BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181022T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181022T180000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181017T134957Z
LAST-MODIFIED:20240202T053130Z
UID:10001744-1540231200-1540231200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰანს ულრიხ გუმბრეხტის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:22 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას „აქვს და სჭირდება თუ არა სილიკონის ველს ეპისტემოლოგია?“ (“Does Silicon Valley Have and Need An Epistemology?“). \nფილოსოფოსი ჰეგელი ოცდამეერთე საუკუნეში რომ დაბრუნებულიყო და კვლავ დაესვა თავისი აკვიატებული შეკითხვა – „სად მყოფობს გონი?“\, იძულებული იქნებოდა\, ყურადღება მიეპყრო ავანგარდისტი ინჟინრებისკენ\, რომლებიც სილიკონის ველზე ხელოვნურ ინტელექტს ქმნიან. ტრადიციული აზროვნების ინტელექტუალებს შორის მათ ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ\, ვინაიდან ისინი ვერ თავსდებიან აზროვნების იმ დამკვიდრებულ ჩარჩოებში\, რომლებიც ბევრი ჩვენგანისთვის „ფილოსოფიასთან“ ასოცირდება. \nთუმცა\, სჭირდებათ კი მათ გონების ეპისტემოლოგიური ჩარჩო? რა არის მათი საოცარი და საშიში პროდუქტიულობის მიზეზი? \nმომხსენებლის შესახებ: \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი\, პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, როგორც ფრანგული\, ესპანური\, გერმანული და პორტუგალიური ლიტერატურის\, ისე ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის მცოდნე და სპეციალისტი. მას ეკუთვნის წიგნები: „ფილოლოგიის ძალა“\, „1926. ცხოვრება დროის ზღვარზე“\, „ათლეტური მშვენიერების ქება“\, „დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი”\, „დასწრებულობის წარმოება“ და სხვა მრავალ ენაზე თარგმნილი ნაშრომები. \n\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hans-ulrikh-gumbrekhtis-sajaro-leqtsia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48801.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181022T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181022T110000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181017T093235Z
LAST-MODIFIED:20240202T053246Z
UID:10001746-1540206000-1540206000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ტყის მდგრადი მართვა და ზრდის მოდელები“
DESCRIPTION:22 ოქტომბერს\, 11 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი G 106 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „ტყის მდგრადი მართვა და ზრდის მოდელები“. \nმომხსენებლები:\n \nგიგია ალექსიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო \n„საქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები“ \nლარს დროსლერი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n„საქართველოში ტყის ზრდის შეფასებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია“ \nმარტინ გუდე – შვედეთის აგრარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი \n„ახალი თაობის ზრდის მოდელები“ \nთემის მოკლე აღწერა:  \nსაქართველოში ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების\, ასევე ქვეყნის ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის (https://atlas.mepa.gov.ge/) წარდგენის შემდეგ მომხსნებლები განიხილავენ\, როგორ შეიძლება აღნიშნული ინდიკატორების დაკავშირება ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასთან. ღონისძიების მეორე ნაწილში ისაუბრებენ ტყის ზრდის მოდელების ასაგებად საჭირო და ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე\, როგორებიცაა მოპოვების ცხრილები\, დისტანციური ზონდირების\, ტყის ეროვნული ინვენტარიზაციისა და დენდროქრონოლოგიური მონაცემები და სხვ. დასასრულ წარმოადგენენ ტყის ზრდის მოდელირების უახლეს მიდგომებს\, რომლებიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას ტყის მდგრადი მართვის პროცესში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 22 ოქტომბერი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tqhis-mdgradi-marthva-da-zrdis-modelebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48800.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181022T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181022T100000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181017T133500Z
LAST-MODIFIED:20240202T053248Z
UID:10001748-1540202400-1540202400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგი თემაზე „საყოველთაო კრეატივი“
DESCRIPTION:22 ოქტომბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ზუმაუთ პრე-აქსელერატორი უმასპინძლებს კოტე იანტბელიძეს\, რომელიც ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: „საყოველთაო კრეატივი“. \nინოვაციური აზროვნება და\, შესაბამისად\, ინოვაციური პროდუქტის შექმნა სხვა არაფერია\, თუ არა არსებული პროდუქტის კრეატიული რაკურსით დანახვა და არსებული პრობლემის კრეატიული გადაჭრის გზის მოძებნა. \nკრეატიულობა არ არის მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭი\, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ინდივიდუალურად საკუთარ თავზე მუშაობითა და დაუღალავი შრომით შესაძლებელია ყველა მსურველმა გამოიმუშაოს კრეატიული აზროვნებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. \nინოვაციური აზროვნება განსაკუთრებით დღეს არ შეიძლება ცალკე მდგომ კატეგორიად განვიხილოთ. პირიქით\, ინოვაციური აზროვნება პროდუქტიულ ნაყოფს მხოლოდ კრეატიულ აზროვნებასთან სინთეზში ქმნის. \nტრეინინგი ორიენტირებული იქნება კრეატიული და ინოვაციური იდეების გენერირების უნარ-ჩვევებზე. \nგელოდებით ძალიან საინტერესო საკითხებით! \nრეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \n  \nდრო: 22 ოქტომბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/treningi-themaze-saqhovelthao-kreativi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48798.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181019T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181019T183000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181010T133938Z
LAST-MODIFIED:20240202T053249Z
UID:10001749-1539973800-1539973800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ეს არის ძლიერი სქესი. ქალები ფსიქოანალიზში“ – გამოფენის პრეზენტაცია ილიაუნიში
DESCRIPTION:19 ოქტომბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201დარბაზში გაიმართება ზიგმუნდ ფროიდის მუზეუმის გამოფენის – „ეს არის ძლიერი სქესი. ქალები ფსიქოანალიზში“ – პრეზენტაცია. \nგამოფენამ\, რომელიც 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის ივლისამდე ვენის ფროიდის მუზეუმში იყო წარმოდგენილი\, დიდი წარმატებით მოიარა ევროპის რამდენიმე ქვეყანა. \nგამოფენის მიზანია\, საზოგადოებას გაახსენოს/გააცნოს ზიგმუნდ ფროიდის თანამედროვე 6 ქალი – პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი ფსიქოანალიტიკოსი – რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ფსიქოანალიზის განვითარებაში\, თუმცა მათ შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ესენი არიან: მარი ბონაპარტი\, ჰელენე დოიჩი\, ემა ეკშტაინი\, ანა ფროიდი\, ლუ ანდრეას-სალომე და საბინა შპილრაინი. \nპრეზენტაციას მოხსენებით გახსნის გამოფენის იდეის ავტორი და კურატორი\, ფროიდის მუზეუმის სამეცნიერო ხელმძღვანელი დოქტ. დანიელა ფინცი\, რომელიც ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოდის საქართველოში. \nღონისძიებას დაესწრება ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოქტ. არად ბენკო. \n  \nდრო: 19 ოქტომბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: B 201აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდასწრება თავისუფალია. \n2018 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/es-aris-dzlieri-sqesi-qalebi-phsiqoanalizshi-gamophenis-prezentatsia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48732.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181018T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181018T100000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181012T132700Z
LAST-MODIFIED:20240202T060158Z
UID:10002111-1539856800-1539856800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტების გაერთიანების კოლოკვიუმი „კულტურული იდენტობა და ენა“
DESCRIPTION:18-20 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის ნიდერლანდისტების გაერთიანების კოლოკვიუმი „კულტურული იდენტობა და ენა“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის\, ბელარუსისა და რუსეთის უნივერსიტეტების ნიდერლანდური ენის მასწავლებლები. \n19 ოქტომბერს კოლოკვიუმს გახსნიან ნიდერლანდური ენის კავშირის მრჩეველი ინგრიდ დეხრავე და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი გიორგი გვალია\, დაესწრება ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა. \nკოლოკვიუმს სრულად აფინანსებს ბელგიურ-ნიდერლანდური ორგანიზაცია ნიდერლანდური ენის კავშირი.\n\nსამუშაო ენა: ნიდერლანდური \nდრო და ადგილმდებარეობა: \n18 ოქტომბერი\, 10.00-14.00 საათი\, S 507 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n19 ოქტომბერი\, 10.00-18.00 საათი\, S 507 აუდიტორია \n20 ოქტომბერი\, 10.00-13.00 საათი\, S 503-507 აუდიტორიები (გიორგი წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aghmosavleth-evropis-niderlandistebis-gaerthianebis-kolokviumi-kulturuli-identoba-da-ena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48752.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181017T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181017T190000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181012T134229Z
LAST-MODIFIED:20240202T053251Z
UID:10001751-1539802800-1539802800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი იწყებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“. \n17 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გამართება პირველი შეხვედრა თემაზე „სტიგმა და ფსიქიკური ჯანმრთელობა“. \nმომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მის ინდიკატორებზე\, ფსიქიკური აშლილობის გავრცელებულ ფორმებზე\, იმ ბარიერებზე\, რომელთაც ადამიანების ცხოვრებაში ქმნის სტიგმა და თვითსტიგმა\, ამ ბარიერებისა და შესაბამისი პრობლემების გადალახვის მეთოდებზე\, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზებზე. \nდრო: 17 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saubrebi-phsiqikur-janmrthelobaze-stigma-da-phsiqikuri-janmrtheloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48751.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181017T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181017T190000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181011T125900Z
LAST-MODIFIED:20240202T053257Z
UID:10001752-1539802800-1539802800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპთან Pulsar Ai
DESCRIPTION:17 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კომპანიასთან Pulsar Ai. \nტექნოლოგიების განვითარება ადამიანების ცხოვრებას ყოველდღიურად ამარტივებს. იქმნება ახალი ელექტროძრავიანი მანქანები\, 3D პრინტერები\, რომლებიც ადამიანის ორგანოებს ბეჭდავენ\, ჭკვიანი სახლები\, რომელთა მართვაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია. \nხელოვნური ინტელექტი ის მიმართულებაა\, რომელიც ინდუსტრიის ბევრის სფეროს  ძირფესვიანად შეცვლას გეგმავს. სწორედ ამიტომ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ”Inspire Me” შეხვედრაზე\, რომელზეც სტუმრად გვეყოლება ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სტარტაპი Pulsar Ai. \nჩვენს ინტერაქციულ შეხვედრაზე შესაძლებლობა გექნებათ\, თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პრაქტიკული და ამომწურავი პასუხი მიიღოთ. \nგთხოვთ\, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა  \nდრო: 17 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-khelovnur-inteleqtze-momushave-startapthan-pulsar-ai/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48741.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181017T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181017T160000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181009T122057Z
LAST-MODIFIED:20240202T053300Z
UID:10001753-1539792000-1539792000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„რენე დეკარტი. ფილოსოფიური ტრაქტატები" – „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის“ მე-10 წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:9 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სავლე წერთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის „ფილოსოფიური ბიბლიოთეკის” მე-10 წიგნის – „რენე დეკარტი. ფილოსოფიური ტრაქტატები” – პრეზენტაცია. გადამუშავებული გამოცემა მოიცავს დეკარტის არა მხოლოდ აქამდე ნათარგმნ ფილოსოფიურ ტექსტებს\, არამედ ახალ თარგმანსაც ტრაქტატისა „წესები გონების წარმართვისათვის”. ამიტომ კრებული მკითხველს შესაძლებლობას აძლევს\, გაეცნოს დეკარტის ხუთივე ფილოსოფიურ ტრაქტატს (წესები გონების წარმართვისათვის\, მსჯელობა მეთოდის შესახებ\, მეტაფიზიკური მედიტაციები\, ფილოსოფიის საწყისები\, სულის ვნებანი). \nგამოცემის სპეციფიკის შესახე \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rene-dekarti-philosophiuri-traqtatebi-philosophiuri-bibliothekis-me-10-tsignis-prezentatsia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48709.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181015T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181015T180000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181008T094807Z
LAST-MODIFIED:20240202T053302Z
UID:10001754-1539626400-1539626400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კრებულის „საზრისები“ პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კრებულის „საზრისები” პრეზენტაცია. წიგნის იდეის ავტორი\, შემდგენელი და რედაქტორია გია მურღულია. \nკრებულში სასკოლო პროგრამისთვის მნიშვნელოვანი ნიმუშების\, ერთი და იმავე ტექსტის შესახებ\, წარმოდგენილია განსხვავებული ხედვისა და თვალსაზრისის წერილები\, რომელთა დიდი უმრავლესობა ავტორებმა სპეციალურად ამ კრებულისთვის დაწერეს. \nპრეზენტაციას გაუძღვებიან წიგნის ავტორები: გია მურღულია\, ლევან ცაგარელი\, მერაბ ღაღანიძე. \nშეხვედრის მოდერატორია თინათინ ქავთარაძე. \nდრო: 15 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/krebulis-sazrisebi-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48706.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181015T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181015T150000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181002T090215Z
LAST-MODIFIED:20240202T053307Z
UID:10001755-1539615600-1539615600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 15 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ ფარგლებში. \nშეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის მიზნები და ამოცანები\, პროექტის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. \nგანათლების სკოლა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან განათლების მიმართულების საბაკალავრო პროგრამაზე იწყებს პროექტის ფარგლებში შემუშავებული განმავითარებელი შეფასების მიდგომის – „კრიტიკული მეგობარი“ და მისი შესაბამისი ინსტრუმენტების პილოტირებას. საინფორმაციო შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ასევე პილოტირების გეგმა. \nშეგახსენებთ\, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წლიდან არის ჩართული პროექტში „შეფასების მექანიზმები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლებური სასწავლო გარემოს ჩამოსაყალიბებლად (ASSET)“ Erasmus+ -ის ინსტიტუციური თანამშრომლობის ფარგლებში\, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტის საჭიროებაზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების ახლებური სისტემის განვითარებას და მის ჩაშენებას სასწავლო პროგრამებში. \nდრო: 15 ოქტომბერი\, 15 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ\, დარეგისტრირდეთ ელექტრონულ პორტალზე. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-proeqtis-shephasebis-meqanizmebi-umaghles-saganmanathleblo-datsesebulebebshi-akhleburi-sastsavlo-garemos-chamosaqhalibeblad-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48623.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181012T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181012T170000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181009T110224Z
LAST-MODIFIED:20240202T053309Z
UID:10001756-1539363600-1539363600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის“
DESCRIPTION:12 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფ. პაატა ბუხრაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ერთი არქეოლოგიური ნივთის ფუნქციის განსაზღვრისათვის (ნაზარლების ნაქალაქარში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შუქზე)“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ნაქალაქარში აღმოჩენილი სამლოცველოს განძში შემავალ ბრინჯაოს მახვილის იმიტაციების სავარაუდო ფუნქციაზე. \nდრო: 12 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-erthi-arqeologiuri-nivthis-phunqtsiis-gansazghvrisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48708.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181012T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181012T170000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180919T072939Z
LAST-MODIFIED:20240202T053311Z
UID:10001757-1539363600-1539363600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნებაჰატ ავჯიოღლუს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მეჩეთის მოდერნისტული და თანამედროვე არქიტექტურის მაგალითები ევროპაში\, რუსეთსა და თურქეთში“ \nინფორმაცია მომხსენებლის შესახებ \nპროფესორი ნებაჰატ ავჯიოღლუ (Nebahat Avcıoğlu) არის ხელოვნებათმცოდნე და ისლამური არქიტექტურის სპეციალისტი. მისი ბოლო ნაშრომი ეხება ევროპაში არსებულ მეჩეთ-მუზეუმებს. ეს უჩვეულო ნაგებობები ჰიბრიდული ხასიათისაა და\, როგორც მკვლევარი თვლის\, ისინი ითავსებენ დიალექტიკურად განსხვავებულ თეოლოგიურ და სამოქალაქო ფუნქციებს.  ნაშრომში განხილულია ასეთი ტიპის ორი ნაგებობა: ვათანის მემორიალური კომპლექსი დაღესტანში (არქ. კ. კარიმოვი\, 2004 წ.) და გოტლიბ ლაიტნერის მიერ აგებული აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი და შაჰ-ჯაჰანის მეჩეთი ლონდონში (1889 წ.). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო:12 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nebahat-avjioghlus-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48534.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181011T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181011T150000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180926T055000Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001759-1539262800-1539270000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თბილისის „ბიგ ბენდის“ კონცერტი ილიაუნიში
DESCRIPTION:11 ოქტომბერს\, 13:00 საათზე\, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში გაიმართება თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი. \nკონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ სოლისტები: \n\nმაია ბარათაშვილი\nმარიკო ებრალიძე\nნესტან ჯიბლაძე\nნინი გველესიანი\nზაურ შავგულიძე\nგიორგი სუხიტაშვილი\nვასილ დოლიძე\nთემო საჯაია\n\nდრო: 11 ოქტომბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 დარბაზი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thbilisis-big-bendis-kontserti-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48411.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181011T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181011T100000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181008T095119Z
LAST-MODIFIED:20240202T053317Z
UID:10001760-1539252000-1539252000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „დაავადებები ველურ ცხოველებში და სახეობათა კონსერვაცია“
DESCRIPTION:11-12 ოქტომბერს\, 10:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „დაავადებები ველურ ცხოველებში და სახეობათა კონსერვაცია“. თბილისის ზოოლოგიური პარკის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ტარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უტრეხტის\, ტურინის\, სიენას\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები\, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) სახეობათა გადარჩენის კომისიის წევრები\, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი -NACRES-ი და თბილისის ზოოლოგიური პარკი. \n\nმომხსენებლები წარმოადგენენ ინფორმაციას სხვადასხვა დაავადების გავრცელებისა და მათი დეტექციის შესახებ ველურ სახეობებში (როგორც ხმელეთის\, ისე წყლის)\,  დაავადებების გამომწვევი მიზეზების შესწავლის მნიშვნელობაზე იშვიათი სახეობების კონსერვაციისთვის;\nმოხსენებები გაკეთდება მთის ჩლიქოსნების მდგომარეობაზე და მათი შენარჩუნების გზებზე;\nგაიმართება სემინარი\, რომელიც მიეძღვნება მთის ჩლიქოსნებისთვის კონსერვაციული ქმედებების დაგეგმვას (12 ოქტომბერს\, შესვენების შემდეგ).\n\n\nმომხსენებლები: \n\nპროფ. ლუკა როსი(ტურინის უნივერსიტეტი)\n\nმთის ჩლიქოსნების (Caprinae) ძირითადი დაავადებების მიმოხილვა \n\n პროფ. ანდრეა გრონე (უტრეხტის უნივერსიტეტი)\n\nგარეულ ცხოველთა ჯანმრთელობაზე დაკვირვება ნიდერლანდებში – რანავირუსით გამოწვეული დაავადებები ამფიბიებში \n\n პროფ. მარია კიკი (უტრეხტის უნივერსიტეტი)\n\nნიდერლანდებში გავრცელებული გარეულ ცხოველთა დაავადებები \n\nპროფ. სანდრო ლოვარი (სიენას უნივერსიტეტი\, ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის-IUCN-Caprinae სპეციალისტთა ჯგუფის თავმჯდომარე)\n\n კლიმატის ცვლილება\, როგორც მთის ჩლიქოსნებზე მოქმედი პოტენციური საფრთხე \n\n დოქტ. ზურაბ ჯავახიშვილი (ილიას უნივერსიტეტი)\n\nფრინველის გრიპის ვირუსის შესწავლა საქართველოს გარეულ ფრინველებში   \n\n  ივანე დარასელია (თბილისის ზოოლოგიური პარკი)\n\nველურ ცხოველთა იმობილიზაციის მეთოდები \n\nლევან ნინუა (ილიას უნივერსიტეტი)\n\nშავი ზღვის ვეშაპისნაირების გამორიყვა: მიზეზები ძიებაში \n\nბეჟან ლორთქიფანიძე (ნაკრესი)\n\nაღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის მონიტორინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე \n\nნიკა ქერდიყოშვილი (თბილისის ზოოპარკი)\n\n დასავლეთ კავკასიური ჯიხვის გავრცელება და სტატუსი  \n\nპროფ. ზურაბ გურიელიძე (თბილისის ზოოპარკი\, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი)\n\n მთის ჩლიქოსნების კონსერვაცია საქართველოში \n\nკონფერენციის სამუშაო ენები: ინგლისური\, ქართული \nდრო: 11-12 ოქტომბერი\, 10:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-daavadebebi-velur-tskhovelebshi-da-sakheobatha-konservatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48683.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181008T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181008T160000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181005T121834Z
LAST-MODIFIED:20240202T053319Z
UID:10001762-1539014400-1539014400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ლორან ჯიზონის ლექცია „ჰელიოსეისმოლოგიის მიღწევები“
DESCRIPTION:8 ოქტომბერს\, 16:00 სააათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ლორან ჯიზონის საჯარო ლექცია თემაზე: „ჰელიოსეისმოლოგიის მიღწევები“. \nლორან ჯიზონი არის გოტინგენის უნივერსიტეტის პროფესორი და მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. \nთემის მოკლე აღწერა  \nმზის წიაღის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზის გამო. განსაკუთრებით საინტერესოა შეფასება კონვექციურ ზონაში არსებული დინებებისა\,   რომლებიც წარმოშობენ მაგნიტურ ველებს. მზის რხევები საშუალებას გვაძლევს  დავინახოთ\, რა ხდება მზის ზედაპირის ქვეშ\, დაახლოებით ისე\, როგორც გეოფიზიკოსები იკვლევენ დედამიწის წიაღს მიწისძვრების საშუალებით. მოხსენება შეეხება ჰელიოსეისმოლოგიის უახლეს მიღწევებს მზის წიაღში არსებული დინებებისა და მათი 11-წლიან ციკლზე დამოკიდებულების შესწავლაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 8 ოქტომბერი\, 16 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-loran-jizonis-leqtsia-helioseismologiis-mightsevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48667.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181005T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181005T190000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181004T110850Z
LAST-MODIFIED:20240202T053324Z
UID:10001763-1538766000-1538766000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ნიკო მარი მოდერნიზმის კულტურის კონტექსტში“
DESCRIPTION:5 ოქტომბერს\, 19:00 სააათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია „ნიკო მარი მოდერნიზმის კულტურის კონტექსტში“. \nლექცია ორგანიზებულია გოეთეს ინსტიტუტის\, გამომცემლობა „საგას“ და ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მიერ. \nმომხსენებლები: ელენა ვოგმანი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი) \nგიორგი მაისურაძე (ილიას სახელემწიფო უნივერსიტეტი) \nსემინარზე ელენა ვოგმანი წარმოადგენს სანკტ-პეტერბურგში\, ნიკო მარის არქივში\, მოძიებულ დღემდე გამოუქვეყნებელ მასალებს მეცნიერის მიერ 1917-1918 წლებში ანისში ჩატარებული არქეოლოგიური ექსპედიციიდან. საუბარი იქნება ნიკო მარის მოძღვრებათა პარალელებზე მის თანამედროვე ევროპულ სამეცნიერო თეორიებთან. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 5 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-niko-mari-modernizmis-kulturis-konteqstshi/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48647.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181005T133000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181005T150000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181003T175218Z
LAST-MODIFIED:20240202T101843Z
UID:10001764-1538746200-1538751600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიბერთი ბანკის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით
DESCRIPTION:5 ოქტომბერს\, პარასკევს\, 13:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტურ ვაკანსიებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი საქართველოში – ლიბერთი ბანკი. \nლიბერთი მუდმივად ხელს უწყობს სტუდენტების დასაქმებას თბილისსა და რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით ილიაუნის სტუდენტებს გთავაზობთ წინა ხაზის ვაკანსიებს და ანაზღაურებად სტაჟირებას შემდეგ პოზიციებზე: \n\nმითერი\nმოლარე-ოპერატორი \nმოლარე \nგაყიდვების მენეჯერი \nკრედიტოფიცერი (სტაჟირება)\n\nვაკანსიების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით აქ: https://goo.gl/DXXEPW \nდაინტერესებული სტუდენტები ლიბერთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ ბანკის შემოთავაზების შესახებ\, მოისმენენ ტოპმენეჯმენტის წარმომადგენელთა მოხსენებებს და საშუალება ექნებათ\, ადგილზე გააკეთონ განაცხადი ვაკანსიებზე. \nშეხვედრა საინტერესო იქნება ბანკში დასაქმების მსურველი ნებისმიერი მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის. \nშეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nდრო: 5 ოქტომბერი\, 13:30 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/liberthi-bankis-sainphormatsio-shekhvedra-studentur-vakansiebthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48632.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181004T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181004T190000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181001T132557Z
LAST-MODIFIED:20240202T053330Z
UID:10001765-1538679600-1538679600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის „კაპიტალი“
DESCRIPTION:4 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ელენა ვოგმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ღირებულებათა მეტამორფოზები და ეიზენშტეინის „კაპიტალი“. \nღონისძიების ორგანიზატორია გოეთეს ინსტიტუტი გამომცემლობა „საგასთან“ ერთად. \nკარლ მარქსის „კაპიტალის“ ეიზენშტეინისეული ეკრანიზაცია\, მიუხედავად იმისა\, რომ ვერ განხორციელდა\, დღემდე არ ასვენებს კინემატოგრაფისტებს\, ისტორიკოსებსა და მწერლებს. მეტიც\, მისი პირველი „მატერიალური“ გამოვლინება ათგვერდიანი ფრაგმენტია რეჟისორის სამუშაო ჩანაწერებიდან. \nმომხსენებელი საუბრისას დაეყრდნობა „კაპიტალთან“ დაკავშირებულ ვრცელ საარქივო მასალას (500 გვერდამდე)\, რომელიც „დიალექტიკური მიდგომისა და სწავლის ნათელი ნიმუშია“\, როგორც მას თავად ეიზენშტეინი უწოდებდა\, ჩანახატებით\, ამონარიდებით\, დიაგრამებით სტატიების მონახაზებით\, ნეგატივებით (ფილმიდან „ოქტომბერი“)\, შენიშვნებითა და თეორიული ნააზრევით\, ასევე სხვადასხვა წყაროდან მოხმობილი ციტატებით და სხვ. \nმომხსენებლის შესახებ \nელენე ვოგმანი (ბერლინი) არის ლიტერატურათმცოდნე\, ავტორი და კურატორი კვლევით პროექტისა „რითმი და პროექცია“ (თავისუფალი უნივერსიტეტი\, ბერლინი). მისი დისერტაცია „ეროტიკული ფიქრი. ეიზენშტეინის ექსცენტრული მეთოდი“ გამოსცა გამომცემლობა diaphanes-მა; მისი საკვლევი თემებია: ვიზუალური ფიქრი\, რითმის ანთროპოლოგია\, ეთნოგრაფია და დოკუმენტური პრაქტიკები; მარი რებეჩისა და ტილ გათმანთან ერთად კურირებდა გამოფენას „სერგეი ეიზენშტეინი: რითმის ანთროპოლოგია“ (Nomas Foundation\, რომი); ელენე ვოგმანი ამჟამად მუშაობს მეორე წიგნზე ”Dance of Values. Eisenstein’s Capital Project”\, რომელშიც ეიზენშტეინის პროექტის „კაპიტალი“ გამოუქვეყნებელ მასალას\, გოეთეს მორფოლოგიის\, ჯოისის ულისესა და მარქსის ღირებულების მეტამორფოზების ახლებურ ინტერპრეტაციებს იძლევა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ghirebulebatha-metamorphozebi-da-eizenshteinis-kapitali/
CATEGORIES:საჯარო ლექციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48619.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181004T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181004T093000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181001T130027Z
LAST-MODIFIED:20240202T053332Z
UID:10001766-1538645400-1538645400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“
DESCRIPTION:2018 წლის 4-5 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართულ-გერმანული ურთიერთობების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია: „ქართველთა კულტურული კვალი გერმანიაში“. \nკონფერენციის მიზანია\, შეაჯამოს და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს განსახილველად წარუდგინოს 2015-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ამავე სახელწოდების კვლევითი პროექტის შედეგები (პროექტის ხელმძღვანელი – პროფ. ნ. დობორჯგინიძე). \nპროექტი დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის თანაორგანიზატორია რეგენსბურგის აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი. \nკონფერენციის სამუშაო ენები: გერმანული (გერმანულენოვან მოხსენებებს ექნება ქართული ანოტაციები)\, ინგლისური. \nდრო: 4-5 ოქტომბერი \nადგილი: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nდეტალური ინფორმაცია კონფერენციის პროგრამისა და მომხსენებლების შესახებ იხ. ბმულზე: http://qakuna.iliauni.edu.ge/ka/conference \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-qarthveltha-kulturuli-kvali-germaniashi/
CATEGORIES:კონფერენციები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48618.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181003T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181003T160000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180921T135515Z
LAST-MODIFIED:20240202T053335Z
UID:10001767-1538582400-1538582400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების შესახებ
DESCRIPTION:3 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის იაპონიის ცენტრის ინიციატივით გაიმართება ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების ცნობილი იაპონელი სპეციალისტის\, ცუკამოტო მაკის საჯარო ლექცია ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების შესახებ \nცუკამოტო მაკის დამთავრებული აქვს კიოტოში\, დაიკაკუჯის ბუდისტურ ტაძართან არსებული საგას პროფესიული სკოლა\, რომელიც იაპონიაში ჩაის ცერემონიისა და იკებანას ხელოვნების ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებლად ითვლება. ლექციაზე საუბარი იქნება ურასენკესა (ჩაის ცერემონიის სამი მთავარი მიმდინარეობიდან ერთ-ერთი) და იკებანას ხელოვნებაში საგა-გორიუს მიმდინარეობის შესახებ. \nმომხსენებელი ლექციის დროს მოამზადებს იკებანას ნიმუშებს და მსურველებს ჩართავს თაიგულების მომზადების პროცესში. \nლექციის ენა: იაპონური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 3 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-chais-tseremoniisa-da-ikebanas-khelovnebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48499.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20181002T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20181002T150000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20181001T113525Z
LAST-MODIFIED:20240202T060200Z
UID:10002112-1538492400-1538492400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „რა არის ძალადობა?“
DESCRIPTION:2 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია „რა არის ძალადობა?“\, რომელსაც გაუძღვებიან  ექსპერტები – ნინო დარსაძე და ნანა მაისაშვილი (საქართველოს ჯანდაცვის საზოგადოებრივი ფონდი). \n2018 წლის 1-ლ ივნისს დაიწყო ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ნორმების ცვლილებისაკენ მიმართული საკომუნიკაციო კამპანია: „დაასრულე ძალადობა!“. კამპანიას ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით. \nსაქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60% ფიქრობს\, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია\, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდებისა. ზოგადად\, მაღალია როგორც ბავშთა მიმართ ძალადობის\, აგრეთვე ძალადობის მიმართ ტოლერანტობის დონე. \nბავშვთა მიმართ ძალადობის\, აგრეთვე მის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულების განმაპირობებელია არსებული სოციალური ნორმები. \nკამპანიის „დაასრულე ძალადობა!“ მიზანი სწორედ ამ სოციალური ნორმების ცვლილებაა\, რაც მიიღწევა საზოგადოების ჩართულობით და თემაზე დისკუსიის ინიცირებით\, იმისათვის\, რომ საზოგადოების კრიტიკულად განწყობილმა ნაწილმა გააცნობიეროს\, რეალურად რას წარმოადგენს ბავშვთა მიმართ ძალადობა\, რომ არ არსებობს ძალადობის მისაღები/მსუბუქი ფორმა და რომ რეაგირებაა საჭირო ბავშვთა მიმართ ძალადობის ყოველ ფაქტზე. \nდრო: 2 ოქტომბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ra-aris-dzaladoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/10/48616.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180927T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180927T150000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180918T193527Z
LAST-MODIFIED:20240202T053338Z
UID:10001768-1538060400-1538060400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 სექტემბერს\, 15:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტის (გერმანია) ერთობლივი ტრანსდისციპლინური საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის – კარლ ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა – პრეზენტაცია გაიმართება. \nპროგრამა დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას სადოქტორო ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nპროგრამის დოქტორანტები სრულ დაფინანსებას იღებენ ფოლკსვაგენის ფონდისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისგან. \nდრო: 27 სექტემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსამუშაო ენა: გერმანული და ქართული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/karl-phridrikh-leman-hauptis-saerthashoriso-sadoqtoro-programis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48384.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180926T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180926T190000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180921T134743Z
LAST-MODIFIED:20240202T053342Z
UID:10001770-1537988400-1537988400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია „ლიტერატურა და რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“
DESCRIPTION:26 სექტემბერს\,19:00 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ცენტრი გიწვევთ საჯარო ლექციაზე „ლიტერატურა და რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“. \nლექციას გაუძღვება მწერალი\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის მიწვეული პროფესორი თამთა მელაშვილი. \nქალთა ისტორიის კვლევის გამოცდილებასა და სირთულეებზე ისაუბრებენ მკვლევრები: ლანა მუშკუდიანი\, ნინო ცქიფურიშვილი\, ქეთი ხუციშვილი და თამარ ნოდარიშვილი. \nსაბჭოთა ტოტალიტარულ წარსულსა და 1930-იანი წლების რეპრესიებზე მსჯელობისას ნაკლები ყურადღება ეთმობა გენდერს\, როგორც ისტორიული ანალიზის მნიშვნელოვან კატეგორიას. ქალთა მივიწყებული ბიოგრაფიების კვლევა სწორედ ამ დანაკლისის შევსების მცდელობაა სამი მნიშვნელოვანი ქალის – ლიდია გასვიანის\, თინა გველესიანისა და მარიკა მიქელაძის – ბიოგრაფიების შექმნით. \nდრო: 26 სექტემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-literatura-da-represiebi-sabtchotha-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48498.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180925T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180925T090000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180921T172054Z
LAST-MODIFIED:20240202T053345Z
UID:10001771-1537866000-1537866000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სეისმური ქსელის განვითარების პროექტის სამუშაო შეხვედრა
DESCRIPTION:25-27 სექტემბერს\, 09:00 საათზე\, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა პროექტისა\, რომელიც ითვალისწინებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სეისმური ქსელის განვითარებას. ვორკშოპის მიზანია ახალი რეგიონული პროექტის სამუშაო ვერსიის წარდგენა. \nპროექტი\, რომლის ლიდერი ქვეყანა საქართველოა\, განხორციელდება ამერიკის შეერთებული შტატების ენერგიის დეპარტამენტის სეისმური თანამშრომლობის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში. მას ორგანიზებას გაუწევს უკრაინასა და ყაზახეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრები (STCU\, ISTC). პროექტში მონაწილეობენ საქართველო\, აზერბაიჯანი\, სომხეთი\, ყაზახეთი\, უზბეკეთი\, ყირგიზეთი\, თურქმენეთი და ტაჯიკეთი. \nდრო: 25-27 სექტემბერი\, 09:00 საათი \nადგილმდებარეობა: სასტუმრო „თბილისი მერიოტი“ (რუსთაველის გამზ. N13) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kavkasiasa-da-tsentralur-aziashi-seismuri-qselis-ganvitharebis-proeqtis-samushao-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48505.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180921T172400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180921T172400
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180921T132432Z
LAST-MODIFIED:20240202T053347Z
UID:10001772-1537550640-1537550640@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პირველკურსელების მიღების ცერემონია –Welcome Party 2018
DESCRIPTION:ილიაუნის პირველკურსელების მიღების ცერემონია 29 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, ვაკის პარკში გაიმართება. \nტრადიციულად\, ღონისძიების მთავარ სცენაზე წელსაც დავაჯილდოებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წარმატებულ პირველკურსელებს. \nდაჯილდოების შემდეგ მთავარ სცენაზე გაიმართება კონცერტი. \nკონცერტზე დაუკრავენ:  \nBadford Falls\nKillages\nZiad Aliev-ის DJ სეტი \nღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება. \nგილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას და გელოდებით! \nდრო: 29 სექტემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirvelkurselebis-mighebis-tseremonia-welcome-party-2018/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48484.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180914T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180914T140000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180906T195148Z
LAST-MODIFIED:20240202T053351Z
UID:10001773-1536933600-1536933600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი: კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევა
DESCRIPTION:14 სექტემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი თემაზე: „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევა“. \nპროექტში მონაწილეობენ პრეშოვის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი)\, ბუნების ისტორიის მუზეუმის (უნგრეთი)\, სამხრეთ ბოჰემიის უნივერსიტეტის (ჩეხეთი)\, ლოძის უნივერსიტეტის (პოლონეთი)\, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიისა (აზერბაიჯანი) და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო) მეცნიერები. \nშეხვედრის ორგანიზატორები ისაუბრებენ ბიომრავალფეროვნების პრობლემებზე\, თანამშრომლობის და პარტნიორობის შესაძლებლობებზე. \nბიომრავალფეროვნება\, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის უდიდეს ღირებულებას წარმოადგენს ეკოსისტემური სერვისების (ეკონომიკური\, კულტურული\, ესთეტიკური\, სამეცნიერო და საგანმანათლებლო) თვალსაზრისით\, მძიმე ზემოქმედებას განიცდის\, რაც მისი დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის იმის გამო\, რომ ბუნების დამცველები\, გარემოსდაცვითი პოლიტიკის სფეროში მომუშავე სპეციალისტები და ადგილობრივი თემები არ თანამშრომლობენ. მეტიც\, გარემოსდაცვითი განათლება ხშირად ფორმალური და არაეფექტურია. ამიტომ ბიომრავალფეროვნების ეფექტური კონსერვაციასა და გარემოს მენეჯმენტის შესახებ უფრო მეტი პროექტის განხორციელებაა საჭირო. \nვიშეგრადის ფოდნის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის “V4 და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაში ადამიანის კეთილდღეობისათვის” მიზანია შეიქმნას ერთიანი ქსელი\, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ბიოლოგები\, გარემოსდაცვითი და სხვა არასამთავრებო ორგანიზაციები\, ადგილობრივი პოლიტიკის შემქმნელები (სამინისტროში დასაქმებული მოხელეები) და ადგილობრივი საზოგადოება\, რომელიც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვის უკეთესი კონცეფციებისა და პრაქტიკის განხორციელებას\, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას\, გარემოსდაცვითი რეგიონული სტრატეგიების გაუმჯობესებას კლიმატის ცვლილებებისა და მდგრადი განვითარების კონტექსტში. \nდრო: 14 სექტემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n2018 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-kavkasiis-biomravalpherovnebis-kvleva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48162-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180912T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180912T100000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180912T050000Z
LAST-MODIFIED:20240202T053353Z
UID:10001775-1536746400-1536746400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“
DESCRIPTION:12-14 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) და უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი). კონფერენცია დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. \nქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე“ 2016 წელს დაარსდა უცხოელი ქართველოლოგების ინიციატივით; ამავე წელს პარიზში გაიმართა პირველი კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 1“. 2018 წლის 2-11 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა\, ხოლო 12-14 სექტემბერს კონფერენცია \, რომლის მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია\, ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა\, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის\, როგორც მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო დარგების\, პოპულარიზაცია უცხოურ უნივერსიტეტებში. \nქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე მომუშავე 15 მეცნიერი. \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართული ფაილის სახით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthvelologiis-saerthashoriso-konpherentsia-samkhreth-kavkasiuri-tsartsis-tsre-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48245.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180912T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180912T100000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180912T050000Z
LAST-MODIFIED:20240202T053359Z
UID:10001776-1536746400-1536746400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“
DESCRIPTION:12-14 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენციას „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 2“. კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მერილენდის უნივერსიტეტი (აშშ) და უნივერსიტეტი პარიზი 8 (საფრანგეთი). კონფერენცია დაფინანსებულია რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. \nქართველოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე“ 2016 წელს დაარსდა უცხოელი ქართველოლოგების ინიციატივით; ამავე წელს პარიზში გაიმართა პირველი კონფერენცია: „სამხრეთ კავკასიური ცარცის წრე 1“. 2018 წლის 2-11 სექტემბერს ილიას უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა ამავე სახელწოდების საზაფხულო სკოლა\, ხოლო 12-14 სექტემბერს კონფერენცია \, რომლის მიზანია ქართველოლოგიური კვლევების ინტერნაციონალიზაცია\, ქართველი და უცხოელი მკვლევრებისთვის ერთიანი სამუშაო პლატფორმის შექმნა\, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის\, როგორც მნიშვნელოვანი საენათმეცნიერო დარგების\, პოპულარიზაცია უცხოურ უნივერსიტეტებში. \nქართველ მეცნიერებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში ქართველოლოგიურ პრობლემატიკაზე მომუშავე 15 მეცნიერი. \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართული ფაილის სახით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthvelologiis-saerthashoriso-konpherentsia-samkhreth-kavkasiuri-tsartsis-tsre-2-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/09/48593.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180828T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180828T110000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180801T134828Z
LAST-MODIFIED:20240202T053401Z
UID:10001778-1535454000-1535454000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია
DESCRIPTION:28\, 29 და 30 აგვისტოს\, 11: 00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორიაში გაიმართება სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ლ. შტურის სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროფესორის\, ვლადიმირ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია შემდეგი თანმიმდევრობით: \n\n28 აგვისტო – კორპუსული მეთოდოლოგიის გამოყენება ლექსიკოგრაფიული\, მთარგმნელობითი და სხვა ტიპის კვლევების დროს;\n29 აგვისტო – კორპუსის დიზაინისა და კორპუსების შედგენაზე ორიენტირებული კომპიუტერული უზრუნველყოფა;\n30 აგვისტო – ონლაინკორპუსები და Aranea-ს ქართულენოვანი რესურსი.\n\nპროფესორ ბენკოს საჯარო ლექციათა სერია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინასებული ციფრული ჰუმანიტარიის სტრუქტურული სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. \nდრო: 28\, 29 და 30 აგვისტო\, 11:00 საათი\nადგილმდებარეობა: F303 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-vladimir-benkos-sajaro-leqtsiatha-seria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/08/47821.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180816T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180816T103000
DTSTAMP:20260506T105105
CREATED:20180814T125340Z
LAST-MODIFIED:20240202T053405Z
UID:10001779-1534415400-1534415400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ინტელის წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:გაინტერესებთ\, რა ახალ საშუალებებს გთავაზობთ ტექნოლოგიები? შემოუერთდით კომპანია ინტელის წარმომადგენლებს 16 აგვისტოს\, 10:30-12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში და გაიგეთ\, თუ როგორია ტექინდუსტრიაში მუშაობა და რა გამოცდილების დაგროვება შეგიძლიათ. გაიგეთ კარიერის სხვადასხვა გზის შესახებ ტექნიკურ და არატექნიკურ სფეროებში\, როგორებიცაა: ინჟინერია\, დიზაინი\, მარკეტინგი და მოდა. სტუმრები გაგიზიარებენ პრობლემების გადაჭრის გზებს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში\, ასევე როგორ შეცვალოთ მსოფლიო უკეთესობისკენ. ინტელის წარმომადგენლები ისაუბრებენ\, რას ნიშნავს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ტექნოლოგიურ კომპანიაში მუშაობა და როგორ გაიარეს მათ გზა წარმატებამდე. შეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია. \nდრო: 16 აგვისტო\, 10:30-12:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-intelis-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/08/47914.png
END:VEVENT
END:VCALENDAR