BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171031T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171031T100000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171027T120016Z
LAST-MODIFIED:20241122T110922Z
UID:10002102-1509444000-1509444000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აკადემიკოს ევგენი ხარაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:31 ოქტომბერს აკადემიკოს ევგენი ხარაძის დაბადებიდან 110 წელი სრულდება. იგი აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას სათავეში ჩაუდგა დაარსების დღიდან. ევგენი ხარაძის ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით აშენდა და განვითარდა ობსერვატორია\, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს მსოფლიო ასტრონომიულ ცოდნაში. მან დაუდო საფუძველი ასტრონომიულ განათლებას საქართველოში. \nევგენი ხარაძის იუბილესთან დაკავშირებით 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ  ობსერვატორიაში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია\, რომელზეც ობსერვატორიის წამყვანი მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს თავიანთი კვლევების შესახებ\, ისაუბრებენ მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე\, მოეწყობა ფოტოსურათების გამოფენა. \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 31 ოქტომბერი-1 ნოემბერი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/akademikos-evgeni-kharadzisadmi-midzghvnili-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42628.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171030T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171030T180000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171026T131524Z
LAST-MODIFIED:20240202T060031Z
UID:10002103-1509386400-1509386400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თეო კობუშის საჯარო ლექცია: „სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა“
DESCRIPTION:30 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ცნობილი გერმანელი პროფესორი თეო კობუში წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს (Rechtsstaat) იდეა“. ლექციის დასრულების შემდეგ პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nმომხსენებლის შესახებ: \nპროფესორი\, დოქტორი თეო კობუში ანტიკური ფილოსოფიისა და რომაულ-კათოლიკური თეოლოგიის ცნობილი სპეციალისტია. 2003 წლიდან არის ფილოსოფიის კათედრის გამგე და ფილოსოფიის ინსტიტუტის საქმეთა განმკარგველი დირექტორი ბონის უნივერსიტეტში. პლატონის შესახებ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციების საფუძველზე ცნობილია სპეციალისტთა ფართო წრეში; დოქტორი კობუში „ფილოსოფიის ისტორიის ლექსიკონის“ პასუხისმგებელი თანარედაქტორია\, მასვე ეკუთვნის რამდენიმე სტატია ლექსიკონში. იგი ასევე არის ფილოსოფიის გერმანულენოვან დოცენტთა კონსორციუმის თავმჯდომარე კათოლიკური თეოლოგიის განხრით და ანტიკური ფილოსოფიის საზოგადოების საქმეთა განმკარგველი დირექტორი. \nდრო: 30 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nლექციის ენა: გერმანული (უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/theo-kobushis-sajaro-leqtsia-sotsialuri-samarthlebrivi-sakhelmtsiphos-idea/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42621.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171030T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171030T180000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171026T074921Z
LAST-MODIFIED:20240202T060032Z
UID:10002104-1509386400-1509386400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია სოკრატეს მეთოდით: „რა ბედი ელის ქალთა პოლიტიკურ უფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?“
DESCRIPTION:30 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების ორგანიზებით გაიმართება დისკუსია სოკრატეს მეთოდით. დისკუსიის თემაა:„რა ბედი ელის ქალთა პოლიტიკურ უფლებებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ?“ \nსპიკერები: \nმიხეილ ბენიძე\, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი \nზურაბ ხრიკაძე\, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე \nილიაუნის საჯარო სამართლისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები: \nგვანცა ხონელიძე\, სამართლის ბაკალავრი\, ფემინისტური ორგანიზაცია „ქალთა მზერის“ დამფუძნებელი; კოორდინირებს პროექტებს – ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების შესახებ და ჭიათურელი ქალების საჭიროებების კვლევა\, გაძლიერება. \nმარიამ მელქაძე\, ილიაუნის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარი \nთამარ კაპანაძე\, ბლოგერი \nსაქართველოში ამომრჩეველთა უმრავლესობა –  53.76%  ქალია. თუმცა 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი კანდიდატებიდან 63.12% კაცი იყო\, 36.88% კი – ქალი. ხოლო მაჟორიტარული სისტემით წარდგენილი კანდიდატებიდან – 83.70% კაცი\, 16.30%  ქალი იყო. არჩევნების შედეგების მიხედვით კი თბილისის საკრებულოს დეპუტატთა მხოლოდ 20% იქნება ქალი\, რაც 2014 წლის შედეგებზე 6%-ით ნაკლებია. \nდისკუსია შეეხება ქალების პოლიტიკურ უფლებებსა და პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდასთან დაკავშირებულ ბარიერებსა და შესაძლებლობებს. \nდრო: 30 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-sokrates-methodith-ra-bedi-elis-qaltha-politikur-uphlebebs-adgilobrivi-thvithmmarthvelobis-archevnebis-shemdeg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42618.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171026T090857Z
LAST-MODIFIED:20240202T060036Z
UID:10002105-1509130800-1509130800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Lectura Dantis / დანტეს წაკითხვა – მორიგი შეხვედრა
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება მორიგი შეხვედრა. \nშეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. \nპროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს\, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული ტექსტი გახდება შეხვედრების კითხვისა და განხილვის საგანი. \nშეხვედრების ციკლის მიზანია დანტეს\, როგორც ევროპულ კულტურაზე რეფლექსიის გამორჩეული ობიექტის\, და დანტეს\, როგორც ევროპული კულტურის თვითრეფლექსიის განსაკუთრებული ფიგურის\, ანალიზი\, რათა უკეთ შევძლოთ იმის გაგება\, თუ რა არის ის\, რასაც დღეს ჩვენ ევროპას ვუწოდებთ. \nდრო: 27 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lectura-dantis-dantes-tsakithkhva-morigi-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42314.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171025T134743Z
LAST-MODIFIED:20240202T060038Z
UID:10002106-1509130800-1509130800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი თემაზე: „თავისუფალი წვდომა კგბ-ს არქივებზე; უკრაინის გამოცდილება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის“
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტისა და განმანთავისუფლებელი მოძრაობის კვლევის ცენტრის ექსპერტები მსმენელებს გააცნობენ\, თუ როგორ მიაღწიეს უკრაინაში კომუნისტური სპეცსამსახურების არქივების გახსნას და ეს გამოცდილება რითი შეიძლება იყოს სასარგებლო აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებისთვის. \nსემინარი ჩატარდება ორი სესიად. \nუკრაინა \nკგბ-ს რომელი დოკუმენტების მოძებნა შეიძლება უკრაინის არქივებში? როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი თავისუფალი წვდომა დოკუმენტებთან? რითი უნდა დაიწყოს და როგორ განახორციელდეს საარქივო რეფორმის ადვოკატირება? როგორ არის მოწყობილი უკრაინის თანამედროვე კანონმდებლობა კომუნისტური სპეცსამსახურების დოკუმენტებზე წვდომის საკითხში?\n\nსაქართველო და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები \nრამდენად ხელმისაწვდომია კგბ-ს არქივები საქართველოში? რა სახის საზოგადოებრივი და/ან სამთავრობო აქციები იმართება (ან\, საერთოდ\, იმართება თუ არა?) ქვეყანაში საბჭოთა წარსულის გასააზრებლად? როგორი მდგომარეობაა საბჭოთა სპეცსამსახურების დოკუმენტებზე წვდომის კუთხით აღმოსავლეთის პარტნიორობის სხვა ქვეყნებში? \nმონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ისტორიკოსებს\, პოლიტოლოგებს\, კულტუროლოგებს\, არქივისტებს\, სამოქალაქო აქტივისტებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ყველა მკვლევარს. \nშეკითხვების შემთხვევაში დარეკეთ: 593 78 59 01 ან მოგვწერეთ info@sovlab.ge \nპროექტის მხარდამჭერია ჩეხეთის საელჩო უკრაინაში \nსამუშაო ენა: რუსული \nდრო: 27 ოქტომბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-themaze-thavisuphali-tsvdoma-kgb-s-arqivebze-ukrainis-gamotsdileba-aghmosavlethis-partniorobis-qveqhnebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42616.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171027T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171023T105548Z
LAST-MODIFIED:20240202T060042Z
UID:10002107-1509130800-1509130800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: „ჩემი ტვინი“
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ბიოლოგ ლევან ბუთხუზის საჯარო ლექცია: „ჩემი ტვინი“. \nმოხსენების საკითხები: თანამედროვე მეცნიერების გამოწვევები – რა ვიცით\, როგორ არის მოწყობილი და რა შესაძლებლობები აქვს ადამიანის ტვინს? რატომ განსხვავდება და რა ეტაპზე განასხვავა ევოლუციამ იგი დედამიწაზე არსებული ყველა სხვა ტვინისგან? რამდენად მართებულია გამოთქმა „ჩემი ტვინი?“. იქნებ ნეირობიოლოგიის ზოგი თანამედროვე შეხედულება უფრო მართებულია და უნდა ვთქვათ „მე და ის?“ ხომ არ წარმოშობს ეს ეთიკურ პრობლემებს და ხომ არ ჩნდება საფუძვლიანი კითხვა – არსებობს კი თავისუფალი ნება? \nდრო: 27 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-buthkhuzis-sajaro-leqtsia-chemi-tvini/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42558.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171024T064218Z
LAST-MODIFIED:20240202T060043Z
UID:10002108-1509040800-1509040800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„არსენა და მისი დრო“ – აკა მორჩილაძის ლექცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:26 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ „ვიცი“ გეპატიჟებათ აკა მორჩილაძის ლექციაზე: „არსენა და მისი დრო“. \n„ვიცი“ განაგრძობს საგანმანათლებლო აქტივობებსა და საინტერესო შეხვედრების ციკლს. \n12 ოქტომბრიდან „ვიციში“ ჩართულ  ყველა უნივერსიტეტში  საინტერესო ადამიანების\, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო\, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს. \nაკა მორჩილაძე სტუდენტებს ინტერაქციულ რეჟიმში შეხვდება და სპეციალურად „ვიცისთვის“ შექმნილ ლექციათა ციკლს შესთავაზებს.\nყველა მსურველმა სტუდენტმა წინასწარ უნდა გაიაროს რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე. მხოლოდ „ვიცის“ მომხმარებლები შეძლებენ დასწრებას. \nდარეგისტრირდი https://viciapp.ge/#/courses \nდრო: 26 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/arsena-da-misi-dro-aka-morchiladzis-leqtsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42571.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171026T180000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171023T083926Z
LAST-MODIFIED:20240202T060046Z
UID:10002109-1509040800-1509040800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „შიშსა და აღფრთოვანებას შორის – საბჭოთა კავშირი თანამედროვე ეპოქაში“
DESCRIPTION:26 ოქტომბერს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ჰუმბოლტის უნივერსიტეტის პროფესორი იორგ ბაბეროვსკი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „შიშსა და აღფრთოვანებას შორის – საბჭოთა კავშირი თანამედროვე ეპოქაში“ . \nმომხსენებლის შესახებ  \nიორგ ბაბეროვსკი არის გერმანელი ისტორიკოსი და აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის პროფესორი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. მისი სპეციალიზაციაა სტალინიზმის ეპოქა\, განსაკუთრებით\, სტალინისტური ძალადობის\, გენოციდისა და ტერორის ისტორია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ხალხთა წინააღმდეგ;  პროფ. იორგ ბაბეროვსკი არის უამრავი სტატიისა და წიგნის ავტორი. 2012 წელს ლაიფციგის წიგნის ფესტივალზე მან მოიპოვა ჯილდო წიგნისთვის: „დამწვარი მიწა. სტალინის ძალადობრივი ხელისუფლება”. \nსამუშაო ენა: გერმანული (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი \nდრო: 26 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-shishsa-da-aghphrthovanebas-shoris-sabtchotha-kavshiri-thanamedrove-epoqashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42556.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171020T073433Z
LAST-MODIFIED:20240202T060417Z
UID:10002119-1508958000-1508958000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფენი ფლეგის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:25 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ფენი ფლეგის რომანის „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ პრეზენტაციაზე გეპატიჟებათ. \nპატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ – იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ\, პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს… ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები\, რომელთაც უყვართ ხუმრობა\, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები\, რომლებსაც შეუძლიათ\, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე\, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ\, მეტიც\, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები\, რომლებმაც იციან მეგობრობის\, დახმარების\, სიკეთის\, სიცოცხლის ფასი. \nფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს\, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები – ადამიანის უფლებები\, უმცირესობები\, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე\, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება. \nწიგნს მთარგმნელი ნინო მიქაშავიძე და ნინია მაჭარაშვილი (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“) წარადგენენ. \nდრო: 25 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pheni-phlegis-shemtsvari-mtsvane-pomidvrebi-kaphe-uisel-stopshi-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42541.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171025T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20170928T103529Z
LAST-MODIFIED:20240202T060421Z
UID:10002120-1508958000-1508958000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იანის სიმონიდესის პერფორმანსი „სოკრატე დღეს"
DESCRIPTION:25 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება იანის სიმონიდესის სამეცნიერო-პოპულარული პერფორმანსი „სოკრატე დღეს”. წარმოდგენა საბერძნეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება. \nთეატრალურ წარმოდგენაში ცოცხლდება პლატონის უკვდავი კლასიკა – მაყურებელი დიდი ფილოსოფოსის სასამართლო პროცესის „თვითმხილველი“ ხდება\, ეცნობა სოკრატეს აზრებს სათნოებაზე\, სამოქალაქო ვალდებულებაზე\, სიცოცხლისა და ქვეყნის სიყვარულზე. \nმთავარი როლის შემსრულებელი იანის სიმონიდესი „ემის” ჯილდოს მფლობელია. „დაუდეგარი\, იუმორისტული\, დიდებული და მომაჯადოებელი“\, – წერდა ”Odyssey Magazine” (აშშ) მის შესახებ. „შთამაგონებელი\, ვირტუოზული შესრულება“\, –  ასე აფასებდა მსახიობს ”Luxembourger Wort”. \nღონისძიება ორგანიზებულია საბერძნეთის საელჩოს მიერ საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. \n„სოკრატე დღეს” 450 წარმოდგენა 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა. \nდრო: 25 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ianis-simonidesis-perphormansi-sokrate-dghes/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/42272.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171024T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171024T160000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171018T112145Z
LAST-MODIFIED:20240202T060422Z
UID:10002122-1508860800-1508860800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია/სეკულარიზაცია“
DESCRIPTION:24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”  გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ამსტერდამის უნივერსიტეტის\, კენტის უნივერსიტეტის\, სლოვენიური ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის\, უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურათმცოდნეობის ინსტიტუტის\, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის\, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის\, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მკვლევარები. \nკონფერენცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით. \nკონფერენციის ორგანიზატორები: პროფ. გიგა ზედანია\, პროფ. ბელა წიფურია.  \nკონფერენციის პროგრამა \n\nილია ჭავჭავაძე თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში აღიარებულია\, როგორც უმნიშვნელოვანესი ნაციონალური ფიგურა\, ნაციონალური პოეტი\, თანამედროვე ქართული ნაციონალური იდენტობის შემქმნელი\, საქართველოში თანამედროვე სეკულარული სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი აზროვნების დამამკვიდრებელი\, კულტურული სივრცის საკრალური ფიგურა /კულტურული წმინდანი\, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი. \nილია ჭავჭავაძისთვის პატივის მიგების ტრადიცია მის სიცოცხლეშივე დაიწყო და დღევანდელ საქართველოშიც გრძელდება. მისი გარდაცვალებიდან 110 წლის განმავლობაში თვით ყველაზე ურთიერთგანსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური თუ კულტურული დისკურსები საკუთარი ლეგიტიმაციისთვის ილიას მემკვიდრეობას მიმართავენ. ილია ჭავჭავაძის ლიტერატურული ტექსტები მრავალგვარი\, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერპრეტაციის საგანი ხდება. \nკონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი საკითხები\, როგორებიცაა: ილია ჭავჭავაძის ფიგურა და კულტურული\, ნაციონალური\, იდეოლოგიური\, პოლიტიკური დისკურსები საქართველოში; ილიას ტექსტის ინტერპრეტაცია; კულტურული ფიგურების სარკალიზაცია ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში; ტრანსნაციონალური მიდგომა ეროვნული მოძრაობებისა და მათი ლიდერებისადმი; ევროპა და საქართველო ილიას შემდგომ. \nკონფერენციის სამუშაო ენები: ქართული\, ინგლისური \nდრო: 24-25 ოქტომბერი\, 2017 \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-sametsniero-konpherentsia-ilia-tchavtchavadze-kulturuli-phiguris-sakralizatsia-sekularizatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42550.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171017T111025Z
