BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170203T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170203T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170131T185044Z
LAST-MODIFIED:20240202T063105Z
UID:10002452-1486148400-1486148400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას წელი - პანელური დისკუსია თემაზე „ილიას მემკვიდრეობა“
DESCRIPTION:2017 წელს ილიას დაბადებიდან 180\, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელი შესრულდა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და წლის განმავლობაში არაერთ საინტერესო პროექტს\, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს. \nინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუდმივად განახლდება. \nღონისძიებათა ციკლს გახსნის 3 თებერვალს\, 19:00 საათზე\, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ დაგეგმილი პანელური დისკუსია თემაზე: „ილიას მემკვიდრეობა“. \nპანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: \n➢ ბელა წიფურია – ფილოლოგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; \n➢ გიგა ზედანია – ფილოსოფოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; \n➢ გიორგი ქადაგიძე – ეკონომისტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; \n➢ ემზარ ჯგერენაია – სოციოლოგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; \n➢ ლაშა ბაქრაძე – ისტორიკოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; \n➢ ლევან გიგინეიშვილი – ფილოსოფოსი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; \n➢ ნინო დობორჯგინიძე – ფილოლოგი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; \n➢ ქეთევან დევდარიანი – სცენარისტი. \nდრო: 3 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, (ილია ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \nმნიშვნელოვანი ინფორმაცია: „ლიგამუსის“ სივრცე სრულად ადაპტირებულია.  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-tseli-paneluri-diskusia-themaze-ilias-memkvidreoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39246.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170203T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170203T163000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170202T064724Z
LAST-MODIFIED:20240202T063107Z
UID:10002454-1486139400-1486139400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლით პროგრამის ფარგლებში
DESCRIPTION:3 თებერვალს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. #32)\, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: \n2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის \nშეკითხვების შემთხვევაში\, დაგვიკავშირდით:\nსაგარეო ურთიერთობების სამსახური\n➳ ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E208\n☏ 995 322 220009-367\n✉ erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlith-programis-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/02/39249.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170203T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170203T160000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170131T121408Z
LAST-MODIFIED:20240202T063825Z
UID:10002579-1486137600-1486137600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის "ქართული ენის სახელოსნოს" ორგანიზებით რა? სად? როდის? ჩატარდება
DESCRIPTION:3 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში “ქართული ენის სახელოსნოს” ინიცირებით\, გაიმართება თამაში „რა? სად? როდის?“. \nთამაშში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური კლუბის – „რა? სად? როდის“ – წევრები და ილიაუნის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტები\, რომელთათვისაც ეს დამატებითი ღონისძიებაა კურსისთვის „ენა და კულტურათაშორისი დიალოგი” . \nთამაშის თემატიკა და შეკითხვები იქნება კავკასიის სამი ქვეყნის (საქართველო\, სომხეთი\, აზერბაიჯანი) ისტორიის შესახებ. \nთამაშს გაუძღვება ინტელექტუალური თამაშის \,\,რა? სად? როდის?’’ მოაზროვნე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი\, სოსო ბერიკაშვილი. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-qarthuli-enis-sakhelosnos-organizebith-ra-sad-rodis-chatardeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39247.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170131T224300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170131T224300
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170131T184315Z
LAST-MODIFIED:20240202T063110Z
UID:10002455-1485902580-1485902580@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას წელი
DESCRIPTION:2017 წელს ილიას დაბადებიდან 180\, ხოლო გარდაცვალებიდან 110 წელი სრულდება. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017 წელს ილიას წლად აცხადებს და არაერთ საინტერესო პროექტს\, ღონისძიებასა და კონკურსს გეგმავს. მათ შორის: \n\n\nსაჯარო ლექციების ციკლი „ილიას მემკვიდრეობა“ 3 თებერვლიდან\, ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ \n\n\n3 თებერვალი – პანელური დისკუსია თემაზე „ილიას მემკვიდრეობა“ \n\n\n\nპროფესორ ბელა წიფურიას საჯარო ლექცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია / სეკულარიზაცია“\n5 მაისი\, 18:30 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ \nგიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია: „თერგი და ილია“\n2 ივნისი\, 19:30 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\n\n\n\nკონკურსი ახალგაზრდა რეჟისორებისთვის\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ორგანიზებით\, ჩატარდება კონკურსი. კონკურსის შედეგად გამოვავლენთ ახალგაზრდა რეჟისორს\, რომელიც ილიას მხატვრული მემკვიდრეობის მოტივებზე სპექტაკლს დადგამს.\nკონკურსთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში განთავსდება ილიაუნის ვებგვერდზე. \n\n\n\n\nსაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია/სეკულარიზაცია“\n24-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”  გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. \n\n\n\n\nილიას სახლ-მუზეუმის ვირტუალური მოდელის შექმნა\nპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს (VR LabIliauni) \n\n\n\n\nვიდეოლექციების ციკლი ილიას შესახებ\nპროექტ „ონლაინ ილიაუნის“ ფარგლებში ილუსტრირებული ვიდეოლექციების ციკლი მომზადდება. \n\n\n\n\nკონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის\nკონკურსთან დაკავშირებული დეტალები უახლოეს მომავალში განთავსდება ილიაუნის ვებგვერდზე. \n\n\n\n\nინტერაქტიული ვებგვერდი\nპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. \n\n\nინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მუდმივად განახლდება. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-tseli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39245.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170131T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170131T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170130T102102Z
LAST-MODIFIED:20240202T063829Z
UID:10002581-1485889200-1485889200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „პოეზია და ციური სხეულები“ (ნაწილი 2)
DESCRIPTION:31 იანვარს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს საუბარს თემაზე:„პოეზია და ციური სხეულები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ტერენტი გრეანელი – პოეტი-სალოსი; ტერენტი გრანელის ანგელოსი და გალაკტიონის დემონი; ცა\, დედამიწა და პლანეტები ტერენტი გრანელის შემოქმედებაში; ტერენტი გრანელი და ბარათაშვილი; ტერენტი გრანელი და ედგარ პო. \nდრო: 31 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-tsiuri-skheulebi-natsili-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39232.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170127T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170127T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170123T073218Z
LAST-MODIFIED:20240202T063112Z
UID:10002457-1485543600-1485543600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი - დავით კახაბერის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:27 იანვარს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობას” წარმომადგენელი დავით კახაბერი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქვიარ-აქტივიზმის გამოცდილება საქართველოსა და დასავლეთში“. \nმიუხედავად იმისა\, რომ ტერმინი „ქვიარი“ ჯერაც ბუნდოვანებით არის მოცული\, თანამედროვე ლგბტ აქტივისტები აქტიურად ცდილობენ მის დამკვიდრებას სამოქალაქო ლექსიკონში. იმისათვის\, რომ ეს ტერმინი შედარებით გასაგები გახდეს\, საჭიროა იმ ისტორიული ტრადიციის გადახედვა\, რომელიც გეი-უფლებებისათვის ბრძოლასა და სექსუალურ თავისუფლებას უკავშირდება. ქვიარ-აქტივიზმის გამოცდილება\, რომელიც დასავლურ ცივილიზაციაში თითქმის უკვე ერთ საუკუნეს ითვლის\, საქართველოში დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. მიუხედავად ამ მცირე პერიოდისა\, შეიძლება ითქვას\, რომ ქვიარ-თემს\, ლოკალური მასშტაბით\, უფრო დიდ მტერთან უწევს გამკლავება\, ვიდრე რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს. მომხსენებელი შეეცდება\, უპასუხოს შემდეგ შეკითხვებს: რას ნიშნავს\, იყო ქვიარ-ადამიანი? რა სირთულეები შეიძლება ხვდებოდეს ქვიარ-აქტივისტს როგორც პოლიტიკურ\, ასევე\, ყოველდღიურ ცხოვრებაში? აქტივიზმის რა სახეობები და გზებია თანამედროვე სამყაროსა და საქართველოში? \nდრო: 27 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/liberalizmis-sastsavlo-tsentri-davith-kakhaberis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39218.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170126T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170126T183000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170123T110715Z
LAST-MODIFIED:20240202T063113Z
UID:10002458-1485455400-1485455400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მათიას თეოდორ ფოგტის საჯარო ლექცია: „უნდა იყოს თუ არა ინტერკულტურულობის კვლევა ინტერდისციპლინური?“
DESCRIPTION:26  იანვარს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჩატარდება  გერმანელი ისტორიკოსისა და კულტურის ისტორიის პროფესორის\, მათიას თეოდორ ფოგტის\, საჯარო ლექცია: „უნდა იყოს თუ არა ინტერკულტურულობის კვლევა ინტერდისციპლინური?“ (Ought We to Tackle Research on Interculturality in an Interdisciplinary Approach?) \nმომხსენებლის შესახებ \nგერმანელი პროფესორი\, დოქტორი მათიას თეოდორ ფოგტი (Matthias Theodor Vogt) კულტურული ინფრასტრუქტურის საქსონური ინსტიტუტის დამფუძნებელი და ციტაუ/გორლიცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორია კულტურის ისტორიისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით. ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მან ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოიპოვა\, პოსტდოქტორანტურა კი 2008 წელს დაასრულა პეჩის უნივერსიტეტში. \nმათიას თეოდორ ფოგტის ინტერესების სფეროა კულტურის პოლიტიკა\, ევროპულ ქვეყნებში დემოკრატიის ხელშემწყობი კულტურულ გარემოებათა კვლევა\, ისტორია\, მუსიკოლოგია. \nლექციის დასრულების შემდეგ პროფესორს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 26 იანვარი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-mathias-theodor-phogtis-sajaro-leqtsia-unda-iqhos-thu-ara-interkulturulobis-kvleva-interdistsiplinuri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39205.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170126T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170126T140000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170124T064208Z
LAST-MODIFIED:20240202T063116Z
UID:10002459-1485439200-1485439200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „ნიუ ჰოსპიტალსთან“
DESCRIPTION:26 იანვარს\, ხუთშაბათს\, 14:00 საათზე\, „ნიუ ჰოსპიტალსის“ საკონფერენციო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს „ნიუ ჰოსპიტალსს“ შორის ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და „ნიუ ჰოსპიტალსი“ იღებენ ვალდებულებას\, ერთობლივი ძალისხმევით მოახდინონ C ჰეპატიტის პრევენციისა და ადრეულ ეტაპზე გამოვლენის პრომოცია და\, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სათანადო საინფორმაციო მასალის გავრცელებით\, უზრუნველყონ სისხლის უანგარო დონაციის შესახებ უნივერსიტეტის სტუდენტთა/თანამშრომელთა ინფორმირება დაგეგმილ აქტივობებში მათი ჩართვის მიზნით. \nმემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინიტრაციის თანამშრომლები ადგილზევე ჩაერთვებიან სისხლის უანგარო დონაციის აქციაში. \nდრო: 26 იანვარი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: „ნიუ ჰოსპიტალსის“ საკონფერენციო დარბაზი (კრწანისის ქუჩა №12) \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/urthierththanamshromlobis-memorandumi-niu-hospitalsthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39217.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170125T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170125T180000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170123T121000Z
LAST-MODIFIED:20240202T063117Z
UID:10002460-1485367200-1485367200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოში იტალიის ელჩის ვიზიტი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:2017 წლის 25 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრს (S501-502 აუდიტორიები) ესტუმრებიან იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში\, ანტონიო ენრიკო ბარტოლი\, ელჩის პირველი მოადგილე\, სტეფანო კრეშენცი\, და იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე\, ნინო კილოსანიძე. \nღონისძიების ფარგლებში\, იტალიური კულტურის ცენტრის სტუდენტები და პედაგოგები წარმოადგენენ კარლო გოლდონის სპექტაკლს „Gl`innamorati“. სპექტაკლის რეჟისორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი\, ნანა ლომია. \nიტალიური კულტურის ცენტრის დირექტორი\, ნოდარ ლადარია\, და კოორდინატორი\, მანანა სიფრაშვილი\, აუდიტორიას გააცნობენ ცენტრის საქმიანობას და წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს. \nდრო: 25 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: იტალიური კულტურის ცენტრი (გ. წერეთლის #3\, S501-502 აუდიტორია)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthveloshi-italiis-elchis-viziti-iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39214.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170124T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170124T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170123T075844Z
LAST-MODIFIED:20240202T063120Z
UID:10002461-1485284400-1485284400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „პოეზია და ციური სხეულები“
DESCRIPTION:24 იანვარს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პოეზია და ციური სხეულები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ცა და ციური სხეულები ქართულ მითოლოგიაში; მზე და მთვარე ხალხურ პოეზიაში; ცა და მზის სისტემა „ვეფხისტყაოსანში“; მზისა და მთვარის პოეტები; მზე  და გალაკტიონი. \nდრო: 24 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-tsiuri-skheulebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39204.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170120T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170120T180000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170112T075119Z
LAST-MODIFIED:20240202T063121Z
UID:10002462-1484935200-1484935200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მზექალა შანიძის საიუბილეო საღამო
DESCRIPTION:20 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მზექალა შანიძის 90 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შედგება ილუსტრირებული კრებულის პრეზენტაცია\, რომელშიც მზექალა შანიძისა და მისი მეგობრების\, ვახუშტი კოტეტიშვილის\, ლექსო ჭინჭარაულის და სხვების\, კაფიებია შესული. \nამასთან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დამსწრე აუდიტორიას წარუდგენენ: \n\nმზექალა შანიძის აუდიოჩანაწერის ტექსტს\, ანოტირებულს  თანამედროვე ლინგვისტური პროგრამებით: Praat-ი\,\nEllan-ი  ToolBox-ი;\nძველი ქართული ენის ერთ-ერთი მორფოლოგიური კატეგორიის კომპიუტერულ მოდელს;\n„ჯეოლაბთან“ თანამშრომლობით შექმნილ ფონტს – „მზექალა შანიძე“;\nმზექალა შანიძის  სამეცნიერო სტატიების კვლევით პერსპექტივას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექსტურ კორპუსებზე დაყრდნობით.\n\nღონისძიების დასასრულს ქალბატონ მზექალა შანიძეს მიენიჭება ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nდრო: 20 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mzeqala-shanidzis-saiubileo-saghamo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39163.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170117T092149Z
LAST-MODIFIED:20240202T063125Z
UID:10002464-1484766000-1484766000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი - ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“
DESCRIPTION:18 იანვარს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ეკონომიკა\, რა არის ამ პრობლემების საფუძველი და როგორ შეიძლება გადაიჭრას ისინი როგორც მოკლევადიან\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა როლი აქვს მოქალაქეებს პრობლემების წარმოშობაში ან მათ გადაწყვეტაში. \nდრო: 18 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/liberalizmis-sastsavlo-tsentri-irakli-qhiphianis-sajaro-leqtsia-qarthuli-ekonomikis-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39179.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170116T064303Z
LAST-MODIFIED:20240202T063125Z
UID:10002465-1484766000-1484766000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“
DESCRIPTION:18 იანვარს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ეკონომისტი ირაკლიყიფიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ეკონომიკა\, რა არის ამ პრობლემების საფუძველი და როგორ შეიძლება გადაიჭრას ისინი როგორც მოკლევადიან\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა როლი აქვს მოქალაქეებს პრობლემების წარმოშობაში ან მათ გადაწყვეტაში. \nდრო: 18 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irakli-qhiphianis-sajaro-leqtsia-qarthuli-ekonomikis-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39176.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170116T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170116T160000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170111T115447Z
LAST-MODIFIED:20240202T063129Z
UID:10002467-1484582400-1484582400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია გაიხსნება
DESCRIPTION:16 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით\,  ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე\,  საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VRLab Iliauni) გაიხსნება. \nლაბორატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში გამოიყენებს. \nგარდა ამისა\, VRLab Iliauni დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო\, ისე კვლევით პროცესში\, კერძოდ: \n\nსიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში;\nკვლევისა და სწავლების ვიზუალიზაციაში;\nმოწინავე პროგრამულ აპლიკაციებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებში ვარჯიშში.\n\nლაბორატორია ხელოვნების\, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების მკვლევრებს კვლევის სიმულაციის\, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას მისცემს\, რათა მონაცემები დიდი მასშტაბისა და მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მქონე ეკრანებზე და გამოსახულებით „დივაისებზე“ გადაიტანონ. \nვირტუალური/გაფართოებული რეალობის მოწყობილობები\, პოზიციური მოძიების კამერები და სენსორები\, თავზე დასამაგრებელი მონიტორები (მაგ.: ოკულუსი) – ლაბორატორიის აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას\, შეგრძნებების დონეზე მოდელირებული რეალობის ნაწილი გახდე\, მაგალითად: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში; კლავიატურისა და მაუსის გარეშე\, საკუთარი ხელების მოძრაობით\, ვირტუალურად დააპროექტო შენობები\, გააუმჯობესო ტურიზმის მარკეტინგი\, შექმნა უფრო ეფექტური განათლების მოდულები; ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შექმნა და სასურველი შედეგის მიღებამდე ცვალო საკუთარი იდეების პროტოტიპები. \nდრო: 16 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, C კორპუსი\, I სართული (შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან)\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetshi-saqarthveloshi-pirveli-gapharthoebuli-vizualizatsiis-da-virtualuri-realobis-laboratoria-gaikhsneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39161.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170114T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170114T160000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20170113T125608Z
LAST-MODIFIED:20240202T063130Z
UID:10002468-1484409600-1484409600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ტკივილის ნეიროფიზიოლოგია“
DESCRIPTION:14 იანვარს\, შაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ტკივილის ნეიროფიზიოლოგია“. ლექციას გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, მალხაზ მაყაშვილი და ილიაუნის მაგისტრანტი\, თეო გუბიანური. \nდრო: 14 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tkivilis-neirophiziologia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39174.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161229T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161229T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161223T101614Z
LAST-MODIFIED:20240202T063136Z
UID:10002470-1483038000-1483038000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზურა აბაშიძის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ - სადებიუტო პროზაული კრებულის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:29 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ზურა აბაშიძის მოთხრობების  სადებიუტო კრებულის პრეზენტაციაზე. \nკრებულში\, სახელწოდებით – „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“\, უამრავ დასამახსოვრებელ\, ცოცხალ პერსონაჟს შორის\, შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს – იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს\, რომლებიც კვლავაც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას\, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის\, რომელსაც\, სინამდვილეში\, იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას\, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს… ამდენი ადამიანი\, მეზობელი\, მეგობარი\, ნათესავი\, ცხოველი\, ამდენი სევდიანი\, ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად ჯადოსნურია – თითქოს ყოველ მათგანს\, ყველა ადამიანსა თუ ამბავს ხედავ და ხვდები\, რომ რაღაც ასეთი შენც დაგმართვია ან ოდესმე აუცილებლად დაგემართება. \nკრებულს ავტორი\, ზურა აბაშიძე\, წარადგენს; მოდერატორი – მაშო სამადაშვილი. \nდრო: 29 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zura-abashidzis-rogor-movklath-bili-elioti-sadebiuto-prozauli-krebulis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39033.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161228T100000Z
LAST-MODIFIED:20240202T063140Z
UID:10002472-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიდერთა განვითარების აკადემიის პროგრამა
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე – ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD. \nლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამა გულისხმობს საჯარო\, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. \nკურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში\, მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, დაეუფლონ ლიდერობის\, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს\, რაც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტურობის ასამაღლებლად\, საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების დასაგეგმად/გასატარებლად და საჯარო და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. \nლიდერთა განვითარების აკადემიის 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის მონაწილეები საჯარო\, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან მიიღებენ ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის\, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი\, რომელთა დახმარებითაც მონაწილეები\, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით\, გააანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს; განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და\, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით\, გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. \nლიდერთა განვითარების აკადემია გაიმართება თბილისში 2017 წლის მარტის პირველ კვირას. ლიდერთა განვითარების აკადემიის მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 იანვარი\, 18:00 საათი. \nპროგრამის და განაცხადების გამოგზავნის დეტალური ინსტრუქციის შესახებ\, გთხოვთ\, იხილოთ განცხადების ინგლისური ვერსია და თანდართული დოკუმენტები. \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში\, გთხოვთ\, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ladgeorgia@eprc.ge \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lidertha-ganvitharebis-akademiis-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39084.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161221T100324Z
LAST-MODIFIED:20240202T063144Z
UID:10002475-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის 100 წლის იუბილე
DESCRIPTION:28 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის იუბილეზე. \n2016 წლის 28 დეკემბერს ასი წელი სრულდება ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ – გამოცემიდან. \nწიგნის შესახებ ისაუბრებენ: წიგნის მთარგმნელი\, გია ბერაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, პაატა ჩხეიძე და მოწვეული ლექტორები – ნოდარ გოცირიძე და დავით ტარიელაშვილი. \nწიგნის შესახებ \nჯეიმზ ჯოისის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ პირველად ჩნდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი პერსონაჟი\, სტივენ დედალოსი. ჯეიმზ ჯოისის მსგავსად\, სტივენ დედალოსსაც უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს\, იქნება ეს რელიგიური დოგმები\, ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემა თუ\, ზოგადად\, ირლანდიური საზოგადოების მარწუხები\, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ\, ჩაკლან მეამბოხე ახალგაზრდის თავისუფალი აზროვნება და ხელოვნებისადმი სწრაფვა. წიგნი\, რომელიც საბავშვო\, სახალისო ლექსით იწყება\, ესთეტიკის ურთულეს კანონებზე მსჯელობით სრულდება და ე.წ. „აღზრდის რომანის“ ვიქტორიანულ კანონებს სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და მოთხრობების კრებული „დუბლინელები“ სწორედ ის წიგნებია\, რომლებშიც ნათლად გამოიკვეთა ჯეიმზ ჯოისის ის სამწერლო შესაძლებლობები\, რომელთა წყალობითაც\, საბოლოოდ\, მეოცე საუკუნის ალბათ მთავარი რომანი\, „ულისე“\, შეიქმნა. \nდრო: 28 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-jeimz-joisis-pirveli-romanis-100-tslis-iubile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161223T070610Z
LAST-MODIFIED:20240202T063149Z
UID:10002476-1482865200-1482865200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოეზია და მუსიკა რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნოში“
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“ პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოზე გიწვევთ. პროექტი „პოეზია და რეციტაცია“ გოგი ძოძუაშვილის მუსიკისა და რატი ამაღლობელის პოეტური ტექსტების სინთეზს წარმოადგენს. \nდრო: 27 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/poezia-da-musika-rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosnoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39029.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T160000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161226T075737Z
LAST-MODIFIED:20240202T063155Z
UID:10002477-1482854400-1482854400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა\, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ - პროექტის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის – „კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა\, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ (2016 წ.) – შედეგების პრეზენტაცია. \nპრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი\, თინათინ კახნიაშვილი. \nმის საანგარიშო მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები\, კერძოდ: \n\nშესწავლილ იქნა ინფლაციის დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია სამყაროს გაფართოების მსვლელობაში; დადგენილ იქნა მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის დაშლის ძირითადი კანონზომიერებები (Kahniashvili\, Brandenburg\, Durrer\, Tevzadze\, and Yin\, PRD submitted\, under consideration);\nშესწავლილ იქნა კოში-შვარცის უტოლობა კოსმოლოგიურ მაგნიტურ ველებთან მიმართებაში (Yin\, Kahniashvili\, Brandenburg\, Fluid Dyn. submitted);\nშესწავლილ იქნა ელექტროფაზური გადასვლის დროს სპირალური მაგნიტური ველების წარმოშობის შესაძლებლობა და ნაჩვენები იქნა ასეთი ველების მიერ გალაქტიკური და გროვების მაგნიტური ველების ახსნის შესაძლებლობა (Kahniashvili\, Brandenburg\, Tevzadze\, Phys. Scripta 2016\, Kahniashvili\, Brandenburg\, Tevzadze\, Vachaspati\, 2016 in preparation);\nრიცხვითი მოდელირებით გამოყოფილ და შესწავლილ იქნა ჰიდრო- და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის ძირითადი კლასები. დადგენილ იქნა ტურბულენტობის ევოლუციის კანონზიმიერებები (Brandenburg & Kahniashvili\, Phys. Rev. Lett\, accepted\, published Jan. 11 2017).\n\n  \nდრო: 27 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kosmosuri-magnituri-velebis-tsarmoshoba-evolutsia-da-dakvirvebithi-minishnebebi-proeqtis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39036.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T130000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161222T081500Z
LAST-MODIFIED:20240202T063159Z
UID:10002478-1482843600-1482843600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პასკალის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. \nპასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატები არიან: შალვა ბარჯაძე\, გიორგი ჩალაძე\, დავით ქურიძე და ლაშა სუხიშვილი. \nშალვა ბარჯაძე – დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი \n\nსტატია 1: „ახალი დიაგნოზი PlutomurusYosii (Collembola\, Tomoceridae)-ის სახეობებისათვის ორი ახალი სახეობის აღწერით საქართველოს მღვიმეებიდან“ / NEW DIAGNOSIS FOR SPECIES OF PLUTOMURUSYOSII (COLLEMBOLA\, TOMOCERIDAE)\, WITH DESCRIPTIONS OF TWO NEW SPECIES FROM GEORGIAN CAVES\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4126 (1): 077-096.\n\n\nსტატია 2: „Aphis Linnaeus (Hemiptera\, Aphididae)-ის ახალი სახეობა მცხოვრები  Teucriumpolium L. (Lamiaceae)-ზე“ / A new species of Aphis Linnaeus (Hemiptera\, Aphididae) living on Teucrium polium L. (Lamiaceae)\nგამოქვეყნდა: 2015 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4057 (2): 248-256\n\nგიორგი ჩალაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი \n\nსტატია: „ჰომოსექსუალობის სტაბილურობა კაცებში შესაძლოა აიხსნას ჰეტეროსექსუალი მატარებლებით: X-შეჭიდული დამემკვიდრების\, ინდივიდებზე დაფუძნებული სიმულაცია“ / HETEROSEXUAL MALE CARRIERS COULD EXPLAIN PERSISTENCE OF HOMOSEXUALITY IN MEN: INDIVIDUAL-BASED SIMULATIONS OF AN X-LINKED INHERITANCE MODEL\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Archives Of Sexual Behavior\, 45(7)\, 1705-1711. doi:10.1007/s10508-0160742-2\n\nდავით ქურიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი  \n\nსტატია 1: „წყალბადის (Hα) ხაზის პროფილის ასიმეტრიები და ანთებული ქრომოსფეროს სიჩქარეები“ / Hα LINE PROFILE ASYMMETRIES AND THE CHROMOSPHERIC FLARE VELOCITY FIELD\nგამოქვეყნდა: 2015 წელს Astrophisical Journal-ში\n\n\nსტატია 2: „კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობები მზის ქრომოსფერულ დინებებში: თეორია და დაკვირვებები“/ KELVIN-HELMOLTZ INSTABILITY IN SOLAR CHROMOSPHERIC JETS: THEORY AND OBSERVATION\nგამოქვეყნდა: 2016 წელს Astrophisical Journal-ში\n\nლაშა სუხიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი\, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი \n\nსტატია: „შეცოცებათა სისტემის ტექტონიკით და სედიმენტაციური პროცესებით გამოწვეული მდინარე მტკვრის გვიან პლეისტოცენური მიგრაციები“ / LATE PLEISTOCENE RIVER MIGRATIONS IN RESPONSE TO THRUST BELT ADVANCE AND SEDIMENT-FLUX STEERING – THE KURA RIVER (SOUTHERN CAUCASUS)\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Geomorphology N266.  pp. 53-65\n\nპასკალის პრემიის შესახებ \nახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის\, გიგა ზედანიას\, ინიციატივით\, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო\, რომლის ოდენობა  3 000 ლარია. \nპრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის\, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. \nპროექტის პარტნიორია „ბაზისბანკი“. \nპასკალის პრემიის შესახებ დამატებით იხილეთ აქ. \n2016 წლის გამარჯვებულთა შესახებ დამატებით იხილეთ აქ. \nდაჯილდოების დრო: 27 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n  \n  \n  \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paskalis-premiis-laureatebis-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38999.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161223T084751Z
LAST-MODIFIED:20240202T063202Z
UID:10002480-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის\, გიორგი ბეგაძის\, საჯარო ლექცია: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, გიორგი ბეგაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ტურიზმის პოლიტიკის დინამიკაზე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში\, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე\, რასაც ეს სფერო მოიცავს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asotsirebuli-prophesoris-giorgi-begadzis-sajaro-leqtsia-saqarthvelos-erovnuli-turizmis-politika-da-ganvitharebis-strategia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39030.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161220T130735Z
LAST-MODIFIED:20240202T063208Z
UID:10002481-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კრებულების პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო პუბლიკაციების ამსახველი სამი კრებულის პრეზენტაცია: \n1. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის « L’Europe et le Caucase. Les relations interrégionales et la question de l’identité » („ევროპა და კავკასია. რეგიონთაშორისი ურთიერთობები და იდენტობის საკითხი“) მოხსენებების კრებული (ფრანგულ ენაზე)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა\, 2012 წელი. \n2. „L’Arménie et la Géorgie en dialogue avec l’Europe. Du Moyen Âge à nos jours“ („სომხეთი და საქართველო ევროპასთან დიალოგში. შუა საუკუნეებიდან დღემდე“)\, გამომცემლობა GUETHNER\, პარიზი\, 2016. \nეს ორი კრებული ასახავს სამი ქვეყნის – საქართველოს\, საფრანგეთისა და სომხეთის – მეცნიერთა კვლევებს კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთობების საკითხებზე იდენტობის ჭრილში. კვლევების შედეგები წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ სამ ერთობლივ კონფერენციაზე (2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, 2012 წელს პოლ ვალერის უნივერსიტეტში  მონპელიე 3 და 2014 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში). \n3.  ფრანკოფონიული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Études interdisciplinaires en Sciences humaines“ („ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნირებებში“). \nჟურნალი ყოველწლიურია და 2013 წლიდან გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობა. გამოცემულია 3 ნომერი. პირველი ორი ნომერი – ფრანგულ ენაზე\, მესამე – ოთხ რომანულ (ფრანგულ\, ესპანურ\, იტალიურ და რუმინულ) ენაზე. მასში ქვეყნდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისა და დოქტორანტების სტატიები. \nჟურნალი დაარსებულია 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (CODFREURCOR) საქმიანობის ფარგლებში და ასახავს იმ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებს\, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება სადოქტორო კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. დღემდე ჩატარებულია 4 კონფერენცია: 2 – კიშინიოვში\, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2013\, 2016 წწ.)\, 2 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2014\, 2015 წწ). ამჟამად გამოსაცემად მზადდება ჟურნალის მეოთხე ნომერი\, რომელიც დაიბეჭდება 2017 წლის ზაფხულში. \nჟურნალი აქვეყნებს სადოქტორო კოლეჯის არაწევრი დასავლეთ ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორების სტატიებსაც (სადოქტორო კოლეჯის საქმიანობის შესახებ იხ. ბმული: http://codfreurcor.iliauni.edu.ge) \nპრეზენტაციის მოდერატორია მზაღო დოხტურიშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი\, პირველი და მეორე კრებულის თანარედაქტორი და მესამე კრებულის რედაქტორი. \nპრეზენტაციის დრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-krebulebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39020.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161205T073706Z
LAST-MODIFIED:20240202T063210Z
UID:10002482-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანიტა რაჭველიშვილის მასტერკლასი ილიაუნიში
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის თეატრის ფოიეში  ჩატარდება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის\, ანიტა რაჭველიშვილის\, მასტერკლასი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები: \n\nგაგა გულიაშვილი (ილიაუნის სტუდენტი);\nნინო ჯაჭვაძე (სოპრანო);\nირინა შერაზადიშვილი (სოპრანო);\nნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო).\n\nსაქართველოს პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის პრემიების მფლობელი\, ანიტა რაჭველიშვილი\, დღეს მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე მღერის\, რომელთა შორისაა: მილანის ლა-სკალა\, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა\, ბერლინის დოიჩე ოპერა\, ბავარიის სახელმწიფო ოპერა\, ნიდერლანდების კონცერტგებოუ\, სიეტლის\,  სან-ფრანცისკოს\, მიჩიგანის საოპეროთეატრები\, კანადის საოპერო თეატრი და ა.შ. მის რეპერტუარში მრავალი წამყვანი როლია: ბიზეს კარმენი\, ვერდის ამნერისი\, სენ-სანსის დალილა\, მასნეს დულსინეა\, რიმსკი-კორსაკოვისლიუბაშა და სხვ. \nდრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anita-ratchvelishvilis-masterklasi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38875.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161221T064254Z
LAST-MODIFIED:20240202T063214Z
UID:10002483-1482519600-1482519600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ნონიაშვილის საჯარო ლექცია: „დისკრიმინაცია - ძალაუფლების იარაღი“
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, კონსტიტუციონალისტი გიორგი ნონიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დისკრიმინაცია – ძალაუფლების იარაღი“. \nპოლიტიკური ელიტის ნაწილი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე საუბარს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად იყენებს. ელექტორატის მოზიდვა ხშირად უმცირესობების ჩაგვრით და სახლში გამოკეტვის დაპირებით ხდება. მიუხედავად იმისა\, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებულია ადამიანის უფლებების თანასწორ დაცვაზე\, დემოკრატიის მიერ მონიჭებული იარაღით\, უმრავლესობის ნება შესაძლოა უმცირესობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. ლექცია შეეხება თანასწორ პირთა მიმართ არათანასწორი მოპყრობის (და პირიქით) ზოგად პრობლემატიკას და პოსტსაბჭოთა სივრცის ქართულ კონტექსტს. \nდრო: 23 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-noniashvilis-sajaro-leqtsia-diskriminatsia-dzalauphlebis-iaraghi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39025.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161215T124945Z
LAST-MODIFIED:20240202T063215Z
UID:10002484-1482519600-1482519600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფორბსის“ კლუბში: გიორგი ისაკაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. \nსაჯარო ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, გიორგი ისაკაძე. \nლექციის თემაა: მედიაბიზნესი. \nმომხსენებლის შესახებ \nგიორგი ისაკაძე სულ ახლახან შემოუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორების გუნდს. ამავე დროს\, იგი არის Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების – „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“ – ავტორი. \nდრო: 23 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2016 წელი \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phorbsis-klubshi-giorgi-isakadzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38995.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T180000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161212T121448Z
LAST-MODIFIED:20240202T063304Z
UID:10002485-1482516000-1482516000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ბოტანიკის ინსტიტუტი
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „საქართველოს მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნება“ წაიკითხავს ემერიტუსი პროფესორი გიორგი ნახუცრიშვილი.\n\nანოტაცია\n\nილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი არის საქართველოში წამყვანი დაწესებულება მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნების შესწავლის მიმართულებით. არ არის ბოტანიკური მეცნიერების ისეთი დარგი\, რომელიც აქ არ ისწავლებოდეს დაწყებული წყალმცენარეებით და ლიქენებით-მცენარეთა თანასაზოგადოებით დამთავრებული. კვლევის ობიექტებია: საქართველოს უდაბნოები\, სტეპები\, ტყეები\, ორობიომები და სხვ. მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული უკანასკნელ წლებში მიღებული შედეგები და პუბლიკაციები. \n\nმოხსენებას თემაზე „კულტურული მცენარეების ველური მონათესავე სახეობების მრავალფეროვნება საქართველოს ტერიტორიაზე“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი მაია ახალკაცი.\n\nანოტაცია\n\nმოხსენებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს მცენარეთა კულტურული ჯიშები\, მათი ველური მონათესავე სახეობები და მონაცემები ადგილობრივი ჯიშების ეროზიისა და გადაშენების შესახებ. განხილული იქნება ველური მონათესავე სახეობების გენომის გამოყენების შესაძლებლობა ჯიშების შენარჩუნებისა და ადაპტაციისთვის კლიმატის ცვლილების პირობებში. \nდრო: 23 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-botanikis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38957.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T173000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161212T123041Z
LAST-MODIFIED:20240202T063305Z
UID:10002486-1482514200-1482514200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ზოოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 17:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება\, მონიტორინგი\, ბიოკონტროლი “ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი გიორგი ბახტაძე.\n\nანოტაცია\n\nპროექტი მიეკუთვნება ფუნდამენტური\,  კონსერვაციული და გამოყენებითი კვლევების სფეროს\, რომლის ფარგლებშიც ისწავლება საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება. ფუნდამენტური კვლევის საფუძველზე\, შეფასდება მათი თანამედროვე მდგომარეობა და გამოიკვეთება ის სახეობები\, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციას\, მონიტორინგს\, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. ხდება ინვაზიის კერების\, საკვანძო სახეობებისა და ტერიტორიების გამოვლენა\, მეცნიერებისათვის ახალი ან საქართველოსათვის პირველად რეგისტრირებული სახეობების აღმოჩენა\, გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა\, ფართომასშტაბიანი მონიტორინგის სისტემის ინიცირება. \nდრო: 23 დეკემბერი\, 17:30 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-zoologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38972.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T170000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161213T065604Z
LAST-MODIFIED:20240202T063305Z
UID:10002488-1482512400-1482512400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ჰომოლოგიების ცნების განვითარების შესახებ“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი.\n\nანოტაცია\n\nმათემატიკაში ჰომოლოგიის ცნება ქიმიისა და ბიოლოგიის შესაბამის ცნებებთან გარეგანი ანალოგიის გამო შემოიტანეს. მოხსენებაში განხილული იქნება ეს ანალოგიები; მოხსენების დანარჩენი ნაწილი კი დაეთმობა ავტორის შედეგებს ჰომოლოგიურ ალგებრასა და K-თეორიაში. \nდრო: 23 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-phundamenturi-da-interdistsiplinaruli-mathematikuri-kvlevebis-instituti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38973.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T120000
DTSTAMP:20260511T025104
CREATED:20161222T121052Z
LAST-MODIFIED:20240202T063309Z
UID:10002490-1482494400-1482494400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში - გენეალოგია\, ფორმები\, პრაქტიკები“
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, პარასკევს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში – გენეალოგია\, ფორმები\, პრაქტიკები“. \n2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ\, საქართველოში სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაციისა და სწრაფი რეფორმების პოლიტიკა დაიწყო. ამ პოლიტიკას\, ხშირ შემთხვევაში\, თან ახლდა სისტემური ძალადობა\, რაც ხორციელდებოდა როგორც იურისპრუდენციაში (პოლიცია\, უშიშროება\, სასამართლო\, სასჯელაღსრულება)\, ასევე სოციალურ\, საგანმანათლებლო\, მედიის სფეროებში. \nაღსანიშნავია ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკაც\, რომელმაც სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერები წარმოქმნა და\, ერთი მხრივ\, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სისტემურ ძალადობას\, მეორე მხრივ კი\, თავად იქცა ამ ძალადობის ნაწილად. \nკონფერენციის მიზანია 2003 წლიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური\, ეკონომიკური და სოციალური\, აგრეთვე კულტურული პროცესების ანალიზი სისტემური ძალადობის პრიზმიდან\, მისი განხილვა ბიოპოლიტიკისა და ძალაუფლების ანალიტიკის სხვა თანამედროვე თეორიების ფონზე. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული მკვლევრები: გიორგი ღვინჯილია\, კოტე ერისთავი\, გიორგი მაისურაძე\, მაია ბარქაია\, შოთა ხინჩაგაშვილი\, თამთა მიქელაძე და ვახუშტი მენაბდე. \nდრო: 23 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-sistemuri-dzaladoba-postrevolutsiuri-khanis-saqarthveloshi-genealogia-phormebi-praqtikebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
END:VCALENDAR