BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230506T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230506T120000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230502T122152Z
LAST-MODIFIED:20240201T112051Z
UID:10000084-1683374400-1683374400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:HR ღონისძიება – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება\,  სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები
DESCRIPTION:6 მაისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია EVA-სა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით HCM metrics-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დევიდ სიმონდსი სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე – „ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება\, სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები“. \nმომხსენებლის შესახებ \nდევიდ სიმონდსი\, HCM Metrics-ის და HR Analytics ჯგუფის თავმჯდომარე\, პირველი HR პროფესიონალია\, რომელმაც პროფესიული სერტიფიცირება მიიღო ISO 30414 ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის ანგარიშგების სტანდარტის შესაბამისად. \nHCM Metrics\, რომლის დამფუძნებელიც არის დევიდ სიმონდსი\, მსოფლიოში ISO 30414:2018-ის პირველი აკრედიტებული აუდიტორული კომპანიაა\, რომელიც კომპანიებს პრინციპებზე\, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. \nლექციის შესახებ    \nკომპანიებს შეუძლიათ\, რეალური სარგებელი მიიღონ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში\, გავლენა იქონიონ ბიზნესპარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე (სთეიქჰოლდერებზე)\, გაზარდონ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებათა სიხშირე\, გააძლიერონ თანამშრომლობა ტოპმენეჯმენტთან და კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტური გახადონ. \nსპიკერი მიმოიხილავს საერთაშორისო სტანდარტს „ISO 30414:2018 – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება“\, რომელიც ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას\, მკვეთრად გაზარდონ ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში\, და რომელიც აერთიანებს 60-მდე მეტრიკას 11 ძირითადი მიმართულებით (შესაბამისობა და ეთიკა; ხარჯი; მრავალფეროვნება; ლიდერობა; ორგანიზაციული კულტურა; ორგანიზაციული ჯანმრთელობა\, უსაფრთხოება და კეთილდღეობა; პროდუქტიულობა; დაქირავება\, მოქნილობა და ბრუნვა; უნარები და შესაძლებლობები; მემკვიდრეობის დაგეგმვა (succession planning); სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა). \nდრო: 6 მაისი\, 12:00 საათი \nლექციის ფორმატი: ლექციაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ასევე დისტანციურად (უზრუნველყოფილი იქნება LIVE ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე) \nLive-ღონისძიების ბმული ლექციაზე დისტანციურად დასწრების მსურველთათვის: https://bit.ly/44iUH4a \nადგილმდებარეობა ლექციაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველთათვის: E207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hr-ghonisdzieba-adamianuri-kapitalis-angarishgeba-strategiuli-hr-marthva-da-hr-metrikebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75971.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230504T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230504T170000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230428T113045Z
LAST-MODIFIED:20240201T112047Z
UID:10000083-1683219600-1683219600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა – ალექსეი ბაბუხის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია Devexperts-ის ინიციატივით ტრენერი ალექსეი ბაბუხი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა“. \nმომხსენებელი ისაუბრებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. \nმომხსენებლის შესახებ \nალექსეი ბაბუხი პროფესიული სერტიფიცირებისა (PMP) და შვიდწლიანი გამოცდილების მქონე პროექტის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელია. მან წარმატებით იმუშავა 15-ზე მეტ პროექტზე\, მეთვალყურეობდა მიწოდების განყოფილების მუშაობას. \nამჟამად ხელმძღვანელობს პროექტის მენეჯერთა 25-კაციან გუნდს. \nპრეზენტაციის შინაარსი: \n\nრა არის fintech?\nDevexperts-ის გადაწყვეტილებები\, fin. ბაზრები\n Fintech პროექტების მართვა\nპროექტის მენეჯერის როლი ტიპურ დავალებაში\nპროექტის მენეჯერისთვის აუცილებელი უნარები\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-menejmentis-prophesiis-mimokhilva-aleqsei-babukhis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75861.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230503T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230503T180000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230428T114226Z
LAST-MODIFIED:20240201T112056Z
UID:10000086-1683136800-1683136800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:DataArt კარიერული განვითარების კურსი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:კომპანია DataArt ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების უფასო კურსს. კურსი მოიცავს 4 სალექციო სესიას. \nპირველი სესია გაიმართება 3 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის T102 აუდიტორიაში. \nსპიკერი – ანა ანდღულაძე\, ტექ. ტალანტების შერჩევის მენეჯერი/კარიერული კონსულტანტი. \nლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს: \n\nპროფესიის მნიშვნელობა კარიერული განვითარების პროცესში;\nროგორია კარიერული განვითარების სრულყოფილი გზა;\nემოციური ინტელექტისა და ინტელექტის კოეფიციენტის როლის განხილვა;\nროგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის;\nპროფესიული კომპეტენციის სწორი მენეჯმენტი;\nპიროვნული და პროფესიული განვითარების შერწყმა.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dataart-karieruli-ganvitharebis-kursi-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75863.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230501T113800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230501T113800
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230501T073859Z
LAST-MODIFIED:20240201T112103Z
UID:10000087-1682941080-1682941080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კომპეტენციები ბიზნესში - გამოწვევები და შესაძლებლობები
DESCRIPTION:[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-kompetentsiebi-biznesshi-gamotsvevebi-da-shesadzleblobebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230412T110331Z
LAST-MODIFIED:20240201T112118Z
UID:10000090-1682852400-1682852400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განათლების სკოლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს\, 11:00-დან 15:00 საათამდე\, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს. \n\nსკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები \nმოკლე აღწერა:  \nმასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი\, სასწავლო ჯგუფები\, კრიტიკული მეგობარი\, გაკვეთილის შესწავლა\, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის კონტექსტის გათვალისწინებით\, იმსჯელებენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე სკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელები: განათლების სკოლის ხელმძღვანელი\, პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე\, მოწვეული ლექტორი მარიკა კირვალიძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MFktJE \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კურიკულუმის დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე განხილული იქნება თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი თემატური ერთეულის შექმნისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები და კურიკულუმის განვითარების პროცესში გამოსაყენებელი მიდგომები და ინსტრუმენტები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელი – მოწვეული ლექტორი ვიქტორია უშანგიშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mD3Xim \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: რეფლექსიის როლი მოსწავლის თვითშეფასების უნარის განვითარებაში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სტრატეგიები\, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს რეფლექსიის გზითსწავლის პროცესის გაცნობიერებაში\, ძლიერ მხარეთა იდენტიფიცირებასა და გასაუმჯობესებელ მხარეთა დაძლევის გზების მოძებნაში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ეკა ტყავაშვილი \nსარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3ZYuFje \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენება სწავლებისას \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სწავლებაში ინტერდისციპლინური მიდგომების არსი\, მისი სიკეთე მოსწავლეებში ჰოლისტური აზროვნების განვითარებისთვის და გამოყენების კონკრეტული მაგალითები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი\, პროფესორი დავით მალაზონია \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/403r2Zd \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კითხვის დასმის ეფექტური სტრატეგიები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე მიმოვიხილავთ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, ერთ-ერთ ხშირად გამოყენებულ მეთოდს ნებისმიერი საგნის სწავლებისას\, ასევე ეფექტურად როგორ დავსვათ შეკითხვა \, როგორ ვუზრუნველყოთ\, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა\, როგორ შეიძლება შევცვალოთ გაბატონებული მოსაზრება\, რომ ყველა კითხვაზე არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ პასუხები; გამოვიკვლევთ\, რომელია „კარგი კითხვა“. მასწავლებლები გაეცნობიან ფოკუსირებულ დაკვირვების რუბრიკასაც\, თუ როგორ იყენებენ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, რაც სკოლაში თანამშრომლობით კულტურას\, სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \n ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mqGtx8 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კვლევის კომპონენტი გერმანული ენის სწავლებისას \nმოკლე აღწერა: სასწავლო პროცესის წარმატებისა და ეფექტურობის შეფასება მასწავლებელს აძლევს საშუალებას\, უკეთესად გაიცნოს და დახვეწოს თავისი სასწავლო პროცესი\, რომლის კვლევაც დღეს მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არახალია. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის კვლევასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – პროფესორი ეკა შავერდაშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MEOp8H \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ქართულის\, როგორც მეორე ენის\, სწავლების სპეციფიკა ქართულენოვან გარემოში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე მოკლედ იქნება მიმოხილული არაქართულენოვან და ქართულენოვან გარემოში ენის ბარიერები და განსხვავებული საჭიროებები; მეორე ენის სწავლების სპეციფიკა – ენობრივი უნარ-ჩვევებისა და გრამატიკა-ლექსიკის ინტეგრირებულად სწავლება; ენის ათვისების თავისებურებები საგნობრივ შინაარსთა ათვისების პარალელურად ბუნებისმეტყველების მასალის მაგალითზე. \nსამიზნე ჯგუფი: არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქართულის\, როგორც მეორე ენის\, მასწავლებლებისა და ბუნებისმეტყველებისა და ქართულის\, როგორც მეორე ენის\, ინტეგრირებულად სწავლებაში ჩართული დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის \n ხელმძღვანელი – ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/41qWPo4 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n\nრეგისტრაცია დასრულდება 26 აპრილს.\nდარეგისტრირება შეგიძლიათ მხოლოდ ერთ მასტერკლასზე.\n\n2023 წელი\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganathlebis-skolisa-da-pirovnuli-da-prophesiuli-ganvitharebis-tsentris-masterklasebi-skolis-mastsavleblebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75579.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230404T115100Z
LAST-MODIFIED:20240201T112110Z
UID:10000088-1682798400-1682798400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ჩარლის დეიდა"
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია\, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს\, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული\, დონა როზა ეწვიოს\, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა\, სწორედ ის დეიდა\, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი\, რომელიც თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება… \n\nრეჟისორი: კახა გოგიძე\nაღდგენის რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე\nმხატვარი:ანუკა მურვანიძე\nკოსტუმების მხატვარი: ციცი ციცხვაია\nმუსიკალური გაფორმება: არსენ მიგრიაული\nქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nფრენსის ჩესნი\, პოლკოვნიკი – ზუკა გაბუნია\, ლუკა ახალაძე\nჯეკი ჩესნი\, მისი ვაჟი – გიორგი შავგულიძე\nჩარლი უიკემი – დავით დავითულიანი\nბაბს ბაბერლი –ანდრია ვაჭრიძე\nკრიგსი\, მოსამართლე – დავით ველიჯანაშვილი\, პაატა კიკვაძე\nენი\, მისი ძმისწული – ნათია კვაშალი\, მარიამ ნადირაძე\, ნუკა ქევხიშვილი\nბეტი\, მისი აღზრდილი – მარიტა ჯანაშია\nდონა როზა დალვადორეს\, ჩარლის დეიდა – მაკა შალიკაშვილი\nელა დელეი\, მისი აღზრდილი – ანი თალაკვაძე\, მარიამ ხუხუნაშვილი\nბრასეტი\, მსახური – ნიკუშა გოგიძე\, გაგა არაბული\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე \nპრემიერა შედგა 2016 წლის 27 მაისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 29 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-charlis-deida/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74817.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230404T111100Z
LAST-MODIFIED:20240201T112146Z
UID:10000091-1682712000-1682712000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ძალად ექიმი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nკომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ\, რომ მთავარი გმირი\, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია\, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში\, რომელიც სინამდვილეში\, რა თქმა უნდა\, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება\, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“\, შეყვარებული წყვილის\, „განკურნებასაც“ ახერხებს. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: კოკო როინიშვილი\nმხატვარი: ბარბარე ასლამაზი\nმუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი\nქორეოგრაფი: თინათინ წულაძე\nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nსგანარელ – ირაკლი ჩხიკვაძე\nმარტინ – ანი იმნაძე\nლუკა – ნოდარ ძოწენიძე\nჟერონტ – ანდრია ვაჭრიძე\nჟაკლინ – ანიკო შურღაია\nლუსინდ – ანკა ვასაძე\nლეანდრ – გიორგი კიკნაძე\n\nსპექტაკლში ჟღერს მუსიკა: \nRaphael – Balada De La Trompeta\nRaphael Beau – Ca Deroule\nRoque Banos – Circus Freaks\, Love at Park\,  Hidding In The Forest\, Titles\nll piccolo circo\nStephen Trask – The Show\nCirque Du Soleil – Wedding\nA. Zanzotto & Nin0 Rotta – Canto della Buranella \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 3 ნოემბერს \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 28 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-dzalad-eqimi-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74810.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230406T073447Z
LAST-MODIFIED:20240201T112158Z
UID:10000093-1682452800-1682452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი  „ჟლეტის ღმერთი“
DESCRIPTION:შავი კომედია 1 მოქმედებად \nრა შეიძლება მოხდეს\, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული\, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან\, დალევენ ჩაის\, ან ყავას\, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ\, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე\, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის\, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ\, არა? დიახ\, სწორედ ასე იწყება იასმინა რეზას პიესა „ჟლეტის ღმერთი“\, თუმცა… გარწმუნებთ\, პატარა ბიჭები ყველგან და ყველა დროში ერთნაირად იცელქებენ\, აი\, მათი მშობლების ქცევის წინასწარ გათვლა კი სრულიად შეუძლებელია. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: დავით ჭაბაშვილი\n\nმხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი\n\nმონაწილეობენ: \n\nგიორგი ბახუტაშვილი\nნატა ბერეჟიანი\nგაგა შიშინაშვილი\nმაია ხორნაული\n\nპრემიერა შედგა 2014 წლის 7 თებერვალს \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 15 წუთი ანტრაქტის გარეშე \nყველა საავტორო უფლება დაცულია \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით. \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\nდრო: 25\, 26\, 30 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-zhletis-ghmerthi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75492.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230421T173757Z
LAST-MODIFIED:20240202T085328Z
UID:10004828-1682449200-1682449200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 აპრილს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია: მიმართვის ფორმები ახალ ქართულში. სტრუქტურა და ფუნქციონირება. \nამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით: ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა. \nგამოცემის შესახებ \nამ მონოგრაფიით ავტორმა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა და სწავლების\, ასევე ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართველოს ტოპონიმიის\, ლექსიკოლოგიის\, ლექსიკოგრაფიისა და ქართული ენის სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს\, არის არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი. \nავტორის შესახებ \nშუქია აფრიდონიძემ აღზარდა ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა თაობები; განუზომელია მისი ღვაწლი უცხოური ქართველოლოგიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს შუქია აფრიდონიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 2006 წლიდან იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი და აკადემური საბჭოს წევრი. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის\, მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის საქართველოსა და უცხოეთში. \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზირი #32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-shuqia-aphridonidzis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75697.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230423T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230423T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230404T113700Z
LAST-MODIFIED:20240201T112203Z
UID:10000095-1682280000-1682280000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „უხერხემლო“
DESCRIPTION:დრამა 1 მოქმედებად \nროგორია საქართველოში ცხოვრება\, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების\, ოჯახის\, საზოგადოების\, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე\, ან ღირს კი გადარჩენა\, როდესქაც არავის სჭირდები\, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში\, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა\, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს\, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა\, სადაც მშობლებს საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან\, სოფლისგან\, ქვეყნისგან მალულად უწევთ. \n\nრეჟისორი – გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი – თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი – მაკა მეტრეველი\nდადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმონაწილეობენ: \n\nმართა – მაიკო ხორნაული\nმამია – გიორგი ცერცვაძე\nნინო – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი მაქაძე\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 2 ივლისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\n\n\nდრო: 23 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-ukherkhemlo-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74813.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230422T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230422T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230404T103200Z
LAST-MODIFIED:20240201T112210Z
UID:10000097-1682193600-1682193600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „საწვავი“
DESCRIPTION:დრამა 2 მოქმედებად \nროდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს\, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად\, მაგრამ რა ხდება მაშინ\, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია\, თუ წიგნები?! \nმთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი\nრეჟისორი: ლუკა ინწკირველი\nმხატვარი: თეო კუხიანიძე\nკომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nპროფესორი – გიორგი ჯიქია\nმარინა – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი ტაბიძე \nსპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი ანტრაქტის ჩათვლით \nსპექტაკლის პრემიერა შედგება 2023 წლის 24 მარტს \nდრო: 22 აპრილი \, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-satsvavi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75171.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230420T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230420T100000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230316T105155Z
LAST-MODIFIED:20240201T112221Z
UID:10000099-1681984800-1681984800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 კონფერენცია
DESCRIPTION:20-22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენცია. \nკონფერენციის პროგრამა მოიცავს დიგესტიური მედიცინის ტრადიციულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიღწევებს\, რომელთაც წარადგენს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპიკერი. \nმომხსენებელთა შორის იქნებიან ქართული სამედიცინო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები\, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. \nკონფერენცია ასევე მოიცავს დიგესტიურ მედიცინასთან დაკავშირებულ ისეთ დარგებს\, როგორებიცაა: ონკოლოგია\, გასტროენტეროლოგია\, რადიოლოგია\, ტრანსპლანტოლოგია და სხვ.\, რათა დელეგატებს შევთავაზოთ დიდი ინტერდისციპლინური პროგრამა. სპეციალურ საპატიო სესიაზე ლექციებს წაიკითხავენ მედიცინის მსოფლიო მასშტაბის ოსტატები. \nკონფერენციის სამეცნიერო და სოციალური პროგრამა შეიმუშავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ\, საქართველოს წამყვანმა კვლევითმა და საგანმანათლებლო ინსტიტუტმა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი: eds2023.org \nEDS Tbilisi 2023 საორგანიზაციო გუნდი: \n\nივანე აბიათარი\, EDS 2023-ის პრეზიდენტი\nტიერი ბერნი\, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე\nკობა შანავა\, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე\n\n\nკონფერენციის აკადემიური პარტნიორები: \n\nპ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;\nქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;\nბაუ-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.\n\n\n\nკონფერენცია აკრედიტებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ და გაიცემა მაქსიმუმ 13 ევროპული CME კრედიტი. \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evropis-digestiuri-qirurgiis-me-15-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74981.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230419T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230419T150000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230413T130755Z
LAST-MODIFIED:20240201T112224Z
UID:10000101-1681916400-1681916400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული ენის კვირეული – შემაჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:19 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქართული ენის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება. \n\nგანრიგი \n15:00-15:10 – გახსნა \nპროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, რექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n15:10-15:30 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ კონცეფციის წარდგენა  \nპროფესორი თინათინ მარგალიტაძე\, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი \n15:30-15:40 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ ვებგვერდის წარდგენა  \nლალუ ჯიქიძე\, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტების მენეჯერი \n15:40-16:00 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ პირველი ეტაპის შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოება  \nლექსიკოგრაფიის მიმართულების დოქტორანტი სალომე ჭიღლაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n16:00-16:30 – წიგნის „ფიქრები მშობლიურ ენაზე“ წარდგენა  \nპროფესორი თინათინ მარგალიტაძე\, წიგნის ავტორი \n16:30-16:45 – უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმის წარდგენა \nქეთევან თევდორაძე\, ლექსიკოგრაფიის მაგისტრი \n16:45-17:00 – უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმის ვებგვერდის წარდგენა \nლალუ ჯიქიძე\, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტების მენეჯერი \n\nდრო: 19 აპრილი\, 15:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზ N32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-enis-kvireuli-shemajamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75633.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230419T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230419T100000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230412T065300Z
LAST-MODIFIED:20240201T112228Z
UID:10000102-1681898400-1681898400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური\, ეკონომიკური\, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“
DESCRIPTION:19 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური\, ეკონომიკური\, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“. \nსამდღიანი მრავალდარგობრივი საერთაშორისო კონფერენცია პირველსა და მესამე დღეს (18\, 20 აპრილს) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. \nსხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მკვლევრები ცენტრისა და პერიფერიის პერსპექტივიდან გააანალიზებენ პოლიტიკურ\, ეკონომიკურ\, კულტურულ\, ენობრივ და ლიტერატურულ პროცესებს. \nკონფერენცია მომზადებულია ლილისა (Université de Lille) და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივით. მის ორგანიზებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობდნენ ფრანგული ინსტიტუციები: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (Université franco-géorgienne)\, ვანდეს კათოლიკური ინსტიტუტი (ICES – Institut Catholique de Vendée)\, რომანულ კვლევათა ექსის ცენტრი – ექს-მარსელის უნივერსიტეტი (CAER – Aix-Marseille Université). \nსამუშაო ენები: ფრანგული\, ინგლისური \nდრო: 19 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n  \n2023 \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-tsentri-da-peripheria-politikuri-ekonomikuri-kulturuli-da-enobrivi-sivrtsis-adaptatsia-thanamedroveobashi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75558.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230412T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230412T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230407T121831Z
LAST-MODIFIED:20240201T112231Z
UID:10000105-1681329600-1681329600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“
DESCRIPTION:ერთ მოქმედებად \nთქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ\, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში\, მოყვრებსა და მეზობლებში\, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. \nეს ამბავი\, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი\, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ\, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს\, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს – სხვების დახმარებაში\, სხვაზე „მითხოვებაში“\, დალხენილი ყოფის ილუზიაში\, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას ბადებს. \nრა უფრო მნიშვნელოვანია – თავისუფლება თუ უზრუნველი ცხოვრება? \nრეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვონ გზა\, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახისა და\, ამავდროულად\, საქართველოს მომავლის გადარჩენას. \nრეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი\nსცენოგრაფია – მარიამ კალატოზიშვილი\nკოსტუმების მხატვარი – სანდრო მარგველაშვილი\nმუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე\nქორეოგრაფი – დეა აბაკელია\nმუსიკალური კონსულტანტი – ივანე ხაჩიძე\nტექნიკური რეჟისორი– თამუნა კამლაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nდარისპანი – სლავა ნათენაძე\nმართა – ლილი ხურითი\nპელაგია – მაია ხორნაული\nნატალია – ნინა ყიფშიძე\nკაროჟნა – მაშიკო თვალაბეიშვილი\nოსიკო – თორნიკე კაკულია\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით. \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი. \nდრო: 12\, 13\, 21 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-darispanis-gasatchiri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75514.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230409T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230409T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230404T113600Z
LAST-MODIFIED:20240201T112235Z
UID:10000108-1681070400-1681070400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nრა ხდება მაშინ\, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nმთარგმნელი: მაია ნაჭყებია\nრეჟისორი: დავით ჭახრაკია\nმხატვარი: გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი:\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2019 წლის 30 მარტს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით\nსპექტაკლის მხარდამჭერია “Sky Development” \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 9 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-idealuri-ojakhi-4/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74245.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230403T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230403T190000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230323T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T112239Z
UID:10000110-1680548400-1680548400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე
DESCRIPTION:3 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში Startup Grind-ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე „ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე“. \n90-იანი წლები ბევრი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური პრინციპების დასაბამია. ამ კომპანიებმა შეძლეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ბიზნესმოდელების გამოყენება\, რომელთა საშუალებითაც კონკურენცია გაუწიეს ტრადიციულ ინდუსტრიებს და შექმნეს ახალი ბაზრები. \nღონისძიებაზე მომხსენებლები ქართული და ამერიკული გარემოს მაგალითზე მიმოიხილავენ\, რა პროცესები მიმდინარეობდა ეკოსისტემაში 1990-იანი წლებიდან დღემდე. ასევე ისაუბრებენ სტარტაპგარემოს 1990-2022 წლების გამოწვევებზე და გაგვიზიარებენ გამოცდილებას. \nმომხსენებლები  \nდავით ჩეჩელაშვილი სტრატეგიაზე ორიენტირებული მეწარმეა და 2004 წლიდან ტექნოლოგიებისა და გასართობი ინდუსტრიის გადაკვეთაზე მუშაობს. ბიზნესპარტნიორებთან ერთად დაარსებული აქვს 5 გლობალური სტარტაპი\, ძირითადად იმერსიული ვიზუალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. მათგან ერთ-ერთი\, კინოინდუსტრიის ცნობილი ბრენდი\, 3D ტექნოლოგიების ბოლო ტალღის (2005) სათავეში იდგა. 2015 წელს დავითი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ მონაწილეობს სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებაში. საქართველოს აქსელერაციის 500 პროგრამის კოორდინატორია. \nანა რობაქიძე\, Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი\, მანამდე იყო Clientela-ს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი\, მუშაობდა ასობით სხვადასხვა API-ზე. 2022 წელს მოიგო Web Summit-ის Pitch კონკურსი. Theneo (YC W22) სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შემუშავებაზე\, რომელიც ორიენტირებულია API დოკუმენტაციაზე. კომპანია ავითარებს\, აკონტროლებს და ინახავს API დოკუმენტაციას ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური მეშვეობით. \nStartup Grind\, გლობალური ორგანიზაცია\, აერთიანებს მსოფლიოს 3 მილიონამდე ანტრეპრენერს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს სტარტაპების განვითარებას\, ცოდნის გაზიარებასა და არაფორმალურ გარემოში სამეწარმეო „ქომუნითების“ შექმნას. \nStartup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია შექმნას საზოგადოება\, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://bit.ly/3naRx1c  \nგთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 30 მარტის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია\, ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს პირველი 40 რეგისტრირებული პირი. \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – tiko.m@startupgrind.com \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthul-amerikuli-startapis-ekosistemebi-90-iani-tslebidan-dghemde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75217.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230324T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T112248Z
UID:10000114-1680372000-1680372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FrontSpot Georgia & Qase Offline MeetUp #3
DESCRIPTION:1 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერითა და ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia-ს პარტნიორობით გაიმართება FrontSpot საქართველოს მესამე შეხვედრა. \n\nშეხვედრას გამართავენ \n\nანდრეი საველევი\, Lead Software Engineer – Boost your DX with NX. \n\nმომხსენებელი განიხილავს NX-ის შესაძლებლობას\, როგორ შეიქმნა რთული აპლიკაცია\, რომელსაც 6 თვე დასჭირდა დასაწყისიდან სამუშაო ვერსიამდე\, \nშეეხება მონორეპოს მენეჯმენტის ავტომატიზებას\, დამოკიდებულებათა მართვას\, შემსრულებელთა მორგებას  ან საკუთარი მენეჯმენტის ექმნას\, ასევე მოდულებისა და კომპონენტების გენერირებას\, \nასევე\, როგორ გამოიყენება ფუნქციები პროდუქტიულობის\, კოდის ხარისხისა და შენარჩუნების გასაზრდელად. \n\nილია ფილინინი\, „როგორ დავიწყოთ ავტოტესტებით?“\n\nილიას მოხსენება შეეხება ავტომატური ტესტირების სხვადასხვა ასპექტს\, მათ შორის მის სარგებელს\, სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებას\, კლიენტის დარწმუნების სტრატეგიებს ავტომატური ტესტირების დანერგვის კუთხით და იმის განსაზღვრას\, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ტესტების დაწერასა და შესაბამისი ენებისა და ჩარჩოების არჩევაზე. \nმომხსენებელი განიხილავს ავტოტესტირების ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს\, რომლებსაც ახალბედები აწყდებიან\, და მათი გადაჭრის გზებს\, ასევე სატესტო შემთხვევათა შექმნის აუცილებლობას\, საერთო შეცდომებსა და რჩევებს ტესტის კომპლექტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 1 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/frontspot-georgia-qase-offline-meetup-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75228.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230326T134300Z
LAST-MODIFIED:20240201T112250Z
UID:10000116-1679943600-1679943600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნარატივდიზაინის კვირეული ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში
DESCRIPTION:27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ნარატივ დიზაინის კვირეულს უმასპინძლებს. \nკვირეული ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, უნილაბისა და ანიმა ჩეტბოტიქსის მხარდაჭერით. \nკვირეულზე „უნილაბში“  4 ღია ლექცია/ვორკშოპი გაიმართება\, რომლებსაც გამოცდილი ნარატივდიზაინერები წარუძღვებიან. \nკვირეულის მიზანია ნარატივდიზაინის  შესახებ ცნობიერების ამაღლება\, მისი საუკეთესო მხარეებისა და პერსპექტივების ჩვენება\, სხვა პროფესიების ჭრილში განხილვა. \nდამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება\, დარგის წარმომადგენელთა დახმარებით სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს ნარატივდიზაინი და ჩეტბოტები\, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. \nნარატივდიზაინი\, თანამედროვე სპეციალობა\, თამაშების დეველოპმენტისა და ჩეტბოტების ინდუსტრიაში დამკვიდრდა. \nჩეტბოტი კომპიუტერული პროგრამაა\, რომელიც სოციალური ქსელების ჩატში შენდება და ადამიანთან სხვადასხვა თემაზე შეუძლია კომუნიკაცია. \nჩეტბოტებს იყენებენ კომპანიები\, ორგანიზაციები\, ხელოვნების სფეროები. ნარატივდიზაინერები კი ჩეტბოტებს ქმნიან. ისინი არიან მწერლები\, რომლებიც ციფრულ ასისტენტს საუბარს ასწავლიან\, უზრუნველყოფენ\, რომ ჩეტბოტმა გაიგოს მომხმარებლის მესიჯი და სწორი პასუხი დაუბრუნოს. \nვის შეუძლია კვირეულში მონაწილეობა? \nნარატივდიზაინის კვირეულზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. \nროგორ უნდა მივიღო კვირეულში მონაწილეობა? \nკვირეულში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/G4QjRhy \n\nკვირის განრიგი \n27 მარტი\, 19:00 საათი – ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები \nსპიკერი –  ნარატივდიზაინერი ნინი ჯინჯიხაძე \nნინი ჯინჯიხაძე ისაუბრებს თემაზე „ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები“. \nსპიკერის შესახებ \nნინი ჯინჯიხაძე ნარატივდიზაინერია\, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის Rule-Based და AI ჩეტბოტ პლატფორმების ფუნქციური ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება. იგი გუნდთან ერთად ქმნიდა ნიკო ნიკოლაძის ციფრულ ასლს\, ჩართული იყო ილიაუნის ინგლისურენოვან ციფრულ ასისტენტზე მუშაობაში. \nამავე პროფესიით მუშაობდა პროექტზე Internity. აქვს მენტორობის  გამოცდილება  ნარატივდიზაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ვორკშოპებსა თუ ჰაკათონებზე. ამჟამად კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის სასწავლო კურსის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n28 მარტი\, 19:00 საათი – კავშირი ჩეტბოტებსა და ჩვენს მენტალურ მდგომარეობას შორის \nსპიკერი  ნარატივდიზაინერი ქეთია ბელქანია \nშეხვედრაზე განხილული იქნება ჩეტბოტების მზარდი ტენდენციის გავლენა ადამიანების ფსიქიკაზე\, კერძოდ\, როგორ მოქმედებს ამგვარი ციფრული რეალობის გააქტიურება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე\, რა შფოთვებსა თუ შიშებთანაა დაკავშირებული და როგორ იყენებს კომპანიები/ბრენდები ამ სწორ მარკეტინგულ კომუნიკაციას. \nსპიკერის შესახებ \nქეთია ბელქანია\, ჟურნალისტი\, რედაქტორი და ნარატივდიზაინერი\, ამჟამად marketer.ge-ის ჟურნალისტი და უმცროსი რედაქტორია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n29 მარტი\, 19:00 საათი – ვინ არის  ეფემია? ჩეტბოტები ლიტერატურული საგანძურის სადარაჯოზე \nსპიკერები:  ნარატივდიზაინერი მაიკო ბერიძე და ფილოლოგი ნინო თაკალანძე \nნინო თაკალანძე და მაიკო ბერიძე  ისაუბრებენ ჩეტბოტების მნიშვნელობაზე და აუდიტორიას თავიანთ შექმნილ ჩეტბოტ ეფემიას წარუდგენენ. \nსპიკერების შესახებ \nმაიკო ბერიძე ილიაუნის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივ- და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. \nნინო თაკალანძე ფილოლოგია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან. უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივდიზაინის მიმართულებით. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n1 აპრილი\, 18:00 საათი – ჩეტბოტები – ახალი სიტყვა ბრენდის პერსონალობაში \nსპიკერი  მარიამ გოჩიაშვილი \nმარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ჩეტბოტებისა და ბრენდების ურთიერთობაზე\, ჩეტბოტის\, როგორც მარკეტინგული ხელსაწყოს\, გამოყენებასა და სამომავლო პერსპექტივებზე. \nსპიკერის შესახებ \nმარიამ გოჩიაშვილი ნარატივდიზაინერი\, ქოფირაითერი და ჟურნალისტია.  „უნილაბში“ ნარატივდიზაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს\, იმავეს აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც. \nმარიამი ინტერნეტჟურნალ marketer.ge-ს ჟურნალისტია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/narativdizainis-kvireuli-iliaunis-kiberlaboratoria-unilabshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75287.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230324T054300Z
LAST-MODIFIED:20240201T112254Z
UID:10000118-1679936400-1679936400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია. \nღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დავით აფრასიძე\, გია ნოდია\, გიორგი სანიკიძე  ჟან მონესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია. \nღონისძიების მოდერატორია პროფესორი დავით აფრასიძე. \nპრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nწიგნის შესახებ \nწიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ (Georgia’s Foreign Policy in the 21st Century: Challenges for a Small State) ქართული ვერსია გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ უნივერსიტეტის პროფესორის\, კორნელი კაკაჩიას\, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორის\, სტივენ ჯონსისა და ლონდონის კინგს კოლეჯის\, პროფესორ ტრეისი ჯერმანის რედაქტირებით. \nგამოცემა აანალიზებს საქართველოს\, როგორც რეგიონის საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფოს\, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასა და მის შედეგებს. მასში განხილულია\, რატომ არის „მულტივექტორული“ საქართველოს საგარეო პოლიტიკა\, რომლის წინაშეც დგას ისეთი გამოწვევები\, როგორებიცაა: რუსეთი\, საშინაო და საგარეო ნაციონალიზმი\, ევროპული პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციური შესუსტება და აშშ-ის მიერ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის გარშემო შექმნილი ბუნდოვანება. \nგამოცემაში ასევე შესწავლილია საქართველოს ქცევა საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით\, აქცენტით თბილისის ურთიერთობებზე მეზობლებსა და საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ არსებული ლიტერატურის დიდი ნაწილი შექმნილია დასავლეთის ან რუსეთის პერსპექტივიდან\, თუმცა ინგლისურენოვანი ნაშრომი საქართველოს პერსპექტივით არ არსებობს. როგორც წესი\, საქართველო განიხილება\, როგორც დამოკიდებული ცვლადი\, სახელმწიფო\, რომელიც ნაკლებად მიიჩნევა საკუთარი მიზნების\, სტრატეგიის მქონე დამოუკიდებელ მოთამაშედ. ეს სარედაქციო გამოცემა მიზნად ისახავს ხედვის ჩამოყალიბებას რუსულ-დასავლური ბინარული ნარატივის მიღმა\, აანალიზებს საქართველოს ურთიერთობას მოთამაშეთა შედარებით უფრო ფართო კონტექსტში და მკითხველს აწვდის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დროულ და საჭირო კვლევას საქართველოს პერსპექტივიდან. მასში წარმოდგენილია ორიგინალური სამეცნიერო და პოლიტიკურად რელევანტური თავები სხვადასხვა ასპექტის შესახებ ექსპერტთა ფართო საზოგადოების ავტორობით. \nნაშრომის უნიკალურობას განაპირობებს მისი მასშტაბი\, ანალიტიკური სიღრმე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარდგენის ჰოლისტიკური და ფართოდ მისაწვდომი ფორმატი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 17:00 საათი (17:00-18:30 სთ) \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-saqarthvelos-sagareo-politika-21-e-saukuneshi-gamotsvevebi-patara-qveqhnisthvis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75227.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T160000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230322T082611Z
LAST-MODIFIED:20240201T112256Z
UID:10000119-1679932800-1679932800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია კარის დღე – სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამები
DESCRIPTION:27 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსის ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით განათლების მიღებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის საქართველოს დიდ ქალაქებში გაიმართება ღია კარის დღე და საინფორმაციო შეხვედრები. \nსამოქალაქო ინჟინერიის განათლების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაძლებლობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაციას გააცნობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის პროფესორები\, კურსდამთავრებულები და სტუდენტები. \nმოსწავლეები გაეცნობიან პროგრამის სტრუქტურას\, სწავლების ფორმატსა და მეთოდებს\, მიღების პროცედურებს\, ინფორმაციას გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. დასასრულს შეუძლიათ დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ტექნოლოგიის სკოლის პროფესორებისა და ადმინისტრაციული პერსონალისგან. \nგელოდებით სამოქალაქო ინჟინერიით დაინტერესებულ მოსწავლეებსა და მათ მშობლებს მთელი საქართველოდან: \nშეხვედრების განრიგი: \n\n27 მარტი\, 16:00 საათი – თბილისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5;\n28 მარტი\, 16:00 საათი – გურჯაანის ტექნოპარკი\, ქ. გურჯაანი\, კოსტავას ქუჩა;\n29 მარტი\, 16:00 საათი – თელავის ტექნოპარკი\, ქ. თელავი\, რუსთაველის ქ. N11;\n30 მარტი\, 14:00 საათი – ახმეტის ტექნოპარკი\, ქ. ახმეტა\, ჭანტურიას ქ. N1;\n31 მარტი\, 14:00 საათი – კასპის ტექნოპარკი\, ქ. კასპი\, დ. აღმაშენებლის ქუჩა;\n1 აპრილი\, 16:00 საათი – ქუთაისი\, სასტუმრო „ბაგრატის“ საკონფერენციო დარბაზი;\n2 აპრილი\, 12:00 საათი – ზუგდიდის ტექნოპარკი\, ქ. ზუგდიდი\, ლაღიძის ქ. N1;\n2 აპრილი\, 17:30 საათი – ოზურგეთის ტექნოპარკი\, ქ. ოზურგეთი\, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N5;\n3 აპრილი\, 16:00 საათი – ბათუმის ტექნოპარკი\, ქ. ბათუმი\, ლეონიძის ქ. N15.\n\n2023 წელი\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-karis-dghe-samoqalaqo-inzhineriis-programebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230323T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230323T113000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230320T064103Z
LAST-MODIFIED:20240201T112334Z
UID:10000122-1679571000-1679571000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოში ისრაელის ელჩის\, ჰადას მეიცადის შეხვედრა ილიაუნის სტუდენტებთან
DESCRIPTION:23 მარტს\, 11:30 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს ისრაელის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი. \nშეხვედრის თემა: 30-წლიანი დიპლომატიური და ბილატერალური ურთიერთობები ისრაელსა და საქართველოს შორის \nელჩი ისაუბრებს ქვეყნების მეგობრობის ისტორიაზე\, თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე\, როგორებიცაა: უსაფრთხოება\, ენერგეტიკა და ინოვაციები; მიმოიხილავს ისრაელში არსებულ ვითარებას და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. \nელჩის ვრცელი ბიოგრაფიისთვის მიჰყევით ბმულს: https://bit.ly/3JP3tyC \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 მარტი\, 11:30 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nმნიშვნელოვანი ინფორმაცია: შეხვედრაზე დასასწრებად უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დასწრების მსურველებმა უსაფრთხოების მიზნით უნდა გაიარონ შემოწმება. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthveloshi-israelis-elchis-hadas-meitsadis-shekhvedra-iliaunis-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74982.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230321T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230321T180000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230317T065000Z
LAST-MODIFIED:20240201T112309Z
UID:10000124-1679421600-1679421600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის საპატიო დოქტორის\, ერიკ ლის შეხვედრა მკითხველთან
DESCRIPTION:21 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი\, მწერალი და ჟურნალისტი ერიკ ლი გამართავს შეხვედრას მკითხველთან. შეხვედრაზე იგი ისაუბრებს მომავალ წიგნზე სამუშაო სათაურით „1924 წლის აჯანყება: საქართველო და ევროპაში დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“. \nწიგნის შესახებ \nავტორი მოგვითხრობს 1924 წლის აჯანყების მზადების პროცესსა და წინაპირობებზე\, მის სასტიკ ჩახშობასა და იმ გამოხმაურებაზე\, რომელიც ამ აჯანყებას მოჰყვა ევროპაში მთავრობების\, ასევე მემარცხენე მოღვაწეთა მხრიდან. იგი ვარაუდობს\, რომ 1924 წლის აჯანყებაზე რეაქციამ დაუდო საფუძველი დემოკრატიული სოციალიზმის წარმოშობას ბოლშევიზმის საპირწონედ. \n2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება წიგნის გამოცემა ინგლისურად და ქართულად. \nერიკ ლის ქართველი მკითხველი იცნობს წიგნებით „ექსპერიმენტი: საქართველოს მივიწყებული რევოლუცია“ (2018) და „ქართული ამბოხი ტექსელზე – ბოლო ბრძოლა ევროპაში“ (2020)\, (ორივე წიგნი თარგმნა ქეთი ქანთარიამ და გამოსცა გამომცემლობა „ზიარმა“). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sapatio-doqtoris-erik-lis-shekhvedra-mkithkhvelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74975.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230320T121400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230320T121400
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230320T081100Z
LAST-MODIFIED:20240201T112312Z
UID:10000127-1679314440-1679314440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება გაიმართა
DESCRIPTION:2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გახსნითი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა\, გაიხსნა ნომინირებისა და აპლიკაციის წარდგენის პერიოდიც. \nკონკურსი\, რომელიც განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეშვიდედ ტარდება\, მიზნად ისახავს წარმატებულ მასწავლებელთა გამოვლენას\, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამგვარად პროფესიის პრესტიჟის ზრდას. \nღონისძიების ორგანიზატორებმა ისაუბრეს კონკურსის პირობების\, კამპანიის ეტაპების\, ჟიურის\, მხარდამჭერებისა და ფინალური ღონისძიების შესახებ.  შეხვედრაზე გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი განათლების კოალიციასა და ალტე უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმის თანახმად ალტე უნივერსიტეტი ხდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პარტნიორი და რჩეულ მასწავლებელს 2023 წლის ფინალზე დააჯილდოებს\, ალტე უნივერსიტეტი იქნება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის კლუბის ექსკლუზიური პარტნიორიც. \n„წელს მეშვიდედ ვიწყებთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიას და მოხარულები ვართ\, რომ დღეს ეს ქვეყანაში ყველაზე ცნობილი\, პრესტიჟული და აღიარებული პროფესიული კონკურსია. ამის განმაპირობებელი ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი პროექტში ჩართული საზოგადოებრივი თუ კერძო სექტორის წარმომადგენელთა წარმატებული თანამშრომლობა და განათლების სფეროსა და საზოგადოებაში აღიარებული ადამიანებით დაკომპლექტებული ჟიურია. წელს ამ მიმართულებით გვაქვს სიახლეები\, ჟიურის ჰყავს ახალი წევრები: ლიკა ღლონტი (პროექტის EU4Dialogue ხელმძღვანელი) და დავით გორგილაძე (მწერალი); მხარდამჭერთა რიცხვს ალტე უნივერსიტეტიც შემოუერთდა. ტექნიკური თუ პროცედურული კუთხით რაიმე თვისებრივი ცვლილება არ გვაქვს. შესაბამისად\, მასწავლებლებისთვის ყველაფერი ნაცნობია და ველოდებით მათ აქტიურობას“\, –განაცხადა განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძემ. \n„ილიაუნი 2019 წლიდან თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანიის ფარგლებში. მსგავსი ღონისძიებების მიზანი განათლების\, განსაკუთრებით სასკოლო\, სფეროში მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და\, ზოგადად\, სასკოლო განათლების განვითარებაა. ილიაუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მეცნიერული რეაგირებაა\, ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნისა და საზოგადოების მდგრადი განვითარების კუთხით. მიგვაჩნია\, რომ დღევანდელი ქართული საზოგადოების მომავალი გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი ხაზი განათლებაზე გადის\, განათლების სისტემაში კი განსაკუთრებული როლი აკისრია სასკოლო განათლებას. შესაბამისად\, როგორც ამ კონკრეტული ჯილდოს ფარგლებში\, ისე სხვა სამეცნიერო და აკადემიური პროექტებით ილიაუნი მაქსიმალურად უჭერს მხარს ნებისმიერ პროექტსა თუ ინიციატივას\, რომელთა საბოლოო მიზანი სკოლის გაძლიერება\, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და განათლების სისტემაში ამ ძალიან მნიშვნელოვანი რგოლის სამომავლო განვითარებაა“\, – განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა\, პროფესორმა გიორგი გვალიამ. \nმასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. \nმასწავლებლების წარდგენა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს\, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ჯგუფებს. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2023-tslis-mastsavleblis-erovnuli-jildos-gakhsnithi-ghonisdzieba-gaimartha/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75060.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230318T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230318T200000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230306T112550Z
LAST-MODIFIED:20240201T112320Z
UID:10000129-1679169600-1679169600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „მარატ-სადი“
DESCRIPTION:ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა\, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით \n1 მოქმედებად \nშესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა\, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი\, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში\, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და შედეგი\, რომელსაც ის მიიღებს\, საკმაოდ მოულოდნელია. \nახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა\, საბა ასლამაზიშვილმაც თავისი სადებიუტო სპექტაკლისთვის ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში\, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს მიიღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად შეეცდებიან საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პახუხები იმ კითხვებზე\, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა. \nამ სპექტაკლით რეჟისორი წარდგენილი გახლდათ წინანდლის პრემიაზე \n\nრეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი\nმხატვარი: თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე\n\nსპექტაკლისთვის მუსიკა სპეციალურად დაწერა კონსტანტინე ეჯიბაშივლმა \nსპექტაკლში გამოყენებულია ჯემალ ჭელიძის თარგმანი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nჟან-პოლ მარატი – ბაჩო ჩაჩიბაია\nმარკიზ დე სადი – ამირან ქაჩიბაია\nშარლოტა კორდე – ანი იმნაძე\nსიმონა ევრარი – ანიკო შურღაია\nკულმიე – გივიკო ბარათაშვილი\nდიუპრე – ვლადიმერ ვაშაკიძე\nმღვდელი ჟაკრუ – კონსტანტინე ეჯიბაშივლი\nმაცნე – ანდრია ვაჭრიძე\nმედდა – ლიკა ზარნაძე\,\nსანიტარი –  ლუკა ახალაძე\nპაციენტები – თორნიკე კაკულია\, გაგა არაბული\, პაატა ბაბლუანი\, გიორგი მაქაძე\, მარიამ ბალახაძე\, ელენე დაბრუნდაშვილი\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 50 წუთი ანტრაქტის გარეშე \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 10 მაისს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\n\nდრო: 3\, 18 მარტი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი ანტრაქტის გარეშე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n\n2023\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-marat-sadi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74812.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230318T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230318T160000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230316T071235Z
LAST-MODIFIED:20240201T112322Z
UID:10000131-1679155200-1679155200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AI: შესაძლებლობები და გამოწვევები
DESCRIPTION:18 მარტს 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბში გაიმართება პანელური დისკუსია რევოლუციური ტექნოლოგიის\, ხელოვნური ინტელექტის შესახებ\, რომელსაც წარმართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: \n\nსანდრო ასათიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, უნილაბის დირექტორი\nაკაკი რაზმაძე – შრიფტის დიზაინერი\nბაჩო ბარნაბიშვილი – UI/UX Team lead TNET-ში\nგიგა ხუნდაძე – Front End დეველოპერი\nლია მოშიაშვილი – მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტი\n\nდისკუსიის თემები: \n\nAI-ს გავლენა განათლებასა და სასწავლო პროცესებზე\nროგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ბაზარს და რა უნარები იქნება საჭირო მომავლისთვის?\nრა ეთიკური მოსაზრებები უნდა იყოს გათვალისწინებული ხელოვნური ინტელექტის შემუშავებისა და გამოყენებისას?\n\nპანელურ დისკუსიასთან ერთად მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სხვადასხვა AI ისნტრუმენტს და ნახონ\, როგორ შეიძლება მათი გამოყენება. \nღონისძიებაზე დასასწრებად\, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3FwE3mL \nღონისძიების ხანგრძლივობა: 2 საათი \nსამუშაო ენა: ქართული \nადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი ⅗ \, T კორპუსი\, აუდიტორია T406 \nღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს. \n2023 წელი \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ai-shesadzleblobebi-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74954.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230316T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230316T160000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230309T063500Z
LAST-MODIFIED:20240201T112353Z
UID:10000142-1678982400-1678982400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:16-31 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობამ ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დაგეგმა ფრანკოფონიის დღეები. \nფრანკოფონია\, მსოფლიოს ფრანგულენოვანი ქვეყნების თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაცია\, აერთიანებს 57 წევრ და 20 დამკვირვებელ ქვეყანას\, მათ შორის საქართველოს. \nფრანკოფონია თანამედროვე სახით არსებობს 1970 წლიდან. \nორგანიზაციის დევიზია „თანასწორობა\, ურთიერთშევსება\, სოლიდარობა“ („égalité\, complémentarité\, solidarité“). \n\nგანრიგი \nბაშირ ტამსირ ნიანის ონლაინმოხსენება \nსამუშაო ენა: ფრანგული\nდრო: 16 მარტი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\nვრცლად: https://bit.ly/3mCK8rc \n_____________________________________________________________________________________________ \nქართულ-ფრანგული პოეზიის საღამო \nსამუშაო ენა: ფრანგული\nფორმატი: ჰიბრიდული\nდრო: 29 მარტი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 საკონფერენციო დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5\nვრცლად: https://bit.ly/3JqFuFG \n_____________________________________________________________________________________________ \nფრანკოფონული ქვეყნების გაცნობა \nსამუშაო ენა: ფრანგული\nფორმატი: ჰიბრიდული\nდრო: 31 მარტი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32\nვრცლად: https://bit.ly/3JqBdCd \nყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phrankophoniis-saerthashoriso-dghe-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74896.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230310T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230310T180000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230120T081114Z
LAST-MODIFIED:20240201T112404Z
UID:10000148-1678471200-1678471200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ – თამარ ლომიძის მონოგრაფიის პრეზენტაცია
DESCRIPTION:10 მარტს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორის\, თამარ ლომიძის მონოგრაფიის „ქართული ლექსი. სტრუქტურა და სემანტიკა“ (თბილისი: თსუ გამომცემლობა\, 2021) პრეზენტაცია. \nმონოგრაფიის შესახებ \nმონოგრაფია სამი თავისგან შედგება: \n\nპირველადაა შესწავლილი ნეოპლატონური ფილოსოფიის ზეგავლენა XII საუკუნის ქართული ლიტერატურის ძეგლზე\, ჩახრუხაძის სახოტბო პოემაზე „თამარიანი“;\nგანხილულია მეტრული და ბუნებრივი აქცენტუაციის ურთიერთმიმართება შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანში“. გამოტანილია დასკვნა\, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მეტრული აქცენტუაცია ჩამოყალიბდა არქაული ენობრივი აქცენტუაციის საფუძველზე\, რომელმაც განსაზღვრა მისი ფუნქციონირება სილაბურ-ტონური ლექსთწყობის ფარგლებში;\nგამოკვლეულია XVII-XVIII საუკუნეების ქართულ ანბანთქებათა ჟანრის ფორმალურ-სემანტიკური ნიშან-თვისებები და დასაბუთებულია\, რომ ისინი შეესაბამება ე.წ. „კლასიკური ეპისტემეს“ (მ. ფუკო) ძირითად მახასიათებლებს.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 10 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-leqsi-struqtura-da-semantika-thamar-lomidzis-monographiis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/01/73982.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230301T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230301T160000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230224T104629Z
LAST-MODIFIED:20240201T112407Z
UID:10000150-1677686400-1677686400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოსწავლეთა შემაჯამებელი კონფერენცია „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“
DESCRIPTION:1 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 დარბაზში გაიმართება მოსწავლეთა კონფერენცია „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“. \nკონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტის საკვირაო სკოლის „შევიმეცნოთ ჩვენი სამყარო“ დასკვნითი ღონისძიებაა\, რომელშიც 3 თვის განმავლობაში 200-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. \nმოსწავლეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოლოგიის ჯგუფის პროფესორები და მკვლევრები უკითხავდნენ ლექციებს შემდეგ თემებზე: \n\nსამყარო მიკროსკოპში: ბუნების ძალები და მატერიის შემადგენელი აგურები;\nელექტრომაგნიტური გამოსხივება და მისი ურთიერთქმედება მატერიასთან;\nხილული და უხილავი სამყარო;\nბირთვული რეაქტორები ცაში: ვარსკვლავები;\nვარსკვლავთა ისტორია;\nნეიტრონული ვარსკვლავები და პულსარები;\nშავი ხვრელები არ აღმოჩნდა მთლად შავი;\nგალაქტიკები და ჩვენი დიდი სახლი – ირმის ნახტომი;\nსამყარო ფართოვდება;\nრას გვამცნობს სამყაროს მსხვილმასშტაბიანი სტრუქტურა?\nსამყაროს აქვს დასაწყისი – კოსმოლოგიური სინგულარობა;\nრა ვიცით სამყაროს პირველი წუთების შესახებ?\nგრავიტაცია გვაძლევს საშუალებას\, ავწონოთ სამყარო;\nგრავიტაციული ტალღებით აღქმული სამყარო;\nროგორ ვიწინასწარმეტყველოთ სამყაროს მომავალი.\n\n\nპროგრამა \n1 მარტი\, 16:00 საათი – ოფიციალური გახსნა \nმომხსენებლები: \nნინო არჩვაძე\, ქ. თბილისის N155 საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ელექტრომაგნიტური ტალღების (სინათლის) სპექტრი; \nანასტასია კიკალია\, სკოლა-ლიცეუმი „მწიგნობართუხუცესი“\, X კლასი\,\nთემა: ბნელი მატერია; \nნინო კვიჟინაძე\, ქ. თბილისის N186 საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: ნეიტრინო; \nანასტასია ბირბიჩაძე\, ქ. თბილისი\, I ექსპერიმენტული საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: ფარული მატერია და მასზე დაკვირვების საშუალებები; \nგიგი გოგუა\, სერვანტესის სახ. გიმნაზია აია-ჯესსი\, XI კლასი\, ირაკლი ვეშაპელი\, ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის ქ. თბილისის N199 საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: გრავიტაციული ტალღები; \nანა ნარიმანიძე\, ქ. თბილისის N71 საჯარო სკოლა\, XII კლასი\,\nთემა: დიდი აფეთქება – სამყაროს ევოლუციის თეორია; \nგვანცა მებონია\, სოფ. ნოქალაქევის საჯარო სკოლა\, XI კლასი\,\nთემა: სამეცნიერო რევოლუცია; \nნინო გეგეჭკორი\, ქ. თბილისის N118-ე სჯარო სკოლა\, IX კლასი\,\nთემა: დიდი აფეთქება; \nმარიამ ყიფიანი\, კეხიჯვრის საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ფოტოეფექტი – ელექტრომაგნიტური გამოსხივება; \nლუკა კუკავა\, ზუგდიდის №4 საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ცხელი დიდი აფეთქება – სამყაროს წარმოშობის თეორიები; \nვახტანგ ჩიხლაძე\, ქ. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლა\, X კლასი\,\nთემა: ვარსკვლავთა ისტორია და 27 ვარსკვლავის მნიშვნელობა ბრაზილიის დროშაზე; \nლიზი გურგენიძე\, ვახტანგ პაპუნიძის სახ. დაბა ქედის საჯარო სკოლა\, XI კლასი;\nთემა: ელექტრომაგნიტური გამოსხივება. \n\nპროექტის შესახებ: \nპროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი SPG22-444) ნოემბერ-თებერვალში. \nკურსი განკუთვნილი იყო IX-XII კლასების მოსწავლეებისთვის და 15 სალექციო შეხვედრას მოიცავდა. მონაწილეებს ლექციებზე დასწრება შეეძლოთ როგორც ფიზიკურად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, ასევე დისტანციურად (პლატფორმა ზუმის საშუალებით). \nდეტალურად პროექტის შესახებ \nდრო: 1 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 დარბაზი (მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5) \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mostsavletha-shemajamebeli-konpherentsia-shevimetsnoth-chveni-samqharo/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/02/74642.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230224T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230224T160000
DTSTAMP:20260421T014017
CREATED:20230221T070122Z
LAST-MODIFIED:20240201T112413Z
UID:10000154-1677254400-1677254400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ კურტ შარის საჯარო მოხსენება ავსტრიული კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:24 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 სასემინარო დარბაზში საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და ავსტრიული კულტურის ცენტრის ორგანიზებით ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი\, ისტორიკოსი კურტ შარი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას “Schaufeln-Schubkarren-Stacheldraht. Peter Demant – Erinnerungen eines Österreichers an Zwangsarbeitslager und Verbannung in der Sowjetunion” . \nღონისძიებას დაესწრება ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი. \nპროფესორი კურტ შარი ასევე გამართავს მოკლე პრეზენტაციას სასკოლო პროექტის შესახებ\, რომლის განხორციელება იგეგმება საქართველოს სკოლებთან თანამშრომლობით. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 24 თებერვალი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, S507 სასემინარო დარბაზი (ავსტრიული ბიბლიოთეკა)\, გ. წერეთლის ქ. N3 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-kurt-sharis-sajaro-mokhseneba-avstriuli-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/02/74567.png
END:VEVENT
END:VCALENDAR