BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151223T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151223T180000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151222T090313Z
LAST-MODIFIED:20241122T110919Z
UID:10003107-1450893600-1450893600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია
DESCRIPTION:23 დეკემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” შედგება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევრაზიულობის თეორია დასაქართველო“ – ფარგლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია. \nთინათინ ბოლქვაძე: “ენობრივი კავშირი: ევრაზიულობის თეორიის გეოლინგვისტური პრობლემები” \nმონოგრაფიაში გამოყენებულია ევრაზიული თეორიის ფუძემდებელთა და მიმდევართა საარქივო მასალები\, რომლებიც მოძიებულია პრაღაში\, პარიზის ტურგენევის სახელობის რუსულ ბიბლიოთეკაში\, ნანტერის უნივერსიტეტისთანამედროვე საერთაშორისო დოკუმენტების ბიბლიოთეკასა და თანამედროვე ისტორიის მუზეუმში; აგრეთვე შესწავლილია რომან იაკობსონის არქივი\, რომელიც ინახება მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის არქივებისა და სპეციალური კოლექციების ინსტიტუტში. ნაშრომში დაწვრილებით არის მიმოხილული\, როგორ განვითარდა ენობრივი კავშირის იდეა საბჭოთა ენათმეცნიერებაში\, რა გზა გაიარა მან სტრუქტურალიზმის კრიტიკიდანთანამედროვე ნოსტრატულ თეორიამდე. \nგრიგოლ ჯოხაძე: “ევრაზიული საცდური: ისტორიულ-პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები” \nმონოგრაფიაში დაწვრილებით არის მიმოხილული თითქმის ყველა წყარო და მასშტაბური სამეცნიერო ნაშრომი\, რომელთაც დაეფუძნა კლასიკურ ევრაზიულობაზე გამოთქმულ მეტ-ნაკლებად სარწმუნო დებულებათა კორპუსი;გამოყენებულია ქართული სამეცნიერო მიმოქცევისათვის უცნობი მასალა (წიგნები\, პერიოდული გამოცემები\, ეპისტოლარული მემკვიდრეობა…)\, რომელსაც ავტორმა უცხოურ წიგნსაცავებში მიაკვლია. \nპროექტისა და მონოგრაფიების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ აქ. \nდრო: 23 დეკემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rusthavelis-phondis-mier-daphinansebuli-proeqtis-pharglebshi-gamotsemuli-tsignebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33140.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151222T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151222T183000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151221T083736Z
LAST-MODIFIED:20240202T071607Z
UID:10003108-1450809000-1450809000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი დერლუგიანის საჯარო ლექცია - კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები: პოლონეთი და ოტომანური ეგვიპტე\, გერმანია და რუსეთი
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, სამშაბათს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი დერლუგიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას – კლასიკური მოდერნიზაციის ნახტომები: პოლონეთი და ოტომანური ეგვიპტე\, გერმანია და რუსეთი (The Classical Modernization Spurts: Poland and Ottoman Egypt\, Germany and Russia). \nლექცია ტარდება ლექციათა ციკლის – “კრიზისი და კრიტიკა” – ფარგლებში\, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“. \nგიორგი დერლუგიანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე ამერიკელი სოციოლოგია. იგი ავტორია წიგნებისა: „ბურდიოს საიდუმლო თაყვანისმცემელი კავკასიაში“ (2005; დასახელდა წლის საუკეთესო წიგნებს შორის); „აქვს თუ არა მომავალი კაპიტალიზმს?” (2013) და სხვ; პროფესორმა დერლუგიანმა საბჭოთა კავშირი 1990 წელს დატოვა\, რის შემდეგაც მოღვაწეობს აშშ-ში; იყო იმანუელ ვალერსტაინის მოწაფე და მსოფლიო სისტემების ანალიზის მიდგომის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის არის ცივი ომის შემდგომი გლობალიზაციის თეორეტიკოსი და კავკასიაში\, ცენტრალურ აზიასა და აფრიკაში ეთნიკური ძალადობის\, ომისა და რევოლუციის სპეციალისტი. \nლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული ქართული თარგმანი). \nდრო: 22 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-derlugianis-sajaro-leqtsia-klasikuri-modernizatsiis-nakhtomebi-polonethi-da-otomanuri-egvipte-germania-da-rusethi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33117.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151222T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151222T140000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151217T133924Z
LAST-MODIFIED:20240202T071611Z
UID:10003109-1450792800-1450792800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლაში: ეკატერინე კაზმარაროვას საჯარო ლექცია - შენ გადაცურავ ზღვას ანუ როგორ შევადგინოთ კარგი CV
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, ტრენერი და კონსულტანტი ფინანსების\, გაყიდვებისა და მენეჯმენტის დარგებში\, ეკატერინე კაზმარაროვა\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: შენ გადაცურავ ზღვას ანუ როგორ შევადგინოთ კარგი CV. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skolashi-ekaterine-kazmararovas-sajaro-leqtsia-shen-gadatsurav-zghvas-anu-rogor-shevadginoth-kargi-cv/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33035.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151222T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151222T120000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151221T122106Z
LAST-MODIFIED:20240202T071614Z
UID:10003110-1450785600-1450785600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტოლერანტობის პრიზი 2015 - დაჯილდოების ცერემონია
DESCRIPTION:22 დეკემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, მედიის განვითარების ფონდის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის მედიაკონკურსის – „ტოლერანტობის პრიზი 2015″ – გამარჯვებულები გამოვლინდებიან. გაიმართება მედიის განვითარების ფონდის ახალი ინტერნეტპორტალის – www.notophobia.ge – პრეზენტაცია.\n„ტოლერანტობის პრიზი“ მედიის განვითარების ფონდმა\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და გაეროს ასოციაციამ 2014 წელს დააწესეს. იგი გადაეცემა ჟურნალისტებს და ბლოგერებს\, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოებაში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას და ეთიკურად აშუქებენ მრავალფეროვნების საკითხებს.\n2015 წლის კონკურსზე წარმოდგენილი იყო 42 მონაწილის 79 ნაშრომი – სტატიები\, რეპორტაჟები\, რადიოგადაცემები\, ბლოგები\, სიუჟეტები მრავალფეროვნებისა და გენდერის თემაზე. გამარჯვებულები შემდეგ 7 ნომინაციაში გამოვლინდებიან: \n\nრელიგიური მრავალფეროვნების გაშუქება;\nეთნიკური მრავალფეროვნების გაშუქება;\nგენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქება;\nლგბტ პირების თემების გაშუქება;\nბლოგი მრავალფეროვნების საკითხებზე;\nტოლერანტობის პრიზი მრავალფეროვნების საკითხებზე მედიაპროდუქციისთვის;\n ტოლერანტობის პრიზი რეგიონული მედიისთვის.\n\nსაკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში შედიან: ელენა ბედველი (ბლუმბერგის კორესპონდენტი კავკასიაში); თამარ გურჩიანი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); ბექა მინდიშვილი (სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი); ნინო რობაქიძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო); რუსუდან გოცირიძე (ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესია); რუსუდან ჭანტურია (საქართველოს გაეროს ასოციაცია); ქეთევან მსხილაძე (მედიის განვითარების ფონდი).\nკონკურსის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები.\nღონისძიება ორგანიზებულია „ტოლერანტობის\, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის” [PITA] ფარგლებში\, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ\, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 22 დეკემბერი\, 12:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tolerantobis-prizi-2015-dajildoebis-tseremonia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33126.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151221T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151221T190000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151218T105442Z
LAST-MODIFIED:20240202T071619Z
UID:10003111-1450724400-1450724400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საახალწლო საჩუქარი IliaUni GameLAB-ისგან
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, GameLab Iliauni-ში (H კორპუსი) ცნობილი თამაშების შემქმნელი და დიზაინერი მარკ რაინ-ჰაგენი (Mark Rein-Hagen) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „რა არის თამაშების დიზანი? პრაქტიკული რჩევები“. ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. ლექციის შემდეგ დაგეგმილია მარკ რაინ ჰაგენის მიერ შექმნილი თამაშის – Board Game “I AM ZOMBIE“ – სესია. დასწრება თავისუფალია. ადგილები შეზღუდულია\, იჩქარეთ დარეგისტრირება. \nსარეგისტრაციო ფორმა: http://goo.gl/forms/Sgklg7tBuu \nდრო: 21 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: GameLab Iliauni\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H კორპუსი (თამარაშვილის 4ა) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saakhaltslo-sachuqari-iliauni-gamelab-isgan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33036.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151221T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151221T190000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151215T110737Z
LAST-MODIFIED:20240202T071622Z
UID:10003112-1450724400-1450724400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა - ჩვენი მომავალი
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე ლევან ბერძენიშვილთან. მომხსენებელი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა\, როგორც ახალი ადამიანის შემოქმედი; ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ვაჟა-ფშაველას მემკვიდრეობა მეოცე საუკუნეში; ვაჟა-ფშაველა – ჩვენი წინამძღოლი მომავალში; ვაჟა-ფშაველა – ევროპული ღირებულებების დამამკვიდრებელი; ვაჟა-ფშაველა და მსოფლიო. \nდრო: 21 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-vazha-phshavela-chveni-momavali/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32992.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151221T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151221T140000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151208T114720Z
LAST-MODIFIED:20240202T071626Z
UID:10003113-1450706400-1450706400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის\, მათიო რენოს\, საჯარო ლექცია - "მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)"
DESCRIPTION:21 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი\, მათიო რენო\, წაიკითხავს საჯარო ლექციას – “მუსლიმური კომუნიზმის იდეა: მირსაიდ სულთან გალიევი (1892-1940)”. \nლექციაში მიმოხილული იქნება ძირითადი ნიშნები მუსლიმური კომუნიზმისა\, რომელიც 1917-დან 1928 წლამდე განვითარდა\, ანუ\, მისი ძირითადი შემოქმედისა და თეორეტიკოსის\, „თათარი ბოლშევიკის“\, მირსაიდ სულთან გალიევის დაპატიმრებამდე. თუმცა ეს გამოცდილება სცილდება აღნიშნულ თარიღს და „მუსლიმური კომუნიზმის“ მოაზრება თუ გადააზრება მხოლოდ ისტორიული ცნობისმოყვარეობის საკითხი არ არის: ის გვეხმარება\, პრობლემატიზება მოვახდინოთ თანამედროვე პოსტკოლონიური კრიტიკის თეორიული დილემებისა (ხანდახან კი აპორიებისა) და\, ამავე დროს\, იმ პოლიტიკური დებატებისა (ხშირ შემთხვევაში კი კონფლიქტებისა)\, რომლებიც ისლამოფობიის საკითხების ირგვლივ ვითარდება და მღელვარება შეაქვს ანტირასიზმის ველში. \nდრო: 21 დეკემბერი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiis-asotsirebuli-prophesoris-mathio-renos-sajaro-leqtsia-muslimuri-komunizmis-idea-mirsaid-sulthan-galievi-1892-1940/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32296.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151220T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151220T170000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151218T100709Z
