BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180604T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180604T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180530T075258Z
LAST-MODIFIED:20240202T053829Z
UID:10001831-1528138800-1528138800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:STEM განათლება: დაწყებითი კლასების ჩართვა მათემატიკურ თამაშებში და ინჟინერული დიზაინის შესწავლაში
DESCRIPTION:4 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 207 აუდიტორიაში გაიმართება ბრიჯუოტერის სახელმწიფო უნივერსიტეტის (მასაჩუსეტსი\, აშშ) დოქტორების – ნიკი გლენისა და პოლინა საბინინის საჯარო ლექცია\, რომელზეც განხილული იქნება თამაშზე დაფუძნებული სწავლების როლი მოსწავლეთა აზროვნების განვითარებასა და თვალსაწიერის გაფართოებაში. \nდოქტორი გლენი განიხილავს რამდენიმე მაგალითს თავისივე თანაავტორობით დაწერილი კურიკულუმის მოდულებიდან „ინჟინერია არის ელემენტარული”\, რომელიც I-V კლასის მოსწავლეთათვის ბოსტონის სამეცნიერო მუზეუმთან თანამშრომლობით შეიქმნა.  დოქტორი საბინინი კი ისაუბრებს I-V კლასელთა ლოგიკისა და სივრცითი აზროვნების განვითარებაში მათემატიკური საგანმანათლებლო თამაშების მნიშვნელობაზე. \nგთხოვთ\, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/SNNvR0RkCG4llQIN2 \nლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 4 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/stem-ganathleba-datsqhebithi-klasebis-charthva-mathematikur-thamashebshi-da-inzhineruli-dizainis-shestsavlashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46950.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180601T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180529T134336Z
LAST-MODIFIED:20240202T053831Z
UID:10001833-1527879600-1527879600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეორე ქება
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეორე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameore-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46945.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180531T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180531T160000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180528T081507Z
LAST-MODIFIED:20240202T053835Z
UID:10001834-1527782400-1527782400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ საჯარო დისკურსში”
DESCRIPTION:31 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედიის განვითარების ფონდი (M​D​F) და  ილიაუნი გიწვევთ პრეზენტაცია-დისკუსიაზე „სიძულვილის ენა და ანტიდასავლური პროპაგანდა ქართულ საჯარო დისკურსში”. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება MDF-ის უახლესი კვლევები –  „სიძულვილის ენა” და „ანტიდასავლური პროპაგანდა”. \n2017 წელს ამ მიმართულებით გამოვლენილ ტენდენციებზე  ისაუბრებენ მოწვეული სპიკერები:  მწერალი ლაშა ბუღაძე\, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი და რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს ხელმძღვანელი ნათია ზამბახიძე. \nშეხვედრის ბოლოს გაიმართება დისკუსია. \nღონისძიება ტარდება „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში\, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 31 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-sidzulvilis-ena-da-antidasavluri-propaganda-qarthul-sajaro-diskursshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46905.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180531T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180531T140000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180524T122513Z
LAST-MODIFIED:20240202T053839Z
UID:10001835-1527775200-1527775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა HR.ge-ს ონლაინ დასაქმების ფორუმის შესახებ
DESCRIPTION:31 მაისს\, ხუთშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრას გამართავენ დასაქმების პორტალი HR.ge-ს წარმომადგენლები. \nშეხვედრის თემა: ონლაინ დასაქმების ფორუმი და ღონისძიება 2018. \nშეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ ინფორმაციას ინოვაციური პროექტის შესახებ\, რომელიც გულისხმობს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებას თავდაპირველად ონლაინრეჟიმში\, შემდეგ კი\, ფინალურ ღონისძიებაზე\, –  პირისპირ გასაუბრებას. \nშეხვედრა საინტერესო იქნება ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტისა და კურსდამთავრებულისთვის. \nდასწრების მსურველებმა\, გთხოვთ\, გაიარეთ რეგისტრაცია. \nდრო: 31 მაისი\, ხუთშაბათი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, III სართული\, ჭავჭავაძის N32. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-hr-ge-s-onlain-dasaqmebis-phorumis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46594.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180530T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180530T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180517T094102Z
LAST-MODIFIED:20240202T053840Z
UID:10001836-1527706800-1527706800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია
DESCRIPTION:საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 30 მაისს\,19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება საქართველოს პირველი რესპუბლიკის\nპროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია. პროექტს წარადგენს კვლევითი ჯგუფი პროფ. ნინო დობორჯგინიძის ხელმძღვანელობით. \nვებგვერდის შესახებ \nსაქართველოს რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზისა და სოციალური კლასტერების პროექტის ვებგვერდი\nhttp://prosopography.iliauni.edu.ge ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. \nვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას: \n\nგაეცნოთ\, იკვლიოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მოვლენები\, ამბები მათში მონაწილე პირების (25000-მდე) პერსპექტივიდან;\nგაეცნოთ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საზოგადოებრივი ცხოვრების ამსახველ 24000-ზე მეტ ფაქტს;\nშეისწავლოთ 1918-1921 წლების 4000-მდე წყარო\, რომლებიც დამუშავებული და ბაზაში დოკუმენტირებულია ციფრული ჰუმანიტარიის თანამედროვე სტანდარტების მიხედვით;\nდაათვალიეროთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ექსპერიმენტული გამოცემა\, რომელიც მომზადდა ციფრული ჰუმანიტარიის ხელსაწყოების Omeka-სა (Roy Rosenzweig Center for History and New Media (RRCHNM)) და Neatline-ის (University of Virginia Library) გამოყენებით.\n\nდრო: 30 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი.ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-pirveli-respublikis-prosopographiuli-bazis-vebgverdis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46435.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180529T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180529T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180516T082900Z
LAST-MODIFIED:20240202T053846Z
UID:10001837-1527620400-1527620400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია საქართველოს\, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით
DESCRIPTION:1918 წლის 26-28 მაისს ტფილისში გამოცხადდა სამხრეთ კავკასიის სამი რესპუბლიკის: საქართველოს\, სომხეთისა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.  29 მაისს\, 19:00 საათზე\, B201 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამართავს პანელურ დისკუსიას ამ მოვლენის 100 წლისთავთან დაკავშირებით. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და სომხეთის პირველ რესპუბლიკათა ყველაზე აღიარებული სპეციალისტები: მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორი სტივენ ჯონსი და ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი. დისკუსიას გაუძღვება ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სწავლებათა პოსტსადოქტორო მკვლევარი\, პროფესორი ბექა კობახიძე. \nმომხსენებლების შესახებ \nპროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ახლა ასრულებს მესამე მონოგრაფიას\, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება. \nპროფესორი რიჩარდ ჰოვანესიანი ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში (UCLA) არმენოლოგიურ სწავლებათა დამფუძნებელია. შეიძლება ითქვას\, რომ არავის უკვლევია კავკასიის პირველ რესპუბლიკათა ისტორია ისე სიღრმისეულად\, როგორც ეს პროფესორმა ჰოვანესიანმა გააკეთა. 1950-იანი წლებიდან მოყოლებული მსოფლიოს სამ კონტინენტზე მან მოიარა\, ფაქტობრივად\, ყველა შესაძლო არქივი. 1967 წელს გამოსცა მონოგრაფია „სომხეთი დამოუკიდებლობის გზაზე“\, რასაც 1971-დან 1996 წლამდე მოჰყვა ოთხტომეული „სომხეთის რესპუბლიკა“. \nმოდერატორი: ბექა კობახიძე \nბექა კობახიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი სკოლის პოსტსადოქტორო მკვლევარი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორია. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდრო: 29 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-saqarthvelos-somkhethisa-da-azerbaijanis-damoukideblobis-100-tslisthavthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46390.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180528T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180528T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180516T082800Z
LAST-MODIFIED:20240202T053853Z
UID:10001838-1527534000-1527534000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სტივენ ჯონსის შეხვედრა მკითხველთან და წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის წიგნის „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ მეორე\, განახლებული ქართული გამოცემის პრეზენტაცია. \nღონისძიებას გახსნის საპატიო სტუმარი\, ნოე ჟორდანიას ვაჟი\, 1921 წელს დაბადებული რეჯებ ჟორდანია. \nწიგნის ავტორი ისაუბრებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავზე\, პირველ მოდერნულ ქართულ სახელმწიფოზე\, ქართული სოციალ-დემოკრატიის ისტორიაზე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება პროფესორ სტივენ ჯონსის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოების ცერემონია. \nმომხსენებლის შესახებ \nპროფესორი სტივენ ჯონსი მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯში (აშშ) რუსეთისა და ევრაზიულ სწავლებათა მიმართულების ხელმძღვანელია. ის 1970-იანი წლებიდან მოყოლებული იკვლევს საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკას. დაწერილი აქვს ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „სოციალიზმი ქართულ ფერებში: ევროპული გზა სოციალ-დემოკრატიისკენ (1883-1917)“ და „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“. ამჟამად ასრულებს მესამე მონოგრაფიას\, რომელიც უშუალოდ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შეეხება. \nდრო: 28 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nდასწრება თავისუფალია. \n2020 წელი \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-stiven-jonsis-shekhvedra-mkithkhvelthan-da-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46360.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180528T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180528T163000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180528T064800Z
LAST-MODIFIED:20240202T053856Z
UID:10001839-1527525000-1527525000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia- Marshall-ის კვირეული - პირველი შეხვედრა
DESCRIPTION:”ADS Georgia” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია\, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები\, ნახონ\, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. \nკრეატიული სააგენტო Marshall-ის პირველ შეხვედრას გამართავს სააგენტოს კრეატიული დირექტორი\, თეონა ლატალი\, რომელიც ისაუბრებს კომპანიის ქეისებზე და განიხილავს\, თუ რა გზას გადის სააგენტო საბოლოო კამპანიამდე. \nMarshall-ის განხორცილებული კამპანიები: \n\n ლოკო მოკოს კამპანია – http://marshall.ge/en/work/14\n სანტინოს ფერმერები – http://marshall.ge/en/work/30\n ზედაზნის ზღაპრები – http://marshall.ge/en/work/34\n 20-წლიანი ზრუნვის ისტორია – http://marshall.ge/en/work/17\n\n დრო: 28 მაისი\, 16:30-19:00 საათი\n ადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \nშეხვედრების სრული განრიგი: https://bit.ly/2Kxm3dO \nიმისათვის\, რომ სისტემატიურად მიიღოთ ინფორმაციები პროექტის შესახებ და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტებით\, დარეგისტრირდით: https://goo.gl/L9Zcy2 \n#ILIAUNI #DSA #AdsGeorgia #Marshall \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-marshall-is-kvireuli-pirveli-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46904.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180528T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180528T140000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180524T121653Z
LAST-MODIFIED:20240202T053858Z
UID:10001840-1527516000-1527516000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ვაკანსიები ამერიკული რესტორნების ქსელშიWendy's და Dunkin' Donuts
DESCRIPTION:28 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ ამერიკული რესტორნების ქსელის Wendy’s-სა და Dunkin’ Donuts-ის წარმომადგენლები. \nWendy’s და Dunkin’ Donuts გთავაზობთ დასაქმებას სტუდენტებზე მორგებული გრაფიკით. \nკომპანიის წარმომადგენლები სტუდენტებს გააცნობენ ინფორმაციას კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ და შეავსებინებენ ანკეტებს\, რომელთა მიხედვითაც ნებისმიერი დაინტერესებული სტუდენტს გასაუბრებაზე დაიბარებენ. \nშეხვედრაზე დასწრება შეუძლია ილიაუნის ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტს\, წინასწარი რეგისტრაცით. \nდრო: 28 მაისი\, ორშაბათი\, 14:00 საათი. \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტუდენტური ვაკანსიები ამერიკული რესტორნების ქსელშიWendy’s და Dunkin’ Donuts \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-vakansiebi-amerikuli-restornebis-qselshiwendys-da-dunkin-donuts/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46593.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180523T064619Z
LAST-MODIFIED:20240202T053901Z
UID:10001841-1527274800-1527274800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე
DESCRIPTION:25 მაისს\, 19:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A206 აუდიტორიაში გაიმართება კომუნიკაციის\, ენისა და მეტყველების სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე. \nშეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელები დაინტერესებულ პირებს გააცნობენ პროგრამის შინაარსს\, მის მოთხოვნებს\, შემდგომი დასაქმების პერსპექტივებს. \nდრო: 25 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A206  (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/komunikatsiis-enisa-da-metqhvelebis-samagistro-programis-ghia-karis-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46505.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180516T112553Z
LAST-MODIFIED:20240202T053904Z
UID:10001842-1527274800-1527274800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სადისკუსიო შეხვედრა: „დამოუკიდებლობა მეხსიერებასა და ისტორიაში“
DESCRIPTION:25 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „ASCN ალუმნი ქსელი“ და ილიაუნის ფილოსოფოსთა სტუდენტური კლუბი გიწვევთ სადისკუსიო შეხვედრაზე: „დამოუკიდებლობა ისტორიასა და მეხსიერებაში“. \nგასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოდან აქტიურად იწყება პირველი რესპუბლიკის ისტორიის განხილვა. მის მიერ მოპოვებული და მალევე დაკარგული დამოუკიდებლობა ახალ ინტერპრეტაციას იძენს\, რომელიც საბჭოთა სოციალისტური ბრძოლის ნარატივის საპირწონედ ახალ\, ეროვნული დამოუკიდებლობის დრამატულ ნარატივს აფუძნებს. თუმცა გარკვეული მიზეზებით პირველი რესპუბლიკის ფენომენი მშრალ ფორმულებამდე იქნა დაყვანილიმ რომელთა შორისაც დამოუკიდებლობა და შემდგომ საბჭოთა ოკუპაცია განსაკუთრებულ ადგილს იკავებს\, ხოლო სახელმწიფოს დემოკრატიული ადმინისტრირების\, ეთნიკური მრავალფეროვნებისა და მრავალი სხვა საკითხი ფართო ინტერესის მიღმა დარჩა. \nრას ვივიწყებთ და რა გვახსოვს? \nმომხსენებლები \nირაკლი ხვადაგიანი (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი\, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი) –  დამოუკიდებლობის იდეის ტრანსფორმაცია თეორიასა და პრაქტიკაში: რა გზა გაიარა ქართულმა პოლიტიკურმა აზრმა 1918 წლამდე. როგორ გახდა შესაძლებელი სრულ დამოუკიდებლობაზე ღია საუბარი და მოქმედება. რამ განსაზღვრა პირველი რესპუბლიკის პრეცედენტის შექმნა. \nლუკა ნახუცრიშვილი (ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი) – რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა\, როგორც ფორმა და რა არის ის შინაარსი\, რითიც ეს ფორმა “ივსება“? რა ხედვა ჰქონდათ ამის თაობაზე წამყვან ქართველ სოციალ-დემოკრატებს? ისტორიის რანაირ გაგებას ეფუძნებოდნენ ისინი და როგორ ზემოქმედებდა მათი ეს ისტორიულ-ფილოსოფიური მსოფლმხედველობა მათ კონკრეტულ პოლიტიკურ მოქმედებაზე? რა ბარიერები უდგას წინ დღეს მცდელობას\, აწმყოში სამოქმედოდ გამოსადეგ ცოცხალ მემკვიდრეობად იქცეს ასი წლის წინანდელი დემოკრატიული და იდეური ბრძოლის გამოცდილება? \nკონსტანტინე ლადარია (კულტურის კვლევების პროგრამის დოქტორანტი) – 26 მაისი\, როგორც თარიღი და მეხსიერება თანამედროვე საქართველოში: რა წინააღმდეგობრივი და ურთიერთშემავსებელი ნარატივებია დაკავშირებული თარიღთან\, როდესაც აღინიშნება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“? რა ფარული დაპირისპირებები არსებობს მე-20 საუკუნის ორ – 1918 და 1991 წლების –დამოუკიდებლობას შორის? \nშეხვედრას მოდერაციას გაუწევს პროფ. თამარ ცოფურაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი). \nდრო: 25 მაისი\, 19:00 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“; ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sadiskusio-shekhvedra-damoukidebloba-mekhsierebasa-da-istoriashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46432.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180511T063532Z
LAST-MODIFIED:20240202T053905Z
UID:10001843-1527274800-1527274800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია/დისკუსია: რელიგიური მორალი ლიტერატურისა და სამართლის წინააღმდეგ
DESCRIPTION:25 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID)-ს მიერ დაფინანსებულ პროგრამასთან „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID/PROLoG) თანამშრომლობით\, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი\, მართავენ საჯარო ლექცია/დისკუსიას თემაზე: რელიგიური მორალი ლიტერატურისა და სამართლის წინააღმდეგ. \nლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მწერალი ლევან ბერძენიშვილი. \nმომხსენებელი ისაუბრებს გამოხატვის თავისუფლებისა და რელიგიური მორალის დაპირისპირებაზე. მსოფლიო ლიტერატურის პირველი დიდი შედევრების – „გილგამეშის“ „ილიადის“\, „ოდისეის“\, ესქილესეული „მიჯაჭვული პრომეთევსის“ მაგალითებზე. \nამ დაპირისპირების შუქზე განხილული იქნებიან პერსონაჟები: გილგამეში და ენქიდუ\, ღმერთების დაჭრა „ილიადაში“ დიომედესის მიერ. აგრეთვე პრომეთევსის და ზევსის კამათი ღმერთებისა და ადამიანების დანიშნულებაზე\, პრომეთევსი როგორც რელიგიური დისიდენტი\, რომელიც გამოხატვისათვის ისჯება. \nდისკუსიის მოდერატორი:  \nთამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი. \nდრო: 25 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-diskusia-religiuri-morali-literaturisa-da-samarthlis-tsinaaghmdeg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46599.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180525T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180525T103000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180518T102109Z
LAST-MODIFIED:20240202T053910Z
UID:10001844-1527244200-1527244200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში“
DESCRIPTION:25 მაისს\, 10:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლასთან არსებული კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით გამართავს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: „ძველი კონსტიტუცია ახალი შინაარსით – გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში”. \nკონფერენციის მიზანია საჯარო განხილვებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა\, სადაც დაინტერესებული მხარეები შედარებითი ანალიზის გზით შეძლებენ\, უკეთესად გაიგონ კანონის უზენაესობის გამოწვევები საქართველოსა და ნორვეგიაში. ამასთან კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველ და ნორვეგიელ იურისტებს შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებასა და შემდგომ განვითარებას. \nმომხსენებლები: \n\nგიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია\nგიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი\nირაკლი ფორჩხიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი\nბარდი ვარსვენდსენი – ნორვეგიის ელჩი აზერბაიჯანსა და საქართველოში\nაზინ ტაჯდინი – სამართლის დოქტორი\, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი – სპეციალური პროცედურების განყოფილება\nგიორგი პაპუაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nანდერს ლოვლი – ასოცირებული პროფესორი\, საჯარო და საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტი\, ოსლოს უნივერსიტეტი\nნიკოლაი ნილანდი – სამართლის დოქტორი\, კოლეგის უნივერსიტეტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგია\nდავით დარჩიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\nბარდ ტუსე – ოსლოს უნივერსიტეტი მკვლევარი\nგიორგი მშვენიერაძე – საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა\nგიორგი ჩიტიძე – ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“\nკონსტანტინე ვარძელაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\n\nკონფერენცია რამდენიმე სესიად გაიმართება და მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: \nკონსტიტუციის შექმნის პროცესი/გამოწვევები:  საერთაშორისო ადამიანის უფლებები\, როგორც კონსტიტუციის გადასინჯვის სტანდარტი;  კონსტიტუციის მიღების პროცესი – გამოწვევები საქართველოსთვის 1921\, 1995 და 2018 წწ;  კონსტიტუციური რეფორმა\, შთაგონებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით – შეზღუდვები და გამოწვევები;  კონსტიტუცია და შეიარაღებული ძალების გამოყენება;  სახელმწიფო უშიშროება\, კონსტიტუციური რეგულირება; \nსამოქალაქო უფლებები\, მიმდინარე დებატი და გამოწვევები:  კონსტიტუცია და გამოხატვის თავისუფლება/გამოხატვის თავისუფლების ისტორია სკანდინავიურ ქვეყნებში;  გამოხატვის თავისუფლება საქართველოს საერთო სასამართლოებში; გამოხატვის თავისუფლება და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება;  კონსტიტუცია და რელიგია/სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის: კონსტიტუციური სეკულარიზმისკენ;  რელიგიის მუხლი ახალ კონსტიტუციაში. \nმოდერატორები:  \nგიორგი გიორგაძე – ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია \nგიორგი მელაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი \nსამუშაო ენა: ქართული (თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება) \nდრო:  25 მაისი\, 10:30 სთ. \nადგილმდებარეობა:  A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-dzveli-konstitutsia-akhali-shinaarsith-gamotsvevebi-saqarthvelosa-da-norvegiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46448.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180524T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180524T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180507T082643Z
LAST-MODIFIED:20240202T053912Z
UID:10001845-1527188400-1527188400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thoughts”
DESCRIPTION:24 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thoughts”. \nლექციის თემაა არქიტექტურული ბიურო Nieto Sobejano Arquitectos-ის არქიტექტურული პროექტების\, კონცეფციაზე მუშაობის\, შესრულების მეთოდოლოგიის გარჩევა და თანამედროვე არქიტექტურის როლი ისტორიულ გარემოში. \nNieto Sobejano Arquitectos დაარსდა 1985 წელს ფუენსანტა ნიეტოსა (M. Arch 83) და ენრიკე სობეხანოს (M. Arch 83) მიერ. დღეს მათ ოფისები აქვთ მადრიდსა და ბერლინში. \nგარდა ხშირი პუბლიკაციებისა ინტერნაციონალურ არქიტექტურულ ჟურნალებსა და წიგნებში\, არქიტექტურული ბიუროს ნამუშევრები 2000\, 2002\, 2006 და 2012 წლებში გამოფენილი იყო ვენეციის ბიენალეზე\, 2006 წელს – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA)\, 2008-ში – გრაცის ხელოვნების სახლში (Kunsthaus Graz) და 2014 წელს – ბოლონიაში MAST Foundation-ის ფარგლებში. \nბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად აღსანიშნავია 2007 წელს მიღებული ნაციონალური ჯილდო ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რეკონსტრუქციის დარგში. 2010 წელს გერმანიის არქიტექტორთა კავშირის (BDA) მიერ გაცემული ნიკეს პრიზი (Nike Prize)\, ასევე აგა ხან-ის არქიტექტურული პრემია (Aga Khan Award for Architecture) (2010)\, პირანესის პრიზი (Piranesi Prix de Rome) (2012)\, AIA-ს საპატიო წევრობა\, (2015) და ალვარო ალტოს მედალი (2015). \nმნიშვნელოვანი პროექტებია: მადინას ალ ზაჰრას მუზეუმი\, მორიცბურგის მუზეუმი\, სან ტელმოს მუზეუმი\, სარაგოსას კონგრესის ცენტრი\, ქალაქ გრაცში იოანეუმის განვრცობის პროექტი და კორდობას თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. \nკომპანია ამ ეტაპზე მუშაობს პროექტებზე გერმანიაში\, ესპანეთში\, ესტონეთში\, მაროკოში\, ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ბოლო დროს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ორი ცნობილი მონოგრაფია: “Nieto Sobejano. Memory and Invention”(Hatje Cantz Verlag. Ostfildern\, Gemrany 2013) და “Fuensanta Nieto\, Enrique Sobejano. Architetture” (Mondadori Electa Spa. Milano Italy 2014). \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)\nდრო: 24 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია(ი.ჭავჭავაძისგამზ.N32)\, ილიასსახელმწიფოუნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-enrike-sobekhanos-sajaro-leqtsia-images-thoughts/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/45916.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180524T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180524T190000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180503T075323Z
LAST-MODIFIED:20240202T053916Z
UID:10001846-1527188400-1527188400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thougths”
DESCRIPTION:24 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიასსსახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში გაიმართება პროფ. ენრიკე სობეხანოს საჯარო ლექცია “Images/Thougths”. \nლექციის თემაა არქიტექტურული ბიურო Nieto Sobejano Arquitectos-ის არქიტექტურული პროექტების\, კონცეფციაზე მუშაობის\, შესრულების მეთოდოლოგიის გარჩევა და თანამედროვე არქიტექტურის როლი ისტორიულ გარემოში. \nNieto Sobejano Arquitectos დაარსდა 1985 წელს ფუენსანტა ნიეტოსა (M. Arch 83) და ენრიკე სობეხანოს (M. Arch 83) მიერ. დღეს მათ ოფისები აქვთ მადრიდსა და ბერლინში. \nგარდა ხშირი პუბლიკაციებისა ინტერნაციონალურ არქიტექტურულ ჟურნალებსა და წიგნებში\, არქიტექტურული ბიუროს ნამუშევრები 2000\, 2002\, 2006 და 2012 წლებში გამოფენილი იყო ვენეციის ბიენალეზე\, 2006 წელს – ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA)\, 2008-ში – გრაცის ხელოვნების სახლში (Kunsthaus Graz) და 2014 წელს – ბოლონიაში MAST Foundation-ის ფარგლებში. \nბევრ სხვა ჯილდოსთან ერთად აღსანიშნავია 2007 წელს მიღებული ნაციონალური ჯილდო ისტორიული მემკვიდრეობის კონსერვაციისა და რეკონსტრუქციის დარგში. 2010 წელს გერმანიის არქიტექტორთა კავშირის (BDA) მიერ გაცემული ნიკეს პრიზი (Nike Prize)\, ასევე აგა ხან-ის არქიტექტურული პრემია (Aga Khan Award for Architecture) (2010)\, პირანესის პრიზი (Piranesi Prix de Rome) (2012)\, AIA-ს საპატიო წევრობა\, (2015) და ალვარო ალტოს მედალი (2015). \nმნიშვნელოვანი პროექტებია: მადინას ალ ზაჰრას მუზეუმი\, მორიცბურგის მუზეუმი\, სან ტელმოს მუზეუმი\, სარაგოსას კონგრესის ცენტრი\, ქალაქ გრაცში იოანეუმის განვრცობის პროექტი და კორდობას თანამედროვე ხელოვნების ცენტრი. \nკომპანია ამ ეტაპზე მუშაობს პროექტებზე გერმანიაში\, ესპანეთში\, ესტონეთში\, მაროკოში\, ჩინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში. ბოლო დროს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ორი ცნობილი მონოგრაფია: “Nieto Sobejano. Memory and Invention”(Hatje Cantz Verlag. Ostfildern\, Gemrany 2013) და “Fuensanta Nieto\, Enrique Sobejano. Architetture” (Mondadori Electa Spa. Milano Italy 2014). \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-enrike-sobekhanos-sajaro-leqtsia-images-thougths/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180524T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180524T183000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180517T124526Z
LAST-MODIFIED:20240202T053955Z
UID:10001847-1527186600-1527186600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ნაიგრიში“ ქართულ პოლიტიკაში – ცოტა რამ მიტინგების დრამატურგიაზე
DESCRIPTION:24 მაისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით მწერალ და რეჟისორ გურამ მაცხონაშვილთან შეხვედრაზე. გურამ მაცხონაშვილის სადებიუტო რომანი „გლდანი [შეუძლებელი რომანი]“ 2017 წელს გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა. \nქართულ პოლიტიკურ სცენას არაერთი მძაფრი გამოსვლა\, ნოყიერი ტექსტი და დასამახსოვრებელი პერსონაჟი ახსოვს. მათან ზოგი დამაჯერებელი\, ზოგიც – ნაკლებად. პერსონაჟები იცვლიდნენ ადგილს\, გადაჯგუფდებოდნენ\, ტოვებდნენ\, უბრუნდებოდნენ და ღალატობდნენ. \n1990-იანი წლების სამამულო პოლიტიკა\, პირდაპირი მნიშვნელობით\, ქუჩაში იწარმოებოდა. მიკროფონები და რუპორები ისროდნენ ხმამაღალ სიტყვებს\, ბადებდნენ ვნებას. ბადებდნენ და გადასცემდენ. და დაფრინავდნენ ეს სიტყვები ჰაერში ტყვიების გვერდით\, სერავდნენ რუსთაველის პროსპექტის ცას. მიტინგზე ნათქვამი სიტყვა ჩვენს სინამდვილეში ჩამოყალიბდა როგორც მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი გვარი. ერთი ეგ იყო\, ეს თეატრალიზებული სანახაობები სულ უფრო იმეორებდნენ წინას და თავისთავს\, მისი ხაზი გამრუდდა და\, ბერძნული დრამისგან განსხვავებით\, არასდროს სწყალობდა ესთეტიკას\, ბოლომდე საკულტო სანახაობად დარჩა. დღემდე უცვლელია სცენა – პარლამენტის შენობა\, თბილისის „დიონისეს თეატრი“. \nდრო: 24 მაისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/naigrishi-qarthul-politikashi-tsota-ram-mitingebis-dramaturgiaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46436.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180524T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180524T163000
DTSTAMP:20260507T041111
CREATED:20180518T055559Z
LAST-MODIFIED:20241122T110923Z
UID:10001848-1527179400-1527179400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia - -ის კვირეული – მეორე შეხვედრა
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ”ADS Georgia”-ს მეორე ეტაპს\, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. \nADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია\, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები\, ნახონ\, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. \n24 მაისს-ის კვირეულის ფარგლებში გაიმართება მეორე შეხვედრა სააგენტოს წარმომადგენლებთან. \n2014 წელს დაარსდა ციფრული მარკეტინგული სარეკლამო სააგენტო სახელით „360 გრადუსი“. კომპანიამ 2016 წელს გაიარა რებრენდინგი და დაერქვა. კომპანია წარმოადგენს Google-ის პარტნიორს ყველა სერტიფიცირებად სერვისებში. კომპანიის ძირითადი მომსახურებებია: ციფრული მარკეტინგი და კრეატიული კამპანიების სრული ციკლის დაგეგმარება და შესრულება.-ის გუნდი 25 ადამიანისგან შედგება. \nსააგენტოს განხორციელებული კამპანიები: \n\nსაპირველაპრილო ხუმრობა\nCrosty\nსოკარ ნანო\nგაატარე\n#შენიგზა\n\n24 მაისს სტუდენტებს შეხვდება დავით ქომეთიანი\, რომლებიც ისაუბრებს თემაზე: \nრატომ Google-ის სარეკლამო პლატფორმა? \n\nსაძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO)\n\nOnpage SEO\nOffpage SEO\nGoogle AdWords\nPaid Search\nDisplay\nMobile\nVideo\nShopping\n\n\n\nდრო: 24 მაისი\, 16:30-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია \nპროექტის შესახებ სისტემატურად რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით\, დარეგისტრირდით ლინკზე. \nმონაწილე სტუდენტები\, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს\, მიიღებენ სერტიფიკატს\, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ ”ADS Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში. \nმეტი ინფორმაციისთვის: \n\nიხილეთ პროექტის აღწერა:  ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში – II ეტაპი \nგაწევრიანდი პროექტის Facebook ჯგუფში\nიხილეთ შეხვედრების სრული განრიგი\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nstudent.affairs@iliauni.edu.ge\n032 2 22 00 09 (270)\, 592077727 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-elliot_webber-is-kvireuli-meore-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46438.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180523T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180523T190000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180521T081252Z
LAST-MODIFIED:20240202T053957Z
UID:10001849-1527102000-1527102000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:INSPIRE ME – შეხვედრა სტარტაპ SCOOT SCOOT -ის წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:23 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნოივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ქართული სტარტაპ SCOOT SCOOT -ის წარმომადგენლებთან შეხვედრა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული პრე-აქსელერატორ ზუმაუთის ორგანიზებით ტარდება შეხვედრათა ციკლი Inspire Me. სტარტაპ საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული\, ბევრ დამწყებ სტარტაპერს სწორედ ბიძგის მიცემა და პირველი ნაბიჯების გადადგმაში დახმარება სჭირდება\, შემდგომ დამოუკიდებლად რომ შესძლოს თამამად გარისკვა. \nInspire Me პროგრამა კი სწორედ ამგვარი ბიძგის მიმცემი საშუალებაა დამწყები სტარტაპერებისთვის\, რადგან შეხვედრათა ფორმატი მთლიანად დაფუძნებულია პრაქტიკულ და პრობლემებზე ორიენტირებულ საკითხებზე. გამომდინარე იქიდან\, რომ შეხვედრებზე ვიწვევთ უკვე შემდგარ და წარმატებულ სტარტაპერებს\, მსმენელებს საშუალება ეძლევათ\, მიიღონ ყველა სასურველ კითხვაზე ამომწურავი პასუხი და წარმატებული სტარტაპერების შთაგონებით იყვნენ შემდეგი წარმატების მაგალითები. \nინფორმაცია მომხსნებელი სტარტაპის შესახებ: \nhttps://www.tbcbusiness.ge/ka/business/startaperi/ \nდრო: 23 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 (ჩოლოყაშვილის გამზ N3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inspire-me-shekhvedra-startap-scoot-scoot-is-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46485.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180521T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180521T190000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180516T120326Z
LAST-MODIFIED:20240202T054002Z
UID:10001850-1526929200-1526929200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია
DESCRIPTION:საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 21 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდის პრეზენტაცია. \nვებგვერდის შესახებ \nქშწკგ პროსოპოგრაფიული ბაზის ვებგვერდი http://society.iliauni.edu.ge/ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის მიერ შეიქმნა. \nვებგვერდი გაძლევთ შესაძლებლობას\, გაეცნოთ საინტერესო და აქამდე უცნობ ისტორიებს\, დაათვალიეროთ თემატური ფოტომასალა პირველწყაროებიდან და იკვლიოთ: \n\nქშწკგ საზოგადოების მიერ დაარსებული საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები – სკოლა\, ბიბლიოთეკა\, გამომცემლობა\, მუზეუმი\, დარგობრივ-პროფესიული გაერთიანებები\, საქველმოქმედო ფონდები და მათ მიერ ორგანიზებული ღონისძიებები: http://society.iliauni.edu.ge/visualisation\nავთენტურ მონაცემებზე დაყრდნობით გაეცნოთ ორგანიზაციის წევრებს საზოგადოების\n\nქართული და უცხოური განყოფილებების მიხედვით http://society.iliauni.edu.ge/organization\nსტრუქტურული ერთეულების მიხედვით http://society.iliauni.edu.ge/socity\n\n\nგაეცნოთ ევროპული განათლების\, როგორც საერთო-საყოველთაო იდეის დღემდე უცნობ ისტორიებს\, ევროპული სტიპენდიების მეცენატებს დავით სარაჯიშვილით დაწყებული ერთი ურემი კომბოსტოს შემწირველით დამთავრებული http://society.iliauni.edu.ge/persons/article/4976\n\nდრო: 21 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“; ი. ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthveltha-shoris-tsera-kithkhvis-gamavrtselebeli-sazogadoebis-prosopographiuli-bazis-vebgverdis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46425.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180521T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180521T180000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180511T101616Z
LAST-MODIFIED:20240202T054005Z
UID:10001851-1526925600-1526925600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ გიორგი ხარებავას საჯარო ლექცია „გენური ტესტირება\, მისი როლი კლინიკურ დიაგნოსტიკისა და პერსონიზირებული მედიცინის განვითარებაში“
DESCRIPTION:21 მაისს\, 18 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება  კომპანია „ალელის“ სამეცნიერო დირექტორის\, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის\, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ  გიორგი ხარებავას საჯარო ლექცია თემაზე „გენური ტესტირება\, მისი როლი კლინიკურ დიაგნოსტიკისა და პერსონიზირებული მედიცინის განვითარებაში“. \nმომხსენებელი შეეხება გენეტიკური დიაგნოსტიკის მნიშვნელობას\, ტექნოლოგიებისა და მსოფლიოში მათი განვითარების მიმოხილვას. ლექციაზე მოყვანილი იქნება სხვადასხვა მიმართულების მაგალითები და გენეტიკური ტესტირების შედეგად გაუმჯობესებული ინფორმირებულობა და კლინიკური გამოსავლები. \nმომხსენებლის შესახებ \nგიორგი ხარებავა არის ბიოქიმიის მეცნიერებათა დოქტორი მოლეკულური და უჯრედული ნეირობიოლოგი 19 წლის გამოცდილებით ტრანსლაციურ ბიოსამედიცინო მეცნიერებებში. მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავდა ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმული დაზიანების ექსპერიმენტულ კვლევას მოლეკულურ და უჯრედულ დონეზე. შესრულებული აქვს რიგი კვლევები ნერვული სისტემის განვითარების\, ნეიროდეგენერაციის\, ნეიროტრამვის\, ანთებითი პროცესების\, ღვიძლის დისფუნქციების\, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების გამომწვევი უჯრედული სიგნალგადაცემისა და გენების ექსპრესიის ცვლილებების გამოსავლენად. 22 პუბლიკაციის და 10 საკონფერენციო მოხსენების ავტორია. \n2004 წლიდან გიორგი ხარებავა მუშაობდა ქალაქ ლუივილის უნივერსიტეტითან არსებულ სიბერის მოლეკულური მექანიზმების შემსწავლელ მულტიპროფილურ კვლევით ცენტრში\, კენტაკის ხერხემლის დაზიანების კვლევის ცენტრში\, მერილანდის უნივერსტეტთან ორგანიზებული შოკის\, ტრამვისა და ანესთეზიოლოგიის კვლევის ცენტრში\, ასევე აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტებში. კერძოდ\, ალკოჰოლის თავის ტვინის უჯრედებზე გავლენის შემსწავლელ ლაბორატორიაში. \nმიღებული აქვს სხვადასხვა სამეცნიერო პრიზი\, მათ შორის: ჯილდო გამორჩეული კვლევებისათვის\, ნაციონალური ჯანდაცვის ინსტიტუტები (NIH\, FARE AWARD); ჰენრი ჯეკსონის სახელობის სამხედრო მედიცინის ფონდის პრიზი და სტიპენდია (HJF); ჯილდო გამორჩეული კვლევებისათვის\,ნეირომეცნიერების საზოგადოება (SfN); ინგლისის სამეფო საზოგადოებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტიპენდია (RS/NATO); საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტიპენდია. \n2017 წელს გიორგი ხარებავამ მონაწილეობა მიიღო გენეტიკური ტესტირების კომპანია „ალელის“ დაფუძნებაში. ამჟამად მისი სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელია. \nდრო: 21 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-giorgi-kharebavas-sajaro-leqtsia-genuri-testireba-misi-roli-klinikur-diagnostikisa-da-personizirebuli-meditsinis-ganvitharebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46191.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180521T164400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180521T164400
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180521T124409Z
LAST-MODIFIED:20240202T054006Z
UID:10001852-1526921040-1526921040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სიმპოზიუმი ''Visions in Exchange – transformation processes in Georgia and Germany'
DESCRIPTION:23 მაისს\, 19:00 საათზე\, გოეთეს ინსტუტუტში გაიმართება სიმპოზიუმი (შეხვედრა) სახელწოდებით ”Visions in Exchange – transformation processes in Georgia and Germany”. \n2017 წლის შემოდგომის სემესტრიდან  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამა ბრაუშვაიგის ტექნიკურ უნივერსიტეტი  (TU Braunschweig)\,  მდგრადი ურბანიზმის ინსტიტუტთან (Institute of Sustainable Urbanism) ერთად ახორციელებს ერთობლივ პროექტს „Future Revisited!“. პროექტის მიზანია\, ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა შეისწავლონ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის საცხოვრებელი დასახლებები\, მათი ისტორია\, განვითარების ეტაპები და თავისებურებები. შემდეგ კი შექმნან მომავალის განვითარების კონცეპტუალური პროექტი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმართება შეხვედრა\, რომელზეც ბრაუნშვაიგის ტექნიკურის უნივერსიტეტის ლექტორები დიანა ფელბერი და ალკისტის თომიდიუსი ისაუბრებენ თავიანთ ამჟამინდელ კვლევით  საქმიანობაზე. მაგისტრანტები კი წარადგენენ სამაგისტრო ნაშრომს\, რომელიც ეხება საბურთალოს რაიონს.  სტუდენტები ასევე წარადგენენ მათ მიერ თბილისში არსებულ საცხოვრებელ დასახლებებსა და საბჭოთა ეპოქის შენობებზე მოძიებულ მასალას.  შეხვედრის პირველი ნაწილის ბოლოს კი  თბილისის არქიტექტურული ბიენალეს ჯგუფი ისაუბრებს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. \nშეხვედრის მეორე ნაწილში განხილული იქნება არსებული საცხოვრებელი დასახლების მოდერნიზაციის პრობლემები. აგრეთვე საბჭოთა დროის მნიშვნელოვანი ნაგებობების დაცვისა და შენარჩუნების საკითხები/პრობლემები. \nდრო: 23 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: გოეთეს ინსტიტუტი (ზანდუკელის N16) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/simpoziumi-visions-in-exchange-transformation-processes-in-georgia-and-germany/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46486.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180521T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180521T163000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180518T060134Z
LAST-MODIFIED:20241122T110923Z
UID:10001854-1526920200-1526920200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia - -ის კვირეული – პირველი შეხვედრა
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ”ADS Georgia”-ს მეორე ეტაპს\, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. \nADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია\, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები\, ნახონ\, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. \n21 და 24 მაისს-ის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სააგენტოს წარმომადგენლებთან. \n2014 წელს დაარსდა ციფრული მარკეტინგული სარეკლამო სააგენტო სახელით „360 გრადუსი“. კომპანიამ 2016 წელს გაიარა რებრენდინგი და დაერქვა. კომპანია წარმოადგენს Google-ის პარტნიორს ყველა სერტიფიცირებად სერვისებში. კომპანიის ძირითადი მომსახურებებია: ციფრული მარკეტინგი და კრეატიული კამპანიების სრული ციკლის დაგეგმარება და შესრულება.-ის გუნდი 25 ადამიანისგან შედგება. \nსააგენტოს განხორციელებული კამპანიები: \n\nსაპირველაპრილო ხუმრობა\nCrosty\nსოკარ ნანო\nგაატარე\n#შენიგზა\n\n21 მაისს სტუდენტებს შეხვდება გიორგი ბერეჩიკიძე\, რომელიც ისაუბრებს თემაზე: \nციფრული მარკეტინგული კამპანიების სტრატეგია\, დაგეგმვა და ანალიზი: \n\nსიტუაციის (ბაზრის\, კონკურენტების\, მომხმარებლების) ანალიზი\nმიზნების ჩამოყალიბება\nსტრატეგიის ფორმირება\nკამპანიისთვის გამოყენებული ტაქტიკები – ციფრული მარკეტინგული არხები და პლატფორმები\nკამპანიის განხორციელება\nკონტროლი – კამპანიის მონიტორინგი\, გაზომვა და ცვლილებები და განახლებები.\n\nდრო: 21 მაისი\, 16:30-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია \nპროექტის შესახებ სისტემატურად რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით\, დარეგისტრირდით ლინკზე. \nმონაწილე სტუდენტები\, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს\, მიიღებენ სერტიფიკატს\, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ ”ADS Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში. \nმეტი ინფორმაციისთვის: \n\nიხილეთ პროექტის აღწერა:  ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში – II ეტაპი \nგაწევრიანდი პროექტის Facebook ჯგუფში\nიხილეთ შეხვედრების სრული განრიგი\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nstudent.affairs@iliauni.edu.ge\n032 2 22 00 09 (270)\, 592077727 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-elliot_webber-is-kvireuli-pirveli-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46437.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180518T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180518T190000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180516T070727Z
LAST-MODIFIED:20240202T060236Z
UID:10002114-1526670000-1526670000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – ოცდამეერთე ქება
DESCRIPTION:18 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეერთე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 18 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-otsdameerthe-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/45904.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180517T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180517T193000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180425T081312Z
LAST-MODIFIED:20240202T054214Z
UID:10001855-1526585400-1526585400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ბესო პაპასქუას რომანის „ფოსტალიონი“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 მაისს\, 19:30 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ დებიუტანტი ავტორის ბესო პაპასქუას რომანის „ფოსტალიონი“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს ავტორი წარადგენს. \n…დაკარგვას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი\, თუ ვინმე გეძებს. სხვა შემთხვევაში\, ჯობია\, თვითონვე მოიფიქრო უკან დასაბრუნებელი ორიგინალური მარშრუტი… \nშეიძლება ითქვას\, რომ ბესო პაპასქუას „ფოსტალიონი“ ზღვიდან გამორიყული რომანია\, რომელიც მოგვითხრობს ორ პუნქტს – A-სა და B-ს შორის არსებულ უცნაურ კავშირზე. მათ შორის მედიატორის ფუნქციას ასრულებს ფოსტალიონი\, რომელიც ამბავში საიდუმლო მისიით ერთვება. ის კუნძულზე მცხოვრებ ადრესატს აიძულებს\, წაიკითხოს ზღვიდან გამორიყულ ბოთლებში ნაპოვნი წერილები\, რათა დაადგინოს მათი დაკარგული ავტორის ადგილსამყოფელი. ამ უცნაური ძიების მარშრუტი თანდათან სულ უფრო საიდუმლოებით მოცული ხდება… \nბესო პაპასქუა სოხუმში დაიბადა. ამჟამად პედაგოგია და ჯავახეთში\, ნინოწმინდის სკოლაში\, ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. „ფოსტალიონი“ მისი მეორე მცირე რომანია. \nდრო: 17 მაისი\,19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-beso-papasquas-romanis-phostalioni-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45264.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180517T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180517T170000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180516T133701Z
LAST-MODIFIED:20240202T054217Z
UID:10001856-1526576400-1526576400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ავსტრიული PEN-კლუბის პრეზიდენტთან\, ჰელმუტ ნიდერლესთან
DESCRIPTION:17 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ავსტრიული PEN-კლუბის პრეზიდენტთან\, ავსტრიელ პროზაიკოსსა და პოეტთან\, ჰელმუტ ნიდერლესთან. \nმოდერატორი: პროფესორი მანანა პაიჭაძე \nსამუშაო ენები: გერმანული და ქართული \nდრო: 17 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-avstriuli-pen-klubis-prezidentthan-helmut-niderlesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46427.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180517T164800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180517T164800
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180515T124808Z
LAST-MODIFIED:20240202T054220Z
UID:10001857-1526575680-1526575680@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ვენდი სმიტის საჯარო ლექციათა ციკლი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ მახარობლიძე თანამშრომლობს სან ბერნანდინოს უნივერსიტეტის პროფესორთან ვენდი სმიტთან\, რომელიც 17 მაისიდან 15 ივნისამდე E 201 აუდიტორიაში ხუთშაბათობით\, 18.00 საათზე\, ჩაატარებს ლექციებს ლინგვისტებისათვის:„კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია“. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 17\, 24\, 31 მაისი 7\, 14 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 201 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-vendi-smitis-sajaro-leqtsiatha-tsikli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/43967.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180517T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180517T163000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180516T101017Z
LAST-MODIFIED:20241122T110923Z
UID:10001858-1526574600-1526574600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia - Saatchi & Saatchi-ის კვირეული - მეორე შეხვედრა
DESCRIPTION:ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი მაისი-ივნისში განახორციელებს პროექტ ”ADS Georgia”-ს მეორე ეტაპს\, რომელშიც 6 სააგენტო მიიღებს მონაწილეობას. \nADS Georgia ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროექტია\, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე არსებული ძირითადი კრეატიული სააგენტოები\, ნახონ\, ვინ და როგორ ქმნის მათთვის ცნობილ სარეკლამო კამპანიებს. \nSaatchi & Saatchi-ის კვირეულის ფარგლებშI მეორე შეხვედრა გაიმართება 17 მაისს. სტუდენტებს შეხვდებიან სააგენტოს მმართველი დირექტორი რუსო გიგინეიშვილი და კრეატიული დირექტორი გვანცა დათუაშვილი. მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: \n\nპოზიციონირება\nბრენდების ომი\nHijacking Campaigns\nრას უნდა ველოდოთ რეკლამისგან მომავალში\n\nდრო: 17 მაისი\, 16:30-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია \nპროექტის შესახებ სისტემატურად რომ მიიღოთ ინფორმაცია და ისარგებლოთ სხვადასხვა თანმდევი ბენეფიტით\, დარეგისტრირდით ლინკზე. \nმონაწილე სტუდენტები\, რომლებიც დაესწრებიან შეხვედრების 70%-ზე მეტს\, მიიღებენ სერტიფიკატს\, სიმბოლურ საჩუქრებს და უპირატესობა მიენიჭებათ ”ADS Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებში. \nმეტი ინფორმაციისთვის: \n\nიხილეთ პროექტის აღწერა:  ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში – II ეტაპი \nგაწევრიანდი პროექტის Facebook ჯგუფში\nიხილეთ შეხვედრების სრული განრიგი\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nstudent.affairs@iliauni.edu.ge\n032 2 22 00 09 (270)\, 592077727 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-saatchi-saatchi-is-kvireuli-meore-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46393.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180517T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180517T130000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180514T114823Z
LAST-MODIFIED:20240202T054228Z
UID:10001859-1526562000-1526562000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ დიანა რუბიო კალეროს საჯარო ლექცია „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“
DESCRIPTION:17 მაისს\, 13:00 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ საკომუნიკაციო მეცნიერებათა დოქტორი დიანა რუბიო კალერო გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“. \nმომხსენებლის შესახებ \nდიანა რუბიო კალერო არის საკომუნიკაციო მეცნიერებათა დოქტორი\, პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრი\, მაგისტრი ღონისძიების მოწყობასა და დაგეგმარებაში\, მაგისტრი საკომუნიკაციო ინოვაციებში\, ასევე ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ კომუნიკაციაში. \nიგი 2017 წლის ”Napolitan Victory Award”-ის გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ყველაზე გავლენიანი ქალი პროტოკოლსა და პოლიტიკურ კომუნიკაციაში“. 2015 წლის Victory Award-ის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო აკადემიური მკვლევარი“ ნაშრომისთვის „პროტოკოლის მნიშვნელობა პოლიტიკურ პარტიებში“. დიანა რუბიო კალერო თანაავტორია წიგნისა „პროტოკოლის აუცილებლობა მოლაპარაკებებში“; კონსულტაციას უწევს ესპანეთის რამდენიმე მოწინავე პარტიას პოლიტიკურ ურთიერთობებსა და პროტოკოლში. აქვს საჯარო გამოსვლების მრავალწლიანი გამოცდილება ესპანეთში\, ლათინური ამერიკის სხვადასხვა ქვეყანაში\, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში\, ორგანიზატორია საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური ღონისძიებისა. თანამშრომლობდა HBO პოლიტიკური სერიალების ავტორებთან. თანაავტორია წიგნისა „პოლიტიკა სერიალებში“\, რომელშიც საუბარია ამ სერიალებში (Homeland\, Hous of Cards\, Scandal…) გამოყენებულ პროტოკოლისა და ეტიკეტის რეალობასთან კავშირზე. \nსამუშაო ენა: ესპანური და ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 17 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ( ი. ჭავ \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-diana-rubio-kaleros-sajaro-leqtsia-sajaro-da-korporatiuli-protokoli-da-etiketi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46314.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180515T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180515T193000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180510T105339Z
LAST-MODIFIED:20240202T054231Z
UID:10001860-1526412600-1526412600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვიქტორ ეროფეევი ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:15 მაისს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლიტერატურული კლუბი გეპატიჟებათ მწერალ ვიქტორ ეროფეევთან შეხვედრაზე. ავტორი თბილისს საქართველოს მწერალთა სახლის მოწვევით და ილიაუნის მხარდაჭერით თბილისის IV საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალის ფარგლებში ესტუმრება. \nვიქტორ ეროფეევის შესახებ \nრუსი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი დაიბადა მოსკოვში 1947 წელს. 1992 წელს მიღებული აქვს ნაბოკოვის სახელობის პრემია. 2006 წელს გახდა „ხელოვნებისა და სიტყვის ფრანგული ორდენის“\, ხოლო 2013 წელს – საფრანგეთის ღირსების ორდენის წევრი. ეროფეევის რედაქტორობით გამოიცა უმნიშვნელოვანესი ნარკვევი რუსული ლიტერატურის შესახებ „The Penguin Book of New Russian Writing“. არის ავტორი წიგნებისა: „ცხოვრება იდიოტთან“ (1980)\, „რუსი ლამაზმანი“ (1982)\, „რუსული სულის ენციკლოპედია“ (1999)\, „კარგი სტალინი“ (2004) და სხვ. წლების განმავლობაში ლიტერატურულ არხ „კულტურაზე“ მიჰყავდა გადაცემა „აპოკრიფი“. \nვიქტორ ეროფეევის წიგნი „კარგი სტალინი“ ანზორ აბჟანდაძემ თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა. \nვიქტორ ეროფეევთან შეხვედრას მოდერაციას ილიაუნის პროფესორი\, ფილოლოგი ბელა წიფურია გაუწევს\, შეხვედრის მოწვეული სტუმარი მწერალი დათო ტურაშვილი იქნება. \nსამუშაო ენა: რუსული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 15 მაისი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/viqtor-eropheevi-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/05/46122.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180515T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180515T190000
DTSTAMP:20260507T041112
CREATED:20180511T121528Z
LAST-MODIFIED:20240202T054234Z
UID:10001861-1526410800-1526410800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „პოეზია და გრძნობის ორგანოები“
DESCRIPTION:15 მაისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პოეზია და გრძნობის ორგანოები“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: გრძნობის ორგანოთა კლასიფიკაცია\, მხედველობის შეგრძნება და მეტაფორა\, მხედველობა და თვითაღქმა\, გემო და სახე-ხატი\, ლექსთწყობა – მეტრი და წონასწორობის შეგრძნება\, სმენის შეგრძნებიდან მეტყველების (სიტყვის) შეგრძნებამდე\, ბგერა და ფიგურა\, ქართული ხალხური პოეზიის რიტმიკა და ხალხური ორნამენტები. \nდრო: 15 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-grdznobis-organoebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44823.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR