BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150423T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150423T170000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150421T075533Z
LAST-MODIFIED:20240202T074050Z
UID:10003573-1429808400-1429808400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა პროფესორ მაია ახალკაცთან
DESCRIPTION:23 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან\, მაია ახალკაცთან. \nსაუბრის თემა: ადგილობრივი კულტურული მცენარეების მრავალფეროვნება და გენეტიკური ეროზია საქართველოს მაღალმთის რეგიონებში \nსოფლის მეურნეობა საქართველოს მაღალმთის რეგიონებში ისტორიულად მოიცავდა ადგილობრივ უძველეს კულტივარებს\, რომლებიც ადაპტირებულია ალპური ზონის კლიმატურ პირობებთან. მაღალმთიანი რეგიონების აბორიგენული კულტივარების გენეტიკურმა ეროზიამ უკიდურეს დონეს მიაღწია 1990-იანი წლებიდან და სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად გაუქმდა მაღალმთის სოფლებში\, სადაც მოსახლეობა ძალიან შემცირდა მიგრაციის გზით ქალაქებსა და უცხოეთის ქვეყნებში. \nსაქართველოს სოფლის მეურნეობის რეგიონები უძველესი დროიდან იყოფოდა ორ ზონად: დაბლობი (0-1300 მ ზღვის დონიდან) და მთა (1300-2200 მ ზღვის დონიდან). ეს კლასიფიკაცია ეფუძნება ყურძნის მოყვანას და ღვინის დამზადებას ბარის რეგიონებში; მთის ზონაში კი ისტორიულად მოჰყავდათ მხოლოდ მარცვლეული\, პარკოსნები\, მწვანილი და ხილი. თუმცა\, ვაზის რამდენიმე ჯიში ნაპოვნია მაღალმთის რეგიონშიც (1500 მ-მდე). კულტივარების აბორიგენული ჯიშების მასალა შენახულია გენბანკსა და ცოცხალ კოლექციებში. ჯიშები\, რომლებიც ადაპტირებულია ალპური ზონის კლიმატთან\, კვლავ უნდა დაბრუნდეს მაღალმთის რეგიონებში. ეს ჯიშები მსოფლიო მასშტაბით გამოიყენება სელექციის მიმართულებით\, როგორც დაავადებისადმი რეზისტენტული კულტივარები. შესაბამისად\, სამთავრობო დაწესებულებების მხარდაჭერა მიმართული უნდა იყოს ადგილობრივი ფერმერების რე-ინტროდუქციაზე უძველესი კულტივარების ბაზარზე გატანისა და მათი გენოფონდის შენარჩუნებისთვის; აგრეთვე\, სასოფლო-სამეურნეო მიღწევები არ უნდა იყოს ორიენტირებული მხოლოდ კულტივარების მაღალი სარგებლისკენ და ტრადიციული საკვები უნდა განიხილებოდეს\, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ჯანსაღი საკვები\, რომელიც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს. \nშეხვედრის დრო: 23 აპრილი 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი\, E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-prophesor-maia-akhalkatsthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7529.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150423T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150423T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150420T065209Z
LAST-MODIFIED:20240202T074046Z
UID:10003572-1429815600-1429815600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მთარგმნელები ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - შეხვედრა ია ბერსენაძესთან
DESCRIPTION:23 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს ია ბერსენაძეს\, რომელმაც სხვადასხვა დროს თარგმნა: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ”შიმშილის მისამღერი“;ფრედერიკ ბეგბედერის ”ფრანგული რომანი“; დანიელ პენაკის ”რომანივით საკითხავი“; ორჰან ფამუქის ”გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“; ალექსანდრ დიუმას ”კავკასია“ (თანამთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილთან და თინათინ ქიქოძესთან ერთად). \nია ბერსენაძე ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ერთ-ერთი ფინალისტი ავტორის\, ორჰან ფამუქისა და მისი რომანების შესახებ ისაუბრებს. ფინალისტი რომანი ”მე წითელი მქვია“ ლია ჩლაიძემ თარგმნა და ”ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” გამოსცა 2010 წელს. \nდრო: 23 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mthargmnelebi-iliaunis-literaturul-klubshi-shekhvedra-ia-bersenadzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7288.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150424T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150424T140000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150422T095750Z
LAST-MODIFIED:20240202T074042Z
UID:10003571-1429884000-1429884000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შეხვედრა ”მერსედესის” წარმომადგენელთან
DESCRIPTION:24 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, გაიმართება შეხვედრა კომპანია ”მერსედესის” წარმომადგენელთან. საუბრის თემაა ბიზნესის კეთება ”მერსედესის” ცენტრის მაგალითზე. \nდრო: 24 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shekhvedra-mersedesis-tsarmomadgenelthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7704.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150424T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150424T160000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150420T115017Z
LAST-MODIFIED:20240202T074040Z
UID:10003570-1429891200-1429891200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საინფორმაციო შეხვედრა - განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო პროგრამები
DESCRIPTION:24 აპრილს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონკურსო პროგრამებთან დაკავშირებით. \nგანათლების საერთაშორისო ცენტრში ამ ეტაპზე 2 პროგრამა ხორციელდება: საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა და საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა. \n\nსაერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარებისათვის პრიორიტეტულ დარგებში მაღალკვალიფიციური\, საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური ხარისხის მქონე კადრების მომზადებას.\nსაჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამა ითვალისწინებს\, საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით\, კონკურსის წესით\, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და გადამზადების პროგრამების დაფინანსებას.\n\nგანაცხადები მიიღება 2015 წლის 15 მაისამდე. \nდაფინანსების მოპოვების მსურველებს პროგრამაში რეგისტრაცია შეუძლიათ ელექტრონულად\, ცენტრის ვებგვერდზე iec.gov.ge. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც ვებგვერდის\, ასევე ცხელი ხაზისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებთან ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების მეშვეობით. \nაპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები\, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით\, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ. \nგანათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიქმნა. ცენტრის მეშვეობით უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად სახელმწიფო დაფინანსება დღემდე 87 სტუდენტმა მოიპოვა. \nშეხვედრის დრო: 24 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sainphormatsio-shekhvedra-ganathlebis-saerthashoriso-tsentris-sakonkurso-programebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150424T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150424T160000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150421T070456Z
LAST-MODIFIED:20240202T074033Z
UID:10003569-1429891200-1429891200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ თამარ მახარობლიძის საჯარო ლექცია - "ქართული ჟესტური ენა“
DESCRIPTION:24 აპრილს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში\, პროფესორი თამარ მახარობლიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ქართული ჟესტური ენა“. \nდრო: 24 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-thamar-makharoblidzis-sajaro-leqtsia-qarthuli-zhesturi-ena/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7525.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150424T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150424T160000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150422T100028Z
LAST-MODIFIED:20240202T074027Z
UID:10003568-1429891200-1429891200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარკუს ვილიგის მასტერკლასი ბიზნესის სკოლის სტუდენტებისთვის
DESCRIPTION:24 აპრილს 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით\, „სკაიპ მაფიის“ (Skype Mafia) წევრი და კომპანია ”ტაქსიფაის” (Taxify) თანადამფუძნებელი\, ახალგაზრდა ბიზნესმენი\, მარკუს ვილიგი\, ჩაატარებს მასტერკლასს ილიაუნის სტუდენტებისთვის.\nმარკუს ვილიგი ერთ-ერთი ცნობილი ფიგურაა სტარტაპ-ბიზნესის სფეროში. მისი კარიერა უკავშირდება დამწყები კომპანიების განვითარებას\, ამიტომაც დღეს უკვე\, როგორც შემდგარი ბიზნესმენი\, იგი ხელს უწყობს ახალგაზრდა ენთუზიასტებს\, დახვეწონ თავიანთი ბიზნესიდეები და შექმნან ინოვაციური პროდუქტები. \nდრო: 24 აპრილი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/markus-viligis-masterklasi-biznesis-skolis-studentebisthvis/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7703.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150424T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150424T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150417T073659Z
LAST-MODIFIED:20240202T074023Z
UID:10003567-1429902000-1429902000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ზაალ ანდრონიკაშვილი - პოლიტიკური თეოლოგია
DESCRIPTION:24 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, ზაალ ანდრონიკაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – პოლიტიკური თეოლოგია. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას და ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, პროექტის – „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nლექციის დრო: 24 აპრილი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/zaal-andronikashvili-politikuri-theologia/
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150427T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150427T140000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150424T074400Z
LAST-MODIFIED:20240202T074017Z
UID:10003566-1430143200-1430143200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება: ზეგავლენის გაცნობიერება და ხარისხიანი ზრუნვა“
DESCRIPTION:27 და 28 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში შედგება ნატალია ზაზაშვილის სახელობის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „ტრავმა და საზოგადოება“. წლევანდელი თემაა ტრავმის ზეგავლენის გაცნობიერება და ხარისხიანი ზრუნვა. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრი\, საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება\, საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი\, ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი და კავშირი „საფარი“ მსურველებს იწვევს კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. \nკონფერენცია ჩატარდება 2015 წლის 27 აპრილს (14:00-18:00) და 28 აპრილს (11:00-18:00). \nკონფერენციის ძირითადი თემებია: \n\nტოტალიტარული ტრავმის ზეგავლენა საქართველოს თანამედროვე სოციოპოლიტიკური ცხოვრების დინამიკაზე;\nკრიზისის ზეგავლენა საზოგადოებაზე;\nსუპერვიზია ფსიქოტრავმატოლოგიაში: თეორია და საუკეთესო პრაქტიკები.\n\nკონფერენციის პლენარული მომხსენებლები არიან ქ-ნი ჯანა ჯავახიშვილი (საქართველო) და ბ-ნი ტონ ჰაანსი (ნიდერლანდები). მოხსენებებს წარადგენენ საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების წევრები და სხვა პროფესიონალები. \nცალკე შედგება ახალგაზრდა მეცნიერთა პანელი\, სადაც წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის 2014 წლის კურსდამთავრებულთა და სხვა მსურველთა პრეზენტაციები. \nკონფერენციის მეორე დღეს ქ-ნი ნორა ბალკე (გერმანია) და ბ-ნი ტონ ჰაანსი ჩაატარებენ სუპერვიზიის ვორკშოპს. \nკონფერენციის სამუშაო ენაა ქართული (27 აპრილს) და ინგლისური (28 აპრილს).\nდაწყებულია საკონფერენციო აბსტრაქტების მიღება. გთხოვთ\, მოგვაწოდოთ ელექტრონულ მისამართზე: geopsychotrauma@gmail.com\nგანაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 მარტი\, 2015. \nკონფერენციის დრო:\n27 აპრილი\, 14:00-18:00 საათი\n28 აპრილი\, 11:00-18:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. № 1) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saerthashoriso-konpherentsia-travma-da-sazogadoeba-zegavlenis-gatsnobiereba-da-khariskhiani-zrunva/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150427T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150427T170000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150424T070144Z
LAST-MODIFIED:20240202T074012Z
UID:10003565-1430154000-1430154000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”ჩემი ცხოვრების დღიურები” - კინოჩვენება და დისკუსია ილიაუნიში
DESCRIPTION:27 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორიაში მოეწყობა კინოჩვენება. არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის” (CSDC) მიერ პროექტის – „უხილავი ბავშვები“- ფარგლებში გადაღებულიფილმი\, ”ჩემი ცხოვრების დღიურები”\, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებს შეეხება. \nზემოხსენებული პროექტისა და კინოჩვენების მიზანია საზოგადოების ინფორმირება\, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები თუ როგორ იბრძვიან გადარჩენისათვის და როგორ ხდებიან შრომით ექსპლუატაციაში იძულებით ჩართულნი. ფილმი გადაღებულია გაეროს ბავშვთა დაცვის კონვენციით გათვალისწინებული ნორმების სრული დაცვით. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია\, რომელსაც გაუძღვებიან პროექტის სულისჩამდგმელები\, ნინო თოდუა და თათა ღიბრაძე. \nჩვენება მოეწყობა ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით. \nდრო: 27 აპრილი\, 17:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/chemi-tskhovrebis-dghiurebi-kinochveneba-da-diskusia-iliaunishi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150427T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150427T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150408T084015Z
LAST-MODIFIED:20240202T074009Z
UID:10003563-1430161200-1430161200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ჰენრიკ იბსენი - ”გარეული იხვი” ”თოჯინების სახლიდან”
DESCRIPTION:27 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემაა: ჰენრიკ იბსენი – ”გარეული იხვი” ”თოჯინების სახლიდან” \nლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: აფთიაქარი და პოეტი; დებიუტი: „კატილინა“; დრამატურგიული რეფორმები; „თოჯინების სახლი“; იმპრესიონიზმისა და შექსპირის გადაკვეთა: „გარეული იხვი“; ახალი ანტიგონე და ახალი ჰამლეტი; ევროპის უკიდურესობანი: ნორვეგია და საქართველო. \nდრო: 27 აპრილი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-henrik-ibseni-gareuli-ikhvi-thojinebis-sakhlidan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/3905.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150428T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150428T170000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150423T101043Z
LAST-MODIFIED:20240202T074005Z
UID:10003561-1430240400-1430240400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბის წევრებთან
DESCRIPTION:28 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში\, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის ფსიქოლოგთა კლუბის წევრებთან. \nსაუბრის თემა: ემოცია\, როგორც სხეულებრივი ცვლილება\, და მისი ზეგავლენა აღქმაზე. \nაღნიშნულ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტები\, თინათინ ბლადაძე და თამარ რევაზიშვილი\, წარმოადგენენ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. კვლევას\, რომელიც განხორციელდა 2014-2015 სასწავლო წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე \, ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი\, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა. \nშეხვედრის დრო: 28 აპრილი 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-iliaunis-phsiqologtha-klubis-tsevrebthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7896.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150428T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150428T180000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150427T122730Z
LAST-MODIFIED:20240202T074003Z
UID:10003559-1430244000-1430244000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:შოთა აზიკურისა და გიორგი ხვედელიანის მოხსენება - „პირველი მაისის მნიშვნელობა და დღევანდელი გამოწვევები“
DESCRIPTION:28 აპრილს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, სტუდენტთა თვითორგანიზების ქსელის წევრი\, შოთა აზიკური\, და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ბაკალავრი\, გიორგი ხვედელიანი\, წაიკითხავენ მოხსენებას თემაზე – „პირველი მაისის მნიშვნელობა და დღევანდელი გამოწვევები“. \nდრო: 28 აპრილი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/shotha-azikurisa-da-giorgi-khvedelianis-mokhseneba-pirveli-maisis-mnishvneloba-da-dghevandeli-gamotsvevebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/4800.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150429T140000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150429T140000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150424T125642Z
LAST-MODIFIED:20240202T073959Z
UID:10003557-1430316000-1430316000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”უძრავი ქონების ინდუსტრია - უახლესი ტენდენციები  და პროგნოზები” - კვლევის შედეგების პრეზენტაცია
DESCRIPTION:29 აპრილს\, 14:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ილიაუნის ბიზნესის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია. კვლევას – სახელწოდებით\, ”უძრავი ქონების ინდუსტრია – უახლესი ტენდენციები  და პროგნოზები” – წარადგენს ლარისა პატარაია. \nდრო: 29 აპრილი\, 14:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/udzravi-qonebis-industria-uakhlesi-tendentsiebi-da-prognozebi-kvlevis-shedegebis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/3989.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150429T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150429T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150421T124451Z
LAST-MODIFIED:20240202T073955Z
UID:10003555-1430334000-1430334000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:რეზო კორინთელის საჯარო ლექცია - ფსიქოანალიზი\, ფსიქოთერაპია და ნეირომეცნიერება
DESCRIPTION:29 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში\, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გიწვევთ საჯარო ლექციაზე – „ფსიქოანალიზი\, ფსიქოთერაპია და ნეირომეცნიერება“. \nლექციას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი\, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი\, ფსიქიატრი\, დიპლომირებული ანალიტიკოსი\, ამერიკული ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი\, რეზო კორინთელი. \nლექციაზე განხილული იქნება ფსიქოგენური დაავადებების მიზეზები\, ფსიქოთერაპიული ეფექტი ინტერპერსონალური ნეირობიოლოგიის\, კერძოდ\, მიჯაჭვულობის თეორიის კუთხით; აგრეთვე – ტვინისა და ფსიქიკის მიმართების საკითხები.\nპროფესორი რეზო კორინთელი მოკლედ მიმოიხილავს მიჯაჭვულობის თეორიის პრინციპებს და მათ მნიშვნელობას ფსიქოთერაპიისა და ანალიზისთვის. \nდრო: 29 აპრილი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/rezo-korinthelis-sajaro-leqtsia-phsiqoanalizi-phsiqotherapia-da-neirometsniereba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7537.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150429T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150429T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150428T083602Z
LAST-MODIFIED:20240202T073950Z
UID:10003553-1430334000-1430334000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:29 აპრილი - ცეკვის საერთაშორისო დღე
DESCRIPTION:29 აპრილს მსოფლიო ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით\, წელს მსოფლიოს მიმართავს ცნობილი ესპანელი ქორეოგრაფი და მოცეკვავე ისრაელ გალვანი. \nცეკვის საერთაშორისო დღეს უერთდება ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – 29 აპრილს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D 301 აუდიტორიაში\, გაგაცნობთ ისრაელ გალვანისა და მსოფლიო ცეკვის საბჭოს პრეზიდენტის გზავნილებს (თარგმანი ეკუთვნის ილიაუნის მაგისტრანტს\, ირინა ბაგაურს). ამასთან\, ნაჩვენები იქნება გალვანის ქორეოგრაფიული კომპოზიცია – ”ლორკა”(ხანგრძლივობა: 54 წთ.). \nდრო: 29 აპრილი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D301 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. № 32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/29-aprili-tsekvis-saerthashoriso-dghe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150430T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150430T170000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150427T091406Z
LAST-MODIFIED:20240202T073944Z
UID:10003552-1430413200-1430413200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან\, გიორგი ჯაფარიძესთან
DESCRIPTION:30 აპრილს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრულ პროფესორთან\, ბატონ გიორგი ჯაფარიძესთან. \nსაუბრის თემა: “ჰელიკური გამტარები – მომავალი ათწლეულების ნანოელექტრონიკის მასალა” \nერთგანზომილებიანი ჰელიკური გამტარები წარმოადგენენ ელექტრონული მატერიის ახალ ფორმას\, რომელშიც ელექტრონის საკუთარი მაგნიტური მომენტის (სპინის) მიმართულება ცალსახად განისაზღვრება ელექტრონისავე მოძრაობის მიმართულებით. მაგნიტური და ელექტრული თვისებების ამგვარი მჭიდრო გადაჯაჭვულობა განაპირობებს მასალის უნიკალურ თვისებებს\, რომლებიც განსაკუთრებით ეფექტურად ვლინდება ნანოსტრუქტურულ სისტემებში. \nმიჩნეულია\, რომ ჰელიკურ გამტარებს უნიკალური გამოყენებითი პოტენციალი აქვთ\, რის გამოც მათ მიაკუთვნებენ მომავალი ნანოელექტრონიკის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მასალათა ჯგუფს. \nმოხსენებაში მიმოხილული იქნება ნანოსტრუქტურული სისტემები და მათი უჩვეულო თვისებები. ასევე – ის თავისებურებანი\, რაც ჰელიკურ გამტარებს განსაკუთრებით საინტერესო ობიექტებად წარმოაჩენს. \nშეხვედრის დრო: 30 აპრილი 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ.№3/5) \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-ilias-sakhelmtsipho-universitetis-srul-prophesorthan-giorgi-japharidzesthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8031.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150430T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150430T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150427T113205Z
LAST-MODIFIED:20240202T073940Z
UID:10003551-1430420400-1430420400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში - გიგა ზედანია: ფოლკნერი ანუ დროის სიძულვილი
DESCRIPTION:30 აპრილს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ლიგამუსი\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი სტუმრად იწვევს უნივერსიტეტის რექტორს\, ფილოსოფოს გიგა ზედანიას. მომხსენებელი უილიამ ფოლკნერის რომანის – ”დროშები მტვერში“ – შესახებ ისაუბრებს. რომანი\, რომელიც ზაზა ჭილაძემ თარგმნა\, ილიაუნის ლიტერატურული პრემიის ფინალისტია. \nფოლკნერს ზოგჯერ “ამერიკელ შექსპირად” მოიხსენიებენ. XXI საუკუნის გადმოსახედიდან\, იგი არა მხოლოდ გასული საუკუნის საუკეთესო ამერიკელ მწერლად გვევლინება\, არამედ\, ალბათ – საუკეთესო მწერლად მთლიანად ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში. \nლექცია დაეთმობა ფოლკნერის ზაზა ჭილაძის მიერ ქართულად თარგმნილ რომანს “დროშები მტვერში” – სრულ ვარიანტს წიგნისა\, რომელსაც მკითხველი აქამდე იცნობდა სათაურით “სარტორისი”. ეს ფოლკნერის რიგით მესამე რომანია\, მაგრამ პირველი\, რომელშიც მოქმედება მწერლის მიერ გამოგონილ იოკნაპატოფას ოლქში ხდება. ესაა რომანი\, რომელსაც მოსდევს “ხმაური და მძვინვარება” –  წიგნი\, რომელშიც პირველად გამოვლინდა ფოლკნერის\, როგორც მწერლის\, ლიტერატურული შესაძლებლობები\, წიგნი\, რომელშიცერთი ოჯახის ქრონიკის ფორმა გამოყენებულია\, როგორც მეტაფორა ქვეყნისა და სამყაროს სტრუქტურის აღსაწერად: ისევე\, როგორც ეს მოხდება ფოლკნერისავე რომანში”აბესალომ! აბესალომ!” ან გარსია მარკესის რომანში “მარტოობის ასი წელიწადი”. \nდრო: 30 აპრილი 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-literaturul-klubshi-giga-zedania-pholkneri-anu-drois-sidzulvili/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8043.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150501T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150501T100000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150427T111728Z
LAST-MODIFIED:20240202T073937Z
UID:10003550-1430474400-1430474400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევგენი კლაუბერის საჯარო ლექცია - ისრაელის პოლიტიკური სპექტრი
DESCRIPTION:1-ლ მაისს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  A 101 აუდიტორიაში\, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით\, თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი\, ევგენი კლაუბერი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ისრაელის პოლიტიკურისპექტრი. \nევგენი კლაუბერს მიღებული აქვს დელავერის უნივერსიტეტის (აშშ) პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი გახლავთ ექსპერტი ეთნიკური კონფლიქტების\, საერთაშორისო ურთიერთობებისა და დემოკრატიზაციის საკითხებში. \nდრო: 1-ლი მაისი\, 10:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evgeni-klauberis-sajaro-leqtsia-israelis-politikuri-speqtri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8042.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150501T125200
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150501T125200
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150501T085243Z
LAST-MODIFIED:20240202T073934Z
UID:10003548-1430484720-1430484720@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - საქართველოში ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების საჯარო ლექციები
DESCRIPTION:ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში\, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საჯარო ლექციების ციკლზე. \nკვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებს საქართველოში\, რომლებიც ჩაატარებენ საჯარო ლექციებს ევროკავშირთან დაკავშირებულ თემებზე. \nსაქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის\, ბ-ნი იანოშ ჰერმანის\, მოხსენება თემაზე:\n„ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა“ / „EU – Georgia Cooperation“ \nდრო: 5 მაისი\, 1​1:00 საათი\nადგილმდებარეობა: A 101 \nსაქართველოში ესტონეთის ელჩის\, ბ-ნი პრიიტ ტურკის\, მოხსენება თემაზე:\n„ევროკავშირში ესტონეთის ინტეგრაციასთან დაკავშირებული მითები და რეალობა“ /„Myths and Realities in Estonia’s EU integration“\nდრო: 6 მაისი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: A 101 \nსაქართველოში სლოვაკეთის ელჩის\, ბ-ნი რუდოლფ მიხალკას\, მოხსენება თემაზე:\n„სლოვაკეთის ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული გამოცდილება და საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა“ /„Slovak Experience of the EU Integration and Georgia’s Euro-Atlantic way“\nდრო: 7 მაისი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: G 106 \nსაქართველოში შვეიცარიის ელჩის\, ბ-ნი გიუნტერ ბეხლერის\, მოხსენება თემაზე:\n„როგორ შევძინოთ სტაბილურობა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას“ / “How to stabilize the European Security Architecture ”\nდრო: 8 მაისი\, 14:00 საათი\nადგილმდებარეობა: G 106 \nლექციების სამუშაო ენაა ინგლისური ( უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ქართულად) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-kvireulis-pharglebshi-saqarthveloshi-evrokavshirisa-da-evropis-qveqhnebis-sagangebo-da-sruluphlebiani-elchebis-sajaro-leqtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/8717-scaled.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150501T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150501T160000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150427T071050Z
LAST-MODIFIED:20240202T073930Z
UID:10003547-1430496000-1430496000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ გიორგი სანიკიძის საჯარო ლექცია - დასავლეთის მიერ აღქმული აღმოსავლეთი: დებატები ედვარდ საიდის ”ორიენტალიზმის” გარშემო
DESCRIPTION:1-ლ მაისს\, პარასკევს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში\, პროფესორი გიორგი სანიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “დასავლეთის მიერ აღქმული აღმოსავლეთი: დებატები ედვარდ საიდის ”ორიენტალიზმის” გარშემო“. \nილიაუნის პროექტი „ახალი განმანათლებლობა“ ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები\, რომლებიც ფარავს სამეცნიერო აღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს\, კულტურას\, განათლებას\, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში\, დამსწრე საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა\, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში. \nდრო: 1-ლი მაისი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია  (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-giorgi-sanikidzis-sajaro-leqtsia-dasavlethis-mier-aghqmuli-aghmosavlethi-debatebi-edvard-saidis-orientalizmis-garshemo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8015.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150501T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150501T170000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150424T133605Z
LAST-MODIFIED:20240202T073927Z
UID:10003546-1430499600-1430499600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ამერიკელი პროფესორის\, მარლი ს. ვაისის\, საჯარო ლექცია - გენდერული სტერეოტიპები შრომით ურთიერთობებში
DESCRIPTION:1-ლ მაისს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში გაიმართება ამერიკელი პროფესორის\, მარლი ს. ვაისის\, საჯარო ლექცია თემაზე – „გენდერული სტერეოტიპები შრომით ურთიერთობებში“. \nლექციის მთავარი თემაა გენდერული სტერეოტიპები\, დისკრიმინაციის ფორმები\, გენდერული დისკრიმინაციით გამოწვეული შედეგები სამუშაო ადგილებზე (განსაკუთრებით საინტერესოა დისკრიმინაციის შესახებ ამერიკული და ქართული სასამართლო პრაქტიკების შედარება). \nპროფესორ მარლი ს. ვაისის აკადემიური გამოცდილება მოიცავს მერილენდის უნივერსიტეტში სწავლებას 1984 წლიდან დღემდე. სასწავლო კურსების თემატიკა აერთიანებდა: შრომის სამართალს\, შედარებით და საერთაშორისო შრომის სამართლის სემინარებს\, დასაქმებულთა შრომის სამართალს\, შრომითი დისკრიმინაციის სამართალს\, საერთაშორისო საჯარო სამართალს და სხვა. \nამერიკელი პროფესორი ორგანიზაციას „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ 21 აპრილს ეწვია საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების პროფესიული პრაქტიკის პროგრამისა და ”კონსტიტუციის 42-ე მუხლის” პროექტის – „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებზე“ – ფარგლებში. აღნიშნული პროექტი\, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება\, მიმართულია გენდერული თანასწორობის გაზრდისა და ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისაკენ\, ქალების მამაკაცებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობით. \nსამუშაო ენა: ინგლისური\nდრო: 1-ლი მაისი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/amerikeli-prophesoris-marli-s-vaisis-sajaro-leqtsia-genderuli-stereotipebi-shromith-urthierthobebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7995.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150501T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150501T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150429T071053Z
LAST-MODIFIED:20240202T073923Z
UID:10003545-1430506800-1430506800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თამთა მიქელაძე - სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოს კონტექსტში
DESCRIPTION:1-ლ მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, იურისტი თამთა მიქელაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – სეკულარიზმის გამოწვევები საქართველოს კონტექსტში. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს\,19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას და ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, პროექტის – „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ – ფარგლებში. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nლექციის დრო: 1-ლი მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thamtha-miqeladze-sekularizmis-gamotsvevebi-saqarthvelos-konteqstshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/7077.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150501T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150501T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150429T131954Z
LAST-MODIFIED:20240202T073919Z
UID:10003544-1430506800-1430506800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროფესორ ნიკოლა აიოს საჯარო ლექცია
DESCRIPTION:1-ლ მაისს\, პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პროფესორი ნიკოლა აიო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – Political friends\, networks and power. \nნიკოლა აიოს შესახებ \nნიკოლა აიო არის ფრიბურგის უნივერსიტეტის (შვეიცარია) პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოცირებული პროფესორი და Interdisciplinary Institute of Central and Eastern Europe-ის დირექტორი. \n2007 წლიდან გახლავთ დირექტორი რეგიონული კვლევების ხელშეწყობის პროგრამისა RRPP – დასავლეთი ბალკანეთი. \n2009 წლიდან ხელმძღვანელობს სამხრეთ კავკასიაში კვლევის ხელშეწყობის პროგრამას ASCN. \n\nმისი ბოლოდროინდელი პუბლიკაცია: “20 Years after the Collapse of Communism.” \nვრცელი ბიოგრაფია იხილეთ აქ. \n\nდრო: 1-ლი მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)\nსამუშაო ენა: ინგლისური \nდასწრება თავისუფალია. \n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/prophesor-nikola-aios-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8365.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150504T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150504T110000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150428T141717Z
LAST-MODIFIED:20241122T110851Z
UID:10003543-1430737200-1430737200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ემერიტუს-პროფესორის\, დრ. მარტინ ბოლახერის ლექცია-სემინარები
DESCRIPTION:4-დან 8 მაისის ჩათვლით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)\, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის მოწვევით\, 6-კრედიტიანი საბაკალავრო სპეცკურსის – „კულტურის კვლევების სათავეები“ – ფარგლებში\, ემერიტუს-პროფესორი\, დრ. მარტინ ბოლახერი  ჩაატარებს 5 ლექცია-სემინარს. \nთემატიკა\n \n\n4 მაისი: სემინარი – „განმანათლებლობა (კანტი\, მენდელსონი\, ლესინგი)“\n5 მაისი: სემინარი – „ლესინგი: ნათან ბრძენი (1779)“\n6 მაისი: ლექცია – „კულტურათშორისი მედიაცია თუ უნივერსალურის ბატონობა? განაზრებები ჰერდერისეული\nჩინეთის ხატის მაგალითზე“\n7 მაისი: ლექცია – „მსოფლიო ლიტერატურის კონცეფცია გოეთესთან“\n8 მაისი: სემინარი – „დეკადენტობა თომას მანის ბუდენბროკებში‘“\n\nგანრიგი \n\n4 მაისი: 11:00-14:00\, E 336 აუდიტორია\n5 მაისი: 11:00-14:00\, E 336 აუდიტორია\n6 მაისი: 11:00-14:00\, E 306 აუდიტორია\n7 მაისი: 11:00-14:00\, E 204 აუდიტორია\n8 მაისი: 14:00-17:00\, E 204 აუდიტორია\n\nდასწრება თავისუფალია. \n\nლექცია-სემინარები ჩატარდება გერმანულ ენაზე\, თანმიმდევრული ქართული თარგმანით.\nდრ. მარტინ ბოლახერის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ. \n\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/emeritus-prophesoris-dr-martin-bolakheris-leqtsia-seminarebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8347.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150504T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150504T160000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150427T085621Z
LAST-MODIFIED:20240202T073914Z
UID:10003540-1430755200-1430755200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მარგიტ სარეს საჯარო ლექცია - „ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და სამეზობლოს პოლიტიკა“
DESCRIPTION:4 მაისს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ტარტუს უნივერსიტეტის წარმომადგენელი\, საერთაშორისო პროგრამების ხელმძღვანელი\, ქალბატონი მარგიტ სარე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: ”ევროკავშირისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობა და სამეზობლოს პოლიტიკა”. \nსამუშაო ენა: ინგლისური \nდრო: 4 მაისი\, 16:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1) \nდასწრება თავისუფალია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/margit-sares-sajaro-leqtsia-evrokavshirisa-da-saqarthvelos-ormkhrivi-thanamshromloba-da-samezoblos-politika/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/04/8025.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150504T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150504T180000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150429T065629Z
LAST-MODIFIED:20240202T073910Z
UID:10003537-1430762400-1430762400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„გრძელი ნათელი დღეები“ - ფილმის ჩვენება
DESCRIPTION:4 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, არისკის საქართველოს ფილიალი გიწვევთ ფილმის ჩვენებაზე: „გრძელი ნათელი დღეები“ (2013) (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი). ფილმის ჩვენებას მოჰყვება დისკუსია. \nფილმის ენა: ქართული (ინგლისური სუბტიტრებით) \nდისკუსიის ენა: ინგლისური \nდრო: 4 მაისი\, 18:00 საათი \nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. გთხოვთ\, მონაწილეობა დაგვიდასტუროთ ელფოსტაზე: Georgia@arisc.org  \nფილმის შესახებ: https://youtu.be/IcmUjndPV8k \nდამატებითი ინფორმაციისთვის: www.arisc.org \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/grdzeli-natheli-dgheebi-philmis-chveneba/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150504T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150504T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150430T063631Z
LAST-MODIFIED:20240202T073906Z
UID:10003535-1430766000-1430766000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას ლოდი: სიზიფეს გარჯა
DESCRIPTION:4 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\,ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემაა: ვაჟა-ფშაველას ლოდი: სიზიფეს გარჯა \nლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: ვაჟა-ფშაველა და ლუკა რაზიკაშვილი; ლირიკა და პოემები; სამი დიდი პოემა; ვაჟას დაღმართი: “ალუდა ქეთელაურიდან” ქვემოთ; ვაჟას ტრაგიკული მითოსი: კაცი-ზეკაცი-ღვთისშვილი-ღმერთი-კაცი; ვაჟა და კამიუ;ვაჟა – ჩვენი ევროპული პასპორტი; ვაჟა-ფშაველა და ვაჟა-ფშაველას პროსპექტი. \nდრო: 4 მაისი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-vazha-phshavelas-lodi-siziphes-garja/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/3905.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150505T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150505T110000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150501T085631Z
LAST-MODIFIED:20240202T073904Z
UID:10003532-1430823600-1430823600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის\, იანოშ ჰერმანის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:5 მაისს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში\, ევროპის დღისა (5 მაისი) და ევროკავშირის დღის (9 მაისი) აღსანიშნავად\, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი\, იანოშ ჰერმანი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთთანამშრომლობა“  / „EU – Georgia Cooperation“. \nიანოშ ჰერმანი დაიბადა 1952 წლის 11 მარტს\, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. 1975 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი მოსკოვში და იმავე წელს დაიწყო მუშაობა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. 1990 და 1991 წლებში გაიარა სადოქტორო პროგრამები პოლიტიკური კომუნიკაციის სფეროში. სხვადასხვა წელს იყო ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ცენტრალურ აზიაში; ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნორვეგიასა და ისლანდიაში\, პოლიტიკური დირექტორის მოადგილე ევროკომისიაში. გარდა მშობლიური უნგრულისა\, იანოშ ჰერმანი სრულყოფილად ფლობს ინგლისურ\, ფრანგულ\, ესპანურ და რუსულ ენებს. იანოშ ჰერმანს გამოქვეყნებული აქვს არაერთი კვლევა თუ სტატია საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია 2014 წლიდან. \nდრო: 5  მაისი\, 1​1:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)\nსამუშაო ენა: ინგლისური ( უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანი ქართულად) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/evrokavshiris-kvireulis-pharglebshi-saqarthveloshi-evrokavshiris-tsarmomadgenlobis-khelmdzghvanelis-ianosh-hermanis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/8722.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150505T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150505T180000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150501T104238Z
LAST-MODIFIED:20240202T073903Z
UID:10003531-1430848800-1430848800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი კობახიძის საჯარო ლექცია - „ქალთა ჩაგვრა და მარქსიზმი”
DESCRIPTION:5 მაისს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, ილიაუნის პირველი კურსის სტუდენტი\, გიორგი კობახიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ქალთა ჩაგვრა და მარქსიზმი”. \nდრო: 5 მაისი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-kobakhidzis-sajaro-leqtsia-qaltha-chagvra-da-marqsizmi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/4800.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150505T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150505T190000
DTSTAMP:20260516T091556
CREATED:20150501T112338Z
LAST-MODIFIED:20240202T073859Z
UID:10003529-1430852400-1430852400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: შეხვედრა ილიაუნის პროფესორთან\, გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან\, კორტ ანდერსონთან
DESCRIPTION:5 მაისს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან\, გამოყენებითი გენეტიკის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელთან\, კორტ ანდერსონთან. \nსაუბრის თემა: ინვაზიური ეკოსისტემები – ბიომრავალფეროვნების გამდიდრება თუ ეკოლოგიური საფრთხე? \nშეხვედრაზე განხილული იქნება ინვაზიური სახეობების ეკოლოგია და ინვაზიებთან დაკავშირებული პოლიტიკა. განიხილება მაგალითები მცენარეთა\, ცხოველთა და მოკრობების სამყაროდან; ასევე მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდები და მათი გამოყენების გზები ინვაზიების მონიტორინგისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში. \nშეხვედრის დრო: 5 მაისი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ.№3/5) \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/iliaunis-sametsniero-kapheshi-shekhvedra-iliaunis-prophesorthan-gamoqhenebithi-genetikis-samagistro-programis-khelmdzghvanelthan-kort-andersonthan/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/05/8548.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR