BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20160101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTSTAMP:20260513T024400
CREATED:20160401T110839Z
LAST-MODIFIED:20240202T070534Z
UID:10002974-1459879200-1459879200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EPRC/PPRTC-ის ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:5 აპრილს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ინიციატივით შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია. \nპროექტის ფარგლებში\,  სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების (MPA) სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს შესთავაზებენ ლექციათა ციკლს საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე. \nპროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ: \n\nამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი\, დუგლას ბოლი (TBC)\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია\nეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი\, ნინო ევგენიძე\n\nEPRC/LAD-ის ლექციათა პირველი სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-დან 29 აპრილის ჩათვლით ჩატარდება. ლექციებს წაიკითხავენ საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელი პირები\, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის რეფორმებში\, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ან/და კვლევით საქმიანობაში. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს\, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე; კერძო სექტორის – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები;  ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი; ანტიევროპული ნარატივი ქართულ მედიაში და სხვა. \nსალექციო კურსის დეტალური პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი\, აუდიტორია E207 (ჩოლოყაშვილის ქ. 3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eprc-pprtc-is-akhali-saganmanathleblo-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35892.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160405T180000
DTSTAMP:20260513T024400
CREATED:20160323T120436Z
LAST-MODIFIED:20240202T070539Z
UID:10002976-1459879200-1459879200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბიზნესი და ადამიანის უფლებები
DESCRIPTION:5 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS)\, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და ილიაუნის სამართლის სკოლის\, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით\, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: ბიზნესი და ადამიანის უფლებები. \nდღის წესრიგი \nდრო: 18:00-18:15 საათი\nთემა: ბიზნესი და ადამიანის უფლებები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში\nმომხსენებელი: სალომე ზურაბიშვილი – „სიდას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი\, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი \nდრო: 18:15-18:30 საათი\nთემა: ადამიანის უფლებებზე ბიზნესის ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები „ჯეოსელის“ და „თელიასონერას“ მაგალითზე\nმომხსენებელი: სოფო ტაბატაძე – „ჯეოსელის“ ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი \nდრო: 18:30 – 18:45 საათი\nთემა: საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში\nმომხსენებელი: ნიკო თათულაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი \n\nდრო: 18:45-19:00 საათი\nთემა: ბიზნესი და შრომის უფლებები\nმომხსენებელი: ლინა ღვინიანიძე – სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი\, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) \nდრო: 19:00 – 20:00 საათი\nთემა: საჯარო დისკუსია\nმოდერატორი: თამარ გურჩიანი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი\, ACCESS-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი \nშეხვედრის დრო: 5 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32 ) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/biznesi-da-adamianis-uphlebebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35706.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160405T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160405T160000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T122926Z
LAST-MODIFIED:20240202T070544Z
UID:10002978-1459872000-1459872000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის\, თომას ჰოპკინსის\, საჯარო ლექცია: დემოკრატია და მრეწველობა რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში
DESCRIPTION:5 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში\, თომას ჰოპკინსი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: დემოკრატია და მრეწველობა რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში. \nმე-19 საუკუნეში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება\, რომ თუ ანტიკურ სახელმწიფოთა მმართველობა\, საბოლოო ჯამში\, მონობას ემყარებოდა\, თანამედროვე ევროპული საზოგადოებები კი თავიანთი მოქალაქეების ძალისხმევით ამუშავებულ მრეწველობაზე იდგა. მიიჩნეოდა\, რომ ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრება საშუალებებისა და მიზნების სისტემა იყო\, რომელსაც საფუძვლად ედო ის\, რასაც იმ დროს „შრომის დანაწილებად“ აღწერდნენ ხოლმე. პოლიტიკა შეგვეძლო ამ სისტემის გაფართოებად დაგვენახა; არსებობდა შერჩევითი მსგავსება წარმომადგენლობით მმართველობასა და „კომერციულ საზოგადოებას“ შორის. ეს ლექცია წარმოაჩენს მე-19 საუკუნის ამ იდეების ბედს მე-20 საუკუნეში და როლს\, რაც ამ იდეებმა ითამაშეს ადრეული სოციალისტური აზროვნების განვითარებისათვის ხელსაყრელი ნიადაგის მომზადებაში. ამ ამბის მთავარი მოქმედი პირი ანრი სენ-სიმონის ნააზრევია. მისმა მისწრაფებამ\, „კაცთა მმართველობა“ ჩაენაცვლებინა „ნივთთა ადმინისტრირებით“\, ისეთ ურთიერთგანსხვავებულ მოაზროვნეებზე იქონია გავლენა\, როგორებიც იყვნენ: ოგიუსტ კონტი\, კარლ მარქსი\, ჯ. ს. მილი და ჰერბერტ სპენსერი. \nმომხსენებლის შესახებ\nპოლიტიკის ისტორიკოსი თომას ჰოპკინსი (Thomas Hopkins) 2015 წლიდან ასწავლის კემბრიჯის უნივერსიტეტში\, პოლიტიკისა და საერთაშორისო კვლევების კათედრაზე; ამავე დროს კი კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯის ასოცირებული წევრია ისტორიისა და პოლიტიკის განხრით. 2014-2015 წლებში\, ლონდონის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკური აზრის ისტორიას. 2011 წელს\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯში\, ისტორიის დარგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (PhD) თემაზე: „სეი და სისმონდი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ რევოლუციის შემდგომ ევროპაში“. 2005-2006 წლებში\, ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკური აზრისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით. \nრჩეული პუბლიკაციები\n\n2015: „მსოფლიო პოლიტიკური ეკონომიკის“ საზღვრები: სმითი\, ლისტი და ვაჭრობით დამყარებული მშვიდობის პარადოქსი“\, წიგნში: ტ. ჰიპლერი; მ. ვეკი (რედ.)\, მშვიდობის პარადოქსი მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში (ოქსფორდი: Oxford University Press\, 2015)\, გვ. 77-91;\n2014: „მსოფლიოს განმგებლობა მეცხრამეტე საუკუნეში“; „საკუთრება და სიღატაკე: თვალთახედვები მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ საკითხთან დაკავშირებით“; „სოციალიზმამდე: პოლიტიკური ეკონომია და სოციალური საკითხი მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში“\, წიგნში: მ. კოსკენიემი; ბ. შტრათი (რედ.). ევროპა 1815–1914 წლებში: ერთობის ჩამოყალიბება და მსოფლიოს განმგებლობა (ჰელსინკი: University of Helsinki\, 2014)\, გვ. 33-43\, 84-92\, 93-106;\n2016: სამრეწველო ცივილიზაცია: პოლიტიკური აზრი რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში (მონოგრაფია\, იგეგმება გამოსაცემად 2016 წლის მიწურულს).\n\nდრო: 5 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.#32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kembrijis-universitetis-asotsirebuli-mkvlevris-thomas-hopkinsis-sajaro-leqtsia-demokratia-da-mretsveloba-revolutsiis-shemdgom-saphrangethshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35818.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160403T100900Z
LAST-MODIFIED:20240202T070548Z
UID:10002980-1459796400-1459796400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჰანს ულრიხ გუმბრეხტის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:4 აპრილს\, ორშაბათს\, 19.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი ჰანს ულრიხ გუმბრეხტი წაიკითხავს საჯარო ლექციას “განმანათლებლობიდან წამოსული კრიტიკის არა-განმანათლებლური ტონი: დიდრო\, ლიხტენბერგი\, გოია და მოცარტი”. \nჰანს ულრიხ გუმბრეხტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის თეორეტიკოსია. ის არის სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი\, როგორც ფრანგული\, ესპანური\, გერმანული და პორტუგალიური ლიტერატურის\, ისე ევროპული ფილოსოფიური ტრადიციის მცოდნე და სპეციალისტი\, რომელსაც ეკუთვნის წიგნები: “ფილოლოგიის ძალა”\, “1926. ცხოვრება დროის ზღვარზე”\, “ათლეტური მშვენიერების ქება”\, “დიდი რომანისტების ცხოვრება და სიკვდილი”. “დასწრებულობის წარმოება” და სხვა მრავალ ენაზე თარგმნილი ნაშრომები. \nლექცია ტარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში “კრიზისი და კრიტიკა”\, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“. \nდრო: 4 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: აუდიტორია A 101\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი  \nსამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hans-ulrikh-gumbrekhtis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35907.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T190000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160329T135909Z
LAST-MODIFIED:20240202T070553Z
UID:10002981-1459796400-1459796400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია
DESCRIPTION:4 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაციაზე. \nაღნიშნულ პროგრამაზე მსურველთა ჩარიცხვა იწარმოებს 2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან. პროგრამა ხორციელდება დამოუკიდებლად\, ჩარიცხვის უფლება კი აქვთ ბაკალავრის\, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. \nმასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. \nმოქმედი კანონმდებლობის თანახმად\, მათთვის\, ვისაც არ აქვს მასწავლებლის საბაკალავრო\, სამაგისტრო ან მასთან გათანაბრებული კვალიფიკაცია\, პროგრამის წარმატებით გავლა  ერთადერთი გზაა მასწავლებლის პროფესიის მისაღებად. \nპროგრამაზე ჩარიცხვისა და პროგრამის შინაარსის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებთ ღია კარის დღეზე. \nდრო: 4 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mastsavleblis-momzadebis-saganmanathleblo-programis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35859.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T170000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160401T092448Z
LAST-MODIFIED:20240202T070557Z
UID:10002982-1459789200-1459789200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი
DESCRIPTION:4 აპრილს\, 17:00 საათზე\, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში\, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მოეწყობა იუსტიციის სასწავლო ცენტრის სტუდენტური პროექტის პრეზენტაცია. \nპროექტის სახელწოდება: „ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესი“ \nპროექტის მიზანი: ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საქმიანობისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს მასშტაბით სტუდენტების ცნობიერების ამაღლება; ასევე\, მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება/განვითარება. \nპროექტის მონაწილეები: საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების სამართლის სკოლის/იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან შემდგარი გუნდები. \nგუნდის წევრების რაოდენობა: 2-4. \nმონაწილე გუნდების თითოეულ წევრს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი\, გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება. \nპრეზენტაციის დრო: 4 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (სანდრო ეულის ქუჩა #3ა) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-marthlmsajulebis-sasamarthlos-imitirebuli-sasamarthlo-protsesi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T160000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160401T124816Z
LAST-MODIFIED:20240202T070601Z
UID:10002983-1459785600-1459785600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნიკოლოზ კუდაშვილის საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან
DESCRIPTION:4 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ინიციატივით\, გაიმართება ჩარლზის უნივერსიტეტის (პრაღა\, ჩეხეთი) უმცროსი მკვლევრისა და PhD კანდიდატის\, ნიკოლოზ კუდაშვილის\, საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან. საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას ჩარლზის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ. \nდრო: 4 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nikoloz-kudashvilis-sainphormatsio-shekhvedra-studentebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35906.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T150000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T122605Z
LAST-MODIFIED:20240202T070606Z
UID:10002984-1459782000-1459782000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევრის\, თომას ჰოპკინსის\, საჯარო ლექცია: პოლიტიკური თეორია და მისი ისტორიები
DESCRIPTION:4 აპრილს\, 15:00 საათზე\, ილის სახელმწიფო უნივერსიტეტის წოგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი ისტორიასა და პოლიტიკაში\, თომას ჰოპკინსი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: პოლიტიკური თეორია და მისი ისტორიები. \nრატომ უნდა ვსწავლობდეთ პოლიტიკური აზრის ისტორიას თუ არა იმ იმედით\, რომ ის პოლიტიკის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება? თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის დიდი ნაწილი ვერ უძლებს ცდუნებას\, გამოყენებითი ეთიკის დარგად არ მიიჩნიოს პოლიტიკა. ამგვარი მიდგომის შემთხვევაში\, თეორიის ამოცანად „ნორმების“ იდენტიფიცირება იქცევა; პრაქტიკული პოლიტიკის მიზნად კი – ის\, რომ სამყარო რაც შეიძლება უფრო მეტად შეუსაბამოს თეორიის მიერ შედგენილ პროგრამას. რაც შეეხება პოლიტიკური აზროვნების ისტორიას\, ის მოგვიხმობს\, სკეპტიკური მზერა მივაპყროთ ამ მანევრს. დასაწყისში იყო ქმედება. პოლიტიკური თეორია წინ არ უსწრებს პრაქტიკას\, არამედ თავადაა მისი ერთ-ერთი ფორმა. თეორეტიკოსის მუშაობა პოლიტიკაში ინტერვენციას უდრის; ან\, სულ მცირე\, მცდელობაა ამა თუ იმ საზოგადოებრივ განლაგებასთან დაკავშირებული დისკურსული პრაქტიკების ფორმაცვალების ან გაძლიერებისა. ეს ლექცია გააანალიზებს\, 60-იანი წლებიდან მოყოლებული\, პოლიტიკური აზრის ისტორიის მეთოდოლოგიაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებს\, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ე. წ. „კემბრიჯის სკოლის“ მიერ ჩატარებულ სამუშაოს დაუთმობს. \nმომხსენებლის შესახებ\nპოლიტიკის ისტორიკოსი თომას ჰოპკინსი (Thomas Hopkins) 2015 წლიდან ასწავლის კემბრიჯის უნივერსიტეტში\, პოლიტიკისა და საერთაშორისო კვლევების კათედრაზე; ამავე დროს კი კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯის ასოცირებული წევრია ისტორიისა და პოლიტიკის განხრით. 2014-2015 წლებში\, ლონდონის უნივერსიტეტში ასწავლიდა პოლიტიკური აზრის ისტორიას. 2011 წელს\, კემბრიჯის უნივერსიტეტის ქრაისტს-კოლეჯში\, ისტორიის დარგში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (PhD) თემაზე: „სეი და სისმონდი პოლიტიკური ეკონომიის შესახებ რევოლუციის შემდგომ ევროპაში“. 2005-2006 წლებში\, ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამაზე პოლიტიკური აზრისა და ინტელექტუალური ისტორიის მიმართულებით. \nრჩეული პუბლიკაციები\n\n2015: „მსოფლიო პოლიტიკური ეკონომიკის“ საზღვრები: სმითი\, ლისტი და ვაჭრობით დამყარებული მშვიდობის პარადოქსი“\, წიგნში: ტ. ჰიპლერი; მ. ვეკი (რედ.)\, მშვიდობის პარადოქსი მეცხრამეტე საუკუნის ევროპაში (ოქსფორდი: Oxford University Press\, 2015)\, გვ. 77-91;\n2014: „მსოფლიოს განმგებლობა მეცხრამეტე საუკუნეში“; „საკუთრება და სიღატაკე: თვალთახედვები მეცხრამეტე საუკუნის სოციალურ საკითხთან დაკავშირებით“; „სოციალიზმამდე: პოლიტიკური ეკონომია და სოციალური საკითხი მეცხრამეტე საუკუნის საფრანგეთში“\, წიგნში: მ. კოსკენიემი; ბ. შტრათი (რედ.). ევროპა 1815–1914 წლებში: ერთობის ჩამოყალიბება და მსოფლიოს განმგებლობა (ჰელსინკი: University of Helsinki\, 2014)\, გვ. 33-43\, 84-92\, 93-106;\n2016: სამრეწველო ცივილიზაცია: პოლიტიკური აზრი რევოლუციის შემდგომ საფრანგეთში (მონოგრაფია\, იგეგმება გამოსაცემად 2016 წლის მიწურულს).\n\nდრო: 4 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ.#32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kembrijis-universitetis-asotsirebuli-mkvlevris-thomas-hopkinsis-sajaro-leqtsia-politikuri-theoria-da-misi-istoriebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35818.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160404T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160404T130000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160401T084246Z
LAST-MODIFIED:20240202T070607Z
UID:10002986-1459774800-1459774800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„საქართველოს ბანკის“ დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:4 აპრილს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორიში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, „მასშტაბური დასაქმების ფორუმის“ ფარგლებში\, „საქართველოს ბანკის“ გაყიდვების სამსახურის უფროსი და sCoolcard-ის პროექტმენეჯერი იწვევს ილიაუნის მეორე\, მესამე\, მეოთხე კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს. \n„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლები ისაუბრებენ გაყიდვების სფეროში წარმატებული კარიერის შექმნის გამოცდილებაზე და წარმოადგენენ პროექტს – გარეგაყიდვების მენეჯერი (დროებითი სამუშაო)\, რაც გულისხმობს: \n\nმუშაობის დაწყებას გაყიდვების სფეროში წამყვან პროფესიონალებთან;\nსიღრმისეული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას და წამყვან ორგანიზაციასთან თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობას;\nსაფუძვლის შექმნას შემდგომი წარმატებული კარიერისთვის.\n\nპროექტის პრეზენტაციის შემდეგ\, დაინტერესებულ კანდიდატებს საშუალება ექნებათ\, ადგილზევე გაიარონ საკონკურსო ეტაპები (ჯგუფური/ინდივიდუალური გასაუბრება). \nდრო: 4 აპრილი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-bankis-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35883.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160402T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160402T180000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160331T071250Z
LAST-MODIFIED:20240202T070609Z
UID:10002987-1459620000-1459620000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ანდრეას არნდტის საჯარო ლექცია: ლენინის მიერ ჰეგელიანური მარქსიზმის ინტერპრეტირება
DESCRIPTION:2 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”\, პროექტის – “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი” – ფარგლებში\, ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი\, ანდრეას არნდტი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: “ლენინის მიერ ჰეგელიანური მარქსიზმის ინტერპრეტირება”. \nმოხსენების ძირითადი თემატიკაა ვლადიმერ ლენინის მიერ დამუშავებული ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის მნიშვნელობის წარმოჩენა მარქსის დიალექტიკური მატერიალიზმის ხელახალი გადააზრებისთვის\, რომელმაცცხადყო\, რომ კარლ მარქსის დიალექტიკის გააზრება ჰეგელის ფილოსოფიური სისტემის საფუძვლების გაგების გარეშე შეუძლებელია. ძალიან მნიშვნელოვანია\, რომ ლენინის მიერ ჰეგელიანური სისტემის დამუშავებამ მნიშვნელოვანი საფუძველი ჩაუყარა დასავლური ჰეგელიანური მარქსიზმის ჩამოყალიბებას და რუსული და ევროპული ინტელექტუალური სივრცის დაახლოებას. \nმომხსენებლის შესახებ \nანდრეას არნდტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიის შლაიერმახერის კვლევითი განყოფილებისხელმძღვანელია. 1977-დან 1979 წლამდე\, როგორც ბილეფილდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი\, ჩართული იყო მარქსის ფილოსოფიის კვლევით ჯგუფში. 1987 წელს ჰაბილიტაცია შეასრულაბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ნაშრომით: ”კარლ მარქსი და მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა”. ანდრეას არნდტი მოღვაწეობდა ბერლინის თეოლოგიურ სემინარიაში და იენის უნივერსიტეტში. 1992წლიდან არის ჰეგელის ინტერნაციონალური საზოგადოების საბჭოს ხელმძღვანელი; ასევე – შლაიერმახერის ფონდის და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი. \nრჩეული პუბლიკაციები: \n• “ლენინი – პოლიტიკა და ფილოსოფია” (1982) \n• “კარლ მარქსი. მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა” (1985) \n• “დიალექტიკა და რეფლექსია. გონების ცნების რეკონსტრუქციისთვის” (1994) \nლექციის ენა: გერმანული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 2 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. 32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-andreas-arndtis-sajaro-leqtsia-leninis-mier-hegelianuri-marqsizmis-interpretireba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35869.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160402T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160402T150000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160331T102413Z
LAST-MODIFIED:20240202T085715Z
UID:10004848-1459609200-1459609200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის პროექტების პრეზენტაცია აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს
DESCRIPTION:2 აპრილს\, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ჩეხეთის „კარიტასისა“ და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის – „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სერვისების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში\, შედგება ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული კვლევის – „აუტიზმის სპექტრის დარღვევის ადრეული იდენტიფიკაცია\, შეფასება და აბილიტაცია საქართველოში“ – შედეგების პრეზენტაცია. \nმომხსენებელი: გიორგი გიორგაძე. \nასევე მოეწყობა ვიდეოკლიპის – „გაზარდე აუტიზმის ცნობადობა“ – ჩვენება და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის აუტიზმის მოდიფიცირებული\, განახლებული კითხვარის (M-CHAT-R) ელექტრონული ფორმის და ვებგვერდის პრეზენტაცია. \nდრო: 2 აპრილი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-bavshvis-ganvitharebis-institutis-proeqtebis-prezentatsia-autizmis-tsnobadobis-amaghlebis-msophlio-dghes/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35874.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160402T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160402T110000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160324T122706Z
LAST-MODIFIED:20240202T070613Z
UID:10002989-1459594800-1459594800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ღონისძიებები აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს
DESCRIPTION:2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. 2011 წლიდან\, ამ დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს საქართველოს აუტიზმის ასოციაცია საზოგადოებრივი ღონისძიებებით\, კონცერტებითა თუ კონფერენციებით. წელს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის\, ჩეხეთის „კარიტასის“\, მშობლების\, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ურთიერთთანამშრომლობითა და მონაწილეობით\, დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: \nღონისძიებათა განრიგი: \n28 მარტი \n14:00 საათი \nთამარ ტაბახმელაშვილის საჯარო ლექცია: „ენობრივი და კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში“. \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n2 აპრილი \n11:00-15:00 საათი \nფოტოგადაღება სმარტ-ფოტოკაბინაში და GIF-ების გადაღება GIFme აპარატით. \nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის წინ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n12:00 საათი \nილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის მშობელთა ორგანიზებით\, აუტიზმის მქონე ბავშვებს  და მათ მშობლების ვიზიტი ქალაქ თბილისის სახანძრო სამსახურში \n15:00 საათი \n\nჩეხეთის „კარიტასისა“ და ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის – „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მოზარდების სერვისების განვითარება საქართველოში“ – ფარგლებში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებული კვლევის – „აუტიზმის სპექტრის დარღვევის ადრეული იდენტიფიკაცია\, შეფასება და აბილიტაცია საქართველოში“ – შედეგების პრეზენტაცია.\n\nმომხსენებელი: გიორგი გიორგაძე  \n\nვიდეოკლიპის – „გაზარდე აუტიზმის ცნობადობა“ – ჩვენება და ადრეული ასაკის ბავშვებისთვის აუტიზმის მოდიფიცირებული\, განახლებული კითხვარის (M-CHAT-R) ელექტრონული ფორმის და ვებგვერდის პრეზენტაცია\n\nმისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n17:00 საათი \nსაქველმოქმედო გამოფენა აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდთა მხარდასაჭერად \nმისამართი: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო\, თავისუფლების ქ. #2 \nსაქველმოქმედო გამოფენას ორგანიზება გაუწია სკულპტორმა ქეთი მელქაძემ.  გამოფენა ეწყობა საქართველოს პირველი ქალბატონის\, მაკა ჩიჩუას\, პატრონაჟით. \nგამოფენის   მხარდამჭერები არიან: საქართველოს აუტიზმის ასოციაცია\, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდი\, ჩეხეთის „კარიტასი“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nგამოფენაში მონაწილეობენ: სკულპტორი ქეთი მელქაძე\, გამოჩენილი ქართველი მხატვრები\, პარაორკესტრი თეონა ყაჭეიშვილის ხელმძღვანელობით და მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი“ ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით. \nგამოფენის მიზანია აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადების მხარდაჭერა. \nორგანიზატორი ქეთი მელქაძე: „ამ  საქველმოქმედო გამოფენის ფარგლებში\, ვცდილობთ\,  თანადგომა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ასა-ს მქონე ინდივიდებს და მათ ოჯახებს. გვინდა\, ჩვენც შევიტანოთ წვლილი მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ამაღლების საქმეში. გვინდა\, ჩვენი გამოფენა იქცეს ერთგვარ  სტიმულად ყველა ორგანიზაციისა და ფართო საზოგადოებისათვის იმ დიდი და რთული გზის  დასაწყებად და  დასაძლევად\, რომელსაც ასა-ს მქონე ბავშვებისათვის „ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრებისაკენ“ ჰქვია“. \n4 აპრილი \n20:00 საათი \nაუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდთა მხარდამჭერი კონცერტი საქართველოს ოპერის და ბალეტის  სახელმწიფო აკადემიურ თეატრში \nკონცერტის ორგანიზატორია: ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის მშობლის\, აუტიზმის კვლევისა და ხელშეწყობის ფონდის გამგეობის წევრი\, თათია მელაშვილი. \nკონცერტში მონაწილეობენ:  მსოფლიო ოპერის ქართველი  ვარსკვლავები  და\, ტრადიციულად\, პიანისტი – დათუნა ალადაშვილი. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება მოზარდებისა (15 წლიდან) და მოზრდილთა სერვისების განვითარებას. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-ghonisdziebebi-autizmis-tsnobadobis-amaghlebis-msophlio-dghes/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35808.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160402T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160402T100000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160330T070044Z
LAST-MODIFIED:20240202T070617Z
UID:10002990-1459591200-1459591200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია: ინგლისური ენის სწავლება და კვლევა
DESCRIPTION:2-3 აპრილს\, 10:00-დან 15:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცენტრი ინგლისური ენის წარმატებული სწავლებისათვის“ (CETE/TESOL) საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს\, საშუალო სკოლების მასწავლებლებსა და სტუდენტებს გიწვევთ ინგლისური ენის მასწავლებელთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე „ინგლისური ენის სწავლება და კვლევა“. \nდასწრების მსურველებმა\, გთხოვთ\, მონაწილეობა დაგვიდასტუროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cete08@gmail.com \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა: 31 მარტი. \nდრო: 2-3 აპრილი\, 10:00-15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-inglisuri-enis-stsavleba-da-kvleva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35857.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160401T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160401T190000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160331T125642Z
LAST-MODIFIED:20240202T070620Z
UID:10002991-1459537200-1459537200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დავით გზირიშვილის საჯარო ლექცია: რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება
DESCRIPTION:1-ლ აპრილს\, 19 :00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით\, ჯანდაცვის სფეროში საქართველოში და საზღვარგარეთ მუშაობის/კონსულტაციის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტი\, დავით გზირიშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რატომ იგვიანებს სასწრაფო დახმარება”. მომხსენებელი განიხილავს ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. \nდრო: 1-ლი აპრილი\, 19 :00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/davith-gzirishvilis-sajaro-leqtsia-ratom-igvianebs-sastsrapho-dakhmareba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35879.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160401T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160401T183000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160329T123936Z
LAST-MODIFIED:20240202T070630Z
UID:10002992-1459535400-1459535400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია: ვალუტის გაცვლითი კურსის რეგულირების სამართლებრივი გარემო
DESCRIPTION:1-ლ აპრილს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, სამართლის სკოლის და კლუბ სტუდენტური სასამართლოს ორგანიზებით გაიმართება საჯარო დისკუსია: ვალუტის გაცვლითი კურსის რეგულირების სამართლებრივი გარემო. დისკუსიას გაუძღვება ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და სამართლის სკოლის მოწვეული ლექტორი\, ირაკლი კალანდაძე და ეროვნული ბანკის იურისტი გიორგი ძიგუაშვილი. \nსაჯარო დისკუსიაზე განიხილება შემდეგი თემები: \n1.გაცვლით კურსის რეგულირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვა;\n2.გაცვლითი კურსის რეჟიმები (მცურავი და ფიქსირებული გაცვლითი კურსი);\n3.საქართველოში კურსის დადგენის პროცედურები და ეროვნული ბანკის როლი კურსის განსაზღვრის პროცესში;\n4. ვალუტის გაუფასურების ძირითადი მიზეზები;\n5. სავალუტო ინტერვენციების მიზანშეწონილობა ვალუტის გაუფასურების დროს. \nდრო: 1-ლი აპრილი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-valutis-gatsvlithi-kursis-regulirebis-samarthlebrivi-garemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35842.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160401T163000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160401T163000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160331T070904Z
LAST-MODIFIED:20240202T070627Z
UID:10002994-1459528200-1459528200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ანდრეას არნდტის საჯარო ლექცია: აღიარება და აღიარების ცნების მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში
DESCRIPTION:1-ლ აპრილს\, 16:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი”\, პროექტის – “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი” – ფარგლებში\, ბერლინის (გერმანია) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორი\, ანდრეას არნდტი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: “აღიარება და აღიარების ცნების მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში”.\nმომხსენებელი ისაუბრებს აღიარების ცნების მნიშვნელობაზე\, რომელიც ისტორიულ სათავეს კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიაში იღებს. ანდრეას არნდტი შეეცდება\, თანამედროვე კონტექსტში წარმოაჩინოს აღიარების ცნება\, რომელიც ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონეა თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოებისთვის\, იმდენად\, რამდენადაც აღნიშნული ცნება გადამწყვეტ როლს თამაშობს სოციალური ინსტიტუტებისთვის. საინტერესოა\, რომ ანდრეას არნდტი ნეო-ლიბერალური პოლიტიკის ფონზე აღიარების ცნების მნიშვნელობას ეკონომიკურ სფეროზეც განავრცობს. \nმომხსენებლის შესახებ \nანდრეას არნდტი ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის ფილოსოფიის პროფესორი და ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიის შლაიერმახერის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელია. 1977-დან 1979 წლამდე\, როგორც ბილეფილდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი\, ჩართული იყო მარქსის ფილოსოფიის კვლევით ჯგუფში. 1987 წელს ჰაბილიტაცია შეასრულა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ნაშრომით: ”კარლ მარქსი და მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა”. ანდრეას არნდტი მოღვაწეობდა ბერლინის თეოლოგიურ სემინარიაში და იენის უნივერსიტეტში. 1992 წლიდან არის ჰეგელის ინტერნაციონალური საზოგადოების საბჭოს ხელმძღვანელი; ასევე – შლაიერმახერის ფონდის და კლასიკური გერმანული ფილოსოფიის კვლევითი ცენტრის თანამშრომელი. \nრჩეული პუბლიკაციები: \n\n “ლენინი – პოლიტიკა და ფილოსოფია” (1982)\n “კარლ მარქსი. მისი თეორიის საზრისისეული კავშირის მცდელობა” (1985)\n “დიალექტიკა და რეფლექსია. გონების ცნების რეკონსტრუქციისთვის” (1994)\n\nლექციის ენა: გერმანული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 1-ლი აპრილი\, 16:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. 32)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-andreas-arndtis-sajaro-leqtsia-aghiareba-da-aghiarebis-tsnebis-mnishvneloba-thanamedrove-demokratiul-sakhelmtsiphoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35869.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160401T155100
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160401T155100
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160401T115110Z
LAST-MODIFIED:20241122T110920Z
UID:10002996-1459525860-1459525860@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EPRC/PPRTC-ის სალექციო კურსი ილიაუნის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის
DESCRIPTION:ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ორგანიზებით\, იწყება ლექციათა ციკლი საქართველოს ევროინტეგრაციის თემაზე. სალექციო კურსი მომზადებულია სტენფორდის უნივერსიტეტის ლიდერთა აკადემიის (LAD) კურსდამთავრებულებისა და ორგანიზატორების მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. \nკურსი მოიცავს ისეთ საკითხებს\, როგორებიცაა: ევროინტეგრაცია და ამ პროცესის გავლენები საქართველოს ეკონომიკაზე; კერძო სექტორის – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები; ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი; ანტიევროპული ნარატივი ქართულ მედიაში და სხვა. ლექციებს წაიკითხავენ საჯარო სამსახურის და არასამთავრობო სექტორის ხელმძღვანელი პირები\, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საჯარო სექტორის რეფორმებში\, საერთაშორისო მოლაპარაკებებში ან/და კვლევით საქმიანობებში. \nლექციათა პირველი სერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 5-დან 29 აპრილის ჩათვლით ჩატარდება\, თუმცა LAD-ის კურსდამთავრებულების აქტიური ჩართულობით EPRC-ის და PPRTC-ის ერთობლივი პროექტი გაგრძელდება და სტუდენტების წინაშე\, მოწვეული ლექტორების რანგში\, საჯარო და სამოქალაქო სექტორების სხვა ლიდერებიც წარდგებიან. \n5 აპრილს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) ინიციატივით შემუშავებული ახალი საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია. \n\n\n\nმომხსენებელი     \nთარიღი\nდრო\nთემა\n\n\n\n\n\n\n\n\nგიგი გიგიაძე\n5 აპრ.\n 19:00\nევროინტეგრაცია და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი\n\n\nბათუ ქუთელია\n12აპრ.\n 19:00\nუსაფრთხოება და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები\n\n\nშიო ხეცურიანი\n14აპრ\n 19:00\nკარგი მმართველობა: ევროინტეგრაციის ვალდებულებები საქართველოსთვის\n\n\nთამარ ხორბალაძე\n19აპრ\n 19:00\nსიძულვილის ენა და ანტიევროპული პროპაგანდა ქართულ მედიაში\n\n\nირინა კვახაძე\n26აპრ\n 19:00\nევროატლანტიკური ინტეგრაცია და მისი სარგებელი კერძო სექტორის განვითარებისათვის\n\n\nირინა გურული\n29აპრ\n19:00\nევროკავშირის რეგულაციები – მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები\n\n\nგიორგი ქადაგიძე\nTBD\n 19:00\nTBD\n\n\n\n\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია \, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eprc-pprtc-is-saleqtsio-kursi-iliaunis-sajaro-administrirebis-samagistro-programis-studentebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/04/35892.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160331T193000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160331T193000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T121549Z
LAST-MODIFIED:20240202T070639Z
UID:10002998-1459452600-1459452600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ლიტერატურული ოდისეა“ - ლიტერატურული სერიის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში
DESCRIPTION:31 მარტს\, 19:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ გიწვევთ ახალი ლიტერატურული სერიის პრეზენტაციაზე. სერიაში – სახელწოდებით\, „ლიტერატურული ოდისეა“\, თავმოყრილია მრავალი ქვეყნის თანამედროვე და კლასიკური მხატვრული ნაწარმოებები\, რომლებსაც მსოფლიოში უკვე კარგად იცნობენ და რომელთა უმეტესობაც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნება. \nაღნიშნული სერიით უკვე გამოვიდა: მიშელ უელბეკის „პლატფორმა“\, ჰერმან ჰესე „ტრამალის მგელი“\, არტურო პერეს-რევერტეს „დიუმას კლუბი“\, ჩაკ პალანიკის „ძილისპირული“ და ეთგარ კერეთის „უეცრად კარზე აკაკუნებენ“. \nსულ მალე გამოვა: ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტა“\, იოჰან ბორგენის „ნოველები სიყვარულზე“ და ჟოზეფ კესელის „დღის ლამაზმანი“. \nშეხვედრის სტუმრები იქნებიან: იდეის ავტორი მიხეილ ციხელაშვილი და მთარგმნელები: თამარ ბაბუაძე (ეთგარ კერეთი\, „უეცრად კარზე აკაკუნებენ“) და თამარ კვიჟინაძე (იოჰან ბორგენი\, „ნოველები სიყვარულზე“). \nდრო: 31 მარტი\, 19:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/literaturuli-odisea-literaturuli-seriis-prezentatsia-iliaunis-literaturul-klubshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35816.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160331T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160331T180000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T123918Z
LAST-MODIFIED:20240202T070642Z
UID:10002999-1459447200-1459447200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამართლის სკოლაში შეხვედრა თემაზე:  „ტერორიზმი და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები“
DESCRIPTION:31 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით\, გაიმართება შეხვედრა თემაზე:  „ტერორიზმი და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები“. შეხვედრის ფარგლებში\, სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევრები\, გიორგი მუმლაძე და გიორგი ნონიაშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციებს. \nდღის წესრიგი \n\nგიორგი მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი.\n\nთემა: საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვა. \n\nგიორგი ნონიაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი.\n\nთემა: ევროსასამართლოს სტანდარტები\, მე-17 მუხლის გამოყენების პრაქტიკა. \nდრო: 31 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა:  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-samarthlis-skolashi-shekhvedra-themaze-terorizmi-da-gamokhatvis-thavisuphlebis-pharglebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35819.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160331T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160331T150000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160324T065001Z
LAST-MODIFIED:20240202T070644Z
UID:10003000-1459436400-1459436400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მთარგმნელ დალილა გოგიას საჯარო ლექცია: სიყვარულის მრავალკუთხედი: ტედ ჰიუზი - სილვია პლათი - ასია ვევილი
DESCRIPTION:31 მარტს\, ხუთშაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში“\, ილიაუნის პოეზიის კლუბის ორგანიზებით\, საბაკალავრო კურსის – „რა არის პოეზია; პოეტები და მუზები” – ფარგლებშიმთარგმნელი დალილა გოგია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: სიყვარულის მრავალკუთხედი: ტედ ჰიუზი – სილვია პლათი – ასია ვევილი. მთარგმნელი წაიკითხავს სილვია პლათისა და ტედ ჰიუზის ქართულთარგმანებსაც. \nდრო: 31 მარტი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ.#32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mthargmnel-dalila-gogias-sajaro-leqtsia-siqhvarulis-mravalkuthkhedi-ted-hiuzi-silvia-plathi-asia-vevili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35713.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160330T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160330T190000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160314T080311Z
LAST-MODIFIED:20240202T070647Z
UID:10003001-1459364400-1459364400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„თვითმენეჯმენტი ხელოვანთათვის“ - პიანისტ ნინო კოტრიკაძის ტრენინგები
DESCRIPTION:30 მარტსა და 6 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის ინიციატივით\, გერმანიაში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი პიანისტი\, „Steinway & Sons“-ის პირველი პრემიის მფლობელი\, ნინო კოტრიკაძე ჩაატარებს ტრენინგებს ილიაუნის სტუდენტებისთვის. ტრენინგების მიზანია\, დაეხმაროს სტუდენტებს საკუთარი საკონცერტო და საფესტივალო ცხოვრების მართვაში\, კერძოდ კი\, ისეთი ჩვევების გამომუშავებაში\, როგორებიცაა: შემოქმედებითი ბიოგრაფიის დაწერა\, საკუთარი ვებგვერდის კონცეფციის ჩამოყალიბება\, საკუთარი კონცერტებისთვის ახალი საკონცერტო და საფესტივალო სივრცეების მოძიება\, ქართულ სინამდვილეზე მორგებული საფესტივალო იდეების განხილვა და სხვ.\nნინო კოტრიკაძე აქტიურ საშემსრულებლო ცხოვრებას ეწევა ევროპასა (გერმანია\, ავსტრია\, უნგრეთი\, შვეიცარია\, იტალია\, ესპანეთი) და აშშ-ში; აქტიურადაა ჩართული ფესტივალებისა და კონცერტების ორგანიზებაში; 2015 წლის იანვრიდან\, გერმანული ფონდის – „Possehl Stiftung“ – ხელშეწყობით\, სათავეში უდგას კონცერტების სერიას. \nტრენინგებში მონაწილე სტუდენტები შეასრულებენ ელემენტარული უნარ-ჩვევების გამომუშავებისაკენ მიმართულ აუცილებელ დავალებებს. ამასთან\, ტრენინგები წარიმართება დიალოგისა და მოსაზრებათა ურთიერთგაცვლის ფორმატით. \nდრო: 30 მარტი\, 6 აპრილი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thvithmenejmenti-khelovanthathvis-pianist-nino-kotrikadzis-treningebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35557.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160330T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160330T130000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T072000Z
LAST-MODIFIED:20240202T070649Z
UID:10003002-1459342800-1459342800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ეკა გიგაურის საჯარო ლექცია: თანამედროვე ორგანიზაციების მიღწევები და გამოწვევები
DESCRIPTION:30 მარტს\, 13:00 საათზე\, E 207 აუდიტორიაში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ინიციატივით\, ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  – აღმასრულებელი დირექტორი\, ეკა გიგაური\, წაიკითხავს საჯარო ლექციას: თანამედროვე ორგანიზაციების მიღწევები და გამოწვევები. ლექციის ფარგლებში\, განიხილება შემდეგი თემები: რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის\, რომ გახდე წარმატებული ლიდერი; როგორ უნდა გადაჭრა პრობლემა ისე\, რომ ის წარმატებულ ქეისად იქცეს; რა გამოწვევები შეიძლება ჰქონდეს წარმატებული ორგანიზაციის ლიდერს. მომხსენებელი სტუდენტებს გაუზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას და მისცემს კონკრეტულ რეკომენდაციებს წარმატებისკენ გზის გასაკვალად. \nმომხსენებლის შესახებ \nეკა გიგაური 2010 წლის დეკემბრიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია. მას მინიჭებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში და მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში. მეორე მაგისტრის ხარისხი მან ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში\, საერთაშორისო სამართალში მოიპოვა. ეკამ წარმატებით გაიარა LAD-ის პროგრამა „საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორის განვითარებაში“\, რომელიც ორგანიზებული იყო Stanford CDDRL-ის (Center on Democracy\, Development and the Rule of law) მიერ. \nეკა გიგაური მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში საგარეო ურთიერთობების კუთხით\, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში\, ტრანსპორტის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2008 წლამდე ეკა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე იყო\, სადაც იურიდიულ და საერთაშორისო სამსახურებს ხელმძღვანელობდა და უწყების რეფორმირების პროცესის კოორდინაცია ევალებოდა. ეკას ასევე აქვს კერძო სექტორში\, კერძოდ\, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დარგში\, მუშაობის გამოცდილება. \nდრო: 30 მარტი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eka-gigauris-sajaro-leqtsia-thanamedrove-organizatsiebis-mightsevebi-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35712.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160329T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160329T180000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160324T064023Z
LAST-MODIFIED:20240202T070653Z
UID:10003003-1459274400-1459274400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქეთევან მაყაშვილის საჯარო ლექცია: ანტიციპაციის პროცესი ბავშვის სწავლების\, კონსულტირებისა და აბილიტაციის პრაქტიკაში
DESCRIPTION:29 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ყოველთვიური საჯარო ლექციების ფარგლებში\, პროფესორი ქეთევან მაყაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „ანტიციპაციის პროცესი ბავშვის სწავლების\, კონსულტირებისა და აბილიტაციის პრაქტიკაში“. \nანტიციპაცია\, ანუ ხდომილების ინდივიდური პროგნოზი და შესაბამისი მზადყოფნა\, სიცოცხლისუნარიანობის ძირითადი ატრიბუტია. არსებითია მიზნობრივი კავშირი ანტიციპაციასა და განათლების ფართო გაგებას შორის\, რომელიც მოკლედ ასე შეიძლება იყოს ფორმულირებული: „განათლება არის ის\, რაც გადარჩება დასწავლილის დავიწყების შემდგომ“ (B. F. Skinner\, New Scientist\, May 1964). ანტიციპაციურ პროცესს თვითმხარდაჭერისა და უსაფრთხოების ფუნქცია გააჩნია\, მაგრამ ცვალებად ფიზიკურ და განსაკუთრებით სოციალურ გარემოში სირთულეების წარმოშობაც შეუძლია. ცვლილებისას ანტიციპაციურ პროცესთან დაკავშირებული განცდისა და ქცევის კანონზომიერების (საქართველოში შეისწავლება უზნაძის განწყობის თეორიისა და „განწყობის ეფექტის“ კვლევებით) გათვალისწინება მნიშვნელოვანია ბავშვის სწავლების\, კონსულტირებისა და აბილიტაციის პრაქტიკის ეფექტიანობისათვის. \nპროფესორ ქეთევან მაყაშვილის ლექცია ფოკუსირდება თვითმხარდაჭერაზე ორიენტირებული\, ცვლილების ალგორითმის მქონე თეორიული მოდელებისა და ბავშვის კეთილდღეობისკენ მიმართული შესაბამისი პრაქტიკების ურთიერთმიმართების გააზრებაზე. თემა აგრეთვე ეხმიანება ბავშვის კეთილდღეობის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის იმპლემენტაციის ამოცანას საქართველოში. \nდრო: 29 მარტი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qethevan-maqhashvilis-sajaro-leqtsia-antitsipatsiis-protsesi-bavshvis-stsavlebis-konsultirebisa-da-abilitatsiis-praqtikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35711.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160329T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160329T120000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T124547Z
LAST-MODIFIED:20240202T070937Z
UID:10003032-1459252800-1459252800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ჟაკ გოდიეს საჯარო ლექცია: ვიქტორ ჰიუგო - თავისუფლებისთვის მებრძოლი
DESCRIPTION:29 მარტს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ფრანკოფონიის დღეების ფარგლებში\, ფრანგი პროფესორი\, ლიტერატურათმცოდნე ჟაკ გოდიე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე „ვიქტორ ჰიუგო – თავისუფლებისთვის მებრძოლი“. \nლექციის ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 29 მარტი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-zhak-godies-sajaro-leqtsia-viqtor-hiugo-thavisuphlebisthvis-mebrdzoli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35821.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160328T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160328T190000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160323T115902Z
LAST-MODIFIED:20240202T070658Z
UID:10003004-1459191600-1459191600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გენდერული თანასწორობის საკითხები ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით
DESCRIPTION:28 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა\, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამასთან – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“(PROLoG) – თანამშრომლობით\, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: გენდერული თანასწორობის საკითხები ადამიანის უფლებათა ახალი სამოქმედო გეგმის მიხედვით. \nმომხსენებელი: სოფო ჯაფარიძე – საქართველოს პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; \nმოდერატორი: თამარ გურჩიანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი. \nსამუშაო ენა: ქართული \nდრო: 28 მარტი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32 ) \nდასწრება თავისუფალია. \n2016 წელი \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/genderuli-thanastsorobis-sakithkhebi-adamianis-uphlebatha-akhali-samoqmedo-gegmis-mikhedvith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35705.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160328T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160328T170000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160315T090324Z
LAST-MODIFIED:20240202T070659Z
UID:10003005-1459184400-1459184400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ტრენინგები: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები
DESCRIPTION:28-30 მარტს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ატარებს ტრენინგების ციკლს სახელწოდებით: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები”. \nტრენინგების განრიგი და თემატიკა \nდრო: 28 მარტი\, 17:00 საათი\nთემა: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები\nტრენერი: ეკა ლეფსვერიძე\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი \nდრო: 29 მარტი\, 17:00 საათი\nთემა: ინოვაციური მეწარმეობა\nტრენერი: თათია ბრეგვაძე\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი \nდრო: 30 მარტი\, 17:00 საათი\nთემა: ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები\nტრენერი: თეონა ბებია\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტისა და ლიცენზირების სპეციალისტი \nტრენინგების ყველა მონაწილეს გადაეცემა დამადასტურებელი სერტიფიკატი. \nტრენინგებში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/Ffbr3b \nდრო: 28-30 მარტი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqnologiebis-komertsializatsiis-ophisis-treningebi-inovatsiebis-menejmenti-da-thanamedrove-teqnologiuri-tendentsiebi-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35588.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160328T162200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160328T162200
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T122202Z
LAST-MODIFIED:20240202T070705Z
UID:10003006-1459182120-1459182120@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია
DESCRIPTION:1-ლ აპრილს\, პარასკევს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, E207 აუდიტორიაში\, გაიმართება ილიაუნის დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია. \nდღის წესრიგი \nდრო: 18:30 საათი \nპრეზენტაციის გახსნა\, მისალმება \nდრო: 18:35 საათი \nმომხსენებელი: ნინო ჯავახიშვილი\, ინსტიტუტის დირექტორი \nთემა: 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია \nდრო: 18:45 საათი \nმომხსენებელი: ნინო ჯავახიშვილი\, ინსტიტუტის დირექტორი \nთემა: საზომი ინსტრუმენტების ვალიდაცია \nდრო: 18: 55 საათი \nმომხსენებელი: ნინო სხირტლაძე\, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი / მკვლევარი \nთემა: იდენტობის განვითარების კვლევის ამჟამინდელი მონაცემები და სამომავლო განვითარება \nდრო: 19:05 საათი \nმომხსენებელი: ირაკლი ქავთარაძე\, პროექტის კოორდინატორი \nთემა: პროექტის – „დიმიტრი უზნაძის მემკვიდრეობის შენარჩუნება\, პოპულარიზაცია და განვითარება“ – პრეზენტაცია \nდრო: 19:15 საათი \nფურშეტი \nპრეზენტაციის დრო: 1-ლი აპრილი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-phsiqologiis-institutis-2015-tslis-angarishis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35817.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160328T142900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160328T142900
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160328T102949Z
LAST-MODIFIED:20240202T070706Z
UID:10003007-1459175340-1459175340@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Zoomout-ის სტარტაპ-სესიები
DESCRIPTION:3-28 აპრილს\, პრეაქსელერატორი Zoomout ყველა დაინტერესებულ მსურველს სთავაზობს სტარტაპ-სესიებს\, რომელთა მიზანია\, დაეხმაროს დამწყებსა თუ მოქმედ მეწარმეებს გამოცდილების გაზიარებასა და ახალი ცოდნის მიღებაში. \nგარდა ცოდნის მიღებისა\, აღნიშნული ტრენინგების ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა აღნიშნულ სფეროში მყოფი ხალხის ერთმანეთთან დაკავშირება. ამიტომაც\, ის ღიაა არა მხოლოდ სტუდენტებისთვის\, არამედ ნებისმიერი მსურველისთვის. \nტრენინგების განრიგი \nტრენერი: დავით ჩეჩელაშვილი\nსახელწოდება: როგორ ვითარდება ტექნოლოგიები\nთემატიკა: რა არის ჰარდვეარ-ტექნოლოგიების განვითარების ხვალინდელი დღე? რა ტრენდებია აქტუალური ბაზარზე? რომელი მიმართულებები იქნება აქტუალური უახლოეს მომავალში? \nტრენერი: ანდრო დგებუაძე\nსახელწოდება: კრეატიულობის ალქიმია\nთემატიკა: არსებობს თუ არა გზა კრეატიული იდეების შესაქმნელად? ტრადიციული გადაწყვეტილება როგორ ვაქციოთ კრეატიულად და ინოვაციურად? \nტრენერი: გიორგი პოპიაშვილი\nსახელწოდება: კარგი პროდუქტი\nთემატიკა: რას ნიშნავს კარგი პროდუქტი? როგორ მივიღოთ ის? სჭირდება თუ არა ბაზარს კიდევ ერთი საშლელი\, მობილური აპლიკაცია თუ ველოსიპედი? \nტრენერი: ზურა შევარდნაძე\nსახელწოდება: საქმე\, რომელიც მიყვარს\nთემატიკა: წარმატებული ბიზნესმენები ხშირად საუბრობენ სიყვარულზე ბიზნესში. რას ნიშნავს „საკუთარი საქმის სიყვარული“? შესაძლებელია თუ არა\, აკეთებდე საქმეს რომელიც არ მოგწონს\, და იყო წარმატებული. \nტრენერები: გიორგი დალაქიშვილი\, შალვა ბუკია\nსახელწოდება: The lean startup\nთემატიკა: უნდა იყოს თუ არა იდეალური პროდუქტი? კარგია თუ არა მრავალფუნქციური პროდუქტის დამუშავება? უნდა შევცვალოთ თუ არა იდეა მაშინ\, როცა ყველაფერი თითქმის შესრულდა? \nტრენერი: ლექსო ხუბულავა (jobs.ge–ს დამფუძნებელი)\nსახელწოდება: როგორ გავყიდოთ საკუთარი თავი?\nთემატიკა: რა შეცდომებს უშვებენ სამსახურის მაძიებლები? რას უნდა მიაქციონ ყურადღება გასაუბრებაზე და მრავალი სხვა. \nტრენერი: თემო ბარათაშვილი\nსახელწოდება: ლურჯი ოკეანის სტრატეგია\nთემატიკა: როგორ ვითარდება და იქმნება თანამედროვე სამყაროში ინოვაციური კომპანიები? როგორი იყო სტარტაპ-კომპანიების განვითარების ქრონოლოგია? რა ხდება დღეს? \nტრენერი: თეონა ბებია\nსახელწოდება: ინტელექტუალური საკუთრება\nთემატიკა: როგორ დავიცვათ ინტელექტუალური საკუთრება? შესაძლებელია თუ არა დავიცვათ კანონის ძალით იდეა\, დიზაინი ან ცალკეული გამოგონება და როგორ? \nსახელწოდება: ჩემი წარუმატებლობის საიდუმლო\nთემატიკა: შეხვედრა ქართველ მეწარმეებთან. რა შეცდომები დაუშვეს მათ წარსულში. რა სირთულეები შეხვდათ სტარტაპის შექმნის გზაზე?\nტრენერი: ნინო ენუქიძე \nსახელწოდება: სტარტაპის მარკეტინგი\nთემატიკა: როგორ დავგეგმოთ მარკეტინგული სტრატეგია შეზღუდული რესურსების პირობებში? როგორ შეძლეს კომპანიებმა პირველი მომხმარებლების შეძენა 0 დოლარად\nტრენერი: გიორგი ტუხაშვილი \nსახელწოდება: პროექტის მართვის (თანამედროვე) ხელოვნება\nთემატიკა: რა თანამედროვე მეთოდები არსებობს პროექტის სამართავად? რას ნიშნავს მოქნილი პროექტების მენეჯმენტი? რა აქვს საერთოდ ჩანჩქერს და რაგბის პროექტების მართვასთან?\nტრენერი: ლაშა კვანტალიანი \nსახელწოდება: როგორ მოვიპოვოთ ინვესტიცია\nთემატიკა: შესაძლებელია თუ არა საქართველოში სოლიდური ინვესტიციის მოპოვება საკუთარი სტარტაპის განსავითარებლად? როგორ წარვუდგინოთ იდეა ინვესტორებს? როგორ აღვწეროთ ჩვენი ბიზნესი სრულყოფილად 5 წუთში? \nდემო დღე \nსტარტაპების 3-წუთიანი პრეზენტაციები \nკურსზე დასწრების მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/EgjC8d \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zoomout-is-startap-sesiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35809.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160328T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160328T140000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160321T134930Z
LAST-MODIFIED:20240202T070710Z
UID:10003008-1459173600-1459173600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თამარ ტაბახმელაშვილის საჯარო ლექცია: ენობრივი და კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში
DESCRIPTION:28 მარტს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, აუტიზმის ცნობადობის გაზრდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით\, გაიმართება თამარ ტაბახმელაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ენობრივი და კომუნიკაციური უნარები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში“. \nგანსახილველი საკითხებია: \n\nრა არის აუტიზმის სპექტრი;\nმოკლედ დიაგნოსტიკის კრიტერიუმების შესახებ;\nრამდენიმე ცნობილი პიროვნება აუტიზმის ისტორიაში;\nშეიძლება თუ არა საუბარი აუტიზმის სპექტრის მქონე პირებზე\, როგორც ჯგუფზე: ინდივიდუალური განსხვავებები ყველა ასპექტში;\nაუტიზმის ადრეული ნიშნები: რას უნდა მივაქციოთ ყურადღება;\nაუტიზმი ადრეულ ასაკში;\nსანდო კვლევებზე დაფუძნებული ინტერვენციები: რას ვუფრთხოდეთ და რის მიხედვით შევარჩიოთ ინტერვენცია;\nსაბავშვო ბაღიდან სკოლაში;\nსასწავლო გარემოს ადაპტირება სკოლაში;\nმშობლები\, ოჯახი\, და-ძმა (საუბარია მეტყველების უნარის მქონე პირებზე).\n\nმომხსენებლის შესახებ: \nთამარ ტაბახმელაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ნორვეგიული ენის სამწლიანი პროგრამა. 2001 წელს\, ოსლოს უნივერსიტეტის მიწვევით\, სწავლა განაგრძო ლინგვისტიკის ფაკულტეტზე\, თავდაპირველად ნორვეგიული ენისა და ლიტერატურის\, შემდეგ კი გამოყენებითი ლინგვისტიკის განხრით. 2008 წელს დაამთავრა სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა\, 2009-2010 წლებში მიიღო სპეციალიზაცია წერა-კითხვის უნარის დარღვევის მიმართულებით\, 2009-2011 წლებში კი გაიარა გადამზადება ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით. 2015 წელს დაეუფლა ფსიქოლინგვისტიკასა და ნეიროლინგვისტიკას ტრონდჰეიმის (ნორვეგია) უნივერსიტეტთან არსებულ ენის ათვისებისა და პროცესირების ლაბორატორიაში (Language Acquisition and Language Processing Lab). 2012 წლიდან ოსლოს უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დოქტორანტია და\, სადოქტორო პროექტის ფარგლებში\, იკვლევს ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განვითარებას აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებსა და მოზარდებში. კვლევა მიმდინარეობს ევროკავშირის პროექტთან (LanPercept – Language and Perception) და ნორვეგიის აუტიზმის ცენტრთან პარტნიორობით. \nდრო: 28 მარტი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thamar-tabakhmelashvilis-sajaro-leqtsia-enobrivi-da-komunikatsiuri-unarebi-autizmis-speqtris-mqone-bavshvebsa-da-mozardebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35678.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160328T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160328T130000
DTSTAMP:20260513T024401
CREATED:20160321T110248Z
LAST-MODIFIED:20240202T070715Z
UID:10003009-1459170000-1459170000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:JTI-ის იურიდიული განყოფილების დირექტორის\, დავით თომაძის\, საჯარო ლექცია: Change management: Your role as a leader
DESCRIPTION:28 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, კომპანიის – JAPANESE TOBACCO INTERNATIONAL (JTI) – იურიდიული განყოფილების დირექტორი\, დავით თომაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექცია თემაზე: „Change management: Your role as a leader“. \nმომხსენებლის შესახებ \nდავით თომაძემ  2004 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სწავლა განაგრძო ჰელსინკის უნივერსიტეტში\, რომელიც დაამთავრა 2007 წელს; ხოლო2012 წელს დაასრულა ბოსტონის სამართლის სკოლა. იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა მთავრობის კანცელარიაში საქართველოს პრემიერმინისტრის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე (2012-2013)\, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში დავების განხილვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე (2008-2012)\, საქართველოს იუსტიციის სამინისტროში – ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის მრჩევლისა (2004-2007) და სახელმწიფო წარმომადგენლის (2007-2008) პოზიციებზე. ამჟამად „ჯეი-თი-აი კავკასუსის“ იურიდიული განყოფილების დირექტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია. \nდრო: 28 მარტი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jti-is-iuridiuli-ganqhophilebis-direqtoris-davith-thomadzis-sajaro-leqtsia-change-management-your-role-as-a-leader/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/03/35676.png
END:VEVENT
END:VCALENDAR