის პრეზენტაცია მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის შესახებ
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროფესორი თეიმურაზ ზაქარაშვილი გამართავს მზის აქტიურობის სხვადასხვა ციკლის ახსნის ახალი თეორიის პრეზენტაციას. თეორიის ავტორი თავად არის ამერიკელ კოლეგებთან ერთად. \nპროფესორმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა მზის წიაღში აღმოაჩინა ახალი ტიპის ტალღები\, რომლებიც წარმოიქმნება კონვექციისა და ბრუნვის ურთიერთქმედებით. კვლევის მიხედვით\, სწორედ ეს ტალღები ხსნის როგორც მზის აქტიურობის 11-წლიან ციკლს\, ასევე 150–170-დღიან პერიოდულობას\, რაც მზის ფიზიკაში მნიშვნელოვანი სამეცნიერო გარღვევაა. \nმზის აქტიურობა\, მათ შორის ანთებები და კორონული მასის ამოფრქვევები\, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს დედამიწის ატმოსფეროსა და თანამედროვე ტექნოლოგიურ სისტემებზე. ახალი თეორია არსებითად ზრდის მზის მაგნიტოსეისმოლოგიის დარგის  მნიშვნელობას და აძლიერებს წარმოდგენას მზის დინამიკის შესახებ. \nკვლევა გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში “Astronomy and Astrophysics”. \nსტატია ხელმისაწვდომია ბმულზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 11 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-12-2025-presentation/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/theimuraz-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251212T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251212T180000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251210T130132Z
LAST-MODIFIED:20251210T130354Z
UID:10005885-1765555200-1765562400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ფუტსალი vs SL ACADEMY
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, ილიაუნის ფუტსალი თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მესამე ლიგის მორიგ მატჩს გამართავს ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდის SL ACADEMY-ის წინააღმდეგ. \nსატურნირო ცხრილში ილიაუნი და დუშეთი 12-12 ქულით ლიდერობენ. ჩვენი გუნდის ანგარიშზე 5 მატჩში 4 მოგება და 1 წაგებაა. \nმატჩის დაწყების დრო: 12 დეკემბერი\, 16:00 საათი \nმისამართი: თბილისის ოლიმპიური სასახლე\, უნივერსიტეტის ქ. N 15ა \nდასწრება თავისუფალია. \nგელოდებით გულშემატკივრებს.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/12-10-2025-sport/
CATEGORIES:სპორტული ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/student-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251217T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251217T180000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251215T123150Z
LAST-MODIFIED:20251215T123150Z
UID:10005892-1765990800-1765994400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის\, არტურ გებალის ლექცია პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში არტურ გებალი წაიკითხავს ლექციას პოლონეთისა და ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. \nლექცია წარიმართება კითხვა-პასუხის სახით. \nარტურ გებალი დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის პერიოდში იყო ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) კოორდინატორი და ასევე ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი.  \nდრო: 17 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-poland-european-union/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/artur-gebalis-leqtsia-NEW-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251217T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251217T193000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251215T142100Z
LAST-MODIFIED:20251215T142238Z
UID:10005894-1765996200-1765999800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII- XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრში გაიმართება პროფესორ ნინო დობორჯგინიძის მონოგრაფიის „რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII-XIX საუკუნეების საქართველოში“ პრეზენტაცია. \nმონოგრაფიაში აღწერილია ადრეული მოდერნულობის პერიოდის საქართველოში მიმდინარე კათოლიკური ინკულტურაციის პროცესები\, მათი თანმდევი პოლიტიკური\, რელიგიური\, საგანმანათლებლო და სამეცნიერო (ფილოლოგიური) საქმიანობა. ნაშრომში ასევე გაანალიზებულია ინკულტურაციული პროცესების საპირისპირო\, რელიგიური აკულტურაციის\, უფრო ზუსტად\, რუსიფიკაციის დღემდე ნაკლებად შესწავლილი მექანიზმები; აღწერილია\, როგორ შეიფუთა XIX საუკუნეში რუსული იმპერიალიზმი ერთმორწმუნეობისა და ორ ქრისტიან ერს შორის მეგობრობის სახელით და როგორ შეეცადა იგი\, დაჰპატრონებოდა საქართველოში რელიგიის ისტორიულ ფუნქციას. \nკვლევის შესახებ ისაუბრებს მონოგრაფიის სამეცნიერო რედაქტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი\, პროფესორი მზექალა შანიძე. \nმონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში. \nდრო: 17 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი\, S800 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-presentation/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/nino-doborjginidzis-tsigni-ilia-uni-NEW1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251217T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251217T200000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251209T062634Z
