BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181204T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181204T210000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T130000Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001659-1543950000-1543957200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „ქართული ლიტერატურის „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“
DESCRIPTION:4 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული ლიტერატურის „დასავლურ-აღმოსავლური დივანი“. \nმომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ქართული დამწერლობის არტეფაქტები და ქრისტიანობის მიღება; ხალხური პოეზიის წარმართული ასპექტები; ქრისტიანული ნეოპლატონიზმისა და აღმოსავლური პოეტური სტრუქტურების შეხვედრა „ვეფხისტყაოსანში“; თანამედროვე ევროპული ლიტერატურის გავლენები– \nდრო: 4 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sajaro-leqtsia-qarthuli-literaturis-dasavlur-aghmosavluri-divani/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/48948.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T110000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181122T103105Z
LAST-MODIFIED:20240202T052418Z
UID:10001658-1544007600-1544007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „რა არის და რა არ არის ჟესტური ენა"
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 11 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: „რა არის და რა არ არის ჟესტური ენა”. \nლექციას გაუძღვება ზაგრების უნივერსიტეტის სრული პროფესორი მარინა მილკოვიჩი. \nშეხვედრა განკუთვნილია კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების თერაპიის სფეროსა და ლინგვისტიკაში მომუშავე ადამიანებისათვის\, ასევე ამ საკითხებით დაინტერესებული პირებისათვის. \nსამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 5 დეკემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-da-diskusia-themaze-ra-aris-da-ra-ar-aris-zhesturi-ena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49238.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T140000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T143751Z
LAST-MODIFIED:20240202T052415Z
UID:10001657-1544018400-1544018400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექცია „PR-ის ფსიქოლოგია“
DESCRIPTION:5 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „პერიტუს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის\, ნინა პერტენავას ლექციაზე „PR-ის ფსიქოლოგია“. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 4 დეკემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია.  \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსის მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:45 საათი \nდრო: 5 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-pr-is-phsiqologia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49316.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T170000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T145705Z
LAST-MODIFIED:20240202T052412Z
UID:10001656-1544029200-1544029200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ცხოველებში გავრცელებული დაავადებები – ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. \n5 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარი სოსო ბოჭორიშვილი წაიკითხავს ამ კურსის მეხუთე ლექციას თემაზე: „ცხოველებში გავრცელებული დაავადებები – ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“. \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nცხოველებში გავრცელებული დაავადებების – ლეიშმანიოზისა და დემოდეკოზის ისტორია და სახეობები;\nდემოდეკოზის ფორმები და მათი დიაგნოსტიკა;\nდაავადებების გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები;\nდაავადებათა კონტროლი\, პრევენცია და მკურნალობა;\nსაერთაშორისო ღონისძიებები.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 5 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tskhovelebshi-gavrtselebuli-daavadebebi-leishmaniozi-da-demodekozi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49318.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181205T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181205T190000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181130T064209Z
LAST-MODIFIED:20240202T052409Z
UID:10001655-1544036400-1544036400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: „როგორ ვმართავთ ფსიქიკურ აშლილობებს?“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი აგრძელებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“. \n5 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „როგორ ვმართავთ ფსიქიკურ აშლილობებს?“. \nმომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკური აშლილობების მართვის თანამედროვე მიდგომებზე\, მოდელებსა და მეთოდებზე\, კერძოდ\, დაავადებების ფარმაკოლოგიურ მკურნალობაზე\, ფსიქოლოგიურ თერაპიებზე\, ბიოფსიქოსოციალურ მიდგომაზე დაფუძნებული მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სპეციფიკაზე\, სათემო სერვისების ისეთ ფორმებზე\, როგორებიცაა მობილური გუნდები და სხვ. ასევე გაიმართება მსჯელობა საქართველოში დღეისათვის არსებული მკურნალობისა და ფსიქოსოციალური ზრუნვის შესაძლებლობებზე\, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე\, მათ ხელმისაწვდომობაზე\, შესაბამის მიღწევებზე\, გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე. \n\nდრო: 5 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saubrebi-phsiqikur-janmrthelobaze-rogor-vmarthavth-phsiqikur-ashlilobebs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49272.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T085852Z
LAST-MODIFIED:20240202T052406Z
UID:10001654-1544115600-1544115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ კინოჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კინოკლუბის კინოჩვენებასა და დისკუსიაზე. \n„მე გადავცურე ენგური“ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის\, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე\, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად ქცეული ოკუპაცია. \nფილმში მოთხრობილია ნამდვილი ისტორიები იმ ბარიერებზე\, რომელთა გადალახვაც ადამიანებს სახლში\, აფხაზეთში\, დასაბრუნებლად უწევთ. ზოგი ბარიერი ბუნებრივია\, მაგალითად\, მდინარე ენგური\, ზოგიც – ხელოვნური\, მაგალითად\, რუსი სამხედროების მიერ შექმნილი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. \nფილმში მთხრობელი თავად რეჟისორია\, რომელმაც 4 წლისამ ომში დაკარგა სახლი და ახლა ფარულად ცდილობს მის მოძებნას. \nსპიკერი: ანუნა ბუკია\, რეჟისორი \nმოდერატორი: თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი \nდრო: 6 დეკემბერი\, 17:00-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dokumenturi-philmis-me-gadavtsure-enguri-kinochveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49339.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181206T170000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T091445Z
LAST-MODIFIED:20240202T052355Z
UID:10001653-1544115600-1544115600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:6-11 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეული გაიმართება. \nკვირეული ყოველწლიურად დეკემბერში ეწყობა. მისი მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური გაცვლა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვირეულის ფარგლებში არაერთ ღონისძიებას გამართავს. \nღონისძიებების განრიგი:\n\n➤დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ კინოჩვენება და დისკუსია\n\n„მე გადავცურე ენგური“ ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის\, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმია. ამბავი იმაზე\, თუ როგორ აქრობს სახლისა და სიმშვიდის შეგრძნებას ადამიანებისთვის დაღად ქცეული ოკუპაცია. \nფილმში მოთხრობილია ნამდვილი ისტორიები იმ ბარიერებზე\, რომელთა გადალახვაც ადამიანებს სახლში\, აფხაზეთში\, დასაბრუნებლად უწევთ. ზოგი ბარიერი ბუნებრივია\, მაგალითად\, მდინარე ენგური\, ზოგიც – ხელოვნური\, მაგალითად\, რუსი სამხედროების მიერ შექმნილი მავთულხლართები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. \nფილმში მთხრობელი თავად რეჟისორია\, რომელმაც 4 წლისამ ომში დაკარგა სახლი და ახლა ფარულად ცდილობს მის მოძებნას. \nსახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/KN5oYw \nდრო: 6 დეკემბერი\, 17:00 -19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზის სამუშაო სივრცე (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია \n\n➤ღია გაკვეთილი: „ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს\, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ \n„ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს\, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა\, რომლის მიზანიც მათთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობაა. \nღონისძიებაზე მოსწავლეები შეძლებენ სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად განიხილონ ადამიანის სიცოცხლის\, თავისუფალი გადაადგილების\, სიტყვის თავისუფლების\, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები\, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის საშუალებებზე\, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში. \nვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/GPMnKu \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32) \nღონისძიებაზე დასწრებას მოსწავლეების გარდა შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტებიც. ამისთვის სტუდენტებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა. \n\n➤ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკის გახსნა \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლის კლინიკა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (USAID/PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა. \nკლინიკის მისიაა სამართლებრივი ცოდნის შექმნა\, გადაცემა\, გამოყენება\, სტუდენტებისთვის საკონსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სწავლების თეორიული\, პრაქტიკული და საადვოკატო უნარ-ჩვევების გამომუშავება\, იურიდიული აზროვნების განვითარება და ღირებულებების ჩამოყალიბება. \nკლინიკა ორი მიმართულებით მუშაობს\, ესენია: ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სამართალი. მისი მიზანია\, გააღრმაოს სტუდენტებში ადამიანის უფლებების\, როგორც უზენაესი ღირებულებების\, პატივისცემა და ხელი შეუწყოს საკოსტიტუციო სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში სამართალწარმოების განვითარებას. \nვრცელი ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ხელმისაწვდომია ბმულზე: https://goo.gl/UUcXmC \nდრო: 11 დეკემბერი\, 17:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ადამიანის უფლებებისა და საკონსტიტუციო სამართლისა კლინიკა (A410)\, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adamianis-uphlebatha-sauniversiteto-kvireuli-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49320.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T090000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181206T203206Z
LAST-MODIFIED:20240202T052353Z
UID:10001652-1544173200-1544173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სკოლების გამოფენაზე
DESCRIPTION:7-8 დეკემბერს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ პირველად ჩატარდება სკოლების გამოფენა. \nმეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოფენის სხვადასხვა სივრცეში დამთვალიერებლებს შემეცნებით-გასართობ ინტერაქტიულ სამეცნიერო აქტივობებს შესთავაზებს. \nპროგრამა გათვლილი იქნება ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის  დამთვალიერებლებისთვის. \nთქვენ გექნებათ შესაძლებლობა: \n\nილიაუნის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებებისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის სტენდთან 3D გამოსახულებითა და VR ტექნოლოგიებით დააკვირდეთ მსოფლიოს დიდ მიწისძვრებს; საქართველოს მიწისძვრებსა და საქართველოში დედამიწის ქერქის სიჩქარული ველის რუკას; წყალმოვარდნის მოდელირებას თბილისის სხვადასხვა უბნისთვის; გაეცნოთ სეისმური და გეოფიზიკური აპარატურის მუშაობის პრინციპებს რეალურ მაგალითზე. სტენდზე წარმოდგენილი იქნება გეოლოგიური ნიმუშები და მიკროსკოპი\, რომლის საშუალებითაც გაეცნობიან\, როგორია მინერალი ბუნებაში და მისი რეალური შინაგანი სტრუქტურა მიკროსკოპში.\nილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და საინჟინრო ფაკულტეტის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სივრცეში ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები გათამაშებენ მინიბოტთან\, რომელსაც ესმის ფერების ენა; დაგაპროგრამირებინებენ ვარსკვლავური ომების დროიდს; სტენდთან გაერკვევით მიკროკონტროლერის მუშაობის მექანიზმში და შექმნით ფსევდოთერემინს; დაგახატინებთ სათამაშო ბოტს; ერთმანეთს შეაჯიბრებთ სენსორებიან მანქანებს.\nესტუმროთ პლანეტარიუმს\, რომელშიც ილიაუნის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი თამარ ჭაღიაშვილი დამთვალიერებლებს გააცნობს მზის სისტემას (პლანეტებს\, ასტეროიდებს\, კომეტებს\, მზეს) და ახსნის თითოეული მათგანის ბუნებას; გალაქტიკა – ვისაუბრებთ გალაქტიკის მახასიათებლებზე\, დიდსა თუ მცირე ვარსკვლავებზე\, ვარსკვლავების დაბადებასა და გაქრობაზე\, ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე; გალაქტიკათშორისი სივრცე – სხვადასხვა გალაქტიკებს და\, ზოგადად\, სამყაროს სტრუქტურას. პლანეტარიუმში ასევე ვისაუბრებთ სამყაროს წარმოშობაზე.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები და სტუდენტები შესაძლებლობას მოგცემენ ჩაერთოთ არქეოლოგიური გათხრების იმიტაციაში. „დაამუშავებთ“ აღმოჩენილ ნივთებს; მიიღებთ მონაწილეობას სახალისო კონკურსებში.\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრომო სტენდზე კი წარმოდგენილი იქნება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab Iliauni) და კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (GameLab Iliauni) – შესაძლებლობა გექნებათ\, 3D პრინტერზე დაბეჭდოთ სხვადასხვა ნივთი და 3D სკანერზე დაასკანეროთ ობიექტები. ასევე სტენდზე წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ფაბლაბში დამზადებული სხვადასხვა ნივთი და პროექტი.\nაქვე საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის\, ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები სტუმრებს შესაძლებლობას მისცემენ მონაწილეობა მიიღონ სახალისო ქიმიური ცდების მომზადებაში და ექსპერიმენტების მონაწილეებს დააჯილდოებენ დამწყები ბიოქიმიკოსის სერტიფიკატით;\n\nილიაუნის სივრცეში გამოფენის მსვლელობის პარალელურად ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანებული სკოლებიდან მოსწავლეების ჯგუფები წარმოგიდგენენ სახალისო-სამეცნიერო ექსპერიმენტებს. სტენდთან 20-ზე მეტი სკოლა იქნება წარმოდგენილი. ექსპერიმენტების პარალელურად ისინი დამთვალიერებლებს აუხსნიან ექსპერიმენტების თავისებურებებს და მათაც ჩართავენ აქტივობებში. \nრაც მთავარია\, არ დაგავიწყდეთ\, რომ 7-8 დეკემბერს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მოეწყობა ილიაუნის აუდიტორია\, რომელშიც შეძლებთ: \n\nდაესწროთ ილიაუნის STEM (Science\, Technology\, Engineering\, Math) აკადემიაში წამყვანი მეცნიერებისა და მკვლევრების მოხსენებებს.\nასევე ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორები მოგცემენ სასარგებლო რჩევებს მომავლის პროფესიებზე.\n\nგელოდებით და არ დაგავიწყდეთ\, რომ #მეცნიერებასახალისოა. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universiteti-skolebis-gamophenaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49344.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T160000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181204T110635Z
LAST-MODIFIED:20240202T052350Z
UID:10001651-1544198400-1544198400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო გიწვევთ ფლორიან მიულფრიდის საჯარო ლექციაზე „უნდობლობის მომენტები სამხრეთ კავკასიაში“. \nფლორიან მიულფრიდის ლექცია მნიშვნელოვანწილად დაფუძნებული იქნება უნდობლობის ამსახველ ეთნოგრაფიულ მასალებზე\, რომლებიც ძირითადად შეგროვებულია აფხაზეთში\, კავკასიაში არსებულ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. აფხაზეთის საერთაშორისო არაღიარების გამო უნდობლობა დიდწილად ყოველდღიური ცხოვრების არსებითი და განუყოფელი ნაწილია. უნდობლობა კი გარდაიქმნება წარმოდგენად\, თითქოს რაღაც დაფარულია ზედაპირს მიღმა\, მაგალითად\, ფარული დღის წესრიგი. ეს ეჭვი აღვივებს შეთქმულების თეორებს\, მაგრამ\, ამავე დროს\, საშუალებას იძლევა\, მიიღო ის ადამიანები\, რომელთაც არ ენდობი და რომელთაგანაც თავის დაღწევაც შეუძლებელია. ურთიერთსაწინააღმდეგო მასალები საქართველოდან აჩვენებს\, რომ უნდობლობა ფასადების მიმართ შესაძლოა საპირისპირო აზრსაც გულისხმობდეს: ფასადებს მიღმა სხვა არაფერია. \nმომხსნებლის შესახებ\nსოციალური ანთროპოლოგი ფლორიან მიულფრიდი ოც წელზე მეტია მუშაობს კავკასიის\, განსაკუთრებით კი საქართველოს საკითხებზე. მას ეკუთვნის მონოგრაფიები: „უნდობლობის სქემები: გლობალური პერსპექტივა“ (გამოიცემა უახლოეს მომავალში)\, „სახელმწიფო და სახელმწიფოდ ჩამოყალიბება მაღალმთიან საქართველოში (2014) და „პოსტსაბჭოთა დღესასწაული: ქართული ბანკეტი გარდამავალ პერიოდში“ (2006\, გერმანულ ენაზე); იგი „უნდობლობა: ეთნოგრაფიული მიახლოებითი მნიშვნელობების“ რედაქტორია (2018)\, წიგნის „წმინდა ადგილები\, ახალი სივრცეები: რელიგიური პლურალიზმი პოსტ-საბჭოთა კავკასიაში (2018) – თანარედაქტორი ციპილმა დარიევასა და კევინ ტუიტესთან ერთად და გამოცემის „საბჭოთა პერიოდის ანთროპოლოგია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ (2012) თანარედაქტორი სერგეი სოკოლოვსკისთან ერთად. \nდრო: 7 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-undoblobis-momentebi-samkhreth-kavkasiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49325.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T092607Z
LAST-MODIFIED:20240202T052343Z
UID:10001649-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანთროპოლოგ ანდრეა ვაისის კვლევის წარდგენა
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ანთროპოლოგიური კვლევითი სემინარების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C318 აუდიტორიაში ანთროპოლოგი ანდრეა ვაისი წარადგენს კვლევას „საზღვრისპირა პრაქტიკა აფხაზეთსა და აჭარაში თურქეთის როლის გათვალისწინებით: ტრანსსასაზღვრო პროცესები და პოლიტიკური სივრცის (რე)კონფიგურაცია კავკასიაში“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 დეკემბერი\, 19.00 საათი \nადგილმდებარეობა: C318 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anthropolog-andrea-vaisis-kvlevis-tsardgena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49306.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181206T122430Z
LAST-MODIFIED:20240202T052339Z
UID:10001648-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეშვიდე ქება
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეშვიდე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameshvide-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T190000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181206T123436Z
LAST-MODIFIED:20240202T052336Z
UID:10001647-1544209200-1544209200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გამოფენა „მდგომარეობებს შორის / IN-BETWEEN CONDITIONS“
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს „მდგომარეობებს შორის“. \nტექნოლოგიური განვითარების არნახულმა ტემპმა\, კომუნიკაციების დღემდე წარმოუდგენელმა შესაძლებლობებმა და ინფორმაციის სიჭარბემ გლობალური პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ახალი კონტურები ჩამოაყალიბა. ადამიანის ცხოვრების ახალი მდგომარეობების გაჩენა ახალ მითოლოგიებსა და ნარატივებს ქმნის. შესაბამისად\, ტექნოლოგიური განვითარების მასშტაბი სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში ახალ მანიპულაციათა შესაძლებლობებს ქმნის. ამ პროცესების ლოგიკური თანმდევია ახალი შემოქმედებითი მანიფესტაციების სიმრავლეც. \nგამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ადგილობრივ კონტექსტში მაორიენტირებელ ამოცანას ისახავს მიზნად\, ცდილობს\, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ\, რა არის ის მდგომარეობები\, რომლებშიც ვარსებობთ\, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები\, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება. რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედიახელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს მიმდინარე სოციოპოლიტიკურ კონტექსტთან? \n„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით ნასაზრდოებ კულტურულ იმპულსებს ასახავს. გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკების საშუალებით ცდილობს\, ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს\, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი. \nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი ავტორების ნამუშევრები:\nგიო სუმბაძე\, გიორგი მაღრაძე\, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი\, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე\, ვატო წერეთელი\, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი\, თამარ გურგენიძე\, თორნიკე ქარჩხა\, ჯასპერ ფუნგი\, ლადო ლომიტაშვილი\, ლადო ონიანი\, მამუკა ჯაფარიძე\, მანუჩარ ოქროცვარიძე\, ნიკა მაჩაიძე\, ნიკოლოზ კაპანაძე\, სანდრო სულაბერიძე\, ტილდა ჯორჯი\, InChina Collective: გოჩა ჟღენტი\, ივეტა ჩხიკვაძე\, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი\, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე\, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე\, რამაზ ბაბლუანი\, გვანცა ბერძენიძე\, ბარაგალო\, ელენე გაბრიჩიძე\, დიმა დადიანი\, სკოტ მაკოლაკი. \nკურატორები: ხატია ჭოხონელიძე\, გიორგი სპანდერაშვილი\, ვატო ურუშაძე \nKHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე კლუბის ახალი პლატფორმაა. კლუბის მესამე სართულზე მდებარე მულტიდისციპლინური ფორმატის საგამოფენო დარბაზის მიზანია ახალი სახელოვნებო იმპულსების სინთეზით ელექტრონული მუსიკის აუდიტორიასა და სხვადასხვა შემოქმედებით მიმართულებებს შორის უნიკალური გადაკვეთის წერტილის შექმნა. „მდგომარეობებს შორის” სივრცის პირველი გრძელვადიანი საგამოფენო პროექტია. \nგამოფენის პარალელურად სამი თვის განმავლობაში გაიმართება ცოცხალი პერფორმანსები\, ჩვენებები\, ვორკშოპები და პრეზენტაციები. \nპროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები: \nსაქართველოს განათლების\, მეცნიერების\, კულტურისა და სპორტის სამინისტრო\, ქალაქ თბილისის მერია\, გოეთეს ინსტიტუტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო\, შემოქმედებითი საქართველო\, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი – თბილისი\, ვიდეოხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების არქივი\, Georgia Today\, არტარეა\, ჯეოლაბი\, 9 მთა\, marketer.ge\, on.ge \nგამოფენა ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ღია ყოველ სამშაბათს\, 15:00-დან 20:00 საათამდე. ის ასევე იმუშავებს კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად პარასკევსა და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებებზე დამსწრე აუდიტორიისთვის) და წინასწარი შეთანხმებით. \nსაკონტაქტო ინფორმაცია:\n+995 577 935 032 / +995 593 750 076 / +995 558 900 400\n✉ inbetweenconditons@gmail.com \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:00 საათი \nმისამართი: ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი\, მარჯვენა სანაპირო / https://goo.gl/maps/CFyi9wUPPR72\n0160 თბილისი \nდასწრება თავისუფალია 19:00 -23:00 საათამდე \n  \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gamophena-mdgomareobebs-shoris-in-between-conditions/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49341.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181207T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181207T193000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181122T134600Z
LAST-MODIFIED:20240202T052332Z
UID:10001646-1544211000-1544211000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ – ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია და ვორკშოპი
DESCRIPTION:7 დეკემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 დარბაზში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ილიაუნის მუსიკის ცენტრისა და საქართველოს ორფის ასოციაცია „ჯეორფის“ ერთობლივი პროგრამის „მუსიკა ბავშვის განვითარებისთვის“ პრეზენტაცია. \nპრეზენტაცია მიზნად ისახავს\, დამსწრე საზოგადოებას გააცნოს კარლ ორფის მიერ შემუშავებული და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული მუსიკის სწავლების სისტემა\, რომელიც ამჟამად გამოიყენება ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში აუტისტური სპექტრის ბავშვებთან მუშაობის პროცესში. \nპრეზენტაცია დასრულდება ვორკშოპით\, რომელსაც ექნება იმპროვიზებული კონცერტის ფორმა – მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ/დააკვირდენ კარლ ორფის ინსტრუმენტებით მუზიცირების პროცესს და გაეცნონ აღნიშნულ მეთდოლოგიას. \nგანრიგი \n19:30-19:35 – ღონისძიების გახსნა \nქეთევან ლაკირბაია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი \n19:35-19:45 – თემა: ორფის მეთოდოლოგია \nმომხსენებლები: ეკა ჩუბინიძე\, მაკა ჩაჩხიანი\, კარლ ორფის ასოციაცია \n19:45-19:55 – თემა: ორფის მეთოდოლოგიის მნიშვნელობა ბავშვის განვითარებისთვის მომხსენებელი – ია იაშვილი\, ფსიქოლოგი\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი \n19:55-20:05 – თემა: მუსიკის ცენტრის როლი პროგრამაში \nმომხსენებელი – მარინე ადამია\, ილიაუნის მუსიკის ცენტრი \n20:05- 20:15 – თემა: მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაში ორფის მეთოდოლოგიის ინტეგრირება \nმომხსენებელი – ქეთევან შენგელია\, ილიაუნის მუსიკის ცენტრი \n  \nდრო: 7 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/musika-bavshvis-ganvitharebisthvis-bavshvis-ganvitharebis-institutis-iliaunis-musikis-tsentrisa-da-saqarthvelos-orphis-asotsiatsia-jeorphis-erthoblivi-proeqtis-prezentatsia-da-vorkshopi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49101.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181208T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181208T110000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T133316Z
LAST-MODIFIED:20240202T052326Z
UID:10001645-1544266800-1544266800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“
DESCRIPTION:8 დეკემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ევროპული საბუნებისმეტყველო მასწავლებელთა ქსელის „Science on Stage“-ის ეგიდით პედაგოგებისა და განათლების სპეციალისტებისთვის გაიმართება პირველი ეროვნული ფესტივალი „მეცნიერება მთავარ როლში“. მისი ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS – „Science on Stage“-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. \nფესტივალის დევიზია „მასწავლებლები მასწავლებლებისთვის“. მასზე საუკეთესო პროექტის წარმდგენი ოთხი მასწავლებელი საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს  „Science on Stage“-ის საერთაშორისო ფესტივალში\, რომელიც 2019 წელს პორტუგალიაში გაიმართება. \nდრო: 8 დეკემბერი\, 11.00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirveli-erovnuli-phestivali-metsniereba-mthavar-rolshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49314.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181208T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181208T150000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181207T124054Z
LAST-MODIFIED:20240202T052322Z
UID:10001644-1544281200-1544281200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს იმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ\, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში. \n10 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი“. \nლექციას გაუძღვებიან toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი\, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი\, ფრილანსერი სანდრო დოლიძე. \nმომხსენებლები სტუდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას – როგორ დაიწყეს მუშაობა დისტანციურად\, როგორ შეძლეს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კარგი ანაზღაურების მიღება და\, რაც მთავარია\, საკუთარი ცხოვრების სტილი გახადეს ისეთი\, როგორზეც ოცნებობდნენ. \nთემები: \n\nრატომ გადავწყვიტეთ ფრილანსერობა;\nროგორ გავხდით ფრილანსერები;\nდროის მართვის მეთოდი – Pomodoro-ს ტექნიკა;\nრატომ უნდა ვიცოდეთ ჩვენი სუსტი მხარეები.\n\nკვირეულში აქტიურად მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან ზამთრის გასვლითი სკოლის საგზურებითა და სიმბოლური საჩუქრებით. \nდრო: 8 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rogor-gavkhde-tsarmatebuli-phrilanseri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49349.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T090000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181207T112013Z
LAST-MODIFIED:20240202T052319Z
UID:10001643-1544432400-1544432400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ცხოვრების კვირეული
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს გაიმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ\, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში. \nკვირეულში აქტიურად მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან ზამთრის გასვლითი სკოლის საგზურებითა და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით. \n10 დეკემბერი \n\nროგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი\n\n15:00-17:00 – toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი\, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი\, ფრილანსერი სანდრო დოლიძე სტუდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას – რატომ გადაწყვიტეს ფრილანსერობა\, როგორ დაიწყეს მუშაობა დისტანციურად\, როგორ შეძლეს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კარგი ანაზღაურების მიღება და\, რაც მთავარია\, საკუთარი ცხოვრების სტილი გახადეს ისეთი\, როგორზეც ოცნებობდნენ. \nE207 \n\nლიტერატურული კლუბი – „მოწითალო და მოშავო“\n\n19:00-20:00 – მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს კრებულის „მოწითალო და მოშავო“ შესახებ. „მოწითალო და მოშავო“ ლიტერატურული ექსპერიმენტია და სამ თემატურ ნაწილადაა დაყოფილი.\nდამატებითი ინფორმაციისათვის: https://goo.gl/PXy5Ht \nწიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)  \n  \n\n11 დეკემბერი \n\nჩემპიონატი ბოულინგში (4vs4) – 2018\n\n11:00-16:00 – ბოულინგის შიდაჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. თითოეულ გუნდში წევრთა რაოდენობაა 4. ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ 9 დეკემბრამდე შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/mmNX6vJh44e5cdEN2 . დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე: https://goo.gl/ZxmeAK\nგამარჯვებულ გუნდს გადაეცემა საგზური ილიაუნის ზამთრის სკოლაში. \nბოულინგ ბარი „Ballroom“ (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი”) \n  \n\nილიაუნი – ბათუმის საზღვაო აკადემია\n\n17:00-18:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია სპორტის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში. ჩვენი ფუტსალის გუნდი ამ სეზონზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მერვედფინალში ილიაუნი ბათუმის საზღვაო აკადემიას ხვდება. მატჩის მნიშნელობიდან გამომდინარე გულშემატკივართა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. გთხოვთ\, მობრძანდეთ და უქომაგოთ ჩვენს გუნდს! \nთბილისის ოლიმპიური სასახლე\, უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა \n\n\nკომიქსები – Stan Lee\n\n18:00-19:30 – სანდრო გვინდაძე\, ილიაუნის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტი და მედიაპლატფორმა “ThroughTheNews”-ის კრეატიული მენეჯერი\, ისაუბრებს კომიქსებზე\, როგორც თხრობის ინსტრუმენტზე. ასევე მიმოიხილავს სტენ ლის შემოქმედებას და სხვა საინტერესო საკითხებს. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n19:30-22:00 – კომიქსების თემის განხილვის შემდეგ გაიმართება ფილმის “The Avengers” (2012) ჩვენება. ფილმმა შეძლო ის\, რაც მანამდე ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა – მარველის სხვადასხვა სუპერგმირის დიდ ეკრანზე გაერთიანება. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კომიქსებზე ფილმების გადაღების ბუმი. “The Avengers”-ის დამსახურებაა მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს არსებობა და განვითარება. თითქმის ყველა გმირი კი სტენ ლის შექმნილია. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n\n\n12 დეკემბერი \n\nუნიმარკეტი #ლუკასთვის\n\n12:00-17:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარ სპეციალისტს\, 23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს\, დაუდგინდა მწვავე ლეიკემია და ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა\, რომლის ღირებულებაც არის 75000$.\nუნიმარკეტში მონაწილეობა და ნივთების გასაყიდად მოტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. უნიმარკეტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ლუკას გამოჯანმრთელებას. \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/dE8wT9 \nA კორპუსის წინ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32); \n\nსამაგიდო თამაშები\n\n14:00-20:00 – ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება მოსვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ\, როგორ ავითარებს სამაგიდო თამაშები სტრატეგიულ\, ვერბალურ თუ სხვა უნარებს. ამასთან გექნებათ საშუალება\, ითამაშოთ: \n\ngame of thrones\nepic spell wars\none night\nkemet\nshogun\ncatan\nsabatior\nterra mistica\nwarewolf\navalon\nდა სხვა\n\nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n\n  \n13 დეკემბერი \n\nინტელექტუალური თამაში – Jeopardy\n\n13:00-15:00 – Jeopardy ამერიკული სატელევიზიო ინტელექტუალური თამაშია\, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს. თვითონ სიტყვა Jeopardy ნიშნავს რისკს; სიტუაციას\, როდესაც ყველაფერი მხოლოდ სუბიექტზეა დამოკიდებული; თანაბარ შანსებს; მომენტს თამაშში\, როდესაც გამარჯვებისა და დამარცხების შანსი ერთი და იგივეა;\nსტუდენტებს საშუალება ექნებათ\, მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ თამაშში\, გამოიჩინონ თავი და მიიღონ სამახსოვრო და ღირებული პრიზები. \nB201 \n\n  \n14 დეკემბერი \n\nGiovanni Morra – ბრენდის ხასიათი\n\n19:00-20:00 – Storytelling\, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს\, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის ავტორებმა მომხმარებელთან საკომუნიკაციო სტრატეგიის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს და შექმნეს ბრენდის ვირტუალური სახე – ჯოვანი მორა\, თავისუფალი და უშუალო პერსონაჟი\, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ შეხედულებას მისთვის მნიშვნელოვან თემებზე. \nკომპანიის დამფუძნებელი ნათია სვანიძე გესაუბრებათ თემაზე: როგორ გადმოვცეთ ბრენდის ხასიათი. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n\nპავლე გაბრიჭიძე – ბრენდის შენება სოციალურ მედიაში\n\n20:00-21:00 – პროექტ “ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში” ფარგლებში Leavingstone-ის სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე ისაუბრებს ბრენდის შექმნის/შენების სპეციფიკასა და პრინციპებზე სოციალურ მედიაში. \nახალი სტუდენტური სივრცე \n  \n\nCannes Lions – International Festival of Creativity\n\n21:00-21:30 – კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება. პავლე გაბრიჭიძე და ნათია სვანიძე ისაუბრებენ ფესტივალზე\, მის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე\, რომელიც კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღეს. \nახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n\n  \n15 დეკემბერი \n\nსტუდენტური ცხოვრების ფორუმი\n\n12:00-15:00 – ილიაუნის სტუდენტებისათვის იმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი\, რომელში მონაწილეობასაც იღებენ ილიაუნის სტრუქტურული ერთეულები და სტუდენტური კლუბები. თუ გსურს\, მიიღო ინფორმაცია იმ სერვისებზე\, რომელთაც ილიაუნი სთავაზობს სტუდენტებს ან/და გაიგო იმ კლუბების შესახებ\, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის\, აქტიურად ჩაერთო მათ საქმიანობაში და იყო აქტიური სტუდენტი\, მოდი ფორუმზე! \nB201 \n\n\nILIAUNI Startup Market\n\n14:00-17:00 – ილიაუნიში ყოველწლიურად არაერთი სტუდენტი იწყებს საკუთარ სტარტაპს. თუ გსურს\, გაიგო\, რა შესაძლებლობებს გთავაზობთ FABLAB ILIAUNI და პრეაქსელერატორი Zoomout\, რა სახის პროდუქციის დამზადება შეგიძლია და როგორ\, მოდი სტარტაპგამოფენაზე და გაიცანი ილიაუნის სტარტაპერები. \nA კორპუსის შიდა ეზო\, თეატრის წინ \n\n\nილიაუნის თეატრი – ბრაიან ფრილის „თარგმანები”\n\n20:00-21:45 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლია\, რომელშიც მოქმედება ვითარდება 1833 წელს ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგში. სპექტაკლში ჟღერს ეზიო ბოსოს\, სებასტიან ზავადსკის\, ჯონათონ ლის მუსიკა და კონსტანტინე ეჯიბაშვილის სპექციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკალური თემა.\nსტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში სპექტაკლზე დასწრება შეეძლება პირველ 100 დარეგისტრირებულ სტუდენტს. რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს\, 10 დეკემბერს\, 11:00 საათზე. 30 ბილეთი კი სხვადასხვა აქტივობაში ჩართულ სტუდენტებს გადაეცემათ. \nილიაუნის თეატრი \n\n\n\n16 დეკემბერი \n\nილიაუნი – პსპ\n\n18:00-19:00 – ილიაუნის ნაკრები მონაწილეობას იღებს პროფესიონალური ფუტსალის ლიგა 2-ში. 6 გუნდიდან შემდეგ ეტაპზე გადის პირველი 4 და თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია\, ამიტომ მოგიწოდებთ\, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. აღნიშნულ ლიგაში ილიაუნის 2-დან 1 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს. \nთბილისის ოლიმპიური სასახლე\, უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა \n\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nstudent.affairs@iliauni.edu.ge\n032 2 22 00 09 (270)\, \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-tskhovrebis-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49348.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181203T090219Z
LAST-MODIFIED:20240202T052316Z
UID:10001642-1544457600-1544457600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ღია გაკვეთილი: „ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – სად იწყება ბოლოს და ბოლოს ადამიანის უნივერსალური უფლებები?
DESCRIPTION:სად იწყება\, ბოლოს და ბოლოს\, ადამიანის უნივერსალური უფლებები? მცირე ადგილებში\, ჩვენი სახლების სიახლოვეს – ისე ახლოს და ისეთ პატარა ადგილებში\, მსოფლიოს ვერც ერთ რუკაზე რომ ვერ მოიძებნება. მაგრამ ცალკეული ადამიანისთვის ეს მთელი სამყაროა; უბანი\, რომელშიც იგი ცხოვრობს; სკოლა ან კოლეჯი\, რომელშიც სწავლობს; ქარხანა\, ფერმა ან დაწესებულება\, სადაც მუშაობს. სწორედ ასეთ ადგილებში ეძიებს კაცი\, ქალი თუ ბავშვი თანაბარ სამართლიანობას\, თანაბარ შესაძლებლობებს\, თანაბარ ღირსებას დისკრიმინაციის გარეშე. თუ ამ უფლებებს აქ არ ენიჭება საკმარისი მნიშვნელობა\, მაშინ არც სხვაგან მიენიჭება. თუ მოქალაქეებმა შეთანხმებული ქმედებით არ განამყარეს ეს უფლებები თავიანთ სახლებთან ახლოს\, მაშინ პროგრესის მოლოდინი დიდ სამყაროშიც ამაო იქნება.\nელენორა რუზველტი \n„ადამიანის უფლებათა გაკვეთილი – ბოლოს და ბოლოს\, სად იწყება ადამიანის უნივერსალური უფლებები?“ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის დაგეგმილი ღონისძიებაა\, რომლის მიზანიც მათთვის ადამიანის ძირითადი უფლებების გაცნობაა. \nღონისძიებაზე მოსწავლეები შეძლებენ სამართლის სკოლის სტუდენტებთან ერთად განიხლონ ადამიანის სიცოცხლის\, თავისუფალი გადაადგილების\, სიტყვის თავისუფლების\, განათლებისა და სხვა ძირითადი უფლებები\, ისაუბრონ მათი დაცვის მნიშვნელობასა და დაცვის საშუალებებზე\, დასვან მათთვის საინტერესო შეკითხვები და ჩაერთონ დისკუსიაში. \nღონისძიება 10 დეკემბერს\, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს\, გაიმართება.\nღონისძიების დასასრულს მონაწილეები შეძლებენ ნახონ მურალი (კედლის მხატვრობა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის ავტორის\, ელენორ რუზველტის გამოსახულებით\, რომელიც ილიაუნისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის თანამშრომლობით ილიაუნის ერთ-ერთ კედელზე მოიხატა\, და გაიგონ უფრო მეტი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციაზე\, რომელსაც 2018 წელს 70 წელი უსრულდება.\nმათ ასევე დაურიგდებათ ჩანთები ამავე მურალის გამოსახულებით. \nთემები და სპიკერები: \nსიცოცხლის უფლება – თამარ კაპანაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი; \nგანათლების უფლება – მარიამ მელქაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი; \nსიტყვის თავისუფლება – ნანო ლიპარტია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nრა უნდა ვიცოდეთ ჩვენს უფლებებზე პოლიციასთან ურთიერთობისას – მარიამ ჯიქია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nადამიანები შეზღუდული შესაძლებლობებით – ხათუნა ცენტერაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nადამიანის ძირითადი უფლებები სასკოლო პროგრამის ლიტერატურულ ნაწარმოებებში – ფოკი ფაჩულია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი; \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები: თამარ გურჩიანი და ვახუშტი მენაბდე \n  \nდრო:10 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი \nადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32) \nღონისძიებაზე დასწრებას მოსწავლეების გარდა შეძლებენ დაინტერესებული სტუდენტებიც. ამისთვის საჭიროა სტუდენტებმა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.\n \n*სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კვირეულის სრული განრიგი. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghia-gakvethili-adamianis-uphlebatha-gakvethili-sad-itsqheba-bolos-da-bolos-adamianis-universaluri-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49340.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T160000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181205T065818Z
LAST-MODIFIED:20240202T052312Z
UID:10001640-1544457600-1544457600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, ორშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში სახალხო დამცველის აპარატთან ერთად ადამიანის უფლებების დღის აღსანიშნავად გამართავს საჯარო შეხვედრას „საუბრები ადამიანის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“. \nთანასწორობა\, მრავალფეროვნება და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა განხილული იქნება სხვადასხვა ჭრილში\, მათ შორის: ლიტერატურის\, ფსიქოლოგიის\, კინემატოგრაფიის და ახალგაზრდული აქტივიზმის კონტექსტში.\nშეხვედრას გახსნის საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.\nმოდერატორი – სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. \nმღვდელი გიორგი წეროძე ისაუბრებს თანასწორობის ცნებაზე ქრისტიანულ კონტექსტში; ლიტერატურათმცოდნე დავით გორგილაძე განიხილავს\, როგორაა წარმოდგენილი თანასწორობა და მრავალფეროვნება ქართულ ლიტერატურაში; კინომცოდნე თეო ხატიაშვილის მოხსნება შეეხება ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფიაში არსებულ სიძულვილის ენასა და სტერეოტიპებს\, როგორ შეიძლება კინემატოგრაფში სიძულვილის ენის დაძლევა; ფსიქოლოგი მაია ცირამუა კონკრეტულად მიმოიხილავს დისკრიმინაციის ფსიქოლოგიურ ასპექტებს\, მის გამოწვევ ფაქტორებს და მასთან ბრძოლის ინტრუმენტებს; ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი ნარგიზ ჯინჭარაძე მოჰყვება თავის ისტორიას – როგორ შეუწყო ხელი ბოშა ბავშვების ინტეგრაციას ქართულ გარემოში; კამპანიის „არა სიძულვილის ენას“ აქტივისტი მარია ანდრეევა ისაუბრებს თავის გამოცდილებასა და ახალგაზრდების როლზე სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლაში. \nღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჟურნალისტები\, სტუდენტები\, სამოქალაქო საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მათ შესაძლებლობა ექნებათ\, გაუზიარონ მოსაზრებები აუდიტორიას ადამიანის უფლებების\, თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ\, ასევე დატოვონ წერილობითი მესიჯები სპეციალურად შექმნილ ადამიანის უფლებების კედელზე. \nსაკონტაქტო პირი: ნათია ქანთარია\, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.\nელფოსტა: natia.kantaria@coe.int;\nტელეფონი: +995 555 633543; \nღონისძიება „საუბრები ადამინის უფლებებზე: თანასწორობა მნიშვნელოვანია“ ორგანიზებულია თანამშრომლობის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის\, სიძულვილის დანაშაულის და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საქართველოში“ ფარგლებში\, რომელიც ხორციელდება ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საქართველოში. \nსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 10 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saubrebi-adamianis-uphlebebze-thanastsoroba-mnishvnelovania/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49330.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTSTAMP:20260506T053658
CREATED:20181206T163323Z
LAST-MODIFIED:20240201T123255Z
UID:10001624-1544461200-1544461200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ფედერალისტთა კლუბი სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“. \nკონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში\, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკ გრანტი.\n\nკონფერენცის პირველი ნაწილი დაეთმობა შემდეგ საკითხებს: \n\nამერიკის დამფუძნებელი მამების მოღვაწეობა და პირველი კონსტიტუციის შექმნა;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების იდეის დაბადება – მერბერი მედისონის წინააღმდეგ;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების დამკვიდრება საქართველოში – ისტორიული კონტექსტი და მოქმედი მართლმსაჯულების სიტემა.\n\nმეორე ნაწილი კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარ გადაწყვეტილებებში (1996-2017 წლები) მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტერმინების განმარტებების პრეზენტაციას დაეთმობა. \nკონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან ილიაუნის ფედერალისტთა კლუბის წევრები: მურად შუბითიძე\, ლევან ოსაძე\, ბარბარე მაჭარაშვილი\, მარიამ ხურცილავა\, მაია თოდუა\, თათა ლუაშვილი\, ანუკი ლუაშვილი\, მარიამ ხონელიძე\, ნინო ბორაშვილი\, ხატია სიხარულიძე\, მარიამ სხილაძე\, მარიამ ფორჩხიძე\, გიორგი რურუა\, გალაქტიონ ფახურიძე. \nკონფერენციას მოდერირებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე და ცენტრის მკვლევარი გიორგი მუმლაძე. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება 2%-ით\, დასწრება კი – 1%-ით. \nდრო: 10 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ.: N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-sakonstitutsio-marthlmsajulebis-roli-samarthlis-ganvitharebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181207T064821Z
LAST-MODIFIED:20240201T123252Z
UID:10001623-1544461200-1544461200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ფედერალისტთა კლუბი სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“. \nკონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში\, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკ გრანტი. \nკონფერენცის პირველი ნაწილი დაეთმობა შემდეგ საკითხებს: \n\nამერიკის დამფუძნებელი მამების მოღვაწეობა და პირველი კონსტიტუციის შექმნა;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების იდეის დაბადება – მერბერი მედისონის წინააღმდეგ;\nსაკონსტიტუციო მართლმსაჯულების დამკვიდრება საქართველოში – ისტორიული კონტექსტი და მოქმედი მართლმსაჯულების სიტემა.\n\nმეორე ნაწილი კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარ გადაწყვეტილებებში (1996-2017 წლები) მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტერმინების განმარტებების პრეზენტაციას დაეთმობა. \nკონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან ილიაუნის ფედერალისტთა კლუბის წევრები: მურად შუბითიძე\, ლევან ოსაძე\, ბარბარე მაჭარაშვილი\, მარიამ ხურცილავა\, მაია თოდუა\, თათა ლუაშვილი\, ანუკი ლუაშვილი\, მარიამ ხონელიძე\, ნინო ბორაშვილი\, ხატია სიხარულიძე\, მარიამ სხილაძე\, მარიამ ფორჩხიძე\, გიორგი რურუა\, გალაქტიონ ფახურიძე. \nკონფერენციას მოდერირებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე და ცენტრის მკვლევარი გიორგი მუმლაძე. \n„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება 2%-ით\, დასწრება კი – 1%-ით. \nდრო:10 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-sakonstitutsio-marthlmsajulebis-roli-samarthlis-ganvitharebashi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49345.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T170000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181207T135411Z
LAST-MODIFIED:20240202T052310Z
UID:10001639-1544461200-1544461200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: \,\,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. \n10 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე წაიკითხავს ამ კურსის მეექვსე ლექციას თემაზე: \,\,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“. \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე\, მისი მნიშვნელობა და ამ მოძრაობის ისტორია;\nრა განსხვავებაა ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლასა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას შორის;\nცხოველთა უფლებების დეკლარაცია\, ევროპული კონვენციები\, აქტივიზმის მიღწევები;\nვეგეტარიანიზმისა და ვეგანიზმის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებებში.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 10 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tskhoveltha-kethildgheoba-da-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49350.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181210T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181210T190000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181205T074421Z
LAST-MODIFIED:20240201T123250Z
UID:10001622-1544468400-1544468400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მწერალ ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან შეხვედრაზე. \nალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს კრებულის „მოწითალო და მოშავო“ შესახებ. „მოწითალო და მოშავო“ლიტერატურული ექსპერიმენტია. წიგნი სამ თემატურ ნაწილადაა გაყოფილი: „მოწითალო“\, პოემა პროზაული ჩანართებით\, აღწერს პოეტის ამაღელვებელ\, საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას იტალიაში. ნაწარმოებში ერთმანეთს ერწყმის წარსული იტალია რომის მემკვიდრეობით\, რომელზეც თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია დაშენდა\, და ულტრათანამედროვე\, ბრენდებითა და ტურისტებით სავსე ქალაქები. ორივე იტალიის ქუჩებში იტალიის დიდებულ გმირებთან ერთად გამუდმებით ვხვდებით განსხვავებული ეპოქებიდან და სივრცეებიდან მოსულ ადამიანებს\, მათ შორის ეგნატე ნინოშვილს\, რომელიც\, ერთი შეხედვით\, თითქოს არაფერ შუაშია\, მაგრამ სინამდვილეში ამ ნაწარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს; „და“ მხოლოდ ერთი ლექსია და ერთგვარი ამოვარდნაა მთლიანი კრებულიდან\, განსხვავებული ლირიული ხასიათით ის თითქოს ცალკე დგას და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მკითხველს\, თან\, ამავე დროს\, ორ ნაწილს ერთმანეთთან აკავშირებს; „მოშავო“ ლექსების კრებულია\, რომელიც ქართული რეალობისა და ავტორის პირადი განცდების ასახვას წარმოადგენს. ყოველ ლექსს აქვს ერთი საერთო ნიშანი – უდიდესი გულწრფელობა\, რომლითაც ალექსანდრე ლორთქიფანიძე ჰყვება ხან საკუთარ\, ხან სახელოვან ადამიანთა\, ხანაც უბრალო მოკვდავთა სულისშემძვრელ ამბებს. \nდრო: 10 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mtseral-aleqsandre-lorthqiphanidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49352.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181211T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181211T180000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181211T115055Z
LAST-MODIFIED:20240201T123247Z
UID:10001621-1544551200-1544551200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კომიქსები - Stan Lee
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. \nსტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 11 დეკემბერს\, 18:00-19:30 საათზე\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაგისტრანტი და მედიაპლატფორმა “ThroughTheNews”-ის კრეატიული მენეჯერი სანდრო გვინდაძე ისაუბრებს კომიქსებზე\, როგორც თხრობის ინსტრუმენტზე. ასევე მიმოიხილავს სტენ ლის შემოქმედებას და სხვა საინტერესო საკითხებს. \nკომიქსების თემის განხილვის შემდეგ\, 19:30-22:00 საათზე\, გაიმართება ფილმის ”The Avengers” (2012) ჩვენება. \nფილმმა შეძლო ის\, რაც მანამდე ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა – მარველის სხვადასხვა სუპერგმირის დიდ ეკრანზე გაერთიანება. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კომიქსებზე ფილმების გადაღების ბუმი. ”The Avengers“-ის დამსახურებაა მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს არსებობა და განვითარება. თითქმის ყველა გმირი კი სტენ ლის შექმნილია. \nდრო: 11 დეკემბერი\, 18:00-19:30\, 19:30-22:00 . \nადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/komiqsebi-stan-lee/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49396.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181211T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181211T183000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181205T064838Z
LAST-MODIFIED:20240201T123245Z
UID:10001620-1544553000-1544553000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანტი-სტიგმა კამპანია „დაინახე ყველაფერი“ – შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ანტი-სტიგმა კამპანიის „დაინახე ყველაფერი“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან. \nკამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულებებისა და ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.\nშეხვედრის მიზანია ახალგაზრდებთან დისკუსიის გენერირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების მიმართ საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და სტიგმის შესახებ. შეხვედრას დაესწრებიან UNICEF-ის წარმომადგენები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები\, რომლებიც ისაუბრებენ კამპანიისა და საზოგადოებაში არსებული სტიგმის შესახებ. \nშეხვედრაზე მოსულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ\, შეუერთდნენ ანტი-სტიგმა კამპანიას. მათ საჩუქრად გადაეცემათ კამპანიის ბრენდირებული სამაჯურები წარწერით „მე ვარ ანტი-სტიგმა კამპანიის წევრი“. ასევე ბრენდირებული მეხსიერების ბარათები და სხვ.\nკამპანია „დაინახე ყველაფერი“ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით\, ევროკავშირისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით. \nდრო: 11 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anti-stigma-kampania-dainakhe-qhvelapheri-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49329.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181211T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181211T190000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181210T101820Z
LAST-MODIFIED:20240201T123242Z
UID:10001619-1544554800-1544554800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „თანამედროვე ხელოვნება და საბაზრო ეკონომიკა“
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „თანამედროვე ხელოვნება და საბაზრო ეკონომიკა“.\nმომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ვიზუალური ხელოვნების „პრიმატი“\, სახელოვნებო პროდუქცია და ანაზღაურების მექანიზმები\, წიგნის ლიტერატურული და ეკონომიკური ღირებულება\, ოქროსა და ვერცხლის სემანტიკა პოეზიასა და ეკონომიკაში. \nდრო: 11 დეკემბერი\, სამშაბათი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sajaro-leqtsia-thanamedrove-khelovneba-da-sabazro-ekonomika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/48948.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181212T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181212T100000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181213T063655Z
LAST-MODIFIED:20240201T123240Z
UID:10001618-1544608800-1544608800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა
DESCRIPTION:12-დან 15 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზის მიმდებარე ფოიეში გაიმართება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ფერწერის ნიმუშები (ზეთი\, გუაში\, აკვარელი)\, ნახატები (ფანქარი\, ტუში)\, დაზგური გრაფიკისა და ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული კომპოზიციები. \nგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სტუდენტების ნამუშევრები: ლევან ხარაზიშვილი\, ელენე ქორთუა\, მარიამ შოთნიაშვილი\, მაკა ჭარაქაშვილი\, აითაჯ მამედოვა\, ნინო გრიგოლაია\, ლიკა ღლონტი\, გვანცა ალიმბარაშვილი\, ნანა ტიტვინიძე\, ნინო ხარატიანი\, ლალი გადელია\, აისუნ ხალილოვა\, მარიამ ერგემლიძე\, ლიკა კუკუჭანაშვილი. \nსახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით მსგავსი გამოფენები ყოველ სემესტრში გაიმართება\, რაც ხელს შეუწყობს ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების სტუდენტთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას საუნივერსიტეტო სივრცეში. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakhvithi-da-gamoqhenebithi-khelovnebis-programis-studenttha-namushevrebis-gamophena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49415.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181212T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181212T110000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181211T113830Z
LAST-MODIFIED:20240201T123237Z
UID:10001616-1544612400-1544612400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:12 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 საკონფერენციო დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ორგანიზებით პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაარსებიდან 100 წლისთავის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება გურამ თევზაძის ხსოვნას. \nკონფერენციის განრიგი: \n11:00 – კონფერენციის გახსნა\nმისასალმებელი სიტყვა \n11:00-12:45 – მოდერატორი თამარ ცოფურაშვილი \n11:15 – „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაფუძნება (1918 წლის 26 მაისი)”\nპროფ.\, დოქტ. მალხაზ მაცაბერიძე\, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი \n11:45 – „განგება\, ბედისწერა\, ჩვენ: ნეოპლატონური პარადიგმები პეტრიწსა და პლეთონთან“\nპროფ.\, დოქტ. ლელა ალექსიძე\, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი \n12:15 – „ღვთაებრივი ნათელი ჩვენში პროკლეს „პლატონურ თეოლოგიაში’\nთამარ ხუბულავა\, ფრაიბურგისა (გერმანია) და ფრიბურგის (შვეიცარია) უნივერსიტეტების დოქტორანტი \n12:45 -13:00 – შესვენება (ყავა) \n12:00-13:00 – მოდერატორი გია ბარამიძე \n13:00-13:30 – „არსობრივი მიზეზის თეორია და მისგან გამომდინარე ონტოლოგიური მოდელები: ანალოგიისა და უნივოკაციის მოძღვრებები“\nპროფ.\, დოქტ. თამარ ცოფურაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n13:30-14:00 – „ხმა როგორც chora“\nლაშა მათიაშვილი\, თსუ დოქტორანტი\, სადოქტორო პროგრამა ფილოსოფიაში \n14:00-15:00 – შესვენება\, ხემსი \n15:00-16:30 – მოდერატორი მალხაზ მაცაბერიძე \n15:00-15:30 – „თვითერთის პროკლესეული კონცეფცია”\nანა ქირია \, თსუ დოქტორანტი\, სადოქტორო პროგრამა ბიზანტიურ ფილოლოგიაში \n15:30-16:00 –„ პეტრიწისეული “ტრფიალების” განმარტებისათვის“\nასოც. პროფ. დოქტ. მაკა ლაშხია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n16:00-16:30 – „გურამ თევზაძე როგორც განმანათლებელი“\nპროფ.\, დოქტ. გია ბარამიძე\nკონფერენციის დახურვა და შეჯამება \nდრო: 12 დეკემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiis-institutis-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49393.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181212T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181212T140000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181211T091056Z
LAST-MODIFIED:20240201T123233Z
UID:10001615-1544623200-1544623200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ცხოვრების კვირეული –  სამაგიდო თამაშები
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.\nსტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 12 დეკემბერს\, 14:00-20:00 საათზე\, ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება ილიაუნიში მოსვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება. სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ\, თუ როგორ ავითარებს სამაგიდო\nთამაშები სტრატეგიულ\, ვერბალურ თუ სხვა უნარებს. \nამასთან ექნებათ საშუალება\, ითამაშონ: \n\ngame of thrones\nepic spell wars\none night\nkemet\nshogun\ncatan\nsabatior\nterra mistica\nwarewolf\navalon\nდა სხვ.\n\nდრო: 12 დეკემბერი\, 14:00-20:00 საათი \nადგილმდებარეობა:ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\, ახალი სტუდენტური სივრცე\, ილიაუნის E კორპუსი\, -1 სართული \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-tskhovrebis-kvireuli-samagido-thamashebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49400.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181212T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181212T170000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181211T080109Z
LAST-MODIFIED:20240201T123230Z
UID:10001614-1544634000-1544634000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ზოონოზური დაავადებები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. \n12 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი და თსუ-ის პროფესორი პაატა იმნაძე წაიკითხავს ამ კურსის მეშვიდე ლექციას თემაზე: „ზოონოზური დაავადებები“ \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nადამიანებსა და ცხოველებში გავრცელებული დაავადებები;\nდაავადებების სიმპტომატიკა;\nკონკრეტული შემთხვევები საქართველოსა და მსოფლიოში;\nზოონოზური დაავადებების გავრცელების სტატისტიკა.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 12 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-zoonozuri-daavadebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49387.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181213T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181213T130000
DTSTAMP:20260506T053659
CREATED:20181211T082535Z
LAST-MODIFIED:20240201T123229Z
UID:10001613-1544706000-1544706000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში „ჯეპარდი/Jeopardy“ გაიმართება"
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება. \nსტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 13 დეკემბერს\, 13:00 საათზე\, გაიმართება ინტელექტუალური თამაში „ჯეპარდი/Jeopardy“. \n„ჯეპარდი/Jeopardy“ ამერიკული შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშია\, რომელიც მონაწილეებში არაფორმალურ განათლებასა და ცოდნის დონეს ამოწმებს. \nთამაში ორი რაუნდისაგან შედგება და მასში მონაწილეობას ექვსი კაცისგან შემდგარი გუნდები იღებენ. შეკითხვებს სირთულის მიხედვით მინიჭებული აქვთ სპეციალური ნომინალი. სწორი პასუხის გაცემისას მოთამაშეს ენიჭება ნომინალის შესაბამისი ქულა\, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი აკლდება. გამარჯვებულია ის\, ვინც 30 კითხვის დასმის შემდეგ დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. „ჯეპარდის“ კითხვები თემატურადაა დაყოფილი და თითოეული თემა ხუთი შეკითხვისაგან შედგება. \nთამაშში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებისგან შემდგარ 6-კაციან გუნდებს.\nგამარჯვებული გუნდი მიიღებს საგზურს ილიაუნის სეზონურ გასვლით სკოლაში (აბასთუმანი/ყაზბეგი/დედოფლისწყარო). \nდრო: 13 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nმონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 12 დეკემბრის 17:00 საათისა: https://goo.gl/k3L1rm \n\n  \n032 2 22 00 09 (270)\nStudent.affairs@iliauni.edu.ge\niliaunistudentaffairs\nმ.ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5\nოთახი F105 \n\n			\n				\n			\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-tskhovrebis-kvireulis-pharglebshi-inteleqtualuri-thamashi-jepardi-jeopardy-gaimartheba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/49390.png
END:VEVENT
END:VCALENDAR