BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181105T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181105T200000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181029T132925Z
LAST-MODIFIED:20240202T085313Z
UID:10004825-1541448000-1541448000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში – შეხვედრა მწერალ ნინო სადღობელაშვილთან
DESCRIPTION:5 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მწერალ ნინო სადღობელაშვილთან შეხვედრაზე. \nნინო ავტორია რამდენიმე პროზაული კრებულის – ბამბაზიის სამოთხე (2006)\, იასამნის სეზონი (2013) ­– და ლექსების კრებულებისა: შუაღამის იავნანა (2008) და ფრთები და ხელები (2011). წიგნები „ინტელექტმა“ გამოსცა. 2013 წელს ამავე გამომცემლობამ დასტამბა ნინო სადღობელაშვილის სამი რომანი: თავშესაფარი\, ორსული და წამი იქა\, წამი აქა. \nსულ ახლახანს მისი მოთხრობა „ბამბაზიის სამოთხე“ კორეულ ენაზე ითარგმნა და შევიდა კრებულში „მექრთამე გაბრიელის ბაღი“ ცხრა თანამედროვე მწერლის ნაწარმოებთან ერთად. კრებული ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კორეის ლიტერატურის თარგმნის ინსტიტუტის თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცა. ნინო გახდა პირველი ქართველი ავტორი\, რომელიც სეულის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს დაესწრო და შეხვედრაზე სტუმრებს იქაურ შთაბეჭდილებებსაც გაუზიარებს. \nდრო: 5 ნოემბერი\, 20:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mtseral-nino-sadghobelashvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48899.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181106T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181106T190000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181105T113858Z
LAST-MODIFIED:20240202T052941Z
UID:10001722-1541530800-1541530800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია „ლიტერატურისა და მწერლების როლი თანამედროვე ქართულ სოციალურ ცხოვრებაში“
DESCRIPTION:6 ნოემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ლიტერატურისა და მწერლების როლი თანამედროვე ქართულ სოციალურ ცხოვრებაში “. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: 2018 წლის ფრანქფურტის „ბუხმესე“ და მისი გრძელვადიანი შედეგების მოლოდინი; პოლიტიკა და ლიტერატურა 2018 წელს საქართველოში. \nდრო: 6 ნოემბერი\, სამშაბათი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sajaro-leqtsia-literaturisa-da-mtserlebis-roli-thanamedrove-qarthul-sotsialur-tskhovrebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/12/48948.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T160000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181023T103923Z
LAST-MODIFIED:20240202T052930Z
UID:10001721-1541606400-1541606400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ბავშვთა მიმართ ძალადობა“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბავშვთა მიმართ ძალადობა“. \nსაჯარო ლექცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ორგანიზებით ევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტის „დაასრულე ძალადობა“ ფარგლებში. პროექტში\, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური ნორმების ცვლილებას\, აქტიურად არიან ჩართულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები. \nმომხსენებლის შესახებ \nთინათინ ჭინჭარაული არის ფსიქოლოგიის დოქტორი\, ამერიკის შეერთებული შტატების ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ქცევის ანალიტიკოსი (BCBA)\, კლინიკური ნეიროფსიქოლოგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით. თინათინ ჭინჭარაული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ბავშვის განვითარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს.\n2000 წლიდან მუშაობს როგორც პრაქტიკოსი კლინიკური ნეიროფსიქოლოგი; არის საქართველოს ქცევის ანალიტიკოსთა პროფესიული ასოციაციის თავმჯდომარე; სისტემატურად ატარებს საჯარო ლექციებს\, გამოდის ტელე და რადიოეთერით. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში როგორც ქვეყნის ფარგლებში\, ასევე მის გარეთ. \nდრო: 7 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-bavshvtha-mimarth-dzaladoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48846.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181026T124738Z
LAST-MODIFIED:20240202T052927Z
UID:10001719-1541610000-1541610000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება დოქტორ რებეკა კიმის (ჰარვარდის უნივერსიტეტი) საჯარო ლექცია „ჩინური ლოგოგრამული დამწერლობის შესაძლო იდუმალი კავშირის შესახებ ებრაულ ბიბლიასთან“. \nჩინური დამწერლობის ზუსტი წარმომავლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია და მას არაერთი სამეცნიერო ჰიპოთეზა უკავშირდება\, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია\, რომ\, რთული ისტორიულ-ეტიმოლოგიური პროცესების მიუხედავად\, ჩინურმა სიმბოლოებმა დღესაც შეინარჩუნეს გარკვეული მნიშვნელობა. \nარის თუ არა კავშირი ებრაული ბიბლიის შესაქმის წიგნსა და ჩინურ სიმბოლოებს შორის? მოახდინა თუ არა გავლენა უდიდეს ეგვიპტურსა და შუამდინარულ ცივილიზაციებს შორის მდებარე მცირერიცხოვანი\, ერთი შეხედვით\, უმნიშვნელო ხალხის ბუნდოვანმა რელიგიამ მისგან საკმაოდ დაშორებულ აღმოსავლეთის კიდევ ერთ უძველეს ენასა და კულტურაზე? \nდოქტორი რებეკა კიმი განიხილავს ჩინური დამწერლობის სხვადასხვა სიმბოლოს მნიშვნელობას და ებრაული რელიგიისა და ენის შესაძლო გავლენას ჩინურ\, კორეულ და იაპონურ ლოგოგრამებზე. \nლექციის მიზანი: \nლექცია განკუთვნილია ენათმეცნიერებით\, ინტერკულტურული კვლევებით და აზიური ენებითა და კულტურებით დაინტერესებული სტუდენტებისათვის. მისი მიზანია ძველი ახლო აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტის შესაძლო გავლენის დადგენა შორეული აღმოსავლეთის სამწერლობო ენაზე\, რომელიც 50 000-ზე მეტ სიმბოლოს შეიცავს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 7 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. ლექციას ასევე დაეწრებიან ამერიკელი და კორეელი სტუმრები. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-chinuri-logogramuli-damtserlobis-shesadzlo-idumali-kavshiris-shesakheb-ebraul-bibliasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48896.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181106T124716Z
LAST-MODIFIED:20240202T052924Z
UID:10001718-1541610000-1541610000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ცხოველთა კონსერვაცია“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო ლექციების კურსი: „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“. \n7 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში თბილისის ზოოპარკის დირექტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს ამ კურსის მეოთხე ლექციას თემაზე: \,\,ცხოველთა კონსერვაცია“ \nლექციის ძირითადი თემებია: \n\nცხოველების გადაშენება;\nსახეობებზე მოქმედი საფრთხეები;\nEX-SITU და IN SITU კონსერვაცია;\nრეინტროდუქცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.\n\nლექციების კურსი 13 ლექციას მოიცავს. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. \nდრო: 7 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tskhoveltha-konservatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/48953.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T190000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181017T063429Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001717-1541610000-1541617200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „დაასრულე ძალადობა“
DESCRIPTION:7 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თინათინ ჭინჭარაული წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „დაასრულე ძალადობა“. \nშეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები და თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მათ შესაძლებლობა ექნებათ დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე. \nევროკავშირის მხარდაჭერით გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებული პროექტი „დაასრულე ძალადობა“\, რომლის პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მიზნად ისახავს ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით სოციალური ნორმების ცვლილებას. \nდრო: 7 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-daasrule-dzaladoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48786.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181107T180600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181107T180600
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181107T140617Z
LAST-MODIFIED:20240202T052917Z
UID:10001716-1541613960-1541613960@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Mindchanger Women
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women\, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს. \nთითოეულ გამომსვლელს  15 წუთი ექნება იმისათვის\, რომ ისაუბროს თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ\, ასევე დამაბრკოლებელ ფაქტორებზე\, რომლებიც პროფესიის არჩევასა თუ წარმატების მიღწევაში ხელს უშლიდა. \nღონისძიებაზე გამოცდილებას გაგიზიარებენ: \nნინა მენთეშაშვილი – სტარტაპკომპანია AlterSocks/ალტერსოქსი-ის თანადამფუძნებელი \nანა გელაშვილი – სტარტაპკომპანია   Fully/ფული-ის თანადამფუძნებელი \nთეონა ჩაჩუა – სტარტაპ კომპანია კოპტერი/Copter.ge-ის თანადამფუძნებელი \nმაკო ქავთარაძე – სტარტაპ კომპანია SPY Recipe-ის დამფუძნებელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mindchanger-women/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/48982.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181108T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181108T100000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181106T131958Z
LAST-MODIFIED:20240202T052914Z
UID:10001715-1541671200-1541671200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი "ლიგამუსი" თბილისის წიგნის დღეებზე
DESCRIPTION:8-11 ნოემბერს „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონში გაიმართება თბილისის წიგნის დღეები\, რომლის ფარგლებშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის გამოცემებს 70%-მდე ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. \nკატალოგი იხილეთ ბმულზე. \n  \nდრო: 8-11 ნოემბერი\, 10:00-18:00 საათი \nადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ მე-11 საგამოფენო პავილიონი (ა. წერეთლის გამზ. N118) \nწიგნის დღეებზე დასწრების საფასურია 2 ლარი\, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის ბილეთი უფასოა. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-tsignis-sakhli-ligamusi-thbilisis-tsignis-dgheebze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/48979.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181108T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181108T110000
DTSTAMP:20260506T042938
CREATED:20181018T102345Z
LAST-MODIFIED:20240202T052856Z
UID:10001713-1541674800-1541674800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პრეზენტაცია თემაზე: „სურსათის უვნებლობა და რისკის შეფასების საფუძვლები“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება სტილიანოს კოლორისის პრეზენტაცია თემაზე: „სურსათის უვნებლობა და რისკის შეფასების საფუძვლები“. \nსტილიანოს კოლორისი\, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) სამეცნიერო თანამშრომლობის (AFSCO) ოფიცერი\, ხელმძღვანელობს ევროპის სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების პროგრამას და პასუხისმგებელია ევროკავშირის სამეზობლო ქვეყნებთან თანამშრომლობაზე. \nEFSA-ს საქმიანობა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ევროპის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ინსტიტუტებისა (ევროკომისია\, ევროსაბჭო\, ევროპარლამენტი) და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. \n90-იან წლებში სურსათის მიწოდების ჯაჭვში სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კრიზისული შემთხვევების საპასუხოდ 2002 წელს შეიქმნა EFSA (იურიდიულად ჩამოყალიბდა ევროკავშირის სურსათის კანონის ფარგლებში N178/2002 რეგულაცია)\, რომელიც რისკების შესახებ სამეცნიერო რჩევებისა და კომუნიკაციის წყაროს წარმოადგენს. \nევროკავშირის სურსათის კანონის შესაბამისად ჩამოყალიბდა ევროკავშირის სურსათის უვნებლობის სისტემა\, რომელშიც გამიჯნულია პასუხიმგებლობა რისკის შეფასებასა და რისკის მართვაზე. EFSA პასუხისმგებელია რისკის შეფასებაზე\, ასევე საზოგადოების ინფორმირებულებაზე სამეცნიერო კვლევების შედეგების შესახებ. ამ სისტემის დამსახურებაა\, რომ ევროპელი მომხმარებელი მსოფლიოში ყველაზე კარგად იცნობს სურსათის მიწოდების ჯაჭვში არსებულ რისკებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ნოემბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prezentatsia-themaze-sursathis-uvnebloba-da-riskis-shephasebis-saphudzvlebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48812.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181108T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181108T180000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181010T131500Z
LAST-MODIFIED:20240202T052853Z
UID:10001712-1541700000-1541700000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თამაზ თოხაძის წიგნის „უთანხმოება და მტკიცებულება“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:8 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება თამაზ თოხაძის წიგნის „უთანხმოება და მტკიცებულება“ პრეზენტაცია. \nწიგნს წარადგენს ავტორი\, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე. \nსპიკერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ცხადაძე \nსავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი\, პროფესორი\, დოქტორი თამარ ცოფურაშვილი \nადამიანს რწმენის ჩამოყალიბება და შენარჩუნება ხშირად ისეთ პირობებში უწევს\, როცა იცის\, რომ ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ეთანხმება. როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ სიტუაციაში?გონივრულია თუ არა\, რომ სადავო საკითხებზე მყარი პოზიცია გქონდეს? \nეს წიგნი უთანხმოების შესახებაა. მისი ცენტრალური კითხვა უთანხმოების ეპისტემურ ღირებულებას ეხება: რა როლს უნდა ასრულებდეს უთანხმოების აღმოჩენა ადამიანის მოსაზრებების ფორმირებასა და კორექციაში? \nნაშრომის მთავარი არგუმენტი ეპისტემური თავმდაბლობის აუცილებლობას ამტკიცებს. იმ თვალსაზრისის მიხედვით\, რომელსაც ავტორი იცავს\, ადამიანს კვალიფიციურ და კომპეტენტურ პირთან უთანხმოება უნდა უბიძგებდეს იმისკენ\, რომ ნაკლებად იყოს დარწმუნებული სადავო პოზიციების სიმართლეში\, ვიდრე უთანხმოების ფაქტის გამოაშკარავებამდე იყო. \nმომხსენებლის შესახებ \nთამაზ თოხაძეს დამთავრებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები\, შემდეგ – ტარტუს უნივერსიტეტის ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამა. ამჟამად სასექსის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის კანდიდატია. \n\nდრო: 8 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thamaz-thokhadzis-tsignis-uthankhmoeba-da-mtkitsebuleba-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48833.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181109T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181109T160000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181022T090549Z
LAST-MODIFIED:20240202T052850Z
UID:10001710-1541779200-1541779200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე“
DESCRIPTION:9 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ დისკუსიაზე „დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა – StopFake-დან ბალტიის ელფებამდე”. \nსტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაეცნონ ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინისა და ლიეტუვას გამოცდილებას. უკრაინის გამოცდილებაზე ისაუბრებს გამომძიებელი ჟურნალისტი\, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინის“ წარმომადგენელი არტემ ბაბაკი\, ხოლო ლიეტუვას ტროლებთან ბრძოლის გამოცდილებაზე – ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) წარმომადგენელი\, ინტერნეტ-აქტივისტი გიედრიუს საკალაუსკასი. \nდასასრულს გაიმართება დისკუსია\, რომელსაც გაუძღვება საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი დავით სიხარულიძე. \nღონისძიებას\, რომელიც ეწყობა პროექტის „ახალგაზრდების მედიაწიგნიერების ლაბორატორია პასუხისმგებლიანი მედიამოხმარებისთვის“ ფარგლებში\, მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. \nსპიკერების შესახებ \nგიედრიუს საკალაუსკასი\, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ლიეტუველი ექსპერტი\, კრემლის ტროლებისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში 2014 წლიდან ინტერნეტწინააღმდეგობის მოძრაობა „ბალტიის ელფების” (Baltic Elves) საქმიანობას ხელმძღვანელობს. \nარტიომ ბაბაკი\, უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტი\, მედიაწიგნიერებისა და ფაქტების გადამოწმების ექსპერტი\, ამჟამად „საერთაშორისო გამჭვირვალობა – უკრაინაში” მუშაობს. წარსულში იგი იყო დეზინფორმაციასთან ბრძოლის ვებპორტალ StopFake.org-ის ექსპერტი და ტრენერი. \nელჩი დავით (ვასილ) სიხარულიძე\, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე და ილიას სახელწიფო უნივერსიტეტისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი. 2001-2003 წლებში იგი იყო ნატოს სტიპენდიატი და ფულბრაითის მიწვეული ლექტორი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა ელიოტის სკოლაში\,      (ვაშინგტონი).  არის რამდენიმე კვლევის თანაავტორი\, მათ შორისაა: „ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემის ანალიზი”\, რომელიც 2016 წელს გამოქვეყნდა. დავით სიხარულიძეს აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრაციაში და ფსიქიატრისა – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტიდან. აქვს მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება\, მათ შორის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე – იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი (დეკემბერი\, 2008 – აგვისტო\, 2009)\, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში\, კანადასა და მექსიკაში (დეკემბერი\, 2005 – დეკემბერი\, 2008) და სხვ. \n  \nსამუშაო ენები: ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 9 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-dezinphormatsiis-tsinaaghmdeg-brdzola-stopfake-dan-baltiis-elphebamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48839.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181112T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181112T100000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181108T064010Z
LAST-MODIFIED:20240202T052846Z
UID:10001708-1542016800-1542016800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გლობალური მეწარმეობის კვირეული ილიაუნიში – 12-18 ნოემბერი\, 2018
DESCRIPTION:12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის ქსელის (GEN) ინიციატივას შეუერთდება და მონაწილეობას მიიღებს გლობალური მეწარმეობის კვირეულში. \nკვირეული 160-ზე მეტ ქვეყანაში იმართება. მისი პარტნიორია 20 000-ზე მეტი ორგანიზაცია. კვირეულის ფარგლებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 000-ზე მეტი ღონისძიება იგეგმება\, რომელშიც მილიონობით ადამიანი მონაწილეობს. \n2016 წლიდან მოყოლებული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გლობალური მეწარმეობის კვირეულის პარტნიორია. \nკვირეულის ფარგლებში 12-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ორგანიზებას გაუწევს აქტივობებს\, სემინარებს\, საჯარო ლექციებსა და კონკურსებს. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ფოკუსირებული იქნება ქალებისა და ახალგაზრდების სამეწარმეო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. \nკვირეულის განრიგი: \n➤ 3-დღიანი ვორკშოპი Launch 72 \nღონისძიების მთავარი მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს\, შეზღუდულ დროში\, საწყისიდან განახორციელონ იდეების გენერაცია\, გუნდებად ფორმირება და სტარტაპის სტრატეგიის დასახვა\, რის შემდეგაც ისინი მუდმივად განაგრძობენ მუშაობას.\nღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისგან ჩამოყალიბდება გუნდები\, რომლებიც იმუშავებენ სტარტაპიდეებზე და ასევე საწყისი კაპიტალის მოსაზიდ სტრატეგიაზე. \nდრო: 16-18 ნოემბერი\nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. \n  \n➤ მეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“ \nგლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ატარებს მეიქათონს „იდეიდან ბიზნესამდე“.\nმეიქათონის მიზანია მონაწილე გუნდების ბიზნესიდეებისა და პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა. \nდრო: 14-18 ნოემბერი \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. \n  \n➤ საჯარო ლექცია თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“ \nგლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაულინა რიტკონენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“ \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 12 ნოემბერი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. \n  \n➤  დოქტორ ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია \nფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: IPO: How and why change an enterprise from private to public. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 13 ნოემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. \n  \n➤  დავით ჩეჩელაშვილის საჯარო ლექცია „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“ \nგლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში სერიული და ილიაუნის მოწვეული ლექტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“.\n\nდრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. \n  \n➤  სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“ \nღონისძიების სპიკერები იქნებიან: \nნიკოლოზ გოგოჭური – სტარტაპკომპანია Vrex-ის თანადამფუძნებელი \nსანდრო კანდელაკი – ილიაუნის ფაბლაბლისა და პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი \nდავით ჩეჩელაშვილი – სერიული მეწარმე \nთამთა გველესიანი – სტარტაპკომპანია Augep-ისა და Clevertone-ის თანადამფუძნებელი \nნიკა ბერეკაშვილი – სტარტაპკომპანია ჰოლო-ს თანადამფუძნებელი \nდრო: 14 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. \n  \n➤ პანელური შეხვედრა “Mindchanger Women“ \nგლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women\, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს. \nდრო: 16 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nვრცლად ღონისძიების შესახებ იხ.ბმულზე. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/globaluri-metsarmeobis-kvireuli-iliaunishi-12-18-noemberi-2018/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49065.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181112T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181112T170000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181107T144136Z
LAST-MODIFIED:20240202T052836Z
UID:10001706-1542042000-1542042000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი პაულინა რიტკონენი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღვინის ინდუსტრია შვედეთში – ფუფუნების საგნიდან საერთაშორისო კონტექსტის მქონე მზარდ ინდუსტრიამდე“. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი პაულინა რიტკონენი არის შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკონომიკურ მეცნიერებებში. მისი სპეციალიზაციის სფერო მოიცავს მეწარმეობას\, ინდუსტრიის გარდაქმნის მეცნიერებებსა და ბიზნესის განვითარებას აგრო და კვების სექტორში. იგი არის ექსპერტი გეოგრაფიულ აღნიშვნებსა და სოფლის მეურნეობის ბიზნესის ზრდის საკითხებში\, ასევე შვედეთის ღვინის ბაზრისა და ისტორიის წამყვანი მკვლევარი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 12 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-ghvinis-industria-shvedethshi-phuphunebis-sagnidan-saerthashoriso-konteqstis-mqone-mzard-industriamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49034.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181112T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181112T180000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181102T123756Z
LAST-MODIFIED:20240202T052833Z
UID:10001704-1542045600-1542045600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 18:00 საათზე\, ავსტრიის საელჩოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სიმპოზიუმი. \nსიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილე სახელმწიფოების ელჩები საქართველოში: \n\nავსტრიის ელჩი საქართველოში არად ბენკო;\nამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი;\nბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა-კოზლევა;\nგერმანიის ელჩის პირველი მოადგილე საქართველოში მიხაელ ფაბრი;\nდიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაქენზი სმიტი;\nთურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჩერენ იაზგანი;\nიაპონიის ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა;\nიტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი;\nრუმინეთის ელჩი საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბა;\nსაბერძნეთის ელჩი საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისი;\nსაფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მენიე.\n\nსიმპოზიუმს გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია. \nღონისძიებას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ისტორიკოსი ოლივერ რაისნერი. \nღონისძიებას მუსიკალურ აკომპანემენტს გაუწევს ანხელეს იგლესიასი. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 12 ნოემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: დარბაზი B 201 (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirveli-msophlio-omis-dasrulebis-100-tslisthavisadmi-midzghvnili-simpoziumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49095.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181112T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181112T193000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181106T074318Z
LAST-MODIFIED:20240202T052831Z
UID:10001703-1542051000-1542051000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა მკვლევრებთან – დათო ჯიშკარიანსა და ირაკლი ხვადაგიანთან
DESCRIPTION:12 ნოემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ შეხვედრაზე მკვლევრებთან – დათო ჯიშკარიანსა და ირაკლი ხვადაგიანთან. \nსტუმრები ისაუბრებენ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის სერიაზე „აკრძალული მეხსიერება“. \nსაგამომცემლო სერიის მიზანია\, ისტორიის თეთრი ლაქები ამ პერიოდის თანამედროვე მოწმეთა მეხსიერებით\, მონათხრობითა და განცდილით შეავსოს. 2018 წელს ამ სერიით\, რომელიც მოგონებებსა და დღიურებს აერთიანებს\, გამოიცა აღმოსავლეთ საქართველოში დაბადებული გლეხის\, მიხეილ ნატროშვილის მოგონებები. იგი 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში წაიყვანეს\, სადაც გერმანელებთან ტყვედ ჩავარდა და ამის გამო ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მრავალი წლით ციმბირში გადაასახლეს. ეს მონათხრობი ასობით მსგავსი ბედისწერის ადამიანის გამოცდილებას გვიზიარებს. \n2018 წელს დაგეგმილია გამოიცეს პოლიტიკური ემიგრანტი ქალის\, ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებები\, რომელიც ავტორმა 1950-60-იან წლებში გერმანიაში\, ბერლინში\, ცხოვრებისას დაწერა და მოიცავს ემიგრანტული ყოფის ძალიან საინტერესო ისტორიას\, რომელიც 1921 წლის საქართველოს საბჭოთა ოკუპაციით იწყება. \nპროგრამა უმეტესწილად კერძო შემოწირულობებზეა დამოკიდებული და „სოვლაბის“ მხრიდან მოხალისეობრივად ხორციელდება. \nდრო: 12 ნოემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mkvlevrebthan-datho-jishkariansa-da-irakli-khvadagianthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/48951.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181113T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181113T160000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181107T141635Z
LAST-MODIFIED:20240202T052826Z
UID:10001701-1542124800-1542124800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ლარს ვიგერლანდის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის დოქტორი ლარს ვიგერლანდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: IPO: How and why change an enterprise from private to public. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი ლარს ვიგერლანდი\, შვედეთის ზოდერნტორნის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი\, არის ბიზნესმენი\, ინვესტორი\, კონსულტანტი და რამდენიმე საქველმოქმედო და სამეცნიერო ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. \nდოქტორი ვიგერლანდი ასწავლის მარკეტინგს\, ფინანსებს\, სამეცნიერო მეთოდოლოგიასა და მეცნიერების ფილოსოფიას. მისი კვლევები ეხება უძრავ ქონებას\, საბანკო საქმეს და სხვ.\, ხოლო ბოლო პერიოდში დაკავებულია საქართველოში ღვინის ინდუსტრიასთან დაკავშირებული ახალი პროექტით. \n90-იანი წლებში დოქტორი ვიგერლანდი უძღვებოდა საკუთარ უძრავი ქონების ბიზნესს და მისი საკუთრება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში 100-ზე მეტი საცხოვრებელი და საიჯარო ფართისგან შედგებოდა. 2000 წელს მან წარმატებით მიჰყიდა საკუთარი უძრავი ქონების ბიზნესი შვედეთის უმსხვილესს სადაზღვევო კომპანიას და შემდეგ მთელი ყურადღება გადაიტანა სტარტაპებსა და მცირე ბიზნესებშიინ ვესტიციის განხორციელებაზე. \nდოქტორ ვიგერლანდის ცოდნა და გამოცდილება\, როგორც აკადემიურ\, ისე სამეწარმეო სფეროში უნიკალურია\, რადგან მისი როლი აკადემიურ სივრცესა და ბიზნესგარემოში ერთნაირად მნიშვნელოვანია. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 13 ნოემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-lars-vigerlandis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49030.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181113T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181113T190000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181107T140314Z
LAST-MODIFIED:20240202T052813Z
UID:10001700-1542135600-1542135600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“
DESCRIPTION:13 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში სერიული და ილიაუნის მოწვეული ლექტორი დავით ჩეჩელაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ იქმნება ინოვაციური პროდუქტები“. \nმომხსენებლის შესახებ \nდავით ჩეჩელაშვილი არის მეწარმე და 1999 წლიდან უკავია რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება მოდის უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნიდან\, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაციის გადაწყვეტა\, VR/AR\, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა როგორც საცალო\, ისე საგანმანათლებლო სფეროებში; იგი  არის კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ს ერთ-ერთი დამაარსებელი. განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში\, რომელიც ცნობილია\, როგორც DBA XPAND\, ისევე როგორც NEUR Optics-სა და iZ3D-ში. აქვს გამოცდილება საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის\, სადისტრიბუციო არხებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში როგორც მცირე( X6D\, Neurok\, iZ3D) ისე მსხვილი კომპანიებისთვის(MicroAge\, Deloitte & Touche\, Renaissance Capital). \nდრო: 13 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nგთხოვთ\, დასასწრებად გაიაროთ რეგისტრაცია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-rogor-iqmneba-inovatsiuri-produqtebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49029.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181114T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181114T100000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181108T120427Z
LAST-MODIFIED:20240202T052810Z
UID:10001699-1542189600-1542189600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“
DESCRIPTION:14-18 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FablabIliauni) გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ატარებს მეიქათონს „იდეიდან ბიზნესამდე“ \nმეიქათონის მიზანია მონაწილე გუნდების ბიზნესიდეებისა და პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა. \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \nმეიქათონი „იდეიდან ბიზნესამდე“ რამდენიმე ეტაპს მოიცავს. \nI ეტაპი – რეგისტრაცია 13 ნოემბრის ჩათვლით \nსარეგისტრაციო ფორმა. \nII ეტაპი – საინფორმაციო შეხვედრა\, 14 ნოემბერი \nIII ეტაპი – გუნდებად ფორმირება\, ტრენინგები და ბიზნესიდეის განხორციელებაზე მუშაობის დაწყება\, 14-15 ნოემბერი \nრეგისტრირებული მონაწილეები ფორმირდებიან გუნდებად და დაიწყებენ შერჩეულ ბიზნესიდეაზე მუშაობას. ამ პროცესში მათ დაეხმარებიან ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიისა და ილიაუნის პრეაქსელერატორის მენტორები. \nIV ეტაპი – პროტოტიპირება\, ვალიდაცია\, წარმოება\,16-17 ნოემბერი \nფაბლაბში არსებული ტექნოლოგიების გამოყენებით პროტოტიპის შექმნა და პროდუქტის ტესტირება. \nV ეტაპი – პროდუქტების წარდგენა\, 18 ნოემბერი \nVI ეტაპი – საუკეთესო გუნდების ხელშეწყობა იმისთვის\, რომ ჰქონდეთ საკუთარი სტარტაპი და აწარმოონ პროდუქცია. \n\nსაკონტაქტო პირი \nსანდრო კანდელაკი\, ფაბლაბის მენეჯერი \nელფოსტა: sandro.kandelaki@iliauni.edu.ge \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/meiqathoni-ideidan-biznesamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49038.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181114T153200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181114T153200
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181114T113202Z
LAST-MODIFIED:20240202T052808Z
UID:10001698-1542209520-1542209520@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“
DESCRIPTION:19 ნოემბერს\, 10:00-დან 13:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართება ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. \nტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: \n\nეფექტური პრეზენტაციის ჩატარება;\nშედეგზე ორიენტირებული შეხვედრის წარმართვა;\nწაკითხვადი ტექსტის წერა.\n\nტრენინგს ჩაატარებს ანდრო გიგაური\, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი. \nტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პირველი 30 სტუდენტი\, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას შემდეგ ბმულზე. \nმონაწილეებს (ტრენინგზე სრულად დასწრების შემთხვევაში) გადაეცემათ სერტიფიკატები. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ ტრენინგის გავლა შეფასდება 1%-ით. \n  \nდრო: 19 ნოემბერი\, 10:00-13:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-epheqturi-komunikatsiis-dzala/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181114T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181114T190000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181031T065911Z
LAST-MODIFIED:20240202T052803Z
UID:10001697-1542222000-1542222000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი აგრძელებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“. \n14 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში“. \nმომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ განსხვავებულ მიდგომებზე\, პარადიგმების ცვლილებასა და რყევაზე იზოლაციასა და ანტიფსიქიატრიულ პოლუსებს\, ასევე ბიოლოგიურ და სოციალურ მოდელებს შორის; ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების გზაზე დახურული ინსტიტუციებიდან და ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებიდან დღემდე – თანამედროვე\, ადამიანის უფლებების დაცვასა და თემზე დაფუძნებულ დაბალანსებულ მიდგომამდე; ამ მიდგომის განხორციელების კონკრეტულ გზებსა და შესაბამის გამოცდილებაზე. \nდრო: 14 ნოემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saubrebi-phsiqikur-janmrthelobaze-qanqaris-printsipi-phsiqiatriashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48911.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181114T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181114T190000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181107T141907Z
LAST-MODIFIED:20240202T052759Z
UID:10001696-1542222000-1542222000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“
DESCRIPTION:14 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება სტარტაპ-პანელური შეხვედრა „სტარტაპჰოლიკი“ \nსტარტაპის დაწყებისას საშუალო სტატისტიკით სტარტაპების 90-95% კრახს განიცდის\, რაც არაერთი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ადამიანები\, ვინც სტარტაპის შექმნას ცდილობენ\, წარუმატებლობის შემდეგ ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი\, ვინც კიდევ ცდილობენ რაიმე ინოვაციურის შექმნას და ისინი\, ვინც ხელს ჩაიქნევენ მეწარმეობაზე და რუტინულ საქმიანობას უბრუნდებიან. \nთუ შენ \n►გიცდია სტარტაპერობა\, მაგრამ კრახი განიცადე; \n►ფიქრობ; რომ მხოლოდ დიდი ინვესტიციით შეიძლება წარმატებული ბიზნესის დაწყება; \n►მეწარმეობა მიუღწეველი და ამოუხსნელი ცნება გგონია. \nღონისძიების სპიკერები იქნებიან: \n►ნიკოლოზ გოგოჭური – სტარტაპკომპანია Vrex-ის თანადამფუძნებელი \n►სანდრო კანდელაკი – ილიაუნის ფაბლაბლისა და პრე-აქსელერატორ ზუმაუთის მენეჯერი \n►დავით ჩეჩელაშვილი – სერიული მეწარმე \n►თამთა გველესიანი – სტარტაპკომპანია Augep-ისა და Clevertone-ის თანადამფუძნებელი \n► ნიკა ბერეკაშვილი – სტარტაპკომპანია ჰოლო-ს თანადამფუძნებელი \nვის შეუძლია მონაწილეობა? \n►ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს\, ვინც შეავსებს მარტივ სააპლიკაციო ფორმას. \n  \n  \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/startap-paneluri-shekhvedra-startapholiki/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49031.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181116T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181116T100000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181114T112506Z
LAST-MODIFIED:20240202T052757Z
UID:10001695-1542362400-1542362400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის II კონფერენცია. \nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება 12 მოხსენება თანამედროვე ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის იმ აქტუალური საკითხების შესახებ\, რომელთა კვლევა უშუალოდ საქართველოში ხორციელდება. მოხსენებათა სპექტრი ფართოა და მოიცავს მოლეკულურ მიკრობიოლოგიას\, ბიოინფორმატიკას\, მოლეკულურ კარდიოლოგიას და ნეიროქიმიას. \nკონფერენციის პროგრამა იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში \n  \nდრო: 16 ნოემბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-bioqimikostha-asotsiatsiis-ii-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49099.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181116T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181116T170000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181113T093124Z
LAST-MODIFIED:20240202T052752Z
UID:10001694-1542387600-1542387600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „თამაზ ახობაძე – სასამართლოს გადაწყვეტილებიდან აღსრულებამდე“
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „თამაზ ახობაძე – სასამართლოს გადაწყვეტილებიდან აღსრულებამდე.” \nღონისძიება ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მიერ. \nმომხსენებელი –  იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი თამაზ ახობაძე. \nსაჯარო ლექციას მოდერირებას გაუწევს სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი გიორგი ნონიაშვილი. \nდრო: 16 ნოემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია ((ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-thamaz-akhobadze-sasamarthlos-gadatsqhvetilebidan-aghsrulebamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49086.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181116T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181116T180000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181107T142151Z
LAST-MODIFIED:20240202T052750Z
UID:10001693-1542391200-1542391200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Launch 72
DESCRIPTION:16-18 ნოემბერს გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება ”Launch 72”. \nღონისძიების მთავარი მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს\, შეზღუდულ დროში\, საწყისიდან განახორციელონ იდეების გენერაცია\, გუნდებად ფორმირება და სტარტაპის სტრატეგიის დასახვა\, რის შემდეგაც ისინი მუდმივად განაგრძობენ მუშაობას. \nღონისძიების ფარგლებში მონაწილეებისგან ჩამოყალიბდება გუნდები\, რომლებიც იმუშავებენ სტარტაპიდეებზე და ასევე საწყისი კაპიტალის მოსაზიდ სტრატეგიაზე. \nღონისძიების დასასრულს კი სტარტაპები შეეცდებიან თეორიულად დაგროვებული ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებას და საწყისი კაპიტალის რეალურად მოზიდვას. \nღონისძიების დროს დაუშვებელია წინასწარ მომზადებული იდეით ან უკვე არსებული გუნდით მონაწილეობა. \nყველაზე მნიშვნელოვანი: ღონისძიების უმთავრესი დანიშნულებაა\, ადგილზევე გენერირდეს ახალი იდეები და ჩამოყალიბდეს ახალი გუნდები\, რაშიც მონაწილეებს დაეხმარებიან ტექნიკური და ბიზნესმიმართულების მენტორები. \nღონისძიება იყოფა 3 ეტაპად \n\n16 ნოემბერი\, 18:00-21:00 საათი\nიდეების გენერირება და გუნდებად ფორმირება\n\n\n17 ნოემბერი\, 15:00-19:00 საათი\nპროტოტიპირება\n\n\n18 ნოემბერი\, 15:00-19:00 საათი\nგაშვება (Launch).\n\nპროექტში მონაწილეობისთვის\, გთხოვთ\, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 14 ნოემბრისა. \nსარეგისტრაციო ფორმა. \nადგილები შეზღუდულია – უნდა შეირჩეს 15 მონაწილე. \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/launch-72/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49032.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181116T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181116T190000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181107T140957Z
LAST-MODIFIED:20240202T052746Z
UID:10001692-1542394800-1542394800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Mindchanger Women
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა Mindchanger women\, რომელზეც ტექნოლოგიურსა და ბიზნესსფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები დამსწრეთ გაუზიარებენ თავიანთი გამოცდილებისა და წარმატების ისტორიებს. \nთითოეულ გამომსვლელს  15 წუთი ექნება იმისათვის\, რომ ისაუბროს თავისი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ\, ასევე დამაბრკოლებელ ფაქტორებზე\, რომლებიც პროფესიის არჩევასა თუ წარმატების მიღწევაში ხელს უშლიდა. \nღონისძიებაზე გამოცდილებას გაგიზიარებენ: \nნინა მენთეშაშვილი – სტარტაპკომპანია AlterSocks/ალტერსოქსი-ის თანადამფუძნებელი \nანა გელაშვილი – სტარტაპკომპანია   Fully/ფული-ის თანადამფუძნებელი \nთეონა ჩაჩუა – სტარტაპ კომპანია კოპტერი/Copter.ge-ის თანადამფუძნებელი \nმაკო ქავთარაძე – სტარტაპ კომპანია SPY Recipe-ის დამფუძნებელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mindchanger-women-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49028.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181116T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181116T190000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181115T112830Z
LAST-MODIFIED:20240202T052743Z
UID:10001691-1542394800-1542394800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეხუთე ქება
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეხუთე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს.\nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი.\nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 16 ნოემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdamekhuthe-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49152.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181116T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181116T200000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181114T090109Z
LAST-MODIFIED:20240202T052739Z
UID:10001690-1542398400-1542398400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა სასარგებლოა. საქართველოშიც?“
DESCRIPTION:16 ნოემბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის\, ირინა კვახაძის საჯარო ლექციაზე: „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) სასარგებლოა. საქართველოშიც?“ \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 15 ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 19:45 საათი \nდრო: 16 ნოემბერი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-korporatsiuli-sotsialuri-pasukhismgebloba-sasargebloa-saqarthveloshits/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49096.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181119T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181119T100000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181114T131622Z
LAST-MODIFIED:20240202T052736Z
UID:10001689-1542621600-1542621600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“
DESCRIPTION:19 ნოემბერს\, 10:00-დან 13:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სამართლის სკოლის ინიციატივით გაიმართება ტრენინგი „ეფექტური კომუნიკაციის ძალა“ სამართლის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის. \nტრენინგი მოიცავს შემდეგ თემებს: \n\nეფექტური პრეზენტაციის ჩატარება;\nშედეგზე ორიენტირებული შეხვედრის წარმართვა;\nწაკითხვადი ტექსტის წერა.\n\nტრენინგს ჩაატარებს ანდრო გიგაური\, არასამთავრობო ორგანიზაცია „არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სკოლის მაგისტრი. \nტრენინგში მონაწილეობას მიიღებს პირველი 30 სტუდენტი\, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას შემდეგ ბმულზე. \nმონაწილეებს (ტრენინგზე სრულად დასწრების შემთხვევაში) გადაეცემათ სერტიფიკატები. \n* „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ ტრენინგის გავლა შეფასდება 1%-ით. \nდრო: 19 ნოემბერი\, 10:00-13:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-epheqturi-komunikatsiis-dzala-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49102.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181119T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181119T193000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181112T111808Z
LAST-MODIFIED:20240202T052734Z
UID:10001688-1542655800-1542655800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ზიგმუნდ ფროიდის „რჩეული შრომების“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 ნოემბერს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გეპატიჟებათ ზიგმუნდ ფროიდის „რჩეული შრომების“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს მთარგმნელი მაია ბადრიძე წარადგენს. \nზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგი და ფსიქოანალიზის ფუძემდებელია. კრებული ფროიდის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს აერთიანებს. „ერთი ილუზიის მომავალში“ განხილულია რელიგიის წარმოშობის მიზეზები. „კულტურით უკმაყოფილებაში“ ფროიდს შინაგანი ფსიქიკური კონფლიქტები ცივილიზაციის სფეროში გადააქვს და ავითარებს აზრს\, რომ კულტურაშიც იგივე პროცესები მიმდინარეობს\, რაც ინდივიდის ფსიქიკაში. „ტოტემი და ტაბუ“ ფროიდის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნაშრომია\, რომელიც პირველყოფილი ადამიანის ფსიქოსოციალურ თავისებურებებს ეხება. „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“ და „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“ ამ ორი დიდი შემოქმედის ფსიქოლოგიური ბიოგრაფიების შექმნის მცდელობაა\, რომლებიც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას სრულიად განსხვავებულად დაგვანახვებს. \nწიგნი გამოვიდა სერიით ”ET CETERA”. \nდრო: 19 ნოემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის ქ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-zigmund-phroidis-rcheuli-shromebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49087.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181120T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181120T140000
DTSTAMP:20260506T042939
CREATED:20181118T090224Z
LAST-MODIFIED:20240202T052730Z
UID:10001687-1542722400-1542722400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლექცია „პერსონალური PR-ის თავისებურებები“
DESCRIPTION:20 ნოემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ოთხივე კურსის დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ „პერიტუს ჯგუფის“ დირექტორის\, ელდარ პირმისაშვილის ლექციაზე: „პერსონალური PR-ის თავისებურებები“. \nშეხვედრაზე დასწრების მსურველებმა 19ნოემბრის 12:00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია. \n*პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო ლექციაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით. \nშეგახსენებთ\, რომ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეებმა ელექტრონული რეგისტრაციის გარდა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შეხვედრის დაწყებისას და დასრულებისას\, რისთვისაც საჭიროა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. \nსტიპენდიის კონკურსში მონაწილეთათვის რეგისტრაციის დაწყების დრო: 13:45 საათი \nდრო: 20 ნოემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/leqtsia-personaluri-pr-is-thaviseburebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/11/49186.png
END:VEVENT
END:VCALENDAR