BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20170101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170531T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170531T190000
DTSTAMP:20260511T025412
CREATED:20170525T125132Z
LAST-MODIFIED:20240202T061850Z
UID:10002309-1496257200-1496257200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ია ბერსენაძის „ქალი კლავს“ - პიესის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:31 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბი გიწვევთ ია ბერსენაძის პიესის – „ქალი კლავს“ – წარდგენაზე. \nოჯახური ძალადობა\, როცა მოძალადე ქალია\, ხოლო მსხვერპლი – მამაკაცი. მოძალადე ცოლებისა და დედების თემა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დატაბუირებულია მთელ მსოფლიოში. ასეთი ქალები ხშირად სიყვარულის\, ერთგულების\, ოჯახის შენარჩუნებისა და ტრადიციული ფასეულობების ნიღაბსამოფარებულნი მოქმედებენ. სინამდვილეში კი მანიპულირებენ\, ეჭვიანობენ\, თავისუფლებას უზღუდავენ და პიროვნულად ანგრევენ მათ მეუღლეებსა და შვილებს;ამის მიზეზი კი ეგოიზმი\, არასრულფასოვნების კომპლექსი და მარტოობის შიშია. მათ საკუთარი შვილებისა და ქმრების ბედზე მეტად მანკიერი საზოგადოებრივიაზრი აწუხებთ. ეს პიესა ტრადიციულ ინსტიტუტებსა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ ბევრ ნორმას ეჭვის ქვეშ აყენებს\, რადგან იქ\, სადაც ადამიანი ბედნიერი არარის\, ყველაფერი თავსმოხვეული და დამთრგუნველი პირობითობა ხდება. \nდრო: 31 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ia-bersenadzis-qali-klavs-piesis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40596.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170531T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170531T183000
DTSTAMP:20260511T025412
CREATED:20170518T102004Z
LAST-MODIFIED:20240202T061503Z
UID:10002260-1496255400-1496255400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია: „მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის“
DESCRIPTION:31 მაისს\, 18:30 საათზე\, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (S507 აუდიტორია) გერმანისტი და მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის.“ \nმაია ფანჯიკიძე ამჟამად მაქს ფრიშის „შტილერის“ თარგმანზე მუშაობს\, შესაბამისად\, აუდიტორიასთან განიხილავს მაქს ფრიშის „შტილერსა“ და ლიტერატურული თარგმანის პრობლემატიკას. \nშეხვედრა გაიმართება შვეიცარიის საელჩოსა და ავსტრიული კულტურის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში. ღონისძიებას დაესწრებიან შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში\, ლუკას ბეგლინგერი\, და ელჩის მოადგილე\, ალვარო ბორგი. სტუმრები ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკის შვეიცარიულ განყოფილებას საჩუქრად გადასცემენ წიგნებს\, მათ შორის\, მაქს ფრიშისა და ფრიდრიხ დიურენმატის სრულ უახლეს გამოცემებს. \nლექციის ენა: გერმანული \nდრო: 31 მაისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ავსტრიული კულტურის ცენტრი (S507 აუდიტორია) გ. წერეთლის ქ. #3 \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/maia-phanjikidzis-sajaro-leqtsia-me-ar-gamachnia-ena-chemi-sinamdvilisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40507.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170531T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170531T183000
DTSTAMP:20260511T025412
CREATED:20170517T065610Z
LAST-MODIFIED:20240202T061508Z
UID:10002261-1496255400-1496255400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
DESCRIPTION:31 მაისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. ასევე\, წარმოდგენილი იქნება კითხვარების ადაპტაციის პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია და უმცირესობებისადმი დამოკიდებულების ორი კვლევის შედეგები. \nდრო: 31 მაისი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqologiis-institutis-tsliuri-angarishis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40472.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170531T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170531T170000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170525T070145Z
LAST-MODIFIED:20240202T061518Z
UID:10002264-1496250000-1496250000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოში აშშ-ის ელჩის\, იან კელის\, ვიზიტი ილიაუნიში
DESCRIPTION:31 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში\, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილიღონისძიებების ფარგლებში\, გაიმართება შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან\, ბატონ იან კელისთან. \nელჩის მოხსენების შემდეგ\, შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. \nშეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 31 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthveloshi-ashsh-is-elchis-ian-kelis-viziti-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40594.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170531T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170531T140000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170530T095308Z
LAST-MODIFIED:20240202T061513Z
UID:10002262-1496239200-1496239200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნინო ხაჭაპურიძის მასტერკლასი: კარიერული განვითარება და გასაუბრების უნარ-ჩვევები
DESCRIPTION:31 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით\, ჯი პი აი ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი\, ნინო ხაჭაპურიძე ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე “კარიერული განვითარება და გასაუბრების უნარ-ჩვევები”. \nმასტერკლასი ტარდება წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმის ფარგლებში\, რომელიც გაიმართება 2 ივნისს\, ბ 201 აუდიტორიაში. დასაქმების ფორუმზე დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/WbgHoN \nდრო: 31 მაისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია\, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nino-khatchapuridzis-masterklasi-karieruli-ganvithareba-da-gasaubrebis-unar-chvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40624.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170530T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170530T180000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170525T075631Z
LAST-MODIFIED:20240202T061515Z
UID:10002263-1496167200-1496167200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ქალაქი\, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს ბედი“ - ეკა ჭყოიძის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში
DESCRIPTION:30 მაისს\, სამშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ასოცირებულ პროფესორ\, ეკა ჭყოიძესთან. \nშეხვედრის თემაა: ქალაქი\, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს ბედი (კონსტანტინოპოლიდან სტამბულამდე). \n1453 წლის 29 მაისს დაეცა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი\, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველაზე ხანგრძლივი იმპერიის თერთმეტსაუკუნოვან ისტორიას. ამან თავისი გავლენა იქონია მსოფლიოს შემდგომ განვითარებაზე. ლექციაზე ყურადღებას გავამახვილებთ ქალაქის განსაკუთრებულ როლზე შუა საუკუნეებში\, მისი დაცემის შემდგომ და დღემდე; როგორ აისახა ეს მოვლენა\, ერთი მხრივ\, მისი თანამედროვეების მიერ და\, მეორე მხრივ\, მომდევნო პერიოდში მის არქიტექტურასა და ფოლკლორზე. რა განასხვავებს კონსტანტინოპოლს სტამბულისგან – ეს არის შეკითხვა\, რომელზეც მომხსენებელი შეეცდება პასუხის გაცემას. \nდრო: 30 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qalaqi-romelmats-shetsvala-msophlios-bedi-eka-tchqhoidzis-sajaro-leqtsia-iliaunis-sametsniero-kapheshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40595.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170530T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170530T180000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170503T071800Z
LAST-MODIFIED:20240202T061521Z
UID:10002265-1496167200-1496167200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იდიომური გამოთქმების ლექსიკონის პრეზენტაცია
DESCRIPTION:30 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება იდიომური გამოთქმების ონლაინ-ლექსიკონის პრეზენტაცია. ლექსიკონი მოიცავს იდიომების მონოლინგვურ (ქართულ) და ორმიმართულებიან ბილინგვურ (ქართულ-ახალბერძნული\, ახალბერძნულ-ქართული) ბლოკებს. ლექსიკონი განთავსებულია საერთაშორისო ონლაინ-ლექსიკონების პორტალზე: Lexilogos http://www.lexilogos.com/english/ \nქართულ ლექსიკოგრაფიაში ეს არის პირველი ორენოვანი ონლაინ-ლექსიკონი\, რომელშიც დაინერგა „გაფართოებული ძებნის“ ახალი ფუნქცია და ტრანსკრიბირების ველი\, რომლებიც უზრუნველყოფს ნებისმიერი შესაძლო ფორმით სიტყვის მოძებნას ლექსიკონში. ამ ფუნქციებით ორენოვანი (განსაკუთრებით\, ქართულ-უცხოური) ელექტრონული ლექსიკოგრაფიათვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. \nპროექტი მომზადდა 2014-2017 წლებში ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ლექსიკონის შექმნაში მონაწილეობდნენ შუქია აფრიდონიძე\, ირინა ლობჟანიძე (პროექტის ხელმძღვანელი)\, სოფიო შამანიდი\, სვეტლანა ბერიკაშვილი და ირაკლი გუნია. \nდრო: 30 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/idiomuri-gamothqmebis-leqsikonis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40309.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170530T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170530T170000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170524T074130Z
LAST-MODIFIED:20240202T061523Z
UID:10002266-1496163600-1496163600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია: „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ მიმდინარე რეფორმები“
DESCRIPTION:30 მაისს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით\, გაიმართება საჯარო ლექცია\, თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ მიმდინარე რეფორმები“. \nმომხსენებლები: \nკოკა კიღურაძე – მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი \nსევდია უგრეხელიძე – ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი; ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრი\, მმართველობითი კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე \nმოდერატორი: \nგიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი\, კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი \nდრო: 30 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101 (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-adgilobrivi-thvithmmarthvelobebis-shesakheb-mimdinare-rephormebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40572.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170530T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170530T160000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170529T102402Z
LAST-MODIFIED:20240202T061526Z
UID:10002267-1496160000-1496160000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თინათინ კახნიაშვილის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში
DESCRIPTION:30 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ თინათინ კახნიაშვილთან. \nშეხვედრის თემაა: ჰიდრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობა ადრეულ სამყაროში – გენერაცია\, ევოლუცია და დაკვირვებითი გამოვლინებები. \nლექციაზე მომხსენებელი განიხილავს პირველადი ტურბულენტობის წარმოშობას ადრეულ სამყაროში\, ტურბულენტობის სხვადასხვა კლასს (რიცხვით მოდელირებაზე დაყრდნობით) და ჰიდრო და მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის ევოლუციას სამყაროს გაფართოების პროცესში. დასასრულს მიმოიხილავს პირველადი ტურბულენტობის დაკვირვებით გამოვლინებებს და ადრეულ სამყაროში მიმდინარე პროცესებისა და პარამეტრების შეზღუდვას კოსმოსური მაგნიტური ველების პირდაპირი და არაპირდაპირი დაკვირვებების მეშვეობით. \nდრო: 30 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thinathin-kakhniashvilis-sajaro-leqtsia-iliaunis-sametsniero-kapheshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40617.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170529T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170529T193000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170518T135844Z
LAST-MODIFIED:20240202T061530Z
UID:10002268-1496086200-1496086200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ლიტველ პოეტთან\, ტომას ვენცლოვასთან
DESCRIPTION:29 მაისს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მკითხველის შეხვედრა  ტომას ვენცლოვასთან. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში და მას მოდერაციას გაუწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, პროფესორი გიგა ზედანია. შეხვედრის შემდეგ ტომას ვენცლოვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება. \nტომას ვენცლოვას შესახებ \nტომას ვენცლოვა არის ლიტველი პოეტი\, მწერალი\, მეცნიერი\, ფილოლოგი და მთარგმნელი. იგი მონაწილეობდა ლიტვის და საბჭოთა დისიდენტურ მოძრაობაში; იყო ლიტვის ჰელსინკის ჯგუფის ხუთ დამფუძნებელს შორის. 1977 წელს აიძულეს\, ემიგრაციაში წასულიყო. მისი ემიგრაცია და ცხოვრება აშშ-ში განსაკუთრებულად უკავშირდება ორი მისი მეგობრისა და პოეტის\, ჩესლავ მილოშისა და იოსიფ ბროდსკის სახელებს. ტომას ვენცლოვა 1980 წლიდან იელის უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულსა და პოლონურ ლიტერატურას. ამჟამად\, ამავე უნივერსიტეტის სლავური ენებისა და ლიტერატურის ემერიტუს პროფესორია. არის ბოდლერის\, ელიოტის\, მანდელშტამისა და სხვათა მთარგმნელი ლიტვურ ენაზე. \nმიღებული აქვს არაერთი საერთაშორისო ჯილდო\, მათ შორის\, ლიტვის ეროვნული ჯილდო\, პეტრარკას პრემია\, ვილენიკას საერთაშორისო ლიტერატურული პრემია. ის არის 60-მდე წიგნის ავტორი\, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ენაზეა თარგმნილი. \nტომას ვენცლოვას ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ.  \nსამუშაო ენა: ქართული/ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდრო: 29 მაისი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ილია ჭავჭავაძის გამზირი #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-litvel-poetthan-tomas-ventslovasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40510.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170525T190000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170523T065746Z
LAST-MODIFIED:20240202T061536Z
UID:10002270-1495738800-1495738800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ევროპის იდეა 1918-1921 წლების საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში" - ილიაუნის პროსოპოგრაფიული ბაზის მონაცემთა საფუძველზე შექმნილი ელექტრონული რესურსების პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წარმოადგენს საქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზის (prosopography.iliauni.edu.ge) მონაცემთა საფუძველზე შექმნილ ელექტრონულ რესურსებს: „ევროპის იდეა 1918-1921 წლების საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკაში”. \nაღნიშნული ბაზა არის მეოცე საუკუნის საქართველოს შესახებ დღემდე ინტერნეტსივრცეში არსებული ყველაზე დიდი რესურსი (20 000-მდე პირი\, 12 000-მდე ფაქტოიდი\, 3500-ზე მეტი წყარო). ბაზაში დოკუმენტირებულია 1918-1921 წლების პერიოდიკა\, საქართველოს სახელმწიფო არქივისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დოკუმენტები\, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ლიტერატურის მუზეუმში დაცული პირადი არქივები. \nდრო: 25 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evropis-idea-1918-1921-tslebis-saqarthvelos-saganmanathleblo-politikashi-iliaunis-prosopographiuli-bazis-monatsemtha-saphudzvelze-sheqmnili-eleqtronuli-resursebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40547.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170525T180400
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170525T180400
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170525T140416Z
LAST-MODIFIED:20240202T061538Z
UID:10002271-1495735440-1495735440@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნელი ფრენბურთელები წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრები საქართველოს სტუდენტურ უნივერსიადაზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის დამარცხების შემდეგ\, ჩვენმა გუნდმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, სამედიცინო უნივერსიტეტის და შავი ზღვის უნივერსიტეტის დამარცხება შეძლო და ქვეჯგუფის სათავეში მოექცა. \nჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ილიაუნის გუნდი 29 მაისს\, 15:00 საათზე\, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდთან გამართავს. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauneli-phrenburthelebi-tsarmatebul-asparezobas-ganagrdzoben/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40598.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170525T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170525T180000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170518T075931Z
LAST-MODIFIED:20240202T061542Z
UID:10002272-1495735200-1495735200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: თბილისის მეტროპოლიტენთან დაკავშირებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 მაისს\, ხუთშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე პოლიტიკური მეცნიერებების დოქტორანტთან\, გიორგი ბაბუნაშვილთან. \nშეხვედრის თემაა: თბილისის მეტროპოლიტენის გამოწვევები\, შესაძლებლობები და განვითარების პერსპექტივები: კვლევის მეთოდოლოგია და შედეგები \nკვლევის მიზანს წარმოადგენდა თბილისის შიდასაქალაქო მგზავრთბრუნვაში მეტროპოლიტენის ეფექტურობის გაზრდის ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავება. შესწავლილ იქნა მეტროპოლიტენის როლი თბილისის შიდასაქალაქო მობილობის სისტემაში და მისი ზრდის რესურსები. კვლევის ფარგლებში\, შედგა მგზავრნაკადების განაწილების მოდელი\, რომლის საფუძველზეც დაანგარიშდა ენერგოდანახარჯები და სხვა პარამეტრები სხვადასხვა მგზავრნაკადის პირობებში. \nდრო: 25 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-thbilisis-metropolitenthan-dakavshirebuli-kvlevis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40506.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170525T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170525T150000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170522T081729Z
LAST-MODIFIED:20240202T061544Z
UID:10002273-1495724400-1495724400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ასოცირებულ პროფესორთან\, ლუკაშ კალოუსთან
DESCRIPTION:25 მაისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე პრაღის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან\, ლუკაშ კალოუსთან. \nშეხვედრის თემაა: ბიოლოგიური ინვაზია წყლის გარემოში (Biological invasion in aquatic environment). \nთანამედროვე გლობალიზაციას ბევრი სარგებელი მოაქვს მსოფლიოსთვის\, თუმცა\, მრავალი პრობლემის წყაროცაა. მცენარეების და ცხოველების ტრანსპორტირება\, მიუხედავად იმისა\, ეს წინასწარ არის დაგეგმილი თუ არა\, თავისთავად მოიცავს ბიოლოგიური ინვაზიის რისკს. არადგილობრივი სახეობების ინტროდუქცია შეიძლება ბიომრავალფეროვნების საფრთხედ იქცეს\, ასევე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს როგორც სოფლის მეურნეობაზე\, ისე აკვაკულტურაზე. პროფესორი კალოუსი ისაუბრებს ბიოლოგიური ინვაზიის რისკზე წყლის ეკოსისტემებში ჩეხეთის მაგალითებზე. \nმომხსენებლის შესახებ \nლუკაშ კალოუსი პრაღის (ჩეხეთი) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ევროპის იქთიოლოგიური საზოგადოების საბჭოს წევრია. იგი კითხულობს შემდეგ საგნებს: აკვაკულტურა\, თევზების სისტემატიკა და მეთევზეობა; იკვლევს წყლის გარემოში არაადგილობრივ სახეობებთან დაკავშირებულ რისკებს\, ძირითადად თევზებს. კვლევაში ის ცდილობს მოიცვას ფართო დისციპლინები\, როგორებიცაა: გენეტიკა\, ეკოლოგია ან სოციო-ეკონონიკური ასპექტები. უკვე დიდი ხანია\, პროფესორ კალოუსის სამეცნიერო კვლევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფოკუსს წყლის ეკოსისტემების წარმატებული ინვაზიური გვარის – კარჩხანების შესწავლა წარმოადგენს. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 25 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-asotsirebul-prophesorthan-lukash-kalousthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40538.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170525T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170525T120000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170524T121632Z
LAST-MODIFIED:20240202T061552Z
UID:10002275-1495713600-1495713600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის „ფედერალისტთა კლუბის“ სტუდენტური კონფერენცია
DESCRIPTION:25 მაისს\, ხუთშაბათს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის „ფედერალისტთა კლუბი“\, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით\, მართავს სტუდენტურ კონფერენციას: „ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა – როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი“. \nკონფერენციას გაუძღვება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მუმლაძე. \nმომხსენებლები:\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები\, “ფედერალისტთა კლუბის“ IV ნაკადის წევრები: მარიამ გაბრიჩიძე\, დემეტრე წიქორაძე\, ბარბარე მაჭარაშვილი\, თამარ ლუაშვილი\, მურად შუბითიძე\, ლევან ოსაძე\, მარიამ ხურცილავა\, კესო ხუბუა. \n„ფედერალისტთა კლუბის“ შესახებ \n„ფედერალისტთა კლუბის” პროგრამის მიზანია\, სტუდენტთათვის თვალსაჩინო გახადოს ის საჯარო განხილვები\, რომლებიც კონსტიტუციისა და კონსტიტუციური საკითხების აქტუალობაზე მიუთითებს. პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები არიან ჩართულნი; აქტივობის ფარგლებში\, ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები\, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ფედერალისტთა წერილებს\, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები – მოაწყონ დისკუსიები\, დებატები. “ფედერალისტთა კლუბი“ მართავს საჯარო ლექციებს\, აწყობს ფილმის ჩვენებებს\, ახორციელებს ინტელექტუალურ პროექტებს. ამ ეტაპზე\, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში\, პროგრამაში ჩართულია სტუდენტთა IV ნაკადი. პროგრამაზე მიღება განახლდება ეტაპობრივად. \nკონფერენციის დრო: 25 მაისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phederalisttha-klubis-studenturi-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40589.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170524T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170524T190000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170519T091227Z
LAST-MODIFIED:20240202T061558Z
UID:10002276-1495652400-1495652400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტიმოთი ბლაუველთის საჯარო ლექცია: „სადოქტორო საფეხურზე სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში“
DESCRIPTION:24 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი\, ტიმოთი ბლაუველთი\, გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სადოქტორო საფეხურზე სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს აშშ-ის უნივერსიტეტებში სადოქტორო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების\, დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მოპოვებისა და\, ზოგადად\, სასწავლო გარემოს შესახებ. \nდრო: 24 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/timothi-blauvelthis-sajaro-leqtsia-sadoqtoro-saphekhurze-stsavla-amerikis-sheerthebuli-shtatebis-universitetebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40546.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170524T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170524T190000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170518T081848Z
LAST-MODIFIED:20240202T061602Z
UID:10002277-1495652400-1495652400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ქრისტა ვოლფის „მედეას“ განხილვა ლექციათა ციკლის - „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ - ფარგლებში
DESCRIPTION:24 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ასოცირებული პროფესორის\, ნინო ფირცხალავას საჯარო ლექციაზე Christa Wolfs Medea-Porträt als Paradigma der permanenten Arbeit am Mythos (ქრისტა ვოლფის „მედეა“\, როგორც მითოსის უწყვეტი დამუშავების პარადიგმა). \nგერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ყველაზე უფრო ცნობილმა მწერალმა ქალმა\, ქრისტა ვოლფმა\, სახელი გაითქვა მოთხრობებით „გაყოფილი ზეცა“ (1963) და „კასანდრა“ (1983)\, ხოლო 1996 წელს გამოიცა მისი რომანი „მედეა“. ეს უკანასკნელი საინტერესოა როგორც ძალზე თავისებური\, მულტიპერსპექტიული კომპოზიციით\, ისე ანტიკური მითოსის ორიგინალური გააზრებით. ლექციაზე ქრისტა ვოლფის „მედეა“ განხილული იქნება როგორც მითოსის ლიტერატურული დამუშავების მოდელი და წარმოჩნდება მითოსის აქტუალობა და მნიშვნელობა თანამედროვეობისთვის. \nლექცია გაიმართება გერმანული ენის თვის ფარგლებში. ეს იქნება მესამე\, ბოლო ლექცია ციკლიდან „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ (Weiblichkeitskonzepte in der deutschsprachigen Literatur). \nდრო: 24 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-qrista-volphis-medeas-gankhilva-leqtsiatha-tsiklis-qalurobis-kontseptebi-germanulenovan-literaturashi-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40504.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170524T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170524T180000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170511T133737Z
LAST-MODIFIED:20240202T061603Z
UID:10002278-1495648800-1495648800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაიკლ ვარდის საჯარო ლექცია: „აფრიკული მუსიკა - სუბსაჰარის მუსიკის მოკლე მიმოხილვა“
DESCRIPTION:24 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით\, გაიმართება ცნობილი ინგლისელი პიანისტის\, კომპოზიტორისა და დირიჟორის\, მაიკლვარდის\, საჯარო ლექცია. \nლექციის თემაა: „აფრიკული მუსიკა – სუბსაჰარის მუსიკის მოკლე მიმოხილვა“. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 24 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/maikl-vardis-sajaro-leqtsia-aphrikuli-musika-subsaharis-musikis-mokle-mimokhilva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40367.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170524T162300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170524T162300
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170524T122337Z
LAST-MODIFIED:20241122T110921Z
UID:10002279-1495642980-1495642980@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ თბილისის წიგნის ფესტივალზე
DESCRIPTION:2017 წელს 25-28 მაისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მონაწილეობას იღებენ თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე\, რომელიც გაიმართება „ექსპო-ჯორჯიას“ XI საგამოფენო პავილიონში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დამთვალიერებელს გააცნობს აქტუალური თემატიკის ლიტერატურას შემდეგი მიმართულებებით: \n\nძალადობა ოჯახში\, სკოლასა და საზოგადოებაში;\nბიოკონსერვაცია და გარემოს დაცვა;\nეკოლოგიური ნაგებობები და „მწვანე არქიტექტურა“.\n\nგარდა ბეჭდური გამოცემებისა\, ბიბლიოთეკა საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას საკუთარი სერვისებისა და ელექტრონული რესურსების შესახებ; წიგნის სახლი„ლიგამუსი“ კი ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემებს 10%\, 15%\, 20% და 30%- იანი ფასდაკლებით შესთავაზებს. \nკატალოგი იხილეთ ბმულზე. \nდრო: 25-28 მაისი\, 11:00-19:00 საათი \nადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ XI საგამოფენო პავილიონი (წერეთლის გამზ. #118) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-bibliotheka-da-tsignis-sakhli-ligamusi-thbilisis-tsignis-phestivalze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40590.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170523T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170523T190000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170522T114425Z
LAST-MODIFIED:20240202T061607Z
UID:10002280-1495566000-1495566000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა პოეტ ბათუ დანელიასთან
DESCRIPTION:23 მაისს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს პოეტ ბათუ დანელიას. შეხვედრის ფარგლებში\, პოეტი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს და წაიკითხავს საკუთარ ლექსებს. \nდრო: 23 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-poet-bathu-daneliasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40539.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170523T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170523T180000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170517T110011Z
LAST-MODIFIED:20240202T061609Z
UID:10002281-1495562400-1495562400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ასოცირებულ პროფესორთან\, მიხეილ მაზიაშვილთან
DESCRIPTION:23 მაისს\, სამშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორთან\, მიხეილ მაზიაშვილთან. \nშეხვედრის თემაა: „კვანტური სივრცე ინფორმაციის თეორიის მაგალითზე“. \nტრადიციული წარმოდგენის ფარგლებში\, სივრცე უწყვეტია იმ აზრით\, რომ მისი ყოველი წერტილს მონიშვნა შესაძლებელია ნებისმიერი სიზუსტით. სხვა სიტყვებით\, სივრცის გარჩევისუნარიანობა შეუზღუდავია. ასეთივეა ჩვენი წარმოდგენა\, კლასიკური ფიზიკის ფარგლებში\, ფაზურ სივრცეზე. კვანტური მექანიკა და\, კერძოდ\, განუზღვრელობის თანაფარდობა\, მიუთითებს რომ ფაზური სივრცის გარჩევისუნარიანობა შეზღუდულია პლანკის მუდმივით. მსგავსად ამისა\, კვანტურ მექანიკასთან ერთად გრავიტაციული ეფექტების გათვალისწინება მიუთითებს\, რომ\, თავის მხრივ\, სივრცის გარჩევისუნარინობა შეზღუდულია პლანკის სიგრძით. დავსვათ საკითხი ასე: შეიძლება თუ არა სივრცე იყოს ერთდროულად უწყვეტიც და დისკრეტულიც? ასეთი შესაბამისობა გვაქვს ინფორმაციის თეორიის ფარგლებში ციფრულ და ანალოგურ სიგნალებს შორის. მოხსენების ფარგლებში მიმოხილული იქნება ეს საკითხები ფართო აუდიტორიისათვის. \nდრო: 23 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-asotsirebul-prophesorthan-mikheil-maziashvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40498.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170522T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170522T190000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170519T103051Z
LAST-MODIFIED:20240202T061613Z
UID:10002282-1495479600-1495479600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დებატები ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით
DESCRIPTION:22 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება ინსტიტუტის საჯარო დებატების პროექტის მეორე შეხვედრა. \nსაჯარო დებატების თემაა: 11-12 მარტის მოვლენები ბათუმში და სახელმწიფო პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ. \nიყო თუ არა ბათუმში 11-12 მარტს გამართული დემონსტრაციის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი მუსლიმი თემის უკმაყოფილება მის მიმართ არსებულისახელმწიფო პოლიტიკით? რა ხარვეზები არსებობს ამ მხრივ სახელმწიფოს ქმედებებში? რის გაკეთებაა საჭირო ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად? \nამ კითხვებზე უპასუხებენ მომხსენებლები: \n\nგია ნოდია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nთამთა მიქელაძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)\n\nდრო: 22 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-debatebi-iliaunis-sotsialuri-da-kulturis-kvlevebis-institutis-organizebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40516.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170522T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170522T160000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170518T074645Z
LAST-MODIFIED:20240202T061613Z
UID:10002283-1495468800-1495468800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია საქართველოს ნარკოპოლიტიკის შესახებ
DESCRIPTION:22 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ადიქტოლოგიის ინსტიტუტი\, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობით\, გიწვევთ შეხვედრაზე\, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის განხილვას ეძღვნება. \nმიუხედავად იმისა\, რომ თანამედროვე მიდგომებისა და სამეცნიერო მტკიცებულების თანახმად\, რეპრესიულ ზომებს ნარკოვითარების გაჯანსაღების თვალსაზრისით შედეგები არ მოაქვს\, საქართველოში ათწლეულების განმავლობაში მოქმედი კანონმდებლობა და სამართალაღსრულების პრაქტიკა არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელთა დევნასა და მკაცრ დასჯაზეა ორიენტირებული. \nნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ შეიმუშავა ნარკოპოლიტიკის რეფორმის გეგმა\, რომელსაც შეხვედრაზე გააცნობს ილიაუნის სტუდენტებსა და ლექტორებს. გაიმართება დისკუსია\, რომელზეც განიხილება შემდეგი თემები: \n\n რატომ არის აუცილებელი ნარკოპოლიტიკის შეცვლა;\nრა შედეგები მოიტანა მოქმედმა პოლიტიკამ;\nრა ცვლილებებს სთავაზობს ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის პლატფორმა;\nროგორი იქნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული სასჯელი ახალი კანონმდებლობის პირობებში;\nრა შეიცვლება ზრუნვის (პრევენცია\, მკურნალობა\, რეაბილიტაცია) თვალსაზრისით;\nროგორია რეფორმის მოსალოდნელი შედეგები.\n\nშეხვედრის დრო: 22 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-saqarthvelos-narkopolitikis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40505.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170522T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170522T130000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170508T113614Z
LAST-MODIFIED:20240202T061614Z
UID:10002284-1495458000-1495458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:22 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის საბაკალავრო საფეხურის მეოთხე კურსის სტუდენტებისა და მაგისტრებისთვის აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები გამართავენ ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაციას. \nსასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს აშშ-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში\, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. \nფულბრაიტის სტიპენდია წარმოადგენს ა.შ.შ-ის მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სტიპენდიას. ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში აშშ-ის საელჩო\, სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ბანკი. \nფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიურო. პროგრამის თანადამფინანსებლები არიან საქართველოს მთავრობა და საქართველოს ბანკი. პროგრამა ხორციელდება უილიამ ფულბრაიტის უცხოური სასტიპენდიო საბჭოს რეგულაციებით. ა.შ.შ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე განათლების საერთაშორისო ინსტიტუტი (Institute of International Education\, New York\, U.S.A.) თანამშრომლობს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების ფართო სპექტრთან\, რათა უზრუნველყოს ფულბრაიტის შერჩეული კანდიდატებისთვის ყველაზე შესაფერისი აკამედიური პროგრამის მოძებნა. \nდასწრების მსურველებმა\, გთხოვთ\, შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. \nდრო: 22 მაისი\, ორშაბათი\, 13:00 საათი \nადგილი:  წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n\nღონისძიებაზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ფორმა. \nდამატებითი ინფორმაციისთვის: http://iec.gov.ge/News/9944 \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phulbraitis-sastipendio-programis-prezentatsia-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40344.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170519T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170519T190000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170517T104141Z
LAST-MODIFIED:20240202T061617Z
UID:10002285-1495220400-1495220400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის „ფორბსის“ კლუბში: ნონა მამულაშვილის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:19 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. \nსაჯარო ლექციას წაიკითხავს კომპანია ფილიპ მორისის კორპორაციული განყოფილების ხელმძღვანელი\, ნონა მამულაშვილი. \nლექციის თემაა: კარიერა გლობალურ კორპორაციებში“. \nდრო: 19 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2017 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phorbsis-klubshi-nona-mamulashvilis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40496.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170519T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170519T160000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170517T065125Z
LAST-MODIFIED:20240202T061621Z
UID:10002287-1495209600-1495209600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„NDI საქართველოს“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის უახლესი შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ „NDI საქართველოს“ ოფისის დირექტორი\, ლორა თორნტონი\, სტუდენტებს 2017 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს გააცნობს. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან და ანტიდასავლურ პროპაგანდასთან დაკავშირებული მიგნებები. შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. \nდრო: 19 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ndi-saqarthvelos-sazogadoebrivi-azris-kvlevis-uakhlesi-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40499.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170519T131000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170519T131000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170519T091030Z
LAST-MODIFIED:20240202T085258Z
UID:10002289-1495199400-1495199400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოანალიზის საზაფხულო სკოლა: „ნევროზი\, ტრავმა და განვითარების საკითხები“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ფსიქოანალიზის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. \nსაზაფხულო სკოლის თემაა: „ნევროზი\, ტრავმა და განვითარების საკითხები“. \nსკოლა ჩატარდება 2017 წლის 27 -31 ივლისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს კვლევითი ცენტრის ბაზაზე. სკოლის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების ფსიქოანალიტიკოსები და ფსიქოთერაპევტები და ამსტერდამის ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ფსიქოანალიტიკოსები: \n\nიაკობ უბელსი – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსი\, ნიდერლანდების ფსიქოანლიტიკური საზოგადოების ექსპრეზიდენტი;\nვოუტერ გომპერტსი – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ-ანალიტიკოსი;\nსილვია ჯანსონი – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ანალიტიკოსი\, ტრენინგ-ფსიქოანალიტიკოს-ფსიქოთერაპევტი\, ამსტერდამის ფსიქოანალიზის საზაფხულო უნივერსიტეტის კოორდინატორი;\nხათუნა ივანიშვილი – საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ანალიტიკოსი\, ილიაუნის მოწვეული პროფესორი\, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარე.\n\nსკოლის მუშაობა მოიცავს შემდეგ აქტივობებს: თეორიული ლექციები\, დისკუსია თემის გარშემო\, ჯგუფური მუშაობა\, კლინიკური შემთხვევის განხილვა\, კლინიკური ვორკშოპი\, ფილმის ჩვენება და ფსიქოანალიტიკური განხილვა. \nსკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო ფსიქოანალიტიკოსების მიერ დამოწმებულ მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატს. \nმონაწილეები გადაიხდიან მხოლოდ მგზავრობის საფასურს დედოფლისწყაროში და უკან. დანარჩენ ხარჯებს დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება. \nსაზაფხულო სკოლაში მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.  \n კონკურსის პირობები \nსაზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის\, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს. სტუდენტებმა უნდა წარადგინონ: \n\nსაკონკურსო ნაშრომი „როგორ მესმის ტრავმა“ (სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა 1500);\nსამოტივაციო წერილი „რატომ მსურს ამ სკოლაში მონაწილეობის მიღება“;\n პირადობის მოწმობის ასლი;\nნიშნების ფურცელი (დამოწმებული სასწავლებლის ბეჭდით).\n\nმონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნაშრომი და დასახელებული საბუთები უნდა გაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: tamarazmaiparashvili@yahoo.com; iv_khatuna@yahoo.com \nსაკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა: 8 ივნისი. \nსაკონტაქტო ინფორმაცია \nსაკონტაქტო პირი: საზაფხულო სკოლის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი\, თამარ აზმაიფარაშვილი (საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება) \nელფოსტა: tamarazmaiparashvili@yahoo.com \nტელ.: 595 558227 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqoanalizis-sazaphkhulo-skola-nevrozi-travma-da-ganvitharebis-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40512.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170518T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170518T140000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170510T101823Z
LAST-MODIFIED:20240202T061626Z
UID:10002290-1495116000-1495116000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დამოუკიდებლობის კვირეული - ბექა კობახიძის და ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში\, 18 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში \,\,ლიგამუსი” საჯარო ლექციას ჩაატარებენ ისტორიკოსები ბექა კობახიძე და ლაშა ბაქრაძე. \nლექციის თემა: \,\,საქართველოს დამოუკიდებლობა და შეიარაღებული ძალების როლი\, ქვეყნის განვითარების პერსპექტივები”. \nლექცია ჩატარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით\, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. \nდრო: 18 მაისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი \,\,ლიგამუსი”\, ი. ჭავჭავაძის გამზ. #32 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/damoukideblobis-kvireuli-beqa-kobakhidzis-da-lasha-baqradzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40345.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170518T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170518T120000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170515T092850Z
LAST-MODIFIED:20240202T061628Z
UID:10002292-1495108800-1495108800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდური კონფერენცია
DESCRIPTION:2017 წლის 18 მაისს\, 12:00 საათზე\, ევროპული სკოლის სააქტო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა ევროპულ სკოლასთან და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით აწყობს მასწავლებელთა ყოველწლიურ სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას. ამჯერად კონფერენციის თემაა „წარმატებული სასკოლო პრაქტიკა ტოლერანტობის\, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სამეწარმეო უნარების განვითარებისა და ინიციატივების წახალისებისთვის“. აღნიშნული კონფერენცია 2015 წლიდან ტარდება ყოველწლიურად. \nკონფერენციის დღის წესრიგი სრულად იხილეთ თანდართულ დოკუმენტად. \nდრო: 18 მაისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ევროპული სკოლის სააქტო დარბაზი (ალ. ყაზბეგის ქ. №34) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mastsavlebeltha-sastsavlo-methoduri-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40380.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170517T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170517T190000
DTSTAMP:20260511T025413
CREATED:20170511T122145Z
LAST-MODIFIED:20240202T061628Z
UID:10002291-1495047600-1495047600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ლევან ცაგარელის ლექციაზე “Subversive Macht der Frau in Friedrich Dürrenmatts Der Besuch der alten Dame” (ქალის სუბვერსიული პოტენციალი ფრიდრიჰ დიურენმატის პიესაში მოხუცი ქალის სტუმრობა). \nმეოცე საუკუნის შვეიცარიულ ლიტერატურაში განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ორმა მწერალმა — მაქს ფრიშმა და ფრიდრიჰ დიურენმატმა. პირველისგან განსხვავებით ქართულ აკადემიურ სივრცეში ნაკლები ყურადღება ეთმობა ფრიდრიჰ დიურენმატის შემოქმედებას. დაგეგმილი ლექცია სწორედ ამ გარემოების გამოსწორებას ემსახურება. იგი დაეთმობა ფრიდრიჰ დიურენმატის ყველაზე ცნობილ პიესას \,\,მოხუცი ქალის სტუმრობა“. ლექციაზე შემოთავაზებული იქნება პიესის ახლებური წაკითხვა. \nლექცია გაიმართება გერმანული ენის თვის ფარგლებში. ეს იქნება მეორე ლექცია ციკლიდან „ქალურობის კონცეპტები გერმანულენოვან ლიტერატურაში“ (Weiblichkeitskonzepte in der deutschsprachigen Literatur). \nლექციის ენა: გერმანული \nდრო: 17 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-levan-tsagarelis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/05/40353.png
END:VEVENT
END:VCALENDAR