BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200414T173100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200414T173100
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200414T133123Z
LAST-MODIFIED:20240201T115231Z
UID:10000880-1586885460-1586885460@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:UNILAB - ღია ლექციების სერია Cyber Talks
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ახალ პროექტს\, Cyber Talks იწყებს. ეს იქნება ყოველკვირეული ღია ლექციების სერია შემდეგ თემებზე: \n\nახალი ტექნოლოგიები\nპროგრამირება\nდიზაინი\nციფრული მარკეტინგი\n\nდღეს მიმდინარე მოვლენებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ციფრული გარდაქმნის პროცესი\, უფრო და უფრო მეტი კომპანია ხედავს ახალი ტექნოლოგიური მიმართულებებისა და პროფესიების საჭიროებებს. მეორე მხრივ\, თვითიზოლაციის პერიოდში ბევრ ადამიანს აქვს უამრავი თავისუფალი დრო\, რომელიც უფრო ნაყოფიერად შეუძლია გაატაროს. \nთუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ\, დროა\, გაჯეტები მოიმარჯვო და ეს გამოთავისუფლებული დრო ახალი ცოდნის ათვისებას დაუთმო. \n16 აპრილიდან უნილაბი გაძლევს საშუალებას\, მოუსმინო სფეროს წამყვან და წარმატებულ პროფესიონალებს\, გაიზიარო მათი ცოდნა და გამოცდილება ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. \nპირველ ლექციას 16 აპრილს უნილაბის დირექტორი და ახალი ტექნოლოგიების ექსპერტი სანდრო ასათიანი ვაშინგტონიდან გაუძღვება. ყველას\, ვისაც გსურთ\, გაიგოთ\, რა არის და როგორ მუშაობს\, “G Suite – ვირტუალური სამუშაო სივრცე”\, გელით ჩვენს ონლაინსივრცეში ზუსტად 20:00 საათზე. \nლექციები გაიმართება ყოველკვირეულად და Live-ში გავა Unilab-ის facebook გვერდზე: https://www.facebook.com/UniLabEdu/ \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilab-ghia-leqtsiebis-seria-cyber-talks/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/04/56472.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200331T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200331T190000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200228T081527Z
LAST-MODIFIED:20240201T115237Z
UID:10000885-1585681200-1585681200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ქალები”
DESCRIPTION:ქალთა ისტორიის თვის დასასრულს ილიაუნის ადამიანის უფლებათა მიმართულება საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უმასპინძლებს. იგი ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში ქალების როლზე\, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე\, ადამიანის უფლებების სფეროში გენდერული მეინსტრიმინგის პოლიტიკის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრებს\, რომლებთან გამკლავებაც ქალთა უფლებებისთვის მებრძოლ ქალებს უწევთ. \nმომხსენებელი:\nნინო ლომჯარია[1]\, საქართველოს სახალხო დამცველი \nმოდერატორი:\n\nთამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი \n  \n\nდრო: 31 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \n\n\n2020 წელი\n\n\n\n[1] TBC \n\n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-qaltha-uphlebebisthvis-mebrdzoli-qalebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56310.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200327T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200327T140000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200228T081233Z
LAST-MODIFIED:20240201T115238Z
UID:10000886-1585317600-1585317600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალთა უფლებების გაკვეთილი 117-ე საჯარო სკოლაში
DESCRIPTION:ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი თამარ კაპანაძე თბილისის 117-ე საჯარო სკოლის IX-X კლასების მოსწავლეებს შეხვდება და ქალთა უფლებების შესახებ ესაუბრება. \nრა პრობლემებს აწყდებიან ქალები და გოგოები საქართველოში\, როგორია მათი უფლებრივი მდგომარეობა და რა უნდა იცოდნენ მოზარდებმა ქალთა უფლებების დასაცავად\, ეს სწორედ ის თემებია\, რომლებსაც შეხვედრაზე მოსწავლეები განიხილავენ. \nმომხსენებელი: თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი \nდრო: 27 მარტი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: თბილისის 117-ე საჯარო სკოლა\, თრიალეთის ქუჩა N7 \n2020 წელი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-uphlebebis-gakvethili-117-e-sajaro-skolashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56306.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200325T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200325T190000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200228T075405Z
LAST-MODIFIED:20240201T115244Z
UID:10000888-1585162800-1585162800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებისთვის
DESCRIPTION:მედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოპტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ქალთა საკითხების სწორად გაშუქება. \nვორკშოპზე\, რომელიც სპეციალურად მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებისთვის და მათივე ინიციატივით გაიმართება\, განვიხილავთ\, თუ რა უნდა გაითვალისწინოს მაუწყებელმა ქალთა საკითხების გაშუქებისას\, განსაკუთრებით კი ისეთი მგრძნობიარე თემების შემთხვევაში\, როგორებიცააც სექსუალური და ოჯახში ძალადობა\, გენდერული დისკრიმინაცია ან ფემიციდი. \nვორკშოპზე განვიხილავთ მედიის საერთაშორისო სტანდარტებსა და საქმეებს\, რომლებიც ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკამ ამ მიმართულებით წარმატებით აწარმოვა. \nმომხსენებლები: \n თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი;\nთამარ კორძაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;\nთამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი. \nდრო: 25 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია \n* ვორკშოპზე დასასწრებად საჭიროა რეგისტრაცია ბმულზე. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-mautsqhebeltha-thvithregulirebis-organoebis-tsarmomadgenlebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56338.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200323T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200323T190000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200228T080941Z
LAST-MODIFIED:20240201T115250Z
UID:10000891-1584990000-1584990000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „კინო და ქალთა უფლებები“
DESCRIPTION:ბოლო პერიოდში ბევრი ფილმი გადაიღეს გენდერულ თანასწორობაზე\, ქალებზე\, მათ ბრძოლასა და სოლიდარობაზე\, თუმცა კინოინდუსტრია მაინც კაცებით დომინირებულ სფეროდ რჩება\, კინოკამერა კი ქალი პერსონაჟების სტერეოტიპულ წარმოჩენას განაგრძობს. \nასახავს თუ არა კინო ქალებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს\, ისმის თუ არა ქალი რეჟისორების ხმა\, როგორი კინო სურთ ქალებს – ამ და არა მხოლოდ ამ შეკითხვებზე პასუხების პოვნას შევეცდებით საჯარო დისკუსიაზე კინომცოდნე გოგი გვახარიასთან ერთად და თვალს გადავავლებთ ქალთა უფლებების ისტორიას კინოში. \n მომხსენებელი: \nგოგი გვახარია\, კინომცოდნე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი \nმოდერატორი:\n თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი \nდრო: 23 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-kino-da-qaltha-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56305.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200320T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200320T190000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200228T080604Z
LAST-MODIFIED:20240201T115252Z
UID:10000893-1584730800-1584730800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადამიანის უფლებათა კინოკლუბის ჩვენება და დისკუსია“Feminists: What Were They Thinking?”
DESCRIPTION:ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი ფილმის “Feminists: What Were They Thinking?[1]” ჩვენებით შეუერთდება. \nდოკუმენტური ფილმი “Feminists: What Were They Thinking?” სხვადასხვა ასაკისა და გამოცდილების ქალების ინტერვიუების კრებულია\, რომელიც კარგად ასახავს ფემინიზმის განვითარების სხვადასხვა ეტაპს და ამავდროულად ეხება ქალებისთვის უმნიშვნელოვანეს ისეთ საკითხებს\, როგორებიც იდენტობა\, დედობა\, ფემიციდი\, ბავშვობა\, რასა\, აბორტის უფლება თუ ეკონომიკური მდგომარეობაა. \nფილმის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nმომხსენებელი: \nთამარ ცხადაძე\, ფილოსოფოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\nმოდერატორი:\nგვანცა გოგსაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სააგისტრო პროგრამის სტუდენტი \nდრო:20 მარტი\, 19:00\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \n*ღონისძიების ენები: ქართული\,ინგლისური \n\n\n\n[1] https://en.wikipedia.org/wiki/Feminists:_What_Were_They_Thinking%3F \n\n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adamianis-uphlebatha-kinoklubis-chveneba-da-diskusia-feminists-what-were-they-thinking/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56304.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200320T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200320T180000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200320T140024Z
LAST-MODIFIED:20240201T115255Z
UID:10000894-1584727200-1584727200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გრაფიკული დიზაინის ონლაინტრენინგკურსი
DESCRIPTION:ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა\, რამდენად ნაყოფიერი და საჭიროა დისტანციური მუშაობის კულტურა\, ალტერნატიული ტექნოლოგიური სერვისები და საქართველოში თანამედროვე პროფესიების განვითარება\, რაც შესაძლებლობას მოგვცემს\, დავივიწყოთ გეოგრაფიული საზღვრები და  მსოფლიო გლობალურ ბაზარზე დასაქმება შევძლოთ \nვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით\,   ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ გრაფიკული დიზაინის ონლაინტრენინგკურსს\, რომელიც საშუალებას მოგცემთ\, სახლიდან გაუსვლელად შეძლოთ თქვენთვის სასურველი კურსის შესწავლა და გლობალურ პლატფორმებზე მუშაობა. \nფაბლაბ ილიაუნი 6 აპრილიდან იწყებს Аdobe illustratorCC-ის ტრენინგს თქვენსა და გრაფიკულ ნამუშევრებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად. \nტრენინგზე სტუდენტებს შეხება ექნებათ Adobe Photoshop-თანაც. \nვის შეუძლია მონაწილეობა? \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერ დაინტერესებულ სტუდენტს. \nროგორ გავხდე პროექტის მონაწილე? \nშეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2020 წლის 4 აპრილისა. \nსააპლიკაციო ფორმა – https://bit.ly/2xawT7q \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია 30 სტუდენტს\, შესაბამისად ადგილები შეზღუდულია. \nშერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 2020 წლის 5 აპრილისა \nფაბლაბ ილიაუნი – https://bit.ly/2IOWh7Z \n\nსაკონტაქტო პირები:  \nავთანდილ მღებრიშვილი – ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი. \nელფოსტა: avtandili.mghebrishvili.1@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/graphikuli-dizainis-onlaintreningkursi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/03/56412.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200317T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200317T180000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200228T080024Z
LAST-MODIFIED:20240201T115145Z
UID:10000847-1584468000-1584468000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„დამფუძნებელი დედების“ ტექსტების საჯარო კითხვა
DESCRIPTION:ანა (ოლა) სოლოღაშვილი\, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე\, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე\, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე\, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე – 1919 წლის თებერვალში სწორედ ეს ხუთი ქალი აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში. \nღონისძიებაზე მომხსენებლები ისაუბრებენ  პოლიტიკაში ქალების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები კი წაიკითხავენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 5 ქალი დეპუტატის წერილებს\, ჩანაწერებსა და მოგონებებს\, რათა 101 წლის შემდეგ სიამაყით გავიხსენოთ შთამაგონებელი ქალები\, რომლებაც საკუთარი ცხოვრება ქვეყნის დემოკარტიული განვითარებისთვის ბრძოლას შესწირეს. \nმომხსენებლები: \nთამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი; \nნინო დოლიძე\, პროგრამის ოფიცერი\, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI;) \nხატია ცეცხლაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული; \nანა ებანოიძე\, თათა ლუაშვილი\, მარიამ გაბრიჩიძე\, ნუცა მაზანაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები \nდრო: 17 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/damphudznebeli-dedebis-teqstebis-sajaro-kithkhva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56303.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200306T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200306T180000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200227T064003Z
LAST-MODIFIED:20240201T115258Z
UID:10000897-1583517600-1583517600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ენისა და მეტყველების თერაპიის საერთაშორისო დღე
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი და საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია წელს მეორედ უერთდება 6 მარტის\, ენისა და მეტყველების თერაპიის საერთაშორისო დღის\, აღნიშვნას და გიწვევთ საჯარო შეხვედრაზე\, რომელზეც საუბარი იქნება ენისა და მეტყველების თერაპევტის როლზე წერა-კითხვის სირთულეების დროს. \nშეხვედრაზე საქართველოს ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოცოციაცია წარმოადგენს მის მიერ შემუშავებულ თერაპევტის პროფესიული კომპეტენციებისა და ეთიკის ნორმებს. \nვროპის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ასოციაცია (CPLOL) ყოველწლიურად 6 მარტს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპიის დღეს აღნიშნავს. ღონისძიების მიზანი კომუნიკაციის\, ყლაპვისა და კვების დარღვევების დროს ენისა და მეტყველების თერაპევტის როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. \n2020 წლის თემად წერისა და კითხვის სირთულეები გამოცხადდა. ამ დღეს ევროპის ენისა და მეტყველების თერაპევტები გეგმავენ სხვადასხვა ღონისძიებას\, რათა საზოგადოებას გააცნონ წერისა და კითხვის სირთულეების დროს დროს ენისა და მეტყველების თერაპევტების ფუნქცია. \n\nდრო: 6 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/enisa-da-metqhvelebis-therapiis-saerthashoriso-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56272.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200305T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200305T170000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200226T125907Z
LAST-MODIFIED:20240201T115301Z
UID:10000898-1583427600-1583427600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გულნარა სტურუას წიგნის „რანი ვართ ახლა" პრეზენტაცია
DESCRIPTION:5 მარტს\,17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მწერლისა და პუბლიცისტის\, გულნარა სტურუას წიგნის „რანი ვართ ახლა” პრეზენტაცია. კრებული აერთიანებს ლიტერატურულ და პუბლიცისტურ წერილებს. ეს მწერლის ამ ჟანრის მეოთხე წიგნია და მასშიც\, წინა კრებულების მსგავსად\, ავტორი ქართულ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. \nდრო: 5 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gulnara-sturuas-tsignis-rani-varth-akhla-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56268.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200304T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200304T160000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200227T083354Z
LAST-MODIFIED:20240201T115304Z
UID:10000899-1583337600-1583337600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ენერგეტიკული ტარიფებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების სქემების კვლევის შედეგების განხილვა
DESCRIPTION:4 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ  ენერგეტიკული ტარიფებისა და მოწყვლადი მომხმარებლების დახმარების სქემების კვლევის შედეგების გასაცნობად და განსახილველად. \nშეხვედრაზე განხილული იქნება ბოლო ათი წლის განმავლობაში ენერგეტიკული ტარიფების და მოსახლეობის შემოსავლებისა და ენერგიის ხელმისაწვდომობის დინამიკა\, ასევე სოციალური და ენერგეტიკული დახმარების სქემები\, ტარიფების სუბსიდირება და მათი შედეგები. საუბარი შეეხება ტარიფების მაღალი პოლიტიკური სენსიტიურობის მიზეზებსა და შესაძლო ღონისძიებებს\, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ამ საკითხში პოპულიზმის შემცირებასა და პროფესიონალიზმის დამკვიდრებას. \nამ შეხვედრით იწყება ენერგეტიკული პოლიტიკის სემინარების ციკლი\, რომელიც ორგანიზატორებს სურთ\, გახდეს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების მულტიდისციპლინური (ეკონომიკური\, პოლიტიკური\, სოციალური\, გარემოს და ტექნიკური) საკითხების განხილვის პროფესიული და ნეიტრალური პლატფორმა. \n  \nდრო: 4 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/energetikuli-tariphebisa-da-motsqhvladi-momkhmareblebis-dakhmarebis-sqemebis-kvlevis-shedegebis-gankhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56273.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200228T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200228T130000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200227T082537Z
LAST-MODIFIED:20240201T115149Z
UID:10000850-1582894800-1582894800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა პოლონური ორგანიზაციის Perspektywy Education Foundation წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:28 თებერვალს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში  გაიმართება შეხვედრა პოლონური ორგანიზაციის Perspektywy Education Foundation წარმომადგენლებთან. \nშეხვედრა მიზნად ისახავს კონფერენციაში „The Perspektywy Women in Tech Summit“ მონაწილეობის მსურველთათვის ინფორმაციის მიწოდებას. კონფერენციის მიზანია\, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ქალების ჩართულობას STEM (Science\, Technology\, Engineering and Mathematics) მიმართულებით. კონფერენცია  2-3 დეკემბერს ვარშავაში (პოლონეთი) გაიმართება. \nსტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, პირადად გაესაუბრონ ორგანიზაციის წარმომადგენლებს. \nდეტალური ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://womenintechsummit.pl/. \n  \nდრო: 28 თებერვალი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-polonuri-organizatsiis-perspektywy-education-foundation-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56271.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200228T122600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200228T122600
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200228T082622Z
LAST-MODIFIED:20240201T115151Z
UID:10000852-1582892760-1582892760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალთა ისტორიის თვე 2020 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:ქალთა ისტორიის თვე მსოფლიოს მასშტაბით ყოველი წლის მარტში აღინიშნება და მისი მიზანი ისტორიულ წარსულსა და თანამედროვე საზოგადოებაში ქალთა წვლილის\, მიღწევებისა და მნიშვნელობის წარმოჩენაა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით ტრადიციულად უერთდება ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნას და არაერთ ღონისძიებას მასპინძლობს. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.“ \n  \n\nვორკშოპი მაუწყებელთა თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებისთვის\n\n\nდრო: 25 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია \nვრცლად – http://bit.ly/2wMwOqf \n  \n\n„დამფუძნებელი დედების“ ტექსტების საჯარო კითხვა\n\nდრო: 17 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nვრცლად – http://bit.ly/2wcEbHr \n  \n\nადამიანის უფლებათა კინოკლუბის ჩვენება და დისკუსია“FEMINISTS: WHAT WERE THEY THINKING?”\n\n\nდრო: 20 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \nვრცლად  – https://bit.ly/2Id5Ydk \n\n\nსაჯარო დისკუსია „კინო და ქალთა უფლებები“\n\nდრო: 23 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \n\n\nვრცლად – http://bit.ly/3997cSH \n  \n\n\n\nქალთა უფლებების გაკვეთილი 117-ე საჯარო სკოლაში\n\n\nდრო: 27 მარტი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: თბილისის 117-ე საჯარო სკოლა\, თრიალეთის ქუჩა N7 \nვრცლად – http://bit.ly/32BD9R7 \n  \n\n31 მარტი – საჯარო ლექცია „ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ქალები”\n\nდრო: 31 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია \nვრცლად – http://bit.ly/2Vwy4Iq \n  \n2020 წელი \n\n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-istoriis-thve-2020-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56308.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200227T144700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200227T144700
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200227T104725Z
LAST-MODIFIED:20240201T115155Z
UID:10000855-1582814820-1582814820@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:12 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით\, ბაკურიანში გაიმართება ინოვაციური სტარტაპების ბანაკი სტუდენტებისთვის. ბანაკის ორგანიზატორია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო. ბანაკი მსოფლიო ბანკის \,\,ეროვნული ინოვაციური ეკოსისტემის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. \nპროექტს ახორციელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ჯეოლაბი\, ინოვაციური განათლების ფონდი და ედისონი. \nბანაკის მთავარი სალექციო თემა იქნება ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია. \nსტუდენტები ასევე შეისწავლიან მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის საკითხებს. ადგილობრივი და უცხოელი გამოცდილი მენტორების დახმარებით სტუდენტები გუნდურად იმუშავებენ ინოვაციური ბიოტექნოლოგიური იდეების შექმნაზე.\nბანაკის დასრულების შემდგომ GITA და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორი ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი აქტიურად იმუშავებენ მსურველ სტუდენტებთან იდეების ხელშესახებ „პროდუქტად“ გარდასაქმნელად. \nვის შეუძლია მონაწილეობა: \nსაქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიოლოგიის\, ბიოქიმიის\, მედიცინის\, კომპიუტერული მეცნიერებების\, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების სტუდენტებს. მონაწილე სტუდენტები შეირჩევიან მათი გამოცდილებისა და მოტივაციის მიხედვით. \nმონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია მოცემული ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/KAsN5CWsBrDyd69FA \nშეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: bootcamp@gita.gov.ge  \nსამუშაო ენა: ქართული და ინგლისური \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 მარტი\, 23:59 საათი . \nშენიშვნა! ბანაკში მონაწილეობისთვის სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე. მონაწილემ უნდა შეძლოს ინგლისურენოვანი ლექციის მოსმენა\, გააზრება და კომუნიკაციაში ჩართვა. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inovatsiuri-startapebis-banaki-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56279.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200226T133700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200226T133700
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200226T093715Z
LAST-MODIFIED:20240201T115158Z
UID:10000858-1582724220-1582724220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „შედარებითი ლიტერატურის კრებული 2. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 თებერვალს\, პარასკევს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი და კვლევითი ცენტრი „რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი“ გიწვევთ კრებულის „შედარებითი ლიტერატურის კრებული 2. შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე“ პრეზენტაციაზე. \nკრებულში შესულია ქართველი და უცხოელი მეცნიერების 30-ზე მეტი სტატია ქართულ\, ფრანგულ\, ინგლისურ ენებზე. ის აერთიანებს 2018 წლის ოქტომბერში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალებს. \nკრებულის რედაქტორები არიან: მზაღო დოხტურიშვილი\, ბელა წიფურია\, ალექსი ნუსელოვიჩი\, ზაალ ანდრონიკაშვილი \nშავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე  \nშედარებითი ლიტერატურის მოწოდებაა\, გათავისუფლდეს ეროვნული ნიშნით დაყოფისაგან\, მაგრამ მან ეს ხანგრძლივი გზის გავლის შემდეგ იტვირთა. საწყის ეტაპზე იცავდა და ადარებდა ეროვნული ლიტერატურული ტრადიციებისაგან შედგენილ ერთობლიობებს\, რომლებიც ერთმანეთისგან ენებით იყო გამოყოფილი. მხოლოდ მეორე ეტაპზე\, ახლახანს\, გათავისუფლდა ამ შეზღუდვებისგან და უფრო მეტად დაინტერესდა ფორმებისა და იდეების ცირკულაციითა და გადაცემით. ეს ერთგვარი ტრანსნაციონალური პერსპექტივაა\, რომელიც\, დაეყრდნობა რა ახალ მეთოდოლოგიას\, კიდევ უფრო შორს შეიძლება წავიდეს\, თუ დაისახავს პოსტ-ტრანსნაციონალურ მიზანს. \nამ განახლების ცნებით ინსტრუმენტებს შორის ფიგურირებს „ლიტერატურული სივრცის“ კონცეპტი\, რომელიც შთაგონებულია დეტერიტორიალიზაციის დელეზისეული ნააზრევითა და ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა ნაშრომით. ლიტერატურული სივრცე\, რომელიც მოიაზრება გეოგრაფიისა და ისტორიის გადაკვეთაზე\, მოიცავს მრავალ ლიტერატურასა და მრავალ ენას რეგიონულ თუ ეროვნულ დონეზე\, რომლებსაც ერთმანეთთან აახლოებს განხილული თემების\, გადმოცემული დისკურსებისა თუ გამოყენებული ფორმების გაზიარება. ამის მაგალითებს გვთავაზობს კარიბი\, ხმელთაშუა ზღვა თუ ბალკანეთი\, რომელთაგან პირველმა ორმა უკვე ისარგებლა ამგვარი ხედვით. \nშავი ზღვა და მისი აუზის ექვსი ქვეყანა (საქართველო\, თურქეთი\, ბულგარეთი\, რუმინეთი\, უკრაინა\, რუსეთი)\, მისი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქები\, მისი კულტურული მრავალფეროვნება და მისი ისტორია\, რომელიც ანტიკური ხანიდან იწყება\, შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის\, რომ ჩვენ ის ამ პერსპექტივაში შევისწავლოთ. \nწინამდებარე კრებულში გამოქვეყნებულია კვლევის პირველ ეტაპზე თბილისში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, 2018 წლის ოქტომბერში შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შავი ზღვა როგორც ლიტერატურული და კულტურული სივრცე მასალები\, რომლებიც წარმოადგენს ინტერდისციპლინურ კვლევებს დიაქრონიასა და სინქრონიაში შემდეგი სამი მიმართულებით: შავი ზღვა როგორც ლიტერატურული სივრცე და ნაციონალური /კულტურული იდენტობის ფორმირება; შავი ზღვის სივრცის რეპრეზენტაცია რელიგიურ-მითოლოგიურ და ისტორიულ ტექსტებში; შავი ზღვის კულტურული სემანტიკა – ლიტერატურული სივრცე და იმპერიული მემკვიდრეობა. \n  \nდრო: 28 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-shedarebithi-literaturis-krebuli-2-shavi-zghva-rogorts-literaturuli-da-kulturuli-sivrtse-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56261.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200220T123600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200220T123600
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200220T083622Z
LAST-MODIFIED:20240201T115202Z
UID:10000861-1582202160-1582202160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნანა დიხამინჯიასა და ანა კორძაია - სამადაშვილის შეხვედრა აბიტურინეტებთან - ზუგდიდი\, 23 თებერვალი
DESCRIPTION:23 თებერვალს\, 13:00 საათზე\, ქალაქ ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი და ვიცერექტორი ნანა დიხამინჯია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ანა კორძაია-სამადაშვილი აბიტურიენტებთან  შეხვედრას გამართავენ და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავენ თემაზე: როგორ ავირჩიოთ პროფესია. \nლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს\, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს\, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. \nნანა დიხამინჯიას შესახებ  \nნანა დიხამინჯია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცერექტორი და ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის პროფესორია კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით. ის ამავდროულად ხელმძღვანელობს კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამას. ნანა პროფესიით მათემატიკოსია\, თუმცა ოც წელზე მეტია პროგრამირების მიმართულებით მუშაობს. \nანა კორძაია – სამადაშვილის შესახებ  \nანა კორძაია-სამადაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. ის პროფესიით ლიტერატურათმცოდნე და მრავალი პუბლიკაციის ავტორია. დღეს თავისუფალი ჟურნალისტის და მთარგმნელის სტატუსით თანამშრომლობს „ლიტერატურულ გაზეთთან“\, ლიტერატურულ ჟურნალებთან „არილი“ და „ახალი საუნჯე“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ გამოქვეყნებული მისი ტექსტები თარგმნილია ინგლისურ\, გერმანულ\, იტალიურ\, ესპანურ და შვედურ ენებზე. \nდამატებითი ინფორმაცია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თებერვლიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nმომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება. \nსაინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2RI4a0r \nშენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! \n#მევირჩევილიაუნის \n2020 წელი \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nana-dikhaminjiasa-da-ana-kordzaia-samadashvilis-shekhvedra-abiturinetebthan-zugdidi-23-thebervali/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56239.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200219T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200219T183000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200214T133628Z
LAST-MODIFIED:20240201T115205Z
UID:10000863-1582137000-1582137000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შესაძლებელია თუ არა ფრანგული ლაიციზმის ექსპორტირება?
DESCRIPTION:19 თებერვალს\, 18:30 საათზე\, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მოხსენება-დებატებს გამართავენ სორბონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები პიერ-ანრი ტოვოიო და ჟან-კასიან ბიიე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სოფიკო ზვიადაძე. \nლექციის შესახებ:  \n „ფრანგული ლაიციზმი“ არაერთმნიშვნელოვანი ტერმინია. მნიშვნელოვანია იმის გარკვევა\, თუ რას აღნიშნავს ის _ ლაიციზმი ფრანგული მოდელითაა განსხეულებული თუ ლაიციზმის მრავალ მოდელთაგან ფრანგული მხოლოდ ერთ-ერთია? ამ საკითხის გამოკვლევა განსაზღვრავს „ფრანგული ლაიციზმის“ ექსპორტირების შესახებ შეკითხვასაც. პირველ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ფიქსირებული მოდელის გადატანაზე\, რომელსაც\, ცხადია\, უნივერსალურობის პრეტენზია აქვს\, თუმცა ამავე დროს საფრანგეთის კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტთანაა დაკავშირებული. პოლიტიკური სამართლიანობის იდეალიდან გამომდინარე\, ამგვარი ავტომატური გადატანა არც შესაძლებლად გვესახება და არც სასურველად. მეორე შემთხვევაში კი საჭიროა განვიხილოთ ლაიციზმის მოქნილობა\, რომელიც მისი კონტექსტუალიზაციის შესაძლებლობას უშვებს და პოლიტიკური სამართლიანობის იდეალთან კავშირში არტიკულირდება. \nმომხსენებლები: \nჟან-კასიენ ბიიე\, პოლიტიკური ფილოსოფიის პროფესორი\, სორბონის უნივერსიტეტი \nპიერ-ანრი ტავუაიო\, ფილოსოფიის კოლეჯის თავმჯდომარე\, ფილოსოფიის პროფესორი\, სორბონის უნივერსიტეტი \nსოფიკო ზვიადაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კულტურისა და რელიგიის კვლევების მიმართულებით \nთარგმანი და მოდერაცია: ელენე ლადარია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი \nშეხვედრა შედგება ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით. \n  \nდრო: 19 თებერვალი\, 18:30 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი \,\,ლიგამუსი” \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shesadzlebelia-thu-ara-phranguli-laitsizmis-eqsportireba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56200.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200219T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200219T150000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200211T115148Z
LAST-MODIFIED:20240201T115208Z
UID:10000866-1582124400-1582124400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ კახა ბიწკინაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:19 თებერვალს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ კახა ბიწკინაშვილის სადისერტაციო ნაშრომის „პროცესირების გავლენა გენმოდიფიცირებული და არამოდიფიცირებული მცენარეების დეტექციაზე საკვებში“ დაცვა.  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-kakha-bitskinashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56128.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200214T180000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200213T070446Z
LAST-MODIFIED:20240201T115211Z
UID:10000868-1581703200-1581703200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ
DESCRIPTION:14 თებერვალს\, პარასკევს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E206 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. \n\n შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: \nსაგარეო ურთიერთობების სამსახური\n➳ ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\, ოთახი E208\n☏ 995 322 220009-367\n✉ erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-programis-shesakheb-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56086.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200214T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200214T170000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200207T092609Z
LAST-MODIFIED:20240201T115216Z
UID:10000871-1581699600-1581699600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კატარინა შიდლოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:14 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარი\, დოქტ. კატარინა შიდლო წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „გაყიდვების სფეროში მუშაობის შუა საუკუნეების ისლამური სტილი. ისლამურ ეკონომიკაში ზოგიერთი ყველაზე საკამათო  კომუტატური კონტრაქტის მოკლე ისტორია“. \nდოქტ. კატარინა შიდლო\, ვარშავის სოციალური და ეკონომიკური კვლევითი ცენტრის შუა აღმოსავლეთისა და ჩრდ. აფრიკის დეპარტამენტის დირექტორი\, \nგ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული მკვლევარია. \nთემის მოკლე მიმოხილვა  \nBayʿsalam/salaf – საქონლის  გაყიდვა შემდგომ მიწოდებით და ადგილზე გადახდით\, უეჭველად წარმოადგენს ისლამურ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე კურიოზული კომუტატიური კონტრაქტის სახეობას. ისეთი საქონლის გაყიდვა\, რომელსაც არ ფლობს გამყიდველი\, რაც უმეტესწილად  გამოწვეულია იმით\, რომ საქონელი კონტრაქტის დადების დროს ჯერ კიდევ არ არის შექმნილი\, წესით აკრძალული უნდა ყოფილიყო სამართლებრივი თვალსაზრისით. თუმცა სწავლულ-იურისტთა უმეტესობა salam-ის ტიპის კონტრაქტს დასაშვებად მიიჩნევს მუჰამადთან დაკავშირებული ერთ-ერთი ჰადისიდან (გადმოცემიდან) გამომდინარე. \nმომხსენებელი განხილავს bayʿsalam-ის შესახებ კოლექტიური განსჯის პროცესს\, რის შედეგადაც ის ისლამური ფინანსური კონტრაქტების ერთ-ერთ გამორჩეულ სახეობად იქცა. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 17.00-18.30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 201 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-katarina-shidlos-sajaro-leqtsia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56104.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200214T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200214T150000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200211T113242Z
LAST-MODIFIED:20240201T115221Z
UID:10000874-1581692400-1581692400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ თამარ გაჩეჩილაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:14 თებერვალს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ გაჩეჩილაძის სადისერტაციო ნაშრომის „მაგნიტური როსბის ტალღები მზეზე“ დაცვა. \nდრო: 14 თებერვალი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  G106 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-thamar-gachechiladzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56127.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200213T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200213T160000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200210T074840Z
LAST-MODIFIED:20240201T115223Z
UID:10000876-1581609600-1581609600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსიები საგანმანათლებლო პოლიტიკის შესახებ – „ფრეირე და კრიტიკული პედაგოგიკა“
DESCRIPTION:ინოვაციური განათლების კვლევითი ცენტრი იწყებს შეხვედრების ციკლს  „დისკუსიები საგანმანათლებლო პოლიტიკაზე”\, რომლის ფარგლებშიც სისტემატურად გამართავს დისკუსიებს საგანმანათლებლო პოლიტიკაზე. \nდისკუსიების ციკლი იწყება იმ ახალგაზრდა სპეციალისტებთან შეხვედრით\, რომლებმაც წარჩინებით დაასრულეს საქართველოსა და საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების მიმართულებით. შეხვედრებზე ახალგაზრდები დამსწრეთ გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას და ჩაერთვებიან ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკაში. \n13 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე: „ფრეირე და კრიტიკული პედაგოგიკა“. \nშეხვედრაზე წარდგებიან \n\n\nმარი გაბუნია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი/მაგისტრი და გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრი); \n\n\nნიკა მაღლაფერიძე (გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბაკალავრი და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრი). \n\n\nშეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმობა კრიტიკული პედაგოგიკის\, როგორც განათლების ფილოსოფიის თეორიული საფუძვლების\, და მისი მთავარი ღირებულებების განხილვას. აქცენტები გაკეთდება იმაზე\, რატომ არის განათლება პოლიტიკური აქტი და ძალაუფლებრივი დინამიკა როგორ არის წარმოდგენილი სასწავლო სივრცეში. \nმეორე ნაწილი მიეძღვნება კრიტიკული პედაგოგიკის სასკოლო კურიკულუმს და სწავლა-სწავლების პროცესში დანერგვის გზებსა და არსებულ მაგალითებს. განხილული იქნება\, როგორ შეიძლება მოვამზადოთ მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლის მიზნით.\n \nდრო:13 თებერვალი\, 16:00-18:00 სთ. \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) \nდასწრება თავისუფალია. \nთემის შესახებ ვრცელი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusiebi-saganmanathleblo-politikis-shesakheb-phreire-da-kritikuli-pedagogika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56113.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200213T150700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200213T150700
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200213T110728Z
LAST-MODIFIED:20240201T115226Z
UID:10000877-1581606420-1581606420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:The English Channel -Professional Skills Course
DESCRIPTION:The English Channel -Professional Skills Course \nCourse content \nIlia State University in collaboration with the British Council’s Creative Spark Programme announces The English Channel Professional Skills Course for the ISU students\, recent graduates and new entrepreneurs. \nThis content has been created for emerging young professionals and entrepreneurs\, and is based on business vocabulary\, common phrases\, and useful structures\, which are intended to equip the user to communicate in both international and professional contexts. \nEach unit has a contemporary\, real-life focus on new developments in the world of work\, and also offers advice from recognised professional experts in business skills and professional careers. \nAll content is provided by partners who number top start-ups\, universities\, and creative companies. \nFunctionality and interactions \nThe English Channel curates the best of professional and entrepreneurial content from its partners who lead in the field\, and through these presents authentic\, real examples of the English language in use\, as well as real-world business and career tips. \nViewers interact with these videos and\, through exercises created by experts\, enhance their language skills and aid their retention of the actionable content. \nVideos in the course units have been chosen for both their suitability as language presentation contexts and for their relevant content for users who wish to examine different business and entrepreneurial strategies. \nIn this twenty hour course the twenty units complement the videos and interactive content found within the learning packs. \nAs the course progresses\, new language is introduced\, and previous language revised\, ensuring that the content of lessons is easy to recall and use. \nLearning Outcomes \nThis is an English for specific purposes course in a professional-skills context\, combined with interactive pedagogy and authentic content\, taking the user from A2 to B1 in terms of language use and skills-development. \nEach unit has a contemporary\, real-life focus on new developments in the world of work\, as well as offering advice from recognised professional experts in business skills. \nAfter each unit\, users will find their vocabulary and command of key structures growing in sophistication. \nBy the end of the course\, users will have significantly developed their language skills\, and will also be able to speak confidently about the modern world of work and their own ambitions and plans for career progress. \nBriefing webinars \nIntroducing the contents of the course \nShowing how best to complete the material \n\n17 February 2020 / Monday \n\n10:00 CET \nLink for the registration: https://zoom.us/webinar/register/WN_IqPAFKXhTrSMNN5ifXQ8dQ \n\n18 February 2020 / Tuesday\n\n12:00 CET \nLink for the registration: https://zoom.us/webinar/register/WN_TZTwTBCIRNyR0Khq48zdyQ \n\n19 February 2020 / Wednesday\n\n14:00 CET\n \nLink for the registration: https://zoom.us/webinar/register/WN_5qGtvt4jTWKNVsrIi76WPA \n  \nFor further information please visit: \nhttps://theenglishchannel.britishcouncil.org/professional-skills  \nFor Questions: zoomout@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/the-english-channel-professional-skills-course/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56150.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200212T180000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200210T073741Z
LAST-MODIFIED:20240201T115230Z
UID:10000879-1581530400-1581530400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური მუსიკის სტუდენტური გუნდის კონცერტი
DESCRIPTION:12 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის მე-16 საანგარიშო კონცერტი. \nგუნდი 2012 წელს ჩამოყალიბდა. მას შემდეგ გაზაფხულის და შემოდგომის სემეტრებში მართავს საანგარიშო კონცერტებს ყოველთვის ახალი რეპერტუარით. გუნდის შემადგენლობა ყოველ სემესტში ახლდება\, ამიტომ კონცერტებში უკვე 150-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. რეპერტუარშია ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები\, ასევე სრულდება საგალობლის\, დასაკრავის და უცხოური ფოლკლორის ნიმუშები. \nგუნდის ხელმძღვანელია ეთნომუსიკოლოგი\, პროფესორი თამაზ გაბისონია. \nაღსანიშნავია\, რომ გასული წლის მაისში ილიაუნის სტუდენტურმა გუნდმა რესპუბლიკურ საგუნდო კონკურსზე ორი პირველი ადგილი (სიმღერისა და საგალობლის ნომინაციებში) და ოქროს და ვერცხლის მედლები აიღო. \nგელით! \nდრო: 12 თებერვალი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-musikis-studenturi-gundis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56112.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200210T143000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200210T143000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200113T093315Z
LAST-MODIFIED:20240201T115234Z
UID:10000881-1581345000-1581345000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი Grounded Theory დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლა სთავაზობს დოქტორანტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს ვორკშოპს ე.წ. დაფუძნებული თეორიის (Grounded Theory – GT) შესახებ. ვორკშოპის მონაწილეები ინტერაქციულად შეისწავლიან GT-ის მეთოდოლოგიის ძირითად იდეებსა და ცნებებს\, გაეცნობიან მათ თეორიულსა და პრაქტიკულ ასპექტებს. ვორკშოპის პირველ ეტაპზე ვიმსჯელებთ GT-ის ფილოსოფიურ საფუძვლებსა და მის მთავარ მეთოდოლოგიურ პერსპექტივებზე\,  მომდევნო ეტაპზე განვიხილავთ დაფუძნებული თეორიის კვლევითი ფორმატის ძირითად თავისებურებებს\, მათ შორის საკვლევი კითხვების ჩამოყალიბებას ღიაობის მოთხოვნის შესაბამისად. მესამე ეტაპზე კი გავაანალიზებთ იმ გამოწვევებსა და სირთულეებს\, რომლებმაც შეიძლება იჩინოს თავი კვლევით პრაქტიკაში. ავხსნით დაფუძნებული თეორიის ისეთ ცნებებს\, რომლებიც შეიძლება ბუნდოვნად გვეჩვენებოდეს\, ამგვარია\, მაგალითად\, „მონაცემთა სატურაცია“ და „თეორიული სამპლინგი“. \nვორკშოპის დასრულების შემდეგ დასწრების სერთიფიკატი გაიცემა ყველა მონაწილეზე. \nწინასწარ წასაკითხი სავალდებულო ლიტერატურა: Corbin\, Juliet/Strauss\, Anselm (1990): Grounded Theory Research. Procedures\, Canons\, and Evaluation Criteria. In: Qualitative Sociology 13/1\, pp 3-21. ტექსტი ხელმისაწვდომი გახდება მსურველებისთვის რეგისტრაციის შემდეგ. \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, E 207 აუდიტორია\,ქ\,  ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5\, 0162 თბილისი \nთარიღები და დროები:  \n\nორშაბათი\, 10 თებერვალი\, 2020; 10:00-დან 14:30 საათამდე\nსამშაბათი\, 11 თებერვალი\, 2020; 10:00-დან 14:30 საათამდე\nოთხშაბათი\, 12 თებერვალი\, 2020; 10:00-დან 14:30 საათამდე\n\nხელმძღვანელი: დოქ. ივონ ფრანკე (გიოტინგენის გეორგ-ავგუსტის უნივერსიტეტი\, სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nმონაწილეთა რაოდენობა: 20 \nრეგისტრაცია: წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა და მოქმედებს პრიორიტეტის პრინციპი. სარეგისტრაციო ვადის ბოლო დღეა 2020 წლის 5 თებერვალი\, 18:00. გთხოვთ\, დარეგისტრირდეთ ონლაინანკეტის მეშვეობით: https://forms.gle/Y8yXk6bMHTJ5D3LZ8  \n\n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-grounded-theory-doqtorantebisa-da-akhalgazrda-mkvlevrebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55758.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200207T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200207T160000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200205T131606Z
LAST-MODIFIED:20240201T115237Z
UID:10000883-1581091200-1581091200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის შესახებ
DESCRIPTION:7 თებერვალს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E206 აუდიტორიაში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებისათვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესაძლებლობების შესახებ. \n\nშეკითხვების შემთხვევაში\, დაუკავშირდით: \nსაგარეო ურთიერთობების სამსახური\n➳ ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E208\n☏ 995 322 220009-367\n✉ erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-programis-shesakheb-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56086.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200207T132200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200207T132200
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200207T092207Z
LAST-MODIFIED:20240201T115240Z
UID:10000887-1581081720-1581081720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დრამზე დაკვრის მსურველთათვის
DESCRIPTION:2020 წლის 1-ლი მარტიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო კურსზე „დრამზე დაკვრის საფუძვლები“. \nკურსზე დაიშვება დრამზე დაკვრის ნებისმიერი მსურველი 8 წლიდან. მიღების პირობა მუსიკალური სმენა და რიტმის შეგრძნებაა. კურსის წამყვანია ცნობილი მუსიკოსი და გამოცდილი პედაგოგი ლაშა სხილაძე\, რომელსაც არაერთი ცნობილი დრამერი ჰყავს აღზრდილი. კურსი 12-კვირიანია\, კვირაში ორი ერთსაათიანი მეცადინეობა გაიმართება. \nკურსის სრული საფასურია 480 ლარი (საათი – 20 ლარი). კურსზე დარეგისტრირება შეგიძლიათ 25-29 თებერვალს. დარეკეთ 555 004352 ან იხილეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ფეისბუქი. \nგელით! \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dramze-dakvris-msurvelthathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/02/56103.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200205T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200205T170000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200131T080950Z
LAST-MODIFIED:20240201T115245Z
UID:10000889-1580922000-1580922000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – შეხვედრა მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან
DESCRIPTION:5 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გაიმართება შეხვედრა მწერალ თეონა დოლენჯაშვილთან. სტუმარი წაიკითხავს ფრაგმენტებს თავისი ნაწარმოებებიდან და ისაუბრებს ლიტერატურის შესახებ. \nსაქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით საქართველო მეხუთედ შეუერთდება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს. \nწიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის შესახებ \nწიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ორგანიზაცია „Litworld”-ის მიერ ინიცირებული მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მასში მონაწილეთა რაოდენობა 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე აღწევს. საქართველოში ეს დღე 2016 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია. პროექტის ფარგლებში იგეგმება უამრავი ღონისძიება ქვეყნის მასშტაბით. მთელი დღის მანძილზე თანამედროვე ქართველი მწერლები სტუმრობენ სკოლებს\, უნივერსიტეტებს\, ბიბლიოთეკებსა და სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დაწესებულებას\, საუბრობენ წიგნიერების მნიშვნელობაზე და საჯაროდ კითხულობენ ნაწარმოებებს. \nდრო: 5 თებერვალი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-sajarod-kithkhvis-msophlio-dghe-shekhvedra-mtseral-theona-dolenjashvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55961.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200205T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200205T130000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200131T122710Z
LAST-MODIFIED:20240201T115248Z
UID:10000890-1580907600-1580907600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ თამარ გამყრელიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:5 თებერვალს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (მის.: ი.ჭავჭავაძის გამზირი N32) გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერდისციპლინური სადოქტორო პროგრამის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების დოქტორანტ თამარ გამყრელიძის სადისერტაციო ნაშრომის “The Role of Europe in the Identity Formation of Post-Soviet Georgia” დაცვა. სამეცნიერო ხელმძღვანელი – გიორგი ნოდია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მიმართულების პროფესორი. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-thamar-gamqhrelidzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55968.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200203T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200203T190000
DTSTAMP:20260427T222808
CREATED:20200131T121034Z
LAST-MODIFIED:20240201T115251Z
UID:10000892-1580756400-1580756400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Საჯარო ლექცია „კრიზისული კომუნიკაცია ცვალებად საინფორმაციო გარემოში“
DESCRIPTION:3 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T 401 აუდიტორიაში  გაიმართება მეოთხე შეხვედრა ილიაუნის PR Talks-ისა\, რომელზეც ცნობილი სპიკერები\, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები\, ასევე სამთავრობო სტრუქტურების პროფესიონალები ისაუბრებენ კრიზისის დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სირთულეებსა და კონკრეტულ კამპანიებზე\, რომლებიც განახორციელეს 3 მიმართულებით: კრიზისის პრევენცია\, კრიზისული კომუნიკაცია და ზიანის შემცირება\, იმიჯისა და რეპუტაციის აღდგენა. \nთემა: „კრიზისული კომუნიკაცია ცვალებად საინფორმაციო გარემოში“  \nსაინფორმაციო გარემოს კომპლექსურობა კომუნიკაციის მენეჯერებს ყოველდღიურად აგდებს კრიზისულ ვითარებაში. დღეს კრიზისების მართვა საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგის ორგანული ნაწილია. ლექციაზე მიმოვიხილავთ კრიზისების კლასიფიცირებისა და მართვის თეორიებს\, მაგალითებს ქართული პრაქტიკიდან და ინდივიდუალური გამოცდილებიდან. \nსპიკერის შესახებ:  \nდავით ძიძიშვილი მედიის კვლევის დოქტორანტი და საზოგადოებრივი ურთიერთობათა მაგისტრია ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილებით საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების დაგეგმვის სფეროში (საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში). იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი\, ავტორი კურსისა „ჰიბრიდული ომი და პროცესები საინფორმაციო გარემოში“. დავით ძიძიშვილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების განყოფილების უფროსი\, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ინსტიტუციური განვითარების სამმართველოს უფროსი. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი – საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელია. \n  \nდრო: 3 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: T 401 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ajaro-leqtsia-krizisuli-komunikatsia-tsvalebad-sainphormatsio-garemoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/01/55967.png
END:VEVENT
END:VCALENDAR