BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20180101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180420T133841Z
LAST-MODIFIED:20240202T054516Z
UID:10001903-1524596400-1524596400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„მითოსი-კულტი-პოეზია“ (IV ლექცია)
DESCRIPTION:24 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „ღმერთები და ადამიანიები ჰომეროსთან“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: პოეზია და ფილოსოფია – ტროელები და აქაველები\, ტროას ცხენი და თანამედროვე ინტელექტუალიზმი. \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-mithosi-kulti-poezia-iv-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44823.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180424T190000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180418T062647Z
LAST-MODIFIED:20240202T054521Z
UID:10001904-1524596400-1524596400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"თეო თავაძის საჯარო ლექცია „საერთაშორისო გამოფენების ორგანიზების ასპექტები და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“"
DESCRIPTION:24 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 207 აუდიტორიაში გაიმართება  ს.ს. გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ გაყიდვების დეპარტამენტის უფროსის\,  თეო თავაძის საჯარო ლექცია თემაზე: „საერთაშორისო გამოფენების ორგანიზების ასპექტები და მათი როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“. \nლექციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/XNFvoV \nდრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theo-thavadzis-sajaro-leqtsia-saerthashoriso-gamophenebis-organizebis-aspeqtebi-da-mathi-roli-qveqhnis-ekonomikur-ganvitharebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45135.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180424T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180424T180000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180423T064148Z
LAST-MODIFIED:20240202T054525Z
UID:10001905-1524592800-1524592800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინა ტოპინძის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:24 და 26 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ლექციები თემაზე: „ფონოლოგიის პრინციპები და ოპტიმალობის თეორია“. \nლექციებს გაუძღვება არისტოტელეს სახელობის სალონიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ნინა ტოპინძი. \nმომხსენებელი ისაუბრებს ალან პრინცისა და პოლ სმოლენსკის მიერ შემუშავებული ოპტიმალობის თეორიის შესახებ\, რომელსაც ფონოლოგიური ანალიზის სხვა მიდგომებისაგან ფონოლოგიური შემზღუდველების გამოყენება განასხვავებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 24\, 26 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის N1) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/salonikis-sakhelmtsipho-universitetis-prophesor-nina-topindzis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45187.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180422T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180422T120000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180418T101839Z
LAST-MODIFIED:20240202T054527Z
UID:10001906-1524398400-1524398400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ღია კარის დღე თბილისში – 22 აპრილი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს აბიტურიენტებისთვის თბილისში. მესამე ღია კარის დღე დაგეგმილია 22 აპრილს\, 12:00 საათზე. \nპროგრამა \n12:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეთავაზებები აბიტურიენტებს \n12:40 – ყავის შესვენება \n13:30 – შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან \n\nმეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\nბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსაბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\n\n\nდასწრება თავისუფალია. \nგელოდებით და გახსოვდეთ\, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ! \n\n#მევირჩევილიაუნის \nმისამართი: ილიაუნის თეატრი (ი.ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \npr@iliauni.edu.ge \n032 2 22 00 09 (352) \nFacebook.com/Iliauni \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-ghia-karis-dghe-thbilisshi-22-aprili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45139.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180420T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180420T130000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180411T111824Z
LAST-MODIFIED:20240202T054530Z
UID:10001907-1524229200-1524229200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დასაქმების შესაძლებლობა „ნიკორაში“
DESCRIPTION:20 აპრილს\, პარასკევს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში სტუდენტებთან შეხვედრას გამართავენ „ნიკორას“ წარმომადგენლები. \nშეხვედრის თემა: „სტუდენტური ვაკანსიები ნიკორაში“. \nკომპანია გთავაზობთ სტუდენტური გრაფიკით დასაქმებას შემდეგ პოზიციებზე: \n\nკატეგორიის მენეჯერი;\nმაღაზიის ადმინისტრატორი;\nმოლარე;\nკონსულტანტი;\nპრომოგოგონა.\n\n„ნიკორას“ ვაკანსიებსა და დასაქმების პირობებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად მობრძანდით შეხვედრაზე. კომპანიის წარმომადგენლები მსურველებს ადგილზე შეავსებინებენ განაცხადს სასურველი პოზიციისთვის. \nდრო: 20 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N 32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nშეხვედრაზე დასასწრებად\, გთხოვთ\, გაიარეთ რეგისტრაცია: https://goo.gl/y8y8LK \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dasaqmebis-shesadzlebloba-nikorashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45022.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180419T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180419T190000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180410T081445Z
LAST-MODIFIED:20240202T054535Z
UID:10001908-1524164400-1524164400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ხუთი კუთხე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მარიო ვარგას ლიოსას რომანის „ხუთი კუთხე“ პრეზენტაციაზე. \n„ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო\, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს\, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი\, მკვლელობები\, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული. \nრომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში\, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში\, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.\n„ხუთი კუთხე“\, ავტორის აზრით\, პერუს ისტორიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.\nკოლონიზაციის პერიოდში ეს უბანი ბოჰემური თავშეყრის ადგილი იყო\, სადაც მუდამ მუსიკა ისმოდა და ცხოვრება ჩქეფდა\, მაგრამ\, დროთა განმავლობაში\, ის ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად\, ბოროტმოქმედების\, მეძავებისა და ნარკოდილერების ბუდედ იქცა. \nწიგნს მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი და რედაქტორი თამარ ლონდარიძე წარადგენენ. წიგნის მეორე რედაქტორი ელზა ახვლედიანია. \nდრო: 19 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-mario-vargas-liosas-romanis-khuthi-kuthkhe-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45014.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180412T063900Z
LAST-MODIFIED:20240202T054537Z
UID:10001909-1523793600-1523793600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ღია კარის დღე თბილისში – 15 აპრილი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს აბიტურიენტებისთვის თბილისში. მეორე ღია კარის დღე დაგეგმილია 15 აპრილს\, 12:00 საათზე. \nპროგრამა \n12:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეთავაზებები აბიტურიენტებს \n12:40 – ყავის შესვენება \n13:00 – შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან \n\nმეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\nბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსაბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\n\nგელოდებით და გახსოვდეთ\, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ! \n#მევირჩევილიაუნის \nმისამართი: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \npr@iliauni.edu.ge \n032 2 22 00 09 (352) \nFacebook.com/Iliauni \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-ghia-karis-dghe-thbilisshi-15-aprili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44974.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180415T120000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180410T104045Z
LAST-MODIFIED:20240202T054540Z
UID:10001910-1523793600-1523793600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანა კორძაია-სამადაშვილის შეხვედრა აბიტურიენტებთან - ჩხოროწყუ\, 15 აპრილი
DESCRIPTION:15 აპრილს\, 12:00 საათზე\, ჩხოროწყუს კულტურის სახლში (დავით აღმაშენებლის N6) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი აბიტურიენტებთან გამართავს შეხვედრას\, გაესაუბრება პროფესიის არჩევაზე და საჯარო ლექციას წაუკითხავს თემაზე: „ვიკითხოთ და ვწეროთ წიგნები“. \nლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს\, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს\, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. \nშეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. \nანა კორძაია-სამადაშვილის შესახებ \nანა კორძაია-სამადაშვილი არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი\, მწერალი\, ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გამომცემლობებში: „ბბტ“ (შვედეთსა და ლიტვაში) და „სომა პრესი“. იყო ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტოს („შმიტ-ბრაული და პარტნიორები“) თანამშრომელი (ფრანკფურტი\, ბერლინი)\, გაზეთ „24 საათისა“ და ჟურნალ „ცხელი შოკოლადის“\, ასევე რადიო „მწვანე ტალღის“ ჟურნალისტი. დღეს თავისუფალი ჟურნალისტის და მთარგმნელის სტატუსით თანამშრომლობს „ლიტერატურულ გაზეთთან“\, ლიტერატურულ ჟურნალებთან – „არილი“ და „ახალი საუნჯე“. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული მისი ტექსტები თარგმნილია ინგლისურ\, გერმანულ\, იტალიურ\, ესპანურ და შვედურ ენებზე; 2002 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო დებიუტისთვის\, 2014 წელს კი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის „ვინ მოკლა ჩაიკა?“ \nანა კორძაია-სამადაშვილის ვრცელი ბიოგრაფია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://faculty.iliauni.edu.ge/arts/ana-kordzaia-samadashvili/ \nდამატებითი ინფორმაცია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nმომავალი პროფესიის არჩევა – ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს წაუკითხავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება. \nსაინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh  \nშენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!\n#მევირჩევილიაუნის \nსაკონტაქტო ინფორმაცია \n✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge\n✉ pr@iliauni.edu.ge\n☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ana-kordzaia-samadashvilis-shekhvedra-abiturientebthan-chkhorotsqhu-15-aprili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45015.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180414T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180414T170000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180413T112823Z
LAST-MODIFIED:20240202T054545Z
UID:10001911-1523725200-1523725200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში
DESCRIPTION:14 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და მობილური და ვებაპლიკაციების ლაბორატორია „ჯეოლაბი“ გეპატიჟებათ დისკუსიაზე: „სახელმწიფო ენის 100 წლის იუბილე: ქართული ენის მომავალი ტექნოლოგიებისა და გლობალიზაციის ეპოქაში“. \nმომხსენებლები სხვადასხვა პერსპექტივიდან წარმოაჩენენ დისკუსიის მთავარ პრობლემას: რამდენად გააზრებული აქვს დღეს საზოგადოებას\, ერთი მხრივ\, პასუხისმგებლობა ქართულის\, როგორც ჩვენი სოციალური და საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროს ოფიციალური ენის\, მიმართ და რამდენად ენაცვლება ამ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას ქართული ენისადმი პატივისცემის ტრადიცია\, რომელსაც 14 აპრილის ისტორიული მოვლენით ჩაეყარა საფუძველი. \nსადისკუსიო პრობლემის პერსპექტივიდან მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ საკითხებზე: \n\nდამწერლობა\, როგორც კომუნიკაციის სახე და ქართული დამწერლობა თანამედროვე ტექნოლოგიებში. ახალი ინიციატივები და პროექტები დამწერლობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის;\nქართული და საქართველოში დაცული უცხოენოვანი (ურარტული\, არამეული\, ებრაული\, ბერძნული და ა.შ.) ტექსტური მემკვიდრეობა ციფრულ ეპოქაში;\nროგორ ვითარდება მსოფლიო ბუნებრივი ენის მოდელირების თვალსაზრისით\, ქართული ენის მოდელირება და მისი საჭიროება ტექნოლოგიურ ეპოქაში;\nქართულენოვანი რობოტები/ბოტები და მათი მნიშვნელობა საკომუნიკაციო სივრცეში;\nქართულენოვანი ციფრული საგანმანათლებლო რესურსები ხარისხიანი განათლების მისაღებად.\n\nდისკუსიაში წარმოდგენილი იქნება საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ფაქტები 1918 წლის ისტორიული მოვლენებიდან\, კერძოდ\, სკოლებისა და სასწავლებლების გაეროვნების დადგენილება\, რომელიც 1918 წელს გამოქვეყნდა და რომლითაც კანონიერი არსებობა დაიწყო ქართულმა\, როგორც სახელმწიფო ენამ. \nდისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: სანდრო ასათიანი\, ნინო დობორჯგინიძე\, გიორგი ვახტანგიშვილი\, თამარ კალხიტაშვილი\, ირინა ლობჟანიძე\, აკაკი რაზმაძე\, ზურა ჯიშკარიანი. \nდრო: 14 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. ნ32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakhelmtsipho-enis-100-tslis-iubile-qarthuli-enis-momavali-teqnologiebisa-da-globalizatsiis-epoqashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45063.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180413T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180413T190000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180409T110600Z
