BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-WR-CALNAME:უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150514T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150514T170000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150505T102808Z
LAST-MODIFIED:20240202T073535Z
UID:10003473-1431622800-1431622800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"სტიგმის გადალახვა ჟესტური ენის გაძლიერებით" - პროექტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:14 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ თამარ მახარობლიძის პროექტის – “სტიგმის გადალახვა ჟესტური ენის გაძლიერებით” – პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ. \nდრო: 14 მაისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/stigmis-gadalakhva-zhesturi-enis-gadzlierebith-proeqtis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/8833.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150508T120151Z
LAST-MODIFIED:20240202T073656Z
UID:10003517-1431630000-1431630000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება
DESCRIPTION:14 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ გეპატიჟებით ილიაუნის ლიტერატურული კლუბის დაბადების დღეზე\, რომელზეც ილიაუნის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. \nილიაუნის ლიტერატურულ კონკურსს ხუთწლიანი ისტორია აქვს. 2010 წელს უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვიტა\, ხელი შეეწყო რომანის განვითარებისათვის საქართველოში და დააარსა პრემია საუკეთესო რომანისათვის. პრემია აქამდე ოთხ ნომინანტზე გაიცა. 2010 წელს პრიზი აიღო აკა მორჩილაძემ (რომანისათვის „მამლუქი“)\, ხოლო 2011 წელს – ზაზა ბურჭულაძემ (რომანისათვის „გასაბერი ანგელოზი“). 2012 წელს პრემია არ გაცემულა\, ხოლო 2013 წელს პრემია გაიყვეს ანა კორძაია-სამადაშვილმა(რომანისათვის „ვინ მოკლა ჩაიკა“) და ჯაბა ზარქუამ (რომანისათვის „მკითხველი უნდა მოკვდეს“). \n2014 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება\, ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ პრემია გაიცეს უცხოენოვანი რომანის საუკეთესო თარგმანისათვის. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო მოსაზრება\, რომ დიდი და დიადი უცხოენოვანი ნაწარმოებების ქართული თარგმანები ხშირად ისევე უწყობს ხელს რომანის ჟანრის განვითარებას\, როგორც ორიგინალური რომანების წერა. გამარჯვებული შეირჩევა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოცემული თარგმანებიდან. \nილიაუნის ლიტერატურული კონკურსის წლევანდელი 7 ფინალისტი რომანია: \n\nკლოდ სიმონი\, „ფლანდრიის გზა“ – გამომცემლობა „ინტელექტი“ – მთარგმნელები: ილია გასვიანი\, ანზორ აბჟანდაძე\nორჰან ფამუქი\, „მე წითელი მქვია“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: ლია ჩლაიძე\nკნუტ ჰამსუნი\, „მისტერიები“ – „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე\n ვირჯინია ვულფი\, „გზა შუქურისკენ“ – ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ – მთარგმნელი: ლელა დუმბაძე\nრობერტ მუზილი\, „უთვისებო კაცი”\, ტომი II – გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: მაია ბადრიძე\nუილიამ ფოლკნერი “დროშები მტვერში“ – გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე\nუმბერტო ეკო\, „ვარდის სახელი“ – გამომცემლობა „დიოგენე“ – მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე\n\nგამარჯვებულს გადაეცემა ილიაუნის პრემია 10 000 ლარის ოდენობით.\nგარდა ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულისა დაჯილდოვდებიან ილიაუნის ლიტერატურული კლუბის წლის საუკეთესო მომხსენებელი და კლუბის ვიქტორინის გამარჯვებულები – ყველაზე აქტიური მკითხველები. \nდასწრება თავისუფალია. \nგელით ყველას! \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturuli-konkursis-gamarjvebuli-gamovlindeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9233.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150514T190000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150511T123912Z
LAST-MODIFIED:20240202T073653Z
UID:10003515-1431630000-1431630000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებთან\, ალექსანდრე გავაშელიშვილთან და დავით თარხნიშვილთან
DESCRIPTION:14 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებთან\, ალექსანდრე გავაშელიშვილთან და დავითთარხნიშვილთან. \nსლაიდ-შოუ თემაზე: ამერიკის შეერთებული შტატების ბუნება \nეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა\, ალექსანდრე გავაშელიშვილმა\, 1990 წლიდან მრავალი თვე გაატარა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას მოვლილი აქვს ამ ქვეყნის დიდი ნაწილი – კლდოვანი მთები\, პრერიები\, ტყეები – და ფლობს მრავლისმომცველინფორმაციას ამერიკის ბუნების შესახებ. პროფესორი დავით თარხნიშვილი კი სულ ორჯერაა ნამყოფი ამერიკაში\, მაგრამ ძალიან სპეციფიკურ ადგილას – წყნარი ოკეანის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში. მომხსენებლები ისაუბრებენ ზოგადად ამერიკის ბუნებაზე\,იმაზე\, თუ რით განსხვავდება ის ჩვენთვის უკეთ ნაცნობი ევროპისა და დასავლეთი აზიის ბუნებისგან\, რა საერთოა კოლხეთისა და ამერიკის ტენიან ტყეებს შორის\, და სხვა არაერთ საინტერესო საკითხზე. \nდრო: 14 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-iliaunis-ekologiis-institutis-prophesorebthan-aleqsandre-gavashelishvilthan-da-davith-tharkhnishvilthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9657.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150515T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150515T160000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150507T104233Z
LAST-MODIFIED:20240202T073651Z
UID:10003513-1431705600-1431705600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პათოგენების კვლევებისა და განათლების ცენტრის პრეზენტაცია
DESCRIPTION:15 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, გაიმართება ილიაუნის პათოგენების კვლევებისა და განათლების ცენტრის პრეზენტაცია. \n2014 წელს აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global)\,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ უნივერსიტეტებისათვის გამოცხადებული იქნა  ერთობლივი კონკურსი – „პათოგენების კვლევისა და სწავლების ხელშემწყობი ცენტრის შექმნა”. კონკურსის გამარჯვებულად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროექტი – „საქართველოს პათოგენების მოლეკულურ ბიოლოგიური შესწავლები“ – გამოცხადდა. \nაღნიშნული ცენტრის მთავარი მიზანია პათოგენების სფეროში კვლევებისა და განათლების პროცესების ერთდროული ჰარმონიული განვითარება. ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბება  უკვე დამთავრებულია და წარმოდგენილია საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცისათვის უნიკალური ნანო მაღალი წნევის ქრომატოგრაფიული სისტემისა და იონ-ტრაპ მასს-სპექტრომეტრიული სისტემის ტანდემით და შესაბამისი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფით\, ბიოუსაფრთხოების მეორე დონის კაბინეტით და მოლეკულური ბიოლოგიის კვლევების სხვა ხელსაწყოებით. ”პათოგენების კვლევებისა და განათლების ცენტრი” ფუნქციონირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტთან ერთად\, რომელიც\, თავის მხრივ\, ერთ-ერთ ძლიერ კვლევით ინსტიტუტს წარმოადგენს. \nპრეზენტაციის დრო: 15 მაისი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/pathogenebis-kvlevebisa-da-ganathlebis-tsentris-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9134.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150515T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150515T160000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150511T064812Z
LAST-MODIFIED:20240202T073648Z
UID:10003511-1431705600-1431705600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ცაგარელის საჯარო ლექცია - პოსტმოდერნიზმი დამწყებთათვის\, ანუ რა საერთო აქვს შრეკსა და სუნამოს
DESCRIPTION:15 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში\, პროფესორი ლევან ცაგარელი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “პოსტმოდერნიზმი დამწყებთათვის\, ანუ რა საერთო აქვს შრეკსა და სუნამოს“. \nდრო: 15 მაისი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-tsagarelis-sajaro-leqtsia-postmodernizmi-damtsqhebthathvis-anu-ra-saertho-aqvs-shreksa-da-sunamos/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9413.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150515T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150515T170000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150513T111538Z
LAST-MODIFIED:20240202T073645Z
UID:10003510-1431709200-1431709200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მაია ფანჯიკიძე სტუმრად ავსტრიულ ბიბლიოთეკაში
DESCRIPTION:15 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ცნობილი ავსტრიელი მწერლის\, თომას ბერნჰარდის\, პიესის – „სანახაობის მომწყობი“ – ქართული თარგმანის პრეზენტაცია (გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ). \nქალბატონი მაია ფანჯიკიძე ისაუბრებს თომას ბერნჰარდის შემოქმედებასა და თანამედროვე თარგმანის ხელოვნების საკითხებზე. \nღონისძიებას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში\, ბატონი აქსელ ვეხი. \nდრო: 15 მაისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის ავსტრიული ბიბლიოთეკა\, S 507 ოთახი (გ. წერეთლის ქ. №3) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/maia-phanjikidze-stumrad-avstriul-bibliothekashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9877.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150515T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150515T170000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150513T113853Z
LAST-MODIFIED:20240202T073426Z
UID:10003452-1431709200-1431709200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური კონკურსი - ეკოსტუდენტი 2015
DESCRIPTION:15 მაისს\, პარასკევს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში WWF-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი\, ანა ცინცაძე\, გაგაცნობთ სტუდენტური კონკურსის -ეკოსტუდენტი 2015 – დეტალებს. კონკურსი ”ეკოსტუდენტი 2015”\, WWF-ის პროექტების ფარგლებში\, ითვალისწინებს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს გარემოსდაცვით თემებზე. ფილმები უნდა იყოს ქართულ\, რუსულ\, ინგლისურ ენებზე ან სულაც დიალოგის გარეშე; ფილმის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს.\nნამუშევრების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2015 წლის 31 მაისი.\nგამარჯვებულს 2015 წლის 10 ივნისამდე გამოავლენს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომპეტენტური ჟიური. \nშეხვედრის დრო: 15 მაისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5)\nდასწრება თავისუფალია. \nმიიღე მონაწილეობა კონკურსში და გახდი 2015 წლის ეკოსტუდენტი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-konkursi-ekostudenti-2015/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9878.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150515T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150515T190000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150508T103503Z
LAST-MODIFIED:20240202T073642Z
UID:10003509-1431716400-1431716400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თამარ კინწურაშვილი - მედია და ტოლერანტობის საკითხები
DESCRIPTION:15 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, თამარ კინწურაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – მედია და ტოლერანტობის საკითხები. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას და ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, პროექტის – „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nლექციის დრო: 15 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thamar-kintsurashvili-media-da-tolerantobis-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9224.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150516T200000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150516T200000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150513T111752Z
LAST-MODIFIED:20240202T073638Z
UID:10003508-1431806400-1431806400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ავსტრიული თეატრი Teatro Caprile ილიაუნის თეატრში
DESCRIPTION:ილიას უნივერსიტეტის ავსტრიული კულტურის ცენტრისა და ილიაუნის თეატრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში\, თბილისს პირველად ეწვევა ვენის თეატრი Teatro Caprile. \n16 მაისს\, 20:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი – „ომის პირველი და კაცობრიობის უკანასკნელი დღეები“. \nთეატრალური პერფორმანსი ეძღვნება პირველი მსოფლიო ომის თემას. \nღონისძიებას დაესწრება ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოსა და აზერბაიჯანში\, ბატონი აქსელ ვეხი. \nდრო: 16 მაისი\, 20:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/avstriuli-theatri-teatro-caprile-iliaunis-theatrshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9871.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150518T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150518T160000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150511T074121Z
LAST-MODIFIED:20240202T073635Z
UID:10003507-1431964800-1431964800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემინარი თემაზე ენერგეტიკული ტარიფები
DESCRIPTION:18 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ენერგეტიკულ ტარიფებთან დაკავშირებით\, ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის ფარგლებში\, მორიგი სემინარი გაიმართება. სემინარზე სიღრმისეულად განიხილება შემდეგი საკითხები: \n\nენერგეტიკული ბაზარი\, მისი ძირითადი მონაწილეები\, მათი ურთიერთობები და ინტერესები;\nტარიფების დანიშნულება და მათი დადგენის პრინციპები;\nსამომხმარებლო ტარიფის კომპონენტები და მათი სიდიდე;\nტარიფზე მოქმედი ფაქტორები;\nინფრასტრუქტურული ინვესტიციები და საოპერაციო ხარჯები\, ინფლაცია\, გაცვლითი კურსი;\nტარიფების სუბსიდირების სოციალური და ეკონომიკური შედეგები.\n\nსემინარში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სპეციალისტები და ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.\nსემინარი ანალიტიკური ცენტრის – „ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ – და ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება. \nდრო: 18 მაისი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/seminari-themaze-energetikuli-tariphebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9648.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150518T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150518T190000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150513T110014Z
LAST-MODIFIED:20240202T073630Z
UID:10003504-1431975600-1431975600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი. მეორე მიახლოება
DESCRIPTION:18 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\, ჩატარდებალევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემაა: ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი. მეორე მიახლოება \nლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: რუსთველის გლობალიზმი; „ყმა ტკბილი და ტკბილქართული“; პირველი სამება („რომელმან“\, „ძალი“\, „სული“); მეორე სამება (ტარიელი\, ავთანდილი\, ფრიდონი); მესამე სამება (ნესტანი\, თინათინი\, ფატმანი); ქაჯეთის ქრონოტოპი; ”ვეფხისტყაოსნის” ანდერძი; რუსთველი და რუსთაველის პროსპექტი; პოეტური ზეოსტატობა: „ცამცა გაიდარბაზესა“. \nდრო: 18 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-chveni-mthavari-argumenti-shotha-rusthveli-meore-miakhloeba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2332.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150519T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150519T140000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150506T084222Z
LAST-MODIFIED:20240202T073625Z
UID:10003502-1432044000-1432044000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი პაპუაშვილის საჯარო ლექცია - "საკონსტიტუციო სასამართლო ოცი წლის გადმოსახედიდან"
DESCRIPTION:19 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორიაში ილიაუნის სამართლის სკოლის პროფესორი გიორგი პაპუაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “საკონსტიტუციო სასამართლო ოცი წლის გადმოსახედიდან”.\nღონისძიება ეძღვნება საქართველოს კონსტიტუციის ოცი წლის იუბილეს. \nდრო: 19 მაისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-papuashvilis-sajaro-leqtsia-sakonstitutsio-sasamarthlo-otsi-tslis-gadmosakhedidan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/8950.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150519T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150519T150000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150517T180900Z
LAST-MODIFIED:20240202T073619Z
UID:10003499-1432047600-1432047600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საჯარო განხილვა - ”იდენტობა” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ
DESCRIPTION:19 მაისს\, სამშაბათს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი მართავს საჯარო განხილვას თემაზე – “იდენტობა” და სხვები საქართველოს წინააღმდეგ. \nმიმდინარე წლის 12 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2012 წლის 17 მაისის აქციაში მონაწილე პირთა სარჩელზე. ერთ-ერთი მოსარჩელე ორგანიზაცია „იდენტობაც“ იყო. \nორგანიზაციის იურისტი ნინო ბოლქვაძე ისაუბრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და სასამართლოს ძირითად არგუმენტებზე. \nდრო: 19 მაისი\, 15:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sajaro-gankhilva-identoba-da-skhvebi-saqarthvelos-tsinaaghmdeg/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150519T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150519T180000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150518T072320Z
LAST-MODIFIED:20240202T073616Z
UID:10003497-1432058400-1432058400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სერიალ „ტიფლისის“ სცენარისტისა და რეჟისორის\, ივა ფაზუაშვილის\, მოხსენება: ”დრამატურგია - თითქმის ზუსტი მეცნიერება”
DESCRIPTION:19 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ილიაუნის სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, სერიალ „ტიფლისის“ სცენარისტი და რეჟისორი\, ივა ფაზუაშვილი\, წაიკითხავს მოხსენებას თემაზე: „დრამატურგია – თითქმის ზუსტი მეცნიერება“. \nდრო: 19 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/serial-tiphlisis-stsenaristisa-da-rezhisoris-iva-phazuashvilis-mokhseneba-dramaturgia-thithqmis-zusti-metsniereba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/4800.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150520T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150520T130000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150520T062627Z
LAST-MODIFIED:20240202T073613Z
UID:10003492-1432126800-1432126800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური დასაქმება - კომპანია ”კოპენბური” 100 ვაკანსიით ილიაუნიში
DESCRIPTION:20 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E406 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, კომპანია ”კოპენბურის” წარმომადგენლობა ილიაუნის სტუდენტებს შეხვდება და გააცნობს პროექტს სახელწოდებით – ”სტუდენტური დასაქმება: კომპანია ”კოპენბური” 100 ვაკანსიით ილიაუნიში”. \nდრო: 20 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-dasaqmeba-kompania-kopenburi-100-vakansiith-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/3989.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150521T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150521T170000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150518T065902Z
LAST-MODIFIED:20241122T110907Z
UID:10003490-1432227600-1432227600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:"ფინეთის ისტორია" - ჰენრიკ მეინანდერის წიგნის პრეზენტაცია
DESCRIPTION:21 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ცნობილი ფინელი ისტორიკოსის\, ჰენრიკ მეინანდერის\, წიგნის – “ფინეთის ისტორია” – პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ფინეთის ათასწლიანი ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მოკლე მიმოხილვას წარმოადგენს. იგი უკვე მრავალ ენაზეა თარგმნილი და ახლა ქართულადაც გამოიცა. \n“ფინეთის ისტორიის” ქართულად თარგმნის მნიშვნელობაზე\, ფინეთისა და საქართველოს ისტორიის პარალელებზე ისაუბრებენ თავად წიგნის ავტორი – ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორი\, ჰენრიკმეინანდერი\, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი\, ლაშა ბაქრაძე. \nწიგნისა და ავტორის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. \nდრო: 21 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phinethis-istoria-henrik-meinanderis-tsignis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10576.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150521T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150521T170000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150520T133256Z
LAST-MODIFIED:20240202T073605Z
UID:10003488-1432227600-1432227600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ნუგზარ ალექსიძის მოხსენება - "ფსიქობიოლოგიის საფუძვლები"
DESCRIPTION:21 მაისს\, ხუთშაბათს 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაციის სხდომა. სხდომაზე მოხსენებით წარდგება ნუგზარ ალექსიძე. მოხსენების თემაა “ფსიქობიოლოგიის საფუძვლები”. \nდრო: 21 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. № 1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/nugzar-aleqsidzis-mokhseneba-phsiqobiologiis-saphudzvlebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10873.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150521T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150521T190000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150518T110335Z
LAST-MODIFIED:20240202T073601Z
UID:10003485-1432234800-1432234800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: ასოცირებული პროფესორის\, არჩილ მაღალაშვილის\, საჯარო ლექცია - ”არატრადიციული გაზი და ნავთობი - საუკუნის ახალი გამოწვევები”
DESCRIPTION:21 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან\, არჩილ მაღალაშვილთან. \nსაუბრის თემა: არატრადიციული გაზი და ნავთობი – საუკუნის ახალი გამოწვევები \nნახშირწყალბადების ამ ახალი რესურსის გამოჩენას 21-ე საუკუნის ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკურ რევოლუციას უწოდებენ. ამ რესურსის ათვისებასთან დაკავშირებულია მთელი რიგი ახალი სამეცნიერო\, გეოლოგიური\, გარემოსდაცვითი\, სოციალური და სხვა გამოწვევები. მოხსენება მიეძღვნება პრობლემატიკის მიმოხილვას\, არსებულ გამოწვევებს და საქართველოს პერსპექტივებს. \nდრო: 21 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-asotsirebuli-prophesoris-archil-maghalashvilis-sajaro-leqtsia-aratraditsiuli-gazi-da-navthobi-saukunis-akhali-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2515.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150521T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150521T190000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150518T114323Z
LAST-MODIFIED:20240202T073557Z
UID:10003483-1432234800-1432234800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: მთარგმნელი გია გოკიელი „ელისის” შესახებ
DESCRIPTION:21 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი\, მთარგმნელი გია გოკიელი\, ისაუბრებს შემდეგ თემებზე: „ელისის თავგადასავალის“ 150 წლისთავის აღნიშვნა მსოფლიოში; „ელისის“ მნიშვნელობა და კვალი მსოფლიო ლიტერატურაში; „ელისის“ ავტორის შესახებ: ჩარლზ დოჯსონი და ლუის კეროლი – ანტიპოდები; „ელისის“\, როგორც ზღაპრის\, თავისებურებები; „ელისი“\, როგორც ერთ-ერთი გამორჩეულად რთული წიგნი სათარგმნელად და თარგმნის სირთულეები. \nშეხვედრის დრო: 21 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-mthargmneli-gia-gokieli-elisis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10726.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150522T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150522T130000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150521T075700Z
LAST-MODIFIED:20240202T073529Z
UID:10003470-1432299600-1432299600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:150 ანაზღაურებადი ვაკანსია - საინფორმაციო შეხვედრა
DESCRIPTION:22 მაისს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, კომპანია ”ვისოლ ჯგუფის” წარმომადგენლობა ილიაუნის მესამე  და მეოთხე კურსის სტუდენტებთან გამართავს საინფორმაციო შეხვედრას 150 ანაზღაურებადი ვაკანსიის  შესახებ. \nდრო: 22 მაისი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/150-anazghaurebadi-vakansia-sainphormatsio-shekhvedra/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11086.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150522T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150522T170000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150518T070514Z
LAST-MODIFIED:20240202T073524Z
UID:10003468-1432314000-1432314000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ დვორა კატჩევიჩის საჯარო ლექცია - არგუმენტებული მსჯელობის როლი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში
DESCRIPTION:22 მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ისრაელის ვაიცმანის ინსტიტუტის თანამშრომელი\, დოქტორი დვორა კატჩევიჩი წაიკითხავს საჯარო ლექციას – ”არგუმენტებული მსჯელობის როლი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში”. \nქალბატონი კატჩევიჩი\, პროექტ PROFILES-ის ფარგლებში\, დიდი ხანია\, თანამშრომლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო განათლების კვლევის ცენტრთან SALiS. ვაიცმანის ინსტიტუტთან ერთად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჩაატარა რამდენიმე სამეცნიერო კვლევა\, შეიმუშავა საქართველოში ბუნებისმეტყველების მასწავლებელთა სატრენინგო მოდულები და სამუშაო მასალები კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობის მიზნით. \nდრო: 22 მაისი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-dvora-katchevichis-sajaro-leqtsia-argumentebuli-msjelobis-roli-sabunebismetqhvelo-laboratoriashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10577.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150523T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150523T110000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150513T085245Z
LAST-MODIFIED:20241122T110907Z
UID:10003466-1432378800-1432378800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სტუდენტური ვორკშოპი „ესთეტიკა და პოლიტიკა“
DESCRIPTION:23 მაისს\, 11:00-დან 20:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ჩატარდება ადგილობრივი სტუდენტური ვორკშოპი თემაზე – „ესთეტიკა და პოლიტიკა“. ვორკშოპში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამების სტუდენტები. \nესთეტიკა და პოლიტიკა იმდენადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული\, რამდენადაც ერთმანეთისგან განსხვავდება. ერთსა და იმავე მოვლენასა თუ ფენომენს ესთეტური განზომილებაცა აქვთ და პოლიტიკურიც. ისინი პარალელური სფეროებია\, რომლებიც ხან იკვეთებიან\, ხან არა. ზოგი ფილოსოფოსი პოლიტიკის ესთეტიზაციის საფრთხეზე ლაპარაკობს\, ზოგიც – მის აუცილებლობაზე. \nვორკშოპის მიზანია ესთეტიკის და პოლიტიკის ერთ სადისკუსიო სივრცეში შემოტანა და კლასიკური თუ თანამედროვე ტექსტების ინტერპრეტაციის მეშვეობით ამ სააზროვნო სფეროებზე რეფლექსია. \nვორკშოპის სრული პროგრამა იხილეთ აქ. \nდრო: 23 მაისი\, 11:00-20:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/studenturi-vorkshopi-esthetika-da-politika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9843.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150523T120000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150523T120000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150522T120301Z
LAST-MODIFIED:20240202T073513Z
UID:10003464-1432382400-1432382400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:იაპონელი მევიოლინე კენ აისო ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ეწვევა
DESCRIPTION:23 მაისს\, 12:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტს ეწვევა იაპონელი მევიოლინე\, კენ აისო\, რომელიც\, მუსიკით თერაპიის ფარგლებში\, რამდენიმე კომპოზიციას უსასყიდლოდ შეასრულებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iaponeli-mevioline-ken-aiso-iliaunis-bavshvis-ganvitharebis-instituts-etsveva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11180.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150523T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150523T140000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150519T132633Z
LAST-MODIFIED:20240202T073507Z
UID:10003462-1432389600-1432389600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ნიკა გვარამიასთან - კანონი მაუწყებლობის შესახებ
DESCRIPTION:23 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ შეხვედრაზე ”რუსთავი 2”-ის გენერალურ დირექტორთან\, ნიკა გვარამიასთან. ნიკა გვარამია წარმართავს დისკუსიას თემაზე – კანონი მაუწყებლობის შესახებ. \nდრო: 23 მაისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-nika-gvaramiasthan-kanoni-mautsqheblobis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10782.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150525T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150525T110000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150508T085418Z
LAST-MODIFIED:20240202T073503Z
UID:10003461-1432551600-1432551600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სამეცნიერო კონფერენცია: „ტოტალიტარიზმი საქართველოში ჰანა არენდტის ტოტალიტარიზმის თეორიის მიხედვით“
DESCRIPTION:25 მაისს\, 11:00-დან 19:30 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით\, ჩატარდება ჰანა არენდტისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით – „ტოტალიტარიზმი საქართველოში ჰანა არენდტის ტოტალიტარიზმის თეორიის მიხედვით“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი\, ისე უცხოელი პროფესორები. \nსამუშაო ენები: ინგლისური და გერმანული. \nდრო: 25 მაისი\, 11:00-დან 19:30 საათამდე \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. № 1)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sametsniero-konpherentsia-totalitarizmi-saqarthveloshi-hana-arendtis-totalitarizmis-theoriis-mikhedvith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/9222.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150525T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150525T140000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150520T065127Z
LAST-MODIFIED:20240202T073457Z
UID:10003460-1432562400-1432562400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზურაბ ჯაფარიძის საჯარო ლექცია - გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები
DESCRIPTION:25 მაისს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლა გიწვევთ შეხვედრაზე ზურაბ ჯაფარიძესთან. ზურაბ ჯაფარიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – “გლობალური ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისები”. \nდრო: 25 მაისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zurab-japharidzis-sajaro-leqtsia-globaluri-phinansur-ekonomikuri-krizisebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10918.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150525T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150525T190000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150520T100839Z
LAST-MODIFIED:20240202T073454Z
UID:10003459-1432580400-1432580400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევი: ლეილი და მეჯნუნი“
DESCRIPTION:25 მაისს\,19:00 საათზე\,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში„ლიგამუსი”\,პროექტის-“ილიაუნის მწერალი”საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით”-ფარგლებში\,ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემაა:„ნიზამი განჯევი: ლეილი და მეჯნუნი“ \nლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: კიდევ უფრო სევდიანი ამბავი (შექსპირი); ყველაზე დიდი რომანტიკოსი სპარსულ ეპიკურ პოეზიაში; არაბი კაისი – სპარსული სახე – აზერბაიჯანული ტრადიცია; სიყვარული\,როგორც უკურნებელი სენი; ნიზამი და რუსთველი; გილგამეში\, კაისი და ავთანდილი – ნადირთა მეფე; კაისი და ტარიელი – ბედითი ბნედა; კაისის უარი სიახლოვეზე; მიჯნური-მეჯნუნი: სიშმაგე. \nდრო:25 მაისი\,19:00საათი \nადგილმდებარეობა:წიგნის სახლი”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-nizami-ganjevi-leili-da-mejnuni/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/10940.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150526T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150526T100000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150520T130806Z
LAST-MODIFIED:20240202T073452Z
UID:10003458-1432634400-1432634400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ღონისძიებები 26 მაისს
DESCRIPTION:26 მაისს\, რუსთაველის გამზირზე\, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არაერთ საინტერესო აქტივობას გთავაზობთ: \nილიაუნის სტენდთან თქვენ: \n\nმიიღებთ ყველა საჭირო ინფორმაციას ილიაუნის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებთან დაკავშირებით;\nნახავთ საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებს ენტომოლოგიის\, გეოლოგიის\, ეკოლოგიის\, ფიზიკის\, ბიოლოგიისა და ქიმიური ბიოლოგიის მიმართულებით;\nილიაუნის GameLab-ის ოკულუსების საშუალებით\, ვირტუალურად ”იმოგზაურებთ” ილიაუნის ლაბორატორიებში; ასევე – გაეცნობით 3D ეფექტის ვიზუალებს (მაგ: საშიშ ატრაქციონს და სხვ.);\nილიაუნის FABLAB–ის კუთხეში გაეცნობით 3D პრინტერის – ადამიანის სკანირების სისტემის – მუშაობის პრინციპს; აქვე მოეწყობა ილიაუნის სტუდენტების მიერ FabLab Iliauni-ში შექმნილი ნაკეთობების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაც;\nშეძლებთ გაეცნოთ ილიაუნიში შექმნილ სეისმურობის საზომს და სხვა დანადგარებს;\nილიაუნის ბიბლიოთეკის და წიგნის სახლ ”ლიგამუსის” კარავში ილიაუნის მიერ გამოცემულ წიგნებს შეიძენთ საგამომცემლო ფასად; აქვე\, შესაძლებლობა გექნებათ\, მოუსმინოთ ელექტროაკუსტიკურ მუსიკას ვიდეოინსტალაციების თანხლებით. მუსიკის ავტორები არიან ილიაუნის ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების სტუდენტები.\nილიაუნის სტენდის წინ მოწყობილ სმარტ-ფოტოკაბინაში უფასოდ გადაიღებთ სამახსოვრო ფოტოებს.\n\nსასცენო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ილიაუნის მუსიკის მიმართულების სტუდენტები: \n\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი (ხელმძღვანელი პროფ. თამაზ გაბისონია)\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზის მიმართულების სტუდენტები (ხელმძღვანელი ირინე ებრალიძე)\nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ერთობლივი სტუდენტური ანსამბლი „კონსილია“ (ხელმძღვანელი რეზო კიკნაძე)\n\n\n\nდრო: 10:00-19:00 საათი\n\nადგილმდებარეობა: რუსთაველის გამზირი (ოპერის მიმდებარე ტერიტორია)\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ilias-sakhelmtsipho-universitetis-ghonisdziebebi-26-maiss/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11037.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150527T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150527T100000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150522T134945Z
LAST-MODIFIED:20240202T073449Z
UID:10003457-1432720800-1432720800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სემესტრის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი
DESCRIPTION:28 მაისს\, 12:00-დან 16:00 საათამდე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, მოეწყობა სემესტრის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი ილიაუნის სტუდენტებისთვის. \nდრო: 28 მაისი\, 12:00-16:00 საათი \nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/semestris-shemajamebeli-dasaqmebis-phorumi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11203.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150527T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150527T110000
DTSTAMP:20260611T221220
CREATED:20150513T112134Z
LAST-MODIFIED:20241122T110907Z
UID:10003456-1432724400-1432724400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ლუკას სოსოეს ლექცია-სემინარები
DESCRIPTION:27\, 28 და 29 მაისს\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსში\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, პროფესორი ლუკას სოსოე ჩაატარებს 3 ლექცია-სემინარს. ლექცია-სემინარები ჩატარდება 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „თემი\, ძალადობა\, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ფარგლებში. \nთემატიკა: \n\n27 მაისი: „ზოგადი შესავალი ნიკლას ლუმანის სისტემების თეორიაში“\n28 მაისი: „დემოკრატიის ლუმანისეული კრიტიკა“\n29 მაისი: „სამართლებრივი პოზიტივიზმის მიღმა\, ბუნებითი სამართლის გამოღმა“\n\nგანრიგი: \n\n27 მაისი: 11:00-15:00\, აუდიტორია G 106 (გ. წერეთლის ქ. № 1)\n28 მაისი: 11:00-15:00\, აუდიტორია G 106 (გ. წერეთლის ქ. № 1)\n29 მაისი: 11:00-15:00\, აუდიტორია G 106 (გ. წერეთლის ქ. № 1)\n\nპროფ. ლუკას სოსოეს შესახებ\nპროფესორი ლუკას სოსოე (Lukas Sosoe) – სამართლისა და პოლიტიკური ფილოსოფიის სპეციალისტი. 2002 წლიდან ფილოსოფიის პროფესორია ლუქსემბურგისა და მესის უნივერსიტეტებში.\n1981-1982 წლებში იგი იყო ბილეფელდის უნივერსიტეტის ზოგადი სოციოლოგიის კათედრის ასისტენტი (ნიკლას ლუმანთან)\, ხოლო 1980-1987 წლებში მოღვაწეობდა შვეიცარიაში\, ფრიბურგის უნივერსიტეტში.\n1989-1991 წლებში სოსოე წარადგინეს ეთიკისა და სამართლის ფილოსოფიის ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე\, მონრეალის უნივერსიტეტში\, ხოლო 1990-1991 წლებში ტორონტოს უნივერსიტეტში ეთიკის თანამედროვე თეორიებს ასწავლიდა. 1991 წლიდან ის არის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ტენუირებული პროფესორი ეთიკისა და სამართლის ფილოსოფიის მიმართულებით\, 1993 წლიდან კი მაკჯილის უნივერსიტეტის სამართლის\, მედიცინისა და ეთიკის ცენტრის პროფესორია თანამედროვე ფილოსოფიის\, ეთიკისა და ბიოეთიკის განხრით. გარდა ამისა\, 1993-1994 წლებში ის ასწავლიდა ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში. 1994-1995 წლებში იყო ტიუბინგენის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში. პროფესორი სოსოე უძღვებოდა კურსებსა და სემინარებს კვებეკისა (1998-2002) და ლუცერნის უნივერსიტეტებში (2003-2004). \nლექცია-სემინარები ჩატარდება ფრანგულ ენაზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-lukas-sosoes-leqtsia-seminarebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/11871.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR