BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260618T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260618T203000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260605T071306Z
LAST-MODIFIED:20260605T071336Z
UID:10006046-1781809200-1781814600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვაცლავ ჰაველის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
DESCRIPTION:18 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვაცლავ ჰაველის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საჯარო ცერემონია. \nდაჯილდოების ცერემონიამდე კონკურსის ჟიურის წევრების მონაწილეობით გაიმართება პანელური დისკუსია. გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩეხეთის ცენტრი თბილისში. ღონისძიება ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის (პრაღა) მხარდაჭერით. \nკონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. \n\nდღის წესრიგი \n19:00-19:05 – ჩეხეთის ცენტრის დირექტორის\, ოსამუ ოკამურას მისალმება \n19:05-19:30 – პანელური დისკუსია \n19:30-20:00 – დაჯილდოების ცერემონია (მონაწილეობენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე) \n20:00-20:30 – არაფორმალური ნაწილი \n\nდრო: 18 ივნისი\, 19:00 – 20:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vatslav-havelis-90-tslis-iubilesadmi-midzghvnili-studenturi-eseebis-konkursis-gamarjvebultha-dajildoeba/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/vatslav-haveli-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260620T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260620T180000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260617T140041Z
LAST-MODIFIED:20260618T071045Z
UID:10006083-1781953200-1781978400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026
DESCRIPTION:20 ივნისს\, 11:00-18:00 საათზე\, რადიოქალაქში (District 4) საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით გაიმართება საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026 – ერთდღიანი ტექნოლოგიური ფესტივალი\, რომელიც გააერთიანებს მოსწავლეებს\, სტუდენტებს\, ახალგაზრდა ინჟინრებს\, სკოლებს\, უნივერსიტეტებს\, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ვიზიტორებს. \nღონისძიების მიზანია STEAM განათლების\, რობოტიკის\, ინჟინერიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია\, ახალგაზრდების წახალისება ინოვაციური იდეების შექმნისკენ და მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა. \nსტუმრები დაესწრებიან ჩემპიონატებს\, დაათვალიერებენ ტექნოლოგიურ პროექტებს\, გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს\, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობასა და ვორკშოპში\, შეხვდებიან ახალგაზრდა გამომგონებლებს\, ინჟინრებსა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს. \nჩემპიონატები \n\nსაქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი SUMO და Line Follower კატეგორიებში\nსასკოლო რობოტიკის ჩემპიონატი\nSTEAM პროექტების კონკურსი სკოლებისთვის\nRC მანქანების ჩემპიონატი\n\nსივრცეები და ღონისძიებები \n\nGaming სივრცე\nსამაგიდო თამაშების სივრცე\nRC მანქანების სივრცე\nდრონების საფრენი სივრცე\nBattle Bot მინი საბრძოლო არენა\nპირველადი დახმარების პრაქტიკული სივრცე\nტექნოლოგიური ვორკშოპები და მასტერკლასები\nტექნოლოგიური დემონსტრაციები\nგათამაშებები\, ქვიზები და ინტერაქტიული აქტივობები\nკვებისა და დასვენების სივრცე\nპარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციების საგამოფენო სტენდები\n\nსტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ \n\nდაათვალიერონ მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ შექმნილი ტექნოლოგიური პროექტები\nუყურონ რობოტებისა და RC მანქანების შეჯიბრებებს\nშეხვდნენ ინჟინრებს\, მენტორებსა და გამომგონებლებს\nჩაერთონ ვორკშოპებსა და პრაქტიკულ აქტივობებში\nგამოსცადონ სხვადასხვა ტექნოლოგია საკუთარი ხელით\nმიიღონ მონაწილეობა გათამაშებებსა და ინტერაქტიულ აქტივობებში\nგაატარონ საინტერესო დღე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში\n\nდრო: 20 ივნისი\, 11:00-18:00 \nადგილმდებარეობა: რადიოქალაქი (District 4)\, ბარბარე ბაირამაშვილის N3\, თბილისი \nღონისძიებაზე დასწრება უფასოა. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-steam-da-robotikis-chempionati-2026-love-steam-robots/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/saqarthvelos-STEAM-da-robotikis-chempionati-2026-phablabi-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260622T123000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260622T133000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260619T111836Z
LAST-MODIFIED:20260619T112132Z
UID:10006084-1782131400-1782135000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაგისტრანტ ნინო ორაგველიძის ნაშრომის “Ice Nucleation Properties Over the Oceans“ დაცვა
DESCRIPTION:აერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის (InMas) სტუდენტი ნინო ორაგველიძე დაიცავს სამაგისტრო ნაშრომს “Ice Nucleation Properties Over the Oceans”. \nნინო ორაგველიძეს მიენიჭება ორმაგი სამაგისტრო ხარისხი: \n\nმეცნიერების მაგისტრი ატმოსფერულ მეცნიერებებში (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)\nდედამიწისა და პლანეტების\, გარემოს მეცნიერებების მაგისტრი (კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი\, კლერმონ-ფერანი\, საფრანგეთი)\n\nაღსანიშნავია\, რომ საქართველოში პირველად გაიცემა ორმაგი დიპლომი ატმოსფერული მეცნიერებების დარგში. \nსაერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა InMas განაგრძობს სტუდენტთა მიღებას. დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროგრამის ხელმძღვანელებს ელექტრონულ მისამართებზე: didebulidze@iliauni.edu.ge; mayatodua@iliauni.edu.ge;  giorgi.dalakishvili@iliauni.edu.ge \nფორმატი: ჰიბრიდული \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 ივნისი\, 12:30-13:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/magistrant-nino-oragvelidzis-nashromis-datsva/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/nino-oragvelidzis-samagistro-nashromis-datsva-OLD1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260623T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260623T180000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260617T090203Z
LAST-MODIFIED:20260619T172049Z
UID:10006080-1782230400-1782237600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი ხიმშიაშვილის სემინარი „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი ხიმშიაშვილი წაიკითხავს სემინარს „ვირტუალური მასის მათემატიკური ასპექტები“. \nმომხსენებელი განიხილავს ვირტუალური მასის კონცეფციას და მის მათემატიკურ ასპექტებს მყარი სხეულისა და სითხის ურთიერთქმედების კონტექსტში. მომხსენებელი ისაუბრებს იმ თანამედროვე თეორიულ მოდელებსა და ალგორითმებზე\, რომლებიც აღნიშნული ფენომენის აღსაწერად გამოიყენება. \nშეხვედრის მიზანია აუდიტორიისთვის ამ მიმართულებით არსებული უახლესი მიდგომების გაზიარება. \nსემინარი გაიმართება ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკის ინსტიტუტის კვლევითი სემინარების ციკლის „თანამედროვე მათემატიკის რჩეული ამოცანები“ ფარგლებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 23 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T406 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-khimshiashvilis-seminari-virtualuri-masis-mathematikuri-aspeqtebi/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-khimshiashvilis-seminari-old.new_.fb2_.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260625T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260625T190000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260617T084500Z
LAST-MODIFIED:20260617T084500Z
UID:10006079-1782406800-1782414000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის\, არტურ გებალის საჯარო ლექცია “Introduction to Poland: history\, culture\, transformation”
DESCRIPTION:25 ივნისს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით პოლონეთის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში\, არტურ გებალი წაიკითხავს საჯარო ლექციას “Introduction to Poland: history\, culture\, transformation”. \nმომხსენებელი ისაუბრებს პოლონეთის ისტორიაზე\, კულტურულ თავისებურებებზე და ქვეყნის პოლიტიკური\, სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის ძირითად ეტაპებზე. \nდაინტერესებული აუდიტორია გაეცნობა პოლონეთის ისტორიულ გამოცდილებას\, თანამედროვე განვითარების პროცესს და იმ კულტურულ და საზოგადოებრივ კონტექსტს\, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ტრანსფორმაციაში. \nლექცია წარიმართება კითხვა-პასუხის სახით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/polonethis-misiis-khelmdzghvanelis-artur-gebalis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/polonethis-elchis-viziti-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260625T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260625T193000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260617T093745Z
LAST-MODIFIED:20260617T093745Z
UID:10006081-1782415800-1782415800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:AI და ფსიქოლოგია – ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში
DESCRIPTION:25 ივნისს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე „AI და ფსიქოლოგია: ხელოვნური ინტელექტი ფსიქოთერაპიაში“. \nხელოვნური ინტელექტის სფეროში ბოლოდროინდელმა მიღწევებმა და გენერაციული მოდელების სწრაფმა განვითარებამ ხელი შეუწყო ჩატბოტების გამოყენებას ფსიქოთერაპიასა და მენტალური ჯანმრთელობის სფეროში. ერთი მხრივ\, ადამიანები AI ჩატბოტებს მიმართავენ პირად საკითხებსა და პრობლემებზე სასაუბროდ\, მეორე მხრივ კი\, დიდი ენობრივი მოდელები (LLM) სპეციალურად მენტალური ჯანმრთელობის ასისტენტი ჩატბოტების შესამუშავებლადაც გამოიყენება. \nხელოვნური ინტელექტის ჩატბოტების თერაპევტის როლში გამოყენება მარტივად ხელმისაწვდომი და ბიუჯეტურია\, თუმცა საკმაოდ საფრთხილოცაა\, რადგან: \n\nმსგავსი ტექნოლოგიების უმეტესობა არ არის შექმნილი ან განკუთვნილი ფსიქოთერაპიული მკურნალობის უზრუნველსაყოფად თუ ჩასანაცვლებლად;\nხშირ შემთხვევაში ისინი არ მოიცავს შესაბამის უსაფრთხოების პროტოკოლებს.\n\nშეხვედრაზე განსახილველი საკითხები: \n\nAI თერაპიაში: აპლიკაციები\, ჩატბოტების მოდელები და ინსტრუმენტები;\nსპეციალიზებული აპლიკაციებისა და ზოგადი ჩატბოტების (generic chatbots) მუშაობის პრინციპები (ალგორითმები\, მონაცემთა ბაზა\, ალბათობა და სხვ.) და მათი განმასხვავებელი მახასიათებლები;\nპრაქტიკული გამოყენების შემთხვევები (ქეისები): რა პრინციპებით და რა პირობებშია გონივრული მათი გამოყენება მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის;\nAI თერაპიის განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერის ღირებულება;\nეთიკა\, უსაფრთხოება და კონტროლი.\n\nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 25 ივნისი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია (უმაღლესი კვლევების ცენტრი)\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ai-da-phsiqologia-khelovnuri-inteleqti-phsiqotherapiashi-2/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/bavshvis-ganvitharebis-inst.-niusi-old.new_.fb1_.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260629T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260629T180000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260527T111348Z
LAST-MODIFIED:20260527T120310Z
UID:10006033-1782727200-1782756000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზღვრებს მიღმა: კორეულ-ქართული ახალგაზრდული ბანაკი 2026
DESCRIPTION:29 ივნისიდან 3 ივლისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჰასა და ილიაუნის კვლევითი ცენტრის ინიციატივით\, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და ილიაუნის კორეული კულტურის სტუდენტური კლუბის თანამშრომლობით გაიმართება სტუდენტური კონფერენცია\, ლექცია-სემინარები და ილიაუნის სტეფანწმინდის ალპური ეკოლოგიის ინსტიტუტში მოეწყობა ბანაკი. \nღონისძიების მიზანია ქართველ და კორეელ სტუდენტებს შორის კავშირის განმტკიცება და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. \n30 ივნისს სტუდენტებისთვის გაიმართება დახურული ვორკშოპი უცხო ენებში და სპეციალური ლექცია ხელოვნების თემაზე. მონაწილეები გაეცნობიან სხვადასხვა ენის სპეციფიკასა და მახასიათებლებს\, ჯგუფური დავალებების საშუალებით კი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. \nპროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს. \nაუცილებელი მოთხოვნა \nინგლისური ენის B2 და კორეული ენის A1 დონეზე ცოდნა. \nრეგისტრაციისას აუცილებელია უნივერსიტეტის ოფიციალური ელფოსტის მითითება. \nრეგისტრაციის ბოლო ვადა: 5 ივნისი \nკანდიდატებს პასუხი ეცნობებათ არაუგვიანეს 10 ივნისისა. დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://forms.gle/yvsRAu13DMMRtEASA \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ორგანიზატორს:  tamta.abuladze@iliauni.edu.ge
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazghvrebs-mighma-koreul-qarthuli-akhalgazrduli-banaki-2026/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/koreul-qarthuli-akhalgazrduli-banaki-2026-2-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260703T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260703T120000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260610T102757Z
LAST-MODIFIED:20260610T102920Z
UID:10006060-1783072800-1783080000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა: როგორ იცვლება განათლების სისტემები დღეს“
DESCRIPTION:3 ივლისს\, 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა\, G106 საკონფერენციო დარბაზში გიწვევთ სამეცნიერო კონფერენციაზე „განათლების პოლიტიკა და პრაქტიკა: როგორ იცვლება განათლების სისტემები დღეს“. \nკონფერენციის ძირითადი თემები \n\nგანათლების პოლიტიკა და რეფორმები\nსწავლა-სწავლების ინოვაციური მიდგომები\nციფრული ტექნოლოგიების გავლენა განათლებაზე\nინკლუზიური განათლება\nუნივერსიტეტის\, სკოლისა და საზოგადოების თანამშრომლობა.\n\nკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ფორმა.  \nდრო: 3 ივლისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-ganathlebis-politika-da-praqtika/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/sametsniero-konpherentsia-ganathlebis-politika-da-praqtika-marika-kapanadze-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260707T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260707T180000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260609T105005Z
LAST-MODIFIED:20260609T122906Z
UID:10006057-1783440000-1783447200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ თათული დუშუაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:7 ივლისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი თათული დუშუაშვილი დაიცავს სამეცნიერო ნაშრომს „მშენებლობის სექტორის ფინანსური მდგრადობის შეფასება საქართველოს მაგალითზე“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 ივლისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-thathuli-dushuashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/doqtorant-thathuli-dushuashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva-old.new_.fb22.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260716T170000
DTSTAMP:20260619T235141
CREATED:20260617T125719Z
LAST-MODIFIED:20260617T125951Z
UID:10006082-1784210400-1784221200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია. \nპროექტი მოიცავს ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებით ონლაინლექსიკონსა და მიზნობრივ სავარჯიშოებს. ახალი ციფრული რესურსი ენის ათვისების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული ენის შემსწავლელ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და უცხოელ სტუდენტებს. \nპროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ლექსიკოგრაფია\, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი და უნილაბი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-qarthuli-enis-a1-donis-zmnebis-ganmartebithi-onlainleqsikoni-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/proeqtis-prezentatsia-01-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR