BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20190101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T171700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T171700
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190301T131700Z
LAST-MODIFIED:20240201T122550Z
UID:10001499-1551460620-1551460620@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქალთა ისტორიის თვე ილიაუნიში
DESCRIPTION:ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ტრადიციულად აღნიშნავს ქალთა ისტორიის თვეს და გიწვევთ მარტში დაგეგმილ ღონისძიებებზე: \n\nფილმის „უთქმელი ისტორიები“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში\n\nდოკუმენტური ფილმი „უთქმელი ისტორიები“ XIX-XX საუკუნეებში მცხოვრები სამი ქართველი ქალის – ბარბარე ჯორჯაძის\, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის – ცხოვრებასა და ფემინისტურ მოღვაწეობას ეძღვნება. ფილმის მიზანი საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკიდრეობის ჩვენებაა. \nვრცლად – https://bit.ly/2XveN8W \nდრო: 12 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \n\nსაჯარო დისკუსია „ბავშვთა მიმართ ძალადობა – რეალობა და გამოწვევები“\n\nგაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით\, ბავშვების 21.7% საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ხშირია ბავშვთა მიმართ ძალადობა მისი ყველა ფორმით – იქნება ეს ფიზიკური\, სექსუალური\, ფსიქოლოგიური თუ ეკონომიკური. ბოლო პერიოდში საზოგადოებამ არაერთხელ იხილა სისტემის ხარვეზის ფატალური შედეგები. რას აკეთებს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დასაცავად\, მათ მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად? რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკებს? რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების ჩართულობა\, როცა ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ? სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ საჯარო დისკუსიაზე დარგის სპეციალისტებთან ერთად. \nვრცლად – https://bit.ly/2IJVF3F \nდრო: 14 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაჯარო დისკუსია „ოჯახში ძალადობა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული“\n\nდისკუსიაზე საუბარი შეეხება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას\, პრაქტიკაში არსებულ პრობლემებსა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. განხილური იქნება\, თუ როგორია ოჯახში ძალადობისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ბოლო პერიოდის სტატისტიკა. \nვრცლად – https://bit.ly/2UeUN8x \nდრო: 18 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nელენორ რუზველტის ტექსტების საჯარო კითხვა – „მომავალი ეკუთვით მათ\, ვისაც საკუთარი ოცნებების მშვენიერების სჯერა“\n\nილიაუნის A კორპუსის ეზოში\, ელენორ რუზველტის 13-მეტრიანი მურალის წინ\, გაიმართება მისი ტექსტების საჯარო კითხვა\, რათა ვიზეიმოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ავტორისა და აქტივისტის ცხოვრება\, მოღვაწეობა და მრავალწლიანი ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის. \nვრცლად – https://bit.ly/2En8zz3 \nდრო: 20 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის შიდა ეზო \n\nფილმის „მე მქვია მალალა“ ჩვენება და დისკუსია ადამიანის უფლებათა კინოკლუბში\n\nფილმი „მე მქვია მალალა“ პაკისტანელი აქტივისტის\, ქალთა და გოგონათა უფლებების დამცველის\, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის\, მალალა იუსუფზაის შესახებ მოგვითხრობს. ეს არის ისტორია მის ბრძოლაზე განათლების უფლებისთვის\, რომელიც მალალას ლამის სიცოცხლის ფასად დაუჯდა. \nვრცლად – https://bit.ly/2XpomWO \nსამუშაო ენები: ქართული/ინგლისური \nდრო: 22 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო ოთახი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაჯარო ლექცია „ სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“\n\nლექციაზე „სექსუალური ძალადობის დაუსჯელობა – ქართული კანონმდებლობის ხარვეზები“ სწორედ ამ პრობლემურ საკითხებს განვიხილავთ ორგანიზაცია Equality Now-ს ევრაზიის კონსულტანტ თამარ დეკანოსიძესთან ერთად\, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ძალადობის შესახებ კანონმდებლობისა და მისი იმპლემენტაციის ხარვეზების შესახებ მომზადებული მასშტაბური კვლევის ერთ-ერთი ავტორია. ჩიკაგოს ნორთ-ვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორ ბრიჯიტ არიმონდთან ერთად კი ზემოაღნიშნული საკითხების ამერიკული მოწესრიგების მოდელზე იქნება საუბარი. \nვრცლად – https://bit.ly/2T4I4bQ \nსამუშაო ენები: ქარული/ინგლისური \nდრო: 26 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაჯარო ლექცია „საკუთარი ოთახი – ქალების პირადი ცხოვრების უფლება“\n\nსაჯარო ლექციაზე საუბარი შეეხება ქალების გაჩუმების ისტორიულ პრაქტიკას\, პირადი ცხოვრების უფლებასა და მისი ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. განხილული იქნება ქართული და ამერიკული კონტექსტი. \nვრცლად – https://bit.ly/2H9Jta3 \nსამუშაო ენები: ქართული/ინგლისური \nდრო: 28 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. \n2019 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qaltha-istoriis-thve-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50623.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190225T115335Z
LAST-MODIFIED:20241122T110923Z
UID:10001501-1551459600-1551459600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1-ლ მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გიწვევთ სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგის\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ლექციაზე „საქართველოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პერსპექტივა ცოცხალი და გვამური დონაციის გამოყენებით“\, რომელზეც მომხსენებელი აუდიტორიას გააცნობს თავის ხედვასა და რეკომენდაციებს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით. \nქართველი ექიმების მხარდაჭერისა და გაწეული ღვაწლის აღსანიშნავად პროფესორ კვანგ ვუნგ ლის მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nპროფესორი ლი ყაზახეთის ჰეპატო-ტრანსპლანტაციის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი\, მიანმარის რესპუბლიკის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი და რამდენიმე მაღალრეიტინგული ქირურგიული ჟურნალის საგამომცემლო ბორდის წევრია.\nღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს\, სეულის უნივერსიტეტს\, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკას და კლინიკა ინოვას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი\, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის განვითარებას სამედიცინო განათლების\, კვლევის\, პერსონალის გადამზადების\, ერთობლივი კლინიკური\, სასწავლო და სამეცნიერო ღონისძიებების მიმართულებით. \nმომხსენებლის შესახებ\nმედიცინის დოქტორს\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის დამთავრებული აქვს სეულის ეროვნული უნივერსიტეტი. მუშაობდა ღვიძლის ქირურგად და ტრანსპლანტოლოგად სამხრეთ კორეის სამსუნგის სამედიცინო და კიბოს ეროვნულ ცენტრებში. იყო ჯონს ჰოპკინსის საუნივერსიტეტო კლინიკის კონსულტანტი. ამჟამად სეულის ეროვნული უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლისა და საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია. ასევე არის ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის განყოფილების უფროსი\, სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის ჯანდაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და გლობალური დაგეგმვის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი. მისი ძირითადი სამედიცინო მიმართულებაა ზოგადი ქირურგია და ტრანსპლანტოლოგია. პროფესორი ლი არის აღიარებული მსოფლიო ექსპერტი ღვიძლის ტრანსპლანტოლოგიაში. კარიერის მანძილზე ჩატარებული აქვს 1000-ზე მეტი ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია\, მათ შორის 150-ზე მეტი კორეის გარეთ. საქართველოში ქართველ კოლეგებთან ერთად პროფესორ ლის ჩატარებული აქვს 14 ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია – ყველა წარმატებული.\nპროფესორის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ისეთ მიმართულებებს\, როგორებიცაა: ჰეპატოციტების ტრანსპლანტაცია\, გენების გადაცემა\, კიბოს ღეროვანი უჯრედები\, იმუნოსუპრესორული აგენტების კვლევა\, სანაღვლე გზების იშემია\, პოლიმორფიზმი და სხვ. მის მიერ შემუშავებულია მრავალი ინოვაციური ტექნიკა ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემდგომი ბილიარული გართულებების შესამცირებლად. \n  \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 1-ლი მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seulis-sauniversiteto-klinikis-tsamqhvani-transplantologis-prophesor-kvang-vung-lis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50580.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T170000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190225T081454Z
