BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250424T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250424T140000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250415T080302Z
LAST-MODIFIED:20250417T131855Z
UID:10005706-1745499600-1745503200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“
DESCRIPTION:24 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“-სა და „საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართება შემაჯამებელი კონფერენცია „ფსიქოთერაპიული მეთოდი − მითოდრამა“. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს მეთოდის ავტორი\, ციურიხის კონფლიქტების მართვის ინსტიტუტის დირექტორი\, ციურიხის განათლების უნივერსიტეტის პროფესორი ალლან გუგენბიული. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2009 წლიდან თანამშრომლობს ბერნის (შვეიცარია) ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრსა და ამ ცენტრის ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფური ფსიქოთერაპიის განყოფილებასთან. ქართულ-შვეიცარიული პროექტის „ნერგი“ ფარგლებში (ლელა ქსოვრელაშვილი-შმიდისა და დავიდ შმიდის ინიციატივით) ჩატარებული აქვს ფსიქოლოგიური მუშაობა ბავშვებისა და მოზარდების სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან საქართველოში. \nმუშაობა ძირითადად მიმდინარეობს პროფესორ ალლან გუგენბიულის მეთოდზე „მითოდრამა“ დაყრდნობით\, რომელიც ფსიქოთერაპიაში კლასიკოსი ავტორების (იუნგი\, მორენო) ხედვების გაერთიანების ორიგინალურ ვერსიას წარმოადგენს. \nმეთოდი დანერგილია ევროპისა და აზიის რიგ ქვეყნებში\, მისი ეფექტიანობა დასტურდება მეთოდზე მორგებული შეფასების ინსტრუმენტებით. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „ნერგის“ ფარგლებში მომზადებული ფსიქოთერაპევტების პრაქტიკის ამსახველი მოხსენებები. \nდეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/esySY6F6XhceBewP7 \nდრო: 24 აპრილი\, 13:00 საათი (კონფერენციის დაწყების დრო) \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია (გთხოვთ\, გაითვალისწინეთ\, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია). \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-conference/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-bavS.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250422T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250422T190000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250415T122153Z
LAST-MODIFIED:20250417T130236Z
UID:10005709-1745344800-1745348400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჩარლზ პენსის ლექციების სამდღიანი კურსი „ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითადი საკითხები“
DESCRIPTION:22\, 24 და 25 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროგრამაზე  გაცვლითი პროგრამის ERASMUS+ ფარგლებში  ლუვენ-ლა-ნოვის უნივერსიტეტის (ბელგია)  მეცნიერების ფილოსოფიისა და საზოგადოების ცენტრის პრეზიდენტი\, ჟურნალის Philosophy\, Theory\, and Practice in Biology რედაქტორი\, პროფესორი ჩარლზ პენსი ჩაატარებს ლექციების კურსს ბიოლოგიის ფილოსოფიის ძირითად საკითხებზე. \nლექციების თემები: \n\nსაფუძვლები: ბუნებრივი გადარჩევა როგორც კაუზალური\, ემპირიული და პრობაბილისტური თეორია;\nბუნებრივი გადარჩევა\, შეგუებულობა (fitness) და სახეობები: ადაპტაციონიზმის პროგრამის   კრიტიკა; შეგუებულობის ცნების გაგება მიდრეკილების (propensity) ცნების გამოყენებით;\nგანვითარების ბიოლოგია\, შეზღუდვები და ბიომრავალფეროვნება.\n\nკურსზე რეგისტრაციისთვის მიმართეთ თამაზ თოხაძეს: tamaz_tokhadze@iliauni.edu.ge \nრეგისტრაციის შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას წასაკითხი მასალებისა და აუდიტორიის შესახებ. \nრეკომენდებული საკითხავი მასალა წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22\, 24\, 25 აპრილი\, 18:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n2025 \n  \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/15-04-2025-course/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axaliii.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250416T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250416T200000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250407T073353Z
LAST-MODIFIED:20250407T073353Z
UID:10005697-1744830000-1744833600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 აპრილს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება  დავით დარჩიაშვილისა და ზურაბ სამარღანიშვილის წიგნის „პოლონური და ქართული ეროვნული პროექტების ტრაექტორია: შემთხვევა ნაციონალიზმის შედარებითი კვლევისათვის“ პრეზენტაცია. \nწიგნი შეიქმნა შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ 2022 წელს გაცემული გრანტის დახმარებით. ავტორებს ასევე ჰქონდათ პოზნანის ადამ მიცკევიჩისა და კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტების ბაზაზე აღმოჩენილი აკადემიური მხარდაჭერა. \nწიგნში შეფასებულია თანამედროვე ქართველი და პოლონელი ერების იდენტობისა და ეროვნული დისკურსების ფორმირების თითქმის სამასწლოვანი პერიოდი  განმანათლებლებიდან დღემდე. არსებითად\, ავტორები ორ ქვეყანაში მოდერნულობის ნაციონალურ ასპექტებზე მსჯელობენ. \nჩნდება კითხვა: რატომ პოლონეთი და საქართველო – რა საერთოა ამ ორი ერის თავგადასავალს შორის? \nპასუხი შეიძლება სამგვარი იყოს: \n\nქართული და პოლონური ნაციონალიზმი რუსეთის იმპერიის ჩრდილქვეშ ყალიბდებოდა ორივე ერისათვის\, ძირითადად\, რუსები იყვნენ კოლონიური თუ პოსტკოლონიური „სხვა“;\nჩვენი ეროვნული თავგადასავლის გასაცნობიერებლად შედარებითი მეთოდი შეუდარებელია;\nთანამედროვე ერად ჩამოყალიბებული პოლონური მაგალითი წარმატებულად უნდა შეფასდეს\, საქართველოს კი ამ მხრივ ჯერაც ბევრი განსაცდელი ელის. შესაბამისად\, წიგნის ავტორებს მიაჩნიათ\, რომ საქართველოს ევროპული იდენტობის პერსპექტივები\, ევროპეიზაციის ქართული შუქ-ჩრდილები პოლონური მაგალითის ფონზე უფრო გამოკვეთილად ჩანს და სამომავლო ძალისხმევის ვექტორს აჩვენებს.\n\nნაშრომის შექმნაში წვლილი შეიტანეს კონსულტანტმა ჩარლზ ფერბენქსმა და მკვლევარმა თამარ თოლორდავამ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 16 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/07-04-2025-presentation/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/tsigni_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250415T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250415T180000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250411T085152Z
LAST-MODIFIED:20250411T090000Z
UID:10005701-1744736400-1744740000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კატრინე ბენდცენ გოთფრედსენის საჯარო მოხსენება „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“
DESCRIPTION:15 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში ილიაუნის ანთროპოლოგიის კვლევითი ცენტრისა და ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ორგანიზებით ანთროპოლოგიის დოქტორი კატრინე ბენდცენ გოთფრედსენი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ოკუპირებული პირადი სივრცეები: ბორდერიზაცია პალესტინაში\, საქართველოსა და დასავლეთ საჰარაში“. \nმომხსენებელი განიხილავს სამ განსხვავებულ სამხედრო ოკუპაციის შემთხვევას: პალესტინას\, სამხრეთ ოსეთს და დასავლეთ საჰარას. ოკუპაცია აღქმულია\, როგორც ძალაუფლების უწყვეტი პრაქტიკა\, რომელიც აღწევს ყოველდღიურ და პირად სივრცეებში და არღვევს ნათესაურ კავშირებს. ბორდერიზაცია წარმოდგენილია როგორც ინსტრუმენტი\, რომელიც ადამიანებს ყოფს ფიზიკურად\, ბიუროკრატიულად და ემოციურად. \nკატრინე ბენდცენ გოთფრედსენი (Katrine Bendtsen Gotfredsen\, https://mau.se/en/persons/katrine.gotfredsen/) არის მალმოს უნივერსიტეტის კავკასიის კვლევების ლექტორი\, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორი. ჩატარებული აქვს ვრცელი ეთნოგრაფიული საველე კვლევები საქართველოში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს პოლიტიკურ ტრანსფორმაციასა და გაურკვევლობას\, რელიგიას\, ისტორიასა და იდენტობას\, მორალს\, ასევე პოლიტიკურ ფორმებსა და პრაქტიკებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-04-2025-anthropology/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250414T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250414T160000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250411T091047Z
LAST-MODIFIED:20250411T091047Z
UID:10005702-1744639200-1744646400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სულხან-საბა ორბელიანი − ქართული ფილოლოგიური ტრადიციის განახლება
DESCRIPTION:14 აპრილს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით ქართული ენის დღის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიება\, რომელიც ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გამორჩეულ მემკვიდრეობას ქართულ ფილოლოგიასა და თანამედროვე ლექსიკოგრაფიაში. \nპროგრამა \nსულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონის მოგზაურობა ევროპაში (ემანუელ დე იგლესიასის ქართულ-იტალიური და იტალიურ-ქართული ლექსიკონი) − ილიაუნის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე \nკონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ მეოთხე ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება − ილიაუნის პროფესორი თინათინ მარგალიტაძე \nინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსის ახალი ვერსიის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ქეთევან მჭედლიშვილი \nინგლისურ-ქართული მრავალდარგოვანი ტერმინოლოგიური ლექსიკონის პლატფორმის პრეზენტაცია − ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გიორგი ოქროპირიძე \nდრო: 14 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-04-2025-georgianphilological/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250411T210000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250403T073948Z
LAST-MODIFIED:20250403T074141Z
UID:10005693-1744398000-1744405200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქციული ვორკშოპი „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი\, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“
DESCRIPTION:11 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ალექსანდრე ბურკა ჩაატარებს ინტერაქციულ ვორკშოპს „გაიცანით ავსტრიელები და ქართველები: ბიზნესი\, კომუნიკაცია და კულტურა − რაზე ვსაუბრობთ?“ \nვორკშოპი ჩატარდება 9-13 აპრილს ავსტრიის ბურგენლანდის გამოყენებითი უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. \nვორკშოპის თემები: \n\nრა არის თანამედროვე ბიზნესის თავისებურებები ავსტრიასა და საქართველოში?\nროგორ აისახება საერთაშორისო გარემო ბიზნესზე?\nროგორ აისახება კულტურული განსხვავებები ბიზნესზე?\nრომელი ასპექტებია გასათვალისწინებელი კორპორაციულ კონტექსტში კულტურათაშორისი ურთიერთობისას?\nროგორია ავსტრიული მუშაობის სტილი\, რას ფიქრობენ ახალგაზრდა პროფესიონალები საქართველოში?\n\n  \nდოქტ. ალექსანდრე ბურკა ბურგენლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (ავსტრია) საერთაშორისო ბიზნეს კომუნიკაციის პროფესორია. იგი უძღვება სალექციო კურსებს საერთაშორისო კომპეტენციების\, კულტურათაშორის მენეჯმენტის და რუსული ენას (როგორც უცხო ენის) მიმართულებით. აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის 25-წლიანი პროფესიული გამოცდილება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 აპრილი\, 19:00-21:00 \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/03-04-2025-workshop/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/vorqshopi1_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250410T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250410T170000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250408T133728Z
LAST-MODIFIED:20250408T133728Z
UID:10005699-1744297200-1744304400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Level UP მეხუთე ლექცია „მოლაპარაკების ხელოვნება და გასაუბრება დამსაქმებელთან“
DESCRIPTION:10 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის Level UP მეხუთე ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო კომპანიის Knauf რეგიონული HR ხელმძღვანელი ირინა ფაცურია. \nლექციის თემებია: \n\nმოლაპარაკების ხელოვნება\nდამსაქმებელთან გასაუბრება (Job Interview)\n\nHR პროფესიონალი პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეალურ რჩევებს მისცემს მონაწილეებს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/08-04-2025-levelup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/akhali-vebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250410T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250410T130000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250404T095145Z
LAST-MODIFIED:20250404T121140Z
UID:10005696-1744286400-1744290000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექცია „რატომ და როგორ ვაფუჭებთ ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიას“
DESCRIPTION:10 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრში (S800) ილიაუნის ალუმნი განვითარების ქსელისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის ორგანიზებით უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჯუანშერ ჯეჯელავა წაიკითხავს ლექციას „რატომ და როგორ ვაფუჭებთ ფიზიკოსები ფარდობითობის თეორიას“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ფარდობითობის თეორიის წარმოშობის ისტორიის შესახებ და ასევე\, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ თეორიის დასასრული. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/04-04-2025-publiclecture/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/event.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250404T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250404T170000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250403T095110Z
LAST-MODIFIED:20250403T110521Z
UID:10005695-1743778800-1743786000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჰერიოს“ დამფუძნებლების შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:4 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით სტუდენტებს შეხვდებიან სტარტაპ „ჰერიოს“ დამფუძნებლები ლევან ასანიძე (CEO) და გეგი გვაზავა (COO). \nრა არის „ჰერიო“? \nინოვაციური პლატფორმა\, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას. მისი მიზანია ახალგაზრდა სპეციალისტებს გაუადვილოს პროფესიული განვითარება და შემოსავლის მიღება მორგებული სამუშაო გრაფიკით. \nშეხვედრის მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას თემებზე: \nროგორ შეიქმნა „ჰერიო“ და როგორ პასუხობს თანამედროვე დასაქმების ბაზრის გამოწვევებს; \nროგორ შეუძლიათ სტუდენტებს პლატფორმის გამოყენება კარიერული ზრდისთვის; \nროგორია რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული სტარტაპის შექმნის პროცესი. \nდარეგისტრირდით შეხვედრაზე: https://bit.ly/3RBDc9S \nმეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ჰერიოს“ ბლოგს. \nგადმოწერეთ აპლიკაცია: \n\n iOS\n Android\n\nარ გაუშვათ შესაძლებლობა შეხვდეთ წარმატებული სტარტაპერების გუნდს და დაინტერესდეთ კარიერული განვითარების ახალი პერსპექტივებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 4 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/03-04-2025-meetingwithstudents/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250403T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250403T160000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250401T101935Z
LAST-MODIFIED:20250401T101935Z
UID:10005692-1743692400-1743696000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Level UP – მეოთხე ლექცია: CV & სამოტივაციო წერილი
DESCRIPTION:3 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის Level UP ფარგლებში მეოთხე შეხვედრას გამართავს ნანუკა ჯობავა. \nლექციის თემებია: \n\nრეზიუმეს (CV) შედგენა\nსამოტივაციო წერილი\n\nლექცია იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული – რეალური რჩევებით\, მაგალითებით და პრაქტიკული მიგნებებით HR სფეროდან. \nნანუკა ჯობავა არის TBC ბანკის საცალო ბიზნესის შერჩევის ჯგუფის ხელმძღვანელი\, HR სპეციალისტი მრავალწლიანი გამოცდილებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/01-04-2025-levelup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/04/axali-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250331T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250331T160000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250311T100109Z
LAST-MODIFIED:20250311T100704Z
UID:10005678-1743418800-1743436800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის „საპროექტო წინადადების მომზადება“
DESCRIPTION:31 მარტს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში (S507) პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ტრენინგი „საპროექტო წინადადების მომზადება“. \nტრენინგის I ნაწილი შეეხება საპროექტო წინადადებების წარდგენის ტექნიკურ და პროცედურულ მხარეს როგორც საერთაშორისო (Horizon Europe\, ERASMUS+ და სხვ.)\, ისე ადგილობრივი კონკურსებისთვის (შოთა რუსთაველის ფონდი და შიდა ინსტიტუციური გრანტები). \nII ნაწილი მიეძღვნება პროექტის შინაარსობრივ მხარეს\, მონაწილეები გაეცნობიან საპროექტო წინადადების სტრუქტურას\, ლოგიკურ ჩარჩოს\, მიზნისა და სტრატეგიული მიზნების\, შუალედური შედეგებისა და აქტივობების ფორმულირების ტექნიკას\, მართვისა და განხორციელების გეგმების თავისებურებებს; შეიძენენ ცოდნას პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების შესახებ და გაეცნობიან დონორთან წარსადგენი ანგარიშების ტიპებს. \nთითოეულ საკითხზე მონაწილენი შეასრულებენ დავალებას.  ამ ეტაპის ბოლოს მათ ექნებათ საგრანტო პროექტის მონახაზი. \nIII ნაწილში განხილული იქნება ბიუჯეტირების თემა და მისი თავისებურებები. \nტრენინგის ხანგრძლივობა: 5 საათი \nტრენერები: \nზარინა ბურკაძე\, ასოცირებული პროფესორი მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი \nანა ხუნდაძე\, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის უფროსი \nთეონა დიასამიძე\, განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი; \nსალომე შედანი\,  განვითარების სამსახურის უფროსი; \nტრენინგზე დასასწრებად  გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/xcGuhDfMqsALEdUo6 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 მარტი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507)\, გ. წერეთლის ქუჩა N3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-training/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/new-3.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250328T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250328T180000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250305T081145Z
LAST-MODIFIED:20250305T081900Z
UID:10005672-1743181200-1743184800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პოლ სალკოვსკის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:28 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის კლასიკოსი\, პროფესორი პოლ სალკოვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თანამედროვე კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიის აქტუალური საკითხების შესახებ. \nპროფესორი პოლ სალკოვსკი ხელმძღვანელობს ოქსფორდის კლინიკური ფსიქოლოგიის კურსს\,  ასევე ოქსფორდის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს. \nარის ბრიტანული კოგნიტურ-ბიჰევიორალური ჟურნალის “Behavioural and Cognitive Psychotherapy“  რედაქტორი. https://oxicptr.web.ox.ac.uk/people/professor-paul-salkovskis \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს ლონდონის ქინგს კოლეჯისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის პროფესორი ქეთევან ჭანტურია. https://kclpure.kcl.ac.uk/portal/kate.tchanturia.html; www.peacepathway.org \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-pol-salkovskis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250327T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250327T190000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250313T082708Z
LAST-MODIFIED:20250324T083743Z
UID:10005682-1743098400-1743102000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ − დოკუმენტური გადაცემა Dateline-ის ეპიზოდის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:27 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულებისა და კინოკლუბის ორგანიზებით ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში გაიმართება ავსტრალიური სატელევიზიო მაუწყებლობა SBS-ის ყოველკვირეული დოკუმენტური გადაცემის (“Dateline”) ეპიზოდის „მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ (“Murder and Corruption in Malta”) ჩვენება და დისკუსია. \n„მკვლელობა და კორუფცია მალტაში“ მოგვითხრობს მალტელი ქალი ჟურნალისტის\, მწერლის\, ბლოგერისა და ანტიკორუფციული აქტივისტის\, დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობისა და გამოძიების ისტორიას. \nმალტელი ქალი ჟურნალისტი მუშაობდა მალტის მთავრობის კორუფციული გარიგებების\, ფულის გათეთრების\, ნეპოტიზმის საქმეებზე\, ასევე აწარმოებდა გამოძიებას ჩრდილოვანი ფინანსური ოპერაციების საერთაშორისო დანაშაულზე\, რომელიც „პანამის დოკუმენტების“ სახელით არის ცნობილი. მიუხედავად ზეწოლისა და დაშინების არაერთი მცდელობის\, მათ შორის\, მალტის პოლიციის მიერ ორჯერ დაკავების\, დაფნე გალიცია განაგრძობდა როგორც მალტის ხელისუფლებისთვის კრიტიკული სტატიების\, ასევე საკუთარი ბლოგის მეშვეობით კორუფციული გარიგებების შესახებ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. დაფნეს გამოძიების ობიექტებს წარმოადგენდნენ როგორც მალტის მთავრობის წევრები და მათ შორის\, პრემიერმინისტრი\, ასევე მალტელი ბიზნესმენები\, რაც გახდა მიზეზი\, რომ 2017 წლის 16 ოქტომბერს მისი მკვლელობა შეუკვეთეს − დაფნე საკუთარ ავტომობილშივე დამონტაჟებული ბომბით ააფეთქეს\, იგი ადგილზევე გარდაიცვალა. დემოკრატიისა და გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დაცვისთვის ქალი ჟურნალისტის თავგანწირვას მოჰყვა როგორც საპროტესტო გამოსვლები მალტაში\, ასევე გამოხმაურებები საერთაშორისო დონეზე\, მათ შორის\, დაფნეს მიერ დაწყებული გამოძიების 45 ჟურნალისტისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ დასრულება. ჟურნალისტების\, მამხილებლებისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების დამცველებისთვის 2018 წელს დაწესდა ჯილდო\, რომელიც დაფნე გალიციას პატივსაცემად მის სახელს ატარებს. \nმომხსენებელი: ნესტან ცეცხლაძე − ჟურნალისტი\, გამოცემა „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი \nმოდერატორი: თედო ფხიკიძე − ილიაუნის სამართლის სკოლის მე-4 კურსის სტუდენტი \nდეტალური დღის წესრიგი: \n\n18:00  − ღონისძიების (ფილმის  ჩვენების) გახსნა\n18:10 − დოკუმენტური ფილმის ჩვენება (30 წთ)\n18:40 − დისკუსია\n\nდრო: 27 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-03-2025-discussion/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-samar.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250327T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250327T140000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250325T082529Z
LAST-MODIFIED:20250325T082529Z
UID:10005689-1743076800-1743084000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონკურსი „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“
DESCRIPTION:27 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდება ძილის მსოფლიო დღის აღნიშვნას. წლევანდელი ღონისძიების სლოგანია „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“\, რომელიც მოიაზრებს ძილსა და ჯანმრთელობას შორის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. \nამ დღის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში  გაიმართება სტუდენტურ მოხსენებათა ციკლი და საქართველოს ძილის მეცნიერებისა და ძილის მედიცინის საზოგადოების ყრილობა. \nღონისძიების მიზანია  საზოგადოების ყურადღების გამახვილება ძილის მნიშვნელობაზე. ასევე გაიმართება სტუდენტური კონკურსის „გახადეთ ჯანსაღი ძილი პრიორიტეტული“ გამარჯვებულების პრეზენტაციები და დაჯილდოება. \nდრო: 27 მარტი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-03-2025-competition/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-dzili.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250326T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250328T180000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250318T104535Z
LAST-MODIFIED:20250318T114057Z
UID:10005687-1743012000-1743184800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“
DESCRIPTION:26-28 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოწვეული ლექტორებისა და დოქტორანტებისთვის გაიმართება ტრენინგი „ელექტრონული პლატფორმების გამოყენება შერეული სწავლების ფორმატში“. \nკურსის მიზანია: \n\nგააცნოს აუდიტორიას შერეული სწავლების ახალ მეთოდებსა და მიდგომებთან\n\nდაკავშირებული თეორიული საფუძვლები და განუვითაროს შესაბამისი პრაქტიკული უნარები. \n\nკურსის ფარგლებში განიხილავენ შერეული სწავლების ახალ მიდგომებს; ასევე სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების (emergent learning) გამოყენების უპირატესობებსა და გამოწვევებს. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას შერეული სწავლების მეთოდის გამოყენების მიმართულებით\, გაეცნობიან დისტანციური სწავლების ძირითად აქტივობებს (Etivities)\, გაიგებენ\, რა ტიპის ტექნოლოგიური მხარდაჭერა არის საჭირო ონლაინ სწავლების მეთოდების პირისპირ სწავლების კომპონენტებთან კომბინირების პროცესში.\nტრენერი ყურადღებას გაამახვილებს მულტიმედიისა და პროექტების ელექტრონული მართვის სისტემების გამოყენებაზე\, ასევე სტუდენტის ელექტრონული პორტფოლიოს შექმნაზე.\n\nტრენინგი ითვალისწინებს ინტერაქტიულ ჩართულობას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ სასწავლო კურსში მიღებული პრაქტიკული ცოდნის გამოყენებას. \nტრენინგს გაუძღვება ელენე ჟურავლიოვა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის \nფაკულტეტის დეკანი. \nტრენინგზე დასასწრებად რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე: https://forms.gle/1EjoskHD7kZmSiLW7 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო და ადგილმდებარეობა: \n\n26 მარტი\, 18:00-20:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\n27 მარტი\, 15:00-17:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E308 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\n28 მარტი\, 16:00-18:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T304 ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/18-03-2025-training/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/saregistracio-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250326T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250326T180000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250324T114549Z
LAST-MODIFIED:20250324T114705Z
UID:10005688-1743001200-1743012000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის Level UP მესამე ლექცია
DESCRIPTION:26 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში\, პროექტის Level UP ფარგლებში მესამე ლექციას წაიკითხავს ილიაუნის მოწვეული ლექტორი სულხან სახვაძე. \nლექციის თემებია: \n\nLinkedIn-ის ეფექტური გამოყენება\nსაკუთარი თავის წარმოჩენა პროფესიულ სივრცეში\n\nშეხვედრაზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა\, მოისმინონ პრაქტიკული რჩევები და რეკომენდაციები პროფესიული იმიჯის სწორად ფორმირებისა და ციფრულ კარიერულ პლატფორმებზე საკუთარი თავის ეფექტურად წარდგენის შესახებ. \nსულხან სახვაძე არის Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და პროდუქტის მთავარი ოფიცერი (CPO)\, TBC ბანკის თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის პარტნიორი\, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და BTU-ს მოწვეული ლექტორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 26 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/24-03-2025-levelup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250326T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250326T120000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250325T103211Z
LAST-MODIFIED:20250325T110335Z
UID:10005690-1742986800-1742990400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Alumni Talks – სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე
DESCRIPTION:26 მარტს\, 11:00 საათზე\, ალუმნი განვითარების ქსელი და სოვლაბი წარმოგიდგენთ ლექციას ალუმნი შეხვედრების სერიიდან – „სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე“. \nმომხსენებელი: ბადრი ოყუჯავ \nლექციის შესახებ: სამოქალაქო სოლიდარობა საბჭოთა ოკუპაციამდე \nსაუბარი შეეხება ქველმოქმდებისა და სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითებს მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. საუბრის მიზანია იმის ჩვენება\, რომ საბჭოთა რუსულ ოკუპაციამდე\, საქართველოში საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამორჩეული კულტურა არსებობდა და ათასობით ადამიანი იყო მასში ჩართული. \nლექცია ტარდება ქართულ ენაზე \nდასწრება / ადგილმდებარეობა \nგაითვალისწინეთ რომ ლექციაზე დასწრება შეზღუდულია. \nლექციაზე დასწრების სურვილის შემთხვევაში\, გთხოვთ მიჰყვეთ სარეგისტრაციო ბმულს https://forms.gle/9tARxDNjq59BeuVc9 \nრეგისტრირებული პირები პირადი შეტყობინებით მიიღებთ ინფორმაციას ლექციის მისამართის შესახებ.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/25-03-2025-alumnitalks/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/akhali-veb.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250324T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250324T140000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250313T063256Z
LAST-MODIFIED:20250313T063643Z
UID:10005681-1742821200-1742824800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საქართველო და საფრანგეთი\, თბილისი და პარიზი პოეზიაში\, მუსიკაში\, ფილმებში\, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“ − ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:24 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება „საქართველო და საფრანგეთი\, თბილისი და პარიზი პოეზიაში\, მუსიკაში\, ფილმებში\, მხატვრობასა და ფოტოხელოვნებაში“. \nღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, უნივერსიტეტთან არსებული ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა\, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფრანგული ენის ექსპერტ-კონსულტანტი მაკა ნადარეიშვილი. \nღონისძიებაში მონაწილეობენ ილიაუნის ფრანგულენოვანი სტუდენტები და საქართველოს 14 საჯარო სკოლის ფრანგული ენის პედაგოგების მიერ მომზადებული ასამდე მოსწავლე. \nსამუშაო ენა: ფრანგული \nდრო: 24 მარტი\, 13.00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-03-2025-francophonie/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/phrankophonia_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250320T200000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250306T091058Z
LAST-MODIFIED:20250306T091058Z
UID:10005675-1742497200-1742500800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„შუბლის წილი“ – მონოგრაფიის პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 მარტს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მონოგრაფიის „შუბლის წილი“ პრეზენტაცია. \nმონოგრაფიის ავტორია მალხაზ მაყაშვილი\, მეცნიერებათა დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი\, ფსიქოფიზიოლოგიური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი\, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ლაბორატორიის გამგე. \nმონოგრაფია დაიწერა სტუდენტებისთვის\, რომლებიც ქცევათმეცნიერებას ეუფლებიან. \nნაშრომში განხილულია თავის ტვინის შუბლის წილის აგებულება და განვითარების თავისებურება\, შუბლის წილის მონაწილეობა ყურადღების\, მეხსიერების\, მეტყველების\, სტრესორზე რეაქციის\, გარემოსთან მისადაგებული ქცევის ორგანიზაციაში. \nგამოცემას ახლავს ილუსტრირებული ლექსიკონი\, რომელშიც განმარტებულია ტექსტში ნახსენები ზოგიერთი ფენომენი და ტერმინი. \nმონოგრაფიის გამოცემის საჭიროება განაპირობა საკითხის შესახებ ქართულ ენაზე თანამედროვე ლიტერატურის არ-არსებობამ. \nფანქრით შესრულებული ილუსტრაციები ეკუთვნის ავტორს. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shublis-tsili-monographiis-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/maqhashvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250320T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250320T160000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250314T125225Z
LAST-MODIFIED:20250314T125225Z
UID:10005685-1742482800-1742486400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის Level UP მეორე ლექცია „პროფესიონალური თვითანალიზისა და კავშირების დამყარების (Networking) მნიშვნელობა“
DESCRIPTION:20 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პროექტის Level UP ფარგლებში მოწვეული სპიკერი თამთა მურადაშვილი წაიკითხავს ლექციას „პროფესიონალური თვითანალიზისა და კავშირების დამყარების (Networking) მნიშვნელობა“. \nთამთა მურადაშვილი არის Wendy’s\, Dunkin\, Subway-ის HR ბიზნეს პარტნიორი\, შრომისა და ორგანიზაციის\, ფსიქოლოგიისა და განათლების ადმინისტრირების მაგისტრი. \nსარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/4nv2A2fkSWtSS1iD8 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 20 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-03-2025-levelup/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250319T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250319T160000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250311T132505Z
LAST-MODIFIED:20250311T132523Z
UID:10005680-1742396400-1742400000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები\, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“
DESCRIPTION:19 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებით ილიაუნის აკადემიური პერსონალისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება ვორკშოპი „ხელოვნური ინტელექტი საუნივერსიტეტო განათლებაში. გამოწვევები\, შესაძლებლობები და პრაქტიკული სტრატეგიები“. \nვორკშოპის თემები: \n\nხელოვნური ინტელექტის პოპულარული სისტემების მოკლე მიმოხილვა;\nგანათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის (LLM-ის) შექმნის გამო წარმოქმნილი ძირითადი გამოწვევები;\nუნივერსიტეტში სწავლების მეთოდიკის ადაპტაცია;\nსაუნივერსიტეტო სასწავლო კურსების შეფასების სისტემის ადაპტაცია;\nგამოცდების ავტომატური შეფასება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.\n\nტრენინგს გაუძღვება პაატა გოგიშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. \nტრენინგზე დასასწრებად გთხოვთ\, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/NkMZfFDULQE2k8rs7 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19:00 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-workshop/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/khel.int_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250319T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250319T150000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250314T130030Z
LAST-MODIFIED:20250314T130030Z
UID:10005686-1742392800-1742396400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“
DESCRIPTION:19 მარტს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება პროექტის „კურიკულუმის რეფორმა სამშვიდობო განათლების ხელშეწყობისთვის საქართველოში\, უკრაინასა და მოლდოვაში“ (PeaceEdu) ვორკშოპი „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“. \nვორკშოპის მონაწილეებს ვთავაზობთ: \n\nინფორმაციის გაცნობას შემდეგ საკითხებზე: მშვიდობის მშენებლობა\, სამშვიდობო განათლება\, კონფლიქტების ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა;\nსაკუთარი როლის აღმოჩენასა და გაცნობიერებას მშვიდობის მშენებლობის პროცესში;\nმომზადებას საზოგადოებაში სამშვიდობო ინიციატივების წამოსაწყებად;\nმომავალ სამშვიდობო ღონისძიებებში ჩართვის შესაძლებლობას.\n\nვის შეუძლია მონაწილეობა? \n\nსაბაკალავრო-სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამის  სტუდენტს;\nმშვიდობის მშენებლობით\, ახალგაზრდული აქტივიზმითა და სოციალური ცვლილებებით დაინტერესებულ სტუდენტს;\nპროექტთან თანამშრომლობის გაგრძელებით დაინტერესებულ სტუდენტს\, რომელსაც სურს ჩაერთოს სხვა სამშვიდობო ინიციატივებში\, დაგეგმოს და მოამზადოს ღონისძიებები და იმუშაოს სტუდენტებთან\, მოსწავლეებსა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან.\n\nდაინტერესების შემთხვევაში მიჰყევით ბმულს და შეავსეთ განაცხადი: https://forms.gle/X7W29gjc7zGvuNKA8 \nგანაცხადში მითითებული უნდა იყოს: \n\nსტუდენტის სახელი და გვარი\nკურსი\nპროგრამა\, რომელზეც სწავლობს\nსაკონტაქტო მეილი\n\nვორკშოპის დღის წესრიგი: \n\n14:00-14:15 – მისალმება\, გაცნობა\n14:15 -14:30 – პრეზენტაცია „მშვიდობის მშენებლობა და სამშვიდობო აქტივიზმი“\n14:30-15:30 – მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება და დისკუსია „რა არის მშვიდობიანი საზოგადოება? მოქალაქის როლი მშვიდობიანი საზოგადოების მშენებლობასა და განმტკიცებაში“\n15:30-16:00 – ჩართულობის პერსპექტივები\, შეჯამება\, დახურვა\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მარტი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-03-2025-workshop/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-ganathlebis.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250316T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250316T150000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250226T110311Z
LAST-MODIFIED:20250226T110311Z
UID:10005670-1742122800-1742137200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯანდაცვის დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პირველად გაიმართება ჯანდაცვის დარგობრივი დასაქმების ფორუმი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით. \nსაზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ და გაეცნონ დარგის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს\, აიმაღლონ ცნობადობა\, დაამყარონ პროფესიული კონტაქტები და მიიღონ კარიერული შემოთავაზებები. \nფორუმში მონაწილე კომპანიები პირისპირ შეხვდებიან დაინტერესებულ და მოტივირებულ ახალგაზრდებს\, რომლებსაც შესთავაზებენ ვაკანსიებსა და დასაქმების სხვადასხვა შესაძლებლობას. ასევე\, მათ საშუალება ექნებათ წარადგინონ და უკეთ გააცნონ თავიანთი ორგანიზაციების ფასეულობები და კორპორაციული კულტურა. \nფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ჯანდაცვის სფეროს წამყვანი ორგანიზაციები\, მათ შორის ქსელური სამედიცინო დაწესებულებები. \nფორუმი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nდრო: 16 მარტი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1 \nსარეგისტრაციო ფორმა ფორუმზე დასწრების მსურველი სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 მარტი\, 12:00 საათი \nსარეგისტრაციო ფორმა ფორუმში მონაწილეობის მსურველი დამსაქმებლებისათვის \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი\, 12:00 საათი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-forum/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-jandatsvis-dasaqmebis-phorumi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250315T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250315T160000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250313T105031Z
LAST-MODIFIED:20250313T105031Z
UID:10005683-1742047200-1742054400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Tbilisi AI Meetups at Ilia State University
DESCRIPTION:15 მარტს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში Tbilisi AI Meetups-ის ფარგლებში გაიმართება ღონისძიება „ტრანსფორმერის არქიტექტურის იმპლემენტაცია Pytorch-ში“. \nმომხსენებელი: მალხაზ სულაძე \nპროგრამა: \nტრანსფორმერის არქიტექტურის მთავარი ინოვაციები RNN-ებთან და LSTM-ებთან შედარებით\nself-attention-ის\, positional encoding-ისა და residual connection-ის როლი\nAnthropic-ის 0-layer and 1-layer თეორიის მიხედვით multi-head attention-ის ინტერპრეტაცია\nტრანსფორმერის სრული არქიტექტურის იმპლემენტაცია Pytorch-ში \nსარეგისტრაციო ფორმა: https://lu.ma/wsk6ddc1 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 მარტი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/13-03-2025-ai-meetups/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/ai-axali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250315T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250315T120000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250226T110027Z
LAST-MODIFIED:20250226T110027Z
UID:10005669-1742032800-1742040000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ და სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
DESCRIPTION:15 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ და სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. \nკონფერენციაზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები\, დამსაქმებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ ჯანდაცვის დასაქმების ბაზრის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს\, საუკეთესო პრაქტიკებსა და დასაქმების პერსონალურ გამოცდილებებს. წარიმართება ჯგუფური სამუშაო და დისკუსია დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა ნაშრომები. ღონისძიება დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით. \nკონფერენციის სპიკერები იქნებიან დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები\, დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები/კურსდამთავრებულები.\nკონფერენცია ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nკონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. \nღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებენ რეგისტრირებული პირები. \nკონფერენციაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი\, 12:00 საათი \nადგილები შეზღუდულია. \nდრო: 15 მარტი\, 10:00 საათი \nსამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის უზრუნველყოფით) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-konferencia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-konpherentsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250314T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250314T170000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250311T070932Z
LAST-MODIFIED:20250311T070932Z
UID:10005677-1741968000-1741971600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი ილიაუნის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის
DESCRIPTION:14 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი. \nდღის წესრიგი:  \n\nმისალმება −  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფაკულტეტების დეკანები\nინფორმაცია სამსახურების საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ − განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსები\nარგუსი და სასწავლო პროცესი\nპლაგიატი\, ელექტრონული სწავლების პორტალი\, საბიბლიოთეკო სერვისები\n\nტრენერები: \nგიგა ხოსიტაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე\nირინა ბაზღაძე\, არგუსის მთავარი ადმინისტრატორი \nტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ\, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/9udxYkD65AQ3k5129
