BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190506T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190506T150000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190501T103533Z
LAST-MODIFIED:20240201T121750Z
UID:10001331-1557154800-1557154800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა –  Employment Shuttle
DESCRIPTION:ორგანიზაცია Action Against Hunger პროგრამის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში (EPIC)“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს Employment Shuttle. \nპროექტი 5-თვიანი დასაქმების პროგრამაა სამუშაოს მაძიებელი ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობისთვის\, რომელიც ხორციელდება თბილისში\, მარნეულში\, ფოთსა და ზუგდიდში. \nდასაქმების პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები შემდეგ საკითხებზე: \n\nCV/რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა;\nგუნდური მუშაობა;\nეფექტური კომუნიკაცია;\nპრეზენტაციისა და გასაუბრების ტექნიკები;\nსოციალური ქსელები სამუშაოს მაძიებელთათვის;\nდროის მართვა;\nემოციური ინტელექტი;\nმოტივაცია;\nპერსონალური ბრენდი.\n\nთითოეულ ქალაქში ტრენინგებისთვის შეირჩევა 25 მონაწილე. \n6 მაისს\, 15:00 საათზე\, E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა დასაქმების პროგრამის Employment Shuttle შესახებ. \nშეხვედრას გაუძღვება თბილისის მასშტაბით პროექტის Employment Shuttle კოორდინატორი. \nსაინფორმაციო შეხვედრა საინტერესო იქნება დევნილისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nდასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.do/eQ9aL  \nდრო: 6 მაისი\,ორშაბათი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია\, ილიაუნი\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-employment-shuttle/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51812.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190506T150600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190506T150600
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190506T110624Z
LAST-MODIFIED:20240201T121641Z
UID:10001328-1557155160-1557155160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში
DESCRIPTION:რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში \nთბილისი\, 14-15  ნოემბერი\, 2019 \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს განაცხადების მიღებას კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. კონფერენციის თემაა  „რელიგიის საკითხების სოციო-პოლიტიკური და კულტურული განზომილება საქართველოში“. \nრელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს უახლეს ისტორიაში. რელიგია გადაჯაჭვულია მთელ რიგ პოლიტიკურ და  საზოგადოებრივ საკითხებთან\, როგორებიცაა: კულტურა\, განათლება\, ნაციონალიზმი\, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა\, რელიგიის თავისუფლება და ა. შ. თანამედროვეობაში რელიგიურ სურათს ხშირად განსაზღვრავს ისტორიული გამოცდილება\, პოლიტიკური პროცესები\, სოციალური და კულტურული ფაქტორები. საქართველოში რელიგიური ველი მრავალფეროვანია და წარმოადგენს მდიდარი კულტურისა და ტრადიციების არსებობის წყაროს. ამიტომ  რელიგიასთან დაკავშირებული საკითხები მულტიპერსპექტიულ შესწავლას მოითხოვს. კონფერენცია მიზნად ისახავს\, თავი მოუყაროს რელიგიის თემაზე არსებულ მეცნიერულ ცოდნას\, ხელი შეუწყოს სხვადასხვა დარგში რელიგიის შესახებ მომზადებული უახლეს კვლევათა პოპულარიზაციასა და აკადემიურ სფეროში რელიგიის თემაზე დისკუსიას. \nკონფერენციის მიზანია რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა სხვადასხვა დისციპლინის პერსპექტივიდან (სოციოლოგია\, ანთროპოლოგია\, თეოლოგია\, ისტორია\, პოლიტიკური მეცნიერებები\, რელიგიის კვლევები\, ფილოლოგია\, ეთნოლოგია და ა.შ.). \nკონფერენციის მოხსენებების კრებული ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდება 2020 წლის გაზაფხულზე.  \nკონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 14-15 ნოემბერი. \nკონფერენციის სესიები დაყოფილია ოთხი ისტორიული პერიოდის მიხედვით და არ არის შინაარსობრივად შეზღუდული. თითოეული სესიის მოხსენებების თემები შეიძლება წარმოადგენდეს რელიგიის განსხვავებული ასპექტის შესწავლის მაგალითს. \nკონფერენციის სესიების ზოგადი თემატიკა: \n\n\nრელიგიის საკითხები საქართველოში რუსეთის იმპერიის მმართველობის დროს (1801-1917 წწ) – ისტორიული მოვლენების თანამედროვე პერსპექტივა; \n\n\nრელიგია\, პირველი რესპუბლიკა და „მოდერნის გარიჟრაჟი“ – სოციალურ-პოლიტიკური ცვლილებების ზეგავლენა რელიგიის სურათზე საქართველოში; \n\n\nრელიგია  საბჭოთა საქართველოში – „რელიგიასთან ბრძოლა“\, კოლაბორაციონიზმი და რელიგიურობის ფორმების ტრანსფორმაცია; \n\n\nრელიგია და რელიგიურობა დამოუკიდებელ საქართველოში – რელიგიური ველის ამბივალენტური სურათი. \n\n\nგთხოვთ\, აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 250 სიტყვა) გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე:religion-conference2019@iliauni.edu.ge \nაბსტრაქტების მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი. \n2019 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/religiis-sakithkhebis-sotsio-politikuri-da-kulturuli-ganzomileba-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51977.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190506T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190506T190000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190501T091753Z
LAST-MODIFIED:20240201T121642Z
UID:10001329-1557169200-1557169200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „საქართველოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკური ეკონომია წარსულისა და აწმყოს გასაყარზე“
DESCRIPTION:6 მაისს\, ორშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დოქტორანტი ია ერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ცენტრალური ბანკის პოლიტიკური ეკონომია წარსულისა და აწმყოს გასაყარზე“. \nღონისძიების მოდერატორი: დრ. ლელა რეხვიაშვილი \nმოხსენების მოკლე აღწერა \nცენტრალურ ბანკს მისი დასაბამიდანვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ერი-სახელმწიფოებისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბებაში. ეროვნული ბანკის იდეა მიბმული იყო და არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გატარებასთან\, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვასა და ეროვნული ფულის სიძლიერესთან.   განხილვები ცენტრალური ბანკის არსისა და მისიის შესახებ დღემდე მნიშვნელობას არ კარგავს\, გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა კი ამ საკითხის აქტუალურობა კიდევ ერთხელ წინ წამოსწია. \nცენტრალური ბანკის ქართულ კონტექსტში განხილვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ეკონომიკური სიდუხჭირის და დასუსტებული ეროვნული ვალუტის ფონზე\, რადგან მისი მოწყობის პოლიტიკურ-ეკონომიური ანალიზი საინტერესო დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა მთელ რიგ საკითხებზე – სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის აღქმაზე\, პოლიტიკისა და ეკონომიკის ერთმანეთთან მიმართებაზე\, საზოგადოების ინტერესების მიმართ მთავრობის დამოკიდებულებასა და ასევე სახელმწიფოს პოზიციაზე საერთაშორისო მონეტარული სისტემის იერარქიაში. სწორედ ამიტომ\, მოხსენების მიზანია განიხილოს ცენტრალური ბანკი ისტორიულ და თეორიულ ჭრილში\, ერთმანეთთან დააკავშიროს აკადემიური და პოლიტიკური დებატი და გამოკვეთოს დღევანდელ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული ცენტრალური საკითხები. ამიტომ მომხსნებელი ჯერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკის პოლიტიკურ ეკონომიას შეეხება\, შემდეგ კი დღევანდელი ეროვნული ბანკის მოწყობის ფორმასა და ფუნქციას განიხილავს. დღეს\, როცა ასე წარმატებით მიმდინარეობს ცენტრალური ბანკების დეპოლიტიზაციისა და ღირებულებებისგან დაცლის პროცესი\, წარსული გამოცდილებებისა და დებატების გაცოცხლება პოლიტიკურ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამ გზით შეიძლება\, ერთი მხრივ\, წარსულის უკეთ შესწავლა\, მეორე მხრივ კი\, აწმყოში გაბატონებული ნორმების ეჭვქვეშ დაყენება ან სულაც მათი დამსხვრევა. \nმომხსენებლის შესახებ \nია ერაძე კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის დოქტორანტია. მისი სადოქტორო დისერტაციის თემაა „დოლარიზაციის ისტერია ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების კვალდაკვალ (ხელმძღვანელი: პროფ. ქრისტოფ შერერი)“. კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკური ეკონომიის მაგისტრი და თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრია. \nI.L.A. (Imperiale Produktions- & Lebensweisen: Ausbeutungsstrukturen im 21. Jahrhundert) კოლექტივის წევრი და თანაავტორია: I.L.A. Kollektiv (2017) Auf Kosten Anderer? Wie die Imperiale Lebensweise ein gutes Leben für Alle verhindert. Oekom Verlag. München \nდრო: 6 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-saqarthvelos-tsentraluri-bankis-politikuri-ekonomia-tsarsulisa-da-atsmqhos-gasaqharze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51803.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190507T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190507T100000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190506T131535Z
LAST-MODIFIED:20240201T121636Z
UID:10001327-1557223200-1557223200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „კომუნისტური რეპრესიები საქართველოსა და პოლონეთში“
DESCRIPTION:7-8 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ქართულ-პოლონური სამეცნიერო კონფერენცია „კომუნისტური რეპრესიები საქართველოსა და პოლონეთში“ (1918-1989/1991). \nკონფერენციის ორგანიზატორები არიან პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი\, თბილისის პოლონური ინსტიტუტი\, პოლონეთის საელჩო საქართველოში და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია\, ღონისძიების პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის დოქტორანტები და პროფესორები. \nდრო: 7-8 მაისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-komunisturi-represiebi-saqarthvelosa-da-polonethshi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51828.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190507T155500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190507T155500
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190507T115510Z
LAST-MODIFIED:20241122T110925Z
UID:10001325-1557244500-1557244500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გასვლითი ბანაკი ილიაუნის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:2019 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის\, დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით ილიაუნის დედოფლისწყაროს სასწავლო ბაზაზე გაიმართება გასვლითი სკოლა თემაზე: „ფსიქოლოგიის მეცნიერებისა და პრაქტიკის მნიშვნელოვანი საკითხები”. \nსკოლას გაუძღვებიან როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ასევე ლიონის ლუმიერის უნივერსიტეტის პროფესორები. იხილეთ განრიგი \nსკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ფსიქოლოგიის მიმართულების მე-3 და მე-4 სასწავლო წლის სტუდენტებს\, რომლებიც შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. \nმონაწილეობის მსურველებმა 18 მაისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია https://forms.gle/iioM4RLaMzuvfcMe8 \n  \nსამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური\, ფრანგული (მოხსენებების ქართული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება) \nგისურვებთ წარმატებას! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gasvlithi-banaki-iliaunis-phsiqologiis-mimarthulebis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51865.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190507T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190507T160000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190503T101052Z
LAST-MODIFIED:20240201T121632Z
UID:10001326-1557244800-1557244800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა კომპანიის Gino Paradise ვაკანსიების შესახებ
DESCRIPTION:7 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიაუნის E405 აუდიტორიაში\, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Gino Paradise-ის წარმომადგენლებთან.\nGino Paradise მულტიფუნქციური გასართობი\, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსია. \nშეხვედრაზე Gino Paradaise-ის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქტიური ვაკანსიების შესახებ გააცნობენ ინფორმაციას და დაინტერესებულ პირებს დაიბარებენ გასაუბრებაზე შერჩევის მიზნით. \nშეხვედრაზე Gino Paradise წარმოადგენს შემდეგ ვაკანსიებს: \n\nმითერი;\nქოლ-ცენტრის ოპერატორი;\nმოლარე-ოპერატორი;\nმაშველი;\nმიმტანი;\nბარმენი;\nუსაფრთხოების თანამშრომელი.\n\nვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nდასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.do/ginopa \nდრო: 7 მაისი\, სამშაბათი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-kompaniis-gino-paradise-vakansiebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51836.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190507T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190507T180000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190506T072346Z
LAST-MODIFIED:20240201T121630Z
UID:10001324-1557252000-1557252000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფოტოგრაფისა  და ფოტოჟურნალისტის\, უმიდა ახმედოვას  პროექტების წარდგენა
DESCRIPTION:7 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში უმიდა ახმედოვა წარადგენს თავის ბოლოდროინდელ პროექტებს\, რომლებიც ეხება ქალების ყოფასა და ყოველდღიურობას უზბეკეთში.  ასევე აჩვენებს მოკლე ფილმს რიტუალების შესახებ. \nცენტრალურ აზიაში მცხოვრები  ფოტოგრაფი და ფოტოჟურნალისტი უმიდა ახმედოვა თანამედროვე უზბეკური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. \nახმედოვას პროექტები ადამიანის უფლებების\, ურბანული ცხოვრების\, ტრადიციების\, განსხვავებული კულტურებისა და თანამედროვე უზბეკეთის ყოველდღიური ცხოვრების კვლევასა და ასახვას ეხება. Associated Press-ის ფოტოგრაფის სტატუსით მისი ფოტოები დაიბეჭდა The New York Times-ის\, The Wall Street Journal-ისა და The Globe and Mail-ის ინტერნეტვერსიების ფოტოგანყოფილებებში. \nუმიდა ახმედოვა მონაწილეობდა მრავალ ფოტოგამოფენაში თბილისში\, კოპენჰაგენში\, ნიჟნი ნოვგოროდში\, სანკტ პეტერბურგში\, ბილბაოში\, რიგაში\, მოსკოვში.  იგი სხვადასხვა პრიზის\, მათ შორის ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებების დაცვის პრიზის მფლობელია (2016). უმიდა ახმედოვას მიერ გადაღებულ ფილმებს შორისაა: „ბუხარა შიგნიდან” (2006)\, „ქალები და კაცები:  რიტუალები და წეს-ჩვეულებები” (2006)\, „ქალიშვილობის ტვირთი” (2007)\, „იცხოვრო და მოკვდე სამარყანდში” (2007). \n2010 წელს უმიდა ახმედოვა უზბეკეთის სოფლისა და ქალების ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებსადმი მიძღვნილი  ნამუშევრების – „ქალები და კაცები: გამთენიიდან დაღამებამდე” და „ქალიშვილობის ტვირთი“ გამო უზბეკი ერის შეურაცხყოფისთვის გაასამართლეს. რელიგიის საკითხების\, სულიერებისა და ფსიქოლოგიის კომისიის წევრების დასკვნით\,  მისი ფოტოები უზბეკ ხალხს დასავლელების თვალში უარყოფითად წარადგენდა. კომისიის აზრით\, „უცხოელი\, რომელიც არასდროს ყოფილა უზბეკეთში\, მაგრამ ამ ალბომს ნახავს\, დაასკვნის\, რომ [უზბეკეთში] ხალხი შუა საუკუნეების ტრადიციებით ცხოვრობს“. \n\nდრო: 7 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა:  A101 უდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/photographisa-da-photozhurnalistis-umida-akhmedovas-proeqtebis-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51849.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190508T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190508T170000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190503T132027Z
LAST-MODIFIED:20240201T121626Z
UID:10001323-1557334800-1557334800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი აბაშიშვილის ლექცია: „მოტივაცია და საკუთარი თავის მართვა-განვითარება "SALE"-ის გარეშე“
DESCRIPTION:8 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ გიორგი აბაშიშვილის ლექციაზე: „მოტივაცია და საკუთარი თავის მართვა-განვითარება “SALE”-ის გარეშე“. \nმომხსენებლის შესახებ \nგიორგი აბაშიშვილი\, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელია მიმდინარე წლის აპრილიდან. ამავდროულად არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში და მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან\, როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი მართვისა და განვითარების მიმართულებით. 2009 წლიდან ლექციებს კითხულობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში\, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. 2014 წლიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში;  2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 7 მაისის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია: https://forms.gle/Ai9B8SMmVSBdebqc6 \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \n  \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 16:45 საათი \nდრო: 8 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-abashishvilis-leqtsia-motivatsia-da-sakuthari-thavis-marthva-ganvithareba-sale-is-gareshe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51843.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190508T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190508T180000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190502T093118Z
LAST-MODIFIED:20240201T121625Z
UID:10001322-1557338400-1557338400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მხატვრული ფილმის „სქესის ნიშნით“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:8 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში გამართავს მხატვრული ფილმის „სქესის ნიშნით“ ჩვენებას და დისკუსიას. \nილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.  \nმომხსენებლები –  მარიამ ორჟონია და ნინო ჩიხლაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები \nბიოგრაფიული დრამა „სქესის ნიშნით“ მოგვითხრობს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის\, რუთ ბეიდარ გინსბურგის რთული და წინააღმდეგობებით სავსე კარიერის დასაწყისზე. ის ახერხებს იზრუნოს სიმსივნით დაავადებულ ქმარზე\, მის ნაცვლად იაროს ლექციებზე\, გაზარდოს მცირეწლოვანი შვილი და  კოლუმბიის უნივერსიტეტი ყველაზე მაღალი რეიტინგით დაასრულოს\, მაგრამ ვერ ახერხებს იურიდიულ ფირმაში მუშაობის დაწყებას. მიზეზი მარტივია – ქალი იურისტი არ სჭირდებათ. თუმცა ის არ ნებდება\, იბრძვის გენდერულად მგრძნობიარე კანონმდებლობისთვის\, პოულობს თანამოაზრეებს და\, რაც მთავარია\, პოულობს საკუთარ ხმას\, როგორც იურისტი. \n\nდრო: 8 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mkhatvruli-philmis-sqesis-nishnith-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51831.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190508T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190508T190000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190503T073934Z
LAST-MODIFIED:20240201T121624Z
UID:10001320-1557342000-1557342000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში“
DESCRIPTION:8 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  B201 აუდიტორიაში მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „თავისუფალი მედიის როლი დემოკრატიულ არჩევნებში“. \nმომხსენებლები: \nთამარ კორძაია – მედიაექსპერტი\, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი; \nნათია კაპანაძე – მედიაექსპერტი\, აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი; \nლაშა ქავთარაძე – ჟურნალისტი\, მედიის მკვლევარი; \nგოგა ჩიფჩიური – კონსტიტუციონალისტი. \n  \nმოდერატორი – ზვიად ქორიძე\, მედიაექსპერტი \nღონისძიებას გახსნის ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი. \n  \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \n  \nდრო: 8 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-thavisuphali-mediis-roli-demokratiul-archevnebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51844.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190510T113300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190510T113300
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190510T073334Z
LAST-MODIFIED:20241122T110925Z
UID:10001321-1557487980-1557487980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი + პრაქტიკული კურსები სრული დაფინანსებით და რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილება
DESCRIPTION:ილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია\, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა. \nპროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსებს გრაფიკული დიზაინის\, Front-end პროგრამირების\, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. \nპროექტის მხარდაჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი. \nპირველი ეტაპი \nპროექტის პირველ ეტაპზე შესაძლებლობა გექნებათ აირჩიოთ და გაიაროთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის 4 პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი. \nკურსების ჩამონათვალი  \n\n\n\nგრაფიკული დიზაინი\n\n Front-end პროგრამირება (html\, css\, Javascript) \n \n\n\n\n\nკურსის დეტალური აღწერა /სილაბუსი – http://bit.ly/2LzN9pa\n\nკურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი – http://bit.ly/2vRLSPC\n\n\n\n\nტრენერის ბიოგრაფია – http://bit.ly/2Vt4K6N\n\nტრენერის ბიოგრაფია  – http://bit.ly/2DYXp4k\n\n\n\n\n\n  \n\n\n\n wordpress დეველოპმენტი\n\nციფრული მარკეტერი\n\n\n\nკურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი – http://bit.ly/2vYYW69\n\nკურსის დეტალური აღწერა / სილაბუსი – http://bit.ly/2vO1a89\n\n\n\nტრენერის ბიოგრაფია – http://bit.ly/2JwEq4s\n\nტრენერების ბიოგრაფიები – http://bit.ly/2HeFl8s\n\n\n\n\nშერჩეულ კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია ევექსი. \nკურსის დასასრულს თითოეული სტუდენტი შეასრულებს ფინალურ პროექტს. პროექტის წარმატებით შესრულების შემთხვევაში სტუდენტი გადავა პროექტის მეორე ეტაპზე. \nმეორე ეტაპი \nპროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით რეალური პროექტის განხორციელებას. \nპროექტის თემა: ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. \nპროექტის მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები შექმნიან 4 წევრისგან შემდგარ ჯგუფებს და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით განახორციელებენ რეალურ პროექტებს. \nპროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში: \n\n\nვებპროექტი \n\n\nციფრული კამპანია \n\n\nპოსტერების სერია \n\n\nვებგვერდი \n\n\nსამედიცინო კორპორაცია ევექსი კონკურსის ორი გამარჯვებული გუნდის თითოეულ წევრს (ჯამში 8 სტუდენტს) გადასცემს 600-ლარიან სასტიპენდიო ვაუჩერს. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მხარს დაუჭერს შერჩეულ პროექტებს შემდგომ განვითარებაში. \nვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა? \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს. \nროგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში? \nპროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2019 წლის 17 მაისის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და წარმატებით შეასრულოთ ფორმაში მოცემული სატესტო დავალება. \n\n\nგრაფიკული დიზაინის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjP \n\n\nFront-end პროგრამირების (html\, css\, Javascript) კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjx \n\n\nwordpress დეველოპმენტის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjF \n\n\nციფრული მარკეტერის კურსის სააპლიკაციო ფორმა და სატესტო დავალება მოცემულია ბმულზე: http://bit.do/eRzjT \n \n\nრატომ უნდა მივიღო მონაწილეობა პროექტში? \nპროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას: \n\n\nპროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განხორციელებისთვის; \n\n\nშეიძინო ისეთი ცოდნა\, რომელიც დაგეხმარება გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში; \n\n\nმოიპოვო სტიპენდია ან პროექტის მხრდაჭერა. \n\n\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \n✉ pr@iliauni.edu.ge\n☏ (+995 32) 222 00 09 (352) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-praqtikuli-kursebi-sruli-daphinansebith-da-realur-proeqtze-mushaobis-gamotsdileba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51953.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190510T174600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190510T174600
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190510T134607Z
LAST-MODIFIED:20241122T110925Z
UID:10001318-1557510360-1557510360@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგკურსი Educate the Educators
DESCRIPTION:ტრენინგკურსი Educate the Educators განკუთვნილია სხვადასხვა დისციპლინის აკადემიური პერსონალისთვის\, რათა მათ შეძლონ სამეწარმეო სწავლების სასწავლო კურიკულუმებში დანერგვა. კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ\, გაიზიარონ ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების საუკეთესო პრაქტიკა და მიიღონ პრაქტიკული რჩევები. \nტრენინგს გაუძღვება ბრისტოლის უნივერსიტეტის უფროსი კონკულტანტი მეწარმეობის დარგში მაირი ტრელფოლი.\nტრენინგები იმართება ბრიტანეთის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროგრამის \,\,შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის” ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ ოდლრიჯის ინსტიტუტსა და ბრისტოლის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. \nდეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ\, იხილოთ დანართი.\nპროგრამას მართავს და კოორდინირებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სამსახური. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningkursi-educate-the-educators/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51963.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190510T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190510T190000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190508T104203Z
LAST-MODIFIED:20240201T121616Z
UID:10001316-1557514800-1557514800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთხუთმეტე ქება
DESCRIPTION:10 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთხუთმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 10 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdamethkhuthmete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/06/47179.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190510T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190510T193000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190507T121212Z
LAST-MODIFIED:20240201T121610Z
UID:10001315-1557516600-1557516600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰუ ბოს ფილმის „სპილო მშვიდად ზის“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:10 მაისს\, პარასკევს\, 19:30 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი CinExpress წარმოგიდგენთ ჩინელი რეჟისორის\, ჰუ ბოს ფილმს „სპილო მშვიდად ზის“. სურათი ამავე რეჟისორის ნოველის\, „უზარმაზარი ბზარი“ ეკრანიზაციაა\, რომელმაც 2018 წლის ბერლინის კინოფესტივალზე FIPRESCI (კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანება) პრიზი მიიღო. \nჰუ ბომ ფილმის დასრულების შემდეგ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. \nჩინეთის ქალაქ მანჟულში ოთხი ადამიანის ცხოვრება იკვეთება. \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nრეჟისორი: ჰუ ბო \nწელი: 2018 \nხანგრძლივობა: 3 საათი\, 50 წუთი \nგახმოვანება: ორიგინალი\, ინგლისური სუბტიტრებით \n  \nდრო: 10 მაისი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hu-bos-philmis-spilo-mshvidad-zis-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51870.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190513T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190513T130000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190507T122558Z
LAST-MODIFIED:20240201T121617Z
UID:10001317-1557752400-1557752400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აჭარა ჯგუფის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში
DESCRIPTION:13 მაისს\, 13:00-დან 16:00 სათამდე\, ილიაუნის E207 აუდიტორიაში გაიმართება Adjara Group-ის დასაქმების ფორუმი. \nდასაქმების ფორუმზე კომპანია წარმოადგენს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო ვაკანსიებს თბილისსა და ყაზბეგში. დაინტერესებული პირები შეძლებენ ადგილზე გაიარონ გასაუბრება და დასაქმდნენ სასურველ თანამდებობაზე. \nდასაქმების ფორუმზე Adjara Group წარმოადგენს: \n\nყაზბეგში\, სასტუმრო „რუმსში“\, ზაფხულის განმავლობაში დასაქმების შესაძლებლობას (მუშაობის პროცესში კომპანია აფინანსებს ცხოვრებისა და კვების ხარჯებს).\nთბილისის სასტუმროებში სერვისისა და უსაფრთხოების მიმართულებით სხვადასხვა ვაკანსიას.\n\nAdjara Group აერთიანებს ისეთ ობიექტებს\, როგორებიცაა: Holiday Inn\, Fabrika\, Rooms hotel\, Stamba hotel. \nვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nდასაქმების ფორუმზე დასწრება თავისუფალია. დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2WwmhHY \n  \nდრო: 13 მაისი\, 13:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/atchara-jguphis-dasaqmebis-phorumi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51873.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190513T140100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190513T140100
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190513T100157Z
LAST-MODIFIED:20240201T121602Z
UID:10001312-1557756060-1557756060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი ბილიარდში
DESCRIPTION:24 მაისს საბილიარდო კლუბ „რიოში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი გამართავს შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატს ბილიარდში (ვაჟები\, გოგონები). \nტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. \nკენჭისყრა გაიმართება შეჯიბრების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე. \nსაპრიზო ადგილებზე გასულ სტუდენტებს გადაეცემათ შესაბამისი თასი\, მედლები და სიგელები. \nდაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსეთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/DuM35xw6XebH7wTF6 \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 მაისი. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-biliardshi/
CATEGORIES:სპორტული ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51971.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190514T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190514T150000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190503T132745Z
LAST-MODIFIED:20240201T121603Z
UID:10001314-1557846000-1557846000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საიდან დავიწყო ჩემი კარიერა და როგორ ვაკეთო ის\, რაც მომწონს
DESCRIPTION:14 მაისს\, სამშაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის SavvY მმართველი პარტნიორი მარიამ ქოიავა შეხვდება სტუდენტებს. \nშეხვედრის თემა: „საიდან დავიწყო ჩემი კარიერა და როგორ ვაკეთო ის\, რაც მომწონს“. \nმომხსენებლის შესახებ \nმარიამ ქოიავას აქვს 5-წლიანი გამოცდილება საკონსულტაციო მომსახურების\, აუდიტისა და ტრენერობის მიმართულებით. ის არის ACCA-ის წევრი. SavvY-ის დაარსებამდე მუშაობდა უფროს აუდიტორად KPMG-ში და რისკების მენეჯერად თიბისი ბანკში\, ყველაზე მსხვილ კომერციულ ბანკში საქართველოში. მარიამს აქვს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის HBX CORe პროგრამის კურსდამთავრებულია. \nკომპანიის შესახებ: \nSavvY ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიაა\, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა. კომპანია კონსულტაციას უწევს ისეთ ორგანიზაციებს\, როგორებიცაა: მაკდონალდს საქართველო\, PSP ფარმა\, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა\, GMT სასტუმროები და ა. შ. სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე. \nკომპანია SavvY მუდმივად სთავაზობს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს დასაქმებას. შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ\, კომპანიის უშუალო მმართველებს დაუსვათ შეკითხვები მომავალი კარიერის შესახებ. \nშეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/czeaWns2wcZF5PJc6 \n  \nდრო: 14 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saidan-davitsqho-chemi-kariera-da-rogor-vaketho-is-rats-momtsons/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51845.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190514T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190514T160000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190513T104712Z
LAST-MODIFIED:20241122T110925Z
UID:10001310-1557849600-1557849600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა დირკ ვიზესთან – „გერმანია და საქართველო – შვაბი ემიგრანტებიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამდე“
DESCRIPTION:14 მაისს\, სამშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა და დისკუსია გერმანიის პარლამენტის წევრთან\, დირკ ვიზესთან თემაზე: „გერმანია და საქართველო – შვაბი ემიგრანტებიდან ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობამდე. საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის 200 წელი“. \nსაქართველოსა და გერმანიას დიდი ხნის ისტორია აკავშირებს – დაწყებული მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოსული შვაბი ემიგრანტებიდან დღემდე. ორ ქვეყანას შორის ასეთ მჭიდრო და ნდობით აღსავსე ურთიერთობებს მათი მოქალაქეების აქტიურობასა და ინტერესსაც უნდა ვუმადლოდეთ. გერმანიის მთავრობის კოორდინატორს რუსეთის\, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებში და გერმანიის პარლამენტის წევრს\, დირკ ვიზეს\, სურს\, საქართველოში ვიზიტის დროს ესაუბროს ახალგაზრდებს ამ განსაკუთრებულ ურთიერთობათა შესახებ და გაამხნეოს\, რათა გაღრმავდეს გერმანელებსა და ქართველებს შორის არსებული კავშირები. \nშეხვედრაზე იგი იწვევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს\, ასევე ყველას\, ვინც დაინტერესებულია გერმანიით. \nღონისძიების ფორმატი აზრთა გაზიარების\, შეკითხვების დასმისა და სტუმართან გერმანიისა და საქართველოს შესახებ გასაუბრების საშუალებას იძლევა. \n  \nმომხსენებლის შესახებ \nდირკ ვიზეს დამთავრებული აქვს მარბურგისა და მიუნსტერის უნივერსიტეტები სამართალმცოდნეობის განხრით. \n2013-დან გერმანიის პარლამენტის წევრია სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან; 2017-2018 წწ. მუშაობდა საპარლამენტო სახელმწიფო მდივნად გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალურ სამინისტროში; 2018 წლიდან გერმანიის მთავრობის კოორდინატორია რუსეთის\, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთის პარტიორობის ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის საკითხებში; 2018 წლიდან არის კვებისა და სოფლის მეურნეობის საპარლამენტო კომიტეტის წევრი. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 14 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-dirk-vizesthan-germania-da-saqarthvelo-shvabi-emigrantebidan-evrokavshiris-aghmosavleth-partniorobamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51973.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190514T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190514T170000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190507T122018Z
LAST-MODIFIED:20240201T121554Z
UID:10001306-1557853200-1557853200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუბრები კარიერაზე: მოსამართლის დღე და შეხვედრა სამართლის სკოლის სტუდენტებთან
DESCRIPTION:14 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გიწვევთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან\, ანა გოგიშვილთან შეხვედრაზე. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეხვედრის მიზანია მოსამართლეებსა და იურისტების ახალ თაობას შორის თავისუფალი პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა\, სამართლის სკოლის სტუდენტებთან კარიერულ პერსპექტივებსა და სირთულეებზე საუბარი\, პრაქტიკული რჩევების გაზიარება მოსამართლეების პირადი გამოცდილების საფუძველზე\, ასევე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემის მოკლე მიმოხილვა და შთაბეჭდილებების გაზიარება. \nშეხვედრა ტარდება მოსამართლის კვირეულის ფარგლებში USAID-ის კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროგრამის (PROLoG)-ის მხარდაჭერით. \n  \nდრო: 14 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nშენიშვნა: შეხვედრის დაწყებამდე\, 16:30 საათიდან მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება მსუბუქი ლანჩი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saubrebi-karieraze-mosamarthlis-dghe-da-shekhvedra-samarthlis-skolis-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51872.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190514T172300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190514T172300
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190514T132327Z
LAST-MODIFIED:20240201T121838Z
UID:10001351-1557854580-1557854580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური გამოფენა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე
DESCRIPTION:22-23 მაისს ილიაუნის B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. \n\nდრო: 22-23 მაისი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორიის მიმდებარე ფოიე \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-gamophena-metsnierebatha-da-khelovnebis-phakultetze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52008.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190514T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190514T180000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190513T105549Z
LAST-MODIFIED:20240201T121600Z
UID:10001309-1557856800-1557856800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებთან
DESCRIPTION:14 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა Tbilisi Open Air-ის დამფუძნებლებსა და ორგანიზატორებთან. \nTbilisi Open Air 2019 21-23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand\, Mogwai\, UNKLE\, Rhye\, David August\, The Subways\, Michelle Gurevich\, 1200 Micrograms\, „მწვანე ოთახი“\, სულ 70-მდე შემსრულებელი. \nშეხვედრის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ფესტივალის განხორციელების პროცესში არსებულ საორგანიზაციო საკითხებსა და გამოწვევებს. განხილული იქნება შემდეგი საკითხები: \n\n\nმასშტაბური პროექტის მენეჯმენტი; \n\n\nფესტივალის სოციალური პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე; \n\n\nფესტივალის შექმნის ისტორია და განვითარების ეტაპები; \n\n\nფესტივალის საკომუნიკაციო სტრატეგია. \n\n\nშეხვედრის სპიკერები იქნებიან აჩიკო გულედანი (ფესტივალის დამფუძნებელი)\, ვახო ბაბუნაშვილი (ფესტივალის დამფუძნებელი) და ირაკლი ნადარეიშვილი (ფესტივალის გენერალური პროდიუსერი). \nშეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. \nTbilisi Open Air 2009 წელს AltervisionGroup-ის ინიციატივით შეიქმნა. 10 წლის განმავლობაში კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალს ისეთი არტისტები ეწვივნენ\, როგორებიც არიან: Deep Purple\, Placebo\, DDT\, Archive\, Tricky\, UNKLE\, Sevdaliza\, Tom Odell\, Roman Flugel\, სულ 1000-მდე არტისტი. \n  \nდრო: 14 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-tbilisi-open-air-is-damphudzneblebsa-da-organizatorebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51975.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190514T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190514T190000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190513T083432Z
LAST-MODIFIED:20240201T121557Z
UID:10001307-1557860400-1557860400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა პოეტ გიორგი კეკელიძესთან
DESCRIPTION:14 მაისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს პოეტ გიორგი კეკელიძეს\, რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ქართული ლიტერატურული პროცესების მართვა და სტრუქტურირება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებიდან დღემდე“. \n\nდრო: 14 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახლმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-shekhvedra-poet-giorgi-kekelidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51970.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190515T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190515T130000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190514T081001Z
LAST-MODIFIED:20240201T121551Z
UID:10001304-1557925200-1557925200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დასაქმების კუთხე ილიაუნიში
DESCRIPTION:„ნიკორა ტრეიდი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტურ გრაფიკზე მორგებულ ვაკანსიებს. \n15 მაისს\, ხუთშაბათს\, 13:00-დან 16:00 საათამდე\, ილიაუნის E კორპუსის ფოიეში მოეწყობა კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ დასაქმების კუთხე\, სადაც ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტს საშუალება ექნება შეავსოს სააპლიკაციო განაცხადი და გაიაროს პირველადი გასაუბრება. \nდაინტერესებულ სტუდენტებს „ნიკორას“ წარმომადგენლები გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ. \nდაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიეთ კომპანია „ნიკორა ტრეიდის“ სტენდს. \n  \nდრო: 15 მაისი\, ხუთშაბათი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E კორპუსის ფოიე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dasaqmebis-kuthkhe-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51999.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190515T132300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190515T132300
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190515T092358Z
LAST-MODIFIED:20240201T121546Z
UID:10001302-1557926580-1557926580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზაფხულო სკოლა „კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში\, ტენდენციები\, სიახლეები\, გამოწვევები\, პოლიტიკური კვლევა\, როგორც მიმართულება\, საქართველოსა და მსოფლიოში“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამართავს საზაფხულო სკოლას თემაზე: „კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში\, ტენდენციები\, სიახლეები\, გამოწვევები\, პოლიტიკური კვლევა\, როგორც მიმართულება\, საქართველოსა და მსოფლიოში“. \nლექციებსა და პრაქტიკულ სემინარებს ჩაატარებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების პროფესორები და ადგილობრივი და უცხოელი მოწვეული ლექტორები. სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა მკვლევრებსა და სოციალური მიმართულების მაგისტრატებსა და დოქტორანტებს. \nსკოლა ჩატარდება 7-15 ივნისს ქ. თბილისში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. \nსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური \nმონაწილეები შეირჩევიანგამოცდილებისა და სამოტივაციო წერილის საფუძველზე. \nმონაწილეობის აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა. \nდოკუმენტების  გამოგზავნის ბოლო ვადაა 25 მაისი\, 18.00 საათამდე. \n CV და სამოტივაციო წერილი აპლიკანტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ana.tarkhnishvili.1@iliauni.edu.ge \nსაზაფხულო სკოლის აღწერა \nსოციალური მეცნიერებებისათვის დამახასიათებელია მჭიდრო კავშირი თეორიასა და ემპირიულ მასალას შორის\, ამიტომ სოციალურ მეცნიერებათა განვითარება\, ასევე  მათი მომიჯნავე\, გამოყენებითი სფეროებიც\, მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული კვლევის\, როგორც ინსტრუმენტის\, მეთოდების განვითარებასთან. \nსაქართველოში ბოლო 12-15 წლის განმავლობაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები ითვალისწინებდა კლევითი სფეროს ჩართულობას. კვლევა გამოიყენებოდა\, როგორც სამუშაო პროცესის\, ასევე საინფორმაციო კამპანიის ნაწილი\, ერთი მხრივ\, კვლევა ზომავდა მოსახლეობის განწყობებს\, მეორე მხრივ\, პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ\, როგორც კონკურენტებთან უპირატესობის დასტურს\, საინფორმაციო ომში იარაღის ფუნქციას ასრულებდა.. კვლევის აქტიურმა მონაწილეობამ პოლიტიკურ პროცესებში კვლევის ხარისხისა და მეთოდების მიმართ შექმნა მაღალი მოთხოვნა. ამიტომ სხვა კვლევით სფეროებს შორის შექმნა პირობა მეთოდოლოგიური მხარის განსაკუთრებული განვითარებისა და დახვეწისათვის. \nგარდა მეთოდოლოგიური განვითარებისა\, პოლიტიკურ კვლევაში ჩართულ ორგანიზაციებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა ძალიან დიდი კვლევითი და სტატისტიკური მასალა მონაცემთა ბაზების სახით. ნაწილი მონაცემებისა ხელმისაწვდომია კვლევითი კომპანიების საიტებზე\,  მნიშვნელოვანი ნაწილი კი ინახება კვლევითი კომპანიების არქივებში. უნივერსიტეტისა და კერძო კომპანიების თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერ საფუძველს შექმნის მონაცემების ბაზების თავმოყრისა და ანალიზისათვის. \nსაზაფხულო სკოლა მოგვცემს საშუალებას\, სტუდენტებსა და ამ სფეროში ჩართულ ახალგაზრდა მეცნიერებს წლების განმავლობაში დაგროვებულ მასალაზე დაფუძნებული ანალიზი შევთავაზოთდა გავზარდოთ მათში პოლიტიკური კვლევის საკითხებისადმი ინტერესი. კონკრეტული ქეისების/შემთხვევების მაგალითებზე  პრაქტიკულ ჭრილში ვაჩვენოთ პოლიტიკური კვლევის საჭიროებები\, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები\, როგორც ქართული პოლიტიკური რეალობისათვის\, ასევე სხვადასხვა ქვეყნისათვის\, რასაც უზრუნველყოფენ მაღალპროფესიონალიექსპერტები\, როგორც აკადემიური სფეროდან\, ასევე კერძო სექტორიდან. \nსაზაფხულო სკოლის საქმიანობაში ჩართულები იქნებიან გერმანიის ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰან ტოლენი და სიდიდით მსოფლიოს სამეულში შემავალი კერძო კომპანიის Ipsos მკვლევარი ვოდიმ ვოლისი (აშშ). ძალიან მნიშვნელოვანია\, რომ ორივე ექსპერტს  საქართველოს პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. იოჰან თოლენი 1994 წლიდან არის ჩართული სამუშაო ჯგუფებში\, კონსულტაციას ი უწევდა საქართველოში განხორციელებულ არაერთ პროექტს. \nვოდიმ ვოლოსი 2010 წლიდან თანამშრომლობს ქართულ კვლევით კომპანიებთან და კონსულტაციას უწევს პოლიტიკური კვლევის პროცესს. ასეთი გამოცდილება  უნიკალურ საშუალებას მოგვცემს საზაფხულო სკოლის დამსწრეებს გავაცნოთ საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო ხედვისა და პრექტიკის კონტექსტში. \nსაზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის სოციალურ მეცნიერებებში კვლევის მეთოდებისა და პოლიტიკური კვლევის სფეროებში ცოდნის გაღრმავება. კვლევის მეთოდოლოგიის/პროგრამის შემუშავებაში პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენა\, კვლევის დაგეგმვასა და კვლევითი პროცესის ყველა ეტაპის განხორციელება\, ემპირიულ კვლევებში სოციოლოგისათვის საჭირო ორიენტაციებისა და კომპეტენციების მიღება/შემუშავება. \nსაზაფხულო სკოლა შედგება 8-დღიანი პროგრამისაგან რამდენიმე განსხვავებული სწავლების და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებით ფორმატით. \nსწავლება\, რომელიც გაგრძელდება 9 დღე\, 3 თემატურ კატეგორიად დაიყოფა: \n\n\nკვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში\, სიახლეები\, გამოწვევები (2 დღე) \n\n\nპოლიტიკური კვლევა   დარგში უახლესი ტენდენციების განხილვა და არსებული მონაცემთა ბაზის ანალიზი და პრეზენტაცია 2 დღე); \n\n\nპრაქტიკული სამუშაოები – სამუშაო ჯგუფების შექმნა შერჩეული მეთოდოლოგიით კონკრეტული კვლევის პროგრამის\, ინსტრუმენტის (კითხვარის) შემუშავება (1 დღე); \n\n\nსამუშაო ჯგუფების მიერ საველე სამუშაოების ჩატარება (1 დღე); \n\n\nმონაცემთა გენერირება და ანალიზი – მონაცემთა კოდირება და მონაცემთა ბაზაში შეყვანა\, წმენდა\, დამუშავება და ანალიზი (1 დღე); \n\n\nმონაწილეთა ჯგუფური პროექტების პრეზენტაცია\, საუკეთესო პროექტის გამოვლენა/დაჯილდოვება\, საზაფხულო სკოლის მუშაობის შეჯამება (1 დღე). \n\n\nსაზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ ჩატარდება მსმენელებთან შედეგების შესაფასებელი კვლევა\, რომელშიც შეფასდება  სწავლების სარგებლიანობა\, მიეთითება დამოკიდებულებები და კომენტარებიპროექტის ზოგადიშეფასების ადა მომავლის პროექტების გაუმჯობესების მიზნით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazaphkhulo-skola-kvlevis-methodebi-sotsialur-metsnierebebshi-tendentsiebi-siakhleebi-gamotsvevebi-politikuri-kvleva-rogorts-mimarthuleba-saqarthvelosa-da-msophlioshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52038.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190515T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190515T180000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190425T133032Z
LAST-MODIFIED:20241122T110924Z
UID:10001300-1557943200-1557943200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ პადმინი მურთის საჯარო ლექცია „გლობალური ჯანმრთელობის საკითხები\, პროგრესი და გამოწვევები 21-ე საუკუნეში“ და დისკუსია
DESCRIPTION:15 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ნიუ იორკის სამედიცინო კოლეჯისგლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი\, პროფესორი პადმინი მურთი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გლობალური ჯანმრთელობის საკითხები\, პროგრესი და გამოწვევები 21-ე საუკუნეში“ (Global Health issues Progress and challenges in the 21st Century). \nლექციის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე: „ქალის ჯანმრთელობა და ადამიანის უფლებები“ (Women’s health and human rights). \nდაწვრილებითი ინფორმაცია თემის შესახებ და მომხსენებლის ბიოგრაფია იხ. ბმულზე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-padmini-murthis-sajaro-leqtsia-globaluri-janmrthelobis-sakithkhebi-progresi-da-gamotsvevebi-21-e-saukuneshi-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51780.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190515T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190515T200000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190513T082437Z
LAST-MODIFIED:20240201T121543Z
UID:10001298-1557950400-1557950400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი + საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:15 მაისს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტში ილიაუნი+ მონაწილეობით დაინტერესებული სტუდენტებისთვის. \n\n\nშეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ\, გაეცნოთ ამომწურავ ინფორმაციას პროექტის\,  პრაქტიკული კურსების სილაბუსების\, ჩატარების განრიგისა და სატესტო დავალებების შესახებ. \n\nშეკითხვებს უპასუხებენ პროექტის მოწვეული ტრენერები.\n\nილიაუნი+ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტია\, რომელიც განხორციელდება ორ ეტაპად – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა. \nპროექტის ფარგლებში კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები გაივლიან ილიაუნის ტექნოლოგიური ლაბორატორია უნილაბის ინტენსიურ პრაქტიკულ კურსებს გრაფიკული დიზაინის\, Front-end პროგრამირების\, wordpress დეველოპმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. კურსის წარმატებულ მონაწილეებს კი რეალურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ. \nპროექტის მხარდაჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი. \nპროექტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.do/eSeXu \nდრო: 15 მაისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n\n\n\n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51966.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T130000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190514T063143Z
LAST-MODIFIED:20240201T121540Z
UID:10001296-1558011600-1558011600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა IGG-ის სტუდენტური ვაკანსიების შესახებ
DESCRIPTION:16 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება შეხვედრა საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის (IGG) წარმომადგენლებთან სტუდენტური ვაკანსიების შესახებ. \nშეხვედრაზე საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას აქტიური ვაკანსიების შესახებ და დაინტერესებულ პირებს გასაუბრებაზე დაიბარებენ შერჩევის მიზნით. \nდასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა:https://bit.ly/2WBCADm \nკომპანიის შესახებ \nIGG ქართულ ბაზარზე ოპერირებს 2017 წლიდან\, მისი მენეჯმენტი სადაზღვევო სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრებითაა დაკომპლექტებული. \nIGG მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან და აუცილებელი დაფარვებით შექმნილ სადაზღვევო პოლისებს. ქონების\, ავტომობილებისა და ტვირთების დაზღვევის კომპონენტში კომპანია სარგებლობს სავალდებულო გადაზღვევის ხელშეკრულებით AA- რეიტინგის მქონე მსოფლიოში უმსხვილეს გადამზღვეველ კომპანიებთან. \n  \nდრო: 16 მაისი\, 13:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტურ სივრცე\, -1 სართული\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-igg-is-studenturi-vakansiebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51986.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T140000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190514T081437Z
LAST-MODIFIED:20240201T121834Z
UID:10001349-1558015200-1558015200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:TBC ბანკის დასაქმების ფორუმი ილიაუნიში
DESCRIPTION:16 მაისს\, ხუთშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში TBC ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. \nშეხვედრაზე ბანკის წარმომადგენლები დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ დასაქმებას TBC ბანკის სხვადასხვა ვაკანტურ პოზიციაზე\, წარმოადგენენ პრეზენტაციას ბანკისა და აქტიური ვაკანსიების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი შეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს/კურსდამთავრებულებს დაიბარებენ გასაუბრებაზე შერჩევის მიზნით. \nშეხვედრა დააინტერესებთ ნებისმიერი კურსისა და მიმართულების\, განსაკუთრებით საბანკო-საფინანსო საქმის მიმართულების\, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. \n  \nდრო: 16 მაისი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, -1 სართული\, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tbc-bankis-dasaqmebis-phorumi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52000.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T150000
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190513T122414Z
LAST-MODIFIED:20240201T121530Z
UID:10001292-1558018800-1558018800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კახა მაღრაძის შეხვედრა აბიტურიენტებთან – გორი\, 16 მაისი
DESCRIPTION:16 მაისს\, 15:00 საათზე\, ქალაქ გორის კულტურის სახლში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი კახა მაღრაძე აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავს და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე: „როგორ ავირჩიოთ პროფესია“. \nლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს\, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს\, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. \nკახა მაღრაძის შესახებ \nკახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორია\, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი. 2007 წლიდან დღემდე ივენთ მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორია თბილისის პიარსკოლაში. კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. ავტორია საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტრატეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“. \nდამატებითი ინფორმაცია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nმომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება. \nსაინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/2vIB7zl \nშენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ! \n#მევირჩევილიაუნის \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია: \n✉ abiturienti@iliauni.edu.ge \n☏ (+995 32) 222 00 09 (352) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kakha-maghradzis-shekhvedra-abiturientebthan-gori-16-maisi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/51979.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190516T162200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190516T162200
DTSTAMP:20260504T014554
CREATED:20190516T122230Z
LAST-MODIFIED:20240201T121532Z
UID:10001293-1558023720-1558023720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საზაფხულო სკოლა „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში"
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ღია საზოგადოების ფონდის\, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის\, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით\, იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს იწვევს საზაფხულო სკოლის „საკონსტიტუციო სამართალი და საჯარო პოლიტიკა: ადამიანის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“ (30 ივლისი – 7 აგვისტო) შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. \nდაინტერესებულ სტუდენტებს ვთხოვთ\, წარმოადგინონ CV ფოტოსურათით არა უგვიანეს 23 ივნისის 24:00 საათისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: summerschool@iliauni.edu.ge \nსკოლის შესახებ: \nსაზაფხულო სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს წარჩინებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების სამართლებრივი ცოდნის ამაღლებას. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი\, აზერბაიჯანი\, უკრაინა\, მოლდოვა\, ბელორუსი). სკოლის მონაწილეები გაივლიან ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსს წამყვანი ქართველი და უცხოელი პროფესორების\, პრაქტიკოსი იურისტებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით. \nსაზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნება საჯარო ლექციით\, რომელსაც გაუძღვება The New York Times-ის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი იურისტის მოადგილე\, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ მაქროუ (David McCraw). \nსავალდებულო მოთხოვნები: \n\n\nდაინტერესებული კანდიდატი უნდა იყოს იურიდიული ფაკულტეტის მოქმედი სტუდენტი (ბაკალავრი ან მაგისტრანტი). \n\n\nთავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას. \n\n\nშერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას ინგლისურ ენასა და სამართალში. ტესტირების შედეგად შერჩეული საუკეთესო კანდიდატები ასევე გაივლიან ზეპირ გასაუბრებას. \nპროგრამა მოიცავს სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს თბილისში (30-31 ივლისი) და სტეფანწმინდაში\, სასტუმროში „ყაზბეგი რუმსი“ (1 – 7 აგვისტო). \nკონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით\, კვებითა და საცხოვრებლით. \nსაზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: \n\n\nკონსტიტუციონალიზმი და კანონის უზენაესობა: თანამედროვე გამოწვევები; \n\n\nკონსტიტუციური კონტროლის განვითარება და თავდასხმა უფლებებზე: ევროპული გამოცდილება; \n\n\nდამოუკიდებელი საგამოძიებო ინსტიტუტები: ადამიანის უფლებების დარღვევები და მათზე რეაგირების ეფექტური მექანიზმები; \n\n\nადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სხვა სასამართლოების მიერ პროპორციულობის ტესტის გამოყენება; \n\n\n„რთული საქმეები“ საკონსტიტუციო სასამართლოს\, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკიდან; \n\n\nადამიანის უფლებები სისხლის სამართალში; \n\n\nგამოხატვისა და რელიგიის თავისუფლება; თანასწორობის უფლება. \n\n\n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მოგვმართოთ: \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა \nსაქართველო\, თბილისი \nჭავჭავაძის გამზ. N32 \nტელ.: +9955 (77) 553391 \n (+995 32) 222 00 09 (304) \nელფოსტა: summerschool@iliauni.edu.ge \nსაკონტაქტო პირი: სოფიო შუბლაძე \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sazaphkhulo-skola-sakonstitutsio-samarthali-da-sajaro-politika-adamianis-uphlebebi-theoriasa-da-praqtikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/05/52110.png
END:VEVENT
END:VCALENDAR