BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250626T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250626T140000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250626T070824Z
LAST-MODIFIED:20250702T071139Z
UID:10005775-1750942800-1750946400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ანა მგელაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:26 ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა მგელაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფიზიკის მასწავლებელთა ტექნოლოგიური კომპეტენციები“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი − მარიკა კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nდისტანციურ ფორმატში დასასწრები ბმული: \n\nhttps://iliauni-edu-ge.zoom.us/j/85074207892?pwd=JbHJvDWUbybqV8yALKyVaMNRhr56ZF.1\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-ana-mgeladzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/07/ana-mgelaze-nashromi-NEW-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250623T190000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250528T074757Z
LAST-MODIFIED:20250623T130445Z
UID:10005761-1750701600-1750705200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სერგეი შაროვის საჯარო მოხსენება „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ლიდსის უნივერსიტეტის ენის\, კულტურისა და საზოგადოების მეცნიერებათა სკოლის\, ენის ტექნოლოგიების პროფესორი სერგეი შაროვი წაიკითხავს მოხსენებას „ინკლუზიური ხმები: ხელოვნური ინტელექტი სათათბირო დემოკრატიისათვის“. \nპროფესორი შაროვი მიმოიხილავს ევროკავშირის პროგრამის Horizon ფარგლებში განხორციელებული პროექტის iDem მიდგომებსა და შედეგებს. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების\, მათ შორის ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებში ენობრივი ბარიერების დაძლევის გზით. \nმომხსენებელი განიხილავს\, როგორ შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს ხელი შეუწყოს მარგინალიზებული ჯგუფების ინკლუზიურ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას. რამდენადაც სათათბირო დემოკრატია უზრუნველყოფს ურთიერთგაგებას დაინტერესებულ მხარეებს შორის\, რთული ინსტიტუციური ენა ხშირად გამორიცხავს ხანდაზმულების\, მიგრანტებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების მონაწილეობას სამოქალაქო პლატფორმებსა და ონლაინ სივრცეებში. სწორედ ამიტომ პროექტი\, რომელიც ხორციელდება ბარსელონის ქალაქის მერიასთან\, Cibervoluntarios-თან\, PIM-სა და ANFFAS-თან თანამშრომლობით\, ფოკუსირებულია სამ კვლევით შემთხვევაზე და მიზნად ისახავს კატალონურ\, იტალიურ და ესპანურ ენებში კომპლექსური ლინგვისტური მოვლენების იდენტიფიცირებას\, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ამ საზოგადოებისთვის სათათბირო პროცესებში მონაწილეობა. სისტემურ-ფუნქციური ლინგვისტიკის საფუძველზე პროფ. შაროვი განიხილავს სხვაობას ენის მომხმარებლებსა (მაგ. სოციალურ-დემოგრაფიული ფაქტორები) და ენის გამოყენებას (მაგ. კომუნიკაციური ფუნქციები) შორის და მის ზეგავლენას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ სათათბირო დიალოგზე. \nმოხსენების ბოლოს პროფესორი შაროვი აანალიზებს რისკებს\, ერთი მხრივ\, ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინების შექმნისა\, და\, მეორე მხრივ\, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების უგულებელყოფის შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორია\, გ.წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-05-2025-publicreport/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/khelovnuri-inteleqti-posti-NEW-WEB-01-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250614T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250701T110000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250610T131059Z
LAST-MODIFIED:20250725T070157Z
UID:10005773-1749895200-1751367600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიღება საზაფხულო სკოლაში
DESCRIPTION:14 ივნისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება საზაფხულო სკოლით დაინტერესებულ სტუდენტებთან. \nსაზაფხულო სკოლა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე მოეწყობა 16-25 ივნისს პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისთვის“ ფარგლებში. სტუდენტები შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ტყის მართვის\, ოპერაციებისა და ბიომრავალფეროვნების მიმართულებით. \nსკოლას გაუძღვებიან შვეიცარიელი და ქართველი მეცნიერები და ლექტორები. ლექციები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე\, პროგრამით ასევე დაგეგმილია 4-დღიანი საველე გასვლა ღამისთევით თიანეთის მუნიციპალიტეტში\, საბადურის ტყეში\, სადაც ჩატარდება პრაქტიკული სამუშაოები. \nსაზაფხულო სკოლაში მონაწილეობა შეუძლია სატყეო საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერი პროფესიის სტუდენტს.\nდაინტერესებულმა პირებმა უნდა მოიწერონ იმეილზე 13 ივნისის ჩათვლით. საკონტაქტო ელფოსტა: vasil.metreveli.1@iliauni.edu.ge \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 ივნისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-summerschool/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/konph_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250613T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250613T190000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250610T075955Z
LAST-MODIFIED:20250610T075955Z
UID:10005770-1749837600-1749841200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“
DESCRIPTION:13 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პანელური დისკუსია „თერგდალეულები და ქართული ეროვნული თვითმყოფადობის აღორძინება“ მე-19 საუკუნის ქართული ინტელექტუალური თაობის\, თერგდალეულების\, მისიისა და მემკვიდრეობის გააზრების შესახებ. სწორედ მათ დაეკისრათ ბრძოლა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისა და მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარებისთვის. \nსაუბარი შეეხება იმ პრინციპებს\, რომლებიც თერგდალეულების მოძრაობას წარმართავდა\, ქვეყნის გარე და შიდა საფრთხეებს\, რომელთა გადალახვასაც ისინი ცდილობდნენ\, ასევე ეროვნული თვითმყოფადობის დაცვის მათ  სტრატეგიას. \nშეხვედრის მონაწილენი განიხილავენ თერგდალეულთა მოძრაობის შიდა დაძაბულობასა და გაკვეთილებს\, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თანამედროვე საქართველოს წინაშე მდგომი გამოწვევების უკეთ გასაგებად და აღსაქმელად. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის პროფესორები გია ნოდია და ბელა წიფურია. \nმოდერატორი – ილიაუნის მოწვეული მასწავლებელი ვალერიან სიხუაშვილი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-paneldiscussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/thergdaleulebi-new-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250612T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250612T170000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250606T073739Z
LAST-MODIFIED:20250606T080541Z
UID:10005768-1749744000-1749747600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:12 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალი (AHF Georgia) გამართავს საინფორმაციო შეხვედრას სტუდენტებთან. \nშეხვედრის მიზანია ახალგაზრდებში აივ/შიდსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფექციის გავრცელების პრევენცია. \nმსმენელს საშუალება ექნება\, დაესწროს  საინფორმაციო სესიას აივ/შიდსის\, ვირუსული ჰეპატიტებისა (B და C ტიპის) და სიფილისის პრევენციის გამოვლენის მექანიზმებისა და მათთან დაკავშირებულ სტიგმასთან ბრძოლის შესახებ. \nსაინფორმაციო ნაწილის დასრულების შემდეგ ყველა მსურველს შეუძლია  გაიაროს ნებაყოფლობითი\, ანონიმური უფასო კომბინირებული ტესტირება\, რომელიც მოიცავს სკრინინგს  შემდეგ ოთხ ინფექციაზე: აივ\, B ჰეპატიტი\, C ჰეპატიტი და სიფილისი. \nმსოფლიოში მოქმედი უმსხვილესი არასამთავრობო ორგანიზაცია AIDS Healthcare Foundation (AHF) 49 ქვეყნის 2 მილიონზე მეტ ადამიანს სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას. AHF-ის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა აივ/შიდსის\, სგგი-ის პრევენცია და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ განათლების გავრცელების ხელშეწყობა ახალგაზრდებში. \nდამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ორგანიზაციის Facebook- გვერდს: AHF Georgia. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 ივნისი\, 16:00 საათ \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-06-2025-informationmeeting/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/shidsi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250612T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250612T150000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250604T070438Z
LAST-MODIFIED:20250604T074741Z
UID:10005765-1749736800-1749740400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონელი პროფესორების საჯარო ლექცია „სისხლი და სისხლის ჯგუფების კავშირი კვებასთან“
DESCRIPTION:12 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103 დარბაზში ლუბლინის სოციალურ და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ლეშეკ ზაკრჟევსკი და აგნიეშკა მიხალსკა წაიკითხავენ ლექციას სისხლის\, სისხლის ჯგუფებისა და კვებასთან მათი კავშირის შესახებ. \nლექცია საინტერესო იქნება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების\, სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებების\, ბიოლოგიის\, კვების მეცნიერების\, გამოყენებითი ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის სტუდენტებისთვის. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12 ივნისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  S103 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/poloneli_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250612T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250612T130000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250610T092545Z
LAST-MODIFIED:20250610T092643Z
UID:10005772-1749729600-1749733200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტურ კონფერენციათა სერია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში
DESCRIPTION:12 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი გამართავს სტუდენტურ კონფერენციას ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. \nკონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები \nსოციალურ მეცნიერებათა სექცია: დაიწყება 12:00 საათზე. \nჰუმანიტარულ მეცნიერებათა სექცია მუშაობას დაიწყებს 14:00 საათზე. \nკონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტები\, რომლებსაც გამოგზავნილი აქვთ შესაბამისი თემატური რეზიუმეები. \nკონფერენციას დაესწრებიან და მომხსენებლებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები. \nკონფერენციის დღის წესრიგის სანახავად გთხოვთ\, მიჰყვეთ ბმულს. \nდრო: 12 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nკონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/10-06-2025-conference/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/konph_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250607T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250607T130000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250606T120343Z
LAST-MODIFIED:20250606T120343Z
UID:10005769-1749297600-1749301200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „უნივერსიტეტი დღეს: შიდა და გარე აქტორების პერსპექტივა“
DESCRIPTION:7 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის განათლების სკოლა და განათლების კვლევების ცენტრი გამართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „უნივერსიტეტი დღეს: შიდა და გარე აქტორების პერსპექტივა“. \nკონფერენციაზე განათლების ადმინისტრირების პროგრამის უმაღლესი განათლების მიმართულების სტუდენტები წარადგენენ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. \nმკვლევრები იმსჯელებენ\, როგორ აღიქვამენ დღევანდელობაში საკუთარ და უნივერსიტეტის როლს სტუდენტები\, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი და განათლების სფეროს წარმომადგენლები. \nსამუშაო ენა: ქართული \nდასაწყისი: 7 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-06-2025-conference/
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/konph_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250606T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250606T160000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250604T133533Z
LAST-MODIFIED:20250604T133533Z
UID:10005767-1749211200-1749225600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:6 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება სურსათის უვნებლობის დღის აღნიშვნას\, რომლის სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“. \nწლევანდელი თემაა „სურსათის უვნებლობა: მეცნიერება მოქმედებაში“. \nამ დღეს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება სტუდენტური ესეების პრეზენტაციების ციკლი „რატომ არის მეცნიერება მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობისთვის?“. \nსტუდენტები წარმოადგენენ ნაშრომებს სურსათის უვნებლობის\, ჯანმრთელობისა და მეცნიერების ურთიერთკავშირის შესახებ. \nპრეზენტაციების მიზანია სტუდენტთა კვლევების წახალისება და ცნობიერების ამაღლება. \nღონისძიებაზე შეარჩევენ სამ საუკეთესო მოხსენებას\, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. \n\nდღის წესრიგი \n12:00 – 12:30 საათი – ღონისძიების გახსნა\nასოც. პროფესორი ელენე ჟურავლიოვა\, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი\nასოც. პროფესორი თამარ ბარბაქაძე\, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი\n12:30 – 14:00 საათი – სტუდენტური მოხსენებები\n14:00 საათი – ყავით შესვენება\n14:30 – 15:30 საათი – სტუდენტური მოხსენებები\n15:30 – 16:00 საათი – გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება\n16:00 საათი – ღონისძიების დახურვა \n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/04-06-2025-foodsafety/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/sursathi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250605T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250605T170000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250520T123330Z
LAST-MODIFIED:20250520T123330Z
UID:10005755-1749139200-1749142800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონელი პროფესორების საჯარო ლექციები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:5 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ვარშავის სიცოცხლისშემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის (Warsaw University of Life Sciences\, პოლონეთი) პროფესორები\, რობერტ პოპეკი და არკადიუშ პჟიბიში საჯარო ლექციებს წაიკითხავენ. \nრობერტ პოპეკი – „ურბანული მცენარეულობა\, როგორც ბუნებრივი ფილტრი: ჰაერში არსებული მყარი ნაწილაკების დაჭერაში მწვანე ინფრასტრუქტურის როლის შეფასება“ \nპროფესორი რობერტ პოპეკი განიხილავს\, როგორ უწყობს ხელს ურბანული გამწვანება ჰაერის დაბინძურების შემცირებას სწრაფად მზარდ ქალაქებში. წარმოადგენს უახლეს კვლევებს\, რომლებიც სწავლობს ურბანული მცენარეულობის − პარკების\, მინდვრების\, მწვანე ბარიერების − ეფექტიანობას ჰაერში არსებული მავნე ნაწილაკების (მაგ: მყარი ნაწილაკები\, მიკროპლასტიკი და სხვ.) დაჭერაში. ასევე განიხილავს მწვანე ინფრასტრუქტურის როლს გარემოს ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. \nარკადიუშ პჟიბიში – „ფიტორემედიაცია: მდგრადი სტრატეგია ურბანული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“ \nპროფესორი არკადიუშ პჟიბიში ყურადღებას გაამახვილებს ფიტორემედიაციის მნიშვნელობაზე ურბანულ გარემოში. ის მიმოიხილავს\, როგორ მუშაობს სხვადასხვა ტიპის ურბანული გამწვანება − განსაკუთრებით არაფორმალური მწვანე სივრცეები და მინდვრები − ჰაერის ბუნებრივ ფილტრებად. განიხილავს მცენარეთა სტრუქტურის\, ბიომრავალფეროვნების\, მდებარეობისა და გარემო პირობების გავლენას ჰაერის ხარისხზე და ეკოსისტემური სერვისების მიწოდებაზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-05-2025-publiclectures/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/vebi-akhali-geo.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250605T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250605T170000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250516T100804Z
LAST-MODIFIED:20250516T100804Z
UID:10005746-1749139200-1749142800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დიდი გეტსბის“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი
DESCRIPTION:5 ივნისს\, 16:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის რომანის „დიდი გეტსბი“ გამოცემიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სემინარი. \nსემინარზე მომხსენებლები განიხილავენ რომანის ისტორიულ და ლიტერატურულ მნიშვნელობას\, მის გავლენას ამერიკულ კულტურასა და თანამედროვე აზროვნებაზე. \nმომხსენებლები: \n\nპროფესორი რეზო მარსაგიშვილი – „დიდი გეტსბის“ პერსონაჟების სამეტყველო სტრატეგიები;\nასოცირებული პროფესორი ნინო გულიაშვილი – „აზრის კონსტრუირება რომანში „დიდი გეტსბი“: შედარებითი ლინგვისტური ანალიზი პრაგმატიკის\, ფსიქოლინგვისტიკისა და კოგნიტური ლინგვისტიკის ჭრილში“;\nდოქტორანტი ნონა მაზიაშვილი – „ფიცჯერალდი და კონრადი“;\nდოქტორანტი ქეთევან გახოკია – „დიდი გეტსბი – მოდერნისტული რომანი“;\nდოქტორანტი ია ჯეჯელავა – „დიდი გეტსბი და მდინარე“;\nდოქტორანტი დავით ცარიელაშვილი – „დიდი გეტსბი – ეპიკური გმირი“.\n\nსემინარს წარუძღვება პროფესორი პაატა ჩხეიძე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 5 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-publication/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/gatsby_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250604T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250604T200000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250530T101347Z