LAST-MODIFIED:20240202T060241Z
UID:10002116-1523646000-1523646000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მეთექვსმეტე ქება
DESCRIPTION:13 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მეთექვსმეტე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 13 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-metheqvsmete-qeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44407.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180413T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180413T160000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180329T115323Z
LAST-MODIFIED:20240202T054547Z
UID:10001913-1523635200-1523635200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორ ანდრეი მაკარიჩევის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:13 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C317 აუდიტორიაში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: ”Russian Worlds in Baltics: the Case of Russophone Communities in Estonia”. ლექციას წარუძღვება ტარტუს უნივერსიტეტის\, იოჰან შუტეს პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის გლობალური პოლიტიკის ცენტრის მოწვეული პროფესორი ანდრეი მაკარიჩევი. \nლექცია შეეხება ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში\, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის საკითხს. განხილული იქნება საკითხის კულტურული\, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული განზომილებები\, რუსულენოვან საზოგადოებებში გავრცელებული დისკურსები\, ნარატივები და წარმოდგენები\, მათ შორის რუსულენოვანი თემების მემარჯვენე პოპულიზმისადმი დამოკიდებულებაც. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: C317 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tartus-universitetis-prophesor-andrei-makarichevis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44955.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T193000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180403T065851Z
LAST-MODIFIED:20240202T054552Z
UID:10001915-1523561400-1523561400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 აპრილს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ნოდარ ლადარიას რომანის „ქარის გამორჩევა“ პრეზენტაციაზე. \nწიგნს ავტორი\, ნოდარ ლადარია\, მწერალი ლაშა ბუღაძე და ჟურნალისტი დავით პაიჭაძე წარადგენენ. \nმოდერატორი: მწერალი ანა-კორძაია სამადაშვილი \n„უსახელო და პირობით ქალაქში\, რომელიც თავისი მცხოვრებლების წყალობით ძალიან ემსგავსება თბილისს\, ერთმანეთს ხვდებიან ევდემონი და თეოფორა…“ – ასე იწყება სასაცილო და სევდიანი\, ირონიული და გულწრფელი\, ნატიფი ეროტიკითა და გამოუთქმელი შეზღუდვებით სავსე ისტორია\, რომლის სიღრმეში დაკვირვებული მკითხველი აღმოაჩენს ჩვენი სინამდვილის მოურჩენელ წყლულებს\, ან სულაც დაუფიქრებლად გაჰყვება რომანის დინებას. \nდრო: 12 აპრილი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-nodar-ladarias-romanis-qaris-gamorcheva-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44963.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T160000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180411T070626Z
LAST-MODIFIED:20240202T054558Z
UID:10001917-1523548800-1523548800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“
DESCRIPTION:12 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადებისა და ინტეგრაციის საგანმანათლებლო პროგრამა\, ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის საუნივერსიტეტო ახალგაზრდული ცენტრი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია „სოვლაბი“ სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით გამართავენ დისკუსიას თემაზე: „სახელმწიფო ენა წარმატებისთვის“. \nპროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტები საუნივერსიტეტო კვლევითი პროექტის საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი (http://prosopography.iliauni.edu.ge/) ბაზაზე ქმნიან XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის 20-იანი წლების საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების ციფრულ ისტორიას\, სწავლობენ და სტუდენტური მინიპროექტების სახით აქვეყნებენ დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში არაქართულენოვანი მოსახლეობის ღვაწლის ამსახველ მასალას. ამ პროგრამის სტუდენტი\, მსოფლიოში პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის\, ფარი ხანუმ სოფიევას შთამომავალი\, ისმაილ სოფიევი ისაუბრებს საკუთარ გეგმებზე\, როგორ აპირებს უცნობი ისტორიების კვლევა-ძიებით სამოქალაქო მეხსიერების მატიანის შექმნას. ამავე პროგრამის სტუდენტები\, ნარე კაზარიანი და ლილით დავთიანი\, წარადგენენ დამოუკიდებელი საქართველოს მეცენატებს\, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს როგორც ქართულ\, ისე სომხურ საგანმანათლებლო და კულტურულ სფეროში\, მათ შორის ახალგაზრდებისთვის უცხოეთში სასწავლებლად სასტიპენდიო ფონდების დაარსებაში. \nდრო: 12 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-sakhelmtsipho-ena-tsarmatebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180412T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180412T130000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180410T073700Z
LAST-MODIFIED:20240202T054558Z
UID:10001918-1523538000-1523538000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების რეალობისა და პრობლემების შესახებ
DESCRIPTION:12 აპრილს\, ხუთშაბათს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის\, სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას. სტუდენტებს გააცნობენ ორგანიზაციის საქმიანობას\, კერძოდ\, მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამას\, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კარიტასი მართავს მობილურ ჯგუფს\, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებს და მათთან არსებულ სადღეღამისო თავშესაფრებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის. \nშეხვედრაზე სტუდენტები ასევე გაეცნობიან სსიპ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევითი პროექტის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ მიზნებს და მის ფარგლებში დაგეგმილ საველე სამუშაოებს\, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები\, სოციალური მუშაობის სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები განახორციელებენ საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასთან” მჭიდრო თანამშრომლობით. \nშეხვედრის მიზანია\, დაინტერესებულ პირებს მიეცეთ შესაძლებლობა\, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია\, გაანალიზონ დახმარების კონცეფცია და ქუჩაში ხელგამოწვდილ ბავშვს არ გაუწოდონ ფული\, არამედ შესთავაზონ სხვა ალტერნატივა. \nშეხვედრაზე განიხილება შემდეგი საკითხები: \n\nქვეყანაში არსებული მდგომარეობა;\nვინ არიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები;\nრატომ არიან ქუჩაში;\nრა პრობლემებს აწყდებიან;\nრას ვაკეთებთ\, როცა მათ ვხედავთ.\n\nშეხვედრას გაუძღვებიან საქველმოქმედო ფონდ „საქართველოს კარიტასის“ მიუსაფარ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები და სოციალური მომსახურებებისა და ინტერვენციების მეცნიერული განვითარების კვლევითი ცენტრის „აივ ინფექციის პრევენცია ქუჩასთან დაკავშირებულ ახალგაზრდებთან“ პროექტის თანამშრომლები. \nდრო: 12 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-quchashi-mtskhovrebi-da-momushave-bavshvebis-realobisa-da-problemebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44500.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180410T175000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180410T175000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180410T135024Z
LAST-MODIFIED:20240202T054604Z
UID:10001919-1523382600-1523382600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და „ფორბსის“ ერთობლივი სასტიპენდიო კონკურსი  - aBItour
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ყველაზე გავლენიან ბიზნესგამოცემა „ფორბსთან” ერთად აბიტურიენტებისთვის ჩაატარებს ბიზნესიდეების სასტიპენდიო კონკურსს – aBItour. \nთუ თვლი\, რომ ხარ ინოვაციური და კრეატიული\, შეგიძლია გამოწვევების მიღება\, არ უშინდები ბევრ შრომას და გჯერა საკუთარი წარმატების\, ამასთან\,  წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სწავლის გაგრძელებას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აპირებ\, მაშინ არ გაუშვა ეს შესაძლებლობა. \nრატომ? \nპროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას: \n✔ მიიღო მეტი ინფორმაცია ბიზნესგანათლებისა და მომავალი პროფესიის შესახებ – გააკეთო სწორი არჩევანი; \n✔ მიიღო ბიზნესიდეის ფორმირებისა და მისი წარდგენისთვის საჭირო ცოდნა\, გამოიმუშაო საჭირო უნარ-ჩვევები – იყო მზად ბიზნესის კეთებისთვის; \n✔ გაიცნო მსგავსი ინტერესების ადამიანები და მათთან ერთად განახორციელო ინოვაციური და კრეატიული იდეების გენერირება – დაიწყო ბიზნესი; \n✔ მოიპოვო სასტიპენდიო ვაუჩერი – თავად დაიფინანსო სწავლა. \nროგორ? \nთუ 2018 წელს აბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს და შენთვის პროექტში მონაწილეობა საინტერესოა\, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 6 მაისისა და ჩვენ დაგიკავშირდებით. \nსარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიჰყევი ბმულს: https://goo.gl/Qe1KmK \nროდის? \nკონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად: \n\nპირველი შესარჩევი ტური\, რომელიც მოიცავს პრაქტიკულ დავალებას (არ საჭიროებს რაიმე ტიპის სპეციფიკურ ცოდნას და ამოწმებს შენს ბიზნესალღოს\, კრეატიულობასა და ბიზნესის სფეროში მოღვაწეობისთვის საჭირო უნარებს)\, გაიმართება 3 ივნისს.\nმეორე ტური\, რომელიც გულისხმობს აქსელერაციას (მომზადებას კონკურსის მომდევნო ეტაპისთვის)\, ასევე მონაწილეების ჯგუფებად დაყოფას და ბიზნესიდეის ფორმირებას\, ჩატარდება 9-10 ივნისს.\nმესამე ეტაპი\, რომელიც ნებაყოფლობითია და მოიცავს პროფესიონალ მენტორებთან შეხვედრას\, ასევე დამატებითი კონსულტაციების მიღებას\, რათა დავალების შესრულება შეძლო\, ჩატარდება 14 ივნისს.\nკონკურსის ფინალი – გულისხმობს ბიზნესიდეის წარდგენას (ფიჩინგს) და გამარჯვებული გუნდების გამოვლენას.\n\nპრიზები \n✔ პირველი ადგილი – პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დააჯილდოებს 1000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*; \n✔ მეორე ადგილი – მეორე ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაჯილდოებს 650-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით*; \n✔ ნახევარფინალისტები – კონკურსის ყველა ნახევარფინალისტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღებს 3-დღიან საგზურს ილიაუნის სასტუმროში შემეცნებით ბანაკში\, სადაც არაფორმალურ და კომფორტულ გარემოში ბიზნესის სფეროში წარმატებული ადამიანები საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებენ. \nჩვენი პარტნიორი კომპანიები თქვენთვის დააწესებენ პრიზებს\, რომელთაც დროდადრო გაგიზიარებთ. \nპროექტის მედიაპარტნიორები: \nყველაზე გავლენიანი ბიზნესგამოცემა „ფორბსი“ და ტელეგადაცემა „საქმიანი დილა“. \nილიაუნი გისურვებთ წარმატებას. \n*სასტიპენდიო ვაუჩერის გამოყენების პირობები \n\n\nბიზნესიდეების კონკურსზე aBItour მიღებული სასტიპენდიო ვაუჩერით სარგებლობას შეძლებ\, თუ 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩააბარებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე; \n\n\nსასტიპენდიო ვაუჩერი გადმოგეცემა იმ შემთხვევაშიც\, თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებ 100%-იან სახელმწიფო გრანტს. თანხის გამოყენებას შეძლებ პირადი საჭიროებების შესაბამისად (გადაიხდი ბინის ქირას\, შეიძენ ლეპტოპს\, წიგნებს და ა.შ.); \n\n\nერთ პირზე შესაძლებელია მხოლოდ 1 სასტიპენდიო ვაუჩერის გაცემა. იმ შემთხვევაში\, თუ შენ ილიაუნის სასტიპენდიო ვაუჩერის მიღების (ილიაუნის სტიპენდიის მოპოვების სხვა შესაძლებლობებისთვის მიჰყევით ბმულს:  ) ერთზე მეტ პირობას დააკმაყოფილებ\, დაჯილდოვდები თანხობრივად უკეთესი პირობის მქონე ერთი სასტიპენდიო ვაუჩერით. \n\n\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \n✉ pr@iliauni.edu.ge \n☏ (+995 32) 222 00 09 (352) \n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skolisa-da-phorbsis-erthoblivi-sastipendio-konkursi-abitour/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/45019.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180409T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180409T110000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180417T120247Z
LAST-MODIFIED:20240202T054720Z
UID:10001921-1523271600-1523271600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრობის კანდიდატებისათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მაგისტრობის კანდიდატებისათვის 2018 წლის 9 და 12 მაისს საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს. შეხვედრაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. \nრეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.ly/registrationmasters \nრა ინფორმაციას მიიღებთ საინფორმაციო შეხვედრაზე? \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო შეხვედრაზე თქვენ შეხვდებით სხვადასხვა სამაგისტრო პროგრამის წარმომადგენლებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას: \n\nრა პროგრამებზე ექნება მიღება 2018 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს;\nროგორ უნდა დარეგისტრირდეთ ილიაუნის სამაგისტრო პროგრამებზე;\nროგორ არჩევს ილიაუნი მაგისტრობის კანდიდატებს;\nრას ისწავლით და ვინ გასწავლით თქვენ მიერ შერჩეულ სამაგისტრო პროგრამებზე;\nრომელი გაცვლითი პროგრამებით შეგიძლიათ სარგებლობა სწავლის განმავლობაში.\n\nშეხვედრის ბოლოს გექნებათ საშუალება\, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღოთ ამომწურავი პასუხი კომპეტენტური პირებისაგან. \nსაინფორმაციო შეხვედრების განრიგი \nრეგისტრაციისას უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი თარიღი და ფაკულტეტი. პროგრამები ფაკულტეტების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: http://bit.ly/masterprogramsisu \n9 მაისი\, B201 აუდიტორია  \n\n11:00 – ბიზნესის ადმინისტრირება\n13:00 – სამართლის სკოლა\n15:00 – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი\n17:00 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი\n\n12 მაისი\, B201 აუდიტორია \n\n11:00 – ბიზნესის ადმინისტრირება\n13:00 – სამართლის სკოლა\n15:00 – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი\n17:00 – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი\n\nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსაკონტაქტო ინფორმაცია \n032 2 22 00 09 (352) \npr@iliauni.edu.ge \nFacebook.com/Iliauni \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-magistrobis-kandidatebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180405T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180405T190000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180328T070523Z
LAST-MODIFIED:20240202T054721Z
UID:10001922-1522954800-1522954800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: დისკუსია „ქართული რომანი გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში“
DESCRIPTION:5 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ დისკუსიაზე „ქართული რომანი გლობალურ და ლოკალურ კონტექსტში“. \nდისკუსიის ფარგლებში მონაწილეები ისაუბრებენ თანამედროვე ქართულ რომანზე\, როგორც გლობალური ლიტერატურული პროცესის ნაწილზე. ქართულენოვანი რომანისტების წინაშე მდგომ გამოწვევებსა და შანსზე\, რომელსაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი გვაძლევს. არის თუ არა თანამედროვე ქართული რომანი სოციალური\, მასში ისახება თუ არა ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და რა აინტერესებს სინამდვილეში უცხოენოვან მკითხველსა და გამომცემელს. \nდისკუსიის მონაწილეები არიან: ლაშა ბუღაძე (მწერალი\, დრამატურგი)\, მედეა მეტრეველი (ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი)\, თამარ ცოფურაშვილი (ფილოსოფოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)\, მიხეილ ციხელაშვილი („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ საავტორო უფლებების მენეჯერი)\, დავით გორგილაძე (კომუნიკაციების სპეციალისტი\, დისკუსიის მოდერატორი). \nდრო: 5 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-diskusia-qarthuli-romani-globalur-da-lokalur-konteqstshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44912.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180405T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180405T150000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180316T064358Z
LAST-MODIFIED:20240202T054725Z
UID:10001923-1522940400-1522940400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ – ამერიკელი მოსამართლის\, ელისონ დანქენის\, საჯარო ლექცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:5 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) ფარგლებში\, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი\, გაიმართება ელისონ დანქენის საჯარო ლექცია: „მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ (Judicial Ex Parte Communications Laws and Policies: The Challenge of 21st Century Technologies). \nმისალმება \nლორა ბერგერი\, USAID/საქართველოს დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორი \nლექცია \nელისონ დანქენი: „მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა“ (Judicial Ex Parte Communications Laws and Policies: The Challenge of 21st Century Technologies) \nმომხსენებლის შესახებ \nმოსამართლე ელისონ დანქენი მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2003 წლის 15 აგვისტოს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარდგინებით დაინიშნა. სწრაფად მოიპოვა აშშ-ში ორივე პარტიის მხარდაჭერა და მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცა. სენატორმა ჯონ ედვარდმა მის შესახებ აღნიშნა: „იგი საოცარი ინტელექტისა და შესაძლებლობები ქალია\, რომელიც პატივს სცემს კანონს\, იბრძვის სამართლიანობისთვის და არასდროს იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“. \nმოსამართლე დანქენი პირველი აფრო-ამერიკელი ქალია\, რომელიც მოსამართლედ დაინიშნა ჩრდილოეთ კაროლინას სააპელაციო სასამართლოში და რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად იგი მეოთხე ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პირველი აფრო-ამერიკელი ქალია. \nმოსამართლე დანქენი აქტიურად არის ჩართული მართლმსაჯულების სექტორის გაძლიერებასა და\, ზოგადად\, საზოგადოებრივ საქმიანობაში. იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის\, ჯონ რობერტსის გადაწყვეტილებით იგი თავმჯდომარეობს აშშ-ის მოსამართლეთა კონფერენციის მართლმსაჯულების სექტორის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს\, რომელიც კოორდინირებას უწევს ფედერალური სასამართლოების ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოს სასამართლოებსა და იმ ორგანიზაციებთან\, რომლებიც მართლმსაჯულების სექტორში მუშაობენ. იგი ასევე არის ფედერალური მოსამართლეების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და წევრი. დუკის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით ამჟამად თავმჯდომარეობს ამ უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტს. არის კაროლინას შტატის საბალეტო აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი) \nდრო: 5 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭვაჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mosamarthleebthan-komunikatsiis-tsesebi-da-politika-21-e-saukunis-teqnologiebis-gamotsveva-amerikeli-mosamarthlis-elison-danqenis-sajaro-leqtsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44926.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180403T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180403T190000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180402T062950Z
LAST-MODIFIED:20240202T054726Z
UID:10001924-1522782000-1522782000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„მითოსი-კულტი-პოეზია“ (III ლექცია)
DESCRIPTION:3 აპრილს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „დიონისური დღესასწაულები და „თხების სიმღერა“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: „რაგნაროკი” და ნიცშეს „ზარატუსტრა“\, „გაზაფხულის პარადიგმა“ წარმართობასა და ქრისტიანობაში\, ევროპული კულტურის ქრისტიანული საფუძვლები\, გზა ღმერთიდან ადამიანისკენ – ბუნებიდან ისტორიისკენ – სივრციდან დროისკენ. \nდრო: 3 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-mithosi-kulti-poezia-iii-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/01/43659.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180403T154200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180403T154200
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180403T114202Z
LAST-MODIFIED:20240202T054729Z
UID:10001925-1522770120-1522770120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:11 აპრილს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით გაიმართება სადაზღვევი კომპანია „ალდაგის“ დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა. \n„ალდაგის“ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების წარმომადგენელი ანა სურმანიძე დამსწრეთ გააცნობს დეტალურ ინფორმაციას სააგეტო ქსელში დასაქმების შესაძლებლობის შესახებ: ფუნქცია-მოვალეობებზე\, დაწინაურებისა და წინსვლის პერსპექტივაზე\, ასევე სამუშაო საათებზე\, რომელიც მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე. \nდრო: 11 აპრილი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sadazghvevo-kompania-aldagis-sainphormatsio-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/04/44969.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180403T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180403T110000
DTSTAMP:20260507T101740
CREATED:20180328T103519Z
LAST-MODIFIED:20240202T054732Z
UID:10001926-1522753200-1522753200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ღია კარის დღე თბილისში – 3 აპრილი
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აპრილში რამდენიმე ღია კარის დღეს გამართავს აბიტურიენტებისთვის თბილისში. პირველი ღია კარის დღე დაგეგმილია 3 აპრილს\, 11:00 საათზე. \nპროგრამა \n\n11: 00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შეთავაზებები აბიტურიენტებს\n12:00 – შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების წარმომადგენლებთან\n\nმეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\nბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამები\nსაბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამები\n\n\n12:40 – ყავის შესვენება\n13:00 – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის\, სოფო დოლიძის\, მასტერკლასი ზოგად უნარებში\n\nღია კარის დღეზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. სარეგისტრაციო ფორმაში აირჩიოთ ღია კარის დღეზე დასწრებით თქვენთვის სასურველი თარიღი და მიუთითოთ ტელეფონის ნომერი\, რომლითაც სარგებლობთ\, ასევე ელექტრონული მისამართი (email)\, რომელსაც იყენებთ\, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენთან დაკავშირება და შეხვედრის ზუსტ ადგილმდებარეობაზე ინფორმაციის მოწოდება. \nგელოდებით და გახსოვდეთ\, რომ თქვენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ! \n#მევირჩევილიაუნის \n\nმისამართი:\nი.ჭავჭავაძის N32\, B201 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \npr@iliauni.edu.ge \n032 2 22 00 09 (352) \nFacebook.com/Iliauni \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-ghia-karis-dghe-thbilisshi-3-aprili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44914.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180331T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180331T120000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180321T063314Z
LAST-MODIFIED:20240202T054733Z
UID:10001927-1522497600-1522497600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიგა ზედანიასა და ემზარ ჯგერენაიას შეხვედრა აბიტურიენტებთან – ზუგდიდი\,  31 მარტი
DESCRIPTION:31 მარტს\, 12:00 საათზე\, ქალაქ ზუგდიდში\, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში (მეუნარგიას N6)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია და პროფესორი ემზარ ჯგერენაია აბიტურიენტებთან შეხვედრას გამართავენ და მათთვის საჯარო ლექციას წაიკითხავენ თემაზე: არჩევანის ფილოსოფია და სოციოლოგია. \nლექციის შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები აბიტურიენტებს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს\, დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობებს\, საუნივერსიტეტო სერვისებსა და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს გააცნობენ. \nშეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს. \nგიგა ზედანიას შესახებ \nგიგა ზედანია 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია; 2006 წლიდან დღემდე იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ ასოცირებული პროფესორი\, ხოლო შემდეგ – სრული პროფესორი; სხვადასხვა დროს მას ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის\, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის\, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანისა და მოდერნულობის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობები. იგი ფლობს ბოხუმის რურის უნივერსიტეტის (გერმანია) ფილოსოფიის დოქტორის ხარისხს. \nემზარ ჯგერენაიას შესახებ \nემზარ ჯგერენაია 2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2000-2003 წლებში მონაწილეობდა ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ ორგანიზებულ კვლევით სემინარებში\, რომელთა მიზანი იყო დოქტორანტებისათვის კვლევაში დახმარება და დოქტორანტებს შორის სამეცნიერო იდეების გაცვლა. 2002 წელს იყო ბაიროიტის უნივერსიტეტის (გერმანია) მკვლევარი. 2012–2015 წლებში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივ კვლევით პროექტში: „საქართველოს სემანტიკა კავკასიასა და შავ ზღვას შორის“. \nდამატებითი ინფორმაცია \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მარტიდან საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ჩაატარებს უფროსკლასელებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს. პროექტი #არჩევანიშენია საგანმანათლებლო ორგანიზაცია კინგსთან თანამშრომლობით ხორციელდება. \nმომავალი პროფესიის არჩევა –ა ამ თემატიკაზე აბიტურიენტებს საჯარო ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები წაუკითხავენ. შეხვედრები უფროსკლასელებს დამოუკიდებელი აზროვნებისა და სწორი არჩევანისკენ სვლაში დაეხმარება. \nსაინფორმაციო შეხვედრების სრული განრიგისთვის მიჰყევით ბმულს: https://goo.gl/tjp2jh  \nშენი წარმატებული ცხოვრება იწყება აქ!\n#მევირჩევილიაუნის \nსაკონტაქტო ინფორმაცია \n✉ ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge\n✉ pr@iliauni.edu.ge\n☏ (+995 32) 222 00 09 (352) / 577 53 02 20 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giga-zedaniasa-da-emzar-jgerenaias-shekhvedra-abiturientebthan-zugdidi-31-marti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44684.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180331T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180331T100000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180323T081500Z
LAST-MODIFIED:20240202T054736Z
UID:10001928-1522490400-1522490400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია „ჩემი ილია ჭავჭავაძე“
DESCRIPTION:31 მარტს\, შაბათს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება პირველკურსელ სტუდენტთა კონფერენცია „ჩემი ილია ჭავჭავაძე“. კონფერენცია ეწყობა პროფესორ მზაღო დოხტურიშვილის მიერ წაკითხული შესავალი კურსის „ტექსტი – სამყაროს შემეცნებისა და ასახვის უნივერსალური ფორმა“ ფარგლებში. \nდრო: 31 მარტი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-chemi-ilia-tchavtchavadze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44822.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180330T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180330T160000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180327T071432Z
LAST-MODIFIED:20240202T054737Z
UID:10001929-1522425600-1522425600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია
DESCRIPTION:30 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“ გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია\, რომელიც მიზნად ისახავს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასა და სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზის შექმნას. \nინიციატივები მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ს მიერ „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. \nღონისძიება წარიმართება დისკუსიის ფორმატში და მასში მონაწილეობას მიიღებენ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები\, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები\, სტუდენტები და სხვა დაინტერსებული პირები. \nდრო: 30 მარტი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakonstitutsio-sasamarthlos-shesakheb-kanonmdeblobashi-shesatani-tsvlilebebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44903.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180329T070016Z
LAST-MODIFIED:20240202T054742Z
UID:10001930-1522350000-1522350000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფოლკლორისტ ელგუჯა დადუნაშვილის საჯარო ლექციები
DESCRIPTION:29- 30 მარტს\, 19.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D406 აუდიტორიაში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში გაიმართება იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის სლავისტიკისა და კავკასიის კვლევის დეპარტამენტის მკვლევრის\, ფოლკლორისტის\, დოქტორ ელგუჯა დადუნაშვილის საჯარო ლექციები ეთნოლოგიური და ეთნომუსიკოლოგიური პრაქტიკული კვლევების შესახებ. \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nთემა: „საველე კვლევის მეთოდიკა და ტექნიკა“ \nდრო: 30 მარტი\, 19:00 საათი \nთემა: „ემპირიული მასალის არქივირება და ხელმისაწვდომობა“ \nადგილმდებარეობა: D406 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pholklorist-elguja-dadunashvilis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44923.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180329T190000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180322T113236Z
LAST-MODIFIED:20240202T054746Z
UID:10001931-1522350000-1522350000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აკაკი ბაქრაძე – 90
DESCRIPTION:29 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გეპატიჟებით აკაკი ბაქრაძის იუბილეს აღსანიშნავ საღამოზე. 29 მარტს ცნობილი კრიტიკოსის\, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის დაბადებიდან 90 წელი შესრულდება. \nაკაკი ბაქრაძის შესახებ \nაკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე დაიბადა 1928 წლის 29 მარტს ქ. თბილისში. 1948 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ოზურგეთში\, 1953 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილების რედაქტორად\, უფროს რედაქტორად\, შემდეგ – სასცენარო სარედაქციო განყოფილების მთავარ რედაქტორად. იგი იყო საქართველოს რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დირექტორი (1973-1980 წწ.)\, კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (1988-1989 წწ.); პირველი წერილი (რეცენზია ფილმზე „ჩვენი ეზო“\, 1954 წ.) გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკარში”. 1966 წელს გამოსცა პირველი წიგნები: „კინოკრიტიკული ეტიუდები“ და „კრიტიკული წერილები“. წიგნში „მითოლოგიური ენგადი“ (1969 წ.) იგი ერთ-ერთი პირველი იკვლევდა თანამედროვე ქართულ მწერლობაში მითოლოგიზაციის პროცესს\, წიგნში „ილია ჭავჭავაძე“ (1984 წ.) ახალი კუთხით გააანალიზა დიდი მწერლისა და მოღვაწის შემოქმედების\, მსოფლმხედველობისა და ტრაგიკული აღსასრულის პრობლემები. აკაკი ბაქრაძის წერილებისათვის დამახასიათებელია პუბლიცისტური სიმძაფრე\, მწყობრი ლოგიკა\, უკომპრომისობა. მისი სხვა მნიშვნელოვანი წიგნებია: „სჯანი“\, „ფიქრი და განსჯა“\, „კრიტიკული გულანი“\, „მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა“\, „პილპილმოყრილი მადლი“\, „რწმენა“\, „მწერლობის მოთვინიერება“\, „ილია და აკაკი“\, „დაწუნებული გზა“. \n1989 წელს აკაკი ბაქრაძე აირჩიეს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტად. იგი იყო სსრკ სახ. დეპუტატი\, სსრკ უზენაესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოს წევრი\, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე. \nაკაკი ბაქრაძის შესახებ ისაუბრებენ ილიაუნის პროფესორები –  ფილოლოგი დავით პაიჭაძე და მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი. \nდრო: 29 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akaki-baqradze-90/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44820.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180328T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180328T200000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180320T074848Z
LAST-MODIFIED:20240202T054750Z
UID:10001932-1522267200-1522267200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა Amazon Export Hub- ის დამფუძნებელ ლევან მოლაშვილთან
DESCRIPTION:გინდა\, აქციო ამაზონი შემოსავლის წყაროდ?\nგინდა\, გაიგო\, რა შესაძლებლობებს გთავაზობს ამაზონის პლატფორმა და როგორ შეგიძლია სრულად გამოიყენო მისი პოტენციალი?\n\nმაშინ გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, ზუმაუთ პრე-აქსელერატორის მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო\, პრაქტიკული რჩევებით გაჯერებულ და ინსპირაციულ შეხვედრაზე Amazon Export Hub– ის დამფუძნებელ ლევან მოლაშვილთან\, რომელიც მეწარმეობითა და სტარტაპსაქმიანობით დაინტერესებულებისთვის ისაუბრებს ამაზონზე\, როგორც უნივერსალური გაყიდვების პლატფორმაზე\, პროდუქტის წარმატებულად გაყიდვის შესაძლებლობებზე. \nშეხვედრაზე სპიკერი ორიენტირებული იქნება პრაქტიკულ რჩევებზე და ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე\, როგორებიცაა: \n\nამაზონზე პროდუქტის განთავსების კრიტერიუმები;\nნიშები\, რომელთა ათვისებაც შენს პროდუქტს უფრო გაყიდვადს გახდის;\nხშირად დაშვებული შეცდომები და როგორ არის შესაძლებელი მათი თავიდან არიდება;\nროგორ ეხმარება Amazon Export Hub-ის პლატფორმა მომხმარებლებს.\n\nგთხოვთ\, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა – https://goo.gl/forms/DeZQ74MKjFtWGhUD3 \nგელოდებით\, რომ შევხვდეთ ამაზონზე! \nდრო: 28 მარტი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-amazon-export-hub-is-damphudznebel-levan-molashvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44679.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180328T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180328T183000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180326T080715Z
LAST-MODIFIED:20240202T054753Z
UID:10001933-1522261800-1522261800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის\, მერსი ტემბონის\, საჯარო ლექცია
DESCRIPTION:28 მარტს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება დოქტორ მერსი ტემბონის\, მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის\, საჯარო ლექცია:„სრული პოტენციალის რეალიზება – 21-ე საუკუნის უნარები (”Unleashing Your Full Potential – Skills for the 21st Century”). \nბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო ეკონომიკა უპრეცედენტო ტემპით ვითარდება. ტექნოლოგიები და ინოვაციები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს სამუშაო გარემოზე. ავტომატიზაციის გამო მომავალში შესაძლოა\, ბევრი პროფესია საერთოდ გაქრეს\, ამჟამად დასაქმებულ პირებს კი პროფესიის შეცვლა მოუწიოთ\, რადგან განსხვავებული უნარ-ჩვევები დასჭირდებათ. რა იქნება საჭირო მომავალში წარმატების მისაღწევად? \nლექციაზე განხილული იქნება მსოფლიო განვითარების 2018 წლის ანგარიშის ”Learning: To realize Education’s promise” ძირითადი მესიჯები დასაქმებასა და პროდუქტიულობასთან დაკავშირებით. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი მერსი ტემბონი 2015 წლის ოქტომბრიდან მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორია. იგი პასუხისმგებელია ეკომონიკურ რეფორმებთან დაკავშირებული დიალოგის წარმართვაზე\, მსოფლიო ბანკის სტრატეგიების განვითარებაზე თითოეული ქვეყნისთვის\, პროექტების პორტფოლიოსა და ტექნიკურ დახმარებაზე\, მუშაობს სამხრეთ კავკასიაში სამხრეთ კავკასიაში ეკომონიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის საკითხებზე პარტნიორებსა და დაინტერესებულ მხარეებთან. დოქტორი ტემბონი მსოფლიო ბანკს 2000 წელს შეუერთდა განათლების სპეციალისტის სტატუსით და აქვს რიგ ქვეყნებში\, მათ შორის კონფლიქტურ ქვეყნებში\, ეკონომიკურ ზრდასა და სოციალური განვითარების საკითხებზე მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ახლანდელ თანამდებობამდე მ. ტემბონი იყო ბურუნდისა და ბურკინა ფასოს მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელი. იგი არაერთი პუბლიკაციის ავტორია განათლების\, გენდერისა და ეკონომიკური ზრდის საკითხებზე; დოქტორი ტემბონი ფლობს განათლების ეკონომიკის დოქტორის ხარისხს ლონდონის უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს –ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის მმართველობის სკოლიდან. \nსამუშაო ენა: ინგლისური. (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 28 მარტი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/msophlio-bankis-samkhreth-kavkasiis-regionuli-direqtoris-mersi-tembonis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44891.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180327T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180327T190000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180323T104400Z
LAST-MODIFIED:20240202T054755Z
UID:10001934-1522177200-1522177200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“:„მითოსი-კულტი-პოეზია“ (II ლექცია)
DESCRIPTION:27 მარტს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი შეხვედრების ციკლის – „მითოსი-კულტი-პოეზია“ – ფარგლებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „აზროვნების (პრომეთეს) გათავისუფლება“. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე: ზევსი და პრომეთე\, აზროვნების პრომეთეული და ეპიმეთეული საწყისები\, სხეულისა და სულის ალეგორიები ძველ ბერძნულ მითოსში\, პრომეთე და ექსკალიბურის ხმალი\, პრომეთე და პეტრე მოციქულის დილეგიდან გათავისუფლება. \nდრო: 27 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-mithosi-kulti-poezia-ii-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44823.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20180324T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20180324T170000
DTSTAMP:20260507T101741
CREATED:20180320T122312Z
LAST-MODIFIED:20240202T054758Z
UID:10001935-1521910800-1521910800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:NAEC-ის საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრობის კანდიდატებთან
DESCRIPTION:24 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრობის მსურველთათვის  საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. \nშეხვედრა სამ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი დაეთმობათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საერთო სამაგისტრო გამოცდების ჯგუფის წარმომადგენლებს\, რომლებიც დეტალურად ისაუბრებენ საგამოცდო ტესტის ფორმატსა და თითოეული ბლოკის დავალებებზე. შემდეგ გაიმართება NAEC-ის ახალი პროექტის ”CERTUS”” პრეზენტაცია. შეხვედრის ბოლოს კი სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ\,  მათთვის საინტერესო თემებზე დასვან შეკითხვები და მიიღონ პასუხი კომპეტენტური პირებისაგან. \nშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტი ”CERTUS” \nსაინფორმაციო შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა პროექტის ”CERTUS” პრეზენტაციას. პროექტი კანდიდატთა შერჩევისა თუ კომპეტენციების დადასტურების სრული\, კომპლექსური და მეთოდოლოგიურად გამართული სერვისის დანერგვას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას ითვალისწინებს. \nსტუდენტებს\, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელება სურთ\, “Certus-ის” სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ. \nდამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/QmkQge \nდრო: 24 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \n✉pr@iliauni.edu.ge\n☏ 032 2 22 00 09 (352) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/naec-is-sainphormatsio-shekhvedra-magistrobis-kandidatebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2018/03/44688.png
END:VEVENT
END:VCALENDAR