BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150926T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150926T180000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150924T080822Z
LAST-MODIFIED:20240202T072558Z
UID:10003287-1443290400-1443290400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის პირველკურსელების Welcome Party
DESCRIPTION:26 სექტემბერს\, ვაკის პარკში\, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე\, გაიმართება ილიაუნის პირველკურსელების მიღების\nცერემონია – Welcome Party. \n18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, ბატონი გიგა ზედანია\, მიულოცავს პირველკურსელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას და სწავლის დაწყებას\, დააჯილდოებს წარმატებულ სტუდენტებს. \nშემდეგ კი\, სპეციალურად პირველკურსელებისთვის\, გაიმართება კონცერტი\, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯგუფები: D-Level\, Trashbox და yellow mellow. \nკონცერტის დასრულების შემდეგ მოეწყობა გრანდიოზული ფოიერვერკი. \n2015 წლის საბაკალავრო მიღება განსაკუთრებულად წარმატებული იყო ილიაუნისთვის. \nილიაუნიმ წელს 2875 აბიტურიენტი მიიღო – პირველ ნომრად კი\, 7149 აბიტურიენტმა აირჩია. ამრიგად\, ქვეყნის მასშტაბით\, პირველ ადგილზეა არჩევანის მიხედვით*. ყველაზე მაღალი კონკურსი სწორედ ილიაუნიში დაფიქსირდა. \nქვეყანაში არსებულ მსგავს პროგრამებს თუ შევადარებთ\, ქვეყნის მასშტაბით\, პირველი არჩევანის მიხედვით\, ყველაზე მოთხოვნადი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის\, ბიზნესის ადმინისტრირების\, არქეოლოგიის\, ისტორიის\, ფილოსოფიისა დაქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამები. \nამასთან\, უნდა აღინიშნოს\, რომ ქვეყნის მასშტაბით\, პირველი არჩევანის მიხედვით კონკურსი მხოლოდ ილიაუნის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამაზე იყო. \nქვეყანაში არსებულ 705 საბაკალავრო პროგრამას შორის (კონკურსით პირველ ადგილზე არჩევის მიხედვით) მეორე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის საბაკალავრო პროგრამა\, მესამე ადგილზეა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა\, ხოლო მეექვსე ადგილზეა ილიაუნის არქეოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. \n*კონკურსებზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია\, ვიმსჯელოთ პირველი არჩევანით კონკურსის მიხედვით და არა ჯამური არჩევანით კონკურსის მიხედვით\, რადგან აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა\, აირჩიონ ძალიან ბევრი პროგრამა და ბოლო ადგილებზე ისეთპროგრამებსა თუ უნივერსიტეტებს ირჩევენ\, რომლებზეც სწავლის გაგრძელებას არც კი ფიქრობენ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-pirvelkurselebis-welcome-party-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16345.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150926T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150926T140000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150923T110554Z
LAST-MODIFIED:20240202T072558Z
UID:10003288-1443276000-1443276000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Dr. Molecula-ს სახალისო-სამეცნიერო შოუ ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკზე
DESCRIPTION:26 სექტემბერს\, ვაკის პარკში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკზე\, ისრაელიდან ერთსაათიანი პროგრამით ჩამოდის სამეცნიერო აქტივობების ცნობილი ანიმატორი Dr. Molecula. \nDr. Molecula – ყველა ასაკის ადამიანისთვის განკუთვნილი სახალისო-სამეცნიერო შოუს ავტორი – ატარებს შთამბეჭდავ ექსპერიმენტებს\, რომელთათვისაც იყენებს ე. წ. ჩვეულებრივ ნივთებს; საგნებს\, რომლებიც ყველას მოგვეპოვება სახლში და რომელთაც ყოველდღიურად მოვიხმართ. Dr. Molecula-ს შოუ თეატრალურ დადგმაა\, რომელიც ეფუძნება ზუსტ სამეცნიერო ფაქტებს. შოუში ჩართვა მაყურებელსაც შეუძლია. \nშოუს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.drmolecule.com\n\nადგილმდებარეობა: ვაკის პარკი\, ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკის მთავარი სცენა\nდრო: 14:00-დან 15:00-საათამდე \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/dr-molecula-s-sakhaliso-sametsniero-shou-iliaunis-sametsniero-piknikze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16290.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150926T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150926T120000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150218T134700Z
LAST-MODIFIED:20240202T072602Z
UID:10003291-1443268800-1443268800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო პიკნიკი 2015
DESCRIPTION:სამეცნიერო პიკნიკი ერთდღიანი ღონისძიებაა\, რომელიც ღია ცის ქვეშ ტარდება ყოველწლიურად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით\, და რომლის მიზანია მეცნიერების სხვადასხვა დარგისა და მიმართულების ყველა ასაკის ადამიანისთვის სახალისო და მიმზიდველი ფორმით წარმოჩენა. ღონისძიების თანაორგანიზატორია ქალაქ თბილისის მერია. \nსამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში\, რომელიც მეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. \n\n2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი;\n2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და დამთვალიერებელთა რაოდენობამ შეადგინა 13 000. სამეცნიერო პიკნიკზე\, ილიაუნის ორგანიზებით\, საქართველოში პირველად ჩატარდა ყველაზე მასშტაბური რობოტების თამაში.\n2014 წელს\, წინა წლებთან შედარებით\, დამსწრეთა რაოდენობა გაიზარდა 15 000-მდე. სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებული ანიმატორი\, რომელმაც ღონისძიების თითოეულ აქტივობას გაუწია მოდერაცია და უზრუნველყო დამსწრეთა ჩართულობა სახალისო სამეცნიერო აქტივობებში. 2014 წლის სამეცნიერო პიკნიკზე ჩატარდა რობოტების თამაში.\n\nწლევანდელი სამეცნიერო პიკნიკი განახლებული პროგრამით 26 სექტემბერს გაიმართება ვაკის პარკში. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლებს\, უნივერსიტეტებს\, არასამთავრობო ორგანიზაციებს\, სამთავრობო უწყებებს და იმ ინსტიტუციებს\, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეცნიერების პოპულარიზაციით. \nწლევანდელი სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში\, ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა გაიმართება. ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების\, ხელოსნობის\, ინჟინერიის\, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი\, რომელიც ერთ დღეს\, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს\, გამომგონებლებს\, ხელოსნებს\, ინჟინრებს\, სამეცნიერო კლუბების წევრებს\, ავტორებს\, მხატვრებს\, ლექტორებს\, სტუდენტებს\, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს\, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან. \n2015 წლის სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია დასრულებულია. დამატებითი ინფორმაციისთვის: sciencepicnic@iliauni.edu.ge \n2015 წლის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა მარტივი სარეგისტრაციო ფორმა https://goo.gl/9XcCbr უნდა შეავსონ არაუგვიანეს 16 სექტემბრისა. \nსამეცნიერო პიკნიკი 2014 \n\n  \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-pikniki-2015/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/15753.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150926T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150926T100000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150729T125422Z
LAST-MODIFIED:20240202T085551Z
UID:10004839-1443261600-1443261600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა - მონაწილეების რეგისტრაცია
DESCRIPTION:2015 წლის 26 სექტემბერს\, საქართველოში პირველად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით\, ვაკის პარკში\, ილიაუნის რიგით მეოთხე სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში\, ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა ჩატარდება. \nინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა არის ხელოვნების\, ხელოსნობის\, ინჟინერიის\, სამეცნიერო პროექტებისა და თვითნაკეთობების ფესტივალი\, რომელიც ერთ დღეს\, ერთ სივრცეში შეკრებს ტექნოლოგიების ენთუზიასტებს\, გამომგონებლებს\, ხელოსნებს\, ინჟინრებს\, სამეცნიერო კლუბების წევრებს\, ავტორებს\, მხატვრებს\, ლექტორებს\, სტუდენტებს\, კომერციული გამოფენების ორგანიზატორებს\, საინტერესო ბიზნესიდეების მაძიებლებსა და განვითარებისა და ინოვაციების მოყვარულებს მთელი საქართველოდან. \nეს არის სანახაობა\, რომელიც საინტერესოა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ ინტერესის მქონე ადამიანებისთვის. \nფესტივალი იმუშავებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში. \nთუ გსურთ\, თქვენი ნაკეთობებით\, გამოგონებებით წარდგეთ ფართ აუდიტორიის წინაშე და მონაწილეობა მიიღოთ 26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე\, მაშინ შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 2015 წლის 16 სექტემბრისა. \n\nსარეგისტრაციო ფორმა მონაწილეებისთვის\n\nინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაში ან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო პირებს\, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს\, რომლებსაც აქვთ სურვილი ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე მოახდინონ საკუთარი გამოგონებებისა\, თუ ნაკეთობების დემონსტრირება. \n\nგამოფენაში მონაწილე პირების შერჩევის შემთხვევაში\, მონაწილეები თავისუფლდებიან მონაწილეობის საფასურისგან;\nგამოფენა-გაყიდვაში მონაწილეების შერჩევის შემთხვევაში\,  მონაწილეობის საფასური შეადგენს 200 ლარს;\nსამეცნიერო – საგანმანათლებლო პროფილის მონაწილეები\, სკოლის მოსწავლეები\, თუ სტუდენტები\,  შერჩევის შემთხვევაში\, თავისუფლდებიან მონაწილეობის საფასურისგან.\n\n* შერჩეულ მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აძლევს შესაძლებლობას\, ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში იმუშაონ იდეის პროტოტიპის შექმნაზე ან დახვეწონ და განავითარონ საკუთარი იდეები. \nილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით\, გამოფენის ბოლოს გამოვლინდება ღონისძიების საუკეთესო პროექტი\, რომლის ავტორს ილიაუნისგან საჩუქრად გადაეცემა DISCOVERY QUADCOPTER.\nDISCOVERY QUADCOPTER არის საფრენი აპარატი\, რომელსაც გააჩნია ახალი როტორული სისტემა\, რაც შესაძლებელს ხდის აპარატი მეტად მანევრირებადი გახდეს. ასევე\, Discovery აპარატს შეუძლია ღამით ფრენა და აქვს GPS ავტო პილოტის რეჟიმი. \nიხილეთ ღონისძიების ბმული :  https://goo.gl/SVLuic \nფაქტები სამეცნიერო პიკნიკის შესახებ  \nსამეცნიერო პიკნიკი ერთადერთი მასშტაბური ღონისძიებაა საქართველოში\, რომელიც \nმეცნიერების პოპულარიზაციას უწყობს ხელს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. \n\n2012 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკს ჰყავდა 7 000-მდე დამთვალიერებელი;\n2013 წელს ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი გახდა ევროპული სამეცნიერო ღონისძიებების ასოციაციის (EUSEA) წევრი და მისი დამთვალიერებლების რაოდენობა იყო 13 000;\n2014 წელს სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობა მიიღო 20-მდე საერთაშორისო და 60-მდე ქართულმა მეცნიერების პოპულარიზაციით დაინტერესებულმა ჯგუფმა და მას ჰყავდა 17 000-მდე დამთვალიერებელი;\nწელს სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში პირველად გაიმართება ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა\, რაც კიდევ უფრო გაზრდის როგორც საერთაშორისო\, ასევე ადგილობრივი ჯგუფების მონაწილეობას და დამთვალიერებლის რაოდენობას.\n\nსაკონტაქტო ინფორმაცია \nთეკლე კაპანაძე\nილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტების კოორდინატორი:\ntekle.kapanadze@iliauni.edu.ge\n577 57 55 46 \nანა კვანჭილაშვილი\nილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი\npr@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-inovatsiur-gamogonebatha-gamophena-monatsileebis-registratsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/15706.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150925T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150925T170000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150924T113432Z
LAST-MODIFIED:20240202T072603Z
UID:10003294-1443200400-1443200400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო სემინარი IMED 2015: სიტყვის თავისუფლების ეთიკა
DESCRIPTION:25 სექტემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, მედიის განვითარების ფონდ MDF-ის\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გაეროს ასოციაციის ორგანიზებით\, გაიმართება საერთაშორისო სემინარი IMED 2015\, რომელიც „სიტყვის თავისუფლების ეთიკას“ ეძღვნება. \nIMED 2015-ის სადისკუსიო თემაა: უნდა შეზღუდონ თუ არა ჟურნალისტებმა გამოხატვის თავისუფლება – როდის და რა მიზეზით? \nპანელი I: იწვევს თუ არა შარლი ებდოს მკვლელობა თვითცენზურის საფრთხეს?\nსპიკერები: ნატალია ანთელავა\, BBC-ის კორესპონდენტი\nბექა მინდიაშვილი\, ტოლერანტობის ცენტრი\nგიორგი მელაძე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nპანელი II: უნდა აქვეყნებდეს თუ არა რედაქცია კონტრიბუტორის მასალას\, რომელიც სიძულვილის ენას შეიცავს (”რადიო თავისუფლების” ქართული სამსახურის მაგალითზე)?\nსპიკერები: ”რადიო თავისუფლება”\nნინო დანელია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\nირაკლი ვაჭარაძე\, ჟურნალი „17 მაისი“ \nდამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ნინო იმედაშვილს.\nტელ: 599 487047 \nდრო: 25 სექტემბერი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ №32) \nდასწრება თავისუფალია. \nIMED 2015-ის შესახებ\nმედიაეთიკის საერთაშორისო დღე IMED 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 22-30 სექტემბრის პერიოდში იმართება. საერთაშორისო მედიაეთიკის ცენტრის – CIME – პარტნიორი საქართველოში მედიის განვითარების ფონდია. IMED 2014-ის ფორმატში პირველი საერთაშორისო სემინარი 2014 წლის 19 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან და საქართველოს გაეროს ასოციაციასთან პარტნიორობით შედგა.\n2011 წლის IMED-ის შემდეგ\, როცა ღონისძიებაში 11 ქვეყნიდან 300 ადამიანი მონაწილეობდა\, მისი პოპულარობა მსოფლიოში იზრდება. 2013 წელს მასში 32 ქვეყნიდან 800 ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. IMED 2014 19 სექტემბერს მსოფლიოს 50 ქვეყანაში ერთდროულად გაიმართა.\nყოველწლიური IMED-ის მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მედიაპროფესიონალების\, IT-ექსპერტების\, ბლოგერების\, სტუდენტების და დაინტერესებული მოქალაქეების მობილიზება ეთიკურ დილემებზე მსჯელობის მიზნით. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-seminari-imed-2015-sitqhvis-thavisuphlebis-ethika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16346.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150925T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150925T170000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150922T074325Z
LAST-MODIFIED:20240202T072607Z
UID:10003296-1443200400-1443200400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფსიქოლოგიის ინსტიტუტის კვლევითი პროექტების პრეზენტაცია
DESCRIPTION:25 სექტემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში დ. უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები წარმოადგენენ ორი კვლევითი პროექტის შედეგებს და ინსტიტუტის განახლებულ ვებგვერდს\, რომელშიც წარმოდგენილია ინსტიტუტის საქმიანობა 2012 წლიდან დღემდე. \nგანრიგი: \n17:00 – პროექტის ”ოჯახში ძალადობის დაფარული ფორმა: ფსიქოლოგიური ძალადობა და მსხვერპლთა სოციალური მხარდაჭერა” პრეზენტაცია\, მაკა ლორთქიფანიძე\n17:30 – შესვენება\n18:00 – ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდის პრეზენტაცია\, ნინო ჯავახიშვილი\n18:15 – პროექტის ”იდენტობის ფორმირების თავისებურებები ქართველ ახალგაზრდებში” პრეზენტაცია\, ნინო სხირტლაძე \nდრო: 25 სექტემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phsiqologiis-institutis-kvlevithi-proeqtebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16276.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150925T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150925T150000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150924T133907Z
LAST-MODIFIED:20240202T072609Z
UID:10003298-1443193200-1443193200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თინათინ კახნიაშვილის სემინარი: "კოსმოლოგიური ფაზური გადასვლების დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია"
DESCRIPTION:25 სექტემბერს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორიაში\, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი\, თინათინ კახნიაშვილი\, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “კოსმოლოგიური ფაზურიგადასვლების დროს გენერირებული მაგნიტური ველების ევოლუცია”. \nსემინარზე განხილული იქნება კოსმოლოგიური ფაზური გადასვლების დროს მაგნიტური ველებისა და მაგნიტო-ჰიდროდინამიკური ტურბულენტობის გენერაციის მექანიზმები. ფენომენოლოგიურ მოდელებზე და რიცხვითი მოდელირების შედეგებზე დაყრდნობით\,გაანალიზებული იქნება მაგნიტური ველების ევოლუცია. \nდრო: 25 სექტემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 204 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thinathin-kakhniashvilis-seminari-kosmologiuri-phazuri-gadasvlebis-dros-generirebuli-magnituri-velebis-evolutsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16369.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150924T093000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150924T093000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150911T084514Z
LAST-MODIFIED:20240202T072611Z
UID:10003299-1443087000-1443087000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო სემინარი: ”ბუნებრივი გამწმენდი სისტემები და ხელოვნური ჭაობი\, როგორც ჩამდინარე წყლების წმენდის ეფექტური ალტერნატიული გზა მცირე ტიპის დასახლებებში”
DESCRIPTION:24 სექტემბერს\, 09:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ჩატარდება საერთაშორისო სემინარი: ”ბუნებრივი გამწმენდი სისტემები და ხელოვნური ჭაობი\, როგორც ჩამდინარე წყლების წმენდის ეფექტური ალტერნატიული გზა მცირე ტიპის დასახლებებში”. \nსემინარი ჩატარდება საერთაშორისო პროექტის ფარგლებში: „შავი ზღვის ქსელის ხელშეწყობის ბუნებრივი გამწმენდი სისტემები – WASTEnet“\, რომელშიც მონაწილეობს შვიდი ქვეყანა: საქართველო\, საბერძნეთი\, თურქეთი\, სომხეთი\, მოლდოვა\, უკრაინა\, რუმინეთი. საქართველოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს. \nსემინარი შეეხება დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდას ბუნებრივი გამწმენდი სისტემებით\, რომლის არავითარი გამოცდილება საქართველოში არ არსებობს. \nპროექტის პარტნიორი ქვეყნების პროფესორები გააკეთებენ ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს. დარიგდება პროექტის ფარგლებში შექმნილი კვლევითი და სასწავლო მასალა. \nსემინარს დაესწრებიან დარგის პროფესორები\, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები\, შესაბამისი სამინისტროებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლები და სტუდენტები. \nმონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში\, 09:00-დან 09:30 საათამდე. \nდრო: 24 სექტემბერი\, 09:30 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-seminari-bunebrivi-gamtsmendi-sistemebi-da-khelovnuri-tchaobi-rogorts-chamdinare-tsqhlebis-tsmendis-epheqturi-alternatiuli-gza-mtsire-tipis-dasakhlebebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/15991.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150923T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150923T180000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150917T105331Z
LAST-MODIFIED:20240202T072614Z
UID:10003300-1443031200-1443031200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ რუდოლფ შტიხვეს საჯარო ლექცია: "დემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები. სახეზეა თუ არა დემოკრატიის კრიზისი?”
DESCRIPTION:23 სექტემბერს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პროფ. რუდოლფ შტიხვე წაიკითხავს საჯარო ლექციას: “დემოკრატიული და ავტორიტარული პოლიტიკური სისტემები. სახეზეა თუ არა დემოკრატიის კრიზისი?” (Democraticand Authoritarian Political Systems. Is there a Crisis of Democracy?). \nრუდოლფ შტიხვე გამოჩენილი თანამედროვე გერმანელი სოციოლოგია. 2012 წლიდან ის ბონის უნივერსიტეტის პროფესორია\, მანამდე კი მუშაობდა გერმანიის\, საფრანგეთისა და ავსტრიის წამყვან სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში\, იყო ლუცერნის უნივერსიტეტის რექტორი. მის ნაშრომებს შორისაა: ”მეცნიერული დისციპლინების მოდერნული სისტემის განვითარებისათვის” (1984); ”მეცნიერება\, უნივერსიტეტი\, პროფესორები” (1991); ”მსოფლიო საზოგადოება” (2000); ”ინკლუზია და ექსკლუზია” (2005); ”უცხო”(2010). \nმოხსენება ტარდება ლექციების ციკლის ფარგლებში “კრიზისი და კრიტიკა”\, რომელსაც მხარს უჭერს კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელი. \nსამუშაო ენა: ინგლისური (სინქრონული ქართული თარგმანით) \nდრო: 23 სექტემბერი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-rudolph-shtikhves-sajaro-leqtsia-demokratiuli-da-avtoritaruli-politikuri-sistemebi-sakhezea-thu-ara-demokratiis-krizisi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10873.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150919T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150919T150000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150917T093700Z
LAST-MODIFIED:20240202T072615Z
UID:10003301-1442674800-1442674800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:\,\,ჩხიკვთა ქორწილი“ - ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა სპექტაკლი
DESCRIPTION:19 სექტემბერს\, 15:00 საათზე\, ილიუნის თეატრში\,  ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით\, გაიმართება თეატრალური წარმოდგენა \,\,ჩხიკვთა ქორწილი“. \nინტეგრირებული კლასები ბათუმის N6 საჯარო სკოლაში\, უკვე წლებია\, ფუნქციონირებს. მოსწავლეებმა \,\,ჩხიკვთა ქორწილის“ გარდა კიდევ არაერთი სპექტაკლი დადგეს: „რწყილი და ჭიანჭველა“\, „პინოკიო“\, „ფიროსმანი“\, „საახალწლო ზღაპარი”. წარმატებულმა ღონისძიებებმა ბავშვებს გაუღვიძა სურვილი\, თეატრალური დადგმა თბილისელი მაყურებლებისთვისაც გაეცნოთ. სკოლის პედაგოგებისა და მშობლების ინიციატივით\, დაიწერა პროექტი\, რომელიც  ქალაქ ბათუმის მერიამ დააფინანსა. \nდრო:  19 სექტემბერი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის ქ. № 32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/chkhikvtha-qortsili-bathumis-n6-sajaro-skolis-integrirebuli-klasebis-mostsavletha-speqtakli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/13237.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150918T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150918T160000
DTSTAMP:20260514T021118
CREATED:20150916T134308Z
LAST-MODIFIED:20240202T085555Z
UID:10004841-1442592000-1442592000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პანელური დისკუსია - ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პრობლემების ანალიზი
DESCRIPTION:18 სექტემბერს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, გაიმართება პანელური დისკუსია – ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პრობლემების ანალიზი.\nდისკუსიის ფარგლებში\, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ენერგეტიკის სექტორის მიმდინარე აქტუალურ პრობლემებს განიხილავენ.\nგანხილვის ამოცანაა\, მოხდეს საქართველოს ენერგეტიკის სხვადასხვა სფეროს სუსტი და ძლიერი მხარეების\, საფრთხეებისა და აუთვისებელი შესაძლებლობების წარმოჩენა\, რასაც ყურადღება უნდა მიექცეს როგორც ამ სექტორის მესვეურების\, ასევე საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან.\nგანხილვაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც სახელმწიფო სტრუქტურების\, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები\, რომლებიც წარმოაჩენენ ენერგეტიკული თემების გავლენას ქვეყნის ეკონომიკის\, გარემოს\, სოციალური განვითარების\, ეროვნული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებელი დემოკრატიული განვითარების საკითხებზე.\nგანხილული თემები დაჯამდება და ხელმისაწვდომი გახდება მედიისათვის\, პოლიტიკოსების და საზოგადოებისათვის\, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა\, კვალიფიციური კითხვების დასმით ხელი შეუწყონ რაციონალურ მსჯელობასა და დებატებს წინასაარჩევნო პერიოდში.\nღონისძიებას ატარებს ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“\, ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. \nდრო: 18 სექტემბერი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი\, ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/paneluri-diskusia-energetikis-seqtorshi-mimdinare-problemebis-analizi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/16155.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150914T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150914T190000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150909T083732Z
LAST-MODIFIED:20240202T072617Z
UID:10003302-1442257200-1442257200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექცია - „ერთმორწმუნეობიდან ბოროტების იმპერიამდე: რუსეთი საქართველოს სიმბოლურ რუკაზე“
DESCRIPTION:14 სექტემბერს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ლექციების ციკლის – „საბჭოთა პარადიგმები“ – ფარგლებში\, გაიმართება პროფესორ ზაალ ანდრონიკაშვილის საჯარო ლექცია: „ერთმორწმუნეობიდან ბოროტების იმპერიამდე: რუსეთი საქართველოს სიმბოლურ რუკაზე“.\nრუსულ კულტურაში არსებობს საქართველოს მითი\, რომელიც კარგადაა აღწერილი და შესწავლილი. სამწუხაროდ\, თითქმის გამოუკვლეველია\, რა (სიმბოლური) ადგილი უჭირავს რუსეთს ქართულ კულტურაში. ზაალ ანდრონიკაშვილი ისაუბრებს იმის შესახებ\, თუ როგორ იცვლებოდა რუსეთის ადგილი და მნიშვნელობა ქართველების სივრცულ წარმოდგენებში მე-18 საუკუნის შუიდან მე-20 საუკუნის ბოლომდე. საილუსტრაციოდ განხილულ იქნება 6 ავტორი: დავით გურამიშვილი\, გრიგოლ ორბელიანი\, ილია ჭავჭავაძე\, მიხეილ ჯავახიშვილი\, გიორგი დანელია\, რეზო გაბრიაძე და ოთარ ჭილაძე. \nდრო: 14 სექტემბერი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-zaal-andronikashvilis-sajaro-leqtsia-erthmortsmuneobidan-borotebis-imperiamde-rusethi-saqarthvelos-simbolur-rukaze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/15978.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150911T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150911T170000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150910T073737Z
LAST-MODIFIED:20240202T072620Z
UID:10003303-1441990800-1441990800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექცია: პოსტსაბჭოთა საჯარო სივრცე საქართველოში
DESCRIPTION:11 სექტემბერს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ვორკშოპის – “სხვათა სივრცეები” – ფარგლებში\, ჯგუფი Urban Experiments\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით\, ილიაუნის სამეცნიერო კაფეში გთავაზობთ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძის საჯარო ლექციას: “პოსტსაბჭოთა საჯარო სივრცე საქართველოში”. \nსაჯარო სივრცე\, როგორც საზოგადოების წევრების მიერ თავისუფლად გამოყენებადი სივრცე\, ირეკლავს თავად საზოგადოებას\, რამდენადაც წარმოაჩენს მისი აზროვნებისა და ქმედების ჩარჩოებს. შესაბამისად\, საჯარო სივრცეზე დაკვირვება ცხადყოფს საზოგადოების სტრუქტურასაც. \nსაქართველო\, როგორც ტოტალიტარული წარსულის მქონე და ახლა უკვე ტრანზიციის პროცესში მყოფი ქვეყანა\, წარმოადგენს საინტერესო მაგალითს იმისა\, თუ როგორ ტრანსფორმირდება საზოგადოება და როგორ აისახება ეს ტრანსფორმაცია საჯარო სივრცეზე. საინტერესოა იმაზე დაკვირვება\, თუ რა ფაქტორები ახდენს მასზე გავლენას; რომელი ძირითადი აქტორები დომინირებენ საჯარო სივრცეში; როგორ აისახება ეს ტრანსფორმაცია ქალაქების არქიტექტურაზე და რა შესაძლო გამოწვევბი შეიძლება შეგხვდეს წინ გარდაქმნის ამ პროცესში. \nსაზოგადო სივრცე\, იქნება ეს ქალაქის\, სოფლისა თუ სამეზობლოს მასშტაბის\, არის ადგილი\, სადაც ურბანული მრავალფეროვნება ყველაზე თვალშისაცემია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საზოგადო სივრცეებისადმი უცოდინარი და აგრესიული მიდგომა სამწუხარო ტენდენციად ჩამოყალიბდა; სივრცეები რომლებიც განკუთვნილია ყველასათვის\, არ აღიქმება როგორც პირადი პასუხისმგებლობა\, არამედ როგორც სხვათა სივრცე\, სხვისი პასუხისმგებლობა თუ საქმე; \nვორკშოპი ითვალისწინებს რეალური ტერიტორიის\, კერძოდ\, ავლაბრის საზოგადოებრივი სივრცეების კვლევას\, ანალიზს\, პრობლემების გამოვლენასა და შემდგომ მათი გაუმჯობესების სცენარის შეთავაზებას. \nვორკშოპის – “სხვათა სივრცეები” – მიზანია ჯერ კიდევ არსებული საბჭოთა მენტალობის – “ის რაც ყველასია\, არავისი არ არის” – მიმართ მოსახლეობის ცნობიერების შეცვლას\, რათა საზოგადოებრივი სივრცეები გათავისებულ იქნას\, როგორც საერთო\, და ყველამ მიიღოს მონაწილეობა მათ მოვლაში. ვორკშოპის პროცესში სტუდენტები მიმართავენ ე. წ. “bottom up” (ქვევიდან ზევით) და “hands on” (უშუალოდ ხელჩართულ) მიდგომას\, რაც გულისხმობს ანალიზის\, კვლევისა და დაგეგმარების დროს ადგილობრივ მაცხოვრებლებთან მჭიდრო თანამშრომლობას\, მათი აზრებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. პრაქტიკაში ამ სახის მიდგომა ხელს უწყობს ნდობის ჩამოყალიბებას მომავალ არქიტექტორებს\, ურბანისტებსა და მოსახლეობას შორის. \nდრო: 11 სექტემბერი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/philosophos-levan-ghambashidzis-sajaro-leqtsia-postsabtchotha-sajaro-sivrtse-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/15979.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150901T184800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150901T184800
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150901T144815Z
LAST-MODIFIED:20240202T072624Z
UID:10003304-1441133280-1441133280@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Hardware Hackathon Iliauni  - იდეიდან ბიზნესამდე
DESCRIPTION:საქართველოში პირველად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით\,  სექტემბერში Hardware Hackathon Iliauni ჩატარდება. პროექტის ფარგლებში\, მონაწილე გუნდები ერთმანეთს  ინოვაციური და კრეატიული იდეებით შეეჯიბრებიან. ისინი ფაბლაბში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალების მენტორობით იდეის პროტოტიპირებას შეძლებენ. გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე 26 სექტემბერს. გამარჯვებული გუნდის წევრები სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან იტალიაში Maker Faire Rome-ზე. \nპროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ასაკის\, გამოცდილების და უნარების ადამიანს. \nრა არის Hardware Hackathon Iliauni? \nHarware Hackathon Iliauni  არის ბიზნეს მარათონი\, რომელიც კრეატიულობის და ინოვაციის სტიმულირებას ახდენს და\, რაც მთავარია\, ხელს უწყობს სტარტაპ კომპანიების ჩამოყალიბებას; საშუალებას აძლევს კრეატორებს იდეა ბიზნესად და ჰობი  – შემოსავლიან საქმედ აქციონ. \nთემები  \n\nIoT\nWearables\nVR/AR\nRobots\nDrones\nArt\nUI\n3D Printing\nIndustrial Applications\nSolar Energy\n\nვის შეუძლია მონაწილეობის მიღება Hardware Hackathon Iliauni-ში? \nნებისმიერი ასაკის\, უნარებისა და გამოცდილების ადამიანს (მნიშვნელობა არ აქვს მეწარმე ხარ\, დიზაინერი\, პროგრამისტი\, ინჟინერი\, მარკეტერი\, მხატვარი\, არქიტექტორი\, თუ სხვა)\, რომელსაც აქვს ინოვაციური და კრეატიული იდეები და სურვილი\, რომ საკუთარი იდეები\, რეალობად აქციოს. \nHardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაშიც კი\, თუ არ გაქვთ იდეა\, ან არ გყავთ გუნდი. პროექტის პირველი და მეორე ეტაპი (5-6 სექტემბერი; 12 – 13 სექტემბერი)  გაძლევთ შესაძლებლობას\, იპოვოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი\, ან აღმოაჩინოთ იდეა\, რომლის განხორციელებისთვისაც თქვენი უნარები იქნება საჭირო. \nროდის და როგორ ჩატარდება Hardware Hackathon Iliauni? \nHardware Hackathon Iliauni ჩატარდება 2015 წლის სექტემბერში 4 ეტაპად: \n\nპირველი ეტაპი – მოიცავს ლექციების ციკლს\, რომელიც უკეთ გაგაცნობთ პროექტს\, მასში მონაწილეობის პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. დრო:  5-6 სექტემბერი\nიხილეთ დეტალური განრიგი. \n\n\nმეორე ეტაპი – კრეათონი – იდეების და მონაწილე ჯგუფების ფორმირება (თუ არ გყავთ ჯგუფი\, შეგიძლიათ \, პროექტების პრეზენტაციები და ფინალისტების გამოვლენა. დრო: 12-13 სექტემბერი\nიხილეთ დეტალური განრიგი.\n\n\nმესამე ეტაპი – აქსელერაცის აკადემია  და პროტოტიპზე მუშაობა. დრო: 14-20 სექტემბერი\nაქსელერაციის აკადემიის ტრენინგების საკითხები \n\n\nმეოთხე ეტაპი – პროტოტიპის  ტესტირება ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე და გამარჯვებული ჯგუფის გამოვლენა. დრო: 26 სექტემბერი\n\nრატომ უნდა მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში? \nHardware Hackathon Iliauni გაძლევთ შესაძლებლობას: \n\nგაიცნოთ თქვენი იდეის რეალიზებისთვის საჭირო უნარების ადამიანები და შექმნათ გუნდი;\nიდეის პროტოტიპირებისთვის ისარგებლოთ ფაბლაბის ტექნიკური ბაზით და დამატებითი ელექტრონული კომპონენტებით ; მიიღოთ რჩევები პროფესიონალი მენტორებისგან;\nპროექტის მსვლელობისას შეხვდეთ პოტენციურ სპონსორებს და მოიძიოთ პროტოტიპირებისთვის საჭირო დამატებითი ფინანსები;\nგაიაროთ ილიაუნის აქსელერაციის აკადემიის ინტენსიური კურსი მეწარმეობაში;\nდატესტოთ პროდუქტი ილიაუნის ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენაზე\, რომელიც 26 სექტემბერს ჩატარდება და 15 000-მდე დამთვალიერებელი ეყოლება\nმიიღოთ სამუშაო სივრცე ილიაუნიში\nგაემგზავროთ სასწავლო ტურით იტალიაში\, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაზე Maker Faire Rome 2015\n\nპრიზები  \n\nI ადგილი – გამარჯვებული გუნდი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრება იტალიაში\, ღონისძიებაზე Maker Faire Rome. Maker Faire Rome არის ევროპაში გამოგონებებისა და კრეატიულობის  ყველაზე დიდი ღონისძიება\, რომელიც თავს უყრის ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ხელოვანს და ხელს უწყობს კრეატიული იდეების გაცვლას მეგობრულ გარემოში. ღონისძიება წელს ერთ სივრცეში შეკრებს 600-ზე მეტ გამომგონებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან პერფორმანსების\, გამოფენების\, სამუშაო შეხვედრების\, სემინარებისა და კონფერენციების ჩასატარებლად. Maker Faire Rome მიზნად ისახავს ციფრული კულტურის პოპულარიზაციის ფარგლებში შექმნას გარემო ინოვაციური დებატებისთვის\, ინდივიდუალური და გუნდური მეწარმეობის ხელშესაწყობად\, რომელიც ასეთი განუყრელია კრეატორების განვითარებისთვის. Maker Faire Rome 2015 წლის 18 ოქტომბერს გაიმართება რომის უნივერსიტეტში “La Sapienza”\, რომელიც ამ დღეს “მომავლის ქალაქად” გარდაიქმნება!\n\nსასწავლო ტური რომში მოიცავს სამუშაო შეხვედრებს რომის ფაბლაბებში და ასევე შეხვედრას სტარტაპ იტალიის მთავარ რედაქტორთან\, იტალიის ფაბლაბებისა და ინოვატორების ფონდის Make in Italy თანადამფუძნებელთან\, რიკარდო ლუნასთან. \n\nასევე\, ილიაუნი აარჩევს მისთვის საინტერესო პროექტ(ებ)ს და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით\, დაუთმობს სამუშაო სივრცეს ილიაუნის ფაბლაბში.\n\n\nHardware Hackathon Iliauni პარტნიორები არიან: \n\nსაქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო\nსაქართველოს უნივერსიტეტის Startup Nest\nStartup მარანი\nმეწარმეობის განვითარების სააგენტო\nსაქპატენტი\n\n\nროგორ მივიღო მონაწილეობა Hardware Hackathon Iliauni-ში? \nHardware Hackathon Iliauni-ში მონაწილეობისთვის შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით (მოგაწვდით ინფორმაციას პირველი ეტაპის ჩატარების დროსა და ადგილზე). \n\nსარეგისტრაციო ფორმის შევსების  ბოლო ვადა10 სექტემბერი\n\nგისურვებთ წარმატებებს. \nშემოგვიერთდით ფეისბუქზე.  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/hardware-hackathon-iliauni-ideidan-biznesamde/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/09/15986.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150807T125700
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150807T125700
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150807T085724Z
LAST-MODIFIED:20240202T072629Z
UID:10003306-1438952220-1438952220@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:“IT პროექტების მართვა" - უფასო ტრენინგი სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 20 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ტრენინგი თემაზე: “IT პროექტების მართვა”. ტრენინგს გაუძღვება სააგენტოს და უკრაინული ტრენინგ ცენტრის “Skill Up” მიერ გადამზადებული ტრენერი გიორგი ხალათიანი. \n40 საათიანი კურსი განკუთვნილია 17-დან 22 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ტრენინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს\, რომელიც დაინტერესებულია IT პროექტების მართვით. სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა. \nინფორმაცია ტრენერის შესახებ: \nგიორგი ხალათიანი – საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობა 2009-2011 წლებში დაიწყო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის IT დეპარტამენტში. 2012-2013 წლებში მუშაობდა კონსტანტა ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის განყოფილების სპეციალისტად. 2013-2015 წლებში გახდა ამავე ბანკის IT დეპარტამენტის სისტემური ადმინისტრატორი. 2015 წლის აპრილიდან დღემდე მუშაობს TBC ბანკში IT სპეციალისტად. \nკურსი მოიაცვს IT პროექტების მენეჯმენტის საფუძვლებს\, სწავლება წარიმართება ლექციების\, პრაქტიკული და დამოუკიდებელი სამუშაოების ფორმატში. \nტრენინგის განრიგი :  \nხანგრძლივობა/ თარიღი/ თემა \n2.5 20/08/15 INTRODUCTION TO PROJECT MANAGEMENT\n2.5 24/08/15 25 Q&A\n2.5 26/08/15 TRANSLATING NEEDS INTO REQUIREMENTS\n2.5 31/08/15 PROJECT LIFE CYCLE\n2.5 02/09/15 ESTABLISHING BUSINESS CASE\n2.5 04/09/15 BUSINESS MODELING (PART1)\n2.5 07/09/15 BUSINESS MODELING (PART2)\n2.5 09/09/15 PLANNING AND ESTIMATION\n2.5 11/09/15 ORGANIZATION STRUCTURES\n2.5 14/09/15 LEADERSHIP\n2.5 16/09/15 PROJECT MONITORING AND CONTROL\n2.5 18/09/15 MANAGING OBJECTIVE AND SCOPE\n2.5 21/09/15 MANAGING SOFTWARE PROJECTS\n2.5 23/09/15 MANAGING QUALITY\n2.5 25/09/15 MANAGING PROJECT CONFLICT\n2.5 28/09/15 MOTIVATION \nადგილმდებარეობა: ქ. თბილისი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდრო:  20 აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით\,  19:00 – 21:00 საათამდე. \nტრენინგში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:  http://goo.gl/forms/UX0QA77jIJ \nტრენინგი არის უფასო\, მაგრამ ტრენინგის გავლას შეძლებენ მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. მონაწილეთა გადარჩევა მოხდება სამოტივაციო წერილისა და გასაუბრებების საფუძველზე. შესარჩევი პროცესის გავლის გარეშე\, მონაწილეები ტრენინგზე არ დაიშვებიან. \nრეგისტრაცია მიმდინარეობს 19 აგვისტოს ჩათვლით.\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/it-proeqtebis-marthva-uphaso-treningi-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/08/15612.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150803T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150803T190000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150724T081256Z
LAST-MODIFIED:20241122T110916Z
UID:10003307-1438628400-1438628400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: მშვიდობისა და თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივები რუსულ-უკრაინულ კრიზისთან დაკავშირებით
DESCRIPTION:3 აგვისტოს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში\, ჰამბურგის უნივერსიტეტის მშვიდობის კვლევის და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტისა (IFSH) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის ფარგლებში\, გაიმართება დისკუსია თემაზე: მშვიდობისა და თანამშრომლობის დამყარების პერსპექტივები რუსულ-უკრაინულ კრიზისთან დაკავშირებით. \nდისკუსია წარიმართება ინგლისურ ენაზე.\nდეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში. \nდრო: 3 აგვისტო\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-mshvidobisa-da-thanamshromlobis-damqharebis-perspeqtivebi-rusul-ukrainul-krizisthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/15422.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150729T165800
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150729T165800
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150729T125825Z
LAST-MODIFIED:20240202T072633Z
UID:10003308-1438189080-1438189080@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ინოვაციურ გამოგონებათა გამოფენა - სპონსორობის შესაძლებლობა
DESCRIPTION:[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/inovatsiur-gamogonebatha-gamophena-sponsorobis-shesadzlebloba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/15561-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150728T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150728T120000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150723T100425Z
LAST-MODIFIED:20240202T072635Z
UID:10003309-1438084800-1438084800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ბიზნესის სკოლის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია
DESCRIPTION:28 ივლისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორიაში ჩატარდება ილიაუნის ბიზნესის სკოლის მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია. \nაპლიკაცია შეიქმნა როგორც ილიაუნის ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის\, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. აპლიკაციის მეშვეობით\, მომხმარებელს ექნება საშუალება\, პირდაპირ მიიღოს ინფორმაცია უნივერსიტეტის სივრცეში მიმდინარე დასაქმების ფორუმების\, კვლევების\, ვაკანსიების\, კონკურსების\, საჯარო შეხვედრებისა და საბოლოო სიახლეების შესახებ; აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელი იქნება წვდომა არგუსზე. \nდრო: 28 ივლისი\, 12:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 301 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-biznesis-skolis-mobiluri-aplikatsiis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/15415.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150724T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150724T160000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150722T151033Z
LAST-MODIFIED:20240202T072636Z
UID:10003310-1437753600-1437753600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბაზისბანკმა აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამა შეიმუშავეს
DESCRIPTION:24 ივლისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბაზისბანკს შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და გაიმართება ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია. \nპროგრამა გულისხმობს სასტიპენდიო ვაუჩერის დაწესებას იმ წარმატებული სტუდენტებისთვის\, რომლებიც სწავლას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გააგრძელებენ კომპიუტერულ და ელექტრულ ინჟინერიაში. აღნიშნული საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარია\, რაც გულისხმობს ერთჯერადად ათი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერის (გადასახადების ჩათვლით) გაცემას. \nსასტიპენდიო ვაუჩერის ერთჯერადად მიღების შესაძლებლობა ექნებათ: \n\nაბიტურიენტებს\, რომლებიც 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრონული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია) და\, გამოცდებზე მიღებული ქულების რეიტინგით\, იქნებიან ამ პროგრამებზე ჩარიცხულ პირველკურსელთა შვიდეულში (სულ გაიცემა შვიდი 2000-ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი).\nსტუდენტებს\, რომლებიც 2015 წლის მობილობის შედეგად გადმოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (ელექტრონული ინჟინერია; კომპიუტერული ინჟინერია). შერჩევის კრიტერიუმებს გაგაცნობთ პრეზენტაციაზე. (სულ გაიცემა სამი 2000-ლარიაინი სასტიპენდიო ვაუჩერი) .\n\nმემორანდუმის გაფორმების შემდეგ\, სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა\, დაესწრონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაციას\, რომელსაც გაუძღვება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი\, კენ უოლში; ასევე\, დაათვალიერონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული თამაშების ლაბორატორია (გეიმლაბი). \nღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.\nდრო: 24 ივლისი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდღის განრიგი\n24 ივლისი\, 16:00-18:00 \n16:00-16:15 – მისასალმებელი სიტყვები \n\nგიგა ზედანია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\nკენ უოლში\, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი\nდავით ცაავა\, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი\n\n16:15-16:20 – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია\n16:20-16:40 – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია: კენ უოლში\, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანი\n16:40-17:00 ფურშეტი\n17:00-17:30 – ტური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბსა და გეიმლაბში \nსან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU)\, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში\, სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის\, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ACS\, WASC ) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. სტუდენტებს აგრეთვე ექნებათ შესაძლებლობა ერთი სემესტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetma-da-bazisbankma-abiturientebisa-da-studentebisthvis-erthoblivi-sastipendio-programa-sheimushaves/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/15409-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150721T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150721T160000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150720T070146Z
LAST-MODIFIED:20240202T072638Z
UID:10003311-1437494400-1437494400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა მიხეილ მებონიასთან
DESCRIPTION:21 ივლისს\, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტთან\, მიხეილ მებონიასთან.\nშეხვედრის თემაა: ნანომესრული ფენების ელექტრონული თვისებები \nმომხსენებელი დოქტორანტი მიხეილ მებონია მოგვითხრობს იულიხის კვლევით ცენრში (გერმანია) ბოლო ხანებში ჩატარებული გაზომვების შედეგებზე. \n“ჩვენ ვიკვლევთ პერიოდულ ნანოსტრუქტურებს\, კერძოდ Au და Si ნანომესრულ თხელ ფირებს. კვლევა ფოკუსირებულია ფირების ელექტრონულ მახასიათებლებზე. ნანომესერი კრძალავს ელექტრონების ზოგიერთ კვანტურ მდგომარეობას\, რის შედეგადაცამოვარდნილი ელექტრონები გადადის უფრო მაღალ ენერგეტიკულ მდგომარეობებში. ეს გადასვლები დრამატულად ცვლიან ელექტრონულ მახასიათებლებს და თავს იჩენს ახალი კვანტური ეფექტები. კერძოდ\, Au-ში ვიღებთ წინაღობის მკვეთრ შემცირებასზეგამტარობის ნიშნებით\, ხოლო Si-ში – n-ტიპის ლეგირებას. ეს ეფექტები საინტერესოა\, როგორც ფუნდამენტური\, ასევე გამოყენებების თვალსაზრისით”. \nდრო: 21 ივლისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-mikheil-meboniasthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2515.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150719T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150719T190000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150706T134313Z
LAST-MODIFIED:20240202T072640Z
UID:10003312-1437332400-1437332400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის 2015 წლის მაგისტრების გამოსაშვები ცერემონია
DESCRIPTION:19 ივლისს\, 19:00 საათზე\, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის მაგისტრების გამოსაშვებ ცერემონიაზე. \nღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია. \nტრადიციულად\, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული\, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა. \nღონისძიების ოფიციალური ნაწილი მაგისტრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში აყრით დასრულდება. \nცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ილიაუნის ვოკალური ჯაზ-ბენდი. \nდრო: 19 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის ბოტანიკის ინსტიტუტი\n18:30 საათიდან აბანოებთან მობილიზებული იქნება სამარშრუტო ტაქსი\, რომელიც სტუმრებს მოემსახურება. \nგელოდებით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-2015-tslis-magistrebis-gamosashvebi-tseremonia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/14410-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150716T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150716T180000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150714T133656Z
LAST-MODIFIED:20240202T072641Z
UID:10003313-1437069600-1437069600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნი და Start up Grind თბილისი მასპინძლობს ინდრეკ რებეინს და კაი აილენდს
DESCRIPTION:16 ივლისს\, 18:00-დან 20:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და Start up Grind თბილისი  მასპინძლობს ინდრეკ რებეინს და კაი აილენდს. \n„სტარტაპ გრაინდი“ არის გლობალური „სტარტაპ“ თანამეგობრობა\, რომლის მიზანია\, გაანათლოს\, შთააგონოს და დააკავშიროს ახალგაზრდა მეწარმეები. ის ყოველთვიურად მასპინძლობს ღონისძიებებს 40 ქალაქსა და 20 ქვეყანაში\, სადაც მონაწილეობენ ადგილობრივი დამფუძნებლები\, ინოვატორები\, განმანათლებლები და ინვესტორები. ისინი ერთმანეთს უზიარებენ პერსონალურ ისტორიებს და წარმატებული კომპანიების მუშაობის გამოცდილებას. „სტარტაპ გრაინდის“ სისტემატური ინტერვიუები\, შეხვედრები და წლიური კონფერენციები ხელს უწყობს მასში მომუშავე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას\, „სტარტაპებს“ კი აძლევს საშუალებას\, გახდნენ ძლიერი ქსელის ნაწილი\, ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი კავშირები და მიიღონ შთაგონება მომავალი განვითარებისთვის. \nინდრეკ რებეინი ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერია კომპიუტერული ტექნიკის აქსელერატორ კომპანიაში BuiltIt. ის ძირითადად მოღვაწეობს ელექტრონიკის ინდუსტრიის სფეროში. 2012 წელს\, ინდრეკი ესტონეთში გამართული შვედური ბიზნესდაჯილდოების მიერ აღიარებული იქნა წლის ახალგაზრდა მეწარმედ\, ელექტრონიკის საინჟინრო მომსახურების ბიურო “ჰეჯჰოგისთვის” გაწეული სამუშაოსთვის. 2014 წელს\, ინდკერი შეუერთდა ტექნიკის აქსელერატორი კომპანია BuiltIt-ის ბირთვულ გუნდს იმისასთვის\, რომ დაეხმაროს ახალ „სტარტაპებს“ იდეების განმტკიცებასა და მათი ბიზნესის სწორად წარმართვაში. \nკაი აილენდის სამუშაო გამოცდილება მიმართულია  სოციალური მედიამარკეტინგისა და სოციალური და სამომხმარებლო კმაყოფილებისკენ ორიენტირებული ბრენდების შექმნისკენ. ამჟამად კაი მუშაობს ფონდთან Garage48\, სადაც ორგანიზებას უწევს ჰაკატონებს აღმოსავლეთ ევროპაში\, აზიასა და აფრიკაში\, რითაც აძლიერებს „სტარტაპების“ ადგილობრივ ეკოსისტემებს\, ეხმარება „სტარტაპებსა“ და კორპორაციებს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების დამყარებას. კაის სჯერა\, რომ ახლად წამოწყებული „სტარტაპის“ თემი უნდა ემყარებოდეს იმ დამოკიდებულებას\, რომლის მიხედვითაც\, დახმარების სანაცვლოდ\, ისინი დაეხმარებიან სხვებს. კაის მიზანია\, დააკავშიროს „სტარტაპების“ დამფუძნებლები წარმატებულ მეწარმეებთან ნამდვილი ინოვაციის შესაქმნელად. \nდეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. \nდრო: 16 ივლისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliauni-da-start-up-grind-thbilisi-maspindzlobs-indrek-rebeins-da-kai-ailends/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/14879.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150716T113300
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150716T113300
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150716T073336Z
LAST-MODIFIED:20240202T072643Z
UID:10003314-1437046380-1437046380@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ვორკშოპი: დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში
DESCRIPTION:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის არქიტექტურის პროგრამის ფარგლებში\, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით\, 2015 წლის სექტემბერში აწყობს ვორკშოპს: „დროებითი პავილიონი ან Pop-up Space ურბანულ გარემოში“. ვორკშოპის მიზანია ახალგაზრდა თაობამ გააცნობიეროს “მწვანე” არქიტექტურის ფილოსოფია\, გაითვალისწინოს ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრინციპები\, გაუფრთხილდეს და დაიცვას არსებული რესურსები. \nვორკშოპს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები\, საერთაშორისო ექსპერტი\, BuroHappold Engineering-ის წევრი ანა სერა\, მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოს წარმომადგენელი (http://gbc.org.ge) და სხვადასხვა ფონდის ხელმძღვანელები. \nვორკშოპში მონაწილეობის მისაღებად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწვევს არქიტექტურის და საინჟინრო მიმართულების მე-2\, მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს. \nვორკშოპის დასრულების შემდეგ მოეწყობა ნამუშევრების გამოფენა. საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება კრებულის სახით. თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი. \nდაინტერესებულ სტუდენტებს\, გთხოვთ\, გამოაგზავნოთ CV და პორტფოლიო (5 ნამუშევარი) ელექტრონულ მისამართზე: popupcity@iliauni.edu.ge \nწარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე შეირჩევა 20 სტუდენტი. \nსაბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 15 აგვისტო \nსაკონტაქტო ინფორმაცია: \nვორკშოპის ორგანიზატორი და კოორდინატორი: ია კუპატაძე\nელფოსტა: popupcity@iliauni.edu.ge \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/vorkshopi-droebithi-pavilioni-an-pop-up-space-urbanul-garemoshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/15102.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150716T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150716T100000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150708T113836Z
LAST-MODIFIED:20240202T072823Z
UID:10003316-1437040800-1437040800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამაგისტრო ნაშრომების დაცვა - საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე
DESCRIPTION:16 ივლისს\, 10:00-დან 13:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შედგება საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვის პლენარული სესია. შემდეგ დაცვა გაგრძელდება სექციებში. \nსამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე დასწრება შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. \nდრო: 16 ივლისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samagistro-nashromebis-datsva-sabazo-da-sashualo-skolis-sagnis-sagnobrivi-jguphis-mastsavleblis-momzadebisa-da-ganathlebis-administrirebis-samagistro-programebze-2/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/14645.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150716T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150716T100000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150707T095159Z
LAST-MODIFIED:20240202T072832Z
UID:10003337-1437040800-1437040800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამაგისტრო ნაშრომების დაცვა - საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე
DESCRIPTION:16 ივლისს 10:00-დან 13:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შედგება საბაზო და საშუალო სკოლის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადებისა და განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამებზე სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. დაცვა\, ილიაუნის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტთან არსებული განათლების სკოლის საბჭოს სხდომის (2015 წლის 27 მაისი) გადაწყვეტილებით\, შედგება საჯაროდ\, რაც გულისხმობს იმას\, რომ მასზე დასწრების საშუალება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება. \nდრო: 16 ივლისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/samagistro-nashromebis-datsva-sabazo-da-sashualo-skolis-sagnis-sagnobrivi-jguphis-mastsavleblis-momzadebisa-da-ganathlebis-administrirebis-samagistro-programebze/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150715T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150715T110000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150710T072706Z
LAST-MODIFIED:20240202T072836Z
UID:10003339-1436958000-1436958000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქველმოქმედო არტ-ფსიქოლოგიური\, სარეაბილიტაციო ტრენინგი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან ილიაუნიში
DESCRIPTION:15-19 ივლისს\,11:00-დან 13:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში (C 130 ოთახი) ილიაუნის პროფესორი\, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა\, პიროვნული განვითარებისა და ინოვაციური პროგრამების ტერენინგცენტრთან ერთად\, ატარებს საქველმოქმედო არტ-ფსიქოლოგიურ\, სარეაბილიტაციო ტრენინგს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ბავშვებთან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ბავშვების ტრანსპორტირებას. ტრენინგის ბოლოს კი თითოეულ მათგანს გადაეცემა საჩუქრები. \nდრო: 15-19 ივლისი\, 11:00-13:00 საათი\nადგილმდებარეობა: ბავშვის განვითარების ინსტიტუტი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 130 ოთახი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqvelmoqmedo-art-phsiqologiuri-sareabilitatsio-treningi-13-ivnisis-stiqiith-dazaralebul-bavshvebthan-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/14776.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150713T183000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150713T183000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150709T111219Z
LAST-MODIFIED:20240202T072841Z
UID:10003341-1436812200-1436812200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი
DESCRIPTION:13 ივლისს\, 18:30 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის საანგარიშო კონცერტი. გუნდი\, ოთხი წელია\, არსებობს და მასში მონაწილეობა 80-მდე სტუდენტმა მიიღო. გუნდი ყოველ კონცერტზე ახალ რეპერტუარს წარადგენს. გუნდის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი თამაზ გაბისონია. \nდრო: 13 ივლისი\, 18:30 საათი\nადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-khalkhuri-simgheris-studenturi-gundi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/14653.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150713T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150713T150000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150708T064607Z
LAST-MODIFIED:20240202T085610Z
UID:10004842-1436799600-1436799600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრა სტიპენდიებთან დაკავშირებით
DESCRIPTION:13 ივლისს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S 503 აუდიტორიაში ილიაუნის ნიდერლანდური ენისა და კულტურის ცენტრი  პირველი და მეორე კურსის სტუდენტებს იწვევს საინფორმაციო შეხვედრაზე ნიდერლანდებისა და ბელგიის საზაფხულო კურსებთან და ნიდერლანდური ენის შესწავლის პერპექტივებთან დაკავშირებით. \nდრო: 13 ივლისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ნიდერლანდური ენისა და  კულტურის ცენტრი\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი\, ოთახი 503 (გ. წერეთლის ქ. № 3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/niderlanduri-enisa-da-kulturis-tsentris-sainphormatsio-shekhvedra-stipendiebthan-dakavshirebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/14631.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150712T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150712T190000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150624T064836Z
LAST-MODIFIED:20240202T072848Z
UID:10003343-1436727600-1436727600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის 2015 წლის ბაკალავრების გამოსაშვები ცერემონია
DESCRIPTION:12 ივლისს\, 19:00 საათზე\, გიწვევთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015 წლის ბაკალავრების გამოსაშვებ ცერემონიაზე. \nღონისძიებას გახსნის და სტუდენტებს უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი\, გიგა ზედანია. \nტრადიციულად\, წელსაც ჩავატარეთ კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული კურსდამთავრებული\, რომელიც გამოსაშვებ ცერემონიაზე სიტყვით გამოვა. \nღონისძიების ოფიციალური ნაწილი ბაკალავრებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტუალით – ქუდების ცაში აყრით დასრულდება. \nცერემონიას მუსიკალურად გააფორმებს ილიაუნის ვოკალური ჯაზ-ბენდი. \nდრო: 12 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის წინა ეზო (ილია ჭავჭავაძის გამზ. №32) \nგელოდებით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-2015-tslis-bakalavrebis-gamosashvebi-tseremonia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/06/13778-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150710T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150710T190000
DTSTAMP:20260514T021119
CREATED:20150706T125430Z
LAST-MODIFIED:20240202T072848Z
UID:10003347-1436554800-1436554800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:10 ივლისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის პრეზენტაცია. ცენტრში ამ დროისთვის 60-მდე მეწარმე კურსდამთავრებულია გაერთიანებული. პრეზენტაციაზე საუბარი იქნება სამომავლო გეგმებზე\, კურსდამთავრებულების მეტად ჩართვაზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. \nპრეზენტაციაზე სიტყვით წარდგებიან: \nგიგა ზედანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი: მისასალმებელი სიტყვა\, კურსდამთავრებულთა და მეწარმე კურსდამთავრებულთა ქსელის მნიშვნელობის შესახებ; \nნინო დვალიძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე: მეწარმეობისა და ინოვაციური ეკოსისტემის მნიშვნელობის\, მიმდინარე პროექტების შესახებ; \nნინო ენუქიძე – EANET პროექტის კოორდინატორი: მეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის მიზნების\, ამოცანების და შესაძლებლობების განხილვა\, საიტის მოკლე პრეზენტაცია; \nმეწარმე კურსდამთავრებულთა ცენტრის ხელმძღვანელი\, მაია ნონიაშვილი მეწარმე კურსდამთავრებულებს სასაჩუქრე პაკეტებს გადასცემს. პრეზენტაციის ფარგლებში\, მოეწყობა მეწარმე კურსდამთავრებულთა პროფილების ვიდეოჩვენება. პრეზენტაცია დასრულდება ფურშეტით. \nდრო: 10 ივლისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი “ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/metsarme-kursdamthavrebultha-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/07/14504.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR