BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150625T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150625T150000
DTSTAMP:20260516T100837
CREATED:20150622T105340Z
LAST-MODIFIED:20240202T072942Z
UID:10003369-1435244400-1435244400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა სტრასბურგის მოსამართლეებთან
DESCRIPTION:25 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამართლის სკოლას\, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეგიდით\, ეწვევიან სტრასბურგის მოსამართლეები: \n\nMr. Josep Casadevall- Vice-President of European Court of Human Rights (Andorra) accompanied by his spouse Ms. Maria Cinta Palle Allis.\nMs. Ganna Yudkivska – Judge of European Court of Human Rights (Ukraine)\nMs. Nona Tsotsoria – Judge of European Court of Human Rights (Georgia)\nMs. Fatos Araci – Deputy Section Registrar )\n\nსტრასბურგის მოსამართლეები გამართავენ შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან. შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. \nშეხვედრის ენა: ფრანგული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდრო: 25 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-strasburgis-mosamarthleebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13559.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTSTAMP:20260516T100837
CREATED:20150622T134532Z
LAST-MODIFIED:20240202T072947Z
UID:10003371-1435172400-1435172400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის\, ჰარშა რამის\, საჯარო ლექცია - „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“
DESCRIPTION:24 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, გაიმართება კალიფორნიის (ბერკლის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორის\, ჰარშა რამის საჯარო ლექცია – „ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“. ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. \nჰარშა რამი – ბერკლის (კალიფორნიის) უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობისა და სლავური ენებისა და ლიტერატურების ფაკულტეტის პროფესორი. ჰარშა რამის აკადემიური საქმიანობა და ინტერესი მრავალ დისციპლინაზე\, რამდენიმე საუკუნესა და თითქმის სამყაროს ნახევარზე ვრცელდება\, მათ შორის რუსულ\, ქართულ ინდურ და იტალიურ ლიტერატურებზე\, შედარებით მოდერნულობებსა და ნაციონალიზმის\, იმპერიალიზმისა და კოსმოპოლიტიზმის თეორიებზე. მის ნაშრომებში რუსული და ევროპულ რომანტიზმი\, სიმბოლიზმი და ავანგარდია განხილული. ამ დროისთვის მისი ბოლო ნაშრომია „იმპერიული ამაღლებული: იმპერიის რუსული პოეტიკა“ (2003). მისი მომავალი პროექტის სათაურია „გზაგასაყართა ქალაქი: ტიფლისური მოდერნიზმი და რუსულ-ქართული შეჯახება“. \n„ქართული ლხინის ლიტერატურული საწყისები: ნაციონალური ტრადიციის კოსმოპოლიტური პოეტიკა“\nლხინის\, სმისა და სადღეგრძელოს გაერთიანებით ქართულმა ნადიმობამ ნაციონალური შტრიხის სტატუსი შეიძინა. მაგრამ რამდენად უნიკალურია ქართული ლხინი? როგორც ჩანს\, სადღეგრძელოს ქართული პრაქტიკა ღრმად ლიტერატურული მიმოცვლის ნაყოფია\, რომელიც კავკასიის რეგიონის ფარგლებს სცდება და რომანტიკული პოეზიის რუსულ და ბრიტანულ ტრადიციებზე მიუთითებს. ამ გენეალოგიის გამოკვლევა აჩვენებს\, თუ როგორ გამოიწრთო „ნაციონალური“ ზნე-ჩვეულება მეცხრამეტე საუკუნის ქართულ და რუსულ ელიტებს შორის წარმართული სოციალური ინტერაქციებისგან. ამგვარად\, ჩემი მოხსენება კონტრიბუციაა ნაციონალურს\, იმპერიულსა და კოსმოპოლიტურს შორის არსებული მიმართებების გარშემო მიმდინარე დებატებში და ცდილობს\, აჩვენოს\, თუ როგორ შეიძლება ლიტერატურის ისტორიამ და ფილოლოგიამ პროდუქტიული დიალოგი აწარმოოს პოსტსაბჭოთა ანთროპოლოგიასა და რუსული ისტორიოგრაფიის „იმპერიულ შემობრუნებასთან“. \nდრო: 24 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kaliphorniis-universitetis-prophesoris-harsha-ramis-sajaro-leqtsia-qarthuli-lkhinis-literaturuli-satsqhisebi-natsionaluri-traditsiis-kosmopolituri-poetika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13560.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150624T190000
DTSTAMP:20260516T100837
CREATED:20150622T133300Z
LAST-MODIFIED:20240202T072948Z
UID:10003373-1435172400-1435172400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ვაგნერი და პრე-რაფაელიტები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”
DESCRIPTION:24 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის – პოეზია და რეციტაცია – ფარგლებში\, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნა – ტექნიკური პროგრესი; ქრისტიანობისა და წარმართობის ხელახალი შეხვედრა ვაგნერთან და პრე-რაფაელიტებთან; მფრინავი ჰოლანდიელი და ტანჰოიზერი; პოეტების შეჯიბრი ვარტბურგის ციხე-კოშკში; ვენუსი და გრაალი; ვაგნერიანული და პრე-რაფაელიტური იმპულსები გალაკტიონის ”არტისტულ ყვავილებში”. მოწვეული სტუმარი\, მსახიობი ნატო მურვანიძე დამსწრე აუდიტორიას წაუკითხავს ლექსებს გალაკტიონ ტაბიძის კრებულიდან ”არტისტული ყვავილები”. \nდრო: 24 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-vagneri-da-pre-raphaelitebi-galaktionis-artistul-qhvavilebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13379.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150623T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150623T180000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150619T061244Z
LAST-MODIFIED:20240202T072952Z
UID:10003374-1435082400-1435082400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პაატა შეშელიძის საჯარო ლექცია: „ბასტია\, მიზესი\, ლეონი - სამი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“
DESCRIPTION:23 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, ახალი ეკონომიკის სკოლის პრეზიდენტი და თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის თანადირექტორი\, პაატა შეშელიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ბასტია\, მიზესი\, ლეონი – სამი ნაბიჯი თავისუფლებისკენ“. \nდრო: 23 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paata-sheshelidzis-sajaro-leqtsia-bastia-mizesi-leoni-sami-nabiji-thavisuphlebisken/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13546.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150623T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150623T140000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150621T095800Z
LAST-MODIFIED:20240202T072955Z
UID:10003375-1435068000-1435068000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:კახაბერ გოშაძის საჯარო ლექცია: პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - მითი თუ რეალობა?
DESCRIPTION:23 ივნისს\, სამშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სპეციალისტი\, კახაბერ გოშაძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა – მითი თუ რეალობა?” \nსაჯარო ლექციის ფარგლებში განხილული იქნება პირადი ცხოვრებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული აქტუალური და საკვანძო საკითხები. ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nდრო: 23 ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: №32)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/kakhaber-goshadzis-sajaro-leqtsia-piradi-tskhovrebis-khelsheukhebloba-mithi-thu-realoba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12973.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150623T103000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150623T103000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150619T141222Z
LAST-MODIFIED:20241122T110916Z
UID:10003376-1435055400-1435055400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირანული ენების კვლევის VI საერთაშორისო კონფერენცია
DESCRIPTION:23-26 ივნისს\, 10:30 საათიდან\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში ჩატარდება ირანული ენების კვლევის VI საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები ირანული ენების სხვადასხვა ასპექტის შესახებ – ირანული ლინგვისტიკის ფორმალური თეორიული პერსპექტივები\, კომპიუტერული ლინგვისტიკა\, ნეიროლინგვისტიკა\, ტიპოლოგიური\, დიაქრონული და ფუნქციონალური პერსპექტივები\, სოციალური და ეთნოლინგვისტიკა\, ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობები და ა.შ. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად\, მონაწილეობას მიიღებენ გერმანელი\, ფრანგი\, ირანელი\, შვედი\, ფინელი\, ამერიკელი\, ინგლისელი და სხვა უცხოელი მეცნიერები. \nკონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 23-26 ივნისი\, 10:30 საათიდან \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iranuli-enebis-kvlevis-vi-saerthashoriso-konpherentsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13552.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150622T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150622T190000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150610T131957Z
LAST-MODIFIED:20240202T073001Z
UID:10003377-1434999600-1434999600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - შეხვედრა მწერალ ნინო ხარატიშვილთან
DESCRIPTION:22 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გამომცემლობა „ინტელექტი“ და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ შეხვედრაზე მწერალ ნინო ხარატიშვილთან. \nგერმანულენოვანი ქართველი მწერალი\, ნინო ხარატიშვილი\, წარადგენს საკუთარ რომანს „ჟუჟა“\, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტმა“ გერმანულიდან თარგმნა და გამოსცა 2014 წელს. მწერალი\, მთარგმნელ ნინო ბურდულთან ერთად\, ისაუბრებს პიესების კრებულზე და რომანზე „ჩემი ნაზი ტყუპისცალი“\, რომელიც ქართულ ენაზე უახლოეს მომავალში გამოიცემა. \nნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს\, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში\, დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე. \n2008 წელს\, ჰამბურგში მისი პიესა\, სახელწოდებით ”Z”\, ისეთი წარმატებული აღმოჩნდა\, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე. მას ასევე\, მიღებული აქვს თეატრალური პრემიები: როლფ-მარეს პრიზი ”აგონიის” დადგმისათვის ჰამბურგის ლიხტჰოფის თეატრში და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის ”ლივშტაინი”. ნინო ხარატიშვილმა სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობის ”ფერლაგ დერ აუტორენ” ყურადღება. მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში\, მოსკოვში\, ვისბადენში\, ბერლინში\, ჰამბურგში\, თბილისში\, ბრუხზალში\, გიოტინგენში\, საარბრიუკენში. \n2010 წელს ნინო ხარატიშვილს გადაეცა გერმანული წიგნის პრემია სადებიუტო რომანისთვის ”ჟუჟა”. ის გახდა ადალბერტ ფონ შამისოს პრემიის ლაურეატიც\, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი გადასცემს ლიტერატორებს. \n2011 წელს რომანისთვის ”ჩემი ნაზი ტყუპისცალი” ნინო ხარატიშვილმა დამოუკიდებელ გერმანელ გამომცემელთა პრემია მიიღო. \n2014 წელს გერმანულ ენაზე გამოსულმა მესამე რომანმა – ”მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)” – ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა მთელ გერმანიასა და მის საზღვრებს გარეთ. \nნინო ხარატიშვილის წიგნები თარგმნილი და გამოცემულია ინგლისურ\, იტალიურ\, ფრანგულ\, პოლონურ\, ბერძნულ\, ჰოლანდიურ\, თურქულ\, ბულგარულ და ქართულ ენებზე. \nდრო: 22 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-mtseral-nino-kharatishvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13556.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150622T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150622T140000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150617T133429Z
LAST-MODIFIED:20240202T073005Z
UID:10003378-1434981600-1434981600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო ექსპერტის\, ლარი ბლექის საჯარო ლექცია: მწვანე ეკონომიკა – რესურსების მდგრადი მართვა და ნარჩენების გადამუშავება
DESCRIPTION:22 ივნისს\, ორშაბათს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტი\, Waste Management McDonough Innovation Collaborative-ს მთავარი მრჩეველი და ბიზნესდეველოპერი ლარი ბლექი (Larry Black) წაიკითხავს \nსაჯარო ლექციას თემაზე: მწვანე ეკონომიკა – რესურსების მდგრადი მართვა და ნარჩენების გადამუშავება. \nლექციაზე განხილული იქნება შემდეგი თემები: რა შესაძლებლობები არსებობს ნარჩენების გადამუშავების კუთხით; როგორ შეიძლება შევამციროთ პროდუქტების და მათი შესაფუთი მასალის მავნე ზემოქმედება გარემოზე; როგორ უნდა წავახალისოთ ნარჩენების გადამუშავება. \nდრო: 22 ივნისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-eqspertis-lari-bleqis-sajaro-leqtsia-mtsvane-ekonomika-resursebis-mdgradi-marthva-da-narchenebis-gadamushaveba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13517.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150619T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150619T110000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150602T122838Z
LAST-MODIFIED:20240202T073011Z
UID:10003381-1434711600-1434711600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ჯეფრი კლაინბერგის საჯარო ლექცია: „როგორ ახდენს ჯგუფური ფსიქოთერაპია ემოციური იარების განკურნებას კლინიკაში\, თემსა და მთელ მსოფლიოში“
DESCRIPTION:19 ივნისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E117 აუდიტორიაში (ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრში)\, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის მოწვევით\, მეცნიერებათა დოქტორი\, ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი და ჯგუფური ფსიქოთერაპიის სახელმძღვანელოს თანარედაქტორი\, ჯეფრი კლაინბერგი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ ახდენს ჯგუფური ფსიქოთერაპია ემოციური იარების განკურნებას კლინიკაში\, თემსა და მთელ მსოფლიოში“. \nლექცია ტარდება ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესის საერთაშორისო ასოციაციის ფინანსური ხელშეწყობით და ეძღვნება ჯგუფური ფსიქოთერაპიის როლს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. \nმომხსენებელი წარადგენს ჯგუფური ინტერვენციის (ჩარევის) უნიკალურ წვლილს ფსიქიკური აშლილობების\, თემის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ტრავმის დაძლევის სფეროებში. ასევე\, განიხილავს სხვადასხვა გარემოსა და კულტურაში აღმოცენებულ შემთხვევებს და ისაუბრებს სტიგმისა და სხვა ანტიჯგუფური ძალების შესახებ. \nლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია\, სადაც დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა\, გამოთქვას აზრი იმის შესახებ\, თუ როგორ შეიძლება მოერგოს ჯგუფური თერაპიის მეთოდი საქართველოს რეალობას. \nდრო: 19 ივნისი\, 11:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E117 აუდიტორია (ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი\, ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5) \nსამუშაო ენა: თანმიმდევრული თარგმანი ინგლისურიდან ქართულ ენაზე იქნება უზრუნველყოფილი. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-jephri-klainbergis-sajaro-leqtsia-rogor-akhdens-jguphuri-phsiqotherapia-emotsiuri-iarebis-gankurnebas-klinikashi-themsa-da-mthel-msophlioshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12685.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150619T090000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150619T090000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150601T074104Z
LAST-MODIFIED:20240202T073012Z
UID:10003383-1434704400-1434704400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:არისკის საერთაშორისო სიმპოზიუმი: „განათლება სამხრეთ კავკასიაში: მოდერნიზაცია\, ინოვაცია და სამომავლო ტენდენციები“
DESCRIPTION:19 ივნისს\, 9:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სამხრეთ კავკასიის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (არისკი) გიწვევთ საერთაშორისო სიმპოზიუმზე: „განათლება სამხრეთ კავკასიაში: მოდერნიზაცია\, ინოვაცია და სამომავლო ტენდენციები“ \nსიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში განათლების რეფორმების\, წარსული და მიმდინარე გამოწვევებისა და ახალი მიმართულებების კვლევას. \nსიმპოზიუმის მიზანია\, განსაზღვროს განათლების წინაშე მდგარი კულტურულად სპეციფიური გამოწვევები სომხეთში\, საქართველოსა და აზერბაიჯანში და შექმნას სადისკუსიო ფორუმი მკვლევრების\, პრაქტიკოსებისა და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის. ფორუმის მიზანია\, ხელი შეუწყოს დიალოგსა და აზრის გაცვლას საზღვრისპირა თანამშრომლობის  ფარგლებში. ძირითადი აქცენტი გაკეთდება უმაღლეს განათლებაზე. \nსიმპოზიუმი ტარდება აშშ-ის განათლების დეპარტამენტის გრანტის საშუალებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ თანადაფინანსებით. დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებული პირისთვის. \nდასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია არისკის ვებგვერდზე. \nდამატებითი ინფორმაცია და სიმპოზიუმის პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 19 ივნისი\, 9:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nსამუშაო ენა: ინგლისური \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ariskis-saerthashoriso-simpoziumi-ganathleba-samkhreth-kavkasiashi-modernizatsia-inovatsia-da-samomavlo-tendentsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12403.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150618T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150618T150000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150605T100757Z
LAST-MODIFIED:20240202T073044Z
UID:10003387-1434639600-1434639600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჟესტური ენის ბანკი - ყრუთა კავშირისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის პრეზენტაცია
DESCRIPTION:18 ივნისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 407 აუდიტორიაში\, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით\, გაიმართება შეხვედრა ყრუთა კავშირისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის – ჟესტური ენის ბანკი (http://ge.signwiki.org) – პოპულარიზებისა და მისი დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობის მიზნით. \nშეხვედრას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს\, შრომის\, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს\, ყრუთა კავშირის წარმომადგენლები\, ასევე -შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები\, შშმ პირები და მათი მშობლები. \nდრო: 18 ივნისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  E 407 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zhesturi-enis-banki-qhrutha-kavshirisa-da-ganathlebis-saministros-erthoblivi-initsiativis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12971.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150618T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150618T130000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150528T130833Z
LAST-MODIFIED:20240202T073047Z
UID:10003388-1434632400-1434632400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ მარიამ ლეკვეიშვილის ვორკშოპი - ”ფილოგენეზის კვლევის თანამედროვე მეთოდები”
DESCRIPTION:18 და 19 ივნისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი\, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ლეკვეიშვილი ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: ”ფილოგენეზის კვლევის თანამედროვე მეთოდები”. ვორკშოპი ჩატარდება ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის – ” საქართველოს ბუნებრივი და აგროსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება\, მონიტორინგი\, ბიოკონტროლი” – ფარგლებში. \nვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად\, გთხოვთ\, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე isenvenho@gmail.com. \nრეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 ივნისი. \nსაკონტაქტო ინფორმაცია:\nმარიამ ლეკვეიშვილი\nელფოსტა: isenvenho@gmail.com \n დრო: 18 ივნისი\, 13:00-17:00 საათი 19 ივნისი\, 10:00-17:00 საათი\, შესვენება – 13:00-14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-mariam-lekveishvilis-vorkshopi-philogenezis-kvlevis-thanamedrove-methodebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10873.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150617T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150617T170000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150616T073827Z
LAST-MODIFIED:20240202T073050Z
UID:10003390-1434560400-1434560400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოანალიტიკოსისა და ფსიქოთერაპევტის\, ხათუნა ივანიშვილის\, საჯარო ლექცია - ოიდიპოსის კომპლექსი დღეს
DESCRIPTION:17 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ ფსიქოანალიტიკოსისა და ფსიქოთერაპევტის\, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების თავმჯდომარის\, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის კანდიდატის\, ხათუნა ივანიშვილის\, საჯარო ლექციაზე – „ოიდიპოსის კომპლექსი დღეს“. \nოიდიპოსის კომპლექსი ფსიქოანალიზში აღიარებულია პიროვნების სტრუქტურის მაორგანიზებელ ცენტრალურ ელემენტად. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს პიროვნების განვითარების პროცესში დაბადებიდან მომწიფებამდე. გამოდის რა ერთი ინდივიდის გამოცდილების ფარგლებიდან\, ოიდიპოსის კომპლექსი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კულტურის\, მორალის\, სუბლიმაციის\, სოციალური ინსტიტუტების განვითარებაში. \nთანამედროვე ტენდენციის თანახმად\, ოიდიპოსის კომპლექსი თავისთავად აღარ მიიჩნევა ნევროზების პირველწყაროდ; დღეს ის განიხილება როგორც ფსიქიკური სტრუქტურა\, რომელიც მოითხოვს განმარტებებს უფრო ადრეული კონფლიქტის ტერმინებში. შესაძლოა კი ამ სიტუაციაში გავაგრძელოთ საუბარი იოდიპოსის ფაზაზე\, როგორც ნევროზების გამომწვევ ბირთვზე? \nდრო: 17 ივნისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqoanalitikosisa-da-phsiqotherapevtis-khathuna-ivanishvilis-sajaro-leqtsia-oidiposis-kompleqsi-dghes/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150615T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150615T180000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150608T125002Z
LAST-MODIFIED:20240202T073053Z
UID:10003391-1434391200-1434391200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი შუა საუკუნეების კვლევების პროგრამის ფარგლებში
DESCRIPTION:15 ივნისს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახში\, შუა საუკუნეების კვლევების პროგრამის ფარგლებში\, გაიმართება სემინარი თემაზე – გვიანანტიკური და ადრექრისტიანული ხანის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები. \nმომხსენებლები: მარიამ (მაია) ნინიძე\, ლადო ჭელიძე\nთემა: არმაზული ლიგატურები \nმომხსენებელი: მარიამ (მაია) ნინიძე\nთემა: ნეკრესისა და რუსთავის წარწერები \nსემინარის დრო: 15 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-shua-saukuneebis-kvlevebis-programis-pharglebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13143.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150614T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150614T110000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150608T104952Z
LAST-MODIFIED:20241122T110908Z
UID:10003392-1434279600-1434279600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:14 ივნისი - თანაბარი უფლებების დაცვის ეროვნული დღე
DESCRIPTION:14 ივნისს\, თანაბარი უფლებების დაცვის ეროვნულ დღეს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით\, ტემპუსის მიერ დაფინანსებული პროექტის – საზოგადოების ღიაობა ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პირთათვის (ASPIRE) – ფარგლებში\, მრავალი საინტერესო ღონისძიება ჩატარდება. \nღონისძიების გზავნილის – „შექმენი გარემო\, აღიქვი შესაძლებლობა და განაპირობე განათლება“ – ირგვლივ წელსაც გაერთიანდებიან შემდეგი უმაღლესი სასწავლებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი\, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. \nსრული პროგრამა იხილეთ აქ \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nპროექტის კოორდინატორი: ხათუნა დოლიძე\nტელ.: 599 11 83 38\nმისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №32 \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/14-ivnisi-thanabari-uphlebebis-datsvis-erovnuli-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13139.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150613T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150613T130000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150525T111858Z
LAST-MODIFIED:20240202T073059Z
UID:10003394-1434200400-1434200400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონფერენცია მსოფლიო თეატრის მიმართულებაში
DESCRIPTION:13 ივნისს\, 13:00-დან 17:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 315 აუდიტორიაში\, ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამაგისტრო პროგრამის – სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევების და კულტურის მენეჯმენტი – ფარგლებში\, ატარებს ერთდღიან სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო თეატრის მიმართულებაში სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების მიერ შესრულებული პრეზენტაციები (პრეზენტაციების ხელმძღვანელი პროფესორი ლევან ხეთაგური). \nკონფერენციის პროგრამა \n12:00 საათი: დოლიძე ნინო – ავგუსტ სტრინდბერგი\n13:30 საათი: ძიძიგური სოფიო – ალბერ კამიუ\n14:00 საათი: ჩიხლაძე თამარ – ინგმარ ბერგმანი\n14:30 საათი: ქინქლაძე ვახტანგ – მიხეილ თუმანიშვილი\n15:00 საათი: ბაგაური ირინა – ჯორჯო სტრელერი\n15:30 საათი: კვერნაძე ზურაბ – რობერტ სტურუა \nდრო: 13 ივნისი\, 13:00-17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 315 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konpherentsia-msophlio-theatris-mimarthulebashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11444.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150612T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150612T190000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150608T065258Z
LAST-MODIFIED:20240202T073102Z
UID:10003395-1434135600-1434135600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის\, თამარ გურჩიანის\, საჯარო ლექცია: ძალადობისკენ მოწოდება და გამოხატვის თავისუფლება
DESCRIPTION:12 ივნისს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, ილიაუნის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი\, იურისტი თამარ გურჩიანი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ძალადობისკენ მოწოდება და გამოხატვის თავისუფლება. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას და ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, პროექტის – „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nლექციის დრო: 12 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asotsirebuli-prophesoris-thamar-gurchianis-sajaro-leqtsia-dzaladobisken-motsodeba-da-gamokhatvis-thavisuphleba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13109.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150612T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150612T180000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150604T120348Z
LAST-MODIFIED:20240202T073104Z
UID:10003396-1434132000-1434132000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფ. დრ. ვაიგელის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:12 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელი წაიკითხავს საჯარო ლექციას\, სათაურით – „ჰანა არენდტი – აზრები და ნაწერები განსხვავებულ პოლიტიკურ და ენობრივ კულტურათა უფსკრულის თავზე“. \nლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე\, სინქრონული ქართული თარგმანით. \nზიგრიდ ვაიგელის ლექცია ეძღვნება ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დაარსებას და სოცკულტსა და ბერლინის ლიტერატურისა და კულტურის კვლევის ცენტრს (ZfL) შორის თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევის ცენტრს (ZfL) შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შეთანხმებას. ამ თანამშრომლობის გაღვივებაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად\, ZfL-ის დირექტორს\, პროფ. დრ. ზიგრიდ ვაიგელს მიენიჭება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. \nდრო: 12 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა : G 106 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proph-dr-vaigelis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13369.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150612T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150612T160000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150604T075900Z
LAST-MODIFIED:20240202T073106Z
UID:10003398-1434124800-1434124800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნინო დობორჯგინიძის საჯარო ლექცია - "ქართული ენა და XXI საუკუნის გამოწვევები“
DESCRIPTION:12 ივნისს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში\, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ქართული ენა და XXI საუკუნის გამოწვევები“. \nდრო: 12 ივნისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nino-doborjginidzis-sajaro-leqtsia-qarthuli-ena-da-xxi-saukunis-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12691.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150612T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150612T100000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150602T115119Z
LAST-MODIFIED:20241122T110908Z
UID:10003400-1434103200-1434103200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რეგიონალური კონფერენცია: „კონსტიტუციის შექმნის პროცესი - გამოწვევები"
DESCRIPTION:12 ივნისს\, პარასკევს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და კონსტიტუციური კვლევების ცენტრი გამართავს რეგიონალურ კონფერენციას თემაზე – „კონსტიტუციის შექმნის პროცესი – გამოწვევები”\, რომელიც მიეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის 20 წლის იუბილეს. \nკონფერენციის თემაა საკონსტიტუციო შემოქმედების ისეთი საკითხები\, როგორებიცაა კონსტიტუციის გადასინჯვა და ლეგიტიმაცია. \nკონფერენციაში\, მოხსენებებით წარსდგებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის\, თავისუფალი უნივერსიტეტის\, სტამბოლის უნივერსიტეტის\, კადირ ჰას უნივერსიტეტის\, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისპროფესორები. \nკონფერენციაზე განხილული იქნება თურქეთისა და საქართველოს კონსტიტუციური გამოცდილება და დღეს არსებული საკონსტიტუციო პრობლემატიკა\, გაანალიზდება წარსულის გაკვეთილები და ფოკუსირება მოხდება სამომავლო პერსპექტივებზე. \nკონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. \nდრო:  12 ივნისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია  (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/regionaluri-konpherentsia-konstitutsiis-sheqmnis-protsesi-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12684.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150611T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150611T190000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150608T085954Z
LAST-MODIFIED:20240202T073110Z
UID:10003401-1434049200-1434049200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: გიორგი ლობჟანიძე თანამედროვე სპარსული პოეზიის შესახებ
DESCRIPTION:11 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი\, პოეტი\, ირანისტი და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე თანამედროვე სპარსული პოეზიის მთავარი ასპექტების შესახებ ისაუბრებს. \nშეხვედრის დრო: 11 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-giorgi-lobzhanidze-thanamedrove-sparsuli-poeziis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13132.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150611T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150611T190000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150605T114139Z
LAST-MODIFIED:20240202T073113Z
UID:10003403-1434049200-1434049200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: პროფესორ დავით მიქელაძის საჯარო ლექცია - ციტრუსები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია
DESCRIPTION:11 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან\, დავით მიქელაძესთან. \nლექციის თემაა: ციტრუსები და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია \nშეხვედრაზე საუბარი იქნება იმის შესახებ\, თუ რა ზემოქმედებას ახდენენ ციტრუსებიდან გამოყოფილი ნაერთები ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებაზე. თიროიდული ჰორმონების მოქმედება მრავალმხრივია და მათი უკმარისობა  მნიშვნელოვან დარღვევებს იწვევს. ციტრუსებიდან გამოყოფილი ნაერთები თიროიდული ჰორმონების რეგულაციის კორექციას განაპირობებენ. \nდრო: 11 ივნისი\,19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. № 3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-prophesor-davith-miqeladzis-sajaro-leqtsia-tsitrusebi-da-pharisebri-jirkvlis-phunqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12968.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150611T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150611T140000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150608T070742Z
LAST-MODIFIED:20240202T073113Z
UID:10003404-1434031200-1434031200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”ალდაგის” გენერალური დირექტორის\, გიორგი ბარათაშვილის\, საჯარო ლექცია - "პირველობა ბაზარზე: ლიდერი კომპანიის პასუხისმგებლობა და გამოწვევები"
DESCRIPTION:11 ივნისს 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, სადაზღვევო კომპანია ”ალდაგის” გენერალური დირექტორი\, გიორგი ბარათაშვილი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “პირველობა ბაზარზე: ლიდერი კომპანიის პასუხისმგებლობა და გამოწვევები”. ლექციის ფარგლებში განხილული იქნება სადაზღვევო ბაზრის განვითარება\, მისი პერსპექტივები\, ლიდერი კომპანიის მოქნილობის\, ბაზრის ცვლილებებსა და ბიზნესის გამოწვევებზე დროული რეაქციისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობა ბაზრის განვითარებისთვის. \nდრო: 11 ივნისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/aldagis-generaluri-direqtoris-giorgi-barathashvilis-sajaro-leqtsia-pirveloba-bazarze-lideri-kompaniis-pasukhismgebloba-da-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13114.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150610T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150610T190000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150608T070324Z
LAST-MODIFIED:20240202T073118Z
UID:10003406-1433962800-1433962800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სოსო ჭაუჭიძის მოხსენება: NEP-ის დროინდელი რუსეთის\, როგორც „გარდამავალი საზოგადოების“\, სტრუქტურული გარდაქმნები
DESCRIPTION:10 ივნისს\, ოთხშაბათს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ლექციათა ციკლის – „საბჭოთა პარადიგმები“ – ფარგლებში\, სოსო ჭაუჭიძე წაიკითხავს მოხსენებას – ”NEP-ის დროინდელი რუსეთის\, როგორც „გარდამავალი საზოგადოების“\, სტრუქტურული გარდაქმნები”. \n1921 წლის 21 მარტს\, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად გამოცხადდა ე.წ. „სამხედრო კომუნიზმის“ (Военный коммунизм) დასასრული და ლენინის ინიციატივით „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“(Новая экономическая политика\, НЭП) თითქმის 8-წლიანი (НЭП 1928 წელს\, სტალინის ინიციატივით გაუქმდა) ეტაპი გამოცხადდა. მონეტარული რეფორმისა და უცხოური კაპიტალისთვის საბჭოთა ეკონომიკის გახსნასთან ერთად\, НЭП აგრარული სექტორის რესტრუქტურირებასა და კერძო და საჯარო სექტორების სანქცირებულ თანაარსებობასაც გულისხმობდა. თუმცა\, ინსტიტუციურ „გადაწყობასა“ და ე.წ. „შერეული ეკონომიკის“ პრინციპების დანერგვას საბჭოთა მოსახლეობის კლასობრივი კომპოზიციის\, შრომით ურთიერთობების\, ოჯახის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიკრო-ლოკალური ასპექტების თვისებრივი გარდაქმნაც მოჰყვა. \nმომხსენებელი შეეცდება NEP-ის დროინდელი რუსეთის\, როგორც „გარდამავალი საზოგადოების“\, იმ სტრუქტურულ გარდაქმნებზე ისაუბროს\, რომელიც კლასობრივ იდენტობას\, კერძო საკუთრების დაბრუნებას\, ოჯახის პოლიტიკასა და ქალთა ემანსიპაციას შეეხო. \nდრო: 10 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/soso-tchautchidzis-mokhseneba-nep-is-droindeli-rusethis-rogorts-gardamavali-sazogadoebis-struqturuli-gardaqmnebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13110.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150610T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150610T180000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150609T070423Z
LAST-MODIFIED:20240202T073122Z
UID:10003407-1433959200-1433959200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რატი ამაღლობელის “სიტყვის სახელოსნო”: ტექსტი და ინტერტექსტი
DESCRIPTION:10 ივნისს\, ოთხშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, შეხვედრების ციკლის  – პოეზია და რეციტაცია –  ფარგლებში\, რატი ამაღლობელი ისაუბრებს შემდეგ თემებზე: ჰომეროსი მეოცე საუკუნის პოეტებში\, ”ილიადა” – მეთვრამეტე სიმღერა; იუსტან ჰიუ ოდენი – “აქილევსის ფარი”; იოსიფ ბროდსკი – “პეპელა”.\nმოწვეული სტუმარი\, პოეტი და მთარგმნელი\, ქეთი ნიჟარაძე\, ძველბერძნულად და ქართულად წაიკითხავს სცენებს ჰომეროსის პოემიდან ”ილიადა”. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება\, მოისმინოს იუსტან ჰიუ ოდენისა და იოსიფ ბროდსკის აუდიოჩანაწერები. \nდრო: 10 ივნისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rati-amaghlobelis-sitqhvis-sakhelosno-teqsti-da-interteqsti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13157.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150610T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150610T140000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150609T070136Z
LAST-MODIFIED:20240202T073125Z
UID:10003409-1433944800-1433944800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკული კომპანიის ვაკანსიები ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:10 ივნისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, დასაქმების ფორუმის ფარგლებში\, ამერიკული კომპანიის – “American PR Strategies” – წარმომადგენლობა საქართველოში სტუდენტებს შესთავაზებს ვაკანსიებს მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. \nდრო: 10 ივნისი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikuli-kompaniis-vakansiebi-biznesis-skolis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13156.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150609T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150609T180000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150608T102706Z
LAST-MODIFIED:20240202T073130Z
UID:10003411-1433872800-1433872800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რუსუდან გოცირიძის მოხსენება: მრავალფეროვნება - გამოწვევები თუ შესაძლებლობები
DESCRIPTION:9 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი\, თეოლოგი რუსუდან გოცირიძე\, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე – „მრავალფეროვნება – გამოწვევები თუ შესაძლებლობები“. \nდრო: 9 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rusudan-gotsiridzis-mokhseneba-mravalpherovneba-gamotsvevebi-thu-shesadzleblobebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/4800.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150609T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150609T180000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150605T112624Z
LAST-MODIFIED:20240202T073135Z
UID:10003412-1433872800-1433872800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ვლადიმირ ტისმანიანუს საჯარო ლექცია: "ფანტაზიები ხსნის შესახებ ცენტრალურ ევროპაში. კრიზისის პოლიტიკა 1990-იანი წლების შემდეგ"
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს საჯარო ლექციების ციკლს “კრიზისი და კრიტიკა”\, რომლის ფარგლებშიც ლექციებს წაიკითხავენ გამოჩენილი უცხოელი მეცნიერები. ციკლის მხარდამჭერია კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი და ფრიბურგის უნივერსიტეტი (შვეიცარია). \nციკლის ფარგლებში პირველი მომხსენებელი იქნება მერილენდის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი\, პოსტსაბჭოთა საზოგადოებების კვლევების ცენტრის დირექტორი\, ვლადიმირ ტისმანიანუ. 9 ივნისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ის წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ფანტაზიები ხსნის შესახებ ცენტრალურ ევროპაში. კრიზისის პოლიტიკა 1990-ანი წლების შემდეგ”. \nლექციაზე ვლადიმირ ტისმანიანუ ისაუბრებს მეხსიერებასა და დემოკრატიას შორის ურთიერთკავშირზე პოსტსაბჭოთა რუმინეთში\, ასევე – ღირებულებითი და პოლიტიკური კრიზისების ურთიერთკავშირის საკითზე. იგი შეეცდება პასუხი გასცეს მთავარ კითხვას: კვლავ აქვს თუ არა კომუნიზმს და ფაშიზმს მომავალი აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ევროპაში? \nდრო: 9 ივნისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)\nსამუშაო ენა: ინგლისური (თანმიმდევრული ქართული თარგმანით) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-vladimir-tismanianus-sajaro-leqtsia-phantaziebi-khsnis-shesakheb-tsentralur-evropashi-krizisis-politika-1990-iani-tslebis-shemdeg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12966.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150608T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150608T190000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150601T063237Z
LAST-MODIFIED:20240202T073219Z
UID:10003415-1433790000-1433790000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ორი სახელი: გალაკტიონი და ბარათაშვილი“
DESCRIPTION:8 ივნისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემაა: ერთი პოეტის ორი სახელი: გალაკტიონი და ბარათაშვილი \nლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ქართული პოეზიის ოთხი ასისთავი; ობოლი სული და ღამე; მთაწმინდა\, ორი მიახლოება; მთაწმინდის მეზობლები; რომანტიკოსთა სკოლის პირველი კლასის მოსწავლე; რად ჰყვედრი კაცსა; „ბედი ქართლისა“;  „…და გადარჩა ის\, როგორც ერი“; მზიდან ჩამოსული გენიოსები. \nდრო: 8 ივნისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-erthi-poetis-ori-sakheli-galaktioni-da-barathashvili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12070.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150608T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150608T180000
DTSTAMP:20260516T100838
CREATED:20150604T115808Z
LAST-MODIFIED:20240202T073222Z
UID:10003416-1433786400-1433786400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკელი პროფესორის\, ქრისტოფერ ჰაასის\, ლექცია - „შუქურის ანარეკლი: ანტიკური ალექსანდრიის ისტორიული სურათი“
DESCRIPTION:8 ივნისს\, ორშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახში ვილანოვას უნივერსიტეტის (პენსილვანია\, აშშ) ისტორიისა და კლასიკური კვლევების დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი\, ქრისტოფერ ჰაასი\, წაიკითხავს ლექციას თემაზე: „შუქურის ანარეკლი: ანტიკური ალექსანდრიის ისტორიული სურათი“. \nლექცია ჩატარდება შუა საუკუნეების კვლევების პროგრამის ფარგლებში. \nდრო: 8 ივნისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F 303 ოთახი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikeli-prophesoris-qristopher-haasis-leqtsia-shuquris-anarekli-antikuri-aleqsandriis-istoriuli-surathi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/12832.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR