BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20200101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200801T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200801T190000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200730T124453Z
LAST-MODIFIED:20240201T114640Z
UID:10000736-1596308400-1596308400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE: როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის – წლის ვირტუალური შეჯამება
DESCRIPTION:დასრულდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო არასტანდარტული და სირთულეებით აღსავსე სასწავლო წელი. ტრადიციულად\, ამ დროს ლისზე ვიკრიბებით ხოლმე ილიაუნის დაბადების დღის აღსანიშნავად\, კურსდამთავრებულებს კი ცერემონიით ვულოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. \nპანდემიამ ჩვენი გეგმები მხოლოდ გადაავადა – დიდი ზეიმი აუცილებლად გაგვაერთიანებს უსაფრთხო დროს\, ჩვენი ვარაუდით\, არა უგვიანეს გაზაფხულისა\, 2020 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიასაც სრულფასოვნად გავმართავთ\, ამ დღესთან დაკავშირებულ ემოციებსაც ერთმანეთს არავირტუალურ გარემოში გავუზიარებთ\, ყოველგვარი 2-მეტრიანი ფიზიკური დისტანცირებისა და სხვა შეზღუდვების გარეშე. \nმანამდე კი თითოეულ თქვენგანს\, განსაკუთრებით კი  2020 წლის კურსდამთავრებულებს\, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე\, გვინდა სიმბოლურად\, ვირტუალურად მოგილოცოთ არასტანდარტული სასწავლო წლის დასასრული და გადაგიხადოთ მადლობა ამ რთულ პერიოდში თანამშრომლობისა და მეგობრობისათვის. \nდრო: 1-ლი აგვისტო\, შაბათი\, 19:00 \nფორმატი: FB Live \nგანრიგი: \n\nმილოცვა\nLive: ქართული როკ-ჯგუფი Bedford Falls ილიაუნის სტუდენტებისთვის\n\nადგილმდებარეობა: FB/Iliauni \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-rok-jguphi-bedford-falls-iliaunis-studentebisthvis-tslis-virtualuri-shejameba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57049.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200731T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200731T190000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200730T061242Z
LAST-MODIFIED:20240201T114648Z
UID:10000739-1596222000-1596222000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია:  „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nმეხუთე შეხვედრას გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხსიერების კვლევების კავკასიური ცენტრის დირექტორი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ თორია. \nთემა: „ნარატივები კონფლიქტზე „პოსტსიმართლის“ ეპოქაში: საქართველო რევიზიონისტული რუსეთის პირისპირ“ \nლექციის შესახებ  \nმომხსენებელი ისაუბრებს წარსულის ინსტრუმენტალიზაციისა და მეხსიერების პოლიტიკის თავისებურებზე თანამედროვე\, ე.წ. „პოსტსიმართლის“ (post-truth)\, ეპოქაში\, როდესაც „ისტორიული სიმართლესა“ თუ „ნამდვილ ისტორიაზე“ პოპულისტურმა აპელირებამ ახალ სიმაღლეებს მიაღწია. ყურადღება გამახვილდება სახელმწიფო პროპაგანდისა და პოლიტიკის კონტექსტში ისტორიის მიზანმიმართული დამახინჯების მექანიზმებზე\, კერძოდ\, აქცენტი გაკეთდება იმაზე\, თუ როგორ იყენებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვ. პუტინი ისტორიულ არგუმენტებს 2008 წლის აგვისტოში რუსული არმიის საქართველოში შემოჭრის ლეგიტიმაციისთვის. ასევე საუბარი შეეხება საქართველოს წარსულში პუტინის „ექსკურსიების“ სხვა დეტალებს. კონკრეტულად\, თუ რატომ მიიჩნევს და როგორ ამტკიცებს რუსეთის ლიდერი\, რომ ისტორიის გაკვეთილებმა უნდა გაფანტოს მითი საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის ისტორიული საფუძვლების შესახებ. მომხსენებელი ისაუბრებს აგრეთვე ქართულ ისტორიულ ნარატივზე\, რომლის ფარგლებში რუსეთთან კონფლიქტი კონცეპტუალიზებულია\, როგორც დაპირისპირება ყოფილ მეტროპოლიასა და კოლონიას შორის ამ უკანაკსკნელის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვისა და დასავლურ სივრცეში\, „ევროპულ ოჯახში“\, დაბრუნების აღსაკვეთად. \nმომხსენებლის შესახებ \n2006-2008 წლებში მალხაზ თორია ასწავლიდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ინსტიტუტში; 2006-2010 წლებში იყო  ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2014 წლებში – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი; 2014 წლიდან დღემდე არის ასოცირებული პროფესორი ისტორიის მიმართულებაზე და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის წევრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.  2015 წლიდან ხელმძღვანელობს ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის  მეხსიერების კვლევების კავკასიურ ცენტრს; რიგი პოსტსადოქტორო და კვლევითი სტიპენდიების (DAAD\, OSF\, Fulbright\, რუსთაველის ფონდი და სხვ.) ფარგლებში მუშაობდა კვლევით პროექტებზე  ისეთ აკადემიურ დაწესებულებებში\, როგორებიცაა : Central Europena University (ბუდაპეშტი\, უნგრეთი); Zentrum für Literatur-und Kulturforschung (ბერლინი\, გერმანია)\, The New School for Social Research (ნიუ იორკი\, აშშ)\, The Harriman Institute\, Columbia University (ნიუ იორკი\, აშშ);  UC Berkeley (ბერკლი\, აშშ)\, Mount Holyoke College (საუთ ჰედლი\, აშშ)\,   Humboldt University (ბერლინი\, გერმანია).  მის მიერ გაწეული კვლევის შედეგები აისახა  სხვადახვა  აკადემიურ ფორუმზე წარდგენილ მოხსენებებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში\, მათ შორის – საერთაშორისო რეფერირებად გამოცემებში გამოქვეყნებულ ნაშრომებში. \n  \nდრო: 31 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-narativebi-konphliqtze-postsimarthlis-epoqashi-saqarthvelo-revizionistuli-rusethis-pirispir/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57046.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200730T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200730T180000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200723T134713Z
LAST-MODIFIED:20240201T114644Z
UID:10000738-1596132000-1596132000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისტანციური ვორკშოპი „გენდერული საკითხების გაშუქების სტანდარტები მედიაში“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) – თანამშრომლობით\, მედიის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ ვორკშოპს გამართავს. \nმედიის მიერ გენდერული როლებისა და სტერეოტიპების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ამ საკითხების ეთიკური სტანდარტების შესაბამისად გაშუქება. \nვორკშოპზე\, რომელიც სპეციალურად მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა\, განვიხილავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის საქმიანობის ფარგლებში რა ხარვეზები გამოვავლინეთ გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გაშუქებისას და რა გაითვალისწინა მეორე მხარემ თვითრეგულირების ფარგლებში შეტანილი საჩივრების განხილვისას. \nშეხვედრაზე მიმოვიხილავთ საუკეთესო საერთაშორისო და შიდაგამოცდილებას\, ასევე ვიმსჯელებთ სტანდარტის ამაღლების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე. განსაკუთრებით კი ისეთი მგრძნობიარე თემების შემთხვევაში\, როგორებიც სექსუალური და ოჯახში ძალადობა\, გენდერული დისკრიმინაცია ან ფემიციდია.\nმედიას კრიტიკული როლი აქვს საზოგადოებაში გენდერული თანასწორობის გავრცელების თვალსაზრისით\, სწორედ ამიტომ ილიაუნის ადამიანის უფლებათა კლინიკისთვის მნიშვნელოვანია მედიის წარმომადგენლების უკუკავშირის მიღება. \nმომხსენებლები: \nთამარ კორძაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი\, ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;\nთამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი;\nნუცა მაზანაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის მკვლევარი. \nმოდერატორი: \nმარიამ მელქაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი \nდრო: 30 ივლისი\, 18:00 საათი \n* დისტანციური ვორკშოპი გაიმართება აპლიკაცია Zoom-ის ფორმატში. დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე: https://tinyurl.com/yycemzev \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/distantsiuri-vorkshopi-genderuli-sakithkhebis-gashuqebis-standartebi-mediashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/57002.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200727T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200727T170000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200721T102733Z
LAST-MODIFIED:20240201T114648Z
UID:10000740-1595869200-1595869200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-საინფორმაციო შეხვედრა: სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა
DESCRIPTION:27 ივლისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის შესახებ. \nპროგრამის შესახებ\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ახალი სადოქტორო პროგრამა დოქტორანტების მიღებას შემოდგომის სემესტრიდან დაიწყებს. \nპროგრამა აერთიანებს დარგში არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ცოდნას მასში ჩართული პროფესორებისა და საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს საშუალებით. \nპროგრამა გამოირჩევა ინტერდისციპლინური ორიენტაციით\, რაც უზრუნველყოფს დარგთაშორის დიალოგის განვითარებასა და კვლევითი საკითხების გაფართოებას. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გრძელვადიანი ეთნოგრაფიული კვლევის ტრადიციას\, თანამედროვე გლობალური პრობლემებისადმი კრიტიკულ თეორიულ მიდგომებსა და რეგიონული თუ ადგილობრივი ისტორიით ნასაზრდოებ ანალიზს. \nპროგრამაში ჩართულ პროფესორთა კვლევითი ინტერესები მოიცავს კრიტიკულ მიდგომებს თანამედროვე ანთროპოლოგიისადმი და მას აკავშირებს ფილოსოფიასთან\, ეთიკასთან\, პოლიტიკასთან\, სემიოტიკასთან\, ესთეტიკასთან\, ეკოლოგიასთან\, მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან\, ასევე აფექტის თეორიასთან\, ურბანულ\, ვიზუალურ და ჟღერადობის კვლევებთან. \nპროგრამა დოქტორანტს საშუალებას აძლევს მოიპოვოს ორმაგი ხარისხი კოტუტელის (თანახელმძღვანელობის) ფორმატის ფარგლებში და მიიღოს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს რჩევები კვლევის განვითარების პროცესში. \nპროგრამის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო წევრების შესახებ ინფორმაციისთვის იხ.: anthro.iliauni.edu.ge \nLive-საინფორმაციო შეხვედრაზე პროგრამის უნიკალურობაზე\, მის სტრუქტურაზე\, სწავლების მეთოდოლოგიაზე გესაუბრებიან: \n∙     თამთა ხალვაში – ასოცირებული პროფესორი\, პროგრამის ხელმძღვანელი. თამთა ხალვაშმა დოქტორის წოდება 2015 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში მიიღო. მანამდე ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მიწვეული დოქტორანტი იყო. 2016-2017 წლებში ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში ნიუ იორკის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტში პოსტდოქტორანტად მუშაობდა. \n∙    ქეთევან გურჩიანი – პროფესორი\, უმაღლესი განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (საქართველო) და ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგის უნივერსიტეტში (გერმანია) კლასიკური ფილოლოგიის და სიძველეთა კვლევების მიმართულებით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ანტიკური თეატრისა და რელიგიის ურთიერთმიმართების თემაზე. მოგვიანებით რელიგიის კვლევებმა მისი ინტერესი თანამედროვეობას დაუკავშირა და ამჟამად იკვლევს/ასწავლის კულტურული და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით. \n∙    ფლორიან მიულფრიდი – პროფესორი\, სოციალური ანთროპოლოგი. ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიაზე\, კერძოდ\, საქართველოზე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციის დაკავებამდე იყო ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის (გერმანია) ასისტენტ-პროფესორი\, მიწვეული პროფესორი ბრაზილიის კამპინას საჯარო უნივერსიტეტში\, მიწვეული მკვლევარი გერმანიის მაქს პლანკის სოციალური ანთროპოლოგიის ინსტიტუტში და ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. \n∙     ელენე გავაშელიშვილი – ასისტენტ-პროფესორი\, 2007 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 2018 წელს ამავე უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი სოციოლოგიის მიმართულებით.  მისი სადისერტაციო ნაშრომი „უშვილო ქალები საქართველოში: რელიგიურ აკრძალვებსა და სამედიცინო შესაძლებლობებს შორის“ ცდილობს ყოველდღიურ რელიგიურობას შეხედოს ანთროპოლოგიური პერსპექტივიდან. \n∙       მარიამ დარჩიაშვილი – ასისტენტ-პროფესორი\, 2008 წელს დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხური. 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო სოციოლოგიის მიმართულებით. მისი სადისერტაციო ნაშრომი შეისწავლის ნასაკირალში მცხოვრები მუსლიმი მესხების ეკონომიკურ და ყოველდღიურ პრაქტიკებს. \n∙      თამარ გეთიაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი\, სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამის ექსპერტი. \n\nგექნებათ შესაძლებლობა\, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას\, ვინც დაინტერესებული ხართ სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით\, 27 ივლისს\, 17:00 საათზე\, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 27 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-sainphormatsio-shekhvedra-sotsialuri-da-kulturuli-anthropologiis-sadoqtoro-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56962.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200723T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200723T170000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200720T122517Z
LAST-MODIFIED:20240201T114653Z
UID:10000742-1595523600-1595523600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კლასგარეშე საუბრები“ –„აზროვნება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში (XIX-XX საუკუნეები)“
DESCRIPTION:„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა\, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები\, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. \nმომხსენებლი: ბექა კობახიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nლექციის თემა: „აზროვნება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში (XIX-XX საუკუნეები)“  \nლექციასთან დაკავშირებით კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ წინასწარ ან ლაივის მიმდინარეობისას\, კომენტარების სახით. \nდრო: 23 ივლისი\, 17:00 საათი\nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლების კოალიციის\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა\, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა\, ხაშურის N1 საჯარო სკოლა\, ქუთაისის N33 საჯარო სკოლა\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა\, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ\, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა\, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა\, რუსთავის N4 საჯარო სკოლა\, მარნეულის N2 საჯარო სკოლა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/klasgareshe-saubrebi-azrovneba-thanamedrove-saqarthvelos-istoriashi-xix-xx-saukuneebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56954.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200720T160500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200720T160500
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200720T120530Z
LAST-MODIFIED:20240201T114656Z
UID:10000744-1595261100-1595261100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინტენსიური ონლაინ სტარტაპბუთქემფი
DESCRIPTION:ინტენსიური ონლაინ სტარტაპბუთქემფი \nმოკლე აღწერა \nინტენსიური ონლაინ სტარტაპბუთქემფი (ნაწილი 2) განკუთვნილია იმ სტუდენტებისთვის\, რომელთაც აქვთ ბიზნესიდეა და სურთ გახდნენ სტარტაპერები. ბუთქემფის დროს გამოყენებული იქნება იდეის მენეჯმენტის ბრიტანული ონლაინპლატფორმა\, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება იდეის განვითარებაში\, მომხმარებელთა პროფილების\, კონკურენტების ანალიზსა და ღირებულებების განსაზღვრაში. \nსტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და განივითარონ ბიზნესდაგეგმვის\, იდეების გენერაციისა და პიჩინგის პრაქტიკული უნარ-ჩვევები. \nბენეფიტები \nბუთქემფის მონაწილეები მიიღებენ 12-თვიან ექსკლუზიურ\, ულიმიტო და სრულიად უსასყიდლო წვდომას ბრიტანულ პლატფორმაზე\, რაც მათ საშუალებას მისცემს განავითარონ და დაამუშავონ ბიზნესიდეები და დატესტონ ბაზარზე გასვლის სტრატეგია. \nდრო \n31 ივლისი\, 15:00-17:00 საათი \n3 აგვისტო\, 12:00-14:00 საათი  \nსამიზნე აუდიტორია \nსტუდენტები\, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით. \nამოცანები: \n\n შემოქმედებით ინდუსტრიებში სატარტაპების შესახებ სტუდენტების ცოდნის ამაღლება-განვითარება;\n შემოქმედებით ინდუსტრიებში ბიზნესის დასაწყებად სტუდენტებისთვის საჭირო უნარების განვითარება;\n პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ შესახებ ცნობადობის ამაღლება და მეწარმეობის პოპულარიზაცია.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/LxCUYZ2tJN2pPkCd8  \nბუთქემფს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის ლექტორი ლორენ დევისი. \nრეგისტრაციის ვადა: 28 ივლისი\, 23:59 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/intensiuri-onlain-startapbuthqemphi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56952.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200717T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200717T160000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200715T120336Z
LAST-MODIFIED:20240201T114700Z
UID:10000747-1595001600-1595001600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-ციკლი – შეხვედრები მშობლებთან: „ორმხრივი რეგულაცია და თვითრეგულაცია“
DESCRIPTION:17 ივლისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „ორმხრივი რეგულაცია და თვითრეგულაცია“. \nშეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ადრეული ჩარევის სპეციალისტი თინათინ ავსაჯანიშვილი. \nდრო: 17 ივლისი\, 16:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. \nშეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n \n  \n\n\n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-tsikli-shekhvedrebi-mshoblebthan-ormkhrivi-regulatsia-da-thvithregulatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56942.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200714T065235Z
LAST-MODIFIED:20240201T114703Z
UID:10000749-1594837800-1594837800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბრიტანეთში გამომავალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის Caucasus Survey სპეციალური ნომრის \,\,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:2018 წლის 24 მაისს კარლის უნივერსიტეტში (პრაღა) გაიმართა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მომხსენებელთა შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და ლექტორები (ადრიან ბრისკუ\, ტიმოთი ბლაუველტი\, სარა სლაი და ბექა კობახიძე). აღნიშნულ მოხსენებათა პუბლიკაციას კავკასიის რეგიონის მიმოხილვით დაკავებულმა ერთ-ერთმა მთავარმა ჟურნალმა Caucasus Survey (Routledge\, Oxford) დაუთმო სპეციალური ნომერი\, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. \n15 ივლისს\, 18:30 საათზე\, ადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტისა (პრაღა) და\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, წარადგენს აღნიშნულ გამოცემას. \nჟურნალის სპეციალური ნომრის წარდგენა დაგეგმილია კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტისა (ARISC) და ამერიკული საბჭოების (American Councils) თბილისის სამუშაოების პროექტის 2020 წლის საგაზაფხულო სერიის (Works-in-Progress series) მე-15 სესიის ფარგლებში. წელს სერიების 10 წლისთავი აღინიშნება. \nამ კვირის მოხსენების წარდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ ახალ სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით იგეგმება. \nკორონავირუსით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სამუშაოების პროექტის სესია ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიების ბმულის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე georgia@arisc.org. \nმოხსენების შესახებ \n\,\,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ სპეციალური ნომრის მომზადება” \nადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტი\, პრაღა და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისი \nდრო: ოთხშაბათი\, 15 ივლისი\, 18:30 \n1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე მოკლე პერიოდში მე-20 საუკუნის დასაწყისის სომხეთის\, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოწინავე პოლიტიკურმა ჯგუფებმა\, ამიერკავკასიის კომისარიატის და მომდევნო თვეებში სეიმის ერთობლივი ფედერაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ\, დამოუკიდებელი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (ადფრ) გამოაცხადეს. შიდა დაძაბულობის შედეგად ჩამოშლილი ცარისტული იმპერიის ნანგრევებიდან პირველი მსოფლიო ომით განპირობებულ ჯერ კიდევ რთულ გარემოში აღმოცენებული ადფრ-ი\, რომელიც ამავდროულად ოსმალების არმიის შემოსევისა და საბჭოთა რუსეთის მზარდი ამბიციის უშუალო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა\, იმ დროის აქტორებსა და მოგვიანებით რეგიონის მკვლევრებს უნიკალურ\, შემთხვევით და დანამდვილებით განუმეორებელ წარმონაქმნად ესახებოდათ. თუმცა\, მიუხედავად იმისა\, რომ ადფრ-ს ისტორიული აქტორები და მოგვიანებით რეგიონით დაინტერესებული ისტორიკოსები და მკვლევრები შემთხვევითი გარემოებების შედეგად წარმოშობილ უნიკალურ პოლიტიკურ ფენომენად წარმოადგენდნენ\, ამ დრომდე სისტემურად არ არის შესწავლილი მისი ჩამოყალიბების განმაპირობებელი გარემოებები\, პოლიტიკური დისკურსები\, რომლებიც აძლიერებდა ან\, პირიქით\, სადავოს ხდიდა მასთან დაკავშირებულ საკითხებს\, ასევე პოლიტიკური აქტორებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების/სახელმწიფოების პოზიციები. აღნიშნულის გათვალისწინებით\, სპეციალური ნომრის მიზანია რეგიონით დაინტერესებულ მკითხველებს შესთავაზოს ადფრ-ის ყოვლისმომცველი ისტორიული მიმოხილვა ერთდროულად რამდენიმე პერსპექტივიდან\, რაც შემდეგ ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემით იქნება შესაძლებელი: რას წარმოადგენდა ადფრ? ვინ და როგორ ჩამოაყალიბა იგი? შესაბამისი პოლიტიკური ძალებიდან რეალურად ვინ იყო დაინტერესებული ადფრ-ის არსებობით? \nჟურნალის Caucasus Survey სპეციალურ ნომერში გამოთქმულია მოსაზრება\, რომ გარდა ადფრ-ის უნიკალურობისა და შემთხვევითობისა\, რაც ხაზგასმულია ამ საკითხზე დღეისათვის არსებულ ლიტერატურაში\, აუცილებელია იმის აღნიშვნა\, რომ ყველა მხარეს/ძალას (ადგილობრივ აქტორებსა და დიდ სახელმწიფოებს) სხვადასხვა დროს საკუთარი მიზეზები და მოტივაცია ჰქონდა ადფრ-ის ან მისი ფედერაციული და კონფედერაციული ჩარჩოს არსებობის სასარგებლოდ. მათ ფართო და პოლიტიკურად გაერთიანებული რეგიონი (გეო)პოლიტიკურად\, განვითარების პერსპექტივითა და იდეოლოგიურად უფრო სიცოცხლისუნარიანად წარმოედგინათ\, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე. \nმოხსენებაში განხილული იქნება სპეციალური ნომრის მომზადებასთან დაკავშირებული გამოწვევები\, ასევე ის ძირითადი საკითხები და არგუმენტები\, რომელთა მკითხველისთვის გაცნობასაც ითვალისწინებს გამოცემა. \nადრიან ბრისკუ ინტელექტუალობის და შეპირისპირებითი ისტორიის სპეციალისტია. იგი პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და კავკასიის საკითხებზე მუშაობს. ამავდროულად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია შეპირისპირებითი ისტორიის მიმართულებით. ბრისკუს გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა იმპაქტ-ფაქტორიან და რეცენზირებულ ჟურნალში ევროპული იდენტობის\, პოლიტიკური ეკონომიკისა და მეცხრამეტე საუკუნის ოსმალეთისა და რუსეთის\, ასევე თანამედროვე ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის კონტექსტებში რეფორმებისა და იმპერიის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი ალბანეთსა და საქართველოზე ამახვილებს. ავტორია ორი მონოგრაფიისა: Bittersweet Europe: Albanian and Georgian Discourses on Europe\, 1878-2008 (New York: London\, Berghahn Books\, 2013) და Political Reform in the Ottoman and Russian Empires: A Comparative Approach (London: Bloomsbury Academics\, 2017). \n**** \nმიუხედავად იმისა\, რომ მოხსენება ვირტუალურ ფორმატში წარიმართება\, ჩეთამ ჰაუზის (Chatham House) წესების შესაბამისად\, რომელსაც სერიები ეყრდნობა\, მოხსენება არ ჩაიწერება. აქვე ვთხოვოთ სხვა მონაწილეებსაც\, თავი შეიკავონ მოხსენების ჩაწერის და/ან გავრცელებისგან. \n****\nსამუშაოების პროექტის სერია (WiP) მიმდინარე აკადემიური სადისკუსიო ლექციათა სერიაა\, რომელიც თბილისში\, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის ახალ შენობაში (ლიზიკო ქავთარაძის ქ. N16) ტარდება. პროექტი ხორციელდება კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების (ACTR/ACCELS) და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) თანაორგანიზებით.\nყველა სადისკუსიო შეხვედრა უფასოა და მასზე დასწრება ყველას შეუძლია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/britanethshi-gamomavali-retsenzirebadi-sametsniero-zhurnalis-caucasus-survey-spetsialuri-nomris-amierkavkasiis-demokratiuli-phederatsiuli-respublika-prezentatsia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200715T183000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200714T064742Z
LAST-MODIFIED:20240201T114706Z
UID:10000750-1594837800-1594837800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბრიტანეთში გამომავალი რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალის Caucasus Survey სპეციალური ნომრის \,\,ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:2018 წლის 24 მაისს კარლის უნივერსიტეტში (პრაღა) გაიმართა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია. მომხსენებელთა შორის იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის პროფესორები და ლექტორები (ადრიან ბრისკუ\, ტიმოთი ბლაუველტი\, სარა სლაი და ბექა კობახიძე). აღნიშნულ მოხსენებათა პუბლიკაციას კავკასიის რეგიონის მიმოხილვით დაკავებულმა ერთ-ერთმა მთავარმა ჟურნალმა Caucasus Survey (Routledge\, Oxford) დაუთმო სპეციალური ნომერი\, რომელიც მიმდინარე წელს გამოქვეყნდა. \n15 ივლისს\, 18:30 საათზე\, ადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტისა (პრაღა) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, წარადგენს აღნიშნულ გამოცემას.  \nჟურნალის სპეციალური ნომრის წარდგენა დაგეგმილია კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტისა (ARISC) და ამერიკული საბჭოების (American Councils) თბილისის სამუშაოების პროექტის 2020 წლის საგაზაფხულო სერიის (Works-in-Progress series) მე-15 სესიის ფარგლებში. წელს სერიების 10 წლისთავი აღინიშნება.  \nამ კვირის მოხსენების წარდგენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ ახალ სამაგისტრო პროგრამასთან თანამშრომლობით იგეგმება.  \nკორონავირუსით განპირობებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით სამუშაოების პროექტის სესია ვირტუალურად გაიმართება. ღონისძიების ბმულის მისაღებად მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე georgia@arisc.org.\n \nმოხსენების შესახებ \n„ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შესახებ სპეციალური ნომრის მომზადება“ \nადრიან ბრისკუ\, კარლის უნივერსიტეტი\, პრაღა\, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისი \nდრო: 15 ივლისი\, ოთხშაბათი\, 18:30 საათი \nსამუშაო ენა: ინგლისური \n1918 წლის 22 აპრილიდან 26 მაისამდე მოკლე პერიოდში მე-20 საუკუნის დასაწყისის სომხეთის\, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოწინავე პოლიტიკურმა ჯგუფებმა\, ამიერკავკასიის კომისარიატის და მომდევნო თვეებში სეიმის ერთობლივი ფედერაციული სტრუქტურების ჩამოყალიბების შემდეგ\, დამოუკიდებელი ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა (ადფრ) გამოაცხადეს. შიდა დაძაბულობის შედეგად ჩამოშლილი ცარისტული იმპერიის ნანგრევებიდან პირველი მსოფლიო ომით განპირობებულ ჯერ კიდევ რთულ გარემოში აღმოცენებული ადფრ-ი\, რომელიც ამავდროულად ოსმალების არმიის შემოსევისა და საბჭოთა რუსეთის მზარდი ამბიციის უშუალო საფრთხის წინაშე აღმოჩნდა\, იმ დროის აქტორებსა და მოგვიანებით რეგიონის მკვლევრებს უნიკალურ\, შემთხვევით და დანამდვილებით განუმეორებელ წარმონაქმნად ესახებოდათ. თუმცა\, მიუხედავად იმისა\, რომ ადფრ-ს ისტორიული აქტორები და მოგვიანებით რეგიონით დაინტერესებული ისტორიკოსები და მკვლევრები შემთხვევითი გარემოებების შედეგად წარმოშობილ უნიკალურ პოლიტიკურ ფენომენად წარმოადგენდნენ\, ამ დრომდე სისტემურად არ არის შესწავლილი მისი ჩამოყალიბების განმაპირობებელი გარემოებები\, პოლიტიკური დისკურსები\, რომლებიც აძლიერებდა ან\, პირიქით\, სადავოს ხდიდა მასთან დაკავშირებულ საკითხებს\, ასევე პოლიტიკური აქტორებისა და ძირითადი დაინტერესებული მხარეების/სახელმწიფოების პოზიციები. აღნიშნულის გათვალისწინებით\, სპეციალური ნომრის მიზანია რეგიონით დაინტერესებულ მკითხველებს შესთავაზოს ადფრ-ის ყოვლისმომცველი ისტორიული მიმოხილვა ერთდროულად რამდენიმე პერსპექტივიდან\, რაც შემდეგ ძირითად კითხვებზე პასუხის გაცემით იქნება შესაძლებელი: რას წარმოადგენდა ადფრ? ვინ და როგორ ჩამოაყალიბა იგი? შესაბამისი პოლიტიკური ძალებიდან რეალურად ვინ იყო დაინტერესებული ადფრ-ის არსებობით? \nჟურნალის Caucasus Survey სპეციალურ ნომერში გამოთქმულია მოსაზრება\, რომ გარდა ადფრ-ის უნიკალურობისა და შემთხვევითობისა\, რაც ხაზგასმულია ამ საკითხზე დღეისათვის არსებულ ლიტერატურაში\, აუცილებელია იმის აღნიშვნა\, რომ ყველა მხარეს/ძალას (ადგილობრივ აქტორებსა და დიდ სახელმწიფოებს) სხვადასხვა დროს საკუთარი მიზეზები და მოტივაცია ჰქონდა ადფრ-ის ან მისი ფედერაციული და კონფედერაციული ჩარჩოს არსებობის სასარგებლოდ. მათ ფართო და პოლიტიკურად გაერთიანებული რეგიონი (გეო)პოლიტიკურად\, განვითარების პერსპექტივითა და იდეოლოგიურად უფრო სიცოცხლისუნარიანად წარმოედგინათ\, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილები ცალ-ცალკე.  \nმოხსენებაში განხილული იქნება სპეციალური ნომრის მომზადებასთან დაკავშირებული გამოწვევები\, ასევე ის ძირითადი საკითხები და არგუმენტები\, რომელთა მკითხველისთვის გაცნობასაც ითვალისწინებს გამოცემა. \nადრიან ბრისკუ ინტელექტუალობის და შეპირისპირებითი ისტორიის სპეციალისტია. იგი პრაღის კარლის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია და კავკასიის საკითხებზე მუშაობს. ამავდროულად ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია შეპირისპირებითი ისტორიის მიმართულებით. ბრისკუს გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა იმპაქტ-ფაქტორიან და რეცენზირებულ ჟურნალში ევროპული იდენტობის\, პოლიტიკური ეკონომიკისა და მეცხრამეტე საუკუნის ოსმალეთისა და რუსეთის\, ასევე თანამედროვე ბალკანეთისა და სამხრეთ კავკასიის კონტექსტებში რეფორმებისა და იმპერიის შესახებ. განსაკუთრებულ ყურადღებას იგი ალბანეთსა და საქართველოზე ამახვილებს. ავტორია ორი მონოგრაფიისა: Bittersweet Europe: Albanian and Georgian Discourses on Europe\, 1878-2008 (New York: London\, Berghahn Books\, 2013) და Political Reform in the Ottoman and Russian Empires: A Comparative Approach (London: Bloomsbury Academics\, 2017). \n\nმიუხედავად იმისა\, რომ მოხსენება ვირტუალურ ფორმატში წარიმართება\, ჩეთამ ჰაუზის (Chatham House) წესების შესაბამისად\, რომელსაც სერიები ეყრდნობა\, მოხსენება არ ჩაიწერება. აქვე ვთხოვოთ სხვა მონაწილეებსაც\, თავი შეიკავონ მოხსენების ჩაწერის და/ან გავრცელებისგან.  \n\nსამუშაოების პროექტის სერია (WiP) მიმდინარე აკადემიური სადისკუსიო ლექციათა სერიაა\, რომელიც თბილისში\, კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის ახალ შენობაში (ლიზიკო ქავთარაძის ქ. N16) ტარდება. პროექტი ხორციელდება კავკასიის კვლევის რესურსების ცენტრის (CRRC)\, საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების (ACTR/ACCELS) და სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) თანაორგანიზებით. \nყველა სადისკუსიო შეხვედრა უფასოა და მასზე დასწრება ყველას შეუძლია.  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/britanethshi-gamomavali-retsenzirebadi-sametsniero-zhurnalis-caucasus-survey-spetsialuri-nomris-amierkavkasiis-demokratiuli-phederatsiuli-respublika-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56934.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200714T114600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200714T114600
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200714T073637Z
LAST-MODIFIED:20240201T114709Z
UID:10000753-1594727160-1594727160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კლასგარეშე საუბრები“ – „ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები“
DESCRIPTION:„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა\, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები\, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები.\n \nმომხსენებელი: სანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, უნილაბის დირექტორი\n\nლექციის თემა: „ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები“ \nლექციასთან დაკავშირებით კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ წინასწარ ან ლაივის მიმდინარეობისას\, კომენტარების სახით.   \nდრო: 16 ივლისი\,17:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლების კოალიციის\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა\, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა\, ხაშურის N1 საჯარო სკოლა\, ქუთაისის N33 საჯარო სკოლა\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა\, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ\, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა\, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა\, რუსთავის N4 საჯარო სკოლა\, მარნეულის N2 საჯარო სკოლა \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/klasgareshe-saubrebi-eleqtronuli-saganmanathleblo-resursebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56937.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200713T123900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200713T123900
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200713T083936Z
LAST-MODIFIED:20240201T114711Z
UID:10000755-1594643940-1594643940@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შემოგვიერთდით კოდირების ევროპულ ლიგაში!
DESCRIPTION:საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს მოსწავლეებთან ერთად გიწვევთ კოდირების ევროპულ ლიგაში მონაწილეობის მისაღებად! \nგახდით კრეატიულები\, წარმოგვიდგინეთ კოდირების ინოვაციური პროექტები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებითი\, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM გაკვეთილებისთვის. \nგანაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 1-ლი დეკემბერი. \nჩვენ ვეძებთ  \nთქვენ მიერ მოსწავლეებთან ერთად შემუშავებულ კოდირების პროექტებს. \nშეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული ინსტრუმენტები\, როგორებიცაა მიკროკონტროლერი (Arduino\, Raspberry Pi\, Calliope და ა.შ.) ან / და  სხვადასხვა პროგრამული გარემო და ენები (Snap !\, Scratch\, C ++ და ა.შ.). \nკატეგორიები: \n\nფუნდამენტური მეცნიერება ბინარული კოდირებით\n\nროგორ მუშაობს სამყარო ჩვენ გარშემო? მოსწავლეები ქმნიან სიმულაციებს\, აანალიზებენ და შეისწავლიან საბუნებისმეტყველო მოვლენებს ციფრული ხელსაწყოების გამოყენებით. \n\nსამყაროს მიკროკონტროლირება\n\nროგორ ვიყენებთ ციფრულ ხელსაწყოებს ჩვენ გარშემო სამყაროში ორიენტაციისთვის? მოსწავლეები გარემოსთან ურთიერთობის მიზნით შეიმუშავებენ დიზაინს\, იყენებენ კოდირებას და ქმნიან სხვადასხვა აპლიკაციას (ინტერნეტი\, ადამიანი-მანქანის ინტერფეისი\, დისტანციური კონტროლი და ავტომატიზაცია\, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.). \n\nგარემო 4.0\n\nროგორ გამოვიყენოთ ციფრული ხელსაწყოები ბუნებისა და გარემოს შესასწავლად და დასაცავად (სიმულაციის\, მიკროკონტროლერის\, სენსორების და ა.შ. გარემოსდაცვითი ასპექტების განხორციელება)? \nინსპირაცია  შეგიძლიათ იპოვოთ სასწავლო მასალაში „კოდირება STEM განათლებაში“. \nვის შეუძლია მონაწილეობა? \nდაწყებითი\, საბაზო და საშუალო საფეხურის STEM–ის მასწავლებელს თავის მოსწავლეებთან ერთად. \nროგორ მივიღოთ მონაწილეობა? \nგანახორციელეთ პროექტი მოსწავლეებთან ერთად და წარმოადგინეთ პოსტერისა და მოკლე ფილმის სახით ინგლისურ ენაზე. \nთქვენ უნდა გამოგზავნოთ: \n\nშევსებული აპლიკაციის დოკუმენტი (შესავსები აპლიკაციის ფორმა ჩამოტვირთეთ ოფიციალური გვერდიდან);\nპოსტერი (ციფრულ ფორმატში)\, რომელიც კარგად ასახავს სტუდენტების ჩართულობასა და განხორციელებულ პროექტს (ჩამოტვირთეთ პლაკატის შაბლონი და ინსტრუქციები ოფიციალური გვერდიდან);\nმოკლემეტრაჟიანი ფილმი (მაქსიმუმ 2.5 წუთი) სტუდენტების მიერ გაკეთებული თქვენი პროექტის შესახებ (ჩამოტვირთეთ ვიდეომოთხოვნები და ინსტრუქციები ოფიციალური გვერდიდან).\n\nშეგიძლიათ ვიდეო გაგზავნოთ Google Drive\, Wetransfer ან Dropbox გამოყენებით. \nპროექტი უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე : coding@science-on-stage.eu. \nგანაცხადების მიღების ბოლო ვადაა 1-ლი დეკემბერი 2020 წელი. \nგანაცხადებს შეაფასებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით: \n\nპროექტის ხარისხი (თემის აქტუალობა\, პროექტის მდგრადობა და მისი მასშტაბი\, დიდაქტიკური მიდგომა\,  მოსწავლეთა შეძენილი  ცოდნა და ა.შ.);\nკრეატიულობა (პროექტის ინოვაციურობა და დანერგვა);\nმოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა (კვლევაზე დაფუძნებული სწავლება\, გუნდური მუშაობა\, პროექტზე მუშაობა და ა.შ.);\nშედეგების პრეზენტაცია (პლაკატისა და ვიდეოს შინაარსი და ხარისხი).\n\nრა ხდება შემდეგ?  \nშემოსული აპლიკაციებიდან ჟიური შეარჩევს 10 საუკეთესო გუნდს (3 მოსწავლე და 2 მასწავლებელი თითო გუნდში). შერჩეული გუნდები წარადგენენ პროექტის შედეგებს საერთაშორისო ფინალზე. \nკოდირების ევროპული ლიგის ფინალი გაიმართება 2021 წლის გაზაფხულზე ტექნომუზეუმში\, ქალაქ მანჰაიმში (გერმანია). \nსაუკეთესო გუნდის არჩევისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია: კრეატიულობა\, მოსწავლეთა ჩართულობა\, პროექტის შინაარსი და შედეგების პრეზენტაცია. \nპრიზები \nგამარჯვებული მასწავლებლები 2022 წელს  Science On Stage-ის საერთაშორისო ფერსტივალში მიიღებენ მონაწილეობას. \nმოსწავლეებისთვის კი მზადდება სიურპრიზი! \nგისურვებთ წარმატებას! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shemogvierthdith-kodirebis-evropul-ligashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56929.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200710T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200710T160000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200707T124217Z
LAST-MODIFIED:20240201T114716Z
UID:10000757-1594396800-1594396800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-ციკლი – შეხვედრები მშობლებთან: „როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების იდენტიფიცირება“
DESCRIPTION:10 ივლისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემოციების იდენტიფიცირება“. \nშეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს აუტიზმის პროგრამის ქეისმენეჯერი თამარ გვალია. \n\nდრო: 10 ივლისი\, 16:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. \nშეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n \n\n\n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-tsikli-shekhvedrebi-mshoblebthan-rogor-vastsavloth-bavshvebs-emotsiebis-identiphitsireba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56902.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200710T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200710T150000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200702T083453Z
LAST-MODIFIED:20240201T114722Z
UID:10000760-1594393200-1594393200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა  EMC -ის აღმასრულებელ დირექტორთან-BOOSTER TALKS
DESCRIPTION:10 ივლისს\, პარასკევს\, 15:00 საათზე\, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება ორგანიზაცია EMC-ის აღმასრულებელიდირექტორი ლინა ღვინიანიძე. \nEMC– ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი\, დაარსებული 2013 წელს\, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციაა\, რომლის მიზანია თავისუფალი\, თანასწორი და სოლიდარული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა. \nBOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო\, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: \n\nEMC-ის საქმიანობა\, მისი ხედვები და სამუშაო მიდგომები;\nშესაძლებლობები\, რომელთაც EMC და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქმნიან სტუდენტებისთვის;\nგანათლებისა და დასაქმების პოლიტიკის გავლენა სტუდენტებსა და მათი განვითარების შესაძლებლობებზე.\n\nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 9 ივლისის 23:59 საათისა.  \nშეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. \nდრო: 10 ივლისი\, 15:00 საათი \nსარეგისტრაციო ფორმა \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-emc-is-aghmasrulebel-direqtorthan-booster-talks/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56892.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200709T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200709T170000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200707T095437Z
LAST-MODIFIED:20240201T114726Z
UID:10000762-1594314000-1594314000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კლასგარეშე საუბრები“ – „როგორ იქმნება სპექტაკლი“
DESCRIPTION:„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა\, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები\, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. \nმომხსენებლები: ნატალია თვალჭრელიძე\, ილიაუნის თეატრის ხელმძღვანელი\, დათო ველიჯანაშვილი\, ილიაუნის თეატრის მოწვეული მსახიობი\, მარიამ როინიშვილი\, ილიაუნის თეატრის მოწვეული მსახიობი \nლექციის თემა: „როგორ იქმნება სპექტაკლი“  \nლექციასთან დაკავშირებით კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ წინასწარ ან ლაივის მიმდინარეობისას\, კომენტარების სახით. \n  \nდრო: 9 ივლისი\,17:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლების კოალიციის\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა\, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა\, ხაშურის N1 საჯარო სკოლა\, ქუთაისის N33 საჯარო სკოლა\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა\, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ\, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა\, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა\, რუსთავის N4 საჯარო სკოლა\, მარნეულის N2 საჯარო სკოლა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/klasgareshe-saubrebi-rogor-iqmneba-speqtakli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56899.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200709T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200709T120000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200708T131329Z
LAST-MODIFIED:20240201T114730Z
UID:10000764-1594296000-1594296000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-გამოცხადება: გონკურის პრემიის 2019 წლის საქართველოს რჩეული ლაურეატი გამოვლინდება
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველო წელს პირველად შეუერთდა გონკურის პრემიის გამცემი ქვეყნების რიგებს. \n9 ივლისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქუთაისი)\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ფრანგული მედიათეკის სტუდენტური ჟიური დაასახელებს საქართველოში გონკურის პრემიის 2020 წლის ლაურეატს.   \nგონკურის ლიტერატურული პრემია\n \nგონკურის პრემია ყველაზე პრესტიჟული ფრანგული პრემიაა\, რომლითაც წლის საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანი ჯილდოვდება. პრემია პირველად 1903 წლის 21 დეკემბერს გაიცა. დაახლოებით 15 წელია\, რაც გონკურის პრემიის გაცემა შეუძლიათ სხვა ქვეყნებსაც. პირველი ამ ქვეყნებს შორის პოლონეთი იყო. მას ნელ-ნელა სხვა ქვეყნებიც შეუერთდნენ. წელს პირველად საქართველოშიც გაიცემა აღნიშნული პრემია.\n \nდრო: 9 ივლისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: FB LIVE (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი) \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-gamotskhadeba-gonkuris-premiis-2019-tslis-saqarthvelos-rcheuli-laureati-gamovlindeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56909.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200707T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200707T200000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200706T134344Z
LAST-MODIFIED:20240201T114650Z
UID:10000741-1594152000-1594152000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია: თანამედროვე რუსეთის სისტემური მახასიათებლები და მათი პარალელები/გავლენები პოსტსაბჭოთა საქართველოში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nმეორე შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი გამართავს. \nთემა: „თანამედროვე რუსეთის სისტემური მახასიათებლები და მათი პარალელები/გავლენები პოსტსაბჭოთა საქართველოში“ \nლექციის შესახებ:  \nგვსურს თუ არა\, რუსეთი ის რეგიონული მოთამაშე და დომინანტური ძალაა\, რომლის ანალიზის გარეშე საკუთარი ეროვნული ისტორიისა და დღევანდელობის გაგება შეუძლებელია. საქმე მარტო ის არ არის (თუმცა არც უმაგისობაა)\, რომ თანამედროვე ქართველი ერი რუსულ-საბჭოური იმპერიის წიაღში ჩამოყალიბდა იმ ფორმითა და ღირებულებათა სისტემით\, რომელიც მას დღეს აქვს. არც მარტო ის არის აღსანიშნავი\, რომ თანამედროვე რუსეთი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მთავარი საგარეო-პოლიტიკური გამოწვევაა. ვფიქრობ\, მნიშვნელოვანია\, გავიგოთ\, რატომ ხდება ასე\, რა შინაგანი სტრუქტურები თუ კულტურის ელემენტები მოქმედებს რუსეთში\, რომლებიც მას საქართველოსათვის მთავარ უსაფრთხოებით პრობლემად აქცევს. ამასთან\, და ზემოთქმულიდან გამომდინარე\, რუსეთის კვლევა ჩვენივე თავის გასაგებად გვჭირდება: ჯერ კომუნისტური\, შემდეგ კი პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციები რუსეთსა და საქართველოში (ისევე\, როგორც უკრაინაში\, სომხეთში და ა.შ.) დიდი მსგავსებით წარიმართა. დღევანდელი რუსული საზოგადოებრივი დისკურსის თუ ეკონომიკური სტრუქტურების ანალიზი აჩვენებს\, რომ\, მიუხედავად ჩვენს შორის არსებული სრული პოლიტიკური გაუცხოებისა\, იქ და აქ უამრავი საერთოა. ან ეს გაუცხოება არის კი თვისებრივი? ამ და სხვა მომიჯნავე თემებზე იქნება საუბარი ჩვენს ონლაინლექციაზე. \nმომხსენებლის შესახებ: \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, დავით დარჩიაშვილის აკადემიური ინტერესი ფოკუსირდება სოციალურ თეორიებზე\, მათი მეშვეობით თანამედროვე საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის ახსნაზე. იგი აგრეთვე კითხულობს ლექციებს ისტორიის თეორიაზე\, რუსეთის ისტორიაზე. საერთაშორისო და რეგიონულ უსაფრთოებაზე. წლების მანძილზე უშუალოდ მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. \n  \nდრო: 7 ივლისი\, 20:00 საათი \nადგილი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-thanamedrove-rusethis-sistemuri-makhasiatheblebi-da-mathi-paralelebi-gavlenebi-postsabtchotha-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56896.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200707T153700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200707T153700
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200703T133510Z
LAST-MODIFIED:20240201T114734Z
UID:10000766-1594136220-1594136220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა „ვისოლ ჯგუფის“ წარმომადგენელებთან – BOOSTER TALKS
DESCRIPTION:7 ივლისს\, სამშაბათს\, 15:00 საათზე\, BOOSTER Talks-ის სტუმრები იქნებიან „ვისოლ ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი თიკა ქერაშვილი და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სამსახურის უფროსი რუსკა კბილაშვილი. \n„ვისოლ ჯგუფი“ ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში\, რომელმაც ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ის ასევე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში\, \nBOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო\, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინ შეხვედრებს. \nმომხსენებელები განიხილავენ შემდეგ საკითხს – \ncovid 19 და შიდა კომუნიკაციის გამოწვევები „ვისოლ ჯგუფში“ \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 6 ივლისის 23:59 საათისა.  \nშეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. \nდრო: 7 ივლისი\, 15:00 საათი. \nსარეგისტრაციო ფორმა. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-visol-jguphis-tsarmomadgenelebthan-booster-talks/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56894.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200707T114500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200707T114500
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200630T074241Z
LAST-MODIFIED:20240201T114740Z
UID:10000769-1594122300-1594122300@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აკადემიური წერის პირველი ონლაინკონფერენცია
DESCRIPTION:ერაზმუს + პროექტის Assessment Tools for new learning environments in higher education institutions / ASSET („შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“) ფარგლებში გაიმართება აკადემიური წერის პირველი ონლაინკონფერენცია.\n\nკონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 7 ივლისს\, სამშაბათს. \nკონფერენციაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს\, ამისათვის საჭიროა მხოლოდ წინასწარი რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://store.macam.ac.il/en/store/confstudydays/ifaw-2020-11\n\nშეხვედრის პროგრამისა და დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://app.oxfordabstracts.com/events/1047/program-app/program \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akademiuri-tseris-pirveli-onlainkonpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56876.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200703T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200703T190000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200702T111441Z
LAST-MODIFIED:20240201T114744Z
UID:10000772-1593802800-1593802800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია – ნაპოლეონის აღმოსავლური ამბიციები: საქართველო და ევროპის სახელმწიფოთა ინტერესები ახლო აღმოსავლეთში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nსერიის მეორე შეხვედრას ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე გამართავს.  \nშეხვედრის თემა: „ნაპოლეონის აღმოსავლური ამბიციები: საქართველო და ევროპის სახელმწიფოთა ინტერესები ახლო აღმოსავლეთში“ \nლექციის შესახებ \nმეცხრამეტე საუკუნიდან მოყოლებული ევროპის სახელმწიფოები ერთ-ერთი ყველაზე რთული და ხანგრძლივი დიპლომატიური გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ – ეს იყო აღმოსავლეთის საკითხი\, რომელიც ოტომანების დასუსტებული იმპერიის წინააღმდეგ მათი კონკურენტული ინტერესების საფუძველზე წარმოიშვა. საფრანგეთის რევოლუციასა და ნაპოლეონის ომებს აღმოსავლეთში ევროპელთა ინტერესების ესკალაცია მოჰყვა. როდესაც\, ბრიტანეთში შეჭრის ნაცვლად\, ბონაპარტმა ეგვიპტის ლაშქრობა წამოიწყო\, რათა ინდოეთთან ბრიტანეთის კავშირი გაეწყვიტა\, ბრიტანეთმა და რუსეთმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს სამხედრო ხომალდები ხმელთაშუაზღვისპირეთში. მომდევნო ფართომასშტაბიანი კრიზისი ნაპოლეონის ომებმა გამოიწვია\, როდესაც საფრანგეთმა\, რუსეთმა და ბრიტანეთმა გააცნობიერეს\, რომ აღმოსავლეთში ინტერვენცია სერიოზულ საჭიროებად იქცა და მაქსიმალურად შეეცადნენ\, ადგილობრივი რეალობა თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ. \nპროფესორი ალექსანდრე მიქაბერიძე განიხილავს ევროპის სახელმწიფოთა ინტერესების დაპირისპირებას ოტომანების იმპერიასა და ირანში და საქართველოს როლსა და ადგილს ამ დაპირისპირებაში. როგორც უნდა განვსაზღვროთ აღმოსავლეთის საკითხი\, მან დიდი როლი ითამაშა ნოპოლეონის დიპლომატიაში. 1802 წელს\, ოტომანების იმპერიასთან დაზავების შემდეგ\, ნაპოლეონის მთავარი ამოცანა იყო\, მაქსიმალურად ესარგებლა შექმნილი სიტუაციით. თუმცა პორტე\, რომელსაც ნაპოლეონის ომების დასაწყისში ნეიტრალური პოზიცია ეკავა\, თანდათანობით რუსეთს დაუახლოვდა. ნეპოლეონმა დიდი ძალისხმევა გასწია\, რომ რუსეთ-თურქეთის კოალიცია დაეშალა და\, ამავე დროს\, ირანი მიემხრო. ამ ამოცანების განხორციელებას ხელი შეუწყო საფრანგეთის 1805 და 1806 წლების ბრწყინვალე გამარჯვებებმა. 1806 წელს ოტომანების იმპერიამ რუსეთს ომი გამოუცხადა და უცხოური ხომალდებისათვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები ჩაკეტა. ბრიტანეთმა თურქეთისათვის ხელის შეშლა სცადა\, თუმცა მისი 1807 წლის საზღვაო ოპერაცია მარცხით დასრულდა და ოტომანების იმპერია კვლავ საფრანგეთის მხარეს დარჩა. 1806 წელს ნაპოლეონმა ირანთან ფინკენშტაინის ხელშეკრულება გააფორმა\, რომლის თანახმად\, ირანი მას ინდოეთის ლაშქრობაში დაეხმარებოდა\, სამაგიეროდ\, საფრანგეთი აღიარებდა ირანის ინტერესებს საქართველოს მიმართ და საბრძოლო დახმარებას გაუწევდა რუსეთთან დაპირისპირებაში. ეს\, ერთი შეხედვით\, წარმატებული პოლიტიკა აღმოსავლეთში საგრძნობლად შეიცვალა და შესუსტდა\, როცა ნაპოლეონმა თავისი აღმოსავლელი პარტნიორებისგან პირი იბრუნა და რუსეთთან მოკავშირეობა გადაწყვიტა – ამ გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესი შედეგები მოჰყვა ყველა მონაწილე მხარისთვის. \nმომხსენებლის შესახებ: \nალექსანდრე მიქაბერიძე ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შრევეპორტი) სრული პროფესორი და ჯეიმს სმიტ ნოელის იშვიათი წიგნების კოლექციის კურატორია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი\, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაასრულა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. მას შემდეგ უკვე თითქმის ოცი წელია მოღვაწეობს აშშ-ში\, კითხულობდა ლექციებს ფლორიდისა და მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტებში\, აშშ-ის უმაღლეს სამხედრო საზღვაო კოლეჯსა და აშშ-ის სამხედრო აკადემიაში ვესტ-პოინტში; ავტორია რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის და ოცზე მეტი წიგნისა რომლებიც თარგმნილია რამდენიმე ენაზე. მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო აკადემიის (ვესტ პოინტის) ახალი სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოს შექმნაში. 2020 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა მისი ფუნდამენტური კვლევა – “The Napoleonic Wars: A Global History”\, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამჟამად ხელმძღვანელობს ნაპოლეონის ეპოქაზე კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ წამოწყებულ საგამომცემლო პროექტს\, რომელშიც მსოფლიოს 100-მდე ისტორიკოსია ჩაბმული.  \n  \nდრო: 3 ივლისი\, 19:00 საათი  \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-napoleonis-aghmosavluri-ambitsiebi-saqarthvelo-da-evropis-sakhelmtsiphotha-interesebi-akhlo-aghmosavlethshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56893.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200703T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200703T160000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200702T070420Z
LAST-MODIFIED:20240201T114750Z
UID:10000776-1593792000-1593792000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-ციკლი – შეხვედრები მშობლებთან: „როგორ ვუთხრათ ბავშვს\, რომ მას აუტიზმი აქვს“
DESCRIPTION:3 ივლისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „როგორ ვუთხრათ ბავშვს\, რომ მას აუტიზმი აქვს“. \nშეხვედრას ფასილიტაციას გაუწევს ქეისმენეჯერი თაკო ბიწაძე.\n \nდრო: 3 ივლისი\, 16:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. \nშეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-tsikli-shekhvedrebi-mshoblebthan-rogor-vuthkhrath-bavshvs-rom-mas-autizmi-aqvs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/07/56891.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200702T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200702T170000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200629T094738Z
LAST-MODIFIED:20240201T114753Z
UID:10000779-1593709200-1593709200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კლასგარეშე საუბრები“ – „კარგი წიგნი ყველა თაობის მკითხველისათვის"
DESCRIPTION:„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა\, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები\, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. \nმომხსენებელი: ანა კორძაია-სამადაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების პროფესორი \nლექციის თემა: „კარგი წიგნი ყველა თაობის მკითხველისათვის” \nლექციას მოისმენთ ვიდოჩანაწერის სახით. შეკითხვები დაგვიტოვეთ კომენტარებში და უახლოეს დღეებში გიპასუხებთ. \nდრო: 2 ივლისი\, 17:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლების კოალიციის\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა\, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა\, ხაშურის N1 საჯარო სკოლა\, ქუთაისის N33 საჯარო სკოლა\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა\, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ\, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა\, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა\, რუსთავის N4 საჯარო სკოლა\, მარნეულის N2 საჯარო სკოლა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/klasgareshe-saubrebi-kargi-tsigni-qhvela-thaobis-mkithkhvelisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56861.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200630T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200630T150000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200624T095537Z
LAST-MODIFIED:20240201T114756Z
UID:10000781-1593529200-1593529200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორთან – BOOSTER TALKS
DESCRIPTION:30 ივნისს\, სამშაბათს\, 15:00 საათზე\, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება საგარეო პოლიტიკის საბჭოს დირექტორი\, PHD და ილიაუნის ლექტორი გრიგოლ ჯულუხიძე. \nსაგარეო პოლიტიკის საბჭო დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრია\, რომელიც დაფუძნებულია თბილისში. 2018 წლიდან საბჭოს მისიაა მაღალი ხარისხის დამოუკიდებელი კვლევების ჩატარება და ამ კვლევებზე დაყრდნობით პოლიტიკოსებისთვის ინოვაციური\, პრაქტიკული რეკომენდაციების შეთავაზება. \nBOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო\, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხს – \nთანამედროვე ევროპულ და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი უნარები და გამოწვევები. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 29 ივნისის 23:59 საათისა. \nშეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. \nდრო: 30 ივნისი\, 15:00 საათი \nსარეგისტრაციო ფორმა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-sagareo-politikis-sabtchos-direqtorthan-booster-talks/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56823.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200627T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200627T110000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200626T083304Z
LAST-MODIFIED:20240201T114759Z
UID:10000784-1593255600-1593255600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა კონფერენცია
DESCRIPTION:27 ივნისს\, 11:00 საათზე\, ონლაინფორმატში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრანტთა ყოველწლიური კონფერენცია.  \nზუმის კონფერენციის ბმული – https://bit.ly/2VBuFYj  \nMeeting ID: 618 470 6186 \nPassword: 479314 \nკონფერენცია ეძღვნება ილიაუნის სტუდენტის\, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად  \nდაღუპული ივლიტა ჯიბუტის ხსოვნას. \nპ რ ო გ რ ა მ ა \n\nდავით ოქროპირიძე\n\nშუა საუკუნეების ქართულ წყაროში წმ. ნინოს უძველესი ხსენება და მისი მნიშვნელობის განსაზღვრა\n \n\nთორნიკე გოგინაშვილი\n\nრომისა და ქართლის ეკლესიის ურთიერთობის პოლიტიკურ-თეოლოგიური საფუძვლები VI საუკუნეში (გრიგოლ I და კირიონ I )\n \n\nგიორგი ლომსაძე\n\nიადგარის\, გიორგი მთაწმინდელის „თვენისა“ და ანტონ კათოლიკოსის „სადღესასწაულოს“ ტიპოლოგიური მიმართებები\nდისკუსია (10 წუთი)\n \n\nნინო ჩაჩანიძე\n\nქალაქ თბილისის სავაჭრო პოტენციალი (აბრეშუმის სავაჭრო გზები) X-XIII საუკუნეებში\n \n\nლილი ხმელიძე\n\nდასავლური და აღმოსავლური გავლენა ქართულ სამოხელეო წყობაზე XI-XIII საუკუნეებში\n \n\nდავით ტაბახმელაშვილი\n\nკარდენახის საბაწმინდის მონასტრის საფლავის წარწერები\n \n\nნინო გაბაძე\n\nვანის მთავარანგელოზის ჩრდილოეთ ეკვდერში გამოსახული მთავარეპისკოპოსი ჩიჯავაძის იდენტიფიკაციისათვის\n \n\nგიორგი კვაღნიძე\n\nგორის ციხისთავი და მისი საგანმგებლო ტერიტორია (XV-XVI სს.)\n \n\nგოდერძი ბოლქვაძე\n\nსამცხის ათაბაგების ყვარყვარე II-ის და მზეჭაბუკის საეკლესიო პოლიტიკა\n \n\nნინო მეტრეველი\n\nმარიამ დედოფალი\, როგორც სახელმწიფო მოღვაწე და პოლიტიკური ფიგურა \n \n\n\n გრიგოლ ფერაძე\n\n\nერეკლე II-ის ავტორობით ცნობილი წერილის შედარებითი ანალიზი\n\n\nდიმიტრი ხახიშვილი \n\nგანსაწმენდელი როგორც ადამიანის გამართლების იდეა შუა საუკუნეების ინტელექტუალებთან და დანტეს „ღვთაებრივ კომედიაში“ \n \n\nფარიზ ბაირამოვი \n\nესპანური ინკვიზიცია და სხვა აღმსარებლობები (იუდეველები და მუსლიმები) \n \n\nანა ჭინჭარაული\n\nშავი ჭირის პანდემია XIV–XVII საუკუნეების სამყაროში – ქართული მასალა\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-shua-saukuneebis-kvlevebis-magistranttha-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/gif:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56846.gif
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200626T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200626T160000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200625T073504Z
LAST-MODIFIED:20240201T114803Z
UID:10000787-1593187200-1593187200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-ციკლი – შეხვედრები მშობლებთან: „თამაში ყოველდღიურობაში“
DESCRIPTION:26 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ მორიგი შეხვედრა თემაზე: „თამაში ყოველდღიურობაში“.\nშეხვედრას ფასილიტაციას გაუწევენ ქეთევან ჩოლოყაშვილი\, ირინა ღვალაძე\, თამარ უჩანეიშვილი.\n\n\nდრო: 26 ივნისი\, 16:00 საათი \n\n\nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. \n\nშეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-tsikli-shekhvedrebi-mshoblebthan-thamashi-qhoveldghiurobashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56830.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200625T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200625T190000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200623T124121Z
LAST-MODIFIED:20240201T114807Z
UID:10000790-1593111600-1593111600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-საინფორმაციო შეხვედრა: თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა
DESCRIPTION:25 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ფეისბუქლაივის საშუალებით გამართავს საინფორმაციო შეხვედრას თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის შესახებ. \nპროგრამის შესახებ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამამ ახლახან მიიღო აკრედიტაცია და სტუდენტებს უკვე შემოდგომის სემესტრიდან მიიღებს. \nპროგრამაში გაერთიანებულია მსოფლიოს მასშტაბით თემის შესახებ არსებული საუკეთესო ინტელექტუალური ცოდნა. პროგრამაზე ასწავლიან დასავლეთის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები\, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი უნივერსიტეტების კურსდამთავრებული დოქტორები. \nპროგრამა ორენოვანია – სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური – და ითვალისწინებს ახალი და უახლესი ისტორიის შესწავლას ტრანსნაციონალურ და რეგიონულ ჭრილში. საკითხები განხილული და დანახული იქნება მსოფლიოსა და სამეზობლოში მიმდინარე პროცესების პარალელურად. გარდა თეორიული ცოდნისა\, თითოეულ სილაბუსში გათვალისწინებულია კვლევის კომპონენტი. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაძენად აუცილებელ კურსებს (საარქივო საქმე\, კვლევის დიზაინი და ა.შ.). \nLive-საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე\, პროგრამების სტრუქტურაზე\, სწავლების მეთოდოლოგიაზე\, დასაქმებისა და საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე გესაუბრებიან: \n\nბექა კობახიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, პროგრამის თანახელმძღვანელი;\nსტივენ ჯონსი – მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის (აშშ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;\nმალხაზ თორია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;\nნათია ბურჯანაძე – ხარისხის მართვის სპეციალისტი.\n\nგექნებათ შესაძლებლობა\, კომენტარებში დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და ლაივის მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები. გელოდებით ყველას\, ვინც დაინტერესებული ხართ თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით\, 25 ივნისს\, 19:00 საათზე\, შექმნილი ვითარების გამო ფეისბუქლაივში. \nდრო: 25 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილი: ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ფეისბუქგვერდი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-sainphormatsio-shekhvedra-thanamedrove-saqarthvelos-istoriis-samagistro-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56820.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200625T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200625T170000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200623T101845Z
LAST-MODIFIED:20240201T114810Z
UID:10000793-1593104400-1593104400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კლასგარეშე საუბრები“ – ბავშვის გამოხატვის თავისუფლება – ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე
DESCRIPTION:„კლასგარეშე საუბრები“– ილიაუნისა და განათლების კოალიციის ახალი ინიციატივაა\, რომელიც ხორციელდება მასწავლებლის ეროვნული კონკურსის ფარგლებში და განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ლაივრეჟიმში მოისმინონ ილიაუნის პროფესორთა საინტერესო ლექციები\, დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ პასუხები. \nლექციის თემა: „ბავშვის გამოხატვის თავისუფლება – ბავშვის უფლება მისი აზრის მოსმენასა და მონაწილეობაზე” \nმომხსენებლები: თამარ გურჩიანი\, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი\, მარიამ დევიძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტი \nდრო: 25 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, განათლების კოალიციის\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლა\, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა\, ხაშურის N1 საჯარო სკოლა\, ქუთაისის N33 საჯარო სკოლა\, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლა\, მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ\, ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლა\, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა\, რუსთავის N4 საჯარო სკოლა\, მარნეულის N2 საჯარო სკოლა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/klasgareshe-saubrebi-bavshvis-gamokhatvis-thavisuphleba-bavshvis-uphleba-misi-azris-mosmenasa-da-monatsileobaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56804.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200625T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200625T140000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200624T151420Z
LAST-MODIFIED:20240201T114813Z
UID:10000797-1593093600-1593093600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-პროექტი „რესტარტი“: შეხვედრა რატი ღოლიჯაშვილსა და ნიკა აბაშიძესთან
DESCRIPTION:25 ივნისს\, 14:00 საათზე\, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ live-პროექტს „რესტარტი“. \nმეათე შეხვედრის სტუმრები იქნებიან რატი ღოლიჯაშვილი და ნიკა აბაშიძე. \nსტუმრების შესახებ \n\n\nრატი ღოლიჯაშვილი – ბიოქიმფარმი\n\n\nნიკა აბაშიძე – CARU • ქარუ\n\n\nთემა: „მერე რა\, რომ…“ \nდრო: 25 ივნისი\, 14:00 საათი \nადგილი: ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფეისბუქის გვერდი \nპროექტის შესახებ ვრცლად იხილეთ: https://bit.ly/2ywBku5 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-proeqti-restarti-shekhvedra-rati-gholijashvilsa-da-nika-abashidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56824.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200623T103500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200623T103500
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200623T063524Z
LAST-MODIFIED:20240201T114816Z
UID:10000799-1592908500-1592908500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LIVE-შეხვედრების სერია: რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორები წარმოგიდგენენ ყოველკვირეულ Live-შეხვედრების სერიას. \nსერიის პირველ შეხვედრას მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯისა (აშშ) და ილიაუნის პროფესორი სტივენ ჯონსი გამართავს.  \nშეხვედრის თემა: „რატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ \nლექციის შესახებ  \n2018 წლის მაისში საქართველოში აღინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი. თუმცა მისი არსებობის შესახებ ცოტა ვიცით. საქართველოსა და ევროპის ისტორიის ეს ნაწილი მეტწილად მივიწყებულია. თბილისში ნაკლებად არის ძეგლები თუ ქუჩები\, რომლებიც საქართველოს პირველ რესპუბლიკას მოგვაგონებენ. 1918-21 წლებში კი სრულიად განსხვავებული ვითარება იყო: საქართველოს რესპუბლიკა რუსეთს\, ოსმალეთის იმპერიასა და დიდ ბრიტანეთს შორის მძაფრი გეოპოლოტიკური კონკურენციის წყაროს წარმოადგენდა და ამავე დროს სოციალიზმის შესახებ ევროპული დებატების მთავარ საკითხად იქცა. საქართველო ბოლშევიზმის უფრო ჰუმანურ სოციალისტურ ალტერნატივად განიხილებოდა. თუმცა\, მოცემულ პერიოდში მისი ამგვარი მნიშვნელობის მიუხედავად\, დღეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა ისტორიული ნარატივის „დანამატს“ წარმოადგენს. ქართველების უმეტესობამ ცოტა რამ თუ იცის თავიანთი ქვეყნის ამ ინოვაციური და პოლიტიკურად შემოქმედებითი პერიოდის შესახებ. \nვისაუბრებთ შემდეგ საკითხებზე: \n\n\nრატომ მიეცა დავიწყებას საქართველოს პირველი რესპუბლიკა? \n\n\nრა განაპირობებდა საქართველოს რესპუბლიკის მნიშვნელობას მის თანამედროვე პერიოდში?  \n\n\nვინ იყვნენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის „დამფუძნებელი მამები“ და რა იყო მათი მიზანი?  \n\n\nრატომ უნდა გვახსოვდეს საქართველოს პირველი რესპუბლიკა?  \n\n\nრა სახის მემკვიდრეობა დაგვიტოვა მან? გვაძლევს თუ არა გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას\, გვასწავლის თუ არა რამეს?  \n\n\nმომხსენებლის შესახებ: \nპროფესორმა სტივენ ჯონსმა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში 1984 წელს მოიპოვა. იგი ასწავლიდა კალიფორნიის\, ლონდონისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი და ოქსფორდის უნივერსიტეტის სენტ ენტონის კოლეჯის უფროსი ასოცირებული წევრი. 1989 წლიდან ასწავლის მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ). ჯონსის ნაშრომებიდან აღსანიშნავია მონოგრაფია „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალურ დემოკრატიამდე\, 1883-1917“ (Harvard University Press\, 2005); „ომი და რევოლუცია კავკასიაში: საქართველო ცეცხლის ალში” (რედ.\, Routledge\, 2010); „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ (I.B. Tauris\, 2012) და „თანამედროვე საქართველოს დაბადება: პირველი ქართული რესპუბლიკა და მისი მემკვიდრეები\, 1918-2010″ (რედ.\, Routledge\, 2013). პროფესორი ჯონსი „ქართლის ცხოვრების“ ინგლისური თარგმანის მთავარი რედაქტორი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და არტანუჯი\, 2014) და ნოე ჟორდანიას სიტყვებისა და ნაშრომების სამტომეულის მთავარი რედაქტორია (ქართულენოვანი კრებული). პროფესორი ჯონსი არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (2012) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (2018) პროფესორი.  \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 24 ივნისი\, 19:00 საათი  \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-shekhvedrebis-seria-ratom-unda-gvakhsovdes-saqarthvelos-demokratiuli-respublika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56802.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200619T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200619T160000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200616T130312Z
LAST-MODIFIED:20240201T114818Z
UID:10000801-1592582400-1592582400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Live-ციკლი – შეხვედრები მშობლებთან: „როგორ დავეხმაროთ ბავშვს მეტყველების გაგებაში“
DESCRIPTION:19 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ციკლის „Live-შეხვედრები მშობლებთან“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „როგორ დავეხმაროთ ბავშვს მეტყველების გაგებაში“.\nშეხვედრას ფასილიტაციას გაუწევენ: ელენე ბაჩიაშვილი\, არჩილ აფხაზავა\, ოლიკო ქარჩავა.\n\n\nდრო: 19 ივნისი\, 16:00 საათი \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ფეისბუქის გვერდი. \nშეხვედრების ციკლის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2Toa48n \n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/live-tsikli-shekhvedrebi-mshoblebthan-rogor-davekhmaroth-bavshvs-metqhvelebis-gagebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56777.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20200619T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20200619T150000
DTSTAMP:20260425T062653
CREATED:20200616T123131Z
LAST-MODIFIED:20240201T114823Z
UID:10000803-1592578800-1592578800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ წარმომადგენელთან – BOOSTER TALKS
DESCRIPTION:19 ივნისს\, პარასკევს\, 15:00 საათზე\, BOOSTER Talks-ის სტუმარი იქნება „ჯიპიაი ჰოლდინგის” HR დეპარტამენტის უფროსი ნინო ხაჭაპურიძე. \n2006 წლიდან „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის\, „ვენის სადაზღვევო ჯგუფის“ წევრი გახდა. \nBOOSTER Talks გულისხმობს ექსკლუზიურად ილიაუნის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საქართველოში მოქმედ კერძო\, საჯარო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელებთან ონლაინშეხვედრებს. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: \n\n\n როგორ დავგეგმოთ კარიერული და პიროვნული განვითარება; \n\n\nროგორ შევქმნათ პერსონალური ბრენდი და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს კარიერაზე; \n\n\nროგორ გამოვიყენოთ სოციალური ქსელები ჩვენი პროფესიული მიზნების მისაღწევად; \n\n\nთვითშემეცნების ტექნიკები\, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება; \n\n\nნეთვორკინგის დანიშნულება და კავშირი ჩვენს მიზნებთან. \n\n\nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არა უგვიანეს 18 ივნისის 23:59 საათისა.  \nშეხვედრის ბმულს გამოგიგზავნით შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე. \n  \nდრო: 19 ივნისი\, 15:00 საათი \nსარეგისტრაციო ფორმა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-jipiai-holdingis-tsarmomadgenelthan-booster-talks/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2020/06/56776.png
END:VEVENT
END:VCALENDAR