BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161221T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161221T180000
DTSTAMP:20260512T010626
CREATED:20161212T124113Z
LAST-MODIFIED:20240202T063834Z
UID:10002583-1482343200-1482343200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუნდამენტური და ინტერდისციპლინარული მათემატიკური კვლევების  ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის თეორიის სასაზღვრო ამოცანები“ წაიკითხავს მერაბ სვანაძე.\n\nანოტაცია \nგამოკვლეულია სამგვარი ფოროვნობის მქონე მასალების თერმოდრეკადობის წრფივი თეორიის მდგრადი რხევის სასაზღვრო ამოცანები. პოტენციალთა მეთოდისა და სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებათა თეორიის გამოყენებით დამტკიცებულია აღნიშნული ამოცანების კლასიკური ამონახსნების არსებობისა და ერთადერთობის თეორემები. \nდრო: 21 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-phundamenturi-da-interdistsiplinaruli-mathematikuri-kvlevebis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38998.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161221T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161221T170000
DTSTAMP:20260512T010626
CREATED:20161213T064912Z
LAST-MODIFIED:20240202T063329Z
UID:10002500-1482339600-1482339600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ძილ-ღვიძილის შემსწავლელი თენგიზ ონიანის ლაბორატორია“. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ძილ-ღვიძილის ციკლის ფაზათა ურთიერთობა და თავის ტვინის ინტეგრაციული მოქმედება“ წაიკითხავს ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ონიანი.\n\nანოტაცია\n\nნეირომეცნიერებების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა ძილის როლის დადგენა დასწავლასა და მეხსიერების პროცესში. მეხსიერებისა და ძილის პროცესების ურთიერთზეგავლენის შესწავლის ინტერესი გამოწვეულია სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემის არსებობით. საკვლევ პრობლემას წარმოადგენდა ვირთაგვებში ძილის გავლენის შესწავლა იმპლიციტური მეხსიერების პროცესირებაზე\, რისთვისაც გამოიყენებოდა ძილის ტოტალური დეპრივაცია და აქტიური განრიდების ტესტი. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა\, რომ\n1.ძილის წინასწარი ტოტალური არაფარმაკოლოგიური დეპრივაცია არ ახდენს გავლენას აქტიური განრიდების დასწავლის პროცესზე;\n2. ძილის პოსტსეანსური ტოტალური არაფარმაკოლოგიური დეპრივაცია არ მოქმედებს აქტიური განრიდების რეაქციის გახსენებაზე;\n3.დასწავლის პროცესი არ იწვევს ძილის ინიცირების დაჩქარებას.\nშედეგების ანალიზზე დაყრდნობით სავარაუდოა\, რომ:\n1.იმპლიციტური მეხსიერების კვალის კონსოლიდაციაში ძილი სპეციფიკურ როლს არ ასრულებს;\n2.ძილის დეფიციტი არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას დასწავლის პროცესზე და ნასწავლის დამახსოვრებაზე;\n3. ღვიძილი უფრო მნიშვნელოვანია დასწავლისა და მეხსიერების კვალის კონსოლიდაციისათვის\, ვიდრე ძილი. \nნეირომეცნიერებების კიდევ ერთი აქტუალური პრობლემაა დეპრესიის გამომწვევი მექანიზმების დადგენა. ჩვენს კვლევაში შეისწავლებოდა თანდაყოლილი „დეპრესიულობის“ ქცევითი ნიშნების მქონე ვირთაგვების ძილ-ღვიძილის ციკლის სტრუქტურა და მისი პარამეტრების კორელაციის დადგენა ოპიოიდური რეცეპტორების სიმჭიდროვესთან ვირთაგვების თავის ტვინის ზოგიერთ სტრუქტურაში. მიღებული შედეგების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ\, რომ ვირთაგვების დაბალი მოტორული აქტივობა\, ძილ-ღვიძილის ციკლში პარადოქსული ძილის ჭარბი მოცულობა და მაღალი ინტენსივობა\, სავარაუდოდ\, დეპრესიული ვირთაგვებისათვის ფენოტიპურ მახასიათებლებს მიეკუთვნება. რაც შეეხება „დეპრესიულ“ ვირთაგვებში ოპიოიდური რეცეპტორების მაღალ სიმჭიდროვეს ამიგდალასა და კუდიან ბირთვში „არადეპრესიულ“ ვირთაგვებთან შედარებით\, გენეტიკურად უნდა იყოს განპირობებული. კვლევამ აჩვენა\, რომ თავის ტვინის აღნიშნულ სტრუქტურებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ემოციების რეგულაციაში\, შესაბამისად\, დეპრესიის ჩამოყალიბებასა და ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაციაში. \n\nმოხსენებას თემაზე „ძილ-ღვიძილის ციკლის პატერნი და ძილის ხარისხი საქართველოს ურბანულ მოსახლეობაში“ წაიკითხავს პროფესორი ნატო დარჩია.\n\nანოტაცია \nთანამედროვე საზოგადოებაში ძილის დარღვევები ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება. ეპიდემიოლოგიური კვლევები ძილის დარღვევათა შეფასების მიზნით ძირითადად მაღალგანვითარებულ ქვეყნებშია ჩატარებული. ამ კუთხით\, მონაცემები საქართველოს მოსახლეობაში ძალიან მწირია. ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევაში ძილის დარღვევათა შესწავლა მოხდა თბილისისა და ქუთაისის მოსახლეობაში (395 ინდივიდი) შემდეგი კითხვარების მეშვეობით: ძილის ხარისხი\, უძილობის სიმწვავე\, ძილის აპნოეს რისკი\, დღის ძილიანობა\, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხი (SF-12).\nწარმოდგენილი შედეგები შეეხება ძილ-ღვიძილის ციკლის პატერნისა და ძილის ხარისხის შეფასებას. ინდივიდების 43%-ს აღენიშნებოდა ძილის დაბალი ხარისხი\, 41%-ს – ძილის დაბალი ეფექტურობა\, 27.6%-ს ეძინა 6 საათი ან ნაკლები\, 26.8%-ს ძილის კონსოლიდაციის პრობლემა ჰქონდა კვირაში 3-ჯერ ან მეტად\, 27.6% ხვრინავდა და 10.6% იღებდა ძილზე მოქმედ მედიკამენტებს. ძილის ხარისხის ზოგადი ინდექსი ასაკის\, მაგრამ არა სქესის სარწმუნო ეფექტს გვიჩვენებდა. ეკონომიური სტატუსისა და დეპრესიის ქულა ძილის ხარისხის სარწმუნო პრედიქტორებს წარმოადგენდა. კვლევის შედეგები მიუთითებს საქართველოში ძილის პრობლემათა მაღალ მაჩვენებელზე და ამ პრობლემის უფრო გლობალური შეფასების აუცილებლობაზე. \nდრო: 21 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-sametsniero-kvlevithi-tsentri-dzil-ghvidzilis-shemstsavleli-thengiz-onianis-laboratoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38970.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161220T190800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161220T190800
DTSTAMP:20260512T010626
CREATED:20161219T130814Z
LAST-MODIFIED:20240202T063333Z
UID:10002502-1482260880-1482260880@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „საშობაო და სააღდგომო პოეტური ტექსტების იკონოგრაფია“
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საშობაო და სააღდგომო პოეტური ტექსტების იკონოგრაფია“. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ საკითხებს: წმინდა ნიკოლოზი და ქრისტიანული თქმულებები; შობის მეტაფორა ანგელუს სილეზიუსთან; გალაკტიონი და ქრისტიანობა; ბორის ბასტერნაკის „საშობაო ვარსკვლავი“; იოსიფ ბროდსკის ლექსები „საშობაო ციკლიდან“. \nდრო: 20 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-sashobao-da-saaghdgomo-poeturi-teqstebis-ikonographia-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39010.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161220T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161220T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161215T125813Z
LAST-MODIFIED:20240202T063339Z
UID:10002504-1482260400-1482260400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:PPRTC-ის მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის ფარგლებში საჯარო ლექცია ტურიზმის თემაზე
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, გიორგი ბეგაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველოს ეროვნული ტურიზმის პოლიტიკა და განვითარების სტრატეგია“. \nმომხსენებელი ისაუბრებს ტურიზმის პოლიტიკის დინამიკაზე უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში\, სახელმწიფოს მიერ ამ მიმართულებით დასახულ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებზე\, რასაც ეს სფერო მოიცავს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 20 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pprtc-is-mier-organizebuli-leqtsiatha-kursis-pharglebshi-sajaro-leqtsia-turizmis-themaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38991.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161220T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161220T180000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161213T063729Z
LAST-MODIFIED:20240202T063343Z
UID:10002505-1482256800-1482256800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი.\nგაიმართება 1 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „სენსორული ინტეგრაცია და აუტიზმის სპექტრის დარღვევა: პრაქტიკული გამოცდილება და მეცნიერული მტკიცებულებები“ წაიკითხავს პროფესორი თინათინ ჭინჭარაული.\n\nანოტაცია\n\nაუტიზმის სპექტრის დარღვევის ერთ-ერთ მახასიათებელს წარმოადგენს გარემოს სენსორული ასპექტებისადმი უჩვეულო ინტერესი\, რაც სხვადასხვა სახის სენსორული გამღიზიანებლისადმი ჰიპერმგრძნობელობით\, ჰიპომგრძნობელობით ან პარადოქსული რეაგირებით ვლინდება (American Psychiatric Association\, 2013; Goldstein et al.\, 2011). აღნიშნულმა\, ქცევითი გამოვლინების თვალსაზრისით\, შეიძლება სხვადასხვა სახე მიიღოს დაწყებული გარკვეული სიტუაციებისთვის თავის არიდებით (მაგალითად\, ბავშვი არ შედის დაბადების დღის ცენტრში) დამთავრებული თვითსტიმულაციით\, რაც ხშირად განმეორებადი\, სტერეოტიპული ქცევების სახეს იღებს.\nკლინიკურ პრაქტიკაში სპეციალისტების წინაშე ხშირად დგება სენსორული ინტეგრაციის დარღვევით განპირობებული ქცევითი გამოვლინებების აუტიზმის სპექტრის დარღვევისთვის დამახასიათებელი სტერეოტიპული\, განმეორებადი ქცევებისგან დიფერენცირების აუცილებლობა (Boyd et al.\, 2010). პრაქტიკული გამოცდილება ერთი შეხედვით ადასტურებს\, რომ ეს ორი ცვლადი დაკავშირებულია. კერძოდ\, სენსორული ინტეგრაციის ხელშეწყობა ამცირებს სტერეოტიპული\, განმეორებადი ქცევების ინტენსივობას\, რაც თავის მხრივ\, გაზრდიდა გარემოდან დასწავლის შესაძლებლობას (Lanovaz et al. 2013). საბოლოო მტკიცებულება ამ დებულების სასარგებლოდ ჯერ არ არის მიღებული.\nბავშვის განვითარების ინსტიტუტში მიმდინარე კვლევის მიზანია სენსორული ინტეგრაციის დარღვევის გავლენის შესწავლა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში აბილიტაციის უფრო ეფექტური მოდელის შემუშავების მიზნით. \nდრო: 20 დეკემბერი\, 18: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-bavshvis-ganvitharebis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38969.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161220T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161220T170000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161212T125041Z
LAST-MODIFIED:20240202T063344Z
UID:10002507-1482253200-1482253200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი.\n\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\n მოხსენებას თემაზე „აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის: ირანელი და ფრანგი ავტორები მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ“ წაიკითხავს პროფესორი გიორგი სანიკიძე.\n\nანოტაცია\n\nპროექტის მიზანია მე-19 საუკუნის საქართველოს შესახებ აღმოსავლური და დასავლური მასალების შესწავლა და აღნიშნულ პერიოდის აღმოსავლეთ-დასავლეთის ურთიერთობებში საქართველოს ადგილის კვლევა. პროექტში მონაწილეები ამ პრობლემის შესწავლისათვის იკვლევენ XIX საუკუნის ფრანგი და ირანელი ავტორების ცნობებს საქართველოს შესახებ.\nპროექტის შემსრულებელთა მიერ კონკრეტულად ფრანგი და ირანელი ავტორების თხზულებების არჩევა იმ ფაქტმა განაპირობა\, რომ დღემდე შეუსწავლელი ყველაზე მეტი და სამეცნიერო თვალსაზრისით\, საინტერესო სწორედ ფრანგულ და სპარსულ ენებზე არსებული ნაშრომებია. საქართველოსა და მისი დედაქალაქის\, თბილისის\, მიმართ სწორედ ამ ორი ქვეყნიდან მჟღავნდებოდა განსაკუთრებული ინტერესი. ყველა ავტორი ხაზს უსვამს საქართველოს დედაქალაქის\, როგორც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამაერთიანებელი  ხიდის\, მნიშვნელობას. ისინი აღწერენ ქალაქის იერსახესა და საქალაქო ცხოვრებას\, რომელშიც  ჰარმონიულად იყო შეწყმული აღმოსავლური და დასავლური საწყისები და რომლის ევროპეიზაციაც მე-19 საუკუნის განმავლობაში სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. \nმოხსენებას თემაზე „ბიზანტია–საქართველოს ურთიერთობები“ წაიკითხავს ნელი მახარაძე. \nანოტაცია\n\nკვლევა მიმდინარეობდა რამდენიმე – ლექსიკოლოგიური; ისტორიული (ბიზანტია–საქართველოს ურთიერთობები); ენობრივ-ლიტერატურული (ნასესხობები\, ეტიმოლოგიური ძიებანი); წყაროთმცოდნეობითი (ბიზანტიური ისტორიული წყაროების თარგმნა); ბიბლიოლოგიური – მიმართულებით. \nდრო: 20 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-giorgi-tserethlis-aghmosavlethmtsodneobis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38966.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161220T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161220T150000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161219T114321Z
LAST-MODIFIED:20240202T063347Z
UID:10002508-1482246000-1482246000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კონფერენცია „თანადროული განათლების სკოლა 3“
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, თბილისის #82 საჯარო სკოლის ორგანიზებითა და ილიაუნის განათლების სკოლის მხარდაჭერით\, გაიმართება მასწავლებელთა კონფერენცია: „თანადროული განათლების სკოლა 3“. \nყოველწლიური კონფერენციის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა; საზოგადოებისთვის სკოლის მუშაობის ანგარიშის წარდგენა და წარმატებული გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია „თანადროული განათლების სკოლა 3“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება“ – ერთგვარი უკუკავშირია. \nდრო:20 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1\, ვაკის პარკთან)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konpherentsia-thanadrouli-ganathlebis-skola-3/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/39009.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161219T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161219T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161213T090756Z
LAST-MODIFIED:20240202T063352Z
UID:10002509-1482174000-1482174000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი გახელაძის საჯარო ლექცია: განათლებისა და მეცნიერების რეფორმები საქართველოში
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი\, გიორგი გახელაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „განათლებისა და მეცნიერების რეფორმები საქართველოში“. \nმომხსენებელი ისაუბრებს განათლების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე\, სფეროში მიმდინარე რეფორმების განვითარებაზე საქართველოში; ასევე\, სახელმწიფოს როლზე განათლების პოლიტიკაში\, სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ძალაუფლების ბალანსზე განათლების სისტემაში. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 19 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-gakheladzis-sajaro-leqtsia-ganathlebisa-da-metsnierebis-rephormebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38976.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161219T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161219T170000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161212T103023Z
LAST-MODIFIED:20240202T063356Z
UID:10002510-1482166800-1482166800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ეკოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი. \nგაიმართება 3 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „დნმ მარკერები და ახალი ცოდნა: ხვლიკიდან ადამიანამდე“ წაიკითხავს პროფესორი დავით თარხნიშვილი.\n\nანოტაცია \nეკოლოგიის ინსტიტუტში მუშაობს ერთადერთი სრულად აღჭურვილი მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია ინტენსიურად შესწავლად მრავალ  ობიექტს შორის არიან კავკასიის კლდის ხვლიკები\, რომლებიც გამოირჩევიან ხერხემლიანი ცხოველებისთვის უჩვეულო მრავალფეროვნებითა და უსქესო ფორმების არსებობით\, და ადამიანი\, რომლის პოპულაციის გენეტიკური სტრუქტურა უფრო ემსგავსება სხვა მსხვილი ძუძუმწოვრების პოპულაციურ სტრუქტურას\, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. ბოლო წლის განმავლობაში ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის გამოქვეყნებული ნაშრომები  (სულ 5 სამეცნიერო სტატია) სწორედ ამ ორ კვლევის ობიექტს ეხება. მოხსენებაში წარმოდგენილია ორი სტატიის ძირითადი შედეგები. პირველია კვლევა უსქესო ხვლიკების ევოლუციის შესახებ. ეს ფორმები დაშორებული სახეობების ჰიბრიდიზაციის შესახებ ჩნდება და მიმდინარეობს მრავალწლიანი კამათი იმის შესახებ\, თუ რამდენად ხშირად ხდება შეჯვარებები\, რომელთა შედეგად ახალი უსქესო ფორმა ჩნდება. მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს\, რომ შეჯვარებები იშვიათია\, მაგრამ დროდადრო – შესაძლებელი. გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა\, რომ ორი უსქესო „სახეობა“\, Darevskia dahli და D. armeniaca\, ერთადერთი შეჯვარების შედეგია\, რომელიც მოხდა რამდენიმე ათასი წლის წინათ\, ხოლო მათი შემდგომი გენეტიკური და მორფოლოგიური მრავალფეროვნება გაიზარდა უსქესო ხვლიკების სქესობრივი სახეობის მამრებთან რამდენიმე შეჯვარების შედეგად. ეს მნიშვნელოვნად ცვლის აქამდე არსებულ წარმოდგენებს და აჩვენებს\, რომ უსქესო გამრავლება ქვეწარმავლებში არაა ევოლუციური ჩიხი\, როგორც ადრე წარმოედგინათ. რაც შეეხება ადამიანის ევოლუციას\, გაზაფხულზე დაიბეჭდა სტატია\, რომელიც აკავშირებს ევრაზიაში გავრცელებული ადამიანების გენეტიკურ ცვალებადობას იზოლაციასთან\, რაც გამოიწვია გამყინვარების ბოლო ტალღამ. ჩვენს ლაბორატორიაში შექმნილი სივრცული მოდელი აჩვენებს\, რომ სავანა არის პირველყოფილი ადამიანის ოპტიმალური საცხოვრებელი ლანდშაფტი\, ხოლო სავანების განაწილება გამყინვარებისას იყო ხალობრივი\, და მათ შორის არსებობდა ძნელად გამავალი ლანდშაფტები – ტუნდრები და ცივი უდაბნოები. ამის შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანის გენეტიკური სტრუქტურა\, რომელიც ბოლო 15 ათასი წლის განმავლობაში ასიმილაციის შედეგად თანდათან იცვლება. \n\nმოხსენებას თემაზე „შავი ზღვის ვეშაპისნაირთა პოპულაციების მდგომარეობა და ევოლუციური ისტორია“ წაიკითხავს პროფესორი ნათია კოპალიანი.\n\nანოტაცია \nმოხსენებაში\, შავი ზღვის ვეშაპისნაირების მიტოქონდრიული დნმ-ის შესწავლის საფუძველზე\, განხილული იქნება დელფინების შავ ზღვაში მოხვედრის\, მათი იზოლაციის ხარისხის დამიგრაციის საკითხები; აგრეთვე\, შავ ზღვაში უჩვეულო შეფერილების მქონე დელფინების შეხვედრის შემთხვევები და მისი გამომწვევი მიზეზები. გარდა ამისა\, წარმოდგენილი იქნება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: პოპულაციების შეფასება\, საქართველოს სანაპირო წყლების გამოყენების ცვლილება სეზონების მიხედვით\, მნიშვნელოვანი ტერიტორიები\, ნადირობის ქცევა და სხვ. \n\nმოხსენებას თემაზე „მაღალმთის მცენარეულობა – კლიმატის გლობალური ცვლილების ბიოინდიკატორი“ წაიკითხავს პროფესორი ოთარ აბდალაძე.\n\nდრო: 19 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-ekologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38964.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161219T164800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161219T164800
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161219T124820Z
LAST-MODIFIED:20240202T063358Z
UID:10002511-1482166080-1482166080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „საშობაო და სააღდგომო პოეტური ტექსტების იკონოგრაფია“
DESCRIPTION:[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-sashobao-da-saaghdgomo-poeturi-teqstebis-ikonographia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161216T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161214T065701Z
LAST-MODIFIED:20240202T063401Z
UID:10002512-1481914800-1481914800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირაკლი ხვადაგიანის საჯარო ლექცია: „სტალინი დღეს და აქ“
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, საბჭოთა ისტორიის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სტალინი დღეს და აქ“. \nსაჯარო ლექციის თემაა საბჭოთა ისტორიის სტალინურიერა\, როგორც ინსტრუმენტი თანამედროვე იდეოლოგიურ დისკუსიებში. \nდრო:16დეკემბერი\,19:00საათი \nადგილმდებარეობა:წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ.#32)\,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრებათავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irakli-khvadagianis-sajaro-leqtsia-stalini-dghes-da-aq/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38986.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161216T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161216T180000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161215T123934Z
LAST-MODIFIED:20240202T063403Z
UID:10002513-1481911200-1481911200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში -სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი.\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „სამართლისა და მორალის საკითხები ფიხტეს „მეცნიერებათა მოძღვრების“ მიხედვით“ წაიკითხავს პროფესორი თამარ ცოფურაშვილი.\n\nანოტაცია\n\nპროექტი ხორციელდება სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის კვლევითი მიმართულების – „კვლევები ეთიკისა და მორალის საკითხებზე“ – ფარგლებში. ფიხტეს 1796 წლით დათარიღებული ტექსტი „ბუნებითი სამართლის დაფუძნება მეცნიერებათმოძღვრების მიხედვით“ წარმოადგენს ტექსტს\, სადაც ფიხტე პირველად აფუძნებს ინტერსუბიექტურობის ცნებას\, რომელიც შემდგომში თანამედროვე ფილოსოფიისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში\, უკვე შესრულებულია კანტისა და ფიხტეს ბუნებითი სამართლის კონცენფციების შედარებითი ანალიზი. კვლევითი პროექტის შედეგი იქნება ფიხტეს ტექსტის „ბუნებითი სამართლის დაფუძნება მეცნიერებათმოძღვრების მიხედვით“ პირველი თავის თარგმნა და გამოცემა წინსმსწრები შესავლით\, რომელიც კანტის\, ფიხტეს და ჰეგელის ბუნებითი სამართლის თეორიების შედარებით ანალიზს დაეთმობა. პუბლიკაცია გათვალისწინებულია სასწავლო მასალებში ჩასართავად. \n\nმოხსენებას თემაზე „გამოყენებითი ეთიკის არსი და სპეციფიკური სფეროები“ წაიკითხავს ნინო როდონაია.\n\nანოტაცია\n\nეთიკა დღეს აღარ არის მხოლოდ აკადემიური სფეროს კუთვნილება. ეთიკისგან მოითხოვება კონკრეტული რჩევები და პასუხები კითხვებზე\, რომლებიც საზოგადოებაში მრავალი მიმართულებით გაჩნდა. ეს კითხვები მეოცე საუკუნეში სხვადასხვა მეცნიერების განსაკუთრებულ განვითარებას უკავშირდება. სწორედ ამ განვითარებამ და ადამიანისთვის სულ უფრო მეტი შესაძლებლობების მიცემამ გამოკვეთა დასავლეთში სპეციფიკური პრობლემატიკა\, რომელზედაც ადეკვატური პასუხის გაცემა შეუძლებელია რომელიმე ერთი მეცნიერული დისციპლინის ფარგლებში. ეს საკითხები მრავალი დარგის კომპლექსურ მიდგომას უნდა ითვალისწინებდეს. მათ საზოგადოებაში ახალი დისკუსიები გამოიწვიეს და ეთიკის არსიც შეცვალეს. წარმოიშვა ცნება „გამოყენებითი ეთიკა“\, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა სფეროზე ორიენტირებულ ან სფეროს სპეციფიკით განსაზღვრულ ეთიკებს\, კერძოდ: ბიოეთიკა (ადამიანის და ცხოველის) და სამედიცინო ეთიკა\, კვლევის ეთიკა\, გარემოს ეთიკა და სხვა. თავისთავად\, ყოველი მათგანი შეიცავს მრავალი საკითხის ერთობლიობას. \nდრო: 16 დეკემბერი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-savle-tserethlis-philosophiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38988.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161216T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161216T170000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161214T074011Z
LAST-MODIFIED:20240202T063410Z
UID:10002515-1481907600-1481907600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „პოსტსეკულარული რელიგიურობა\, როგორც რეაქცია გლობალურ კაპიტალიზმსა და სოციალურ უთანასწორობაზე“ წაიკითხავს პროფესორი გიორგი მაისურაძე.\n\nანოტაცია \nთანამედროვე სამყაროში\, რომელსაც „პოსტსეკულარულადაც“ მოიხსენიებენ\, შეინიშნება რელიგიურობის მატების ნიშნები. რელიგიურობა ბრუნდება თავისი პოლიტიზირებული და\, ამასთანავე\, აგრესიული ფორმებით\, რაც უკვე საყოველთაო მოვლენად იქცა. რელიგიურობის ამ დაბრუნების უკან ხშირად კონკრეტული სოციალური და ჩაგვრის მექანიზმებზე რეაქციები ჩანს\, რომელიც გლობალურ კაპიტალიზმთან და მის ექსპანსიასთან რეაქციაშია წარმოშობილი. \n\nმოხსენებას თემაზე „საბჭოთა წარსულის კვლევების მიმართულება: კონსტანტინე მეგრელიძის „აზრის სოციოლოგიის ძირითადი საკითხები“ წაიკითხავს ელენე ლადარია.\n\nდრო: 16 დეკემბერი\, 17: 00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-sotsialuri-da-kulturis-kvlevebis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38978.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161215T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161209T100600Z
LAST-MODIFIED:20240202T063410Z
UID:10002514-1481828400-1481828400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საცდელი ნომერი“ - უმბერტო ეკოს რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „დიოგენე“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ უმბერტო ეკოს რომანის პრეზენტაციაზე. \n„საცდელი ნომერი“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის\, უმბერტო ეკოს (1932-2016) ბოლო რომანია\, რომელიც ავტორის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე გამოვიდა. \nმილანში აპირებენ გაზეთის გამოცემას\, რომელიც მის დამფინანსებელ მედიამაგნატს სერიოზულ გავლენას მოუპოვებს. საცდელმა ნომერმა ცხადი უნდა გახადოს\, რომ ამ გაზეთს შეუძლია საფინანსო და პოლიტიკურ წრეებს პრობლემები შეუქმნას. ნომრის მზადების კვალდაკვალ წიგნში რამდენიმე ამბავი ვითარდება: სასიყვარულო თავგადასავალი\, ჟურნალისტის მკვლელობა\, ბენიტო მუსოლინის აღსასრულისა და მოკავშირეთა სპეცსამსახურების საიდუმლო ისტორია… \nწიგნი დარეჯან კიკოლიაშვილმა თარგმნა და გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა სერიით ET CETERA. \nწიგნს მთარგმნელი დარეჯან კიკოლიაშვილი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, მთარგმნელი ნოდარ ლადარია წარადგენენ. \nდრო: 15 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/satsdeli-nomeri-umberto-ekos-romanis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38932.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161215T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161215T180000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161213T064011Z
LAST-MODIFIED:20240202T063413Z
UID:10002516-1481824800-1481824800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი.\nგაიმართება 3 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემებზე „ებრაული იდენტობა საქართველოში და გლობალიზაციის დასაწყისი“ და „ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩახშული ხმა და სოციალური ინტეგრაციის დილემები“ წაიკითხავს პროფესორი ნინო ფირცხალავა.\n\nანოტაცია\n\n„ებრაული იდენტობა საქართველოში და გლობალიზაციის დასაწყისი“ – ნინო ფირცხალავასა და ლალი გულედანის კვლევა  მხოლოდ ერთი ასპექტია იმ კომპლექსური კვლევისა\, რომელიც XIX-XX საუკუნეთა მიჯნის (fin de siècle) თბილისის\, როგორც მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ქალაქის\, ფენომენის შესწავლას გულისხმობს. ამ პრობლემის საფუძვლიანად განხილვისას შეუძლებელია კვლევის შემოფარგვლა მხოლოდ „ქართველ ებრაელთა“  იდენტობის გარკვევით. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მრავალეროვანი თბილისის სხვა ეთნიკური ჯგუფების კულტურული\, რელიგიური და ლინგვისტური თვალსაზრისით შესწავლა\, რაც\, თავის მხრივ\, ინტერდისციპლინური კვლევის აუცილებლობას გულისხმობს.  თბილისის\, როგორც მრავალეროვანი და მრავალენოვანი ფენომენის\, შესწავლა გულისხმობს მულტიკულტურულობის საკითხის განხილვას ქალაქის სემიოტიკის შუქზე იმის გათვალისწინებით\, თუ რა ფუნქციონალობას იძენს ამ კონტექსტში თბილისის ესა თუ ის უბანი და რას წარმოადგენს ის მარკერები\, რომლებიც ამ მულტიკულტურულობის განმსაზღვრელია. კვლევა ხორციელდება ფოლკსვაგენის ფონდთან თანამშრომლობით.\n„წარსულში მომწყვდეულნი: ქართველ იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩახშული ხმა და სოციალური ინტეგრაციის დილემები“ – მალხაზ თორიასა და ნინო ფირცხალავას კვლევის მიზანია სიმბოლური და პოლიტიკური ფაქტორების ურთიერთმიმართების კვლევა\, რომლებიც ახშობს ან სუსტად წარმოაჩენს დევნილების მოთხოვნებს. თავის მხრივ\, ეს ფაქტორები ხელს უშლის მათ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში და განსაზღვრავს მათ მარგინალურ პოზიციას. კერძოდ\, საკვლევი ამოცანები ორ დიდი საკითხის გარშემო დავაჯგუფეთ:\n1.სიმბოლური დონე: „სამშობლოს“ ნოსტალგიური გახსენება\, კოლექტიური ტრავმა და მსხვერპლის ნარატივები როგორც „სოციალური ჩაკეტილობის“ მიზეზები;\n2.პოლიტიკური დონე: ხელისუფლების (ცენტრალური და ლოკალური; აფხაზეთის დევნილი ხელისუფლება და ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია; დევნილთა სამინისტრო) და არასამთავრობო ორგანიზაციების (რომლებიც დევნილთა პრობლემებით არიან დაკავებული) საქმიანობა. კვლევა ხორციელდება ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტთან თანამშრომლობით. \n\nმოხსენებას თემაზე „რომანტიკული ნაციონალიზმის ფორმირება საქართველოში და ქართული ლიტერატურა; კულტურული ფიგურების საკრალიზაცია და “დიდი უკვდავები“ წაიკითხავს პროფესორი ბელა წიფურია.\n\nანოტაცია\n\nკვლევის ჰიპოთეზა გულისხმობს\, რომ საქართველოში მოდერნული ტიპის ნაციონალური ცნობიერება სახეს იძენდა ევროპულ ერებში მე-19 საუკუნეში ნაციონალიზმის ფორმირების ერთიანი ლოგიკისა და ტენდენციების შესაბამისად. იმ ფონზე\, რომ ევროპის ერები ამ პერიოდში ქმნიდნენ ერ-სახელმწიფოებს\, ხოლო არაერთი ერის იდენტობის ფორმირება მიმდინარეობდა ევროპის დიდი იმპერიების ფარგლებში\, საქართველოს მაგალითიც ცხადყოფს მოდერნული ეპოქის ერთიანი ტენდენციის არსებობას. ამასთან\, არაერთ ქვეყანაში\, მათ შორის საქართველოშიც\, განმსაზღვრელია ლიტერატურის როლი ნაციონალიზმის იდეის და ნაციონალური იდენტობის\, საბოლოოდ კი ერი-სახელმწიფოს ფორმირებაში. კვლევა ხორციელდება ამსტერდამის უნივერსიტეტისა და სლოვენიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის ლიტერატურისა და ლიტერატურის კვლევების ინსტიტუტის მკვლევარებთან თანამშრომლობით. \nდრო: 15 დეკემბერი\, 18: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-shedarebithi-literaturis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38968.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161215T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161215T170000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161213T064711Z
LAST-MODIFIED:20240202T063838Z
UID:10002585-1481821200-1481821200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი.\nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „გარემოს როლი ადრეული ზრდასრულების იდენტობის ფორმირებაში“ წაიკითხავს პროფესორი ნინო ჯავახიშვილი.\n\nანოტაცია\n\nადრეული ზრდასრულობის ცნება შედარებით ახალი კონსტრუქტია განვითარების ფსიქოლოგიაში\, თუმცა\, დღეისათვის უკვე შესწავლილია მისი იდენტობის ფორმირების ძირითადი თავისებურებები\, რომლებიც უნივერსალურია. ამავე დროს\, მკვლევრებმა აღიარეს\, რომ გარემო მნიშვნლოვან გავლენას ახდენს იდენტობის ფორმირებაზე. ჩვენი კვლევები სწორედ გარემოს/კონტექსტის როლის შესწავლის მიმართულებით განხორციელდა\, აღმოჩნდა\, რომ ქართველი ახალგაზრდების იდენტობის ფორმირება გარემოს გამო განსხვავებულად მიმდინარეობს. \n\nმოხსენებას თემაზე „ოჯახის ძალადობის მსხვერპლების ფსიქოლოგიური მორგება“ წაიკითხავს მაკა ლორთქიფანიძე.\n\nანოტაცია \nკვლევები აჩვენებს\, რომ სტრესის განცდა აუარესებს ადამიანის ფსიქოლოგიური მორგების მაჩვენებლებს. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები გამონაკლისი არაა\, ნაჩვენებია\, რომ მათ აქვთ მომატებული შფოთვა და დეპრესია. ჩვენი კვლევის სიახლე ის გახლავთ\, რომ შევისწავლეთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების მორგების კიდევ ერთი მაჩვენებელი – ცხოვრებით კმაყოფილება; გარდა ამისა\, თავად სტრესორის – ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა. ოჯახში ძალადობის გავლენა დეპრესიაზე\, შფოთვაზე და ცხოვრებით კმაყოფილებაზე შევისწავლეთ სოციალური მხარდაჭერის ფონზე. \nდრო: 15 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-dimitri-uznadzis-phsiqologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38967.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161214T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161214T180000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161212T094900Z
LAST-MODIFIED:20240202T063414Z
UID:10002518-1481738400-1481738400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „ენის მოდელირება და კომპიუტერული ლინგვისტიკა“ წაიკითხავენ პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და ირინა ლობჟანიძე\n\nანოტაცია \nმოხსენებაში განხილული იქნება ენის დოკუმენტირებისა და კვლევის თანამედროვე სტანდარტები და ქართული ენის კორპუსული რესურსები (ქართული ენის კორპუსი – http://corpora.iliauni.edu.ge/)\, რომლებიც ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში შეიქმნა. მომხსენებლები წარმოადგენენ პრობლემებს\, რომლებიც ქართული ენის კომპიუტერული დამუშავების პროცესში იჩენს თავს. ნაჩვენები იქნება უკვე შექმნილი საანალიზო ინსტრუმენტის\, მორფოლოგიური ანალიზატორის\, სამომავლო განვითარების პერსპექტივა: მორფოსინტაქსური მოდული\, ელექტრონული კორექტორი\, ელექტრონული მთარგმნელი. \n\nმოხსენებას თემაზე „კავკასიისა და საქართველოს კულტურული სემანტიკის კვლევა“ წაიკითხავენ პროფესორი ნინო დობორჯგინიძე და თამარ კალხიტაშვილი\n\nანოტაცია \nმოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ორი კვლევითი პროექტი\, რომლებიც ციფრული ჰუმანიტარიის სტანდარტების მიხედვით იქმნება: \n\nსაქართველოს ეპიგრაფიკის კორპუსი (http://epigraphy.iliauni.edu.ge/)\, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ან დაცული უძველესი არამეული\, ბერძნული\, ებრაული\, ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების ელექტრონული გამოცემა\, შესრულებული ლაიდენის კონვენციის ციფრული მემკვიდრის\, EpiDoc-ის\, მიხედვით. ურარტულიდან დაწყებული\, საქართველოს ეპიგრაფიკაში წარმოდგენილია ძველი კულტურული სამყაროს თითქმის ყველა ფენა\, რის გამოც იგი ყველაზე საერთაშორისო ქართველოლოგიური დარგია.\nსაქართველოს პირველი რესპუბლიკის პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი (http://prosopography.iliauni.edu.ge/) – ციფრული პროსოპოგრაფიის სტანდარტის მიხედვით შექმნილი მონაცემთა ბაზა\, რომელიც სოციალური ისტორიის კვლევის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. მოხსენება ეხება ქართულენოვანი საკვლევი მასალის\, წყაროების დოკუმენტირების პრობლემებს\, მიზეზებს\, რომელთა გამო ვერ ხერხდება იმპერიული პროექტის ფარგლებში დაწერილი ჩვენი ისტორიის სისტემური რევიზია.\n\nდრო: 14 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-lingvistur-kvlevatha-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38955.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161214T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161214T170000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161212T110352Z
LAST-MODIFIED:20240202T063418Z
UID:10002520-1481734800-1481734800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი"
DESCRIPTION:14 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „შთაბეჭდვის რეკოგნიციული მეხსიერების მოლეკულური  მექანიზმები წიწილებში“ წაიკითხავს პროფესორი რევაზ სოლომონია.\n\nანოტაცია \nდასწავლისა და მეხსიერების მოლეკულური საფუძვლების შეცნობის მთავარ სიძნელეს წარმოადგენს ტვინის იმ უბნის იდენტიფიკაცია\, რომელიც მონაწილეობს შენახვის პროცესებში. ეს სიძნელე დიდწილად დაძლეულია მხედველობითი იმპრინტინგისათვის\, რომელიც წარმოადგენს დასწავლის პროცესს\, როდესაც ზოგიერთი სახეობის ახლად დაბადებულები\, მათ შორის შინაური წიწილები\, სწავლობენ და შემდგომ ამოიცნობენ წარდგენილი ობიექტის მახასიათებლებს. იმპრინტინგამდე არანაირ მხედველობით დასწავლას არ აქვს კვალი დაჩნეული ტვინზე. არსებობს მტკიცე თანმხვედრი მონაცემები\, რომ წიწილების წინა ტვინის შემოსაზღვრული უბანი\, მეზოპალიუმის მედიალური და ინტერმედიალური ნაწილი (იმმ)\, ინახავს იმპრინტინგისა და ფრინველებში სხვა დასწავლის შედეგად  მიღებულ ინფორმაციას (1). ამ მოდელის საშუალებით შესაძლებელია დასწავლის რაოდენობრივი ქცევითი მაჩვენებლების კორელაცია რეგიონის ბიოქიმიური ცვლილებების რაოდენობრივ მაჩვენებლებთან. ამ თვისებების უპირატესობის საფუძველზე\, შესაძლებელი გახდა დადგენილიყო დასწავლისათვის სპეციფიკური რიგი მოლეკულური ცვლილებებისა\, რომელიც სხვადასხვა უჯრედულ პროცესებს მოიცავს.  მოცემულ მოხსენებაში გაანალიზებული იქნება დასწავლისა და მეხსიერებისათვის სპეციფიკური ცვლილებები მიკრო-რნმ-ებში\, ცილა კოგნინის ინტერაქტომი და მოტოქონდრიული დნმ-ის ეპიგენეტიკური ცვლილებები. \nმიკრო-რნმ-ები (მირნმ) წარმოადგენენ მოკლე ენდოგენურ\, ერთჯაჭვიან რნმ-ის მოლეკულებს\, რომლებიც უარყოფითად არეგულირებენ გენების ექსპრესიას პოსტტრანსკრიფციულად. ჩვენ მიერ შედარებული იქნა ცვლილებები მიკრო-რნმ-ების სპექტრში დასწავლიდან 24 საათის შემდეგ კარგად და ცუდად დამსწავლელი წიწილების მარცხენა ნახევარსფეროს იმმ-ში. ამ შედარებებმა გამოავლინა 12 მიკრო-რნმ\, რომელთა ექსპრესია სარწმუნოდ განსხვავდება ჯგუფებს შორის. ამ მიკრო-რნმ-ებიდან შემდგომი ვალიდაციისათვის შერჩეული იქნა mir-130b\, რომელიც ზომიერი სიხშირის ექსპრესიით ხასიათდება. ჩვენ მიერ ნაჩვენები იქნა mir-130b მეხსიერებისათვის სპეციფიკური კლება მარცხენა იმმ-ში. შესაბამისად\, გაზრდილი უნდა იყოს მისი სამიზნეებით კოდირებული ცილოვანი მოლეკულები\, რომელთაგან ერთისათვის\, კერძოდ კი DRP-1 ჩვენ ვაჩვენეთ მეხსიერებისათვის  სპეციფიკური მატება. \nმოხსენებას თემაზე „გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორ 5-ის მონაწილეობა მაკროფაგთა პლასტიურობაში“ წაიკითხავს ლალი შანშიაშვილი. \nანოტაცია \nმაკროფაგები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მასპინძლის დაცვასა და მისი ქსოვილოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ფუნქციურად მაკროფაგები ჰეტეროგენული უჯრედებია და\, მიკროგარემოზე დამოკიდებულების მიხედვით\, პოლარიზდება 2 ჯგუფად: კლასიკურად გააქტივებად M1 და ალტერნატიულად გააქტივებად M2 ფენოტიპებად. გლუტამინის მჟავა და გლუტამტის რეცეპტორები\, შესაძლოა\, მონაწილეობდნენ მაკროფაგების პლასტიურობაში. ჩვენ მოვახდინეთ გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორი 5-ის ტრანსფექცია RAW-264.7 მაკროფაგულ უჯრედებში.  ტრანსფექცირებული და არატრანსფექცირებული უჯრედების  შედარებითმა ანალიზმა აჩვენა\, რომ ტრანსფექცირებული მაკროფაგები უფრო მეტი გლუტამატის  ადსორბციას ახდენდნენ\, ვიდრე საკონტროლო უჯრედები. გლუტამატის უჯრედშიდა კონცენტრაცია კორელაციაში იყო ამაგზნებელი ამინომჟავების ტრანსპორტერ 2-ის ექსპრესიასთან.  ამასთან\, ტრანსფექცირებულ  მაკროფაგებში იზრდებოდა პეროქსისომის პროლიფერაციის გამააქტივებელი რეცეპტორ-g -ს ექსპრესია\, ინტერლეიკინ-10-ის\, მაღალი მობილობის ჯგუფ ბ1-ის ცილების და გალექტინ-3-ის სეკრეცია\, საკონტროლო უჯრედებთან შედარებით. \nჩვენ ვვარაუდობთ\, რომ  შიდაუჯრედული გლუტამატის კონცენტრაციისა და გლუტამატის მეტაბოტროპული რეცეპტორი 5-ის ექსპრესიის გაზრდას შეუძლია გამოიწვიოს მაკროფაგების მეტაბოლური გადაწყობა და იმუნოსუპრესორული M2 ფენოტიპის ფორმირება. \nდრო: 14 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-qimiuri-biologiis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38979.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161214T160900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161214T160900
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161214T120959Z
LAST-MODIFIED:20240202T063419Z
UID:10002522-1481731740-1481731740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლიგამუსის“ ფასდაკლება წიგნის საახალწლო ფესტივალზე
DESCRIPTION:23-25 დეკემბერს\, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება წიგნის საახალწლო ფესტივალი\, რომლის ფარგლებშიც\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ ილიაუნის გამოცემებს – წიგნებსა და ჟურნალებს – 30%-მდე ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. \nფასდაკლებული გამოცემების სრული სია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. \nდრო: 23-25 დეკემბერი\, 11:00-20:00 საათი\nადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი (ადმინისტრაციული კორპუსი\, ლ. გუდიაშვილის ქ. #7) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ligamusis-phasdakleba-tsignis-saakhaltslo-phestivalze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38993.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161213T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161213T183000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161208T131615Z
LAST-MODIFIED:20240202T063424Z
UID:10002523-1481653800-1481653800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ მატიას რიდლის საჯარო ლექცია: „აპოკალიფსური ძალადობა და გლობალური კრიზისის ხედვა“
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, დოქტორი მატიას რიდლი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აპოკალიფსური ძალადობა და გლობალური კრიზისის ხედვა“ („Apocalyptic Violence and the Vision of Global Crisis“). \nმომხსენებლის შესახებ \nმატიას რიდლი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი\, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი და რელიგიურ სწავლებათა ცენტრის მკვლევარია. სხვადასხვა დროს მატიას რიდლი ასწავლიდა ლიონის\, დუკის\, ერლანგენ-ნურემბერგის უნივერსიტეტებში; ხელმძღვანელობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ არაერთ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას. \nმატიას რიდლის კვლევის ინტერესებში შედის: ადრეული თანამედროვე ეპოქა\, ეკლესიის ისტორია\, თეოლოგიის ისტორია\, რეფორმაციის ხანა\, რელიგიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართება\, რელიგია და პოლიტიკა და ა.შ.\nმის ნამუშევრებს შორისაა: „Living in the Future – Proleptic Existence in Religion\, Politics and Art“\, „Dante and the Politics of Universal Mankind“\, „The Secular Sphere in Western Theology – A Historical Reconsideration“ და ა.შ. \nლექცია ჩატარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში\, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“. \nლექციის ენა: ინგლისური \nდრო: 13 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-matias-ridlis-sajaro-leqtsia-apokaliphsuri-dzaladoba-da-globaluri-krizisis-khedva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38926.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161213T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161213T180000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161212T135543Z
LAST-MODIFIED:20240202T063426Z
UID:10002525-1481652000-1481652000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი ისაკაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი გახდა
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური პროფესორების გუნდს\, Forbes Georgias-ს მთავარი რედაქტორი და სატელევიზიო გადაცემების\, “საქმიანი დილა” და “ბიზნესკონტრაქტი” ავტორი\, გიორგი ისაკაძე\, შემოუერთდა. იგი ლექციებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სტუდენტებისთვის წაიკითხავს. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-isakadze-ilias-sakhelmtsipho-universitetis-biznesis-skolis-asotsirebuli-prophesori-gakhda/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38962.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161213T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161213T170000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161212T103326Z
LAST-MODIFIED:20240202T063430Z
UID:10002526-1481648400-1481648400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ბიოფიზიკის ინსტიტუტი
DESCRIPTION:13 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოფიზიკის ინსტიტუტი. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „კვადრუპლექს პრაიმერული ამპლიფიკაცია მოლეკულური დიაგნოსტიკისთვის“ წაიკითხავს ლევან ლომიძე.\n\nანოტაცია \nკვადრუპლექს პრაიმერული ამპლიფიკაცია (Quadruplex priming amplification (QPA)) არის მეთოდი\, რომელიც დნმ-ის სიგნალის იზოთერული ამპლიფიკაციისა და ამ პროცესის რეალურ დროში დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. QPA რეაქციის მთავარი მექანიზმია დნმ-ის თანმიმდევრობა\, GGGTGGGTGGGTGGG (G3T)\, რომელიც წარმოქმნის ძლიერი თერმული სტაბილურობის სტრუქტურას\, კვადრუპლექსს. რეაქციაში პრაიმერად გამოიყენება G3T\, რომელსაც 3’-პრაიმ ბოლოში ჩამოცილებული აქვს გუანინი. გუანინის ნაკლებობა კრიტიკულია კვადრუპლექსის ფორმირებისთვის და თანმიმდევრობა ვეღარ წარმოქმნის კვადრუპლექსს. წაკვეთილი თანმიმდევრობა ებმის პრაიმერის ბმის ადგილს. როდესაც პოლიმერაზა პრაიმერს დაამატებს გუანინის\, G3T თანმიმდევრობა თავისთავად ფორმირდება კვადრუპლექსად\, რის შედეგადაც პრაიმერი იზოთერმულად სცილდება სამიზნე დნმ-ს და პრაიმერის ბმის ადგილი თავისუფალია შემდეგი პრაიმერისთვის. ასევე\, პრაიმერში ჩაკერებულია ფლურესცირებადი ნუკლეოტიდი (მაგ. 3-methylisoxanthopterin)\, რომელიც ხასიათდება ფლურესცირების სიგნალის ძლიერი ზრდით კვადრუპლექსის ფორმირების შემდეგ\, რაც სიგნალის თვლის მარტივ და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს\, დამატებითი მთვლელი მოლეკულების გარეშე. ჩვენ შევქმენით QPA რეაქცია. რომელიც დნმ-ის ეფექტურ\, სწრაფი და იზოთერმული ამპლიფიკაციის საშუალებას გვაძლევს. აღნიშნული მეთოდი შესაძლებელია ფართოდ იქნას გამოყენებული ბიოსამედიცინო\, მოლეკულური ბიოლოგიის\, გენეტიკის და სასამართლო მეცნიერების\, გენეტიკური დაავადებებისა და პათოგენური მკროორგანიზმების აღმოსაჩენად\, ასევე – სამეცნიერო კვლევების პრაქტიკაში. \n\nმოხსენებას თემაზე „ლაზერით ინდუცირებული ფლუორესცენციის რეზონანსული ენერგიის გადატანა დნმ-ის ორმაგ სპირალში დეფექტების შესასწავლად“ წაიკითხავს ირინა ხუციშვილი.\n\nანოტაცია \nნანომასშტაბური (1-10ნმ) ენერგიის გადატანის ფლუორესცენტული რეზონანსური (FRET) მეთოდი  საშუალებას გვაძლევს\, განვსაზღვროთ დნმ-ის ორმაგი სპირალის უბნების კონცენტრაცია\, რომლებიც ვარგისია სხვადასხვა სტრესის გავლენის შემდეგ ინტერკალაციისთვის. ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ დნმ-ის შედარებითი ანალიზი სხვადასხვა დაზიანებულ დნმ-ში. FRET-მეთოდით შესწავლილია დნმ–ის კომპლექსები  აღდგენილ ვერცხლის და სპილენძის იონებთან\, ვერცხლის ნაწილაკებთან; ასევე\, გამოკვლეულია დნმ-ის ორმაგ სპირალზე ტემპერატურის ზემოქმედება. \nდრო: 13 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-biophizikis-instituti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38953.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161213T142000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161213T142000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161213T102017Z
LAST-MODIFIED:20240202T063432Z
UID:10002528-1481638800-1481638800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“
DESCRIPTION:16-17 დეკემბერს\, 10:00 საათიდან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. კონფერენციაზე შეჯამდება აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის 2016 წლის სამეცნიერო მუშაობა და წარმოდგენილი იქნება მოხსენებები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების\, აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურის\, ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე პროცესების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. ილიაუნის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელთა გარდა\, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო ცენტრების წარმომადგენლები\, ასევე – უცხოელი მკვლევრები. \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. \nდრო: 16-17 დეკემბერი\, 10:00 საათიდან \nადგილმდებარეობა: აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი (ილიაუნის S კორპუსი\, გ. წერეთლის ქ. #3)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-akhlo-aghmosavlethi-da-saqarthvelo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38974.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161212T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161212T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161201T094718Z
LAST-MODIFIED:20240202T063436Z
UID:10002529-1481569200-1481569200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნიკოლოზ ყაველაშვილის საჯარო ლექცია: „ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის სრული პროფესორი\, ნიკოლოზ ყაველაშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეკონომიკური განვითარება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითზე“. \nმომხსენებელი მიმოიხილავს განვითარების თეორიას და მსმენელებს აუხსნის ქვეყნის განვითარების დონის გაზომვის ტექნიკებს\, ერთმანეთს შეადარებს სხვადასხვა ქვეყნის განვითარების დონესა და მათი განსხვავების მიზეზებს. ლექციაზე საუბარი იქნება განვითარების დაგეგმვაზე\, ეკონომიკურ ინსტიტუტთა\, კერძო და არასამთავრობო სექტორის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარების საქმეში. მომხსენებელი მიმოიხილავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითებს. \nსაჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის – „ევროპეიზაციის გავლენა საჯარო პოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ – ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ\, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმა საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე\, ჯანდაცვაზე\, განათლებაზე\, სამართალზე\, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე. \nლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია. \nდრო: 12 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) \, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nikoloz-qhavelashvilis-sajaro-leqtsia-ekonomikuri-ganvithareba-aghmosavleth-evropis-qveqhnebis-magalithze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38852.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161209T081233Z
LAST-MODIFIED:20240202T063440Z
UID:10002530-1481565600-1481565600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ იოგრ ჰარდის საჯარო ლექცია: „ავტონომია და მორალი“
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმისა და სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, ფილოსოფოსი იოგრ ჰარდი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ავტონომია და მორალი“. \nგანხილული იქნება მორალის და ავტონომიის ცნებათა ურთიერთგადაკვეთის საფუძველზე აგებული მორალური ფილოსოფია\, რომელიც ქმნის იმ ფუნდამენტურ საფუძველს\, რაზეც შესაძლებელია დაეფუძნოს სოციალური და პრივატული (კერძო) ავტონომია და თვით-განსაზღვრება (თვით-დეტერმინაცია). მორალის უნივერსალურობა განაპირობებს ეთიკურ მოთხოვნათა მნიშვნელადობას\, რომელსაც შეიძლება მისდიოს თითოეულმა ადამიანმა უმაღლესი სიკეთეების დასაცავად. ამ თეორიულ ბაზაზე დაყრდნობით\, რომელიც თავის სათავეს კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიაში იღებს\, წარმოჩენილი და განხილული იქნება გამოყენებითი ეთიკის სხვადასხვა საკითხი\, კერძოდ: ზოგადი კლინიკური ეთიკა\, აბორტი\, სუიციდი და გარემოს დაცვის ეთიკა. \nმომხსენებლის შესახებ \nფილოსოფოსი იორგ ჰარდი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია. სავიზიტო პროფესურა აქვს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში\, რუსეთის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ქრისტიანულ აკადემიაში და\, ასევე\, ჩინეთის უნივერსიტეტში. ჰარდი არის მიუნსტერის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის -„ნორმების დაფუძნება მედიცინის ეთიკასა და ბიოპოლიტიკაში“ – წევრი. ამასთან\, იგი არის ინტერნაცონალური ჟურნალის – „გამოყენებითი ფილოსოფიის“ – გამომცემელი. ჰარდის მონოგრაფიათა თემატიკა მოიცავს როგორც ძველი ბერძნული ფილოსოფიის საწყისებს\, ასევე ახალი დროის ფილოსოფიას. \nდრო: 12 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-iogr-hardis-sajaro-leqtsia-avtonomia-da-morali/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38928.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161212T180000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161208T094754Z
LAST-MODIFIED:20240202T063444Z
UID:10002531-1481565600-1481565600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიში - ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში\, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების პრეზენტაციებს წარადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია. \nგაიმართება 2 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის პრეზენტაცია. \n\nმოხსენებას თემაზე „მზე და კოსმიური ამინდი“ წაიკითხავს პროფესორი თემურ ზაქარაშვილი.\n\nანოტაცია \nმზე არის უახლოესი ვარსკვლავი\, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მზის სისტემაზე\, დედამიწის ატმოსფეროსა და ცოცხალ ორგანიზმებზე. ამიტომ მზის კვლევას აქვს უდიდესი მნიშვნელობა კაცობრიობის შემდგომი სამეცნიერო-ტექნიკური განვითარებისთვის. მზის ფიზიკის ჯგუფი წარმოადგენს ახალგაზრდა სწრაფად განვითარებად კვლევით ერთეულს\, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული კავშირები მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო ცენტრთან და უნივერსიტეტთან\, აგრეთვე\, გააჩნია უშუალო წვდომა თანამედროვე კოსმოსური და დედამიწაზე არსებული ტელესკოპების მიერ მიღებულ დაკვირვებით მასალაზე. მოხსენება შეეხება მზის ფიზიკაში არსებულ მთავარ პრობლემებს და ჯგუფის მიერ ამ პრობლემების გადაჭრისთვის განხორციელებულ კვლევებს. მომხსენებელი მიმოიხილავს ჯგუფის მომავალ სამეცნიერო-კვლევით გეგმებს. \n\nმოხსენებას თემაზე „ატმოსფერო-იონოსფერული პროცესები როგორც კლიმატის ცვლილებისა და კოსმოსური ამინდის განვითარების ინდიკატორი“ წაიკითხავს პროფესორი გოდერძი დიდებულიძე.\n\nანოტაცია \nგანხილული იქნება აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში დედამიწის ატმოსფეროსა და ახლო კოსმოსის არსებული და მიმდინარე ექსპერიმენტული და თეორიული კვლევის შედეგები. დემონსტრირებული იქნება შედეგები\, რომლებიც აჩვენებს ატმოსფერო-იონოსფეროს პარამეტრების გრძელვადიანი ცვლილებების კავშირს კოსმოსურ ფაქტორთან\, კავკასიის რეგიონში კლიმატის ცვლილებასთან და რეგიონის დამახასიათებელ დინამიურ პროცესებთან. აღწერილი იქნება კვლევების რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა და მათი განვითარების სამომავლო გეგმები. \nდრო: 12 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-sametsniero-kvlevithi-saqmianobis-angarishi-evgeni-kharadzis-abasthumnis-astrophizikuri-observatoria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38924.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161210T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161210T150000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161205T134925Z
LAST-MODIFIED:20240202T063446Z
UID:10002533-1481382000-1481382000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჟურნალისტ რაიან ჩილკოტეს საჯარო ლექცია ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ
DESCRIPTION:10 დეკემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტი – „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) – და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ. \nლექციას წაიკითხავს ამერიკელი ჟურნალისტი რაიან ჩილკოტე. \nმომხსენებლის შესახებ \nრაიან ჩილკოტე მრავალგზის დაჯილდოებული ეკონომიკური რეპორტიორია. მისი პროფესიული საქმიანობა\, ძირითადად\, მოიცავს ეკონომიკის\, ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის სფეროებს. CNN-ის და ბლუმბერგის ტელევიზიებში მუშაობისას რაიან ჩილკოტე არაერთხელ გამხდარა მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმე. \nუნიკალური ჟურნალისტური პრაქტიკის წყალობით\, რაიან ჩილკოტეს აქვს მსოფლიო ლიდერებისგან ინტერვიუების აღების გამოცდილება. იგი მუდმივად აშუქებს გლობალურ ბიზნესღონისძიებებს\, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში (შვეიცარია). \nჩილკოტე არაერთი დოკუმენტური ფილმის ავტორია. მათ შორისაა „ემის“ ჯილდოზე ნომინირებული სიუჟეტი ბესლანის ტრაგედიის დროს დაკარგული ბავშვის შესახებ. \nდრო: 10 დეკემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zhurnalist-raian-chilkotes-sajaro-leqtsia-ekonomikuri-zhurnalistikis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38884.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161209T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161209T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161208T131225Z
LAST-MODIFIED:20240202T063449Z
UID:10002534-1481310000-1481310000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ილიაუნის ""ფორბსის"" კლუბში: ივა ჭყონიას საჯარო ლექცია "
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 405 („ფორბსის“) აუდიტორიაში ილიაუნის „ფორბსის“ კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართება. \nსაჯარო ლექციას წაიკითხავს ბიზნესმენი\, დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელი\, ივა ჭყონია. \nლექციის თემაა: ასოციაციის როლი ბიზნესის წარმოების პროცესში. \n\nმომხსენებლის შესახებ \nივა ჭყონია 1994-1995 წლებში სწავლობდა ზაარბრიუკენის (გერმანია) უცხო ენათა საერთაშორისო ინსტიტუტში\, 2002 წელს კი დაამთავრა ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტი ეკონომისტის სპეციალობით. \nსხვადასხვა დროს იგი მუშაობდა ქალაქ თბილისის სხვადასხვა რაიონის გამგებლად და გამგებლის მოადგილედ საფინანსო-ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში. 2005 წლიდან დღემდე შპს \,\,გრანდის“ დამფუძნებელი და პარტნიორია. 2016 წლიდან კი არის საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი. ფლობს ინგლისურ\, გერმანულ და რუსულ ენებს. \nმომხსენებლის შესახებ სრულად იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. \n\nშეხვედრები იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და Forbes Georgia-ს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში. \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 405 („ფორბსის“) აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n2016 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phorbsis-klubshi-iva-tchqhonias-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38925.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161209T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161209T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161205T102343Z
LAST-MODIFIED:20240202T063454Z
UID:10002536-1481310000-1481310000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია: აუცილებლად წასაკითხი წიგნები
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, მწერალი და მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აუცილებლად წასაკითხი წიგნები“. \nსაჯარო ლექციის თემებია: რას ნიშნავს „ლიტერატურული გემოვნება“; როგორ ყალიბდება და იქმნება “აუცილებლად წასაკითხი წიგნები”; რა გავლენას ახდენს სოციუმი და სტერეოტიპები მკითხველზე; შეიძლება თუ არა მართლაც არსებობდეს „აუცილებლად“ წასაკითხი ლიტერატურა. \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ana-kordzaia-samadashvilis-sajaro-leqtsia-autsileblad-tsasakithkhi-tsignebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/12/38877.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20161209T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20161209T190000
DTSTAMP:20260512T010627
CREATED:20161129T114909Z
LAST-MODIFIED:20240202T063458Z
UID:10002537-1481310000-1481310000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გალ ჰერცის სემინარი: ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში“
DESCRIPTION:9 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E115 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, ბერლინის (გერმანია) ლიტერატურისა და კულტურის კვლევების ცენტრის მკვლევარი\, გალ ჰერცი\, ჩაატარებს სემინარს (თეატრალური დადგმითურთ): ენა და ძალადობა ჰანოხ ლევინის „მკვლელობაში“ \nსემინარის შესახებ \nისრაელის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი დრამატურგისა და თეატრალური რეჟისორის\, ჰანოხ ლევინის (1943-1999)\, შემოქმედება ეხება როგორც პოლიტიკურ\, ისე ეგზისტენციალურ საკითხებს და\, მიუხედავად იმისა\, რომ ლევინმა წარმატებებს მიაღწია\, მისი არაერთი დადგმა სკანდალურად მიიჩნევა. „მკვლელობაში“ ლევინი განიხილავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს\, მაგრამ დადგმა სცდება ამ საზღვრებს და იძლევა საშუალებას პოლიტიკური ძალადობის ბუნებაზე და ენასთან და თეატრთან მის მიმართებაზე რეფლექსიისათვის. სემინარზე\, პროფესორი ჰერცი სტუდენტებთან ერთად შეასრულებს პირველ აქტს და განიხილავს უსარგებლო\, ჭარბი ძალადობის პოლიტიკურ ლოგიკას. \nსამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 9 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის E115 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gal-hertsis-seminari-ena-da-dzaladoba-hanokh-levinis-mkvlelobashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/11/38918.png
END:VEVENT
END:VCALENDAR