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-onlinemeeting/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-iliauni.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250314T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250314T150000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250226T105241Z
LAST-MODIFIED:20250226T105241Z
UID:10005666-1741953600-1741964400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
DESCRIPTION:14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. \nCV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენა და ინტერვიუსთვის მზადება უკვე მარტივად ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით\, თუმცა ამ უნარების სრულფასოვნად დაუფლების გარეშე რთულია ავთენტურობის წარმოჩენა და პირისპირ თუ საჯარო კომუნიკაციასთან ასოცირებული ემოციების მართვა. ინტერაქციულ ვორქშოპზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები ამ უნარებს გაიუმჯობესებენ პრაქტიკული სავარჯიშოებით. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები HR-სპეციალისტებთან და სტუდენტური სამსახურების წარმომადგენლებთან. \nინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nშეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ ჯანდაცვის დარგის ყველა საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს. \nინტერაქციულ შეხვედრებსა და კონსულტაციებზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი\, 12:00 საათი \nადგილები შეზღუდულია. \nდრო: 14 მარტი\, 12:00 საათი \nსამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის გარეშე) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-interaqciuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-interaqtsiuli-shekhvedrebi-da-konsultatsiebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250313T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250313T170000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250311T115420Z
LAST-MODIFIED:20250311T122407Z
UID:10005679-1741878000-1741885200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „როგორ განვავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები სწორად და შედეგიანად“
DESCRIPTION:13 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის “Level UP” ფარგლებში პირველ ლექციას წაიკითხავს ილიაუნის ლექტორი\, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი\, კარიერისა და HR ბრენდინგის ექსპერტი და ტრენერი ნატალია ვართანოვა. \nლექციის თემები: \nშეფასება: როგორ გავაანალიზოთ საკუთარი შესაძლებლობები და როგორ მივმართოთ სწორად კარიერული განვითარებისკენ \nუნარ–ჩვევები: შრომის ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელი უნარების განვითარება \nლექციაზე დასწრების მსურველები გთხოვთ\, დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/Z1kbo3T7Y269LvUBA \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 13 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-public-lectures/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250313T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250313T170000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250226T105752Z
LAST-MODIFIED:20250226T105810Z
UID:10005668-1741874400-1741885200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“
DESCRIPTION:13 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“. \nმასტერკლასი განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების\, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური სამსახურების წარმომადგენლებისათვის\, რომლებზეც ისინი გაეცნობიან ჯანდაცვის ბაზარზე ვაკანსიების მოძიებისა და პროფესიული ქსელის განვითარების ინსტრუმენტებს\, შეისწავლიან თვითპრეზენტაციის ვერბალურ და არავერბალურ უნარებს და იმსჯელებენ რეკრუტინგის პროცესებზე. \nმასტერკლასს გაუძღვებიან დარგის ადგილობრივი სპეციალისტები და ადამიანური რესურსების განვითარების ხელმძღვანელები დამსაქმებელი კომპანიებიდან. პერსონალური ბრენდინგისა და კომუნიკაციის შესახებ ცოდნას გააზიარებენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. \nმასტერკლასი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nმასტერკლასზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 მარტი\, 12:00 საათი \nადგილები შეზღუდულია. \nდრო: 13 მარტი\, 14:00 საათი \nსამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის გარეშე) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-masterklasi2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-epheqturi-thvithprezentatsia-da-prophesiuli.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250312T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250312T130000
DTSTAMP:20260419T121324
CREATED:20250311T065427Z
LAST-MODIFIED:20250311T065537Z
UID:10005676-1741780800-1741784400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ჰაიატე სოტომეს საჯარო მოხსენება „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“
DESCRIPTION:12 მარტს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ფილოლოგიის დოქტორი ჰაიატე სოტომე\, ცუკუბის უნივერსიტეტის (იაპონია) ასისტენტ-პროფესორი\, ქართველოლოგი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. \nმოხსენების შესახებ \n2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მოხდა საშინელი ბუნებრივი კატასტროფა. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 16 000-მდე ადამიანი. ამას დაერთო ცუნამით გამოწვეული ბირთვული ავარია\, რამაც დააზიანა ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური და მის გარშემო 300 კვადრატული კილომეტრი რადიაციული დაბინძურების გამო დღემდე ცხოვრებისთვის სახიფათო ზონადაა გამოცხადებული. იაპონელმა მწერალმა ჰირომი კავაკამიმ კატასტროფიდან ერთ კვირაში გადააკეთა თავისი მოთხრობა „კამისამა“ (იაპ. ღმერთი)\, რომელშიც მაშინდელი დაძაბული ცხოვრების ატმოსფეროსა და რეალობას ასახავს. მოხსენებაზე ჰაიატე სოტომე შეადარებს ორიგინალსა და  გადაკეთებულ მოთხრობას\, ასევე მიმოიხილავს 2011 წლის 11 მარტის შემდგომ შექმნილ ლიტერატურას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 მარტი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-metsn1-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR