BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190418T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190418T200000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190412T104424Z
LAST-MODIFIED:20240201T121939Z
UID:10001373-1555617600-1555617600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პედრო ალმოდოვარის ფილმის „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:18 აპრილს\, ხუთშაბათს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ ესპანელი რეჟისორის\, პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ (1999 წ.). \nღონისძიების მოწვეული სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეო ხატიაშვილი. \nმარტოხელა დედა მიემგზავრება შვილის მამის მოსაძებნად\, რომელმაც არაფერი იცოდა მის შესახებ. \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. \nრეჟისორი: პედრო ალმოდოვარი \nხანგრძლივობა: 1 საათი და 41 წუთი \nგახმოვანება: ორიგინალი\, ინგლისური სუბტიტრებით \n  \nდრო: 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\nფეისბუქგვერდი  \nფეისბუქღონისძიება \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pedro-almodovaris-philmis-qhvelapheri-dedachemis-shesakheb-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51574.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190415T120253Z
LAST-MODIFIED:20240201T121943Z
UID:10001374-1555614000-1555614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“ გეპატიჟებათ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს ავტორი და ფილოლოგიის დოქტორი\, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ვახანია წარადგენენ. \nპოეტური კრებულის შესახებ: \n„და აი\, აქ არის თავისებურება ამ წიგნისა. პოეტი არის თავისებური. არავის არა სძრახავს\, არავის არ ამტყუნებს\, არავისა და არაფერსა. ცხოვრება ის არის\, რაც არის\, ადამიანებიც ისეთნი არიან\, როგორიც უნდა იყვნენ. ოღონდ თვითონ არ უნდა ყოფილიყო ისეთი ალალი\, ისეთი მიამიტი\, სიყვარულს რო ვერ გაფრთხილებოდა. სიყვარული ჰო ბუნების მიერია\, ყვავილივით ამოდის\, ყვავილივით გაიფურჩქნება და გაფრთხილება უნდა ყვავილივითა. სიფაქიზეა\, სიწმინდეა\, სილამაზე ჰო არის და არის\, ოღონდ მთავარი მაინც სისათუთეა და უნდა იცოდე\, როგორ მოუარო სისათუთესა. უნდა იცოდე. ძალაც უნდა. ძალაც უნდა შეგწევდეს. დაჰკარგავ როცა\, მაშინღა შეიგნებ და სევდაც იქვეა\, სევდაი იგი გაუნელებელი\, სევდაი პოეტისა. სევდას მოჰყოლია უბრწყინვალესი ქმნილებანი ლირიკისა.“ \nოთარ ჩხეიძე \nდრო: 18 აპრილი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-lobzhanidzis-poeturi-krebulis-sizmris-nangrevebshi-prezentatsia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51530.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190415T072549Z
LAST-MODIFIED:20240201T121946Z
UID:10001377-1555614000-1555614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“ გეპატიჟებათ გიორგი ლობჟანიძის პოეტური კრებულის „სიზმრის ნანგრევებში“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს ავტორი და ფილოლოგიის დოქტორი\, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი ნინო ვახანია წარადგენენ. \nპოეტური კრებულის შესახებ: \n„და აი\, აქ არის თავისებურება ამ წიგნისა. პოეტი არის თავისებური. არავის არა სძრახავს\, არავის არ ამტყუნებს\, არავისა და არაფერსა. ცხოვრება ის არის\, რაც არის\, ადამიანებიც ისეთნი არიან\, როგორიც უნდა იყვნენ. ოღონდ თვითონ არ უნდა ყოფილიყო ისეთი ალალი\, ისეთი მიამიტი\, სიყვარულს რო ვერ გაფრთხილებოდა. სიყვარული ჰო ბუნების მიერია\, ყვავილივით ამოდის\, ყვავილივით გაიფურჩქნება და გაფრთხილება უნდა ყვავილივითა. სიფაქიზეა\, სიწმინდეა\, სილამაზე ჰო არის და არის\, ოღონდ მთავარი მაინც სისათუთეა და უნდა იცოდე\, როგორ მოუარო სისათუთესა. უნდა იცოდე. ძალაც უნდა. ძალაც უნდა შეგწევდეს. დაჰკარგავ როცა\, მაშინღა შეიგნებ და სევდაც იქვეა\, სევდაი იგი გაუნელებელი\, სევდაი პოეტისა. სევდას მოჰყოლია უბრწყინვალესი ქმნილებანი ლირიკისა.“ \nოთარ ჩხეიძე \n  \nდრო: 18 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ.N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-lobzhanidzis-poeturi-krebulis-sizmris-nangrevebshi-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190410T114730Z
LAST-MODIFIED:20240201T121949Z
UID:10001379-1555614000-1555614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილმის „ნადირობა“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:18 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით გამართავს მხატვრული ფილმის „ნადირობა“ ჩვენებასა და დისკუსიას. \nილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებელი – გიორგი ჩიტიძე\, ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი „ფონდი ღია საზოგადოება“ (OSGF)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი \nმოდერატორი – მარიამ მხეიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი \nდანიელი რეჟისორის\, ტომას ვინტერბერგის ფილმი „ნადირობა“ მოგვითხრობს საბავშვო ბაღის მასწავლებელზე\, რომელსაც ბრალს სდებენ საკუთარ მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში. \nდრო: 18 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philmis-nadiroba-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51431.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190418T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190215T075802Z
LAST-MODIFIED:20240201T121939Z
UID:10001372-1555614000-1555614000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „რთული ფიზიკა მარტივად და შეძლებისდაგვარად გასაგებად“
DESCRIPTION:18 აპრილს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში დოქტორი ჯუანშერ ჯეჯელავა წაიკითხავს საჯარო ლექციას „რთული ფიზიკა მარტივად და შეძლებისდაგვარად გასაგებად“. \nმომხსენებელი განიხილავს ფარდობითობის სპეციალურ თეორიას\, კვანტურ მექანიკას და ა. შ. შეეცდება ყოფითი ინტუიციისა და წარმოსახვითი ცდების გამოყენებით აუდიტორიამ გაიგოს\, რა იდეები უდევს საფუძვლად თანამედროვე ფიზიკას. \nმომხსენებლის შესახებ \n2000 წელს ჯუანშერ ჯეჯელავამ ჩააბარა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში\, სადაც დაიცვა როგორც ბაკალავრის\, ისევე მაგისტრის ხარისხი ველის კვანტური თეორიის სპეციალობით. 2006 წელს ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით. 2011 წელს დაიცვა სადოქტორო ნაშრომი\, რომელშიც გამოიკვლია ლორენც დარღვევის შესაძლებლობა გაწრფივებულ გრავიტაციასა და არააბელურ ველებში. ამის შემდეგ მალე გადავიდა თეორიიდან ფენომენოლოგიაში. 2012 წელს შეუერთდა ATLAS/CERN ექსპერიმენტის Tile კალორიმენტრის სიგნალის რეკონსტრუქციის ჯგუფს\, 2016 წლიდან კი – ATLAS-ის სუპერსიმეტრიების ძიების ჯგუფს\, რომელთანაც დღემდე მუშაობს. ამავდროულად აგრძელებს მაღალი ენერგიების ფიზიკის თეორიულ-კვლევით პროექტებში მონაწილეობას. \nდრო: 18 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-rthuli-phizika-martivad-da-shedzlebisdagvarad-gasagebad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50456.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190418T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190418T160000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190415T110000Z
LAST-MODIFIED:20241122T110924Z
UID:10001375-1555603200-1555603200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იტალიის ელჩის\, ანტონიო ენრიკო ბარტოლის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:18 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ იტალიის ელჩი საქართველოში ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „Georgia and Italy – an ancient friendship looking at the future“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \nვრცლად ლექციის შესახებ \nანტონიო ენრიკო ბარტოლის ბიოგრაფია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/italiis-elchis-antonio-enriko-bartolis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51526.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190418T154700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190418T154700
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190418T114751Z
LAST-MODIFIED:20240201T121949Z
UID:10001378-1555602420-1555602420@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა
DESCRIPTION:1-7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბომედიცინის ცენტრში გაიმართება მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა „თავის ტვინი და ნეიროპლასტიურობა: მოლეკულური და სტრუქტურული ასპექტები“. \nსიმპოზიუმის და სკოლის მთავარი მიმართულებებია: უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია\, ბიოქიმია\, ბიოფიზიკა\, მულტიმოდალური იმიჯინგი\, ნეიროინფორმატიკა და ქცევა. \nღონისძიების ფარგლებში გაიმართება პლენარული სხდომები\, სასტენდო მოხსენებები\, მრგვალი მაგიდა და ახალგაზრდა მეცნიერთა სკოლა\, რომელიც მოიცავს როგორც სალექციო საათებს\, ასევე ტრენინგებს ელექტრონულ და ატომურ-ძალოვან მიკროსკოპიაში\, იმუნოჰისტოქიმიასა და სხვა ლაბორატორიულ მეთოდებში. \nახალგაზრდა მეცნიერთა სკოლის ფარგლებში ჩატარდება სპეციალური სესია ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ახალგაზრდა მეცნიერის საუკეთესო ნაშრომი (ზეპირი ან სასტენდო მოხსენება) დაჯილდოვდება საქართველოს Sigma Xi – განყოფილების ჯილდოთი. \nსაორგანიზაციო კომიტეტი:\n\nკონფერენციის ხელმძღვანელი: პროფესორი მ. ჟვანია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; \nპროფესორი ნადეჟდა (ნანა) ჯაფარიძე – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი\, ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი; \nპროფესორი რევაზ სოლომონია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; \nდოქტორი თამარ ლორთქიფანიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი; \nდოქტორი თამარ ბიკაშვილი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი\, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი; \nმაგისტრი დავით ხუციშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; \nმაგისტრი ნინო ფოჩხიძე – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. \nღონისძიების სამეცნიერო კომიტეტი: \n\nპროფესორი მზია ჟვანია (საქართველო)\nპროფესორი ბჰანუ ჯენა (აშშ)\nპროფესორი ნადეჟდა (ნანა) ჯაფარიძე (საქართველო)\nდოქტორი თამარ ბიკაშვილი (საქართველო)\nდოქტორი სანდორ კაზასი (შვეიცარია)\nპროფესორი ლალი შანშიაშვილი (საქართველო)\n\nთეზისების გაფორმების წესი და დეტალები იხილეთ საიტზე: https://bnsma2019.iliauni.edu.ge \nთეზისების გამოგზავნა შეგიძლიათ е-mail-ზე: bnsma2019@gmail.com \n2019 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/me-4-saerthashoriso-simpoziumi-da-akhalgazrda-metsniertha-skola/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51609.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190417T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190417T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190416T133645Z
LAST-MODIFIED:20240201T121954Z
UID:10001380-1555527600-1555527600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოთხრობა თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში
DESCRIPTION:ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და სერვანტესის ინსტიტუტთან თანამშრობლობით თბილისში ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული იმართება. ამ მიზნით თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი (Elena Medel)\, პატრიცია ესტებან ერლესი (Patricia Esteban Erlés)\, არკაითს კანო (Harkaitz Cano)\, ნიკოლას მელინი (Nicolás Melini)\, სერვანტესის ინსტიტუტის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი მარტინ ლოპეს-ვეგა და სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორი ხავიერ ვალდივესო ეწვივნენ. \nკვირეულის ფარგლებში ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან\, თეონა დოლენჯაშვილსა და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ. ღონისძიებებს მოდერაციას თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები – შოთა იათაშვილი\,  ლევან ბერძენიშვილი და ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი უწევენ. \n17 აპრილს რიგით მეორე შეხვედრას ილიაუნის წიგნის სახლი “ლიგამუსი” მასპინძლობს. \nმოთხრობა თანამედროვე ესპანურ და ქართულ ლიტერატურაში. \n\nესპანელი ავტორი: პატრიცია ესტებან ერლესი\nესპანელი ავტორი: არკაითს კანო\nქართველი ავტორი: თეონა დოლენჯაშვილი\nმოდერატორი: ლევან ცაგარელი\nმთარგმნელი: ირაკლი მენთეშაშვილი\n\nორგანიზატორები: \n\nქართული წიგნის ეროვნული ცენტრი\nსერვანტესის ინსტიტუტი\n\nპარტნიორი: \n\nწიგნის მაღაზია „ლიგამუსი“\n\nდრო: 17 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“\,  ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mothkhroba-thanamedrove-espanur-da-qarthul-literaturashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51556.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190417T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190417T170000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190415T064800Z
LAST-MODIFIED:20240201T122001Z
UID:10001381-1555520400-1555520400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს\, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება
DESCRIPTION:17 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს\, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი\, რომლის ფარგლებშიც მომზადდებიან გერმანული ენის მასწავლებლები. \nმემორანდუმის მიზანია ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს\, გოეთეს ინსტიტუტსა და იენის უნივერსიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა გერმანული ენისა და გერმანულ-ქართულ კულტურათა დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. \nგერმანული ენის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო საერთაშორისო პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე. \nდრო: 17 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitets-goethes-institutsa-da-ienis-universitets-shoris-memorandumi-gaphormdeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51520.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190417T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190417T150000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190410T062909Z
LAST-MODIFIED:20240201T122005Z
UID:10001382-1555513200-1555513200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამერიკაში და ქართული მოდელი“
DESCRIPTION:17 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გაიმართება საქართველოში ამერიკის საელჩოს ადგილობრივი სამართლებრივი მრჩევლის მაიკლ გრანტის საჯარო ლექცია თემაზე: „ნაფიც მსაჯულთა სისტემა ამერიკაში და ქართული მოდელი“.\nსაჯარო ლექცია შეეხება ისეთ აქტუალურ საკითხს\, როგორიცაა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკა ამერიკაში\, ასევე ქართულ მოდელს. \nმომხსენებლის შესახებ:\n\nმაიკლ გრანტს ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში პროკურორის თანამდებობა უკავია.\n2015 წელს იგი თბილისში\, აშშ-ის საელჩოში მოავლინეს ადგილობრივი სამართლებრივი მრჩევლის პოზიციაზე. მრჩევლის ამპლუაში გრანტი ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის სექტორის განვითარების პროგრამებს. იგი ახლოს თანამშრომლობს საქართველოს აღმასრულებელთან\, სამართალდამცავებსა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და პროკურორებთან\, რათა ხელი შეუწყოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზებას. აღნიშნული პროგრამები მოიცავს საკანონმდებლო\, სტრუტურული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკისა და სტანდარტების გამოყენებით. მაიკლ გრანტი ასევე სამხედრო მოსამართლეა აშშ-ის სამხედრო სისტემაში და იხილავს ამერიკის ჯარში ჩადენილ დანაშაულს. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 17 აპრილი\, ოთხშაბათი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-naphits-msajultha-sistema-amerikashi-da-qarthuli-modeli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51420.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190416T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190416T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190411T065655Z
LAST-MODIFIED:20240201T122006Z
UID:10001383-1555441200-1555441200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა პროფესორ გიგა ზედანიასთან
DESCRIPTION:16 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტ რატი ამაღლობელის სტუმარი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია\, რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ლარნაკი და ბულბული: კიტსის რომანტიკული პოეზია ორი ლექსის მაგალითზე“. \n  \nდრო: 16 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-shekhvedra-prophesor-giga-zedaniasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51434.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190416T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190416T180000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190416T061553Z
LAST-MODIFIED:20240201T122008Z
UID:10001384-1555437600-1555437600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა“
DESCRIPTION:16 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი ლექცია თემაზე „ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა“. \nლექციას თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე წაიკითხავს. \nლექციის ძირითადი თემებია: \n\n„თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად“ – თბილისის ზოოპარკის კონსერვაციული პროექტები;\nცხოველთა დაცვა და შემოწირულობა – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება\, სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება\, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება;\n„კეთილი სურვილები“ თუ?.. – ცხოველთა მოყვარულები და მათი „კეთილი“ სურვილები. სჭირდებათ თუ არა ცხოველებს ის\, რაც სჭირდებათ ადამიანებს?\n„მაიმუნს რამდენად გაყიდით?“ – გარეული ცხოველი სახლში – საკუთარი სიამოვნება\, თუ ცხოველის კეთილდღეობაზე ზრუნვა?\nცხოველთა ყოფის გამდიდრება – ზოოპარკის პერმანენტული აქტივობები ცხოველების ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად.\n\nსაჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 16 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-zooparki-da-tskhoveltha-kethildgheoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51543.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190416T170500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190416T170500
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190416T130500Z
LAST-MODIFIED:20240202T101135Z
UID:10001385-1555434300-1555434300@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"''Venture Elevator'' – პროგრამა
DESCRIPTION:”Venture Elevator” – პროგრამა\, რომელიც სტარტაპებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში დაეხმარება \nსპონსორები/პარტნიორები: \n\nაშშ-ის საელჩო საქართველოში;\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;\nStartup Grind Tbilisi;\nსაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო;\nპროექტი ”Paving the Way to Knowledge-based Economy: Enhancing University Research and Entrepreneurial Skills in Georgia”.\n\nრა არის ეს?\n\nVenture Elevator არის პროგრამა\, რომელიც ეხმარება სტარტაპს ისწავლოს\, განავითაროს საკუთარი იდეა და უკეთ გამოიყენოს სტარტაპებისთვის არსებული გლობალური შესაძლებლობები. პროგრამა შედგება 8-კვირიანი სატრენინგო ციკლისგან და მოიცავს მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრებს\, მენტორებთან კონსულტაციებსა და საინვესტიციო პრეზენტაციების წარდგენაში (pitching) წვრთნებს. \nვინ აკეთებს პროგრამას?\n\nპროექტის მხარდამჭერები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, Startup Grind Tbilisi და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.\nპროექტს ახორციელებს მენტორებისა და სტარტაპდამფუძნებლების გუნდი: \n\nდავით ჩეჩელაშვილი\, წარმატებული გლობალური სტარტაპების დამფუძნებელი;\nColin Donohue\, მარკეტინგისა და ბიზნესსტრატეგიის კონსულტანტი ამერიკიდან;\nგიორგი ტუხაშვილი\, Startup Grind Tbilisi-ის თანადამფუძნებელი და სტარტაპის დამფუძნებელი;\nნიკოლოზ გოგოჭური\, სტარტაპის დამფუძნებელი და მენტორი;\nნატო ჩაკვეტაძე\, მეწარმეობის მიმართულების ხელმძღვანელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.\n\nგვეყოლება 6 მოწვეული უცხოელი სტუმარი\, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ ქართველ სტარტაპდამფუძნებლებთან შესახვედრად და ინდივიდუალური მენტორინგის გასამართად. \nრით განსხვავდება სხვა პროგრამებისგან?\n\nამჟამად საქართველოში სტარტაპებისთვის ბევრი პროგრამა მიმდინარეობს. ეს პროგრამა იმით განსხვავდება\, რომ აერთიანებს ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორების ძლიერ გუნდს. ჩვენ არ გვსურს დროის დაკარგვა. ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ქართულ სტარტაპებს დააჩქარონ ზრდა\, გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და ჩაერთონ გლობალურ კონკურენციაში. \nსად გავიგო მეტი ინფორმაცია და როგორ მოვხვდე პროგრამაში?\nჩატარდება 2 საინფორმაციო შეხვედრა\, რომლებზეც ორგანიზატორები უპასუხებენ თქვენთვის საინტერესო კითხვებს. ეს იქნება შესაძლებლობა\, გაიცნოთ მენტორები და პროექტის წარმომადგენლები. შეხვედრები გაიმართება 2019 წლის 21 აპრილს\, 19-21 საათზე\, ტერმინალში (თბილისი\, ი. აბაშიძის ქ. N34).\n15 აპრილიდან: ონლაინრეგისტრაცია საიტზე https://ventureelevator.ge\n30 აპრილი: აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა\n17 მაისი: პროგრამის დაწყება \nვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა? \n\nხარ სტარტაპი\, რომელსაც შემდგომ ეტაპზე გადასვლა სურს?\nგსურს გამოცდილ მენტორებთან კონსულტაცია იმ გამოწვევებზე\, რომელთა წინაშეც არის შენი სტრატაპი?\nგსურს\, გაზარდო შენი შესაძლებლობების არეალი და გასცდე საქართველოს მასშტაბს?\nფიქრობ\, რომ შეგიძლია მიიღო კრიტიკა გამოცდილი მენტორისგან?\n\nთუ ხართ სტარტაპგუნდი\, მზად ხართ\, ისწავლოთ და გაიზარდოთ\, ასევე იყოთ მოტივირებული სტარტაპსაზოგადოების ღირსეული ნაწილი\, ეს პროგრამა თქვენთვისაა. თქვენ მზად უნდა იყოთ კრიტიკის მოსმენისთვის\, ბევრი შრომისა და საკუთარ იდეაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანისთვის\, თუ საქმის განსხვავებულად გაკეთების საჭიროებას ვალიდური მონაცემები გამოავლენს. \nპროგრამა Venture Elevator-ის სამუშაო პროცესი\n\nშეხვედრები\, ტრენინგები და მენტორინგი გაიმართება შაბათ-კვირას. \n\nკვირის მანძილზე გუნდებს დაევალებათ კვირის თემატური მასალის წაკითხვა და ვიდეოების ნახვა;\nშაბათის პირველი ნახევარი დაეთმობა ლექციებს\, სემინარებსა და დისკუსიებს\, თუ რა ვისწავლეთ და რისი გამოყენება შეგვიძლია ჩვენი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. დღის მეორე ნახევარი კი დაეთმობა მენტორებთან შეხვედრებს;\nკვირას მოეწყობა თავისუფალი სამუშაო გარემო გუნდებისთვის\, რეფლექსიისა და ნეთვორქინგისთვის. შესაძლებელი იქნება ადგილობრივ მენტორთან შეხვედრები წინასწარი შეთანხმების შემთხვევაში.\n\nპროგრამა ორეტაპიანია. მეორე ეტაპზე გადასასვლელად მოეწყობა დემო დღე. ვინაიდან\, მეორე ეტაპი მოიცავს მენტორებთან შეხვედრებს\, ის ხელმისაწვდომი გახდება იმ გუნდებისთვის\, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობისას წარმოაჩენენ პროგრესს. \nჯამში პროგრამა მოიცავს უცხოელ სტუმრებსა და მენტორებთან ურთიერთობის 60 საკონტაქტო საათს\, რაც ერთ მონაწილეზე 4\,500 აშშ დოლარის ღირებულებას შეადგენს. პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ და აშშ-ის საელჩოს დაფინანსებას მიიღებენ ის ქართველი სტარტაპები\, რომლებიც წარმატებით გაივლიან კონკურსს. \nწარმატებული გუნდებისთვის\, რაც Pitching შეჯიბრებების საფუძველზე გამოვლინდება\, იქნება სპეციალური პრიზები. საუკეთესო გუნდი კი მიიღებს საგზურს ვებსამიტში მონაწილეობის მისაღებად. \n30 აპრილს სავალუტო ლიფტების პროგრამისთვის\, აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული 60-იანი წლების მენტორისა და მწვრთნელის\, ასევე პიჩინგის შესაძლებლობების\, საერთაშორისო კონტაქტებისა და 4500 დოლარზე მეტი ღირებულების უფასო პროგრამა\, რომელიც სრულად დაფინასებულია ამერიკის საელჩოს მიერ. \nყველაზე მნიშვნელოვანი\, რაც შესაძლოა სტარტაპმა დააგროვოს\, ეს ახალი ცოდნა და გამოცდილებებია. მხოლოდ მცდელობებით\, ექსპერიმენტებითა და სწავლებით შეგიძლიათ შექმნათ თქვენი წარმატებული კომპანია. \nარ გაუშვა შესაძლებლობა\, გაიგო რაიმე ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორებისგან\, რაც შენი სტარტაპის განვითარებაში დაგეხმარება! \nდაესწარი საინფორმაციო შეხვედრებს 21 აპრილს\, 19-21 საათზე\, ტერმინალში (ი. აბაშიძის ქ. N34). \nგამოგზავნე ონლაინგანაცხადი 30 აპრილამდე და გამოიყენე შესაძლებლობა შენი სტარტაპის გაზრდისთვის! \nდამატებითი ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე https://ventureelevator.ge & იმოქმედე! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/venture-elevator-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190416T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190416T170000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190411T070316Z
LAST-MODIFIED:20240201T122011Z
UID:10001387-1555434000-1555434000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე „ტურიზმის ანთროპოლოგია აფრიკაში“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მასპინძლობს იანოს კოდოლანის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (უნგრეთი) ტურიზმის მიმართულების პროფესორს\, ტამაშ რეგის\, რომელიც 16 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ტურიზმის ანთროპოლოგია აფრიკაში“. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-turizmis-anthropologia-aphrikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51437.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190415T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190415T170000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190402T085908Z
LAST-MODIFIED:20240201T122013Z
UID:10001388-1555347600-1555347600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“ ანგარიში
DESCRIPTION:15 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი წარადგენს პროექტს: „ადგილობრივი მმართველობა – გამოსავლის ძიება რუხი ზონიდან“. \nადგილობრივი მმართველობის არსებული კონსტიტუციური სტატუსი\, ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით\, ბუნდოვანია და ბევრ კითხვას აჩენს. თვითმმართველობის არსებული ინსტიტუტები გადაწყვეტილებებს კვლავაც მოქალაქეთა არასაკმარისი ჩართულობის პირობებში იღებენ. საკითხის გამოკვლევისა და რეფორმის პროცესში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით და კამპანიური შინაარსის ღონისძიებებს. \nღონისძიებაზე წარმოგიდგენთ პროექტის პირველ ეტაპზე შესრულებული კვლევის ანგარიშს\, გაგაცნობთ სამართლებრივი კვლევის ჩარჩოებს და გავმართავთ ღია დისკუსიას კვლევის ძირითად მიგნებებზე. \nღონისძიებას გაუძღვება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე. ნაშრომებს წარმოადგენენ კონტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევრები. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 15 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამხ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-adgilobrivi-mmarthveloba-gamosavlis-dzieba-rukhi-zonidan-angarishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51425.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190413T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190413T170000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190412T080419Z
LAST-MODIFIED:20240201T122016Z
UID:10001389-1555174800-1555174800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული ენა რიტუალებსა და ყოფაში
DESCRIPTION:13 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფი გამართავს დისკუსიას ქართული ენის ფუნქციური განვითარების თანამედროვე გამოწვევებზე. დისკუსიის მონაწილეები განიხილავენ ქართული ენის დაცვის რიტუალურ და რეალურ პროექტებს\, ისაუბრებენ იმაზე\, როგორ იფართოვებს\, ან თმობს ქართული ისტორიულად დაკანონებულ ფუნქციურ სფეროებს\, რამდენად ხერხდება დღეს უმდიდრესი ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ჩართვა საერთაშორისო კულტურულ\, სალიტერატურო თუ სამეცნიერო მიმოქცევაში\, ან რამდენად არის დღეს ქართული ამ ქვეყნის მოქალაქეობრივი „შეჭიდულობის“ გარანტი\, რამდენად სრულფასოვნად ფუნქციონირებს იგი\, როგორც სახელმწიფო ენა. \nილიაუნის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი ისაუბრებს ქართულენოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობის საერთაშორისო რეპრეზენტაციის უნიკალურ პროექტზე\, რომელიც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იყო წარმოდგენილი და რომელსაც თავისი მასშტაბებით ანალოგი არ მოეძებნება. \nილიაუნის მკვლევრები – თამარ კალხიტაშვილი\, რატი გუმაშვილი და არჩილ თაბუკაშვილი ­– განსახილველად წარმოადგენენ საქართველოში დაცული უძველესი ქართული\, ბერძნული\, არამეული\, ებრაული ენობრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურულ სადისკუსიო სივრცეში\, სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვისთვის უმნიშვნელოვანეს ციფრულ პროექტებს. \nილიაუნის სტუდენტები\, ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის კვლევითი ჯგუფის წევრები\, მარგარიტა ავაკიანი და საიდ ჰუსეინოვი ისაუბრებენ იმაზე\, როგორ იქმნება დღეს საქართველოს ციფრული ისტორიის პროექტები და როგორ მუშაობენ ისინი ამ ისტორიაში არაქართულენოვანი მოსახლეობის მიერ შეტანილი წვლილის დოკუმენტირებაზე. \nდისკუსიის მოდერატორი: ნინო დობორჯგინიძე \nდრო: 13 აპრილი\, 17 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი 32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-ena-ritualebsa-da-qhophashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51447.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190413T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190413T160000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190410T133259Z
LAST-MODIFIED:20240201T122019Z
UID:10001390-1555171200-1555171200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:DevOps კულტურა და ტექნოლოგიები
DESCRIPTION:13 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა DevOps კულტურა და ტექნოლოგიები.  \nტექნოლოგიების ეპოქაში ეფექტური კონკურენციისთვის\, გამოთვლითი და მონაცემთა შესანახი რესურსების დინამიურად გამოსაყოფად და პროგრამული პროდუქტის სწრაფად შესაქმნელად აუცილებელია ავტომატიზაციის მექანიზმების ეფექტური და გონივრული გამოყენება. ამ მექანიზმების ჩართვა პროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესში გულისხმობს ამ პროცესის თავიდან გააზრებას\, რაც ნიშნავს მიკროსერვისების არქიტექტურის კონცეფციის დანერგვას\, კონტეინერიზაციის მიდგომებისა და პროგრამული პროდუქტის ავტომატიზებულად გამართვას\, პროგრამული კოდის ვალიდურობის შემოწმებასა და ინტეგრაციულ ტესტირებას. \nპროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის ამ ახალ მიდგომებსა და ხელსაწყოებზე ისაუბრებს ვაჟა ფირცხალაიშვილი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ტექნიკური გადაწყვეტაც (დემო). \nმომხსენებლის შესახებ: \nვაჟა ფირცხალაიშვილი საქართველოს ბანკში DevOps განყოფილების ხელმძღვანელი და DevOpsGeorgia-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. მას აქვს 8-წლიანი გამოცდილება ლინუქსისა და OpenSource აპლიკაციების გაშვებაში\, ადმინისტრირებასა და მონიტორინგში. დაინტერესებულია ავტომატიზაციით\, კონტეინერებისა და მიკროსერვისების არქიტექტურითა და CD/CI (continuous integration and delivery) ტექნოლოგიებით\, ასევე DevOps ის კულტურის პოულარიზაციით საქართველოში. \nორგანიზაციის შესახებ: \nდევოპს ჯორჯია ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა\, რომელიც მიზნად ისახავს\, ხელი შეუწყოს საქართველოში ღია კოდის პრინციპზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას\, ახალი მიდგომების დანერგვას ტექნოლოგიური წინსვლისთვის ფეხის ასაწყობად\, საზოგადოების ინფორმირებას ავტომატიზაციის\, დევოპს და დატაოპს სიახლეებისა და კონცეფციების შესახებ. \nდევოპს ჯორჯიას დამფუძნებლებმა შარშან ჩაატარეს ორდღიანი კონფერენცია (devopsgeorgia.com)\, რომელმაც გააერთიანა 16 სპიკერი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებიდან\, ასევე იმ ორგანიზაციებიდან\, რომლებიც იყენებენ მოწინავე IT ტექნოლოგიებს. კონფერენციის დაახლოებით 1000-მდე მონაწილეს შორის უმრავლესობა ტექნოლოგიური სფეროს წარმატებული სპეციალისტი და მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. \nდევოპს ჯორჯია ასევე მიზნად ისახავს ამ და სხვა ღონისძიებებისა და meetup-ების ჩატარებას\, უპირველეს ყოვლისა\, დევოპს და დატაოპს მიმართულებით\, რაც ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებსა და ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს\, შეისწავლონ და ნახონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები და პოტენციალი\, ასევე გაეცნონ თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის\, დანერგვისა და ავტომატიზაციის უახლეს კონცეფციებს. \nდრო: 13 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის ქ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/devops-kultura-da-teqnologiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51432.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190413T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190413T120000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190404T061143Z
LAST-MODIFIED:20240201T122023Z
UID:10001391-1555156800-1555156800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი \,\,ლიდერობა და კომუნიკაცია“
DESCRIPTION:თუ გსურთ გაიგოთ\, რა გამოარჩევს ლიდერს\, იბადებიან თუ არა ლიდერებად\, კომუნიკაციის რა მეთოდები ამყარებს მათ წარმატებას\, მოდით ტრენინგზე „ლიდერობა და კომუნიკაცია“. ტრენინგს 13 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ჩაატარებს ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრი ორგანიზაციულ ლიდერშიფში\, ჟურნალისტი და პროდიუსერი ნინო გომართელი. \nღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. \nტრენინგის ორგანიზატორია ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრი. \nდრო: 13 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-lideroba-da-komunikatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51297.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190412T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190411T103612Z
LAST-MODIFIED:20240201T122026Z
UID:10001392-1555095600-1555095600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეცამეტე ქება
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცამეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdametsamete-qeba-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/45904.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190412T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190405T124732Z
LAST-MODIFIED:20240201T122030Z
UID:10001393-1555095600-1555095600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანიმაციური ფილმის „ქალგმირები“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცეში ანიმაციური ფილმის „ქალგმირები (3 ამბავი)“ ჩვენებას და დისკუსიას გამართავს. \nილიაუნის ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განსახილველად ალტერნატიული სივრცის შეთავაზებაა. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nმომხსენებლები:\nეკა წერეთელი – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) აღმასრულებელი დირექტორი \nნინო ხარჩილავა – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) სათემო განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი \nმოდერატორი\nმარიამ ლელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი \n„ქალგმირები (3 ამბავი)“ XVIII საუკუნის ქართლში მცხოვრები სამი უჩვეულო სიმამაცის მქონე ქალის – თამარ ვაშლოვნელის\, თინა წავკისელისა და ანა ბაჯის – ანიმაციურ ფილმად გაცოცხლებული ისტორიაა. \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/animatsiuri-philmis-qalgmirebi-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51385.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190412T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190412T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190402T110227Z
LAST-MODIFIED:20240201T122032Z
UID:10001394-1555095600-1555095600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“
DESCRIPTION:12 აპრილს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე: „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება“. \nმომხსენებლები:\n\nირაკლი ჩომახაშვილი – ადვოკატი\, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი \nბაჩანა სურმავა – საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი \nმოდერატორი – ზაზა მეიშვილი\, ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი \nღონისძიებას გახსნის ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 12 აპრილი\,19 საათი \nადგილმდებარეობა:  A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-arasrultslovantha-marthlmsajuleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51295.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190412T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190412T170000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190408T095652Z
LAST-MODIFIED:20240201T122035Z
UID:10001395-1555088400-1555088400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:\,\,ახალი აღთქმის“ პირველი აზრობრივი თარგმანის პრეზენტაცია ლიგამუსში
DESCRIPTION:12 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ \,\,ლიგამუსში” ჩატარდება \,\,ახალი აღთქმის“ პირველი აზრობრივი თარგმანის „კარგი ამბავი“ პრეზენტაცია. წიგნს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 12 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akhali-aghthqmis-pirveli-azrobrivi-thargmanis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51416.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T200000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190405T134003Z
LAST-MODIFIED:20240201T122037Z
UID:10001396-1555012800-1555012800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეოდორ დრეიერის ფილმის „მრისხანების დღე“ ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:11 აპრილს\, ხუთშაბათს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ დანიელი რეჟისორის\, კარლ თეოდორ დრეიერის ფილმს „მრისხანების დღე“ (1943). \nღონისძიების სტუმარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე. \nმოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს. ახალგაზრდა ქალს ხნიერი ქმრის შვილი უყვარდება… \nჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.\nრეჟისორი – კარლ თეოდორ დრეიერი\nხანგრძლივობა: 1 საათი\, 50 წუთი\nგახმოვანება: ორიგინალი ინგლისური სუბტიტრებით \n  \nდრო: 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theodor-dreieris-philmis-mriskhanebis-dghe-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51575.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190405T075817Z
LAST-MODIFIED:20240201T122043Z
UID:10001397-1555009200-1555009200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯენიფერ იგანის რომანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 აპრილს 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“ გეპატიჟებათ ჯენიფერ იგანის რომანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს მთარგმნელი თამარ სუხიშვილი და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წარადგენენ. \n„ერთხელ ბრუკლინის წიგნის ფესტივალზე აღმოვჩნდი. მოულოდნელად ჰომეროსულმა ხარხარმა ერთი კუთხისკენ მიმახედა: ხალხს ახალგაზრდა ქალი აცინებდა და თვითონაც ვერ იკავებდა თავს. ასე გავიცანი ჯენიფერ იგანი\, რომელიც თურმე\, დიდი ხანია\, უყვარს ამერიკას. \nჯერ „ციტადელი“ წავიკითხე\, შემდეგ – „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“. ეს წიგნი ”ჩაწერილია “\, როგორც მუსიკალური ალბომი\, მასში ერთმანეთს სიმღერებივით მიჰყვება ამბები. ცამეტი ამბავია და უამრავი პერსონაჟი. მთავარ როლს პანკ-როკი ასრულებს\, რომელიც მუდმივად აღწევს გმირების ცხოვრებაში\, ზოგიერთისთვის კი მოწოდებაც ხდება. \nწარუმატებელი ბასისტისგან დაიბადება წარმატებული პროდუსერი\, ხოლო კლეპტომანისგან – მოსიყვარულე ცოლი და დედა\, ამ ორ ფიგურას ელვარე პერსონაჟების მთელი თანავარსკლავედი გაანათებს. რომანში მეფობს მუსიკა და სიყვარული\, დიდება და სიღარიბე\, ნარკოტიკები და ღალატი. \nდაიწყებ ამ საოცარ წიგნს და ვერ მოსწყდები\, მიხვდები\, რომ ცხოვრება ყველას ერთნაირად არ გვექცევა\, მაგრამ ყველანი ვცდილობთ\, გავუძლოთ დროს და შევინარჩუნოთ საკუთარი თავის იმედი. იმასაც ჩაწვდები\, რომ ცხოვრება რაღაც უფრო მეტია\, ვიდრე კეთილდღეობა\, მსოფლიო სახელი ან ამერიკული ოცნება.“ \nლევან ბერძენიშვილი \n\nდრო: 11 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-jenipher-iganis-romanis-daundobeli-aramzadebis-stumroba-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51320.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T190000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190215T075517Z
LAST-MODIFIED:20240201T122044Z
UID:10001398-1555009200-1555009200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კაფე: „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“
DESCRIPTION:11 აპრილს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში პროფესორი ზაზა (ზაალ) კიკვიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“. \nთემის მოკლე აღწერა \nეთნობიოლოგია\, შეიძლება ითქვას\, ახლა ყალიბდება\, როგორც დამოუკიდებელი მიმართულება. მისი სამი მთავარი შემადგენელი ნაწილია ეთნობოტანიკა\, ეთნოზოოლოგია და ეთნოეკოლოგია. წინსართი „ეთნო“ ამ შემთხვევაში მიუთითებს\, რომ კვლევები უპირატესად ეთნოგრაფიული მეთოდებით სრულდება\, თუმცა მათემატიკური\, სტატისტიკური\, ფიზიკური\, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდების გამოყენებაც ხშირად ხდება საჭირო.\nეთნობიოლოგია ეფუძნება ახლებურ მიდგომებს ადამიანსა და ბუნებას შორის არსებულ ურთიერთობათა მიმართ: კერძოდ\, ესაა დებულება\, რომ ადამიანისა და ბუნების გაყოფა არ შეიძლება\, არამედ ბუნებრივი ეკოსისტემები და მათში მცხოვრებ ადამიანთა საზოგადოება უნდა შეისწავლებოდეს ერთად\, როგორც ერთი მთლიანობა.\nამავე დროს\, ეთნობიოლოგია აღიარებს ბუნებისა და მისი ბინადარი ცოცხალი არსებების წარუვალ კულტურულ მნიშვნელობას და ესაა კიდეც ეთნობიოლოგიის მთავარი მიზანი: შეისწავლოს მცენარეების\, ცხოველების და ეკოსისტემების როლი ჩვენს ყოფასა და კულტურაში. ეს შესაძლებელი ხდება კიდევ ერთი ახალი ცნების საფუძველზე\, რომელსაც „ტრადიციული ეკოლოგიური ცოდნა“ ეწოდება.\nეთნობიოლოგიას კარგად გამოკვეთილი გამოყენებითი პოტენციალი აქვს\, რომელსაც ვხედავთ მდგრად ტურიზმში\, კატასტროფების მენეჯმენტში\, ორგანულ ფერმერობაში და სხვ. საქართველოში ეთნობიოლოგიური კვლევების ძლიერი ტრადიციები ყალიბდება\, რასაც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის მაღალი ბიოლოგიური და კულტურული მრავალფეროვნება. ასევე პერსპექტიულია კვლევები დედამიწის სხვა რეგიონებში\, რომლებიც განსაკუთრებული ბიოლოგიური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევა: ასეთია\, მაგალითად\, მალაის არქიპელაგი. \nმომხსენებლის შესახებ\n\nზაზა კიკვიძემ 1978 წელს დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტი.\n1978-1986 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში\, 1987-1998 წწ. – საქართველოს მეცნიერებათ აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში; 1998-2003 წლებში – ჩიბას უნივერსიტეტის ბიოლოგიის გაყოფილებაში (იაპონია);\n2003-2007 წლებში მუშაობდა ესპანეთის სამეცნიერო საბჭოს კვლევითი ინსტიტუტში;\n2007-2012 წწ. კი – ტოკიოს უნივერსიტეტის გარემოს შესწავლის ინსტიტუტში;\n2012 წლიდან მუშაობს ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტში;\n2016 წლიდან – ილიაუნის სოციო-ეკოლოგიისა და ეთნობიოლოგიის ინსტიტუტში.\n1993 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბოტანიკის ინსტიტუტში. \nდრო: 11 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, მედიათეკა \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kaphe-ethnobiologia-kvlevebi-saqarthvelosa-da-megamravalpherovnebis-qveqhnebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50433.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190411T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190411T170000
DTSTAMP:20260504T094000
CREATED:20190401T135835Z
LAST-MODIFIED:20240201T122046Z
UID:10001399-1555002000-1555002000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოლიტიკის კვლევის მეთოდების შესახებ პოლონელ ავტორთა კრებულის პრეზენტაცია
DESCRIPTION:11 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება პოლონელ ავტორთა კრებულის „პოლიტიკური კვლევების მეთოდოლოგია“ პრეზენტაცია\, რომელიც საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს აქტიური მხარდაჭერით ითარგმნა ქართულ ენაზე. \nპუბლიკაციაში წარმოდგენილია მეთოდოლოგიური ცოდნისა და „ტექნიკური დახმარების“ ერთგვარი მიმოხილვა\, რომელიც შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდეს პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში მოღვაწე და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.\nპრეზენტაციას დაესწრება პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი და ზემოაღნიშნული პუბლიკაციის ავტორები – რომან ბაკერი და მარია ვინცლავსკა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 11 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/politikis-kvlevis-methodebis-shesakheb-polonel-avtortha-krebulis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51244.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190410T121500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190410T121500
DTSTAMP:20260504T094001
CREATED:20190410T081512Z
LAST-MODIFIED:20240201T122048Z
UID:10001400-1554898500-1554898500@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეცამეტე ქება
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეცამეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 12 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdametsamete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/02/43723.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190408T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190408T150000
DTSTAMP:20260504T094001
CREATED:20190401T121343Z
LAST-MODIFIED:20240201T122050Z
UID:10001401-1554735600-1554735600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „იძულებითი გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით და გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის გლობალური მანდატი“
DESCRIPTION:8 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია: „იძულებითი გადაადგილება მსოფლიოს მასშტაბით და გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის გლობალური მანდატი“. \nმომხსენებელი იოჰანეს ვან დერ კლაუ\,გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში (სომხეთი\, აზერბაიჯანი\, საქართველო). \nლექციაზე განხილული იქნება გაეროს უმაღლესი კომისარიატის უმთავრესი მანდატი ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაცვისა და მათი პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის გზების პოვნაში\, ასევე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის საქართველოში საქმიანობის სპეციფიკა. \nლექციას მოდერირებას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი\, ასოცირებული პროფესორი ირაკლი ფორჩხიძე. \nლექციის დაწყებამდე ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას შორის. \nცერემონიაზე იგეგმება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამხრეთ კავკასიაში მიერ ილიას სახელობის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისთვის ლიტერატურის გადაცემა. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ საჯარო ლექციაზე დასწრება და მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 8 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-idzulebithi-gadaadgileba-msophlios-masshtabith-da-gaeros-ltolvitha-umaghlesi-komisariatis-globaluri-mandati/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51241.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T190000
DTSTAMP:20260504T094001
CREATED:20190402T120707Z
LAST-MODIFIED:20240201T122054Z
UID:10001402-1554490800-1554490800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეთორმეტე ქება
DESCRIPTION:5 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთორმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 5 აპრილს\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdamethormete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190405T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190405T160000
DTSTAMP:20260504T094001
CREATED:20190402T100011Z
LAST-MODIFIED:20240201T122057Z
UID:10001404-1554480000-1554480000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - ევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამა
DESCRIPTION:5 აპრილს\, 16:00 საათზე ილიაუნის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა კომპანია ევექსის წარმომადგენლებთან\, რომლებიც წარმოადგენენ სტუდენტურ პროგრამას სტუდენტების დასაქმების შესახებ. \nევექსის სტუდენტური დასაქმების პროგრამის პერიოდი 3 თვე. \nდასაქმების მიზანი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მოსახლეობის რეგისტრაცია. \nპროექტის ფარგლებში\, ანაზღაურება შეადგენს საშუალოდ – 500 ლარს. \nსაინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები მოისმენენ პრეზენტაციას სადაც დეტალურად გაეცნობიან ინფორმაციას კომპანიისა და დასაქმების პირობების შესახებ. \nპრეზენტაციის შემდეგ\, დაინტერესებული პირები გაივლიან რეგისტრაციას კომპანიის წარმომადგენლებთან. \nდარეგისტრირებული კანდიდატიდან მხოლოდ 30 სტუდენტი შეძლებს პროექტში ჩართვას. \nპროეტქში წარმატებულ სტუდენტებს გადაეცემათ საჩუქრები: \n\nI ადგილი – iPhone\nII ადგლი – 600 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი\nIII ადგილი- 400 ლარიანი თბილისის მოლის სასაჩუქრე ბარათი\n\nსაინფორმაციო შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა \n  \nდრო: 5 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე\, ილიაუნი\, ჩოლოყაშვილის 3/5. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-eveqsis-studenturi-dasaqmebis-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/04/51288.png
END:VEVENT
END:VCALENDAR