BEGIN:VCALENDAR
VERSION:2.0
PRODID:-//უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი - ECPv6.2.8.2//NONSGML v1.0//EN
CALSCALE:GREGORIAN
METHOD:PUBLISH
X-ORIGINAL-URL:https://events.iliauni.edu.ge
X-WR-CALDESC:Events for უნივერსიტეტის ღონისძიებების პორტალი
REFRESH-INTERVAL;VALUE=DURATION:PT1H
X-Robots-Tag:noindex
X-PUBLISHED-TTL:PT1H
BEGIN:VTIMEZONE
TZID:Asia/Dubai
BEGIN:STANDARD
TZOFFSETFROM:+0400
TZOFFSETTO:+0400
TZNAME:+04
DTSTART:20150101T000000
END:STANDARD
END:VTIMEZONE
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150213T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150213T130000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150212T130741Z
LAST-MODIFIED:20240202T074518Z
UID:10003654-1423832400-1423832400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„კონსტიტუცია და დემოკრატია“  -  გამოსაშვები საღამო
DESCRIPTION:13 თებერვალს\, პარასკევს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სამართლის სკოლის\nკონსტიტუციური კვლევების ცენტრის პროგრამის – “კონსტიტუცია და დემოკრატია“ – ფარგლებში\, გაიმართება გამოსაშვები საღამო. \nდრო:  13 თებერვალი\, 13:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ \nდასწრება  თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/konstitutsia-da-demokratia-gamosashvebi-saghamo/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150213T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150213T160000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150209T104048Z
LAST-MODIFIED:20240202T074515Z
UID:10003652-1423843200-1423843200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:თინათინ კიღურაძის საჯარო ლექცია - ”მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში”
DESCRIPTION:13 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში\, ილიაუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო პროექტის – „ახალი განმანათლებლობა“ – ფარგლებში\, პროფესორი თინათინ კიღურაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე -”მულტილინგვური/ბილინგვური განათლების პერსპექტივები საქართველოში”. \nილიაუნის პროექტი – „ახალი განმანათლებლობა“ – ითვალისწინებს სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის საჯარო ლექციების კურსს. კურსისთვის შერჩეულია საზოგადოებრივ-გლობალურ საკითხებთან დაკავშირებული თემები\, რომლებიც ფარავს სამეცნიეროაღმოჩენებს და ტექნოლოგიურ მიღწევებს\, კულტურას\, განათლებას\, პოლიტიკას და გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებს. ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები კითხულობენ. ლექციების ფარგლებში\, დამსწრე საზოგადოებასეძლევა შესაძლებლობა\, მონაწილეობა მიიღოს თემატურ დისკუსიაში. \nლექციის ჩატარების დრო: 13 თებერვალი\, 16:00 საათი \nხანგრძლივობა: 1 საათი (ლექციის შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია)\nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. 32) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/thinathin-kighuradzis-sajaro-leqtsia-multilingvuri-bilingvuri-ganathlebis-perspeqtivebi-saqarthveloshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/1891.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150216T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150216T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150211T132218Z
LAST-MODIFIED:20240202T074515Z
UID:10003651-1424113200-1424113200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მეორე მიახლოება - განსაწმენდელი“
DESCRIPTION:16 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის  “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მეორე მიახლოება – „განსაწმენდელი“. \nლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მცველი – კატონ უმცროსი\, დანტე და თვითმკვლელობა; განკვეთილები და მომნანიებლები; მეფეთა ველი; შვიდი ცოდვა\, შვიდი ასო P (peccatum); მიწიერი სამოთხე; დავიწყების მდინარე – ლეთე; გახსენების მდინარე – ევნოე; საიქიოს ხუთი მდინარე (აქერონი\, სტიქსი\, ფლეგეთონი\, ლეთე\, ევნოე) \nდრო: 16 თებერვალი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-dantes-ghvthaebrivi-komedia-meore-miakhloeba-gansatsmendeli/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2332.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150217T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150217T180000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150213T072432Z
LAST-MODIFIED:20240202T074512Z
UID:10003649-1424196000-1424196000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სიმონ ჯანაშიას საჯარო ლექცია - განათლების მომავალი
DESCRIPTION:17 თებერვალს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, განათლების მკვლევარი\, კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორი სიმონ ჯანაშია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „განათლების მომავალი“. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/simon-janashias-sajaro-leqtsia-ganathlebis-momavali/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2351.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150218T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150218T150000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150216T124232Z
LAST-MODIFIED:20240202T074509Z
UID:10003647-1424271600-1424271600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე - „აქციზის გაზრდის საკითხი“
DESCRIPTION:18 თებერვალს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში\, კომპანია ”ნატახტარის” კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი და ილიაუნის ბიზნესის სკოლის ლექტორი\, ირაკლი ლექვინაძე\, ისაუბრებენ თემაზე: „აქციზის გაზრდის საკითხი“. \n2014 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ” (მოგვიანებით – ბიუჯეტიც)\, რომლის მიხედვითაც\, რიგ პროდუქტებზე\, მათ შორის ალაოს ლუდზე\, შეიცვალა აქციზის განაკვეთი – 1 ლიტრ ლუდზე გაიზარდა 40-დან\, 60 თეთრამდე.  ლუდთან მიმართებაში ცვლილება ძალაში შედის 2015 წლის 1-ლი მარტიდან. \nამასთან დაკავშირებით\,  შეხვედრაზე საუბარი იქნება აქციზის ზრდის მიზეზებზე (არის თუ არა ის კავშირში ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებასთან) და შედეგებზე. \nდრო: 18 თებერვალი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა:  E კორპუსი\, 207 აუდიტორია\,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-aqtsizis-gazrdis-sakithkhi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2358.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150218T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150218T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150211T131241Z
LAST-MODIFIED:20240202T074505Z
UID:10003645-1424286000-1424286000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დოქტორ ნორმან აჯარის საჯარო ლექცია - „ფსიქოანალიზი ჰოლოკოსტის შემდეგ: ინსტიტუციონალური ფსიქოთერაპია“
DESCRIPTION:18 თებერვალს 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, შეხვედრების სერიის – „ფსიქოანალიზი საუნივერსიტეტო სივრცეში“ – ფარგლებში\, ფილოსოფიის დოქტორი\, ნორმან აჯარი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „ფსიქოანალიზი ჰოლოკოსტის შემდეგ: ინსტიტუციონალური ფსიქოთერაპია “. \nმეორე მსოფლიო ომის შემდეგ რამდენიმე ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა\, რომლებსაც ციხეში ან საკონცენტრაციო ბანაკში მოუხდათ ყოფნა\, შემჩნევა დაიწყეს მსგავსებებისა\, რომლებიც ერთმანეთთან აახლოებდა\, ერთი მხრივ\, ამგვარ გამომწყვდევასა და\, მეორე მხრივ\, იმ სათავშესაფრო ინსტიტუციებს\, რომლებშიც თავად მუშაობდნენ. მათ მიზნად დაისახეს\, პათოგენური ელემენტები ამოეცნოთ როგორც დაწესებულებაში\, ისე ფსიქიატრიული მკურნალობის წესებში\, რათა ამ უკანასკნელთა გარდაქმნა მოეხდინათ. ნებიდან იმისა\, რომ თავად მიმღები ინსტიტუციის „ფსიქოანალიზი“ ეტვირთათ\, რათა ის პაციენტებთან მიმართებაში ნაკლებად ძალადობრივი გამხდარიყო\, ამოიზარდა ის\, რასაც „ინსტიტუციონალური ანალიზი“ დაერქვა. \nნორმან აჯარი მიმოიხილავს ფრანსუა ტოსკელისა და ფელიქს გატარის შრომებს და აჩვენებს\, თუ როგორ გამოადგა ეს ინსტრუმენტები ფრანც ფანონს ეთნოფსიქიატრიის მონახაზის გაკეთებაში ფრანგული დომინაციის ალჟირის კონტექსტში; ასევე დასვამს საკითხს იმ მიმართების შესახებ\, რომელიც თერაპიის ამ ტიპებს\, სოციალურ მეცნიერებებსა და სოციალურ კრიტიკას შორის არსებობს. \nდასწრება თავისუფალია.\nდრო: 18 თებერვალი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/doqtor-norman-ajaris-sajaro-leqtsia-phsiqoanalizi-holokostis-shemdeg-institutsionaluri-phsiqotherapia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2331.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150219T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150219T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150213T103544Z
LAST-MODIFIED:20240202T074502Z
UID:10003644-1424372400-1424372400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:”ღვინის ქვეყანა“ - ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის\, მო იენის\, რომანის პრეზენტაცია
DESCRIPTION:19 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა ”ინტელექტი” გიწვევთ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2012 წლის ლაურეატი მწერლის\, მო იენის\, რომანის – ”ღვინის ქვეყანა“ – პრეზენტაციაზე. წიგნს მისი მთარგმნელები –  სანდრა ლატარია და ანზორ აბჟანდაძე და პოეტი შოთა იათაშვილი წარადგენენ. \nთანამედროვე ჩინეთის გამოჩენილი მწერლის\, მო იენის\, ყველა რომანმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მთელ მსოფლიოში. მის რომანებში კარგად ჩანს ავტორის გამორჩეული ნიჭის სიღრმე და თვალსაწიერი. \n”ღვინის ქვეყანა“ არა უბრალოდ გასაოცარი ნაწარმოებია\, არამედ ახალი შემოქმედებითი სტილის ნიმუშს წარმოადგენს\, რომლის მიღწევაც არც ისე ადვილია ჩვენს დროში. მო იენის ამ სტილისათვის დამახასიათებელია არაჩვეულებრივი\, ორიგინალური ხატოვანება\, უსაზღვრო წარმოსახვა\, გადაჯაჭვული მითოლოგიასთან\, და თხრობის სხვადასხვა ფორმის ოსტატური ფლობა. ღრმა ფილოსოფიური და პოლიტიკური კონტექსტით\, ეს რომანი არა მხოლოდ ჩინეთის პრობლემებს ეხება და არა მხოლოდ ჩინური კულტურის კუთვნილებაა\, არამედ მთელი კაცობრიობისა” (ქენძაბურო ოე). \nშეხვედრის დრო: 19 თებერვალი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ghvinis-qveqhana-nobelis-premiis-laureati-mtserlis-mo-ienis-romanis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2353.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150220T110000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150220T110000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150213T105836Z
LAST-MODIFIED:20240202T074854Z
UID:10003759-1424430000-1424430000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:საქართველოს ალბათური სეისმური საშიშროების რუკების პაკეტის პრეზენტაცია
DESCRIPTION:20 თებერვალს\, 11:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი (ნუცუბიძის ქ. №77) ატარებს საქართველოს ალბათური სეისმური საშიშროების რუკების პაკეტის პრეზენტაციას\, რომელიც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტმა შექმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის\, (FR/536/9-140/12) – “კავკასიის სეისმური საფრთხის შეფასება” – ფარგლებში. \nპროექტის მიზანი იყო\, ბოლო 15 წლის განმავლობაში დაგროვილი ცოდნის საფუძველზე\, ახალი სეისმური საშიშროების ალბათური რუკის შექმნა კავკასიის რეგიონისათვის. მიღებული შედეგები წინაპირობაა ქვეყანაში ახალი\, სეისმური\nსამშენებლო ნორმატივების შექმნისა\, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპული სამშენებლო სტანდარტების განვითარებისათვის. ეროვნული ნორმატიული ბაზის (ეროვნული დანართების) შემუშავება\, მოთხოვნილი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მე-3 თავის 46 და 47 პუნქტების თანახმად\, ემყარება თანამედროვე მეთოდებითა და მონაცემებით დათვლილ ალბათური სეისმური საშიშროების რუკების პაკეტს. \nპრეზენტაციაზე მოწვეულნი არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს\, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს\, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს\, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს\, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს\, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს\, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის\, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლები. \nპრეზენტაციის დრო: 20 თებერვალი\, 11:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი (ნუცუბიძის ქ. №77) \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/saqarthvelos-albathuri-seismuri-sashishroebis-rukebis-paketis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150220T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150220T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150217T072200Z
LAST-MODIFIED:20240202T074458Z
UID:10003642-1424458800-1424458800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ბექა მინდიაშვილის საჯარო ლექცია - ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები
DESCRIPTION:20 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, თეოლოგი ბექა მინდიაშვილი წაიკითხავს პირველ საჯარო ლექციას თემაზე – ტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან განაახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე: \n\nტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები\nრელიგია და ტოლერანტობის კულტურა\nტოლერანტობა და სამართლებრივი საკითხები\nტრადიცია და ნაციონალიზმი\nსეკულარიზმისა და პოსტსეკულარიზმის პრობლემა\nფუნდამენტალიზმი\nტოლერანტობის იდეა მხატვრულ ლიტერატურაში\nმრავალფეროვნების იდეა კინოში\nმედიატოლერანტობა\nქართული კულტურა და ტოლერანტობა\nხალხთა სტუმართმოყვარეობა და შეუწყნარებლობის კულტურული საფუძვლები\nტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი\n\nპროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nპირველი ლექციის დრო: 20 თებერვალი\, 19:00 საათი \nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/beqa-mindiashvilis-sajaro-leqtsia-tolerantobis-dzveli-da-thanamedrove-kontsephtsiebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2373.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150223T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150223T170000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150210T113939Z
LAST-MODIFIED:20240202T074851Z
UID:10003757-1424710800-1424710800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ტომაშ ზაბრანსკის საჯარო ლექცია - „ყველაზე პოპულარული მცენარე: უნივერსალური მედიკამენტი თუ ეშმაკის ბალახი?“
DESCRIPTION:23 თებერვალს\, 17:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, ჩარლზის უნივერსიტეტის პროფესორი (M.D.\, Ph.D)\, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი ნარკოპოლიტიკის დარგში\, ტომაშ ზაბრანსკი\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ყველაზე პოპულარული მცენარე: უნივერსალური მედიკამენტი თუ ეშმაკის ბალახი?“ ლექცია ჩატარდება პროგრამის – მარიხუანას მოხმარების პოლიტიკა UNGASS 2016 დღის წესრიგში – ფარგლებში.\nლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/tomash-zabranskis-sajaro-leqtsia-qhvelaze-popularuli-mtsenare-universaluri-medikamenti-thu-eshmakis-balakhi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150223T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150223T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150218T105340Z
LAST-MODIFIED:20240202T074847Z
UID:10003754-1424718000-1424718000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მესამე მიახლოება - სამოთხე“
DESCRIPTION:23 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის  “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემა: „დანტეს „ღვთაებრივი კომედია“: მესამე მიახლოება – „სამოთხე“. \nლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: მიწიერი სამოთხიდან ზეციურ სამოთხემდე; სამოთხის აგებულება; ცხრა ცა და მისი ბინადრები; ემპირეა; დანტე და მსოფლიო; დანტე და რუსთაველი. \nდრო: 23 თებერვალი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-dantes-ghvthaebrivi-komedia-mesame-miakhloeba-samothkhe/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2377.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150225T150000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150225T150000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150224T143000Z
LAST-MODIFIED:20240202T074843Z
UID:10003751-1424876400-1424876400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სწავლა ესტონეთში
DESCRIPTION:25 თებერვალს\, 15:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა ფონდ ”არქიმედეს” წარმომადგენლობა ესტონეთიდან. ესტონელი სტუმრები ილიაუნის სტუდენტებს უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში შეხვდებიან და ესტონეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობებს გააცნობენ. \nშეხვედრაზე დასწრება თავისუფალია. \nდრო: 25 თებერვალი\, 15:00 საათი\nადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/stsavla-estonethshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150225T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150225T180000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150223T062815Z
LAST-MODIFIED:20240202T074839Z
UID:10003748-1424887200-1424887200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე: 25 თებერვალი
DESCRIPTION:25 თებერვალს\, ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება დისკუსია\, რომლის მიზანიც საბჭოთა ოკუპაციის ხელახალი გააზრებაა. საბჭოთა ოკუპაციიდან 94 წლის შემდეგ ქართულ საზოგადოებაში კვლავ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და კითხვები\, რომლებიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს ისტორიული გამოცდილების შეფასებასთან: რამდენად არის თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია საბჭოთა ისტორიული ნარატივისგანთავისუფალი? რატომ იყო საქართველო ანექსიის განსაკუთრებული მოდელი? რა კავშირი აქვს ყოველდღიურ ცხოვრებას ოკუპაციასთან და რა შეიძლება ვისწავლოთ საკუთარი ისტორიიდან? \nსაქართველოს უახლეს ისტორიაში არსებულ კოლონიალიზაციაზე და ანექსიის გამოცდილებაზე ისაუბრებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და საპატიო სტუმრები: \n\nნინო დობორჯგინიძე – “საბჭოთა კავშირი და ყოველდღიური ცხოვრების კოლონიალიზაცია საქართველოში”;\nემზარ ჯგერენაია – “საქართველო – ანექსიის განსაკუთრებული მოდელი”;\nლაშა ბუღაძე – “აკრძალული 25 თებერვალი”;\nლაშა ბაქრაძე – “1921 წლის თებერვლის გაკვეთილები დღეისთვის”.\n\nდისკუსიის მოდერატორია ელენე კეკელია.\nდრო: 25 თებერვალი\, 18:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი “ლიგამუსი”\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის #32) \nდასწრება თავისუფალია. დისკუსიის ბოლოს გათვალისწინებულია ფურშეტი. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-25-thebervali/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2512.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150226T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150226T160000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150225T122313Z
LAST-MODIFIED:20240202T074837Z
UID:10003746-1424966400-1424966400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:სენსორული ოთახის გახსნა
DESCRIPTION:26 თებერვალს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი გიწვევთ სენსორული ოთახის გახსნაზე. სენსორული ოთახის აღჭურვა შესაძლებელი გახდა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედოს” სოციალური პროექტის ფარგლებში. სენსორული ოთახი განკუთვნილია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებთან სენსორული ინტეგრაციის პროგრამის განსახორციელებლად. სენსორული ინტეგრაციის პროგრამა მიზნად ისახავს ბავშვის განვითარების ხელშეწყობას სენსორული შეფასების საფუძველზე განსაზღვრული სენსორული გამოცდილების უზრუნველყოფით. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/sensoruli-othakhis-gakhsna/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150226T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150226T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150223T094519Z
LAST-MODIFIED:20240202T074833Z
UID:10003743-1424977200-1424977200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:„ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“ - სერიის პრეზენტაცია
DESCRIPTION:26 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” და ილიაუნის ლიტერატურული კლუბი გიწვევთ ახალი სერიის – “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” – პრეზენტაციაზე. წარმოდგენილი იქნება სერიაში გამოცემული პირველი 6 წიგნი. \n\n“ყვავილები ელჯერნონისთვის”- დენიელ კიზი\n“ძნელია ღმერთობა”- ბორის და არკადი სტრუგაცკები\n“ტანმოხატული კაცი” – რეი ბრედბერი\n“კაცი მაღალ კოშკში” – ფილიპ კ. დიკი\n“ხიდი ტერაბითიაში” – ქეთრინ პატერსონი\n“მწვანეთითება ტისტუ” – მორის დრიუონი\n\nპრეზენტაციაზე წიგნები გაიყიდება 25%-იანი ფასდაკლებით. \nდრო: 26 თებერვალი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/phantastikuri-bibliotheka-seriis-prezentatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2513.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150227T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150227T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150223T072103Z
LAST-MODIFIED:20240202T074830Z
UID:10003741-1425063600-1425063600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ასოცირებული პროფესორის მალხაზ სონღულაშვილის საჯარო ლექცია - რელიგია და ტოლერანტობის კულტურა
DESCRIPTION:27 თებერვალს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – რელიგია და ტოლერანტობის კულტურა. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან განახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე: \n\nტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები\nრელიგია და ტოლერანტობის კულტურა\nტოლერანტობა და სამართლებრივი საკითხები\nტრადიცია და ნაციონალიზმი\nსეკულარიზმისა და პოსტსეკულარიზმის პრობლემა\nფუნდამენტალიზმი\nტოლერანტობის იდეა მხატვრულ ლიტერატურაში\nმრავალფეროვნების იდეა კინოში\nმედიატოლერანტობა\nქართული კულტურა და ტოლერანტობა\nპოლიტიკური თეოლოგია\nტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი\n\nპროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nლექციის დრო: 27 თებერვალი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/asotsirebuli-prophesoris-malkhaz-songhulashvilis-sajaro-leqtsia-religia-da-tolerantobis-kultura/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2528.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150302T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150302T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150227T115603Z
LAST-MODIFIED:20240202T074826Z
UID:10003738-1425322800-1425322800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: უილიამ შექსპირი - „ჰამლეტი“
DESCRIPTION:2 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, პროექტის – “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის  “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემა:„უილიამ შექსპირი – „ჰამლეტი“. \nლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციაზე განიხილავს შემდეგ თემებს: საქსონ გრამატიკოსის\, კიდის\, ჰამლეტი და ურ-ჰამლეტი; სამი წყარო\, სამი მოტივი; თეატრი თეატრში; გაუბედაობა თუ განზრახ დაყოვნება? გოეთეს ინტერპრეტაცია; ელიოტის კრიტიკა; ევროპა – ჰამლეტი დღეს; ქართული თარგმანი. \nდრო: 2 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-uiliam-sheqspiri-hamleti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2608.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150304T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150304T180000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150302T071315Z
LAST-MODIFIED:20240202T074823Z
UID:10003736-1425492000-1425492000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ქართული თეატრი 2014 წელს - სტატისტიკური კვლევის შედეგები
DESCRIPTION:4 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს კვლევის – „ქართული თეატრი 2014 წელს“ – პრეზენტაციას. \nკვლევაში\, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეოთხე წელია\, ახორციელებს\, შეფასებულია 2014 წლის ქართული თეატრის მნიშვნელოვანი მოვლენები. კვლევა ეფუძნება საქართველოში მოქმედი 47 სახელმწიფო და კერძო თეატრის მონაცემებს. სტატისტიკურ ანალიზთან ერთად\, კვლევაში წარმოდგენილია თეატრების\, რეჟისორების\, მსახიობების\, სცენოგრაფების და ქორეოგრაფების რეიტინგები\, რომლებიც ქართულ თეატრში მოღვაწეობდნენ 2014 წელს. წელს კვლევას დაემატა 6 ახალი ნომინაცია და გაიზარდა კვლევაში მონაწილე თეატრების რაოდენობა. \nპრეზენტაციაზე დასახელდება წარმატებული თეატრების ხუთეულები შემდეგი კატეგორიების მიხედვით: \n\nპრემიერებით გამორჩეული თეატრები\nმრავალფეროვანი რეპერტუარით გამორჩეული თეატრები\nსაგასტროლო მარშრუტები მსოფლიო და საქართველოს რუკაზე\nსარეპერტუარო წარმოდგენების რეიტინგი\nდრამატურგიის რეიტინგი (თანამედროვე ქართული\, უცხოური და კლასიკა)\nფუნქციურად დატვირთული თეატრების რეიტინგი\nსპექტაკლების რეიტინგი (სპექტაკლები\, რომლებიც ყველაზე მეტმა მაყურებელმა ნახა და ყველაზე მეტჯერ წარმოადგინეს წლის განმავლობაში)\nმაყურებლის აქტივობის რეიტინგი\nთეატრების დატვირთულობის რეიტინგი\nრეჟისორების\, მსახიობების\, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების პროდუქტიულობის რეიტინგი\n\nწელს პირველად\, პრეზენტაციაზე დასახელდება 2014 წლის საუკეთესო სპექტაკლების\, რეჟისორების\, მსახიობების\, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების ხუთეულები\, რომლებსაც 2014 წელს შექმნილი სპექტაკლების მხატვრული ხარისხის მიხედვით გამოავლენს შვიდი პროფესიონალი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური. \nილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს მიაჩნია\, რომ 2014 წლის მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენები იყო: \n\nქართული თეატრის მონაწილეობა შექსპირის ოლიმპიადაში პეკინში;\nგორის თეატრის ინიციატივით\, კომედიის ფესტივალის დაფუძნება;\nიმერეთის თეატრალური საზოგადოების ინიციატივით\,  ფესტივალ “თეატრალური იმერეთის” აღდგენა;\nთბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – “საჩუქარი” – წარმატებით ჩატარება;\nახალი სათეატრო სივრცის – “რკინის თეატრი” (ხელმძღვანელი დავით ანდღულაძე) – გახსნა;\nმოძრაობის თეატრის ახალი შენობა გახსნა;\nფოთის დრამატული თეატრის ახალი შენობის გახსნა.\n\n  \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/qarthuli-theatri-2014-tsels-statistikuri-kvlevis-shedegebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2611.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150305T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150305T180000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150223T073501Z
LAST-MODIFIED:20240202T074818Z
UID:10003733-1425578400-1425578400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ექიმი სექსოლოგის\, ზურაბ მარშანიას\, საჯარო ლექცია
DESCRIPTION:5 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ექიმი სექსოლოგი\, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი\, ზურაბ მარშანია\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: “ქალის მწვავე სექსუალური ტკივილის სინდრომის – ვაგინიზმის ეტიოლოგიის\, გავრცელებისა და მკურნალობის სოციოკულტურული თავისებურებები საქართველოში”. \nლექციაზე განხილული იქნება ქალის ისეთი სქესობრივი დარღვევა\, რომელიც ხშირად გამხდარა ახალგაზრდა ოჯახის დანგრევისა და გამოუსწორებელი პირადი ტრაგედიის მიზეზი. ავტორის სამეცნიერო კვლევის მასალები საინტერესოდაა შეხამებული ლიტერატურულ მონაცემებთან და ქართულ სინამდვილესთან. \nლექციის დრო: 5 მარტი\,  18:00 საათი\nადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/eqimi-seqsologis-zurab-marshanias-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2514.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150305T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150305T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150302T111220Z
LAST-MODIFIED:20240202T074813Z
UID:10003731-1425582000-1425582000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ჯადოქარი ბომბეიდან - სალმან რუშდი
DESCRIPTION:5 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” ილიაუნის ლიტერატურული კლუბი მორიგ შეხვედრაზე გიწვევთ. კლუბის სტუმარი\, მწერალი და მთარგმნელი სალომე ბენიძე\, სალმან რუშდის შესახებ ისაუბრებს. ლექცია შეეხება მწერლის რომანებს\, ცხოვრებას\, დაპირისპირებას პოლიტიკურ და რელიგიურ ლიდერებთან  და ფატვას\, რომელიც მას 1989 წელს მუსლიმური სამყაროს ლიდერმა\, აიათოლა ხომეინიმ გამოუტანა რომანისთვის ”სატანური ლექსები“. \nშეხვედრის დრო: 5 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/jadoqari-bombeidan-salman-rushdi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2612.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150306T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150306T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150302T065638Z
LAST-MODIFIED:20240202T074806Z
UID:10003728-1425668400-1425668400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გიორგი მშვენიერაძე - ტოლერანტობა და სამართლის საკითხები
DESCRIPTION:6 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის აკადემიური თანადირექტორი გიორგი მშვენიერაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ტოლერანტობა და სამართლის საკითხები. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას შემდეგ თემებზე: \n\nტოლერანტობის ძველი და თანამედროვე კონცეფციები\nრელიგია და ტოლერანტობის კულტურა\nტოლერანტობა და სამართლის საკითხები\nტრადიცია და ნაციონალიზმი\nსეკულარიზმისა და პოსტსეკულარიზმის პრობლემა\nფუნდამენტალიზმი\nტოლერანტობის იდეა მხატვრულ ლიტერატურაში\nმრავალფეროვნების იდეა კინოში\nმედიატოლერანტობა\nქართული კულტურა და ტოლერანტობა\nპოლიტიკური თეოლოგია\nტოლერანტობა და მულტიკულტურალიზმი\n\nპროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. \nლექციებს აღნიშნულ თემებზე წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია.\nლექციის დრო: 6 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/giorgi-mshvenieradze-tolerantoba-da-samarthlis-sakithkhebi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2528.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150309T210000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150309T210000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150304T124712Z
LAST-MODIFIED:20240202T074800Z
UID:10003726-1425934800-1425934800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:Spring Forward - Apple-ის საგაზაფხულო ღონისძიების ვიდეოტრანსლაცია
DESCRIPTION:9 მარტს\, ორშაბათს\, 21:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში გაიმართება ვიდეოტრანსლაცია კორპორაცია Apple-ის სპეციალური საგაზაფხულო ღონისძიებისა – Spring Forward\, რომელზეც წარმოდგენილი იქნება კომპანიის ახალი პროდუქტები. \nღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გთხოვთ\, მობრძანდეთ. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/spring-forward-apple-is-sagazaphkhulo-ghonisdziebis-videotranslatsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2658.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150311T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150311T180000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150309T121655Z
LAST-MODIFIED:20240202T074755Z
UID:10003723-1426096800-1426096800@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ირინე ებრალიძის საავტორო კონცერტი
DESCRIPTION:11 მარტს\, ოთხშაბათს\, 18:00 საათზე\, ილიაუნის თეატრში\, ხოლო 20 მარტს\, პარასკევს\, 18:00 საათზე\, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში\, შედგება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუსიკო ხელოვნების დოქტორანტის\, ირინე ებრალიძის\, საავტორო კონცერტები. \nდასწრება თავისუფალია.\n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/irine-ebralidzis-saavtoro-kontserti/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2681.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150313T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150313T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150309T120744Z
LAST-MODIFIED:20240202T074750Z
UID:10003722-1426273200-1426273200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:გია ნოდია - რელიგია დემოკრატიულ პოლიტიკაში
DESCRIPTION:13 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში\, გია ნოდია წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – რელიგია დემოკრატიულ პოლიტიკაში. \nსაჯარო ლექციების ციკლი ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში ახალი პროექტია\, რომელსაც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად\, 2015 წლის თებერვლიდან ახორციელებს ყოველ პარასკევს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“. \nპროექტი ხორციელდება ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით\, „ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში. \nტოლერანტობის სკოლის მიზანია\, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის\, რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარული პრინციპების შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და აღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას. \nტოლერანტობის სკოლის სალექციო კურსი მოიცავს 12 საჯარო ლექციას. ლექციებს წაიკითხავენ მოწვეული ლექტორები და მკვლევრები როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან\, ასევე სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ორგანიზაციებიდან. ლექციების შემდეგ გათვალისწინებულია დისკუსია. \nტოლერანტობის სკოლის საჯარო ლექციებზე დასწრება თავისუფალია. \nლექციის დრო: 13 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/gia-nodia-religia-demokratiul-politikashi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2680.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150314T100000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150314T100000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150311T120955Z
LAST-MODIFIED:20240202T074744Z
UID:10003721-1426327200-1426327200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:მოსწავლეთა ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
DESCRIPTION:14 მარტს\, 10:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში\, ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროგრამის პროექტის – „ჯაჭვური რეაქცია“ – ფარგლებში\, გაიმართება მოსწავლეთა მეორე ეროვნული კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. კონფერენციაში 2014-2015 სასწავლო წელს საქართველოს ხუთი სკოლა მიიღებს მონაწილეობას: \n\n აკად. ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა (თბილისი)\n ნიუტონის თავისუფალი სკოლა (თბილისი)\nსერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS (თბილისი)\nპირველი საჯარო სკოლა (ბოლნისი)\n 33-ე საჯარო სკოლა (ქუთაისი)\n\nკონფერენციაზე მოსწავლეები წარმოადგენენ კვლევით პროექტებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში როგორც სასესიო\, ასევე საგამოფენო ფორმატში. კონფერენციაზე წარმოდგენილი საუკეთესო კვლევითი პროექტი მაისში საქართველოს სახელით წარდგება საერთაშორისო კონფერენციაზე ჰაიდელბერგში (გერმანია). \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/mostsavletha-erovnuli-konpherentsia-sabunebismetqhvelo-metsnierebebshi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2949.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150316T160000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150316T160000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150310T074722Z
LAST-MODIFIED:20240202T074739Z
UID:10003720-1426521600-1426521600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლინო ბიანკოს საჯარო ლექცია - ”ქალაქი”
DESCRIPTION:16 მარტს\, 16:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში\, სოფიას სამშენებლო კონსტრუქციებისა და გეოდეზიის უნივერსიტეტის ლექტორი ქალაქგეგმარების ისტორიასა და თეორიაში\, არქიტექტორი ლინო ბიანკო წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – ქალაქი. ის შეეცდება შეადაროს სამი მნიშვნელოვანი ფიგურის – ჯეინ ჯაკობსის („ამერიკის დიდი ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“)\, ალდო როსის („ქალაქის არქიტექტურა“) და კევინ ლინჩის („ქალაქის იმიჯი“) – თეორიები და უპასუხოსშეკითხვას: შექმნეს თუ არა ამ ადამიანებმა ქალაქის პატივისცემის თარგი? \nლექციის დრო: 16 მარტი\, 16:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/lino-biankos-sajaro-leqtsia-qalaqi/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/2685.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150316T190000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150316T190000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150310T064748Z
LAST-MODIFIED:20240202T074735Z
UID:10003719-1426532400-1426532400@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: უილიამ შექსპირი - „მეფე ლირი“
DESCRIPTION:16 მარტს\, 19:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”\, პროექტის\n– “ილიაუნის მწერალი” საჯარო ლექციების სერიის “როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით” – ფარგლებში\, ჩატარდება ლევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია. \nლექციის თემა:„უილიამ შექსპირი – „მეფე ლირი“. \nშექსპირის ყველაზე კოსმიური ტრაგედია; ბუნება შექსპირის გაგებით; ადამიანი ბუნების წინააღდეგ; მადლიერება და უმადურება; პიროვნების ფენომენის აფეთქება; სამყარო\, როგორც ადამიანის სულის ილუსტრაცია;  შექსპირის „მტრები“ და „მეგობრები“ — გოეთე\, ჰიუგო\, ტოლსტოი\, შოუ\, ჯოისი\, ელიოტი; ქართველი ლირი — „ყველასგან მიტოვებული“. \nდრო: 16 მარტი\, 19:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/levan-berdzenishvilis-sajaro-leqtsia-uiliam-sheqspiri-mephe-liri/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/02/2332.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150317T180000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150317T180000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150313T081417Z
LAST-MODIFIED:20240202T074730Z
UID:10003718-1426615200-1426615200@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:პროექტი Sapere Aude - ლევან ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია
DESCRIPTION:17 მარტს\, 18:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, სტუდენტური პროექტის – “Sapere Aude” – ფარგლებში\, თბილისის ფაბიანური საზოგადოების დამფუძნებელი\, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრანტი\, ლევან ლორთქიფანიძე\, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე – „მუშათა მდგომარეობა თანამედროვე საქართველოში: დაპირისპირება შრომასა და კაპიტალს შორის (პრეცედენტები და შედეგები)“. \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/proeqti-sapere-aude-levan-lorthqiphanidzis-sajaro-leqtsia/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/png:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2025/09/cover_default.png
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150318T130000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150318T130000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150313T125506Z
LAST-MODIFIED:20240202T074725Z
UID:10003717-1426683600-1426683600@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:ორი საბაკალავრო სპეცკურსი სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის შემოთავაზებით
DESCRIPTION:18 მარტს\, 13:00 საათზე\, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში პროფესორი გიორგი მაისურაძე გაგაცნობთ ორი ახალი უპრეცედენტო\, 6-კრედიტიანი კურსის სპეციფიკას\, ზუსტ განრიგსა და კრედიტების მოპოვების წესს. \nკურსებს სახელწოდებით – „კულტურის კვლევების სათავეები“ და „თემი\, ძალადობა\, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი გაზაფხულის სემესტრში შესთავაზებს ფილოსოფიის\, სოციოლოგიის\, პოლიტიკის მეცნიერების\, ლიტერატურისმცოდნეობისა და Liberal Arts-ის ბაკალავრიატის სტუდენტებს. \nორივე კურსის ხელმძღვანელი იქნება პროფ. გიორგი მაისურაძე\, ხოლო თითოეული მათგანი მეტწილად დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის (ბერლინი\, ლუქსემბურგი\, პრაღა\, ბოხუმი) ლექტორების ინტენსიური ლექცია-სემინარებით. \n\nკურსი „კულტურის კვლევების სათავეები“ სტუდენტებს გააცნობს იმ გერმანულენოვან ფილოსოფიურ და ლიტერატურულ ტრადიციას\, რომლის წიაღშიც XVIII საუკუნის ბოლოდან XX საუკუნის შუახანებამდე ჩამოყალიბდა კულტურის მეცნიერებები და ზოგადად „კულტურა“\, როგორც ცალკე საკვლევი საგანი.\nკურსი „თემი\, ძალადობა\, სხეული – XX საუკუნის პოლიტიკის თეორეტიკოსები“ განიხილავს XX საუკუნის უმთავრეს პოლიტიკურ თეორიებს\, ძირითადად\, ევროპული ტრადიციიდან.\n\nუცხოენოვანი ლექციები ჩატარდება თანმიმდევრული ქართული თარგმანით.\nვინაიდან კურსებს არ ექნება სტაბილური ყოველკვირეული ხასიათი\, დაინტერესებულ პირებს გთხოვთ\, მობრძანდეთ კურსების პრეზენტაციაზე. \nპრეზენტაციის დრო: 18 მარტი\, 13:00 საათი\nადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/ori-sabakalavro-spetskursi-sotsialuri-da-kulturis-kvlevebis-institutis-shemothavazebith/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/3007.jpg
END:VEVENT
BEGIN:VEVENT
DTSTART;TZID=Asia/Dubai:20150318T170000
DTEND;TZID=Asia/Dubai:20150318T170000
DTSTAMP:20260515T143104
CREATED:20150316T125817Z
LAST-MODIFIED:20240202T074722Z
UID:10003716-1426698000-1426698000@events.iliauni.edu.ge
SUMMARY:დისკუსია თემაზე - “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ”
DESCRIPTION:18 მარტს\, ოთხშაბათს\, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი”\, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში\, რომელსაც ხელმძღვანელობს კავშირი “ჩვენი ბავშვები”\, ჩატარდება დისკუსია თემაზე – “მითი და რეალობა დაუნის სინდრომის შესახებ”.\nდისკუსიის მიზანია საზოგადოების აქტიურობის გაზრდა და მსჯელობის ინიცირება შემდეგ საკითხებზე: \n\nრა სახის გამოწვევების წინაშე დგას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი\, მისი ოჯახი და საზოგადოება?\nრა იცის საზოგადოებამ\, რა გავრცელებული მითები შეინიშნება და როგორია რეალობა?\nსად იძებნება სტერეოტიპები?\nრა არის შესაცვლელი? როგორ შეგვიძლია შევცვალოთ რეალობა?\n\nდისკუსიას გაუძღვება ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე. ისაუბრებენ: ლია ტაბატაძე (ორგანიზაცია „ჩვენი ბავშვების“ პროექტის მენეჯერი)\, ეკატერინე დგებუაძე (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი)\, მაია ბუჩუკური (საქართველოს შრომის\, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი)\, ირინა ობოლაძე (სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი)\, სოფიო აფციაური (ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტი)\, ნათია კოპაძე (ჟურნალისტი). \nდისკუსიის ბოლოს\, მომხსენებლებს და მონაწილეებს საშუალება ექნებათ\, შეუერთდნენ ფოტოკამპანიას ჭრელი წინდებით\, გადაიღონ ფოტოები ლოგოიანი წინდებით და გამოხატონ მხარდაჭერა. წინდებიანი სურათები ”ფეისბუქით” გავრცელდება და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. \nდისკუსიის დრო: 18 მარტი\, 17:00 საათი\nადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი” \nდასწრება თავისუფალია. \n\n			\n				\n			\n		\n\n[wpai_display_imported_files_here]
URL:https://events.iliauni.edu.ge/event/diskusia-themaze-mithi-da-realoba-daunis-sindromis-shesakheb/
CATEGORIES:ღონისძიებები
ATTACH;FMTTYPE=image/jpeg:https://events.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2015/03/3223.jpg
END:VEVENT
END:VCALENDAR