BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170125T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170125T180000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20170123T121000Z
LAST-MODIFIED:20240202T063117Z
UID:10002460-1485367200-1485367200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოში იტალიის ელჩის ვიზიტი ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:2017 წლის 25 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრს (S501-502 აუდიტორიები) ესტუმრებიან იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში\, ანტონიო ენრიკო ბარტოლი\, ელჩის პირველი მოადგილე\, სტეფანო კრეშენცი\, და იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე\, ნინო კილოსანიძე. \nღონისძიების ფარგლებში\, იტალიური კულტურის ცენტრის სტუდენტები და პედაგოგები წარმოადგენენ კარლო გოლდონის სპექტაკლს „Gl`innamorati“. სპექტაკლის რეჟისორია იტალიური კულტურის ცენტრის პედაგოგი\, ნანა ლომია. \nიტალიური კულტურის ცენტრის დირექტორი\, ნოდარ ლადარია\, და კოორდინატორი\, მანანა სიფრაშვილი\, აუდიტორიას გააცნობენ ცენტრის საქმიანობას და წლების განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს. \nდრო: 25 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: იტალიური კულტურის ცენტრი (გ. წერეთლის #3\, S501-502 აუდიტორია)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthveloshi-italiis-elchis-viziti-iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39214.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170124T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170124T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20170123T075844Z
LAST-MODIFIED:20240202T063120Z
UID:10002461-1485284400-1485284400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „პოეზია და ციური სხეულები“
DESCRIPTION:24 იანვარს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პოეზია და ციური სხეულები“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: ცა და ციური სხეულები ქართულ მითოლოგიაში; მზე და მთვარე ხალხურ პოეზიაში; ცა და მზის სისტემა „ვეფხისტყაოსანში“; მზისა და მთვარის პოეტები; მზე  და გალაკტიონი. \nდრო: 24 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-poezia-da-tsiuri-skheulebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39204.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170120T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170120T180000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20170112T075119Z
LAST-MODIFIED:20240202T063121Z
UID:10002462-1484935200-1484935200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მზექალა შანიძის საიუბილეო საღამო
DESCRIPTION:20 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მზექალა შანიძის 90 წლის იუბილესადმი  მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში შედგება ილუსტრირებული კრებულის პრეზენტაცია\, რომელშიც მზექალა შანიძისა და მისი მეგობრების\, ვახუშტი კოტეტიშვილის\, ლექსო ჭინჭარაულის და სხვების\, კაფიებია შესული. \nამასთან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დამსწრე აუდიტორიას წარუდგენენ: \n\nმზექალა შანიძის აუდიოჩანაწერის ტექსტს\, ანოტირებულს  თანამედროვე ლინგვისტური პროგრამებით: Praat-ი\,\nEllan-ი  ToolBox-ი;\nძველი ქართული ენის ერთ-ერთი მორფოლოგიური კატეგორიის კომპიუტერულ მოდელს;\n„ჯეოლაბთან“ თანამშრომლობით შექმნილ ფონტს – „მზექალა შანიძე“;\nმზექალა შანიძის  სამეცნიერო სტატიების კვლევით პერსპექტივას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექსტურ კორპუსებზე დაყრდნობით.\n\nღონისძიების დასასრულს ქალბატონ მზექალა შანიძეს მიენიჭება ილიას  სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nდრო: 20 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mzeqala-shanidzis-saiubileo-saghamo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39163.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20170117T092149Z
LAST-MODIFIED:20240202T063125Z
UID:10002464-1484766000-1484766000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი - ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“
DESCRIPTION:18 იანვარს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ეკონომიკა\, რა არის ამ პრობლემების საფუძველი და როგორ შეიძლება გადაიჭრას ისინი როგორც მოკლევადიან\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა როლი აქვს მოქალაქეებს პრობლემების წარმოშობაში ან მათ გადაწყვეტაში. \nდრო: 18 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/liberalizmis-sastsavlo-tsentri-irakli-qhiphianis-sajaro-leqtsia-qarthuli-ekonomikis-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39179.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170118T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20170116T064303Z
LAST-MODIFIED:20240202T063125Z
UID:10002465-1484766000-1484766000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირაკლი ყიფიანის საჯარო ლექცია: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“
DESCRIPTION:18 იანვარს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ეკონომისტი ირაკლიყიფიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქართული ეკონომიკის გამოწვევები“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას საქართველოში ეკონომიკა\, რა არის ამ პრობლემების საფუძველი და როგორ შეიძლება გადაიჭრას ისინი როგორც მოკლევადიან\, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რა როლი აქვს მოქალაქეებს პრობლემების წარმოშობაში ან მათ გადაწყვეტაში. \nდრო: 18 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irakli-qhiphianis-sajaro-leqtsia-qarthuli-ekonomikis-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39176.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170116T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170116T160000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20170111T115447Z
LAST-MODIFIED:20240202T063129Z
UID:10002467-1484582400-1484582400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია გაიხსნება
DESCRIPTION:16 იანვარს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით\,  ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე\,  საქართველოში პირველი გაფართოებული ვიზუალიზაციის და ვირტუალური რეალობის ლაბორატორია (VRLab Iliauni) გაიხსნება. \nლაბორატორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში გამოიყენებს. \nგარდა ამისა\, VRLab Iliauni დაეხმარება სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს როგორც სასწავლო\, ისე კვლევით პროცესში\, კერძოდ: \n\nსიმულაციების შექმნასა და მოდელირებაში;\nკვლევისა და სწავლების ვიზუალიზაციაში;\nმოწინავე პროგრამულ აპლიკაციებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკებში ვარჯიშში.\n\nლაბორატორია ხელოვნების\, მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულების მკვლევრებს კვლევის სიმულაციის\, მოდელირებისა და ვიზუალიზაციის შესაძლებლობას მისცემს\, რათა მონაცემები დიდი მასშტაბისა და მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციის მქონე ეკრანებზე და გამოსახულებით „დივაისებზე“ გადაიტანონ. \nვირტუალური/გაფართოებული რეალობის მოწყობილობები\, პოზიციური მოძიების კამერები და სენსორები\, თავზე დასამაგრებელი მონიტორები (მაგ.: ოკულუსი) – ლაბორატორიის აღჭურვილობა იძლევა შესაძლებლობას\, შეგრძნებების დონეზე მოდელირებული რეალობის ნაწილი გახდე\, მაგალითად: იმოგზაურო მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში; კლავიატურისა და მაუსის გარეშე\, საკუთარი ხელების მოძრაობით\, ვირტუალურად დააპროექტო შენობები\, გააუმჯობესო ტურიზმის მარკეტინგი\, შექმნა უფრო ეფექტური განათლების მოდულები; ყოველგვარი დანახარჯის გარეშე შექმნა და სასურველი შედეგის მიღებამდე ცვალო საკუთარი იდეების პროტოტიპები. \nდრო: 16 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, C კორპუსი\, I სართული (შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩიდან)\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetshi-saqarthveloshi-pirveli-gapharthoebuli-vizualizatsiis-da-virtualuri-realobis-laboratoria-gaikhsneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39161.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20170114T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20170114T160000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20170113T125608Z
LAST-MODIFIED:20240202T063130Z
UID:10002468-1484409600-1484409600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო ლექცია თემაზე: „ტკივილის ნეიროფიზიოლოგია“
DESCRIPTION:14 იანვარს\, შაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „ტკივილის ნეიროფიზიოლოგია“. ლექციას გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, მალხაზ მაყაშვილი და ილიაუნის მაგისტრანტი\, თეო გუბიანური. \nდრო: 14 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-leqtsia-themaze-tkivilis-neirophiziologia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/01/39174.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161229T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161229T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161223T101614Z
LAST-MODIFIED:20240202T063136Z
UID:10002470-1483038000-1483038000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზურა აბაშიძის „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“ - სადებიუტო პროზაული კრებულის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:29 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ზურა აბაშიძის მოთხრობების  სადებიუტო კრებულის პრეზენტაციაზე. \nკრებულში\, სახელწოდებით – „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“\, უამრავ დასამახსოვრებელ\, ცოცხალ პერსონაჟს შორის\, შეხვდებით სახლიდან წასულ მამას; სასწაულმოქმედ ტყუპებს – იზას და აზას; დაბერებულ შუაღამის გოგოებს\, რომლებიც კვლავაც ბედნიერებას ეძებენ და გამუდმებით უცრუვდებათ იმედი; ნანუცას\, რომელმაც „დებილებისა და ავანტყოფებისთვის“ სკოლა გახსნა; კოჭლსა და ელამ ანრის\, რომელსაც\, სინამდვილეში\, იესო ჰქვია; ლამაზ მარუსას\, რომელიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდა და ერთ დღეს გათხოვდა; აბაზანაში გამოკეტილ მძიმე ავადმყოფ ბილი ელიოტს… ამდენი ადამიანი\, მეზობელი\, მეგობარი\, ნათესავი\, ცხოველი\, ამდენი სევდიანი\, ცრემლიანი და სასაცილო ისტორია თავისებურად ჯადოსნურია – თითქოს ყოველ მათგანს\, ყველა ადამიანსა თუ ამბავს ხედავ და ხვდები\, რომ რაღაც ასეთი შენც დაგმართვია ან ოდესმე აუცილებლად დაგემართება. \nკრებულს ავტორი\, ზურა აბაშიძე\, წარადგენს; მოდერატორი – მაშო სამადაშვილი. \nდრო: 29 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zura-abashidzis-rogor-movklath-bili-elioti-sadebiuto-prozauli-krebulis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39033.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161228T100000Z
LAST-MODIFIED:20240202T063140Z
UID:10002472-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლიდერთა განვითარების აკადემიის პროგრამა
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით\, აცხადებს მიღებას ერთობლივ პროგრამაზე – ლიდერთა განვითარების აკადემია Leadership Academy for Development – LAD. \nლიდერთა განვითარების სალექციო კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, ბ-ნი ფრენსის ფუკუიამა. პროგრამა გულისხმობს საჯარო\, სამოქალაქო და ბიზნესსექტორის ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენელთა გადამზადებას. \nკურსის მონაწილეები შეირჩევიან საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან. პროგრამის ფარგლებში\, მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, დაეუფლონ ლიდერობის\, ცვლილებების და რეფორმების იმ უმნიშვნელოვანეს უნარ-ჩვევებს\, რაც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტის ეფექტურობის ასამაღლებლად\, საჯარო სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების დასაგეგმად/გასატარებლად და საჯარო და ბიზნესსექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. \nლიდერთა განვითარების აკადემიის 5-დღიანი ინტენსიური სასწავლო კურსის მონაწილეები საჯარო\, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან მიიღებენ ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის\, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა\, სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან ერთად\, დაამუშავა რამდენიმე სასწავლო ქეისი\, რომელთა დახმარებითაც მონაწილეები\, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით\, გააანალიზებენ გატარებული რეფორმებისა და გაკეთებული არჩევანის შედეგებს; განიხილავენ კონკრეტული მაგალითების ეფექტურობას და\, მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით\, გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. \nლიდერთა განვითარების აკადემია გაიმართება თბილისში 2017 წლის მარტის პირველ კვირას. ლიდერთა განვითარების აკადემიის მონაწილეთა შესარჩევი განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 16 იანვარი\, 18:00 საათი. \nპროგრამის და განაცხადების გამოგზავნის დეტალური ინსტრუქციის შესახებ\, გთხოვთ\, იხილოთ განცხადების ინგლისური ვერსია და თანდართული დოკუმენტები. \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში\, გთხოვთ\, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ladgeorgia@eprc.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lidertha-ganvitharebis-akademiis-programa/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39084.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161228T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161221T100324Z
LAST-MODIFIED:20240202T063144Z
UID:10002475-1482951600-1482951600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის 100 წლის იუბილე
DESCRIPTION:28 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ წიგნის იუბილეზე. \n2016 წლის 28 დეკემბერს ასი წელი სრულდება ჯეიმზ ჯოისის პირველი რომანის – „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ – გამოცემიდან. \nწიგნის შესახებ ისაუბრებენ: წიგნის მთარგმნელი\, გია ბერაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, პაატა ჩხეიძე და მოწვეული ლექტორები – ნოდარ გოცირიძე და დავით ტარიელაშვილი. \nწიგნის შესახებ \nჯეიმზ ჯოისის ნახევრად ავტობიოგრაფიულ რომანში „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ პირველად ჩნდება მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მნიშვნელოვანი პერსონაჟი\, სტივენ დედალოსი. ჯეიმზ ჯოისის მსგავსად\, სტივენ დედალოსსაც უამრავი წინაღობის გადალახვა უწევს\, იქნება ეს რელიგიური დოგმები\, ადგილობრივი საგანმანათლებლო სისტემა თუ\, ზოგადად\, ირლანდიური საზოგადოების მარწუხები\, რომლებიც ყოველმხრივ ცდილობენ\, ჩაკლან მეამბოხე ახალგაზრდის თავისუფალი აზროვნება და ხელოვნებისადმი სწრაფვა. წიგნი\, რომელიც საბავშვო\, სახალისო ლექსით იწყება\, ესთეტიკის ურთულეს კანონებზე მსჯელობით სრულდება და ე.წ. „აღზრდის რომანის“ ვიქტორიანულ კანონებს სრულიად ახლებურად წარმოაჩენს. „ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას“ და მოთხრობების კრებული „დუბლინელები“ სწორედ ის წიგნებია\, რომლებშიც ნათლად გამოიკვეთა ჯეიმზ ჯოისის ის სამწერლო შესაძლებლობები\, რომელთა წყალობითაც\, საბოლოოდ\, მეოცე საუკუნის ალბათ მთავარი რომანი\, „ულისე“\, შეიქმნა. \nდრო: 28 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-jeimz-joisis-pirveli-romanis-100-tslis-iubile/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39021.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161223T070610Z
LAST-MODIFIED:20240202T063149Z
UID:10002476-1482865200-1482865200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პოეზია და მუსიკა რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნოში“
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“ პოეზიისა და ელექტრონული მუსიკის საღამოზე გიწვევთ. პროექტი „პოეზია და რეციტაცია“ გოგი ძოძუაშვილის მუსიკისა და რატი ამაღლობელის პოეტური ტექსტების სინთეზს წარმოადგენს. \nდრო: 27 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/poezia-da-musika-rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosnoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39029.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T160000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161226T075737Z
LAST-MODIFIED:20240202T063155Z
UID:10002477-1482854400-1482854400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა\, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ - პროექტის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პროექტის – „კოსმოსური მაგნიტური ველების წარმოშობა\, ევოლუცია და დაკვირვებითი მინიშნებები“ (2016 წ.) – შედეგების პრეზენტაცია. \nპრეზენტაციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი\, თინათინ კახნიაშვილი. \nმის საანგარიშო მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები\, კერძოდ: \n\nშესწავლილ იქნა ინფლაციის დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია სამყაროს გაფართოების მსვლელობაში; დადგენილ იქნა მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის დაშლის ძირითადი კანონზომიერებები (Kahniashvili\, Brandenburg\, Durrer\, Tevzadze\, and Yin\, PRD submitted\, under consideration);\nშესწავლილ იქნა კოში-შვარცის უტოლობა კოსმოლოგიურ მაგნიტურ ველებთან მიმართებაში (Yin\, Kahniashvili\, Brandenburg\, Fluid Dyn. submitted);\nშესწავლილ იქნა ელექტროფაზური გადასვლის დროს სპირალური მაგნიტური ველების წარმოშობის შესაძლებლობა და ნაჩვენები იქნა ასეთი ველების მიერ გალაქტიკური და გროვების მაგნიტური ველების ახსნის შესაძლებლობა (Kahniashvili\, Brandenburg\, Tevzadze\, Phys. Scripta 2016\, Kahniashvili\, Brandenburg\, Tevzadze\, Vachaspati\, 2016 in preparation);\nრიცხვითი მოდელირებით გამოყოფილ და შესწავლილ იქნა ჰიდრო- და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის ძირითადი კლასები. დადგენილ იქნა ტურბულენტობის ევოლუციის კანონზიმიერებები (Brandenburg & Kahniashvili\, Phys. Rev. Lett\, accepted\, published Jan. 11 2017).\n\n  \nდრო: 27 დეკემბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kosmosuri-magnituri-velebis-tsarmoshoba-evolutsia-da-dakvirvebithi-minishnebebi-proeqtis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39036.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161227T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161227T130000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161222T081500Z
LAST-MODIFIED:20240202T063159Z
UID:10002478-1482843600-1482843600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პასკალის პრემიის ლაურეატების დაჯილდოება
DESCRIPTION:27 დეკემბერს\, სამშაბათს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება პასკალის პრემიის 2016 წლის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. \nპასკალის პრემიის 2016 წლის ლაურეატები არიან: შალვა ბარჯაძე\, გიორგი ჩალაძე\, დავით ქურიძე და ლაშა სუხიშვილი. \nშალვა ბარჯაძე – დოქტორი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი \n\nსტატია 1: „ახალი დიაგნოზი PlutomurusYosii (Collembola\, Tomoceridae)-ის სახეობებისათვის ორი ახალი სახეობის აღწერით საქართველოს მღვიმეებიდან“ / NEW DIAGNOSIS FOR SPECIES OF PLUTOMURUSYOSII (COLLEMBOLA\, TOMOCERIDAE)\, WITH DESCRIPTIONS OF TWO NEW SPECIES FROM GEORGIAN CAVES\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4126 (1): 077-096.\n\n\nსტატია 2: „Aphis Linnaeus (Hemiptera\, Aphididae)-ის ახალი სახეობა მცხოვრები  Teucriumpolium L. (Lamiaceae)-ზე“ / A new species of Aphis Linnaeus (Hemiptera\, Aphididae) living on Teucrium polium L. (Lamiaceae)\nგამოქვეყნდა: 2015 წელს სამეცნიერო ჟურნალში Zootaxa 4057 (2): 248-256\n\nგიორგი ჩალაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი \n\nსტატია: „ჰომოსექსუალობის სტაბილურობა კაცებში შესაძლოა აიხსნას ჰეტეროსექსუალი მატარებლებით: X-შეჭიდული დამემკვიდრების\, ინდივიდებზე დაფუძნებული სიმულაცია“ / HETEROSEXUAL MALE CARRIERS COULD EXPLAIN PERSISTENCE OF HOMOSEXUALITY IN MEN: INDIVIDUAL-BASED SIMULATIONS OF AN X-LINKED INHERITANCE MODEL\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Archives Of Sexual Behavior\, 45(7)\, 1705-1711. doi:10.1007/s10508-0160742-2\n\nდავით ქურიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორი  \n\nსტატია 1: „წყალბადის (Hα) ხაზის პროფილის ასიმეტრიები და ანთებული ქრომოსფეროს სიჩქარეები“ / Hα LINE PROFILE ASYMMETRIES AND THE CHROMOSPHERIC FLARE VELOCITY FIELD\nგამოქვეყნდა: 2015 წელს Astrophisical Journal-ში\n\n\nსტატია 2: „კელვინ-ჰელმჰოლცის არამდგრადობები მზის ქრომოსფერულ დინებებში: თეორია და დაკვირვებები“/ KELVIN-HELMOLTZ INSTABILITY IN SOLAR CHROMOSPHERIC JETS: THEORY AND OBSERVATION\nგამოქვეყნდა: 2016 წელს Astrophisical Journal-ში\n\nლაშა სუხიშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარი\, გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი \n\nსტატია: „შეცოცებათა სისტემის ტექტონიკით და სედიმენტაციური პროცესებით გამოწვეული მდინარე მტკვრის გვიან პლეისტოცენური მიგრაციები“ / LATE PLEISTOCENE RIVER MIGRATIONS IN RESPONSE TO THRUST BELT ADVANCE AND SEDIMENT-FLUX STEERING – THE KURA RIVER (SOUTHERN CAUCASUS)\nგამოქვეყნდა: 2016 წელს სამეცნიერო ჟურნალში Geomorphology N266.  pp. 53-65\n\nპასკალის პრემიის შესახებ \nახალგაზრდა მეცნიერთა კვლევის პროცესში ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის\, გიგა ზედანიას\, ინიციატივით\, 2014 წელს დაწესდა პასკალის პრემია – ფულადი ჯილდო\, რომლის ოდენობა  3 000 ლარია. \nპრემია გადაეცემა ილას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ ახალგაზრდა მეცნიერებს მნიშვნელოვანი საერთაშორისო პუბლიკაციისთვის\, რომელსაც აქვს სტატიის სახე. ჯილდო ერთ კანდიდატზე გაიცემა წელიწადში მაქსიმუმ სამ სტატიაზე. პრემიის მიმღებთა რიცხვი შეზღუდული არ არის. \nპროექტის პარტნიორია „ბაზისბანკი“. \nპასკალის პრემიის შესახებ დამატებით იხილეთ აქ. \n2016 წლის გამარჯვებულთა შესახებ დამატებით იხილეთ აქ. \nდაჯილდოების დრო: 27 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n  \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paskalis-premiis-laureatebis-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38999.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161223T084751Z
LAST-MODIFIED:20240202T063202Z
UID:10002480-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის\, გიორგი ბეგაძის\, საჯარო ლექცია: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, გიორგი ბეგაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ტურიზმის პოლიტიკის დინამიკაზე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში\, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე\, რასაც ეს სფერო მოიცავს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asotsirebuli-prophesoris-giorgi-begadzis-sajaro-leqtsia-saqarthvelos-erovnuli-turizmis-politika-da-ganvitharebis-strategia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39030.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161220T130735Z
LAST-MODIFIED:20240202T063208Z
UID:10002481-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კრებულების პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, გაიმართება ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორებისა და დოქტორანტების სამეცნიერო პუბლიკაციების ამსახველი სამი კრებულის პრეზენტაცია: \n1. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის « L’Europe et le Caucase. Les relations interrégionales et la question de l’identité » („ევროპა და კავკასია. რეგიონთაშორისი ურთიერთობები და იდენტობის საკითხი“) მოხსენებების კრებული (ფრანგულ ენაზე)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა\, 2012 წელი. \n2. „L’Arménie et la Géorgie en dialogue avec l’Europe. Du Moyen Âge à nos jours“ („სომხეთი და საქართველო ევროპასთან დიალოგში. შუა საუკუნეებიდან დღემდე“)\, გამომცემლობა GUETHNER\, პარიზი\, 2016. \nეს ორი კრებული ასახავს სამი ქვეყნის – საქართველოს\, საფრანგეთისა და სომხეთის – მეცნიერთა კვლევებს კავკასიასა და ევროპას შორის ურთიერთობების საკითხებზე იდენტობის ჭრილში. კვლევების შედეგები წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ თემაზე ჩატარებულ სამ ერთობლივ კონფერენციაზე (2011 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, 2012 წელს პოლ ვალერის უნივერსიტეტში  მონპელიე 3 და 2014 წელს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში). \n3.  ფრანკოფონიული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Études interdisciplinaires en Sciences humaines“ („ინტერდისციპლინარული კვლევები ჰუმანიტარულ მეცნირებებში“). \nჟურნალი ყოველწლიურია და 2013 წლიდან გამოსცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემლობა. გამოცემულია 3 ნომერი. პირველი ორი ნომერი – ფრანგულ ენაზე\, მესამე – ოთხ რომანულ (ფრანგულ\, ესპანურ\, იტალიურ და რუმინულ) ენაზე. მასში ქვეყნდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების პროფესორებისა და დოქტორანტების სტატიები. \nჟურნალი დაარსებულია 2012 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილი „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების ფრანკოფონული რეგიონალური სადოქტორო კოლეჯის ჰუმანიტარულ მეცნიერებებში“ (CODFREURCOR) საქმიანობის ფარგლებში და ასახავს იმ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების მასალებს\, რომლებიც ყოველწლიურად ტარდება სადოქტორო კოლეჯის წევრ უნივერსიტეტებში. დღემდე ჩატარებულია 4 კონფერენცია: 2 – კიშინიოვში\, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2013\, 2016 წწ.)\, 2 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (2014\, 2015 წწ). ამჟამად გამოსაცემად მზადდება ჟურნალის მეოთხე ნომერი\, რომელიც დაიბეჭდება 2017 წლის ზაფხულში. \nჟურნალი აქვეყნებს სადოქტორო კოლეჯის არაწევრი დასავლეთ ევროპის და მსოფლიოს სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების პროფესორების სტატიებსაც (სადოქტორო კოლეჯის საქმიანობის შესახებ იხ. ბმული: http://codfreurcor.iliauni.edu.ge) \nპრეზენტაციის მოდერატორია მზაღო დოხტურიშვილი – მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი\, პირველი და მეორე კრებულის თანარედაქტორი და მესამე კრებულის რედაქტორი. \nპრეზენტაციის დრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-krebulebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39020.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161226T180000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161205T073706Z
LAST-MODIFIED:20240202T063210Z
UID:10002482-1482775200-1482775200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანიტა რაჭველიშვილის მასტერკლასი ილიაუნიში
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის თეატრის ფოიეში  ჩატარდება ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის\, ანიტა რაჭველიშვილის\, მასტერკლასი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა შემსრულებლები: \n\nგაგა გულიაშვილი (ილიაუნის სტუდენტი);\nნინო ჯაჭვაძე (სოპრანო);\nირინა შერაზადიშვილი (სოპრანო);\nნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო).\n\nსაქართველოს პრეზიდენტისა და პაატა ბურჭულაძის პრემიების მფლობელი\, ანიტა რაჭველიშვილი\, დღეს მსოფლიოს უდიდეს საოპერო სცენებზე მღერის\, რომელთა შორისაა: მილანის ლა-სკალა\, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერა\, ბერლინის დოიჩე ოპერა\, ბავარიის სახელმწიფო ოპერა\, ნიდერლანდების კონცერტგებოუ\, სიეტლის\,  სან-ფრანცისკოს\, მიჩიგანის საოპეროთეატრები\, კანადის საოპერო თეატრი და ა.შ. მის რეპერტუარში მრავალი წამყვანი როლია: ბიზეს კარმენი\, ვერდის ამნერისი\, სენ-სანსის დალილა\, მასნეს დულსინეა\, რიმსკი-კორსაკოვისლიუბაშა და სხვ. \nდრო: 26 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/anita-ratchvelishvilis-masterklasi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38875.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161221T064254Z
LAST-MODIFIED:20240202T063214Z
UID:10002483-1482519600-1482519600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ნონიაშვილის საჯარო ლექცია: „დისკრიმინაცია - ძალაუფლების იარაღი“
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, კონსტიტუციონალისტი გიორგი ნონიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დისკრიმინაცია – ძალაუფლების იარაღი“. \nპოლიტიკური ელიტის ნაწილი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე საუბარს პოლიტიკური კაპიტალის დასაგროვებლად იყენებს. ელექტორატის მოზიდვა ხშირად უმცირესობების ჩაგვრით და სახლში გამოკეტვის დაპირებით ხდება. მიუხედავად იმისა\, რომ სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე შეთანხმებულია ადამიანის უფლებების თანასწორ დაცვაზე\, დემოკრატიის მიერ მონიჭებული იარაღით\, უმრავლესობის ნება შესაძლოა უმცირესობის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. ლექცია შეეხება თანასწორ პირთა მიმართ არათანასწორი მოპყრობის (და პირიქით) ზოგად პრობლემატიკას და პოსტსაბჭოთა სივრცის ქართულ კონტექსტს. \nდრო: 23 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-noniashvilis-sajaro-leqtsia-diskriminatsia-dzalauphlebis-iaraghi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39025.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T190000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161215T124945Z
LAST-MODIFIED:20240202T063215Z
UID:10002484-1482519600-1482519600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფორბსის“ კლუბში: გიორგი ისაკაძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. \nსაჯარო ლექციას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, გიორგი ისაკაძე. \nლექციის თემაა: მედიაბიზნესი. \nმომხსენებლის შესახებ \nგიორგი ისაკაძე სულ ახლახან შემოუერთდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორების გუნდს. ამავე დროს\, იგი არის Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების – „საქმიანი დილა“ და „ბიზნესკონტრაქტი“ – ავტორი. \nდრო: 23 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2016 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phorbsis-klubshi-giorgi-isakadzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38995.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T180000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161212T121448Z
LAST-MODIFIED:20240202T063304Z
UID:10002485-1482516000-1482516000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ბოტანიკის ინსტიტუტი
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „საქართველოს მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნება“ წაიკითხავს ემერიტუსი პროფესორი გიორგი ნახუცრიშვილი.\n\nანოტაცია\n\nილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი არის საქართველოში წამყვანი დაწესებულება მცენარეთა სამყაროს მრავალფეროვნების შესწავლის მიმართულებით. არ არის ბოტანიკური მეცნიერების ისეთი დარგი\, რომელიც აქ არ ისწავლებოდეს დაწყებული წყალმცენარეებით და ლიქენებით-მცენარეთა თანასაზოგადოებით დამთავრებული. კვლევის ობიექტებია: საქართველოს უდაბნოები\, სტეპები\, ტყეები\, ორობიომები და სხვ. მოხსენებაში მოკლედ იქნება განხილული უკანასკნელ წლებში მიღებული შედეგები და პუბლიკაციები. \n\nმოხსენებას თემაზე „კულტურული მცენარეების ველური მონათესავე სახეობების მრავალფეროვნება საქართველოს ტერიტორიაზე“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი მაია ახალკაცი.\n\nანოტაცია\n\nმოხსენებაში წარმოდგენილი იქნება საქართველოს მცენარეთა კულტურული ჯიშები\, მათი ველური მონათესავე სახეობები და მონაცემები ადგილობრივი ჯიშების ეროზიისა და გადაშენების შესახებ. განხილული იქნება ველური მონათესავე სახეობების გენომის გამოყენების შესაძლებლობა ჯიშების შენარჩუნებისა და ადაპტაციისთვის კლიმატის ცვლილების პირობებში. \nდრო: 23 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-botanikis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38957.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T173000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T173000
DTSTAMP:20260512T023030
CREATED:20161212T123041Z
LAST-MODIFIED:20240202T063305Z
UID:10002486-1482514200-1482514200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ზოოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 17:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება\, მონიტორინგი\, ბიოკონტროლი “ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი გიორგი ბახტაძე.\n\nანოტაცია\n\nპროექტი მიეკუთვნება ფუნდამენტური\,  კონსერვაციული და გამოყენებითი კვლევების სფეროს\, რომლის ფარგლებშიც ისწავლება საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება. ფუნდამენტური კვლევის საფუძველზე\, შეფასდება მათი თანამედროვე მდგომარეობა და გამოიკვეთება ის სახეობები\, რომლებიც საჭიროებენ კონსერვაციას\, მონიტორინგს\, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. ხდება ინვაზიის კერების\, საკვანძო სახეობებისა და ტერიტორიების გამოვლენა\, მეცნიერებისათვის ახალი ან საქართველოსათვის პირველად რეგისტრირებული სახეობების აღმოჩენა\, გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა\, ფართომასშტაბიანი მონიტორინგის სისტემის ინიცირება. \nდრო: 23 დეკემბერი\, 17:30 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-zoologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38972.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T170000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161213T065604Z
LAST-MODIFIED:20240202T063305Z
UID:10002488-1482512400-1482512400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ჰომოლოგიების ცნების განვითარების შესახებ“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი გიორგი რაქვიაშვილი.\n\nანოტაცია\n\nმათემატიკაში ჰომოლოგიის ცნება ქიმიისა და ბიოლოგიის შესაბამის ცნებებთან გარეგანი ანალოგიის გამო შემოიტანეს. მოხსენებაში განხილული იქნება ეს ანალოგიები; მოხსენების დანარჩენი ნაწილი კი დაეთმობა ავტორის შედეგებს ჰომოლოგიურ ალგებრასა და K-თეორიაში. \nდრო: 23 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-phundamenturi-da-interdistsiplinaruli-mathematikuri-kvlevebis-instituti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38973.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T120000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161222T121052Z
LAST-MODIFIED:20240202T063309Z
UID:10002490-1482494400-1482494400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში - გენეალოგია\, ფორმები\, პრაქტიკები“
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, პარასკევს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში – გენეალოგია\, ფორმები\, პრაქტიკები“. \n2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ\, საქართველოში სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაციისა და სწრაფი რეფორმების პოლიტიკა დაიწყო. ამ პოლიტიკას\, ხშირ შემთხვევაში\, თან ახლდა სისტემური ძალადობა\, რაც ხორციელდებოდა როგორც იურისპრუდენციაში (პოლიცია\, უშიშროება\, სასამართლო\, სასჯელაღსრულება)\, ასევე სოციალურ\, საგანმანათლებლო\, მედიის სფეროებში. \nაღსანიშნავია ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკაც\, რომელმაც სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერები წარმოქმნა და\, ერთი მხრივ\, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სისტემურ ძალადობას\, მეორე მხრივ კი\, თავად იქცა ამ ძალადობის ნაწილად. \nკონფერენციის მიზანია 2003 წლიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური\, ეკონომიკური და სოციალური\, აგრეთვე კულტურული პროცესების ანალიზი სისტემური ძალადობის პრიზმიდან\, მისი განხილვა ბიოპოლიტიკისა და ძალაუფლების ანალიტიკის სხვა თანამედროვე თეორიების ფონზე. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და მოწვეული მკვლევრები: გიორგი ღვინჯილია\, კოტე ერისთავი\, გიორგი მაისურაძე\, მაია ბარქაია\, შოთა ხინჩაგაშვილი\, თამთა მიქელაძე და ვახუშტი მენაბდე. \nდრო: 23 დეკემბერი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-sistemuri-dzaladoba-postrevolutsiuri-khanis-saqarthveloshi-genealogia-phormebi-praqtikebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161223T115000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161223T115000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161218T123700Z
LAST-MODIFIED:20240202T063311Z
UID:10002491-1482493800-1482493800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში - გენეალოგია\, ფორმები\, პრაქტიკები“
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, პარასკევს\, 11:50 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია: „სისტემური ძალადობა პოსტრევოლუციური ხანის საქართველოში – გენეალოგია\, ფორმები\, პრაქტიკები“. \nკონფერენციის თემატიკა და მიზანი: \n2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ\, საქართველოში სახელმწიფო აპარატის რეორგანიზაციისა და სწრაფი რეფორმების პოლიტიკა დაიწყო. ამ პოლიტიკას\, ხშირ შემთხვევაში\, თან ახლდა სისტემური ძალადობა\, რაც ხორციელდებოდა როგორც იურისპრუდენციაში (პოლიცია\, უშიშროება\, სასამართლო\, სასჯელაღსრულება)\, ასევე სოციალურ\, საგანმანათლებლო\, მედიის სფეროებში. \nცალკე აღსანიშნავია ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა\, რომელმაც სოციალური და პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერები წარმოქმნა და\, ერთი მხრივ\, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სისტემურ ძალადობას\, მეორე მხრივ კი\, თავად იქცა ამ ძალადობის ნაწილად. \nკონფერენციის მიზანია 2003 წლიდან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური\, ეკონომიკური და სოციალური\, აგრეთვე კულტურული პროცესების ანალიზი სისტემური ძალადობის პრიზმიდან\, მისი განხილვა ბიოპოლიტიკისა და ძალაუფლების ანალიტიკის სხვა თანამედროვე თეორიების ფონზე. \nპროგრამა: \n11:50 – შესავალი სიტყვა: გიორგი მაისურაძე\, გიორგი ღვინჯილია \n12:00 – ვახუშტი მენაბდე: „ძალადობა კონსტიტუციაზე და ძალადობა კონსტიტუციის მეშვეობით“ \n12:40 – გურამ იმნაძე: „ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის კრიტიკა ნარკოპოლიტიკის ანალიზის შუქზე“ \n13:20-13:40 შესვენება \n13:40 – გიორგი ღვინჯილია: „სააკაშვილის ციხეები: რეჟიმი და სისტემური ძალადობა“ \n14:20 – გიორგი მაისურაძე: „რეპრეზენტაცია და რეაქცია. ჰეგემონიური ძალაუფლება და სოციალური პროტესტი “ვარდების რევოლუციის” შემდგომი ხანის საქართველოში“ \n15:00 – მაია ბარქაია: „პასუხისმგებლობა და სტრუქტურული უსამართლობა” \n15:40-16:10 შესვენება \n16:10 – კოტე ერისთავი: „უუფლებობის მდგომარეობა. დემურ სტურუას შემთხვევის ანალიზი“ \n16:50 – თამთა მიქელაძე: „ბრძოლა სივრცეებისთვის – პოლიტიკური და საეკლესიო ხელისუფლებების მიმართებები“ \n17:30-18:00 – შემაჯამებელი დისკუსია \nდრო: 23 დეკემბერი\, 11:50 საათი \nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-sistemuri-dzaladoba-postrevolutsiuri-khanis-saqarthveloshi-genealogia-phormebi-praqtikebi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39026.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161221T094229Z
LAST-MODIFIED:20240202T063313Z
UID:10002492-1482433200-1482433200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: „განათლება და კარიერის დაგეგმვა“
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, გიორგი ქადაგიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლება და კარიერის დაგეგმვა“.\nმომხსენებელი ისაუბრებს დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე\, რასაც ეს სფერო მოიცავს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 22 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-qadagidzis-sajaro-leqtsia-ganathleba-da-karieris-dagegmva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39017.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T190000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161219T110250Z
LAST-MODIFIED:20240202T063317Z
UID:10002493-1482433200-1482433200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„წიგნის საათი“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე მწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შესახებ
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ მორიგ „წიგნის საათზე“ გიწვევთ. \nმწერალ ჯიბრან ხალილ ჯიბრანის შემოქმედების შესახებ მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე ისაუბრებს. \nარაბული მოდერნიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის\, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის\, რომანი „იესო – ძე კაცისა“ მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეული ქმნილებაა. წიგნი იესოს თანამედროვეთა მწერლის ფანტაზიით აღდგენილი მოგონებებია ქრისტეს შესახებ. ჯიბრანი წერს ისე\, თითქოს ის ხალხი გვიყვებოდეს იესოს შესახებ\, ვინც მას სიცოცხლეში იცნობდა. ესადამიანები ქრისტეს სხვადასხვაგვარად აფასებენ. თავად ჯიბრანს მთელი სიცოცხლე აინტერესებდა ქრისტეს ფენომენი\, ამიტომ გარდა ამ რომანისა\, მას კიდევ რამდენიმე მოთხრობა თუ ესე მიუძღვნა. გიორგი ლობჟანიძის მიერ არაბულიდან თარგმნილი ეს კრებული\, რომანთან – „იესო – ძე კაცისა“ – ერთად\, თითქმის ყველა იმ ნაწარმოებს აერთიანებს\, რაც ჯიბრან ხალილ ჯიბრანსიესო ქრისტეზე არაბულად დაუწერია. \nდრო: 22 დეკემბერს\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tsignis-saathi-iliaunis-literaturul-klubshi-mthargmneli-giorgi-lobzhanidze-mtseral-jibran-khalil-jibranis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39004.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T180000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161212T114905Z
LAST-MODIFIED:20240202T063319Z
UID:10002495-1482429600-1482429600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტი.\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\n მოხსენებას თემაზე „სახელმწიფო დემოგრაფიული სტატისტიკისა და შეფასებით დემოგრაფიულ მაჩვენებელთა შორის განსხვავებები საქართველოში“ წაიკითხავს პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე.\n\nანოტაცია\n\nსაქართველო\, თავისი დემოგრაფიული განვითარებით\, დღეისათვის იმყოფება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვედან უახლეს ტიპზე გარდამავალ პერიოდში. დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე\, ამ ეტაპისთვის დამახასიათებელია შობადობის შემცირება და მოკვდავობის ზრდა\, რასაც მოსახლეობის აღწარმოების უახლეს ტიპზე დეპოპულაცია (მოკვდავობის გადამეტება შობადობაზე) მოჰყვება.\nმიუხედავად ამისა\, არსებული დემოგრაფიული ვითარებიდან გამომდინარე\, საქართველოში აღინიშნება მსოფლიო დემოგრაფიული განვითარების ძირითადი სქემიდან გადახრა\, რასაც ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების სპეციფიკური თავისებურებები და არსებული პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარება განაპირობებს.\nშესაბამისად\, მოსახლეობის აღწარმოების თვალსაზრისით\, დღეისათვის საქართველო განვითარებული ქვეყნების\, ხოლო\, გარემიგრაციის თვალსაზრისით\, ნაკლებ განვითარებული ქვეყნების მსგავსია. \n\nმოხსენებას თემაზე „მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება ოჯახის პრობლემებისადმი“ წაიკითხავს პროფესორი ლელა მენაბდიშვილი.\n\nანოტაცია \n2015 წლის ბოლოს (ნოემბერ-დეკემბერში) ქ. თბილისსა და რუსთავში მართლმადიდებელ მორწმუნეებში (1000 რესპოდენტი) ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე გაანალიზებულია რესპონდენტთა დამოკიდებულება – მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებისადმი; ქორწინების ფორმებისადმი (თანაცხოვრება\, რელიგიური ქორწინება\, იურიდიული ქორწინება); ქორწინების ოპტიმალური ასაკისადმი; მეუღლეთა ერთგულებისადმი; ოჯახის უფროსის ინსტიტუტისადმი; მეუღლეთა ლიდერობისადმი; ოჯახური პასუხისმგებლობისადმი; ოჯახური ცხოვრებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებისადმი; განქორწინებისადმი; ასევე\, რეპროდუქციული ქცევა და შობადობის შიგაოჯახური კონტროლი.\nრიგი საკითხები შედარებულია ჩვენი ინსტიტუტის მიერ 2004 წელს ამავე სოციალურ ჯგუფებში და\, აგრეთვე\, 2013 წელს სხვა სოცილურ ჯგუფებში ჩატარებულ კვლევის შედეგებთან. \nდრო: 22 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-demographiisa-da-sotsiologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38956.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T170000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161213T064334Z
LAST-MODIFIED:20240202T063322Z
UID:10002496-1482426000-1482426000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - პოლიტოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ქართული პოლიტიკური აზროვნების ანალიზის სათავეებთან“ წაიკითხავს მალხაზ მაცაბერიძე.\n\nანოტაცია \nXX საუკუნის დამდეგს საქართველოში ერთ-ერთ საინტერესო კვლევით მიმართულებად ჩამოყალიბდა ქართული პოლიტიკური აზროვნების შესწავლა და მისი დამახასიათებელი ნიშნების განსაზღვრა. თემა აქტიური განხილვის საგანი იმ მკვლევართა მხრიდან გახდა\, რომლებიც ეროვნულ-პატრიოტულ მიმართულებას მიეკუთვნებოდნენ; განხილვის აქტუალობა კი იმან განაპირობა\, რომ იმდროინდელ საქართველოში გვერდიგვერდ არსებობდა და ერთმანეთს უპირისპირდებოდა ფასეულობებითა და აზროვნების სტილით ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე პოლიტიკური მიმდინარეობა. კვლევაში განხილულია კიტა აბაშიძის\, არჩილ ჯორჯაძის\, ივანე ჯავახიშვილის და კონსტანტინე გამსახურდიას ის ნაშრომები\, რომლებშიც მოცემულია ქართული პოლიტიკური აზრის მიმდინარეობანი და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებანი. საბჭოთა პერიოდში ქართული პოლიტიკური აზროვნების კვლევა შეწყდა. \n\nმოხსენებას თემაზე „საქართველოს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის საპარლამენტო დებატების ანალიზი: დელიბერაციის ხარისხი პოლიტიკურ პარტიებს შორის (ჰაბერმასის დისკურსის ეთიკის მიხედვით) “ წაიკითხავს ნანა მაჭარაშვილი.\n\nანოტაცია\n\nპროექტის ფარგლებში შეიქმნა ნაშრომი\, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოს 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტში შემდგარი დებატების ანალიზი\, რაც წინ უძღვოდა 1995 წლის კონსტიტუციის მიღებას. აღნიშნული კვლევა დაეყრდნო დისკურსის ხარისხის ინდექსს (DQI)\, რომელიც ეფუძნება ჰაბერმასის დისკურსის ეთიკას. კვლევითი ჩარჩო მაქსიმალურად ზუსტად წარმოადგენს პოლიტიკურ დებატების თუ დიალოგის მნიშვნელოვან პრინციპებს.\nთემაზე მომუშავე მკვლევრებმა მოიპოვეს აღნიშნული დისკუსიების სტენოგრამები; მათი შესწავლის შემდგომ კი გამოვლინდა ის გამოსვლები\, რომელთა შეფასება შესაძლებელი იყო აღნიშნული საკვლევი ინსტრუმენტით. მთლიანობაში 7 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა 91 გამოსვლა. გამომდინარე იქიდან\, რომ ზოგიერთი კრიტერიუმი მთლიანად იყო დამოკიდებული მკლვევრის სუბიექტურ მოსაზრებებზე\, სამუშაოში ჩართული იყო რამდენიმე ადამიანი\, რომლებიც დამოუკიდებლად ახდენდნენ გამოსვლების შეფასებას\, ხოლო საბოლოო ეტაპზე კი ხდებოდა მათი შეჯერება\, რათა მკვლევრის სუბიექტურობის ფაქტორი მინიმუმამდე დაყვანილიყო. \nდრო: 22 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-politologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38971.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161222T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161222T163000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161221T122629Z
LAST-MODIFIED:20240202T063324Z
UID:10002498-1482424200-1482424200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არსებული შესაძლებლობების შესახებ. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: \n2017/18 წლის შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი მობილობები სტუდენტებისთვის \nშეკითხვების შემთხვევაში\, დაგვიკავშირდით: \nსაგარეო ურთიერთობების სამსახური \n➳ ჩოლოყაშვილის 3/5\, ოთახი E208 \n☏ 995 322 220009-367 \n✉ erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-programis-pharglebshi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39022.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161221T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161221T180000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161212T124113Z
LAST-MODIFIED:20240202T063834Z
UID:10002583-1482343200-1482343200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანები“ წაიკითხავს მერაბ სვანაძე.\n\nანოტაცია \nგამოკვლეულია სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის წრფივი თეორიის მდგრადი რხევის სასაზღვრო ამოცანები. პოტენციალთა მეთოდისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია აღნიშნული ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. \nდრო: 21 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-phundamenturi-da-interdistsiplinaruli-mathematikuri-kvlevebis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38998.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161221T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161221T170000
DTSTAMP:20260512T023031
CREATED:20161213T064912Z
LAST-MODIFIED:20240202T063329Z
UID:10002500-1482339600-1482339600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ძილ-ღვიძილის ციკლის ფაზათა ურთიერთობა და თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედება“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი.\n\nანოტაცია\n\nნეირომეცნიერებების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა ძილის როლის დადგენა დასწავლასა და მეხსიერების პროცესში. მეხსიერებისა და ძილის პროცესების ურთიერთზეგავლენის შესწავლის ინტერესი გამოწვეულია სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემის არსებობით. საკვლევ პრობლემას წარმოადგენდა ვირთაგვებში ძილის გავლენის შესწავლა იმპლიციტური მეხსიერების პროცესირებაზე\, რისთვისაც გამოიყენებოდა ძილის ტოტალური დეპრივაცია და აქტიური განრიდების ტესტი. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა\, რომ\n1.ძილის წინასწარი ტოტალური არაფარმაკოლოგიური დეპრივაცია არ ახდენს გავლენას აქტიური განრიდების დასწავლის პროცესზე;\n2. ძილის პოსტსეანსური ტოტალური არაფარმაკოლოგიური დეპრივაცია არ მოქმედებს აქტიური განრიდების რეაქციის გახსენებაზე;\n3.დასწავლის პროცესი არ იწვევს ძილის ინიცირების დაჩქარებას.\nშედეგების ანალიზზე დაყრდნობით სავარაუდოა\, რომ:\n1.იმპლიციტური მეხსიერების კვალის კონსოლიდაციაში ძილი სპეციფიკურ როლს არ ასრულებს;\n2.ძილის დეფიციტი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას დასწავლის პროცესზე და ნასწავლის დამახსოვრებაზე;\n3. ღვიძილი უფრო მნიშვნელოვანია დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციისათვის\, ვიდრე ძილი. \nნეირომეცნიერებების კიდევ ერთი აქტუალური პრობლემაა დეპრესიის გამომწვევი მექანიზმების დადგენა. ჩვენს კვლევაში შეისწავლებოდა თანდაყოლილი „დეპრესიულობის“ ქცევითი ნიშნების მქონე ვირთაგვების ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურა და მისი პარამეტრების კორელაციის დადგენა ოპიოიდური რეცეპტორების სიმჭიდროვესთან ვირთაგვების თავის ტვინის ზოგიერთ სტრუქტურაში. მიღებული შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ\, რომ ვირთაგვების დაბალი მოტორული აქტივობა\, ძილ-ღვიძილის ციკლში პარადოქსული ძილის ჭარბი მოცულობა და მაღალი ინტენსივობა\, სავარაუდოდ\, დეპრესიული ვირთაგვებისათვის ფენოტიპურ მახასიათებლებს მიეკუთვნება. რაც შეეხება „დეპრესიულ“ ვირთაგვებში ოპიოიდური რეცეპტორების მაღალ სიმჭიდროვეს ამიგდალასა და კუდიან ბირთვში „არადეპრესიულ“ ვირთაგვებთან შედარებით\, გენეტიკურად უნდა იყოს განპირობებული. კვლევამ აჩვენა\, რომ თავის ტვინის აღნიშნულ სტრუქტურებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ემოციების რეგულაციაში\, შესაბამისად\, დეპრესიის ჩამოყალიბებასა და ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაციაში. \n\nმოხსენებას თემაზე „ძილ-ღვიძილის ციკლის პატერნი და ძილის ხარისხი საქართველოს ურბანულ მოსახლეობაში“ წაიკითხავს პროფესორი ნატო დარჩია.\n\nანოტაცია \nთანამედროვე საზოგადოებაში ძილის დარღვევები ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება. ეპიდემიოლოგიური კვლევები ძილის დარღვევათა შეფასების მიზნით ძირითადად მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია ჩატარებული. ამ კუთხით\, მონაცემები საქართველოს მოსახლეობაში ძალიან მწირია. ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში ძილის დარღვევათა შესწავლა მოხდა თბილისისა და ქუთაისის მოსახლეობაში (395 ინდივიდი) შემდეგი კითხვარების მეშვეობით: ძილის ხარისხი\, უძილობის სიმწვავე\, ძილის აპნოეს რისკი\, დღის ძილიანობა\, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი (SF-12).\nწარმოდგენილი შედეგები შეეხება ძილ-ღვიძილის ციკლის პატერნისა და ძილის ხარისხის შეფასებას. ინდივიდების 43%-ს აღენიშნებოდა ძილის დაბალი ხარისხი\, 41%-ს – ძილის დაბალი ეფექტურობა\, 27.6%-ს ეძინა 6 საათი ან ნაკლები\, 26.8%-ს ძილის კონსოლიდაციის პრობლემა ჰქონდა კვირაში 3-ჯერ ან მეტად\, 27.6% ხვრინავდა და 10.6% იღებდა ძილზე მოქმედ მედიკამენტებს. ძილის ხარისხის ზოგადი ინდექსი ასაკის\, მაგრამ არა სქესის სარწმუნო ეფექტს გვიჩვენებდა. ეკონომიური სტატუსისა და დეპრესიის ქულა ძილის ხარისხის სარწმუნო პრედიქტორებს წარმოადგენდა. კვლევის შედეგები მიუთითებს საქართველოში ძილის პრობლემათა მაღალ მაჩვენებელზე და ამ პრობლემის უფრო გლობალური შეფასების აუცილებლობაზე. \nდრო: 21 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-sametsniero-kvlevithi-tsentri-dzil-ghvidzilis-shemstsavleli-thengiz-onianis-laboratoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38970.png
END:VEVENT
END:VCALENDAR