BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260430T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260430T140000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260427T110153Z
LAST-MODIFIED:20260427T110153Z
UID:10005987-1777554000-1777557600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – ნინო გელანტიას საჯარო ლექცია „უნარ-ჩვევები და პროფესიონალური თვითანალიზი“
DESCRIPTION:30 აპრილს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნინო გელანტია წაიკითხავს ლექციას „უნარ-ჩვევებისა“ და „პროფესიონალური თვითანალიზის“ შესახებ. \nსპიკერის შესახებ \nნინო გელანტია ორგანიზაცია „GYRSA“-ს დამფუძნებელი და დირექტორია\,  საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების მართვის\, ასევე\, 11-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და სტუდენტების კარიერულ განვითარებას როგორც საქართველოში\, ისე საერთაშორისო სივრცეში. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 30 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-nino-gelantias-sajaro-leqtsia-unar-chvevebi-da-prophesionaluri-thvithanalizi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/web-akhali-Level-UP-meore-leqtsia.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260501T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260501T200000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260427T115750Z
LAST-MODIFIED:20260427T115911Z
UID:10005988-1777662000-1777665600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან
DESCRIPTION:1 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეხუთე შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტები – გიორგი გუნჯუა\, სალომე სანდროშვილი და გვანცა ძამუკაშვილი. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 1 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-elene-japharidzesa-da-ekaterine-togonidzesthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/niusi-salome-pataridze-03-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260504T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260505T190000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260429T114916Z
LAST-MODIFIED:20260429T115333Z
UID:10005989-1777903200-1778007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
DESCRIPTION:4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის G106 დარბაზში უმასპინძლებს სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს\, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. \nფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში მეცნიერთა ავტორობით\, თანაავტორობითა თუ თანამონაწილეობით შექმნილი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები და ვიდეორგოლები უახლესი გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ შემდეგ დისციპლინებში: \n\nარქეოლოგია;\nსპელეოლოგია;\nკლიმატოლოგია;\nგლაციოლოგია;\nსოციოლოგია და სხვ.\n\nფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო ფილმს\, რომლის ჩვენება გაიმართება 2026 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (KISFF). \nფესტივალის მხარდამჭერები \n\nსაერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი National Geographic;\nსამეცნიერო-პოპულარული ონლაინგამოცემა NextOn.ge;\nქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (KISFF);\nსაქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია – დოკა (DOCA).\n\n  \nგანრიგი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-dokumenturi-philmebis-phestivali-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/04/NEW-tsiqaridze1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260507T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260507T140000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260505T115240Z
LAST-MODIFIED:20260505T115240Z
UID:10005993-1778158800-1778162400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მესამე შეხვედრის თემა „შეფასება და სამოტივაციო წერილი“
DESCRIPTION:7 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში მარი ნუცუბიძე გამართავს შეხვედრას თემაზე „შეფასება და სამოტივაციო წერილი“. \nსტუდენტები გაეცნობიან შეფასების პროცესის მნიშვნელობას და სამოტივაციო წერილის სწორად ფორმირების პრაქტიკულ ასპექტებს. \nსპიკერის შესახებ \nმარი ნუცუბიძე თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის შიდა კომუნიკაციების მენეჯერია საბანკო-საფინანსო სექტორის პროფესიონალის 10- წლიანი გამოცდილებით შემდეგი მიმართულებით: თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა\, შიდა კომუნიკაცია\, პროექტების მართვა\, Employer Branding-ის განვითარება-მხარდაჭერა\, ორგანიზაციული კვლევების წარმოება-ანალიზი და თანამშრომელთა სამოტივაციო ინიციატივების დაგეგმვა-განხორციელება. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/b77b3ziDogCydu8F9 \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 7 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-mesame-shekhvedris-thema-shephaseba-da-samotivatsio-tserili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/web-akhali-Level-UP-mari-nutsubidze.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260507T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260507T170000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260504T111215Z
LAST-MODIFIED:20260504T111215Z
UID:10005992-1778169600-1778173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – თამაზ თოხაძის მოხსენება „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“
DESCRIPTION:7 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი\, ასოცირებული პროფესორი თამაზ თოხაძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“. \nპოლარიზაცია\, ფართო გაგებით\, გულისხმობს ჯგუფებს შორის პოზიციათა მკვეთრ დაშორებას. მოხსენებაში მკვლევარი პოლარიზაციას ძირითადად განიხილავს ფაქტობრივი საკითხების ირგვლივ\, მაგალითად\, ისეთ თემებთან მიმართებაში\, როგორებიცაა რწმენები ვაქცინაციის ეფექტიანობის შესახებ ან ლაიმის დაავადების მკურნალობის მეთოდები. \nმოხსენების პირველ ნაწილში განხილული იქნება რამდენიმე თეორიული და კომპუტაციური მოდელი\, რომლებიც აჩვენებს\, რომ პოლარიზაცია შესაძლოა წარმოიშვას ისეთ ჯგუფებშიც კი\, რომელთა წევრებიც ეპისტემურად გონიერი აგენტები არიან. შესაბამისად\, პოლარიზაციას ყოველთვის ინდივიდუალური ირაციონალურობა არ იწვევს. დასკვნით ნაწილში განხილული იქნება\, რა ტიპის ინსტიტუციურმა მოწყობამ შეიძლება დააზღვიოს საზოგადოება და მეცნიერება მსგავსი პოლარიზაციისგან. \nდრო: 7 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3\nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-thamaz-thokhadzis-mokhseneba-polarizatsiis-meqanizmebi-da-gonivruli-shethankhmebis-shesadzlebloba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-thamaz-thokhadze-banerebi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260508T200000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260505T112220Z
LAST-MODIFIED:20260505T112220Z
UID:10005994-1778266800-1778270400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეექვსე შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან  გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტები: ნინა ბოკუჩავა\, მანო ერემაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი მარიამ ბახტაძე. \nშეხვედრაზე ავტორი ისაუბრებს საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ\, სტუდენტები კი მის ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-mtseral-ana-kordzaia-samadashvilthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/leqtsiatha-tsikli-salome-pataridze-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260509T123000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260509T180000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260506T074852Z
LAST-MODIFIED:20260506T074852Z
UID:10005995-1778329800-1778349600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეზე
DESCRIPTION:9 მაისს\, 12:00-დან 18:00 საათამდე\, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი (N28)\, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს\, ინტერაქციულ ტექნოლოგიურ სივრცეებს\, სადაც მეცნიერება\, ინჟინერია\, ინოვაცია და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება. \nსტუმრებს დახვდებათ: \nილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სივრცე \n– უნიპოდკასტი – ევროპის დღეზე ჩაწერილი მასალებით მომზადდება ვიდეორეპორტაჟი და პოდკასტი; \n– #ეთამაშე მენტორს – მსურველები ითამაშებენ სახალისო ქვიზებს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ევროკავშირის შესახებ; \n– წერილი ევროპას –  შეძლებენ დატოვონ სურვილები\, რომლებსაც უნილაბი ქარდებად აქცევს სოციალური მედიისთვის. \nტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და ფაბლაბ ილიაუნის სივრცე \n– ტექმეწარმეობის ცენტრის\, ფაბლაბის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ELICIA – Empowering Leadership in Creative Innovation and AI-driven Entrepreneurship“ საინფორმაციო კუთხე – სტუმრები გაეცნობიან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. გაიცნობენ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს. ნახავენ\, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები\, რა შესაძლებლობები აქვთ ჰუმანოიდ რობოტებს და როგორ შეიძლება მათი გამოყენება სხვადასხვა სფეროში; \n– ვირტუალური რეალობის კუთხე – აქ შეძლებენ ოკულუსის მეშვეობით დაათვალიერონ ვირტუალური რეალობის აპლიკაციები და გაეცნონ მისი გამოყენების პრინციპებს; \n– 3D პრინტინგისა და სკანერის კუთხე – გაეცნობიან 3D მოდელირების პრინციპებს და 3D პრინტერზე დაბეჭდავენ სხვადასხვა ნივთს\, 3D სკანერზე დაასკანერებენ მათთვის სასურველ ობიექტებს; \n– რობოტიკისა და ინჟინერიის კუთხე –  გაეცნობიან საინჟინრო ელექტრონულ კომპონენტებს\, ჩაერთვებიან პრაქტიკულ სამუშაოებში\, როგორიცაა ელექტრონული წრედების შექმნის პროცესი\, ნახავენ რობოტების გამოფენას\, საინჟინრო პროექტებს: რობოტ ხელს\, საწერ რობოტს\, გაეცნობიან ინჟინერიის მიმართულებებს\, მართავენ და დააპროგრამებენ Arduino-ს ბაზაზე აწყობილ რობოტებს\, ნახავენ სხვადასხვა სახეობის დრონებს; \n–  STEAM თამაშების კუთხე – გამოცდიან და ითამაშებენ ლოგიკურ\, ინტერაქციულ და საგანმანათლებლო STEAM მიმართულების თამაშებს\, ასევე მონაწილეობას მიიღებენ მინი battle bot-ების შეჯიბრებაში. \nილიაუნის სტენდზე წარმოდგენილი იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები\, რომლებიც მოიცავს ისეთ აქტუალურ მიმართულებებს\, როგორიცაა: ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში\, კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება\, ხელოვნური ინტელექტი და ინოვაცია\, ჯანდაცვის განათლების მოდერნიზება\, მდგრადი განვითარება და მწვანე კომპეტენციები\, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების უნარების განვითარება. \nდრო: 9 მაისი\, 12:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონი\, სტენდი N28\, ა. წერეთლის გამზ. N118 \nღონისძიების შესახებ ვრცლად: https://tinyurl.com/yc239mz4
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universiteti-evropis-dgheze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/euro_2025_post-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260511T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260511T190000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260504T085415Z
LAST-MODIFIED:20260504T085415Z
UID:10005990-1778522400-1778526000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ კლემენს გიუნთერის წიგნის წარდგენა
DESCRIPTION:11 მაისს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი\, დოქტორი კლემენს გიუნთერი წარადგენს საკუთარ წიგნს „მეტაისტორიოგრაფიული რევოლუცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“ (The Metahistoriographical Revolution Questioning Historical Knowledge in Contemporary Russian Literature). \nმკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვევა. \nდოქტორმა კლემენს გიუნთერმა საბაკალავრო საფეხურზე ევროპული ეთნოლოგია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში შეისწავლა\, სამაგისტრო საფეხურზე კი აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით ბერლინის თავისუფალ და კოლუმბიის უნივერსიტეტებში (ნიუ-იორკი) განაგრძო სწავლა. 2019 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „მეტაისტორიული რევოლუცია. ისტორიის შემეცნების პრობლემატიზაცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“. \nამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტში ასწავლის და საჰაბილიტაციო პროექტზე „კატასტროფის ბუნება. ეკოლოგიური პოეტიკა რუსულ რეალიზმში“ მუშაობს. \nკლემენს გიუნთერის კვლევითი ინტერესებია: ჟანრთა პოეტიკა (ისტორიული რომანი\, დოკუმენტალიზმი\, სამოგზაურო ლიტერატურა)\, ლიტერატურისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება (მეტეოროლოგია\, კლიმატოლოგია\, კიბერნეტიკა\, ისტორიის მეცნიერება)\, პოსტკოლონიალიზმი (წარმოსახვის ისტორია: ბაქო\, თურქმენეთი\, გლობალურობის საბჭოთა კონსტრუქციები)\, ეკოკრიტიკა (ბუნებრივი კატასტროფები\, ფიქციები კლიმატის ცვლილებების შესახებ\, ეკოციდი). \nმომხსენებლის დეტალურ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.oei.fu-berlin.de/en/kultur/team/guenther/index.html \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-klemens-giuntheris-tsignis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/doqtor-klemens-giuntheris-tsignis-tsardgena-mets.-da-khelovneba-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260514T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260514T150000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260511T104549Z
LAST-MODIFIED:20260511T104549Z
UID:10005998-1778763600-1778770800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეოთხე შეხვედრის თემა „კავშირების დამყარება“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“
DESCRIPTION:14 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში უძრავი ქონების სპეციალისტი თამრიკო ხოტივარი გამართავს შეხვედრას თემაზე „კავშირების დამყარება (Networking)“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“. \nსპიკერი სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებს\, როგორ იქმნება პროფესიული კავშირები\, რატომ არის networking თანამედროვე შრომით ბაზარზე მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს ეფექტიან კომუნიკაციასა და მოლაპარაკების უნარს კარიერულ განვითარებაში. \nსპიკერის შესახებ \nთამრიკო ხოტივარს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების სფეროში. აქტიურად მუშაობს საქმიანი ურთიერთობების განვითარებაზე\, მოლაპარაკებების წარმოებასა და პროფესიული ქსელების გაფართოებაზე. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-meothkhe-shekhvedris-thema-kavshirebis-damqhareba-da-molaparakebis-khelovneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Level-UP-meothkhe-leqtsia-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260514T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260514T170000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260513T093546Z
LAST-MODIFIED:20260513T093546Z
UID:10006001-1778774400-1778778000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“
DESCRIPTION:14 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ია გელიტაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“. \nმიუხედავად იმისა\, რომ სუვერენიტეტი ტრადიციულად საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპად არის გაგებული (დაფუძნებული ჩაურევლობისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ნორმებზე)\, სუვერენიტეტის ავტორიტეტი მორალურად გაურკვეველი ხდება სერიოზული ზიანის მომტან სიტუაციებში. ასეთია\, მაგალითად\, მასობრივი სისასტიკე ან ბაზისური უფლებების ფართოდ გავრცელებული დარღვევები. \nეს ფუნდამენტურ კითხვას ბადებს: შეიძლება თუ არა ინტერვენცია გამართლებული იყოს\, როდესაც ის ზიანის თავიდან აცილებას ან შემცირებას ემსახურება? \nსემინარზე განსახილველი მთავარი საკითხები: \n\nშესაძლებელია თუ არა ინტერვენციის გამართლება ყველა ადამიანისთვის კონტრაქტუალისტური ჩარჩოსა და „ზიანის“ პრინციპის მიხედვით?\nრა არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ან მეტი ზიანი?\nროდის არის საზოგადოებისთვის (ან სახელმწიფოსთვის) თავისუფლების შეზღუდვა ლეგიტიმური?\n\nმომხსენებელი განიხილავს ორ გავლენიან\, მაგრამ განსხვავებულ ნორმატიულ ჩარჩოს: \n„ჯონ სტიუარტ მილის ზიანის პრინციპს“\, რომელიც ინტერვენციის საშუალებას იძლევა ზიანის პრევენციის საფუძველზე; \n„თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმს“\, რომელიც აფასებს ქმედებების დასაშვებობას სხვებისთვის გამართლების თვალსაზრისით გონივრული უარყოფის პირობებში. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 14 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-sakhelmtsiphotha-shoris-interventsiis-moraluri-dilema-thomas-skanlonis-kontraqtualizmis-perspeqtivith/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-thatha-tsophurashvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260515T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260515T170000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260514T095300Z
LAST-MODIFIED:20260514T102656Z
UID:10006003-1778860800-1778864400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პიერ-ჰერვე ლუპის საჯარო ლექცია „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“
DESCRIPTION:15 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საფრანგეთის კლოდ ბერნარ ლიონის უნივერსიტეტის (UCBL) პროფესორი\, დოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“. \nთვალების სწრაფი მოძრაობით (REM) მიმდინარე\, ანუ პარადოქსული\, ძილი ხასიათდება ღვიძილის მსგავსი ტვინის აქტივობითა და კუნთების ტონუსის გაქრობით. მომხსენებელი განიხილავს  უახლეს კვლევებს\, რომლებიც ხსნის\, თუ როგორ აკონტროლებს ტვინის კონკრეტული ნეირონული ქსელები ძილის ამ ფაზას\, ისაუბრებს\,  როგორ მონაწილეობს პარადოქსული ძილის დროს ტვინის ლიმბური სტრუქტურების გააქტიურება სიზმრების წარმოქმნაში\, რთული მოტორული დავალებების შესრულებასა და მეხსიერების (მათ შორის შიშის მეხსიერების) კონსოლიდაციაში. ასევე გააანალიზებს\, რამდენად წარმოადგენს REM ფაზა ნამდვილად „პარადოქსულ მდგომარეობას“ და თანამედროვე გენეტიკური ინსტრუმენტები როგორ გვეხმარება მის შესწავლაში. \nდოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერია\, რომელიც იკვლევს ძილ-ღვიძილის ციკლის მექანიზმებს\, ძილის კოგნიტურ როლსა და ისეთ პათოლოგიებს\, როგორებიცაა ნარკოლეფსია და REM ძილის ქცევითი აშლილობა. კონკრეტულად\, მან აღწერა პარადოქსული ძილის დროს კუნთების მოდუნებაზე პასუხისმგებელი ტვინის ქსელები და დაახასიათა თავის ტვინის ქერქის მდგომარეობა უჯრედულ დონეზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \nაბსტრაქტი
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-pier-herve-lupis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/niusi-sabunebismetqhvelo-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260515T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260515T200000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260511T124608Z
LAST-MODIFIED:20260511T124812Z
UID:10006000-1778871600-1778875200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან
DESCRIPTION:15 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეშვიდე შეხვედრა მწერალ  დავით გაბუნიასთან გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: გიორგი გუნჯუა\, ლალუკა გელაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი თინა ჯელია. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-uakhlesi-qarthuli-literatura-thanamedrove-theoriuli-paradigmebis-tchrilshi-shekhvedra-mtseral-davith-gabuniasthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/leqtsiatha-tsikli-shekhvedra-mtseral-davith-gabuniasthan-01-1-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260518T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260518T180000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260508T101343Z
LAST-MODIFIED:20260508T101343Z
UID:10005997-1779120000-1779127200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პეტრ ცერინგერის საჯარო ლექცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნება პოლონეთში: კვლევა და კონსერვაცია”
DESCRIPTION:18 მაისს\, 16:00 საათზე\, ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი პეტრ ცერინგიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბიოლოგიური მრავალფეროვნება პოლონეთში: კვლევა და კონსერვაცია“. \nპოლონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანაა\, გამორჩეული  გეოლოგიური და ტოპოგრაფიული მრავალფეროვნებით. მასზე გავლენას ახდენს როგორც ოკეანური\, ისე კონტინენტური კლიმატი\, ხოლო მის რეგიონებზე სხვადასხვა ხარისხით აისახება ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები. \nლექციის მიზანია მსმენელს გააცნოს პოლონეთის ლანდშაფტების\, ეკოსისტემებისა და სახეობათა მრავალფეროვნება. მომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ კვლევებსა და კონსერვაციის (დაცვის) ღონისძიებებს\, ყურადღებას გაამახვილებს პრობლემებზე\, რომელთა წინაშეც დგას პოლონეთში ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა. \nპეტრ ცერინგიერი აკადემიური პედაგოგი და მკვლევარია მრავალწლიანი გამოცდილებით. მისი სპეციალობაა მწერების ეკოლოგია და ბიოგეოგრაფია. ახლანდელი ნაშრომების ფოკუსია ჭიამაიების (Coleoptera: Coccinellidae) ფაუნა რამდენიმე პალეარქტიკულ რეგიონში\, უცხო (ინვაზიური) სახეობების გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში და ბუნებრივი მტრების (პარაზიტები\, პარაზიტოიდები\, პათოგენები) პოტენციალი მათი რაოდენობის კონტროლისთვის. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 მაისი\, 16:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-petr-tseringeris-sajaro-leqtsia-biologiuri-mravalpherovneba-polonethshi-kvleva-da-konservatsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/petr-tseringeris-sajaro-mokhsneba-sabunebismetqhvelo-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260519T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260519T190000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T090230Z
LAST-MODIFIED:20260518T090230Z
UID:10006014-1779210000-1779217200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნარკოტიკული დანაშაული და პრევენცია – შეხვედრა პროკურორებთან
DESCRIPTION:19 მაისს\, 17:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და საჯარო ლექცია\, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი ისაუბრებენ ნარკოტიკულ დანაშაულებათა შესახებ. \nპროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ შესახებ \nსაქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ 2007 წლიდან ხორციელდება. ის არის ამერიკული მოდელი  (აქტიურად ფუნქციონირებს ნიუ-იორკის\, ვაშინგტონისა და ორეგონის შტატებში)\, რომლის მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენცია. \nმიზნის მისაღწევად სპეციალისტები  პირველ ეტაპზე დეტალურად აანალიზებენ  ერთგვაროვან დანაშაულებს\, სწავლობენ\, დროის რა მონაკვეთში და რა ხერხით სჩადიან დანაშაულს; ასევე ითვალისწინებენ დამნაშავის ასაკსა და გარემო ფაქტორებს. სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე იგეგმება ღონისძიებები კონკრეტული დანაშაულის შემცირების ან სრულად აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. \nცნობიერების ამაღლების კამპანია \nსაქართველოში პროექტის დაწყებიდან დღემდე პროკურატურამ ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიება ჩაატარა\, რომელთა მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული დანაშაულების სტატისტიკის შემცირება. ამავე კამპანიის ფარგლებში 2026 წელს პროკურატურის წარმომადგენლები საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიურად ატარებენ საჯარო ლექციებს ყველაზე გავრცელებულ დანაშაულებათა შესახებ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 19 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/narkotikuli-danashauli-da-preventsia-shekhvedra-prokurorebthan/
CATEGORIES:სამართლის სკოლა,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/narkotikuli-danashauli-da-preventsia-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260520T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260520T140000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T072906Z
LAST-MODIFIED:20260518T072906Z
UID:10006009-1779274800-1779285600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია ილიაუნიში
DESCRIPTION:20 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის „ევროკავშირი\, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები\, ღირებულებები და ინტერესები“ პრეზენტაცია. \n11:30 საათზე გაიმართება პანელური დისკუსია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ურთიერთობების დინამიკა\, გამოწვევები და პერსპექტივები“\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: \n\nივანე ლომიძე – ასოცირებული პროფესორი სოციოლოგიის მიმართულებით\nზარინა ბურკაძე – ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით\nნინო ფავლებიშვილი – ასოცირებული პროფესორი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით\nგიორგი გვალია – პროფესორი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით\nგიორგი ოდოშაშვილი – პანელის მოდერატორი\n\nდრო: 20 მაისი \nწიგნის პრეზენტაცია – 11:00 საათი \nპანელური დისკუსია – 11:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-gvalias-tsignis-prezentatsia-da-paneluri-diskusia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/zhan-mones-konpherentsia-01-2-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260520T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260520T140000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T073136Z
LAST-MODIFIED:20260518T073136Z
UID:10006011-1779282000-1779285600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია\, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“
DESCRIPTION:20 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია\, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“. \nკონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტთა აკადემიური კვლევის\, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის წახალისებას ევროინტეგრაციის\, რეგიონული უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების შესახებ. \nსტუდენტები კონფერენციაზე წარადგენენ მოხსენებებს ევროკავშირის\, სამხრეთ კავკასიის\, ევროპული ინტეგრაციის\, უსაფრთხოებისა და რეგიონული ტრანსფორმაციების შესახებ. \nკონფერენციაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიკის მეცნიერების\, საერთაშორისო ურთიერთობების\, ევროპისმცოდნეობისა და მომიჯნავე მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები. \nგამოვლინდება სამი საუკეთესო სტუდენტური მოხსენება\, რომელთა ავტორებს გადაეცემათ წიგნის სახლ „ლიგამუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერები. საუკეთესო ნაშრომები ელექტრონული კრებულის სახით გამოიცემა\, ხოლო ღონისძიების მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატები. \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ\, დაუკავშირდეთ ორგანიზატორებს ელფოსტაზე: jeanmonnetchair@iliauni.edu.ge \nდრო: 20 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-sametsniero-konpherentsia-evrokavshiri-da-samkhreth-kavkasia-integratsia-usaphrthkhoeba-da-regionuli-gardaqmnebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/zhan-mones-konpherentsia-01-2-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T140000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T121034Z
LAST-MODIFIED:20260518T121034Z
UID:10006018-1779368400-1779372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეხუთე შეხვედრის თემა „საკუთარი თავის წარდგენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“
DESCRIPTION:21 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე\, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარდგენისა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი\, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს\, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები\, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში\, როგორ მოემზადონ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 13:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-mekhuthe-shekhvedris-thema-sakuthari-thavis-tsardgena-da-damsaqmebelthan-gasaubreba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T140000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T124941Z
LAST-MODIFIED:20260518T125200Z
UID:10006019-1779368400-1779372000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეხუთე შეხვედრის თემა „საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“
DESCRIPTION:21 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე\, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი\, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. \nშეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს\, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები\, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში\, როგორ მოემზადონ დამსაქმებელთან გასაუბრებისთვის. \nLevel UP შედგება 5 ლექციისგან\, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება\, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 13:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karieruli-ganvitharebis-proeqti-level-up-mekhuthe-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Level-UP-mekhuthe-leqtsia-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260515T114148Z
LAST-MODIFIED:20260515T114148Z
UID:10006005-1779372000-1779379200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა რეგიონული გასტრონომიული ტურიზმის მეწარმეებთან
DESCRIPTION:21 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის\, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით. \nშეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის\, გააცნონ  რეგიონი\, როგორც განვითარების\, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე\, ასევე\, როგორ იქმნება წარმატებული გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესი დედაქალაქს მიღმა. \nსპიკერები \nსტუდენტებს პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები: \nთინათინ იდიძე (თუშეთი) – სერტიფიცირებული გიდი 9-წლიანი გამოცდილებით (კულტურული\, გასტრონომიული\, საფეხმავლო და საცხენოსნო მიმართულებები)\, სომელიე; \nმარიკა თოდუა – ეთნოსოფელ „სისა ტურას“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nრუსუდან ყალიჩავა – საოჯახო სასტუმრო „კასა დე ხასიას“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nმაიკო კეზევაძე (იმერეთი\, სოფ. გელათი) – აგროსახლ „ქორენას“ (აგროტურისტული ბიზნესი\, გასტრონომიული მასტერკლასები\, საოჯახო სასტუმრო) დამფუძნებელი და მენეჯერი; \nლიკა მეგრელაძე – აგროსახლ „კომლის“ დამფუძნებელი და მენეჯერი („ჩაის გზა“\, ღვინის აგროტურისტული ბიზნესი\, გასტრონომიული მასტერკლასები); \nთიკა დუღაშვილი – ოჯახური ტიპის ტურისტული ობიექტისა და მეღვინეობა „ღვინის ეზო N1-ის“ დამფუძნებელი და მენეჯერი; \nმარინა ნარიაშვილი – საოჯახო სასტუმრო „ედემის“ მფლობელი\, კულინარიული მეგზური წიგნის „მესხური ტაბლა“ ავტორი; \nზაზა ივანიძე – მეფუტკრე\, მევენახე; \nმია კუპრავა – Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი\, “Worldchefs” საქართველოს შეფთა ასოციაციის დამფუძნებელი; \nგოგი ბაზანდარაშვილი – საქართველოს შეფთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი\, მსოფლიო შეფთა ასოციაციის წევრი; \nთამუნა აბულაძე – Wine Diamond-ისა და Emocia Wines-ის დამფუძნებელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 14:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-regionuli-gastronomiuli-turizmis-metsarmeebthan/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/shekhvedra-regionuli-gastronomiuli-turizmis-metsarmeebthan-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T170000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260519T124211Z
LAST-MODIFIED:20260519T124914Z
UID:10006021-1779375600-1779382800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ირის ხარალამბიდუს საჯარო ლექცია „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“
DESCRIPTION:21 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დოქტორი ირის ხარალამბიდუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“. \nმომხსენებელი ისაუბრებს კვიპროსის მდიდარსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე. კვიპროსი აღიარებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კერად და ენდემური ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ლექცია შეეხება კუნძულის ეკოსისტემების ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას გლობალური გარემოსდაცვითი ცვლილებების პირობებში. \nდოქტორი ირის ხარალამბიდუ ბიოლოგი და ეკოლოგია (ბიოლოგიის ბაკალავრი – საბერძნეთი\, ეკოლოგიის მაგისტრი – ჩრდილოეთ უელსი\, ეკოლოგიის დოქტორი – ნიდერლანდები). ბოლო 30 წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით საბერძნეთში\, ინგლისში\, უელსში\, ნიდერლანდებში\, დანიასა და კვიპროსში. ოთხი გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის თანადამფუძნებელია. 2010 წლიდან მუშაობს ნიქოზიის უნივერსიტეტში. მისი კვლევისა და სწავლების ძირითადი მიმართულებებია: ფრინველთა ეკოლოგია\, ფრინველები\, როგორც გარემოს ჯანმრთელობის ინდიკატორები და კლიმატის ცვლილების გავლენა ბიომრავალფეროვნებაზე; მისი საქმიანობა აღიარებულია როგორც ადგილობრივ\, ისე საერთაშორისო დონეზე. მონაწილეობდა მრავალ მედიაპროექტსა და შვიდ დოკუმენტურ ფილმში; ორი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. 2023 წელს Jackson Wild-მა\, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (UN) და CITES-მა დაასახელეს „ბუნების დაცვის გმირად“ (Conservation Hero). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-iris-kharalambidus-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/kviprosi-khmelthashua-zghvis-biomravalpherovnebis-kera-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T170000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260515T082514Z
LAST-MODIFIED:20260515T082600Z
UID:10006004-1779379200-1779382800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მუშეგ ღაჰრიანისა და არამ აბაჯიანის პროექტის „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“ წარდგენა
DESCRIPTION:21 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მუშეგ ღაჰრიანი და  არამ აბაჯიანი წარადგენენ პროექტს „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“. \nსამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესწავლა დღეს აქტუალურია\, რადგან მასზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები\, მათ შორის: ისტორიული მემკვიდრეობა\, რეგიონული კონფლიქტები\, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები\, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაფართოება და გაღრმავება. \nპროექტის მიზანია შეისწავლოს\, როგორ იმოქმედა რეგიონულმა კონფლიქტებმა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ევოლუციაზე. \nმომხსენებლები \nპროექტის ხელმძღვანელია მუშეგ ღაჰრიანი\, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური კვლევების ინსტიტუტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი. 2016 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი.  მისი სამეცნიერო ინტერესებია: არაბული ქვეყნების თანამედროვე ისტორია და საგარეო პოლიტიკა\, სომხეთის საგარეო პოლიტიკა და სომხურ-არაბული ურთიერთობები. მკვლევრის უახლეს პუბლიკაციებს შორისაა: “Building a Broad Partnership: The Evolution of Armenia–UAE Relations” (Contemporary Review of the Middle East\, 2025)\, “The Independence Referendum in Iraqi Kurdistan: Egypt’s Position and Coverage in Egyptian Online Media” (British Journal of Middle Eastern Studies\, 2024). \nარამ აბაჯიანი სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარია. 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შანდონგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ჩინეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა\, ერთი სარტყლის გზის ინიციატივა\, მისი განხორციელება და პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში\, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ყურის თანამშრომლობის ორგანიზაცია. \nმოდერატორი – პროექტის კონსულტანტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე \nპროექტის მხარდამჭერია სომხეთის რესპუბლიკის განათლების\, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი (პროექტის N 25YR-6A008). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 21 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musheg-ghahrianisa-da-aram-abajianis-proeqtis-tsardgena/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/sanikidzis-niusi-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260521T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260521T180000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T092504Z
LAST-MODIFIED:20260518T101815Z
UID:10006016-1779379200-1779386400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – ირაკლი დეკანოზიშვილის მოხსენება „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“
DESCRIPTION:21 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირაკლი დეკანოზიშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „აღიარება და სოციალური ონტოლოგია: კოლექტიური და პერსონალური იდენტობის ფორმირების ნორმატიული თეორია“. \nსოციალური რეალობა\, რომელშიც ვცხოვრობთ\, ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტისა და ობიექტის სიმრავლეს წარმოადგენს. ზოგი რამ ჩვენგან დამოუკიდებლად არსებობს\, ზოგის არსებობა კი სწორედ ჩვენს შეთანხმებებზეა დამოკიდებული. ბუნებრივად არსებული ფიზიკური სამყარო განსხვავდება ნორმატიულად სტრუქტურირებული რეალობისგან\, რომელსაც ერთმანეთთან სხვადასხვაგვარ მიმართებაში მყოფი ინდივიდები კოლექტიურად ქმნიან. \nნორმატიულად სტრუქტურირებული სოციალური რეალობა ისტორიულად და კოლექტიურად ყალიბდება აღიარების ურთიერთობების მეშვეობით. ამ პერსპექტივაში სოციალური სამყარო ბუნების სფეროსგან განსხვავდება იმდენად\, რამდენადაც იგი დაფუძნებულია ინტერსუბიექტურ ნორმატიულ ურთიერთმიმართებებზე\, რომლებიც შესაძლებელს ხდის პიროვნებების\, ჯგუფების\, ინსტიტუტებისა და სოციალური ცხოვრების საზიარო ფორმების არსებობას.\nკოლექტიური ინტერნაციონალობის\, ინსტიტუციური რეალობისა და სოციალური აგენტობის ონტოლოგიური საფუძვლები ღრმად არის დაკავშირებული სოციალურ ონტოლოგიასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავება ინდივიდუალური პიროვნების კონსტიტუციასა და კოლექტიური აგენტებისა და ინსტიტუციური სტრუქტურების კონსტიტუციას შორის. თუ ჰეგელიანურ ტრადიციაზე დაფუძნებულ სოციალურ ფილოსოფიაში ძირითადი აქცენტი კეთდება აღიარების როლზე ინდივიდუალური სუბიექტურობის ფორმირებაში\, სოციალური ონტოლოგიის ანალიტიკური ტრადიცია ინტერესდება კოლექტიური იდენტობისა და ინსტიტუციონალური მოწყობის მაფორმირებელი პრინციპებით. \nმოხსენების ცენტრალური თეზისია\, რომ აღიარება სოციალური რეალობის ფუნდამენტური\, ონტოლოგიური და მაკონსტიტუირებელი პირობაა. ურთიერთაღიარება არის პროცესი\, რომლის მეშვეობითაც ინდივიდები აყალიბებენ ნორმატიულ ურთიერთობებს\, კოორდინაციას უწევენ სოციალურ ინტერაქციებს და ქმნიან კოლექტიური არსებობის ფორმებს. ამგვარად\, აღიარება წარმოდგენილია არა მხოლოდ როგორც ეთიკური დამოკიდებულება პიროვნებებს შორის\, არამედ როგორც სოციალური ონტოლოგიის საფუძველმდებარე პრინციპი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 21 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-irakli-dekanozishvilis-mokhseneba/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/philosophiuri-seminari-momkhsenebeli-irakli-dekanozishvili-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260522T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260522T150000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260521T084742Z
LAST-MODIFIED:20260521T122612Z
UID:10006025-1779454800-1779462000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:არჩილ არველაძის საჯარო ლექცია ქართული ფეხბურთის შესახებ
DESCRIPTION:22 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიზნესის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ორგანიზებით სალექციო კურსის „სპორტის მარკეტინგი და მართვა“ ფარგლებში არჩილ არველაძე\, ქართული ფეხბურთის ლეგენდა\, სტუდენტებსა და ფეხბურთის გულშემატკივრებს  შეხვდება. \nფეხბურთელი ისაუბრებს ქართული ფეხბურთის გამოწვევებზე\, სპორტის მენეჯმენტსა და პროფესიულ გამოცდილებაზე. დასასრულს სტუმრებისთვის მოეწყობა გათამაშება\, რომლის გამარჯვებულებსაც საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისის“ მაისურები გადაეცემათ. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/archil-arveladzis-sajaro-leqtsia-qarthuli-phekhburthis-shesakheb/
CATEGORIES:ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,სპორტული ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/archili-OLD-2.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260522T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260522T200000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T101547Z
LAST-MODIFIED:20260518T101628Z
UID:10006017-1779476400-1779480000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან
DESCRIPTION:22 მაისს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მერვე შეხვედრა მწერალ ნატო დავითაშვილთან გაიმართება. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: თამარ ბასიაშვილი\, ლილი წიქარიშვილი და ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი ნანა გადელია. \nპროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა\, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 22 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-shekhvedra-mtseral-nato-davithashvilthan/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/leqtsiatha-tsikli-shekhvedra-mtseral-nato-davithashvilthan-NEW1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260523T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260523T160000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260515T170455Z
LAST-MODIFIED:20260516T180412Z
UID:10006008-1779537600-1779552000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„სამეცნიერო ბლიცი“ – საგანმანათლებლო ფესტივალი თბილისის ბოტანიკურ ბაღში
DESCRIPTION:23 მაისს\, 12:00-დან 16:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტური კლუბი\, ეკოლოგიის ალუმნების ქსელი და საზოგადოება „ნარი“ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გამართავენ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას\, „სამეცნიერო ბლიცს“. \nპროექტის მთავარი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და სტუდენტებისა თუ აბიტურიენტების სამეცნიერო კვლევებში აქტიურად ჩართვა. ბოტანიკურ ბაღში მოეწყობა სხვადასხვა თემატური კარავი\, სადაც უნივერსიტეტის პროფესორები\, მკვლევრები და სტუდენტები დამსწრე საზოგადოებას საინტერესო აღმოჩენებსა და კვლევებს გააცნობენ: \n\nასტრონომია და ატმოსფეროს ფიზიკა: დააკვირდით სამყაროს ტელესკოპით;\nდედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები: გაეცანით ჩვენი პლანეტის აგებულებას;\nჰიდრობიოლოგია\, ბოტანიკა და ზოოლოგია: აღმოაჩინეთ ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება;\nგამოყენებითი გენეტიკა: გაიგეთ მეტი თანამედროვე გენეტიკური კვლევების შესახებ;\nსამოქალაქო მეცნიერება: ისწავლეთ ბუნებაზე დაკვირვების მეთოდები;\nქვიზ-კარავი: უპასუხეთ კითხვებს და მიიღეთ სიმბოლური საჩუქრები.\n\nვის შეუძლია მონაწილეობა? \nღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლია მოსწავლეებს\, აბიტურიენტებს\, სტუდენტებსა და მეცნიერებით დაინტერესებულ ნებისმიერ მსურველს. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროექტის კოორდინატორებს: \nქეთევან წიკლაური\, ketevan.tsiklauri.4@iliauni.edu.ge \nთინათინ ჩხარტიშვილი\, tinatin.chkhartishvili.1@iliauni.edu.ge \nგიორგი იანქოშვილი\, giorgi.iankoshvili.1@iliauni.edu.ge \nდრო: 23 მაისი\, 12:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: თბილისის ბოტანიკური ბაღი\, ბოტანიკურის ქ. N1 \nდასწრება თავისუფალია. \n\nსაქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ფასიანია\, მაგრამ ილიაუნის ფესტივალზე დასასწრებად დამატებით ბილეთის საფასურის გადახდა არ არის საჭირო. \nაუცილებელია თან იქონიოთ სტუდენტური ბილეთი ან სამგზავრო ბარათი.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-blitsi-saganmanathleblo-phestivali-thbilisis-botanikur-baghshi/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/blitsi-akhali-vebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260525T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260525T180000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260515T122411Z
LAST-MODIFIED:20260515T122506Z
UID:10006006-1779724800-1779732000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პაოლო ბერნარდის ვორკშოპი „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“
DESCRIPTION:25\, 27 და 28 მაისს\, 16:00-დან 18:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი\, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი\, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი\, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“. \nვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის\, ისე დაავადებების მართვის პროცესში. \nპროგრამის ძირითადი საკითხები: \n\nენერგიის კონსერვაცია ბიოენერგეტიკაში: ისტორიული მიმოხილვა\, თუ როგორ შეისწავლიან უჯრედული ენერგიის მექანიზმებს;\nომი და მშვიდობა: როგორ ინტეგრირდა მიტოქონდრიები ეუკარიოტულ უჯრედებში და როგორ ნარჩუნდება ბიოლოგიური ჰარმონია;\nკიბოს დრამა: მიტოქონდრიული დისფუნქციის გადამწყვეტი როლის ანალიზი სიმსივნის პროგრესირებაში;\nკუნთოვანი დისტროფიები: მიტოქონდრიული პათოგენეზის კვლევა და თერაპიის ახალი ჰორიზონტები.\n\nვის შეუძლია მონაწილეობა? \nსტუდენტებს\, მკვლევრებსა და კლინიცისტებს\, რომელთაც სურთ\, გაიღრმაონ ცოდნა მიტოქონდრიული სიგნალიზაციისა და მისი თერაპიული მნიშვნელობის შესახებ. \nკურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი. \nრეგისტრაცია \nმონაწილეობის მსურველებმა  წინასწარ უნდა გაიარონ  რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yr8q725QgRiu4Kmn7 \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 25\, 27\, 28 მაისი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-paolo-bernardis-vorkshopi-mitoqondria-energiis-konservatsiidan-daavadebis-pathogenezsa-da-therapiamde/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/vorqshopi-sabunebismetqhvelo-NEW.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260527T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260527T210000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260519T091152Z
LAST-MODIFIED:20260519T091252Z
UID:10006020-1779908400-1779915600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ელისო“ – კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი – კინოჩვენება და თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:27 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნიკოლოზ შენგელაიას ფილმის „ელისო“ (1928) ჩვენება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, თეო ხატიაშვილის საჯარო ლექცია „ელისო“\, როგორც კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მანიფესტი“. \nნიკოლოზ შენგელაია\, რომელიც ფუტურისტული პოეზიიდან მოდის\, 1920-იანი წლების კინოშიც (რომელსაც ის ახასიათებს\, როგორც „მჟავე ცრემლებით გამომბალს“) შემოიტანს და განახორციელებს მოდერნისტული პოეზიის იდეებს\, სიტყვის „განივთებასა“ და „გაკინემატოგრაფებას“ (შალვა ალხაზიშვილი\, „კინოაპოლოგია“). \n„ელისო“\, სწორედ ამ პერიოდის კინოავანგარდის კლასიკური ნიმუში\, საბჭოთა ავანგარდის\, განსაკუთრებით კი ეიზენშტეინისეული რიტმული მონტაჟის\, ტრადიციას აგრძელებს. „პოეზიის მონტაჟით“ ის უბრალოდ სახიერად მეტყველ კინოს კი არ წარმოადგენს\, არამედ ბრძოლის\, დაუმორჩილებლობის\, ერთიანობისა და წინააღმდეგობის „კოლექტიური გმირის“ მანიფესტია. \nსხვადასხვა სარწმუნოების ჩეჩენი ელისოსა და ქართველი ვაჟიას სიყვარულის ისტორია ცარისტულ რუსეთთან ბრძოლაში მტრულად განწყობილი ხალხების გაერთიანების ისტორიად იკითხება. \nროგორც ცნობილი თეორეტიკოსი\, ვიქტორ შკლოვსკი წერდა „ეს ახალი სიუჟეტი აკავშირებს არა ორ-სამ ადამიანს\, არამედ ორგანიზებას უკეთებს მასას… ერთ-ერთი უხუცესთაგანი იწყებს ჩუმი ხმით სიმღერას. ფილმი უხმოა\, მაგრამ ჩვენ სიმღერას ვხედავთ. ეს საცეკვაო სიმღერაა. ტაშის შემოკვრა ცვლის განწყობას\, მოტირალთ ცრემლი შეაშრებათ\, იმედის ნაპერწკალი სასოწარკვეთას გამარჯვებად თუ არა\, საკუთარ თავში რწმენად გადააქცევს“. \nღონისძიების ორგანიზატორია კინოკლუბი “CINEMA CLUB” პროექტის “The Film Corner Clubs 2026–2028” ფარგლებში. \nინიციატივა ხორციელდება პროგრამა Creative Europe – MEDIA-ის ფინანსური მხარდაჭერით. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 27 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eliso-kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/kinochveneba-da-theo-khatiashvilis-sajaro-leqtsia-OLD.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260528T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260528T180000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260525T125944Z
LAST-MODIFIED:20260525T125944Z
UID:10006031-1779984000-1779991200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიური სემინარი – მერი ცუცქირიძის მოხსენება „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო\, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი\, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“
DESCRIPTION:28 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი მერი ცუცქირიძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „‛აქა დასჭვრიტენ სწავლის მოყვარენო\, ვითარ ძნელ არს ფილოსოფოსთა ენანი\, არამედ გემოან და საწადელ’: სულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია“. \nსულხან-საბა ორბელიანის ზნეობის ფილოსოფია პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: ზნეობის „თეორია“ და ზნეობის ქადაგება. მის მიერ შედგენილ „სიტყვის კონად“ წოდებულ  „ქართულ ლექსიკონში“ თავმოყრილია ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში შემუშავებული ფილოსოფიური ეთიკის არსებობის გამამართლებელი მეცნიერული სტატუსის მქონე ტერმინოლოგია. \nზნეობის პრობლემები მის მსოფლმხედველობაში განხილულია  ადამიანის რაობასთან მიმართებაში. ეს არის ადამიანის გონებისა თუ გრძნობადი უნარების მნიშვნელობის აღიარებისა და ნების თავისუფლების პრობლემა. ადამიანის რაობა დამოკიდებულია თავად ადამიანზე. ამ თავისებურებას ყველაზე კარგად გამოხატავს ზნეობა. მასში ჩანს ადამიანის თავისუფლება\, დამოკიდებულება სიკეთესა და ბოროტებასთან. \nზნეობრივ ღირებულებებთან მიმართებაში ყალიბდება ინდივიდისა და ხალხის\, საზოგადოების ზნე-ჩვეულებები; სულხან-საბა ორბელიანი იძლევა პასუხებს ამ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ანტიკური\, შუა საუკუნეების და ნეოპლატონური ფილოსოფიიდან მიღებული ჭეშმარიტი და დამაჯერებელი ცოდნის საფუძველზე:  ჭეშმარიტებაში ყოფნა არის საკუთარ შინაგან ბუნებაში ჩაღრმავება – „იცან თავი შენი“\, „განვიცადოთ კაცად-კაცადმან სჳინიდისი თვისი“\, „ვიცვალოთ ზნენიცა ჩვეულებათა ჩვენთანი“. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28  მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორია\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiuri-seminari-meri-tsutsqiridzis-mokhseneba-aqa-dastchvriten-stsavlis-moqhvareno-vithar-dznel-ars-philosophostha-enani-aramed-gemoan-da-satsadel-sulkhan-saba-orbelianis-zneobis-philosophia/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,სემინარები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/anthropologia-mariam-darchiashvili-02-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260529T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260529T170000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260518T091103Z
LAST-MODIFIED:20260518T091103Z
UID:10006015-1780070400-1780074000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:29 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში გაიმართება ახლად დაფუძნებული გლაციოლოგიის კვლევითი ცენტრის პრეზენტაცია. \nგლაციოლოგიის კვლევითი ცენტრი კომპლექსურად შეისწავლის მყინვარებს\, კრიოსფეროსა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პროცესებს. \nცენტრის მთავარი მიზანია საქართველოსა და კავკასიის მყინვარების სისტემური მონიტორინგი და გლაციოლოგიური საფრთხეების შეფასება. ცენტრის თაოსნობით განხორციელდება მრავალწლიანი კვლევითი პროგრამები\, საერთაშორისო პროექტები\, სტუდენტური და სადოქტორო ინიციატივები\, ასევე მაღალი დონის სამეცნიერო ღონისძიებები. \nცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: \n\nთანამედროვე გლაციოლოგიური კვლევები;\nდისტანციური ზონდირება;\nსაველე ექსპედიციები;\nგეომორფოლოგიური ანალიზი;\nკლიმატური მოდელირება.\n\nდღეს\, როდესაც კლიმატის ცვლილება მნიშვნელოვნად აჩქარებს მყინვარების დეგრადაციას და ზრდის ბუნებრივი საფრთხეების რისკს\, მსგავსი ცენტრის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია როგორც მეცნიერების\, ისე ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით. ცენტრი ხელს შეუწყობს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას\, ახალგაზრდა მკვლევართა განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ გლაციოლოგიურ კვლევით სივრცეში. \nპრეზენტაციას გაუძღვება ლევან ტიელიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გლაციოლოგიის მიმართულებით. ახლახან იგი აირჩიეს საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოების (International Glaciological Society) მმართველობითი საბჭოს წევრად. 1936 წელს ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო გლაციოლოგიური საზოგადოება ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ორგანიზაციაა კრიოსფეროს კვლევის მიმართულებით და აერთიანებს მეცნიერებს\, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სწავლობენ თოვლსა და ყინულოვან სისტემებს. \nპროფესორი ტიელიძე გასულ კვირას აირჩიეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Remote Sensing-ის რედაქტორად. გამოცემა ეძღვნება მთის მყინვარებისა და ანტარქტიკის მყინვარული ფარების დინამიკის თანამედროვე კვლევებს. \nდრო: 29 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/glatsiologiis-kvlevithi-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/glats_akhalivebi.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260529T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260529T190000
DTSTAMP:20260610T002748
CREATED:20260514T094121Z
LAST-MODIFIED:20260515T083218Z
UID:10006002-1780077600-1780081200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება
DESCRIPTION:29 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებისა და სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება Copy Break – ქოფირაითინგული შესვენება. \nპროექტი მიზნად ისახავს ქოფირაითინგის\, როგორც მარკეტინგული და სტრატეგიული კომუნიკაციის საშუალების\, პოპულარიზაციას. სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები განიხილავენ\, რა როლი აქვს ქოფირაითინგს სარეკლამო რგოლების იდეისა და სცენარის შემუშავების\, ვებგვერდების შექმნის\, ციფრულ კამპანიებსა და კრეატიულ პროცესებში. მომხსენებლები დაინტრესებულ მსმენელს გაუზიარებენ წარმატებულ კამპანიებს. \nსპიკერები \n\nშოთა ჩინჩალაძე – ბრენდის სტრატეგი და ბრენდის სტრატეგიის პირველი ქართული წიგნის ავტორი\nსანდრო ციცქიშვილი – Supermarket Agency-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი\nეთო მერებაშვილი – მარკეტინგის სტრატეგი და მომხმარებლის ქცევის ექსპერტი. Socialsharks Georgia-ს გენერალური მენეჯერი\nგიორგი კვიტატიანი – Joyboy Creative Studio-ს თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი\nვახტანგ დავითაშვილი – McCann Tbilisi-ის ქოფირაითერი\nიოსებ ბესტაევი – მარკეტერი\nსალი ნიკოლაიშვილი – არტდირექტორი\n\nღონისძიების მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, „კახთა ბატონი“\, „მუსიკის სახლი“\, „გიზგიზი“\, „Snacky“\, Bakuriani Inn\, Dreamland Oasis\, „Red Bull“ \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 29 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია. \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qophiraithinguli-shesveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/05/Copy-Break-new-1.png
END:VEVENT
END:VCALENDAR