LAST-MODIFIED:20240202T071630Z
UID:10003114-1450630800-1450630800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ხელნაკეთი საშობაო საჩუქრების გამოფენა იტალიური კულტურის ცენტრში
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში (S 501 ოთახი)  მოეწყობა პედაგოგებისა და სტუდენტების ხელნაკეთი საშობაო საჩუქრების გამოფენა. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/khelnakethi-sashobao-sachuqrebis-gamophena-italiuri-kulturis-tsentrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33034.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151220T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151220T170000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151216T123213Z
LAST-MODIFIED:20240202T071634Z
UID:10003115-1450630800-1450630800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფეხბურთის მატჩი - ილიაუნის ადმინისტრაცია vs სტუდენტები
DESCRIPTION:20 დეკემბერს\, კვირას\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში ილიაუნის განახლებული სპორტული მოედანი გაიხსნება. ჩატარდება სიმბოლური მატჩი – ილიაუნის ფუტსალის ნაკრების სათადარიგო ფეხბურთელები ითამაშებენ ადმინისტრაციის თანამშრომლებთან. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phekhburthis-matchi-iliaunis-administratsia-vs-studentebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33012.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151219T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151219T160000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151216T134652Z
LAST-MODIFIED:20240202T071520Z
UID:10003103-1450540800-1450540800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ესპანური ენისა და კულტურისადმი მიძღვნილი საღამო
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, შაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ესპანისტიკის მიმართულების სტუდენტთა ორგანიზებითა და მონაწილეობით\, გაიმართება ესპანური ენისა და კულტურისადმი მიძღვნილი საღამო. \nღონისძიება მოიცავს შემდეგ აქტივობებს:\n· პრეზენტაცია – “Carmen De La Literatura a la Imagen” (კარმენი ლიტერატურული გმირი – სასცენო პერსონაჟი);\n· სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია;\n· იბერ-ამერიკული კლუბის პრეზენტაცია;\n· ინტელექტუალური ვიქტორინა;\n· მუსიკა\, ცეკვა;\n·ესპანური ნაციონალური სამზარეულოს დეგუსტაცია. \nდრო: 19 დეკემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/espanuri-enisa-da-kulturisadmi-midzghvnili-saghamo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33028.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151219T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151219T140000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151215T131929Z
LAST-MODIFIED:20240202T071639Z
UID:10003116-1450533600-1450533600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი გახელაძის საჯარო ლექცია: მედიაწიგნიერება და დემოკრატია
DESCRIPTION:19 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის მოწვეული პროფესორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ასოციაციის გამგეობის წევრი\, გიორგი გახელაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მედიაწიგნიერება და დემოკრატია“. \nლექცია ჩატარდება ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით. \nდრო: 19 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-gakheladzis-sajaro-leqtsia-mediatsigniereba-da-demokratia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33000.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151218T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151218T190000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151215T110157Z
LAST-MODIFIED:20240202T071642Z
UID:10003117-1450465200-1450465200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია: მორალის კლასიკური და მოდერნული თეორიები და ცხოვრებისეული დილემები
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ილიას დარბაზში („პროკრედიტ ბანკის“ მულტიმედია კუთხე)\, „პროკრედიტ ბანკის“ ორგანიზებით\, გაიმართება ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია თემაზე: მორალის კლასიკური და მოდერნული თეორიები და ცხოვრებისეული დილემები. \nდრო: 18 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსი\, ბიბლიოთეკა\, ილიას დარბაზი\, „პროკრედიტ ბანკის“ მულტიმედია კუთხე (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philolog-levan-gigineishvilis-sajaro-leqtsia-moralis-klasikuri-da-modernuli-theoriebi-da-tskhovrebiseuli-dilemebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32993.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151218T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151218T183000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151214T081714Z
LAST-MODIFIED:20240202T071645Z
UID:10003118-1450463400-1450463400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ სტივენ კოტკინის საჯარო ლექცია: უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი?
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, საბჭოთა კავშირის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ისტორიკოსი\, სტალინის განთქმული ბიოგრაფიის ავტორი\, სტივენ კოტკინი\,წაიკითხავს საჯარო ლექციას: უნდა მომკვდარიყო თუ არა საბჭოთა კავშირი? (Did the Soviet Union have to die?). \nლექცია ტარდება ლექციათა ციკლის ფარგლებში “კრიზისი და კრიტიკა”\, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი“. \nმომხსენებლის შესახებ \nსტივენ კოტკინი პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორი და სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის წევრია. მის ნაშრომებს შორისაა: „მაგნიტური მთა – სტალინიზმი როგორც ცივილიზაცია“ (1995);  „აცილებული არმაგედონი – საბჭოთა კოლაფსი\, 1970-2000“ (2001)\, „სტალინი\, ტ. 1 – ძალაუფლების პარადოქსები“ (2014) და მრავალი სხვა. \nუზრუნველყოფილი იქნება ლექციის სინქრონული თარგმანი. \nდრო: 18 დეკემბერი\, 18:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-stiven-kotkinis-sajaro-leqtsia-unda-momkvdariqho-thu-ara-sabtchotha-kavshiri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32913.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151218T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151218T170000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151216T131322Z
LAST-MODIFIED:20240202T071650Z
UID:10003120-1450458000-1450458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტრენინგ-ცენტრის გახსნა ბავშვის განვითარების ინსტიტუტში
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში (ილიაუნის C კორპუსი)\, კომპანია „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით\, გაიხსნება ტრენინგ-ცენტრი. \n2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში საინტერესო აქტივობები განხორციელდა პროფესიული განვითარების კუთხით. „კრედოს“ ფინანსური მხარდაჭერით\, საფუძველი ჩაეყარა ტრენინგ-ცენტრის შექმნას. ერთი წლის განმავლობაში უცხოელი პროფესორების მონაწილეობით ტრენერების გადასამზადებელი ტრენინგების რამდენიმე ციკლი ჩატარდა. ტრენინგ-მოდულების თემატიკა მოიცავდა როგორც ყოველდღიური უნარების (ტუალეტის ჩვევა\, კვება\, ძილის ჩვევა და სხვა) განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს\, ასევე ქცევის გამოყენებით ანალიზზე დაფუძნებულ სწავლებისა და ჩარევის სტრატეგიებს\, მოზარდობის ასაკთან დაკავშირებულ საჭიროებებს\, ალტერნატიული კომუნიკაციის სწავლების მეთოდოლოგიას და სხვა. \n1-9 მაისს\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტს\, აღნიშნული პროექტის ფარგლებში\, ესტუმრნენ ამერიკელი პროფესორები\, სინტია ანდერსონი და ჯოდი პოლაჰა. მათ ტრენერები გადაამზადეს შემდეგ საკითხებში: ძილის სიძნელეები\, კვების პრობლემები\, ტუალეტის ჩვევის ათვისების სტრატეგიები\, მშობლებისთვის ბავშვის რთული ქცევის მართვის სწავლება და სხვა. \nხოლო 30 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით\, ჩატარდა ტრენინგების მეორე ციკლი ქცევის გამოყენებით ანალიზში. ტრენინგს უძღვებოდნენ კალიფორნიის ფრესნოს უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორები\, მერიენ ჯეკსონი და ჟან-პოლ მოშელა. \nსწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა ტრენინგ-მოდულები\, რომელთაც 2016 წლიდან ბავშვის განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლები გაუძღვებიან. ტრენინგ-მოდულების მიზანია ქვეყანაში არსებული პროფესიონალების ცოდნის და კვალიფიკაციის დონის ამაღლება; ასევე – დაინტერესებული მსმენელების მომზადება ქცევის გამოყენებითი ანალიზის აქტუალურ საკითხებში. ტრენინგები\, რომლის თემატიკა თანაბრად დააინტერესებს ფსიქოლოგებს\, სოციალურ მუშაკებს\, პედაგოგებს\, სპეციალურ მასწავლებლებს\, სტუდენტებს\, მშობლებს\, მოიცავს ბავშვის და მოზარდის განვითარებისთვის აქტუალურ საკითხებს: კვება\, ძილის ჩვევა\, აგრესიული ქცევა\, თამაშის მნიშვნელობა\, პოზიტიური მშობლობა და სხვა. \nმნიშვნელოვანია\, აღინიშნოს\, რომ ბავშვის განვითარებით და განვითარების სირთულეებით დაინტერესებულ პროფესიონალთა ცოდნის დონის ამაღლება და ამაზე მუდმივად ზრუნვა პროფესიონალიზმის ერთ-ერთი წინაპირობაა. ბავშვის განვითარების ინსტიტუტში გახსნილი ტრენინგ-ცენტრი სწორედ ამ სფეროთი დაინტერესებულ ადამიანთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას ისახავს მიზნად. სამომავლოდ\, ტრენინგების თემატიკის არეალის გაზრდა და დახვეწაა დაგეგმილი. \nდრო: 18 დეკებერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი (ჭავჭავაძის გამზ. #32\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/trening-tsentris-gakhsna-bavshvis-ganvitharebis-institutshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33013.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151218T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151218T170000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151216T115800Z
LAST-MODIFIED:20240202T071654Z
UID:10003122-1450458000-1450458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ავსტრიული კულტურის ცენტრში: შეხვედრა მთარგმნელთან\, ლაშა დადიანთან
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორიაში ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრი აწყობს შეხვედრას ცნობილ ქართველ მთარგმნელთან\, ლაშა დადიანთან. ლაშა დადიანმა ქართულ ენაზე თარგმნა თანამედროვე ავსტრიელი მწერლის\, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის\, ელფრიდე იელინეკის\, რომანი – „პიანისტი ქალი“\, გიუნტერ გრასის „ჩემი საუკუნე“\, გიორგი გურჯიევის ლექციები და მრავალი სხვა. \nდრო: 18 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 507 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avstriuli-kulturis-tsentrshi-shekhvedra-mthargmnelthan-lasha-dadianthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33011.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151218T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151218T170000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151211T133518Z
LAST-MODIFIED:20240202T071657Z
UID:10003123-1450458000-1450458000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბრუს ჯენტლესონის “ამერიკის საგარეო პოლიტიკა“ - ქართული თარგმანის პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ბრუს ჯენტლესონის წიგნის – “ამერიკის საგარეო პოლიტიკა“ – ქართული თარგმანის პრეზენტაცია. \nწიგნი გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ\, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. წიგნში ყურადღება გამახვილებულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითად საკითხებზე (რა არის აშშ-ის ეროვნული ინტერესები და რა სახის პოლიტიკა ესადაგება მას ყველაზე მეტად)\, ასევე – საგარეო პოლიტიკის\, როგორც პროცესის\, საკვანძო საკითხებზე (რა როლი აქვს ამერიკის პოლიტიკური სისტემის ცალკეულ ინსტიტუტებსა და აქტორებს და როგორია მათი გავლენა). წიგნი განკუთვნილია როგორც აკადემიური წრეებისთვის\, ისე საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა. \nწიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. \nდრო: 18 დეკემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/brus-jentlesonis-amerikis-sagareo-politika-qarthuli-thargmanis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32907.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151218T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151218T140000
DTSTAMP:20260513T233250
CREATED:20151208T114545Z
LAST-MODIFIED:20240202T071700Z
UID:10003125-1450447200-1450447200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის\, მათიო რენოს\, საჯარო ლექცია - "ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიალური ექსპანსია"
DESCRIPTION:18 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, პარი 8 ვენსენ სენ-დენის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორი\, მათიო რენო\, წაიკითხავს საჯარო ლექციას – “ჯონ ლოკის ამერიკა: ევროპული ფილოსოფიის კოლონიალური ექსპანსია”. \nაბსოლუტიზმის თავგამოდებული მოწინააღმდეგე\, რელიგიური ტოლერანტობის დამცველი და ლიბერალიზმის დამფუძნებელი მამა ჯონ ლოკი (1632-1704) ევროპული პოლიტიკური აზროვნების ისტორიის კანონიკური ფიგურაა. თავისი ფილოსოფიური ნაღვაწი მან იმ პოლიტიკური ბრძოლების გულში გამოჭედა\, რომლებმაც XVII საუკუნის მიწურულის ინგლისი შეარყია და 1688 წლის რევოლუცია მოიტანა. თუმცა\, ნაკლებადაა ცნობილი ის\, რომ ლოკს\, ამავე დროს\, ძალიან ნაყოფიერი კოლონიური კარიერა ჰქონდა და ამერიკაში ინგლისური ექსპანსიის სამსახურში იდგა. მისი ფილოსოფია იმ ისტორიის საწყისი მომენტია\, რომლის დროსაც ერთმანეთში გადაიხლართა ლიბერალიზმი და კოლონიალიზმი\, სახელმწიფო აღმშენებლობა და იმპერიული მოწყობის წესი. მისი ფილოსოფიის მაგალითზე ის მჭიდრო მიმართებაც წარმოჩნდება\, რომლითაც ეპისტემოლოგია და პოლიტიკა დაუკავშირდა ერთმანეთს ახალი სამყაროს აღმოჩენის შემდეგ. ამ მოხსენების მიზანი იქნება\, აჩვენოს აღმოცენება შემეცნების გეოპოლიტიკისა\, რომელსაც ჯერაც არ დაუკარგავს ძალა. \nდრო: 18 დეკემბერი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophiis-asotsirebuli-prophesoris-mathio-renos-sajaro-leqtsia-jon-lokis-amerika-evropuli-philosophiis-kolonialuri-eqspansia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32294.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151217T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151217T190000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151215T130429Z
LAST-MODIFIED:20240202T071704Z
UID:10003127-1450378800-1450378800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ილიაუნის ასისტენტ-მკვლევრის\, ზურაბ ჯავახიშვილის\, საჯარო ლექცია: "გარეული ფრინველების როლი ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელებასა და ეკოლოგიაში"
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევართან\, ზურაბ ჯავახიშვილთან. \nსაუბრის თემა:  “გარეული ფრინველების როლი ფრინველის გრიპის ვირუსის გავრცელებასა და ეკოლოგიაში” \nმომხსენებელი მიმოიხილავს გარეული ფრინველების როლს ფრინველის გრიპის გლობალურად გავრცელებაში. მოხსენებაში ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოში გარეულ ფრინველებში გრიპის ვირუსის გავრცელებისა და ეკოლოგიის დეტალები. \nდრო: 17 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია\n(ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-iliaunis-asistent-mkvlevris-zurab-javakhishvilis-sajaro-leqtsia-gareuli-phrinvelebis-roli-phrinvelis-gripis-virusis-gavrtselebasa-da-ekologiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32997.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151217T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151217T130000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151216T131338Z
LAST-MODIFIED:20240202T071721Z
UID:10003129-1450357200-1450357200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზურაბ ინაშვილის „Speak Out” - დოკუმენტური ფილმის ჩვენება
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, ხუთშაბათს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ორგანიზებით\,ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქტივიზმის კამპანიის ფარგლებში\, მოეწყობა ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. \nზურაბ ინაშვილის საავტორო ფილმი\, სახელწოდებით – „Speak Out” დოკუმენტურ ფაქტებს ემყარება და გადაღებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით. \nდრო: 17 დეკემბერი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zurab-inashvilis-speak-out-dokumenturi-philmis-chveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/33014.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151217T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151217T130000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151211T125328Z
LAST-MODIFIED:20240202T071724Z
UID:10003130-1450357200-1450357200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფორბს ჯორჯიას“ გამომცემლის\, მაია მირიჯანაშვილის\, მასტერკლასი: „Elevator Pitch - როგორ მოვხიბლოთ 60 წამში“
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 13:00 საათზე\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, ილიაუნის „მართვის ინსტიტუტის“ ორგანიზებით\, „ფორბს ჯორჯიას“ გამომცემელი\, მაია მირიჯანაშვილი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის 50 საუკეთესო სტუდენტისათვის ჩაატარებს მასტერკლასს: „Elevator Pitch – როგორ მოვხიბლოთ 60 წამში“. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phorbs-jorjias-gamomtsemlis-maia-mirijanashvilis-masterklasi-elevator-pitch-rogor-movkhibloth-60-tsamshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32905.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151217T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151217T120000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151211T130352Z
LAST-MODIFIED:20240202T085541Z
UID:10004836-1450353600-1450353600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EANET TALK სერიის ფარგლებში - ზურაბ პერტაიას ვორკშოპი: „წარმატებული სტარტაპების ფორმულა ისრაელის მაგალითზე“
DESCRIPTION:17 დეკემბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5)\, მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ორგანიზებით\, EANET TALK სერიის ფარგლებში\, ზურაბ პერტაია ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „წარმატებული სტარტაპების ფორმულა ისრაელის მაგალითზე“. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eanet-talk-seriis-pharglebshi-zurab-pertaias-vorkshopi-tsarmatebuli-startapebis-phormula-israelis-magalithze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32906.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151216T190000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151215T094953Z
LAST-MODIFIED:20240202T071733Z
UID:10003131-1450292400-1450292400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მარინე ჩიტაშვილის საჯარო ლექცია: ფსიქოანალიზის კლასიკური თეორია - რა დარჩა ფსიქოლოგიაში
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ შეხვედრების სერიაზე – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“. სერიის ფარგლებში\, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი\, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ფსიქოანალიზის კლასიკური თეორია – რა დარჩა ფსიქოლოგიაში“. \nდრო: 16 დეკემბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-marine-chitashvilis-sajaro-leqtsia-phsiqoanalizis-klasikuri-theoria-ra-darcha-phsiqologiashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32989.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151216T190000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151215T081743Z
LAST-MODIFIED:20240202T071736Z
UID:10003132-1450292400-1450292400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის „სიტყვის სახელოსნო“: „ვეფხისტყაოსნის“ ექოები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში
DESCRIPTION:16 დეკემბერს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი განაგრძობს ლექციათა ციკლს რუსთაველისა და ”ვეფხისტყაოსნის” შესახებ. ამჯერად\, საუბრის მთავარი თემაა „ვეფხისტყაოსნის“ ექოები ქართულ ზეპირსიტყვიერებაში. პოეტი განიხილავს შემდეგ თემებსა და ნაწარმოებებს: „ვეფხისა და მოყმის ბალადა“; გმირები და მათი დედები ქართულ ეპოსში; ქვრივი ქალის სახე ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემაში „პარციფალი“; ჰერცელოიდე\, მოყმის დედა და ოთარაანთ ქვრივი. \nდრო: 16 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-vephkhistqhaosnis-eqoebi-qarthul-zepirsitqhvierebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/21228.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151215T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151215T190000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151211T124514Z
LAST-MODIFIED:20240202T071740Z
UID:10003133-1450206000-1450206000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამუელ ფინჩის საჯარო ლექცია - გადაშენების პირას მყოფი სახეობების 1973 წლის დადგენილება: მეცნიერებისა და სამართლის კომბინაცია სახეობების შესანარჩუნებლად
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე იდაჰოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან\, სამუელ ფინჩთან. \nსაუბრის თემა: გადაშენების პირას მყოფი სახეობების 1973 წლის დადგენილება: მეცნიერებისა და სამართლის კომბინაცია სახეობების შესანარჩუნებლად. \nმოხსენება შეეხება გადაშენების მყოფი სახეობების დადგენილების მოკლე მიმოხილვას – როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სამეცნიერო კვლევები კანონების შედგენისას. მომხსენებელი ისაუბრებს სახეობების შენარჩუნებაში პოლიტიკის როლსა და მნიშვნელობაზე. \n\nThe Endangered Species Act of 1973: Combining Law and Science for Species Conservation \nThe talk will be a brief introduction into the U.S. Endangered Species Act with a focus on how scientific research is applied to law. Specifically\, topic will explain how scientific research alone does not determine whether a species is endangered\, and how policy and politics affect species conservation\, often in contradiction with scientific conclusions. \nIn 2015 Samuel Finch graduated from the University of Idaho with a law degree and a masters degree in environmental science.\nSamuel Finch has worked as a legal intern for the Nez Perce Tribe in Idaho State\, as a legal intern for small non-profit environmental law firm\, and as a researcher assistant in conservation law. His environmental science research focused on using remote sensing techniques to estimate plant biophysical properties in agricultural settings\, as well as critiques of the scientific justifications used in industrial agriculture research. Prior to his masters research he worked for the U.S. Department of Energy as an intern\, the U.S. Department of Agriculture and a field technician\, and the Idaho Air National Guard as a biological technician. \n\nდრო: 15 დეკემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samuel-phinchis-sajaro-leqtsia-gadashenebis-piras-mqhophi-sakheobebis-1973-tslis-dadgenileba-metsnierebisa-da-samarthlis-kombinatsia-sakheobebis-shesanarchuneblad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/11/17640.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151215T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151215T170000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151210T074908Z
LAST-MODIFIED:20240202T071744Z
UID:10003134-1450198800-1450198800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევრის\, თათული დუშიაშვილის\, საჯარო ლექცია: „კონკურენტი მეზობლად“
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5) ილიაუნის ბიზნესის სკოლის მკვლევარი\, თათული დუშიაშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „კონკურენტიმეზობლად“. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skolis-mkvlevris-thathuli-dushiashvilis-sajaro-leqtsia-konkurenti-mezoblad/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32801.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151215T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151215T140000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151207T104808Z
LAST-MODIFIED:20240202T071747Z
UID:10003135-1450188000-1450188000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის აქტივობების პრეზენტაცია
DESCRIPTION:15 დეკემბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი ირაკლი ფორჩხიძე\, სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის ხელმძღვანელიკონსტანტინე კუბლაშვილი და ამავე ცენტრის თანამშრომლები სტუდენტებს ცენტრის აქტივობებს გააცნობენ. შეხვედრაზე შედგებაცენტრის ვებ.გვერდის და იურიდიულ თემატიკაზე შექმნილი შემეცნებით ინტელექტუალური თამაშის\, „ჯეპარდის“\, პრეზენტაცია დასაჩვენებელი თამაში. \nდრო: 15 დეკემბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-samarthlis-skolis-marthlmsajulebis-gadzlierebisa-da-samarthlebrivi-ganathlebis-tsentris-aqtivobebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/30618.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151215T133900
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151215T133900
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151215T093911Z
LAST-MODIFIED:20240202T071751Z
UID:10003136-1450186740-1450186740@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის თეატრში ახალი სპექტაკლის - „სახურავი“ - პრემიერა გაიმართება
DESCRIPTION:18\, 19 და 20 დეკემბერს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში მიმდინარე წელს რიგით მეხუთე პრემიერა გაიმართება. \n„სახურავი“ თანამედროვე ქართველი დრამატურგის\, სანდრო კაკულიას\, პიესაა\, რომელზეც რეჟისორმა ლევან ხვიჩიამ\, მხატვარმა შოთიკო ბაგალიშვილმა და კომპოზიტორმა ნიკა მაჩაიძემ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად იმუშავეს. \n„სახურავი“ დღევანდელი ქართველი ახალგაზრდობის წინაშე მდგარ რამდენიმე პრობლემას ეხმიანება: ტელევიზიაში მომუშავე ახალგაზრდების წრე ხშირად იკრიბება და სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გზით ცდილობს გაექცეს რეალობას\, საზოგადოებრივ წნეხსა და ოჯახურ პრობლემებს. პიესის გმირებს სამმაგ რეალობაში უხდებათ ცხოვრება – ტელევიზიის მიერ კონსტრუირებულში\, ნარკოტიკებით თრობის შედეგად დანახულში და იმ სინამდვილეში\, რომელიც მათ\, წინა ორის ფონზე\, ნელ-ნელა გაურბის. \n„სახურავის“ გმირების პრობლემების წინაშე თანამედროვე საქართველოში ნებისმიერი ახალგაზრდა შეიძლება აღმოჩნდეს\, თუ პირადად არა\, ახლო მეგობრებსა თუ ნაცნობებში მარტივად შეუძლია ამოიცნოს სპექტაკლის გმირების „აჩრდილები“. სპექტაკლი ახალგაზრდებს სცენასა და დარბაზში საშუალებას მისცემს ნათლად და მკაფიოდ აღიქვან მსგავს სიტუაციაში მყოფი ხალხის მდგომარეობა\, მათი აზრები\, განცდები და დაინახონ\, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონკრეტულ საქციელს. \nავტორის შესახებ: \nახალგაზრდა დრამატურგი სანდრო კაკულია 1985 წელს თბილისში დაიბადა\, მისი პიესებისა და მოთხრობების მიხედვით თეატრალურ სარდაფში რუსთაველზე და ათონელის თეატრში რამდენიმე თეატრალური პროექტი უკვე განხორციელდა\, ხოლო მისი პიესა „სახურავი“ ათონელის თეატრში 2008 წელს ნანუკა ხუსკივაძემ დადგა. სანდრო გახლავთ სერიალის – „მზარეულები“ – სცენარისტი და სტუდია „კრეატივის“ პროექტის – „ჩემი ცოლის დაქალები“ – ერთ- ერთი მთავარი როლის შემსრულებელი. \nრეჟისორის შესახებ: \nლევან ხვიჩიამ თეატრში მოღვაწეობა მსახიობობით დაიწყო\, მოგვიანებით კი მაგისტრატურა რეჟისურის განხრით რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით დაამთავრა. მის დადგმებს შორის აღსანიშნავია რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე განხორციელებული „ჰამლეტი ComX” შექსპირის „ჰამლეტის“ მიხედვით\, ასევე ოზურგეთის თეატრში ახლახან დადგმული შექსპირისავე „აურზაური არაფრის გამო“ და თელავის თეარტში განხორციელებული „Espresso”. \nსპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური ხელშეწყობით. \nპრემიერის დრო: 18\, 19 და 20 დეკემბერი\, 20:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-theatrshi-akhali-speqtaklis-sakhuravi-premiera-gaimartheba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32987.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151214T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151214T160000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151210T083655Z
LAST-MODIFIED:20240202T071754Z
UID:10003138-1450108800-1450108800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბავშვის განვითარებისა და აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების სერია
DESCRIPTION:კომპანია „კრედო“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად\, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში\, 2015 წლის 14 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით\, მართავს ბავშვის განვითარებისა და აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციების სერიას.\nკომპანიის მხარდაჭერით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგ-ცენტრის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნულ ტრენინგ-ცენტრში\, ამერიკელი პროფესორების – ჯოდი პოლაჰას\, სინტია ანდერსონის\, მერიენ ჯეკსონისა დ აჟან-პოლ მოშელას – მონაწილეობით\, 2015 წლის განმავლობაში გადამზადდა 15 ტრენერი.\n2016 წლიდან ტრენინგ-ცენტრი როგორც სპეციალისტებს\, ასევე მშობლებსა და ბავშვის განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს შესთავაზებს მრავალფეროვან ტრენინგ-მოდულებსა და სასერტიფიკატო პროგრამებს პოზიტიურ მშობლობაზე\, ქცევის გამოყენებით ანალიზსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.\n18 დეკემბერს\, 17:00 საათზე შედგება ტრენინგ-ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია. \nსაჯარო ლექციებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \n14-18 დეკემბერს ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი: \nდრო/ადგილი: 14 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\nმომხსენებელი: თინათინ ჭინჭარაული\, PhD\, BCBA\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი\nთემა: „რატომ ქცევის გამოყენებითი ანალიზი?“ (პრაქტიკული რჩევები სპეციალისტებისა და მშობლებისთვის) \nდრო/ადგილი: 15 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 124 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)\nმომხსენებელი: სალომე მაზმიშვილი\, MA\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი\nთემა: „მშობელთა კონსულტაციის (family check-up) სისტემა” (ვორკშოპი სპეციალისტებისთვის) \nდრო/ადგილი: 16 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\nმომხსენებელი: ნატა მეფარიშვილი\, PhD\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ბავშვთა კლინიკური ფსიქოლოგი\nთემა: „მე – მშობელი: პოზიტიური აღზრდა“ (საჯარო ლექცია მშობლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის) \nდრო/ადგილი: 17 დეკემბერი\, 16:00-18:00 საათი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\nმომხსენებელი: ია იაშვილი\, MA\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი\nთემა: „ტუალეტის ჩვევის შემუშავების სისტემა“ (ვორკშოპი სპეციალისტებისთვის) \nდრო/ადგილი: 18 დეკემბერი\, 18:30-19:30 საათი\, წიგნის სახლი „ლიგამუსი“\nმომხსენებელი: ანა პაპავა\, MA\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი\nთემა: „კვების სირთულეები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში“ (საჯარო ლექცია სპეციალისტებისა და მშობლებისთვის) \nდრო/ადგილი: 18 დეკემბერი\, 17:00 საათი\, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი (ჭავჭავაძის გამზ. #32\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი)\nღონისძიება: ტრენინგ-ცენტრის ოფიციალური გახსნა \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/bavshvis-ganvitharebisa-da-aghzrdis-sakithkhebisadmi-midzghvnili-sajaro-leqtsiebis-seria/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32871.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151212T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151212T180000
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151207T065614Z
LAST-MODIFIED:20240202T071758Z
UID:10003140-1449943200-1449943200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ორმაგი ავტოგრაფი" - თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის ალბომის პრეზენტაცია
DESCRIPTION:12 დეკემბერს\, შაბათს\, 18.00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” გაიმართება  თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის ალბომის – “ორმაგი ავტოგრაფი” – პრეზენტაცია. \nალბომი უნიკალურია იმ მხრივ\, რომ მოიცავს 21-ე საუკუნის ყველა თაობის წარმომადგენელს (103 ავტორი). Kikala Studio-მ  შექმნა ამ ავტორთა ფოტო-პორტრეტები\, ლექსები კი წარმოდგენილია ხელნაწერების  (ფოტოპირების) სახით. \n„ორმაგ ავოტოგრაფს“ წარადგენენ პროფესორები: ცირა ბარბაქაძე\, ბელა წიფურია\, გია ჯოხაძე\, კონსტანტინე ბრეგაძე; მწერალი ნატო დავითაშვილი და ფსიქოლოგი ლევან შატბერაშვილი. \nილიაუნის სტუდენტები ალბომიდან წაიკითხავენ ლექსებს. \nიდეის ავტორია სალომე სულაბერიძე; ალბომი გამოიცა „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ მხარდაჭერით (გიგა კობალაძე); დიზაინერი – მანანა არაბული; ფოტოგრაფი – მამუკა კიკალიშვილი (Kikala Studio); პარტნიორები ქალაქ თბილისის მერია\, EUGS და კომპანია „სარაჯიშვილი“. \nავტორები მხოლოდ პრეზენტაციაზე დასაჩუქრდებიან ალბომებით. \nდრო: 12 დეკემბერი\, 18.00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. #32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ormagi-avtographi-thanamedrove-qarthuli-poeziis-anthologiis-albomis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/30614.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151211T171500
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151211T171500
DTSTAMP:20260513T233251
CREATED:20151210T093608Z
LAST-MODIFIED:20240202T071802Z
UID:10003142-1449854100-1449854100@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ნაომი ჰოილის საჯარო ლექცია: Translational research and its potential in oncology
DESCRIPTION:11 დეკემბერს\, პარასკევს\, 17:15 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, “ონკოლოგიის ზამთრის სკოლის” ფარგლებში\, საჯარო ლექციას წაიკითხავს დოქტორი ნაომი ჰოილი (Naomi Hoyle). \nლექციის თემაა: “Translational research and its potential in oncology”. \nსამუშაო ენა: ინგლისური. \nდრო: 11 დეკემბერი\, 17:15 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-naomi-hoilis-sajaro-leqtsia-translational-research-and-its-potential-in-oncology/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/12/32872.png
END:VEVENT
END:VCALENDAR