BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20250101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250120T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250120T123000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250116T084304Z
LAST-MODIFIED:20250116T084304Z
UID:10005641-1737372600-1737376200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სრულად დაფინანსებული სამაგისტრო პროგრამები კორეის უნივერსიტეტში
DESCRIPTION:კორეის უნივერსიტეტი (სეული) აცხადებს კონკურსს სამაგისტრო სტიპენდიების მოსაპოვებლად SK Global Scholarship Program (Fall 2025) პროგრამით. სტიპენდია სრულად ფარავს საინფორმაციო ტექნოლოგიების/ხელოვნური ინტელექტის\, ელექტრონული ინჟინერიისა და ფიზიკის მიმართულებით სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების დაფინანსებას. \nკორეის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას 20 იანვარს\, G106  აუდიტორიაში\, 11:30 საათზე სტიპენდიის პირობების შესახებ. \nდეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დანართი. \nდრო: 20 იანავრი\, 11:30 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1)
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/srulad-daphinansebuli-samagistro-programebi-koreis-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/korea_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250123T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250123T180000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250115T104951Z
LAST-MODIFIED:20250120T094547Z
UID:10005640-1737648000-1737655200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ გიგა ხოსიტაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:23 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი გიგა ხოსიტაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში\, მსგავსების დეტექციის პროგრამის ადაპტაცია და პლაგიატის აღქმა აკადემიური პერსონალის მიერ“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი − თამარ ბრეგვაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-giga-khositashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/khositashvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250123T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250123T180000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250120T094922Z
LAST-MODIFIED:20250120T094922Z
UID:10005644-1737648000-1737655200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მკვლევარ თამარ ლეკვეიშვილის საჯარო ლექცია „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“
DESCRIPTION:23 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“. \nმომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობების შესწავლისთვის. წყარო\, რომელიც დღემდე უცნობი იყო ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის\, ქართულად თარგმნა თამარ ლეკვეიშვილმა. თარგმანს ერთვის გამოკვლევა და კომენტარები. \nთამარ ლეკვეიშვილი შეეხება წყაროს არაერთი მნიშვნელოვან\, დღემდე უცნობ ფაქტს\, რომლებიც შეჯერებული იქნება სხვა წყაროების მონაცემებთან (შაჰ აბას I-ის და მისი კარის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტი აღმოსავლეთ საქართველოში\, ურთიერთობა სამეფო საგვარეულოსა და თავადაზნაურობასთან\, თანამშრომლობისა და დაპირისპირების განმაპირობებელი ფაქტორები\, ლაშქრობათა მიზეზები და შედეგები\, ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებთან სპეციფიკური ურთიერთობების განმაპირობებელი ფაქტორები\, იმ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მმართველობის სისტემის თავისებურებანი და სხვ.) \nსაჯარო ლექცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (YS-22-209) ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkvlevar-thamar-lekveishvilis-sajaro-leqtsia-phazli-beg-khuzani-esphahanis-shah-abasis-mmarthvelobis-qronika-akhali-tsqharo-me-17-saukunis-pirveli-nakhevris-saqarthvelosa-da-saqarthvelo-iranis-urthier/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,საჯარო ლექციები,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/lekveishvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250124T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250124T150000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250117T091447Z
LAST-MODIFIED:20250117T091447Z
UID:10005643-1737727200-1737730800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ელისაბედ კვერღელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:24 იანვარს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ელისაბედ კვერღელიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „ინტეგრინების როლი ნერვული ქსოვილის ჰიპოქსია/იშემიური პროცესების განვითარებაში“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 იანვარი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-elisabed-kverghelidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/akhali-vebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250124T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250124T180000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250121T075455Z
LAST-MODIFIED:20250121T075455Z
UID:10005645-1737738000-1737741600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლი იონგმინის საჯარო ლექცია „სტუდენტური ცხოვრება კორეაში“
DESCRIPTION:24 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიაუნის G106 აუდიტორიაში ილიაუნის კორეული კულტურის კლუბის ორგანიზებით ინჰას უნივერსიტეტის სტუდენტი ლი იონგმინი (Youngmin Lee) წაიკითხავს საჯარო ლექციას. მომხსენებელი სტუდენტებს გააცნობს ინფორმაციას კორეელი სტუდენტების გამოცდილების შესახებ\, ქვეყნის საუნივერსიტეტო სისტემის მახასიათებლებს\, კორეის სტუდენტურ კლუბებსა და სტუდენტურ პროექტებს\, ასევე სირთულეებს\, რომლებსაც სტუდენტები სწავლის პროცესში აწყდებიან. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24 იანვარი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/li-iongminis-sajaro-leqtsia-studenturi-tskhovreba-koreashi/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/axali-web-korea.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250124T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250124T190000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250122T061009Z
