BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20260101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260726T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260726T180000
DTSTAMP:20260722T072408
CREATED:20260720T083750Z
LAST-MODIFIED:20260720T084051Z
UID:10006113-1785078000-1785088800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას განათლების ფესტივალი მესტიაში – მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის
DESCRIPTION:26 ივლისს\, 15:00 საათზე\, გეპატიჟებით მესტიის სათავგადასავლო პარკში ილიას განათლების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. აქ გელით ინტერაქციული სამეცნიერო ექპერიმენტები\, ახალი ტექნოლოგიები ღია ლექციები\, სამეცნიერო კვლევების გამოფენა. \nფესტივალი ეძღვნება არჩილ ბადრიაშვილს\, ახალგაზრდა მთამსვლელს\, ურთულესი საერთაშორისო ალპინისტური მარშრუტების ინიციატორს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის პროგრამის კურსდამთავრებულსა და მკვლევარს. \nარჩილისთვის განსაკუთრებულ რეგიონში ილიაუნის მკვლევრები\, პროფესორები და სტუდენტები გაგიზიარებენ ცოდნასა და აღმოჩენებს\, რომლებზეც წლების განმავლობაში მუშაობდნენ. \nფესტივალზე დააჯილდოვებენ არჩილ ბადრიაშვილის სახელობის სტიპენდიატებს. არჩილის სტიპენდია ილიაუნიში 2024 წელს დაარსდა ალპინიზმის კვლევით დაინტერესებული სტუდენტების წასახალისებლად და ქართული ალპინიზმის ისტორიის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისთვის. \nგაეცნობით მსოფლიოს ერთ-ერთ ცნობილ ალპინისტურ გამოცემა The American Alpine Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიებს\, რომლებშიც არჩილ ბადრიაშვილი აღწერს მნიშვნელოვან ასვლებს უშბაზე\, თეთნულდზე\, შხარასა და აილამაზე. არჩილის ამ და სხვა ისტორიებით მსოფლიოს მკითხველმა პირველად გაიცნო არაერთი უნიკალური კავკასიური მარშრუტი და ქართული ალპინიზმის ისტორია. \nსვანეთი გამორჩეული რეგიონია ცოდნის შეძენის\, გადაცემისა და გაზიარების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით. მისი გამორჩეული კულტურა\, ისტორია\, ბუნება და გეოგრაფიული გარემო ქმნიდა ცოდნის დაგროვებისა და თაობებისთვის გადაცემის განსაკუთრებულ სივრცეს. დღეს ამ მემკვიდრეობის შესწავლასა და ახალი ცოდნის შექმნაში საკუთარი წვლილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებსაც შეაქვთ. \nმოეწყობა გამოფენა მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის\, რომელზეც გაეცნობით ამ მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევებს (ბიომრავალფეროვნება\, ეკოსისტემები\, გლაციალური ტბები\, არქეოლოგია\, ანთროპოლოგია). \nსპეციალურად მოწყობილ საგამოფენო კარვებში დაგხვდებათ ინტერაქციული ღია ლაბორატორიები\, სადაც შეძლებთ თავად ჩაატაროთ მრავალფეროვანი ექსპერიმენტები და სახალისო ფორმით გაეცნოთ მეცნიერებას. \nსვანეთის მთამსვლელთა და მეკლდეურთა კლუბის (სმმკ) კარავში \nგაიცნობთ ლეგენდარულ სვან მთამსვლელებს\, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ალპინიზმის ისტორიაში\, გაეცნობით საგანმანათლებლო მთამსვლელობის საფუძვლებს – კავკასიური სირთულის შეფასების სისტემას\, მთაში სწორი სუნთქვის ტექნიკას\, მთის CV-ის შედგენის პრინციპებს\, მთის ეთიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. \nასევე შეგიძლიათ დაათვალიერო მთის აღჭურვილობა\, გაიგოთ მისი დანიშნულება და გამოყენების წესები. გამოცდილი სვანი მთამსვლელები გასწავლით სხვადასხვა ტიპის კვანძის გაკეთებას. \nქიმიური ბიოლოგიის კარავში \nგაიგებთ\, როგორ გამოიყოფა  ბანანიდან დნმ\, როგორ განისაზღვრება წყალში ცილა\, შეგიძლიათ მოამზადოთ „ტკბილი შუქნიშანი“. ასევე შეგიძლიათ სხვადასხვა ანათალის მიკროსკოპში დათვალიერება\, ნივთიერებების დაყოფა ქრომოტოგრაფიულ სვეტზე და სხვა საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარება. \nთანამედროვე ტექნოლოგიების კარავში \nგაიცნობთ ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომს\, შეგიძლიათ დაუსვათ შეკითხვები საინტერესო თემებზე. გაიგებთ\, როგორ მუშაობს თანამედროვე ტექნოლოგიები\, ჰუმანოიდი რობოტები და რაში ვიყენებთ მათ. \nდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა კარავში \nაღმოაჩენთ\, რა იწვევს მიწისძვრას\, მეწყერს\, წყალდიდობას და სხვა გეოლოგიურ პროცესებს. გაიგებთ\, როგორ განისაზღვრება სამშენებლო-საინჟინრო პარამეტრები გეოფიზიკური მეთოდებით. გაეცნობით რეალურ მინერალებს და მონაწილეობას მიიღებთ წამახალისებელ გათამაშებაში\, ნახავთ სეისმური მონაცემების Live -ტრანსლაციას. \nფსიქიკური ჯანმრთელობის და ადიქციის შემსწავლელ კარავში \nგაეცნობით\, რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა და ადიქცია\, სხვადასხვა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო მასალას. შეგიძლიათ შეავსოთ რამდენიმე ტესტი  გუნება-განწყობისა და შფოთვითი პრობლემების შესაფასებლად\, მონაწილეობას მიიღებთ სახალისო ქვიზში და დასაჩუქრდებით ღია ბარათებსა  და სტიკერებს. \nაქვე დაგხვდებათ ძილისა და გამკლავების სტრატეგიების დღიურები\, რომლებიც ყოველდღიურ კეთილდღეობაზე ზრუნვაში დაგეხმარებათ. \nასტროფიზიკის სივრცეში \nტელესკოპით დააკვირდებით მზეს და სხვა პლანეტებს. \nილიაუნის პლანეტარიუმში \nიმოგზაურებთ პლანეტების სამყაროში და მოისმენთ ინფორმაციას სამყაროს წარმოშობის\, ასევე მზის სისტემის ობიექტების ბუნების შესახებ (პლანეტები\, ასტეროიდები\, კომეტები\, მზე); დიდი და მცირე ვარსკვლავების დაბადებისა და ევოლუციის გზაზე ვარსკვლავების მტვრის ღრუბლების მნიშვნელობაზე; გაიგებთ გალაქტიკის მახასიათებლების შესახებ და გაეცნობით გალაქტიკათშორის სივრცესა და სამყაროს სტრუქტურას. \nეკოლოგიის კარავში \nგაიგებთ მეტს იმ ორგანიზმების შესახებ\, რომლებიც არსებობს ჩვენ გარშემო. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით დააკვირდებით მცენარეებსა და მწერებს მიკროსკოპში და გაეცნოთ ამ ორგანიზმების ველურ ბუნებაში არსებობის თავისებურებებს. \nზოოლოგიის კარავში \nგაიგებთ\, რა ორგანიზმები ცხოვრებენ ექსტრემალურ პირობებში და როგორ ახერხებენ იქ არსებობას. აღმოაჩენთ\, რომ დედამიწის მტკნარი წყლის დიდი ნაწილი სწორედ მიწისქვეშაა დამალული. გაიცნობთ საქართველოს უნიკალურ მღვიმეებს\, რომლებიც მსოფლიოშიც გამორჩეულია. \nსამოქალაქო ინჟინერიის კარავში \nგაიგებთ\, როგორ იგეგმება და შენდება ხიდები\, შენობები და ინფრასტრუქტურა\, რა განსაზღვრავს მათ სიმტკიცესა და სტაბილურობას და როგორ უმკლავდებიან ინჟინრები გარემო ფაქტორებს. ინტერაქტიული აქტივობების საშუალებით შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვადასხვა კონსტრუქციის გამძლეობა\, სტაბილურობა და დიზაინის ეფექტურობა\, ასევე გაიგებთ\, როგორ ნაწილდება დატვირთვა და რატომ აქვს მნიშვნელობა ფორმასა და მასალას. გაეცნობით\, როგორ ითვალისწინებენ გარემო ფაქტორებს – მიწისძვრა\, წყალი და ნიადაგი – ინფრასტრუქტურის დაგეგმვისას. \nმონაწილეობას მიიღებთ სახალისო გამოწვევებში და გამოსცდით საკუთარ თავს\, როგორც მომავალი ინჟინერი. \nკომპიუტერული მეცნიერებისა და კომპიუტერული ინჟინერიის კარავში \nილიაუნის სტუდენტები წარმოადგენენ თავიანთ ხელნაკეთ პროექტებს და გაგიზიარებენ\, როგორ იქმნება მიკროსქემების დიზაინი და საინტერესო ტექნოლოგიური მოწყობილობები. \nილიას განათლების ფესტივალმა საქართველოს 12 ქალაქში იმოგზაურა ათასობით სტუმრით\, აღმოჩენებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. ფესტივალმა მეცნიერება და განათლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან კიდევ უფრო დააახლოვა. \nსექტემბერში ფესტივალის მონაწილეები ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე გიმასპინძლებთ. \nილიას გზით განათლებისთვის! \nშემოგვიერთდი!
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-ganathlebis-phestivali-mestiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/mestia-akhali.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20260730T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20260730T230000
DTSTAMP:20260722T072408
CREATED:20260713T131607Z
LAST-MODIFIED:20260713T142712Z
UID:10006110-1785434400-1785452400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია 2026
DESCRIPTION:სულ მალე ერთად აღვნიშნავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს. \n30 ივლისს\, 18:00 საათზე\, E კორპუსის ეზოში ვიკრიბებით 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიაზე. წელს ცერემონია განსხვავებულად გაიმართება. გთხოვთ\, წინასწარ გაეცნოთ თანდართულ ინფორმაციას ღონისძიების მნიშვნელოვანი საორგანიზაციო დეტალების შესახებ. \n19:00 საათზე საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. \nქუდების ცაში ასროლის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალი ილიაუნის კაპელის სიმღერის თანხლებით შესრულდება. \nდრო: 30 ივლისი \nკარი იღება – 18:00 სთ. \nსაზეიმო გახსნა – 19:00 სთ. \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზო (ი. ჭავჭავაძის გამზ. N45\, ვაკის პარკის მოპირდაპირედ) \n2026
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-kursdamthavrebultha-gamosashvebi-tseremonia-2026/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2026/07/gredu-iventhi-scaled.png
END:VEVENT
END:VCALENDAR