LAST-MODIFIED:20240202T060426Z
UID:10002124-1508778000-1508778000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში: ფოტოგამოფენა „ჩემი საქართველო“
DESCRIPTION:23 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში კლაუდიო ჩერაი და თამილა გველესიანი საქართველოს კულტურისა და ტრადიციების გავრცელების მიზნით წარმოგიდგენენ იტალიაში ორგანიზებულ ღონისძიებათა ფოტოების გამოფენას „ჩემი საქართველო“. \nგამოფენაზე მოწვეული იქნებიან საპატიო სტუმრები: იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი\, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე სტეფანო კრეშენცი და კულტურის ატაშე ნინო კილოსანიძე. \nდრო: 23 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: S501 აუდიტორია\, იტალიური კულტურის ცენტრი (გ.წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi-photogamophena-chemi-saqarthvelo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42305.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T170000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171016T105412Z
LAST-MODIFIED:20240202T060429Z
UID:10002125-1508778000-1508778000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სერგეი მედვედევის „ყირიმის პერიოდის პარკი" – წიგნის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:23 ოქტომბერს\, 17 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ გაიმართება მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორ სერგეი მედვედევის წიგნის „ყირიმის პერიოდის პარკი”პრეზენტაცია. \nავტორის შესახებ \nსერგეი მედვედევი არის ისტორიკოსი\, ჟურნალისტი და პოლიტოლოგი. კითხულობდა ლექციებს ჯორჯ მარშალის უსაფრთხოების კვლევების ცენტრში\, ჰელსინკის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში\, ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. სწავლობდა მოსკოვში\, ნიუ იორკში\, პრაღაში\, რომში. არაერთი პუბლიკაცია აქვს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში რუსეთის\, საბჭოთა\, იდენტობისა და უსაფრთხოების კვლევების საკითხებზე. ბოლო დრომდე იყო ტელეარხ „დოჟდ-ზე” საავტორო გადაცემის წამყვანი. ახლახანს გამოსცა წიგნი „ყირიმის პერიოდის პარკი”. \nდეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.ir-online.org/faculty/faculty/sergei-medvedev/index.html \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 23 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sergei-medvedevis-qhirimis-periodis-parki-tsignis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42285.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T164400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T164400
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171023T124438Z
LAST-MODIFIED:20240202T085309Z
UID:10004824-1508777040-1508777040@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გასვლითი სკოლა ეროვნული გამოცდების შედეგებით მაღალქულიანი სტუდენტებისათვის
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტმა 9 ოქტომბერს შემეცნებითი ბანაკის საგზურით დააჯილდოვა 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის 100 პირველკურსელი. \n20-22 ოქტომბერს ილიაუნის დედოფლისწყაროს ბაზაზე გაიმართა შემეცნებითი ბანაკი სტუდენტების პირველი ნაკადისთვის. პროგრამაში ჩართული იყო ილიაუნის ოთხივე ფაკულტეტი. ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს: \n\n„აღმოჩენები ბუნებისმეტყველებაში და ტექნოლოგიების განვითარება“ – გიორგი დალაქიშვილი (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი)\n„უფლების შინაარსი და მისი ისტორიული განვითარება“ – გიორგი ნონიაშვილი (სამართლის სკოლა)\n„ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში“ – გიორგი ქემერტელიძე (ბიზნესის სკოლა)\n„რელიგია და სახელმწიფო – სამოქალაქო რელიგია საქართველოში“ – ზვიად ზალიკიანი (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი)\n\nგასვლითი სკოლის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. \nერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალი ქულების მქონე ილიაუნის სტუდენტთა მეორე ნაკადი სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის გასვლით სკოლაში მონაწილეობას 27-29 ოქტომბერს მიიღებს. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gasvlithi-skola-erovnuli-gamotsdebis-shedegebith-maghalquliani-studentebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42565.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171023T120800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171023T120800
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171023T080858Z
LAST-MODIFIED:20241122T110921Z
UID:10002126-1508760480-1508760480@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჩემპიონატი ფრენბურთში დასრულდა
DESCRIPTION:20 ოქტომბერს დასრულდა ილიაუნის შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფრენბურთში. \nვაჟთა ფინალში ერთმანეთს „როქი“ და “All Star“ დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული სეტების შემდეგ როქმა ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა და ილიაუნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. \nასევე საინტერესო გამოდგა გოგონათა ჯგუფის მატჩები. წრიული სისტემით გამართულ შეჯიბრებაში გუნდმა „ნუ პაგაძიმ“ პირველი წაგებული მატჩის შემდეგ ყველა შეხვედრა მოიგო და 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. \nსაპრიზო ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედლებით\, გამარჯვებულ გუნდებს კი ილიაუნის გარდამავალი თასები გადაეცათ. ასევე მათ Mgroup-მა გადასცა „Halloween Night Party“-ის ბილეთები. აღნიშნული წვეულება 31 ოქტომბერს კლუბ „ოტიუმში“ გაიმართება. \nშეჯიბრებაში მონაწილეობდა ვაჟთა 15\, ხოლო ქალთა 5 გუნდი. \nფრენბურთის ჩემპიონატის ფოტომასალა და შედეგები სრულად იხილეთ: \nქალთა შეჯიბრი \nვაჟთა შეჯიბრი \nჩემპიონატის ფოტომასალა \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-chempionati-phrenburthshi-dasrulda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42553.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171020T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171020T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171017T063903Z
LAST-MODIFIED:20240202T060435Z
UID:10002127-1508526000-1508526000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“
DESCRIPTION:20 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით გაიმართება ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „წინასაარჩევნო ეკონომიკური დაპირებების პოლიტიკური ბაზარი“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წინასარჩევნოდ ამომრჩევლებისათვის შეთავაზებული ეკონომიკური დაპირებების მიზანშეწონილობა\, რეალისტურობა და რელევანტურობა საქართველოს ეკონომიკისა და სოციალური ფონის გამოწვევებთან მიმართებაში. \nდრო: 20 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-tsinasaarchevno-ekonomikuri-dapirebebis-politikuri-bazari/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42298.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171020T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171020T160000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171018T131436Z
LAST-MODIFIED:20240202T060436Z
UID:10002128-1508515200-1508515200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „გენდერი და კონფლიქტი"
DESCRIPTION:20 ოქტომბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A203 აუდიტორიაში ტამპერეს (ფინეთი) უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის ცენტრის მკვლევარი ელის ფერონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „გენდერი და კონფლიქტი”. ლექცია გაიმართება კვლევითი სემინარის – „ანთროპოლოგია\, ისტორია\, სოციოლოგია” ფარგლებში. \nპრეზენტაცია წარმოადგენს სქესისა და კონფლიქტის გადაკვეთის სხვადასხვა წერტილს: თუ როგორ ხდება მდედრობითი და მამრობითი სქესის კონსტრუირება კონფლიქტისა და ომის დროს\, ამ ცვლილებათა გავლენას კონფლიქტურ/პოსტ-კონფლიქტურ კონტექსტში\, ასევე სქესსა და ეთნიკურობას როგორ იყენებენ ნარატივებსა და პოლიტიკურ დისკურსში. განხილული იქნება ურთიერთდამოკიდებულება სქესს\, მილიტარიზმსა და ომს\, სქესსა და ხელისუფლებას და\, კიდევ უფრო ზოგადად\, სქესსა და სოციალურ სტრუქტურებს შორის. პრეზენტაციის მიზანია კონფლიქტსა და სქესს შორის ურთიერთდამოკიდებულების ანალიზი. \nინფორმაცია ელის ფერონის შესახებ გთხოვთ\, იხილოთ ბმულზე: http://www.uta.fi/yky/en/research/tapri/Staff/feron.html \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 20 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: A203 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის N 32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n2017 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-genderi-da-konphliqti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42310.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171019T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171019T180000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171016T064921Z
LAST-MODIFIED:20240202T060437Z
UID:10002129-1508436000-1508436000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ცნობილ ქართველოლოგს\, ვინფრიდ ბოედერს\, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება
DESCRIPTION:19 ოქტომბერს\, 18:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ინიციატივითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით\, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება ცნობილ ქართველოლოგს\, ოლდენბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს\, ვინფრიდ ბოედერს. ვინფრიდ ბოედერი არის უცხოელ ლინგვისტ ქართველოლოგთა შორის ყველაზე მაღალი სამეცნიერო იმპაქტის მქონე მკვლევარი. \nთითქმის 50 წელია\, რაც პროფ. ვ. ბოედერი იკვლევს ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის\, ქართველური ენების ცალკეული ქვესისტემების საერთო თუ სპეციფიკურ პრობლემებს\, ძველი და ახალი სალიტერატურო ქართულისა და მისი დიალექტების ფონეტიკა-ფონოლოგიის\, მორფოლოგიის\, სინტაქსის\, ტექსტის ლინგვისტიკისა და ენის სოციალური ისტორიის საკითხებს. \nსწრაფი ბმულები:  \nპროფესორ ვინფრიდ ბოედერის სამეცნიერო ნაშრომების სია: http://www.staff.uni-oldenburg.de/winfried.boeder.html \nპროფესორ ვინფრიდ ბოედერის ბიოგრაფია: http://www.staff.uni-oldenburg.de/winfried.boeder.html \nდრო: 19 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი”(ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsnobil-qarthvelologs-vinphrid-boeders-sapatio-doqtoris-tsodeba-mienitcheba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42275.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171018T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171018T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171012T074915Z
LAST-MODIFIED:20240202T060439Z
UID:10002130-1508353200-1508353200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ცაგარლის ლექცია – „ჰაინრიჰ ბიოლი დღეს“
DESCRIPTION:18 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გერმანელი მწერლის ჰაინრიჰ ბიოლის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეპატიჟებათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, გერმანისტისა და ლიტერატურათმცოდნის\, ლევან ცაგარლის ლექციაზე: „ჰაინრიჰ ბიოლი დღეს“. \nჰაინრიჰ ბიოლში\, ერთი მხრივ\, აფასებენ კრიტიკულად მოაზროვნე\, საზოგადოებრივად აქტიურ ინტელექტუალს\, ერთგვარ მორალურ ინსტანციას\, რომელიც აზრის თავისუფლების სადარაჯოზე დგას\, მეორე მხრივ\, მას მიიჩნევენ მწერლად\, რომლის შემოქმედებასაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ომის შემდგომი ხანის გერმანულენოვანი ლიტერატურის განახლების საქმეში. თუმცა მისი ლიტერატურული საქმიანობის შეფასებაც არაა ერთგვაროვანი. მის ნაწარმოებებს იწუნებენ მარტივი სტილის\, ჩვეულებრივი ენობრივი ქსოვილის\, პროვინციულობის\, პატარა ადამიანთა სოციალური გარემოთი შემოფარგვლის\, თხრობის რთული ესთეტიკური ფორმების შექმნის უუნარობის გამო. კრიტიკოსები მხოლოდ ერთ საკითხზე თანხმდებიან\, სახელდობრ\, იმაზე\, რომ ჰაინრიჰ ბიოლის გარდა არც ერთი სხვა ავტორის შემოქმედებაში არ ქცეულა განსჯისა და კრიტიკის ობიექტად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სინამდვილე ისე უწყვეტად და სიღრმისეულად\, როგორც ეს ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოებებში ხდება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჰაინრიჰ ბიოლის\, როგორც მწერლისა და მოაზროვნის\, ღვაწლი ერთი ქვეყნის ერთი კონკრეტული ისტორიულ-სოციალური ვითარების გადმოცემამდე დაიყვანება. იქმნება შთაბეჭდილება\, თითქოს მისი ნააზრევი სრულიად უცხო და ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულია სხვა ეპოქებისა და ქვეყნებისთვის. რამდენად მართებულია ამგვარი შეფასებები? ნამდვილად დაკარგული აქვს ჰაინრიჰ ბიოლის მემკვიდრეობას აქტუალობა თანამედროვე სამყაროში? მართლაც უმნიშვნელოა მისი ლიტერატურული ნაწარმოებები ესთეტიკური თვალსაზრისით? და რამდენად გამოსადეგი და გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს ჰაინრიჰ ბიოლის ნააზრევი დღევანდელ საქართველოში? – ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მიზანშეწონილია\, გავიხსენოთ ამ „კიოლნელი კეთილი ადამიანის“\, „მუდმივი დავის საგნად ქცეული კლასიკოსის“ ცხოვრება და შემოქმედება და დავაკვირდეთ მას ისეთ რაკურსში\, რომლითაც გამოაშკარავდება\, რამდენად ახლობელი\, აქტუალური\, დამაფიქრებელი\, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა გასული საუკუნის ამ მოაზროვნის დანატოვარი არა მხოლოდ ომის შემდგომი ხანის გერმანულ\, არამედ დღევანდელ ქართულ საზოგადოებრივ მდგომარეობასთან მიმართებაშიც. \nდრო: 18 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-levan-tsagarlis-leqtsia-hainrih-bioli-dghes/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42233.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171018T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171018T160000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171004T074843Z
LAST-MODIFIED:20240202T060441Z
UID:10002131-1508342400-1508342400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობის პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის პრეზენტაცია. \nდღის წესრიგი: \nმომხსენებელი ჯანა ჯავახიშვილი\, ადიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „ადიქტოლოგიის ინსტიტუტის საქმიანობისა და ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოქმედების შედეგების წარდგენა“ \nმომხსენებელი დავით ოთიაშვილი\, მეცნიერებათა დოქტორი\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „საქართველოში ნარკოპოლიტიკის აქტუალური საკითხების განხილვა“ \nმომხსენებელი ირმა კირთაძე\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მოწვეული ლექტორი – „ევროკომისიის TEMPUS-ის მექანიზმის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „ადიქტოლოგიური განათლების ინსტიტუციური მექანიზმების განვითარება საქართველოში“ (ADDIGE) – ფარგლებში გამოცემული სპეციალური ლიტერატურის პრეზენტაცია (გამოცემული ლიტერატურა შეზღუდული რაოდენობით ხელმისაწვდომი იქნება დამსწრე აუდიტორიისათვის) \nშეხვედრაში   მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები\, ადიქციის კვლევების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები და ამჟამინდელი სტუდენტები\, საქართველოში მოქმედი ადიქტოლოგიური სერვისებისა და დარგში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები\, ასევე TEMPUS-ის პროექტის ადგილობრივი პარტნიორები. \nგთხოვთ გვეწვიოთ! \nდრო: 18 ოქტომბერი\, 16:00-17:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/adiqtologiis-institutis-saqmianobis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171017T102600
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171017T102600
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171017T062609Z
LAST-MODIFIED:20240202T060444Z
UID:10002132-1508235960-1508235960@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სეზონის გახსნა და პრემიერა ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:21 ოქტომბერს\, 20:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი სეზონს სპექტაკლის „ხალხის მტერი“ პრემიერით გახსნის. სპექტაკლი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტის\, საბა ასლამაზიშვილის სადიპლომო ნამუშევარია. \nსპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტები მიიღებენ\, რომელთაც პარტნიორობას ამავე პროგრამის კურსდამთავრებულები და უკვე პროფესიონალი მსახიობები ანდრია ვაჭრიძე\, ზურაბ გაბუნია\, სალომე მიქაძე და მარიამ კალატოზიშვილი გაუწევენ. \nროდესაც სიმართლე თავისუფლების ტოლფასია \nრა ძალა აქვს სიმართლეს ძალაუფლებისათვის მებრძოლი უმრავლესობის წინააღმდეგ; \nმოერევა კი ერთი კაცის სიმართლე მაღალჩინოსნების მიერ მოტყუებულ ბრბოს; \nაქვს კი აზრი დაუპირისპირდე გარშემომყოფებს\, როდესაც შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ; \nღირს კი ბრძოლა\, როდესაც მარტო ხარ? \nიქნებ ჯობდეს გაჩუმდე და შეინარჩუნო ოჯახი\, სტატუსი\, პატივისცემა\, კეთილდღეობა… \nახალგაზრდა რეჟისორისათვის „ხალხის მტერი“ დებიუტი არ არის. საბა ასლამაზიშვილის საკურსო სპექტაკლი „მეტამორფოზები“ უკვე მეორე წელია ილიაუნის თეატრის რეპერტუარშია. სპექტაკლი „ხალხის მტერი“ ილიაუნის თეატრის რეპერტუარში პრემიერის შემდეგაც დარჩება. \nბილეთის ფასი: 7 ლარი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sezonis-gakhsna-da-premiera-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42299.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171012T100528Z
LAST-MODIFIED:20240202T060446Z
UID:10002133-1508180400-1508180400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექცია
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ ასოცირებული პროფესორის (საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი) ჯუანშერ ჯეჯელავას საჯარო ლექციაზე: „რა არის სუპერსიმეტრია და როგორ ეძებენ მას“. \nნაწილაკების ფიზიკაში არსებობს თეორიული კონსტრუქცია\, რომელსაც ჰქვია სუპერსიმეტრია (SuperSymmetry)\, მეცნიერთა ჟარგონზე – სუსი (SUperSYmmetry). შესაძლოა\, სუპერსიმეტრია ძალიან ლამაზი\, მაგრამ რეალობას მოწყვეტილი მათემატიკური კონსტრუქციაა\, მაგრამ იმ შემთხვევაში\, თუ ის ნამდვილად არსებობს\, ჩვენთვის ცნობილი ელემენტარული ნაწილაკების რიცხვი\, როგორც მინიმუმ\, შეიძლება გაორმაგდეს. \nლექცია მიზნად ისახავს\, მსმენელს პოპულარული ენით აუხსნას სუპერსიმეტრიის არსი და გააცნოს\, რა სიახლეებია დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC\, CERN)\, სუსის ძიების ფრონტზე\, \nდრო: 16 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-juansher-jejelavas-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42237.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T170000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171011T125118Z
LAST-MODIFIED:20240202T060447Z
UID:10002134-1508173200-1508173200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა: რატომ არის მნიშვნელოვანი Scopus-ის გამოყენება?
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიბლიოთეკა გიწვევთ შეხვედრაზე – რატომ არის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ბაზა Scopus-ის გამოყენება?! \nScopus-ი წარმოადგენს ელბაზას\, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალიდან\, მთლიანობაში 50 მილიონზე მეტ ჩანაწერს. მომხმარებელს მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით საშუალება ეძლევა\, დადგინოს\, გააანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს კონკრეტული ავტორის/სტატიის ციტირების მაჩვენებელი/ H-ინდექსი. აღნიშნული ბაზა გვეხმარება\, მუდმივად ვაკონტროლოთ მსოფლიოში მიმდინარე კვლევების ტენდენცია მეცნიერების\, ტექნოლოგიის\, მედიცინის\, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში. \nშეხვედრა საინტერესო იქნება სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის\, მკვლევრებისთვის\, პროფესორ-მასწავლებელებისთვის\, ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. \nშეხვედრას გაუძღვება ელსევიერის რეგიონული მენეჯერი ბ-ნი პიტერ პოროში. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 16 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-ratom-aris-mnishvnelovani-scopus-is-gamoqheneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42225.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T150000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171013T134306Z
LAST-MODIFIED:20240202T060449Z
UID:10002135-1508166000-1508166000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, გაიმართება სტუდენტების შეხვედრა ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება\, გაეცნოს სასწავლო პროგრამებს\, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს. \nამჟამად ესტონეთში მრავალი ქართველი სტუდენტი სწავლობს სრული დაფინანსებით. არ გაუშვათ შესაძლებლობა\, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია ესტონეთში სწავლის შესახებ. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nკაროლინ მაგი\, ტალინის უნივერსიტეტი (magika@tlu.ee); \nკეიტ კიისელი\, ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (keit.kiissel@ttu.ee); \nალექსანდრე ჩანადირი\, ტარტუს უნივერსიტეტი (alexander.chanadiri@ut.ee). \nდრო: 16 ოქტომბერი\, 15:00 საატი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ი.ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-estonuri-universitetebis-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42266.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171016T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171016T100000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171011T100759Z
LAST-MODIFIED:20240202T060452Z
UID:10002136-1508148000-1508148000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის პირველი კონფერენცია
DESCRIPTION:16-17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის პირველი კონფერენცია. 16 ოქტომბრის სხდომა ჩატარდება 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში. \nამ დღეს თანამიმდევრულად გაიმართება შემდეგი სხდომები: \n\nუჯრედის აქტივობის ბიოქიმიური რეგულაციის პრინციპები\nმიკრობული და მცენარეული ფერმენტები\nმცენარეული გენომის სტრუქტურა და ევოლუცია\nნერვული ქსოვილის ბიოქიმია\n\nდაწვრილებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ დანართში. \nდრო: 16 ოქტომბერი\, 10:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-bioqimikostha-asotsiatsiis-pirveli-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171013T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171013T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171009T092615Z
LAST-MODIFIED:20240202T060456Z
UID:10002137-1507921200-1507921200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვეიცარიელ მწერლებთან შეხვედრა „ლიგამუსში“
DESCRIPTION:13 ოქტომბერს\, 19.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ თანამედროვე შვეიცარიელ მწერლებს უმასპინძლებს. ანეტე ლორი და ბარბარა შიბლი\, რომლებიც ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრის მოწვევით ჩამოვიდნენ საქართველოში\, წაიკითხავენ ნაწყვეტებს თავიანთი რომანებიდან და ისაუბრებენ ერთმანეთის შემოქმედებასა და თანამედროვე შვეიცარიული ლიტერატურის აქტუალურ ტენდენციებზე\, მათ შორის\, ქალის თემაზე. \nღონისძიება ეწყობა ილიაუნიში მიმდინარე ორდღიანი სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში\, რომლის თემაა „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“. \nსამუშაო ენა: გერმანული \nდრო: 13 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveitsariel-mtserlebthan-shekhvedra-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42117.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171013T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171013T190000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171009T064421Z
LAST-MODIFIED:20240202T060502Z
UID:10002138-1507921200-1507921200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „როგორ მუშაობს პროპაგანდა“
DESCRIPTION:13 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ლიბცენტრის ეგიდით ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ მუშაობს პროპაგანდა“. \nგანხილული იქნება პროპგანდის მუშაობის ძირითადი პრინციპები\, რა უმყარებს საფუძველს პროპაგანდას და როგორ ამოვიცნოთ იგი. \nდრო: 13 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-rogor-mushaobs-propaganda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42094.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171013T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171013T160000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171009T071523Z
LAST-MODIFIED:20240202T060503Z
UID:10002139-1507910400-1507910400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ფრანც რაუხის საჯარო ლექცია: „რა არის პრაქტიკული კვლევა? თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მაგალითები“
DESCRIPTION:13 ოქტომბერს\, პარასკევს\, 16.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ფრანც რაუხის საჯარო ლექცია: „რა არის პრაქტიკული კვლევა? თეორიული კონცეფციები და პრაქტიკული მაგალითები“. \nპროფესორი ფრანც რაუხი ამჟამად ხელმძღვანელობს სკოლის განვითარების ინსტიტუტს კლაგენფურტის უნივერსიტეტში (ავსტრია). მას აქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სფეროში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების მანძილზე მუშაობდა\, როგორც მკვლევარი ინგლისისა და ამერიკის უნივერსიტეტებში. \nპროფესორი რაუხი არის ჟურნალის Educational Action Research Journal ერთ-ერთი რედაქტორი და მრავალი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი. მონაწილეობს არაერთ ევროპულ კვლევით და სტრუქტურული განვითარების პროექტში. მისი სწავლებისა და კვლევის სფეროა მდგრადი განვითარება განათლებაში\, სკოლის განვითარება\, საბუნებისმეტყველო განათლება\, ქსელების განვითარება განათლებაში\, პრაქტიკული კვლევა\, მასწავლებელთა განათლება და პროფესიული განვითარება. \nლექციის ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 13 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-phrants-raukhis-sajaro-leqtsia-ra-aris-praqtikuli-kvleva-theoriuli-kontsephtsiebi-da-praqtikuli-magalithebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42096.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171013T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171013T150000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171009T080900Z
LAST-MODIFIED:20240202T060508Z
UID:10002140-1507906800-1507906800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2017 წლის კონკურსში მონაწილეობის მსურველებთან
DESCRIPTION:13 ოქტომბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენელთა საკონსულტაციო შეხვედრა მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებთან. შეხვედრაზე  მომხსენებლები მიზნობრივ აუდიტორიას განუმარტავენ ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობებსა და წესს. \nკონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის\, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა\, ასევე\, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების\, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე\, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ\, სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე მაგისტრანტს. გრანტის მიღების პერიოდში მაგისტრანტი უნდა იყოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა სემესტრის  სტუდენტი. \nდეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე. \nდრო: 13 ოქტომბერი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: აუდიტორია E 207 (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sakonsultatsio-shekhvedra-magistranttha-sastsavlo-kvlevithi-proeqtebis-grantith-daphinansebis-2017-tslis-konkursshi-monatsileobis-msurvelebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42101.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20171012T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20171012T100000
DTSTAMP:20260509T010610
CREATED:20171009T092514Z
LAST-MODIFIED:20240202T060512Z
UID:10002141-1507802400-1507802400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ავსტრიული კულტურის ცენტრში: საერთაშორისო კონფერენცია „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“
DESCRIPTION:12-13 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია\, რომლის თემაა „ქალის ტრანსკულტურული რეპრეზენტაციები ლიტერატურასა და ფილოსოფიაში“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ მომხსენებლები ავსტრიიდან\, შვეიცარიიდან\, თურქეთიდან და სომხეთიდან\, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები. \nკონფერენცია მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის\, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ავსტრიული კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. \nკონფერენციის ფინანსური მხარდამჭერები არიან: ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კულტურ-პოლიტიკის სექცია\, ავსტრიის საელჩო თბილისში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nდრო: 12-13 ოქტომბერი\, 10 საათი \nადგილმდებარეობა: S 507 აუდიტორია\, ავსტრიული კულტურის ცენტრი (გიორგი წერეთლის ქ. N3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nკონფერენციის პროგრამა იხ. ბმულში \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avstriuli-kulturis-tsentrshi-saerthashoriso-konpherentsia-qalis-transkulturuli-reprezentatsiebi-literaturasa-da-philosophiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/10/42118.png
END:VEVENT
END:VCALENDAR