BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260518T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260518T190000
DTSTAMP:20260516T011038
CREATED:20260504T085745Z
LAST-MODIFIED:20260504T085745Z
UID:10005991-1779127200-1779130800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გაბრიელა პელონის საჯარო ლექცია „ლიტერატურული მრავალენოვნება და ტრანსკულტურული მეხსიერება თანამედროვე გერმანულენოვან მწერლობაში“
DESCRIPTION:18 მაისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვერონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გაბრიელა პელონი წაიკითხავს საჯარო ლექციას  „ლიტერატურული მრავალენოვნება და ტრანსკულტურული მეხსიერება თანამედროვე  გერმანულენოვან მწერლობაში“ (“Literary Multilingualism and Transcultural Memory in Contemporary German-Language Literature”). \nპროფესორი გაბრიელა პელონი მუშაობს ვერონის უნივერსიტეტის უცხოური ენებისა და ლიტერატურის განყოფილებაში გერმანულენოვან კულტურასა და ლიტერატურაზე მეცხრამეტე საუკუნიდან თანამედროვეობამდე. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ლიტერატურისა და ფილოსოფიის ურთიერთგადაკვეთის საკითხებს (განსაკუთრებით ნიცშეს შემოქმედებასა და მის რეცეფციას მეოცე საუკუნის ევროპულ კულტურაში)\, ე.წ. „კლასიკური მოდერნის“ გერმანულენოვან მწერლობასა და კულტურას\, გერმანულ-ებრაულ მწერლობასა და კულტურას\, ინგებორგ ბახმანის შემოქმედებას\, ლიტერატურისა და სოციალური საკითხების ურთიერთმიმართებას (იდენტობა\, მიგრაცია\, მარგინალურობა)\, ინტერკულტურულობისა და ტრანსკულტურულობის თეორიებსა და ტრანსენობრიობას თანამედროვე გერმანულენოვან მწერლობაში. \nამჟამად კოორდინაციას უწევს კვლევით პროექტს „განსხვავებულის\, მრავალფეროვნებისა და გარიყულობის რეპრეზენტაცია თანამედროვე ევროპულსა და არაევროპულ მწერლობებში“. \nმთავარი რედაქტორია ჟურნალისა ნუბე (Nuova Biblioteca Europea)\, რომელიც ეთმობა თანამედროვე ევროპულ ლიტერატურათა ანალიზს. \nპროფესორი გაბრიელა პელონი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ერაზმუს პლუსის აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში. \nდამატებით ცნობებს მკვლევრის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:https://www.dlls.univr.it/?ent=persona&id=8492&lang=en#tab-presentazione \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-gabriela-pelonis-sajaro-leqtsia-literaturuli-mravalenovneba-da-transkulturuli-mekhsiereba-thanamedrove-germanulenovan-mtserlobashi/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/prophesor-gabriela-pelonis-sajaro-leqtsia-mets-02-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTSTAMP:20260516T011038
CREATED:20260515T114148Z
LAST-MODIFIED:20260515T114148Z
UID:10006005-1779372000-1779379200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა რეგიონული გასტრონომიული ტურიზმის მეწარმეებთან
DESCRIPTION:21 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის\, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით. \nშეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის\, გააცნონ  რეგიონი\, როგორც განვითარების\, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე\, ასევე\, როგორ იქმნება წარმატებული გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესი დედაქალაქს მიღმა. \nსპიკერები \nსტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები: \nთინათინ იდიძე (თუშეთი) – სერტიფიცირებული გიდი 9-წლიანი გამოცდილებით (კულტურული\, გასტრონომიული\, საფეხმავლო და საცხენოსნო მიმართულებები)\, სომელიე; \nმარიკა თოდუა – ეთნოსოფელ „სისა ტურას“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nრუსუდან ყალიჩავა – საოჯახო სასტუმრო „კასა დე ხასიას“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nმაიკო კეზევაძე (იმერეთი\, სოფ. გელათი) – აგროსახლ „ქორენას“ (აგროტურისტული ბიზნესი\, გასტრონომიული მასტერკლასები\, საოჯახო სასტუმრო) დამფუძნებელი და მენეჯერი; \nლიკა მეგრელაძე – აგროსახლ „კომლის“ დამფუძნებელი და მენეჯერი („ჩაის გზა“\, ღვინის აგროტურისტული ბიზნესი\, გასტრონომიული მასტერკლასები); \nთიკა დუღაშვილი – ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტისა და მეღვინეობა „ღვინის ეზო N1-ის“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nმარინა ნარიაშვილი – საოჯახო სასტუმრო „ედემის“ მფლობელი\, კულინარიული მეგზური წიგნის „მესხური ტაბლა“ ავტორი; \nზაზა ივანიძე – მეფუტკრე\, მევენახე; \nმია კუპრავა – Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი\, “Worldchefs” საქართველოს შეფთა ასოციაციის დამფუძნებელი; \nგოგი ბაზანდარაშვილი – საქართველოს შეფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი\, მსოფლიო შეფთა ასოციაციის წევრი; \nთამუნა აბულაძე – Wine Diamond-ისა და Emocia Wines-ის დამფუძნებელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 14:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-regionuli-gastronomiuli-turizmis-metsarmeebthan/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/shekhvedra-regionuli-gastronomiuli-turizmis-metsarmeebthan-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T170000
DTSTAMP:20260516T011038
CREATED:20260515T082514Z
LAST-MODIFIED:20260515T082600Z
UID:10006004-1779379200-1779382800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მუშეგ ღაჰრიანისა და არამ აბაჯიანის პროექტის „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“ წარდგენა
DESCRIPTION:21 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მუშეგ ღაჰრიანი და  არამ აბაჯიანი წარადგენენ პროექტს „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“. \nსამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესწავლა დღეს აქტუალურია\, რადგან მასზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები\, მათ შორის: ისტორიული მემკვიდრეობა\, რეგიონული კონფლიქტები\, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები\, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაფართოება და გაღრმავება. \nპროექტის მიზანია შეისწავლოს\, როგორ იმოქმედა რეგიონულმა კონფლიქტებმა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ევოლუციაზე. \nმომხსენებლები \nპროექტის ხელმძღვანელია მუშეგ ღაჰრიანი\, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური კვლევების ინსტიტუტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი. 2016 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.  მისი სამეცნიერო ინტერესებია: არაბული ქვეყნების თანამედროვე ისტორია და საგარეო პოლიტიკა\, სომხეთის საგარეო პოლიტიკა და სომხურ-არაბული ურთიერთობები. მკვლევრის უახლეს პუბლიკაციებს შორისაა: “Building a Broad Partnership: The Evolution of Armenia–UAE Relations” (Contemporary Review of the Middle East\, 2025)\, “The Independence Referendum in Iraqi Kurdistan: Egypt’s Position and Coverage in Egyptian Online Media” (British Journal of Middle Eastern Studies\, 2024). \nარამ აბაჯიანი სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარია. 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შანდონგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ჩინეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა\, ერთი სარტყლის გზის ინიციატივა\, მისი განხორციელება და პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში\, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ყურის თანამშრომლობის ორგანიზაცია. \nმოდერატორი – პროექტის კონსულტანტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე \nპროექტის მხარდამჭერია სომხეთის რესპუბლიკის განათლების\, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი (პროექტის N 25YR-6A008). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musheg-ghahrianisa-da-aram-abajianis-proeqtis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/sanikidzis-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260523T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260523T160000
DTSTAMP:20260516T011038
CREATED:20260515T170455Z
LAST-MODIFIED:20260515T170538Z
UID:10006008-1779537600-1779552000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სამეცნიერო ბლიცი“ – საგანმანათლებლო ფესტივალი თბილისის ბოტანიკურ ბაღში
DESCRIPTION:23 მაისს\, 12:00-დან 16:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტური კლუბი\, ეკოლოგიის ალუმნების ქსელი და საზოგადოება „ნარი“ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართავენ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას\, „სამეცნიერო ბლიცს“. \nპროექტის მთავარი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და სტუდენტებისა თუ აბიტურიენტების სამეცნიერო კვლევებში აქტიურად ჩართვა. ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა სხვადასხვა თემატური კარავი\, სადაც უნივერსიტეტის პროფესორები\, მკვლევრები და სტუდენტები დამსწრე საზოგადოებას საინტერესო აღმოჩენებსა და კვლევებს გააცნობენ: \n\nასტრონომია და ატმოსფეროს ფიზიკა: დააკვირდით სამყაროს ტელესკოპით;\nდედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები: გაეცანით ჩვენი პლანეტის აგებულებას;\nჰიდრობიოლოგია\, ბოტანიკა და ზოოლოგია: აღმოაჩინეთ ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება;\nგამოყენებითი გენეტიკა: გაიგეთ მეტი თანამედროვე გენეტიკური კვლევების შესახებ;\nსამოქალაქო მეცნიერება: ისწავლეთ ბუნებაზე დაკვირვების მეთოდები;\nქვიზ-კარავი: უპასუხეთ კითხვებს და მიიღეთ სიმბოლური საჩუქრები.\n\nვის შეუძლია მონაწილეობა? \nღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია მოსწავლეებს\, აბიტურიენტებს\, სტუდენტებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორებს: \nქეთევან წიკლაური\, ketevan.tsiklauri.4@iliauni.edu.ge \nთინათინ ჩხარტიშვილი\, tinatin.chkhartishvili.1@iliauni.edu.ge \nგიორგი იანქოშვილი\, giorgi.iankoshvili.1@iliauni.edu.ge \nდრო: 23 მაისი\, 12:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: თბილისის ბოტანიკური ბაღი\, ბოტანიკურის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-blitsi-saganmanathleblo-phestivali-thbilisis-botanikur-baghshi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/blitsi-akhali-vebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260525T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260525T180000
DTSTAMP:20260516T011038
CREATED:20260515T122411Z
LAST-MODIFIED:20260515T122506Z
UID:10006006-1779724800-1779732000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაოლო ბერნარდის ვორკშოპი „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“
DESCRIPTION:25\, 27 და 28 მაისს\, 16:00-დან 18:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი\, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი\, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი\, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“. \nვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის\, ისე დაავადებების მართვის პროცესში. \nპროგრამის ძირითადი საკითხები: \n\nენერგიის კონსერვაცია ბიოენერგეტიკაში: ისტორიული მიმოხილვა\, თუ როგორ შეისწავლიან უჯრედული ენერგიის მექანიზმებს;\nომი და მშვიდობა: როგორ ინტეგრირდა მიტოქონდრიები ეუკარიოტულ უჯრედებში და როგორ ნარჩუნდება ბიოლოგიური ჰარმონია;\nკიბოს დრამა: მიტოქონდრიული დისფუნქციის გადამწყვეტი როლის ანალიზი სიმსივნის პროგრესირებაში;\nკუნთოვანი დისტროფიები: მიტოქონდრიული პათოგენეზის კვლევა და თერაპიის ახალი ჰორიზონტები.\n\nვის შეუძლია მონაწილეობა? \nსტუდენტებს\, მკვლევრებსა და კლინიცისტებს\, რომელთაც სურთ\, გაიღრმაონ ცოდნა მიტოქონდრიული სიგნალიზაციისა და მისი თერაპიული მნიშვნელობის შესახებ. \nკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი. \nრეგისტრაცია \nმონაწილეობის მსურველებმა  წინასწარ უნდა გაიარონ  რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yr8q725QgRiu4Kmn7 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25\, 27\, 28 მაისი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-paolo-bernardis-vorkshopi-mitoqondria-energiis-konservatsiidan-daavadebis-pathogenezsa-da-therapiamde/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/vorqshopi-sabunebismetqhvelo-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260529T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260529T190000
DTSTAMP:20260516T011038
CREATED:20260514T094121Z
LAST-MODIFIED:20260515T083218Z
UID:10006002-1780077600-1780081200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება
DESCRIPTION:29 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება. \nპროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის\, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალების\, პოპულარიზაციას. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ\, რა როლი აქვს ქოფირაითინგს სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შემუშავების\, ვებგვერდების შექმნის\, ციფრულ კამპანიებსა და კრეატიულ პროცესებში. მომხსენებლები დაინტრესებულ მსმენელს გაუზიარებენ წარმატებულ კამპანიებს. \nსპიკერები \n\nშოთა ჩინჩალაძე – ბრენდის სტრატეგი და ბრენდის სტრატეგიის პირველი ქართული წიგნის ავტორი\nსანდრო ციცქიშვილი – Supermarket Agency-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი\nეთო მერებაშვილი – მარკეტინგის სტრატეგი და მომხმარებლის ქცევის ექსპერტი. Socialsharks Georgia-ს გენერალური მენეჯერი\nგიორგი კვიტატიანი – Joyboy Creative Studio-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი\nვახტანგ დავითაშვილი – McCann Tbilisi-ის ქოფირაითერი\nიოსებ ბესტაევი – მარკეტერი\nსალი ნიკოლაიშვილი – არტდირექტორი\n\nღონისძიების მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, „კახთა ბატონი“\, „მუსიკის სახლი“\, „გიზგიზი“\, „Snacky“\, Bakuriani Inn\, Dreamland Oasis\, „Red Bull“ \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qophiraithinguli-shesveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Copy-Break-new-1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260530T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260530T150000
DTSTAMP:20260516T011038
CREATED:20260507T082605Z
LAST-MODIFIED:20260507T082605Z
UID:10005996-1780133400-1780153200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი “Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea”
DESCRIPTION:30 მაისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ახალგაზრდა მკვლევრების\, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტ EfxINNOs-ის ფარგლებში გაიმართება ვორკშოპი  “Advanced Marine Monitoring for the Sustainable Blue Economy of the Black Sea” („თანამედროვე საზღვაო მონიტორინგი შავი ზღვის მდგრადი ლურჯი ეკონომიკის განვითარებისთვის“). \nმონაწილენი  დეტალურად განიხილავენ დისტანციური ზონდირებით ქლოროფილის კონცენტრაციის გამოთვლის მეთოდოლოგიას\, ასევე ჩატარდება in situ კვლევის ზოგიერთი პრაქტიკული ანალიზი. \nვორკშოპს გაუძღვებიან: \n\nქეთევან კუპატაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით;\nნუცა მეღვინეთუხუცესი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი\, GIS-ლაბორატორიის გეოინფორმატიკის სპეციალისტი;\n აიშე გაზიჰანი\, დოქტორი\, პროფესორი\, AG Marine Solutions / AGMS (დისტანციურად ჩაერთვება).\n\nაუცილებელია\, ყველა მონაწილეს თან ჰქონდეს პერსონალური ლეპტოპი\, რომელშიც წინასწარ იქნება დაინსტალირებული პროგრამა SNAP. \nპროგრამა უფასოა და მისი ჩამოტვირთვა შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: https://step.esa.int/main/download/snap-download/ \nრეგისტრაციის წესი \nდასწრების მსურველებმა 2026 წლის 25 მაისის ჩათვლით  წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ ბმულზე: https://forms.gle/T7sawMQddcZYhg9c8 \nმონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 30 მაისი\, 09:30 საათი – რეგისტრაცია \n10:00-15:00 საათი – ვორკშოპი  (გათვალისწინებულია ორი შესვენება) \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \n2026 \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-advanced-marine-monitoring-for-the-sustainable-blue-economy-of-the-black-sea/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/vorkshopi-Advanced-Marine-Monitoring-for-the-Sustainable-Blue-Economy-of-the-Black-Sea-01-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR