BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20230101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230516T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230516T110000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230510T082232Z
LAST-MODIFIED:20240201T111932Z
UID:10000064-1684234800-1684234800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სისხლის უანგარო დონაციის დღე ილიაუნიში
DESCRIPTION:16 მაისს\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. \nაქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი\, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ\, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ\, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. \nსისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე\, თუ: \n\nკორონავირუსის გადატანიდან გასულია 2 კვირაზე მეტი\nკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან გასულია 2 კვირაზე მეტი\nთქვენი წონა – 50-კგ და მეტია;\nარ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C;\nსიფილისი\, ტუბერკულოზი;\nარ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;\nარ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;\nარ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი;\nარ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია\, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;\nარ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;\nარ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;\nბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;\nდონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე\, სურდო\, კატარი\, სხვა გრიპოზული მოვლენები.\n\nმათ\, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში\, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები: \n\nსისხლის საერთო ანალიზი\nჯგუფი\, რეზუსი\, ფენოტიპი\nB და C ჰეპატიტი\, სიფილისი\, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი\n\nადამიანმა\, ვინც დონორობას აპირებს\, უნდა იცოდეს შემდეგი: \n\nსისხლის დონაცია იოლი\, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;\nსისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;\nსისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;\nსისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;\nსისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია\, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;\nსისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;\nთან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი.\n\nდრო: 16 მაისი\, 11:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: \nნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი – ილიაუნის A კორპუსი. სტუდენტური სივრცე\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nსისხლის ბანკი „სიცოცხლე“ – ილიაუნის T კორპუსი\, სტუდენტური სივრცე\, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2023  წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/siskhlis-uangaro-donatsiis-dghe-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76166.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230514T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230514T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230427T064726Z
LAST-MODIFIED:20240201T112004Z
UID:10000066-1684094400-1684094400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „საწვავი“
DESCRIPTION:დრამა 2 მოქმედებად \nროდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს\, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად\, მაგრამ რა ხდება მაშინ\, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია\, თუ წიგნები?! \nმთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი\nრეჟისორი: ლუკა ინწკირველი\nმხატვარი: თეო კუხიანიძე\nკომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nპროფესორი – გიორგი ჯიქია\nმარინა – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი ტაბიძე \nსპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი ანტრაქტის ჩათვლით \nსპექტაკლის პრემიერა შედგება 2023 წლის 24 მარტს \nდრო: 5\,14 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-satsvavi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75778.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230513T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230513T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230427T071407Z
LAST-MODIFIED:20240201T112008Z
UID:10000068-1684008000-1684008000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nრა ხდება მაშინ\, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nმთარგმნელი: მაია ნაჭყებია\nრეჟისორი: დავით ჭახრაკია\nმხატვარი: გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი:\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2019 წლის 30 მარტს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით\nსპექტაკლის მხარდამჭერია “Sky Development” \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 13 მაისი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-idealuri-ojakhi-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75780.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230512T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230512T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230427T080014Z
LAST-MODIFIED:20240201T112035Z
UID:10000072-1683921600-1683921600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „უხერხემლო“
DESCRIPTION:დრამა 1 მოქმედებად \nროგორია საქართველოში ცხოვრება\, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების\, ოჯახის\, საზოგადოების\, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე\, ან ღირს კი გადარჩენა\, როდესქაც არავის სჭირდები\, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში\, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა\, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს\, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა\, სადაც მშობლებს საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან\, სოფლისგან\, ქვეყნისგან მალულად უწევთ. \n\nრეჟისორი – გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი – თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი – მაკა მეტრეველი\nდადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმონაწილეობენ: \n\nმართა – მაიკო ხორნაული\nმამია – გიორგი ცერცვაძე\nნინო – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი მაქაძე\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 2 ივლისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\n\n\nდრო: 12 მაისი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-ukherkhemlo-6/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75785.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230511T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230511T190000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230501T074220Z
LAST-MODIFIED:20240201T112038Z
UID:10000074-1683831600-1683831600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მწვანე მარკეტინგი“- კლაუდია მეიერის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:11 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ურთიერთობების სასწავლო პროგრამის დირექტორი კლაუდია მეიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: მწვანე მარკეტინგი \nლექციის შესახებ \nლექციის თემაა მარკეტინგის მდგრადი და სოციალური ასპექტები\, საკითხი\, რომელმაც ბოლო დროს განსაკუთრებული აქტუალობა მოიპოვა. ერთი მხრივ\, კომპანიებმა რომლებსაც სურთ\, კონკურენტული დარჩნენ ბაზარზე\, უნდა განახორციელონ მწვანე მარკეტინგული სტრატეგია. დღეს მომხმარებლები უფრო მეტად არიან დაინტერესებული გარემოსდაცვითი საკითხებით\, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მდგრად და ეკომეგობრულ პროდუქტებზე. კომპანიებმა კი ეს მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. მეორე მხრივ\, მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები ამკაცრებენ რეგულაციებს გარემოსდაცვითი და მდგრადობის მიმართულებით. კომპანიებმა ეს რეგულაციები უნდა დაიცვან\, რომ არ დაჯარიმდნენ. \nმსმენელები გაეცნობიან მწვანე მარკეტინგსა და მის მდგრადობის კონცეფციებს\, სხვადასხვა ბიზნესმოდელს\, რომლებიც ამ კონცეფციებს უკვე იყენებენ\, და „გრინვოშინგის“ მაგალითებს\, რომელთაც კომპანიები მიმართავენ მწვანე იმიჯის შესანარჩუნებლად მაშინ\, როცა მათ სტრატეგიაში მდგრადობა სულაც არ არის გათვალისწინებული. \nმომხსენებლის შესახებ \nკლაუდია მეიერი ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „საერთაშორისო ბიზნესურთიერთობების“ სასწავლო პროგრამის დირექტორია. უნივერსიტეტში უძღვება სალექციო კურსს მარკეტინგსა და კვლევის მეთოდებში. \nმისი კვლევითი საქმიანობა მოიცავს კლიმატური ცვლილებებსა და ენერგიის გადაცემასთან დაკავშირებულ სოციალურ საკითხებსა და მონაწილეობის მეთოდებს ავსტრიაში. \nდრო: 11 მაისი\, 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtsvane-marketingi-klaudia-meieris-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76116.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230511T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230511T170000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230503T095900Z
LAST-MODIFIED:20240201T112043Z
UID:10000077-1683824400-1683824400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Culture Fest 2023
DESCRIPTION:11 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება კულტურული ფესტივალი Culture Fest 2023. \nფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ ეგვიპტის\, იაპონიის\, იემენის\, ინდოეთის\, იორდანიის\, ირანის\, სუდანის\, საქართველოს\, პაკისტანისა და პალესტინის ტრადიციულ ტანისამოსს\, ცეკვას\, სიმღერასა და კერძებს. \nსტუდენტების ორგანიზებით გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობა: შეჯიბრება სამაგიდო თამაშებში\, ხნით მოხატვა და ა.შ. \nდრო: 11 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/culture-fest-2023/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75984.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230504T054607Z
LAST-MODIFIED:20240201T112014Z
UID:10000070-1683572400-1683572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში – ალექსანდრ ბურკას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორი ალექსანდრ ბურკა წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: საერთაშორისო კომპეტენცია ბიზნესში: გამოწვევები და შესაძლებლობები \nლექციის შესახებ \nკულტურულ განსხვავებათა ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება საერთაშორისო პროფესიული წარმატების საწინდარია. დღევანდელი მსოფლიოსთვის დამახასიათებელია უსაზღვრო მობილობა და ურთიერთკავშირი\, რაც\, თავის მხრივ\, კულტურული საზღვრების კვეთის გზით კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს ითვალისწინებს. \nრას გულისხმობს საერთაშორისო კომპეტენცია? რა თეორიები უდევს საფუძვლად ინტერკულტურულ კომუნიკაციას? რომელ მოსაზრებათა გათვალისწინება იქნება მიზანშეწონილი? რაში მდგომარეობს ავსტრიული მიდგომა ამ დარგში? \nმომხსენებლის შესახებ \nალექსანდრ ბურკა ბურგენლანდის (ავსტრია) გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მიმართულების პროფესორია 25-წლიანი პროფესიული გამოცდილებით\, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 60 ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საწარმოებში სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობას. \nდრო: 8 მაისი\, 19:00-21:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-kompetentsia-biznesshi-aleqsandr-burkas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75997.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T190000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230503T104557Z
LAST-MODIFIED:20240201T112026Z
UID:10000076-1683572400-1683572400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია თემაზე „ქვიარ ტრავმა და ურბანული სივრცე: სხეული\, ინტერაქცია და ყოველდღიური ცხოვრება“. \nკვლევის ავტორები და მომხსენებლები \n\nსალომე შიუკაშვილი\, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობს ზრდასრულთა შეფასებისა და კონსულტირების მიმართულებით. მისი კვლევითი ინტერესებია: სექსუალური და გენდერული უმცირესობის ჯგუფების გამოცდილებები\, უმცირესობის სტრესი და ქრონიკული ტრავმა\, კრიმინალური ქცევის გენდერული განზომილებები. სალომე შიუკაშვილი\, როგორც კონტრაქტორი ფსიქოლოგი\, კვლევისა და კონსულტირების მიმართულებით თანამშრომლობს როგორც საჯარო სექტორთან\, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.\n\n\nგიორგი კანკია\, ურბანგეოგრაფი სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხით.  აქვს ურბანული და რეგიონული დაგეგმარებისა და გრანადის უნივერსიტეტის ურბანისტიკის მაგისტრის ხარისხი. ასევე – რამდენიმეწლიანი გამოცდილება ქალაქების კვლევის\, დაგეგმარების\, სივრცითი ანალიზისა და მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში. თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანაზაციებთან. კვლევითი ინტერესი: დაკვირვება სივრცის და ურბანული ნაშენი გარემოსა და ადამიანების ურთიერთობაზე.\n\nკვლევის შესახებ \nქართულ საჯარო სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა\, როგორ აისახება აქტივიზმის სხვადასხვა ფორმა ქვიარ თემის წარმომადგენელთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე\, ასევე დაგროვებულ ტრავმულ გამოცდილებათა ქრონიკულ ხასიათს. ყურადღების მიღმა რჩება ქვიარ ადამიანების ინტერაქციაც იმ ურბანულ გარემოსთან\, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება\, მუშაობა\, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება. კვლევა\, რომელიც ქვიარ ადამიანებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს ეყრდნობა და განიხილავს მათ ურთიერთობას ურბანულ სივრცეში და მასთან ინტერაქციის ფორმებს ტრავმული შემთხვევების კონტექსტში\, აჩვენებს\, რომ ეს ურთიერთობა ორმხრივი ხასიათისაა. ერთი მხრივ\, სოციალური და ნაშენი გარემო იწვევს საფრთხის შეგრძნების\, ტრავმული გამოცდილების მუდმივ მოლოდინსა და წარმოსახვითი თუ რეალური თავდასხმის მსხვერპლად აქცევს ქვიარ ადამიანებს. მეორე მხრივ\, წარსულის ტრავმული გამოცდილებების შედეგად ისინი თავად აყალიბებენ და უცვლიან ფორმას როგორც საკუთარ თავს\, ასევე მათ გარშემო ფიზიკურ თუ სოციალურ სივრცეს. ასე იკვეთება უსაფრთხო სივრცის\, ქვიარ სხეულისა და იმ სტრატეგიების ფლუიდური\, მუდმივად ცვლადი ხასიათი\, რასაც ისინი სივრცესთან სოციალური ინტერაქციისას მიმართავენ. \nკვლევა საინტერესო იქნება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (ფსიქოლოგების\, სოციალური მუშაკების\, გენდერის მკვლევრებისთვის) არქიტექტურისა და ურბანული სივრცის მკვლევრებისთვის\, აქტივისტებისთვის. \nკვლევა ჩატარდა ორგანიზაცია WISG-ის (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი) ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kvlevis-prezentatsia-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75983.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T160000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230504T120903Z
LAST-MODIFIED:20240201T112035Z
UID:10000079-1683561600-1683561600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სებასტიან კონრადის წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:8 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსის\, სებასტიან კონრადის\, წიგნის „რა არის გლობალური ისტორია?“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია. \nწიგნი 2016 წელს გამოსცა პრინსტონის უნივერსიტეტის გამომცემლობამ\, მისი ქართული თარგმანი კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ. \nავტორის შესახებ \nდოქტორი სებასტიან კონრადი\, მსოფლიოს წამყვანი ისტორიკოსი\, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. \nვრცელი ბიოგრაფიისთვის:  https://bit.ly/3Lwr4DO \nწიგნის შესახებ \nსებასტიან კონრადის „რა არის გლობალური ისტორია?” საისტორიო მეცნიერებაში ახალი მიმართულების შესავლად ითვლება. დარგის კრიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან\, რომ წიგნმა მოახერხა უაღრესად კომპლექსური და მრავალმხრივი დისკუსიების ობიექტად ქცეული სფეროს სისტემატიზება და მისი მომავალი განვითარების მკაფიო მონახაზის\, ჩარჩოს შექმნა. \nვიმედოვნებთ\, რომ სებასტიან კონრადის წიგნის თარგმანი ქართველ კოლეგებს აღუძრავს სურვილს\, კვლევებში ჩართონ გლობალური ისტორიის მიდგომა და ამით კრიტიკულად გადასინჯონ ტრადიციული\, მყარად ფესვგადგმული თეორიები. \nდრო: 8 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sebastian-konradis-tsignis-ra-aris-globaluri-istoria-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/76115.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230508T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230508T130000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230501T074925Z
LAST-MODIFIED:20240201T112042Z
UID:10000081-1683550800-1683550800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის საჯარო ლექცია „ნატო-საქართველოს ურთიერთობები“
DESCRIPTION:8 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი წაიკითხავს საჯარო ლექციას. \nლექციის თემა: ნატო-საქართველოს ურთიერთობები \nმომხსენებლის შესახებ \nსაქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისს\, რომლის საქმიანობაც მოიცავს აზერბაიჯანსა და სომხეთს\, ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი 1-ელი თებერვლიდან შეუერთდა ხელმძღვანელის პოზიციაზე. \n2015-დან 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით\, 6 წლის განმავლობაში\, ალექსანდრე მსახურობდა უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. \nმისი წინა სამუშაო გამოცდილება მოიცავს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობას ცენტრალურ აზიაში და მუშაობას ნატოს შტაბ-ბინაში\, როგორც პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის\, ასევე თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოში. ადრე რამდენიმე თანამდებობაზე მუშაობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო). \nკარიერა კი საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევრად დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში\, ჰარვარდ კენედის სკოლასა და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში. \nდიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი ფლობს აკადემიურ ხარისხს ოქსფორდის უნივერსიტეტის\, Sciences-Po Paris-ისა და ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან. საუბრობს შვიდ ენაზე. \nდრო: 8 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/natos-samekavshireo-ophisis-khelmdzghvanelis-sajaro-leqtsia-nato-saqarthvelos-urthierthobebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75866.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230506T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230506T120000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230502T122152Z
LAST-MODIFIED:20240201T112051Z
UID:10000084-1683374400-1683374400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:HR ღონისძიება – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება\,  სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები
DESCRIPTION:6 მაისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზაცია EVA-სა და ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის მხარდაჭერით HCM metrics-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დევიდ სიმონდსი სტუდენტებისთვის წაიკითხავს ლექციას თემაზე – „ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება\, სტრატეგიული HR მართვა და HR მეტრიკები“. \nმომხსენებლის შესახებ \nდევიდ სიმონდსი\, HCM Metrics-ის და HR Analytics ჯგუფის თავმჯდომარე\, პირველი HR პროფესიონალია\, რომელმაც პროფესიული სერტიფიცირება მიიღო ISO 30414 ადამიანური კაპიტალის მენეჯმენტის ანგარიშგების სტანდარტის შესაბამისად. \nHCM Metrics\, რომლის დამფუძნებელიც არის დევიდ სიმონდსი\, მსოფლიოში ISO 30414:2018-ის პირველი აკრედიტებული აუდიტორული კომპანიაა\, რომელიც კომპანიებს პრინციპებზე\, მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. \nლექციის შესახებ    \nკომპანიებს შეუძლიათ\, რეალური სარგებელი მიიღონ ადამიანური კაპიტალის ანგარიშგების ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში\, გავლენა იქონიონ ბიზნესპარტნიორებსა და მთავარ დაინტერესებულ მხარეებზე (სთეიქჰოლდერებზე)\, გაზარდონ კომპანიაში მონაცემებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიღებულ გადაწყვეტილებათა სიხშირე\, გააძლიერონ თანამშრომლობა ტოპმენეჯმენტთან და კომუნიკაცია გამჭვირვალე და ეფექტური გახადონ. \nსპიკერი მიმოიხილავს საერთაშორისო სტანდარტს „ISO 30414:2018 – ადამიანური კაპიტალის ანგარიშგება“\, რომელიც ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას\, მკვეთრად გაზარდონ ადამიანური კაპიტალის რეალური წვლილი ბიზნესის წარმატებაში\, და რომელიც აერთიანებს 60-მდე მეტრიკას 11 ძირითადი მიმართულებით (შესაბამისობა და ეთიკა; ხარჯი; მრავალფეროვნება; ლიდერობა; ორგანიზაციული კულტურა; ორგანიზაციული ჯანმრთელობა\, უსაფრთხოება და კეთილდღეობა; პროდუქტიულობა; დაქირავება\, მოქნილობა და ბრუნვა; უნარები და შესაძლებლობები; მემკვიდრეობის დაგეგმვა (succession planning); სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა). \nდრო: 6 მაისი\, 12:00 საათი \nლექციის ფორმატი: ლექციაზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში\, ასევე დისტანციურად (უზრუნველყოფილი იქნება LIVE ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდზე) \nLive-ღონისძიების ბმული ლექციაზე დისტანციურად დასწრების მსურველთათვის: https://bit.ly/44iUH4a \nადგილმდებარეობა ლექციაზე ფიზიკურ სივრცეში დასწრების მსურველთათვის: E207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკის გადმოსწვრივ) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hr-ghonisdzieba-adamianuri-kapitalis-angarishgeba-strategiuli-hr-marthva-da-hr-metrikebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/05/75971.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230504T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230504T170000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230428T113045Z
LAST-MODIFIED:20240201T112047Z
UID:10000083-1683219600-1683219600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა – ალექსეი ბაბუხის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში კომპანია Devexperts-ის ინიციატივით ტრენერი ალექსეი ბაბუხი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „პროექტის მენეჯმენტის პროფესიის მიმოხილვა“. \nმომხსენებელი ისაუბრებს აქტუალურ და საინტერესო თემებზე და უპასუხებს სტუდენტების შეკითხვებს. \nმომხსენებლის შესახებ \nალექსეი ბაბუხი პროფესიული სერტიფიცირებისა (PMP) და შვიდწლიანი გამოცდილების მქონე პროექტის მენეჯმენტის განყოფილების ხელმძღვანელია. მან წარმატებით იმუშავა 15-ზე მეტ პროექტზე\, მეთვალყურეობდა მიწოდების განყოფილების მუშაობას. \nამჟამად ხელმძღვანელობს პროექტის მენეჯერთა 25-კაციან გუნდს. \nპრეზენტაციის შინაარსი: \n\nრა არის fintech?\nDevexperts-ის გადაწყვეტილებები\, fin. ბაზრები\n Fintech პროექტების მართვა\nპროექტის მენეჯერის როლი ტიპურ დავალებაში\nპროექტის მენეჯერისთვის აუცილებელი უნარები\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-menejmentis-prophesiis-mimokhilva-aleqsei-babukhis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75861.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230503T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230503T180000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230428T114226Z
LAST-MODIFIED:20240201T112056Z
UID:10000086-1683136800-1683136800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:DataArt კარიერული განვითარების კურსი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:კომპანია DataArt ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს კარიერული განვითარების უფასო კურსს. კურსი მოიცავს 4 სალექციო სესიას. \nპირველი სესია გაიმართება 3 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის T102 აუდიტორიაში. \nსპიკერი – ანა ანდღულაძე\, ტექ. ტალანტების შერჩევის მენეჯერი/კარიერული კონსულტანტი. \nლექცია მოიცავს შემდეგ საკითხებს: \n\nპროფესიის მნიშვნელობა კარიერული განვითარების პროცესში;\nროგორია კარიერული განვითარების სრულყოფილი გზა;\nემოციური ინტელექტისა და ინტელექტის კოეფიციენტის როლის განხილვა;\nროგორ უნდა მოვემზადოთ გასაუბრებისთვის;\nპროფესიული კომპეტენციის სწორი მენეჯმენტი;\nპიროვნული და პროფესიული განვითარების შერწყმა.\n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 3 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dataart-karieruli-ganvitharebis-kursi-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75863.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230501T113800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230501T113800
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230501T073859Z
LAST-MODIFIED:20240201T112103Z
UID:10000087-1682941080-1682941080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კომპეტენციები ბიზნესში - გამოწვევები და შესაძლებლობები
DESCRIPTION:[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-kompetentsiebi-biznesshi-gamotsvevebi-da-shesadzleblobebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230430T110000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230412T110331Z
LAST-MODIFIED:20240201T112118Z
UID:10000090-1682852400-1682852400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:განათლების სკოლისა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის მასტერკლასები სკოლის მასწავლებლებისთვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა და პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი 30 აპრილს\, 11:00-დან 15:00 საათამდე\, ილიაუნის T კორპუსში სკოლის მასწავლებლებისა და ლიდერებისთვის გამართავენ მასტერკლასებს. \n\nსკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები \nმოკლე აღწერა:  \nმასტერკლასის მონაწილეები გაეცნობიან სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ფორმებს (ქოუჩინგი\, სასწავლო ჯგუფები\, კრიტიკული მეგობარი\, გაკვეთილის შესწავლა\, მენტორინგი) და მათი გამოყენების შესაძლებლობებს სკოლის კონტექსტის გათვალისწინებით\, იმსჯელებენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე სკოლაში სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელები: განათლების სკოლის ხელმძღვანელი\, პროფესორი სოფიკო ლობჟანიძე\, მოწვეული ლექტორი მარიკა კირვალიძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MFktJE \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კურიკულუმის დაგეგმვისა და განვითარების ძირითადი პრინციპები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე განხილული იქნება თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისი თემატური ერთეულის შექმნისას გასათვალისწინებელი კრიტერიუმები და კურიკულუმის განვითარების პროცესში გამოსაყენებელი მიდგომები და ინსტრუმენტები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები და სკოლის ლიდერები \nხელმძღვანელი – მოწვეული ლექტორი ვიქტორია უშანგიშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mD3Xim \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: რეფლექსიის როლი მოსწავლის თვითშეფასების უნარის განვითარებაში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სტრატეგიები\, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს რეფლექსიის გზითსწავლის პროცესის გაცნობიერებაში\, ძლიერ მხარეთა იდენტიფიცირებასა და გასაუმჯობესებელ მხარეთა დაძლევის გზების მოძებნაში. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი ეკა ტყავაშვილი \nსარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3ZYuFje \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ინტერდისციპლინური მიდგომების გამოყენება სწავლებისას \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე განხილული იქნება სწავლებაში ინტერდისციპლინური მიდგომების არსი\, მისი სიკეთე მოსწავლეებში ჰოლისტური აზროვნების განვითარებისთვის და გამოყენების კონკრეტული მაგალითები. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \nხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი\, პროფესორი დავით მალაზონია \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/403r2Zd \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კითხვის დასმის ეფექტური სტრატეგიები \nმოკლე აღწერა: მასტერკლასზე მიმოვიხილავთ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, ერთ-ერთ ხშირად გამოყენებულ მეთოდს ნებისმიერი საგნის სწავლებისას\, ასევე ეფექტურად როგორ დავსვათ შეკითხვა \, როგორ ვუზრუნველყოთ\, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა\, როგორ შეიძლება შევცვალოთ გაბატონებული მოსაზრება\, რომ ყველა კითხვაზე არსებობს „სწორი“ და „არასწორი“ პასუხები; გამოვიკვლევთ\, რომელია „კარგი კითხვა“. მასწავლებლები გაეცნობიან ფოკუსირებულ დაკვირვების რუბრიკასაც\, თუ როგორ იყენებენ კითხვის დასმის სტრატეგიებს\, რაც სკოლაში თანამშრომლობით კულტურას\, სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლები \n ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი მანანა რატიანი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3mqGtx8 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: კვლევის კომპონენტი გერმანული ენის სწავლებისას \nმოკლე აღწერა: სასწავლო პროცესის წარმატებისა და ეფექტურობის შეფასება მასწავლებელს აძლევს საშუალებას\, უკეთესად გაიცნოს და დახვეწოს თავისი სასწავლო პროცესი\, რომლის კვლევაც დღეს მასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და არახალია. შეხვედრაზე ვიმსჯელებთ მასწავლებლის მიერ სასწავლო პროცესის კვლევასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებზე. \nსამიზნე ჯგუფი: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების გერმანული ენის მასწავლებლები \nხელმძღვანელი – პროფესორი ეკა შავერდაშვილი \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/3MEOp8H \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\nმასტერკლასი: ქართულის\, როგორც მეორე ენის\, სწავლების სპეციფიკა ქართულენოვან გარემოში \nმოკლე აღწერა: შეხვედრაზე მოკლედ იქნება მიმოხილული არაქართულენოვან და ქართულენოვან გარემოში ენის ბარიერები და განსხვავებული საჭიროებები; მეორე ენის სწავლების სპეციფიკა – ენობრივი უნარ-ჩვევებისა და გრამატიკა-ლექსიკის ინტეგრირებულად სწავლება; ენის ათვისების თავისებურებები საგნობრივ შინაარსთა ათვისების პარალელურად ბუნებისმეტყველების მასალის მაგალითზე. \nსამიზნე ჯგუფი: არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ქართულის\, როგორც მეორე ენის\, მასწავლებლებისა და ბუნებისმეტყველებისა და ქართულის\, როგორც მეორე ენის\, ინტეგრირებულად სწავლებაში ჩართული დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის \n ხელმძღვანელი – ასისტენტ-პროფესორი თინათინ კიღურაძე \nსარეგისტრაციო ბმული: https://bit.ly/41qWPo4 \nდრო: 30 აპრილი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 კორპუსი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n\nრეგისტრაცია დასრულდება 26 აპრილს.\nდარეგისტრირება შეგიძლიათ მხოლოდ ერთ მასტერკლასზე.\n\n2023 წელი\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ganathlebis-skolisa-da-pirovnuli-da-prophesiuli-ganvitharebis-tsentris-masterklasebi-skolis-mastsavleblebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75579.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230429T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230404T115100Z
LAST-MODIFIED:20240201T112110Z
UID:10000088-1682798400-1682798400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ჩარლის დეიდა"
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nჩახლართული და აბსურდული სიტუაციებით სავსე კომედია\, სადაც ახალგაზრდა ბიჭები სიყვარულის მოსაპოვებლად ათასგვარ ტყუილს ხლართავენ; სადაც ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება უცბად ქალბატონ როზად გადაიქცეს; ქალბატონ როზად გადაცმული ახალგაზრდა ბიჭი შეიძლება პოლკოვნიკს შეუყვარდეს\, ხოლო პოლკოვნიკს სტუმრად მისი პირველი სიყვარული\, დონა როზა ეწვიოს\, რომელიც თურმე პოლკოვნიკის შვილის მეგობრის დეიდაა\, სწორედ ის დეიდა\, რომლის ტანსაცმელშიც გამოწყობილა მისი შვილის მეგობარი ახალგაზრდა ბიჭი\, რომელიც თავის მეგობრებს სიყვარულის მოპოვებაში ეხმარება… \n\nრეჟისორი: კახა გოგიძე\nაღდგენის რეჟისორი: ანდრია ვაჭრიძე\nმხატვარი:ანუკა მურვანიძე\nკოსტუმების მხატვარი: ციცი ციცხვაია\nმუსიკალური გაფორმება: არსენ მიგრიაული\nქორეოგრაფი: სოფო გვრიტიშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nფრენსის ჩესნი\, პოლკოვნიკი – ზუკა გაბუნია\, ლუკა ახალაძე\nჯეკი ჩესნი\, მისი ვაჟი – გიორგი შავგულიძე\nჩარლი უიკემი – დავით დავითულიანი\nბაბს ბაბერლი –ანდრია ვაჭრიძე\nკრიგსი\, მოსამართლე – დავით ველიჯანაშვილი\, პაატა კიკვაძე\nენი\, მისი ძმისწული – ნათია კვაშალი\, მარიამ ნადირაძე\, ნუკა ქევხიშვილი\nბეტი\, მისი აღზრდილი – მარიტა ჯანაშია\nდონა როზა დალვადორეს\, ჩარლის დეიდა – მაკა შალიკაშვილი\nელა დელეი\, მისი აღზრდილი – ანი თალაკვაძე\, მარიამ ხუხუნაშვილი\nბრასეტი\, მსახური – ნიკუშა გოგიძე\, გაგა არაბული\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 30 წუთი ანტრაქტის გარეშე \nპრემიერა შედგა 2016 წლის 27 მაისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 29 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-charlis-deida/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74817.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230428T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230404T111100Z
LAST-MODIFIED:20240201T112146Z
UID:10000091-1682712000-1682712000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „ძალად ექიმი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nკომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ\, რომ მთავარი გმირი\, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია\, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში\, რომელიც სინამდვილეში\, რა თქმა უნდა\, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება\, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“\, შეყვარებული წყვილის\, „განკურნებასაც“ ახერხებს. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: კოკო როინიშვილი\nმხატვარი: ბარბარე ასლამაზი\nმუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი\nქორეოგრაფი: თინათინ წულაძე\nტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე\n\nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nსგანარელ – ირაკლი ჩხიკვაძე\nმარტინ – ანი იმნაძე\nლუკა – ნოდარ ძოწენიძე\nჟერონტ – ანდრია ვაჭრიძე\nჟაკლინ – ანიკო შურღაია\nლუსინდ – ანკა ვასაძე\nლეანდრ – გიორგი კიკნაძე\n\nსპექტაკლში ჟღერს მუსიკა: \nRaphael – Balada De La Trompeta\nRaphael Beau – Ca Deroule\nRoque Banos – Circus Freaks\, Love at Park\,  Hidding In The Forest\, Titles\nll piccolo circo\nStephen Trask – The Show\nCirque Du Soleil – Wedding\nA. Zanzotto & Nin0 Rotta – Canto della Buranella \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 3 ნოემბერს \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 28 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა:  1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-dzalad-eqimi-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74810.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230406T073447Z
LAST-MODIFIED:20240201T112158Z
UID:10000093-1682452800-1682452800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი  „ჟლეტის ღმერთი“
DESCRIPTION:შავი კომედია 1 მოქმედებად \nრა შეიძლება მოხდეს\, როდესაც თინეიჯერი ბიჭების მშობლები ერთმანეთს თავიანთი შვილების ყოფა–ქცევის განსახილველად ხვდებიან? არაფერი განსაკუთრებული\, იტყვით თქვენ. შეიკრიბებიან\, დალევენ ჩაის\, ან ყავას\, ან ალკოჰოლს და ზრდილობიანად წარმართავენ ცივილურ\, გაწონასწორებულ საუბარს იმის თაობაზე\, თუ როგორი ახალგაზრდა თაობა მოდის\, როგორ იცვლება დროება და როგორი განსხვავებული ბავშვები იყვნენ თვითონ\, არა? დიახ\, სწორედ ასე იწყება იასმინა რეზას პიესა „ჟლეტის ღმერთი“\, თუმცა… გარწმუნებთ\, პატარა ბიჭები ყველგან და ყველა დროში ერთნაირად იცელქებენ\, აი\, მათი მშობლების ქცევის წინასწარ გათვლა კი სრულიად შეუძლებელია. \n\nთარგმანი: ქეთი კვანტალიანი\nრეჟისორი: დავით ჭაბაშვილი\n\nმხატვარი: გოჩა აგაშენაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი\n\nმონაწილეობენ: \n\nგიორგი ბახუტაშვილი\nნატა ბერეჟიანი\nგაგა შიშინაშვილი\nმაია ხორნაული\n\nპრემიერა შედგა 2014 წლის 7 თებერვალს \nსპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 15 წუთი ანტრაქტის გარეშე \nყველა საავტორო უფლება დაცულია \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით. \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\nდრო: 25\, 26\, 30 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-zhletis-ghmerthi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75492.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230425T190000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230421T173757Z
LAST-MODIFIED:20240202T085328Z
UID:10004828-1682449200-1682449200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 აპრილს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება პროფესორ შუქია აფრიდონიძის წიგნის პრეზენტაცია: მიმართვის ფორმები ახალ ქართულში. სტრუქტურა და ფუნქციონირება. \nამ ნაშრომით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალი საერთაშორისო რეფერირებადი სერიის გამოცემას სახელწოდებით: ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა. \nგამოცემის შესახებ \nამ მონოგრაფიით ავტორმა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერეტუს-პროფესორმა შუქია აფრიდონიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ენის მეცნიერული აღწერისა და სწავლების\, ასევე ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო სივრცეში ქართული ენის პოპულარიზაციის საქმეში; წლების განმავლობაში იგი იკვლევდა საქართველოს ტოპონიმიის\, ლექსიკოლოგიის\, ლექსიკოგრაფიისა და ქართული ენის სტილისტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს\, არის არაერთი განმარტებითი და ორენოვანი ლექსიკონის შემდგენელი. \nავტორის შესახებ \nშუქია აფრიდონიძემ აღზარდა ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა თაობები; განუზომელია მისი ღვაწლი უცხოური ქართველოლოგიის განვითარებაში. სხვადასხვა დროს შუქია აფრიდონიძე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრასთან არსებულ ტოპონიმიკის ლაბორატორიასა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 2006 წლიდან იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ქართული ენის სწავლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი და აკადემური საბჭოს წევრი. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის\, მთელი სამეცნიერო საზოგადოებისთვის საქართველოსა და უცხოეთში. \nდრო: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზირი #32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-shuqia-aphridonidzis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75697.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230423T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230423T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230404T113700Z
LAST-MODIFIED:20240201T112203Z
UID:10000095-1682280000-1682280000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „უხერხემლო“
DESCRIPTION:დრამა 1 მოქმედებად \nროგორია საქართველოში ცხოვრება\, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების\, ოჯახის\, საზოგადოების\, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე\, ან ღირს კი გადარჩენა\, როდესქაც არავის სჭირდები\, არავის ესმის შენი? ამ ერთ ტრაგიკულ ამბავში\, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა\, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებგული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს\, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა\, სადაც მშობლებს საკუთარი განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან\, სოფლისგან\, ქვეყნისგან მალულად უწევთ. \n\nრეჟისორი – გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)\nმხატვარი – თეო კუხიანიძე\nტექნიკური რეჟისორი – მაკა მეტრეველი\nდადგმის ხელმძღვანელი – ვანო ხუციშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\n\nმონაწილეობენ: \n\nმართა – მაიკო ხორნაული\nმამია – გიორგი ცერცვაძე\nნინო – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი მაქაძე\n\nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი \nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 2 ივლისს \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\n\n\nდრო: 23 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-ukherkhemlo-5/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74813.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230422T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230422T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230404T103200Z
LAST-MODIFIED:20240201T112210Z
UID:10000097-1682193600-1682193600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „საწვავი“
DESCRIPTION:დრამა 2 მოქმედებად \nროდესაც ზამთარია და ომი მძვინვარებს\, ადამიანები საკვებს და სითბოს ეძებენ გადასარჩენად\, მაგრამ რა ხდება მაშინ\, როდესაც ირგვლივ ყველაფერი უკვე დაიწვა და მხოლოდ წიგნები-ღა დარჩა? გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია\, თუ წიგნები?! \nმთარგმნელი: თამარ ხოსრუაშვილი\nრეჟისორი: ლუკა ინწკირველი\nმხატვარი: თეო კუხიანიძე\nკომპოზიტორი: ერეკლე გეწაძე\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \nპროფესორი – გიორგი ჯიქია\nმარინა – ანიკო შურღაია\nდანიელი – გიორგი ტაბიძე \nსპექტაკლის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთი ანტრაქტის ჩათვლით \nსპექტაკლის პრემიერა შედგება 2023 წლის 24 მარტს \nდრო: 22 აპრილი \, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-satsvavi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75171.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230420T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230420T100000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230316T105155Z
LAST-MODIFIED:20240201T112221Z
UID:10000099-1681984800-1681984800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროპის დიგესტიური ქირურგიის მე-15 კონფერენცია
DESCRIPTION:20-22 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ევროპის დიგესტიური ქირურგიის (European Digestive Surgery 2023) მე-15 საერთაშორისო კონფერენცია. \nკონფერენციის პროგრამა მოიცავს დიგესტიური მედიცინის ტრადიციულ გამოწვევებსა და თანამედროვე მიღწევებს\, რომელთაც წარადგენს ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური სპიკერი. \nმომხსენებელთა შორის იქნებიან ქართული სამედიცინო საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები\, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. \nკონფერენცია ასევე მოიცავს დიგესტიურ მედიცინასთან დაკავშირებულ ისეთ დარგებს\, როგორებიცაა: ონკოლოგია\, გასტროენტეროლოგია\, რადიოლოგია\, ტრანსპლანტოლოგია და სხვ.\, რათა დელეგატებს შევთავაზოთ დიდი ინტერდისციპლინური პროგრამა. სპეციალურ საპატიო სესიაზე ლექციებს წაიკითხავენ მედიცინის მსოფლიო მასშტაბის ოსტატები. \nკონფერენციის სამეცნიერო და სოციალური პროგრამა შეიმუშავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლამ\, საქართველოს წამყვანმა კვლევითმა და საგანმანათლებლო ინსტიტუტმა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი: eds2023.org \nEDS Tbilisi 2023 საორგანიზაციო გუნდი: \n\nივანე აბიათარი\, EDS 2023-ის პრეზიდენტი\nტიერი ბერნი\, სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე\nკობა შანავა\, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე\n\n\nკონფერენციის აკადემიური პარტნიორები: \n\nპ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია;\nქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;\nბაუ-ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი.\n\n\n\nკონფერენცია აკრედიტებულია უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს (EACCME) მიერ და გაიცემა მაქსიმუმ 13 ევროპული CME კრედიტი. \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evropis-digestiuri-qirurgiis-me-15-konpherentsia/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/74981.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230419T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230419T150000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230413T130755Z
LAST-MODIFIED:20240201T112224Z
UID:10000101-1681916400-1681916400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული ენის კვირეული – შემაჯამებელი ღონისძიება
DESCRIPTION:19 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება ქართული ენის კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება. \n\nგანრიგი \n15:00-15:10 – გახსნა \nპროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, რექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n15:10-15:30 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ კონცეფციის წარდგენა  \nპროფესორი თინათინ მარგალიტაძე\, ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელი \n15:30-15:40 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ ვებგვერდის წარდგენა  \nლალუ ჯიქიძე\, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტების მენეჯერი \n15:40-16:00 – კონკურსის „შექმენი ქართული ტერმინი“ პირველი ეტაპის შეჯამება და გამარჯვებულების დაჯილდოება  \nლექსიკოგრაფიის მიმართულების დოქტორანტი სალომე ჭიღლაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n16:00-16:30 – წიგნის „ფიქრები მშობლიურ ენაზე“ წარდგენა  \nპროფესორი თინათინ მარგალიტაძე\, წიგნის ავტორი \n16:30-16:45 – უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმის წარდგენა \nქეთევან თევდორაძე\, ლექსიკოგრაფიის მაგისტრი \n16:45-17:00 – უცხო სიტყვებისა და მათი ქართული შესატყვისების გლოსარიუმის ვებგვერდის წარდგენა \nლალუ ჯიქიძე\, კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტების მენეჯერი \n\nდრო: 19 აპრილი\, 15:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილია ჭავჭავაძის გამზ N32 \nსამუშაო ენა: ქართული \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-enis-kvireuli-shemajamebeli-ghonisdzieba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75633.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230419T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230419T100000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230412T065300Z
LAST-MODIFIED:20240201T112228Z
UID:10000102-1681898400-1681898400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური\, ეკონომიკური\, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“
DESCRIPTION:19 აპრილს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ცენტრი და პერიფერია: პოლიტიკური\, ეკონომიკური\, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში“. \nსამდღიანი მრავალდარგობრივი საერთაშორისო კონფერენცია პირველსა და მესამე დღეს (18\, 20 აპრილს) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება. \nსხვადასხვა დარგის ქართველი და უცხოელი მკვლევრები ცენტრისა და პერიფერიის პერსპექტივიდან გააანალიზებენ პოლიტიკურ\, ეკონომიკურ\, კულტურულ\, ენობრივ და ლიტერატურულ პროცესებს. \nკონფერენცია მომზადებულია ლილისა (Université de Lille) და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების ინიციატივით. მის ორგანიზებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობდნენ ფრანგული ინსტიტუციები: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი (Université franco-géorgienne)\, ვანდეს კათოლიკური ინსტიტუტი (ICES – Institut Catholique de Vendée)\, რომანულ კვლევათა ექსის ცენტრი – ექს-მარსელის უნივერსიტეტი (CAER – Aix-Marseille Université). \nსამუშაო ენები: ფრანგული\, ინგლისური \nდრო: 19 აპრილი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n  \n2023 \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-tsentri-da-peripheria-politikuri-ekonomikuri-kulturuli-da-enobrivi-sivrtsis-adaptatsia-thanamedroveobashi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75558.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230412T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230412T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230407T121831Z
LAST-MODIFIED:20240201T112231Z
UID:10000105-1681329600-1681329600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“
DESCRIPTION:ერთ მოქმედებად \nთქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ\, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში\, მოყვრებსა და მეზობლებში\, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი. \nეს ამბავი\, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი\, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ\, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს\, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს – სხვების დახმარებაში\, სხვაზე „მითხოვებაში“\, დალხენილი ყოფის ილუზიაში\, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას ბადებს. \nრა უფრო მნიშვნელოვანია – თავისუფლება თუ უზრუნველი ცხოვრება? \nრეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვონ გზა\, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახისა და\, ამავდროულად\, საქართველოს მომავლის გადარჩენას. \nრეჟისორი – საბა ასლამაზიშვილი\nსცენოგრაფია – მარიამ კალატოზიშვილი\nკოსტუმების მხატვარი – სანდრო მარგველაშვილი\nმუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე\nქორეოგრაფი – დეა აბაკელია\nმუსიკალური კონსულტანტი – ივანე ხაჩიძე\nტექნიკური რეჟისორი– თამუნა კამლაძე \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი: \n\nდარისპანი – სლავა ნათენაძე\nმართა – ლილი ხურითი\nპელაგია – მაია ხორნაული\nნატალია – ნინა ყიფშიძე\nკაროჟნა – მაშიკო თვალაბეიშვილი\nოსიკო – თორნიკე კაკულია\n\nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით. \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი. \nდრო: 12\, 13\, 21 აპრილი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-darispanis-gasatchiri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/75514.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230409T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230409T200000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230404T113600Z
LAST-MODIFIED:20240201T112235Z
UID:10000108-1681070400-1681070400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“
DESCRIPTION:კომედია 1 მოქმედებად \nრა ხდება მაშინ\, როდესაც საკუთარ ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი… \nარსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები\, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. \nმთარგმნელი: მაია ნაჭყებია\nრეჟისორი: დავით ჭახრაკია\nმხატვარი: გიორგი უსტიაშვილი\nტექნიკური რეჟისორი: ნათია სამადაშვილი \nმოქმედი პირნი და შემსრულებელნი:\nვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)\nმიხალი – გიორგი გოგუაძე\nბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი \nსპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი\nსპექტაკლის პრემიერა შედგა 2019 წლის 30 მარტს \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით\nსპექტაკლის მხარდამჭერია “Sky Development” \n\nიხილეთ ფოტო გალერეა\nიხილეთ ვიდეო\n\n\nდრო: 9 აპრილი\, 20:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წუთი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო) \n2023 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/speqtakli-idealuri-ojakhi-4/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/04/74245.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230403T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230403T190000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230323T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T112239Z
UID:10000110-1680548400-1680548400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე
DESCRIPTION:3 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში Startup Grind-ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართება პირველი შეხვედრა თემაზე „ქართულ-ამერიკული სტარტაპის ეკოსისტემები – 90-იანი წლებიდან დღემდე“. \n90-იანი წლები ბევრი გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიისა და თანამედროვე საბაზრო ეკონომიკური პრინციპების დასაბამია. ამ კომპანიებმა შეძლეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ბიზნესმოდელების გამოყენება\, რომელთა საშუალებითაც კონკურენცია გაუწიეს ტრადიციულ ინდუსტრიებს და შექმნეს ახალი ბაზრები. \nღონისძიებაზე მომხსენებლები ქართული და ამერიკული გარემოს მაგალითზე მიმოიხილავენ\, რა პროცესები მიმდინარეობდა ეკოსისტემაში 1990-იანი წლებიდან დღემდე. ასევე ისაუბრებენ სტარტაპგარემოს 1990-2022 წლების გამოწვევებზე და გაგვიზიარებენ გამოცდილებას. \nმომხსენებლები  \nდავით ჩეჩელაშვილი სტრატეგიაზე ორიენტირებული მეწარმეა და 2004 წლიდან ტექნოლოგიებისა და გასართობი ინდუსტრიის გადაკვეთაზე მუშაობს. ბიზნესპარტნიორებთან ერთად დაარსებული აქვს 5 გლობალური სტარტაპი\, ძირითადად იმერსიული ვიზუალიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. მათგან ერთ-ერთი\, კინოინდუსტრიის ცნობილი ბრენდი\, 3D ტექნოლოგიების ბოლო ტალღის (2005) სათავეში იდგა. 2015 წელს დავითი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ მონაწილეობს სტარტაპის ეკოსისტემის განვითარებაში. საქართველოს აქსელერაციის 500 პროგრამის კოორდინატორია. \nანა რობაქიძე\, Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი\, მანამდე იყო Clientela-ს ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი\, მუშაობდა ასობით სხვადასხვა API-ზე. 2022 წელს მოიგო Web Summit-ის Pitch კონკურსი. Theneo (YC W22) სპეციალიზებულია ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის შემუშავებაზე\, რომელიც ორიენტირებულია API დოკუმენტაციაზე. კომპანია ავითარებს\, აკონტროლებს და ინახავს API დოკუმენტაციას ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური მეშვეობით. \nStartup Grind\, გლობალური ორგანიზაცია\, აერთიანებს მსოფლიოს 3 მილიონამდე ანტრეპრენერს. ორგანიზაციის მთავარი მიზანია აღმოაჩინოს და ხელი შეუწყოს სტარტაპების განვითარებას\, ცოდნის გაზიარებასა და არაფორმალურ გარემოში სამეწარმეო „ქომუნითების“ შექმნას. \nStartup Grind-ის საუნივერსიტეტო წარმომადგენლობის მიზანია შექმნას საზოგადოება\, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სამეწარმეო პოტენციალის წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 3 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://bit.ly/3naRx1c  \nგთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია 30 მარტის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია\, ღონისძიებაზე დასწრებას შეძლებს პირველი 40 რეგისტრირებული პირი. \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით – tiko.m@startupgrind.com \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthul-amerikuli-startapis-ekosistemebi-90-iani-tslebidan-dghemde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75217.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230401T180000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230324T060200Z
LAST-MODIFIED:20240201T112248Z
UID:10000114-1680372000-1680372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:FrontSpot Georgia & Qase Offline MeetUp #3
DESCRIPTION:1 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T102 აუდიტორიაში ილიაუნის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერითა და ტექნოლოგიური კომპანია EPAM Georgia-ს პარტნიორობით გაიმართება FrontSpot საქართველოს მესამე შეხვედრა. \n\nშეხვედრას გამართავენ \n\nანდრეი საველევი\, Lead Software Engineer – Boost your DX with NX. \n\nმომხსენებელი განიხილავს NX-ის შესაძლებლობას\, როგორ შეიქმნა რთული აპლიკაცია\, რომელსაც 6 თვე დასჭირდა დასაწყისიდან სამუშაო ვერსიამდე\, \nშეეხება მონორეპოს მენეჯმენტის ავტომატიზებას\, დამოკიდებულებათა მართვას\, შემსრულებელთა მორგებას  ან საკუთარი მენეჯმენტის ექმნას\, ასევე მოდულებისა და კომპონენტების გენერირებას\, \nასევე\, როგორ გამოიყენება ფუნქციები პროდუქტიულობის\, კოდის ხარისხისა და შენარჩუნების გასაზრდელად. \n\nილია ფილინინი\, „როგორ დავიწყოთ ავტოტესტებით?“\n\nილიას მოხსენება შეეხება ავტომატური ტესტირების სხვადასხვა ასპექტს\, მათ შორის მის სარგებელს\, სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებას\, კლიენტის დარწმუნების სტრატეგიებს ავტომატური ტესტირების დანერგვის კუთხით და იმის განსაზღვრას\, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი ტესტების დაწერასა და შესაბამისი ენებისა და ჩარჩოების არჩევაზე. \nმომხსენებელი განიხილავს ავტოტესტირების ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს\, რომლებსაც ახალბედები აწყდებიან\, და მათი გადაჭრის გზებს\, ასევე სატესტო შემთხვევათა შექმნის აუცილებლობას\, საერთო შეცდომებსა და რჩევებს ტესტის კომპლექტის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 1 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი\, T102 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/frontspot-georgia-qase-offline-meetup-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75228.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T190000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230326T134300Z
LAST-MODIFIED:20240201T112250Z
UID:10000116-1679943600-1679943600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნარატივდიზაინის კვირეული ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში
DESCRIPTION:27 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბი ნარატივ დიზაინის კვირეულს უმასპინძლებს. \nკვირეული ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, უნილაბისა და ანიმა ჩეტბოტიქსის მხარდაჭერით. \nკვირეულზე „უნილაბში“  4 ღია ლექცია/ვორკშოპი გაიმართება\, რომლებსაც გამოცდილი ნარატივდიზაინერები წარუძღვებიან. \nკვირეულის მიზანია ნარატივდიზაინის  შესახებ ცნობიერების ამაღლება\, მისი საუკეთესო მხარეებისა და პერსპექტივების ჩვენება\, სხვა პროფესიების ჭრილში განხილვა. \nდამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება\, დარგის წარმომადგენელთა დახმარებით სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს ნარატივდიზაინი და ჩეტბოტები\, დასვას შეკითხვები და მიიღოს პასუხები. \nნარატივდიზაინი\, თანამედროვე სპეციალობა\, თამაშების დეველოპმენტისა და ჩეტბოტების ინდუსტრიაში დამკვიდრდა. \nჩეტბოტი კომპიუტერული პროგრამაა\, რომელიც სოციალური ქსელების ჩატში შენდება და ადამიანთან სხვადასხვა თემაზე შეუძლია კომუნიკაცია. \nჩეტბოტებს იყენებენ კომპანიები\, ორგანიზაციები\, ხელოვნების სფეროები. ნარატივდიზაინერები კი ჩეტბოტებს ქმნიან. ისინი არიან მწერლები\, რომლებიც ციფრულ ასისტენტს საუბარს ასწავლიან\, უზრუნველყოფენ\, რომ ჩეტბოტმა გაიგოს მომხმარებლის მესიჯი და სწორი პასუხი დაუბრუნოს. \nვის შეუძლია კვირეულში მონაწილეობა? \nნარატივდიზაინის კვირეულზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. \nროგორ უნდა მივიღო კვირეულში მონაწილეობა? \nკვირეულში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/G4QjRhy \n\nკვირის განრიგი \n27 მარტი\, 19:00 საათი – ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები \nსპიკერი –  ნარატივდიზაინერი ნინი ჯინჯიხაძე \nნინი ჯინჯიხაძე ისაუბრებს თემაზე „ნარატივდიზაინი და მასთან დაკავშირებული სფეროები“. \nსპიკერის შესახებ \nნინი ჯინჯიხაძე ნარატივდიზაინერია\, რომელსაც აქვს სხვადასხვა ტიპის Rule-Based და AI ჩეტბოტ პლატფორმების ფუნქციური ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება. იგი გუნდთან ერთად ქმნიდა ნიკო ნიკოლაძის ციფრულ ასლს\, ჩართული იყო ილიაუნის ინგლისურენოვან ციფრულ ასისტენტზე მუშაობაში. \nამავე პროფესიით მუშაობდა პროექტზე Internity. აქვს მენტორობის  გამოცდილება  ნარატივდიზაინის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ვორკშოპებსა თუ ჰაკათონებზე. ამჟამად კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის სასწავლო კურსის ერთ-ერთი ხელმძღვანელია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ.ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n28 მარტი\, 19:00 საათი – კავშირი ჩეტბოტებსა და ჩვენს მენტალურ მდგომარეობას შორის \nსპიკერი  ნარატივდიზაინერი ქეთია ბელქანია \nშეხვედრაზე განხილული იქნება ჩეტბოტების მზარდი ტენდენციის გავლენა ადამიანების ფსიქიკაზე\, კერძოდ\, როგორ მოქმედებს ამგვარი ციფრული რეალობის გააქტიურება ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე\, რა შფოთვებსა თუ შიშებთანაა დაკავშირებული და როგორ იყენებს კომპანიები/ბრენდები ამ სწორ მარკეტინგულ კომუნიკაციას. \nსპიკერის შესახებ \nქეთია ბელქანია\, ჟურნალისტი\, რედაქტორი და ნარატივდიზაინერი\, ამჟამად marketer.ge-ის ჟურნალისტი და უმცროსი რედაქტორია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n29 მარტი\, 19:00 საათი – ვინ არის  ეფემია? ჩეტბოტები ლიტერატურული საგანძურის სადარაჯოზე \nსპიკერები:  ნარატივდიზაინერი მაიკო ბერიძე და ფილოლოგი ნინო თაკალანძე \nნინო თაკალანძე და მაიკო ბერიძე  ისაუბრებენ ჩეტბოტების მნიშვნელობაზე და აუდიტორიას თავიანთ შექმნილ ჩეტბოტ ეფემიას წარუდგენენ. \nსპიკერების შესახებ \nმაიკო ბერიძე ილიაუნის კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტი და უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივ- და გრაფიკული დიზაინის მიმართულებებით. \nნინო თაკალანძე ფილოლოგია. მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში ოჯახის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებთან. უნილაბის პროფესიული აქსელერაციის კურსდამთავრებულია ნარატივდიზაინის მიმართულებით. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n\n1 აპრილი\, 18:00 საათი – ჩეტბოტები – ახალი სიტყვა ბრენდის პერსონალობაში \nსპიკერი  მარიამ გოჩიაშვილი \nმარიამ გოჩიაშვილი ისაუბრებს ჩეტბოტებისა და ბრენდების ურთიერთობაზე\, ჩეტბოტის\, როგორც მარკეტინგული ხელსაწყოს\, გამოყენებასა და სამომავლო პერსპექტივებზე. \nსპიკერის შესახებ \nმარიამ გოჩიაშვილი ნარატივდიზაინერი\, ქოფირაითერი და ჟურნალისტია.  „უნილაბში“ ნარატივდიზაინის მიმართულებას ხელმძღვანელობს\, იმავეს აკეთებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც. \nმარიამი ინტერნეტჟურნალ marketer.ge-ს ჟურნალისტია. \nშეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის T404-406 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/narativdizainis-kvireuli-iliaunis-kiberlaboratoria-unilabshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75287.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20230327T170000
DTSTAMP:20260420T235832
CREATED:20230324T054300Z
LAST-MODIFIED:20240201T112254Z
UID:10000118-1679936400-1679936400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 მარტს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება წიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ პრეზენტაცია. \nღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: დავით აფრასიძე\, გია ნოდია\, გიორგი სანიკიძე  ჟან მონესა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი კაკაჩია. \nღონისძიების მოდერატორია პროფესორი დავით აფრასიძე. \nპრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nწიგნის შესახებ \nწიგნის „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა ქვეყნისთვის“ (Georgia’s Foreign Policy in the 21st Century: Challenges for a Small State) ქართული ვერსია გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ უნივერსიტეტის პროფესორის\, კორნელი კაკაჩიას\, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორის\, სტივენ ჯონსისა და ლონდონის კინგს კოლეჯის\, პროფესორ ტრეისი ჯერმანის რედაქტირებით. \nგამოცემა აანალიზებს საქართველოს\, როგორც რეგიონის საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფოს\, გეოპოლიტიკურ პოზიციონირებასა და მის შედეგებს. მასში განხილულია\, რატომ არის „მულტივექტორული“ საქართველოს საგარეო პოლიტიკა\, რომლის წინაშეც დგას ისეთი გამოწვევები\, როგორებიცაა: რუსეთი\, საშინაო და საგარეო ნაციონალიზმი\, ევროპული პროექტისა და ევროკავშირის მხარდაჭერის პოტენციური შესუსტება და აშშ-ის მიერ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერის გარშემო შექმნილი ბუნდოვანება. \nგამოცემაში ასევე შესწავლილია საქართველოს ქცევა საგარეო და უსაფრთხოების მიმართულებით\, აქცენტით თბილისის ურთიერთობებზე მეზობლებსა და საკვანძო საერთაშორისო პარტნიორებთან. საქართველოს გეოპოლიტიკური და საგარეოპოლიტიკური ინტერესების შესახებ არსებული ლიტერატურის დიდი ნაწილი შექმნილია დასავლეთის ან რუსეთის პერსპექტივიდან\, თუმცა ინგლისურენოვანი ნაშრომი საქართველოს პერსპექტივით არ არსებობს. როგორც წესი\, საქართველო განიხილება\, როგორც დამოკიდებული ცვლადი\, სახელმწიფო\, რომელიც ნაკლებად მიიჩნევა საკუთარი მიზნების\, სტრატეგიის მქონე დამოუკიდებელ მოთამაშედ. ეს სარედაქციო გამოცემა მიზნად ისახავს ხედვის ჩამოყალიბებას რუსულ-დასავლური ბინარული ნარატივის მიღმა\, აანალიზებს საქართველოს ურთიერთობას მოთამაშეთა შედარებით უფრო ფართო კონტექსტში და მკითხველს აწვდის საქართველოს საგარეო პოლიტიკის დროულ და საჭირო კვლევას საქართველოს პერსპექტივიდან. მასში წარმოდგენილია ორიგინალური სამეცნიერო და პოლიტიკურად რელევანტური თავები სხვადასხვა ასპექტის შესახებ ექსპერტთა ფართო საზოგადოების ავტორობით. \nნაშრომის უნიკალურობას განაპირობებს მისი მასშტაბი\, ანალიტიკური სიღრმე და საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარდგენის ჰოლისტიკური და ფართოდ მისაწვდომი ფორმატი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მარტი\, 17:00 საათი (17:00-18:30 სთ) \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2023 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-saqarthvelos-sagareo-politika-21-e-saukuneshi-gamotsvevebi-patara-qveqhnisthvis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2023/03/75227.png
END:VEVENT
END:VCALENDAR