LAST-MODIFIED:20240201T122556Z
UID:10001504-1551459600-1551459600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია „ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები“
DESCRIPTION:პირველ მარტს\, 17:00 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე:„ბუნებრივი რესურსების პოლიტიკის სოციალური და გარემოსდაცვითი ასპექტები“. \nმომხსენებლები: \nირაკლი მაჭარაშვილი – გარემოსდამცველი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“; \nკახა ბახტაძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი; არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემო და განვითარება; \nთამუნა ქებურია – მკვლევარი; ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC).\nმარიამ დევიძე – სოციოლოგი. \nმოდერატორი: თამარ ანთიძე – ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის წარმომადგენელი \nდოვლათის\, დასაქმების ადგილებისა და საექსპორტო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით სამთო-მომპოვებელ ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობაში. თუმცა\, მსგავსი ინდუსტრიების სპეციფიკურობიდან გამომდინარე\, მნიშვნელოვანია გამართული საკანონმდებლო რეგულაციების არსებობა\, რომლებიც დააბალანსებს მაქსიმალურ მოგებაზე ორიენტირებულ ინტერესებს და მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შერბილებისკენ. \nდისკუსია შეეცდება პასუხი გასცეს შემდეგ შეკითხვებს: \n\nროგორია ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის პრაქტიკა და რა ღონისძიებებს მიმართავს სახელმწიფო მსგავს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?\nროგორ უნდა გავუმკლავდეთ გარემოს დეგრადაციას\, დაბინძურებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს ბოლნისში\, კასპში\, ჭიათურაში\, ტყიბულში და ა. შ.?\nროგორ პასუხობს სახელმწიფო დიდი ინდუსტრიების გარშემო მცხოვრები ადამიანების წუხილს?\nრა რეკომენდაციები აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით მეცნიერებს\, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს?\n\nშეხვედრაზე გაიმართება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის „მწვანე აკადემია“ ფარგლებში ჩატარებული კვლევის „ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე” პრეზენტაცია. \nდრო: პირველი მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“(ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-bunebrivi-resursebis-politikis-sotsialuri-da-garemosdatsvithi-aspeqtebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50562.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190301T115200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190301T115200
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190301T075257Z
LAST-MODIFIED:20240201T122559Z
UID:10001506-1551441120-1551441120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი შებრუნებული კლასის მეთოდოლოგიაში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი პროექტის \,\,შემოქმედებითი ნაპერწკალი“: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative Spark: Higher Education Enterprise Programme) ფარგლებში გთავაზობთ 3-დღიან ინტენსიურ ტრენინკურსს შებრუნებული კლასის მეთოდოლოგიაში. კურსს გაუძღვება პროფესორი ქეროლ ჯერვისი (Carol Jarvis\, University of The West of England in Bristol).\n\nმონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 15 \nრეგისტრაციის დასრულების თარიღი: 8 მარტი \nსამუშაო ენა: ინგლისური \n10 მარტისთვის დარეგისტრირებულ მონაწილეებს გაეგზავნებათ ტრენინგისთვის მოსამზადებელი მასალა. \nტრენინგი ასევე ითვალისწინებს ორ მოსამზადებელ ონლაინსესიას\, რომლებიც ჩატარდება 11 და 25 მარტს. საათები და დეტალები დაზუსტდება მოგვიანებით. \nპირველიდან 3 აპრილის ჩათვლით ტრენინგი ჩატარდება უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში 10:00-დან 17:00 საათამდე. \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს – http://bit.do/eJZQq \nკურსის აღწერა იხილეთ თანდართულ ფაილად. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-shebrunebuli-klasis-methodologiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/03/50628.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190228T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190222T090505Z
LAST-MODIFIED:20240201T122603Z
UID:10001508-1551380400-1551380400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: პროფესორ ლევან ცაგარლის საჯარო ლექცია „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“
DESCRIPTION:28 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის\, ფილოლოგ ლევან ცაგარლის ლექციაზე: „გივი მარგველაშვილის „კაპიტანი ვაკუში. დოიქსილანდში“. \nგივი მარგველაშვილის ავტობიოგრაფიული ტრილოგიის კაპიტანი ვაკუში პირველ რომანში (დოიქსილანდში) სივრცე განსაკუთრებული სემანტიკური დატვირთვის მატარებელია. ნეოლოგიზმებით „დოიქსილანდი“ და „დიქსილანდი“ რომანში იქმნება თავისებური ტოპოლოგიური დაპირისპირება\, რომელიც დაკავშირებულია არა იმდენად გეოგრაფიულ (გერმანია და დასავლეთ ევროპა)\, რამდენადაც იდეოლოგიურ (ნაციზმი და ლიბერალიზმი) და პოლიტიკურ (ტოტალიტარიზმი და დემოკრატია) პოზიციებთან. მოხსენებაში გაანალიზდება ტექსტში მოცემული ძირითადი სივრცობრივი ელემენტები — „დიქსიგზა“\, „მოსაცდელი ციხესიმაგრეები“\, „სახლუკები“ და „კავკასიური საჰაერო კოშკი“\, რისთვისაც გამოყენებული იქნება როგორც კლასიკური სტრუქტურალიზმის ფარგლებში შემუშავებული ანალიტიკური მოდელები (ლოტმანი)\, ისე სივრცობრივი გადატრიალების შედეგად კულტურის კვლევებში დამკვიდრებული თეორიული მიდგომები (დელიოზი და გატარი\, ფუკო). ანალიზის საფუძველზე წარმოჩინდება ის ძირითადი მახასიათებელი\, რომლითაც ნაცისტური ხანის გერმანიის ტოტალიტარული სივრცე იმიჯნება\, ერთი მხრივ\, მის მიერ მტრად აღქმული უცხოეთისგან\, და\, მეორე მხრივ\, თავად ამ სივრცეში დაფარული სუბკულტურული და ჰეტეროტოპიული ადგილებისგან. სახელდობრ\, ე. წ. სახლუკებისგან განსხვავებით\, რომლებიც ვერტიკალურობითა და მდგრადობით ხასიათდებიან\, დიქსიგზა და მასზე განლაგებული „გაჩერებები“ (ღამის ბარები) განირჩევიან ჰორიზონტალურობითა და დინამიკურობით. ამგვარი სივრცობრივი დისპოზიცია ემსახურება პროტაგონისტის\, როგორც კულტურათა შორის მავალის\, სუბვერსიული პროფილის გამოკვეთას. \nდრო: 28 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-prophesor-levan-tsagarlis-sajaro-leqtsia-givi-margvelashvilis-kapitani-vakushi-doiqsilandshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50560.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190228T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190228T090000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190225T102310Z
LAST-MODIFIED:20240201T122605Z
UID:10001509-1551344400-1551344400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღვიძლის გადანერგვის ოპერაციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია და ლექცია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოებასთან თანამშრომლობით\, სეულის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი ტრანსპლანტოლოგებისა და ილიაუნის სამედიცინო მიმართულების პროფესორებისა და ლექტორების მონაწილეობით ილიაუნისთან აფილირებულ კლინიკაში „ინოვა“ ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩატარდება. \nოპერაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო მიმართულების პროფესორები კობა შანავა და ივანე აბიათარი\, ასევე მოწვეული ლექტორები ნიკოლოზ რთველიაშვილი და ლევან ქოიავა. ღვიძლი გადაინერგება ცოცხალი დონორისგან. ოპერაციაში ასევე ჩაერთვება დელეგაცია სეულის საუნივერსიტეტო კლინიკიდან წამყვანი ტრანსპლანტოლოგის\, პროფესორ კვანგ ვუნგ ლის ხელმძღვანელობით. \nდაინტერესებულ პირებს შეუძლიათ 28 თებერვალს\, 9:00 საათიდან\, უყურონ პირდაპირ ტრანსლაციას საოპერაციოდან\, ხოლო 9:30 საათზე პროფესორი კვანგ ვუნგ ლი შეუერთდება აუდიტორიას და წაიკითხავს ლექციას ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში. \n\nდრო: 28 თებერვალი\, 9:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghvidzlis-gadanergvis-operatsiis-pirdapiri-videotranslatsia-da-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50564.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190227T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190227T193000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190221T121800Z
LAST-MODIFIED:20240201T122607Z
UID:10001512-1551295800-1551295800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირინა სულხანიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი
DESCRIPTION:27 თებერვალს\, 19:30-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ილიაუნის მუსიკის ცენტრი მართავს უნივერსიტეტის თანამშრომლის\, ირინა სულხანიშვილის\, ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს. \nკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და ევროპაში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსები\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინო მამრაძის დოქტორანტები და კლასდამთავრებულები: ქეთევან შარუმაშვილი\, სოფიო გელაშვილი-ტროისო\, თინათინ მამულაშვილი\, ნათია ბერაია\, თედო დიაკონიძე და დაჩი თაქთაქიშვილი.\nპროგრამაშია ბეთჰოვენის\, მოცარტის\, შოპენის\, ლისტის\,სკრიაბინის\, ვერდისა და ბოიტოს ნაწარმოებები. \nდრო: 27 თებერვალი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irina-sulkhanishvilis-khsovnisadmi-midzghvnili-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50528.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190227T190100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190227T190100
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190227T150144Z
LAST-MODIFIED:20240201T122611Z
UID:10001514-1551294060-1551294060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია \nსტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, თბილისი\, საქართველო \n18-20 ივლისი\, 2019 წელი \nთეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი\, 2019 წელი \n21-ე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა უნივერსიტეტები. მიუხედავად იმისა\, რომ თითქმის ყველა უნივერსიტეტში მიმდინარეობს გარკვეული შიდა ტრანსფორმაციები\, ეს საკმარისი არ არის\, რომ მათ სრულად უპასუხონ იმ საზოგადოების მოთხოვნებს\, რომლის პროდუქტსაც წარმოადგენენ. \nდღევანდელი სამყაროს კომპლექსური ხასიათი\, გლობალიზაცია\, ახალი ტექნოლოგიები\, მიგრაციები\, საერთაშორისო კონკურენცია\, ბაზრების განვითარება\, ისევე როგორც გარემოსა და ტრანსნაციონალური პოლიტიკის გამოწვევები\, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია\, რომლებიც მოითხოვენ იმ კომპტენციებისა და ცოდნის შეძენას\, რომლებიც დასჭირდებათ სტუდენტებს 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევაში. \n21-ე საუკუნის გამოწვევები მოითხოვენ ფართო კომპეტენციების ერთობლიობას\, სახელდობრ\, სპეციალიზებულ\, ასევე სოციალურ და ინტერკულტურულ კომპეტენციებს\, ინგლისურთან ერთად სხვა ენებისა და იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალთა ცოდნასაც\, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებებზე. \nშესაბამისად\, ბოლო ორი ათეული წელია\, მსოფლიოში წარმოიშვა სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების აუცილებლობა. დღეისათვის არსებობს უამრავი ტექსტი\, რომლებიც კონცენტრირებულია ძირითადად სამ თემაზე –სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების მოტივაციები\, სპეციფიკური კომპეტენციები და უნარ-ჩვევები\, რომელთა გამომუშავება აუცილებელია\, რათა უპასუხო 21-ე საუკუნის გამოწვევებს\, და ამ უნარების სტიმულირების პედაგოგიკა (Cynthia Luna Scott\, 2015). \nიუნესკოს მიერ სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციის მიზნით 2015 წელს შემუშავებული დოკუმენტი გვთავაზობს იმ კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალს\, რომელთა სასწავლო პროცესში დანერგვა და ამ მიზნით შესაბამისი პედაგოგიკის შემუშავება ხელს შეუწყობს\, რომ საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდებმა შეძლონ\, უპასუხონ იმ გამოწვევებს\, რომლებსაც საზოგადოება და შრომის ბაზარი მათ წინაშე აყენებს 21-ე საუკუნეში. \nგამოწვევებს შორის მნიშვნელოვანია ახალი\, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში და შესაბამისი პირობების შექმნა სტუდენტებისა და პროფესორებისათვის\, რათა მათ შეძლონ სწავლა/სწავლების ტრადიციულ ფორმებთან ერთად მაქსიმალურად გამოიყენონ ის ახალი ტექნოლოგიები\, რომლებსაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს. ამასთან დღეს\, ციფრულ ეპოქაში\, როდესაც სტუდენტისთვის დროის უმცირეს მონაკვეთში ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის შემოწმებული თუ შეუმოწმებელი ინფორმაცია\, უნივერსიტეტის მოვალეობაა\, განუვითაროს მათ კრიტიკული ანალიზის უნარი\, ასწავლოს\, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები\, როგორ შეარჩიონ საჭირო ინფორმაცია სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნის მისაღებად და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად. \nკონფერენციის მიზანია\, გამოარკვიოს\, როგორ მიმდინარეობს ამ მხრივ საჭირო რეფორმები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში\, როგორ არიან ჩართულები სტუდენტები ამ რეფორმების ინიცირებასა და განხორციელებაში\, როგორ წარმოუდგენიათ მათ ის კავშირი\, რომელიც უნდა არსებობდეს უნივერსიტეტებსა და დასაქმების ბაზარს შორის\, როგორ უნდა ხდებოდეს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება სასწავლო პროცესში\, როგორია სტუდენტთა ჩართულობა სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში\, რამდენად აქვთ მათ შანსი და შესაძლებლობა\, სწავლის დროს პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ კვლევით საქმიანობაში\, რაც მათ დაეხმარება ისეთი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში\, როგორებიცაა: მეტაკოგნიტიური და ინტერკულტურული კომპეტენციები\, გუნდური მუშაობა\, თანამშრომლობა და ლიდერობა\, ინიციატივა და საწარმოს ცოდნა\, მართვა\, ორგანიზება\, ცნობისმოყვარეობა და წარმოსახვის უნარი\, ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის\, ინფორმაციის მოპოვების\, კრიტიკული ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი\, მოქნილობა/მოხერხებულობა და ადაპტაციის უნარი\, გარისკვა და კრეატიულობა (Wagner 2010). \nაღნიშნულიდან გამომდინარე კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები შემდეგ თემებზე: \n\nსწავლა/სწავლება და ციფრული ტექნოლოგიები;\nკვლევის კომპონენტი სასწავლო პროცესში;\nუნივერსიტეტი და დასაქმების ბაზარი: სტუდენტი-უნივერსიტეტი-საწარმო;\nკავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის;\nგანათლების რეფორმა\, მიღწევები და ნაკლოვანებები;\nმისაღები გამოცდები თუ საატესტატო გამოცდები?\nსპეციალობის დასაუფლებლად შედგენილი პროგრამები და სტუდენტთა მოლოდინები;\nარჩეული სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო მატერიალური და აკადემიური რესურსები;\nსაუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ონლაინრესურსებით სარგებლობის პირობები;\nსტუდენტთა პროფესიული ჩართულობა: სტაჟირება\, როგორც პროფესიული დახელოვნების აუცილებელი პირობა\, მაგისტრატურაში სწავლის დროს;\nტრადიციული და ონლაინსწავლების უპირატესობები და ხარვეზები;\nსწავლის (და კვლევის) ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში – ინტერკულტურული კომპეტენიის შეძენის ერთ-ერთი პირობა;\nენობრივი უნიფორმიზაცია თუ მრავალენოვნება?\n\nკონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებული სხვა თემებიც. \nკონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული\, ფრანგული\, ინგლისური \nანონიმი ექსპერტების მიერ ორმაგი შეფასების შედეგად შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება წარმოდგენილი მოხსენებების ენებზე CODFREURCOR-ის ჟურნალის Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-7 ნომრის დამატებაში. \nკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად: თქვენი განაცხადი უნდა წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში (Times New Roman\, 12 p.p) და ის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: \n\nსამოქალაქო სტატუსი (ბატონი\, ქალბატონი)\nსტუდენტური სტატუსი: (ბაკალავრი\, მაგისტრანტი\, დოქტორანტი) –\nსახელი –\nგვარი –\nუნივერსიტეტი –\nსაფოსტო მისამართი –\nტელეფონის ნომერი –\n ელექტრონული მისამართი –\n მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა) –\n მოხსენების რეზიუმე და საკვანძო სიტყვები მოხსენების ენაზე და ინგლისურად (მაქსიმუმ 250 სიტყვა) –\n\nგთხოვთ\, განაცხადი შესაბამისი ფორმით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: colloqueetudiant@iliauni.edu.ge \nთარიღები \n\nმოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი\, 2019 წელი \nმოხსენების მიღების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ბოლო ვადა: 30 მაისი\, 2019 წელი \nკონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 ივნისი\, 2019 წელი \n\nსაორგანიზაციო კომიტეტი: \nმეგი გაფრინდაშვილი – megi.gaprindashvili.1@iliauni.edu.ge \nელზა იმნაძე – elza.imnadze@iliauni.edu.ge \nსალომე ლაფაჩიშვილი – salome.lapachishvili@iliauni.edu.ge \nსალომე ფანცულაია – salome.pantsulaia.1@iliauni.edu.ge \nნინო ხარაზიშვილი – ninakharaz@yahoo.fr \nმარიამ ხარებავა – mariami.kharebava.1@iliauni.edu.ge \nსამეცნიერო კომიტეტი: \n\nბლბულიან ტაგუჰი\, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგარნიე ელეონორ\, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი\, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე\nგვალია გიორგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი\nგვანცელაძე თემურ\, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nგრიგორიანი კარინე\, ერევნის ბრიუსოვის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდობორჯგინიძე ნინო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ვიცე-რექტორი\nდოხტურიშვილი მზაღო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nეიბენ ნელი\, ტიმიშუარას დასავლეთის უნივერსიტეტი\nვრაბი დიანა\, ბალცის „ალეკუ რუსოს“ სახელმწიფო უნივერსიტეტი\nზბანტ ლუდმილა\, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nლომიძე მირანდა\, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სადოქტორო კოლეჯის CODFREURCOR დირექტორი\nმამაცაშვილი ათინათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nნოზაძე ლიანა\, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპატარაია ნინო\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპატრას როქსანა\, იასის „ალექსანდრუ იოან კუზას“ უნივერსიტეტი\nსურგულაძე ნატალია\, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nფრუმუშანი დანიელა\, ბუქარესტის ინივერსიტეტი\nქავთარაძე ნინო\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nღუტიძე ინგა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი\nშავერდაშვილი ეკატერინე\, ილიას ახელმწიფო უნივერსიტეტი\nხარებავა მაყვალა\, ეგეოსის უნივერსიტეტი\nხოსიტაშვილი გიგა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\n\n  \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenttha-saerthashoriso-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50608.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190226T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190226T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190222T115446Z
LAST-MODIFIED:20240201T122615Z
UID:10001517-1551207600-1551207600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: შეხვედრა პოეტ გაგა ნახუცრიშვილთან
DESCRIPTION:26 თებერვალს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს გაგა ნახუცრიშვილს\, რომელიც წარადგენს თავის ახალ პოეტურ კრებულს „სადგურები“. \nდრო: 26 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-shekhvedra-poet-gaga-nakhutsrishvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50533.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190226T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190226T170000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190225T080000Z
LAST-MODIFIED:20240201T122616Z
UID:10001518-1551200400-1551200400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „შინაური ცხოველები და ადამიანები“ ­– „\,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“
DESCRIPTION:26 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „შინაური ცხოველები და ადამიანები“ მეთორმეტე ლექცია თემაზე: \,\,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“. \nსაჯარო ლექციას ფსიქოლოგი\, ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრის „კამარა“ დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე წაიკითხავს. \nსაჯარო ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. \nკურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 26 თებერვალი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-shinauri-tskhovelebi-da-adamianebi-tskhovelthan-urthierthoba-adamianis-asakobrivi-ganvitharebis-kvaldakval/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50559.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190226T165700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190226T165700
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190226T125719Z
LAST-MODIFIED:20240201T122621Z
UID:10001520-1551200220-1551200220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგკურსი – აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ”Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. \nცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურით და თამაშით (ტრენერი დიანა ხიდეშელი – მენეჯმენტის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი). \nტრენინგი ჩატარდება: \n12\, 13\, 14\, და 15 მარტს\, 19:00-დან 21:30 საათამდე\,\nE301 აუდიტორიაში \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nგთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი ან ტაბლეტი \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. \nსაკონტაქტო პირები: \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 577 57 88 55; \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 599 89 96 69.\nგისურვებთ წარმატებას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningkursi-aqtiuri-stsavla-da-stsavleba-sainphormatsio-sakomunikatsio-teqnologiebis-gamoqhenebith-stsavla-mobilurith-da-thamashith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50597.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190225T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190225T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190220T102421Z
LAST-MODIFIED:20240201T122624Z
UID:10001523-1551121200-1551121200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ჯანა ჯავახიშვილი და ნინო მახაშვილი ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის პრეზენტაციას გამართავენ. \nცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაზაფხულიდან ამოქმედდება და სტუდენტებს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება. მომსახურება იქნება უფასო. \nფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი იმუშავებს ილიაუნის E კორპუსის 122-ე ოთახში\, ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ბაზაზე. \nცენტრი იმუშავებს შემდეგი განრიგით \nსამშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ. \nხუთშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ. \nსაკონსულტაციო ცენტრში სტუდენტებს მოემსახურებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების\, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის\, კურსდამთავრებული პროფესიონალები უახლესი მტკიცებულებითი მეთოდების გამოყენებით\, რეგულარული სუპერვიზიის თანხლებით. \nსაკონსულტაციო ცენტრს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა სტუდენტმა\, რომელსაც ესაჭიროება დახმარება და მხარდაჭერა ისეთ გავრცელებულ ფსიქოსოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით\, როგორებიცაა: შფოთვა\, დაქვეითებული გუნება-განწყობილება\, სხვადასხვა შიში\, ურთიერთობის პრობლემები\, სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობა და ა. შ. \nსურვილის შემთხვევაში კონსულტაცია ანონიმურია. \nსაჭიროების შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ: \nსამშაბათსა და ხუთშაბათს\, 14:00-დან 21:00 საათამდე\, ნომერზე 2-22-00-09\, შიდა ნომერი: 580\, და წინასწარ ჩაეწეროთ მიღებაზე. \nკონსულტაციაზე თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \n\nდამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: \nჯანა ჯავახიშვილი – darejan.javakhishvili@iliauni.edu.ge \nნინო მახაშვილი – nino.makhashvili.1@iliauni.edu.ge \nდრო: 25 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-studenttha-phsiqologiuri-konsultirebis-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50520.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190222T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190219T124658Z
LAST-MODIFIED:20240201T122627Z
UID:10001525-1550862000-1550862000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:უნილაბის კონცეფციის პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 თებერვალს\, 19:00 საათზე\, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სანდრო ასათიანი წარადგენს ილიაუნის ახალი ტექნოლოგიური სივრცის\, უნილაბის კონცეფციას. \nპრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ილიაუნის სტუდენტები\, რომლებსაც აქვთ მსგავს სივრცეში მუშაობის გამოცდილება. \nშეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია. \nრა არის უნილაბი? \nუნილაბი იქნება ტექნოლოგიური სივრცე\, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ სტუდენტებს (კონკურსის გავლის შემდეგ) ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე: \n\nდაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს გრაფიკული დიზაინის\, პროგრამირების\, პროგრამული პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით;\nმიღებული ცოდნა გამოიყენონ რეალურ პროექტებში\, კერძოდ\, მენტორების დახმარებით იმუშაონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება;\nგაიუმჯობესონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები.\n\nგარდა ამისა\, უნილაბი: \n\nგამართავს საჯარო შეხვედრებს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის;\nგანახორციელებს სასერტიფიკატო და დისტანციური სწავლების პროგრამებს.\n\n\nდრო: 22 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/unilabis-kontsephtsiis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50514.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190222T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190218T092605Z
LAST-MODIFIED:20240201T122630Z
UID:10001526-1550862000-1550862000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფუტსალი: თსუ 2 - ილიაუნი
DESCRIPTION:პარასკევს\, 22 თებერვალს\, ილიაუნის ფუტსალის ნაკრები ფუტსალის ლიგა 2-ის მეორე წრის პირველ მატჩს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს. ჩვენს გუნდს ამ დროისთვის 5 ჩატარებული შეხვედრიდან 10 ქულა აქვს მოპოვებული და ექვსგუნდიან ლიგაში მესამე ადგილს იკავებს. გუნდი 3 ქულით ჩამორჩება თსუ 2-ს და 1 ქულით – პსპს\, რომელმაც მეექვსე ტურის მატჩი უკვე ჩაატარა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის სათავეში ილიაუნი მოექცევა. \nმატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე გულშემატკივართა მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. \nდრო: 22 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: თბილისის ოლიმპიური სასახლე (უნივერსიტეტის ქ. N15ა) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phutsali-thsu-2-iliauni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50486.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190221T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190221T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190218T111143Z
LAST-MODIFIED:20240201T122634Z
UID:10001529-1550775600-1550775600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: „ენდი უორჰოლის ფილოსოფიის“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:21 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ენდი უორჰოლის წიგნის „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“ პრეზენტაციაზე. \nწიგნზე მთარგმნელი თამარ სუბელიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანი ისაუბრებენ.\nდღეისათვის პოპკულტურაზე საუბარი წარმოუდგენელია ენდი უორჰოლის გარეშე. სარეკლამო ნამუშევრების\, ფილმების\, ნახატებისა და ფოტოგრაფიის გარდა\, უორჰოლს ეკუთვნის რამდენიმე წიგნიც\, მათ შორის გამორჩეული კი სწორედ „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაა“. წიგნი ავტორის შთაბეჭდილებებისა და მოგონებების ერთგვარი კოლექციაა. სიყვარული\, სილამაზე\, 60-იან წლებში მოპოვებული დიდება\, სამუშაო პროცესი\, სიკვდილი\, სექსი\, ფული – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია\, რომლებსაც „ენდი უორჰოლის ფილოსოფიაში“ გადაეყრება მკითხველი. \nდრო: 21 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-endi-uorholis-philosophiis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50488.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190221T120800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190221T120800
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190221T080857Z
LAST-MODIFIED:20240201T122636Z
UID:10001530-1550750880-1550750880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ”Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთაგანვითარების ცენტრი. \nცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning)\, რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი თინათინ ჭინჭარაული\, ასოცირებული პროფესორი ნატა მეფარიშვილი და ტექნოლოგიების\, მენეჯმენტისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ დალაქიშვილი. \nტრენინგები ჩატარდება: \n11 და 14 მარტს\, 16:00-დან 19:30 საათამდე\, ასევე 16 მარტს\,11:00-დან 14:30 საათამდე\nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nგთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი. \n18 და 21 მარტს\, 16:00-დან 19:30 საათამდე\, ასევე 23 მარტს\, 11:00 – დან 14:30 საათამდე\, E102 აუდიტორიაში \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nგთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი. \n25 და 28 მარტს\, 16:00-დან 19:30 საათამდე \, ასევე 30 მარტს\, 11:00 – დან 14:30 საათამდე\, E102 აუდიტორიაში \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nკურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში. \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.\nსაკონტაქტო პირები: \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 577 57 88 55; \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 599 89 96 69. \nგისურვებთ წარმატებას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aqtiuri-stsavleba-da-thanamedrove-teqnologiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50525.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190221T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190221T120000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190218T110539Z
LAST-MODIFIED:20240201T122639Z
UID:10001531-1550750400-1550750400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა კომპანია „აგროჰაბის“ წარმომადგენელთან
DESCRIPTION:21 თებერვალს\, ხუთშაბათს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავს კომპანია „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების სპეციალისტი. \nშეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელი სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობს ინფორმაციას აქტიური ვაკანტური პოზიციებს შესახებ და დასაქმებით დაინტერესებულ პირებს გაესაუბრება პირველადი შერჩევის მიზნით.\nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ\, გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია და მობრძანდით შეხვედრაზე. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს  \nდრო: 21 თებერვალი\, ხუთშაბათი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N 32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nგაცნობებთ\, რომ კომპანია „აგროჰაბი“ წარმოდგენილი იქნება ილიაუნის დასაქმების თვის ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმზე\, რომლის შესახებაც დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-kompania-agrohabis-tsarmomadgenelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50487.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190219T180700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190219T180700
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190219T140708Z
LAST-MODIFIED:20240201T122641Z
UID:10001532-1550599620-1550599620@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფე ვაკის მედიათეკაში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში 7 მარტიდან ყოველ ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ვაკის მედიათეკაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე შემოგთავაზებთ შეხვედრების სერიას. \nშეხვედრებზე გექნებათ შესაძლებლობა\, კვალიფიციური მეცნიერებისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. შეხვედრებს ექნება არა ლექციების\, არამედ საუბრის ფორმა. იმისთვის\, რომ ჩაერთოთ სამეცნიერო კაფეს აქტივობებში\, არ არის საჭირო\, იყოთ მეცნიერი ან სიღრმისეულად ერკვეოდეთ სამეცნიერო თემატიკაში. \nილიაუნის სამეცნიერო კაფეს მიზანია\, ცნობილი მკვლევრები დავაკავშიროთ ადამიანებს\, რომლებსაც უყვართ მეცნიერება და აინტერესებთ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები. \nშეხვედრების განრიგი: \n\nსამეცნიერო კაფე: „როგორ შევიმეცნებთ სამყაროს: მითი და რეალობა“\n\nმომხსენებელი: პროფესორი თინათინ კახნიაშვილი \nთარიღი: 7 მარტი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2V5Csup \n  \n\nსამეცნიერო კაფე: „როგორ ამოვიცნოთ და გამოვიყენოთ სისტემები ჩვენ გარშემო“\n\nმომხსენებელი: პროფესორი მურმან მარგველაშვილი \nთარიღი: 21 მარტი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2GBqbLc \n  \n\nსამეცნიერო კაფე: „ინტერნეტი\, სოციალური ქსელი\, ბითქოინი – დეცენტრალიზებული ქსელის მუშაობის პრინციპები“\n\nმომხსენებელი: პროფესორი სანდრო ასათიანი \nთარიღი: 14 მარტი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2tubyRq \n  \n\nსაჯარო ლექცია: „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე\, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“\n\nმომხსენებელი: პროფესორი ანდრია როგავა \nთარიღი: 28 მარტი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2T5TJGs \n  \n\nსამეცნიერო კაფე: „რა არის მსოფლიო ლიტერატურა?“\n\nმომხსენებელი: პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი \nთარიღი: 4 აპრილი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2Xcrcyg \n  \n\nსამეცნიერო კაფე: „ეთნობიოლოგია: კვლევები საქართველოსა და მეგამრავალფეროვნების ქვეყნებში“\n\nმომხსენებელი: პროფესორი ზაზა (ზაალ) კიკვიძე \nთარიღი: 11 აპრილი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2EjCWaV \n\nსამეცნიერო კაფე: „რთული ფიზიკა მარტივად და შეძლებისდაგვარად გასაგებად“\n\nმომხსენებელი: დოქტორი ჯუანშერ ჯეჯელავა \nთარიღი: 18 აპრილი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2Eji5Vd \n  \n\nსამეცნიერო კაფე: „სამყაროს განჯადოების“ ლიტერატურული მოდელი“\n\nმომხსენებელი: პროფესორი ნინო ფირცხალავა \nთარიღი: 25 აპრილი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2EjjNWA \n  \n\nსამეცნიერო კაფე: „ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში და კვლევის თანამედროვე მეთოდები“\n\nმომხსენებელი: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა სუხიშვილი \nთარიღი: 2 მაისი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2GxAKij \n\nსამეცნიერო კაფე: „ჩვენი სამყარო“\n\nმომხსენებელი: პროფესორი გიორგი ჯავახიშვილი \nთარიღი: 16 მაისი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2EifsmB \n\nსამეცნიერო კაფე: „დიდი მიწისძვრები საქართველოში“\n\nმომხსენებელი: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე \nთარიღი: 23 მაისი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2S8XMNS \n\nსამეცნიერო კაფე: „პლანეტებისა და მათი ატმოსფეროების მრავალფეროვნება“\n\nმომხსენებელი: პროფესორი მაია თოდუა \nთარიღი: 30 მაისი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2SOP5O9 \n\nსამეცნიერო კაფე: „გადაშენების პირას მყოფი სახეობები და მათი გადარჩენა“\n\nმომხსენებელი: პროფესორი ზურაბ გურიელიძე \nთარიღი: 6 ივნისი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2SIEswf \n\nსამეცნიერო კაფე: „ანტიკური მითოსი და თანამედროვე ადამიანი“\n\nმომხსენებელი: პროფესორი ლევან ბერძენიშვილი \nთარიღი: 13 ივნისი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2ScLBQi \n  \n\nსამეცნიერო კაფე: „მინდა პერპეტუმობილე გამოვიგონო“\n\nმომსენებელი: პროფესორი მარიკა კაპანაძე \nთარიღი: 20 ივნისი\, 19:00 საათი \nვრცლად – https://bit.ly/2Xc1pq3 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kaphe-vakis-mediathekashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50518.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190219T142100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190219T142100
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190219T102146Z
LAST-MODIFIED:20241122T111002Z
UID:10001533-1550586060-1550586060@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრება სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:„ჭავჭავაძის ადვოკატირებისა და პროფესიული ეთიკის შეჯიბრება სტუდენტებისთვის“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და მასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროგრამაა\, რომელიც მიზნად ისახავს იურისტებისთვის პროფესული ეთიკის სწავლების პოპულარიზაციას საქართველოში; შეჯიბრება შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს\, გამოიკვლიონ ეთიკის სტანდარტები\, შეაფასონ კონფლიქტური სიტუაციები და მოძებნონ პრობლემების სამართლიანი გადაწყვეტის გზები. \n– შეჯიბრებაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს სამკაციან (ერთი უნივერსიტეტიდან) გუნდებად (მონაწილე არ უნდა იყოს მოქმედი ადვოკატი);\n– I ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა თასი\, გუნდის თითოეულ წევრს – ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 60-ლარიანი ვაუჩერი\, ხოლო II\, III და IV ადგილზე გასულ გუნდის წევრებს – სიმბოლური საჩუქრები. \nშეჯიბრის ეტაპები: \n– გუნდებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conlaw@iliauni.edu.ge 11 მარტს 18:00 საათამდე.\n– შემდგომ ეტაპზე რეგისტრირებულმა გუნდებმა უნდა მოამზადონ წერილობითი პოზიცია შეჯიბრის ორგანიზატორების მიერ მათთვის მიწოდებული საქმის შესახებ\, რის საფუძველზეც ზეპირ განხილვებში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა ოთხი გუნდი (შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია);\n– ფინალურ ეტაპზე გუნდები საკუთარ პოზიციას წარმოადგენენ ეთიკის კომისიის იმიტირებულ პროცესზე. ზეპირი მოსმენა გაიმართება ორ რაუნდად: პირველ რაუნდში ფინალისთვის შეირჩევა ორი გუნდი\, ფინალში კი გამოვლინდება გამარჯვებული;\nშეჯიბრების ორივე ეტაპი ტარდება ქართულ ენაზე (მონაწილე გუნდებს შეუძლიათ უცხოენოვანი მრჩევლის აყვანა);\nნებისმიერი თარიღის ცვლილების შესახებ წინასწარ ეცნობებათ მონაწილეებს\, თარიღის ცვლილება არ დაარღვევს სამართლიანი შეჯიბრების პრინციპს; \nშეჯიბრების ჩატარების დეტალური წესები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: შეჯიბრების წესები. \nშეჯიბრების სამართლიანად წარმართვას უზრუნველყოფენ მოწვეული პროფესორები და იურისტები\, რომლებიც შეაფასებენ ნამუშევრებს და მონაწილეების კომპეტენციას წინასწარ გაწერილი და გამოქვეყნებული წესების მიხედვით.\nშეჯიბრება ერთხელ უკვე წარმატებით გაიმართა 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.\nდიდ მადლობას ვუხდით ყველა პროფესიონალს\, რომელთაც არ დაიშურეს დრო და ენერგია და უსასყიდლოდ მიიღეს და იღებენ მონაწილეობას შეჯიბრებაში შემფასებლის როლში. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tchavtchavadzis-advokatirebisa-da-prophesiuli-ethikis-shejibreba-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50512.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190218T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190218T170000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190215T125725Z
LAST-MODIFIED:20240201T122545Z
UID:10001497-1550509200-1550509200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ძაღლისებრნი\, მგლები\, გაველურებული ძაღლები“
DESCRIPTION:18 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მეთერთმეტე ლექცია „ძაღლისებრნი\, მგლები\, გაველურებული ძაღლები“. \nმომხსნებელია ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იასონ ბადრიძე\, რომელმაც მგლების ქცევების შესწავლის მიზნით რამდენიმე თვე გაატარა მგლების ოჯახთან ბუნებრივ გარემოში. \nლექციის ძირითადი თემებია: ️ \n\nმგლისებრთა ქცევის ფიზიოლოგიური მექანიზმები;\nმგლისებრთა ოჯახის კომუნიკაციის მახასიათებლები;\nძაღლებისა და მგლების ხასიათის თავისებურებები;\nმგლების ოჯახთან ცხოვრებისას მიღებული პირადი გამოცდილება.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.\nკურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 18 თებერვალი\,17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-dzaghlisebrni-mglebi-gavelurebuli-dzaghlebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50482.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190215T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190211T075900Z
LAST-MODIFIED:20240201T122552Z
UID:10001500-1550257200-1550257200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეათე ქება
DESCRIPTION:15 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, რომელზეც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეათე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 15 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameathe-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46945.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190215T155600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190215T155600
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190215T115612Z
LAST-MODIFIED:20240201T122555Z
UID:10001503-1550246160-1550246160@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურითა და თამაშით
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ”Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. \nცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლა და სწავლება საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით: სწავლა მობილურითა და თამაშით“ (ტრენერები: ნანა დიხამინჯია – საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი; თამარ მაღალაშვილი – მენეჯმენტის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; დიანა ხიდეშელი – მენეჯმენტის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი). \nტრენინგები ჩატარდება:  \nა) 26 \, 27\, 28 თებერვალს და 1-ლ მარტს\, 15:00-დან 17:30 საათამდე\, F303 აუდიტორიაში (ტრენერი თამარ მაღალაშვილი) \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nგთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი და სმარტფონი \n  \nბ) 25\, 26\, 27\, 28 თებერვალს და 1-ლ მარტს\, 17:00-დან 19:00 საათამდე\, E301 აუდიტორიაში (ტრენერი დიანა ხიდეშელი) \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nგთხოვთ ტრენინგზე იქონიოთ ლეპტოპი ან ტაბლეტი \n  \nგ) 11\,12\,13\,14 და 15 მარტს\, 17:00-დან 19:00 საათამდე\, E102 აუდიტორიაში (ტრენერი ნანა დიხამინჯია) \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nკურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში. \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. \nსაკონტაქტო პირები:\n\nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია– ketevan.grigolia@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 577 57 88 55; \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე– nino.duchidze@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 599 89 96 69. \nგისურვებთ წარმატებას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aqtiuri-stsavla-da-stsavleba-sainphormatsio-sakomunikatsio-teqnologiebis-gamoqhenebith-stsavla-mobiluritha-da-thamashith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50479.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190214T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190211T102900Z
LAST-MODIFIED:20240201T122559Z
UID:10001505-1550170800-1550170800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ვიტოლდ გომბროვიჩის რომანის „პორნოგრაფია“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 თებერვალს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ვიტოლდ გომბროვიჩის რომანის „პორნოგრაფია“ პრეზენტაციაზე. \nპოლონელ მწერალს\, ვიტოლდ გომბროვიჩს\, XX საუკუნის ლიტერატურაში მნიშვნელობით მარსელ პრუსტსა და ჯეიმზ ჯოისს უთანაბრებენ.\nუპირველეს ყოვლისა\, უნდა ვიცოდეთ\, რა გააკეთა გომბროვიჩმა პოლონურ ლიტერატურაში\, ხელოვნებაში\, ალბათ\, ზოგადად\, აზროვნებაში\, პოლონელობის (polskość ) კულტივირებულ ცნებაში\, რომელიც საუკუნეების განმავლობაში კრავდა ამ ერის იდენტობას კათოლიკობის\, ქვეყნის მსახურების გარშემო – მწერალმა ეს ყველაფერი დაუნდობლად ამოატრიალა. \nრომანში ორი ვარშაველი ინტელექტუალი გარემოებათა გამო ადგილს იცვლის\, მათთვის უჩვეულო „სცენაზე“ ხვდება და ამის შემდეგ რაღაც ბნელ-ნათელი იმპულსების კარნახით მოქმედებს\, რაღაც ახალ რეალობას ქმნის\, ძველი ყაიდის მემამულეთა ცხოვრებიდან სიკვდილ-სიცოცხლის სცენას ჩარხავს – რისთვის\, რატომ – იმიტომ\, რომ ესთეტიკური მგრძნობელობა არ აქვთ დაკარგული: სადღაც სიცოცხლის ძარღვი ფეთქავს\, სადღაც აბსოლუტური მშვენიერება\, ახალგაზრდობა\, თავაწყვეტილი სიცოცხლეა… ომის\, გამოფიტულობის\, უსურვილობის ატმოსფეროში. \nწიგნს პოეტი პაატა შამუგია წარადგენს. \nდრო: 14 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-vitold-gombrovichis-romanis-pornographia-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50359.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190214T153200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190214T153200
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190214T113213Z
LAST-MODIFIED:20240201T122602Z
UID:10001507-1550158320-1550158320@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შებრუნებული საკლასო ოთახი – სწავლების ეფექტურობის ზრდა ვიდეოებისა და სხვა პროგრამების გამოყენებით
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ”Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. \nცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს შებრუნებული საკლასო ოთახი – სწავლების ეფექტიანობის ზრდა ვიდეოებისა და სხვა პროგრამების გამოყენებით (ტრენერები: რესან ქიქავა – მენეჯმენტის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი; ალექსანდრე ერგეშიძე – მენეჯმენტის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; ნამი სურგულაძე – მენეჯმენტის\, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი) \nტრენინგები ჩატარდება:\nა) 25 და 27 თებერვალი\, 1 მარტი – 18:30-22:00 საათი\, E202 აუდიტორია\nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nბ) 26 და 28 თებერვალი\, 4 მარტი – 18:30-22:00 საათი\, E202 აუდიტორია \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nგ) 28 თებერვალი\, 5 და 7 მარტი – 18:30-22:00 საათი\, E202 აუდიტორია \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს \nკურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში. \n\nდამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს. \nსაკონტაქტო პირები: \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 577 57 88 55; \nადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge\,\nტელ.: 599 89 96 69. \nგისურვებთ წარმატებას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shebrunebuli-saklaso-othakhi-stsavlebis-epheqturobis-zrda-videoebisa-da-skhva-programebis-gamoqhenebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50377.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190213T163600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190213T163600
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190213T123609Z
LAST-MODIFIED:20240201T122610Z
UID:10001513-1550075760-1550075760@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:2019 წლის საქართველოს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის პირველი ეტაპი
DESCRIPTION:წელს ილიას უნივერსიტეტის უმასპინძლებს ახალგაზრდა ფიზიკოსთა ტურნირის რესპუბლიკურ ეტაპს\, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს: \n\nშესარჩევი პირველი ტური თებერვალში;\nშესარჩევი მეორე ტური აპრილში (დასახელდებიან ნაკრების კანდიდატები);\nრეიტინგის მიხედვით საუკეთესო სამი გუნდი იბრძოლებს ფინალში (ნაკრების კანდიდატებს დაემატებიან გამარჯვებული გუნდის სტუდენტები);\nშემდეგ გაიმართება ინგლისური ტური (აპრილის ბოლოს-მაისის დასაწყისში)\, რომლის შედეგადაც საბოლოოდ დადგინდება საერთაშორისო ტურნირზე გასამგზავრებელი 5-კაციანი ნაკრების შემადგენლობა.\n\nღონისძიების პირველი ეტაპი გაიმართება 16\, 17\, 23\, 24 თებერვალს. \nრას წარმოადგენს ტურნირი? \nახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი (ინგლ. International Young Physicists’ Tournament ან IYPT) — გუნდური შეჯიბრება სკოლის მოსწავლეთა შორის. მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკის რთული ამოცანების ამოხსნაში\, ამოხსნის შესახებ მოხსენებასა და ამ მოხსენებების სამეცნიერო დისკუსიის დროს დაცვის უნარში ეჯიბრებიან. ფიზიკის ოლიმპიადებისგან განსხვავებით ტურნირის ამოცანების ამოხსნა მონაწილეებისგან რამდენიმეთვიან სერიოზულ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევას მოითხოვს\, ამიტომ ამოცანები სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნდება\, ტურნირი კი სასწავლო წლის ბოლოს იმართება. \nვინ იგონებს სატურნირო ამოცანებს?\n\nყოველი სასწავლო წლის დასაწყისში საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი 17 ამოცანას აქვეყნებს. ეს კვლევითი ტიპის ამოცანებია\, რომელთაც საგამოცდო და საოლიმპიადე ამოცანებისგან განსხვავებით რამდენიმე საათში ვერ ამოხსნი. ამოხსნა სრულად რომ ჩაითვალოს\, მოსწავლეებმა მოვლენის თეორიული მოდელის აგების გარდა ექსპერიმენტულად უნდა შეამოწმონ მოდელის სისწორე. ასევე საჭიროა მოვლენის სხვადასხვა პარამეტრზე დამოკიდებულების შესწავლა. ამოცანების ამოხსნისას ინფორმაციის მოპოვებაზე შეზღუდვა არ არსებობს. მოსწავლეებს შეუძლიათ მასალა მოიპოვონ ნებისმიერი ლიტერატურიდან\, დარგის ექსპერტის\, მასწავლებლის ან/და ყოფილ მონაწილეთაგან. შესაბამისად\, ტურნირზე წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური და ორგანიზებული მუშაობა. \nრას წარმოადგენს ტურნირი:\n\nუშუალოდ ტურნირი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს „ბრძოლას“ უწოდებენ. მონაწილე გუნდები აგროვებენ ქულებს\, შესარჩევი ბრძოლების ბოლოს სამი ყველაზე მაღალქულიანი გუნდი გადის ფინალურ ბრძოლაში. ფინალი კი ტურნირის გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს. \nრა არის ბრძოლა ფიზიკოსთა ტურნირზე?\nტურნირში მონაწილე გუნდები სამ ან ოთხგუნდიან ჯგუფებად იყოფიან. თითოეული მონაწილეობს საერთო ბრძოლაში. ბრძოლის განმავლობაში გუნდების რაოდენობის მიხედვით ტარდება 3 ან 4 ეტაპი. თითოეულ ეტაპზე გუნდებს რიგრიგობით ხვდებათ შემდეგი როლები: \n\nმომხსენებელი\nოპონენტი\nმიმომხილველი\nდამკვირვებელი (მხოლოდ 4-გუნდიან ჯგუფებში)\n\nთითო ეტაპი\, როგორც წესი\, 30-50 წუთს გრძელდება ეტაპებს შორის 5-15 წუთიანი შესვენებებით. ეტაპის დასაწყისში ოპონენტი მომხსენებელს სთავაზობს ერთ-ერთ სატურნირო ამოცანას. \nროდესაც მომხსენებელი დათანხმდება ამოცანაზე\, მას 5 წუთი ეძლევა მოსამზადებლად\, 12 წუთი კი – მოხსენებისთვის. მოხსენების შემდეგ ოპონენტს შეკითხვების დასმის უფლება აქვს. მერე ის აფასებს მომხსენებლის ნამუშევარს და მიუთითებს მის ძლიერსა და სუსტ მხარეებზე. იმართება დისკუსია მომხსენებელსა და ოპონენტს შორის ამოცანის ირგვლივ წამოჭრილი საკითხების შესახებ. ეტაპის დასასრულ მიმომხილველი უსვამს შეკითხვებს როგორც მომხსენებელს\, ისე ოპონენტს. მათზე პასუხების მიღების შემდეგ მიმომხილველი აფასებს როგორც მომხსენებლის\, ასევე ოპონენტის დადებითსა და უარყოფით მხარეებს ამოცანის შესახებ დისკუსიის დროს. ბოლოს მომხსენებელს უფლება აქვს რამდენიმე დასკვნითი შენიშვნა გააკეთოს. \nეტაპის დასრულების შემდეგ ტურნირის ჟიური აფასებს სამივე გუნდის გამოსვლას 1-დან 10-მდე ქულით. \nდამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტურნირის ვებგვერდზე:\nhttps://www.facebook.com/Georgian-Young-Physicist-Tournament-GYPT-192077921735348/ \n  \nდრო: 16 თებერვალი\, 09:00 -15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/2019-tslis-saqarthvelos-akhalgazrda-phizikostha-turniris-pirveli-etapi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50375.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190213T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190213T163000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190207T125834Z
LAST-MODIFIED:20240201T122605Z
UID:10001511-1550075400-1550075400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თვითნასწავლი მხატვრის\, ლევან ჩიკავას გამოფენა იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:13 თებერვალს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი გიწვევთ ცენტრის ყოფილი სტუდენტის\, თვითნასწავლი მხატვრის\, ლევან ჩიკავას ნახატების გამოფენაზე. საღამოზე სტუდენტები წაიკითხავენ ჯუზეპე უნგარეტის ლექსების საკუთარ თარგმანებს. \nცენტრის კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები. \nდრო: 13 თებერვალი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 501 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thvithnastsavli-mkhatvris-levan-chikavas-gamophena-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50310.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190212T190000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190211T125911Z
LAST-MODIFIED:20240201T122614Z
UID:10001516-1549998000-1549998000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ერთიანი ევროპის იდეა ლიტერატურასა და მუსიკაში“
DESCRIPTION:12 თებერვალს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს მწერალ ლაშა ბუღაძეს. ისინი ისაუბრებენ ერთიანი ევროპის იდეაზე ლიტერატურასა და მუსიკაში. \nდრო:12 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-erthiani-evropis-idea-literaturasa-da-musikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50362.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190212T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190212T183000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190207T111935Z
LAST-MODIFIED:20240201T122619Z
UID:10001519-1549996200-1549996200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:12 თებერვალს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გიწვევთ ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის მე-14 საანგარიშო კონცერტზე.\nგუნდის ხელმძღვანელი – ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია \nდრო: 12 თებერვალი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-saangarisho-kontserti-4/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50305.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190211T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190211T170000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190207T113147Z
LAST-MODIFIED:20240201T122756Z
UID:10001534-1549904400-1549904400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექციების ციკლი „შინაური ცხოველები და ადამიანები“ – „კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“
DESCRIPTION:11 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „შინაური ცხოველები და ადამიანები“ მეათე ლექცია თემაზე: „კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“. \nლექციას საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის დამფუძნებლები ნინი რთველიაშვილი და ბელა მაღრაძე წაიკითხავენ. \n▶️ ლექციის ძირითადი თემებია: \n\nრა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვემზადოთ კატის აყვანისათვის;\nროგორ დავიცვათ ჩვენი კატების უსაფრთხოება ისე\, რომ არ დავარღვიოთ მათი ქცევის გამოხატვის თავისუფლება;\nმიუსაფარი კატების პრობლემები და სპეციფიკა საქართველოში;\nმიუსაფარი კატების გადარჩენა და ფოსტერინგი;\nკატების პოპულაციის მართვის მნიშვნელობა.\n\nსაჯარო ლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. \nკურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 11 თებერვალი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsiebis-tsikli-shinauri-tskhovelebi-da-adamianebi-katebis-sakhlshi-qholis-tsesebi-da-rekomendatsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50306.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20190211T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20190211T163000
DTSTAMP:20260505T052646
CREATED:20190208T102008Z
LAST-MODIFIED:20240201T122622Z
UID:10001521-1549902600-1549902600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ციფრული ჰუმანიტარიის კვლევის ახალი მეთოდები“
DESCRIPTION:11 თებერვალს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (FR17– 62) – „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“ – ფარგლებში საჯარო ლექციას წაიკითხავენ ლონდონის უნივერსიტეტის (UCL) მკვლევრები გაბრიელ ბოდარი და ვალერია ვიტალე. \nლექციის თემაა: ციფრული ჰუმანიტარიის კვლევის ახალი მეთოდები. Digital Humanities Communities: Research background and new activities in EpiDoc and Pelagios“. \nსამუშაო ენა: ინგლისური. \nდრო: 11 თებერვალი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tsiphruli-humanitariis-kvlevis-akhali-methodebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2019/02/50314.png
END:VEVENT
END:VCALENDAR