BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191223T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191223T180000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T115541Z
LAST-MODIFIED:20240201T115522Z
UID:10000940-1577124000-1577124000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ნატო დარჩია წაიკითხავს მოხსენებას „ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურისა და ძილის ეეგ მაჩვენებლების ლონგიტუდური კველევა მოზარდებში“. \nთემის მოკლე აღწერა \nძილის ელექტროენცეფალოგრამა (ეეგ) განიცდის მკვეთრ ცვლილებებს მოზარდობის პერიოდში. ეს ცვლილებები თავის ტვინის მომწიფების პროცესის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილება. შესაბამისად\, მოზარდებში ძილის ეეგ მონაცემების ლონგიტუდური კვლევა თავის ტვინის მომწიფების პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა. ილიაუნის მეცნიერებმა გამოიყენეს ძილის ეეგ-ს ლონგიტუდური\, 6‑თვიანი ინტერვალებით აღებული მონაცემები და შეისწავლეს განსხვავდება თუ არა ეს მონაცემები ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) მქონე ბავშვებსა და საკონტროლო ჯგუფს შორის. გააანალიზეს ასევე ორივე ჯგუფის მოზარდთა ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურის ცვლილებათა დინამიკა. \nპროფესორი ნიკო ონიანი და ასისტენტ-მკვლევრები თინათინ ჩარექიშვილი და თამთა ნეკაშვილი წაიკითხავენ მოხსენებას „იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკა აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას ვირთაგვებში“. \nთემის მოკლე აღწერა \nგანრიდებითი ქცევა ბუნებრივი და ადაპტაციური პასუხია საშიშროებაზე. განრიდების ქცევა საჭიროა ცხოველისთვის\, რათა თავი დააღწიოს ზიანის მომგვრელ გარემოებას ან მოვლენას. ცხოველებში ამ ტიპის ქცევის განხორციელება იმპლიციტური მეხსიერების ფორმირებაზეა დამოკიდებული. ილიაუნის მეცნიერებმა შეისწავლეს აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლის პირობებში ვირთაგვების მიერ ამ ამოცანის შესრულების პარამეტრები. მიღებული მონაცემები გამოიყენეს აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლის პროცესში იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკის დასადგენად. \nდრო: 23 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kvlevithi-tsentris-dzil-ghvidzilis-tsiklis-shemstsavleli-thengiz-onianis-laboratoria-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55481.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191221T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191221T110000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191216T083518Z
LAST-MODIFIED:20240201T115522Z
UID:10000939-1576926000-1576926000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა და ვორკშოპი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ ფარგლებში
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ევროპული მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“ („მეცნიერება მთავარ როლში“) ეგიდით საბუნებისმეტყველო საგნების (ბუნებისმეტყველება\, ფიზიკა\, ქიმია\, ბილოგია) პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა. დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ინფორმაციას მომავალი ეროვნული ფესტივალის „მეცნიერება მთავარ როლში“ შესახებ\, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრის\, SALiS-ის ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალის საუკეთესო პროექტებს კი 2021 წელს პრაღაში საქართველოს სახელით წარადგენენ. \nწელს\, ნოემბერში\, „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალზე პორტუგალიაში საქართველო წარმოადგინა ოთხმა მასწავლებელმა – ქეთევან ტატიშვილმა\, ნინო აბესაძემ\, ლალი მგელაძემ და ვაჟა ტეტუნაშვილმა. შეხვედრაზე ფესტივალის მონაწილე მასწავლებლები დამსწრეთ გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს პორტუგალიაში წარდგენილი პროექტების შესახებ. \nშეხვედრის დასრულების შემდეგ\, 13:00 საათზე\, ფიზიკის მასწავლებლებს ვიწვევთ ვორკშოპზე SALiS ლაბორატორიაში\, სადაც წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო ფესტივალის ფიზიკის პროექტები. ვორკშოპის სპეციფიკიდან გამომდინარე 21 დეკემბერს მოვიწვევთ პირველ 20 დარეგისტრირებულ მასწავლებელს. დიდი ინტერესის შემთხვევაში შესაძლებელია\, ვორშოპი დამატებით ჩატარდეს. \nრეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 18 დეკემბერი\, 23.59 \n\nდრო: 21 დეკემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების ახალი კორპუსი\, T 102- საინფორმაციო შეხვედრა (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5) \nSALiS ლაბორატორია\, G კორპუსი\, მე-5 სართული – ვორკშოპი. \n\nრეგისტრაციისას ტექნიკური პრობლემის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: \n577 96 25 10 ან 577 41 52 42 \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-da-vorkshopi-erovnuli-phestivalis-metsniereba-mthavar-rolshi-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55578.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191220T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191220T193000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T120230Z
LAST-MODIFIED:20240201T115527Z
UID:10000941-1576870200-1576870200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში თამარ ჯოლოხავა წაიკითხავს მოხსენებას „პესიმალური ეკოლოგიური ფაქტორების ცვალებადობა და მათი კავშირი მცენარეულ მრავალფეროვნებასთან ყაზბეგის რეგიონის (ცენტრალური კავკასიონი) ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე“. \n თემის მცირე აღწერა \nკლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილება შესაძლებელია მკვეთრად აისახოს ყველაზე სენსიტიურ – მაღალმთის მცენარეულობაზე. სერიოზული ტრანსფორმაცია სავარაუდოდ შეეხება სიცოცხლის ზედა ზღვარზე გავრცელებულ მყინვარისა და მუდმივი თოვლისპირა მცენარეულობას. ბევრ სახეობას\, მათ შორის იშვიათსა და ენდემურს\, შესაძლებელია მნიშვნელოვნად შეეზღუდოს სასიცოცხლო არე. ჰიფსომეტრულ (3000–3900 მ ზღ. დ.) და ექსპოზიციურ (N\, S) გრადიენტებზე\, სუბსტრატის მაჩვენებლების (pH; N\,P\,K) გათვალისწინებით\, შესწავლილ სახეობათაგან გამოიყო 4 ჯგუფი: 1) სახეობები\, რომლებიც მხოლოდ N ექსპოზიციაზე გვხვდებიან; 2) სახეობები\, რომლებიც მხოლოდ S ექსპოზიციაზეა გავრცელებული; 3) სახეობები\, რომლებიც იცვლიან ექსპოზიციას N–დან S–სკენ და 4) სახეობები\, რომლებიც იცვლიან ექსპოზიციას S–დან N–სკენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მე–4 ჯგუფის სახეობები\, რომელთაც აღარ ექნებათ სიმაღლეში გადანაცვლების საშუალება (მყინვარების სწრაფი დნობის გამო)\, მაგრამ უფრო აქტიურად შეიცვლიან ექსპოზიციას და დაიკავებენ შედარებით ცივ მიკროჰაბიტატებს N ფერდობებზე. \nდრო: 20 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ekologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55483.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191220T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191220T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T112146Z
LAST-MODIFIED:20240201T115529Z
UID:10000942-1576868400-1576868400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბოტანიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გულნარა ბადრიძე წარდგება მოხსენებით: „მცენარის მარილგამძლეობის ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლები“. \nმოხსენებაში განხილული იქნება მლაშე გარემოსადმი მცენარის შეგუების ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლის მიზნით ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ფიზიოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ შესრულებული კვლევის შედეგები. \nდრო: 20 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა:T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/botanikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55473.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191220T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191220T183000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191220T092000Z
LAST-MODIFIED:20240201T115532Z
UID:10000943-1576866600-1576866600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზოოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში - სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი\, ლევან მუმლაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „2019 წელი ზოოლოგიის ინსტიტუტში და სამომავლო პერსპექტივები”. \nდრო: 20 დეკემბერი\, 18:30 საათი; \nადგილმდებარეობა: T102\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zoologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/43049.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191220T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191220T180000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T120658Z
LAST-MODIFIED:20240201T115536Z
UID:10000944-1576864800-1576864800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თინა კახნიაშვილის საჯარო მოხსენება „მითისა და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციული ტალღებით „დანახული" სამყარო“
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში პროფესორი თინა კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „მითის და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციული ტალღებით „დანახული” სამყარო“. \nთემის მოკლე აღწერა \nაინშტაინის ზოგადი ფარდობითობის თეორიის ფარგლებში ნაწინაწარმეტყველები (1915 წ.) გრავიტაციული ტალღების პირდაპირი დეტექტირება მხოლოდ 2015 სექტემბერში განხორციელდა\, და ამით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ახალი ეპოქა დაიწყო – დღეისათვის\, დეტექტორის სიხშირისადმი მგრძნობელობიდან გამომდინარე\, მხოლოდ ასტროფიზიკური მოვლენებით აღძრული გრავიტაციული ტალღებია აღმოჩენილი და ამ აღმოჩენის მეშვეობით მოწმენი ვართ 1.3 მილიარდი წლის წინ მომხდარი ორი შავი ხვრელის შერწყმისა. სულ ახლახანს (2016 წლამდე) გრავიტაციული ტალღების გავრცელების დაკვირვება და ამ ტალღების მონიტორინგი ფანტასტიკური მოთხრობებისა და ნოველების ეპიზოდებს წარმოადგენდა (ძმები სტუგანცკები\, სტანისლავ ლემი და სხვ.)\, დღეს უკვე შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ\, რომ რამდენიმე შემთხვევა დამაჯერებლად იდენტიფიცირებულია (იხ. სურათი) და კიდევ ათეული შემთხვევის კვლევა კვლავაც მიმდინარეობს (2017-2019). მიუხედავად უკვე მიღებული საინტერესო ასტროფიზიკური შედეგებისა\, გრავიტაციული ტალღების ასტრონომია მხოლოდ ჩანასახოვან სტადიაზეა და მომავალში შეგვეძლება არა მარტო მილიარიდი წლის წინანდელი მოვლენა შევისწავლოთ\, არამედ დავაკვირდეთ თავად სამყაროს „დაბადების” მომენტს\, იმ დროს\, როცა სამყარო იყო პიკოწამის (10-12  წმ.)\, 0.000000000001 წმ. რაც შესაძლებელი გახდება თანამგზავრული და ატომური ინტერპერომეტრიის საშუალებით ან/და გრავიტაციული ტალღების მიერ. კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის რუკაზე დატოვებული კვალის გარჩევისას კი დავაკვირეთ სამყაროს დიდი აფეთქების მომენტში 10-36 წმ (0.35″0″1 წმ). \nმომხსენებელი შეეხება ამ სრულიად ახალი დარგის მიღწევებს და ისაუბრებს მომავლის პერსპექტივაზე\, ამ მიმართულების ილიაუნის ფარგლებში შემდგომი განვითარების გეგმებზე. ასევე მოკლედ მიმოიხილავს იმ შედეგებს\, რომლებიც 2019 წელს მეცნიერთა ჯგუფმა მიიღო ილიაუნის ბაზაზე შოთა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში (რომლის შემადგენლობაში პროფ. თინა კახნიაშვილის გარდა სამი დოქტორანტი: საიან მანდალი\, სალომე მჭედლიძე\, ალბერტო როპერ პოლი\, ასევე პროექტის სამეცნიერო კონსულტანტები: აქსელ ბრანდენბურგი (შვედეთი)\, არტურ კოსოსკი (აშშ) და იენს ნიამაირი (გერმანია). \nდრო: 20 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thina-kakhniashvilis-sajaro-mokhseneba-mithisa-da-realobis-zghvarze-gravitatsiuli-talghebith-danakhuli-samqharo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55487.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191219T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191219T193000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T121314Z
LAST-MODIFIED:20240201T115539Z
UID:10000945-1576783800-1576783800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე წაიკითხავს მოხსენებას  თემაზე „მაღალი ენა“ და vulgus profanum“. \nმოკლე აღწერა \n„მაღალი“\, ანუ სალიტერატურო ენა\, ნაციონალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი\, ამასთანავე სოციალური და ძალაუფლებრივი იერარქიების განმსაზღვრელიც არის. არასალიტერატურო ენით მეტყველება (დიალექტი\, სოციოლექტი) დაქვემდებარებულობის სოციალურ სტატუსზეც მიანიშნებს. ამგვარი შიდაენობრივი იერარქიების წარმოქმნა ძალაუფლების ანალიზის თავისებურ პერსპექტივას აჩენს. \nდრო: 19 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sotsialuri-da-kulturis-kvlevebis-instituti-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55485.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191219T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191219T193000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T104837Z
LAST-MODIFIED:20240201T115541Z
UID:10000946-1576783800-1576783800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი ხეოშვილი წაიკითხავს მოხსენებას „რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX სს. რუსულ რელიგიურ ფილოსოფიაში“. \nთემის მოკლე აღწერა \nანტისემიტიზმი ისტორიული ქრისტიანობის წიაღში ჩამოყალიბებული რელიგიური და ეროვნული შეუწყნარებლობის ერთ-ერთი ყველაზე საშიში\, ამასთან ფართოდ გავრცელებული ფორმაა\, რომელიც ებრაელთა მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში გამოიხატება. საუკუნეთა მანძილზე ანტისემიტიზმი სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახეს იღებდა – რელიგიური და ფსიქოლოგიური შეუწყნარებლობა\, სეგრეგაცია\, ებრაელთა იძულებითი გადასახლება\, გენოციდე\, დარბევა\, უფლებათა შელახვა და სხვა. ებრაელობის პრობლემით რუსი რელიგიური მოაზროვნეების აქტიურ დაინტერესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ფაქტმა\, რომ XIX საუკუნის მანძილზე რუსული აზროვნება\, უმთავრესად\, ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებით იყო დაკავებული. რუსი ინტელექტუალების ერთი ნაწილი რუსეთის მომავალი ბედის გარკვევას ისტორიის რელიგიური ფილოსოფიის კონტექსტში ცდილობდნენ. ხოლო ის\, ვინც ისტორიის ფილოსოფიის რელიგიურ საფუძველზე აგებას ცდილობს\, გვერდს ვერ აუვლის საკითხს ღმერთის რჩეული ხალხის შესახებ\, რომლის ისტორიაშიც ადგილი ჰქონდა ცენტრალურ რელიგიურ მოვლენას. ამასთანავე\, XIX საუკუნეში შემუშავებული რუსული ნაციონალურ-მესიანისტური იდეოლოგია\, ადრე თუ გვიან\, აშკარად დაუპირისპირდებოდა ბიბლიური ერის რელიგიურ მესიანიზმს. ეს საკითხი რუსი რელიგიური მოაზროვნეებისათვის მათი რელიგიური შემწყნარებლობის გამოცდად იქცა. სამწუხაროდ\, ეს გამოცდა ბევრმა რუსმა მოაზროვნემ ღირსეულად ვერ ჩააბარა. გ. ხეოშვილის კვლევის მიზანია ყურადღების გამახვილება ებრაელთა მიმართ რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი შეუწყნარებლობის იმ ზოგიერთი გამოვლინების ფაქტზე\, რომელსაც XIX-XX საუკუნეების ცნობილი რუსი რელიგიური მოაზროვნეების ვლ. სოლოვიოვის\, ნ. ბერდიაევის\, ს. ბულგაკოვის\, პ. ფლორენსკისა და ალ. ლოსევის შემოქმედებაში ჰქონდა დრო: \nდრო: 19 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/savle-tserethlis-philosophiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55471.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191219T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191219T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T114613Z
LAST-MODIFIED:20240201T115542Z
UID:10000948-1576782000-1576782000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გიორგი სანიკიძე წაიკითხავს მოხსენებას „ირან-საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობები“. \nმომხსენებელი ისაუბრებს არქივებსა და ბიბლიოთეკებში წელს მოპოვებულ საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის მასალებსა და ამ მასალების შესწავლის შედეგებზე. \nდრო: 19 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/g-tserethlis-aghmosavlethmtsodneobis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55479.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191219T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191219T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T064048Z
LAST-MODIFIED:20240201T115546Z
UID:10000949-1576782000-1576782000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია და დისკუსია: „ნარკოტიკები\, ნენსი რეიგანი და კლინტ ისტვუდი. ძველი ახალი შეცდომები პრევენციაში“
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და დავით ოთიაშვილი გამართაენ საჯარო ლექციასა და დისკუსიას თემაზე: „ნარკოტიკები\, ნენსი რეიგანი და კლინტ ისტვუდი. ძველი ახალი შეცდომები პრევენციაში“. \nმომხსენებლები ისაუბრებენ არალეგალური ნარკოტიკების პრევენციის გახმაურებულ მედიაკამპანიებსა და მათ შედეგებზე\, მტკიცებულებით მეთოდებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე წამალდამოკიდებულების თავიდან აცილების საქმეში; იმაზე\, თუ რა შესაძლებლობებს იძლევა საქართველოს სოციოპოლიტიკური კონტექსტი დღეს ამ თვალსაზრისით. \nღონისძიება იმართება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 2019 წლის კომპონენტის „ნივთიერებადამოკიდებულების\, მათ შორის აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრევენცია“\, ფარგლებში. კომპონენტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დაკვეთით ახორციელებს ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი ილიაუნის ადიქციის კვლევების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. \nდრო: 19 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-da-diskusia-narkotikebi-nensi-reigani-da-klint-istvudi-dzveli-akhali-shetsdomebi-preventsiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55467.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191219T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191219T183000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T111655Z
LAST-MODIFIED:20240201T115550Z
UID:10000950-1576780200-1576780200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბიოფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი\, დოქტორი ლევან ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას „მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ზე დაფუძნებული დნმ ნანოსტრუქტურები“. \nთემის მცირე აღწერა \nდნმ ნანოტექნოლოგიები ძირითადად დაფუძნებულია უოტსონ-კრიკის ფუძეთა წყვილებზე\, მათი როგორც ამოცნობის მექანიზმები\, ასევე სტრუქტურული ელემენტები. ეს ზღუდავს მის სტრუქტურულ მრავალფეროვნებას და დნმ-ის თვითაწყობის დროს უშვებს უზუსტობებს. დნმ დუპლექსების ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ დნმ კვადრუპლექსები. GGGTGGGTGGGTGGG (G3T) თანმიმდევრობა წარმოქმნის პარალელურ კვადრუპლექსს\, თიმიდინით ყულფის პოზიციაში. ვაჩვენეთ\, რომ ჰომოპოლიმერს\, რომელიც შედგება (G3T) მონომერული ერთეულებისაგან\, აქვს უნარი\, დაიკეცოს უწყვეტ\, უჩვეულოდ სტაბილურ მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ად (tetrahelical monomolecular DNA (tmDNA)). ამის გათვალისწინებით დნმ კვადრუპლექსებს აქვთ უნარი შეცვალონ დნმ ნანოტექნოლოგიები უშეცდომო\, თვითაწყობადი\, გრძელი სტაბილური მოლეკულების ფორმირებით. მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ის სტრუქტურას აქვს ნანოტექნოლოგიებში სამშენებლო მასალად გამოყენების პოტენციალი. tmDNA არის მონომოლეკულური სტრუქტურა\, რომელიც (i) მარტივად პროგრამირებადია\, (ii) ხასიათდება ხელსაყრელი თერმოდინამიკითა და კინეტიკით და (iii) შეცდომებისგან თავისუფალია. შედეგად\, tmDNA-ს დნმ ნანოტექნოლოგიებში გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. განხილული იქნება tmDNA პოლიმერების ენზიმატური მეთოდით მიღება და AFM ვიზუალიზაცია. \nდრო:19 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/biophizikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55472.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191218T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191218T193000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T115156Z
LAST-MODIFIED:20240201T115552Z
UID:10000951-1576697400-1576697400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 102 აუდიტორიაში ანა მაყაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სტერეოტიპები\, როგორ ისტორიული წინაპირობა: სოციალური კლასის ხატი პოსტკომუნისტურ და კაპიტალისტურ საზოგადოებებში“. \nსტერეოტიპის შინაარსის მოდელის მიხედვით\, გარეჯგუფები მათდამი სტეროტიპული დამოკიდებულების ორი განზომილების – სითბოსა და კომპეტენციის – გადაკვეთაზე მიღებული ოთხი ტიპიდან ერთ-ერთის მეშვეობით ხასიათდება. კვლევაში შედარებულია 38 კაპიტალისტური და 9 პოსტკომუნისტური ქვეყნის\, მათ შორის საქართველოს\, მოსახლეობის სტერეოტიპები და ნაპოვნია სხვაობები\, რომლებიც ამ ქვეყნებში არსებული კონტექსტით აიხსნება. მაგალითად\, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში უფრო მაღალია მუშებისადმი დადებითი და მდიდრებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება . \nდრო: 18 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/d-uznadzis-phsiqologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55480.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191218T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191218T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191217T080900Z
LAST-MODIFIED:20240201T115557Z
UID:10000952-1576695600-1576695600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული ქართული ხელნაწერების ციფრული დოკუმენტირების პრინციპები“. \nმომხსენებლები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, და ასოცირებული პროფესორი ირინა ლობჟანიძე. \nლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი წარადგენს მოხსენებას\, რომელშიც განხილული იქნება ძველი ქართული ტექსტური მემკვიდრეობის დოკუმენტირებისა და კვლევის პრობლემატიკა; პროფესორი ირინა ლობჟანიძე ისაუბრებს ბოდლეს ბიბლიოთეკაში\, უორდროპების კოლექციაში დაცული ძველი ქართული ხელნაწერების ელექტრონული პორტალის შექმნის პროექტზე\, აღნიშნულ პროექტს ერთობლივად ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ბოდლეს ბიბლიოთეკა. პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. \nდრო: 18 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lingvistur-kvlevatha-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/43197.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191218T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191218T183000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191217T081500Z
LAST-MODIFIED:20240201T115601Z
UID:10000953-1576693800-1576693800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ნინო ცინცაძე\, თამთა დამენია და თამარ კალხიტაშვილი წაიკითხავენ მოხსენებას “ბავშვის ენის ათვისების კორპუსი” \nდრო: 18 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bavshvis-ganvitharebis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/43198.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191218T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191218T180000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T112553Z
LAST-MODIFIED:20240201T115605Z
UID:10000954-1576692000-1576692000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ეკატერინე დადიანი წაიკითხავს მოხსენებას „დაგვიანების ფუნქციის” გამორთვის ანალიზური მეთოდი დამუხტული ნაწილაკთა წრიული ნაკადისთვის“. \nთემის მოკლე აღწერა \nწარმოდგენილ კვლევაში განხილულია მაღალი ენერგიის დამუხტულ ნაწილაკთა ნაკადის მოძრაობა წრიულ უსასრულოდ გრძელ მილში\, უსასრულოდ სქელი გამტარი კედლებით. ეს ნაწილაკები მოძრაობის დროს ელექტრომაგნიტურად ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და გარემოსთან. შედეგად წარმოიქმნება ელექტრომაგნიტური ველი\, რომელსაც ვუწოდებთ „დაგვიანების ველს“\, რომელიც\, თავის მხრივ\, მოქმედებს თავად დამუხტულ ნაკადზე და წარმოქმნის არამდგრადობებს. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ისეთი დიდი ამაჩქარებლებისთვის\, როგორიცაა\, მაგალითად\, LHC. ნაპოვნია განტოლებები\, რომლებიც ანალიზურად აღწერენ „დაგვიანების ფუნქციებს“. მიღებული შედეგები შედარებულია კომპიუტერული ალგორითმით ImdepanceWake2D მიღებულ შედეგებთან. \nმიხეილ გელენავა წაიკითხავს მოხსენებას „რადიაციული ეფექტების გათვალისწინებით სტანდარტული მოდელის რეალისტური მინიმალური გაფართოება ნეიტრინოს რეალისტური მინიმალური გაფართოება ნეიტრინოს რეალისტური მასებით“. \nელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელი შეიცავს ნეიტრინოებს როგორც უმასო ნაწილაკებს\, თუმცა ამ საუკუნის დასაწყისში ექსპერიმენტულად დადასტურდა ნეიტრინოს ოსცილაციები\, რაც ამტკიცებს\, რომ ნეიტრინოები სულაც არ არიან უმასო ნაწილაკები. სტანდარტული მოდელის გაფართოება ნეიტრინოს მასის გენერაციით თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. არსებობს არაერთი მექანიზმი და მოდელი\, რომლებიც ნეიტრინოს რეალისტური მასების გენერაციას ისახავს მიზნად. ამ კვლევის მიზანია მინიმალისტური მოდელის აგება\, რომელშიც მასების გენერაციისთვის გამოყენებული იქნება როგორც სისოუს მექანიზმი\, ასევე მასის რადიაციული გენერაცია. \nდრო: 18 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theoriuli-phizikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55474.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191218T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191218T160000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191209T165502Z
LAST-MODIFIED:20240201T115608Z
UID:10000955-1576684800-1576684800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ჭაუჭიძის საჯარო ლექცია „13 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი?“
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 16:00 საათზე\, მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში განათლების კოალიციის ორგანიზებით მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჭაუჭიძის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „13 მიზეზი რატომ უნდა გახდე მასწავლებელი?“ \nმომხსენებლის შესახებ\n\nგიორგი ჭაუჭიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული\, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართულის\, როგორც მეორე ენის\, და ისტორიის მასწავლებელია. 2019 წელს იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდა. \nპროექტის შესახებ \n„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ – კონკურსი ყოველწლიურად იმართება განათლების კოალიციის ინიციატივით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების კოალიციასთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე 2019 წლიდან მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ოფიციალური მხარდამჭერი გახდა. მემორანდუმი ითვალისწინებს განათლების კოალიციის მიერ ორგანიზებული პროექტის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მხარდაჭერასა და ორგანიზაციების თანამშრომლობას კონკურსის წარმართვასთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველყოფის საკითხებში.\nპროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: shorturl.at/GIN05 \nდრო: 18 დეკემბერი\, 16:00-17:30 სთ. \nადგილმდებარეობა: ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-tchautchidzis-sajaro-leqtsia-13-mizezi-ratom-unda-gakhde-mastsavlebeli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55432.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191217T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191217T193000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T113313Z
LAST-MODIFIED:20240201T115611Z
UID:10000956-1576611000-1576611000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207  აუდიტორიაში ნელი დათუკიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათი დეტექცია საკვებში“.  \nთემის მოკლე მიმოხილვა \nგენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები (გმო) და მათგან მიღებული საკვები პროდუქტები შექმნილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიით გენური ინჟინერიის გამოყენებით. გმო-ს მონიტორინგი აქტუალურია ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისათვის\, პროდუქტების ავთენტურობისა და უვნებლობის შეფასებისათვის\, საკვების ეტიკეტირებისათვის\, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებისათვის\, მომხმარებლის თავისუფალი არჩევანისათვის. ილიაუნის მეცნიერებმა შეისწავლეს გენმოდიფიცირებული და შესაბამისი ველური მცენარეების გენომური დნმ-ები როგორც თესლებში\, აგრეთვე პროცესირებულ საკვებში. ეს მცენარეებია: სიმინდი\, სოია\, ხორბალი\, პამიდორი და კარტოფილი. კვლევის შედეგად იდენტიფიცირდა სახეობისა და გმ-ხაზების სპეციფიური ახალი დნმ-მარკერები\, შემუშავდა მულტიპლექსური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (პჯრ) მეთოდები და დნმ-მიკროარეები გმო-ს ზუსტი და სწრაფი დეტექციისათვის საკვებში. \nდრო: 17 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qimiuri-biologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55476.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191217T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191217T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T115914Z
LAST-MODIFIED:20240201T115614Z
UID:10000957-1576609200-1576609200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გიგა გამყრელიძე წაიკითხავს მოხსენებას: „მიო-ინოზიტოლი – ეპილეფსიური განმუხტვები და ეპილეპტოგენეზი: ელექტროფიზიოლოგია და ბიოქიმია“. \nთემის მცირე აღწერა \nმიო-ინოზიტოლის ანტი-კონვულსიური და ანტიეპილეტოგენური თვისებები  პირველად ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა. ლექციაზე განხილული იქნება მიო-ინოზიტოლის მოქმედების ორი ახლი ასპექტი: მოკლევადიანი ეფექტები გამოწვეულ ეპილეფსიურ განმუხტვებზე და გრძელ-ვადიანი ეფექტები ეპილეპტოგენეზის მოლეკულურ მახასიათებლებზე. \nდრო: 17 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qimiuri-biologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55482.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191217T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191217T183000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T122019Z
LAST-MODIFIED:20240201T115617Z
UID:10000958-1576607400-1576607400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207  აუდიტორიაში გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „ექსტრემალური ამოცანები სასრული წერტილოვანი კონფიგურაციებისთვის“. \nთემის მოკლე მიმოხილვა \nოპტიმალური კონფიგურაციების ზოგიერთი მახასიათებელი თვისება და მიღებული შედეგების გამოყენება ოპტიმალური კონექტორების აგების ამოცანაში და წერტილოვანი კონფიგურაციების ელექტროსტატიკური ინტერპრეტაციის ამოცანაში\, რომელსაც აქვს საინტერესო გამოყენებები იონური ხაფანგების მართვის თეორიაში. \nდრო: 17 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phundamenturi-da-interdistsiplinaruli-mathematikuri-kvlevebis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55486.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191217T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191217T183000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191210T083721Z
LAST-MODIFIED:20240201T115621Z
UID:10000959-1576607400-1576607400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში“ – წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება წიგნის „ინვესტიციის დაცვის მექანიზმების ევოლუცია და პრობლემური ასპექტები საქართველოში“ პრეზენტაცია. \nწიგნის ავტორები არიან: დავით მაისურაძე\, ირაკლი შაკიაშვილი\, მაგდა ლაზიშვილი\, ირინა იამანიძე\, ლუკა კოდუა\, რედაქტორი – შალვა პაპუაშვილი. \nწიგნი შექმნილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევის ფარგლებში [გრანტის ნომერი: YS-2016-50; პროექტის სახელწოდება: „ინვესტიციის დაცვის მექანიზმები საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული საკორპორაციო სამართლის მიხედვით“]. კვლევა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კოორდინირებით. \nწიგნში მიმოხილულია საკორპორაციო სამართალში ინვესტიციის დაცვის რამდენიმე ძირითადი მექანიზმი\, ასევე გაანალიზებუია გადახდისუუნარობის სამართლის სხვადასხვა ასპექტი\, ფართოდ არის გამოყენებული დუინგ ბიზნესის მეთოდოლოგია და ქართული და უცხოური სასამართლო პრაქტიკის მაგალითები. \nპრეზენტაციაზე წიგნები დარიგდება უსასყიდლოდ. \nდრო: 17 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილაის სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/investitsiis-datsvis-meqanizmebis-evolutsia-da-problemuri-aspeqtebi-saqarthveloshi-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55444.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191217T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191217T180000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T112935Z
LAST-MODIFIED:20240201T115624Z
UID:10000960-1576605600-1576605600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნათია კოპალიანი წაიკითხავს მოხსენებას „გლობალური ფილოგეოგრაფიული და სხვა ძაღლისებრებთან შერევის პატერნები მგლებში“ \nთემის მცირე აღწერა \nმომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს თანამედროვე მგლების ფილოგეოგრაფიას\, ისაუბრებს მგლის პოპულაციურ სტრუქტურაზე სხვა სახეობებთან შერევის გავლენასა და მისი დეტექციაზე\, ძაღლების თანამედროვე ჯიშების კავშირზე მგლების ერთ-ერთ გადაშენებულ ხაზთან. \nსაუბარი შეეხება ასევე საქართველოში მგლის სდა ტურის არეალების გაფართოვების საკითხს და მსხვილი ძუძუმწოვრების ეკოლოგიისა და კონსერვაციის პროგრამის სხვა პროექტებსა  და მათ მთავარ შედეგებს. \nდრო: 17 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ekologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55475.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191217T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191217T170000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191210T124017Z
LAST-MODIFIED:20241122T110926Z
UID:10000961-1576602000-1576602000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-13 ნომრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:2019 წლის 17 დეკემბერს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში” გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“ მე-13 ნომრის პრეზენტაცია. ნომერი ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას სისხლის სამართალში. \nპრეზენტაციას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი\, ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი. \nსტატიების ავტორებთან დისკუსიას გაუძღვება ჟურნალის მთავარი რედაქტორი\, სამართლის სკოლის მოწვეული პედაგოგი გიორგი ჩიტიძე. დისკუსიის მონაწილე სტატიათა ავტორები – დავით კვაჭანტირაძე (ადვოკატი\, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის დირექტორი)\, საბა ბრაჭველი (სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე\, სახალხო დამცველის აპარატი)\, გიორგი ქვარაია (დოქტორანტი\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე\, როგორებიცაა: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და საქართველოს სიტუაციის გამოძიება\, პირადი ცხოვრების უფლების დაცვა სისხლის სამართალში\, მოსამართლის როლი დანაშაულის პროვოცირების საკითხების გამოკვლევისას და სხვ. \nჟურნალი გამოიცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის\,ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. \nღონისძიებაზე გაიცემა ჟურნალის მიმდინარე ნომერი. ელექტრონული ვერსია კი იხილეთ აქ. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში ღონისძიებაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 17 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტატი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samarthlis-skolis-sametsniero-zhurnalis-sakonstitutsio-samarthlis-mimokhilva-me-13-nomris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55455.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191216T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T120959Z
LAST-MODIFIED:20240201T115632Z
UID:10000962-1576522800-1576522800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დავით თარხნიშვილი წაიკითხავს მოხსნებას „მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენება ბიომრავალფეროვნების კვლევებში: ილიაუნის 11-წლიანი გამოცდილება“. \nთემის მოკლე აღწერა \nდნმ-ის კვლევა ბოლო 25-30 წლის განმავლობაში გახდა რუტინული ტექნიკა\, რომელიც დანერგილია დასავლეთის უნივერსიტეტების უმრავლესობაში და რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სამეცნიერო ამოცანის გადასაწყვეტად. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოლეკულური ლაბორატორია 2007 წელს დაინერგა და ბოლო 12 წლის განმავლობაში ინტენსიურად გამოიყენება ზოოლოგიურ\, ეკოლოგიურ\, ევოლუციურ და ანტროპოლოგიურ კვლევებში – იმ სამეცნიერო მიმართულებებში\, რომლებშიც ილიაუნი ლიდერობს არა მხოლოდ საქართველოში\, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონში. 2019 წელს ამ ტექნიკის გამოყენებით მომზადდა სულ ცოტა 5 ახალი სამეცნიერო სტატია\, რომლებიც დაიბეჭდება წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში. აღსანიშნავია\, რომ ბოლო წლებში ვამუშავებთ გენეტიკურ ლაბორატორიაში არა მხოლოდ ჩვენ მიერ მოპოვებულ მონაცემებს\, არამედ მეზობელ ქვეყნებში (და არა მხოლოდ) მოღვაწე კოლეგები რეგულარულად მოგვმართავენ თანამშრომლობის თხოვნით. მოლეკულური ტექნოლოგიები ყოველწლიურად იხვეწება\, სამწუხაროდ\, ყოველთვის ვერ ვახერხებთ ისეთი დონის სამეცნიერო პროდუქტის შექმნას\, რომელიც შეიძლება მიიღოს უმაღლესი რეიტინგის საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემებმა. გერმანიის მთავრობასთან თანამშრომლობა გვაძლევს იმედს\, რომ 2020 წელს ჩვენთან დაინერგება ახალი ტექნიკა\, რომლის მეშვეობით ათვისებული იქნება გენომური ტექნოლოგიები. \nდრო: 16 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ekologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55484.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191216T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191216T180000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T121732Z
LAST-MODIFIED:20240201T115637Z
UID:10000963-1576519200-1576519200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ერეკლე მაღრაძე ისაუბრებს გამოთვლითი ცენტრის რეზურსებზე\, რისთვის გამოიყენეს ეს ცენტრი და რისთვის გამოყენებას გეგმავენ\, რა თანამშრომლობის გაღრმავებას და რომელი მიმართულებით განვითარებას აპირებენ ცენტრის მუშაობაში\, ასევე რა უნდა შეიცვალოს მომავალი წლიდან\, უფრო ეფექტური და პრაქტიული მუშაობისთვის. \nდრო: 16 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-gamothvlithi-tsentris-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55488.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191216T164300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191216T164300
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191213T124244Z
LAST-MODIFIED:20240201T115641Z
UID:10000964-1576514580-1576514580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2019
DESCRIPTION:16-23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. \nსამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 16 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N 3/5) გაიხსნება და ერთი კვირა გაგრძელდება. \n16 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, კვირეულს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია და 2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. \n16-23 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 22 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. \nდეტალური განრიგი \n16 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\n• გახსნა \n• 2019 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში\nმომხსენებელი: რექტორის მოადგილე\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\n\n\n\n18:30 საათი \n\n\n გამოთვლითი ცენტრი \n\nმოხსენება: ილიაუნის გამოთვლითი ცენტრი\nმომხსენებელი: ერეკლე მაღრაძე\nვრცლად…\n\n\n\n19:00 საათი \n\nეკოლოგიის ინსტიტუტი\n\nმოხსენება: მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენება ბიომრავალფეროვნების კვლევებში: ილიაუნის 11-წლიანი გამოცდილება \nმომხსენებელი: დავით თარხნიშვილი \nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n17 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nეკოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: გლობალური ფილოგეოგრაფიული და სხვა ძაღლისებრებთან შერევის პატერნები მგლებში\nმომხსენებელი: ნათია კოპალიანი\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: ექსტრემალური ამოცანები სასრული წერტილოვანი კონფიგურაციებისათვის\nმომხსენებელი: გიორგი ხიმშიაშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nქიმიური ბიოლოგიის\nინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: მიო-ინოზიტოლი – ეპილეფსიური განმუხტვები და ეპილეპტოგენეზი: ელეტროფიზიოლოგია და ბიოქიმია\nმომხსენებელი:  გიგა გამყრელიძე\nვრცლად… \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nქიმიური ბიოლოგიის\nინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათი დეტექცია საკვებში\nმომხსენებელი: ნელი დათუკიშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n18 დეკემბერი\, T 102 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nთეორიული ფიზიკის  \nინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: „დაგვიანების ფუნქციის” გამოთვის ანალიზური მეთოდი დამუხტული ნაწილაკთა წრიული ნაკადისთვის / რადიაციული ეფექტების გათვალისწინებით სტანდარტული მოდელის რეალისტური მინიმალური გაფართოება ნეიტრინოს რეალისტური მასებით\nმომხსენებელი: ეკატერინე დადიანი / მიხეილ გელენავა\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\nბავშვის განვითარების\nინსტიტუტი\n\nმოხსენება: ბავშვის ენის ათვისების კორპუსი\nმომხსენებლები: ნინო ცინცაძე / თამთა დამენია /თამარ კალხიტაშვილი \n\n\n\nვრცლად…\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: ბოდლეს ბიბლიოთეკის უორდროპების ფონდში დაცული ქართული ხელნაწერების ციფრული დოკუმენტირების პრინციპები \nმომხსენებლები: ირინა ლობჟანიძე/ნინო დობორჯგინიძე\nვრცლად… \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nდ.უზნაძის\nფსიქოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: სტერეოტიპები\, როგორისტორიულიწინაპირობა: სოციალურიკლასისხატიპოსტკომუნისტურდაკაპიტალისტურსაზოგადოებებში\nმომხსენებელი: ანა მაყაშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n19 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nს. წერეთლის  \nფილოსოფიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: რელიგიური ანტისემიტიზმის პრობლემა XIX-XX სს. რუსულრელიგიურ ფილოსოფიაში\nმომხსენებელი: გიორგი ხეოშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nბიოფიზიკის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ზე დაფუძნებული დნმ ნანოსტრუქტურები\nმომხსენებელი:  ლევან ლომიძე\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nგ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი \n\nმოხსენება: ირან-საქართველოს ისტორიული და კულტურული ურთიერთობები\nმომხსენებელი:  გიორგი სანიკიძე\n\n\nვრცლად…\n\n\n\n19:30 საათი \n\nსოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი\n\nმოხსენება: „მაღალი ენა“ და vulgus profanum მომხსენებელი: გიორგი მაისურაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n20 დეკემბერი\, T 102 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nასტროფიზიკური კვლევები \n\n\nმოხსენება: მითის და რეალობის ზღვარზე: გრავიტაციულ ტალღებით “დანახული” სამყარომომხსენებელი: თინა კახნიაშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nზოოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: 2019 წელი ზოოლოგიის ინსტიტუტში და სამომავლო პერსპექტივები\nმომხსენებელი: ლევან მუმლაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nბოტანიკის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: მცენარის მარილგამძლეობის ბიოქიმიურ-ფიზიოლოგიური საფუძვლებიმომხსენებელი: გულნარა ბადრიძევრცლად… \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nეკოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: პესიმალური ეკოლოგიური ფაქტორების ცვალებადობა და მათი კავშირი მცენარეულ მრავალფეროვნებასთან ყაზბეგის რეგიონის (ცენტრალური კავკასიონი) ჰიფსომეტრულ და ექსპოზიციურ გრადიენტებზე \nმომხსენებლები: თამარ ჯოლოხავავრცლად… \n\n\n\n\n\n\n23 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია \n\n\nმოხსენება: ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურისა და ძილის ეეგ მაჩვენებლების ლონგიტუდური კველევა მოზარდებში/ იმპლიციტური მეხსიერების ფორმირების დინამიკა აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას ვირთაგვებშიმომხსენებლები: ნატო დარჩია / თინათინ ჩარექიშვილი\, თამთა ნეკაშვილი  და ნიკო ონიანივრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nპოლიტოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: თბილისი- ღია თუ დახურული ქალაქი? \nმომხსენებელი: ლევან ხუციშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nდემოგრაფიისა და\nსოციოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: მიგრაციის ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური შედეგები თანამედროვე საქართველოშიმომხსენებელი: იოსებ არჩვაძევრცლად… \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: კავკასიაში დედამიწის ქერქის სისქის კვლევამომხსენებელი: თეა გოდოლაძე ვრცლად… \n\n\n\n\n\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-2019/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55489.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191216T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191216T140000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191209T170039Z
LAST-MODIFIED:20240201T115644Z
UID:10000965-1576504800-1576504800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შესახებ
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში საერთაშორისო განათლების ცენტრის პროგრამების მენეჯერი\, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კოორდინატორი საქართველოში\, ნათია ნანავა გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პროგრამებისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. \nამ დროისთვის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტისათვის გამოცხადებულია მიღება 48 სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე სხვადასხვა მიმართულებით. \nაღნიშნულ პროგრამებზე განაცხადის შეტანისათვის კანდიდატს აუცილებელია ჰქონდეს ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (iBT TOEFL – 88; IELTS – 6\,5; Pearson Test of English (Academic) – 59; Cambridge English: C2 Proficiency & Cambridge English: C1 Advanced – 180; Euroexam Academic – Pass). \n  \nდრო: 16 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-tsentraluri-evropis-universitetis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55434.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191213T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191213T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191211T073325Z
LAST-MODIFIED:20240201T115648Z
UID:10000966-1576263600-1576263600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დავით ჩეჩელაშვილის ლექცია: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში ზუმაუთ პრე-აქსელერატორის პრე-აქსელერაციის პროგრამის მონაწილე გუნდებისთვის ილიაუნის მოწვეული ლექტორი\, პრე-აქსელერაციის პროგრამის მენტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: \,\,როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები.“ \nპრე-აქსელერაციის პროგრამა ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტისა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ასევე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა (ჯიტა) და აშშ-ის საელჩოს საგრანტო პროექტის \,\,Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia” მხარდაჭერით. \nპროგრამა აგებულია ევროპის ყველაზე გამოცდილი B2B აქსელერატორის Startup Wise Guys რეკომენდაციებითა და სილაბუსით. \nმომხსენებლის შესახებ \nდავით ჩეჩელაშვილს\, მეწარმეს\, 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას\, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაცია\, VR/AR\, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში\, როგორც საცალო\, ისე საგანმანათლებლო სფეროებში\, დანერგვა. \nდავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.\nროგორც სტრატეგიული აღმასრულებელი\, იგი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში\, რომელიც ცნობილია\, როგორც DBA XPAND\, ისევე როგორც NEUR Optics-სა და iZ3D-ში. მას აქვს საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის\, სადისტრიბუციო არხების შექმნისა და სტრატეგიული პარტნიორობის გამოცდილება როგორც მცირე (X6D\, Neurok\, iZ3D)\, ისე მსხვილი კომპანიებისთვის (MicroAge\, Deloitte & Touche\, Renaissance Capital). \n2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტია\, ასევე – პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორი. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს. \n  \nდრო: 13 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: S101 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/davith-chechelashvilis-leqtsia-rogor-iqmneba-inovatsiuri-produqtebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55452.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191212T190000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191210T115344Z
LAST-MODIFIED:20240201T115651Z
UID:10000968-1576177200-1576177200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ერეკლე მაღრაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: \,\,რამდენად ახლოსაა ხელოვნური ინტელექტი ბუნებრივთან“. \nთემის მოკლე აღწერა: \n1956 წელს ჯონ მაკარტიმ ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ გამოიყენა თავის ნაშრომში\, რომელიც შეეხებოდა ინტელექტის/ცნობიერების შესწავლას და მისი ძირითადი კომპონენტების კომპიუტერში დანერგვას. ტერმინი „ხელოვნური ინტელექტი“ 1956 წელს გამოჩნდა\, თუმცა მოაზროვნე ან მოფიქრალი მანქანების შექმნის იდეა ადრეც არსებობდა\, კერძოდ\, ალან ტიურინგმა ამის შესახებ ისაუბრა ნაშრომში Computing Machinery and Intelligence\, რომელშიც დასვა ხელოვნური ინტელექტის\, როგორც დარგისთვის უმნიშვნელოვანესი შეკითხვა: შეუძლიათ თუ არა გამომთვლელ მანქანებს აზროვნება? ამ კითხვაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხის გაცემა რთულია\, რადგან თვითონ აზროვნების განმარტებაა რთული. შეიძლება აზროვნება განვიხილოთ\, როგორც სამყაროსთან კომუნიკაციის შედეგი\, რასაც მივყავართ ლუდვიგ ვიტგენშტაინის ნაშრომებამდე ან\, არსებობის შედეგად\, მივყავართ დეკარტემდე. ეს რთული და სიღრმისეული კითხვა სხვანაირადაც იყო გაგებული\, კერძოდ\, დაფუძნდა ტიურინგის პრიზი – მეცნიერებს შეეძლოთ წარედგინათ თავიანთი შექმნილი მექანიზმები\, რომლებსაც უნდა ეთამაშათ „იმიტაციის თამაში” და გაევლოთ ტიურინგის ტესტი\, წარმატების შემთხვევაში\, პრიზად მიიღებდნენ 100 000 დოლარს. ტიურინგის კითხვის ამგვარმა ინტერპრეტაციამ დიდწილად განაპირობა თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მსგავსი სისტემების შექმნა და ე. წ.\, მანქანური სწავლების\, დიდი მონაცემები ? ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების განვითარების ახალ სტადიაზე გადასვლა. თუმცა არის კი ეს სწორი გზა ხელოვნური ინტელექტის შექმნისკენ? ცალსახა პასუხის გაცემა ძნელია. \nარსებობს მეორე მიდგომაც მოფიქრალი მანქანების შესაქმნელად\, კერძოდ\, ნეირომეცნიერები და ბიოინფორმატიკოსები ცდილობენ გაიგონ როგორც ადამიანის\, ასევე ცხოველების ტვინის ფუნქციონირების სიღრმისეული მექანიზმები\, ანუ ცდილობენ ამოხსნან აზროვნების ფიზიკა\, რაც შემდგომ საშუალებას მოგვცემს\, შევქმნათ მოაზროვნე მანქანა. \nმოხსენებაში საუბარი იქნება ამ ორ მიმართულებაზე\, კერძოდ\, მათში გამოყენებული ტექნოლოგიებისა და მიღწევების და პერსპექტივების შესახებ\,\, პირველი: რამდენად ახლოს ვართ\, რომ სწორად შევიცნოთ\, რა არის ბუნებრივი ინტელექტი და მეორე: რამდენად შორს ვართ\, რომ შევქმნათ მისი ანალოგი. \nმომხსენებლის შესახებ: \n2006 წელს ერეკლე მაღრაძემ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი\, 2009 წელს – მაგისტრატურა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტატისტიკის მიმართულებით\, 2008 წლიდან ჩართული იყო ცერნის ატლას ექსპერიმენტში. 2011 წელს განაგრძო დოქტორანტურა გიოტინგენის უნივერსიტეტის\, ფიზიკის მეორე ინსტიტუტის\, ცერნის ატლას ექპსერიმენტის ჯგუფში\, სადაც 2015 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიდი გამოთვლითი სისტემების ავტომატიზაციის შესახებ მანქანური სწავლების ტექნოლოგიების გამოყენებით.\nშემდგომ მუშაობდა კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჭკვიანი მონაცემების ინოვაციების ლაბორატორიაში მანქანური სწავლების პროცესის დანერგვასა და წარმართვაზე სხვადასხვა ინდუსტრიულ თუ სამეცნიერო სფეროში მრავალფეროვანი პლატფორმების გამოყენებით\, მათ შორის IBM Watson ტექნოლოგიის გამოყენებითაც.\n2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა დიდი მონაცემებისა და ავტომატიზაციის მიმართულებას გერმანულ სტარტაპკომპანიაში\, სადაც წარმატებით დაინერგა თანამედროვე დიდი მონაცემებისა და მონაცემთა ნაკადების ანალიზის ტექნოლოგიები. 2018 წლიდან ილიაუნის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ასოცირებული პროფესორი და გამოთვლითი ცენტრის ხელმძღვანელია; კითხულობს მანქანური სწავლების\, ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის კურსებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოში; დაინტერესებულია ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიებით. \nდრო: 12 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ramdenad-akhlosaa-khelovnuri-inteleqti-bunebrivthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55448.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191211T133000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191211T133000
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191210T112905Z
LAST-MODIFIED:20240201T115653Z
UID:10000969-1576071000-1576071000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის შესახებ
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, 13:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი საქართველოში\, ქალბატონ ვიქტორია ჰორვატი და უნგრეთის საელჩოს კონსული\, ქალბატონი ანიკო ფარკაში\, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელთან ერთად გამართავენ საინფორმაციო შეხვედრას უნგრეთის სასტიოპენდიო პროგრამა – Stipendium Hungaricum-ის შესახებ. \nმოგახსენებთ\, რომ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს განაცხადების მიღება  2020-21 აკადემიური წლისათვის. \nუნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამის მიზანია უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა უნგრეთში\, უნგრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წახალისება და საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანა საუკეთესო უცხოელი სტუდენტების მოსაზიდად. \nპროგრამით სარგელობა შესაძლებელია შემდეგ საფეხურებზე: ბაკალავრიატი\, მაგისტრატურა\, დოქტორანტურა\, ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა\, სახელოვნებო მიმართულება. \nდეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2PtuJFw \nგანაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 იანვარი. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 დეკემბერი\, 13:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას\nსახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-ungrethis-sastipendio-programis-shesakheb-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55445.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20191211T122700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20191211T122700
DTSTAMP:20260430T174252
CREATED:20191211T082705Z
LAST-MODIFIED:20240201T115656Z
UID:10000970-1576067220-1576067220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია  „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 15:00-დან 18:30 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ორგანიზებით სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ის საკონფერენციო დარბაზში Garden Hall გაიმართება კონფერენცია „დიალოგი: განათლება და ჯანდაცვა“. \nკონფერენციაში\, რომელიც პანელური დისკუსიის ფორმატში ეწყობა\, მონაწილეობას მიიღებენ დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტები. \nI პანელი: სამედიცინო განათლების გამოწვევები საქართველოში  \nთემები: \nთანამედროვე მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაცია\, კლინიკური უნარების განვითარება და პრაქტიკა სამედიცინო განათლების დიპლომამდელ საფეხურზე; დიპლომისშემდგომი კლინიკური კვალიფიკაცია და უწყვეტი პროფესიული განვითარება საქართველოში. \nსპიკერები:  \nირმა მანჯავიძე\, ალექსანდრე ცისკარიძე\, მიხეილ ოკუჯავა\, გიორგი ბერია\, ტიერი ბერნი \nII პანელი: ჯანდაცვის სფეროს გამოწვევები საქართველოში \nთემები:  \nსამედიცინო მომსახურების ხარისხი საქართველოში; ადამიანური რესურსების საკითხები ჯანდაცვის სფეროში; ფინანსური ხელმისაწვდომობა და დაზღვევა; პაციენტისა და ექიმის უფლებები საქართველოში. \nსპიკერები:  \nგიორგი გოცაძე\, თენგიზ ვერულავა\, გივი ჯავაშვილი\, ნია გიუაშვილი\, ტიერი ბერნი \nმომხსენებლების შესახებ: \nირმა მანჯავიძე\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი; კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის ხელმძღვანელი (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) \nალექსანდრე ცისკარიძე\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი\, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის ნევროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; ევროპის ნევროლოგიური საზოგადოებისა და მსოფლიოს ნევროლოგთა ფედერაციის წევრი (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nმიხეილ ოკუჯავა\, პროფესორი\, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი\, აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის ნეიროდიაგნოსტიკის და ნეირომეცნიერების განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი. საქართველოს ნეირომეცნიერთა და სამედიცინო სპეციალობების ასოციაციების წევრი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nგიორგი ბერია\, დიპლომირებული მედიკოსი\, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი; კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის დირექტორი (ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი) \nგიორგი გოცაძე\, მედიცინის დოქტორი\, საერთაშორისო ორგანიზაციის „გლობალური ჯანდაცვის სისტემები“ აღმასრულებელი დირექტორი (საერთაშორისო ფონდ კურაციოს პრეზიდენტი) \nთენგიზ ვერულავა\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი\, აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერებისა და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის დირექტორი; საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალის „ჯანდაცვის პოლიტიკა\, ეკონომიკა და სოციოლოგია“ რედაქტორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nნია გიუაშვილი\, ასისტენტ-პროფესორი\, მედიქლაბ ჯორჯია ჰოსპიტლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი\, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდები დაავადებების დეპარტამენტის მრჩეველი (საქართველოს უნივერსიტეტი) \nგივი ჯავაშვილი\, პროფესორი\, მედიცინის დოქტორი\, საოჯახო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; „საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს” თავმჯდომარე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი) \nტიერი ბერნი\, პროფესორი\, ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი\, პანკრეასის და კუნძულების ტრანსპლანტაციის პროგრამის დირექტორი\, უჯრედული ტრანსპლანტაციის ცენტრის ხელმძღვანელი; ევროპის ორგანოთა ტრანსპლანტაციის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი; ჟენევის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ყოფილი ვიცე-დეკანი (ჟენევის უნივერსიტეტი (შვეიცარია) \n  \nკონფერენციის პროგრამა: \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-dialogi-ganathleba-da-jandatsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/12/55456.png
END:VEVENT
END:VCALENDAR