LAST-MODIFIED:20250122T061009Z
UID:10005647-1737741600-1737745200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდია − გამარჯვებულის დაჯილდოება
DESCRIPTION:24 იანვარს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება არჩილ ბადრიაშვილის სტიპენდიატის დაჯილდოების ცერემონია. ერთწლიანი სტიპენდია გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ნატალი ჯაჯვანს\, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის მეორეკურსელს სვანეთის რეგიონიდან. \n2024 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულისა და მკვლევრის\, სვანეთში ტრაგიკულად დაღუპული არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტუდენტური სტიპენდია. მისი ფოკუსი 2024 წელს სვანეთის რეგიონის მთების მრავალფეროვნება იყო. \nსტიპენდიის მოპოვებას ყოველწლიურად შეძლებენ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები საქართველოს მთიანი რეგიონებიდან. \nარჩილ ბადრიაშვილი მსოფლიოში აღიარებული ახალგაზრდა ალპინისტი იყო. მის სახელს უკავშირდება არაერთი უნიკალური ალპინისტური მარშრუტი და გაუკვალავ მწვერვალებზე პირველასვლა\, რისთვისაც იგი დაჯილდოებულია ალპინიზმის „ოსკარად“ წოდებული ოქროს წერაყინით. \nარჩილი გამორჩეული ავტორია\, რომელმაც მსოფლიოს ქართული ალპინიზმის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მიღწევები გააცნო ცნობილი საერთაშორისო ალპინისტური ჟურნალებისა და გამოცემების მეშვეობით. \nდრო: 24 იანვარი\, 18.00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/archil-badriashvilis-sakhelobis-stipendia-gamarjvebulis-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/archil-1.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;VALUE=DATE:20250130
DTEND;VALUE=DATE:20250213
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250129T083125Z
LAST-MODIFIED:20250129T083125Z
UID:10005657-1738195200-1739404799@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“
DESCRIPTION:30 იანვარს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში გაიხსნება გამოფენა „Globale Verflechtungen. Deutsche Siedler in Georgien (1817-1941) / გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“\, რომელიც გაგრძელდება 12 თებერვლის ჩათვლით. \nგამოფენა მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზიგენის უნივერსიტეტს შორის განხორციელებული პროექტის „Globale Verflechtungen der Deutschen in Georgien (1817-1941)“ შედეგად. \nდამთვალიერებელი 23 ბანერით გაეცნობა საქართველოში მცხოვრები შვაბი ემიგრანტების ჯერ კიდევ მხოლოდ ფრაგმენტულად შესწავლილ ყოველდღიური ცხოვრების ისტორიას. \nექსპოზიციაზე პირველად გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1941 წლის ოქტომბერში სამხრეთ კავკასიიდან გერმანელების დეპორტაციამდე პერიოდის ხელნაწერი გერმანულენოვანი წყაროები. \nორენოვან ბანერებზე ასახულია გერმანელი კოლონისტების ყოველდღიური ცხოვრების მთელი ციკლი: დაბადება\, ნათლობა\, ახალგაზრდობა და სასკოლო განათლება\, ქორწინება და განქორწინება\, გარდაცვალება\, დაკრძალვა და სხვ. \nპროექტის ხელმძღვანელები: პროფესორი რაფაელა ავერკორნი\, პროფესორი ოლივერ რაისნერი \nპროექტის წევრები: ფლორიან კრიონერთი\, ფელიქს ლოდერმაიერი\, ივა მინდაძე\, მარი ანა შიობელი\, დავით ჯიშკარიანი \nპროექტის მენეჯერი\, დიზაინერი და რედაქტორი − ლალი კახიძე (ანდრეა ბენედეტოს მხარდაჭერით) \nდრო: 30 იანვარი – 12 თებერვალი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophena-globaluri-kavshirebi-germanelebi-saqarthveloshi-1817-1941-tsts/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/axali-web-111.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250130T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250130T113000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250127T120302Z
LAST-MODIFIED:20250128T082301Z
UID:10005652-1738229400-1738236600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენთან შეხვედრა
DESCRIPTION:30 იანვარს\, 09:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს დირექტორ ლორ კასტენსა და ამავე სააგენტოს საქართველოს ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელ თამარ ღარიბაშვილთან. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ასოცირებული წევრია. \nსტუმრები ისაუბრებენ ღონისძიებებზე\, რომლებიც ემსახურება ფრანგული ენისა და კულტურის\, ფრანკოფონული ქვეყნების კულტურის პოპულარიზაციას როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებში\, ასევე ქვეყნის მასშტაბით. \nილიაუნი ადმინისტრირებას უწევს ორი მნიშვნელოვანი ვებგვერდის ფუნქციონირებას: \n\nფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობის ვებგვერდი https://delegationrfengeorgie.iliauni.edu.ge\n\nვებგვერდზე ვრცელდება ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების\, საჯარო სკოლების ფრანგულენოვანი მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაწილეობით გამართულ ღონისძიებათა შესახებ. \n\nცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ფრანკოფონული სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში – CODFREURCOR ვებგვერდი https://codfreurcor.iliauni.edu.ge\n\nკოლეჯის ვებგვერდზე\, რომელიც აერთიანებს რეგიონის 15 უნივერსიტეტს\, ვრცელდება ინფორმაცია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში გამართულ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ. კოლეჯის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის გამართვა კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. კონფერენციის მასალები  იბეჭდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალენოვან ჟურნალში „ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (EISH) http://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/issue/view/20. \n2014 წლიდან გამოცემულია 10 ნომერი. \nსამუშაო ენა: ფრანგული \nდრო: 30 იანვარი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/auf-is-tsentraluri-da-aghmosavleth-evropis-biuros-direqtor-lor-kastenthan-shekhvedra/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/new-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250131T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250131T140000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250128T075540Z
LAST-MODIFIED:20250128T075540Z
UID:10005653-1738328400-1738332000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ირაკლი დეკანოზიშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:31 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში  ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი ირაკლი დეკანოზიშვილი დაიცავს სადოქტორო ნაშრომს “The Conception of Recognition in Ethics and Political Philosophy” („აღიარების კონცეფცია ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში“). \nერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nსადისერტაციო ნაშრომი შეეხება აღიარების ცნებას და მის მნიშვნელობას როგორც ეთიკაში\, ასევე პოლიტიკის ფილოსოფიაში. ნაშრომში შემოთავაზებულია აღიარების თეორიის ერთგვარი რეკონსტრუქცია\, რომელიც წარმოაჩენს ამ ცნების განსხვავებულ ასპექტებს და მას განიხილავს არსებითად მნიშვნელოვნად როგორც პიროვნების კონსტიტუციისთვის\, ასევე ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და სოციალური ინტეგრაციისთვის. აგრეთვე ყურადღება ეთმობა სხვადასხვა თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური პრობლემის განხილვას აღიარების თეორიის პერსპექტივიდან და იმის ჩვენებას\, როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება სრულფასოვანი და ადეკვატური აღიარების თეორიული მიმართებებით. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები:   \nმიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი თომას გუტმანი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 31 იანვარი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2025
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-irakli-dekanozishvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/dekanozishvili_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250131T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250131T170000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250128T134836Z
LAST-MODIFIED:20250128T134929Z
UID:10005656-1738339200-1738342800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უმაღლესი განათლების სპეციალისტი\, როგორც პროფესია
DESCRIPTION:31 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  განათლების კვლევების ცენტრი წარმოგიდგენთ უმაღლესი განათლების სფეროს ტენდენციებისა და დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციას. \nამ მიმართულების სამაგისტრო პროგრამები დასავლეთ ევროპასა და აშშ-ში უფრო მეტადაა განვითარებული\, თუმცა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაშიც იზრდება უნივერსიტეტების ეფექტიანი მართვისა და უმაღლესი განათლების სისტემის ანალიზის მნიშვნელობა. \nHERI პროექტის „უმაღლესი განათლება\, კვლევა და ინოვაცია“ ფარგლებში ჩატარდა შრომის ბაზრისა და უმაღლესი განათლების სექტორის სამომავალო ტენდენციების კვლევა\, რომელიც გვთავაზობს ზუსტ სურათს\, რა კომპეტენციებია მოთხოვნადი უმაღლესი განათლების სექტორის გამართული ფუნქციონირებისა და მიმდინარე და სამომავლო ამოცანებზე რეაგირებისთვის. \nკვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია\, სადაც მოხდება საქართველოში უმაღლესი განათლების სპეციალისტების კვალიფიკაციის პროფესიონალიზაციის საკითხის განხილვა და არსებული მდგომარეობის შეფასება. \nორგანიზატორი: განათლების კვლევების ცენტრი \nპროექტი „სამაგისტრო პროგრამა: უმაღლესი განათლება\, კვლევა და ინოვაცია“ \nპროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების\, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროექტის „ინოვაციის\, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო  I2Q (IBRD)“ ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. \nდღის წესრიგი იხილეთ ბმულზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 31 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/umaghlesi-ganathlebis-spetsialisti-rogorts-prophesia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/akhali-.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250206T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250206T150000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250124T115004Z
LAST-MODIFIED:20250124T115004Z
UID:10005650-1738850400-1738854000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ თეა ფანჩულიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:6 თებერვალს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფსიქოლოგია“ დოქტორანტი თეა ფანჩულიძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ციხისა და აღდგენითი მართლმსაჯულების პროგრამების გავლენა მოზარდების სასკოლო შიშსა და შფოთვაზე“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ქეთევან მაყაშვილი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 თებერვალი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ.N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-thea-phanchulidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/phanchulidze_web_new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250210T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250210T150000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250124T062522Z
LAST-MODIFIED:20250128T063426Z
UID:10005648-1739196000-1739199600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ კახა ქარჩხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:10 თებერვალს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი კახა ქარჩხაძე დაიცავს  სადისერტაციო ნაშრომს „ბიოდიზელის საწვავის მიღების ტექნოლოგიები და მათი კომერციალიზაცია“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მიქელაძე \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 თებერვალი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-kakha-qarchkhadzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/qarchkhadze_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250212T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250212T160000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250124T113924Z
LAST-MODIFIED:20250124T113924Z
UID:10005649-1739372400-1739376000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნინო გალდავაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:2 თებერვალს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი ნინო გალდავაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოძრაობის კონცეპტი როგორც „საპყრობილედ“ გააზრებული სახელმწიფოს დაძლევის საშუალება მე-სთვის ჭოლა ლომთათიძის\, ნიკოლო მიწიშვილისა და კარლო კაჭარავას ტექსტების მაგალითზე“. \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი ნინო ფირცხალავა \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 თებერვალი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ.N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nino-galdavadzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/galdavadze_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250214T200000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250210T070151Z
LAST-MODIFIED:20250210T070151Z
UID:10005658-1739559600-1739563200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 თებერვალს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის ორგანიზებით გაიმართება კვლევის „ძალადობრივი ქცევის პრობლემების მქონე მოზარდების ქცევაზე რეაგირების მექანიზმები“ პრეზენტაცია. \nკვლევა ასახავს არასრულწლოვანთა ძალადობრივი ქცევის გამომწვევ მიზეზებს\, სახელმწიფოს მიერ მათზე რეაგირების მექანიზმებს და უწყებათაშორისი თანამშრომლობის ეფექტურობას. მასში ასევე საუბარია პრაქტიკულ გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე. \nმომხსენებლები განიხილავენ შემდეგ საკითხებს: \n\nძალადობრივი ქცევის გამომწვევი სოციალური\, ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორები;\nსახელმწიფო უწყებების მოქმედი მექანიზმები და მათი ეფექტიანობა;\nუწყებათაშორისი თანამშრომლობის გამოწვევები;\nკვლევის რეკომენდაციები პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის.\n\nპანელის მომხსენებლები: \nანტონ (ტატო) ქელბაქიანი – კვლევის თანაავტორი\, ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“; \nნატალია ცაგარელი – კვლევის თანაავტორი\, ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“. \nდისკუსიაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას  მოწვეული ექსპერტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. \nკვლევა განახორციელა ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვის“ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-dzaladobrivi-qtsevis-problemebis-mqone-mozardebis-qtsevaze-reagirebis-meqanizmebi-prezentatsia/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/axali-web-samarthali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250218T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250218T203000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250212T124606Z
LAST-MODIFIED:20250212T124606Z
UID:10005660-1739903400-1739910600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 24-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:18 თებერვალს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 უდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 24-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. \nდრო: 18 თებერვალი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია (დარბაზი)\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/12-02-2025-koncerti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/axali-web-pholklori.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250219T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250219T190000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250217T124700Z
LAST-MODIFIED:20250220T083630Z
UID:10005663-1739988000-1739991600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ასოცირებული პროფესორის თამარ ცხადაძისა და ასისტენტ-პროფესორის თამაზ თოხაძის საჯარო მოხსენებები
DESCRIPTION:19 თებერვალს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე წაიკითხავს მოხსენებას „ნებელობითი არცოდნა – ეპისტემური წინააღმდეგობის შესაძლო ფორმა?“. \nიგი ეპისტემური უსამართლობისა და ეპისტემური ჩაგვრის ცნებების გამოყენებით გაანალიზებს და შეაფასებს ე.წ. ვოუქიზმის სადავო ასპექტის – „გაუქმების კულტურის“ გამოყენებას კლასიკური ტექსტების მიმართ\, კერძოდ\, „გაუქმების მოთხოვნას“ გააანალიზებს ჰერმენევტიკული უსამართლობისა და ნებელობითი არცოდნის კონცეფციების შუქზე. \nასისტენტ-პროფესორი თამაზ თოხაძე წაიკითხავს მოხსენებას „რისკიანი გადაწყვეტილებები და სხვა ადამიანების გათვალისწინების პრობლემა ეპისტემური რელატივიზმისთვის“. \nმოხსენების ძირითადი თემაა რამდენად პრიორიტეტულია სხვების რწმენისა და რისკის მიმართ დამოკიდებულებების გათვალისწინება სხვა ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილების მიღებისას\, მაგალითად\, როდესაც ექიმი\, პოლიტიკოსი ან ვაქცინის მიმართ სკეპტიკოსი განიხილავს\, იმოქმედოს თუ არა თავისი რწმენის მიხედვით\, როდესაც ამ ქმედებას შეიძლება დიდი შედეგები ჰქონდეს სხვა ადამიანებისთვის (მათი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის). \nმომხსენებელი  ამ საკითხს განიხილავს ეპისტემური რაციონალურობის არამომთხოვნი (რელატივისტური) გაგების შუქზე. მოხსენების ძირითადი თეზისია\, რომ მორალისა და ეპისტემური რაციონალურობის კავშირის სწორი გაგებისთვის აუცილებელია ეპისტემური რელატივიზმის უარყოფა. მოკლედ მიმოიხილავს გადაწყვეტილების თეორიასა და ეპისტემოლოგიასთან დაკავშირებულ თანამედროვე დებატებს. \nმოცემული მოხსენება არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებული პროექტის – „არბიტრარული რწმენები და რაციონალურობის მოთხოვნები“ – ნაწილი (საგრანტო ხელშეკრულება No:YS-23-320) \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-02-2025-mokhsenebebi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/axali-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250224T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250224T200000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250210T124427Z
LAST-MODIFIED:20250210T141215Z
UID:10005659-1740423600-1740427200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი სილაქაძის წიგნის „თებერვლის ტანკები“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:24 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 107-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება დიმიტრი სილაქაძის „თებერვლის ტანკების“ პრეზენტაცია. წიგნი გამოსცა „არტანუჯმა“. \nპირველი „რკინის ურჩხული“\, ტანკი\, 1915 წელს ბრიტანელებმა შექმნეს. 1921 წლის 24 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოსა და ამიერკავკასიის ისტორიაში პირველად თბილისთან ახლოს\, მდინარე ლოჭინის მარჯვენა სანაპიროზე\, გამართულ ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ტანკები და ქვეითები. \nწიგნში დღემდე ცნობილი წყაროებისა და უცნობი საარქივო დოკუმენტების შეჯერების საფუძველზე ნაჩვენებია შეტაკების სურათი და მიკვლეულია ბრძოლის ველი. ავტორი აღწერს იმ ეპოქაში ტანკების გამოყენების სპეციფიკასა და ტანკსაწინააღმდეგო ბრძოლის მეთოდებს\, მოგვითხრობს დამოუკიდებელი ქართული არმიის ტანკების ისტორიასა და 1945 წელს ბერლინის აღების მონაწილე ერთი ტანკის გრძელ თავგადასავალს. \nისტორიის დოქტორი დიმიტრი სილაქაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. მისი კვლევის ვიწრო სპეციალიზაციაა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები. \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს ბექა კობახიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-silaqadzis-tsignis-thebervlis-tankebi-prezentatsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/silaqadze_web_new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250228T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250228T160000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250127T111828Z
LAST-MODIFIED:20250127T111828Z
UID:10005651-1740751200-1740758400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქეთევან კუპატაძის საჯარო ლექცია „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“
DESCRIPTION:28 თებერვალს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი ქეთევან კუპატაძე წაიკითხავს ლექციას „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“. \nმომხსენებელი ისაუბრებს შოკოლადის ისტორიაზე\, ქიმიაზე\, საკვებ ღირებულებაზე\, შაქართან მის მიმართებაზე და შოკოლადის ქიმიურ ექსპერიმენტებზე. \nლექცია  დააინტერესებთ მოსწავლეებს\, მასწავლებლებსა და სხვ. \nდასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე 22 თებერვლის ჩათვლით. \nადგილები შეზღუდულია. პირველ 100 დარეგისტრირებულ პირს ორგანიზატორები დაუკავშირდებიან და მიიწვევენ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28 თებერვალი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qethevan-kupatadzis-sajaro-leqtsia-ghmerthebis-sakvebi-shokoladis-qimiuri-thavgadasavali/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/01/akhali-vebi-qethevan-kupatadze.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250228T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250228T203000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250217T113839Z
LAST-MODIFIED:20250221T091047Z
UID:10005661-1740758400-1740774600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AWS 2024 re:Invent re:Cap
DESCRIPTION:28 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება AWS ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ერთდღიანი ღონისძიება AWS re:Invent re:Cap. \nდამსწრე საზოგადოება გაეცნობა უახლეს ტენდენციებს შემდეგ სფეროებში: AI/ML და გენერაციული AI\, უსაფრთხოება\, ანალიტიკა\, ინდუსტრიაზე მორგებული AWS ღრუბლოვანი გადაწყვეტილებები. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 28 თებერვალი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nღონისძიების პროგრამა: \n16:00 – 17:00 | რეგისტრაცია\n17:00 – 17:15 | მისალმება\n17:15 – 18:00 | ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მართვა AWS Shield და WAF ტექნოლოგიებით − გიორგი სემენიხინი TBC\n18:00 – 18:15 | ყავის შესვენება\n18:15 – 19:45 | “AWS re:Invent re:Cap” − ვიქტორ ვედმიჩი და ალექსანდრ ბერნადსკი AWS\n19:45 – 20:30 | TCP ქსელების განხილვა ტექნოლოგიური საზოგადოების წევრებთან \nრატომ უნდა დაესწრო AWS Community Meetup-ს? \nაღმოაჩენ AWS-ის შესაძლებლობებს: გაეცნობი უახლეს ინოვაციებს\, საუკეთესო პრაქტიკებსა და წარმატების მაგალითებს. \nშეხვდები ექსპერტებს: მიიღებ პასუხებს AWS სერვისების შესახებ. \nგექნება ახალი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობა: გაიცნობ ახალ ადამიანებს და გააფართოვებ პროფესიულ კავშირებს!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/17-02-2025-cap/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-vebi-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250306T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250306T160000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250228T082005Z
LAST-MODIFIED:20250228T082043Z
UID:10005671-1741273200-1741276800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „საინტერესო გარემო − გაუმჯობესებული კომუნიკაცია“
DESCRIPTION:6 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაციისა და ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია „საინტერესო გარემო − გაუმჯობესებული კომუნიკაცია“. \nკონფერენცია ეძღვნება 6 მარტს\, ენისა და მეტყველების თერაპიის საერთაშორისო დღეს\, რომელიც ენისა და მეტყველების  თერაპიის ევროპის ასოციაციამ (ESLA) დააწესა. \nკონფერენციაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/6uziBWUHDeWN4n8m8 \nადგილების რაოდენობა შეზღუდულია. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 6 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/28-02-2025-conference/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/new-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250307T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250307T200000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250225T125057Z
LAST-MODIFIED:20250225T125057Z
UID:10005664-1741374000-1741377600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის“ სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე
DESCRIPTION:შეხვედრაზე გიწვევთ მათ\, ვინც დაინტერესებულია კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამით და სურს\, დეტალურად გაიგოს\, როგორია სწავლის პროცესი და რა შესაძლებლობები ექნებათ სწავლის დასრულების შემდეგ. \nთქვენ გექნებათ შესაძლებლობა\, მოუსმინოთ ლექტორებსა და კურსდამთავრებულებს და მეტი გაიგოთ პროგრამის უპირატესობებსა და თავისებურებებზე. \nდრო: 7 მარტი\, 19:00 საათი \nხანგრძლივობა: 40 წთ. \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/komunikatsiis-enisa-da-metqhvelebis-therapiis-samagistro-programis-ghia-karis-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250310T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250310T180000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250226T104829Z
LAST-MODIFIED:20250226T110457Z
UID:10005665-1741600800-1741629600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განათლება უკეთესი დასაქმებისთვის – ჯანდაცვის დასაქმების კვირეული
DESCRIPTION:10-16 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი დარგობრივი დასაქმების კვირეული ჯანდაცვის მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და დამსაქმებლებთან თანამშრომლობით. \nღონისძიება ტარდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nდაგეგმილია მასტერკლასები და ინტერაქციული საგანმანათლებლო და თანამშრომლობითი შეხვედრები\, სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება\, კონფერენცია\, ჯანდაცვის დარგობრივი კარიერული ფორუმი\, რომელზეც კომპანიები გაეცნობიან დასაქმების მაძიებლებს და შესთავაზებენ ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს.\nსაზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის სტუდენტებს\, ახალგაზრდა პროფესიონალებს\, აკადემიური პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებს\, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებსა და დამსაქმებლებს საქართველოს მასშტაბით ეძლევათ შეხვედრის შესაძლებლობა ცოდნის გაზიარების\, პროფესიული კონტაქტების დამყარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად. \nკვირეულის ღონისძიებები: \n\nმასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“\nმასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“\nინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის\nკონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“\nჯანდაცვის დასაქმების ფორუმი\n\nდრო: 10-16 მარტი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის ქ. N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganathleba-ukethesi-dasaqmebisthvis-jandatsvis-dasaqmebis-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-jandatsvis-kvlevis-methodebi-da.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250310T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250312T180000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250226T105554Z
LAST-MODIFIED:20250226T105554Z
UID:10005667-1741600800-1741802400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“
DESCRIPTION:10-12 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“. \nმასტერკლასის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ჯანდაცვის დარგში კვლევის მეთოდების ევოლუციას\, კვლევის ტრადიციულ მიდგომებსა და ინოვაციური ტექნიკების დანერგვის შესაძლებლობებს\, შეასრულონ კვლევის პროცესებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრაქტიკული სავარჯიშოები (მონაწილეებს სასურველია თან ჰქონდეთ ლეპტოპი). \nმასტერკლასს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ირმა კირთაძე\, ვერიკო მირცხულავა და ემელი ანდერსონი და აკადემიური ენისა და ხელოვნური ინტელექტის მოწვეული სპეციალისტი ამერიკიდან ავი სტეიმანი. \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის მართვის დარგის ყველა საფეხურის სტუდენტებს\, ახალგაზრდა პროფესიონალებს\, აკადემიური პროგრამების პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. \nმასტერკლასი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: \nპარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nმასტერკლასი გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. \nღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებენ რეგისტრირებული პირები. \nმასტერკლასზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nადგილები შეზღუდულია. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 მარტი\, 12:00 საათი \nდრო: 10-12 მარტი (10 მარტი −10:00 სთ.\, 11 მარტი − 16:00სთ.\, 12 მარტი − 10:00 სთ.) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-masterklasi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-jandatsvis-kvlevis-methodebi-da-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250311T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250311T140000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250306T084029Z
LAST-MODIFIED:20250306T084029Z
UID:10005674-1741698000-1741701600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“ - მთარგმნელ პიტერმაკ-მილანის საჯარო მოხსენება
DESCRIPTION:11 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარისა და იაპონიის საერთაშორისო სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ირლანდიელი მთარგმნელი პიტერ მაკ–მილანი წაიკითხავს მოხსენებას „იაპონელების სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლისა და გამკლავების ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. \nლექცია ორგანიზებულია აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონური ცენტრის მიერ. \nმომხსენებლის შესახებ \nპიტერ მაკ-მილანი იაპონური პოეზიის ცნობილი მთარგმნელია\, პოეტი\, იაპონური სატელევიზიო არხის NHK World-ის გადაცემის „ჯადოსნური იაპონური ენა“ წამყვანი. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ტოკიოს\, კიორინისა და ტოკიოს ქალთა ქრისტიანულ უნივერსიტეტებში. მთარგმნელობითი საქმიანობისთვის მიღებული აქვს ჯილდოები იაპონიასა და აშშ-ში. თარგმნა „ჰიაკუნინ იშუ“\, კლასიკური იაპონური კრებულის თარგმანი (2008)\, „ისე მონოგატარი“ (2016)\, „ასი პოეტის ერთი პოემა“ (2017)\, „მოგზაურობა მაცუო ბაშოს პოეზიაში“ (2022). მისი პუბლიკაციებია: „იაპონური კლასიკის კითხვა ინგლისურ ენაზე“\, „მანიოშუ ინგლისურად“. იაპონურ გაზეთში „ასაჰი“ აქვეყნებს სერიულ პუბლიკაციებს ის სერიას  „ვარსკვლავების ტყე“. პიტერ მაკ-მილანმა 2019 წელს მსოფლიოში პირველმა შექმნა კლასიკური იაპონური პოეზიის კრებულზე „ჰიაკუნინ იშუ“ დაფუძნებული ტრადიციული იაპონური ქაღალდის ბარათების თამაშის ინგლისურენოვანი ანალოგია. არის ფილოსოფიის მაგისტრი\, დოქტორის ხარისხი მინიჭებული მიღებული აქვს ინგლისურ ლიტერატურაში. მაკ-მილანი კომპანია „Tsukinofune Co“-ის დამფუძნებელი და დირექტორია. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მარტი\, 13:00 საათი (სავარაუდო ხანგრძლივობა 90 წუთი) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponelebis-stiqiur-ubedurebebthan-brdzolisa-da-gamklavebis-asakhva-iaponur-literaturashi-mthargmnel-pitermak-milanis-sajaro-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250312T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250312T130000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250311T065427Z
LAST-MODIFIED:20250311T065537Z
UID:10005676-1741780800-1741784400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ჰაიატე სოტომეს საჯარო მოხსენება „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“
DESCRIPTION:12 მარტს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ფილოლოგიის დოქტორი ჰაიატე სოტომე\, ცუკუბის უნივერსიტეტის (იაპონია) ასისტენტ-პროფესორი\, ქართველოლოგი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ფუკუშიმის ატომური კატასტროფის ასახვა იაპონურ ლიტერატურაში“. \nმოხსენების შესახებ \n2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მოხდა საშინელი ბუნებრივი კატასტროფა. მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 16 000-მდე ადამიანი. ამას დაერთო ცუნამით გამოწვეული ბირთვული ავარია\, რამაც დააზიანა ფუკუშიმის ატომური ელექტროსადგური და მის გარშემო 300 კვადრატული კილომეტრი რადიაციული დაბინძურების გამო დღემდე ცხოვრებისთვის სახიფათო ზონადაა გამოცხადებული. იაპონელმა მწერალმა ჰირომი კავაკამიმ კატასტროფიდან ერთ კვირაში გადააკეთა თავისი მოთხრობა „კამისამა“ (იაპ. ღმერთი)\, რომელშიც მაშინდელი დაძაბული ცხოვრების ატმოსფეროსა და რეალობას ასახავს. მოხსენებაზე ჰაიატე სოტომე შეადარებს ორიგინალსა და  გადაკეთებულ მოთხრობას\, ასევე მიმოიხილავს 2011 წლის 11 მარტის შემდგომ შექმნილ ლიტერატურას. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 მარტი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი\, გ. წერეთლის ქუჩა N3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-metsn1-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250313T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250313T170000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250226T105752Z
LAST-MODIFIED:20250226T105810Z
UID:10005668-1741874400-1741885200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“
DESCRIPTION:13 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება მასტერკლასი „ეფექტური თვითპრეზენტაცია და პროფესიული კომუნიკაცია“. \nმასტერკლასი განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების\, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტური სამსახურების წარმომადგენლებისათვის\, რომლებზეც ისინი გაეცნობიან ჯანდაცვის ბაზარზე ვაკანსიების მოძიებისა და პროფესიული ქსელის განვითარების ინსტრუმენტებს\, შეისწავლიან თვითპრეზენტაციის ვერბალურ და არავერბალურ უნარებს და იმსჯელებენ რეკრუტინგის პროცესებზე. \nმასტერკლასს გაუძღვებიან დარგის ადგილობრივი სპეციალისტები და ადამიანური რესურსების განვითარების ხელმძღვანელები დამსაქმებელი კომპანიებიდან. პერსონალური ბრენდინგისა და კომუნიკაციის შესახებ ცოდნას გააზიარებენ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები. \nმასტერკლასი ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nმასტერკლასზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 6 მარტი\, 12:00 საათი \nადგილები შეზღუდულია. \nდრო: 13 მარტი\, 14:00 საათი \nსამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის გარეშე) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-masterklasi2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-epheqturi-thvithprezentatsia-da-prophesiuli.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250313T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250313T170000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250311T115420Z
LAST-MODIFIED:20250311T122407Z
UID:10005679-1741878000-1741885200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „როგორ განვავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები სწორად და შედეგიანად“
