BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160201T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160201T190000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160127T121438Z
LAST-MODIFIED:20240202T071243Z
UID:10003071-1454353200-1454353200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ტურისტის საუზმე“ - ზაზა ბურჭულაძის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:1-ლ თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი\, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და გამომცემლობა „ინდიგო“ გიწვევთ ზაზა ბურჭულაძის ახალი წიგნის და ჟურნალ „ინდიგოს“ ახალი\, მეხუთე ნომრის პრეზენტაციაზე (ყდაზე – ზაზა ბურჭულაძე). წიგნი – სახელწოდებით\, „ტურისტის საუზმე“ – გამოსცა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“\, ჟურნალ „ინდიგოს“ მე-5 ნომერში კი დაიბეჭდა ინტერვიუ ზაზა ბურჭულაძესთან და ლევან ბერძენიშვილის რეცენზია წიგნის შესახებ. პრეზენტაციაზე  წიგნის შესახებ ისაუბრებენ:  ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი და ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი; ჟურნალს კი წარადგენს პროექტ „ინდიგოს“ დირექტორი\, ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი. პრეზენტაციას ბერლინიდან Skype-ით ჩაერთვება წიგნის ავტორი\, ზაზა ბურჭულაძე. \n“ზაზა ბურჭულაძემ ბოლო ათწლეულის ჩვეულებას არ უღალატა და ისევ შედევრი შექმნა. ტექსტი\, რომელსაც ჰქვია „ტურისტის საუზმე“\, უპირველეს ყოვლისა\, ე.წ. სიტყვაკაზმული მწერლობის ნატურალისტურ-ჰუმანისტური ძეგლია\, ნატურალიზმის თანამედროვე (ყველაზე უჩვეულო რამეებიც რომ ნატურალურად\, ბუნებრივად ჩანს და მკითხველმაც nil admirari „არაფერი გაიკვირვო“ პოზა უნდა დაიკავოს) და ჰუმანიზმის ანტიკური (ადამიანია ყველაფრის საზომი) ან შუასაუკუნეობრივი გაგებით (ადამიანი და არა ღმერთი სამყაროს ცენტრში). ავტორი საპრემიო ფინიშზე გავიდა\, თუმცა მსოფლიოში არ არსებობს ლიტერატურული პრემია\, რომელიც ამ ტექსტს მოირგებდა. თუ მართალი იყო ამ წიგნის დაწერამდე\, ან\, უბრალოდ\, „მდე“ მწერალი თავისი შემოქმედების რაოდენობრივი და თვისობრივი შეფასებისას (ნახევარრომანის ავტორი ვარო)\, „შემდეგ“ მწერალი უკვე ორ-ნახევარი რომანის ავტორია. ბერლინში დაწერილი „საუზმე“ ქართველ მწერალს ორად უნდა ჩაეთვალოს\, როგორც ოდესღაც პოლარული წრის იქით მყოფ პატიმრებს ეთვლებოდათ ერთი დღე ორად”. \nლევან ბერძენიშვილი/ ყველაფერი არის ძლიერ კარგად/ ჟურნალი “ინდიგო” N5 \nდრო: 1-ლი თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/turistis-sauzme-zaza-burtchuladzis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34882.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160130T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160130T110000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160122T134955Z
LAST-MODIFIED:20240202T071246Z
UID:10003072-1454151600-1454151600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი
DESCRIPTION:30 იანვარს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში\, ილიაუნის ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის პირველი ფორუმი გაიმართება. \nღონისძიება მოიცავს 2015 წლის აქტივობების შეჯამებას და კლუბების ქსელის სამომავლო გეგმების განხილვას. ფორუმის ფარგლებში\, მასწავლებლებისთვის ჩატარდება საგრანტო პროექტების წერისა და ინოვაციურობის ტრენინგი. გარდა ამისა\, მეწარმეობით\, მათემატიკითა და ასტრონომიით დაინტერესებული პედაგოგები გაეცნობიან ინფორმაციას\, რაც მათ დაეხმარება ქსელში გაწევრიანებისთვის – 2016 წელს\, პროექტს დაემატება ინოვაციური კომპონენტი\, მეწარმეობის\, მათემატიკისა და ასტრონომიის კლუბები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან შეთავაზებული იქნება სხვადასხვა სახის პროექტი და ტრენინგი ილიაუნის მომავლის სამრეწველო ლაბორატორიასა და ილიაუნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. აგრეთვე\, ამ მიმართულებით ქსელში ჩართული საგნის მასწავლებლები გაივლიან ტრენინგებს მოზარდებში არაფორმალური განათლების წარმატებით დანერგვისათვის და დაეუფლებიან სწავლების უახლეს მეთოდებს. \nფორუმის ბოლოს\, კლუბის ლიდერებს\, რომლებიც 2015 წელს შემოუერთდნენ ქსელის აქტივობებს\, ილიაუნის საპატიო ელჩების წოდება და მადლობის სიგელი გადაეცემათ.\nასევე\, ტრენინგის ყველა მონაწილეს გადაეცემა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. \nღონისძიებაზე დასასწრებად\, გთხოვთ\, გაიაროთ რეგისტრაცია მბულზე. \nდრო: 30 იანვარი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-akhalgazrda-mkvlevartha-klubebis-qselis-pirveli-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34812.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160129T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160129T190000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160124T074101Z
LAST-MODIFIED:20240202T071252Z
UID:10003073-1454094000-1454094000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Global Game Jam (GGJ) 2016  სტარტს Gamelab Iliauni-ში აიღებს
DESCRIPTION:29 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული და მობილური თამაშების ლაბორატორიის – Gamelab Iliauni-ის ორგანიზებით\, სტარტს აიღებს კომპიუტერული თამაშების შემქმნელთა ყველაზე დიდი მარათონი – Global Game Jam (GGJ). 29 იანვარს\, Gamelab Iliauni თავს მოუყრის ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული თამაშების ყველა მოყვარულს და ისინი ერთად დაელოდებიან  2016 წლის Global Game Jam (GGJ)-ის თემის გამოცხადებას. Gamelab Iliauni-ში ისინი შეხვდებიან მსოფლიოში აღიარებულ გეიმდიზაინერს\, მარკ რეინ ჰაგენს\, რომელიც მონაწილეებს მენტორობას გაუწევს გეიმჯემის მსვლელობისას. \n30 იანვარს\, 11:00 საათიდან კი\, მომდევნო 48 საათის განმავლობაში\, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ დაარსებულ პირველ ქართულ ტექნოლოგიურ პარკში (ტექნოპარკი საქართველო) Global Game Jam (GGJ)-ის მონაწილე გუნდები თემის შესაბამისი თამაშების პროტოტიპებს შექმნიან. \n\n2016 წლის Global Game Jam (GGJ)-ში მონაწილეობისთვის საჭიროა რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://globalgamejam.org/2016/jam-sites/gamelab-iliauni\n\nრა არის Global Game Jam (GGJ)?  \nბოლო 11 წელია\, Global Game Jam (GGJ) სისტემატურად ტარდება წელიწადში მინიმუმ ერთხელ მსოფლიოს უამრავ ადგილას. ეს არის ერთგვარი ჰაკათონი –  კომპიუტერული თამაშებით დაინტერესებული სხვადასხვა გამოცდილების მქონე მონაწილეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთსა და იმავე დროს იკრიბებიან გარკვეულ სივრცეში და ელოდებიან ჰაკათონის თემის გამოცხადებას. შემდეგ კი\, 48 საათის განმავლობაში  ქმნიან გუნდებს და თემის შესაბამისი თამაშის პროტოტიპებს\, რომელსაც ტვირთავენ ვებგვერდზე გლობალურიგეიმჯემის დასრულებისას. \n2015 წელს\, გლობალურ გეიმჯემზე\, მსოფლიო მასშტაბით\, 25 000 მონაწილე და 78 ქვეყანაში 600-მდე ადგილი იყო რეგისტრირებული\, ერთ კვირაში კი 5 439 თამაში შეიქმნა მსოფლიო მასშტაბით\, 2015 წელს საქართველო პირველად შეუერთდა Global Game Jam-ს ილიაუნის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორიიდან Gamelab Iliauni-დან. \nვის შეუძლია მონაწილეობის მიღება Global Game Jam-ში? \nGlobal Game Jam-ში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი პროფესიისა და გამოცდილების მქონე ადამიანს\, რომელსაც კომპიუტერული თამაშები აინტერესებს. სხვადასხვა ტიპის გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს ინოვაციური იდეების განხორციელებას. \n\nGlobal Game Jam 2016-ში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://globalgamejam.org/2016/jam-sites/gamelab-iliauni\n\nგანრიგი: \n\n\n\n29 იანვარი\, 19:00 საათი \nჰაკათონის თემის გამოცხადება და შეხვედრა ცნობილ გეიმდიზაინერთან\, მარკ რეინ ჰაგენთან\, რომელიც გუნდებს გაუწევს მენტორობას გეიმჯემის განმავლობაში.\nGamelab Iliauni\nმისამართი: თამარაშვილის ქ. #4ა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახი \n\n\n30 იანვარი\, 11:00 საათი\nჰაკათონი\nქართული ტექნოლოგიური პარკი (ტექნოპარკი საქართველო)\nმისამართი: ინოვაციების ქ. #7 ოქროყანა\n\n\n\nგადაცემა ”კომუნიკატორის” სიუჟეტი 2015 წელს ორგანიზებული ღონისძიების შესახებ იხილეთ ბმულზე:http://1tv.ge/ge/videos/view/100152.html \nპროექტის სპონსორები და მხარდამჭერები: GameLabIliauni\,  GITA\, GeoLab\, Microsoft Georgia \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/global-game-jam-ggj-2016-starts-gamelab-iliauni-shi-aighebs/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34815.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160125T131122Z
LAST-MODIFIED:20240202T071255Z
UID:10003074-1454007600-1454007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის\, შალვა ბარჯაძის\, საჯარო ლექცია: საქართველოს სპელეოფაუნა
DESCRIPTION:28 იანვარს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევართან\, შალვა ბარჯაძესთან.\nსაუბრის თემაა: “საქართველოს სპელეოფაუნა”. \nშეხვედრაზე განხილული იქნება საკითხები საქართველოს სპელეოფაუნის კვლევის ისტორიიდან და სპელეოფაუნის ფორმირების გზები; მოცემული იქნება ინფორმაცია ლოკალ-ენდემური ტროგლო და სტიგობიონტი სახეობებისდა მათი კონსერვაციული სტატუსის შესახებ. ყურადღება გამახვილდება საქართველოს მღვიმეებში მობინადრე კუდფეხიანების თანამედროვე გამოკვლევაზე მასკანირებელი მიკროსკოპისა და მოლეკულური მეთოდისგამოყენებით. \nდრო: 28 იანვარი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zoologiis-institutis-mkvlevris-shalva-barjadzis-sajaro-leqtsia-saqarthvelos-speleophauna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34863.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160128T190000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160121T133733Z
LAST-MODIFIED:20240202T071301Z
UID:10003075-1454007600-1454007600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნესტან-ნენე კვინიკაძის „ისპაჰანის ბულბულები“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ ნესტან-ნენე კვინიკაძის პროზაული კრებულის პრეზენტაციაზე. წიგნს – სახელწოდებით\, „ისპაჰანის ბულბულები“ – წარადგენენ წიგნის ავტორი\, გამომცემელი მარი კორინთელი და მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე. \nწიგნის შესახებ – მწერალი ლაშა ბუღაძე: \n„წიგნში ნესტან კვინიკაძის რომანები\, მოთხრობები და პიესებია თავმოყრილი\, თუმცა\, მიუხედავად იმისა\, რომ კრებული უამრავ სხვადასხვა ამბავს\, პერსონაჟს\, ატმოსფეროს\, ტონალობას\, ბგერასა თუ ფერს აერთიანებს\, მკითხველს – ყოველ შემთხვევაში\, ჩემნაირ მკითხველს – რჩება განცდა\, რომ ავტორი ერთ დიდ\, კონტრასტულ და ხშირად ექსცენტრულ ტრაგი-კომიკურ თამაშში ითრევს. ამ წიგნის ამბები ზოგჯერ აუტანლად რეალისტურია\, ზოგჯერ კი მოულოდნელად ირეალური; აქ „მშრალი თხრობა” დამაბნეველი სისწრაფით ენაცვლება სურათებით გადატვირთულ\, შეიძლება კინოენისთვის ან სულაც პოეტური ტექსტისთვის დამახასიათებელ ნარატივს; აქ ერთმანეთს ენაცვლება დრამა და ყოფითი აბსურდი\, ირაციონალური სიჯიუტე და საბედისწერო ვნება\, სიყვარული\, რომელიც ზოგჯერ ბანალური\, ზოგჯერ აკვიატებული\, ზოგჯერაც ფატალური და გარდაუვალია… ეს ვნება ყველა ამ ტექსტის გასაღებია\, რადგან აქ დაბეჭდილი ტექსტები ნერვებისმომშლელი შეყვარებულების (ან შეყვარებულობის) და ტრანსად ქცეული სიყვარულის ქრონიკაა. ნენეს ტექსტები ჩემთვის ყოველთვის სრული სიახლეა; ყოველთვისორიგინალურია. ის არავის ჰგავს. მისი ტექსტები უნიკალურია ფორმითა და ენით. ასე არავინ ჰყვება ამბებს\, რომლებიც\, ერთი შეხედვით\, შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს და გვეუცხოოს კიდეც\, მაგრამ რაღაც დროს ვხვდებით\, რომ ეს ყველაფერი\, სავარაუდოდ\, ჩვენზეა და ჩვენ ირგვლივ ან\, საერთოდაც\, ჩვენში ხდება. როცა ვინმე მეკითხება\, რაიმე ისეთი ტექსტი ვურჩიო\, რომელიც თანამედროვე\, დახვეწილი და\, უბრალოდ\, კარგი საკითხავია\, იმ ცოტა ავტორს შორის\, რომლებიც\, შესაძლოა\, ამ დროს გამახსენდნენ\, აუცილებლად ვასახელებ ნესტან კვინიკაძეს\, რადგან მე უკვე დიდი ხანია მისი მკითხველი ვარ (ჯერ კიდევ „ისპაჰანის ბულბულებიდან”). ამ წიგნის გამო კი ისღა დამრჩენია\, რომ ცნობილი მკითხველური შური გამოვთქვა ისეთი მკითხველების მიმართ\, რომელნიც ახლა პირველად გაეცნობიან ნესტან კვინიკაძის ლიტერატურას – კარგი იქნებოდა\, ისევ წინ მელოდეს მათი პირველად წაკითხვის სიამოვნება“. \nდრო: 28 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nestan-nene-kvinikadzis-ispahanis-bulbulebi-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34719.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160128T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160128T180000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160127T091324Z
LAST-MODIFIED:20240202T071306Z
UID:10003076-1454004000-1454004000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის კონცერტი
DESCRIPTION:28 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გიწვევთ კონცერტზე\, რომელიც გუნდის რიგით მერვე სემესტრული საანგარიშო გამოსვლაა მსმენელთა წინაშე. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. \nდრო: 28 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: B202 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundis-kontserti-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34881.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160126T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160126T180000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160122T063008Z
LAST-MODIFIED:20240202T071311Z
UID:10003077-1453831200-1453831200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 იანვარს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ წლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება ინსტიტუტში გაერთიანებული ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრის\, აუტიზმის ცენტრის\, სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრისა და განსაკუთრებულ მოსწავლეთა განათლების\, კონსულტირებისა და რეაბილიტაციის სასწავლო პრაქტიკული ცენტრის 2015 წლის ანგარიში; ასევე\, განხილული იქნება 2016 წლისთვის დაგეგმილი აქტივობები – ტრენინგები\, სასერტიფიკატო პროგრამები\, სერვისები და კვლევები. \nდრო: 26 იანვარი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-bavshvis-ganvitharebis-institutis-tsliuri-angarishis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34720.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160125T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160125T170000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160120T095217Z
LAST-MODIFIED:20240202T071313Z
UID:10003078-1453741200-1453741200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ტრენინგები: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები
DESCRIPTION:25\, 26 და 27 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა დასაინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ატარებს ტრენინგების ციკლს (3 ტრენინგი) სახელწოდებით: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები” \nტრენინგების განრიგი და თემატიკა \nდრო: 25 იანვარი\, 17:00 საათი\nთემა: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები\nტრენერი: ეკა ლეფსვერიძე\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის დირექტორი \nდრო: 26 იანვარი\, 17:00 საათი\nთემა: ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები\nტრენერი: თეონა ბებია\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის პატენტირებისა და ლიცენზირების სპეციალისტი  \nდრო: 27 იანვარი\, 17:00 საათი\nთემა: ინოვაციური მეწარმეობა\nტრენერი: თათია ბრეგვაძე\, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ადმინისტრაციული ასისტენტი \nტრენინგზე დასასწრებად\, საჭიროა მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. \n\nსარეგისტრაციო ფორმა\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-teqnologiebis-komertsializatsiis-ophisis-treningebi-inovatsiebis-menejmenti-da-thanamedrove-teqnologiuri-tendentsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34693.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160122T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160122T190000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160118T071857Z
LAST-MODIFIED:20240202T071317Z
UID:10003079-1453489200-1453489200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საოპერო მუსიკის კონცერტი
DESCRIPTION:22 იანვარს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის თაოსნობით\, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება საოპერო მუსიკის საღამო\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერლები. კონცერტის მიზანია საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია ახალგაზრდა მსმენელებში. \nდრო: 22 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saopero-musikis-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34653.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160122T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160122T183000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160120T085215Z
LAST-MODIFIED:20240202T071319Z
UID:10003080-1453487400-1453487400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“ - ფილმის ჩვენება და დისკუსია
DESCRIPTION:22 იანვარს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, არისკის საქართველოს ფილიალი გიწვევთ კოტე მიქაბერიძის მხატვრული ფილმის ჩვენებაზე: „ჩემი ბებია“\, რომელიც 1929 წელსაა გადაღებული. \nფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია მოწვეულ სტუმართან\, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის დოქტორანტთან\, სალომე ცოფურაშვილთან. \nდისკუსიის თემაა: „სოციალურ-პოლიტიკური კონტექსტი და საბჭოთა ბიუროკრატიის კრიტიკა“. \nფილმს თან ახლავს ინგლისური სუბტიტრები. \nდისკუსიის ენაა ინგლისური. \nდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ არისკის ოფიციალურ ვებგვერდს: http://arisc.org/?page_id=49#Georgia \nდრო: 22 იანვარი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kote-miqaberidzis-chemi-bebia-philmis-chveneba-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34692.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160121T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160121T130000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160120T080935Z
LAST-MODIFIED:20240202T071322Z
UID:10003081-1453381200-1453381200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლა - თიბისი ბანკის დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:21 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, ჩატარდება დასაქმების ფორუმი\, რომლის ფარგლებშიც თიბისიბანკი ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: \n\nმოლარე ოპერატორი/მოლარე\nგაყიდვების კონსულტანტი\nსერვისის ადმინისტრატორი\nგანვადების მენეჯერი\n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skola-thibisi-bankis-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34686.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160120T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160120T170000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160114T132512Z
LAST-MODIFIED:20240202T071324Z
UID:10003082-1453309200-1453309200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კატარინა პრინციპეს საჯარო ლექცია: ახალი მემარცხენე მოძრაობები და პარტიები ევროპაში გადააზრება და დებატები
DESCRIPTION:20 იანვარს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში\, EMC-ის ფორუმის – „ჩაგვრის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები: თეორია და პრაქტიკა“ – ფარგლებში\, პორტუგალიელი მემარცხენე აქტივისტი\, კატარინა პრინციპე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას – ახალი მემარცხენე მოძრაობები და პარტიები ევროპაში: გადააზრება და დებატები. \nლექციის შესახებ \nევროპა ბოლო ათწლეულის განმავლობაში რადიკალური მემარცხენეობის რეკონსტრუქციის მოწმე გახდა. კატარინა პრინციპეს ლექცია ყურადღებას სწორედ ამ პროცესზე გაამახვილებს. ლექცია ამ პროცესს\, უპირველესად\, მეინსტრიმული პოლიტიკური პარტიების კრიზისთან\, მათი მხარდამჭერების სხვა ბანაკში გადასვლასთან და იმ მოქალაქეების რაოდენობის ზრდასთან დააკავშირებს\, რომლებიც მზარდ კრიზისში ჩაფლული (ევროპული)\, ლიბერალური დემოკრატიით უკმაყოფილონი არიან. ამ კონტექსტის გათვალისწინებით\, ლექცია მიმოიხილავს: \n\nმნიშვნელოვან ბოლოდროინდელ ანალიზს ახალი\, ევროპული რადიკალი მემარცხენე პარტიების შესახებ\, რომლებიც\, რადიკალი მემარცხენე პარტიების ისტორიული დაჯგუფებებისაგან განსხვავებით\, ცალკეულ „პარტიულ ოჯახად“ ჩამოყალიბდნენ;\nდასავლეთ ევროპაში წარმოქმნილი ახალი სოციალური მოძრაობების დინამიკას;\nმემარცხენეობის შესახებ არსებულ თანამედროვე სტრატეგიულ დისკუსიებს\, მათ შორის კრიზისზე პოლიტიკურ რეაგირებასა და ევროპულ პროექტთან მის კავშირზე.\n\nმომხსენებლის შესახებ \nპორტუგალიელი სოციალური მოძრაობის აქტივისტი\, კატარინა პრინციპე\, პორტუგალიის მემარცხენე ბლოკისა (Bloco de Esquerda) და გერმანული „დიე ლინკეს“ (Die Linke) წევრი და ჟურნალ Jacobin-ის მოწვეული რედაქტორია. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება მისი თანაავტორობით დაწერილი წიგნი „აჯანყებული ევროპა – ახალი ევროპული მემარცხენეობის რუკა“. \nლექციის ენა: ინგლისური (სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე) \nდრო: 20 იანვარი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/katarina-printsipes-sajaro-leqtsia-akhali-memartskhene-modzraobebi-da-partiebi-evropashi-gadaazreba-da-debatebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34643.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160118T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160118T190000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160118T102012Z
LAST-MODIFIED:20240202T071328Z
UID:10003083-1453143600-1453143600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოკუმენტური ფილმის ჩვენება ილიაუნის სამართლის სკოლაში
DESCRIPTION:18 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამართლის სკოლა ფილმის ჩვენებას და დისკუსიას მასპინძლობს. \nნაჩვენები იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დოკუმენტური ფილმი „2014“ – მოკლული ქალების ხმა\, მიწვდენილი საზოგადოებისთვის მათი სიკვდილის შემდეგ”\, რომელიც გადაღებულია პროექტის -“საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სახელმწიფოს საქმიანობის მონიტორინგი საქართველოში ფემიციდთან ბრძოლის მიზნით” – ფარგლებში. \nფილმი გადაიღო “StudioMobile – Accent on Action-მა („სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე”)\, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. \nჩვენების დასრულების შემდეგ\, მოეწყობა დისკუსია\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი\, ირაკლი ფორჩხიძე\, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისთავმჯდომარე\, ანა ნაცვლიშვილი\, და ფილმის რეჟისორი\, ლიანა ჯაყელი. \nდრო: 18 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია (კურსზე – “გენდერი და ადამიანის უფლებები” – დარეგისტრირებული სტუდენტებისთვის სავალდებულოა). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dokumenturi-philmis-chveneba-iliaunis-samarthlis-skolashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34655.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160118T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160118T170000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160115T163931Z
LAST-MODIFIED:20240202T071330Z
UID:10003084-1453136400-1453136400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ატილა მელეჰის საჯარო ლექციათა ციკლი პოსტკოლონიური კვლევების შესახებ
DESCRIPTION:18\,19 და 20 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ბუდაპეშტის დემოგრაფიული ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი და ბუდაპეშტის კორვინუსის უნივერსიტეტის პროფესორი\, ატილა მელეჰი\, წაიკითხავს საჯარო ლექციათა ციკლს პოსტკოლონიური კვლევების შესახებ. \nკურსის ფარგლებში\, გავაანალიზებთ პოსტკოლონიური კვლევების ცენტრალურ ფორმებსა და თეორიებს; ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე\, თუ რა გავლენა აქვს კოლონიალიზმს გლობალურ საზოგადოებაზე\, რა კოგნიტურმა და არაკოგნიტურმა სტრუქტურებმა შეუწყვეს ხელი გლობალური იერარქიების შენარჩუნებას; შევეცდებით\, გავაანალიზოთ იმპერიალიზმისა და ჩაგვრის გლობალური ფორმები\, გავაკრიტიკოთ ისტორიის ევროცენტრისტული გაგება და ყურადღება გავამახვილოთ იმაზე\, თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ პერსპექტივები\, თუკი კოლონიურ ისტორიას მხედველობაში მივიღებთ; განვიხილავთ ჰეგემონიური ცოდნის ისეთ ფორმას\, როგორიც ორიენტალიზმია\, ასევე – იმასაც\, თუ როგორ შეიძლება აღმოსავლეთ ინტეგრირება დასავლეთ-აღმოსავლეთის იერარქიაში და როგორ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ ამ იერარქიულ აზროვნებას. \nლექციათა განრიგი და თემატიკა: \nდრო: 18 იანვარი\, 17:00-20:00 საათი\nლექცია: ევროპული სასწაულის მითი\nთემატიკა: რისთვის გვჭირდება ზედსართავ “კოლონიურის” მიმაგრება კაპიტალიზმისთვის? განვიხილავთ უახლოეს შედეგებს კაპიტალიზმის გლობალური დაბადების კვლევაში (პომერანცი\, ბოროჩი) და ვიკითხავთ\, რატომ და რისთვის გვჭირდება სოციალური ცვლილების გლობალურად ინტეგრირებული თეორია.\nგანსახილველი ფილმები: „ალჟირის ბრძოლა“\, „შავი ვენერა“\n\nდრო: 19 იანვარი\, 17:00-20:00 საათი\nლექცია: ევროპული კოლონიური სისტემის კოლაფსი\nთემატიკა: განვიხილავთ იმპერიალიზმის ცნებასა და იმას\, თუ რატომ ჩამოიშალა იგი; შევეცდებით\, გამოვარკვიოთ გვიანდელი კოლონიური პოლიტიკური ძალადობის სისტემა კენიის\, კონგოსა და ალჟირის მაგალითებზე. ვიმსჯელებთ იმაზეც\, თუ რატომ დადგნენ ახლად გათავისუფლებული ქვეყნები ურთულესი ბარიერების წინაშე. შევეხებით “მძარცველი” და “განვითარებადი” ქვეყნის ევანსისეულ ცნებებს.\nგანსახილველი ფილმი: „ლუმუმბა“\nდისკუსია: კონტროლისა და იმპერიალიზმების ახალი ფორმები\nსემინარი: ევროკავშირი და აღმოსავლეთ ევროპა\nთემატიკა: ვიმსჯელებთ\, რას ნიშნავს აღმოსავლეთ-დასავლეთის ფერდობი და როგორ შეგვიძლია აღმოსავლეთევროპული ჯგუფების მოცემულ იერარქიაში პოზიციონირება. განვიხილავთ დასავლეთ კოლონიური მემკვიდრეობის ასპექტებსა და კოლონიურ ტექნიკებს\, რომელსაც იგი იყენებდა.\nინტერვიუების ანალიზი \nდრო: 20 იანვარი\, 12:00-15: 00 საათი\nლექცია: ჯანყი ორიენტალიზმის წინააღმდეგ და ლტოლვილთა კრიზისი\nგანსახილველი ფილმი: „ჩვენ ახალგაზრდები და ძლიერები ვართ“. ფილმი ეხება „აღმოსავლეთისა“ და ევროპის ახლებურ ინტერაქციას და იმას\, თუ როგორ შეგვიძლია მოვიაზროთ ეს ურთიერთობა.\nდისკუსია: აღმოსავლეთ ევროპა და ლტოლვილთა საკითხი სახელმწიფო სოციალიზმის კოლაფსის კონტექსტში \nსაჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-atila-melehis-sajaro-leqtsiatha-tsikli-postkoloniuri-kvlevebis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34652.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160118T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160118T150000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160105T133545Z
LAST-MODIFIED:20241122T110919Z
UID:10003085-1453129200-1453129200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დევიდ კრამერისა და კეტრინ სტონერის საჯარო ლექცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში
DESCRIPTION:18 იანვარს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავენ\nმაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ორგანიზაცია\nFreedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი\, დევიდ კრამერი\, და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\,\nგანვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) გამოჩენილი მკვლევარი\, სტენფორდის უნივერსიტეტის\nსაერთაშორისო პოლიტიკის სწავლების Ford Dorsey პროგრამის ხელმძღვანელი\, კეტრინ სტონერი. \nსაჯარო ლექციის დასრულების შემდეგ\, დევიდ კრამერსა და კეტრინ სტონერს მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო\nუნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. \nლექციის თემა: პუტინის რუსეთი: მიმდინარე მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები \nლექციაზე განიხილება შემდეგი საკითხები:  რუსეთის ეკონომიკური\, პოლიტიკური და სოციალური განვითარება და ამ პროცესების კავშირი რეგიონული უსაფრთხოების ისეთ გამოწვევებთან\, როგორებიცაა: ომი უკრაინასა და სირიაში; მწვავე დაპირისპირება ნატოსთან და ევროკავშირთან; ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეზობელი ქვეყნების დაბრკოლებები და სხვა. \nშეხვედრა ტარდება პროგრამის – ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) – ფარგლებში\, რომელიც სტენფორდის\nუნივერსიტეტის დემოკრატიის\, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა ( CDDRL) და  ეკონომიკური კვლევის ცენტრის (EPRC) თანამშრომლობით\, 2016 წლის 18-22 იანვარს არის დაგეგმილი. \nსაქართველოში პროგრამის – ლიდერთა განვითარების აკადემია (LAD) – მხარდამჭერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nდევიდ კრამერის ბიოგრაფია ვრცლად  \nკეტრინ სტონერის ბიოგრაფია ვრცლად \nლექციის ხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ შეხვედრა გაგრძელდება კითხვა-პასუხის რეჟიმში) \nლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი) \nდრო: 18 იანვარი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/devid-kramerisa-da-ketrin-stoneris-sajaro-leqtsia-ilias-sakhelmtsipho-universitetshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34469.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160118T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160118T130000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160108T111319Z
LAST-MODIFIED:20240202T071335Z
UID:10003086-1453122000-1453122000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საბანკო საქმის ლექტორის\, ბიზნესტრენერის\, ლიკა ოხანაშვილის\, საჯარო ლექცია: დაკრედიტება კომერციულ ბანკებში"
DESCRIPTION:18 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი საბანკო-საფინანსო საქმის მიმართულებით\, საბანკო საქმის ლექტორი\, ბიზნესტრენერი\, ლიკა ოხანაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: დაკრედიტება კომერციულ ბანკებში”. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sabanko-saqmis-leqtoris-biznestreneris-lika-okhanashvilis-sajaro-leqtsia-dakrediteba-komertsiul-bankebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34476.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160116T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160116T150000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160113T133958Z
LAST-MODIFIED:20240202T071341Z
UID:10003087-1452956400-1452956400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტუშას უნივერსიტეტის პრეზენტაცია ილიაუნის იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:16 იანვარს\, შაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში – S501 აუდიტორიაში (გ. წერეთლის ქ. #1)\, ტუშას უნივრსიტეტის პროფესორები\, ანჯელა ფატორეტი და ემანუელე რადიჩეტი\, წარმოადგენენ ტუშას უნივერსიტეტის პრეზენტაციას (იტალია\, ვიტერბო\, ლაციო). \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tushas-universitetis-prezentatsia-iliaunis-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34636.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160115T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160115T190000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160113T123526Z
LAST-MODIFIED:20240202T071342Z
UID:10003088-1452884400-1452884400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ოსიპ მანდელშტამის დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი საღამო
DESCRIPTION:15 იანვარს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში \,\,ლიგამუსი“\, გაიმართება XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის\, ოსიპ მანდელშტამის\, დაბადებიდან 125 წლისადმი მიძღვნილი საღამო. ტრაგიკული ბედით გამორჩეული დიდოსტატის შემოქმედებას\, ბუნებრივია\, საქართველოშიც ჰყავს დამფასებელნი და მკვლევარნი.\nფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი\, პროფესორი ზაზა აბზიანიძე ისაუბრებს მანდელშტამის მნიშვნელობაზე XX საუკუნის მსოფლიო პოეზიაში;\nისტორიის დოქტორი\, პროფესორი გია ჯოხაძე გაგაცნობთ ერთ თავს წიგნიდან: \,\,ოსიპ მანდელშტამი: ცხოვრება\, როგორც სიკვდილი“ და წაიკითხავს მანდელშტამის პოეტური ტექსტების მისეულ თარგმანებს;\nფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი\, პროფესორი თამარ ლომიძე წარმოგიდგენთ მანდელშტამის სტატიის – \,\,ცოტა რამ ქართულ ხელოვნებაზე“ – მისეულ თარგმანს და მიმოიხილავს პოეტის შეხედულებებს ქართული კულტურის შესახებ; \nსაღამოზე მიწვეული ქართველი პოეტები წაიკითხავენ ოსიპ მანდელშტამის ლექსების თარგმანებს. \nდრო: 15 იანვარი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი \,\,ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/osip-mandelshtamis-dabadebidan-125-tslisadmi-midzghvnili-saghamo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34634.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160115T142000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160115T142000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160115T102057Z
LAST-MODIFIED:20240202T071353Z
UID:10003089-1452867600-1452867600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დევიდ კრამერისა და კეტრინ სტონერის საჯარო ლექციის ვიდეოტრანსლაცია
DESCRIPTION:18 იანვარს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში საჯარო ლექციას წაიკითხავენ\nმაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით და ორგანიზაცია\nFreedom House-ის ყოფილი პრეზიდენტი\, დევიდ კრამერი\, და სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის\,\nგანვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) გამოჩენილი მკვლევარი\, სტენფორდის უნივერსიტეტის\nსაერთაშორისო პოლიტიკის სწავლების Ford Dorsey პროგრამის ხელმძღვანელი\, კეტრინ სტონერი. \nსაჯარო ლექციის დასრულების შემდეგ\, დევიდ კრამერსა და კეტრინ სტონერს მიენიჭებათ ილიას სახელმწიფო\nუნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება. \nლექციის თემა: პუტინის რუსეთი: მიმდინარე მოვლენები და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები \nიხილეთ საჯარო ლექციის პირდაპირი ვიდეოტრანსლაცია \n\n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/devid-kramerisa-da-ketrin-stoneris-sajaro-leqtsiis-videotranslatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34647.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160114T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160114T130000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160106T132222Z
LAST-MODIFIED:20240202T071358Z
UID:10003090-1452776400-1452776400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რევაზ გერაძის საჯარო ლექცია - ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება: ვალდებულებები და მოსალოდნელი შედეგები
DESCRIPTION:14 იანვარს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი რევაზ გერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება: ვალდებულებები და მოსალოდნელი შედეგები”. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/revaz-geradzis-sajaro-leqtsia-evrokavshirthan-ghrma-da-qhovlismomtsveli-thavisuphali-savatchro-sivrtsis-shesakheb-shethankhmeba-valdebulebebi-da-mosalodneli-shedegebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34474.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160113T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160113T160000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160108T081644Z
LAST-MODIFIED:20240202T071403Z
UID:10003091-1452700800-1452700800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ჯულიარდის სკოლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრანტთან\, პიანისტ ზურა კობახიძესთან
DESCRIPTION:13 იანვარს\, ოთხშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მუსიკის ცენტრის ორგანიზებით\, ილიაუნის თეატრის ფოიეში გაიმართება შეხვედრა ჯულიარდის სკოლისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრანტთან\, პიანისტ ზურა კობახიძესთან. \nზურა კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე წარმატებული ქართველი ხელოვანია. მას მრავალი ჯილდო და გრანტი აქვს მოპოვებული\, მათ შორის – ბოსტონის კონსერვატორიის ბენჯამინ კასერის სასწავლო გრანტი (დაახლ.140000 აშშ დოლარი ოთხი წლის განმავლობაში). \nბოსტონის საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიციებით გამორჩეული კონსერვატორიის ისტორიაში ზურა პირველი ქართველი სტუდენტი იყო. კონსერვატორიის წარმატებით დასრულების შემდეგ\, ზურამ ჯულიარდის სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა და არტურ გოლდისა და რობერტ ფიცდეილის პრესტიჟული სასწავლო გრანტი მოიპოვა; მაგისტრატურის პირველი სასწავლო წლის უმაღლესი შეფასებით დამთავრების საფუძველზე კი ჯულიარდ-კოლუმბიის გაცვლით პროგრამაში მოხვდა და 2015 წლის სექტემბრიდან\, ჯულიარდის სკოლის პარალელურად\, კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობს მენეჯმენტს. \nშეხვედრაზე ზურა თავის გამოცდილებას გაუზიარებს ილიაუნის სტუდენტებს. \nდრო: 13 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-juliardis-skolisa-da-kolumbiis-universitetis-magistrantthan-pianist-zura-kobakhidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34475.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160111T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160111T160000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160105T105727Z
LAST-MODIFIED:20240202T071410Z
UID:10003092-1452528000-1452528000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თინათინ კახნიაშვილის სემინარი: ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა გრავიტაციული ტალღების საშუალებით
DESCRIPTION:11 იანვარს\, ორშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორიაში\, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი\, თინათინ კახნიაშვილი\, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “ადრეული სამყაროს სურათის აღდგენა გრავიტაციული ტალღების საშუალებით”. \nგრავიტაციული ტალღების ასტრონომია საშუალებას გვაძლევს\, დავაკვირდეთ სამყაროს ევოლუციის ადრეულ სტადიებს. სემინარზე განხილული იქნება გრავიტაციული ტალღების სხვადასხვა წყარო – ინფლაცია\, კოსმოლოგიური ფაზური გადასვლები\, პირველადი მაგნიტური ველები და ტურბულენტობა. \nდრო: 11 იანვარი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E306 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thinathin-kakhniashvilis-seminari-adreuli-samqharos-surathis-aghdgena-gravitatsiuli-talghebis-sashualebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34454.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20160108T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20160108T160000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20160106T130035Z
LAST-MODIFIED:20240202T071413Z
UID:10003093-1452268800-1452268800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იტალიური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია
DESCRIPTION:8 იანვარს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (ილიაუნის S კორპუსი) მოეწყობა ამავე უნივერსიტეტის იტალიური ენის პედაგოგების\, მანანა სიფრაშვილისა და ციცინო ტაბატაძის\, მიერ მომზადებული იტალიური ენის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. პრეზენტაციას დაესწრებიან იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში\, ანტონიო ენრიკო ბარტოლი\, იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე და სხვა საპატიო სტუმრები. \nდრო: 8 იანვარი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, იტალიური კულტურის ცენტრი (გ. წერეთლის ქ. №3) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/italiuri-enis-sakhelmdzghvanelos-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2016/01/34470.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151230T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151230T170000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20151225T123752Z
LAST-MODIFIED:20240202T071418Z
UID:10003094-1451494800-1451494800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ისტორიის რეკონსტრუქციები“ - აკადემიური ჟურნალის პრეზენტაცია.
DESCRIPTION:30 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ჟურნალის – „ისტორიის რეკონსტრუქციები“ – პრეზენტაცია. \nაკადემიური ჟურნალი „ისტორიის რეკონსტრუქციები“ დაფუძნდა 2015 წლის 25 იანვარს. მისი პირველი ნომერი გამოვიდა 2015 წლის დეკემბერში. \nჟურნალში შესულია სტატიები: \n\nსაფრანგეთის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის დოქტორი გიორგი მამულია: „კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს:  გაერთიანების ელიტარული მცდელობები“\n\n\nილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების მაგისტრი მარიამ მათიაშვილი: „თბილისი იყო ურთიერთობა“ (შტრიხები 50–80–იანი წლების თბილისის სოციო–ურბანული პორტრეტისთვის)“\n\n\nილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით დარჩიაშვილი: „ახალციხე– ქართული „იერუსალიმი“\n\n\nილიას სახელმიწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ლადარია: „სულხან საბა ორბელიანი: ევროპა ქართველი მზერით“\n\nდრო: 30 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n2015 წელი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/istoriis-rekonstruqtsiebi-akademiuri-zhurnalis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33768.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151229T162900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151229T162900
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20151229T122928Z
LAST-MODIFIED:20240202T071421Z
UID:10003095-1451406540-1451406540@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზამთრის სკოლა „ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ“
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“  დაფინანსებით\, 2016 წლის 26 თებერვლიდან 6 მარტამდე\, თელავში გაიმართება ზამთრის სკოლა. \nზამთრის სკოლის თემაა: ფილოსოფია და სოციალური თეორია ფაშიზმის პირისპირ. \nმოკლე აღწერა: \nსკოლაში განიხილება შემდეგი საკითხები: როგორ აისახა ფაშიზმის გამოცდილება ინტელექტუალთა შორის\, რომლებიც მომსწრენი იყვნენ ევროპაში ფაშისტური და ნაცისტური რეჟიმების აღზევებისა? რა გამოხმაურება ჰპოვა ამგვარმა პროცესებმა უფრო გვიანდელ თეორეტიკოსთა ნააზრევში? \nშევეცდებით\, ფაშიზმის თეორიის ჭრილში გავიაზროთ და შევაფასოთ როგორც საქართველოში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები\, ისე თანამედროვე სამყაროსათვის უაღრესად საჭირბოროტო თემები\, როგორებიცაა: მიგრანტების პრობლემატიკა და მზარდი ნაციონალიზმი. \nაკადემიური პერსონალი: \nსკოლაში ლექცია-სემინარებს ჩაატარებენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე პროფესორები და დოცენტები ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის დარგებში. \nმონაწილეობის პირობები: \nკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისში არსებული უნივერსიტეტების\, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურის სტუდენტებს. \nზამთრის სკოლის მონაწილეები შეირჩევიან ესეების კონკურსის საფუძველზე. \nკონკურსში მონაწილეობის მისაღებად\, გთხოვთ\, 2016 წლის 17 იანვრის ჩათვლით\, ელექტრონულ მისამართზე summerphilo@iliauni.edu.ge გამოგვიგზავნოთ თქვენი ბიოგრაფია (CV) და ესე (არაუმეტეს 2 გვერდისა) თემაზე: „როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ ფაშიზმი და შემოიფარგლება თუ არა ის კონკრეტული ისტორიული პერიოდით?“ \nსტუდენტები\, რომლებიც წარმატებით გაივლიან შესარჩევ კონკურსს\, მოიპოვებენ სრულ დაფინანსებას ზამთრის სკოლაში მონაწილეობისათვის. \nლექცია–სემინარების მსვლელობა: \nსკოლაში ლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ\, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანის თანხლებით. \nსკოლა მოიცავს სრულ 7 სასწავლო დღეს (შუალედში ერთი საექსკურსიო დღით). \nუცხოელი პროფესორების ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა (შუალედში შესვენების ჩათვლით) იქნება 3 საათი; ქართულენოვანი ლექცია-სემინარების საშუალო ხანგრძლივობა – 2 საათი. \nსაკითხავი მასალა: \nსკოლაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს სკოლის დაწყებამდე დაურიგდებათ რიდერები\, რომლებშიც მოცემული იქნება თითოეულ სემინარზე განსახილველი პირველადი ტექსტები. \nზამთრის სკოლის აკადემიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, ფინანსურ მხარდაჭერას კი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, უზრუნველყოფს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zamthris-skola-philosophia-da-sotsialuri-theoria-phashizmis-pirispir/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/34115.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151228T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151228T180000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20151223T102740Z
LAST-MODIFIED:20240202T071425Z
UID:10003096-1451325600-1451325600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რიუდიგერ საფრანსკის "ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა" - "ფილოსოფიური ბიბლიოთეკის" მე-5 წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 დეკემბერს\, ორშაბათს 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის თარგმანების სერიის – “ფილოსოფიური ბიბლიოთეკა” – მე-5 წიგნის პრეზენტაცია. თანამედროვე გერმანელი ფილოსოფოსისა და ლიტერატორის რიუდიგერ საფრანსკის წიგნი – “ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა” – ქართულ ენაზე თარგმნა ანა კორძაია-სამადაშვილმა (სამეცნიერო რედაქტორი – თამარ ცოფურაშვილი\, კორექტორი – ჯულიეტა პაკაცოშვილი). \nრიუდიგერ საფრანსკის “ბოროტება ანუ თავისუფლების დრამა” ეხება ბოროტების ცნების გადააზრებას რელიგიური\, მეტაფიზიკური\, ლიტერატურული თუ პოლიტიკური კონტექსტების გათვალისწინებით\, წიგნი თანაბრად დააინტერესებს როგორც ფილოსოფიის\, ასევე ლიტერატურის მოყვარულებს. \nდრო: 28 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/riudiger-saphranskis-boroteba-anu-thavisuphlebis-drama-philosophiuri-bibliothekis-me-5-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33276.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151228T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151228T170000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20151210T122822Z
LAST-MODIFIED:20240202T071431Z
UID:10003097-1451322000-1451322000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:აშშ-ში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტისა და კომპოზიტორის\, გიორგი მიქაძის\, მასტერკლასი ილიაუნიში
DESCRIPTION:28 დეკემბერს\, ორშაბათს\, 17: 00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრის ფოიეში\, ილიაუნის მუსიკის ცენტრის მოწვევით\, აშშ-ში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი\, არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელი\, Berklee College of Music-ის კურსდამთავრებული\, Manhattan School of Music-ის მაგისტრანტი გიორგი მიქაძე\, ქართველი პუბლიკისთვის ჩაატარებს მასტერკლასს. \nგიორგი მიქაძის შესახებ:\nგიორგი მიქაძემ კლასიკური მუსიკალური განათლება საქართველოში მიიღო და აშშ-ში გამგზავრებამდე\, როგორც კლასიკური მუსიკის შემსრულებელმა\, არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატობა მოიპოვა.\n2010 წლიდან გიორგი ბოსტონის (შშ) ყველაზე პრესტიჟული Berklee College of Music-ის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი და პრეზიდენტის სტიპენდიატი გახდა. სწორედ მაშინ დაიწყო მისი\, როგორც ჯაზ-შემსრულებლის\, კომპოზიტორის\, დირიჟორის\, მენეჯერის და არანჟირებების ავტორის\, წარმატებული კარიერა. 2014 წელს მუსიკოსი ნიუ-იორკის უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე სახელოვნებო აკადემიის – Manhattan School of Music-ის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხა და 3 000 აპლიკანტს შორის აღმოჩნდა ერთადერთი მუსიკოსი\, ვინც მაგისტრატურის სრული\, ორწლიანი სასწავლო გრანტი (Full-tuition Scholarship grant for MA Program) მოიპოვა.\nმუსიკოსი სისტემატურად მართავს კონცერტებს აშშ-ის ყველაზე პრესტიჟულ\, ელიტარულ დარბაზებსა და ჯაზ-კლუბებში\, როგორც კლასიკოსი\, ისე ჯაზის\, ბლუზის\, გოსპელის\, პოპის\, ფანკის\, Fusion-ის\, R&B-ის\, ელექტროაკუსტიკური\, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკის შემსრულებელი. სწორედ ამიტომ მას ხშირად „უნივერსალურ მუსიკოსს“ უწოდებენ. მიუხედავად სტილური ორიენტირების მრავალფეროვნებისა\, გიორგი საკომპოზიციო შემოქმედებაში ხშირად ეყრდნობა ქართული ხალხური მუსიკის მოტივებს. ამ მიმართულებით შექმნილი კომპოზიციებიდან აღსანიშნავია: „კავკასიური ნაგაზი“\, „იგავის მოსმენის შემდეგ“\, ნანა“\, „საჭიდაო“ „აზამატი“\, „სვანური ნანა“… მათში ორგანულადაა შერწყმული აფრო-ამერიკული ჯაზის\, კლასიკისა და ქართული ფოლკლორული მუსიკის ელემენტები.\nგიორგი მიქაძე არაერთი საერთაშორისო პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი და  პრემიის მფლობელია.\nგიორგი მიქაძის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდებზე: http://www.giorgimikadze.com/; https://www.youtube.com/watch?v=uil_KHY-XTE \nდრო: 28 დეკემბერი\, 17: 00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრის ფოიე (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ashsh-shi-mtskhovrebi-tsnobili-qarthveli-jaz-pianistisa-da-kompozitoris-giorgi-miqadzis-masterklasi-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32900.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151226T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151226T170000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20151222T103142Z
LAST-MODIFIED:20240202T071439Z
UID:10003098-1451149200-1451149200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს პროსოპოგრაფია - პროექტის პრეზენტაცია და დისკუსია
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაცია. \nპროექტი – სახელწოდებით\, საქართველოს პროსოპოგრაფია. პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი – მოამზადა ილიაუნის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ციფრული ჰუმანიტარიის ჯგუფმა რატი გუმაშვილის\, ნინო დობორჯგინიძის (პროექტის ხელმძღვანელი)\, თამთა თხელიძისა და თამარ კალხიტაშვილის (პროექტის კოორდინატორი) შემადგენლობით. \nპრეზენტაციის ფარგლებში\, მოეწყობა დისკუსია თემაზე: წყაროების დოკუმენტირების თანამედროვე სტანდარტი და ისტორიის სისტემური რევიზიის პრობლემები. \nსპიკერები: \nლაშა ბაქრაძე\, ნინო დობორჯგინიძე\, თამარ კალხიტაშვილი\, ოლივერ რაისნერი\, ემზარ ჯგერენაია \nსადისკუსიო კითხვები:  \nრატომ ვერ ხერხდება იმპერიული პროექტის ფარგლებში დაწერილი ჩვენი ისტორიის სისტემური რევიზია? \nრატომ ჩამორჩება სავალალოდ ჩვენი ჰუმანიტარული და სოციალური კვლევები დასავლეთისას? \nრამდენად ხელმისაწვდომია ქართულენოვანი საკვლევი მასალა? \nდრო: 26 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-prosopographia-proeqtis-prezentatsia-da-diskusia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33142.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151226T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151226T120000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20151221T071233Z
LAST-MODIFIED:20240202T071442Z
UID:10003099-1451131200-1451131200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის III სამეცნიერო კონფერენცია და სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 დეკემბერს\, შაბათს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის III სამეცნიერო კონფერენცია – “ჯანდაცვისა და დაზღვევის აქტუალური საკითხები”. \nკონფერენციის ფარგლებში\, მოეწყობა სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის – “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” – პირველი ნომრის პრეზენტაცია. იგი ერთადერთი ქართულენოვანი ჟურნალია ჯანდაცვისა და დაზღვევის მიმართულებით. ჟურნალი წელიწდეულია და გამოდის როგორც ელექტრონულად\, ასევე ბეჭდური სახით. ჟურნალის ელექტრონული მისამართია www.hepoins.com.\nჟურნალის მიზანია\, ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევებს დაზღვევისა და ჯანდაცვის დარგში\, მათ შორის\, საზოგადოებრივ ჯანდაცვაში\, ჯანდაცვის პოლიტიკაში\, ჯანდაცვის მენეჯმენტში\, ჯანდაცვის ეკონომიკაში\, ფარმაციის პოლიტიკასა და მენეჯმენტში და სადაზღვევო საქმეში.\nკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუკეთესო შრომები. მათი ავტორები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებით. \nდრო: 26 დეკემბერი\, 12:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \nდღის წესრიგი \n12:00-12:15 კონფერენციის გახსნა\nთენგიზ ვერულავა\, ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის დირექტორი: ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის\nანგარიში\, რეფერირებადი ჟურნალის – “ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა” პირველი ნომრის წარდგენა\n12:15-12:30 ზურაბ კიკვიძე – ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო დახმარების ხარისხით კმაყოფილება\n12:30-12:45 ლია ძაგნიძე – სადაზღვევო კომპანიების მიერ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება არაპროვაიდერ\nკლინიკებში\n12:45-13:00 ნანა ჯინჭარაძე – კარდიოლოგიურ პაციენტთა რეჰოსპიტალიზაცია და პირველადი ჯანდაცვის როლი\n13:00-13:30 განხილვა/დისკუსია\n13:30-14:00 შესვენება\n14:00-14:15 ირაკლი თორთლაძე – რენტგენო-რადიოლოგიური სამედიცინო მომსახურების ხარისხის პრობლემები\nსაქართველო\n14:15-14:30 რუსუდან ესაკია – რეცეპტის ინსტიტუტის ამოქმედება საქართველოში\n14:30-14:45 გურანდა გიორგაძე – საკეისრო კვეთების ზრდის პრობლემა საქართველოში\n14:45-15:00 მარიამ ხაბეიშვილი – უშვილობის მკურნალობა საქართველოში\n15:00-15:15 ნატალი ობგაიძე – აგროდაზღვევის პრობლემები საქართველოში\n15:15-15:30 ნონა გელიტაშვილი – საპენსიო სისტემების პრივატიზების აღმოსავლეთ ევროპული გამოცდილება\n15:30-15:45 დავით წივწივაძე – მედდების საქმიანობის გარემოს მახასიათებლები და სამუშაოთი კმაყოფილება\n15:45-16:00 თამარ ქაცანაშვილი – მიოკარდიუმის ინფარქტით პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის დროულობა\n16:00-16:15 აკაკი ბურკაძე – სტაციონარული მომსახურების ხარისხით პაციენტების კმაყოფილების შესწავლა\n16:15-16:30 ნინო ბარამიძე\, მარიამ თურმანაული – კერძო პედიატრიული სასწრაფო დახმარების ხელმისაწვდომობა და\nუპირატესობები\n16:30-18:00 განხილვა/დისკუსია\, ინდივიდუალური შეხვედრები სტუდენტებთან \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-jandatsvisa-da-dazghvevis-skolis-iii-sametsniero-konpherentsia-da-sametsniero-repherirebadi-zhurnalis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33115.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151225T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151225T180000
DTSTAMP:20260513T021246
CREATED:20151222T081610Z
LAST-MODIFIED:20241122T110919Z
UID:10003100-1451066400-1451066400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შვეიცარიელი ქართველოლოგის\, თომას ჰოიზერმანის\, საჯარო ლექცია: გრიგოლ რობაქიძე ავანგარდიზმისა და კონსერვატიზმის მიჯნაზე
DESCRIPTION:25 დეკემბერს\, პარასკევს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ცნობილი შვეიცარიელი ქართველოლოგი\, პიანისტი და მუსიკათმცოდნე\, თომას ჰოიზერმანი (Thomas Häusermann) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “გრიგოლ რობაქიძე ავანგარდიზმისა და კონსერვატიზმის მიჯნაზე”. \nლექციის დასრულების შემდეგ ბატონ თომას ჰოიზერმანს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nთომას ჰოიზერმანის შესახებ \nთომას ჰოიზერმანი დაიბადა 1947 წლის 31 მარტს შვეიცარიაში\, ქალაქ ციურიხში. დაწყებითი განათლება მშობლიურ ქალაქშივე მიიღო. შემდეგ ლიტერატურულ გიმნაზიაში გადავიდა\, სადაც შეისწავლა ლათინური\, ფრანგული და ძველბერძნული ენები. მოგვიანებით მშობლებმა ინგლისში გაგზავნეს ინგლისური ენის სასწავლებლად\, თუმცა შვეიცარიაში დაბრუნებულმა თომასმა გერმანისტიკის ფაკულტეტი არჩია. ლექციების კურსმა რუსული\, განსაკუთრებით კი ოსიპ მანდელშტამის პოეზიის შესახებ\, რუსული ენის შესწავლა გადააწყვეტინა. 1972 წელს\, სტუდენტური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში\, თომას ჰოიზერმანი ლენინგრადს ესტუმრა\, საიდანაც 2 კვირით საქართველოშიც ჩამოვიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყანაში. ვეებერთელა და ცივი ლენინგრადისგან განსხვავებით\, სიცოცხლით აღსავსე\, მჩქეფარე თბილისმა მასზე მომაჯადოებელი შთაბეჭდილება მოახდინა. 1991 წელს თომას ჰოიზერმანი\, „შვეიცარიის მასწავლებელთა გაერთიანებასთან“ ერთად\, უკვე მეორედ ესტუმრა საქართველოს და პირველად სწორედ მაშინ მოისმინა ტრადიციული ქართული ხალხური სიმღერა ახლად დაარსებულ ანსამბლ „გეორგიკას“ შესრულებით. ქართული სიმღერის ორიგინალურმა და თვითმყოფადმა ხასიათმა უმალ მიიპყრო მისი\, როგორც მუსიკათმცოდნის\, ყურადღება\, რის გამოც ანსამბლის შვეიცარიაში ტურნეზე მიწვევა და შვეიცარიელი მსმენელის ქართული მუსიკის თავისებურებით დაინტერესება გადაწყვიტა. თომას ჰოიზერმანმა მიზნად დაისახა ქართული ხალხური სიმღერის მეცნიერულად შესწავლა. ამ მიზნით\, 1994-95 წლებში კიდევ ერთხელ და ამჯერად უკვე ერთი წლით ესტუმრა საქართველოს. \nის დღემდე კითხულობს ლექციების კურსს ფოლკლორის საკითხებზე შვეიცარიასა და გერმანიაში; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი ქართული ხალხური მუსიკის შესახებ; გამოსცა ქართული ხალხური სიმღერების არაერთი კომპაქტ-დისკი (CD); ასევე\, დაინტერესებულია ქართული ლიტერატურის კვლევით. ის ავტორია მონოგრაფიისა “Amor Feti” (“ბედისწერის სიყვარული”) – გრ. რობაქიძის დრამები. \nბატონ თომას ჰოიზერმანს მრავალმხრივი საქმიანობისა და აქტიურობისთვის რამდენიმე ჯილდო აქვს მიღებული. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით\, თომას ჰოიზერმანი 2013 წელს ღირსების ორდენითა და საქართველოს მოქალაქეობით დაჯილდოვდა. \nთომას ჰოიზერმანის ვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ. \nპუბლიკაციების სრული სია იხილეთ აქ. \nთომას ჰოიზერმანის საჯარო ლექცია წარიმართება ქართულ ენაზე. \nდრო: 25 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shveitsarieli-qarthvelologis-thomas-hoizermanis-sajaro-leqtsia-grigol-robaqidze-avangardizmisa-da-konservatizmis-mijnaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33127.png
END:VEVENT
END:VCALENDAR