BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20210101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220429T120900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220429T120900
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20220429T080752Z
LAST-MODIFIED:20240201T113326Z
UID:10000430-1651234140-1651234140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი
DESCRIPTION:საქართველოში იწყება პირველი ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი\, რომელიც ქართველი სტუდენტებისთვის საინტერესო გამოწვევა და განვითარებისა და წინსვლის საუკეთესო შესაძლებლობაა. \nეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ)\, რეგიონული განვითარების სააგენტოს\, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ამერიკის საელჩოს თანამშრომლობით. \nკონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის გაუმჯობესება- განვითარებას და სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას. \nსაქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. \nპროექტით დაგეგმილია ტრენინგები\, რომლებიც სტუდენტებს საშუალებას მისცემს\, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის\, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. \nაღსანიშნავია\, რომ ეროვნული საუნივერსიტეტო სტარტაპკონკურსი პირველი ნაბიჯია უნივერსიტეტებს შორის მეწარმეობის მიმართულებით თანამშრომლობის დაწყებისა და ინოვაციურ მეწარმეობაში ინტერდისციპლინური მიდგომების შემუშავება-დანერგვაში. მისი მიზანია\, ხელი შეუწყოს ქართველი სტუდენტებისთვის პრაქტიკული სამეწარმეო განათლებისა და სტარტაპაზროვნების ჩამოყალიბებას. \nვის შეუძლია მონაწილეობა: \n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს;\nმონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურად (ინდივიდუალური განაცხადები არ განიხილება);\nჯგუფის წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს.\n\nროგორ მიიღოთ მონაწილეობა? \nპირველ ეტაპზე საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3KFYbCV \nპრიზი \nკონკურსში გამარჯვებული გუნდი ერთი კვირით გაემგზავრება კლივლენდის სახელმწიფო უნივერსიტეტში. \nპროგრამაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია! \nრეგისტრაციის საბოლოო ვადა: 4 მაისი \nსამუშაო ენა: ქართული \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge \n2022 წელი \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirveli-erovnuli-sauniversiteto-startapkonkursi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65359.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220418T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220418T140000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20220418T093000Z
LAST-MODIFIED:20240201T113338Z
UID:10000431-1650290400-1650290400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:15 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ. \nპროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების\, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. ამ მიზნების მისაღწევად პროგრამით დაგეგმილია მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება. \nშეხვედრაზე მსმენელები გაეცნენ საგრანტო კონკურსის პირობებს\, რომლებიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. \nშეხვედრაზე განხილული იყო შემდეგ საკითხები: \n\nმობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა\, მისი მიზნები და ამოცანები;\nკონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;\nკვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;\nსამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;\nგანაცხადების მიღების პროცესი;\nმოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებათა შესრულების ინდიკატორები.\n\n2022 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-mier-daphinansebuli-saqarthvelos-mkvlevartha-mkhardatcheris-programis-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65215.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220413T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220413T160000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20220406T065613Z
LAST-MODIFIED:20240201T113343Z
UID:10000432-1649865600-1649865600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:13 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰიბრიდულ ფორმატში გამართავს ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის პრეზენტაციას. \nდამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, გაეცნოს 2021-2022 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და მხარდაჭერით ლექსიკოგრაფიის\, როგორც დარგის\, განვითარების მიმართულებით \n\nგანხორციელებულ ტექნოლოგიურ პროექტებს;\nგამოცემულ წიგნებსა და სახელმძღვანელოებს.\n\nღონისძიებაზე დაფუძნდება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემია ლექსიკოგრაფიის დარგში\, რომლის კონცეფციასაც წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. \nღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ისე ონლაინ. ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არა უგვიანეს 2022 წლის 11 აპრილისა. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3x93cjW \n\nგანრიგი \n16:00 – 16:05 – გახსნა \n16:05 – 16:15 – ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი: მიზნები და ამოცანები\, ხედვა და მისია (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n16:15 – 16:30 – ლექსიკოგრაფიის სწავლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n\n\n\nბაკალავრიატი: სალექციო კურსი „ლექსიკოგრაფიის შესავალი“ ფილოლოგიური მიმართულებების სტუდენტებისათვის; სახელმძღვანელოს „ლექსიკოგრაფიის შესავალი“ პრეზენტაცია;\nმაგისტრატურა: სამაგისტრო პროგრამა „ლექსიკოგრაფია\, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“. სამაგისტრო პროგრამის კავშირი ევროპულ სამაგისტრო პროგრამასთან ლექსიკოგრაფიაში (EMLex). EMLex-ის კონსორციუმის სრული წევრობა;\nდოქტორანტურა: სადოქტორო მოდული „ელექტრონული ლექსიკოგრაფია“.\n\n\n\n16:30 – 16:40 – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პრემიის დაარსება ლექსიკოგრაფიის დარგში. პრემიის კონცეფციის პრეზენტაცია (პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი) \n16:40 – 16:50 – ლექსიკოგრაფიის დარგში საერთაშორისო კონფერენციის (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით) „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ დაარსება (პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი) \n16:50 – 17:00 – „ინგლისურ-ქართული\, ქართულ-ინგლისური მანქანური თარგმნის“ პროექტის პრეზენტაცია. „ინგლისურ-ქართული პარალელური კორპუსი“ და მისი განვითარების პერსპექტივები (მკვლევარი ვახტანგ ელერდაშვილი\, პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n17:00 – 17:20 – წიგნების პრეზენტაცია \n\n\n\n„ინგლისურ-ქართული ლექსიკოგრაფიის უცნობი ფურცლები“ (სალომე ჭიღლაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)\n„უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმი“ (თინათინ მარგალიტაძე\, პროფესორი)\n\n\n\n17:20 – 17:30 – ლექსიკონის მართვის პროფესიული სისტემის დანერგვა ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის მუშაობაში: IDM ჯგუფის DPS (Dictionary Production System)\, პრეზენტაცია (მაია დავლიანიძე\, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის რედაქტორი) \n17:30 – 17:40 – კონკურსი „შექმენი ქართული ტერმინი“. კონკურსის კონცეფციისა და ვებსაიტის პრეზენტაცია (სანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ხელმძღვანელი) \n17:40 – 17:50 – ორენოვანი ლექსიკონების ციკლის პროექტის პრეზენტაცია: „იტალიურ-ქართული ლექსიკონი“ (გიორგი მელაძე\, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი რედაქტორი; სოფიკო გოჯაევა\, ცენტრის მკვლევარი) \n17:50 – 18:00 – „ინგლისურ-ქართული სასწავლო ლექსიკონის“ მობილური აპლიკაცია. ლექსიკონის ახალი ონლაინვერსიის გამოქვეყნება ონლაინლექსიკონების საერთაშორისო საიტზე bab.la. (პროფესორი თინათინ მარგალიტაძე) \n\nდრო: 13 აპრილი\, 16:00 – 18:00 \nფორმატი: ჰიბრიდული (შესაძლებელი იქნება დასწრება როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ისე ონლაინ Zoom-ის საშუალებით) \nღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/3x93cjW \n2022 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-leqsikographiisa-da-enobrivi-teqnologiebis-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/04/65125.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220322T111500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220322T111500
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20220322T071540Z
LAST-MODIFIED:20240201T113347Z
UID:10000434-1647947700-1647947700@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია
DESCRIPTION:[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20220303T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20220303T130000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20220228T131538Z
LAST-MODIFIED:20240201T113352Z
UID:10000437-1646312400-1646312400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნიმარკეტი  Stand With Ukraine
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3 მარტს\, ხუთშაბათს\, 13:00-დან 19:00 საათამდე უკრაინის მხარდასაჭერად გაიმართება უნიმარკეტი #StandWithUkraine. \nუნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა: \n\nსაქველმოქმედო ყუთში ჩააგდოს ნებისმიერი მოცულობის შემოწირულება;\nშეიძინოს საინტერესო ნივთები\, გამოცემები\, რომელთაც ჩვენი სტუდენტები და ლექტორები უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად გასაყიდად გამოიტანენ;\nდარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ\, მოითხოვოს ჩვენგან ინვენტარით მხარდაჭერა და გაყიდოს ნივთები\, შემოსული თანხა კი შემოწირულების საქველმოქმედო ყუთში განათავსოს.\n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია შეგროვებული თანხით უკრაინელთა დასახმარებლად შეიძენს აუცილებელ მედიკამენტებს\, სამედიცინო აღჭურვილობას და უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას. \nთუ გსურთ უნიმარკეტზე ნივთების გასაყიდად გამოტანა და ამ ფორმით უკრაინის მხარდაჭერა\, შეავსეთ აპლიკაცია და თქვენს საჭიროებათა შესაბამისად მოწყობილ სივრცეს დაგახვედრებთ. \nაპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3JWQxDS \nუნიმარკეტის მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კაფეტერია „უნიფუდი“ ყავითა და ჩაით უზრუნველყოფს. \n#ერთად #რუსეთისაგრესიისწინააღმდეგ #უკრაინისმხარდასაჭერად \nადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდამატებითი კითხვებისთვის\n577 53 02 20\npr@iliauni.edu.ge \n2022 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unimarketi-stand-with-ukraine/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2022/02/64699.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211223T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211223T170000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20211221T105124Z
LAST-MODIFIED:20240202T101842Z
UID:10000002-1640275200-1640278800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „გიდების სკოლა“ შესახებ
DESCRIPTION:ტურისტულ კომპანიას „მიმინო კავკასიაში“ საქართველოში ტურისტები შემოჰყავს შემდეგი ქვეყნებიდან: საფრანგეთი\, პოლონეთი\, იტალია\, ესპანეთი\, სამხრეთ ამერიკა\, დიდი ბრიტანეთი\, შვედეთი\, შვეიცარია\, ბალტიის ქვეყნები\, ჰოლანდია\, UAE\, ჩინეთი. \nკომპანია აცხადებს მესამე სეზონის მიღებას პროექტში „გიდების სკოლა“\, რაც გულისხმობს ტურიზმით დაინტერესებული პირებისთვის გიდის პროფესიის უფასოდ დაუფლებას და დასაქმებას მაღალანაზღაურებად\, მოქნილი გრაფიკის მქონე პოზიციაზე. \nკურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის\, რომელმაც რომელიმე უცხო ენა სრულყოფილად იცის. სამიზნე ბაზრების შესაბამისად პრიორიტეტულია ერთ-ერთის ცოდნა შემდეგი ენებიდან: ინგლისური\, რუსული\, ფრანგული\, ესპანური\, იტალიური\, პოლონური. \nკურსის ხანგრძლივობა: 3 თვე; \nკურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში კანდიდატები დასაქმდებიან კომპანიაში. დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. \nსაინფორმაციო შეხვედრა \n23 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, კომპანიის „მიმინო კავკასიაში“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ანა ჩაჩიბაია საინფორმაციო შეხვედრას გამართავს პროექტის „გიდების სკოლა“ შესახებ. \nშეხვედრა დააინტერესებთ უცხო ენების მცოდნე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს\, რომელთაც სურთ ტურიზმის სფეროში დასაქმება. \nშეხვედრა გაიმართება დისტანციურად Zoom-ის ბმულს მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული პირები. საინფორმაციო შეხვედრაზე რეგისტრაცია. \nდრო: 23 დეკემბერი\, 16:00 სთ. \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-proeqtis-gidebis-skola-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63651.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211220T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211220T170000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20211215T155252Z
LAST-MODIFIED:20240201T113359Z
UID:10000445-1640019600-1640019600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზურა ჯიშკარიანის გზამკვლევის „აია“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზურა ჯიშკარიანის „აიას“ პრეზენტაცია. გზამკვლევი კოლხეთის წარსულს\, აწმყოსა და წარმოსახვით მომავალს ეხება. \nავტორს წიგნზე მუშაობისას კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური ჯგუფი. გზამკვლევში ინტეგრირებულია „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკული ნიმუშები. \n„აია“ გამოსცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ USAID/Zrda-ს მხარდაჭერით. \nგზამკვლევის „აია“ შესახებ \nგზამკვლევში შესულია კოლხეთის ისტორია\, მითები და ღვთაებები\, უახლოესი წარსული\, ფლორა-ფაუნის აღწერა და მომავლის ფაზისის აკადემია\, სადაც ქართული წარმოების ანდროიდები საუბრობენ უძველეს კოლხურ საგაზე. \nწიგნზე მწერლის გარდა მუშაობდა მეცნიერთა\, 3დ დიზაინერთა და პროგრამისტთა ჯგუფი. \nგზამკვლევი შეიცავს „დამატებითი რეალობის“ (AR) გრაფიკულ ნიმუშებს\, რომელთა დათვალიერება გამოცემისთვის შექმნილი მობილური აპლიკაციითაა შესაძლებელი. აპლიკაციის დასაყენებლად მკითხველს შეუძლია დაასკანეროს QR კოდი\, შემდეგ კი დაათვალიეროს გრაფიკული ნიმუშები და მიჰყვეს ინსტრუქციებს. წიგნში გამოყენებული ტექნოლოგია განკუთვნილია ფართო აუდიტორიისა და ტურისტებისთვის. \nპროექტზე მუშაობისას ავტორს კონსულტაციებს უწევდა მეცნიერთა ჯგუფი: \n\nნინო დობორჯგინიძე\, პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nრუსუდან ცანავა\, ჰუმანიტარული ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის\, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nნათია კოპალიანი\, პროფესორი ცხოველთა ქცევის ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგურამ ყიფიანი\, ემერიტუს-პროფესორი არქეოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდავით თარხნიშვილი\, პროფესორი ევოლუციური ბიოლოგიისა და ეკოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nლექსო გავაშელიშვილი\, პროფესორი ეკოლოგიისა და კონსერვაციული ბიოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nლევან ბერძენიშვილი\, პროფესორი კლასიკური ფილოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nზურაბ ჯავახიშვილი\, ასოცირებული პროფესორი ეკოლოგიის\, კონსერვაციული ბიოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nზურაბ გურიელიძე\, პროფესორი კონსერვაციული ბიოლოგიისა და პოპულაციური ეკოლოგიის მიმართულებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\nდრო: 20 დეკემბერი\, 17:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის გამოყენებით \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3DXERgM \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zura-jishkarianis-gzamkvlevis-aia-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63586.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211216T190000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20211210T101755Z
LAST-MODIFIED:20240202T101332Z
UID:10000451-1639681200-1639681200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნისა და ანიმა ჩეთბოტიქსის ერთობლივი პროექტის „ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის“ ფარგლებში მეორე ღია ლექციას გამართავს ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. \nშეხვედრის თემაა ჩეთბოტების განვითარების პროცესი „დაბადებიდან“ დღემდე. \nლექციაზე განხილული იქნება\, როგორი იყო მოწყობილობები\, რომლებიც შეიძლება ჩეთბოტების წინამორბედებად მივიჩნიოთ\, როდის შეიქმნა პირველი ჩეთბოტი და რა გამოცდილება არსებობს ამ მიმართულებით. \nთუ გსურს ნარატივდიზაინერების სამყაროს შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო\, შემოგვიერთდი. \nდრო: 16 დეკემბერი\,19:00 სთ. \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3Gorbx8 \nMeeting ID: 876 5899 2342 \nPasscode: 403500 \n\nჰაკათონის შესახებ ვრცლად: https://bit.ly/3DozEhS  \nჰაკათონზე სარეგისტრაციოდ ეწვიე ბმულს: https://bit.ly/3DezuJM \n2021 წელი \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-tsignebis-hakathonis-ghia-leqtsia-chethbotebis-sheqmnis-istoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63481.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211213T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211213T140000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20211208T121951Z
LAST-MODIFIED:20240201T113405Z
UID:10000456-1639404000-1639404000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „შეცდომის წყაროები საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“
DESCRIPTION:13 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება შეცდომის ძირითადი წყაროები საზოგადოებრივი აზრის კვლევებში. \nსაქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა\, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა შეცდომის ტიპები და მათი შესწორების მეთოდები\, კერძოდ\, შერჩევასთან\, არგამოპასუხებასა და გაზომვასთან დაკავშირებული ძირითადი შეცდომები. მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ იმ რეკომენდაციებზე\, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია მეთოდოლოგიურად გამართული კვლევის დიზაინის ჩამოსაყალიბებლად. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \nიხილეთ დღის წესრიგი ბმულზე: https://bit.ly/3y6lnW6 \nენა: ქართული \nდრო: 13 დეკემბერი\, 14:00 -16:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-shetsdomis-tsqharoebi-sazogadoebrivi-azris-kvlevebshi/
CATEGORIES:დისკუსიები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63321.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211211T153800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211211T153800
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20211207T113856Z
LAST-MODIFIED:20240201T113407Z
UID:10000458-1639237080-1639237080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კოდის ერთი საათი: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი გლობალურ კამპანიას უერთდება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შესაძლებლობას აძლევს\, მონაწილეობა მიიღონ გლობალურ კამპანიაში „კოდის ერთი საათი“\, გაეცნონ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს და მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები. \nკოდის ერთი საათი\, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება კომპიუტერული მეცნიერებების საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში\, ეძღვნება კომპიუტერული მეცნიერებების ერთ-ერთი პიონერის\, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტრადმირალი ქალის\, გრეის ჰოფერის დაბადების თარიღს (9 დეკემბერი\, 1906). მისი სახელი უკავშირდება ერთ-ერთი პირველი პროგრამირების ენის COBOL-ის შექმნას. \n2021 წელს კვირეული 6-12 დეკემბერს გაიმართება და მის ფარგლებში მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში სხვადასხვა სასწავლებლის მოსწავლეები და სტუდენტები 85 694-ზე მეტ ღონისძიებაში შეძლებენ მონაწილეობას. \n„კოდის ერთი საათის“ გლობალური კამპანიის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი ღონისძიების ორგანიზატორი იქნება ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი\, რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში უმასპინძლებს ციფრული სამყაროთი დაინტერესებულ II-VIII კლასების მოსწავლეებს უნილაბის პრაქტიკოს მენტორ-ლექტორებთან შეხვედრაზე\, გააცნობს მათ პროგრამულ კოდთან მუშაობის საწყისებს. \nროგორ მივიღო მონაწილეობა? \nშეხვედრები გაიმართება 11 დეკემბერს Zoom-ის საშუალებით. ზუსტ დროს და Zoom-ის ლინკს მიიღებთ ერთი დღით ადრე\, მას შემდეგ\, რაც ჯგუფები დაკომპლექტდება. \nZoom-ის ლინკის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nრეგისტრაციის გასავლელად ეწვიე ბმულს: https://tinyurl.com/2p9apsbd \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 9 დეკემბერი\, 23:59 საათი \nდრო: 11 დეკემბერი \n2021 წელი \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kodis-erthi-saathi-iliaunis-kiberlaboratoria-unilabi-globalur-kampanias-uerthdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63218.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211209T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211209T190000
DTSTAMP:20260423T074656
CREATED:20211206T102139Z
LAST-MODIFIED:20240201T113412Z
UID:10000465-1639076400-1639076400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა: ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობით დაინტერესებულ მოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმა ჩეთბოტიქსი გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე. \nშეხვედრაზე გაეცნობი ინფორმაციას\, როგორ შექმნა მოლაპარაკე პროგრამები საკუთარი ძალებით\, როგორ გააცოცხლო საყვარელი პერსონაჟები თუ ავტორები ციფრულ სამყაროში. \nთუ გსურს სკოლაში სწავლის პარალელურად შეიძინო პროფესია და შეუერთდე ახალგაზრდა ნარატივდიზაინერების გუნდს\, გელოდებით დისტანციურ საინფორმაციო შეხვედრაზე\, რომელზეც შევეცდებით ჰაკათონთან დაკავშირებით ყველა შეკითხვას ამომწურავად ვუპასუხოთ. \nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს. \nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის: https://bit.ly/31AJnEO \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nფორმატი: დისტანციური \nზუმის შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3rEdANT \nMeeting ID: 872 4301 3691 \nPasscode: 626638 \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-interaqtiuli-tsignebis-hakathoni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211208T120300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211208T120300
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211208T080220Z
LAST-MODIFIED:20240201T113359Z
UID:10000447-1638964980-1638964980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, შშმ პირთა საერთაშორისო დღეს\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტმა გამართეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა. \nღონისძიება გახსნეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ\, ილიაუნის ბავშვის განვითარების დირექტორმა ნინო ცინცაძემ\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელმა იან ბლინკამ. \nპროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისების უზრუნველყოფას\, ასევე სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. \nშემაჯამებელ შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერმა\, რუსუდან ჩხუბიანიშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში 2015-2021 წლებში მიღწეული შედეგები და მუშაობის პროცესის გამოწვევები გააცნო. ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა\, ნინო ცინცაძემ კი ექვსწლიანი პარტნიორობის შედეგად სფეროს მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობაზე\, სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე ისაუბრა. \nშეხვედრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის „აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა\, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ წინასწარი შედეგების წარდგენა იყო. კვლევისას გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრა ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარემ და პროექტის ექსპერტმა\, მაია გაბუნიამ\, ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის მოქმედმა თავმჯდომარემ\, გვანცა ჩვამანიამ კი წარადგინა ანგარიში ქცევის გამოყენებითი ანალიზის კუთხით და საზოგადოებას ასოციაციის საკანონმდებლო ინიციატივის მნიშვნელობის შესახებ უამბო. დამტკიცების შემთხვევაში ინიციატივა დაარეგულირებს ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას. \n„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ახორციელებს ქვეყნისთვის\, რეგიონისთვის\, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კვლევით და საგანმანათლებლო პროექტებს. განსაკუთრებულად გამოვყოფდი ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობით ნაკარნახევ პროექტებს. ეს სტრატეგიაშიც საგანგებოდ არის აღნიშნული და გულისხმობს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას\, ამ მიმართულებით კვლევას\, სწავლებას. ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი უნიკალურია მთელი რეგიონის მასშტაბით\, ეს მართლაც გამორჩეული სივრცეა\, რომელიც ერთი სამეცნიერო გუნდის ხელმძღვანელობით სთავაზობს როგორც სასწავლო-საგანმანათლებლო\, ისე კვლევით და სერვისის ნაწილს. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბავშვის განვითარების ინსტიტუტი\, რომელიც სამივე მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რესურსებს ქმნის. ასეთი ფართო ფუნქციის შეძენა\, ინსტიტუტის დაარსება\, რომელიც სრულფასოვნად ახერხებს მუშაობას\, წარმოუდგენელია დიდი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე. ასეთი მხარდამჭერი იყო ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი.“ ნინო დობორჯგინიძე\, ილიაუნის ვიცე-რექტორი. \n„პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის\, რადგან მათი მომსახურების სერვისი ქვეყნის მასშტაბით საგრძნობლად გაუმჯობესდა. ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობდით ბევრ დაინტერესებულ მხარესთან – საქართველოს შრომის\, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან რეგიონში სხვადასხვა სერვისის მიწოდების შეთავაზების კუთხით. ეროვნულ დონეზე მხარი დავუჭირეთ აუტიზმის სპექტრის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტებს\, შეიქმნა ზოგადი ჩარჩო სერვისის ყველა მიმწოდებლისთვის\, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ხარისხიანი მომსახურება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის\, ასევე მუნიციპალურ დონეზე.“ იან ბლინკა\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი. \n„პროექტის მიზანია საქართველოში აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისთვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბება\, ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიული განვითარება\, რათა მათ ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ  ბენეფიციარებს. ჩვენი მიზანია აგრეთვე სკოლამდელი ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა საქართველოს საბავშვო ბაღებში. პროექტი დაიწყო 2015 წელს. იმ დროს სერვისი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ თბილისში\, რეგიონებშიც არსებობდა სერვისები\, თუმცა არ იყო ხარისხიანი. ჩვენ მიზნად დავისახეთ რეგიონების გაძლიერება ამ მიმართულებით\, რისთვისაც აქტიურად გამოვიყენეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტიზა. მისი  სპეციალისტების მეშვეობით რეგულარული სუპერვიზია ხორციელდებოდა ადგილზე\, ადგილობრივი აუტიზმის ცენტრებისთვის. ხარისხის უზრუნველყოფისათვის ჩვენი ხელშეწყობით დამტკიცდა აუტიზმის გამოვლენისა და მართვის პროტოკოლი\, რომელსაც სპეციალისტები და პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლები აქტიურად იყენებენ\, ჯანდაცვის სამინისტრომ კი დაამტკიცა მომსახურების მინიმალური სტანდარტი\, სახელმძღვანელო მუნიციპალიტეტებისათვის\, იციან რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს მათ მიერ მიწოდებული სერვისი ბავშვებისათვის\, მაგრამ ღიად რჩება მოზარდებისა და მოზრდილი აუტიზმის სპექტრის მქონე პირების მდგომარეობა\, ვინაიდან მათთვის სერვისი არ არსებობს\, რაც ძალიან გვაწუხებს. გვინდა\, რომ პროექტი გაგრძელდეს ამ მიმართულებით – ვეძებთ სახელმწიფოს მხარდაჭერასა და ახალ დონორებს\, რომლებიც შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით.“ რუსუდან ჩხუბიანიშვილი\, პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ მენეჯერი. \n„ჩეხეთის კარიტასის პროექტში მონაწილეობამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს მისცა საშუალება\, ორი ახალი\, თანამედროვე და ძალიან მნიშვნელოვანი\, მოდელი დაენერგა აუტიზმის მქონე ბავშებისათვის. ერთი დენვერის ადრეული დასაწყისის მოდელია\, მეორე – სერცმოდელი. პირველი 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის არის\, მეორე – 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია\, რომ უზრუნველყოფილია მდგრადობა იმ თვალსაზრისით\, რომ სერვისი უკვე მიმდინარეობს\, მალე კვლევა დაიწყება დენვერთან დაკავშირებით\, ხოლო სერცი სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდა.“ ნინო ცინცაძე\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ხელმძღვანელი. \nღონისძიების დასასრულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თინათინ ჭინჭარაულმა ქცევის გამოყენებით ანალიზში უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა. \nჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას\, ასევე სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. \nჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად\, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. \nპროექტის ძირითადი მიღწევები: \n\nქვეყნის მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის გამოვლენაში;\nსაქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო\, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული\, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში გადამზადნენ;\nABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების ინსტრუმენტების (ABLLS-R and EFL) გამოყენებაში\, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის;\nდაფინანსდა 15 სპეციალისტი\, რომლებმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარეს;\nABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია\, ემოციური რეგულაცია\, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა\, გადამზადნენ სპეციალისტები;\nსაქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი\, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები;\nსხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი\, შესაბამისად\, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო\, ზოგმა კი გაზარდა როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების\, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა;\n2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის\, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა;\n2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა;\nქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა\, რომელიც\, თუ დამტკიცდა\, დაარეგულირებს ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობას.\n\nვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-autizmis-speqtris-mqone-pirebisathvis-servisebis-gapharthoeba-da-gaumjobeseba-saqarthveloshi-shemajamebeli-shekhvedra-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63221.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211206T151400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211206T151400
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211203T112146Z
LAST-MODIFIED:20240201T113402Z
UID:10000450-1638803640-1638803640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია – „გამჭვირვალობის სტანდარტების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“
DESCRIPTION:2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. \nსაქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა\, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები\, მათი შემუშავებისა და განვითარების გზები\, გამჭვირვალობის სტანდარტების მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები. ასევე\, მიმოხილული იქნება კვლევითი ორგანიზაცია BCG-ის მიერ განხორციელებული კვლევებისას გამჭვირვალობის სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-gamtchvirvalobis-standartebis-mnishvneloba-sazogadoebrivi-azris-kvlevebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211206T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211206T140000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211203T122046Z
LAST-MODIFIED:20240201T113404Z
UID:10000453-1638799200-1638799200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია – „გამჭვირვალობის სტანდარტების მნიშვნელობა საზოგადოებრივი აზრის კვლევებში“
DESCRIPTION:6 დეკემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება გამჭვირვალობის სტანდარტების შემუშავების მნიშვნელობა კვლევების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. \nსაქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია პროფესიული გაერთიანებაა\, რომლის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განსახილველ საკითხებს შორისაა გამჭვირვალობის სტანდარტები\, მათი შემუშავებისა და განვითარების გზები\, გამჭვირვალობის სტანდარტების მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმები. ასევე\, მიმოხილული იქნება კვლევითი ორგანიზაცია BCG-ის მიერ განხორციელებული კვლევებისას გამჭვირვალობის სტანდარტების გამოყენების პრაქტიკა. მოხსენებებით წარდგებიან საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \nიხილეთ განრიგი ბმულზე: https://bit.ly/2ZRgG5L \nდრო: 6 დეკემბერი\, 14:00-16:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-gamtchvirvalobis-standartebis-mnishvneloba-sazogadoebrivi-azris-kvlevebshi-2/
CATEGORIES:დისკუსიები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63184.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211206T134400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211206T134400
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211206T094335Z
LAST-MODIFIED:20240201T113408Z
UID:10000460-1638798240-1638798240@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონი მოსწავლეებისთვის
DESCRIPTION:24-26 დეკემბერს მთელი საქართველოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ინტერაქტიული წიგნების ჰაკათონში\, რომელსაც ორგანიზებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანიმაჩეთბოტიქსი რომელიც\, შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე\, დისტანციურად ჩატარდება. \nჰაკათონის მიზანია შეიქმნას მომავლის ინტერაქტიული წიგნები\, რომლებიც მკითხველს პერსონაჟებსა და ავტორებთან უშუალო ინტერაქციის საშუალებას მისცემს. \nციფრული რეალობა შესაძლებლობას გვაძლევს ლიტერატურული გმირების ენობრივ ასლებთან დიალოგი ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარვმართოთ და ვკითხოთ მათ ყველაფერი\, რაც გვაინტერესებს. \nჰაკათონის ფარგლებში შექმნილი ჩეთბოტები ინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკის ვებგვერდზე (https://iel.iliauni.edu.ge/) განთავსდება და მათთან საუბარი ნებისმიერ მსურველს შეეძლება. \nვის შეუძლია ჰაკათონში მონაწილეობა? \nჰაკათონში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (VIII-XII კლასები) მოსწავლეებს. \nროგორ მივიღო მონაწილეობა ჰაკათონში? \nჰაკათონში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 23 დეკემბრამდე შეავსოთ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა. \nაპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 22 დეკემბერი\, 23:59 საათი \nსააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3DezuJM \nრა ფორმატით ჩატარდება ჰაკათონი? \nშექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, ჰაკათონი დისტანციურ ფორმატში ჩატარდება პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nსწრაფი ბმულები \n\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია : ჩემი ნარატიული თავგადასავალი\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: ჩეთბოტების შექმნის ისტორია\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის ღია ლექცია: პერსონალური გაციფრულების ხელოვნება\nინტერაქტიული წიგნების ჰაკათონის საინფორმაციო შეხვედრა\nინტერაქტიული წიგნების ბიბლიოთეკა\n\n2021 წელი\n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/interaqtiuli-tsignebis-hakathoni-mostsavleebisthvis/
CATEGORIES:კონკურსები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/12/63202.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211203T153000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211203T153000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211130T110858Z
LAST-MODIFIED:20240201T113411Z
UID:10000463-1638545400-1638545400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელი შეხვედრა
DESCRIPTION:3 დეკემბერს\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ. \nვრცლად პროექტის შესახებ: https://bit.ly/3cBPGdl \nდრო: 16:00 – 17:30 \nფორმატი: ჰიბრიდული (უზრუნველყოფილი იქნება Live ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდებზე) \nშეხვედრაზე დასასწრებად ეწვიეთ ზუმის ბმულს: https://bit.ly/3rozB3f \nგანრიგი \n\n15:45 – რეგისტრაცია \n16:00 – 16:10 – მისალმება \nნინო დობორჯგინიძე\, პროფესორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი \nპეტრა მოჟიჩევა\, ჩეხეთის განვითარების სააგენტო\, საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი \nთამილა ბარკალაია\, საქართველოს დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე \nიან ბლინკა\, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი \n16:10 – 17:00 – 2015 – 2021 წლების მიღწევები და გამოწვევები \nპროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე პირებისათვის სერვისების გაფართოება და გაუმჯობესება საქართველოში“ ანგარიში \nრუსუდან ჩხუბიანიშვილი\, პროექტის მენეჯერი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს შორის პარტნიორობის მნიშვნელობა \nნინო ცინცაძე\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი \n„აუტიზმის სპექტრის აშლილობების პრევალენტობა\, კლინიკური თავისებურებები და რისკ-ფაქტორები საქართველოში“ – კვლევის წინასწარი შედეგები \nმაია გაბუნია\, ბავშვთა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების აკადემიის თავმჯდომარე \nქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA) – საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციის ანგარიში \nგვანცა ჩვამანია\, ასოციაციის მოქმედი თავმჯდომარე \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი ქცევის გამოყენებით ანალიზში – თინათინ ჭინჭარაული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, სერტიფიკატების გადაცემა კურსდამთავრებულებისთვის \n17:00 – 17:30 დისკუსია\, სამომავლო გეგმები \n\nპროექტის შესახებ \nჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული პროექტი მიზნად ისახავდა აუტიზმის სპექტრის მქონე პირების სერვისების გაფართოებასა და გაუმჯობესებას\, ასევე\, სფეროს სპეციალისტების პროფესიულ გაძლიერებას. ჩეხეთის კარიტასმა პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით (255 000 ევრო) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტსა და ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა აკადემიასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა. პროექტი შემუშავდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა\, შრომის\, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად\, აღნიშნულ სფეროში მთავრობის პრიორიტეტების გათვალისწინებით. \nპროექტის შედეგად განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევები: \n\nსაქართველოს მასშტაბით ოჯახის ექიმები და ჯანდაცვის სპეციალისტები მომზადნენ აუტიზმის სპექტრის რისკის ადრეულ ეტაპზე გამოვლენაში.\nსაქართველოს ხუთ რეგიონს აუტიზმის სპექტრის გამოვლენისათვის საჭირო\, დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტად“ მიჩნეული\, ე.წ. ADOS ინსტრუმენტი გადაეცა და შესაბამისი სპეციალისტები მის გამოყენებაში მომზადნენ.\nABA სპეციალისტებმა გაიარეს ტრენინგები ბავშვთა შეფასების პროფესიონალური ინსტრუმენტების (ABLLS-R და EFL) გამოყენებაში\, რომლებიც აუცილებელია ABA თერაპიის სრულფასოვანი განხორციელებისათვის.\nდაფინანსდა 15 სპეციალისტი\, რომელმაც ქცევის თერაპიის სუპერვიზორის კვალიფიკაციის მოსაპოვებლად საჭირო საერთაშორისო სასერტიფიკატო კურსი გაიარა.\nABA-ის პარალელურად აუტიზმის ჩარევის ორი ალტერნატიული მიდგომა – დენვერის ადრეული ჩარევის მოდელი და SCERTS-ის (სოციალური კომუნიკაცია\, ემოციური რეგულაცია\, ტრანსაქციული მხარდაჭერა) მოდელი დაინერგა\, გადამზადნენ სპეციალისტები.\n საქართველოს სამ საპილოტე საბავშვო ბაღს წარედგინა ინკლუზიური განათლების მოდელი\, გადამზადნენ სპეციალური მასწავლებლები და საბავშვო ბაღის აღმზრდელები.\n სხვადასხვა მუნიციპალიტეტს წარედგინა აუტიზმის პროგრამის განფასების მოდელი. შესაბამისად\, ზოგიერთმა მათგანმა ამ პროგრამისთვის საჭირო ბიუეჯეტი გამოყო\, ზოგმა კი გაზარდა\, როგორც პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების\, ისე თერაპიისთვის საჭირო საათების რაოდენობა.\n2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის გამოვლენის\, დიაგნოსტიკის და მართვის“ ეროვნული პროტოკოლი დაამტკიცა.\n2020 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „აუტიზმის მქონე პირთა მომსახურების მინიმალური სტანდარტები“ დაამტკიცა.\nქცევის ანალიტიკოსთა ასოციაციამ შეიმუშავა და პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ინიციატივა\, რომელიც\, დამტკიცების შემთხვევაში\, ქცევის ანალიტიკოსთა საქმიანობის რეგულირებას გამოიწვევს.\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-autizmis-speqtris-mqone-pirebisathvis-servisebis-gapharthoeba-da-gaumjobeseba-saqarthveloshi-shemajamebeli-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/63162.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211202T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211202T180000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211126T140000Z
LAST-MODIFIED:20240201T113415Z
UID:10000467-1638468000-1638468000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამართლის თვე
DESCRIPTION:ილიაუნის იმიტირებული სასამართლო პროცესების კლუბისა და სამართლის ასოცირებული პროფესორის თინათინ გოლეთიანის ეგიდით წარმოგიდგენთ საერთაშორისო სამართლის თვეს: აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში\, ყოველკვირეულად საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტები წაიკითხავენ ლექციებს საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ლექციები შეეხება ისეთ საკითხებს\, როგორიც არის მოქალქეობის არქონის ფენომენი\, ოკუპაცია\, არბიტრაჟი და ა.შ. \nპირველი ლექცია\, რომელიც გახსნის საერთაშორისო სამართლის თვეს\, ეხება მოქალაქეობის არქონის ფენომენს და მას წაიკითხავს ქალბატონი სალომე ქუსიკაშვილი (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგნელობა საქართველოში; მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში). \nლექცია ჩატარდება 2 დეკემბერს\, 18:00 ილიაუნის A405 აუდიტორიაში. \nქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით ლექციაზე დამსწრე სტუდენტთა რაოდენობა არის შეზღუდული. შესაბამიად\, იჩქარეთ\, დარეგისტრირდით\, რათა არ გამოტოვოთ ეს ძალიან საინტერესო ლექცია! აქვე გაცნობებთ\, რომ ლექციაზე დამსწრეებმა უნდა წარმოადგინონ მწვანე პასპორტი. \nლექციაზე დასწრებისთვის რეგისტრაციის ბმული: \nhttps://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScX-I5h4ZWvKX8I1a-K2QpPkYeVuNairaqojBUtykgLjcVLtw/viewform?usp=pp_url \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samarthlis-thve/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211130T120900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211130T120900
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211115T080800Z
LAST-MODIFIED:20240201T113418Z
UID:10000469-1638274140-1638274140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“
DESCRIPTION:არასამთავრობო ორგანიზაცია „რუსეთის კვლევის ცენტრი“ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით 30 ნოემბერს-1 დეკემბერს გამართავს საერთაშორისო კონფერენციას „რა არის საბჭოთა პოსტსაბჭოთა სივრცეში“. \nკონფერენციის შესახებ \nკონფერენცია ეძღვნება რუსეთისა და რეგიონის პოლიტიკაში წარსულისა და აწმყოს კავშირების გაგებას და მიზნად ისახავს მოგონებებს\, ისტორიულ დისკურსებსა და სოციალურ პრაქტიკებს შორის ურთიერთდამოკიდებულების დადგენას მოცემულ გეოგრაფიულ ზონაში და ასახავს რეგიონის მომავალს. \nკონფერენციაზე მრავალი სხვადასხვა დისციპლინის მეცნიერი შეაფასებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების მრავალფეროვან პოლიტიკურ ტრაექტორიებს და გამოკვეთს ამ სახელმწიფოთა თანამედროვე პოსტსაბჭოთა მახასიათებლებს\, რომლებიც არცთუ ისე შორეული საერთო წარსულიდან გამომდინარეობს. \nკონფერენციის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/30XJo5I \nკონფერენციის ჩატარების ფორმატი და მონაწილეობა \nკონფერენცია ჩატარდება დისტანციურად პლატფორმა ზუმის გამოყენებით. \nდასწრების მონაცემები \n\n30 ნოემბერი\, 2021 \nგახსნა: 09:00-10:00 \nკონფერენციის გახსნაზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/30tW0Ba \n30 ნოემბერი\, 2021 \nკონფერენციის პირველი და მეორე პანელები: 15:30-19:15 \nკონფერენციის პირველ და მეორე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DhNROz \n\n1 დეკემბერი\, 2021 \nკონფერენციის მესამე\, მეოთხე და მეხუთე პანელები: 13:00-18:55 \nკონფერენციის მესამე\, მეოთხე და მეხუთე პანელებზე დასწრება შესაძლებელი იქნება ბმულზე: https://bit.ly/3DoZ9AE \n\nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-ra-aris-sabtchotha-postsabtchotha-sivrtseshi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62856.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211122T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211122T170000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211116T061700Z
LAST-MODIFIED:20240201T113420Z
UID:10000471-1637600400-1637600400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია: პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსის პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გამართავს საჯარო დისკუსიას\, რომელზეც განხილული იქნება პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსი\, შემუშავებული საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი მკვლევრების მონაწილეობით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, USAID საქართველოსა და HICD-ის მხარდაჭერით. \nდეტალური განრიგი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3nivEKT \nპროფესიული გაერთიანება საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის მიზანია ხარისხიანი და მაღალეთიკური სტანდარტების შესაბამისად საზოგადოებრივი აზრისა და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარების ხელშეწყობა. \nდისკუსიის დროს განიხილება მკვლევრისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული პასუხისმგებლობა და მოვალეობები\, პროფესიული ქცევის ზოგადი პრინციპები\, გამჟღავნების წესები საზოგადოებრივი აზრისა და თვისებრივი კვლევებისთვის\, ასევე Edison Research-ის მიერ საქართველოში ჩატარებული ეგზიტპოლები\, როგორც მაღალეთიკური კვლევის მაგალითი. მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის წევრები\, კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები და მკვლევრები. \nშეხვედრის მონაცემები \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3CbdtuY \nMeeting ID: 829 6668 5058 \nPasscode: 868897 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 ნოემბერი\, 17:00-19:00 \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის გამოყენებით; პირდაპირი ტრანსლაცია (ლაივი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-prophesiuli-ethikisa-da-qtsevis-kodeqsis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62853.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211113T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211113T190000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211104T063506Z
LAST-MODIFIED:20240201T113422Z
UID:10000473-1636830000-1636830000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული: მდგრადი განვითარება მეწარმეობაში
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია „მდგრადი განვითარება მეწარმეობაში“. \nშეხვედრაზე წარმატებული ანტრეპრენერები მოგიყვებიან თავიანთი საქმიანობის\, მოტივაციისა და გამოცდილების შესახებ. \nშეხვედრის მომხსენებლები იქნებიან: პარკი არ მინდას დამფუძნებელი მარიამ ფესვიანიძე და ტენეს დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი \nტენე კომპანია ჯინვენტორის მიერ შექმნილი პირველი ქართული და ამავდროულად მსოფლიოში პირველი „მწვანე“ USB კაბელია\, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას. \nპარკი არ მინდა ეკოსაგანმანათლებლო პროექტია\, რომლის მიზანია შემოგთავაზოთ ყოვლისმომცველი ინფორმაცია და გადაწყვეტილებები საქართველოში ეკოლოგიურად უფრო სუფთა ცხოვრებისათვის. \nშეხვედრის დრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი  \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-mdgradi-ganvithareba-metsarmeobashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62808.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211113T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211113T160000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211105T104900Z
LAST-MODIFIED:20240201T113428Z
UID:10000474-1636819200-1636819200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკის ფედერალური მოსამართლის\, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) თანამშრომლობით გიწვევთ ამერიკის ფედერალური მოსამართლის\, ვირჯინია ქოვინგთონის საჯარო ლექციაზე. \nლექცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით. \nლექციაზე ნებისმიერი ფორმატით დასწრების მსურველებმა საჭიროა წინასწარ გაიაროთ ონლაინრეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 11 ნოემბრისა (23:59 საათი). \nრეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://tinyurl.com/3mh2v5fh \nგაითვალისწინეთ: ღონისძიებაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრებას შეძლებს მხოლოდ 30 რეგისტრირებული პირი\, რომლებსაც ადრე ექნებათ რეგისტრაცია გავლილი\, ამასთან აკმაყოფილებენ / დააკმაყოფილებენ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ღონისძიებაზე დასწრებისთვის მოქმედ მოთხოვნებს. * \nსაჯარო ლექციაზე დასწრების მსურველები 12 ნოემბერს მიიღებთ თქვენ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე: \n\nშეხვედრის ბმულს დისტანციურ ფორმატში მონაწილეობისთვის;\nშეხვედრის ადგილს ფიზიკურად დასწრებისთვის.\n\nმომხსენებლის შესახებ \nმოსამართლე ვირჯინია ქოვინგთონი ფლორიდის შუა ოლქის ფედერალური სასამართლოს მოსამართლედ 2004 წლის 7 სექტემბერს დაინიშნა. მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა თანამდებობაზე დაამტკიცა. ის გახდა პირველი ლათინო ამერიკული წარმოშობის მოსამართლე\, რომელმაც ფლორიდის შუაოლქში ეს თანამდებობა დაიკავა. ვირჯინია ქოვინგთონს აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა მოსამართლეებთან ლათინური ამერიკის ქვეყნებში\, ისეთ თემებზე\, როგორებიცაა სასამართლო ეთიკა და სასამართლო მენეჯმენტი. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო\, მათ შორის – გამორჩეული სამსახურისა და მრავალწლიანი საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის. \nლექციის შესახებ \nსაზოგადოებრივი რწმენა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დემოკრატიული საზოგადოების უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. ლექციაზე მოსამართლე ქოვინგთონთან ერთად ვისაუბრებთ დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობაზე\, მიმოვიხილავთ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ პრეცედენტულ გადაწყვეტილებებს. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა დისკუსიას და მოსამართლე უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. \nმოდერატორი \nთამარ გურჩიანი\, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 13 ნოემბერი\, 16:00 საათი \nფორმატი: ჰიბრიდული \n\n*ფიზიკურ სივრცეში ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მოთხოვნები \nღონისძიებაზე დასწრება დასაშვებია სრულად ვაქცინირებული პირებისთვის წინასწარ წარმოდგენილი ორჯერადი აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. აუცრელი პირები ლექციაზე დაიშვებიან ადგილზე ჩატარებული სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე. ტესტირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ორგანიზატორი. საჭიროებისას სწრაფი ტესტირება ჩატარდება ორგანიზატორის ხარჯით. სწრაფი ტესტირების საჭიროების შემთხვევაში გთხოვთ 15:30 საათზე გამოცხადდეთ უნივერსიტეტში\, მეილზე მიღებულ მისამართზე. \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikis-phederaluri-mosamarthlis-virjinia-qovingthonis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62773.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211112T122500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211112T122500
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211112T082400Z
LAST-MODIFIED:20240201T113431Z
UID:10000476-1636719900-1636719900@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განაცხადების მიღება საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევიდან პრაქტიკამდე“ მონაწილეობის მისაღებად
DESCRIPTION:2022 წლის 29-31 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საუნივერსიტეტო სწავლების გაუმჯობესების (IUT) პროგრამის მიერ ორგანიზებულ 47-ე ყოველწლიურ ჰიბრიდულ კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. \nკონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. \nკონფერენციის თემატიკა \nრა შეიძლება გავაკეთოთ\, რომ კარგმა პედაგოგიურმა კვლევამ სწავლება გააუმჯობესოს? რისი გაკეთება შეიძლება იმისათვის\, რომ პროცესის უწყვეტობა უზრუნველყოთ – აუდიტორიაში მიღებული ინფორმაცია პრაქტიკაში იქნეს გამოყენებული და ამ პროცესმა ხელი შეუწყოს ახალი კვლევითი კითხვების ფორმირებას\, რომლებიც ახალი ინფორმაციის მოძიების საჭიროებას გააჩენს და ამგვარად შევძლებთ\, გავერკვეთ\, რა გვგონია\, რომ „ვიცით“\, რა მიმართულებები უნდა მიეცეს ახალ კვლევას\, რათა უკეთ ვემსახუროთ სტუდენტებსა და სწავლების პროცესში ჩართულ პირებს ყოველდღიური საქმიანობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ\, როგორ შეუძლია 21-ე საუკუნის კვლევას განაგრძოს სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესება. \nეს კითხვები გასდევს ლაიტმოტივად IUT კონფერენციას „კვლევიდან პრაქტიკამდე“. \nგანაცხადების მიღებასთან დაკავშირებული დეტალები \nკონფერენციაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება გაგრძელდება 2021 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. \nგანაცხადები მიიღება სხვადასხვა ფორმატით – შესაძლებელია ჰქონდეს ნაშრომის\, პლაკატის\, დისკუს-პანელის\, სამუშაო შეხვედრისა და მრგვალი მაგიდის ფორმა. \nდეტალური ინფორმაცია განაცხადების მიღებასა და კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია ბმულზე: www.iutconference.com. \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganatskhadebis-migheba-saerthashoriso-konpherentsiashi-kvlevidan-praqtikamde-monatsileobis-misaghebad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211112T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211112T120000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211108T064000Z
LAST-MODIFIED:20240201T113435Z
UID:10000478-1636718400-1636718400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული: startup night
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ გაიმართება საჯარო ლექცია “startup night”. \nშეხვედრის მომხსენებელი იქნება სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი\, რომელიც მოგიყვებათ საკუთარი წარმატების შესახებ\, ასევე კომპანიის სიახლეებსა და დაბრკოლებებზე. \n„Phubber“\, ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის\, მომხმარებელს საშუალებას აძლევს\, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა. \nაღნიშნული ქართული სტარტაპი მსოფლიოს უმსხვილესი აქსელერატორის 500 სტარტაპის ტოპ 5 საუკეთესო კომპანიაში მოხვდა. \nშეხვედრის დრო: 12 ნოემბერი\, 19:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი  \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-startup-night-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62805.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211108T063800Z
LAST-MODIFIED:20240201T113439Z
UID:10000479-1636657200-1636657200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული: Tech Talk
DESCRIPTION:11 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და IEEE სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ონლაინ წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას Tech Talk-ი. \nმომხსენებელი\, WeScan Georgia-ს თანადამფუძნებელი არჩილ ლაზარიაშვილი\, გაგვაცნობს ინფორმაციას კომპანიის შესახებ\, დეტალურად მოგვიყვება მისი საქმიანობის შესახებ – როგორ მიმდინარეობს სამუშაო პროცესი\, ფოტოგრამეტრიული აეროგადაღება\, მონაცემთა დამუშავება შესაბამისი პროგრამების მეშვეობით. \nWeScan Georgia გვთავაზობს რეალობის ახალი განზომილებას 3D ფოტორეალისტური სკანირების საშუალებით\, თანამედროვე მეთოდით\, რომელიც გარშემო არსებული სინამდვილის ციფრულ სამყაროში გადატანას ემსახურება. \nშეხვედრის დრო: 11 ნოემბერი\, 19:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-tech-talk-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62807.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211111T190000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211108T060100Z
LAST-MODIFIED:20240201T113441Z
UID:10000480-1636657200-1636657200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მე-6 წელია უერთდება გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას და მონაწილეობს გლობალური მეწარმეობის კვირეულში\, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. \nკვირეული 180-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 40 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება\, რომლებშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. \n8-14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს ღონისძიებებს\, სემინარებსა და საჯარო ლექციებს\, რომლებიც პანდემიის გამო ონლაინ გაიმართება. \nკვირეულის ღონისძიებებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \nკვირეულის განრიგი: \n\nთემა: Tech Talk \nდრო: 11 ნოემბერი\, 19:00 საათი \nმომხსენებელი: არჩილ ლაზარიაშვილი\, WeScan Georgia-ს თანადამფუძნებელი \nადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი  \nვრცლად: https://bit.ly/3obbj9H \n\nთემა: startup night \nდრო: 12 ნოემბერი\, 19:00 საათი \nმომხსენებელი: გიორგი ჩუგოშვილი\, სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი \nადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი \nვრცლად: https://bit.ly/3GRyHSj \n\nთემა: მდგრადი განვითარება მეწარმეობაში \nდრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი \nმომხსენებლები: \n\nმარიამ ფესვიანიძე\,პარკი არ მინდას დამფუძნებელი;\nსანდრო ლილუაშვილი\,კომპანია ტენეს დამფუძნებელი\n\nადგილი: ფაბლაბ ილიაუნის ფეისბუქგვერდი \nვრცლად: https://bit.ly/3q3XQTG \n  \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62776.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211108T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211108T200000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211104T095202Z
LAST-MODIFIED:20240201T113443Z
UID:10000481-1636401600-1636401600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:UNILAB CYBERTALKS: ციფრული კომუნიკაციები
DESCRIPTION:თანამედროვე ტექნოლოგიებმა კომუნიკაციები ციფრულ რეალობაში გადმოანაცვლა და ბიზნესისა და მომხმარებლის შეხვედრის წერტილად ინტერნეტსივრცე შეარჩია. \n8 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, უნილაბის ფეისბუქგვერდზე გამართულ ლაივშეხვედრაზე ამ სფეროთი დაინტერესებულთ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის გამოცდილი მენტორები ყველა კითხვაზე ამომწურავად უპასუხებენ. \nლექციაზე იმოგზაურებთ ციფრული კომუნიკაციების ლაბირინთებში და შეიტყობთ\, როგორ იპოვოთ მომხმარებლამდე მიმავალი გზა. \nმომხსენებლები გაგიზიარებენ\, რა უნარებსა და გამოცდილებას შეიძენ\, თუ ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების პროგრამას უნილაბში გაივლი და მოგიყვებიან აქამდე განხორციელებული პროექტების შესახებ. \nლექციის სპიკერები: \n\nმარიამ მიხანაშვილი\, უნილაბის მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტი\, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების ხელმძღვანელის ასისტენტი;\nელენე ჯიქიძე\, უნილაბის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული\, ილიაუნის სოციალური მარკეტინგის მენეჯერის ასისტენტი\, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების მენტორი;\nსალომე ნინაშვილი\, უნილაბის სტაჟირების პროგრამის კურსდამთავრებული\, კომპიუტერული განვითარების კურსის ლექტორი\, უნილაბის ციფრული კომუნიკაციების სტაჟირების მენტორი.\n\nშემოგვიერთდი\, თუ კიბერარმიაში შემობიჯებას გეგმავ და გადაწყვეტილების მიღებამდე კითხვებზე პასუხები გჭირდება. \nფეისბუქგვერდი:  https://bit.ly/3lzTLnw \n2021 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilab-cybertalks-tsiphruli-komunikatsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62736.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211105T180000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211101T073829Z
LAST-MODIFIED:20240201T113445Z
UID:10000482-1636135200-1636135200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენცია: მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ონლაინ უმასპინძლებს სამეცნიერო-საანგარიშო კონფერენციას „მეხსიერების ადგილები და ქართული ნაციონალური იდენტობის სიმბოლური გარემო“. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (N FR17_624) ფარგლებში შესრულებული სამეცნიერო პროექტის კვლევის შედეგები. \nპროექტის დასახელებაა „ქართული ნაციონალური იდენტობა და „მეხსიერების ადგილები“: წარსულის კონსტრუირების დომინანტური და ალტერნატიული პერსპექტივები“. \nჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სხვადასხვა დისციპლინის (ისტორია\, პოლიტიკის მეცნიერებები\, სოციოლოგია\, კულტურის კვლევები\, შედარებითი ლიტერატურისმცოდნეობა) წარმომადგენლები\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა (წამყვანი ორგანიზაცია) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თანამონაწილე ორგანიზაცია) პროფესორები და ახალგაზრდა მკვლევრები ამ სამეცნიერო პროექტზე 2018-2021 წლებში მუშაობდნენ. \nშესრულებული კვლევების საფუძველზე მიმდინარე წელს დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებადი აკადემიური ჟურნალის Caucasus Survey-ს სპეციალური ნომერი Rethinking Memory Sites and Symbolic Realms of Georgian National Identity. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დასაბეჭდად მზადდება ამავე ნაშრომების ქართულენოვანი კრებული. \nსპეციალურ ნომერსა და კრებულში შემავალი თითოეული ნაშრომი საერთო ინტერდისციპლინურ ჩარჩოში თავსდება და ერთმანეთს ავსებს. ავტორები მათ მიერ განხილულ მეხსიერების ადგილებს ქართული კომპლექსური სიმბოლური გარემოს ინტეგრალურ და ურთიერთდაკავშირებულ სტრუქტურულ ელემენტებად მოიაზრებენ. შესაბამისად\, ცალკეულ ნაშრომებს შორის ბევრი შეხების და გადაკვეთის წერტილია საკვლევი საკითხების\, კონცეპტებისა და თეორიული მიდგომების თვალსაზრისით\, რამაც ქართული საისტორიო ცოდნის\, კოლექტიური მეხსიერებისა და ეროვნული იდენტობის ურთიერთმიმართების საინტერესო სურათი წარმოაჩინა. \nკონფერენციის პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/3wtc7e1 \nშეხვედრა ჩატარდება დისტანციურად პროგრამა ზუმის მეშვეობით და მასზე დასწრებას შეძლებთ მისამართზე: https://bit.ly/3BA4Tp8 \nასევე უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ტრანსლირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე\, მისამართზე: https://www.facebook.com/Iliauni \nკვლევების შესახებ \nკვლევებში გამოკვეთილია თანამედროვე ქართული ნაციონალიზმის წარმოქმნისა და დინამიკის გარდამტეხი მომენტები მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე. გენეალოგიური პერსპექტივა საშუალებას იძლევა ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების ფორმირების ეტაპებს დავაკვირდეთ სხვადასხვა პოლიტიკური კონიუნქტურის კონტექსტში: \n\nსაქართველოში რუსეთის იმპერიული მმართველობის პერიოდში ქართული ნაციონალიზმის გენეზისის დროს (მე-19 ს. მეორე ნახევრიდან);\nპირველი რესპუბლიკის\, ერის სახელმწიფოს მშენებლობის მოკლე მონაკვეთში (1918-1921);\nსაბჭოთა პერიოდის რადიკალური და ხშირად ტრავმული ტრანსფორმაციების ხანაში (1921-1991);\nპოსტსაბჭოთა ეპოქაში\, როდესაც კოლექტიური მეხსიერების მორიგი\, ფუნდამენტური რეკონფიგურაციის ყოვლისმომცველი პროცესი დაიწყო.\n\nკონკრეტულად\, ავტორებისა და მომხსენებლების ფოკუსში მოექცა უმნიშვნელოვანესი მეხსიერების ადგილები\, რომლებიც განაპირობებენ ქართული საზოგადოების ისტორიულ ცნობიერებას და კოლექტიურ მეხსიერებას\, მათ შორის: \n\nილია ჭავჭავაძე\, როგორც სიმბოლური ფიგურა და მეხსიერების ადგილი;\nქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი;\nსტალინის ძეგლები\, როგორც კონფლიქტური მეხსიერების ადგილები;\nთბილისის\, როგორც ქართული ნაციონალური იდენტობისა და კულტურული მეხსიერების სიმბოლური არე;\nდავით IV აღმაშენებლის და დიდგორის ბრძოლის ნარატივი\, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ ისტორიული წარმოდგენების წყარო;\nეროვნული იდენტობისა და მეხსიერების ადგილების კონსტრუირება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ იმიგრანტებში.\n\nდრო: 5 ნოემბერი\, 18:00-20:30 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით მისამართზე https://bit.ly/3BA4Tp8 \n2021 წელი \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-saangarisho-konpherentsia-mekhsierebis-adgilebi-da-qarthuli-natsionaluri-identobis-simboluri-garemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62714.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211104T143000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211104T143000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211103T142711Z
LAST-MODIFIED:20240201T113450Z
UID:10000485-1636036200-1636036200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება: კორპუსი\, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 14:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის\, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის\, მოხსენება თემაზე: „კორპუსი\, როგორც აუცილებელი რესურსი მთარგმნელისთვის“. \nმომხსენებლის შესახებ \nმიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება\, უცხოური ენის სწავლება\, მულტილინგვალიზმი\, ტრანსლინგვიზმი\, ინგლისური\, როგორც lingua franca\, საზღვარგარეთ სწავლა\, სოციალური ქსელების ანალიზი\, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში.\nამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition\, Instruction\, and Use. \nმოხსენების შესახებ \nპროფესორ პარადოვსკის მოხსენება შეეხება კორპუსის ლინგვისტიკის მნიშვნელობას ენის სპეციალური მიზნებისთვის სწავლებისა და დარგობრივი ტექსტების თარგმნის სფეროში. ენის კორპუსების ზოგადი მიმოხილვის შემდეგ იგი წარმოადგენს მაგალითებს იურიდიული და კულინარიული თემატიკის ტექსტებიდან. \nდრო: 4 ნოემბერს\, 14:30 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით \nშეხვედრაზე დასწრების მონაცემები \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow \nMeeting ID: 834 7022 1812 \nPasscode: 333026 \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mihal-b-paradovskis-mokhseneba-korpusi-rogorts-autsilebeli-resursi-mthargmnelisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62930.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211104T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211104T140000
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211103T122316Z
LAST-MODIFIED:20240201T113450Z
UID:10000486-1636034400-1636034400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიჰალ ბ. პარადოვსკის მოხსენება „მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა?“
DESCRIPTION:4 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება მიჰალ ბ. პარადოვსკის\, ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორის\, მოხსენება თემაზე: \n(უცხოური ენის) მასწავლებლები და სტუდენტები Covid-19-ის პანდემიის პირობებში: რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა? \nმომხსენებლის შესახებ \nმიჰალ ბ. პარადოვსკი ვარშავის უნივერსიტეტის გამოყენებითი ლინგვისტიკის ასოცირებული პროფესორია. იგი მასწავლებელთა გადამზადებაზეც მუშაობს. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მეორე ენის ათვისება\, უცხოური ენის სწავლება\, მულტილინგვალიზმი\, ტრანსლინგვიზმი\, ინგლისური\, როგორც lingua franca\, საზღვარგარეთ სწავლა\, სოციალური ქსელების ანალიზი\, კორპუსის ლინგვისტიკა და დისტანციური სწავლება საგანგებო რეჟიმში. \nამ დროისთვის მიწვეული პროფესორის სტატუსით დაახლოებით 190 ლექცია და სემინარი აქვს ჩატარებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლო წლებში მისი რედაქტორობით გამოიცა ნაშრომთა კრებულები: Teaching Languages off the Beaten Track და Productive Foreign Language Skills for an Intercultural World. ავტორია მონოგრაფიისა: M/Other Tongues in Language Acquisition\, Instruction\, and Use. \nმოხსენების შესახებ \nმოკლე მოხსენებაში პროფესორი პარადოვსკი წარმოადგენს Covid-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 6000 ენის შემსწავლელი და მასწავლებელი\, ასევე სტუდენტები\, რომლებსაც ძირითად სპეციალობად ლინგვისტიკა აქვთ არჩეული\, და 118 ქვეყნის ლექტორი. მომხსენებელი განიხილავს დისტანციურ სწავლა-სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტს\, ასევე მულტილინგვალიზმის როლს სტრესთან გამკლავებისთვის საჭირო ქცევებისა და განწყობების მართვაში. \nდრო: 4 ნოემბერი\, 14:00 საათი \nფორმატი: დისტანციური\, პლატფორმა ზუმის საშუალებით \nშეხვედრაზე დასწრების მონაცემები  \nშეხვედრის ბმული: https://bit.ly/3COBBow \nMeeting ID: 834 7022 1812 \nPasscode: 333026 \n2021 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mihal-b-paradovskis-mokhseneba-mastsavleblebi-da-studentebi-covid-19-is-pandemiis-pirobebshi-ra-phaqtorebma-sheutsqho-kheli-an-sheapherkha-sagangebo-distantsiur-stsavlebaze-gadasvla/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62929.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20211102T150500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20211102T150500
DTSTAMP:20260423T074657
CREATED:20211102T110645Z
LAST-MODIFIED:20240201T113452Z
UID:10000487-1635865500-1635865500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია - www.21scon.org
DESCRIPTION:2022 წლის 18-19 მარტს ბრაზილიის ქიმიის საზოგადოებისა და სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química ორგანიზებით დაგეგმილია მრავალპროფილიანი სამეცნიერო ონლაინ კონფერენციის ჩატარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან კუპატაძე ამ საზოგადოებისა და ჟურნალის\, ასევე კონფერენციის სამეცნიერო კოლეგიის წევრია. \nშესავალი \n2022 წლის სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის კონფერენცია კულტურული ღონისძიებაა\, ორგანიზებული სამხრეთ ბრაზილიის ქიმიის ჟურნალის Periódico Tchê Química-სა და სხვა პარტნიორების მიერ ქიმიის სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალის თითქმის 30-წლიანი არსებობის აღსანიშნავად. \nკონფერენციის მიზანია ავტორები უზრუნველყოს ისეთი სივრცით\, რომელშიც მათ შეეძლებათ წარდგნენ სამეცნიერო კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით\, როგორებიცაა: პოსტერის პრეზენტაცია\, მთლიანი ნაშრომის\, ასევე გაფართოებული ამონარიდის გამოქვეყნება და წინასწარ ჩაწერილი პოსტერის პრეზენტაცია (დაახლოებით 5 წუთამდე). \nკონფერენციის სტრუქტურა ისეა შედგენილი\, რომ მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს ავტორის ნაშრომს\, და არა მის ფინანსურ ინვესტიციას. შედეგად\, რაც უფრო დიდია ავტორის ჩართულობა კონფერენციაში\, მით ნაკლებია მისი ფინანსური ვალდებულება (მეტის სანახავად იხილეთ გადასახადებისა და ფასდაკლებების სექცია). \nკონფერენციის ვებგვერდი განახლების პროცესშია. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები\, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ველით თქვენს გამოხმაურებას. \nსამეცნიერო პროგრამა \nკონფერენცია დაიწყება პარასკევს\, 18 მარტს\, 10:00 საათზე\, გახსნის ცერემონიით და პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ\, 14:00-ზე\, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე კონფერენციებითა და მოწვეული ლექტორებით. ხუთშაბათს\, 15 დეკემბერს\, კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე ორი პლენარული ლექციით. ლანჩის შემდეგ\, 14:00 საათზე\, შეხვედრა განახლდება და გაგრძელდება 18.30 საათამდე მოწვეული ლექტორების მონაწილეობითა და ზეპირი პოსტერების პრეზენტაციებით (ლექტორები დადასტურების პროცესში არიან). \nკონფერენციის დახურვა იგეგმება შაბათს\, 19 მარტს\, 16:00 საათზე დაჯილდოების ცერემონიით და იმ ნაშრომების არჩევით\, რომლებიც ღია წვდომის ჟურნალში უფასოდ გამოქვეყნდება. \nმნიშვნელოვანია აღინიშნოს\, რომ კოვიდ 19 პანდემიის გამო კონფერენციის ვებგვერდი მუდმივ განახლებასა და გაუმჯობესების პროცესშია. \nვებგვერდი: https://bit.ly/3weO0j4 \nგაფართოებული რეფერატისა და პრეზენტაციის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 იანვარი \nკონფერენციის ჩატარების თარიღი: 2022 წლის 18-19 მარტი \nსრული ხელნაწერის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 30 მარტი \nმთავარი თემები \n\nქიმიის კლასიკური დარგები (ანალიტიკური ქიმია\, ბიოლოგიური/ბიოქიმია\, ქიმიური ინჟინერია\, არაორგანული ქიმია\, ორგანული ქიმია\, ფიზიკური ქიმია)\nბირთვული ქიმია\, საწვავები\, ძრავა\, პროპულსია\, ენერგიის შენახვა\, ბატარეები\, ელექტროქიმია\nქიმიომეტრია\, სტატისტიკა\, მათემატიკა*\, ფიზიკა*\nინჟინერია*\, მასალების ქიმია\, სამრეწველო მეცნიერებები\, პეტროქიმია;\nსამედიცინო ქიმია\, ბიოორგანული ქიმია\, ბიოფიზიკური ქიმია\, ბიოლოგიური მეცნიერებები*\, ბიოორგანული ქიმია\, ოდონტოლოგია*\, ნივთიერებების ბოროტად გამოყენება\nგეოქიმია\, აგროქიმია\, მინერალოგია\nფარმაცევტული მეცნიერებები\, ფარმაკოლოგია\, წამლების აღმოჩენა\nსხვა თემები\, რომლებიც მოითხოვს წინასწარ შეთანხმებას\n\n*= ის შემთხვევები\, როცა კვლევა ეხება ქიმიურ მიდგომას \n\nსამართალი** (აქტუალური თემები)\nგარემოსდაცვითი კანონები. აუმჯობესებენ ისინი ადამიანის მდგომარეობას?\nკიბერნეტიკული სამართლიანობა. შეიძლება AI-ის ინტეგრირება უზენაეს სასამართლოში?\nგაკოტრების სამართალი + კოვიდ 19. არსებობს ამ საკითხის ანტიდოტი?\nსაგადასახადო სამართალი. როგორ შეუძლიათ დამარცხებულ სახელმწიფოებს ლაფერის მრუდის რეალობის გადალახვა?\nწყლის ფტორირება კანონმდებლობის აღსრულებით. სავარაუდო სარგებელი აჭარბებს გვერდით მოვლენებს\, მაგალითად\, როგორიცაა კოგნიტიური შესაძლებლობების სავარაუდო შემცირება? არის თუ არა დრო\, გადაიხედოს ბრაზილიური კანონი?\nფილოსოფია და მეცნიერების ისტორია**\n\n**ეს ორი სპეციალური სექცია გამოქვეყნდება სამართლის\, საჯარო პოლიტიკისა და ადამიანური მეცნიერებების ჟურნალში \n\nსამეცნიერო განათლება (ქიმია\, ფიზიკა\, მათემატიკა\, ინჟინერია\, ბიოლოგია…)\n\nშედეგები და დაჯილდოება \n\nდოქტორი იონესკუს ჯილდო (16 საუკეთესო ხელნაწერისათვის\, 2 ქეისი თითო ძირითად თემაზე. გაგზავნილი ფოსტის მიერ);\nდასწრების ციფრული სერტიფიკატი (სრული ნაშრომის მოდალობა. გაგზავნილი ი-მეილით);\nდასწრების ციფრული სერტიფიკატი (პოსტერის მოდალობა (PPT პრეზენტაცია) და Pitch წინასწარ ჩაწერილი პრეზენტაცია. გაგზავნილი ელექტრონული ფოსტით);\nსრული ნაშრომები გამოქვეყნებულია სამხრეთ ბრაზილიის ჟურნალში ქიმია;\n18 საუკეთესო ხელნაწერი გამოქვეყნდება Periódico Tchê Química- ში (1806-0374) ყოველგვარი ხარჯის გარეშე. ეს გაკეთდება შემდეგი გადანაწილების მიხედვით: 6 ნაშრომს აირჩევს საგამომცემლო კომისია\, 6 ნაშრომი შეირჩევა კენჭისყრით\, 6 ნაშრომი აირჩევა ბრაზილიის ფარგლებს გარეთ გამომცემლების მიერ. * სამართლისა და ფილოსოფიისა და მეცნიერების ისტორიის სპეციალური კატეგორიები ვერ მიიღებს ამ შესაძლებლობას\, ვინაიდან ისინი არ ეკუთვნის Periódico Tchê Química-ის თემატიკას.\nამონარიდებისა და პოსტერების წიგნი (ISBN-ის ჩათვლით). ციფრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ ჩამოსატვირთად. ბეჭდური ვერსია კი უნდა გამოიწეროთ.\nნაშრომების 100% გამოიცემა DOI-ის მითითებით.\n\n2021 წელი\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-www-21scon-org/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2021/11/62727.png
END:VEVENT
END:VCALENDAR