DESCRIPTION:13 მარტს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროექტის “Level UP” ფარგლებში პირველ ლექციას წაიკითხავს ილიაუნის ლექტორი\, ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი\, კარიერისა და HR ბრენდინგის ექსპერტი და ტრენერი ნატალია ვართანოვა. \nლექციის თემები: \nშეფასება: როგორ გავაანალიზოთ საკუთარი შესაძლებლობები და როგორ მივმართოთ სწორად კარიერული განვითარებისკენ \nუნარ–ჩვევები: შრომის ბაზარზე წარმატებისთვის აუცილებელი უნარების განვითარება \nლექციაზე დასწრების მსურველები გთხოვთ\, დარეგისტრირდეთ: https://forms.gle/Z1kbo3T7Y269LvUBA \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 13 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-public-lectures/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250314T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250314T150000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250226T105241Z
LAST-MODIFIED:20250226T105241Z
UID:10005666-1741953600-1741964400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის
DESCRIPTION:14 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის. \nCV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენა და ინტერვიუსთვის მზადება უკვე მარტივად ხელმისაწვდომია თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით\, თუმცა ამ უნარების სრულფასოვნად დაუფლების გარეშე რთულია ავთენტურობის წარმოჩენა და პირისპირ თუ საჯარო კომუნიკაციასთან ასოცირებული ემოციების მართვა. ინტერაქციულ ვორქშოპზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები ამ უნარებს გაიუმჯობესებენ პრაქტიკული სავარჯიშოებით. მონაწილეებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები HR-სპეციალისტებთან და სტუდენტური სამსახურების წარმომადგენლებთან. \nინტერაქციული შეხვედრები და კონსულტაციები ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nშეხვედრებზე დასწრება შეუძლიათ ჯანდაცვის დარგის ყველა საფეხურის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს. \nინტერაქციულ შეხვედრებსა და კონსულტაციებზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი\, 12:00 საათი \nადგილები შეზღუდულია. \nდრო: 14 მარტი\, 12:00 საათი \nსამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის გარეშე) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-interaqciuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-interaqtsiuli-shekhvedrebi-da-konsultatsiebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250314T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250314T170000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250311T070932Z
LAST-MODIFIED:20250311T070932Z
UID:10005677-1741968000-1741971600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი ილიაუნის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის
DESCRIPTION:14 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროფესორებისა და მოწვეული ლექტორებისთვის გაიმართება საორიენტაციო ონლაინშეხვედრა/ტრენინგი. \nდღის წესრიგი:  \n\nმისალმება −  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფაკულტეტების დეკანები\nინფორმაცია სამსახურების საქმიანობისა და შესაძლებლობების შესახებ − განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურების უფროსები\nარგუსი და სასწავლო პროცესი\nპლაგიატი\, ელექტრონული სწავლების პორტალი\, საბიბლიოთეკო სერვისები\n\nტრენერები: \nგიგა ხოსიტაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე\nირინა ბაზღაძე\, არგუსის მთავარი ადმინისტრატორი \nტრენინგზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ\, გადახვიდეთ ბმულზე: https://forms.gle/9udxYkD65AQ3k5129
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/11-03-2025-onlinemeeting/
CATEGORIES:სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/03/axali-web-iliauni.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20250315T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20250315T120000
DTSTAMP:20260419T035620
CREATED:20250226T110027Z
LAST-MODIFIED:20250226T110027Z
UID:10005669-1742032800-1742040000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ და სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
DESCRIPTION:15 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კონფერენცია „გამოწვევები და შესაძლებლობები ჯანდაცვის დასაქმების ბაზარზე“ და სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება. \nკონფერენციაზე სტუდენტები და კურსდამთავრებულები\, დამსაქმებლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები წარმოადგენენ ჯანდაცვის დასაქმების ბაზრის გამოწვევებსა და შესაძლებლობებს\, საუკეთესო პრაქტიკებსა და დასაქმების პერსონალურ გამოცდილებებს. წარიმართება ჯგუფური სამუშაო და დისკუსია დაინტერესებულ მხარეთა თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ. წარმოდგენილი იქნება ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო ბლოგების კონკურსის გამარჯვებულთა ნაშრომები. ღონისძიება დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით. \nკონფერენციის სპიკერები იქნებიან დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები\, დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები/კურსდამთავრებულები.\nკონფერენცია ტარდება განათლება უკეთესი დასაქმებისთვის − ჯანდაცვის დასაქმების კვირეულის ფარგლებში. \nღონისძიება ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის და BAU-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. \nკონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში. \nღონისძიებაზე დასასწრებ ბმულს მიიღებენ რეგისტრირებული პირები. \nკონფერენციაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 10 მარტი\, 12:00 საათი \nადგილები შეზღუდულია. \nდრო: 15 მარტი\, 10:00 საათი \nსამუშაო ენა: ქართული-ინგლისური (თარგმანის უზრუნველყოფით) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის N1
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/26-02-2025-konferencia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/02/akhali-web-konpherentsia.png
END:VEVENT
END:VCALENDAR