LAST-MODIFIED:20251209T062634Z
UID:10005884-1765998000-1766001600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1921-1922“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება წიგნის „საბჭოთა საქართველოს ქრონიკები 1921-1922“ პრეზენტაცია. \nგამოცემის პირველი ნაწილი 1920-1922 წლებში საქართველოში გერმანელი ვიცე-კონსულის\, დოქტორ თეოდორ მუთის ჩანაწერებია. გიორგი ასტამაძემ თარგმნა სამი ჩანაწერი\, რომლებიც ეხება რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომს\, ჩეკას მიერ წამოწყებულ ტერორსა და ერთ დრამატულ შემთხვევას\, რომელიც ჩეკას ორგანიზებით 1921 წელს მოხდა თბილისში\, გერმანიის საკონსულოში. \nჩანაწერებს ერთვის გიორგი ასტამაძის კვლევა თეოდორ მუთის მესამე ჩანაწერის შესახებ. ავტორი მას  ეპოქისდროინდელ პოლიტიკურ კონტექსტში სვამს\, განიხილავს ჩანაწერში აღწერილ მოვლენებს და საარქივო მასალებით ადასტურებს მათ რეალურობას. \nწიგნი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“. \nგიორგი ასტამაძე კარლსრუეს უნივერსიტეტის (KIT) ისტორიის დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და დამოუკიდებელი მკვლევარია. მისი ინტერესის სფეროა XX საუკუნის გლობალური ისტორია\, მსოფლიო ომების ეპოქა\, ტოტალიტარული რეჟიმები\, საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორია. მისი ნაშრომები გამოცემულია გერმანიასა და საქართველოში. \nწიგნს წარადგენენ \nგიორგი ასტამაძე\, ისტორიკოსი\, ბექა კობახიძე\, ისტორიკოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ბუბა კუდავა\, ისტორიკოსი\, გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/09-12-2025-presentation/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/prezentatsia-akhali-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251218T080000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251218T170000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251218T120721Z
LAST-MODIFIED:20251218T121006Z
UID:10005900-1766044800-1766077200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა\, ისტორია\, პოლიტიკა“
DESCRIPTION:18-20 დეკემბერს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და კავკასია: კულტურა\, ისტორია\, პოლიტიკა“. \nკონფერენციის მომხსენებლები შეაჯამებენ აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2025 წლის სამეცნიერო მუშაობას და წაიკითხავენ მოხსენებებს კავკასიისა და ახლო (ასევე შორეული) აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების\, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის\, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. \nაღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები და უცხოელი მკვლევრები. \nკონფერენციის დასკვნით დღეს გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამხედრო ტყვეთა ბედი ბიზანტიაში (VIII-XV სს)“ (FR-23-3178) შუალედური შედეგებისა და პროექტის „თბილისის ეთნორელიგიური მოზაიკა (1801-1921)“ (FR-21-8081) ფარგლებში გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია. \nკონფერენცია დასრულდება აკადემიკოს გიორგი წერეთლის მემორიალური კაბინეტისა და ბიბლიოთეკის საზეიმო გახსნით. \nფორმატი: ჰიბრიდული \nშეხვედრის ბმული: \nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84013304538?pwd=PtYxLEYgs1MVQkyoJI4cORy1LquNyS.1 \nMeeting ID: 840 1330 4538\nPasscode: 360412 \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 18-20 დეკემბერი\,10:30 – კონფერენციის გახსნა \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \nიხ. პროგრამა ბმულზე. \nიხ. თეზისები ბმულზე.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/18-12-2025-internationalconference/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/akhloaghmosavlethi-akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251218T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251218T180000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251217T121025Z
LAST-MODIFIED:20251217T121025Z
UID:10005895-1766077200-1766080800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ალბერტო როპერ პოლის საჯარო მოხსენება სამყაროს საწყისი მაგნიტური ველები და გრავიტაციული ტალღები კვლევების მიმოხილვა
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში კოსმოსური კვლევების ცენტრის სემინარის ფარგლებში ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევარი\, დოქტორი ალბერტო როპერ პოლი წაიკითხავს მოხსენებას სამყაროს საწყისი მაგნიტური ველებისა და გრავიტაციული ტალღების მრავალმხრივი კვლევების შესახებ. \nდოქტორი ალბერტო როპერ პოლი არის შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის კოსმოლოგიისა და ასტრონაწილაკების ჯგუფის ხელმძღვანელია. მჭიდროდ თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებსა და მკვლევრებთან გრავიტაციულ ტალღებთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათი ერთობლივი ნაშრომები გამოქვეყნებულია წამყვან საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/alberto-roper-poli-sabunebismetqhvelo-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251218T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251218T200000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251217T123856Z
LAST-MODIFIED:20251217T123856Z
UID:10005897-1766084400-1766088000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ოლივერ რაისნერის წიგნის „ქართველი ერის სკოლა“ პრეზენტაცია და დისკუსია. \nწიგნი გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“. \nპრეზენტაცია გაიმართება ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის პროექტის „ილიას ხუთშაბათობა“ ფარგლებში. \nწიგნის შესახებ \nოლივერ რაისნერის „ქართველი ერის სკოლა“ მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე მოგვითხრობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების –  პირველი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციის – შექმნისა და მუშაობის ისტორიას. \nწიგნი აღწერს\, როგორ შეძლო ადამიანების მცირე ჯგუფმა ეროვნული იდეის გამოღვიძება\, ცოდნის\, განათლებისა და კულტურის გავრცელება\, ქართველთა რამდენიმე თაობისთვის იმედისა და შთაგონების მიცემა. \nავტორი წარმოაჩენს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას\, როგორც მოძრაობას\, რომლის რიგებში სხვადასხვა წარმომავლობის\, სოციალური მდგომარეობისა და შეხედულების ადამიანები საერთო მიზნისთვის ერთიანდებოდნენ. \nდრო: 18 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-2025-discussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T150000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251217T124300Z
LAST-MODIFIED:20251217T124300Z
UID:10005899-1766145600-1766156400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით გაიმართება მარი ბურდულის სახელობის ილიაუნის დასაქმების ფორუმი 2025. \nფორუმი გააერთიანებს წამყვან დამსაქმებლებს\, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს პროფესიული ურთიერთობის\, თანამშრომლობისა და კარიერული განვითარებისთვის. \nფორუმის მიზანია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნოს ინფორმაცია შრომის ბაზრის აქტუალურ ტენდენციებზე\, გააძლიეროს უნივერსიტეტსა და დამსაქმებელთა შორის თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ახალგაზრდების პროფესიულ ინტეგრაციას. \nფორუმის თემატური ზონები: \nJob Fair | T101 აუდიტორია \nსტუდენტებისა და კურსდამთავრებულების შეხვედრა წამყვან დამსაქმებლებთან. \nმონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ სტაჟირებისა და დასაქმების შეთავაზებებს\, წარმოაჩინონ საკუთარი უნარები და დაამყარონ პროფესიული კავშირები. \nNetworking Space | ილიაუნის ეზო – საშობაო სოფელი \nსპეციალურად მოწყობილი სივრცე არაფორმალური ურთიერთობისთვის. დამსაქმებლებისა და სტუდენტების შეხვედრა გაგრძელდება უშუალო ატმოსფეროში ყავით\, ჩაით\, მსუბუქი სასმელებითა და მცირე აქტივობებით. \nLevelUp Talks | T102 დარბაზი \nილიაუნის კურსდამთავრებულებისა და მომხსენებლების საუბრები კარიერულ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე. \nPhoto Zone | T კორპუსის ფოიე \nსპეციალურად მოწყობილი სივრცე სტუდენტებისთვის\, სადაც შესაძლებელი იქნება პროფესიული ფოტოების გადაღება CV-სა და LinkedIn პროფილებისთვის. \nთარიღი: 19 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T101 აუდიტორია\, T102 დარბაზი\, ილიაუნის ეზო – საშობაო სოფელი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-2025-jobfair/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T150000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251215T131633Z
LAST-MODIFIED:20251215T131633Z
UID:10005893-1766152800-1766156400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ სალომე მჭედლიძის საჯარო ლექცია „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ბოლონიის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი სალომე მჭედლიძე წაიკითხავს ლექციას „რას გვეუბნება თანამედროვე დაკვირვებები კოსმოლოგიური მაგნიტური ველების წარმოშობის შესახებ?“. \nმომხსენებელი ისაუბრებს გალაქტიკებში\, გალაქტიკურ გროვებსა და კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მაგნიტურ ველებზე დაკვირვების შესახებ. არსებობს თუ არა მაგნიტური ველები კოსმოსურ სიცარიელეებში და თუ არსებობს\, საიდან წარმოიქმნება. \nმკვლევარი მოკლედ მიმოიხილავს როგორც თეორიულ\, ასევე დაკვირვების შედეგებს\, ისაუბრებს კვლევის მნიშვნელობაზე და რა ინფორმაციის გვაწვდის ის სამყაროს ევოლუციაზე. \nსალომე მჭედლიძემ დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი სადოქტორო პროგრამა. ამჟამად პოსტდოქტორანტია ბოლონიის უნივერსიტეტში. \nლექციაზე სტუდენტებს გაუზიარებს ასტროფიზიკა-კოსმოლოგიის მიმართულებით აკადემიური განვითარებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს. \nკვლევითი თემებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ სალომე მჭედლიძეს დაუკავშირდნენ ელფოსტაზე: salome.mtchedlidze.1@iliauni.edu.ge \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-12-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/mkvlevar-salome-mtchedlidzis-sajaro-leqtsia-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T180000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251201T120253Z
LAST-MODIFIED:20251201T120426Z
UID:10005877-1766163600-1766167200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ირაკლი ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი მედიცინის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ირაკლი ფიფია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „Comparative Analysis of Treatment Methods for Incisional Ventral Hernias“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ივანე აბიათარი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 19 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-12-2025-dissertation/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/irakliphiphia-akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251219T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251219T210000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251217T124121Z
LAST-MODIFIED:20251217T124121Z
UID:10005898-1766170800-1766178000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტების საახალწლო შეკრება
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, გიწვევთ ილიაუნის T კორპუსის ეზოში\, სადაც დაგხვდებათ საახალწლოდ მორთული ეზო\, ცხელი სასმელები\, ტკბილეული\, ფოტოს გადასაღები სივრცეები\, ილიაუნის სტუდენტური კაპელის საახალწლო კონცერტი. \nილიაუნის სტუდენტების საინიციატივო ჯგუფი „ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოება“ წარმოგიდგენთ ილიას თვის ფარგლებში ინიცირებულ პროექტებს. \n შესაძლებლობა გექნებათ გაწევრიანდეთ საინიციატივო ჯგუფში და მთელი წლის განმავლობაში ჩაერთოთ პროექტებში ან თავად წარმოადგინოთ ილიას თემატიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა იდეა და ინიციატივა. \nპროგრამა \n\n19:00-19:30 – ღონისძიების გახსნა\n19:30-20:00 – სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის „ილიას რეფორმების გამავრცელებელი საზოგადოების“ პროექტების წარდგენა\n20:00-21:00 – ილიაუნის სტუნდენტური კაპელის საახალწლო კონცერტი\n\nგილოცავთ ახალ წელს და გელით ილიაუნის ეზოში!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-12-newyear/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20251220T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20251220T193000
DTSTAMP:20260418T094806
CREATED:20251212T080459Z
LAST-MODIFIED:20251212T080611Z
UID:10005887-1766224800-1766259000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ლექსიკონის დღე“
DESCRIPTION:20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ლექსიკონის დღის აღსანიშნავად გაიმართება კონფერენცია\, რომელიც მიეძღვნება პროფესორ თინათინ მარგალიტაძის დაბადების 70 წლისთავს. \nკონფერენციაზე ანგარიშის სახით წარადგენენ მოხსენებებს თინათინ მარგალიტაძე\, გიორგი მელაძე და ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 დეკემბერი\, 10:00-19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე. \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/12-12-2025-conference/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/12/leqsikographiis-dghe-NEW1.d.png
END:VEVENT
END:VCALENDAR