LAST-MODIFIED:20250530T101347Z
UID:10005763-1749060000-1749067200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა „აირჩიე საფრანგეთი“
DESCRIPTION:4 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორიაში „კამპუს ფრანსისა“ და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საფრანგეთში სწავლის შესახებ. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე\, ჩარიცხვის პროცედურებზე\, სამთავრობო სტიპენდიების მიღებაზე\, სავიზო მოთხოვნებსა და სასწავლო პროცესის თავისებურებებზე. \nპრესტიჟული უნივერსიტეტის\, Sciences Po-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ფრანგი სტუდენტი გამოცდილებას გაუზიარებს დამსწრეთ. \nსამუშაო ენები: ფრანგული\, ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S103a აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/30-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/saphrangethi_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250604T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250604T130000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250603T063303Z
LAST-MODIFIED:20250603T063419Z
UID:10005764-1749038400-1749042000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჰორიზონტი ევროპა“ ახალგაზრდა მეცნიერებისთვის
DESCRIPTION:4 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ახალგაზრდა მეცნიერებისთვის საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობათა შესახებ. \nშეხვედრაზე საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები განიხილავენ მარი სკლადოვსკა კიურის (MSCA)\, ევროპის კვლევების საბჭოს (ERC) ინდივიდუალურ კვლევით და მობილობის პროექტებს\, ასევე უკვე დაფინანსებული COST პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობებს. \nსაკონტაქტო პირები წარადგენენ დაფინანსების სხვადასხვა სქემას და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან დამსწრეთ. \nშეხვედრაზე განხილული დაფინანსების სქემები ნებისმიერ კვლევით მიმართულებას მიესადაგება და განსაკუთრებით საინტერესო იქნება დოქტორანტებისთვის\, მათთვის\, ვისაც ბოლო 12 წელია მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი\, ასევე 40 წლამდე ნებისმიერი მეცნიერისთვის COST პროგრამაში მონაწილეობისთვის. \nდეტალური ინფორმაციისთვის იხ. შეხვედრის დღის წესრიგი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-03-2025-horizon/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/WEB-size-new-horizonti-evropa-akhalgazrda-metsnierebisthvis-fb-posti-2025-1-01.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250603T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250603T180000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250516T115515Z
LAST-MODIFIED:20250516T115515Z
UID:10005749-1748970000-1748973600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაოლო ბერნარდის საჯარო ლექცია „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”
DESCRIPTION:3 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში პადოვის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს პროფესორი და ნიუ იორკის უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი პაოლო ბერნარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას „მიტოქონდრია: როგორ დაეხმარა უძველესი ბაქტერია ჩვენს ევოლუციას”. \nლექცია მიეძღვნება სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების მოლეკულურ მექანიზმებს. მომხსენებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მიტოქონდრიების ევოლუციურ როლს − როგორ იქცნენ უძველესი ბაქტერიები თანამედროვე უჯრედის ენერგეტიკულ ცენტრებად და როგორ განვითარდნენ მათი დახმარებით მრავალუჯრედიანი ორგანიზმები. \nპროფესორი ბერნარდი განიხილავს: \n\nფოტოსინთეზის ევოლუციას და ჟანგბადის როლის გარდატეხას დედამიწის ბიოლოგიურ ისტორიაში;\nუძველესი ანაერობული ორგანიზმების ადაპტაციას და მათ ენერგეტიკულ სტრატეგიებს;\nმიტოქონდრიის წარმოშობასა და მის გავლენას ცოცხალი ორგანიზმების ევოლუციაზე.\n\nპაოლო ბერნარდი პადოვის უნივერსიტეტის ბიომედიცინის მეცნიერებების დეპარტამენტის ემერიტუს პროფესორი და ყოფილი ხელმძღვანელია\, ასევე ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის კოლეჯის მოლეკულური პათობიოლოგიის დეპარტამენტში მოწვეული პროფესორი\, კლინიკური პათოლოგიის სამაგისტრო სკოლის ყოფილი დირექტორი და ბიომედიცინის მეცნიერებების დოქტორანტურის პროგრამის კოორდინატორი. \nპროფესორს გამოქვეყნებული აქვს 280 სამეცნიერო ნაშრომი და შედის ციტირების მიხედვით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების 1.7%-ში. მიღებული აქვს არაერთი პრემია და წარდგენილი აქვს ასობით მოხსენება საერთაშორისო აკადემიურ სივრცეებში. \nპაოლო ბერნარდი იყო იტალიის ბიომემბრანებისა და ბიოენერგეტიკის ჯგუფის პრეზიდენტი. იგი არის ვენეციის მეცნიერების\, ლიტერატურისა და ხელოვნების ვენეციის ინსტიტუტის\, მილანის ლომბარდიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიისა და Academia Europaea-ს წევრი. \nმან მიიღო მედიცინის დიპლომი პადოვის უნივერსიტეტში და განაგრძო განათლება უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის მიმართულებით\, NIH-Fogarty სტიპენდიით ვაითჰედის ბიომედიცინის კვლევის ინსტიტუტში – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/16-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/paolo_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250530T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250530T190000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250514T085205Z
LAST-MODIFIED:20250514T085205Z
UID:10005743-1748628000-1748631600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:COPY BREAK 2025 ქოფირაითინგის პირველი ღონისძიება საქართველოში
DESCRIPTION:30 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება COPY BREAK 2025  ქოფირაითინგის პირველი ღონისძიება საქართველოში. \nპროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის\, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის მძლავრი იარაღის\, პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები\, რომლებიც განიხილავენ ქოფირაითინგის როლს ბრენდინგში\, ციფრულ კამპანიებსა და კრეატიულ პროცესებში. \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/share/16NUcAXSFa/?mibextid=wwXIfr \nდრო: 30 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-05-2025-copybreak/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/web-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250530T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250530T170000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250523T114615Z
LAST-MODIFIED:20250523T123920Z
UID:10005759-1748617200-1748624400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ქეთევან ქათამაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:30 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ქეთევან ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „პოლიტიკური რეჟიმის ტრავმის რეპრეზენტაციის მოდელები პერსონაჟთა სიზმრებში: პრესაბჭოთა\, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქართული პროზის  მიხედვით“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი  –  ცირა კილანავა\, ფილოლოგიის დოქტორი\, ილიას \nსახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ.N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-0-2025-thesisdefense/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/sadisertatsio-nashromis-datsva-NEW-WEB-01-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250530T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250530T150000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250527T083252Z
LAST-MODIFIED:20250527T083517Z
UID:10005760-1748610000-1748617200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ რუსუდან მირცხულავას ფსიქოლოგიური ტრენინგი „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“
DESCRIPTION:30 მაისს\, 13:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი\, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა გამართავს ფსიქოლოგიურ ტრენინგს „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“. \nტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან არტთერაპიული პრაქტიკის დროს წარმოსახვითი სავარჯიშოების როლსა და მნიშვნელობას. ისინი შექმნიან წარმოსახვით ხატებს და აღმოაჩენენ მათი ინტერპრეტაციისა და გაგების გზებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 მაისი\, 13:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/27-05-2025-training/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/arttherapiis-methodebi-posti-NEW-WEB-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250529T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250529T170000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250522T124108Z
LAST-MODIFIED:20250522T124508Z
UID:10005758-1748530800-1748538000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოკრატული დისკუსია ევროპასა და საქართველოზე
DESCRIPTION:29 მაისს\, 15:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოკრატული წრის ფორმატის დისკუსია ევროპასა და საქართველოზე. \nსოკრატული წრე წარმოადგენს აკადემიური სემინარის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდს\, რომელიც დაფუძნებულია რაციონალურ მსჯელობაზე. აქ არ არსებობს დაპირისპირებული მხარეები\, თუმცა მონაწილეები ერთმანეთის მოსაზრებებს ყურადღებით ისმენენ\, სვამენ კრიტიკულ კითხვებს და ერთობლივად ცდილობენ დასკვნების გამოტანას. \nდისკუსიაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებს\, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან მოწვეულ სტუდენტებს. \nდისკუსიის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება კითხვების დასმა და ერთობლივ განხილვაში მონაწილეობა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2-05-2025-discussion/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/WEB-size-new-sokrate-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250529T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250529T140000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250520T103558Z
LAST-MODIFIED:20250520T103558Z
UID:10005753-1748516400-1748527200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია და სტუდენტური კონფერენცია
DESCRIPTION:29 მაისს\, 11:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება წიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის პრეზენტაცია\, სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი. \nწიგნის „პოლიტიკა ევროპაში“  ქართული თარგმანის პრეზენტაცია \nწიგნში დეტალურად არის განხილული შვიდი ქვეყნის\, კერძოდ\, დიდი ბრიტანეთის\, საფრანგეთის\, გერმანიის\, იტალიის\, შვედეთის\, რუსეთის და პოლონეთის\, ასევე ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობასთან\, პოლიტიკური სისტემებთან\, გადაწყვეტილების მიღების მექანიზმებთან\, ისტორიულ და თანამედროვე პოლიტიკურ\, სოციო-ეკონომიკურ\, საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი საკითხები. წიგნი სთავაზობს მკითხველს ინდივიდუალური პოლიტიკური სისტემების სიღრმისეულ გააზრებას\, ასევე მათ შედარებით ანალიზს\, რაც მას მნიშვნელოვან რესურსად აქცევს როგორც სასწავლო\, ასევე კვლევითი მიზნებისთვის. \nწიგნის „პოლიტიკა ევროპაში“ პირველი ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორები არიან ილიაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორი\, გიორგი გვალია და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი\, ლექტორი გიორგი ოდოშაშვილი. \nწიგნი გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა კონრად ადენაუერის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით. \n\nსტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი \nწიგნის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია და პოსტერების კონკურსი თემაზე:\n„ევროკავშირი და ცვალებადი მსოფლიო: გეოპოლიტიკური ძვრების\, სტრატეგიული ავტონომიისა და გლობალური პასუხისმგებლობების გზაჯვარედინზე“. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები\, რომლებიც წარმოადგენენ აკადემიურ მოხსენებებს და ვიზუალურ პოსტერებს თანამედროვე ევროპული პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე\, მათ შორის ევროკავშირის გლობალურ როლზე ცვალებად საერთაშორისო სისტემაში. \nღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ.  \nდრო: 29 მაისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ.წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-05-2025-conference/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/banner-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250527T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250527T160000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250520T094106Z
LAST-MODIFIED:20250520T094106Z
UID:10005751-1748343600-1748361600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:27 მაისს\, სამშაბათს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. \nაქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი\, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ\, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ\, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. \nსისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე\, თუ: \n\nთქვენი წონა 50 კგ და მეტია;\nარ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები –  B და C;\nსიფილისი\, ტუბერკულოზი;\nარ ხართ ინფიცირებული აივინფექციით;\nარ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;\nარ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;\nარ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია\, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;\nარ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;\nარ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;\nბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო\, კატარი\, სხვა გრიპოზული მოვლენები.\n\nმათ\, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში\, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები: \n\nჯგუფი\, რეზუსი\, ფენოტიპი\nB და C ჰეპატიტი\, სიფილისი\, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი\n\nადამიანმა\, ვინც დონორობას აპირებს\, უნდა იცოდეს შემდეგი: \n\nსისხლის დონაცია იოლი\, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;\nსისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;\nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;\nსისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;\nსისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;\nსისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;\n\nთან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი. \nდრო: 27 მაისი\, 11:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: \n\n\nილიაუნის A კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 (ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი)\nილიაუნის T კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (სისხლის ბანკი „სიცოცხლე“)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/20-05-2025-blooddonation/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/donatsia_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250524T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250525T160000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250521T115629Z
LAST-MODIFIED:20250725T082645Z
UID:10005757-1748098800-1748188800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იურისტ აიჰან ჰასანლის საჯარო ლექცია „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“
DESCRIPTION:24 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება სოკრატეს კლუბის ორგანიზებით ორგანიზაცია „საფარსა“ და პლატფორმა „სალამთან“ თანამშრომლობით გამართავს საჯარო ლექციას „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრა − სამართლებრივი და სოციალური ასპექტები“. \nმომხსენებელია აიჰან ჰასანლი\, ილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის პროგრამის მაგისტრი\, ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი და პლატფორმა „სალამის“ კაპიტანი. იგი განიხილავს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ორმაგი ჩაგვრის – ეთნიკური და გენდერული დისკრიმინაციის – სამართლებრივ\, სოციალურ\, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. ყურადღებას დაუთმობს კონკრეტულ შემთხვევებს\, მათ შორის 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეს. ეს საქმე სიმბოლურად ასახავს იმ მტკივნეულ რეალობას\, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები საქართველოში აწყდებიან. \nდისკუსიის მონაწილენი მიმოიხილავენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სოციალურ ბარიერებს\, მათ შორის განათლებასა და შრომით ბაზარზე წვდომის სირთულეებს\, რაც ხშირად მათ ეკონომიკურ დაუცველობასა და განვითარების შეზღუდულ შესაძლებლობებს განაპირობებს. \nლექციაზე დასწრება შეუძლიათ სტუდენტებს\, მკვლევრებს\, სამოქალაქო აქტივისტებსა და დისკუსიაში მონაწილეობის ყველა მსურველს\, რომელთაც სურთ გაიღრმაონ ცოდნა ქალთა უფლებებისა და ეთნიკურ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A409 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/21-05-2025-publiclecure/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/web-new-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250522T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250522T200000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250513T123027Z
LAST-MODIFIED:20250515T084456Z
UID:10005742-1747940400-1747944000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ისტორიკოს გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის\, გიორგი ჭკადუას წიგნის „მიხეილ ვორონცოვი და კავკასიის სამეფისნაცვლო“ პრეზენტაცია. \nგიორგი ჭკადუამ სამაგისტრო ნაშრომი „მიხეილ ვორონცოვი და მეფისნაცვლის ინსტიტუტის შექმნა კავკასიაში“ ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, ალექსანდრე მიქაბერიძის\, ხელმძღვანელობით დაიცვა. ნაშრომი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“ სერიაში „ახალი თაობის ისტორიკოსები“. წიგნი გამოცემისთანავე გახდა ბესტსელერი 2025 წლის თბილისის წიგნის ბაზრობაზე. ამჟამად გიორგი ჭკადუა მუშაობს სადოქტორო დისერტაციაზე\, რომელიც სიღრმისეულად იკვლევს ვორონცოვის კავკასიაში მეფისნაცვლობის ისტორიას. \nღონისძიებას წარუძღვება პროფესორი ბექა კობახიძე\, ილიაუნის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-05-2025-bookpresentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/bomzeli_web_new_eng-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250521T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250521T190000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250505T114146Z
LAST-MODIFIED:20250505T114146Z
UID:10005726-1747850400-1747854000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მორგან ბომზელის საჯარო ლექცია „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“
DESCRIPTION:21 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოჩინის ინსტიტუტის (პარიზი\, საფრანგეთი) HIV-ის ლორწოვან გარსში შესვლისა და მუკოზური იმუნიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მორგან ბომზელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“. \nლექცია მიეძღვნება პოსტპანდემიური მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას − გრძელვადიანი COVID-ის (Long COVID) ფენომენს. მიუხედავად იმისა\, რომ პანდემია ოფიციალურად დასრულებულია\, SARS-CoV-2-ის გავრცელება გრძელდება და ვირუსის ახალი ვარიანტები კვლავ იჩენს თავს. ამ ფონზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ინფიცირებულთა ნაწილისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი სიმპტომები\, რომლებიც ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ვლინდება. \nპროფესორი ბომზელი მიმოიხილავს ამ პათოლოგიის ძირითადი მექანიზმების უახლეს მეცნიერულ კვლევებს\, განიხილავს სიმპტომებს\, მათ შორის ქრონიკულ დაღლილობას\, კოგნიტურ დისფუნქციასა და გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევებს და აუდიტორიას გააცნობს პროცესის გააზრების უახლეს სამეცნიერო მიღწევებს. \nბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მორგან ბომზელი CNRS-ის კვლევითი დირექტორი და ლორწოვანი იმუნიტეტისა და ვირუსული პათოგენეზის წამყვანი მკვლევარია. იკვლევს HIV-ისა და Long COVID-ის მექანიზმებს\, იმუნურ პასუხებსა და ანტივირუსული თერაპიების განვითარებას. მუშაობდა ევროპისა და ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში\, თანამშრომლობს საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო:  21 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/bomzeli_web_new_eng.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250520T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250520T190000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250516T110714Z
LAST-MODIFIED:20250516T110714Z
UID:10005748-1747764000-1747767600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ დანიელე არტონის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ვერონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დანიელე არტონი\, რომელიც წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კოლონიური გამოძახილი და ყოველდღიური არჩევანი: ძალები\, რომლებიც განსაზღვრავს ენობრივ პოლიტიკას“ (Colonial Echoes and Everyday Choices: The Forces Shaping Language Policy). \nდანიელე არტონი ენათმეცნიერების დოქტორი და ასოცირებული პროფესორია სლავისტიკის მიმართულებით ვერონის უნივერსიტეტში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს მეორე ენის სწავლებისა და ათვისების\, პრაგმატიკისა და სოციოლინგვისტიკის საკითხებს. პროფესორი არტონი აქტიურად იკვლევს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ენობრივ პოლიტიკასა და სოციალურ დინამიკას. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nლექცია ტარდება პროგრამის Erasmus+ ფარგლებში. ღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/06-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/artoni_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250517T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250517T200000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250505T080108Z
LAST-MODIFIED:20250507T114410Z
UID:10005725-1747508400-1747512000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტური კაპელის სოლო კონცერტი
DESCRIPTION:17 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა გამართავს სოლო კონცერტს\, რომელსაც უდირიჟორებს თორნიკე არჩვაძე. ეს იქნება უნივერსიტეტის საგუნდო კაპელის შემოქმედების ერთგვარი შეჯამება. \nკონცერტზე შესრულდება როგორც ქართველი\, ასევე უცხოელი კომპოზიტორების საგუნდო ნაწარმოებები\, მათ შორის იოსებ კეჭაყმაძის\, არჩილ ჩიმაკაძის\, ოთარ თაქთაქიშვილის\, რევაზ ლაღიძის\, ჰ. სმითისა და მოსეს ჰოგანის კომპოზიციები. \nღონისძიების მიზანია გააერთიანოს მუსიკის მოყვარულები და სტუდენტური საზოგადოება ერთ კულტურულ სივრცეში  და საშუალება მისცეს მსმენელს\, თანამედროვე ახალგაზრდული ინტერპრეტაციით შეიგრძნოს ქართული და მსოფლიო საგუნდო მუსიკის გამორჩეული ნიმუშები. \nდრო: 17 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/05-05-2025-concert/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/kapela_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250516T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250516T203000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250514T122237Z
LAST-MODIFIED:20250514T125722Z
UID:10005744-1747423800-1747427400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მართული იმპროვიზაცია“ - ელექტროაკუსტიკური ანსამბლის კონცერტი
DESCRIPTION:16 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრი გიწვევთ ლექციებისა და ვორკშოპების დასკვნით კონცერტზე\, რომელსაც გამართავენ ვორკშოპის „მართული იმპროვიზაცია“ მონაწილე სტუდენტები და პედაგოგები. ანსამბლს უდირიჟორებს კომპოზიტორი და შემსრულებელი დანიელე ლედდა (Daniele Ledda). \nდრო: 16 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-05-2025-concert/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/kontserti_16_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250516T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250516T150000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250507T133834Z
LAST-MODIFIED:20250507T133834Z
UID:10005736-1747404000-1747407600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიური ლექცია „შფოთვა და პანიკური შეტევა“
DESCRIPTION:ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისა და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ფსიქოლოგი ანა პაპავა წაიკითხავს ლექციას „შფოთვა და პანიკური შეტევა“. \nმომხსენებელი განიხილავს  შფოთვის ნიშნების ამოცნობისა და მართვის სტრატეგიებს\, ასევე\, რა არის პანიკური შეტევა და როგორ შეიძლება მისი მართვა. \nდრო: 16 მაისი\, 14:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-05-2025-panicattack/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/axali-web-shphothva.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250516T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250516T140000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250513T101236Z
LAST-MODIFIED:20250513T101236Z
UID:10005739-1747400400-1747404000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ივა ლომიძის საჯარო ლექცია „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“
DESCRIPTION:16 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით ივა ლომიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიბერალური იდეალები და რეალისტური პოლიტიკა: ისტორიის დასასრულის დასასრული?“. \nმომხსენებელი განიხილავს თანამედროვე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის შესაძლო დასასრულს. როგორ ეჯახება ლიბერალური იდეალები გლობალური პოლიტიკის რეალობას\, როგორ მოქმედებს მსოფლიო კაპიტალისტური სისტემის ლოგიკა საგარეო პოლიტიკაზე და შეიძლება თუ არა აშშ-ის უახლესი საგარეო პოლიტიკური ქცევა სისტემური ძალების შედეგად მივიჩნიოთ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახი\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-05-2025-publiclecture/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/lomidze_web_new-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250514T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250514T180000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250513T121453Z
LAST-MODIFIED:20250513T132200Z
UID:10005741-1747242000-1747245600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ კახა მაღრაძის პრაქტიკული ლექცია-ტრენინგი „ორგანიზაციული კულტურა და ბიზნესკომუნიკაცია“ აკადემიური პერსონალისთვის
DESCRIPTION:14 მაისს\, 17:00 საათზე\, გაიმართება ონლაინ ლექცია-ტრენინგი „ორგანიზაციული კულტურა და ბიზნესკომუნიკაცია“ ილიაუნის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. \nტრენინგს გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კახა მაღრაძე. \nტრენინგის თემები: \n\nორგანიზაციული კულტურის არსი და განვითარების ისტორია;\nგეერტ ჰოფსტედის კულტურული განზომილებების თეორია;\nრეგიონული განსხვავებები ორგანიზაციულ მიდგომებსა და კულტურებში;\nთანამედროვე მიდგომები ბიზნესკომუნიკაციაში;\nმოლაპარაკებების ხელოვნება და მისი როლი ბიზნესგადაწყვეტილებებში.\n\nტრენინგი გაიმართება პროგრამის Erasmus+ პროექტის DeSIRe „რბილი უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში რბილი უნარების (Soft Skills) განვითარების ხელშეწყობას სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული წინსვლის კუთხით. \nმონაწილეობისთვის გთხოვთ\, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://shorturl.at/8wG0b \nშეხვედრის ბმული: https://us02web.zoom.us/j/83581239006?pwd=Y3ber7RvKxe1L4eMJNQl1TUPhj3qMo.1 \nტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები. \nსამუშაო ენა: ქართული \nფორმატი: ონლაინ \nდრო: 14 მაისი\, 17:00 საათი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-05-2025-lecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/maghradze_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250514T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250514T130000
DTSTAMP:20260418T145017
CREATED:20250507T133548Z
LAST-MODIFIED:20250507T133548Z
UID:10005735-1747224000-1747227600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიური ლექცია „სტრესის მართვა“
DESCRIPTION:ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის და ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“ ფსიქოლოგი ანა ჯანიკაშვილი წაიკითხავს ლექციას „სტრესის მართვა“. \nმომხსენებელი განიხილავს სტრესის გამომწვევ ფაქტორებს\, ნეირობიოლოგიას და გამკლავების სტრატეგიებს. \nდრო: 14 მაისი\, 12:00-13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-05-2025-stress/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/05/axali-web-stresis-marthva.png
END:VEVENT
END:VCALENDAR