BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T200000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171214T074058Z
LAST-MODIFIED:20240202T055432Z
UID:10002017-1513368000-1513368000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფლორიან ზელერის „სიმართლე“ – პრემიერა ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:15\, 16 და 17 დეკემბერს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის თეატრი მიმდინარე სეზონის მეორე პრემიერას ითამაშებს. \n„სიმართლე“ თანამედროვე ფრანგი დრამატურგის ფლორიან ზელერის პიესაა\, რომელიც სპეციალურად ილიაუნის თეატრისათვის შორენა ციცაგმა თარგმნა. არაერთი თეატრალური პრემიისა და ჯილდოს მფლობელი ახალგაზრდა ფრანგი დრამატურგის ნაწარმოები საქართველოში პირველად ითარგმნა და დაიდგა. \nსპექტაკლზე რეჟისორმა ნინო ბურდულმა იმუშავა მსახიობებთან – ანა მატუაშვილთან\, ანა ნიკოლაშვილთან\, ჯანო იზორიასთან\, ბაჩო ჩაჩიბაიასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებთან ერთად. სპექტაკლის მხატვრები გოგი ალექსი მესხიშვილის დიზაინის სკოლის კურსდამთავრებულები შოთიკო ბაგალიშვილი და ნუცა ჭყონია არიან. \nსპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით. \nდრო: 15\, 16\, 17 დეკემბერი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phlorian-zeleris-simarthle-premiera-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43216.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T193000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171213T064752Z
LAST-MODIFIED:20240202T055437Z
UID:10002018-1513366200-1513366200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:15 დეკემბერს\,19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას: „წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება“. \nწინარწმენას მრავალფეროვანი ბუნება აქვს – ის დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე\, თუ ვის აქვს ეს წინარწმენა\, არამედ იმაზეც\, ადამიანი ვის მიმართ განიცდის წინარწმენას. ეს ფართო პოსტულატი გავამდიდრეთ ჩვენ მიერ ჩატარებული უახლესი კვლევებით 528 და 611 სტუდენტიან შერჩევებზე\, რომელშიც წინარწმენა ბოგარდუსის სოციალური დისტანციის სკალის მოდიფიცირებული ვარიანტით გავზომეთ. ამან საშუალება მოგვცა\, გამოგვეყო წინარწმენის მინიმუმ ორი\, მეტად და ნაკლებად სენსიტიური ფორმა. მათი რაოდენობა იზრდება სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისადმი დამოკიდებულების მიხედვით. წინარწმენის ცნების ასეთმა დაშლამ ასევე საშუალება მოგვცა\, გაგვეცა პასუხი კითხვებზე\, რომლებიც ამჟამად დებატების საგანია\, ესენია:რა როლს თამაშობს გენდერული სხვაობები წინარწმენაში\, რა როლს თამაშობს რელიგიურობა და მისი სხვადასხვა ასპექტი წინარწმენაში. \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dimitri-uznadzis-phsiqologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43196.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T133746Z
LAST-MODIFIED:20240202T055440Z
UID:10002019-1513364400-1513364400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:15 დეკემბერს\,19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი თამაზ თოხაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „უთანხმოების ეპისტემოლოგია“. \nუთანხმოების ეპისტემოლოგია ახალი და დინამიკური მიმართულებაა ანალიზურ ფილოსოფიაში\, რომლის ცენტრში არის კითხვები უთანხმოების ეპისტემოლოგიური ღირებულების შესახებ: რამდენად რაციონალურია კონტროვერსიულ საკითხებზე მყარი პოზიციის დაჭერა? როგორ გავლენას უნდა ახდენდეს უთანხმოება რაციონალური აგენტის რწმენით სისტემაზე? არის თუ არა უთანხმოების ფაქტი მტკიცებულება\, რომ სადავო რწმენა ირაციონალური ან სუბომტიმალურია? \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/savle-tserethlis-philosophiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43192.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171211T063135Z
LAST-MODIFIED:20240202T055445Z
UID:10002020-1513364400-1513364400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:LECTURA DANTIS /დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა\, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ მერვე ქებას. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra-6/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42915.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T183000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T132156Z
LAST-MODIFIED:20240202T055449Z
UID:10002021-1513362600-1513362600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:15 დეკემბერს\,18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის „ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“ ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი წაიკითხავს მოხსენებას „აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნება ვირთაგვებში“. \nნეირომეცნიერებების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციის მექანიზმების დადგენაა. ამ თვალსაზრისით ინტერესს იწვევს ე.წ. „კამინის ეფექტი“\, რომელიც აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნების დინამიკას ასახავს.სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მრავალი მოსაზრების მიუხედავად კამინის ეფექტის ბუნება საბოლოოდ დადგენილი არ არის. ჩვენს საკვლევ პრობლემას წარმოადგენდა ვირთაგვებში კამინის ეფექტის მახასიათებლების შესწავლა\, რისთვისაც გამოიყენებოდა აქტიურიგანრიდების ტესტი. კვლევამ აჩვენა\, რომ \n1. კამინის ეფექტი დამოკიდებულია როგორც სეანსებს შორის ინტერვალთა ხანგრძლივობაზე\, ასევე საცდელი ობიექტისათვის წარდგენილ სინჯთა რაოდენობაზე. \n2. კამინის ეფექტის ხანგრძლივობა მცირდება სინჯთა რაოდენობის ზრდასთან ერთად. \n3. ძილის ტოტალური დეპრივაცია იწვევს კამინის ეფექტის ნიველირებას. მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე სავარაუდოა\, რომ კამინის ეფექტი\, შესაძლოა\, ასახავდეს მეხსიერების კონსოლიდაციის პროცესის ქცევით გამოვლინებას. \nდრო: 15 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kvlevithi-tsentris-dzil-ghvidzilis-tsiklis-shemstsavleli-thengiz-onianis-laboratoria-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43191.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T180000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171214T063341Z
LAST-MODIFIED:20240202T055453Z
UID:10002022-1513360800-1513360800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია:„ამერიკის პოლიტიკური კულტურა ტრამპის ერაში“
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 18 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში მერსერის უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი კრის გრანტი გამართავს ლექციას თემაზე: „ამერიკის პოლიტიკური კულტურა ტრამპის ერაში“. \nლექციაზე საუბარი იქნება იმ ფაქტორებზე\, რომლებმაც ხელი შეუწყო აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის არჩევას\, ასევე გაიმართება დისკუსია იმის შესახებ\, როგორ გავლენას ახდენს ამერიკის პოლიტიკურ კულტურაზე ტრამპის პრეზიდენტობისას მომხდარი ცვლილებები. \nმომხსენებელი კრის გრანტი გახლავთ მერსერის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე და პროფესორი. დოქტორის ხარისხი მან მიიღო ჯორჯიის უნივერსიტეტში და მისი ბოლო პუბლიკაცია ეხება თემას: “No Longer Ruled by Rustics: Georgia Politics in the 21st Century.” \nდრო: 15 დეკემბერი\, 18 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-amerikis-politikuri-kultura-trampis-erashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43215.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171215T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171215T120000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T064734Z
LAST-MODIFIED:20240202T055455Z
UID:10002023-1513339200-1513339200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ცხოვრების ფორუმი
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 12:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი – 2017\, რომელზეც წარმოდგენილი იქნებიან ილიაუნის სტუდენტური კლუბები და ცალკეული სამსახურები. \nღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია. \nდაინტერესებული პირები შეძლებენ ინდივიდუალური კონსულტაციების გავლას ილიაუნის ცალკეულ სამსახურებსა და ფორუმზე წარმოდგენილ კლუბებთან. \n2016-2017 სასწავლო წელს მოქმედი კლუბები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. \nღონისძიებაში ილიაუნის 8 სამსახური მიიღებს მონაწილეობას: \n\nსაგარეო ურთიერთობების სამსახური მოგაწვდით უახლეს ინფორმაციას გაცვლითი პროგრამებისა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელების შესაძლებლობებზე;\nთეატრით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მეტი ინფორმაცია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველი\, და ჯერჯერობით ერთადერთი\, პროფესიული თეატრის\, ილიაუნის თეატრის\, შესახებ;\nგანვითარების სამსახური მოგაწვდით ინფორმაციას ინსტიტუციური და კვლევითი განვითარებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიებაზე;\nგაიცნობთ GameLab–ს (კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიას)\, რომელიც ზრუნავს ახალგაზრდა თაობის ჩართულობაზე კომპიუტერული და მობილური თამაშების შექმნის პროცესში და ხელს უწყობს წარმატებული სტუდენტური პროექტების კომერციალიზაციას;\nFabLab–ის სტენდთან გაიგებთ მეტს მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასა და ილიაუნის სტუდენტების მიერ ფაბლაბში დაწყებული წარმატებული პროექტების შესახებ;\nილიაუნის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მოგაწვდით ინფორმაციას სარგებლობის წესებისა და მათი სერვისების შესახებ.\nგაიცნობთ პირველ ქართულ პრეაქსელერატორ „ზუმაუთს”\, რომლის მთავარი ამოცანაა\, დაეხმაროს ქართულ სტარტაპებს გლობალურ აქსელერატორებში მოსახვედრად;\nმუსიკით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, გაიცნონ ილიაუნის მუსიკის ცენტრი.\n\nფორუმზე მოსული მონაწილეები გაეცნობიან სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ფუნქციებს და მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა მიმართულების შესახებ. \nილიაუნის ცალკეულ სამსახურებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 2016-2017 სასწავლო წელს აქტიურად მომუშავე სტუდენტური კლუბები: \n●  ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი\n●  მომავალ ეკონომისტთა კლუბი Fesc\n●  FESTINA LENTE\n●  მენეჯერთა კლუბი\n●  მარკეტერთა კლუბი\n●  კარიერული წინსვლის აკადემია\n●  რა? სად? როდის?\n●  ფედერალისტთა კლუბი\n●  კულტურის კლუბი\n●  ახალგაზრდა სოციოლოგთა გაერთიანება\n●  ხალხური სიმღერის სტუდენტური კლუბი\n●  E Pluribus Unum\n●  სამოქალაქო აქტივობების კლუბი\n●  სტუდენტური ევროკლუბი\n●  სტუდენტური სასამართლო\n●  ფიზიკისა და ასტრონომიის კლუბი\n●  ისტორიის სტუდენტური კლუბი\n●  საერთაშორისო ურთიერთობების კლუბი\n●  ილიაუნის მკვლევართა კლუბი\n●  პერსონალური ბრენდინგის კლუბი\n●  თავისუფალ მეცნიერთა კლუბი\n●  მარადმწვანე სტუდენტთა კლუბი\n●  ხალხური ცეკვის კლუბი\n●  ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბი\n●  გარემოს დაცვის სტუდენტური კლუბი\n●  სტუდენტური თვითმმართველობა \nთითოეული კლუბი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მასში გაწევრიანება ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია. \nფორუმზე მოსულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ\, ადგილზე შეავსონ კლუბებში გაწევრიანებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმა. \nფორუმზე დასწრება თავისუფალია! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-tskhovrebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43044.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T193000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T121630Z
LAST-MODIFIED:20240202T055458Z
UID:10002024-1513279800-1513279800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს\,19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტის პროფესორები სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\nასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას „ჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრული K-ფუნქტორების შესახებ“.\n\nჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრულ K-ფუნქტორებზე აგებულია გროტენდიკის ფუნქტორზე მოდულის სტრუქტურა. მიღებული შედეგები გამოყენებულია ჯვარედინ ჯგუფურ რგოლებზე სასრულწარმომქმნელიანი პროექციული მოდულების შესასწავლად. მათი გამოყენებით ასევე მტკიცდება\, რომ გარკვეულ პირობებში ჯვარედინ ჯგუფურ რგოლებს დედეკინდის რგოლის მსგავსი სტრუქტურა აქვთ\, ანუ ისინი წარმოადგენენ „არაკომუტაციური დედეკინდის რგოლების“ მაგალითს. \n\nპროფესორი მერაბ სვანაძე წარადგებს ანგარიშს „დრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალებისათვის“.\n\nგამოკვლეულია სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების დრეკადობის თეორიის მდგრადი რხევის ამოცანები და მიღებულია შემდეგი შედეგები: \n1. აიგო სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურის მქონე მასალების დრეკადობის თეორიის მათემატიკური მოდელი და ამ მოდელის მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ფუნდამენტური ამონახსნი ელემენტარული ფუნქციების საშუალებით. ამასთან დადგინდა ამ ამონახსნის ძირითადი თვისებები; \n2. მიღებულია მდგრადი რხევის განტოლებათა სისტემის ზოგადი ამონახსნის წარმოდგენის ფორმულები; \n3. აიგო გრინის ფორმულები და დადგინდა რეგულარული ვექტორის უსასრულობაში ქრობის პირობები (გამოსხივების პირობები); \n4. დამტკიცდა მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების რეგულარული (კლასიკური) ამონახსნების ერთადერთობის თეორემები; \n5. აიგო მარტივი ფენის\, ორმაგი ფენისა და მოცულობითი პოტენციალები და დადგინდა მათი თვისებები; \n6. დამტკიცდა მდგრადი რხევის შიგა და გარე სასაზღვრო ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობის თეორემები. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phundamenturi-da-interdistsiplinaruli-mathematikuri-kvlevebis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43190.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T120421Z
LAST-MODIFIED:20240202T055501Z
UID:10002025-1513278000-1513278000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევრები სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\nმკვლევარი ალექსანდრე თევზაძე წაიკითხავს მოხსენებას „კოსმოსური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან დღემდე“.\n\nკოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობის საკითხი წარმოადგენს თანამედროვე ასტროფიზიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემას. მიჩნეულია\, რომ მაგნიტური ველების წარმოშობის ასახსნელად აუცილებელია მცირე „ჩანასახოვანი“ საწყისი ველები და სწორედ ამ ველების გენერაცია წარმოადგენს ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ერთ-ერთ უპასუხოდ დარჩენილ კითხვასა და გამოცანას. ამჟამად განიხილება ორი სცენარი: ასტროფიზიკური\, როდესაც საწყისი მაგნიტური ველების გენერაცია ხორციელდება ასტროფიზიკური მექანიზმებით (როგორიცაა\, მაგალითად\, ბირმანის ეფექტი)\, და კოსმოლოგიური\, როცა საწყისი მაგნიტური ველები გენერირდება კოსმოლოგიური მექანიზმებით ადრეულ სამყაროში. იმისთვის\, რომ პასუხი გაეცეს კითხვას\, ამ მექანიზმებიდან რომელია პასუხისმგებელი დაკვირვებული მაგნიტური ველების წარმოშობაზე\, აუცილებელია\, განხორციელდეს მაგნიტოჰიდრონამიკური არამდგრადობის შესწავლა როგორც ასტროფიზიკურ ობიექტებში\, ასევე სამყაროშიც. ადრეულ ეპოქაში სამყარო პრაქტიკულად იდეალური გამტარია (იონიზაციის მაღალი\, 100% მაჩვენებლის გამო). პირველადი მაგნიტური ან სიჩქარის ველების წარმოშობას თან სდევს ტურბულენტობის განვითარება. სწორედ ამ ტურბულენტობის გენერაციისა და შემდგომი ევოლუციის შესწავლაა ობსერვატორიის თეორიული ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ჯგუფის (ხელმძღვანელი თინათინ კახნიაშვილი) ერთ-ერთი მთავარი მიზანი. გარდა ამისა\, ჯგუფის წევრები ახორციელებენ აქტიურ კვლევას\, თუ რა დაკვირვებითი გამოვლინებები აქვს პირველად ტურბულენტობას და რა დაკვირვებებით არის შესაძლებელი პირველადი ტურბულენტობის ძირითადი სტატისტიკური პარამეტრების შეზღუდვა. \n\nასოცირებული მკვლევარი ეკა გურგენაშვილი წარდგება მოხსენებით:„რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის აქტიურობაში და მზის შიდა ფენების სეისმოლოლოგია“.\n\nმრავალსაუკუნოვანი დაკვირვებების მიუხედავად მზის მაგნიტური ცვალებადობა ისევ რჩება მზის ფიზიკის ერთ-ერთ გადაუჭრელ ამოცანად. აქტიურობის ძირითადი პერიოდი დაახლოებით 11 წელია\, რაც\,სავარაუდოდ\, დაკავშირებულია მზის შიდაფენებში მაგნიტური დინამოს მოქმედებასთან. გარდა 11-წლიანი ციკლისა\, მზეს ახასიათებსშედარებით უფრო მოკლე\, 155-200-დღიანი პერიოდი\, რომელსაც რიეგერის პერიოდს უწოდებენ. აღმოჩნდა\, რომ დაკვირვებული პერიოდულობა შესაბამისობაშია მზის ციკლისსიმძლავრესთან: გრძელი პერიოდები ჩნდება სუსტ ციკლებში და\, პირიქით\, მოკლე პერიოდები – მძლავრ ციკლებში.დაკვირვებული ანტიკორელაცია ვრცელდება მზის ნახევარსფეროებზეც\, რადგან მზის მაგნიტური აქტივობა ნახევარსფერული ასიმეტრიულობით ხასიათდება. სავარაუდოდ\,ეს პერიოდი დაკავშირებულია მაგნიტურ როსბის ტალღებთან და მზის შიდა ფენების მაგნიტური ველის სიდიდის შეფასების საშუალებას იძლევა. მიღებული შედეგი წარმოადგენს თანამედროვე მზის ფიზიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას მზის მაგნიტური აქტიურობის შესწავლაში. \nდრო: 14 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/e-kharadzis-abasthumnis-astrophizikuri-observatoriis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43189.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T183000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T111512Z
LAST-MODIFIED:20240202T055503Z
UID:10002026-1513276200-1513276200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „ქართულ-ირანული ურთიერთობები“. \nეირანის ისტორიულ რაიონში\, დულაბში\, მდებარე ქრისტიანული სასაფლაოებისკომპლექსში არსებობს მნიშვნელოვანი ქართული სეგმენტი\, სადაც დაკრძალულია რამდენიმე ათეული ქართველი. ზოგი მათგანის ქვა დიდი ოსტატობითაა შესრულებული და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშს წარმოადგენს. განსაკუთრებით საყურადღებოა\, რომ სასაფლაოზე მდებარეობს ქართული ეკლესიის ანალოგიით შექმნილი მინადორა ხოშტარიას საკმაოდ დიდი მოცულობის აკლდამა\, რომელიც ირანის ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი ქართული არქიტექტურული ძეგლია. ის ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს ყურადღებას. დაიწყება დულაბის ქრისტიანულ სასაფლაოზე არსებული ქართული აკლდამისა და საფლავების სრული აღწერა-პასპორტიზაცია\, იქ დასაფლავებული პირების შესახებ ინფორმაციის მოძიება ირანისა და საქართველოს არქივებში\, ქართული მონაცემები ჩაერთვება დულაბის სასაფლაოების კვლევისა და დაცვის საერთაშორისო პროექტში. საქართველოსა და ირანის ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების ყურადღება უნდა მიექცეს სასაფლაოს პრობლემებს. პროექტის შედეგები აისახება მონოგრაფიასა და ცალკეულ სტატიებში\, ასევე მომზადდება ფოტოგამოფენა. ამჟამად დასასრულს უახლოვდება პროექტის პირველი ეტაპითგანსაზღვრული სამუშაოები (მოძიებული და დამუშავებულია საქართველოსარქივებში დაცული სათანადო მასალები). \nდრო: 14 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/g-tserethlis-aghmosavlethmtsodneobis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43188.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T180000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T110229Z
LAST-MODIFIED:20240202T055507Z
UID:10002027-1513274400-1513274400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი თეა გოდოლაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ანგარიშს „სეისმური მონიტორინგის სისტემები საქართველოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს მიწისძვრის მონიტორინგის კუთხით საქართველოში არსებული სეისმური ქსელის განახლებაზე\, ასევე მიწისძვრის დროს სწრაფი რეაგირებისათვის პროგრამული სისტემების დახვეწისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ტრენინგის შესახებ. \nდრო: 14 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dedamitsis-shemstsavlel-metsnierebatha-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43187.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171214T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171214T163000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T132908Z
LAST-MODIFIED:20240202T055508Z
UID:10002028-1513269000-1513269000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia – Leavingstone-ის კვირეული
DESCRIPTION:27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი “ADS GEORGIA”. \nპროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ\, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. \n11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება\, მათ შორისაა: Cannes Lions\, Eurobest\, London international awards… ლივინგსტონის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი\, ვებმობაილ დეველოპმენტი\, ხელოვნური ინტელექტი\, ციფრული მედია. \nკვირეულის ფარგლებში მეორე შეხვედრა ჩატარდება 14 დეკემბერს\, ხუთშაბათს; ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი და ტრადიციების ფუძემდებელი გიორგი ავალიანი ისაუბრებს თემაზე „კულტურის მნიშვნელობა კრეატიულ პროცესში“. \nდრო: 14 დეკემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nLeavingston-ის განხორციელებული პროექტები: \n\nOld Irish ვირუსული ვიდეო\nლუდი 34-ის ინტერნეტ კამპანია\nმფრინავი ჰამაკის კამპანია „ნატახტარი ლაითისთვის“\nიკანოს ვიდეორგოლი\nზაზუნების ინტერნეტსერიები\n\nმეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD \nპროექტის პარტნიორია Hegemon \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-leavingstone-is-kvireuli-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43054.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T105330Z
LAST-MODIFIED:20240202T055512Z
UID:10002029-1513191600-1513191600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქიმიური ბიოლოგიის ინსტუტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:13 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\n19:00 საათზე პროფესორი რევაზ სოლომონია წაიკითხავს მოხსენებას „მიო-ინიზიტოლის ანტიეპილეპტოგენური მოქმედების შესწავლა“.\n\nმოხსენებაში განხილული იქნება მიო-ინოზიტოლის მოქმედების გრძელვადიანი ეფექტები ქცევით კონვულსიებსა და მიკრო-რნმ-ების სპექტრის ცვლილებებზე კაინის მჟავათი გამოწვეული ეპილეფსიური სტატუსის შემდეგ. წარმოდგენილი იქნება აგრეთვე მონაცემები მიო-ინოზიტოლის მოკლევადიანი მოქმედების მექანიზმების შესახებ ეპილეფსიის იმავე მოდელზე. \n\n19:30 საათზე ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე წაიკითხავს მოხსენებას „H-Ras ცილის პოსტტრანსლაციური მოდიფიკაცია ჰიპოქსიის დროს \n\nRas-ი უჯრედში არსებული ერთ-ერთი ონკოგენის ცილოვან პროდუქტს წარმოადგენს და მისი არაკონტროლირებადი აქტივაცია მრავალი ტიპის სიმსივნურ დაავადებას იწვევს. ამ დროს ტრანსფორმირებული ქსოვილი განიცდის ჟანგბადის დეფიციტს\, რის მიმართაც კიბოს უჯრედები ადაპტირდებიან. ჩვენი მონაცემების თანახმად\, ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებით\, ჰიპოქსია სიმსივნურ უჯრედებში იწვევს Ras-ის მოლეკულის შეუქცევად ცვლილებებს\, რაც ამძიმებს პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობას. \n დრო: 13 დეკემბერი\, 19:00-20.00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qimiuri-biologiis-instututis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43186.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171206T134345Z
LAST-MODIFIED:20240202T055514Z
UID:10002030-1513191600-1513191600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მილან კუნდერას „უკვდავება“ –  რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „დიოგენე“ გეპატიჟებათ მილან კუნდერას რომანის „უკვდავება“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. \nთანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწერლის\, მილან კუნდერას  „უკვდავება“ (1990) გამოსვლისთანავე შედევრად აღიარეს. ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები\, ასევე ის მკითხველები\, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. პარიზში დასახლებული დების\, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის\, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს ოსტატურად ამთლიანებს\, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს. \nწიგნს მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი და რედაქტორი ირმა ტაველიძე წარადგენენ. \nრომანი სერიაში „ET CETERA“ გამოვიდა. \nდრო: 13 დეკემბერი\, 19:00  საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/milan-kunderas-ukvdaveba-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43041.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T183000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T101507Z
LAST-MODIFIED:20240202T055517Z
UID:10002031-1513189800-1513189800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 18:30 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს ორ ანგარიშს.\nმკვლევარი ლუკა მეგრელიძე წაიკითხავს მოხსენებას: „ნეიტრინოს მასათა გენერაცია“. \nსტანდარტული მოდელი წარმოადგენს XX საუკუნის მეცნიერებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას. იგი ფაქიზად არის შემოწმებული არაერთი ექსპერიმენტით\, მაგრამ არსებობს მრავალი ღია საკითხი\, რომელთაც ის უპასუხოდ ტოვებს. მათ შორის არის ნეიტრინის მასათა წარმოქმნის პრობლემა. სტანდარტული მოდელის მიხედვით აღნიშნული ნაწილაკი უმასოა\, თუმცა არაერთი ექსპერიმენტული მონაცემის მიხედვით მას აქვს მცირე\, მაგრამ არანულოვანი მასა. არსებობს სხვადასხვა თეორიული მექანიზმი\, რომ ავხსნათ მასათა წარმოშობა\, თუმცა\, ასეთ შემთხვევაში\, საჭირო ხდება გავაფართოვოთ სტანდარტული მოდელი. წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ განხილული ახალი მექანიზმები ამ პრობლემის გადასაჭრელად. \nასისტენტ-მკვლევარი ნათია კევლიშვილი წარდგება მოხსენებით:„გამორჩეული ნეიტრონული ვარსკვლავების რენტგენულ-სპექტრული ანალიზი“. \nპულსარები ძლიერად დამაგნიტებული\, სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავებია\, რომლებიც კოსმოსურ ობიექტთა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კლასს წარმოადგენენ. ჩემი კვლევის მიზანი პულსართა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჯგუფის – XDINS – “X-ray Dim Isolated Neutron Stars” – შესწავლაა. დღეისათვის მხოლოდ ცხრა ასეთი ობიექტია აღმოჩენილი. ამათგან 2 – სულ ახლახან. უკანასკნელ დროს მიღებული უახლესი მონაცემების გათვალისწინებით განვახორციელე ამ კლასის ცხრავე ობიექტის რენტგენულ-სპექტრული ანალიზი. აქამდე მყარად მიღებული ჰიპოთეზა XDINS პულსარების გამოსხივების წმინდა სითბური ბუნების შესახებ ჩემ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად ეჭვქვეშ დგება\, ირკვევა\, რომ ეს 9 ობიექტი სულ მცირე 3 კლასად უნდა დაიყოს. თანაავტორებთან ერთად ვსწავლობ აგრეთვე უნიკალურ ექსტრაგალაქტიკურ ობიექტს\, ე.წ. „მაგელანის პულსარს“. \nდრო: 13 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theoriuli-phizikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43185.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171213T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171213T180000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171212T101237Z
LAST-MODIFIED:20240202T055519Z
UID:10002032-1513188000-1513188000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბიოფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი დავით გვარჯალაძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში წარადგენს მოხსენებას „კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაციის თერმოდინამიკა“. \nკვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიფიკაცია (QPA) წარმოადგენს დნმ-ის ამპლიფიკაციის მეთოდს ეფექტური და მარტივი დეტექციით. ეს მეთოდი დაფუძნებულია GGGTGGGTGGGTGGG (G3T) დნმ-კვადრუპლექსზე\, რომელსაც სპეციფიკური კათიონების თანაობისას ახასიათებს მაღალი თერმული სტაბილურობა. QPA იყენებს პრაიმერს\, რომელიც G3T-ის წაკვეთილი ვერსიაა და შეუძლია თავისთავად დაიკეცოს მონომოლეკულურ კვადრუპლექსად\, დნმ-პოლიმერაზას მიერ ელონგაციის შემდეგ\, ტემპერატურული ცვლილების გარეშე. კვადრუპლექსის დეტექციისათვის გამოყენებულ იქნა G3T კომბინირებული\, ფლუორესცენციული მოლეკულით მეოთხე პოზიციაში\, რომელიც იწყებს ფლუორესცენციას კვადრუპლექსის ფორმირებისას; რაც მარტივი და ეფექტური რაოდენობრივი განსაზღვრის საშუალებას იძლევა დამატებითი მოლეკულების გარეშე. \nდრო: 13 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის N3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/biophizikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43184.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171211T112419Z
LAST-MODIFIED:20240202T055523Z
UID:10002033-1513105200-1513105200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „დავით კლდიაშვილის სამყარო და თანამედროვე ქართული საზოგადოება“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს ლექციას თემაზე: „დავით კლდიაშვილის სამყარო და თანამედროვე ქართული საზოგადოება“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: „ბაკულას ღორები“ თბილისის ურბანულ გარემოში\, გალაკტიონ ხოზოლიანი და შურისძიების თემა ქართულ ლიტერატურაში\, ბიბლიური (ძველი აღთქმის) სცენები „სამანიშვილის დედინაცვალში“. \nდრო: 12 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-davith-kldiashvilis-samqharo-da-thanamedrove-qarthuli-sazogadoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42631.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T183000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T133857Z
LAST-MODIFIED:20240202T055526Z
UID:10002034-1513103400-1513103400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეკოლოგიის ინსტიტუტის ანგარიში - სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:12 დეკემბერს სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები წარადგენენ სამეცნიერო-კვლევით ანგარიშებს. \n\n18:30 საათზე პროფესორი ოთარ აბდალაძე წარადგენს ანგარიშს „ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები”.\nმოხსენებაში განხილულია ცენტრალური კავკასიონის სუბნივალურ და ნივალურ სარტყლებში ჭურჭლოვან მცენარეთა სახეობებისგან შემდგარი მცენარეული მიკროთანასაზოგადოებების მრავალფეროვნება\, სტრუქტურა\, სივრცული განაწილების (ჰიფსომეტრული და ექსპოზიციური) კანონზომიერებანი\, ნანოჰაბიტატების პრეფერენციისა და მცენარეთაშორისი პოზიტიური და ნეგატიური ურთიერთობების საკითხები\, მცენარეთა ფუნქციური ეკოლოგიის ზოგიერთი ასპექტი (ტემპერატურის რეჟიმი)\, გამოვლენილია კლიმატის გლობალური ცვლილების მიმართ შედარებით სენსიტიური და რეზისტენტული სახეობები და გაანალიზებულია სუბნივალურ-ნივალური მცენარეულობის ტრანსფორმაციის მოსალოდნელი ტენდენციები.\n19:00 საათზე პროფესორი ნათია კოპალიანი წაიკითხავს მოხსენებას „მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა\, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში”.\nსაქართველოში გამოვლინდა მგლისა და ძაღლის ჰიბრიდიზაციის  გაცილებით მაღალი მაჩვენებელი\, ვიდრე ევროპის ტერიტორიაზე აქამდე განხორციელებული კვლევების მიხედვით იყო ცნობილი. როგორ გამომჟღავნდა გენთა მიმოცვლა მგლისა და ძაღლის პოპულაციებს შორის და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ პროცესმა მგლის პოპულაციის სტრუქტურაზე? ხდება თუ არა ჰიბრიდიზაცია ძაღლებსა და სხვა ძაღლისებრის\, ტურას შორის? როგორია ტურის პოპულაციური სტრუქტურა საქართველოში და რამდენად განსხვავდება იგი სიმპატრული მგლის პოპულაციური სტრუქტურისგან? რა ინფორმაცია შეიძლება ამოვიკითხოთ გენებიდან პოპულაციების გავრცელებაზე წარსულში და თანამედროვე გავრცელების მიმართულებაზე?\n19:30 საათზე პროფესორი დავით თარხნიშვილი წარადგენს ორ ანგარიშს: „სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება – კლდის ხვლიკების ფენომენი“ და „ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან”.\n„სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება – კლდის ხვლიკების ფენომენი”  – კავკასიის კლდის ხვლიკები (Darevskia) უნიკალური ჯგუფია: არც ერთ არატროპიკულ ხერხემლიანს არ ახასიათებს ასეთი სახეობრივი მრავალფეროვნება მცირე გეოგრაფიულ სივრცეში. მათ შორისაა უსქესო სახეობები\, რომლებიც წარმოიქმნა 7-9 მილიონი წლის წინათ დაშორებულ სახეობებს შორის ჰიბრიდიზაციის შედეგად. აქამდე ითვლებოდა\, რომ ასეთი უსქესო ფორმები ევოლუციის „ბრმა შტოს” წარმოადგენენ და მათ არ გააჩნიათ ევოლუციური პერსპექტივა. ჩვენს ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევამ გამოავლინა\, რომ ეს წარმოდგენა მცდარია. უსქესო ჰიბრიდული ფორმების სქესობრივ სახეობებთან ბექქრისის შედეგად წარმოიქმნება ახალი უსქესო „სახეობები”\, რომლებიც იქამდე აუთვისებელ ეკოლოგიურ ნიშებს იკავებენ.\n„ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან” – კავკასიის მოსახლეობის გენეტიკა მკვლევართა ყურადღების ცენტრშია. გენეტიკოსები ძირითადად იკვლევენ\, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ეთნიკური და ლინგვისტური ჯგუფები. ჩვენს ლაბორატორიაში ადამიანის გენეტიკის კვლევა 2013 წლიდან მიმდინარეობს. სამ სტატიაში\, რომელთაგან ბოლო 2017 წელს გამოვიდა\, ნაჩვენებია\, რომ ჩვენს რეგიონში საკმაოდ იოლოდ იცვლებოდა ეთნიკური და ლინგვისტური საზღვრები\, ამავდროულად\, მოსახლეობის გენეტიკური სურათი თითქმის უცვლელი რჩებოდა ათასწლეულების განმავლობაში. ადამიანის პოპულაციების გენეტიკური ასიმილაციის ძირითადი დამაბრკოლებელი ფაქტორი დღესაც რთული მთიანი ლანდშაფტი და გამყინვარებისდროინდელი იზოლაციის სურათია და არა გვიანდელი გადასახლებები და ეთნოგენეზი. ეს განსაკუთრებით დიდი კავკასიონის მთებს ეხება. ბოლო წლის განმავლობაში ცალკეული გენეტიკური მერკერებიდან ჩვენ მთლიანი გენომის შესწავლაზე გადავედით და წინასწარი შედეგები ძირითადად ემთხვევა უკვე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.\n\n\n\nდრო: 12 დეკემბერი\, 18:30-20:00 საათი; \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ekologiis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43055.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T180000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171206T111722Z
LAST-MODIFIED:20240202T055529Z
UID:10002035-1513101600-1513101600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ავსტრიული კულტურის ცენტრში: რუსუდან ღვინეფაძის თარგმანების პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი გოეთეს საერთაშორისო საზოგადოების თბილისის განყოფილებასთან ერთად გიწვევთ რუსუდან ღვინეფაძის ახალი თარგმანების (ფრანც კაფკას რომანი „ამერიკა“და სხვ.)პრეზენტაციაზე. \nდრო: 12 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: S507 აუდიტორია\, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avstriuli-kulturis-tsentrshi-rusudan-ghvinephadzis-thargmanebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43039.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171212T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171212T163000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T131824Z
LAST-MODIFIED:20240202T055532Z
UID:10002036-1513096200-1513096200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ADS Georgia – Leavingstone-ის კვირეული
DESCRIPTION:27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი “ADS GEORGIA”. \nპროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ\, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. \n11-17 დეკემბერს გაიმართება სააგენტო Leavingstone-ის კვირეული. კომპანია ბაზარზე გამოვიდა 2010 წლიდან. ამ მოკლე ხანში მან მოახერხა 100-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდოს მოპოვება\, მათ შორისაა: Cannes Lions\, Eurobest\, London international awards… ლივინგსტონის ძირითადი მიმართულებებია: დიზაინი\, ვებმობაილ დეველოპმენტი\, ხელოვნური ინტელექტი\, ციფრული მედია. \nკვირეულის ფარგლებში პირველი შეხვედრა ჩატარდება 12 დეკემბერს\, სამშაბათს; ლივინგსტონის თანადამფუძნებელი და კრეატიული მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ლეფსვერიძე ისაუბრებს „ლივინგსტონის ფილოსოფიაზე“\, მიღწევებსა და განხორციელებულ კამპანიებზე; \nდრო: 12 დეკემბერი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nLeavingston-ის განხორციელებული პროექტები: \n\nOld Irish ვირუსული ვიდეო\nლუდი 34-ის ინტერნეტ კამპანია\nმფრინავი ჰამაკის კამპანია „ნატახტარი ლაითისთვის“\nიკანოს ვიდეორგოლი\nზაზუნების ინტერნეტსერიები\n\nმეტი ინფორმაციის მისაღებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://goo.gl/9eqECD \nპროექტის პარტნიორია Hegemon \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ads-georgia-leavingstone-is-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43053.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171211T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171211T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T112623Z
LAST-MODIFIED:20240202T055535Z
UID:10002037-1513018800-1513018800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში: სპექტაკლი ლუიჯი პირანდელოს პიესის მიხედვით
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, ორშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ლუიჯი პირანდელოს პიესის „სიცილიური ლიმონების“ (“Lumie di Sicilia”) მიხედვით. წარმოდგენა ეძღვნება მწერლის დაბადებიდან 150-ე წლისთავს. \nსაღამოს დაესწრებიან იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი\, ელჩის მოადგილე სტეფანო კრეშენცი\, იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე და სხვა სტუმრები. \nსპექტაკლში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პედაგოგები – მანანა სიფრაშვილი და ლუკა ვერჯერიო\, რეჟისორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი ნანა ლომია. \nდრო: 11 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, V სართული (გიორგი წერეთლის ქ. N3) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi-speqtakli-luiji-pirandelos-piesis-mikhedvith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43052.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171211T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171211T190000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T082536Z
LAST-MODIFIED:20240202T055538Z
UID:10002038-1513018800-1513018800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბოტანიკის ინსტიტუტის ანგარიში - სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2017
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზაალ კიკვიძე სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში  წარადგენს ანგარიშს „ეთნობოტანიკური კვლევები საქართველოში“. \nანგარიში ეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტში 2012 წლიდან მიმდინარე საერთაშორისო კვლევითი პროექტის შედეგებს. \nეთნობოტანიკური ანუ ხალხური ცოდნა მცენარეების შესახებ ჩვენი კულტურის მნიშვნელოვანი და დამახასიათებელი კომპონენტია\, ხოლო ამ ტრადიციული ცოდნის მეცნიერული დოკუმენტირება და ანალიზი – თანამედროვე ეთნობოტანიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ეთნობოტანიკა ამას აღწევს ბოტანიკისა და ეკოლოგიის შეერთებით ეთნოგრაფიასთან\, არქეოლოგიასთან\, ლინგვისტიკასთან\, ხელოვნებათმცოდნეობასა და სხვა სოციალურ და ჰუმანიტარულ დისციპლინებთან. \nდრო:11 დეკემბერი\, 19:00 საათი; \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/botanikis-institutis-angarishi-sametsniero-kvireuli-iliaunishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43047.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171211T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171211T180000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T090702Z
LAST-MODIFIED:20240202T055543Z
UID:10002039-1513015200-1513015200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კვირეულის გახსნა და მეცნიერების ილიას მედლით დაჯილდოება
DESCRIPTION:11-18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. \nსამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 11 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიხსნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. \n11 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, კვირეულს გახსნის და 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია „ილიას მედლით“ დააჯილდოებს მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯილდო 2017 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ილიას ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა და ყოველწლიური იქნება. \n11-18 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო-კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 23 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. \nდრო: 11 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-kvireulis-gakhsna-da-metsnierebis-ilias-medlith-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43050.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171209T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171209T140000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171129T081817Z
LAST-MODIFIED:20240202T055544Z
UID:10002040-1512828000-1512828000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი” გაიმართება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან. \nშეხვედრის თარიღი სიმბოლურად არის შერჩეული ახალგაზრდების\, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ გაეროს N2250 რეზოლუციის მეორე წლისთავის აღსანიშნავად. \nღონისძიების თანაორგანიზატორია საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG\, რომელიც საქართველოს მასშტაბით 14 ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს. შეხვედრას დაესწრებიან თბილისის ორივე ცენტრის – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის – წევრები და ამ უნივერსიტეტების სტუდენტები. \nშეხვედრის შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე „ახალგაზრდები მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“. \nდისკუსიაში ჩაერთვებიან მოწვეული სტუმრებიც: \n\nახალგაზრდული ორგანიზაცია World Vision-ის ახალგაზრდების გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულების ხელმძღვანელი ირაკლი გიორბელიძე\nსსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი ჟორჟოლიანი\nგაეროს განვითარების ფონდის პროექტმენეჯერი გიორგი ვარდიშვილი\nფონდ ALPE-ს დირექტორი ზურაბ გუნცაძე\nსაქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში გიორგი ტუმასიანი\n\nდისკუსიას მოდერაციას გაუწევს საქართველოს გაეროს ასოციაციის პროგრამის ახალგაზრდული კომპონენტის ოფიცერი თამთა ხუციშვილი. \nდრო: 9 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/erovnuli-ushishroebis-sabtchos-mdivnis-davith-raqviashvilis-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42962.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171209T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171209T120000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171201T130146Z
LAST-MODIFIED:20240202T055557Z
UID:10002041-1512820800-1512820800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია საუნივერსიტეტო სამართლის კლინიკების როლზე აშშ-ში  - ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული
DESCRIPTION:ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nკვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ\, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების\, თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება. \n2017 წლის 4-11 დეკემბერს საქართველოს 7 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებების თემები უნივერსიტეტებმა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე შეარჩიეს. \n საჯარო ლექცია: „რა როლს თამაშობენ უნივერსიტეტების სამართლის კლინიკები ადამიანის უფლებების დაცვაში აშშ-ში?“ \nრა პრაქტიკული გამოცდილება შეიძლება მიიღონ სტუდენტებმა სამართლის კლინიკების მეშვეობით და რეალურად როგორ შეიძლება აკადემიამ ადამიანის უფლებების დაცვაში საკუთარი წვლილი შეიტანოს? ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კლინიკა ცნობილია\, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ამერიკულ სამართლის სკოლებს შორის. \nმომხსენებლები: \nნორთვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო\, აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი   ბრიჯიტ არიმონდი; \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი თამარ გურჩიანი; \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 9 დეკემბერი\, 12:00-14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი.ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-sauniversiteto-samarthlis-klinikebis-rolze-ashsh-shi-adamianis-uphlebebis-samarthlis-sauniversiteto-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43023.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171208T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171208T140000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171124T105627Z
LAST-MODIFIED:20240202T055558Z
UID:10002042-1512741600-1512741600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის საქართველოში ნილს სკოტის საჯარო ლექცია – ადამიანის უფლებათა კვირეული ილიაუნიში
DESCRIPTION:8 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი. \nთემა: „ადამიანის უფლებებისთვის განვლილი 70 წელი“ \nმომხსენებლის შესახებ \nნილს სკოტი გაეროს მუდმივი კოორდინატორი\, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელია საქართველოში. საქართველოში დანიშვნამდე იგი ჟენევაში\, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისში (OCHA)\, დახმარების მხარდაჭერის განყოფილების ხელმძღვანელი იყო\, ხოლო მანამდე კატასტროფებისა და დაზარალებულთა დახმარების პოლიტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა საკოორდინაციო ოფისში (OCHA) მუშაობის პერიოდში ნილს სკოტი ასრულებდა ჰაიტის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობას 2010 წლის მიწისძვრის შემდგომი რეაგირების დროს და კოტ დიუარის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობას 2011 წლის კონფლიქტის შემდგომი რეაბილიტაციისას. \nნილს სკოტი აგრეთვე ხელმძღვანელობდა გაეროს სუდანის მისიის დარფურის რეგიონულ ოფისს და ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისს ჩრდილოეთ დარფურში. \nთხუთმეტი წლის მანძილზე ნილს სკოტს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციაში (IFRC): ოპერაციების კოორდინატორი\, წამომადგენელი/დელეგაციის ხელმძღვანელი ჰაიტიში\, რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელი დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში\, დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში\, რეგიონული დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე შუა აზიაში\, პროგრამის კოორდინატორი ვუკოვარში\, კოორდინატორი ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიაში და ლოჯისტიკის ოფიცერი ხორვატიაში. \nნილს სკოტი ასევე მოღვაწეობდა კერძო და არასამთავრობო სექტორში. \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 8 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gaeros-mudmivi-koordinatorisa-da-gaeros-ganvitharebis-programis-mudmivi-tsarmomadgenlis-saqarthveloshi-nils-skotis-sajaro-leqtsia-adamianis-uphlebatha-kvireuli-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/11/42943.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171208T122900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171208T122900
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171208T082934Z
LAST-MODIFIED:20240202T055603Z
UID:10002043-1512736140-1512736140@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში 2017
DESCRIPTION:11-18 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულ საზოგადოებას მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. \nსამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციების სერია 11 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5) გაიხსნება და 1 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. \n11 დეკემბერს\, 18:00 საათზე კვირეულს გახსნის და 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია „ილიას მედლით“ დააჯილდოვებს მეცნიერებს უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ჯილდო 2017 წელს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ილიას ორმაგ იუბილესთან დაკავშირებით დაწესდა და ყოველწლიური იქნება. \n11-18 დეკემბერს საკუთარ სამეცნიერო კვლევით პროექტებს წარადგენენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრები. სულ 23 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია გაიმართება. \nდეტალური განრიგი \n11 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\n• გახსნა\n• მეცნიერთა ილიას მედლით დაჯილდოება უნივერსიტეტის აკადემიური საქმიანობის გავითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის\nვრცლად… \n• 2017 წლის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში\nმომხსენებელი: რექტორის მოადგილე\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nბოტანიკის ინსტიტუტი \n\nმოხსენება: ეთნობოტანიკური კვლევები საქართველოში\nმომხსენებელი: პროფესორი ზაალ კიკვიძე\nვრცლად…\n\n\n\n19:30 საათი \n\n  \n \n\nფურშეტი \n\n\n\n\n\n\n12 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nზოოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: ენტომოპათოგენური ნემატოდები (ეპნ) საქართველოს უმთავრესი მავნე მწერების ბიოკონტროლში\nმომხსენებელი: მკვლევარი ოლეგ გორგაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\nეკოლოგიის ინსტიტუტი\n\nმოხსენება: ცხოვრება მცენარეთა გავრცელების ზედა ზღვარზე: სტრუქტურული და ფუნქციური ასპექტები\nმომხსენებელი: პროფესორი ოთარ აბდალაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nეკოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: მგლისა და ტურის პოპულაციების სტრუქტურა\, ისტორიული და თანამედროვე გავრცელება საქართველოში\nმომხსენებელი: პროფესორი ნათია კოპალიანი\nვრცლად… \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nეკოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: სახეობათა წარმოქმნა და უსქესო გამრავლება – კლდის ხვლიკების ფენომენი\nმოხსენება: ადამიანის გენეტიკა კავკასიაში: დიდი კავკასიონის მოსახლეობა თითქმის არ შეცვლილა ზედა პალეოლითიდან\nმომხსენებელი: პროფესორი დავით თარხნიშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n13 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nბიოფიზიკის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: კვადრუპლექს-პრაიმერული ამპლიკაციის თერმოდინამიკა\nმომხსენებელი: მკვლევარი დავით გვარჯალაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nთეორიული ფიზიკის\nინსტიტუტი  \n\n\nმოხსენება: ნეიტრონის მასათა გენერაცია\nმომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი ლუკა მეგრელიძე\nვრცლად… \n\n\n\n\nთეორიული ფიზიკის\nინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: გამორჩეული ნეიტრონული ვარსკვლავების რენტგენულ-სპექტრული ანალიზი\nმომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი ნათია კევლიშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nქიმიური ბიოლოგიის\nინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: მიო-ინოზიტოლის ანტიეპილეპტოგენური მოქმედების შესწავლა\nმომხსენებელი: პროფესორი რევაზ სოლომონია\nვრცლად… \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nქიმიური ბიოლოგიის\nინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: H-Ras ცილის პოსტტრანსლაციური მოდიფიკაცია ჰიპოქსიის დროს\nმომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი თამარ ბარბაქაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n14 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: სეისმური მონიტორინგის სისტემები საქართველოში\nმომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი\, თეა გოდოლაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nგ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: ქართულ-ირანული ურთიერთობები (ისტორია\, პოლიტიკა\, კულტურა\, მეცნიერება)\nმომხსენებელი:  მკვლევარი ნიკოლოზ ნახუცრიშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური\nობსერვატორია \n\n\nმოხსენება: კოსმოსური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან დღემდე\nმომხსენებელი: მკვლევარი ალექსანდრე თევზაძე\nვრცლად… \n\n\n\n\nე.ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური\nობსერვატორია \n\n\nმოხსენება: რიეგერის ტიპის პერიოდულობა მზის აქტიურობაში და მზის შიდა ფენების სეისმოლოგიამომხსენებელი: ასოცირებული მკვლევარი ეკა გურგენაშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: ჯვარედინი ჯგუფური რგოლების ალგებრული\nK-ფუნქტორების შესახებ მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი\nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n\nფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება:  „დრეკადობის თეორიის ამოცანები სამგვარი ფოროვნობის სტრუქტურისმქონე მასალებისათვის“.მომხსენებელი: პროფესორი მერაბ სვანაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n\n\n15 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nბავშვის განვითარების\nინსტიტუტი  \n\n\nმოხსენება: ფონოლოგიური განვითარების თავისებურებები ქართულ ენაში მომხსენებელი: თამარ შკაბულიანი\, ასოცირებული პროფესორი ნინო ცინცაძე\, თეონა დამენია\nვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nსამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “ძილ-ღვიძილის ციკლის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია”  \n\n\nმოხსენება: აქტიური განრიდების ამოცანის არასრულად დასწავლისას მეხსიერების კვალის შენარჩუნება ვირთაგვებში\nმომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nსავლე წერეთლის\nფილოსოფიის ინსტიტუტი  \n\n\nმოხსენება: უთანხმოების ეპისტემოლოგიამომხსენებელი: მკვლევარი თამაზ თოხაძე ვრცლად…  \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nდიმიტრი უზნაძის\nფსიქოლოგიის ინსტიტუტი  \n\n\nმოხსენება: წინარწმენის მრავალფეროვანი ბუნება მომხსენებელი: ასოცირებული მკვლევარი ირინა ვარდანაშვილივრცლად…  \n\n\n\n\n\n\n18 დეკემბერი\, E 207 აუდიტორია \n\n\n\n\n\n\n\n\n\n\nინსტიტუტი \n\n\nაქტივობა \n\n\n\n\n18:00 საათი \n\n\nლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი  \n\n\nმოხსენება: კვლევები ციფრულ ეპოქაშიმომხსენებლები: პროფესორი ნინო დობორჯგინიძე\, პროფესორი თამარ მახარობლიძე\, ასოცირებული პროფესორი ირინა ლობჟანიძე\, ასისტენტ-მკვლევარი თამარ კალხიტაშვილი ვრცლად… \n\n\n\n\n18:30 საათი \n\n\nპოლიტოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში\nმომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი გიორგი მელიქაძე\nვრცლად… \n\n\n\n\n19:00 საათი \n\n\nდემოგრაფიისა და\nსოციოლოგიის ინსტიტუტი \n\n\nმოხსენება: საქართველოს უახლესი დემოგრაფიული ვითარებამომხსენებელი: ასისტენტ-მკვლევარი შორენა წიკლაური ვრცლად…  \n\n\n\n\n19:30 საათი \n\n\nსოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი  \n\n\nმოხსენება: მიუსტერის კომუნა როგორც “ისტორიის გაკვეთილი”: კრიტიკული რეფლექსია ისტორიის რეცეფციის საკითხზე მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ლუკა ნახუცრიშვილი ვრცლად…  \n\n\n\n\n\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-2017/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43051.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171208T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171208T100000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171201T133254Z
LAST-MODIFIED:20241122T110922Z
UID:10002044-1512727200-1512727200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ – შემაჯამებელი კონფერენცია
DESCRIPTION:8 დეკემბერს ჩეხეთის კარიტასისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. \nკონფერენციაზე პროექტის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის სერვისების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ანგარიშს წარადგენს საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი. ასევე კვლევითი ორგანიზაცია IT\, Research & Metadata Solutions (IRMS)-ის წარმომადგენელი გიორგი გიორგაძე დამსწრე საზოგადოებას წარუდგენს პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს. \nკონფერენცია წარიმართება მოხსენებებისა და დისკუსპანელების ფორმატში. \nაუტიზმის სპექტრის შესახებ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე მოხსენებებს წაიკითხავენ ექსპერტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტიდან\, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრიდან\, საქართველოს აუტიზმის ასოციაციიდან\, საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესის დაცვის ასოციაციიდან და თელავის ავთანდილ ყამბარაშვილის მრავალპროფილური კლინიკიდან. \nკონფერენციის დასასრულს გაიმართება მრგვალი მაგიდა საქართველოში აუტიზმთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. \nკონფერენციის ფარგლებში მოეწყობა სანდრო დარსაველიძის ფოტონამუშევართა გამოფენა. \nკონფერენციაზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია არაუგვიანეს ამა წლის 5 დეკემბრისა. \n\nსარეგისტრაციო ფორმა\n\nკონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ.\n\n\nდრო: 8 დეკემბერი\, 10:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია\, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/autizmis-speqtris-mqone-bavshvebisa-da-mozardebisathvis-servisebis-ganvitharebis-khelshetsqhoba-saqarthveloshi-shemajamebeli-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43024.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171207T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171207T180000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171201T130020Z
LAST-MODIFIED:20240202T055609Z
UID:10002045-1512669600-1512669600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კინოჩვენება და დისკუსია - ადამიანების უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული
DESCRIPTION:ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ყოველწლიურად\, დეკემბერში იმართება. მისი მიზანი სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლაა. \nკვირეულის ორგანიზატორებს სჯერათ\, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანის უფლებათა პრობლემური საკითხების შესახებ ფართო საზოგადოებრივი დისკუსია და ქართულ საზოგადოებაში ადამიანის ღირსების\, თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის განმტკიცება. \n2017 წლის 4-11 დეკემბერს საქართველოს 7 უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ადამიანის უფლებათა სამართლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ღონისძიებათა თემები უნივერსიტეტებმა ქართული საზოგადოებისთვის მათი აქტუალობის საფუძველზე შეარჩიეს. \nადამიანის უფლებათა კინოკლუბის კინოჩვენება – დოკუმენტური ფილმი „მეცამეტე“ და დისკუსია \nდოკუმენტურ ფილმს „მეცამეტე“ ეწოდა სახელი ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის მეცამეტე შესწორებისა\, რომელმაც მონობა აკრძალა. მონობის აკრძალვის მიუხედავად\, იძულებითი შრომა\, როგორც მონობის თანამედროვე ფორმა\, კონსტიტუციით აკრძალული არ არის. „მეცამეტე“ მოგვითხრობს ამერიკის შეერთებული შტატების ციხის სისტემასა და რასობრივი უთანასწორობის ისტორიაზე. \nეს იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა კინოკლუბის პირველი კინოჩვენება ამ სემესტრში. ადამიანის უფლებათა კინოკლუბი სტუდენტური ორგანიზაციაა. ფილმის ჩვენების შემდეგ სტუდენტები მარიამ გაბრიჩიძე და თათა ლუაშვილი გაუძღვებიან დისკუსიას. \nმოდერატორები: მარიამ გაბრიჩიძე\, თათა ლუაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები \nმონაწილეები: სამართლის სკოლის სტუდენტები და კინოკლუბის წევრები \nდრო: 7 დეკემბერი\, 18:00-20:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kinochveneba-da-diskusia-adamianebis-uphlebebis-samarthlis-sauniversiteto-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43022.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171207T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171207T163000
DTSTAMP:20260508T233226
CREATED:20171205T124404Z
LAST-MODIFIED:20240202T055614Z
UID:10002046-1512664200-1512664200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი ADS GEORGIA – კომპანია "Redberry"-ის კვირეული
DESCRIPTION:27 ნოემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის სტუდენტებისთვის ხორციელდება პროექტი “ADS GEORGIA”. \nპროექტი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს\, გაიცნონ საქართველოს სარეკლამო ბაზარზე მოთამაშე ძირითადი კრეატიული სააგენტოები და გაიგონ\, ვინ დგანან მათთვის ცნობილი სარეკლამო აქტივობების უკან. \n4-9 დეკემბერს ADS Georgia-ს ფარგლებში ილიაუნიში გაიმართება კომპანია “Redberry”-ის კვირეული. მეორე შეხვედრას გამართავს “Redberry”-ის აღასრულებელი დირექტორი გაგა დარსალია თემაზე „გამოუყენებელი ციფრული შესაძლებლობები“. მომხსენებელი      ვრცლად ისაუბრებს აუთვისებელი ციფრული სამყაროს შესახებ. \nდრო: 7 დეკემბერი\,16:30 საათი \nადგილი: E405 (ფორბსის) აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსრულად პროექტის შესახებ: https://www.facebook.com/events/193428621205678/ \nდაინტერესებულები გაერთანდით ADS Georgia-ს Facebook ჯგუფში. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nstudent.affairs@iliauni.edu.ge\n032 2 22 00 09 (270) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-ads-georgia-kompania-redberry-is-kvireuli-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/12/43035.png
END:VEVENT
END:VCALENDAR