BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151031T113000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151031T113000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151006T074546Z
LAST-MODIFIED:20241122T110917Z
UID:10003325-1446291000-1446291000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემიოტიკის მე-6 სამეცნიერო კონფერენცია
DESCRIPTION:31 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სემიოტიკის კვლევითი ცენტრი და ჟურნალი ”სემიოტიკა” გიწვევთ სემიოტიკის მე-6 სამეცნიერო კონფერენციაზე. \nკონფერენციის თემაა: ქალაქის სემიოტკა და სემიოტიკა ქალაქში. \n31 ოქტომბერს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზ. №32)\, კონფერენციის პლენარულ სხდომაზე\, გაიმართება პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის\, გურამ ყიფიანის ახალი წიგნისა – “ქალაქი სურიუმი”. \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ. \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/semiotikis-me-6-sametsniero-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16848.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151030T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151030T160000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151028T115447Z
LAST-MODIFIED:20240202T072756Z
UID:10003327-1446220800-1446220800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ქეთევან ხუციშვილის მოხსენება: გაზიარებული სალოცავები (ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)
DESCRIPTION:30 ოქტომბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორიაში\, ილიაუნის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის წევრის\, ქეთი გურჩიანის\, ორგანიზებით\, გაიმართება მორიგი კვლევითი შეხვედრა ანთროპოლოგებისთვის. შეხვედრის ფარგლებში\, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი წაიკითხავს მოხსენებას: გაზიარებული სალოცავები (ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით). \nდრო: 30 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A103 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-qethevan-khutsishvilis-mokhseneba-gaziarebuli-salotsavebi-qvemo-qarthlis-ethnographiuli-masalebis-mikhedvith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17608.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151030T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151030T160000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151022T075427Z
LAST-MODIFIED:20240202T072801Z
UID:10003328-1446220800-1446220800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ფარმაცევტული საწარმოს\, შპს „ჯი-ემ-პი“-ს\, წარმომადგენლებთან
DESCRIPTION:30 ოქტომბერს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით\, გაიმართება შეხვედრა ფარმაცევტული საწარმოს\, შპს „ჯი-ემ-პი“-ს\, გენერალურ დირექტორთან\, გიორგი ანთაძესთან\, და ამავე კომპანიის დირექტორთან ხარისხის დარგში\, ეკატერინე კოპლატაძესთან. შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოში ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერები. \nშეხვედრის მიზანია მკვლევრებსა და მწარმოებლებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა. \nშეხვედრის ფარგლებში\, შპს „ჯი-ემ-პი“-ს წარმომადგენლები წარადგენენ კომპანიის წინაშე არსებულ გამოწვევებს. მეცნიერებს ექნებათ საშუალება\, დასვან შეკითხვები და განიხილონ თანამშრომლობის შესაძლებლობები. \nდრო: 30 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-pharmatsevtuli-satsarmos-shps-ji-em-pi-s-tsarmomadgenlebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17290.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151030T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151030T150000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151022T125456Z
LAST-MODIFIED:20240202T072805Z
UID:10003329-1446217200-1446217200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თამარ ქალდანის საჯარო ლექცია: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - რეფორმის მიმდინარეობა\, გამოწვევები“
DESCRIPTION:30 ოქტომბერს\, პარასკევს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მოწვევით\, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი\, თამარ ქალდანი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი – რეფორმის მიმდინარეობა\, გამოწვევები“. \nდრო: 30 ოქტომბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thamar-qaldanis-sajaro-leqtsia-personalur-monatsemtha-datsvis-inspeqtori-rephormis-mimdinareoba-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17367.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151029T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151029T190000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151026T071900Z
LAST-MODIFIED:20240202T072809Z
UID:10003330-1446145200-1446145200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პიერ პაოლო პაზოლინის “ქუჩის ბიჭები” - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:29 ოქტომბერს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”დიოგენე“ გიწვევთ პიერ პაოლო პაზოლინის რომანის პრეზენტაციაზე. რომანს სახელწოდებით “ქუჩის ბიჭები” მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე და პოეტი შოთა იათაშვილი წარადგენენ. \nცნობილი იტალიელი კინორეჟისორის\, მწერლისა და პოეტის პიერ პაოლო პაზოლინის (1922-1975) ”ქუჩის ბიჭები” 1956 წელს გამოვიდა და ერთბაშად მოიპოვა პოპულარობა\, თუმცა რომანი მაშინვე მწვავედ გააკრიტიკეს\, ავტორს კი სასამართლოში უჩივლეს. \nრომანში მოქმედება 1940-50-იან წლებში მიმდინარეობს. ჩვენ თვალწინ იშლება გერმანული ოკუპაციისა და ომის შემდგომდროინდელი რომი – ღარიბული გარეუბნებისა და მუდმივად ქუჩაში მოწანწალე ნახევრად მშიერი ბიჭების ქალაქი. ამ ბიჭების ერთადერთი საზრუნავი თავის გატანაა\, რისთვისაც ისინი არაფერს ერიდებიან. პრეზენტაციის დღეს წიგნი 14.90 ლარის ნაცვლად 10 ლარად გაიყიდება. \nდრო: 29 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pier-paolo-pazolinis-quchis-bitchebi-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17441.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151029T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151029T170000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151026T130042Z
LAST-MODIFIED:20241122T110917Z
UID:10003331-1446138000-1446138000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რაინერ მარია რილკესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:29-30 ოქტომბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრი\, კავკასიურ სახლთან და მწერალთა სახლთან თანამშრომლობითა და ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით\, გიწვევთ ავსტრიელი მწერლის\, რაინერ მარია რილკეს დაბადებიდან 140 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე. \nკონფერენცია წარიმართება გერმანულ ენაზე (თარგმანის გარეშე). \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rainer-maria-rilkesadmi-midzghvnili-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17567.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151028T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151028T190000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151026T120246Z
LAST-MODIFIED:20240202T072818Z
UID:10003332-1446058800-1446058800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა
DESCRIPTION:28 ოქტომბერს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, პოეტი რატი ამაღლობელი აგრძელებს საუბარს თემაზე: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა. მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: თამარი ხალხურ პოეზიაში; ღვთისმშობელი და თამარი; მნემოსინე-მეხსიერება\, როგორც ცხრა მუზის ერთობლიობა; ღვთისმშობელი და ქართული სასულიერო პოეზია; თამარი და ქართული სამიჯნურო პოეზიის დაბადება; თამარი და რუსთაველი; სიყვარული\, როგორც შემეცნების ძალა. \nდრო: 28 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-vephkhistqhaosani-da-maradqalurobis-idea-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17562.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151028T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151028T170000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151026T075317Z
LAST-MODIFIED:20240202T072822Z
UID:10003333-1446051600-1446051600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გრანტები სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის
DESCRIPTION:28 ოქტომბერს\, ოთხშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) შედგება საინფორმაციო შეხვედრა საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით\, რომელსაც განათლების\, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდი ხვალინდელი წარმატებისათვის აცხადებს სტუდენტური ინოვაციური პროექტებისათვის. \nკონკურსის მიზანი: \nკონკურსის მიზანია\, აამაღლოს სტუდენტების კვლევების კომერციალიზაციაში ჩართვის მოტივაცია; დაეხმაროს ნიჭიერ ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების რეალიზაციაში; გაზარდოს სტუდენტების მისწრაფება\, მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკული ინოვაციებისთვის; მიმართოს ნიჭიერი და კრეატიული სტუდენტების ინტელექტუალური პოტენციალი მაღალტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარებისკენ\, ამ გზით კი ხელი შეუწყოს ქვეყნის ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებასა და\, საბოლოოდ\, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებას. \nმონაწილეობის პირობები: \nკონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ან მის ფარგლებს გარეთ უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს (ასევე პირებს\, რომელთაც 2015 წელს დაამთავრეს ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ერთ-ერთი და აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი). \nპროექტის ხელმძღვანელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. \nკონკურსზე წარმოდგენილი პროექტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს\, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარს. \nცალკეულ შემთხვევებში\, ფონდი განიხილავს წარმატებული პროექტების გაგრძელებისა და დამატებითი დაფინანსების შესაძლებლობას. \nრეგისტრაცია და ვადები: \nკონკურსში მონაწილეობის მისაღებად\, აუცილებელია\, გაიაროთ რეგისტრაცია ფონდის ვებგვერდზე www.tsfund.ge და შეავსოთ პროფესიული ბიოგრაფიის (CV) ფორმა. ამის შემდეგ შეძლებთ\, დაარეგისტრიროთ საგრანტო პროექტი. \nპროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2015 წლის 25 ნოემბრის 00:00 საათამდე. \nკონკურსის პირველ ეტაპზე\, პროექტის საბოლოო წარდგენის შემდეგ\, ელექტრონული ბაზა პროექტს მიანიჭებს უნიკალურ შიფრს და განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ\, ხელმოწერილი\, დასკანერებული სახით\, 26 ნოემბრის 00:00 საათამდე გაიგზავნება ფონდში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sig@tsfund.ge \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nანი ჩიქოვანი\nტელ.: 577 741447\nელფოსტა: chikovani@tsfund.ge\nგელა ჯავახიშვილი\nტელ.: 577 112001\nელფოსტა: javakhishvili@tsfund.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/grantebi-studenturi-inovatsiuri-proeqtebisathvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17447.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151028T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151028T160000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151023T072203Z
LAST-MODIFIED:20240202T072826Z
UID:10003334-1446048000-1446048000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ანა სიჭინავას სემინარი: „როგორ დავგეგმოთ კარიერა. პრაქტიკული რჩევები დამწყები პროფესიონალებისთვის
DESCRIPTION:28 ოქტომბერს\, ოთხშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის მოწვევით\, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” HR განყოფილების ხელმძღვანელი\, ანა სიჭინავა\, ჩაატარებს სემინარს თემაზე: „როგორ დავგეგმოთ კარიერა. პრაქტიკული რჩევები დამწყები პროფესიონალებისთვის”. \nდრო: 28 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ana-sitchinavas-seminari-rogor-davgegmoth-kariera-praqtikuli-rchevebi-damtsqhebi-prophesionalebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17423.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151027T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151027T170000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151020T075456Z
LAST-MODIFIED:20240202T072831Z
UID:10003335-1445965200-1445965200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მარიანე შაგის საჯარო ლექცია: “წმინდა მარტინე ტურელი და მეუდაბნოე მამები: გვიანანტიკური სამონასტრო გაჯიბრება”
DESCRIPTION:27 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში ჩატარდება ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (Central European University\, Budapest) და ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის (Eötvös Loránd University) ასოცირებული პროფესორის\, მარიანე შაგის\, საჯარო ლექცია თემაზე: “წმინდა მარტინე ტურელი და მეუდაბნოე მამები: გვიანანტიკური სამონასტრო გაჯიბრება”. \nპროფესორის შესახებ:\nაღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მარიანე შაგის კვლევები ინტერდისციპლინარულია და მოიცავს ლათინურენოვანი დასავლეთის რელიგიურ\, სოციალურ\, კულტურულ და პოლიტიკურ ისტორიას გვიან ანტიკურობასა და შუა საუკუნეებში. 1999-2003 წლებში იგი იყო უნგრეთის კულტურული ინსტიტუტის აკადემიური დირექტორი პარიზში. სხვადასხვა დროს კითხულობდა ლექციებს პარიზის\, პუატიეს\, ტურის (საფრანგეთი)\, ტურკუს (ფინეთი) და ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტებში; არის საზაფხულო სკოლის ორგანიზატორი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსა და რომის უნგრულ აკადემიაში; უნგრეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული ფრანკოის (Fraknói) პრემიის 2006 წლის ლაურეატი; უნგრეთის პატრისტიკული ასოციაციის ფუძემდებელი და ნაციონალური კორესპონდენტი; აგრეთვე Lectio Divina (Bakonybél Saint Mauritius Abbey- L’Harmattan Budapest) სერიის რედაქტორი და Hungarian Historical Review-სა და Communio International Catholic Review-ს სარედაქციო საბჭოს წევრი.\nმარიანე შაგის გამოცემული აქვს მონოგრაფიები: Martyrs and Poems: The Cult of the Saints in Rome under Damasus\, A. D. 366-384 [მოწამენი და პოემები: წმინდანთა კულტი დამასის დროს (366-384)] და Saint Martin of Tours: Asceticism and Power in Late Antiquity [წმინდა მარტინე ტურელი: ასკეტიზმი და ძალაუფლება შუა საუკუნეებში]. \nლექციის შესახებ:\nასკეტთა შორის გაჯიბრება არ იყოს ახალი გვიან ანტიკურ პერიოდში არც ეგვიპტური უდაბნოსთვის\, არც კაპადოკიისათვის და არც რომაული საგვარეულო მონასტრებისა თუ განათლებული ქრისტიანულ ელიტისათვის\, რომლის წიაღშიაც მოხდა ასკეტ გმირთა – მაგ.\, ანტონი ეგვიპტელის\, პავლე თებელისა თუ მარტინე ტურელის – გასაოცარი ღვაწლის დაფიქსირება და შემდგომი გავრცელება რომის იმპერიაში. თავისებურებით ხასიათდება ლათინური მონასტიციზმის დაფუძნების შესახებ ტექსტებში ასახული გაჯიბრება დასავლელ და აღმოსავლელ ასკეტთა შორის.\nლექციაში განხილული იქნება მონასტიკური გაჯიბრების კომპლექსური სტრატეგიების ძირითადი მაგალითის – სულპიციუს სევერუსის (Sulpicius Severus; 363-420 წწ.) ნაშრომის\, ”დიალოგები მარტინეს სათნოების შესახებ” (Gallus\, or Dialogues on the Virtues of Martin) – ლიტერატურული ამბიციები და ქვეტექსტი.\nეს ნაშრომი მიზნად ისახავს\, თვალნათლივ წარმოაჩინოს გალების მონასტიციზმის უპირატესობა ეგვიპტურ მონასტიციზმზე. სულპიციუსი არა მხოლოდ ათავსებს გალიას ერთ რიგში კაპადოკიასთან\, ჩრდილოეთ იტალიასთან\, პალესტინასა და ეგვიპტესთან\, როგორც კიდევ ერთ რეგიონს\, სადაც უდაბნო ზეციურ ქალაქად გადაიქცა\, არამედ სახავს გალიას\, როგორც მოდელს აღმოსავლეთის ასკეტთათვის\, რომლებიც რჩევას დასავლეთის ასკეტებს ეკითხებიან. ტექსტის თანახმად\, უდაბნოში მამები მხოლოდ ერთ წიგნს\, სულპიციუსის ”მარტინეს ცხოვრებას” კითხულობდნენ და ავტორს ხმამაღლა ევედრებოდნენ გაგრძელების დაწერას!\nGallus-ში წმინდა მარტინე არა მხოლოდ პლატონს აღემატება სიბრძნით და კიპრიანეს მარტვილობის სურვილით\, არამედ მისი ასკეტიკური სწრაფვაც აღემატება ანტონისა და პახომის სწრაფვას\, მიუხედავად მისი გარკვეულწილად „დარღვეული“ საეპისკოპოსო ცხოვრების წესისა. არანაკლები თავგადადებით სულპიციუსი ცდილობს წარმოადგინოს საკუთარი თავი\, როგორც ახალი ყაიდის ქრისტიანი მწერალი\, რომელიც პირად თუ საეკლესიო მიღწევათაგან დამოუკიდებლად ასრულებს ასკეტური ქარიზმის ავტორიტატული მედიატორის როლს. მეუდაბნოე მამათა მხარდაჭერა ვრცელდება არა მხოლოდ მარტენეზე\, არამედ სულპიციუსზეც\, ვინაიდან სწორედ მის მიერ მარტინეს შესახებ დაწერილი მტკიცებულებაა მოთხოვნადი. რა დასკვნების გამოტანა შეიძლება კონკრეტული ჰაგიოგრაფიული ტექსტის წმინდა სტატუსისა და\, ზოგადად\, სამონასტრო წიგნიერების შესახებ? სწორედ ამ საკითხის გაშუქებას ისახავს ლექცია მიზნად. \nდრო: 27 ოქტომბერი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-mariane-shagis-sajaro-leqtsia-tsminda-martine-tureli-da-meudabnoe-mamebi-gvianantikuri-samonastro-gajibreba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17345.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151027T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151027T160000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151021T101252Z
LAST-MODIFIED:20240202T072835Z
UID:10003338-1445961600-1445961600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:EURAM-ის ვიცეპრეზიდენტის\, ჰანს ლუნდბერგის\, საჯარო ლექცია: „Learning as an entrepreneurial process”
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების დეპარტამენტი\, ტემპუსის პროექტის – LeAGUe (A Network for Developing Lifelong learning in Armenia\, Georgia and Ukraine) – ფარგლებში\, მასპინძლობს EURAM-ის (The European Academy of Management) ვიცეპრეზიდენტს\, ბიზნესისა და ეკონომიკის ფილოსოფიის დოქტორს\, შვედეთის ლინეუსის უნივერსიტეტის ლექტორს ჰანს ლუნდბერგს.\n27 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ჰანს ლუნდბერგი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „Learning as an Entrepreneurial Process”\, რომლის მიზანია\, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია უწყვეტი განათლების და მეწარმეობის მნიშვნელობაზე დღევანდელ მსოფლიოში. \nსაჯარო ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. ლექციის დასასრულს\, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, მიმართოს სპიკერს თემასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით.\nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ\, გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/MJOhXZ \nლექციის დრო: 27 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/euram-is-vitseprezidentis-hans-lundbergis-sajaro-leqtsia-learning-as-an-entrepreneurial-process/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17358.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151026T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151026T180000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151023T121737Z
LAST-MODIFIED:20240202T072839Z
UID:10003340-1445882400-1445882400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მარტინ როუზის საჯარო ლექცია: ”სპეციალური განათლება საქართველოში და ევროპაში”
DESCRIPTION:26 ოქტომბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” აბერდინის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ემერიტუსი პროფესორი\, მარტინ როუზი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”სპეციალური განათლება საქართველოში და ევროპაში”. პროფესორი მარტინ როუზი ლექციაზე განიხილავს ევროპაში ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და მიდგომების მრავალფეროვნებას; ასევე\, ყურადღებას გაამახვილებს ე.წ. უხილავი ბავშვების თემაზე და ადგილობრივი თემის როლზე ინკლუზიური საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფაში. \nლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე თანმიმდევრული ქართული თარგმანით. \nდრო: 26 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-martin-rouzis-sajaro-leqtsia-spetsialuri-ganathleba-saqarthveloshi-da-evropashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17439.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151026T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151026T140000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151023T083451Z
LAST-MODIFIED:20240202T072856Z
UID:10003342-1445868000-1445868000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სტიპენდიატების დაჯილდოება
DESCRIPTION:26 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, დაჯილდოვდებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამის ის პირველკურსელები\, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ან/და გაიმარჯვეს ილიაუნის მომავალ ფიზიკოსთა ოლიმპიადაში. \nსტიპენდიატებს წარმატებას მიულოცავს უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია\, ფაკულტეტების დეკანები და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. სტუდენტები გაეცნობიან სტიპენდიით სარგებლობის პირობებს. \nილიაუნის სტიპენდიატებს\, სიგელებთან ერთად\, გადაეცემათ საჩუქრები. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ფურშეტი. \n2015 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააწესა ორი კატეგორიის (1200 და 600 ლარიანი) სასტიპენდიო ვაუჩერები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფიზიკის მიმართულებასა და დაწყებითი სკოლის პედაგოგიკისა და სკოლამდელი აღზრდის პროგრამის წარმატებული აბიტურიენტებისათვის. სასტიპენდიო ფონდმა შეადგინა 45000 ლარი. ილიაუნი 2016 წელსაც დააწესებს სტიპენდიებს წარმატებული აბიტურიენტებისთვის. \nდრო: 26 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია\, (გ. წერეთლის ქ. №1)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-stipendiatebis-dajildoeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17435.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151023T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151023T170000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151022T070633Z
LAST-MODIFIED:20240202T072857Z
UID:10003350-1445619600-1445619600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა: გაცვლითი პროგრამა Erasmus +
DESCRIPTION:23​ ოქტომბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus + გაცვლითი პროგრამის მიმდინარე კონკურსების შესახებ. \nგაცვლითი პროგრამა Erasmus + გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. \nმიმდინარე კონკურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ​ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nმისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5\nტელ: 2 14 13 88\nელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-gatsvlithi-programa-erasmus/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17106.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151023T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151023T140000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151019T131758Z
LAST-MODIFIED:20240202T072857Z
UID:10003351-1445608800-1445608800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო დისკუსია თემაზე: „ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მნიშვნელობა\, გამოწვევები და უპირატესობები; ამერიკული და ქართული პრაქტიკის შეფასება”
DESCRIPTION:23 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის სამართლის სკოლის ხელშეწყობით და კლუბ „სტუდენტური სასამართლოს“ ორგანიზებით\, გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის მნიშვნელობა\, გამოწვევები და უპირატესობები; ამერიკული და ქართული პრაქტიკის შეფასება”. \nდისკუსიას გახსნის ილიაუნის სამართლის სკოლის დეკანი\, ირაკლი ფორჩხიძე. დისკუსიას გაუძღვებიან: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში\, მაიკლ გრანტი; თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა მოსამართლე\, ეკა არეშიძე; აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოში\, ნატა წნორიაშვილი. \nდაინტერესების შემთხვევაში\, გთხოვთ\, 22 ოქტომბრის 15:00 საათამდე მოგვწეროთ ელფოსტაზე: lawfaculty@iliauni.edu.ge. \nადგილები შეზღუდულია. \nდრო: 23 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-diskusia-themaze-naphitsi-msajulebis-institutis-mnishvneloba-gamotsvevebi-da-upiratesobebi-amerikuli-da-qarthuli-praqtikis-shephaseba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16033.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151023T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151023T120000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151016T120800Z
LAST-MODIFIED:20241122T110917Z
UID:10003192-1445601600-1445601600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის კონფერენცია: „როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? - კულტურა\, ისტორია\, პოლიტიკა“
DESCRIPTION:23-24 ოქტომბერს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება კონფერენცია: “როგორ ვიმსჯელოთ სუბალტერნზე პოსტსოციალისტურ საზოგადოებებში? – კულტურა\, ისტორია\, პოლიტიკა”. \nკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მკვლევრები\, პროფესორები\, სტუდენტები\, ვიზუალური არტისტები\, ფოტოგრაფები და ლიტერატორები. \nიტალიელი თეორეტიკოსის\, ანტონიო გრამშის მიერ შემოტანილი ტერმინი „სუბალტერნი“\, ჩვეულებისამებრ\, „დაქვემდებარებულს“\, „დაბალი რანგის“ სოციალურ ჯგუფებსა თუ ადამიანთა კატეგორიებს აღნიშნავს. \nთანამედროვე თეორიულ დისკურსებში ”სუბალტერნული” ჰეგემონიის მიღმა მყოფ ჯგუფებს ეწოდებათ\, რომელთა არსებობა ოფიციალურ კულტურაში არ აისახება\, „მათი ხმა არ ისმის“ და\, შესაბამისად\, მათი არსებობა დისკურსულ დონეზე მხოლოდ არასაკუთარი\, სხვისი პერსპექტივიდან აღიწერება. პოსტკოლონიურ და პოსტიმპერიულ კონტექსტებში ამ ტერმინის მსგავსი შინაარსი გამოიყენება ყოფილი იმპერიისა და კოლონიის\, აგრეთვე ჰეგემონიური დასავლეთის აღმოსავლეთთან და\, ზოგადად\, „მესამე სამყაროს“ ქვეყნებთან მიმართებაში. \nკონფერენციის მიზანია როგორც სუბალტერნის თეორიულ ინტერპრეტაციებზე მსჯელობა\, ისე მასთან დაკავშირებული თემატიკის პოსტსოციალისტური ქვეყნების\, განსაკუთრებით\, საქართველოს კონტექსტში გადმოტანა და კვლევების შესაძლო პერსპექტივების განხილვა. \nკონფერეციის დრო და ადგილმდებარეობა: \n23 ოქტომბერი – G106 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (გ. წერეთლის ქ. №1)\n24 ოქტომბერი – E207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sotsialuri-da-kulturis-kvlevebis-institutis-konpherentsia-rogor-vimsjeloth-subalternze-postsotsialistur-sazogadoebebshi-kultura-istoria-politika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17337.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151022T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151022T190000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151015T123314Z
LAST-MODIFIED:20240202T072225Z
UID:10003194-1445540400-1445540400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვუდი ალენის „ჩემი აპოლოგია“ - წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:22 ოქტომბერს\, ხუთშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”ინტელექტი“ გიწვევთ ვუდი ალენის მოთხრობების კრებულის ახალი თარგმანის პრეზენტაციაზე. წიგნის მთარგმნელი\, თამარ სუბელიანი\, ვუდი ალენის ლიტერატურაზე ისაუბრებს. „ჩემი აპოლოგია“ თანამედროვე ამერიკელი მწერლის\, სცენარისტის\, მსახიობისა და რეჟისორის\, ვუდი ალენის\, მოთხრობების სრული კრებულია\, რომელშიც თავმოყრილია 1971-1980 წლებში შექმნილი ორმოცდაექვსი ნაწარმოები. \nდრო: 22 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vudi-alenis-chemi-apologia-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17286.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151021T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151021T190000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151020T105559Z
LAST-MODIFIED:20240202T072227Z
UID:10003195-1445454000-1445454000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია: დათმობა და აუთგრუპები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული გაგებისთვის
DESCRIPTION:21 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტისა და დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება დოქტორ მარკ ჰუვის საჯარო ლექცია თემაზე: „დათმობა და აუთგრუპები: ორი პოტენციური ბარიერი კროს-კულტურული გაგებისთვის“. \nლიცენზირებული ფსიქოლოგი მარკ ჰუვი ავტორია შემდეგი ნაშრომებისა და პუბლიკაციებისა: \n\n„ახირებული ჯარისკაცი: რეზერვის ფსიქოლოგის მემუარები და ანალიზი ამერიკა-ერაყის მეორე ომის დროს“ (2007)\n„ჯარისკაცობა ნათელ მხარეს“ (გამოქვეყნდება 2016 წელს)\n„ერაყის ოკუპაციის ჰუმანიზაცია“ (Research Papers: The Crisis in the Middle East;” Issue 05/07\, Editors: Ronald H. Tuschl/Cornelia Pauer);\n„დიპლომატიური ძალისხმევა ახლო აღმოსავლეთში: შეუძლიათ თუ არა ფსიქოლოგებსა და კონფლიქტის მოგვარების სპეციალისტებს მოლაპარაკების პროცესის ხელშეწყობა?“ (Specialists Contribute to the Negotiation Process\, “Online Journal of Peace and Conflict Resolution\, Feb. 2006 (Used as chapter in “Wayward Soldier\,” March 19\, 07)\n\nდრო: 21 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. N32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-mark-huvis-sajaro-leqtsia-dathmoba-da-authgrupebi-ori-potentsiuri-barieri-kros-kulturuli-gagebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17346.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151021T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151021T190000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151016T150547Z
LAST-MODIFIED:20240202T072229Z
UID:10003196-1445454000-1445454000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო” : ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა
DESCRIPTION:21 ოქტომბერს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, პოეტი რატი ამაღლობელი განაახლებს შეხვედრების ციკლს – პოეზია და რეციტაცია. \nპირველ შეხვედრაზე მომხსენებელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ”ვეფხისტყაოსანი” და მარადქალურობის იდეა\, თამარის სახე ქართულ პოეზიაში\, დალის და ამირანის მითი\, წმინდა გიორგი და ამირანი. წმინდა გიორგი და ტარიელი. ტარიელი და ნესტანი; პერსევალი და ბლანშეფლორი; რუსთაველი და თამარი; პოეტი და მუზა. \nდრო: 21 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-vephkhistqhaosani-da-maradqalurobis-idea/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17332.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151020T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151020T190000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151018T153445Z
LAST-MODIFIED:20240202T072231Z
UID:10003197-1445367600-1445367600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა მოგზაურებთან The Pilgreens
DESCRIPTION:20 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე უმასპინძლებს მოხალისეებს The Pilgreens\, რომლებიც მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით მოგზაურობენ აზიიდან ევროპამდე. \nThe Pilgreens-ის მიზანია\, აჩვენონ საზოგადოებას მზის ენერგიის დადებითი მხარეები და მისი გამოყენების პერსპექტივები. ამიტომ ისინი მზის და ელექტროენერგიაზე მომუშავე უცნაური ტრანსპორტით\, Tuk-Tuk-ით მოგზაურობენ ტაილანდიდან საფრანგეთისკენ. \nმათი საბოლოო დანიშნულების ადგილი არის პარიზი\, სადაც 2015 წლის დეკემბერში გაიმართება COP21 – გაეროს კონფერენცია კლიმატის საკითხებზე. \nგზად ისინი გაივლიან 15 ქვეყანას\, დაფარავენ 22 000 კილომეტრს და გამართავენ შეხვედრებს უნივერსიტეტებში მზის ენერგიასთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. \nThe Pilgreens-ის წარმომადგენლები 20 ოქტომბერს ილიაუნის სამეცნიერო კაფის ფარგლებში შეხვდებიან დაინტერესებულ სტუდენტებსა და მკვლევარებს და გაუზიარებენ მათ საკუთარ გამოცდილებას. \nაღნიშნული პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://the-pilgreens.com \nშეხვედრის დრო: 20 ოქტომბერი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-mogzaurebthan-the-pilgreens/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17329.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151020T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151020T180000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151015T072309Z
LAST-MODIFIED:20240202T072233Z
UID:10003198-1445364000-1445364000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის ფარგლებში: ვებგვერდის პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი\, შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის – ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში – ფარგლებში\, გიწვევთ ვებგვერდის პრეზენტაციაზე. \nვებგვერდი www.modernism.ge წარმოადგენს ახალ\, მდიდარ რესურსს\, რომელიც ციფრულ ფორმატში გვაცნობს ქართული მოდერნიზმის/ავანგარდის და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის თბილისის მულტიკულტურული ავანგარდის მემკვიდრეობას. \nმასალების დიდი ნაწილი დაცულია თბილისში\, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში (დირექტორი ნოდარ გრიგოლაშვილი). \nვებგვერდის შემქმნელები\, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორები – ნანა ყიფიანი\, მზია ჩიხრაძე\, თეა ტაბატაძე\, ისაუბრებენ თემაზე: ”თბილისის მულტიკულტურული  ავანგარდი”. \nდრო: 20 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shedarebithi-literaturis-me-6-konpherentsiis-pharglebshi-vebgverdis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17079.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151019T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151019T180000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151015T072056Z
LAST-MODIFIED:20240202T072236Z
UID:10003200-1445277600-1445277600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკელი პროფესორის\, კლაუს რინის\, მოხსენება თემაზე: მულტიკულტურალიზმი და ტრანსკულტურული ერთიანობის პრობლემა
DESCRIPTION:19 ოქტომბერს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი გიწვევთ შედარებითი ლიტერატურის მე-6 კონფერენციის – ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში– პლენარულ მოხსენებაზე: ”მულტიკულტურალიზმი და ტრანსკულტურული ერთიანობის პრობლემა”. მოხსენებას წაიკითხავს ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორი\, კლაუს რინი (ვაშინგტონი\, აშშ). \nკლაუს რინის კვლევები ინტერდისციპლინარულია და მოიცავს: პოლიტიკასა და კულტურას\, პოლიტიკასა და ეთიკას\, ისტორიულ ცნობიერებას\, ეპისტემოლოგიას\, დასავლური პოლიტიკური აზროვნების ისტორიას\, კონსერვატიზმს\, ლიბერალიზმს\, კონსტიტუციოინალიზმს. ის არის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ნაციონალური ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და დირექტორი. ინსტიტუტი იკვლევს ცივილიზაციის მორალურსა და კულტურულ საფუძვლებს. კლაუს რინი სამეცნიერო ჟურნალის\, Humanitas-ის\, რედაქტორია. \nმოდერატორი: პროფ. პაატა ჩხეიძე \nდრო: 19 ოქტომბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikeli-prophesoris-klaus-rinis-mokhseneba-themaze-multikulturalizmi-da-transkulturuli-erthianobis-problema/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17079.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151019T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151019T140000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151016T123510Z
LAST-MODIFIED:20240202T072238Z
UID:10003202-1445263200-1445263200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ესაუბრე არასრულწლოვან დამნაშავეს - ინსტალაცია ილიაუნიში
DESCRIPTION:19 ოქტომბერს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ერთგვარი ინსტალაცია\, კერძოდ\, განთავსდება ციხის პაემნების ოთახის იდენტური ოთახი\, რომელშიც დამონტაჟებული იქნება კამერა. ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება\, კამერის წინ ელაპარაკოს ვირტუალურ არასრულწლოვან დამნაშავეს\, გაუზიაროს თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება; გაუმხილოს\, თავად რა პრობლემები ჰქონია ცხოვრებაში და როგორ გადაულახავს ისინი; როგორია სწავლის პროცესი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და\, ზოგადად\, რა ინტერესები აქვს დღევანდელ ახალგაზრდობას. ჩანაწერები დამუშავდება და შემდეგ რეალურ არასრულწლოვან დამნაშავეებს გადაეცემა. ვიდეომიმართვების ნაწილს კი იუსტიციის მინისტრი გამოიყენებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტისას\, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება. იუსტიციის მინისტრი პირადად წარადგენს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს – სრულიად ახალ მიმართულებას ქართულ სამართალში\, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. ეს არის ერთგვარი სოციალური პროექტი\, რომელიც დაეხმარება არასრულწლოვან დამნაშავეებს\, თავი იგრძნონ საზოგადოების ნაწილად\, ამიტომ თითოეული სტუდენტის ჩართულობა ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/esaubre-arasrultslovan-damnashaves-instalatsia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17293.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151019T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151019T140000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151012T130609Z
LAST-MODIFIED:20240202T072241Z
UID:10003203-1445263200-1445263200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:CITES-ის გენერალური დირექტორის\, ჯონ ე. სკანლონის\, საჯარო ლექცია: CITES და ველური ბუნებით  ვაჭრობა - რა არის CITES და როგორ მუშაობს ის
DESCRIPTION:19 ოქტომბერს\, 14:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში CITES-ის ( „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ”  საერთაშორისო კონვენცია) გენერალური დირექტორი\, იურისტი ჯონ ე. სკანლონი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:”CITES და ველური ბუნებით  ვაჭრობა – რა არის CITES და როგორ მუშაობს ის”. ლექციის დასრულების შემდგომ ჯონ ე. სკანლონს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nჯონ ე. სკანლონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს. \nდრო: 19 ოქტომბერი\, 14:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/cites-is-generaluri-direqtoris-jon-e-skanlonis-sajaro-leqtsia-cites-da-veluri-bunebith-vatchroba-ra-aris-cites-da-rogor-mushaobs-is/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17131.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151019T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151019T100000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151012T084242Z
LAST-MODIFIED:20241122T110917Z
UID:10003204-1445248800-1445248800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის მე-6 კონფერენცია: ”ლიტერატურა მონოკულტურულ / მულტიკულტურულ საზოგადოებაში”
DESCRIPTION:19-20 ოქტომბერს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ჩატარდება ილიაუნის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის მე-6 კონფერენცია: ”ლიტერატურა მონოკულტურულ/მულტიკულტურულ საზოგადოებაში”. კონფერენციაზე მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგება ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის (ვაშინგტონი\, აშშ) პროფესორი\, კლაუს რინი. \nდრო: 19-20 ოქტომბერი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nკონფერენციის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-shedarebithi-literaturis-institutis-me-6-konpherentsia-literatura-monokulturul-multikulturul-sazogadoebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17079.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151016T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151016T160000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151016T074151Z
LAST-MODIFIED:20240202T072249Z
UID:10003206-1445011200-1445011200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის კვლევის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:16 ოქტომბერს\, 16:00 საათზე \, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის წარმომადგენლები  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის თანამშრომლებსა და დოქტორანტებს გააცნობენ ინტელექტუალური საკუთრების მართვის ძირითად პრინციპებს და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მიერ ჩატარებული საჭიროებათა კვლევის შედეგებს. \nდრო: 16 ოქტომბერი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/teqnologiebis-komertsializatsiis-ophisis-kvlevis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17290.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151015T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151015T190000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151012T105958Z
LAST-MODIFIED:20240202T072253Z
UID:10003208-1444935600-1444935600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - შეხვედრა მერაბ ფიფიასთან
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მთარგმნელ მერაბ ფიფიასთან. სტუმარი ისაუბრებს თავის პირველ თარგმანებზე\, თარგმანის პროცესსა და სირთულეებზე\, წლევანდელ თარგმანებსა და სამომავლო გეგმებზე. მთარგმნელი ძირითადად ერიკ ემანუელ შმიტის ტექსტებს მიმოიხილავს\, რომლის 15 ნაწარმოებიც თარგმნა. \nმერაბ ფიფიას ასევე თარგმნილი აქვს დავიდ ფონკინოსის\, ამელი ნოტომის\, ჟიულ ვერნის\, მიშელ უელბეკის\, სალვადორ დალის\, დანიელ პენაკის\, რომენ გარის\, მარგერიტ დიურასის\, ჟოზეფ კესელის და ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოებები. \nდრო: 15 ოქტომბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-merab-phiphiasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17084.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151015T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151015T140000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151013T132255Z
LAST-MODIFIED:20240202T072258Z
UID:10003210-1444917600-1444917600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - Erasmus+ გაცვლითი პროექტები
DESCRIPTION:15 ოქტომბერს\, ხუთშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ კონკურსების შესახებ. აღნიშნული კონკურსი გულისხმობს ბაკალავრების\, მაგისტრანტების\, დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებში. \nდამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს. \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nმისამართი ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5\nტელ:2 14 13 88\nელფოსტა: erasmusplus@iliauni.edu.ge \nშეხვედრის დრო: 15 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-erasmus-gatsvlithi-proeqtebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17106.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151013T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151013T170000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151007T103817Z
LAST-MODIFIED:20240202T072305Z
UID:10003211-1444755600-1444755600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკელი პროფესორის\, დონა ფარინას\, საჯარო ლექცია: The Language of Land Grabs; Denotation and Connotation
DESCRIPTION:13 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ნიუ-ჯერსის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორი\, დოქტორი დონა ფარინა\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “The Language of Land Grabs; Denotation and Connotation”. \nლექციაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით რუსულ პრესაში გამოყენებული ახალი სიტყვებისა და გამონათქვამების ლექსიკოლოგიური ანალიზი\, კერძოდ\, ლექსიკური თამაში სიტყვათა დენოტაციასა და კონოტაციას შორის. \nდრო: 13 ოქტომბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikeli-prophesoris-dona-pharinas-sajaro-leqtsia-the-language-of-land-grabs-denotation-and-connotation/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/16824.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20151013T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20151013T140000
DTSTAMP:20260513T141401
CREATED:20151009T092705Z
LAST-MODIFIED:20240202T072307Z
UID:10003213-1444744800-1444744800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”პირსონი და კომპანია” - ღია კარის დღე ილიაუნის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:13 ოქტომბერს\, სამშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ”პირსონი და კომპანია” ილიაუნის სტუდენტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. \n”პირსონი და კომპანია” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინგლისური ენის სწავლებას ახალი პროგრამითა და სწავლების სრულიად ახალი სისტემით სთავაზობს. შეიქმნა ახალი ელექტრონული სწავლების რესურსები. კურსი ხორციელდება როგორც სააუდიტორიო\, ასევე ონლაინ რეჟიმში. MyEnglishLab-ის ონლაინ დავალებები და შეფასების სისტემა მიზნად ისახავს სწავლების პროცესში სტუდენტების აღქმისა და გაგების უნარების განვითარებას. \nბეჭდურ და ონლაინ სასწავლო რესურსებთან ერთად\, ”პირსონმა” ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა ინგლისური ენის ყველა დონის შესაბამისი მასალა\, რაც მოიცავს: \n\nზოგადი\, აკადემიური და პროფესიული ინგლისურის შემსწავლელ სახელმძღვანელოებს;\nპრაქტიკასა და შეფასებას MyEnglishLabs-ის პროგრამის გამოყენებით;\nინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებულ ტესტს (PTE).\n\nსტუდენტები სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მიიღებენ. \nღია კარის დღეზე სტუდენტები სიღრმისეულად გაეცნობიან ”პირსონისა და კომპანიის” პროექტს – „ინგლისური წიგნი საქართველოში“ და მის სხვა ახალ შეთავაზებებს. ასევე\, მიიღებენ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხს. \nდრო: 13 ოქტომბერი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pirsoni-da-kompania-ghia-karis-dghe-iliaunis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/10/17066.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR