BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170918T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170918T183000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170915T083225Z
LAST-MODIFIED:20240202T060849Z
UID:10002177-1505759400-1505759400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიუნთერ ტოიბნერის საჯარო ლექცია: „კონსტიტუციური სოციოლოგიის პროექტი: ერი-სახელმწიფოს გამოწვევა“
DESCRIPTION:18 სექტემბერს\,18:30 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი გიუნთერ ტოიბნერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „კონსტიტუციური სოციოლოგიის პროექტი: ერი-სახელმწიფოს გამოწვევა“. \nპროფ. გიუნთერ ტოიბნერი გამოჩენილი გერმანელი სოციოლოგი და კონსტიტუციონალისტია. სხვადასხვა დროს ის იყო ბრემენის\, ფლორენციის\, ლონდონისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტების პროფესორი\, არის ავტორი უაღრესად გავლენიანი მონოგრაფიებისა\, როგორებიცაა: „კონსტიტუციის ფრაგმენტები” (2012)\, „სამართალი\, როგორც ავტოპოეტური სისტემა” (1989) და სხვ. \nპროფესორ გიუნთერ ტოიბნერს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 სექტემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giunther-toibneris-sajaro-leqtsia-konstitutsiuri-sotsiologiis-proeqti-eri-sakhelmtsiphos-gamotsveva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41636.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170918T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170918T140000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170915T123828Z
LAST-MODIFIED:20240202T060850Z
UID:10002179-1505743200-1505743200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მიხაელ კვანტეს საჯარო ლექცია:„ბაუერი\, გრიუნი\, მარქსი: ახალგაზრდა ჰეგელიანელები და რელიგიის ფილოსოფია“
DESCRIPTION:18 სექტემბერს\, 14:00 სთ-ზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში პროფესორი მიხაელ კვანტე წაიკითხავს საჯარო ლექციას:„ბაუერი\, გრიუნი\, მარქსი: ახალგაზრდა ჰეგელიანელები და რელიგიის ფილოსოფია“. \nმიხაელ კვანტე არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი\, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის\, მარქსის\, ადამიანის უფლებების\, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 18 სექტემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-mikhael-kvantes-sajaro-leqtsia-baueri-griuni-marqsi-akhalgazrda-hegelianelebi-da-religiis-philosophia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41637.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170915T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170915T183000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170911T115128Z
LAST-MODIFIED:20240202T060852Z
UID:10002182-1505500200-1505500200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მიხაელ კვანტეს საჯარო ლექცია: „რელიგიის აკრძალვა? პლურალური საზოგადოება და ლიბერალური სახელმწიფოს ნეიტრალურობა"
DESCRIPTION:15 სექტემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პროფესორი მიხაელ კვანტე წაიკითხავს ლექციას თემაზე „რელიგიის აკრძალვა? პლურალური საზოგადოება და ლიბერალური სახელმწიფოს ნეიტრალურობა”. \nმიხაელ კვანტე არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსი\, მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი და პრორექტორი. მას ეკუთვნის ფუნდამენტური გამოკვლევები ჰეგელის\, მარქსის\, ადამიანის უფლებების\, სოციალური სახელმწიფოსა და თანამედროვე ეთიკური პრობლემატიკის შესახებ. \nპროფესორ მიხაელ კვანტეს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 15 სექტემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-mikhael-kvantes-sajaro-leqtsia-religiis-akrdzalva-pluraluri-sazogadoeba-da-liberaluri-sakhelmtsiphos-neitraluroba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/09/41565.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170829T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170829T150000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170824T124400Z
LAST-MODIFIED:20240202T101135Z
UID:10002183-1504018800-1504018800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"საჯარო ლექცია: „რუმინეთის დაცული ზონების ადგილობრივი
DESCRIPTION:29 აგვისტოს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E204 აუდიტორიაში Erasmus + ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტის (ტრანსილვანია\, რუმინეთი) მხარდაჭერით  გაიმართება ლექცია თემაზე: „რუმინეთის დაცული ზონების ადგილობრივი\, რეგიონული და სახელმწიფო სისტემები – ეფექტიანობის პრობლემები“. \nპრეზენტაცია შეეხება კონსერვაციის პრობლემებს\, რომლებიც რუმინეთს აქვს მეორე მსოფლიო ომის დროიდან\, კომუნისტური და პოსტკომუნისტური ხანიდან\, როგორც ევროკავშირის წევრ-ქვეყანას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის დაცული ზონების განვითარება და მათი ეფექტიანობა ბიომრავალფეროვნების დაცვის საქმეში; ერთ-ერთი მთავარი საკითხია ბუნების დაცვის საქმეში საზოგადოებრივი აზრის\, საერთაშორისო და ადგილობრივი ავტორიტეტების ურთიერთობა. მაგალითად\, განხილული იქნება კარპატების ტყეებთან დაკავშირებული პრობლემები. გაიმართება მსჯელობა კარპატებისა და კავკასიის ტყეებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე. \nტყის ეკოსისტემა კავკასიასა და კარპატებში – კონსერვაციის პრობლემები \nრუმინეთის მეცნიერთა და საზოგადოებისა და ხელისუფლების ორგანოების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა კარპატებში ტყის ეკოსისტემის მრავალფეროვნების შენარჩუნება. სამწუხაროდ\, ქვეყანას ცუდი შედეგი მოუტანა 2015 წელს ევროპაში შემორჩენილი \nერთადერთი ხელშეუხებელი ტყის ეკოსისტემის დაკარგვამ. თუმცა კონსერვაციის პრობლემები საკმაოდ განსხვავებულია სხვადასხვა ეკოსოსტემაში. ამავდროულად\, საერთაშორისო ინვესტორების\, განსაკუთრებით ავსტრიელ ინვესტორთა\, ზეწოლა ბოლო ათი წლის \nმანძილზე განსაკუთრებით გაიზარდა. ამ პირობებში მეტად რთულია ტყის კონსერვაციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავება და ნაკლებად სავარაუდოა პრობლემის მოკლე დროში მოგვარება. პრეზენტაციის ბოლო ნაწილი დაეთმობა კავკასიაში ტყის კონსერვაციის \nსხვადასხვა ტიპთან დაკავშირებული სიტუაციების შედარებასა და აუდიტორიასთან ერთად განხილვას. \nდრო: 29 აგვისტო\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E204 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-ruminethis-datsuli-zonebis-adgilobrivi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170722T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170722T200000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170713T120834Z
LAST-MODIFIED:20240202T060859Z
UID:10002184-1500753600-1500753600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის 2017 წლის ბაკალავრებისა და მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია
DESCRIPTION:22 ივლისს\, 20:00 საათზე\, ვაკის პარკში  გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2017 წლის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიაზე. \nღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  გიგა ზედანია. \nტრადიციულად  წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და  გამარჯვებული კურსდამთავრებულები გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ. \nღონისძიების ოფიციალური ნაწილი კურსდამთავრებულებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით –  ქუდების  ცაში ასროლით დასრულდება.  შემდეგ კი გაიმართება კონცერტი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ Eko & Vinda Folio. \nცერემონია ფეიერვერკით დასრულდება. \nდრო: 22 ივლისი\, 20:00 საათი \nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-2017-tslis-bakalavrebisa-da-magistrebis-gamosashvebi-tseremonia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/07/41078.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170719T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170719T190000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170712T062623Z
LAST-MODIFIED:20240202T085303Z
UID:10004822-1500490800-1500490800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ქალაქი და ძაღლები“ – მარიო ვარგას ლიოსას  რომანის  პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურელ კლუბში
DESCRIPTION:19 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მარიო ვარგას ლიოსას რომანის  „ქალაქი და ძაღლების“   წარდგენაზე. \n„ქალაქი და ძაღლები“ ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის პირველი რომანია. წიგნში აღწერილია ლეონსიო პრადოს სამხედრო სასწავლებლის სასტიკი ყოფა. „ქალაქი და ძაღლები“ დიდწილად მწერლის პირადი გამოცდილების ნაყოფია\, რადგან თავადაც ამ სასწავლებლის მოსწავლე იყო. რომანმა იმთავითვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტითა და ძალადობრივი სისტემის მხილებით. წიგნმა საფუძველი ჩაუყარა ლიტერატურის განახლებას პერუში და ლათინოამერიკული მწერლობის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. \nწიგნზე მთარგმნელი ლანა კალანდია ისაუბრებს. \nდრო: 19 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qalaqi-da-dzaghlebi-mario-vargas-liosas-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturel-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/07/41061.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170712T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170712T190000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170706T112957Z
LAST-MODIFIED:20240202T060902Z
UID:10002186-1499886000-1499886000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ამერიკა“  –  ფრანც კაფკას რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:12 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ ფრანც კაფკას რომანის – „ამერიკა“ – პრეზენტაციაზე. \nXX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მწერლის დაუმთავრებელ რომანში „ამერიკა“\, აღწერილია 16 წლის ემიგრანტის\, კარლ როსმანის მოგზაურობა და ცხოვრება მრავალთა საოცნებო ქვეყანაში. მშრალი\, თითქოსდა დოკუმენტური თხრობის მიუხედავად\, ნაწარმოებში გენიალურადაა გადმოცემული პერსონაჟის ცნობიერების სიღრმეები. თავად მწერალი არსად ჩანს\, კომენტარებისგან თავს იკავებს\, უბრალოდ\, დაწვრილებით აღწერს სიტუაციას და დასკვნების გამოტანას მკითხველს მიანდობს. სწორედ ეს\, კაფკასთვის დამახასიათებელი მშრალი და\, ამავე დროს\, დაძაბული თხრობა წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. აღსანიშნავია\, რომ მწერალი ამერიკულ შთაბეჭდილებებს ისე აღწერს\, რომ მას ამ ქვეყნის მიწაზე ფეხიც არ დაუდგამს. \nწიგნს მთარგმნელი რუსუდან ღვინეფაძე და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი წარადგნენ. \nდრო: 12 ივლისი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerika-phrants-kaphkas-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/07/41034.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170712T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170712T180000
DTSTAMP:20260509T193619
CREATED:20170707T115331Z
LAST-MODIFIED:20240202T060904Z
UID:10002187-1499882400-1499882400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის კონცერტი
DESCRIPTION:12 ივლისს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გიწვევთ კონცერტზე\, რომელიც გუნდის რიგით მეთერთმეტე სემესტრული საანგარიშო გამოსვლაა. კონცერტზე გუნდი ამჯერადაც ახალი რეპერტუარით წარდგება მსმენელის წინაშე. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. \nდრო: 12 ივლისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-kontserti-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/07/41052.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170711T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170711T180000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170710T081511Z
LAST-MODIFIED:20240202T060907Z
UID:10002188-1499796000-1499796000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნინო რუხაძის "A Seven Year Itch" – რომანის პრეზენტაცია „ლიგამუსში“
DESCRIPTION:11 ივლისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ნინო რუხაძის რომანის პრეზენტაცია. \nწიგნი გამოსცა გამომცემლობამ  „იბერი“. \nრომანს წარადგენს მთარგმნელი დალილა გოგია. \nდრო: 11 ივლისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nino-rukhadzis-a-seven-year-itch-romanis-prezentatsia-ligamusshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/07/41053.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170711T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170711T180000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170707T132231Z
LAST-MODIFIED:20240202T061907Z
UID:10002316-1499796000-1499796000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რომანის პრეზენტაცია
DESCRIPTION:[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/romanis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170711T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170711T100000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170705T110540Z
LAST-MODIFIED:20240202T061024Z
UID:10002189-1499767200-1499767200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა დრონების ტექნოლოგიის შესახებ
DESCRIPTION:2017 წლის 11 ივლისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის –  “Educational for Drone”(eDrone 574090-EPP-1-2016-1-IT-EPPKA2-CBHE-JP) – ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრა  დრონების  ტექნოლოგიების შესახებ. \nშეხვედრის  თემები: \nდრონების გამოყენების სხვადასხვა საშუალება (პრეზენტაციები –  პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები); \nდრონების ახალი რეგულაცია (საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო); \nდრონების გამოყენება კომერციულ\, სამშენებლო და სამაშველო ოპერაციებში (თეონა ჩაჩუა – Copter-ის წარმომადგენელი). \nდამსწრეთ მისასალმებელი სიტყვებით მიმართავენ იტალიისა და პოლონეთის ელჩები საქართველოში. \nპროექტ eDrone- ის შესახებ \nპროექტის ძირითადი მიზანია\, პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  შექმნან  სასწავლო დრონების ოფისი (OED)\, რაც  დრონების ტექნოლოგიების შესახებ პროფესიული ცოდნის  გაზიარებისა და დასვენებისა და სასწავლო კურსის შექმნის (VET) საშუალებას იძლევა. \nპროექტის  შედეგია პარტნიორ ქვეყნებში სპეციფიკური უნარ-ჩვევებისა და კომპონენტების შექმნა დრონებთან  მიმართებაში\, რაც\, ერთი მხრივ\, ქმნის ახალი სამუშაო ბაზრის შესაძლებლობებს და\, მეორე მხრივ\, პროფესიონალებს დრონების მართვისა და  სასწავლო აქტივობების საშუალებას აძლევს. \nპროექტის კოორდინატორი: იტალია \nპარტნიორები: საფრანგეთი\, პოლონეთი\, მოლდოვა\, სომხეთი\, საქართველო\, ბელორუსია\, რუმინეთი. \nდრო: 11 ივლისი\, 10:00-17:00 საათი\nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nhttp://www.edroneproject.org/ \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-dronebis-teqnologiis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/07/41019.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170706T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170706T100000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170623T072134Z
LAST-MODIFIED:20240202T061027Z
UID:10002191-1499335200-1499335200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების მიმართულების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო  დაცვა
DESCRIPTION:6 ივლისს\, 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  გაიმართება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის განათლების მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების ნაშრომების დაცვა.  2014-15 წლებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად\, მას  საჯარო ხასიათი ექნება. დაცვაზე მოწვეული იქნებიან განათლების სკოლის პარტნიორი და სხვა ზოგადსაგანამათლებლო სკოლების დირექტორები\, ის პედაგოგები\, რომლებიც მაგისტრანტებთან ერთად პრაქტიკულ კვლევაში იყვნენ ჩართულნი\, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო\, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი\, სხვა უნივერსიტეტების განათლების მიმართულების წარმომადგენლები\, არასამთავრობო საგანმანათლებლო ორგანიზაციები\, უნივერსიტეტის პროფესურა\, რექტორატი და ა.შ. \nინფორმაცია სამაგისტრო დაცვის შესახებ განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე\, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მისცემს დაცვაზე დასწრების შესაძლებლობას. \nდრო: 6 ივლისი\, 10:00-დან 14:00 საათამდე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsnierebatha-da-khelovnebis-phakultetis-ganathlebis-mimarthulebis-samagistro-nashromebis-sajaro-datsva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40838.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170705T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170705T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170627T071334Z
LAST-MODIFIED:20240202T061032Z
UID:10002192-1499281200-1499281200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ვიცი\, რად გალობს გალიის ჩიტი“ – მაია ენჯელოუს რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:5 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წიგნის  სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა  „ინტელექტი“ გეპატიჟებათ მაია ენჯელოუს რომანის „ვიცი\, რად გალობს გალიის ჩიტი“ პრეზენტაციაზე. \n„ვიცი\, რად გალობს გალიის ჩიტი“ ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში\, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში\, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე\, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.\nნაწარმოები მოგვითხრობს\, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა\, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო  „შავკანიანი\, ღარიბი და ქალი\, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო  „ნიუ იორკ თაიმსის“  ბესტსელერების სიის სათავეში\, თუმცა რასიზმის\, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე  იმ წიგნების ხუთეულშია\, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა. \nწიგნს  მთარგმნელი  ანი კოპალიანი წარადგენს. \nწიგნი გამოიცა აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით. \nდრო: 5 ივლისი\, 19:00 საათი\n\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vitsi-rad-galobs-galiis-chiti-maia-enjelous-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40956.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170704T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170704T183000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170627T133415Z
LAST-MODIFIED:20240202T061033Z
UID:10002193-1499193000-1499193000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან  შატბერაშვილის ლექცია: „ადამიანის უფლებების ფილოსოფიის აქტუალობა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში“
DESCRIPTION:4  ივლისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ლევან შატბერაშვილი  წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ადამიანის უფლებების ფილოსოფიის აქტუალობა ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში“. \nკონტრაქტუალიზმისა და ბუნებითი სამართლის ტრადიციიდან ამოზრდილი ადამიანის უფლებების თეორიები\, რომლებიც ადამიანის თვისობრივად ახალი უფლებების შესაძლებლობაზე მოგვითხრობენ\, ახალი დროის ფილოსოფიაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენენ\, ხოლო ისტორიის მსვლელობისას კიდევ მეტად და მეტად მნიშვნელოვანნი ხდებიან. მეჩვიდმეტე საუკუნიდან მოყოლებული ადამიანის უფლებების თეორიებმა\, არაერთი პოლიტიკური თუ სოციალური ცვლილების ფონზე\, მრავალგვარი ტრანსფორმაცია განიცადა. მეორე მსოფლიო ომის კატასტროფის შემდგომ ადამიანის უფლებებმა უკვე საერთაშორისო სამართლის დონეზე მოიპოვა უნივერსალური ღირებულების სტატუსი\, არსობრივად კი უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ამ ისტორიული მოვლენის შემდეგ\,  თუკი ადამიანის უფლებების ფილოსოფიის კლასიფიკაციას მოვინდომებთ\, აღმოვაჩენთ\, რომ მისი პრაქტიკული ფილოსოფიის რომელიმე ქვედისციპლინაში განთავსება ძალიან გაგვიჭირდება\, რადგან ის ცალკეულად არც პოლიტიკის\, არც მორალისა და არც სამართლის ფილოსოფიის სფეროებს არ განეკუთვნება\, არამედ ერთგვარი ხიდია\, რომელიც მათ აერთიანებს. \nდრო: 4 ივლისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-shatberashvilis-leqtsia-adamianis-uphlebebis-philosophiis-aqtualoba-istoriul-da-politikur-konteqstshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40966.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170704T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170704T150000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170627T072501Z
LAST-MODIFIED:20240202T061904Z
UID:10002315-1499180400-1499180400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი მიქელაძის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში
DESCRIPTION:4 ივლისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გიწვევთ ბოტანიკის ინსტიტუტის გეოინფორმაციული სისტემების სპეციალისტ  გიორგი მიქელაძის ლექციაზე. \nლექციის თემა: „საქართველოს ჭარბწყლიანი ტერიტორიების იდენტიფიკაცია\, დელინეაცია და კლასიფიკაცია დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით“. \nთემის მოკლე აღწერა:\nმიუხედავად იმისა\, რომ ჭარბწყლიანი ტერიტორიები საქართველოს არცთუ ისე ვრცელ ზედაპირს მოიცავს\, ამ ეკოსისტემებს განუმეორებელი მნიშვნელობა აქვს.  ეს  გარემო მდიდარია ბიომრავალფეროვნებით და\, შესაბამისად\, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობისთვის. ჭარბწყლიან ტერიტორიებს  აქვთ  წყალმარეგულირებელი\, ბუნებრივი კატასტროფისგან დამცავი და წყლის გამწმენდი ფუნქციები. აღსანიშნავია მათი როლი ნახშირბადის სეკვესტრაციაში\, რადგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახშირბადის საცავია მსოფლიოში და კლიმატის შერბილების კუთხით უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. \nპროექტის მიზანია ამ უმნიშვნელოვანესი ჰაბიტატების ადგილმდებარეობის დადგენა\, მათი ფართობების განსაზღვრა და ჰაბიტატების EUNIS იერარქიული სისტემის მიხედვით კლასიფიცირება. სამუშაო განხორციელდა თანამგზავრული ტექნოლოგიების\, გეოინფორმაციული სისტემებისა და სხვა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.  ამის შესახებ  ინფორმაცია დაწვრილებით  იქნება წარმოდგენილი ილიაუნის სამეცნიერო კაფეში. \nდრო: 4 ივლისი\, 15 :00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ.წერეთლის ქ. N1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-miqeladzis-sajaro-leqtsia-iliaunis-sametsniero-kapheshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40957.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170703T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170703T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170623T121349Z
LAST-MODIFIED:20240202T061035Z
UID:10002194-1499108400-1499108400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ურიელ როზენბლუმის  საჯარო ლექციათა ციკლი
DESCRIPTION:3-4 ივლისს  ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტში პარიზის დენი დიდროს უნივერსიტეტის დეპარტამენტის „კვლევები ფსიქოანალიზში“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილების თანამშრომლობის ფარგლებში ერაზმუს მობილობის პროგრამის დახმარებით პროფესორი ურიელ როზენბლუმი  წაიკითხავს ლექციათა ციკლს. \nსალექციო კურსის თემატიკა: \n\nრას ნიშნავს იყო მშობელი/გახდე მშობელი\nმშობლად ყოფნის კლინიკა და ფსიქოპათოლოგია დღეს\nმშობლობის ახალი\, მოდერნული ფორმები ჩვენს დროში\nპერინატალური ფსიქიატრია\n\nმომხსენებლის შესახებ     \nურიელ როზენბლუმი ფსიქიატრი\, ფსიქოანალიტიკოსი\, პერინატალური ფსიქიატრიის წარმომადგენელია. იგი არის სალპეტრიერის ბავშვთა ფსიქიატრიის განყოფილების ფსიქიატრი/ფსიქოანალიტიკოსი\, კლინიკური ფსიქოლოგიისა და ფსიქოპათოლოგიის პროფესორი (დიდროს უნივერსიტეტი\, ბურგონდიის უნივერსიტეტი\, დიჟონის უნივერსიტეტი). \nპირველი ლექცია \nდრო: 3 ივლისი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nმეორე  ლექცია \n დრო: 4 ივლისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nლექციათა სამუშაო ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-uriel-rozenblumis-sajaro-leqtsiatha-tsikli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40847.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170630T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170630T180000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170630T064036Z
LAST-MODIFIED:20240202T061036Z
UID:10002195-1498845600-1498845600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯაზის საღამო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში
DESCRIPTION:30 ივნისს\, 18:00 საათზე\, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში გაიმართება ჯაზის საღამო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების მონაწილეობით. \nსაღამოზე შესრულდება ჯაზის სტანდარტები ინდივიდუალური ინტერპრეტაციებით. \nდრო: 30 ივნისი\, 18:00 საათი \nმისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზო (შოთა რუსთაველის გამზ. 3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jazis-saghamo-simon-janashias-sakhelobis-saqarthvelos-muzeumis-ezoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40969.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170629T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170629T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170626T121059Z
LAST-MODIFIED:20240202T061041Z
UID:10002196-1498762800-1498762800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ გევინ სლეიდის საჯარო ლექცია: „მაფიასთან ბრძოლის სტრატეგია: კანონიერი ქურდების შემთხვევა საქართველოში“
DESCRIPTION:29 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორ  გევინ სლეიდის საჯარო ლექცია სახელწოდებით: „მაფიასთან ბრძოლის სტრატეგია: კანონიერი ქურდების შემთხვევა საქართველოში“. \nმომხსენებლის შესახებ \nგევინ სლეიდი ოქსფორდის უნივერსიტეტის დოქტორი და გლაზგოს უნივერსიტეტის ლექტორია. ის პოსტ-სადოქტორო მუშაობას ეწეოდა კანადის ტორონტოს უნივერსიტეტსა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.  2005 წლიდან მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს პოსტ-საბჭოთა საქართველოში მაფია  და მასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.  გევინ სლეიდის  ინტერესთა სფეროში ასევე შედის ციხე და ციხის რეფორმით გამოწვეული წუხილი საქართველოსა და ცენტრალურ აზიაში; დოქტორი სლეიდი არის წიგნის ”Reorganising Crime:Mafia and Anti-Mafia in to post-Soviet Georgia” და რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. \nმოდერატორი:  მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტი და მოწვეული \nმასწავლებელი ვახტანგ კეკოშვილი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო:  29 ივნისი\,  19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-gevin-sleidis-sajaro-leqtsia-maphiasthan-brdzolis-strategia-kanonieri-qurdebis-shemthkhveva-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40952.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170629T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170629T180000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170627T070020Z
LAST-MODIFIED:20240202T061042Z
UID:10002197-1498759200-1498759200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის სემინარი თანამედროვე ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემატიკაზე
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ინიციატივით იწყება მუდმივმოქმედი სემინარი\, რომელიც მსმენელებს შესთავაზებს საჯარო მოხსენებებსა და დისკუსიას თანამედროვე ქართველოლოგიის აქტუალურ პრობლემატიკაზე. \n29 ივნისს\, 18 საათზე\, „ლიგამუსში“ ჩატარდება პირველი სემინარი თემაზე: „ქართული ზმნის მოდელირების პრინციპები დამანა მელიქიშვილის სისტემის მიხედვით“. \nპროფ. დამანა მელიქიშვილი ძირითად მოხსენებაში წარმოადგენს მის მიერ შემუშავებულ სისტემას; თანამომხსენებლები – პროფ. ირინა ლობჟანიძე და გამოყენებითი ენათმეცნიერების მაგისტრი თამარ გეთიაშვილი – ისაუბრებენ ამ სისტემის მიხედვით მოდელირების პრობლემატიკაზე. \nდრო: 29  ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-lingvistur-kvlevatha-institutis-seminari-thanamedrove-qarthvelologiis-aqtualur-problematikaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40960.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170629T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170629T160000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170628T122732Z
LAST-MODIFIED:20240202T061044Z
UID:10002198-1498752000-1498752000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვესლავ ფთახის ლექცია სამოქალაქო ინჟინერიის შესახებ
DESCRIPTION:29 ივნისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E301 აუდიტორიაში ვესლავ ფთახი გამართავს პრეზენტაციას სამოქალაქო ინჟინერიის თემაზე და დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს ამ მიმართულებით მუშაობის საკუთარ გამოცდილებას. \nსაჯარო ლექცია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაიმართება. \nვესლავ ფთახი არის ვარშავის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის ფაკულტეტის წარმომადგენელი. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 29 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/veslav-phthakhis-leqtsia-samoqalaqo-inzhineriis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40967.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170628T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170628T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170622T112830Z
LAST-MODIFIED:20240202T061048Z
UID:10002199-1498676400-1498676400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თეთრი  კბილები“ – ზეიდი  სმითის  რომანის  პრეზენტაცია  ილიაუნის  ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:28 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გეპატიჟებათ ზეიდი სმითის რომანის – „თეთრი კბილები“ – პრეზენტაციაზე. \n„ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი\, განსაცვიფრებელი დებიუტი… საოცრად ინდივიდუალური\, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე „თეთრი კბილებით“\, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს…იკბინება“\, – სალმან რუშდი \nრომანის შესახებ: ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად არის აღიარებული. ნაწარმოები რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს\, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა\, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები\, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები\, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით\, იუმორით\, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე\, ისტორიული\, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები\, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები\, დანახული საინტერესო მწერლის თვალით. \nპრეზენტაციაზე ისაუბრებენ მთარგმნელი თამარ ბაბუაძე და მწერალი ნესტან-ნენე კვინიკაძე. \nდრო: 28 ივნისი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thethri-kbilebi-zeidi-smithis-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40834.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170627T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170627T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170626T105703Z
LAST-MODIFIED:20240202T061051Z
UID:10002201-1498590000-1498590000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: პოეზია და 7 ხელოვნება (XI ლექცია)
DESCRIPTION:27 ივნისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის –  „პოეზია და რეციტაცია“ –  ფარგლებში პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს ლექციათა ციკლს – „პოეზია და 7  ხელოვნება“. \nლექციათა ციკლის მეთერთმეტე ლექციის თემაა: „სოციალური ქსელები და თანამედროვე პოეზია“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წიგნი\, (მნემოსინე) მეხსიერების სხეული\, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და ინტერნეტი. \nდრო: 27 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტი. \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-7-khelovneba-xi-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40908.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170627T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170627T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170623T111635Z
LAST-MODIFIED:20240202T061054Z
UID:10002202-1498590000-1498590000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„რა უნდა ვიცოდეთ გველების შესახებ“ – ილიაუნის სამეცნიერო კაფეში
DESCRIPTION:27 ივნისს\, 19:00 საათზე\, E 207 აუდიტორიაში გაიმართება ლექცია თემაზე: „რა უნდა ვიცოდეთ გველების შესახებ“. \nმომხსენებლები: \nთბილისის 161-ე საჯარო  სკოლის მოსწავლე მარი წულაია \nსკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ მოსწავლე ალისა სანაკოევი \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის მაგისტრანტი გიორგი იანქოშვილი \nთემის აღწერა \nადამიანთა უმეტესობას გველის ეშინია.  შიში იწვევს აგრესიას. შიშს იწვევს უცოდინრობა\, ამიტომ  ჩვენ გიამბობთ\, საქართველოში ძირითადად რა სახეობები გვხვდება\, როგორია მათი გავრცელების არეალი\,  გაგაცნობთ გველის ხასიათსა და თავისებურებებს\,  შევეცდებით\,  სხვა კუთხით დაგანახოთ ეს არსებები და სინამდვილეში რა საფრთხეს წარმოადგენენ ისინი ადამიანისთვის. \nდრო: 27 ივნისი\, 19:00  საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია E 207 (ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ra-unda-vitsodeth-gvelebis-shesakheb-iliaunis-sametsniero-kapheshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40844.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170627T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170627T170000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170623T120925Z
LAST-MODIFIED:20240202T061057Z
UID:10002203-1498582800-1498582800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ჰანს გუთბროდის საჯარო ლექცია:„რატომ არ არის კვლევა უბრალოდ აკადემიური: პოლიტიკის კვლევის შესაძლებლობები“
DESCRIPTION:27 ივნისს\,  17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის  სახლში  „ლიგამუსი“ გაიმართება დოქტორ ჰანს გუთბროდის საჯარო ლექცია თემაზე: „რატომ არ არის კვლევა უბრალოდ აკადემიური: პოლიტიკის კვლევის შესაძლებლობები“. \nმომხსენებლის შესახებ \nდოქტორი ჰანს გუთბროდი  არის  ”Transparify”-ის კოორდინატორი\,  რომელიც  პოლიტიკური დაფინანსების ტრანსფარენტულობის ინიციატივას წარმოადგენს. იგი  წლების მანძილზე მუშაობდა კავკასიასა  და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ”Think Thanks”-ის სფეროში.   ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით  ლონდონის ეკონომიკის სკოლაში მოიპოვა. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდრო: 27 ივნისი\, 17:00 საათი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-hans-guthbrodis-sajaro-leqtsia-ratom-ar-aris-kvleva-ubralod-akademiuri-politikis-kvlevis-shesadzleblobebi/
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170626T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170626T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170623T131839Z
LAST-MODIFIED:20240202T061102Z
UID:10002206-1498503600-1498503600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დებატები: „უნდა გავყიდოთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო მიწები“
DESCRIPTION:26  ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის  A101 აუდიტორიაში სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების ციკლის  მეოთხე შეხვედრა.\nდებატები ამჯერად მარტივი კითხვის გარშემო წარიმართება: უნდა გავყიდოთ თუ არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა? \n15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის დაწესებას. კანონპროექტის თანახმად\, საქართველოს კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულები მიწის საკითხებზე ცვლილებების დაწესებამდე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის შეზღუდვა წესდება. \nრა ტიპის შეზღუდვებს ისახავს მიზნად ეს კანონპროექტი და რა მოსაზრებები გახდა მისი ინიცირების საბაბი? რა არგუმენტები აქვთ მათ\, ვინც  კანონპროექტს ეწინააღმდეგება? – ამ საკითხებზე ისაუბრებენ ჩვენი მომხსენებლები: \nბექა ნაცვლიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი\, ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატები“\, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი \nზურაბ ჭიაბერაშვილი -– საქართველოს პარლამენტის წევრი\, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის ¬ რეგიონები“ \nდრო: 26 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-debatebi-unda-gavqhidoth-thu-ara-sasophlo-sameurneo-mitsebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170623T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170623T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170622T132824Z
LAST-MODIFIED:20240202T061900Z
UID:10002313-1498244400-1498244400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გოტინგენის გეორგ აგუსტის უნივერსიტეტის პროფესორის\, აჰიმ დორენბუშის საჯარო ლექცია ილიაუნიში
DESCRIPTION:23 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გოტინგენის გეორგ აგუსტის უნივერსიტეტის სატყეო მეცნიერებისა და ტყის ეკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის\, პროფ. აჰიმ დორენბუშის საჯარო ლექცია გაიმართება. \nლექციის თემაა: ტყის მენეჯმენტი და გლობალური ცვლილებები \nდრო: 23  ივნისი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია  G106\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gotingenis-georg-agustis-universitetis-prophesoris-ahim-dorenbushis-sajaro-leqtsia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40836.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170623T180000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170619T115819Z
LAST-MODIFIED:20240202T061107Z
UID:10002208-1498240800-1498240800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფლორენციელი მკვლევარი ფრანჩესკო ტრეჩი სტუმრად იტალიურ კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრი მასპინძლობს იტალიელ სტუმარს ფრანჩესკო ტრეჩის. \nტრეჩი ფლორენციელი მკვლევარია\, რომელმაც 2015 წელს დაწერა წიგნი საქართველოს ისტორიაზე  „La storia della Georgia“. \nავტორმა თავისი ნაშრომი  უკვე წარმოადგინა 21 ქალაქში.   წიგნს დიდი ინტერესით იძენენ  როგორც ქართველი ემინგარნტები\, ასევე იტალიელი მკითხველები. \nსაქართველოში მისი პრეზენტაცია პირველად\, ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში მოეწყობა. \nდრო: 23 ივნისი\, 18 საათი \nადგილმდებარეობა: S კორპუსი (გ.წერეთლის 3)\, მე-5 სართული\, 507-ე ოთახი.  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phlorentsieli-mkvlevari-phranchesko-trechi-stumrad-italiur-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40826.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170623T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170623T110000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170614T101105Z
LAST-MODIFIED:20240202T061112Z
UID:10002210-1498215600-1498215600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო  ვორქშოფი პროექტ  LaDyCa-ის  ფარგლებში
DESCRIPTION:23  ივნისს\, 11:00-დან 18:00 საათამდე\, ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის  E207 აუდიტორიაში პარიზის  სორბონის  უნივერსიტეტისა  და  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთობლივი  პროექტის (LaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში) ფარგლებში  გაიმართება ვორქშოფი: საფრთხის  ქვეშ  მყოფი ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების  დოკუმენტაციისა  და  ანალიზის  მეთოდები ენათა დინამიკის თეორიის მიხედვით. \nპროექტ  LaDyCa-ის შესახებ \nLaDyCa – ენათა დინამიკა კავკასიაში – არის პარიზის სორბონის უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი\, რომლის მიზანია კავკასიური ენების (ამ ეტაპზე კი\, ძირითადად\, ქართველური ენების) კვანტიტატიური დიალექტოლოგიის\, სოციოფონეტიკური და ეკოლინგვისტური მეთოდებით დამუშავება. პროექტი გულისხმობს  კავკასიურ ენათა დინამიკის ანალიზს კომპლექსურობის თეორიის ჭრილში და „ალპური ლინგვისტიკის“ ვერტიკალური არქიპელაგის პარადიგმათა მოდელებით. \nდრო:  23  ივნისი\, 11:00 -18:00  საათი\nადგილმდებარეობა: აუდიტორია  E 207\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-vorqshophi-proeqt-ladyca-is-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40797.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170621T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170621T190000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170620T134303Z
LAST-MODIFIED:20240202T061113Z
UID:10002211-1498071600-1498071600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში
DESCRIPTION:ოთხშაბათს\, 21 ივნისს\, 19:00 სთ-ზე\, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის პრეზენტაციასა და დისკუსიაზე: \nფემინიზმის გამოღვიძება? ემანსიპატორული ბრძოლები ნეოლიბერალურ ეპოქაში \n„ქალთა ემანსიპაციის ოცნება კაპიტალისტური დაგროვების ძრავაზეა მიერთებული“\, – ასეთ მძაფრ კრიტიკას აჟღერებს ნენსი ფრეიზერი პუბლიკაციაში „ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“. კრებული მისი ბოლო გამოცემაა\, რომელიც ავტორის ორმოცწლიანი მოღვაწეობის რეტროსპექტივას გვთავაზობს. ამ ესეებში საკმაოდ საკამათო\, გარკვეულწილად სარისკო\, მაგრამ უაღრესად საინტერესო თეორიული ნააზრევია წარმოდგენილი: წარსულის ანალიზთან ერთად ფრეიზერი აფასებს თანამედროვე გამოწვევებს და ემანსიპატორული ბრძოლის ახალ პერსპექტივებს სახავს. \nპუბლიკაციის პრეზენტაციასთან ერთად  გთავაზობთ დებატს\, სადაც მომხსენებლები ფრეიზერის კრიტიკას გამოეხმაურებიან და მის ადგილობრივ კონტექსტთან დაკავშირებას შეეცდებიან. ისინი უპასუხებენ შემდეგ კითხვებს: \n\nროგორია ემანსიპატორული ბრძოლების ხედვა\, რომელიც ფემინიზმს განაახლებს და გამოაღვიძებს?\nადგილობრივ გამოცდილებაზე დაყრდნობით\, შედგა თუ არა ფემინიზმისა და ნეოლიბერალიზმის ალიანსი ?\nრა როლი უნდა შეასრულოს ფემინისტურმა მოძრაობამ სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლაში დღევანდელ საქართველოში?\n\nმომხსენებლები: \nთამარ ცხადაძე – ფილოსოფოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ფრეიზერის ქართული თარგმანის სამეცნიერო რედაქტორი.\nმაია ბარქაია – მკვლევარი\, EMC; თსუ-ს გენდერის ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი.\nსოფიო ჯაფარიძე – სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრის თანადამფუძნებელი. \nმოდერატორი: გიორგი ჩუბინიძე\, ფილოსოფიის მაგისტრანტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ფრეიზერის ქართული პუბლიკაციის მთარმგნელი. \nდრო: 21 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pheminizmis-gamoghvidzeba-emansipatoruli-brdzolebi-neoliberalur-epoqashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40831.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170621T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170621T160000
DTSTAMP:20260509T193620
CREATED:20170615T120000Z
LAST-MODIFIED:20240202T061120Z
UID:10002213-1498060800-1498060800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო  შეხვედრა  საფრანგეთში სწავლის  მსურველთათვის
DESCRIPTION:21  ივნისს\, 16 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში  გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა მათთვის\, ვინც დაინტერესებულია საფრანგეთში ფრანგულ ან ინგლისურ ენაზე სწავლით. ფრანგული ინსტიტუტის (საფრანგეთის საელჩოს კულტურული სამსახური) სამეცნიერო  და  საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ატაშე\, ბატონი ტერი ბიურტე\, და კამპუს ფრანსის თბილისის ბიუროს წარმომადგენელი ანა ლოლუა  დამსწრეთ  დაწვრილებით  ინფორმაციას მიაწვდიან საფრანგეთში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებზე (სპეციალობები შეზღუდული არ არის)\, საფრანგეთის მთავრობისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამებსა და ენის კურსებზე. \nდრო: 21 ივნისი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა:  A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: N32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-saphrangethshi-stsavlis-msurvelthathvis-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/06/40814.png
END:VEVENT
END:VCALENDAR