BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160623T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160623T190000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160620T132424Z
LAST-MODIFIED:20240202T065052Z
UID:10002762-1466708400-1466708400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: სერგეი დოვლატოვის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:23 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ სერგეი დოვლატოვის რომანების – „ჩემოდანი“ და „უცხოელი ქალი“ – პრეზენტაციაზე. წიგნს მთარგმნელი ქეთი ჩართოლანი და რედაქტორი მარი კორინთელი წარადგენენ. \n„უკვდავი ბიბლიოთეკის“ მეორე წიგნი საბჭოთა კავშირიდან აშშ-ში ემიგრირებული ლეგენდარული მწერლის\, სერგეი დოვლატოვის\, ორ რომანს – „ჩემოდანს“ და „უცხოელ ქალს“ აერთიანებს. ორივე რომანი ავტობიოგრაფიულია და შესანიშნავი იუმორითა და გონებამახვილობით მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის ინტელიგენციის ყოფას\, ემიგრაციასა და შტატებში ცხოვრების თავისებურებებს. სახალისო და სევდიანი ისტორიები\, იმედგაცრუების\, სიყვარულის\, სიძულვილის\, ტერორისა და თავისუფლების გულწრფელად მოყოლილი ამბები\, ცოცხალი\, ნათელი პერსონაჟები რეალისტურად და შეულამაზებლად ასახავს 70-80-იანი წლების საბჭოთა ადამიანების ცხოვრებას. ყდის დიზაინის ავტორია ნატალია ავალიანი. \nდრო: 23 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-sergei-dovlatovis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36943.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160622T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160622T190000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160621T074624Z
LAST-MODIFIED:20240202T065057Z
UID:10002763-1466622000-1466622000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ქრისტეს შემოსვლა პოეზიაში
DESCRIPTION:22 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ქრისტეს შემოსვლა პოეზიაში“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: პოეზია და იკონოგრაფია; ლექსი\, როგორც მეტყველი ფრესკა; ფრესკა\, როგორც სივრცული ლექსი; სამი ლექსის იკონოგრაფია: დავით გურამიშვილის „ზუბოვკელი ქალი“; ედგარ ალან პოს „ანაბელ ლი“; აკაკი წერეთლის „სულიკო“. \nდრო: 22 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-qristes-shemosvla-poeziashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36950.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160621T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160621T180000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160617T070205Z
LAST-MODIFIED:20241122T110920Z
UID:10002764-1466532000-1466532000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი 10 წლისაა - სემინარი: შუა საუკუნეების მხატვრული კულტურა. ოსტატები და მათი იდენტობა
DESCRIPTION:21 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ღონისძიებების – ილიაუნი 10 წლისაა – ფარგლებში\, ჩატარდება საგაზაფხულო სემინარი თემაზე: შუა საუკუნეების მხატვრული კულტურა. ოსტატები და მათი იდენტობა. \nსემინარზე განხილული იქნება შუა საუკუნეების ოსტატებისა და მათი იდენტობის გამოხატვის ფორმები და საშუალებები. შუა საუკუნეების რელიგიური ხელოვნების პოლივალენტური ქმნილებები შეიცავს კომპლექსურ ინფორმაციას\, როგორც მათ შემქმნელთა\, ისე მათი აუდიტორიის შესახებ. ხელოვნების სხვადასხვა დარგის ქმნილებებზე ოსტატთა წარწერებისა თუ გამოსახულებების გაანალიზება იძლევა საშუალებას\, აღვადგინოთ\, თუ რა იყო აღნიშნული ისტორიული პერიოდის საზოგადოებისთვის კულტურული და სოციალური იდენტობის მარკერები\, რა იყო რელევანტური ინდივიდთა თუ გარკვეულ სოციალურ ჯგუფთა იდენტობის საჯარო რეპრეზენტაციისათვის. აღნიშნული საკითხების კვლევა გვეხმარება უფრო ღრმად გავიაზროთ შუა საუკუნეების მხატვრული კულტურის რაობა თანადროულ რელიგიურ-იდეოლოგიურ დისკურსში. \nსემინარზე მოეწყობა ელექტრონული მონაცემთა ბაზის – „შუა საუკუნეების საქართველოს ოსტატები“ – პრეზენტაცია. \nსემინარის პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 21 ივნისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-10-tslisaa-seminari-shua-saukuneebis-mkhatvruli-kultura-ostatebi-da-mathi-identoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36923.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160620T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160620T130000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160613T075128Z
LAST-MODIFIED:20240202T065104Z
UID:10002765-1466427600-1466427600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“: დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:20 ივნისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით\, გაიმართება დასაქმებასთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა\, რომელსაც წარმოადგენს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“-ს შერჩევისა და განვითარების მენეჯერი\, შორენა რაზმაძე. \n„ბი.აი.ჯი“ დაარსდა 2008 წლის 8 აგვისტოს სამომხმარებლო სესხებზე ორიენტირებულ ორგანიზაციად. ეს კომპანია პირველი ორგანიზაციაა საქართველოში\, რომელმაც შეძლო კომერციული სახსრებით მიკროსაფინანსო დაწესებულებად გარდაქმნა. მისი მისიაა მიკრო და მცირე მეწარმეების სტაბილური განვითარების მხარდაჭერა\, კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით\, ოპტიმიზებული და მასზე მორგებული დაფინანსების შეთავაზების გზით. \n„ბი.აი.ჯი“-ს მიზანია\, გახდეს წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ ბაზარზე\, კლიენტზე მორგებული პროდუქტების\, დაგროვილი გამოცდილებისა და თანამშრომლების პროფესიონალიზმის დახმარებით. \n\nდრო: 20 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mikrosaphinanso-organizatsia-bi-ai-ji-dasaqmebasthan-dakavshirebuli-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36868.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160618T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160618T100000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160129T112210Z
LAST-MODIFIED:20240202T065107Z
UID:10002766-1466244000-1466244000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“
DESCRIPTION:18 ივნისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის IV სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები“. \nკონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრებს\, მაგისტრანტებს\, დოქტორანტებს\, დოქტორებს\, დამოუკიდებელ მკვლევრებს. \nმონაწილეობის მსურველებმა\, 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით\, უნდა წარმოადგინონ ნაშრომები შემდეგ მიმართულებებში: \n\nჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის მენეჯმენტი;\nფარმაციის პოლიტიკა და მენეჯმენტი;\nსაზოგადოებრივი ჯანდაცვა;\nჯანდაცვის ეკონომიკა;\nსადაზღვევო საქმე.\n\nნაშრომებს განიხილავს სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი და მონაწილეებს პასუხს აცნობებს არაუგვიანეს 5 ივნისისა. \nკონფერენციის ფარგლებში\, მოეწყობა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის – “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” – მეორე ნომრის პრეზენტაცია. ჟურნალი გამოდის როგორც ელექტრონულად\, ასევე ბეჭდური სახით. ჟურნალის ელექტრონული მისამართია www.hepoins.com. \nჟურნალის მიზანია\, ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს დაზღვევისა და ჯანდაცვის დარგში\, მათ შორის\, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში\, ჯანდაცვის პოლიტიკაში\, ჯანდაცვის მენეჯმენტში\, ჯანდაცვის ეკონომიკაში\, სადაზღვევო საქმეში\, ფარმაციის პოლიტიკასა და მენეჯმენტში. სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში – „ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა“ – სტატიის გამოქვეყნების მსურველებმა ნაშრომი უნდა გაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: tengiz.verulava@iliauni.edu.ge. \nმონაწილეობის პირობებისა და წარსადგენი ნაშრომის გაფორმების წესის შესახებ სრული ინფორმაცია მოცემულია თანდართულ დოკუმენტში. \nკონფერენციის დრო: 18 ივნისი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის #1\, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iv-sametsniero-konpherentsia-jandatsvisa-da-dazghvevis-aqtualuri-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34893.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160616T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160616T190000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160614T065204Z
LAST-MODIFIED:20240202T065110Z
UID:10002767-1466103600-1466103600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბაროკოს ეპოქის მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:16 ივნისს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით\, გაიმართება ბაროკოს ეპოქის მუსიკის კონცერტი. ცნობილი იაპონელი მევიოლინე\, ტოკიოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი\, კენ აისო და ილიაუნის ლექტორი მუსიკის მიმართულებით\, კლავესინისტი ქეთევან შენგელია შეასრულებენ იოჰან სებასტიან ბახისა და იოჰან პაჰელბელის ნაწარმოებებს და ისაუბრებენ ბაროკოს ეპოქის მუსიკის თავისებურებებზე. \nდრო: 16 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/barokos-epoqis-musikis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36891.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160616T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160616T190000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160610T134852Z
LAST-MODIFIED:20240202T065114Z
UID:10002768-1466103600-1466103600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ია ბერსენაძე ქართული ანთროპოლოგიური სურათ-ხატების შესახებ ზაზა ბურჭულაძის რომანებში
DESCRIPTION:16 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელთან და ჟურნალისტთან\, ია ბერსენაძესთან. \nსტუმარი ისაუბრებს ზაზა ბურჭულაძის რომანებისა და მის ტექსტებში ანთროპოლოგიური სურათ-ხატების შესახებ. \nზაზა ბურჭულაძის გმირები მუდმივად საკუთარი თავის შეცნობით არიან დაკავებული\, ასეთი თვითრეფლექსიის უკან კი თანამედროვე ქართველისათვის დამახასიათებელი უამრავი ურთიერთგამომრიცხავი კულტურული ხატი იმალება. რა მითები და ცრურწმენები გვმართავს? საიდან მოვიდა ისინი და რა გამოსავალი არსებობს? ილიაუნის ლიტერატურული კლუბის სტუმარი ამ საკითხებს განიხილავს. \nდრო: 16 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილაიუნის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-ia-bersenadze-qarthuli-anthropologiuri-surath-khatebis-shesakheb-zaza-burtchuladzis-romanebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36867.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160616T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160616T150000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160609T073848Z
LAST-MODIFIED:20240202T065117Z
UID:10002769-1466089200-1466089200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ელიზბარ ელიზბარაშვილის საჯარო ლექცია: ზარატუსტრა სიყვარულსა და ქორწინებაზე
DESCRIPTION:16 ივნისს\, ხუთშაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის პოეზიის კლუბის შეხვედრების ფარგლებში\, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი\, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ზარატუსტრა სიყვარულსა და ქორწინებაზე. \nდრო: 16 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-elizbar-elizbarashvilis-sajaro-leqtsia-zaratustra-siqhvarulsa-da-qortsinebaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36850.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160615T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160615T190000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160614T082521Z
LAST-MODIFIED:20240202T065121Z
UID:10002770-1466017200-1466017200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ალუდა ქეთელაური“ და ვაჟა-ფშაველას სოციალური იმპულსები
DESCRIPTION:15 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ალუდა ქეთელაური“ და ვაჟა-ფშაველას სოციალური იმპულსები“. \nმომხსენებელი ისაუბრებს პოემაზე „ალუდა ქეთელაური“ და\, ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მაგალითზე\, განიხილავს შემდეგ თემებს: დროის და სივრცის\, შინაგანის \nდა გარეგანის ღმერთები; სინდისის ხმები პოეზიაში. \nდრო: 15 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-aluda-qethelauri-da-vazha-phshavelas-sotsialuri-impulsebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36899.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160615T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160615T190000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160603T063309Z
LAST-MODIFIED:20240202T065123Z
UID:10002771-1466017200-1466017200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის პოპ-ვოკალის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი
DESCRIPTION:15 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის პოპ-ვოკალის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი – თიკო ღაჭავას\, ნინი სილაქაძის\, თიკა წოწორიას\, ანა იმედაშვილის\, მარიამ კოპაძის\, ლიზა იოსელიანის\, ფიქრია კორპესაშვილის\, ილია აბესაძისა და თორნიკე შეყილაძის – მონაწილეობით. შესრულდება ცნობილი ქართული და უცხოური სიმღერები. \nპოპ-ვოკალის კლასის ხელმძღვანელი: დოდო კილაძე \nკონცერტმაისტერი: თეა ჯინორია \nდრო: 15 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: B202 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-pop-vokalis-mimarthulebis-studenttha-kontserti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36814.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160614T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160614T180000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160530T071841Z
LAST-MODIFIED:20240202T065128Z
UID:10002772-1465927200-1465927200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვიზიტი საქართველოს მთავარ პროკურატურაში
DESCRIPTION:14 ივნისს\, სამშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და კლუბი „სტუდენტური სასამართლო“ აწყობენ გაცნობით ტურსა და ექსკურსიას სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის საქართველოს მთავარ პროკურატურაში. \nმონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა\, გთხოვთ\, რეგისტრაცია გაიაროთ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანატში\, A401 ოთახში\, სოფიო შუბლაძესთან (ტელ.: 577 553391). რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ პირადობის მოწმობა. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა: 6 ივნისი\, 16:00 საათი (მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია\, ამიტომ\, გთხოვთ\, დროულად გაიაროთ რეგისტრაცია). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/viziti-saqarthvelos-mthavar-prokuraturashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36758.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160614T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160614T120000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160613T074248Z
LAST-MODIFIED:20240202T065131Z
UID:10002773-1465905600-1465905600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტუდენტების წარმოდგენა საქართველოს კონსტიტუციაზე - კვლევის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 ივნისს\, სამშაბათს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 510 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის სოციალური კვლევის ლაბორატორიისა და სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევა ეხებოდა საქართველოს კონსტიტუციაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წარმოდგენას. \nაღნიშნულ პრეზენტაციაზე მომხსენებელი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი\, ანა ჟვანია. \nდრო: 14 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: D 510 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-studentebis-tsarmodgena-saqarthvelos-konstitutsiaze-kvlevis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36869.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160613T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160613T170000
DTSTAMP:20260512T022947
CREATED:20160607T082410Z
LAST-MODIFIED:20240202T065134Z
UID:10002775-1465837200-1465837200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იაპონელი მევიოლინის\, კენ აისოს\, მასტერკლასი
DESCRIPTION:13 ივნისს\, ორშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაიმართება ცნობილი იაპონელი მევიოლინის\, კენ აისოს\, მასტერკლასი. სტუმარი შეასრულებს და გააანალიზებს ილიაუნისა დაკონსერვატორიის სტუდენტი-კომპოზიტორების მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნილ სავიოლინო კომპოზიციებს. \nტოკიოს საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი\, საერთაშორისო რანგის მევიოლინე\, კენ აისო\, დღევანდელ მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი მუსიკოსი. ის განთქმულია არა მარტო ულამაზესი ბგერით\, არამედ იმ საოცრად ინტიმური ატმოსფეროს შექმნის უნარით\, რომლითაც ასე ხიბლავს მსმენელს. \nკენი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. ის მრავალი განთქმული საკონცერტო დარბაზის\, საერთაშორისო ფესტივალის\, ზაფხულის სკოლის მონაწილეა. იაპონიის\, ევროპისა და ამერიკის გარდა\, ის საქართველოს\, მოლდოვას\,სერბეთისა და ყაზახეთის ხშირი სტუმარიცაა. \nდღეს კენ აისო ვიოლინოსა და ალტზე დაკვრას ასწავლის ლოს-ანჯელესის Loyola Marymount უნივერსიტეტსა და რივერსაიდის La Sierra უნივერსიტეტებში. კენი ერთ-ერთი დამაარსებელია Soundness ფესტივალისა\, რომლის მიზანი საზოგადოებაში კლასიკური მუსიკის\, როგორც სამკურნალო საშუალების\, შეცნობის გაღვიძებაა. ის განსაკუთრებულად აქტიურად მუშაობს პატარებთან\, მათ შორის\, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან. ამ მისიით კენიბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს საქართველოს\, კერძოდ კი გრემის თემს\, სადაც სხვადასხვა ასაკის ადამიანებს უზიარებს თავის ხელოვნებას. \nდრო: 13 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponeli-meviolinis-ken-aisos-masterklasi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36836.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160610T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160610T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160607T113911Z
LAST-MODIFIED:20240202T065134Z
UID:10002774-1465585200-1465585200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის საჯარო ლექცია: მხოლოდ საბავშვო წიგნები
DESCRIPTION:10 ივნისს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი\, მწერალი და მთარგმნელი\, ანა კორძაია-სამადაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მხოლოდ საბავშვო წიგნები“. \nლექციის თემაა საბავშვო ლიტერატურა. ყველა გვაშინებს\, ვისაც არ ეზარება: მშობლები\, მედია\, ბუნება\, სახელმწიფო… მკითხველი ლიტერატურაში ეძებს თავშესაფარს\, წიგნებში\, სადაც ბოროტი ბოროტია და კეთილი – კეთილი და\, საბოლოოდ\, აუცილებლად კეთილი იმარჯვებს. \nმომხსენებლის შესახებ \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, მწერალი და მთარგმნელი\, ანა კორძაია-სამადაშვილი\, სხვადასხვა დროს მუშაობდა ბერლინის საერთაშორისო წიგნის სააგენტოში „IBA“\, გაზეთში „24 საათი“ და ჟურნალში „ცხელი შოკოლადი“; ასევე\, იყო რედაქტორი გამომცემლობებისა „BBT“ და „სომაპრეს“. იგი რამდენიმე წიგნის ავტორია. ქართულად თარგმნა ელფრიდე იელინეკის\, რაინალდ გეცის და სხვათა ნაწარმოებები. მიღებული აქვს რამდენიმე პრემია. \nდრო: 10 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mtseral-ana-kordzaia-samadashvilis-sajaro-leqtsia-mkholod-sabavshvo-tsignebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36838.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160610T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160610T170000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160608T090701Z
LAST-MODIFIED:20240202T065139Z
UID:10002776-1465578000-1465578000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იოაჰიმ პუეს ილიაუნის პროფესორის წოდება მიენიჭება
DESCRIPTION:10 ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში\, იოაჰიმ პუეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის წოდება მიენიჭება. \nბატონი იოაჰიმ პუე 2011 წელს ჩამოვიდა საქართველოში და 5 წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა უნივერსიტეტთან. DAAD-ის გრძელვადიანი დოცენტურის ხელშეწყობით\, ბატონმა პუემ დანერგა და განავითარა უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები ტყის მეცნიერებისა და ტყისა და ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებებით\, რომლებიც ამჟამად დიდი პოპულარობით სარგებლობს. 5 წლის განმავლობაში ბატონმა პუემ მოამზადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასზე მეტი სტუდენტი და ხელი შეუწყო წარმატებულ სტუდენტთა სწავლებას საზღვარგარეთ. გერმანიის განვითარების ფონდის (GIZ) დახმარებით\, ბატონი პუე ორგანიზებას უწევდა ევროკავშირის საუკეთესო მეცნიერთა პერმანენტულ ვიზიტებს ილიაუნიში; ისინი სტუდენტებს უკითხავდნენ სალექციო კურსებს ისეთ დარგებში\, რომლებიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო\, ბატონ პუე 16 ივნისს ტოვებს საქართველოს და თავის კარიერას გიოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) გააგრძელებს\, ხოლო მის მიერ გამართულ საუნივერსიტეტო პროგრამას მომავალი სემესტრიდან მისივე კოლეგა უხელმძღვანელებს. იოაჰიმ პუეს მოღვაწეობამ მაღალი შეფასება მიიღო DAAD-ისგან; ერთ-ერთ სამომავლო სამუშაო გეგმად უკვე განიხილება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის ერთობლივი (საერთაშორისო) სამაგისტრო პროგრამის განვითარება. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი მადლობას უხდის ბატონ იოაჰიმ პუეს მაღალკვალიფიციური თანამშრომლობისთვის და წარმატებას უსურვებს შემდგომ კარიერულ წინსვლაში გერმანიაში. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ioahim-pues-iliaunis-prophesoris-tsodeba-mienitcheba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36841.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160610T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160610T170000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160607T082803Z
LAST-MODIFIED:20240202T065140Z
UID:10002777-1465578000-1465578000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი მელაძის საჯარო ლექცია: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის პირველი შედეგები
DESCRIPTION:10 ივნისს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით\, გაიმართება საჯარო ლექცია: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმის პირველი შედეგები“. \nმომხსენებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის დირექტორი\, გიორგი მელაძე \nდრო: 10 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-meladzis-sajaro-leqtsia-naphits-msajultha-sasamarthlos-rephormis-pirveli-shedegebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36837.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160609T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160609T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160606T130442Z
LAST-MODIFIED:20240202T065142Z
UID:10002778-1465498800-1465498800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ ნათია კოპალიანის საჯარო ლექცია - დელფინები შავ ზღვაში
DESCRIPTION:9 ივნისს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან\, ნათია კოპალიანთან. \nშეხვედრის თემაა: დელფინები შავ ზღვაში: პოპულაციების მდგომარეობა და ევოლუციური ისტორია \nშეხვედრაზე განხილული იქნება შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჩატარებული კვლევის შედეგები: პოპულაციების შეფასება\, საქართველოს სანაპირო წყლების გამოყენების ცვლილება სეზონების მიხედვით\,მნიშვნელოვანი ტერიტორიები\, ნადირობის ქცევა და სხვ. მიტოქონდრიული დნმ-ის ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის შესწავლის საფუძველზე განხილული იქნება დელფინების შავ ზღვაში მოხვედრის\, მათი იზოლაციისხარისხისა და მიგრაციის საკითხები. ვისაუბრებთ უჩვეულო შეფერილობის მქონე დელფინებზე და მის გამომწვევ მიზეზებზე. \nდრო: 9 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, (გ. წერეთლის ქ. #1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-prophesor-nathia-kopalianis-sajaro-leqtsia-delphinebi-shav-zghvashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36840.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160609T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160609T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160603T130036Z
LAST-MODIFIED:20240202T065147Z
UID:10002779-1465498800-1465498800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: შეხვედრა გელა ჩარკვიანთან
DESCRIPTION:9 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე გელა ჩარკვიანთან. \nმწერალი და დიპლომატი ისაუბრებს ავტობიოგრაფიულ რომანზე „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“. წიგნის წარდგენის შემდეგ\, ავტორი უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს. \nგამომცემლობა ”ინტელექტის“ მიერ გამოცემული „ნაცნობ ქიმერათა ფერხული“ გელა ჩარკვიანის პირადი\, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად\, ავტობიოგრაფია\, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება. წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს\, მაგრამ არსებობს ადგილი\, სივრცე\, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია. გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია ამ ავტობიოგრაფიულ საგაში: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია\, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა\, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური „ანდერგრაუნდი“ იზიდავს; მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი; გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი; პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს\, „ივენთებს“\, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს\, და\, ამ ყველაფერთან ერთად\, გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას\, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის. \nდრო: 9 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-gela-charkvianthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36820.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160609T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160609T120000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160525T091142Z
LAST-MODIFIED:20240202T065149Z
UID:10002780-1465473600-1465473600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ხავიერ ვალდევიელსოსთან და ესპანური ფილმების კვირეული
DESCRIPTION:9 ივნისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  გაიმართება შეხვედრა სერვანტესის ინსტიტუტის სოფიის ფილიალის დირექტორთან\,  ხავიერ ვალდევიელსოსთან. \n13- 17  ივნისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, მოეწყობა ესპანური ფილმების ჩვენება. ფილების აღწერილობა და აფიშა იხილეთ თანდართულ ფაილებში. \nდრო: 9 ივნისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-khavier-valdevielsosthan-da-espanuri-philmebis-kvireuli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36731.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160608T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160608T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160606T120520Z
LAST-MODIFIED:20240202T065152Z
UID:10002781-1465412400-1465412400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში
DESCRIPTION:8 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“. ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის ცნობიერებათა ჭიდილში“. \nმომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ძველი აღთქმის სამყარო – თვალი თვალისა წილ; სახარება – გიყვარდეს მტერი შენი; ჯოყოლა და ზვიადაური; აღაზა და მარადქალურობა; ვაჟა-ფშაველა და „კავკასიური იდეა“. \nდრო: 8 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-vazha-phshavelas-stumar-maspindzeli-dzveli-aghthqmisa-da-akhali-aghthqmis-tsnobierebatha-tchidilshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36824.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160608T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160608T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160530T070612Z
LAST-MODIFIED:20240202T065156Z
UID:10002782-1465412400-1465412400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის პოპ-ვოკალის მიმართულების სტუდენტთა კონცერტი
DESCRIPTION:8 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში გაიმართება ილიაუნის პოპ-ვოკალის მიმართულების სტუდენტების კონცერტი – თიკო ღაჭავას\, ნინი სილაქაძის\, თიკა წოწორიას\, ანა იმედაშვილის\, მარიამ კოპაძის\, ლიზა იოსელიანის\, ფიქრია კორპესაშვილის\, ილია აბესაძისა და თორნიკე შეყილაძის – მონაწილეობით. რეპერტუარშია ცნობილი ქართული და უცხოური სიმღერები. \nპოპ-ვოკალის კლასის ხელმძღვანელი: დოდო კილაძე; \nკონცერტმაისტერი: თეა ჯინორია. \nდრო: 8 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-pop-vokalis-mimarthulebis-studenttha-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36756.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160607T101900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160607T101900
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160607T061947Z
LAST-MODIFIED:20240202T065157Z
UID:10002783-1465294740-1465294740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ჩეხოვი. რეპეტიცია“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:10 და 11 ივნისს\, ილიაუნის თეატრის სცენაზე მიმდინარე სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართება. ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლზე – „ჩეხოვი. რეპეტიცია“ – რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ სტუდენტთან ერთად\, რომლებიც 10 ივნისს დებიუტს ითამაშებენ. \nსპექტაკლს ერთგვარი რეპეტიციის ფორმა აქვს – თეატრალური სკოლის სტუდენტებმა ჩეხოვის დამოუკიდებლად დადგმა გადაწყვიტეს. ვერ შეეჭიდნენ რა მის პიესებს\, სამუშაო მასალად მოთხრობები აიღეს და მუშაობას შეუდგნენ. არც ფული აქვთ\, არც გამოცდილება\, მაგრამ მაინც არ ეშვებიან განზრახულს. დამწყები მსახიობების მიერ დანახული ჩეხოვის მოთხრობის სევდიანი და ირონიული ღიმილით სავსე სამყარო ჩვენს თვალწინ ნელ–ნელა სპექტაკლის კონტურებს შეიძენს. \nსპექტაკლი უკვე მიწვეულია საფრანგეთში თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალზე – Le Festival l’Union des écoles de Théâtre. \nსპექტაკლისა და რეჟისორის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/chekhovi-repetitsia-premiera-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/06/36834.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160603T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160603T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160530T130405Z
LAST-MODIFIED:20240202T065203Z
UID:10002784-1464980400-1464980400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი ქადაგიძის საჯარო ლექცია: ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში
DESCRIPTION:3 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ილიაუნის პროფესორი\, გიორგი ქადაგიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ინოვაციების როლი თანამედროვე ეკონომიკაში“.\nლექცია შეეხება ინოვაციებს\, ტექნოლოგიურ სიახლეებს\, მათ გავლენასა და მნიშვნელობას ეკონომიკის განვითარებაზე. \nმომხსენებლის შესახებ\nგიორგი ქადაგიძემ 2001 წელს დაამთავრა მართვის ევროპული სკოლა (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. იმავე წელს მიენიჭა აშშ-ის პრესტონის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი\, ხოლო 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სახელმწიფო მმართველობის სკოლის მაგისტრატურა სახელმწიფო მმართველობის სპეციალობით და მიენიჭა სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. გიორგი ქადაგიძე სხვადახვა დროს ხელმძღვანელობდა თბილისის მერიის საფინანსო სამსახურს\, საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტს\, საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურებს. 2009-2016 წლებში კი იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე და ბანკის პრეზიდენტი. \nდრო: 3 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-qadagidzis-sajaro-leqtsia-inovatsiebis-roli-thanamedrove-ekonomikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36800.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160530T133045Z
LAST-MODIFIED:20240202T065203Z
UID:10002785-1464894000-1464894000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტუვე იანსონის „სახიფათო ზაფხული“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:2 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ტუვე იანსონის მუმინების სერიის ახალი წიგნის პრეზენტაციაზე. წიგნს – სახელწოდებით\, „სახიფათო ზაფხული“ – მისი მთარგმნელი\, ლიკა ჩაფიძე\, და დრამატურგი და მთარგმნელი\, დავით\, გაბუნია წარადგენენ. \n„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს შვედურენოვანი ფინელი მწერლის\, ტუვე იანსონისა და მუმინების სერიის კიდევ ერთი წიგნის – „სახიფათო ზაფხულის“ – შესახებ საუბარი შესანიშნავი შესაძლებლობაა იმისა\, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად\, კიდევ ერთხელ ვილაპარაკოთ ბავშვებზე\, რომელთაც გაზრდა და დიდობა ეჩქარებათ\, და დიდებზე\, იმ პატარა არსებებთან სათამაშოდ რომ ვეღარ იცლიან\, რომლებიც მუდამ ცხოვრობენ მათში და ბავშვობის დასრულების შემდეგაც კი არსად გამქრალან“\, – ლიკა ჩაფიძე. \nყოველ ზაფხულს დედა მუმინი მუმინტროლს სათამაშო აფრიან ნავს უკეთებს. წლევანდელი ზაფხულიც ამ ტრადიციით დაიწყო\, თუმცა სულ სხვანაირად გაგრძელდა. ცეცხლის მფრქვეველმა მთამ მუმინების ხეობის ბინადრებს მოულოდნელი განსაცდელი დაატეხა თავს\, ისინი წყლის დინებას ჩამოყოლილ უცნაურ სახლში დაბინავდნენ და საოცარი თავგადასავალიც დაიწყო. იმოგზაურეთ მუმინებთან ერთად. ნახეთ\, რა მოხდება სიურპრიზებით სავსე ზაფხულის ბუნიობის ღამეს; როგორ დაბრუნდება მშობლებთან დაკარგული მუმინტროლი; დაესწარით მამა მუმინის პიესის გენერალურ რეპეტიციას; შეიბრალეთ ოცდაოთხი ტყის პატარა არსების მამობილი სნუსმუმრიკი და\, რაც მთავარია\, გაიხარეთ მუმინტროლთან ერთად\, რომელიც თავის აფრიან ნავს იპოვის… \nმუმინების სერიის წიგნებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცემს. \nდრო: 2 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tuve-iansonis-sakhiphatho-zaphkhuli-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36801.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T170000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160531T101648Z
LAST-MODIFIED:20240202T065207Z
UID:10002786-1464886800-1464886800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა იტალიელ პროფესორებთან
DESCRIPTION:2 ივნისს\, ხუთშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე იტალიელ პროფესორებთან. \nსიენას უნივერსიტეტის პროფესორი სანდრო ლოვარი წაიკითხავს ლექციას თემაზე: მტაცებლების თანაარსებობა (Coexistence of Carnivores); \nტურინის უნივერსიტეტის პროფესორი ლუკა როსი კი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ნადირობის მენეჯმენტი ალპებში (Hunting management in Alps). \nენა: ინგლისური \nდრო: 2 ივნისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-italiel-prophesorebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36803.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T143000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T143000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160527T133941Z
LAST-MODIFIED:20240202T065209Z
UID:10002787-1464877800-1464877800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჯეფრი ოლიკის საჯარო ლექცია - მეხსიერება დინამიკაში
DESCRIPTION:2 ივნისს\, ხუთშაბათს\, 14:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, საერთაშორისო კონფერენციის – „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ – ფარგლებში\, სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი\, ჯეფრი ოლიკი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „მეხსიერება დინამიკაში“. \nმომხსენებლის შესახებ\nჯეფრი ოლიკი არის სოციოლოგიისა და ისტორიის პროფესორი და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ვირჯინიის უნივერსიტეტში (აშშ). მან წარჩინებით მიიღო ხარისხი „სუორთმორ-კოლეჯში“ (1986) და სოციოლოგიის მაგისტრისა და დოქტორის წოდებები იელის უნივერსიტეტში (1993). ის ერთ-ერთი ძირითადი ფიგურაა კულტურის სოციოლოგიასა და სოციალურ თეორიაში. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეხსიერების კვლევების ინტერდისციპლინარული სფეროს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.\nმისი პუბლიკაციები კვლევათა ფართო სპექტრს მოიცავს. მისი უკანასკნელი პერიოდის ინტერესები ეხება კოლექტიურ მეხსიერებას\, კრიტიკულ თეორიას\, ტრანზიციულ სამართალსა და ომის შემდგომ გერმანიას. ამჟამად ის მუშაობს “მეხსიერების კულტურის ისტორიის” ექვსტომეულის რედაქტირებაზე\, ტანჯვის შესახებ ნიცშეს ნაწერებზე და\, ვებერის თეოდიცეის ცნებაზე დაყრდნობით\, ავითარებს „ტრაგიკული სოციოლოგიის“ თეორიულ ჩარჩოებს. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 2 ივნისი\, 14:30 საათი\nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-jephri-olikis-sajaro-leqtsia-mekhsiereba-dinamikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36753.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160602T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160602T130000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160520T091130Z
LAST-MODIFIED:20240202T065211Z
UID:10002788-1464872400-1464872400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - შვეიცარიის ელჩის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:2 ივნისს\, 13:00 საათზე\, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს შვეიცარიის ელჩი საქართველოში\, მისი აღმატებულება ლუკას ბეგლინგერი. \nლექციის თემა: პირდაპირი დემოკრატიის შვეიცარიული სისტემა \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 2 ივნისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზირი #32)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-kvireulis-pharglebshi-shveitsariis-elchis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36624.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160527T135445Z
LAST-MODIFIED:20240202T065215Z
UID:10002790-1464807600-1464807600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შოთა პაპავას საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტის\, შოთა პაპავას\, საჯარო ლექცია: ძიგა ვერტოვის „მსოფლიოს მეექვსე ნაწილის“ ცენტრალური იმპერიული ღერძი. \nდოკუმენტური კინოს ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი რეჟისორის\, ძიგა ვერტოვის\, 1926 წლის ფილმს\, „მსოფლიოს მეექვსე ნაწილს“\, ძირითადად აღიქვამენ\, როგორც 20-იანი წლების ავანგარდისტული კინოს ნიმუშს\, რომელსაც ეთნოგრაფიული მზერა და ექსპლორაციული სულისკვეთება ამოძრავებს – სულისკვეთება რომელიც საბჭოთა კავშირის „უსაზღვრობის“ (необъя́тность) პრობლემას ეჭიდება. მომხსენებელი შეეცდება\, წარმოაჩინოს ფილმის ნაკლებად შესამჩნევი მოტივი\, რომლის მიხედვითაც ფილმის წაკითხვა დაპყრობის (освое́ние) პრინციპის ლოგიკიდან გამომდინარე ხდება შესაძლებელი\, რაც მნიშვნელოვან შეკითხვებს წარმოშობს 20-30-იანი წლების საბჭოთა ხელოვნების მსგავსება/განსხვავებაზე. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shotha-papavas-sajaro-leqtsia-dziga-vertovis-msophlios-meeqvse-natsilis-tsentraluri-imperiuli-gherdzi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36754.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T190000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160524T065538Z
LAST-MODIFIED:20240202T065216Z
UID:10002791-1464807600-1464807600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბესო კაჭარავას საჯარო ლექცია: ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით\, გაიმართება ილიაუნისა და Vancouver Film School-ის კურსდამთავრებულის\, ბესო კაჭარავას\, საჯარო ლექცია: „ხმის დიზაინერი vs სამყარო: როგორ ვიშოვოთ ფული საყვარელი საქმით.“ \nმომხსენებლის შესახებ \nბესო კაჭარავა ხმის დიზაინერია და ფილმის ხმის პოსტპროდუქციასა და ვიდეოთამაშებზე მუშაობს. მან თბილისში დააარსა საკუთარი პოსტპროდუქციის სტუდია. უმუშევია არაერთ ფილმზე\, სატელევიზიო შოუზე\, ანიმაციაზე\, სარეკლამო რგოლსა თუ ვიდეოთამაშზე. მისი მომსახურება მოიცავს ხმის სერვისების მთელ სპექტრს ვიზუალური მედიისთვის. ბესო\, საკუთარ კომპანიაში დასაქმებულ 10-კაციან ჯგუფთან ერთად\, GDS-ისა და სხვა ქართული კომპანიების გარდა\, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის თამაშების თუ კინოპროდუქციის წარმომადგენლებთანაც თანამშრომლობს. \nდრო: 1-ლი ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/beso-katcharavas-sajaro-leqtsia-khmis-dizaineri-vs-samqharo-rogor-vishovoth-phuli-saqhvareli-saqmith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36714.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160601T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160601T140000
DTSTAMP:20260512T022948
CREATED:20160527T133748Z
LAST-MODIFIED:20240202T065218Z
UID:10002792-1464789600-1464789600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ელზბიეტა მათინიას საჯარო ლექცია - დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა
DESCRIPTION:1-ლ ივნისს\, ოთხშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, საერთაშორისო კონფერენციის – „მეხსიერება და იდენტობა პოსტსაბჭოთა სივრცეში: საქართველო და კავკასია აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“ – ფარგლებში\, სოციოლოგიის პროფესორი\, ელზბიეტა მათინია წაიკითხავს საჯარო ლექციას: „დევნილები და საჯარო სივრცე: იმედის ინფრასტრუქტურა“. \nმომხსენებლის შესახებ\nელზბიეტა მათინია არის სოციოლოგიის პროფესორი და „ნიუ სქულის“ (ნიუ-იორკი) დემოკრატიის შესწავლის ტრანსრეგიონალური ცენტრის დირექტორი. მისი კვლევები პოლიტიკის სოციოლოგიასა და ხელოვნებაში ეხება დემოკრატიულ ტრანზიციას აღმოსავლეთ ევროპასა და მის გარეთ\, ასევე ახალ ევროპაში სასაზღვრო ზოლის კონცეფციასა და ძალადობის მემკვიდრეობის მქონე ახალ დემოკრატიებს. მისი ბოლო ორი წიგნი ერთობლივად განიხილავს პოლიტიკის სცენას\, საშემსრულებლო ხელოვნებასა და სამოქალაქო აქტიურობას. „შემზარავი ერა“ (Yale University Press\, 2014) წარმოაჩენს პოსტრევოლუციურ დიალოგს ევროპის ცნობილ დისიდენტებს შორის (დრამატურგი და ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი და პოლონელი პოლიტიკური მოაზროვნე ადამ მიხნიკი). წიგნში “საშემსრულებლო დემოკრატია” (Paradigm\, 2009) მათინია იკვლევს პოლიტიკური ცხოვრების იმ პოტენციალს\, რომელიც მოუხელთებელია მკვლევრებისათვის – იმ შთაგონებული მოქალაქეებისთვის\, რომლებიც დემოკრატიის დაკანონებას ესწრაფვიან. ავტორი თავად არის საბჭოთა სისტემის კოლაფსის წინარე პერიოდში პოლონეთში საზოგადოებრივი სივრცის ჩამოყალიბების პროცესის მოწმე და ცდილობს იპოვოს დრამატული პერფორმანსის პირობები და ადგილი სამოქალაქო ცხოვრებაში. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 1-ლი ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-elzbieta-mathinias-sajaro-leqtsia-devnilebi-da-sajaro-sivrtse-imedis-inphrastruqtura/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/05/36752.png
END:VEVENT
END:VCALENDAR