BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260713T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260713T170000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260623T104703Z
LAST-MODIFIED:20260624T121000Z
UID:10006091-1783951200-1783962000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ მათე თევზაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:13 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის („ფილოსოფია“) დოქტორანტი\, მათე თევზაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჰეგელის გონივრული არჩევანი: ჰეგელის გონივრული ქმედებისა და გადაწყვეტილების თეორიის ფილოსოფიური შედარება“ (Hegel’s Theory of Rational Action and Decision Theory: A Philosophical Comparison). \nდოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის სადოქტორო კვლევების ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელეს) შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.\nაღნიშნული პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, დაიცვას ნაშრომი კოტუტელეს პრინციპზე დაფუძნებული მოდელით და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი (ორივე უნივერსიტეტის დიპლომი). \nნაშრომის აღწერა \nნაშრომი იკვლევს პრაქტიკული გონიერების ცნებას გ. ვ. ფ. ჰეგელის ქმედების თეორიისა და თანამედროვე გადაწყვეტილების თეორიის (კერძოდ\, მოსალოდნელი სარგებლიანობის თეორიის) სისტემური შედარების გზით. \nჰეგელის სუბიექტური ნების სპეკულატიურ-დიალექტიკური ცნებისა და გონივრული არჩევანის თანამედროვე ფორმალურ-აქსიომატური თეორიის დიალოგში მოყვანით\, კვლევა მიზნად ისახავს გონივრული აგენტობის სტრუქტურული პირობების\, ნორმატიული საფუძვლებისა და იმანენტური საზღვრების დაზუსტებას. დისერტაციის ცენტრალური დასკვნის თანახმად\, აღნიშნული თეორიები ერთმანეთთან იერარქიულ (ვერტიკალურად თავსებად) და არა ურთიერთგამომრიცხავ მიმართებაში იმყოფებიან. მიუხედავად იმისა\, რომ გადაწყვეტილების თეორია გვთავაზობს ტექნიკურ და მკაფიოდ განსაზღვრულ კონტექსტებში ოპტიმიზაციის მძლავრ მოდელს\, იგი არასაკმარისია პრაქტიკული გონების რთული მთლიანობის გააზრებისათვის. დისერტაცია იცავს თეზისს\, რომლის თანახმადაც\, ჰეგელის ცნებითი ჩარჩო ფილოსოფიურად უფრო საფუძვლისმიერია\, ვინაიდან იგი მიემართება და სწვდება თავად აგენტობის შესაძლებლობის პირობებს მათსავე მთლიანობაში – თავისუფლებას\, პასუხისმგებლობასა და ურთიერთაღიარებას. ამით ის ქმნის იმ ნორმატიულ ჰორიზონტს\, რომლის ფარგლებშიც ფორმალური ოპტიმიზაცია ინტეგრირებადია როგორც გონიერებისა და გონივრული ქმედების ლეგიტიმური\, მაგრამ შეზღუდული და დაქვემდებარებული მომენტი. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები:\nპროფესორი გიგა ზედანია (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nპროფესორი მიხაელ კვანტე (მიუნსტერის უნივერსიტეტი) \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 13 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 800 აუდიტორია\, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-mathe-thevzadzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/doqtorant-mathe-thevzadzis-sadisertatsio-nashromis-datsva-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260714T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260714T150000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260707T092200Z
LAST-MODIFIED:20260713T110131Z
UID:10006104-1784026800-1784041200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ახალი სამეცნიერო ჰაბი: თბილისის გეოლოგიური პარკის გახსნა\, დედამიწის დინამიკის VR ლაბორატორიის\, გეოტექნიკური ლაბორატორიისა და GNSS სადგურის პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 ივლისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალ\, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამეცნიერო\, სასწავლო და სარეკრეაციო სივრცეებს წარადგენს\, რომლებიც მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარებას. ახალი ინფრასტრუქტურის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების\, სეისმური მონიტორინგისა და ბუნებრივი საფრთხეების კვლევის შემდგომი განვითარების მიმართულებით. \nინფრასტრუქტურული პროექტების მიზანია დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია\, სტუდენტებისა და მკვლევრების პრაქტიკული უნარების გაძლიერება\, ასევე ბუნებრივი საფრთხეების კვლევისა და მონიტორინგის შესაძლებლობების გაუმჯობესება. \n\nდედამიწის დინამიკის VR ლაბორატორია \nდედამიწის დინამიკის VR ლაბორატორია აერთიანებს ტრადიციულ გეოტექნიკურ და ვირტუალური რეალობის (VR) ლაბორატორიებს. \nგეოტექნიკურ სივრცეში მკვლევრები ქანის ნიმუშების ფიზიკურ-მექანიკურ პარამეტრებს ლაბორატორიულად განსაზღვრავენ. მიღებული მონაცემები ვირტუალური რეალობის გარემოში გადაინაცვლებს\, სადაც სტიქიური პროცესების  3D სიმულაცია განხორციელდება. \nმნიშვნელოვანი სიახლეა ისიც\, რომ ლაბორატორიაში განთავსდება საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში უიშვიათესი ლიდარული (ლაზერული) დრონი. სივრცე სრულად ღია იქნება ფუნდამენტური\, გამოყენებითი და სტუდენტური კვლევებისთვის. \n\nთბილისის გეოლოგიური პარკი ღია ცის ქვეშ \nთბილისის გეოლოგიურ პარკში წარმოდგენილია თბილისის ამგები ქანების ნიმუშები მოპოვების ზუსტი კოორდინატებით\, ფოტოებითა და ორენოვანი ანოტაციებით. დამთვალიერებელს შეეძლება იხილოს იმ ქანების ნიმუშებიც\, რომლებზეც დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები (სამების საკათედრო ტაძარი\, თბილისის სატელევიზიო ანძა\, ნარიყალას ციხე და მეტეხის ტაძარი) არის დაშენებული. ექსპონატებს შორისაა 43-44 მილიონი წლის წინანდელი შუა ეოცენური ანდეზიტი\, რომელიც თავისი მაღალი სიმკვრივით იდეალურ საშენ მასალას წარმოადგენს. \nთბილისის გეოლოგიური პარკი ვიზიტორებისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი. \n\nდედამიწის ქერქის დეფორმაციის მონიტორინგის ახალი GNSS სადგური დავითგარეჯაში  \nდავითგარეჯაში\, მამა დავითის ლავრასთან მდებარე ინსტიტუტის ბაზის ტერიტორიაზე\, დასრულდა ახალი\, მზის პანელებით აღჭურვილი GNSS სადგურის მშენებლობა\, რომელიც დედამიწის ქერქის დეფორმაციის მონიტორინგს მოემსახურება. \nსადგური სატესტო რეჟიმში უკვე ჩართულია და სრულად ამოქმედდება 14 ივლისს. \nდავითგარეჯას სადგური იქნება მე-16 მუდმივმოქმედი პუნქტი იმ გეოდეზიურ ქსელში\, რომელსაც ინსტიტუტი მართავს. \n\nღია ცის ქვეშ ოფისი და სალექციო ამფითეატრი \nინსტიტუტის მიმდებარე ტყეში\, ტერასულ რელიეფზე მოეწყო ეკომეგობრული სამუშაო და სალექციო სივრცე. ტერიტორია მოიცავს მცირე ამფითეატრს\, რომელიც საღამოს საათებში პროექტორით სამუშაო და საპრეზენტაციო სივრცედ გადაიქცევა\, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება სტუდენტების\, თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. \nახალი\, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების\, გეოლოგიური პარკისა და მონიტორინგის სადგურის ამოქმედება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყანაში მეცნიერებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების პოპულარიზაციის მიმართულებით. \n\nდრო: 14 ივლისი\, 11:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი\, შ. ნუცუბიძის ქ. N 77 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-akhali-sametsniero-habi/
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/iventhi-geologiis.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260715T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260715T150000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260626T130607Z
LAST-MODIFIED:20260629T124112Z
UID:10006098-1784124000-1784127600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ირინა ცერცვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:15 ივლისს\, 14:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ირინა ცერცვაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე: ნატო – ევროკავშირის პარტნიორობა“ (“The Euro-Atlantic Security Architecture Facing the Hybrid Challenge: The NATO-EU Partnership”). \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – დავით დარჩიაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 15 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-irina-tsertsvadzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/doqtorant-irina-tsertsvadze-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260716T160000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260708T125954Z
LAST-MODIFIED:20260709T130727Z
UID:10006107-1784210400-1784217600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ ნინო სიფრაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:16 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ნინო სიფრაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მარგინალიზაცია და ქართული მუსლიმური კონტერპუბლიკების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა აჭარაში“ (Marginalization and the Making of Georgian Muslim Counterpublics in Post-Soviet Ajara). \nდისერტაციის ძირითადი არგუმენტის მიხედვით\, პოსტსაბჭოთა აჭარაში ტრანსნაციონალური რელიგიური განათლების მქონე ქართველი მუსლიმები ისლამის მარგინალიზაციას პასუხობენ კონტრპუბლიკების (counterpublics) ფორმირებით. ეს კონტრპუბლიკები არა მხოლოდ ალტერნატიული დისკურსის ცირკულაციის სივრცეებს წარმოადგენენ\, არამედ მომავალზე ორიენტირებულ მორალურ პროექტებადაც გვევლინებიან. ისლამური ცოდნის გავრცელებისა და პედაგოგიური პრაქტიკების მეშვეობით\, რელიგიურად განათლებული ქართველი მუსლიმები\, ცდილობენ ხელი შეუწყონ მომავალი თაობის აღზრდას\, რომელიც შეძლებს ისლამური მორალისა და პრაქტიკების შენარჩუნებას\, ისლამის მიმართ არსებული სტიგმის შემცირებას და ქართველი მუსლიმების მიმართ მიმღებლობის გაძლიერებას. მომავალზე ორიენტირებულ საქმიანობა\, კვლევაში გაანალიზებულია\, მომავალ თაობებზე ორიენტირებული ღვთისმოსაობისა (generative piety) და მომავალ თაობებზე ორიენტირებული კონტრპუბლიკების (generative counterpublics) ცნებების მეშვეობით. \nდოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტს (გერმანია) შორის გაფორმებული ერთობლივი ხელმძღვანელობის (კოტუტელის) ხელშეკრულების ფარგლებში. ერთობლივი პროგრამა დოქტორანტს შესაძლებლობას აძლევს\, კოტუტელის პრინციპზე დაფუძნებული მოდელით დაიცვას ნაშრომი და მიიღოს ორმაგი სადოქტორო ხარისხი და ორივე უნივერსიტეტის დიპლომი. \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: \nპროფესორი ფრიც ჰეინრიხი\, გეორგ-აუგუსტის გიოტინგენის უნივერსიტეტი \nპროფესორი მალხაზ სონღულაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nთანახელმძღვანელი: \nპროფესორი თამთა ხალვაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო:  16 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ.წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-nino-siphrashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/doqtorant-nino-siphrashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva-OLD1.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260716T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260716T170000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260617T125719Z
LAST-MODIFIED:20260617T125951Z
UID:10006082-1784210400-1784221200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია
DESCRIPTION:17 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია. \nპროექტი მოიცავს ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებით ონლაინლექსიკონსა და მიზნობრივ სავარჯიშოებს. ახალი ციფრული რესურსი ენის ათვისების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული ენის შემსწავლელ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და უცხოელ სტუდენტებს. \nპროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ლექსიკოგრაფია\, ტერმინოლოგია და თანამედროვე ტექნოლოგიები“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრი და უნილაბი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია. \n 
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqtis-qarthuli-enis-a1-donis-zmnebis-ganmartebithi-onlainleqsikoni-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/06/proeqtis-prezentatsia-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260716T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260716T200000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260708T130657Z
LAST-MODIFIED:20260708T130657Z
UID:10006108-1784228400-1784232000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 28-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი
DESCRIPTION:16 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 28-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. \nღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და კონცერტზე  შესრულდება: \nქართული ხალხური სიმღერები (მათ შორის ჩონგურის თანხლებით); \nსაეკლესიო გალობა; \nქალაქური სიმღერები; \nუცხოური ფოლკლორის ნიმუშები. \nგარდა სიმღერებისა\, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ფერხული და ცეკვა გუნდის წევრების შესრულებით. \nდრო: 16 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-28-e-semestruli-saangarisho-kontserti/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundi-OLD.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260717T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260717T160000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260710T090302Z
LAST-MODIFIED:20260710T090504Z
UID:10006109-1784296800-1784304000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ იოსებ ნატრაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:17 ივლისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი ეკოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი იოსებ ნატრაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს ხელფრთიანები: სახეობრივი მრავალფეროვნება\, გავრცელება და კონსერვაციის გამოწვევები“ (Diversity\, Distribution\, and Conservation Challenges of Bats in Georgia). \nსამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნათია კოპალიანი\, პროფესორი ლევან მუმლაძე და დოქტორი ალექსანდრე ბუხნიკაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 17 ივლისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი\, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-ioseb-natradzis-sadisertatsio-nashromis-datsva/
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/doqtorant-ioseb-natradzis-sadisertatsio-nashromis-datsva-01-scaled.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260717T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260717T180000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260714T103749Z
LAST-MODIFIED:20260714T114917Z
UID:10006112-1784304000-1784311200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორანტ დავით ცარიელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
DESCRIPTION:17 ივლისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი დავით ცარიელაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოგზაურობა როგორც ამერიკული და ქართული მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი პარადიგმა“ (The Journey as a Paradigm of the American and Georgian Modernist Novel). \nსამეცნიერო ხელმძღვანელი – პაატა ჩხეიძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 17 ივლისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი\, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45 \nდასწრება თავისუფალია.
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtorant-davith-tsarielashvilis-sadisertatsio-nashromis-datsva/
CATEGORIES:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი,ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/doqtorant-davith-tsarielashvili-new.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260730T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260730T230000
DTSTAMP:20260716T072105
CREATED:20260713T131607Z
LAST-MODIFIED:20260713T142712Z
UID:10006110-1785434400-1785452400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია 2026
DESCRIPTION:სულ მალე ერთად აღვნიშნავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. \n30 ივლისს\, 18:00 საათზე\, E კორპუსის ეზოში ვიკრიბებით 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიაზე. წელს ცერემონია განსხვავებულად გაიმართება. გთხოვთ\, წინასწარ გაეცნოთ თანდართულ ინფორმაციას ღონისძიების მნიშვნელოვანი საორგანიზაციო დეტალების შესახებ. \n19:00 საათზე საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nქუდების ცაში ასროლის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალი ილიაუნის კაპელის სიმღერის თანხლებით შესრულდება. \nდრო: 30 ივლისი \nკარი იღება – 18:00 სთ. \nსაზეიმო გახსნა – 19:00 სთ. \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზ. N45\, ვაკის პარკის მოპირდაპირედ) \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-kursdamthavrebultha-gamosashvebi-tseremonia-2026/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/gredu-iventhi-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR